IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

3 გვერდი V  < 1 2 3 >  ( პირველ წაუკითხავ პოსტზე გადასვლა )
Reply to this topicStart new topic
ცისფერყანწელები, პოეზია
juzi
პოსტი 8.12.2009, 20:41
პოსტი #16


Advanced Member


ჯგუფი: საძაგლები
პოსტები: 10,889
რეგისტრ.: 12.07.07
მდებარ.: ...
წევრი № 10,650



სერგეი ესენინს
ტიციან ტაბიძე

გაუხედნავი კვიცი იყავი

და სისხლიანი როგორც ჩაღატარ.

დარჩები ლექსში გაურიყავი,

ცოდვაა, ამ ლექსს საფლავში გატან.


მოგდევდა სევდა დიდ ტრამალების

და მოატანე დარიალამდე.

სული სულს როგორ დაემალება?!

ჩვენი თვალებიც ცრემლით დალამდენ.


განა შენ დარჩი მარტო ცოცხალი,

რომ გადარჩენა არ გხარებია?..

ვინ დაითვალოს ცრემლის კურცხალი,

სირცხვილი, რაც გულს გაჰკარებია?..


გდიოდა ლექსი შენ როგორც სისხლი,

მოურჩენელი გულის იარა.

თავის სიკვდილით თავს ვერ დაიხსნი

და სისხლი მხოლოდ სისხლს ეზიარა.


გამთენიისას ხაშის დიდ ქვაბში

ხარშავდა კეპკას მთვრალი პაოლო.

ყინვას გაჰქონდა გარედ კაშკაში,

სიკვდილმა ხელი მაგრად ჩაგავლო.


და გულში სტირის შენი ანდერძი:

სადღეგრძელოში გვახსოვდე მარად.

წითელ ღვინოში - შენ პურის კერძი

წამოიზრდები სისხლის ტომარად.


ღმერთი და სჯული... არა ვართ შორი,

მონღოლის სისხლი გვიდუღს ორთავეს,

სული დააპეს და მერე ძორი...

ძორიც ძერებმა გამოათავეს.


ასე უჭირდა ალბათ ამირანს

რომ დაულეწეს ჩვენსავით მკერდი...

შევსვამთ საწამლავს... ჩვენ როგორც მირონს -

პირველად შენ სთქვი ეს ალავერდი.


ჩოფურაშვილთან ვიყავით წუხელ,

შენზე ღრიალით გასკდა არღანი.

საკუთარ ძმასაც ვეღარ გავუმხელ,

რაც ჩაკირულა გულში ბალღამი...


სამწუხაროა ყველა ესენი

და უფრო მწარე კიდევ ის არი,

ლამაზო ბიჭო! სერგეი ესენინ!

ცოცხალს არ გესმის ეს საფიცარი!..


ამხანაგებო, თუ ღრმა ღელეში

ჩვენი თავებიც სადმე დაგორდეს,

ყველამ იცოდეს - სხვა პოეტებში

ესენინ ჰყავდა ძმად ცისფერ ორდენს!..


28 თებერვალი, 1926 წ.

ტფილისი.





--------------------
..
ბრმა მუსიკოსი.
გამოშვერილ ძველ თუნუქის ჯამში
აგროვებს ფიფქებს
Go to the top of the page
 
+Quote Post
mantineli
პოსტი 8.12.2009, 21:46
პოსტი #17


Advanced Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 9,252
რეგისტრ.: 21.06.09
მდებარ.: sadgac :))))))))
წევრი № 16,318



ციტატა(juzi @ 8.12.2009, 21:41) *
სერგეი ესენინს
ტიციან ტაბიძე

გაუხედნავი კვიცი იყავი

და სისხლიანი როგორც ჩაღატარ.

დარჩები ლექსში გაურიყავი,

ცოდვაა, ამ ლექსს საფლავში გატან.


მოგდევდა სევდა დიდ ტრამალების

და მოატანე დარიალამდე.

სული სულს როგორ დაემალება?!

ჩვენი თვალებიც ცრემლით დალამდენ.


განა შენ დარჩი მარტო ცოცხალი,

რომ გადარჩენა არ გხარებია?..

ვინ დაითვალოს ცრემლის კურცხალი,

სირცხვილი, რაც გულს გაჰკარებია?..


გდიოდა ლექსი შენ როგორც სისხლი,

მოურჩენელი გულის იარა.

თავის სიკვდილით თავს ვერ დაიხსნი

და სისხლი მხოლოდ სისხლს ეზიარა.


გამთენიისას ხაშის დიდ ქვაბში

ხარშავდა კეპკას მთვრალი პაოლო.

ყინვას გაჰქონდა გარედ კაშკაში,

სიკვდილმა ხელი მაგრად ჩაგავლო.


და გულში სტირის შენი ანდერძი:

სადღეგრძელოში გვახსოვდე მარად.

წითელ ღვინოში - შენ პურის კერძი

წამოიზრდები სისხლის ტომარად.


ღმერთი და სჯული... არა ვართ შორი,

მონღოლის სისხლი გვიდუღს ორთავეს,

სული დააპეს და მერე ძორი...

ძორიც ძერებმა გამოათავეს.


ასე უჭირდა ალბათ ამირანს

რომ დაულეწეს ჩვენსავით მკერდი...

შევსვამთ საწამლავს... ჩვენ როგორც მირონს -

პირველად შენ სთქვი ეს ალავერდი.


ჩოფურაშვილთან ვიყავით წუხელ,

შენზე ღრიალით გასკდა არღანი.

საკუთარ ძმასაც ვეღარ გავუმხელ,

რაც ჩაკირულა გულში ბალღამი...


სამწუხაროა ყველა ესენი

და უფრო მწარე კიდევ ის არი,

ლამაზო ბიჭო! სერგეი ესენინ!

ცოცხალს არ გესმის ეს საფიცარი!..


ამხანაგებო, თუ ღრმა ღელეში

ჩვენი თავებიც სადმე დაგორდეს,

ყველამ იცოდეს - სხვა პოეტებში

ესენინ ჰყავდა ძმად ცისფერ ორდენს!..


28 თებერვალი, 1926 წ.

ტფილისი.




უიმე ჯუზი ჩემი ბავშვობის საყვარელი ლექსი love.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
jete_plie
პოსტი 10.12.2009, 18:12
პოსტი #18


Junior Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 95
რეგისტრ.: 30.11.09
წევრი № 19,082



მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.

მე დავიბადე აპრილის თვეში,
ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან,
მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში
მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან.

აქედან ვიცი, მე რომ მოვკვდები,
ამ ლექსს რომ ვამბობ, ესეც დარჩება,
ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება
და ეს ეყოფა გამოსარჩლებად.

იტყვიან ასე: იყო საწყალი,
ორპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი.
ლექსები იყო მისი საგზალი,
არ მოუცვლია ერთი ნაბიჯი.

და აწვალებდა მას სიკვდილამდე
ქართული მზე და ქართული მიწა,
ბედნიერებას მას უმალავდენ,
ბედნიერება მან ლექსებს მისცა.

მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.



ტიციანი


--------------------
მე თავს მოვიკლავ, როგორც ვერტერი,
შენი მეუღლის იარაღიდან.
Go to the top of the page
 
+Quote Post
juzi
პოსტი 12.01.2010, 2:07
პოსტი #19


Advanced Member


ჯგუფი: საძაგლები
პოსტები: 10,889
რეგისტრ.: 12.07.07
მდებარ.: ...
წევრი № 10,650



ანანურთან

შენ აქ რა გინდა, მაგრამ ყოველთვის
მომაგონდები ამ ანანურთან.
შავი არაგვი თეთრ არაგვს ერთვის,
ჩვენი გათიშვა კი ყველას სურდა.

არც კი გიცნობდი, არც კი მენახე,
ისე გხატავდა თამარს ვრუბელი.
ხარ დანგრეული შენ „მოდი-ნახე“,
ფეხ-მოტეხილი შენ ხარ ღრუბელი.

ისე ნაზია ეს მოგონება,
როგორც დემონის ფრთების შეხება,
სჯობს გაიხარონ სხვა გოგოებმა,
მოიბან შენი ირმის ფეხები.

დე! გაიხარონ იმათ მგოსნებმაც,
მათი ცხოვრება ხვალე იწყება,
ჩვენ მგლოვიარე, მწუხარ ოცნებას
დაფარავს მიწა და დავიწყება.

გარჩენილი ვარ ქვებზე კალმახი
და ახეული მაქვს ლაყუჩები,
შემართულია ფეხზე ჩახმახი
და უსიკვდილოდ ვერ გადვურჩები.

ასე კვდებოდა ალბათ ათასი
და მოწმედ ჰყავდათ ეს ანანური,
ეს არის ჩემი მგოსნობის ფასი
და თვითმკვლელობის იავნანური.



ეს გორეცის ფოტოთი ვისარგებლე...

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია juzi: 12.01.2010, 2:08


--------------------
..
ბრმა მუსიკოსი.
გამოშვერილ ძველ თუნუქის ჯამში
აგროვებს ფიფქებს
Go to the top of the page
 
+Quote Post
juzi
პოსტი 15.01.2010, 2:23
პოსტი #20


Advanced Member


ჯგუფი: საძაგლები
პოსტები: 10,889
რეგისტრ.: 12.07.07
მდებარ.: ...
წევრი № 10,650



ჩვენ- ,,ცისფერი ყანწები"

მარად ლექსები. პოეზია. გადაქანება.
საქართველოს კი დაუბერა ციებამ, სურდომ,
ჩვენ პოეზიამ თავი მაინც ვერ დაგვანება
და ვერ გაგვტეხა შემოსეულ სიკვდილთა ურდომ.

სამშობლოს ჯვარზე პოეზიით დალურსმულები,
ფეხზე ვიკიდებთ ჰენიოსთა დაფნის გვირგვინებს
და როცა ქვეყნის აღსასრული ჩამოიგრგვინებს,
ჩვენ გავიცინებთ თეთრ ფერებში გადაცმულები.

ჩვენ ლექსებს დავწერთ, ავტირდებით და ავატირებთ,
ჩვენი დარტყმული ამ ქვეყანას დარჩება ლარი,
თვალწამოვარდნილ საქართველოს გადვინადირებთ
და ჩვენს ძეგლებზე აინთება ლოცვის ოლარი.
ნიკოლო მიწიშვილი



--------------------
..
ბრმა მუსიკოსი.
გამოშვერილ ძველ თუნუქის ჯამში
აგროვებს ფიფქებს
Go to the top of the page
 
+Quote Post
juzi
პოსტი 15.01.2010, 2:29
პოსტი #21


Advanced Member


ჯგუფი: საძაგლები
პოსტები: 10,889
რეგისტრ.: 12.07.07
მდებარ.: ...
წევრი № 10,650



დეკემბრის აგონია -
ნიკოლო მიწიშვილი

გარეთ ქარია. დეკემბერი უკრავს ჭიანურს.
და თეთრ ქალწულებს გაუმართავთ მინდვრად ბალეტი.
ჩემს ოთახში კი ფავნი ლოშნის დამთვრალ დიანოსს.
და ეშმაკურად იყურება ლურჯ სათვალეთი.

მე ყაჩაღივით მაფრინდება მუხლებში დამბლა
და გახურებულ მარწუხებით ალურჯებს ძარღვებს.
უცნაურ ფიქრმა ხერხემალი სულ დამიდამპლა.
თავის ქალასაც ეს ფიქრები მალე გაარღვევს.

და მეშინია. მეშინია, ო, მეშინია.
ჩემი სახელი გუშინს აქეთ სულ მავიწყდება.
ცივდება ტვინი. სისხლის ჩქეფაც მალე მისწყდება.
მე კარგად ვიცი ეს რა არის, რისი ჟინია.

წუხელი ღამით ეს თითები ვერხვისფოთლობდნენ.
ღებავდა სისხლი მოღალული ტუჩების მარჯანს.
სუსტი თვალები შავ სტრიქონებს ვეღარა ფლობდენ
და მე ვფიქრობდი, რომ ეს კვირა არ გადამარჩენს.

ვუცდი და ველი - ბედი როცა დამაყირავებს
და ამ ქვეყნიდან გამისტუმრებს თქვენი არული,
როცა გამყვება პროცესია მე ბულვარული
და მელოტები მოიხსნიან გადამსკდარ თავებს.

1919წ.


--------------------
..
ბრმა მუსიკოსი.
გამოშვერილ ძველ თუნუქის ჯამში
აგროვებს ფიფქებს
Go to the top of the page
 
+Quote Post
jete_plie
პოსტი 16.03.2010, 4:23
პოსტი #22


Junior Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 95
რეგისტრ.: 30.11.09
წევრი № 19,082



სამშობლოს ჯვარზე პოეზიით დალურსმულები,



--------------------
მე თავს მოვიკლავ, როგორც ვერტერი,
შენი მეუღლის იარაღიდან.
Go to the top of the page
 
+Quote Post
juzi
პოსტი 6.07.2010, 15:46
პოსტი #23


Advanced Member


ჯგუფი: საძაგლები
პოსტები: 10,889
რეგისტრ.: 12.07.07
მდებარ.: ...
წევრი № 10,650



ყოფნის აღქმა



დაფიქრებულხართ როდისმე, რაზე მღერის ქარიშხალი შემოდგომის სუსხიან ღამეს, როცა დახურულია დარაბები, რომ არ გაიგონოთ მისი ქვითინი, მაგრამ მაინც გესმით სახლის სახურავზე გამხმარი ხეების ტოტების ცეკვა, რომელიც ჯადოქარ ქარიშხალს ფერხულში ჩაუბამს?..

დაფიქრებულხართ... გესმით კიდეც, მაგრამ მაინც არ გინდათ, რომ გაიგოთ, რადგან ის მღერის იმ ზვიად ველურ ვნებაზე, რომელთანაც ჩვენი ვნება ბავშვობა გამოჩნდება. და თქვენ გრცხვენიათ თქვენივე ბავშვობისა. ქარიშხლის სიმღერა გამოძახილია საუკუნეებში დაკარგული რომაელი სარდლის სიმღერისა, რომელიც მოგებული ომის შემდეგ ფალერნის ღვინის თასზე ანაკრეონის სიმღერებს მღერის. ალერსის ლოდინში თრთის მხევალი და აქცევს ღვინოს. ქარიშხლის სიმღერა გამოძახილია ომიდან დაბრუნებული ამორძალების სიმღერისა, რომელთა სისხლით დათქვირულმა ცხენებმა შაფრანის მთვარის სხივები მეწამულ ზეწარში გამოხვიეს.

ქარიშხლის სიმღერა - სუნთქვაა ცოდვის სარეცელზე ვნებით მთრთოლვარე კლეოპატრასი და ურიასტანის მიდამოებში დაკარგული სულამიტის საქმროს ძახილი...

დაუგდეთ ყური... განა არ გესმით... შავბნელ ღამეში როგორ გულმწვავედ უკივის იაზონს მედეა, იცის, რომ შორს არის, მაგრამ მაინც ეძახის, გული ვერ იტევს გრძნობის ნიაღვარს... შავბნელ ღამეში პონტოფრეს ცოლი ელის ყრმა იოსებს ნილოსის ლერწმებში...

ქარიშხალი აცოცხლებს მითს, წარსულის ზვიადი ვნების სიზმრებით რომ დაათროს ადამიანი. ქარიშხლის ველურ სიმღერაში შენახულია დიონისეს მისტერიები.

დაუგდეთ ყური ქარიშხალს!..

დაივიწყეთ, თქვენივე საკუთარი თავის და სხვისი შებრალება, დაივიწყეთ ყველაფერი და ყველაფერს გაიგებთ.

მწყემსების სალამურზე უფრო ნაზია და მთით მომსკდარ ნიაღვარზე მრისხანე ახალგაზრდა ტანში სიცილი სისხლისა. ღვინო გამოილია ფიალაში და სათნოება დაეტყო სულს. ყინვამ უსწრო მთებში გაზაფხულის წინამორბედს, მაგრამ აივსო ღვინით ფიალა და გაზაფხულის დღესასწაულზე გვეძახის წინასწარმეტყველი: - ევოე, ოვოე სიგიჟის მოციქულს; გავიხაროთ, ჩვენთანაა იგი...



ტიციან ტაბიძე



--------------------
..
ბრმა მუსიკოსი.
გამოშვერილ ძველ თუნუქის ჯამში
აგროვებს ფიფქებს
Go to the top of the page
 
+Quote Post
გუთანო
პოსტი 9.07.2010, 0:39
პოსტი #24


Dalí skull


ჯგუფი: Moderators
პოსტები: 15,712
რეგისტრ.: 30.12.05
მდებარ.: პარიზი
წევრი № 6,396



ტიციან ტაბიძე

დადა მანიფესტი

ჩემი სული დაგლეჯილი ხურჯინია
სპარსული რომ ჩამოაქვს ენზელიდან
შიგ ეტევა მთელი აზიის სისულელე
და ხარკს არ გადაიხდის საკავშირო რესპუბლიკისთვის.
რა შეედრება, როცა ყრუ სომეხი მუცელს იცლის
ექსპრესის მოლოდინში ვოკზალის გადაღმა
თქვენ ყველას ოყნა გჭირდებათ თქვენი დედა მოვტყან!..
ჩემს იქით პარიზია…
ელისეის მინდვრები…
ჩასუქებული ჟოფრი მოუტაციათ წმინდა ილიას ცხენებს,
პოლ კლოდელი კოცნის ჩინელი ქალის ბალღამიან ფეხს
და ტრისტან ტცარა ათამაშებს ”დადას” კუკლას.
ვზივარ მოედანში… შეღებილი ინით თათარი
აგორებს კამათლებს (ესეც კოსმეტიკაა და თავის გასართობი)
(ამბობენ არაბები ვარსკვლავთმრიცხველობენ).
უნდა იყო იდიოტი, რომ ძველებურად სწერო ლექსები
როცა სატურიის სანაოზე გლეხებს უხსნიან ელექტროფიკაციას
როცა პრეზიდენტია მიხა ცხაკაიაა.
მთაწმინდის შემოღამებას მარტო ბოზები ელიან
ერთი დარჩა ქუჩა გაუწითლებელი
ვის უნდა შენი ნაზი ლექსები
ორსული ქალიშვილები სიცილით იხოცებიან
თუ პოეტი ხარ, ყველაფერი მაგარი გქონდეს.

22 ოქტომბერი, 1923წ. თბილისი



--------------------
გადი-გამოდი
ბასტილია აღებულია!
Go to the top of the page
 
+Quote Post
elegia
პოსტი 9.07.2010, 17:16
პოსტი #25


Advanced Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 3,376
რეგისტრ.: 29.01.04
მდებარ.: usa
წევრი № 1,420



ციტატა(juzi @ 3.12.2009, 16:27) *
 წერილი დედას
პაოლო იაშვილი

დავტოვე სოფელი,
მყუდრო სამყოფელი,
ქვიტკირის მაენები
და კატის კნუტები_სიმინდის ყანა!
ჰა! კინტოს პროფილე,
საეჭვო ტარნები,
და დავიკუნტები
ქალაქის ქუჩებში მე_ სალახანა.

ტირილი, ტირილი, ტირილი ბევრი!
მზის განიავება,კალო და კევრი
და სოფლის სიწმინდე, მართალი ბათმანი,
როცა მე ქალაქში მაწუხებს, მახელებს,
ყველა ყელსახვევი, შავი ხელთათმანი.

იქნებ ჩვენ ტფილისი ხვალ ყველამ დავტოვოთ!
მინდა დღეს მივწერო დედას უსათუოდ,
იმღეროს მამასთან ის ნანა ტკბილი,
როცა გაიხარა, რომ მე მეჭრებოდა პირველი კბილი;

როცა მე ქურდები მეგობრად მრაცხავენ,
სოფელში ვენახი გახდა მოსარწყავი
და ვაზის ფურცლებზე ისე გალურჯდება იქ შაბიამანი,
ვით თვალის უპე _ როცა მე არ მახურავს ღამეში საბანი.

დედა! ინახულე
შენ წმინდა ხახული!
წადი ფეხშიშველი,
ქალაქში დაკარგულ შვილისთვის ღამე გაათია,
ღმერთო! აპატიე_
მე თუ ვერ მიშველი,
დედას, რომ დაგინთოს ჩემ სიგრძე სანთელი,
მისთვის, რომ ჩემს გულში
დაყუჩდეს გრიგალი და კორიანტელი.


ეს ყოველთვის ცრემლებს მადენს - ყოველთვის.


Go to the top of the page
 
+Quote Post
juzi
პოსტი 6.09.2010, 2:20
პოსტი #26


Advanced Member


ჯგუფი: საძაგლები
პოსტები: 10,889
რეგისტრ.: 12.07.07
მდებარ.: ...
წევრი № 10,650



ტიციან ტაბიძე
როალდ ამუნდსენ



უნდა შევაგდოთ
ხალხი ნამუსზე,
- ყველაზე ლამაზ,
კრიალა ვარსკვლავს,
ამომავალ მზეს
შუბლზე რომ აკრავს,
მისცეს სახელი
- როალდ ამუნდსენ.
პარასკევია,
თოთხმეტი დეკემბერი.
მთელ ქვეყანაზე
მწუხარების
გაისმის ზარი
და დედამიწას
სწვდება გულამდე.
ზოგი ორ წუთს გლოვს,
ზოგისთვის კიდე
სიკვდილის დღემდე
გასტანს და გასძლებს
ეს ვაჟკაცობა
და სიგულადე.
მე თვითონ გავხდი
ეხლა სხვა კაცი
და ჩემო თავო -
გთხოვ და გიბრძანებ:
- ხმა ამოიღე,
სიტყვა დასძარი,
ამ ვაჟკაცობას
ნუ უღალატებ,
ხალხსაც მიმართე,
გული გაუხსენ,
მაგრამ რას იტყვი
ამაზე უფრო
მომხიბლავ ლამაზს,
პოემა არი
ორი სიტყვა:
- როალდ ამუნდსენ.
შორიდან მდევდა
ეს სახელი
და ეს ამბავი,
და მოგონებაც
ნუ იქნება
დასაძრახავი.

***
ბავშვი ვიყავი,
როცა რიონზე
ველოდი ოქროს
ლარტყება მარხილს,
თვალს დავხუჭავდი
და ალიონზე
წავუყრუებდი
დედის დაძახილს.
მეჩვენებოდა
ოქროს ტრირემა,
ჩვეულებრივი
იყო ხომალდი,
უფრო მხიბლავდა
გავხდე ირემად,
თოვლსა და ყინულს
რომ აპობს მარდი.
სულგანაბული
ვიფარებ საბანს
და ეს ოცნება
აღარ თავდება.
და თუ ეს ლექსი
კიდევ ლექსს აგავს,
- ეს მოგონება
მას აქვს თავდებად...
დღეს თვითონ გავხდი
ოჯახის თავი,
მაგრამ ყოველდღე
ვიღვიძებ ბავშვად.
აღარ სჭირია
ცხენს მოსართავი
- თვითონ გაიგნებს
თავის გზას ლაფშა.
ასე ვიგონებ
ოქროს ლარტყებით
და თეთრ ირმებით
გამართულ მარხილს.
სხვაც ბევრი დარჩა
ალბათ ობლებად
და არც იმედის
აქვთ ნატამალი,
რომ მოინახოს
სადმე ”ლატამი”,
ან ამუნდსენის
მიაგნონ სამარხს.
უნდა შევაგდოთ
ხალხი ნამუსზე.
- ყველაზე ლამაზ,
კრიალა ვარსკვლავს,
ამომავალ მზეს
შუბლზე რომ აკრავს,
მისცეს სახელი
- როალდ ამუნდსენ!...

***
წამოვიზარდე,
რიონის ფშანი
ისევ ოცნების
ნაგუბარია,
გააქვთ ბაყაყებს
მძიმედ ტყლაშანი,
ორკესტრი ჩემი
საკუთარია.
და ტიუტჩევის
ყრუ-მუნჯ
დემონებს
აქ საუბარი
აქვთ გამართული.
ეს ხმა ასპიტი
დღესაც მიმონებს,
როგორც მშობელი
სიტყვა ქართული.
ამ დროს ოცნება
დასაძრახია?...
დასაძრახია
შორს გადავარდე?
აქ რომ გემები
ჩემი მარხია,
რა ამოიტანს?
რომელი ბადე?..
ბევრი წამება
და ცრემლი მახსოვს,
ბევრის უძილო
მე ღამე თეთრად
გამითევია.
სხვამ გამოცადოს
ეხლა პოეტმა,
ეხლა შემცვალოს
ვინმე მეორემ...

- ” На полюс,

На полюс,

Бежим,

Поспешим

И Новыя

Тайны

Откроем”.

მელანდებოდნენ
დაღუპულნი
თეთრი გემები,
მელანდებოდნენ
მყინვარები,
იალქანები.
თითქო პოლუსი
დედამიწის
გადაჭრილ ყელის
ამ საიდუმლოს
გამოცნობას ჩემგან მოელის.
ვხედავ გოლიათ
დაზნექილ ხიდებს,
ხელით ვეხები
ძირს ატლანტიდებს.
იმან იცოდეს
სიღრმე ამ ფსკერის,
ვინც ღამის თევით
დღესაც უცქერის.
ვიცოდი მაშინ,
როგორც დღეს ვიცი,
რომ იყო კაცი,
ამ კაცს იმ თავით
ცისა და მიწის
გული გაუხსნეს.
- ყველა მგზავრობას
მე თან ვახლდი
როალდ ამუნდსენს,
განა მარტო ერთს
კაპიტან სკოტს,
სიკვდილის წინათ
პოლუსისკენ
გზა გადაუჭრა,
არ გადაასწრო?
ამ სიამაყეს,
ამ ოცნებას,
ბავშვობიდან თან
რომ მდევდა,
ვეღარ დავთმობ
ალბათ ვერასდროს.
თვითონ სიკვდილში
ამუნდსენი
არ იყო ერთი,
თვითონ ჩვენც გვმარხავს
ყინულის ზღვა -
უდაბნო თეთრი...
უნდა შევაგდოთ
ხალხი ნამუსზე,
ყველაზე ლამაზ
კრიალა ვარსკვლავს,
ამომავალ მზეს.
შუბლზე რომ აკრავს,
მისცეს სახელი:
- როალდ ამუნდსენ...

***

რა ვუყოთ მერე,
ასე თავი
რომ გადააკლა
ვიღაცა ოხერ
ფაშისტ-ნობილეს.
მას ვაჟკაცობა
ხომ აღარ აკლდა,
ის ვიკინგებმა
დაიძმობილეს,
ქვეყნით
ქვეყნამდე
რაც სულდგმულობს,
ამაზე იტყვის,
არიან კაცნი,
ვის სიკვდილსაც
ქვეყანა სტირის.
გილბოს,
დიდერიხს,
როცა ალბათ
სული ხდებოდათ,
საკუთარ თავსაც
აღარ სტიროდენ,
სტიროდენ
ამუნდსენს
და ამ ტირილს
ყინული ზღვა
აქამდე უსმენს.
ტფილისი.
ოპერის თეატრში
ცეცხლი ვარვარებს,
დროშები ბურავენ
თავდაცვა-ავიაქიმიის
ქიმიან ვარსკვლავებს.
მოხსენებას
კითხულობს
პროფესორი
სამოილოვიჩი.
წითელ არმიის
და ფლოტის
სახლში
ვუსმენ ჩუხნოვსკის.
და მაგონდება
არტურ რემბოს
„მთვრალი ხომალდი”,
რომელიც ქართულად
იაშვილმა სთქვა:
„ეს ხომალდია
საშინელად
გზა დაბურდული,
გადაგდებული
უფრინველო
ეთერში ქარით,
რომლის გაბერილ
ჩონჩხს ნაპირზე
ვერ გაათრევენ
მონიტორები
და განზეას
მენაოსნები.
მას თუ ევროპის
წყალი უნდა,
სურს მხოლოდ ფშანი
ცივი და შავი,
რომელშიაც სურნელ საღამოს
პატარა ბავშვი,
მოხრილი და
კაეშნით სავსე,
სათამაშო ნავს
გადაუშვებს
როგორც პეპელას”.

***
ეს კაცი არის,
თუ კაცივით
ჩამოთლილი ქვა?
მთელ ქვეყანაზე
საბჭოების
გმირობა რომ სთქვა,
და ყინულიდან
ამოთხარა
ცოცხალი მკვდრები.
არ უნდა ჩუხნოვსკის
მალგრემის ძორი,
არ გავს სხვასავით
ყინულის მუდოს,
არც აფთარია
მკვდარი დატკვიროს.
როცა შიმშილის
ვადა გავიდა,
მოკლა ყინულზე
მან თეთრი დათვი
და ავთანდილის
წვადი დაუდო.

***

ჯერ არ ყოფილა
ამ თეატრში
სხვა წარმოდგენა
უფრო ბრწყინვალე,
უფრო ბრიალა.
ისმის ყოველმხრივ
„მალიგინი”-ს
და „კრასინი”-ს
ხრიალით ქშენა.
რამდენ მოსისხარ
საბჭოთა მტერს
გმირთა ლაშქრობა
გუნებას უშლის,
ჰკითხეთ ჩუხნოვსკის,
ჰკითხეთ ბაბუშკინს!...
თითქო ყინულის
ჩამოწვა ზვავი.
- ეს აძლევს ლიტვინოვს
ძალას და უფლებას -
ასე გულდაგულ
ითხოვოს ზავი...
დღეს ამ გმირობას
ქვეყანა უსმენს,
მაგრამ არ ესმის
მარტო ამუნდსენს.

***
მე რომ ვყოფილიყავ
გახა წიკლაური,
რომელმაც ბანივით
გატკეპნა მყინვარი,
ჭაღარა წვერზე
ცრემლის ღვარი
დამდინდებოდა.
ყველა ჩვენგანში
მაინც ცხოვრობს
ეს წიკლაური.
ყველა ჩვენგანი
ოცნებას ენდობა,
მაგრამ საწყალ
გახასაც დასჭირდა
ჩვენი შენდობა.
მისთვის რომ გეკითხათ -
იქნებ მყინვარზე
სიკვდილიც ერჩია!..
აქედან ვხედავ
საწყალ გახას
ყინვის საკაცეს,
აქედან ვხედავ
გუდამაყრის
მოხევეთა
საარყე ქვაბებს
და ქელეხში
გამოცლილ ყანწებს.
მყინვარს
ყინულის
ხსოვნა
თან ახლავს,
არ დაივიწყებს
მგელმუხლა გახას.
მე არ ვატოლებ
ამუნდსენს გახას,
ამუნდსენს არ ჰყავს
კაცი ბადალი.
და მინდა მაინც
შუაზე გავტეხო
ჩემი ცრემლების
ყინვის შანდალი.
და როცა თოვლი
უბეს აუვსებს,
ყოველი მოხევე
იტირებს ამუნდსენს.
უნდა შევაგდოთ
ხალხი ნამუსზე,
ყველაზე ლამაზ
კრიალა ვარსკვლავს,
ამომავალ მზეს
შუბლზე რომ აკრავს,
მისცეს სახელი
- როალდ ამუნდსენ!..




--------------------
..
ბრმა მუსიკოსი.
გამოშვერილ ძველ თუნუქის ჯამში
აგროვებს ფიფქებს
Go to the top of the page
 
+Quote Post
juzi
პოსტი 24.09.2010, 9:34
პოსტი #27


Advanced Member


ჯგუფი: საძაგლები
პოსტები: 10,889
რეგისტრ.: 12.07.07
მდებარ.: ...
წევრი № 10,650




მარი ოთარაშვილი – “ვინ იყო ელენე დარიანი: პაოლო იაშვილი, თუ მისი მეგობარი ელენე ბაქრაძე?”

“პაოლო იაშვილმა წაიკითხა ქართველი ქალის – ელენე დარიანის ლექსები, რომლითაც საზოგადოება გააკვირვა თავისი საოცრებითა და გაბედულებით. ამ ლექსების წაკითხვისას თეატრიდან რამდენიმე ქალი გავიდა,” – წერდა 1915 წელს “თეატრი და ცხოვრება” (#40). სწორედ ამ დროიდან იწყება ეროტიკული ლექსების კასკადი, რომლის არნახული, შენიღბული, მისტიკური, რეალურად არსებული თუ არარსებული ავტორის მაშინდელმა საზოგადოებამ “ამორალურად” მონათლა და შერისხა.
ეს იყო მეოცე საუკუნის დასწყისში. მაშინ, როცა ქართველი სიმბოლისტი პოეტები საზოგადოებას საკუთარ ლექსებს უკითხავდნენ, “ცისფერყანწელთა” პოეტური ორდენის ფუძემდებელი – პაოლო იაშვილი ადგა და პუბლიკას, როგორც განუცხადა, მეგობარი ქალის – ელენე დარიანის ლექსები წაუკითხა. ამის შემდეგ დაიწყო საზოგადოებაში გარკვევა, თუ ვინ “მეგობარი” იდგა ამ ეროტიკული ლექსების მიღმა.
“ისე მოვედი, რომ არავინ არ მომელოდა,
მივეცი კოცნა მებაღეს და… გაიღო კარი,
მარტო ვიყავი!.. ჩემს გარშემო ლურჯად ბნელოდა,
მაგრამ შემომხსნა ქმრის ხელებმა ტანზე ქამარი!…
გავყვეთ სიმღერებს! ჩემი ვნება ალდართულია
და ის მახარებს, მამაისებს ბაღში შემოსულს,
რომ ჩემი კოცნა, სიყვარული, ხმაც ქართულია,
ყოველთვის ციურს ჯერ უცნობი სიგიჟე რომ მსურს…”

“იქ, სადაც სდუმან პირამიდები,
მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე,
იქ, სადაც სდუმან პირამიდები
შენ მომინდები,
შენი თვალები,
შენი მკლავები,
შენი სინაზე.
შენ მოგაფრენს ცხენი არაბული,
თვალ დანაბული, საყვარელ ხელებს მივეცემი
როგორც ნაზ საწოლს და შენ დამკოცნი
ვით დედოფალს, ვით მონას და ცოლს.
ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში,
მზიურებს მაშინ არაფერი მოგვაგონდება…
პირამიდებში ატირდება ლოდინით რაში
ლურჯ სფინქსთან მივა, დიდხანს უცქერს და დაღონდება.
სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით
მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენს ვნებას ალურს;
გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით,
დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს.
(“პირამიდები”).

“მივდივარ ბუხართან; რა მინდა! რა ვიცი!
ელავენ, თბებიან ტიტველი ფეხები.
მე არ შემიძლია, მე მარტო დავიწვი,
და ფეხის გულებით კატის ზურგს ვეხები.
და ისევ ზმორება, ვნება უწინდელი,
კატასთან თამაში და თრთოლვით ხუმრობა.
ძვირფასმა მაჩუქა გამხდარი ცინდალი:
მე მიყვარს ზამთარში სიჩუმის სტუმრობა”.
(“მე და კატა”).

“თეთრ შემოსილი ვწევარ მე შენს ნაცნობ საწოლზე,
სევდიანია ღამე მძინარე;
ნუ თუ არ ფიქრობ, სანატრელო, შენს სათუთ ცოლზე?
არავინ არი!..
ჩუმად ვკითხულობ შენს ძველ წერილს ყვითელს, დახეულს…
სხვა რა მაქვს შენი მე ამის გარდა?
მე თვითონ ვკოცნი ჩემს თეთრ მკლავებს,
ჩემს დამწვარ სხეულს, შენ რო გიყვარდა…
მაგიჟებს სითბო, ვერ ვიგუე ფარჩის საბანი, ჩემს
ოთახს ავსებს შენი ლანდები.
სანატრელია ყველასათვის დღეს ჩემი ტანი, ნუ გვიანდები.
არ შემიძლია დავიწყება შენი სახისა…
დავფარე ტანი ბნელ ნაწნავებით;
ვიხუტებ ვნებით მსუბუქ ჰაერს ჩემ
ოთახისას თეთრი მკლავებით”.
(“მარგალიტები”).

“დაიტანჯა მაჯა მარჯნის მძიმე ჯაჭვის ტარებით.
მე ლოყაზე დამრჩა ფარჩა ცხელი პირის მიკარებით.
დაიტანჯა მაჯა მარჯნის მძიმე ჯაჭვის ტარებით.
ბევრი ცრემლი დამეხარჯა ერთი პირის მიკარებით.
დაიტანჯა მაჯა მარჯნის მძიმე ჯაჭვის ტარებით.
ჩემს დამტანჯველს ღმერთი დასჯის ქაჯად გადაგვარებით”.
(“დარიანული”).

საზოგადოების შეფასებით, ბესიკისა და ბარათაშვილის სატრფიალო ლექსების შემდეგ ელენე დარიანის ლექსები ვერ თავსდებოდა დაკანონებულ პოეტურ სივრცეში. საერთო საზოგადოებრივი განსჯითვე, ეს იყო გალაშქრება ქართული ლექსის წინააღმდეგ, რომელიც სასიკეთოს არაფერს მოიტანდა.
“ელენე დარიანი საშიშია. მას ტემპერატურა აწეული აქვს… სულიერი საუნჯე ელენე დარიანს არ გააჩნია. მას არ მოეპოვება ქალური მოკრძალება, არც სინაზე. ტლანქია და ის ჩვენს პოეზიას არაფერს მატებს”, – აცხადებდა გაზეთი “სამშობლო” 1916 წელს (376-ე ნომერი).
ლექსებმა დადებითი შეფასება მხოლოდ პაოლო იაშვილის მეგობრებისგან მიიღეს; გრიგოლ რობაქიძე (“სახალხო ფურცელი”): “ჩვენში ბევრი ლექსი იწერება ვნების შესახებ, მაგრამ სულ ცოტა მათგანი თუ მოგვცემს ნამდვილი ვნების გრძნობას. ეს ლექსები კი ნამდვილი გრძნობის ვნებას გადმოგვცემს და არა მშრალ სიტყვას”.
“ცისფერყანწელი” შალვა აფხაიძე ჟურნალ “ბახტრიონის” ფურცლებზე ამბობდა: “ქართულ პოეზიაში არ არის ქალური სინაზე უდავოდ. ერთადერთია ელენე დარიანი, რომელმაც ქართულ პოეზიაში ეს შეიტანა”.
ტიციან ტაბიძე ჟურნალ “ცისფერი ყანწების” ფურცლებიდან ქართულ საზოგადობას პირდაპირ ადანაშაულებდა ქართული ლექსის ჩარჩოში ჩაკეტვის გამო და დარიანული ლექსების პორნოგრაფიად გამოცხადებისთვის: “ვინ არის დამნაშავე, რომ ქართული პოეზია ისე დაასაჭურისეს, რომ პორნოგრაფიად ითვლება გრიგოლ რობაქიძისა და ელენე დარიანის ლექსები?!”
ვალერიან გაფრინდაშვილი ჟურნალ “მეოცნებე ნიამორებში” საქართველოში პირველი კლასიკური სონეტის ავტორად პირდაპირ ელენე დარიანს ასახელებდა: “ელენე დარიანმა დაწერა პირველი კლასიკური სონეტი ჩვენში”.
“ქართული ლექსის მიწიერი მემკვირდე”… “ცისფერყანწელთა” ყველაზე სათუთი წევრი და ყველაზე ფაქიზი დობილი… მიწიერი ლტოლვის ყველაზე საოცარი აპოლოგეტი…
ვინ იყო ელენე დარიანი? – მითი, არარსებული და უბრალოდ პაოლო იაშვილის გარდასახვის ნიჭის გამოვლენა, თუ რეალური პიროვნება, რომელიც გაექცა საკუთარ მენტალიტეტში ჩაკეტილი საზოგადოების რისხვასა და გვარი სწორედ ამ მიზნით შენიღბა?!
საგულისხმოა, რომ რეალურად პაოლო იაშვილს მართლაც ჰყავდა მეგობარი ელენე ბაქრაძე, რომელიც ლექსებსა და ეპისტოლარული ჟანრის ჩანახატებს წერდა. ეს ყოველივე კი ჩანს ამავე პიროვნების პირად არქივში, რომელიც ლიტერატურულმა მკვლევარმა – გიორგი ჯავახიშვილმა მოიძია. ელენე ბაქრაძის პირადი არქივი, როგორც მფლობელი ითხოვდა, მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ უნდა გაეხსნათ.
ბაქრაძე პირდაპირ წერს, რომ დარიანული ლექსები ეკუთვნოდა მას – ელენე ბაქრაძეს. ელენე დარიანის გვარ-სახელით შენიღბვას კი ასე ასაბუთებდა: რამდენადაც ასეთი ლექსების ავტორი და თავად ლექსები საზოგადოებაში დიდ აჟიოტაჟს ქმნიდა, ელენე ბაქრაძეს რომელიც ლექსების დღის სინათლეზე მოფენისას გათხოვილი იყო ვინმე შალვა ბერიშვილზე, ვერ შეძლებდა საკუთარი პიროვნების ღიად გამხელას, მით უმეტეს, რომ მაშინ ამ თამამი, ეროტიკული ლექსების ავტორს ყველა ეძებდა; ყველას იმის გაგების სურვილი კლავდა, ვინ იმალებოდა ამ სახელის მიღმა.
სახელისა და გვარის, საერთოდ, პიროვნების გაშიფვრა კი, როგორც ელენე ბაქრაძე ირწმუნება, არ სურდა. ის წერს: არ მინდოდა ვყოფილიყავი ამ ხალხის ბასრი კალმის, კრიტიკის ქარ-ცეცხლის ქვეშ. რატომ უნდა მქონოდა აღვირახსნილი ქალის სახელი?!
ელენე ბაქრაძე იმასაც აღნიშნავს, რომ რამდენადაც საკუთარი ვინაობის წარდგენა არ სურდა, ლექსებს პაოლო იაშვილს უგზავნიდა და მას აკითხებდა. არსებობს მოსაზრება, რომ “ცისფერყანწელთა” დაფარული, მე-13 წევრი, რომელიც, თავად პოეტური ორდენის წევრთა განცხადებით, ქალი ყოფილა, სწორედ ელენე ბაქრაძე იყო.
თავად პაოლო იაშვილისა და ელენე ბაქრაძის მეგობრობაზე არც ისე ცოტა რამაა ცნობილი; უფრო მეტიც – ელენე ბაქრაძეს აიგივებენ კიდეც პაოლოს მუზასთან, რომელსაც პოეტი ლექსებში ელლის უწოდებს.
პაოლოსა და ელენეს ერთმანეთი 1912 წელს უნახავთ. მაშინ დაოჯახებული არც ერთი არ ყოფილა. პირველი სიმპათიები მაშინ გაჩნდა. მეორე შეხვედრისას ელენე ბაქრაძე უკვე გათხოვილი იყო შალვა ბერიშვილზე. შემდეგ ოჯახი დაენგრა და შალვა ქართველიშვილს მისთხოვდა. ქმართან ერთად საქართველო დატოვა და განჯაში ცხოვრობდა.
საზოგადოებამ ელენე ბაქრაძე მაშინ გაიცნო, როცა ბერიშვილის ცოლი იყო. სწორედ, მაშინ გამოჩნდა “ცისფერყანწელების” მე-13 მისტიკური წევრი, რომელიც პაოლო იაშვილს დასახელებული ჰყავდა ელენე დარიანად და რომლის ლექსებსაც საჯაროდ კითხულობდა და ამბობდა – ის ახლა ჩვენ შორის არაა და მე გიკითხავთ მის ლექსებსო.
არქივიდან ჩანს ისიც, რომ ელენე ბაქრაძეს პაოლო იაშვილთან ფარული მიმოწერა ჰქონდა, სადაც მეგობარს თავის სულიერ მდგომარეობაზე ესაუბრებოდა. პაოლოც, რაკი ელენე ცუდ განწყობაზე იყო, არ იყო ბედნიერი.
საარქივო მონაცემების მიუხედავად, თანამედროვე ქართულ სალიტერატურო კრიტიკაში ელენე დარიანის ავტორობის შესახებ ერთი აზრი დომინანტობს: არანაირი ელენე ბაქრაძე (თუ ქართველიშვილ-ბერიშვილი!) – დარიანული ციკლის ლექსების ავტორი პაოლო იაშვილია!
თამარ პაიჭაძე, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორი: “ესაა ლიტერატურული მისტიფიკაცია, რომელსაც მანამდე პრეცედენტი არ ჰქონია საქართველოში. ეს მარტო პაოლო იაშვილს შეეძლო, რადგან იყო არტისტული ბუნების, შინაგანად ყველასგან განსხვავებული ადამიანი, შემოქმედებითი ნატურა, რაც ცხოვრების განმავლობაში ბევრჯერ დაუდასტურებია. ჰქონდა გარდასახვის დიდი ნიჭი, რადგან თეატრალურ საქმეებში კარგად იყო ჩახედული”.
როგორც მკვლევარი ამბობს, ელენე დარიანისა და პაოლო იაშვილის იდენტობაზე არსებობს საკმაოდ სერიოზული გამოკვლევა, რომლის ავტორია ზეინაბ ლომჯარია: “ამ ნაშრომში ლომჯარია პირდაპირ ასაბუთებს, საამისოდ რა კონტრარგუმენტიც არსებობს. იმის რამდენიმე მაგალითი მოჰყავს, რომ ამ ლექსების ავტორი არა ელენე ბაქრაძე, არამედ პაოლო იაშვილია. ასეთი მოსაზრებაც გამოითქვა: იქნებ, ელენე ბაქრაძე აწვდიდა პაოლო იაშვილს გაუმართავ ლექსებს, პაოლო კი უსწორებდა. მაგრამ კრიტიკოსმა ლალი ავალიანმა (ასევე პაოლო იაშვილის ცხოვრებისა და შემოქმდების მკვლევარმა) თქვა, რომ ამას პოეტი არ იკადრებდა, რადგან არაფერი სჭირდა საიმისო, რომ რედაქტირებით გაეთქვა სახელი.
ისედაც, მართალია, ელენე დარიანის ლექსების ციკლი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა, მაგრამ პაოლო იაშვილს სხვა ძალიან კარგი ლექსებიც აქვს.
მისი შემოქმედებითი აქტივობიდან და პოეტური ბიოგრაფიიდან გამომდინარე, მას არაფერს აკლებს. ბოლოს და ბოლოს საუბარია 14 ლექსზე,” – აცხადებს პაიჭაძე და საკუთარი არგუმენტის დამაჯერებლობის მიზნით ამბობს: “გრიგოლ რობაქიძე წერდა, რომ ელენე დარიანის სახელის მიღმა იმალება ძალიან ცნობილი ქართველი პოეტი, რომელიც დრო მოვა და თავის ვინაობას გამოამჟღავნებსო. როგორც ცნობილია, რობაქიძე ძალიან თანაუგრძნობდა სიმბოლისტებს. შესაბამისად, მას კარგად მოეხსენებოდა დარიანული ლექსების ავტორი…”
პაიჭაძისვე თქმით, ელენე დარიანისა და პაოლო იაშვილის იდენტიფიკაციისთვის საფუძვლიანი ლიტერატურული კვლევაც ჩატარდა: არსებობს ლიტერატურული დაკვირვება, რომელიც ყველაზე მთავარი ბარომეტრია იმისთვის, ვის მივაკუთვნოთ ელენე დარიანის ლექსები.
ჩატარდა ლიტერატურულ ტექსტუალური ძიება, შემოქმედებით-ლაბორატიული კვლევა. ბევრისთვის ცნობილია, რომ გაზეთებში გალაკტიონის ძალიან ბევრი ხელმოუწერელი ლექსი გასულა, მაგრამ, მისი ხელწერიდან გამომდინარე, ავტორი ადვილად დადგინდა. სწორედ ამ მეთოდით აწ განსვენებულმა ლიტერატორმა, თენგიზ სანიკიძემ ერთ-ერთი ლექსი, რომელიც რომელიღაც რაიონულ გაზეთში ყოფილა გამოქვეყნებული, გამოიკვლია, რომ ავტორი გალაკტიონი იყო.
ასეთი დაკვირვების შედეგად, შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე, რომ ელენე დარიანის ლექსების ავტორი პაოლო იაშვილია, რადგან ამ ციკლის ლექსები პაოლო იაშვილის სხვა ლექსებთან მიმართებაში აბსოლუტურად იდენტურია. ანუ ის სალექსო ფორმა, ის რითმული სურათი, ის ენობრივი ქსოვილი, ის განწყობა და ის სიმბოლისტური აზროვნების მოდელი, რაც გააჩნია, ერთნაირი სიძლიერით ჩანს პაოლოს ხელმოწერილ და დარიანული ციკლის ლექსებში”.
თუკი დარიანული ლექსები მართლა პაოლო იაშვილის გარდასახვის ნიჭის ნაყოფია, მაშ, რატომ დასჭირდა მის ახლო მეგობარს, ელენე ბაქრაძეს ლექსების მისაკუთრება, რასაც საკუთარ არქივში წერს და რომლის გახსნასაც სიკვდილის შემდეგ ითხოვს? – ამაზე მკვლევარს კონკრეტული პასუხი გარკვეული კორექტულობის გამო არ აქვს.
თამარ პაიჭაძე: “სხვისი ლექსები დაიბრალაო – ასე რომ ვთქვათ, ვფიქრობ, არაკორექტული იქნება ადამიანის მიმართ, რომელიც წლების წინ გარდაიცვალა, მაგრამ ფაქტი ფაქტია. არც ის მინდა არ აღვნიშნო, რომ ელენე ბაქრაძე შემოქმედებითად პროდუქტიულიც იყო ეპისტოლარულ ჟანრში; ის წერილებს სწერდა პაოლო იაშვილს განჯაში წასვლამდე. მათ, ასე ვთქვათ, დაფარული მიმოწერა ჰქონდათ. ეს საოცარი პოეტური სტილის წერილებია, რომლებშიც თავის განწყობა-ფიქრებზე წერდა. პაოლო, თავის მხრივ, პასუხობდა კიდეც: შენ რაკი ცუდი განწყობა გაქვს, არც მე ვარ ბედნიერიო. პაოლო იაშვილი ვერ დაუკავშირდებოდა ისეთ ნატურას, რომელიც შემოქმედებითად განწყობილი არ იქნებოდა.
მინდა ისიც აღვნიშნო, რომ 20-იან წლებში დაიბეჭდა ელენე ბაქრაძის ერთი ლექსი “გათავდა ნადიმი”, ავტორის სახელით და გვარით. ანუ მისი პოეზია აქა-იქ ქვეყნდებოდა. მოხდა შედარება და დადგინდა, რომ ელენე დარიანის ციკლის ლექსები აბსოლუტურად განსხვავდება ელენე ბაქრაძის ლექსებისგან. ელენე დარიანის ლექსების იდენტური მხოლოდ პაოლო იაშვილის ლექსებია. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი ავტორიც სწორედ ეს “ცისფერყანწელი” პოეტია.”
მკვლევარი ერთსაც დასძენს: “ვინც იცნობდა ელენე დარიანის საიდუმლოს, ყველა ცალსახად მიიჩნევდა, რომ ლექსების უკან იდგა პაოლო იაშვილი. საწინააღმდეგო მოსაზრება ჩნდება მხოლოდ მე-20 საუკუნის დასაწყისში. ეს პერიოდი კი ამ ისტორიისა და, საერთოდ, ელენე დარიანის “საიდუმლოს” გასახსნელად საკმაოდ გვიანდელია. რა თქმა უნდა, ეს განცხადება უსაფუძვლო იყო და, როგორც ცნობილია, მას საფუძვლად დაედო სწორედ ელენე ბაქრაძის არქივი”.
“უსაფუძვლო განცხადების” ავტორი ლიტერატორი გიორგი ჯავახიშვილია. მან აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოსცა წიგნი “ელენე დარიანის ლეგენდა და სინამდვილე”.
გიორგი ჯავახიშვილი: “უკვე დადასტურდა, რომ ეს ლექსები შექმნილია ელენე დარიანის მიერ და არა ის, რომ პაოლო იაშვილს ეკუთვნის. ანუ არსებობდა რეალურად პიროვნება ელენე დარიანი და სწორედ მან დაწერა ეს ლექსები. ეს დამტკიცებულია თვალნათლივ იმ საარქივო მასალით, რომელიც მე გავხსენი. ეს გახლდათ გაუხსნელი არქივი. აქ ყველაფერი ნათლად წერია… დიდხანს ვინახავდი ამას, რადგან ვიცოდი, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვებოდა. ასეც მოხდა.
გამოქვეყნებისთანავე ძალიან ბევრი ოპონენტი გამომიჩნდა. ათასი რამე მომიგონეს. არ მინდა ამაზე ლაპარაკი… ის, რომ პოეტური სახეებით გვანან ერთმანეთს პაოლო იაშვილისა და ელენე დარიანის ლექსები და ამის საფუძველზე უნდა ჩაითვალოს ეს 2 პიროვნება იდენტურად, არ მიმაჩნია მართებულად. ისედაც, სიმბოლისტები რამდენადაც ერთ ლიტერატურულ მიმართლებას ეკუთვნიან, ძირითადად ერთი სტილით წერენ. მე ვსარგებლობ მხოლოდ საარქივო მასალით, რომელიც უტყუარია”.
საგულისხმოა, რომ აწ გარდაცვლილმა ლიტერატორმა, ზაურ მეძველიამ მოიძია ლექსი, რომელიც ძალიან ჰგავს დარიანულს და რომელსაც ავტორად პირდაპირ პაოლო იაშვილი აწერს ხელს.
“როგორ მაშინებს ჩემს სოფელში მე დაბრუნება,
სიჩუმე მიდის, როგორც დედა მკვდრის საფლავიდან.
მკვდარ ძმებთან წასვლა და ტირილი მეც მომინდება.
არ ვიცი, სოფლის მყუდროებას ვით გადავიტან.
ცამეტ ეზოში ატირდება ცამეტი ძაღლი.
თითქოს სოფელი სასიკვდილოდ მიესვენება.
მკვდრების ლანდებით აღივსება ეს ჩვენი სახლი,
მომაკვდავ რაშზე ჩემი ავი მომეჩვენება.
შიშის ნაპრალთან მომესმება ჩემი სახელი:
გიყვარდე მკვდარი, ვით ცოცხალის კოცნა გიყვარდა.
წავიდეთ, სანამ მოვა დილა თვალგახელილი,
სანამ მზის სხივმა არ აანთო მზისფერი ფარდა.
სახეშეშლილი მივეკვრები ცახცახა კარებს.
გაიტაცებენ შიშის ასულს კოჭლი ქაჯები.
სოფლის შიშისგან დასახსნელად შვაღამის ზარებს,
ღვთის სამრეკლოზე ჩამორეკენ ღვთის დარაჯები”.
(“ღამე კუბოში”).
როგორც ჩანს, დღემდე ელენე დარიანის ვინაობაზე პაექრობა ლიტერატურულ წრეებში კვლავ მიდის. ყველაზე კარგად ელენე დარიანის ვინაობა თავად სიმბოლისტური ორდენის წევრებმა იცოდნენ. მათ კი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, თავიანთი მისტიკური თუ რეალური დობილის საიდუმლო ბოლომდე შეინახეს.


--------------------
..
ბრმა მუსიკოსი.
გამოშვერილ ძველ თუნუქის ჯამში
აგროვებს ფიფქებს
Go to the top of the page
 
+Quote Post
juzi
პოსტი 24.09.2010, 9:34
პოსტი #28


Advanced Member


ჯგუფი: საძაგლები
პოსტები: 10,889
რეგისტრ.: 12.07.07
მდებარ.: ...
წევრი № 10,650



ელენე დარიანი პაოლოს ვნებიანი პოეტესა

„იქ, სადაც სდუმან პირამიდები
შენ მომინდები,
შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე.
შენ მოგაფრენს ცხენი არაბული,
თვალებდანაბული,
საყვარელ ხელებს მივეცემი, როგორც ნაზ საწოლს
და შენ დამკოცნი, ვით დედოფალს, ვით მხევალს და ცოლს“.
ამ ლექსზე ძნელია, იფიქრო, რომ მამაკაცის დაწერილია, თუმცა ოფიციალურად ცნობილია, რომ ნაწარმოები პაოლოს დარიანული ლექსების ციკლიდანაა. ამბობდნენ, რომ პაოლომ თავად გამოიგონა პოეტი ქალი – ელენე დარიანი და ეს, უბრალოდ, მისი ლიტერატურული გაორებაა. თუმცა ეს ეროტიკული ლექსები ისეთ საოცარ ქალურ ვნებას აფრქვევს და ცოტა ძნელი დასაჯერებელია, რომ სრულფასოვან მამაკაცს ასეთი რამის დაწერა და მით უმეტეს, ლექსად გადმოცემა შეუძლია. არსებობს ვერსია, რომ ელენე დარიანი რელურად არსებობდა – და ის, არც მეტი, არც ნაკლები, პედაგოგიური ინსტიტუტის ლექტორი, მთარგმნელი ელენე ბაქრაძე იყო. რატომ მალავდა ის თავის ლექსებს, ძნელი გამოსაცნობი არაა. წარმოიდგნეთ 21-ე საუკუნეში რა დღეშია ჩვენი მენტალობა და მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ელიტარული წრის ქალბატონს რომ ასეთი ლექსები გამოექვეყნებინა, რა დღეში ჩააგდებდნენ.

„დამეძინება... გათავდება ზანტი ზმორება.
და დამშვიდდება ჩემი მკერდი ჯერ ხელუხლები;
ძილში ჩემს მუცელს ვიღაც ვაჟი ეამბორება
და ვნებისაგან იღუნება ჩემი მუხლები.

მზის აყვავება გამომტაცებს მწველ ადამიანს,
(ჩემს შეყვარებას მწუხარება კვლავ მოემატა!)
და დაღონებულს, ვაჟის კოცნას, კოცნას ნამიანს,
ვარდისფერ ენით მომაგონებს გამთბარი კატა“.
მოკლედ, ისეთი ლექსები და ისეთი ამბავია, მეცხრამეტე საუკუნეში რომ „პრაიმტაიმი“ ყოფილიყო, ჩვენი მეოთხე-მეხუთე გვერდების, „ექსკლუზიურად პირადი“ სკანდალი იქნებოდა. თუმცა არც ახლაა გვიან.
პაოლო რომ შეუყვარდა, ელენე მხოლოდ თოთხმეტი წლის იყო. სოფელ ერედვში ორივე დასასვენებლად იმყოფებოდა, ერთმანეთზე გაგიჟდნენ და ბებერი სახლის აივანზე ჩუმი კოცნაც მოიპარეს. განშორებისას კი ელენე ნამდვილ საოცრებებს ქმნიდა:
„ვწოვ ყურძენს, როგორც მკივანა ბზიკი,
ტყეში ვნახულობ მე წითელ სოკოს,
ხან მღვრიე მაჭარს ვსვამ მრგვალი ჭიქით,
ხან ვგავარ სოფლის მკერდსასვე გოგოს“.
თუმცა მაშინ ასე არ ხდებოდა, ქალს არჩევანის უფლება იშვიათად ჰქონდა და მალე ელენეც გოგი ბერიშვილზე გაათხოვეს. როგორც ელენე იხსენებდა, მისი ქმარი კარგი კაცი ყოფილა, თუმცა ქალმა მისი შეყვარება ვერ შეძლო და მასთან სარეცელის გაზიარებაზეც უარი განაცხადა. გათხოვილმა ელენემ არაფრად ჩააგდო საზოგადოების აზრი და პაოლოსთან ვნებიანი რომანი გააჩაღა. ელენე მეგობრობდა ცისფერყანწელებთანაც, ამბობენ, რომ ტერმინი „ცისფერი ყანწებიც“ სწორედ ელენეს დამსახურებით გაჩნდა. რაც შეეხება დარიანობას, თურმე ელენე პაოლოს ხშირად ოსკარ უაილდის გმირს დორეან გრეის ამგვანებდა და ასეც მიმართავდა, ისინი ერთმანეთს დორეანს უწოდებდნენ, შემდეგ კი პაოლომ ეს სახელი დარიანად გადააკეთა და ასე შეიქმნა ელენე დარიანი. სწორედ პაოლომ გადაწყვიტა, რომ ელენეს საოცარი ლექსები მზის შუქზე უნდა გამოეტანა. თუმცა ამ ლექსებმა საზოგადოებაში მხოლოდ უარყოფითი რეაქციები გამოიწვია. როგორც კი პაოლო ლექსების კითხვას იწყებდა, დარბაზი იცლებოდა. თუმცა პაოლო მათ ჭეშმარიტ ლიტერატურულ ღირებულებას კარგად ხვდებოდა. ელენე დარიანის წერილებს გულის ჯიბით დაატარებდა.

სასიყვარულო
ბარათები
ელენე და პაოლო ერთმანეთს საოცარ წერილებს წერდნენ, ეს არქივი თავად პოეტესას სურვილით მისი სიკვდილის შემდეგ მკვლევარ გიორგი ჯავახიშვილს გადაეცა. მისი პოვნა, სამწუხაროდ, ვერ შევძელით, თუმცა გთავაზობთ გამოქვეყნებული წერილებიდან რამდენიმე ფრაგმენტს. ერთ-ერთ წერილში ნათლად ჩანს, რომ მიუხედავად ელენესადმი გიჟური სიყვარულისა, მამაკაცური ბუნება მაინც არ მალავდა თავს და პაოლოც ვერ ამბობდა უარს წუთიერ სიამოვნებაზე:
„ელლი!
ჩემი ტრფობის მთელი ხნის განმავლობაში, დღეს პირველად დავღვარე ცრემლი, ნამდვილი ცრემლი. იგი იყო ცრემლი, როგორც გავარვარებული ნაკვერჩხლის ნაპერწკალი, მან დამწვა ლოყა.
რას მწერ, რას მწერ, ელლი, ჩემო გიჟო? მე მინდა, გესაუბრო იმ გიშრისთვალება გოგონაზე, რომელთანაც რამდენიმე წუთი გავატარე შუაღამის მატარებლის კუპეში.
ელლი, ელლი!
მეგონა, ისე შერწყმული ვიყავი შენს სულიერ გრძნობებთან, რომ ჩემი გაგება ყოველთვის შეგეძლო. შენს თავს ვფიცავ, სილამაზით გატაცება შემიძლია მხოლოდ ისე, როგორც ვარდით უცხო ბაღში, იმ ვარდით, რომელიც ჩემთვის არ გაფურჩქვნილა. და თუ მე ახლა მიყვარს ყველა ყვავილი, თითოეულ მათგანში ვპოულობ იმ ყვავილის ნაწილს, რომელიც გაიშალა ჩემს გულში შენთვის, ჩემო პრინცესა!
ჩემი გატაცება იმ გოგონათი აიხსნება იმით, რომ მისი წყალობით დაგინახე შენ. შენ კი არ შემიძლია დაგინახო მხოლოდ ლამაზი არსების მეშვეობით.
იმ ღამით ვგრძნობდი, რომ ჩემს თანამგზავრს ჩემი შეხება სურდა, მე კი, არა“.
მგონი, ზედმეტად გულწრფელი წერილია, ალბათ, ძნელია, გაუგო კაცს, რომელიც გიყვება, როგორ იწვა ვიღაც გიშრისთვალებასთან მატარებლის კუპეში.
თუმცა თავად ელენეს წერილებიც არანაკლებ გიჟური იყო:
„მე შენ ფერხთა ვარ და მე შენ გეტრფი, შენს ალერსს ველი, გამომიწოდე ხელი მეგობრისა, სიყვარულისა!.. აჰა, ბაგენი ცეცხლით დამწვარნი, აჰა თვალები – ბნელი ქალაქის გრძელი ქუჩები, აჰა, ეს სმენა, სმენა მდინარის ჰანგის ამკრეფნი. აჰა, თითები მუსიკალურნი და მკლავნი ჩემნი ვნებიანი, ალერსიანი. აჰა, გესმის შენ, სულ ჩემს დიდებას, ჩემს სიმდიდრეს შენს ფერხთ წინა ვდებ და ველი შენ სულის ამონახეთქ ცრემლს!.. მინდორი მწვანე, შენი სული აღელვებული, ჩემი ოდნავი, ძლივს მოქანცული კოცნა ველური და სახე შენი ბედნიერი, მსოფლიოს საზღვარს გაცილებული და სიტყვა მქრალი: ჩუმად იყავი, მიყვარხარ ვკვდები“.

„დაიტანჯა მაჯა,
მარჯნის
მძიმე
ჯაჭვის ტარებით.
ბევრი ცრემლი
დამეკარგა,
ერთი
ღამის ნეტარებით.

დაიტანჯა მაჯა,
მარჯნის
მძიმე
ჯაჭვის ტარებით.
ჩემს დამტანჯველს
ღმერთი დასჯის
ქაჯად
გადაგვარებით“.
– მოთქვამდა ელენე თავის ლექსებში.

ახალი ვნება
ელენეს პირველი ქმარი ტუბერკულოზით დაიღუპა. როგორც ჩანს, დროთა განმავლობაში პაოლოსა და ელენეს სიყვარულმაც დაკარგა პირვანდელი ცეცხლი, თუმცა ისინი მაინც ერთგულ მეგობრებად რჩებოდნენ და ამგვარ ურთიერთობას პაოლოს დაქორწინების შემდეგაც აგრძელებდნენ. ერთხელ პაოლო და ელენე კაფეში ისხდნენ, ამ დროს იქ ცნობილი იურისტი და მთარგმნელი შალვა ქართველიშვილი შემოვიდა, რომელიც პაოლოსთნ მეგობრობდა, პოეტმა დაუძახა მას და ელენე გააცნო. შალვა მაშინვე მოინუსხა ქალით. ეს არც პაოლოს გამორჩა მხედველობიდან და პეოტესას გაეხუმრა კიდეც ამის თობაზე. შალვა და ელენე ამ შეხვედრიდან ათი წლის შემდეგ დაქორწინდნენ. სხვათა შორის, ამბობენ, რომ შალვა ქართველიშვილი ლიზა ქართველიშვილისა და ივანე მაჩაბლის უკანონო ვაჟი იყო. ამბობენ იმასაც, რომ ივანე მაჩაბელს, ლიზას პარალელულად აკაკი წერეთლის ცოლთანაც გაუჩაღებია რომანი. ქართველიშვილის ქალმა მაჩაბელს ეს არ აპატია. სხვათა შორის, ამბობენ, რომ ელენე ტიციან ტაბიძესაც ძალიან უყვარდა, თუმცა მისგან საპასუხო გრძნობა ვერ მიიღო.
შალვასა და ელენეს ბედნიერი ოჯახი ჰქონიათ, თუმცა შალვა ქართველიშვილი 1937 წელს კომუნისტებმა დახვრიტეს. იმავე წელს, მწერალთა კავშირის შენობაში თავი მოიკლა პაოლო იაშვილმაც, რომელსაც გოგი ელიავას ჩაშვებაში დებდნენ ბრალს. ორი საყვარელი მამაკაცი ელენემ ერთდროულად დაკარგა და ამის შემდეგ სასიყვარულო თავგადასავლებზე საერთოდ უარი თქვა. ელენე დარიანს შვილი არ დარჩა, ის სამოცდაათი წლის ასაკში თითქმის დაბრმავებული გარდაიცვალა. თუმცა თავი ბოლომდე ღირსეულად ეჭირა და პაოლოსთან რომანზე არაფერს ყვებოდა, მხოლოდ ერთხელ, როცა შალვა დემეტრაძემ პაოლოს კრებული შეადგინა, მასში ელენეს ლექსებიც შეიტანა, ელენე მივიდა მასთან და სთხოვა, შეცდომა გაესწორებინა, თუმცა ეს ფაქტი დღემდე არ არის საბოლოოდ გამოკვლეული.


--------------------
..
ბრმა მუსიკოსი.
გამოშვერილ ძველ თუნუქის ჯამში
აგროვებს ფიფქებს
Go to the top of the page
 
+Quote Post
juzi
პოსტი 24.09.2010, 9:35
პოსტი #29


Advanced Member


ჯგუფი: საძაგლები
პოსტები: 10,889
რეგისტრ.: 12.07.07
მდებარ.: ...
წევრი № 10,650



თითქმის იგივე სტატიებია, მაგრამ არის დეტალები, ერთი მეორეს რომ ავსებს


--------------------
..
ბრმა მუსიკოსი.
გამოშვერილ ძველ თუნუქის ჯამში
აგროვებს ფიფქებს
Go to the top of the page
 
+Quote Post
juzi
პოსტი 24.09.2010, 9:38
პოსტი #30


Advanced Member


ჯგუფი: საძაგლები
პოსტები: 10,889
რეგისტრ.: 12.07.07
მდებარ.: ...
წევრი № 10,650



გიორგი ჯავახიშვილმა გამოსცა წიგნი " ელენე დარიანი - ლეგენდა და სინამდვილე" სადაც მოთხრობილია ელენე დარიანის ცხოვრების ყველა დეტალი. გამოქვეყნებულია უიშვიათესი ჩანაწერები, ელენეს ფოტოები და ხელნაწერები.

დიდი ფორიაქი და არაერთგვაროვანი ემოცია გამოიწვია რამდენიმე წლის წინ ჟურნალ - გაზეთებში გამოჩენილმა ცნობამ - "ელენე დარიანი რეალური პიროვნება, ის არ არის პაოლო იაშვილი". ამას აცხადებდა პროფესორი გიორგი ჯავახიშვილი, რომელმაც მიაგნო ელენე ბაქრაძის (მეუღლეების გვარებია ბერიშვილი და ქართველიშვილი) პირად არქივს, სადაც მრავალ საინტერესო ცნობათა შორის, იყო ერთი განსაკუთრებული, ის აცხადებდა, რომ ის იყო "ელენე დარიანი", პაოლო იაშვილის მუზა...

უნდობლობა, რომელსაც იწვევს ელენე ბაქრაძის ნაგვიანები ახსნა, მრავალი ობიექტური მიზეზით შეიძლება, აიხსნას. მათ შორის ანგარიშგასაწევია ის ფაქტი, რომ ელენე გათხოვილი იყო, როდესაც რომანი ჰქონდა პაოლოსთან და როცა იქმნებოდა დარიანული ლექსები, როცა იწერებოდა პაოლოს ცეცხლოვანი სიყვარულით ანთებული ბარათები, როცა შეიქმნა ლირიკული შედევრი "სონეტი ელლის"...
ელენეს და პაოლოს არ სურდათ ამ თავგადასავლის გახმაურება, თუმცა სამეგობრომ ყველაფერი იცოდა...(ტიციან ტაბიძემ, ვალერიან გაფრინდაშვილმა და სახვებმა...).
პაოლოს და ელის წერილები, ლირიკული აღსარებები, ალბათ მსუბუქი ხელის წაკვრით იქცა იმ არაჩვეულებრივ, ქალური ვნებით დამუხტულ ეროტიკულ ლექსებად, რომელიც მაშინდელმა საზოგადოებამ, ძალიან ცუდად მიიღო. ეს კიდევ ერთი მიზეზი ავტორის გასაიდუმლოებისა.

პაოლო კითხულობდა და აქვეყნებდა ამ ლექსებს და არასდროს უთქვამს, ჩემიაო. ელენე ბაქრაძეს "რატომღაც" აბრალებდნენ აღნიშნული ლექსების ავტორობას, მაგრამ იგი თავგამოდებით იცავდა თავს და კაპასობდა, მე არ ვარ, მაგრამ არც პაოლოაო....(წერილები იაზონ ბაქრაძისადმი, კატო მიქელაძისადმი).

ტიციანი ელენეს მოსკოვიდან უგზავნის ღია ბარათს, რომელიც მთავრდება სიტყვებით: "იყავი მუდამ მზიანი"...ეს იყო ერთგვარი პაროლი, "მზიანი და დარიანი" მხირად მეზობლობს თვით "ვეფხისტყაოსანში".

შემდეგ პაოლომ ცოლი შეირთო...შემდეგ დაქვრივებული ელენე ისევ გათხოვდა...შემდეგ პაოლომ თავი მოიკლა...დახვრიტეს ელენეს მეუღლე...აკრძალული იყო პაოლოს ხსენებაც კი...აღარ მოვიდა საიდუმლოს გამჟღავნების დრო, მაგრამ როგორც კი მოხდა პაოლოს რეაბილიტაცია და გამოვიდა მისი ლექსები, ელენემ პროტესტი გამოთქვა ამ წიგნში შესული "დარიანული" ციკლის გამო.... ის ელენე დარიანის ხელმოწერით1957 წელს ლექსს უძღვნის მარიჯანს, ქართული ენციკლოპედიის რედაქციაში აკითხავს ირაკლი აბაშიძეს და სთხოვს, დაეხმაროს, რათა აღიარონ მისი "დარიანობა" და მრავალი სხვა, მაგრამ...უშედეგოდ!

ელენეს და პაოლოსთვის " დარიანობა" მათი არშემდგარი ქორწინების სიმბოლო იყო. ორივენი დარიანები იყვნენ, ერთი - "ელენე დარიანი", მეორე - "თავადი დარიანი". ერთ ლექსში ელენე წერს: " ჩემი ლექსები მოვიშორე და გავასხვისე", ხოლო პაოლო ელენეს ასე პასუხობს: "შენი ლექსები მე მაბარია, როგორც ბავშვების წმინდა კრებული, მაგრამ მოწყენით ხშირად არიან, შენი ალერსის დანატრებული".

ორ შეყვარებულ პოეტს, რომლებიც ბედმა არ დააქორწინა, შვილების ნაცვლად, საერთო ლექსები "ჰყავდათ". ამგვარი მისტიფიკაცია, გაცილებით მშვენიერია.

იტყვის: "მზეო, ვითა გაქო, ნათელო და დარიანო!"
შენთვის ხელნი გონებანი არა ცუდად არიანო,
მზიანო და მთვარიანო, ეტლად რაო და რიანო,
თქვენ საჭვრეტლად აღარ მინდით, არ ვარდნო და არ იანო.
შ. რუსთაველი



1912 წელი...

ზაფხულში....

საჩხერის მახლობლად, ლესევში...

მჟავე წმთვარებზე ისვენებდა სახელგანთქმული ფარმაცევტ ჯიბრაილ იაშვილის ოჯახი.

14 წლის ელენე ბაქრაძე, ჭალელი აბაშიძეების ნათესავი, ლესევში იყო სტუმრად.

ლესევის ერთ კუნაპეტ ღამეს ტყის სიღრმიდან განწირული ადამიანის ხმა შემოესმათ.

ელენე წერს: " გულშემზარავი იყო ადამიანის, ეს ველური შიშით ამოხეთქილი, პირუტყვული ძახილი ბუნების ასეთ ატეხილ ქაოსში. ვინ გაბედავდა ადგილიდან დაძვრას, ან სად უნდა ეძებნათ იგი?!" - სვამს კითხვას მემუარისტი და იქვე გვაძლებს იმ ღამის გმირის პორტრეტს: " იქვე იდგა პაოლოც. დროგამოშვებით გავარდებოდა წინ და უმალვე უკან იხევდა. ბოლოს მა,ას შეხედა და ჩირაღდნებივით ანთებულ თვალებით თითქოს შეევედრა: - არ შეიძლება კაცის ასე მიტოვება, მამა! - და როცა ჯიბომ არაფერი უპასუხა, სწრაფად წამოავლო ხელი ნაბადს, მოიგდო მხრებზე, თავზე ყაბალახი მოიხვია, ხელში ფარანი აიღო, მიუხედავად დიდი შეძახილისა, გაიღო კარი და სწრაფად გავარდა. სიბნელემ და ხმაურმა შთანთქა იგი...მახსოვს, როცა ყაბალახსა იხვევდა, გაფითრებულმა გამიღიმა და...როგორ მინდოდა, მეც თან გავყოლოდი..."

პაოლომ იმ ღამეს სიკვდილისგან იხსნა გზააბნეული, მხეცის აბრიალებული თვალებით გონდაკარგული ადამიანი.

და აი, დაიბადა კიდეც 14 წლის გოგონას საოცნებო გმირიც. "ჩემთვის ამ ჩვეულებრივ ეპიზოდს მიეცა უზარმაზარი შინაარსი და, ალბათ, აქ დაეცა პირველად ის მარცვალი, რომელიც იმ ზაფხულში ცისფერ ყვავილად გადაიშალა." - წერს ელენე.


მე სხვა ფორუმიდან ვიპარავ :D ამ სტატიებს


--------------------
..
ბრმა მუსიკოსი.
გამოშვერილ ძველ თუნუქის ჯამში
აგროვებს ფიფქებს
Go to the top of the page
 
+Quote Post

3 გვერდი V  < 1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25.04.2014 - 3:48