IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

10 გვერდი V  « < 8 9 10  ( პირველ წაუკითხავ პოსტზე გადასვლა )
Reply to this topicStart new topic
ბუნებრივი კატასტროფები, მიწისძვრები, წყალდიდობები, მეწყრები, ზვავები, ქარიშხლები...
Fernando
პოსტი 19.01.2011, 13:54
პოსტი #136


Advanced Member


ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,646
რეგისტრ.: 13.06.09
მდებარ.: ucnobia
წევრი № 16,218



http://earthquake-report.com/2011/01/19/ve...ake-in-georgia/
რაჭაშიც ყოფილა მაგრად ორჯერ
Go to the top of the page
 
+Quote Post
katerina_kk
პოსტი 11.03.2011, 13:16
პოსტი #137


Advanced Member


ჯგუფი: Moderators
პოსტები: 5,393
რეგისტრ.: 14.03.04
წევრი № 1,687



ძლიერი მიწისძვრა იაპონიის ჩრდილო აღმოსავლეთ რეგიონში დილით მოხდა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბიძგების სიმძლავრემ 7,9 ბალი შეადგინა, თუმცა მოგვიანებით სეისმოლოგებმა დაზუსტებული მონაცემები გამოაქვეყნეს. ბიძგების სიმძლავრე 8, 9 ბალი იყო, მიწისძვრის ეპიცენტრი კი კუნძულ ხონსიუსთან, პროვინცია სენდაიში დაფიქსირდა.

მეტეოროლოგები იაპონელებს მოსალოდნელი ცუნამის შესახებ აფრთხილებენ და აცხადებენ, რომ ტალღების სიმაღლემ შესაძოა 10 მეტრს მიაღწიოს. ვარაუდობენ რომ გიგანტური ტალღა ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს თბილისის დროით საღამოს 6 საათზე დაატყდება თავს. პირველი ცუნამი კი მიწისძვრის შემდეგ ქალაქ კამაიჩის უკვე დაატყდა. თვითმხილველების განცხადებით, სანაპიროს 4 მეტრიანმა ტალღამ გადაუარა. წყალმა ქალაქის დიდი ნაწილი დაფარა.

მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო რომ რყევა ტოკიოშიც იგრძნობოდა. სტიქიამ პარლამენტის სხდომაც კი ჩაშალა. საკანონმდებლო ორგანო პანიკამ მოიცვა ისევე, როგორც მთელი ქვეყანა. ხალხი ქუჩებშია გამოსული.

ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ჯერ ჯერობით დაზუსტებული ინფორმაცია არ ვრცელდება. უცხოური მედიის ინფორმაციით, რომელიც იაპონიაში მიმდინარე მოვლენებს პირდაპირი ეთერით უწყვეტ რეჟიმში აშუქებს, ცნობილი ხდება რომ ქალაქ იოკოგამის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ტიბას პრეფექტურაში კი ფოლადშენადნობი ქარხანა იწვის. მუშაობა შეაჩერა იაპონიის ორმა უმსხვილესმა ატომურმა ელექტროსადგურმა. დაიხურა ნარიტის აეროპორტი.


http://www.youtube.com/watch?v=pWOoG0kErjE...player_embedded

http://www.youtube.com/watch?v=vCCRxE03tBs...player_embedded
Go to the top of the page
 
+Quote Post
gubaz_merve
პოსტი 7.07.2012, 14:45
პოსტი #138


Advanced Member


ჯგუფი: თრიაქი
პოსტები: 2,595
რეგისტრ.: 24.09.06
მდებარ.: evrazia
წევრი № 8,412



საეკლესიო ზარების რეკვის შედეგად ღრუბლების გაფანტვას ახერხებდნენ ძველად,ცნობილია რომ ხმაური ღრუბლებს ფანტავს,ბერძნები ზებგერით თვითმფრინავებს იყენებენ ხანდახან,ცუდი იდეა არ უნდა იყოს განა რა ჯდება საბრძოლო თვითმფრინავის ფრენა თუ მართლა საბრძოლოა?


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

10 გვერდი V  « < 8 9 10
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 31.10.2014 - 22:01