IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

18 გვერდი V  « < 8 9 10 11 12 > »   ( პირველ წაუკითხავ პოსტზე გადასვლა )
Reply to this topicStart new topic
განათლების სისტემა საქართველოში
gigola
პოსტი 15.11.2004, 18:08
პოსტი #131


Advanced Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 898
რეგისტრ.: 12.05.04
წევრი № 2,143



საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ (პროექტი)

განმარტებითი ბარათი

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის პროექტზე

უმაღლესი განათლების თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბება ქართული სახელმწიფოს გადაუდებელი ამოცანაა. ამ პრობლემის ოპერატიული გადაწყვეტა არსებული შესაძლებლობების ფარგლებში და ქვეყნის პერსპექტიული განვითარების შესაბამისად დემოკრატიული საზოგადოების აშენების, ეროვნული და მსოფლიო კულტურის ფასეულობების დაცვის, სიღატაკისა და სოციალური გაუცხოების დაძლევის აუცილებელი წინაპირობაა.

ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრაში თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აგებულ უმაღლესი განათლების სისტემას მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია. უმაღლესი სასწავლებელი უნდა ამზადებდეს ეროვნული თვითშეგნების მქონე პროფესიონალებს, რომლებსაც გაცნობიერებული ექნებათ თავიანთი უფლებები და პასუხისმგებლობა.

საქართველოს პარლამენტის ინიციატივით 2001 წლის ივნისში ევროპის საბჭოსა და ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მონაწილეობით დაიწყო მუშაობა პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში უმაღლესი განათლების განვითარების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრას.

2001 წლის ივნისში შეიქმნა ქართველ და ევროპელ ექსპერტთა ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით: გია შარვაშიძე - ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი; გიგი თევზაძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ანტიკორუფციული საბჭოს წევრი; ვასილ მაღლაფერიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე; ირაკლი მაჩაბელი - პროფესორი, საქართველოს განათლების სამინისტროს მეცნიერების სამმართველოს უფროსი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრორექტორი; მიხეილ ჩაჩხუნაშვილი - ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" აღმასრულებელი დირექტორი; მარინე ჩიტაშვილი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" სოციალურ მეცნიერებათა მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი; ლიკა ღლონტი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, პროექტის თანამომხსენებელი; სალომე შელია - პროექტის კოორდინატორი; ნათია ჯაფარიძე - ევროპის საბჭოს თბილისის საინფორმაციო ოფისის დირექტორი; ბალაშ ვარადი - ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი; იოჰენ ლორენცენი - კოპენჰაგენის ბიზნეს სკოლის პროფესორი, პროექტის თანამომხსენებელი;. ვირჯილიო სუარესი - პორტუგალიის საუნივერსიტეტო ფონდების საბჭოს თავმჯდომარე, ლისაბონის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი; მერი ენ ჰენესი - ევროპის საბჭოს ტექნიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. მსოფლიო ბანკმა საკონტაქტო პირად განათლების ექსპერტი - ბატონი ჰალილ დუნდარი დაასახელა.

მუშაობის პროცესში მომზადდა 11 სიტუაციური ანალიზი საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ: ბ. გომელაური (პროფესორი, არასახელმწიფო საერო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი) - "უმაღლესი განათლების ინსტიტუტების აკრედიტაცია, ატესტაცია და ლიცენზირება"; ნ. გურგენიძე (განათლების ექსპერტი) - "საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა მიღება/შერჩევა"; თ. ზაალიშვილი (ფინანსთა სამინისტროს სამმართველოს უფროსი) - "საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის დაფინანსების ანალიზი"; ი. კაჭკაჭიშვილი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის კათედრის დოცენტი) - "საქართველოში არსებული არასახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების გამოკვლევა (არსებული მდგომარეობის აღწერა)"; ე. კოდუა (პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის კათედრის გამგე) - "უმაღლესი სასწავლებლების კადრები (თანამედროვე სიტუაცია და პერსპექტივები)"; თ. კუპატაძე (პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტის დეკანი) - "შეფასების სისტემა"; ი. მაჩაბელი (პროფესორი, განათლების სამინისტროს სამმართველოს უფროსი) - "საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების აკრედიტაცია"; შ. მაჭავარიანი (პროფესორი, საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა ინსტიტუტეს პრორექტორი) - "საქართველოს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში დამკვიდრებული მართვის პროცესი"; ა. სამადაშვილი (პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურის განყოფილების გამგე) - "სწავლების ხარისხი"; კ. ღლონტი (ევროკავშირის განათლების და გადამზადების ფონდის ეროვნული ობსერვატორიის დირექტორი) - "უმაღლესი განათლება და შრომის ბაზარი საქართველოში"; ა. ხელაშვილი (პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი) - "მეცნიერების მდგომარეობის ანალიზი სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში".

დადგენილების ტექსტის შემუშავებაში აქტიურად მონაწილეობდნენ: ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის, ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის, სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის, ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, ჩიკაგოს უნივერსიტეტის (აშშ), ჩიბას უნივერსიტეტის (იაპონია), ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი), კოპენჰაგენის სამეფო ფარმაცევტული სკოლის (დანია), არასახელმწიფო საერო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის, ევროპის მენეჯმენტის სკოლის, კავკასიის ბიზნესის სკოლის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტის, ევროკავშირის განათლების და გადამზადების ფონდის ეროვნული ობსერვატორიის, თავისუფლების ინსტიტუტის, ფინანსთა და კულტურის სამინისტროების წარმომადგენლები, ასევე უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.

2001 წლის აგვისტო-დეკემბერში მოეწყო 14 მრგვალი მაგიდა ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით; ოქტომბერში გაიმართა სპეციალური სემინარი მასმედიის წარმომადგენელთათვის; ხოლო დეკემბერში - სემინარი პარლამენტის წევრებისათვის და შემაჯამებელი საერთაშორისო კონფერენცია ევროპის საბჭოს და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებისა და უცხოელ ექსპერტთა მონაწილეობით.

შეიქმნა პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფი რევაზ ადამიას, თემურ ბერიძის, დემურ გიორხელიძის, არჩილ გოგელიას, ნოდარ გრიგალაშვილის, კოტე კემულარიას, გიორგი კოხრეიძის, ვასილ მაღლაფერიძის, მაია ნადირაძის, ნათელა პატარქალიშვილის, ირაკლი ღუდუშაურის, გურამ შარაძის მონაწილეობით, რომელიც აქტიურად ჩაება უმაღლესი განათლების განვითარების ძირითადი მიმართულებების განმსაზღვრელი დოკუმენტის პროექტის შემუშავებაში.

2001 წლის 22 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო აღნიშნული დადგენილება. შეიქმნა სარედაქციო კომისია ნოდარ გრიგალაშვილის თავმჯდომარეობით, რომელმაც გააგრძელა მუშაობა დადგენილების ტექსტის საბოლოო ვარიანტზე.

2002 წლის 1 მარტს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო დადგენილება "საქართველოში უმაღლესი განათლების განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ", რომელშიც განსაზღვრულია ის მიზნები, პრინციპები და ამოცანები, რომლებიც საფუძვლად დაედო "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონის პროექტს.

დადგენილების მიღების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ და განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ ვასილ მაღლაფერიძემ მიმართეს ევროპის საბჭოს, ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" და განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტს თხოვნით, რათა მათ, მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, გაეგრძელებინათ მუშაობა "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონის პროექტის შემუშავებაზე.

ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოსა" და განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ შეიქმნა ექსპერტთა საბჭო, რომლის შემადგენლობაში შევიდა ყველა წამყვანი უმაღლესი სასწავლებლის, მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების 40-ზე მეტი წარმომადგენელი. საბჭო იკრიბებოდა თითქმის ყოვეკვირეულად 2002 წლის სექტემბრიდან 2003 წლის წლის თებერვლის ბოლომდე. ამ შეხვედრებზე მოხდა პროექტის პრინციპების, სტრუქტურისა და საბოლოო რედაქციის შეთანხმება.

კანონპროექტის განხილვისათვის ჩატარდა სამი სემინარი ექსპერტებისთვის, მასობრივი ინფორმაციის წარმომადგენლებისა და პარლამენტის წევრებისათვის.

პროექტი განხილულ იქნა ქუთაისის, გორის, თელავის, ბათუმისა და ახალციხის უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად.

კანონპროექტი დაეგზავნა UNESCO-სა და ევროგაერთიანების განათლების ფონდის ექსპერტებს, რომლთა წინადადებები და შენიშვნები ასევე გათვალისწინებულია პროექტში.

2003 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ დღის წესრიგში დადგა კანონპროექტის ახალ რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანის საკითხი. ახლად შექმნილ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში კანონპროექტი გადამუშავდა მთავრობის მიერ არჩეულ მიმართულებასთან - უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაცია - შესაბამისობაში.

2004 წლის აგვისტოდან ნოემბრამდე მოეწყო შეხვედრები თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში, თელავში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, სენაკში, ლანჩხუთში უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. შეხვედრებზე გამოთქმული შენიშვნები მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული.

წინამდებარე კანონპროექტი წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კომიტეტის და საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებულ ერთობლივ ნაშრომს.

წარმოდგენილი კანონპროექტი ქმნის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში გაერთიანების საფუძველს. კანონპროექტში არის ყველა ფორმალური პრინციპი, რაც საქართველოს უმაღლეს განათლების სისტემას გაუადვილებს ინტეგრაციის პროცესს: სრული უმაღლესი განათლების სამი საფეხური - სამი აკადემიური წოდება (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი), აკადემიური თანამდებობების სისტემა (ასისტენტ პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, პროფესორი), უმაღლესი სასწავლებლის აკადემიური პერსონალის სოციალური უზრუნველყოფის პრინციპები (პროფესორ ემერიტუსის წოდება) და ა.შ.

წარმოდგენილი კანონპროექტი ქმნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომიის მყარ გარანტიებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული დაწესებულებებისათვის. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია მოიცავს აკადემიურ ავტონომიასა და თვითმმართველობას.

აკადემიური ავტონომია გულისხმობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების თავისუფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი სტრატეგია, გადაწყვიტოს, რა და როგორ უნდა ასწავლოს და რა სამეცნიერო კვლევები უნდა აწარმოოს.

თვითმმართველობა ნიშნავს იმას, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება კანონმდებლობის შესაბამისად თავად აყალიბებს მმართველ ორგანოებს, ანაწილებს საკუთარ ფინანსურ სახსრებს (მათ შორის, სახელმწიფო დაფინანსებას სწავლებისათვის), განკარგავს თავის ქონებას, აწარმოებს საკადრო პოლიტიკას - ადგენს პერსონალის სამსახურში მიღების წესებს, მისი შრომის ანაზღაურების ფორმებსა და ოდენობას, მისაღები სტუდენტების რაოდენობას და მათი მიღების დამატებით კრიტერიუმებს, პერსონალისა და სტუდენტების ეთიკისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს. კანონპროექტი კრძალავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობაში პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციების ჩარევას.

კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების შექმნა მოწესრიგებულია შესაბამისი კანონმდებლობით. ამიტომაც, კანონპროექტი განსაზღვრავს მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვისათვის აუცილებელ ორგანოებს და მათი შექმნის წესს.

კანონპროექტი ადგენს, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება შეიქმნას მხოლოდ კანონით. ასევე კანონმა უნდა განსაზღვროს ამ სასწავლებლის სახელწოდება, მიზანი, ფუნქცია, საქმიანობის საგანი და მისთვის გადასაცემი ქონების ნუსხა.

კანონპროექტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა აირჩიოს სენატი და აკადემიური საბჭო. სენატი შედგება ფაკულტეტებიდან კვოტურ პრინციპზე დაყრდნობით არჩეული წარმომადგენლებისაგან (ასოცირებულ პროფესორები, ასისტენტ პროფესორები, პროფესორები და სტუდენტები). სტუდენტების რაოდენობა სენატში არ უნდა იყოს 1/3-ზე ნაკლები. აკადემიურ საბჭოში შედიან ფაკულტეტებიდან არჩეული პროფესორები (თითო ფაკულტეტიდან თითო). აკადემიური საბჭო ირჩევს უნივერსიტეტის რექტორს. რექტორი სენატს დასამტკიცებლად წარუდგენს კანცლერის კანდიდატურას. კანცლერი არის უნივერსიტეტის უმაღლესი ადმინისტრაციული თანამდებობა. რექტორი, კანცლერი და აკადემიური საბჭო იმუშავებენ ბიუჯეტს, რომლსაც ამტკიცებს სენატი. სენატი ამტკიცებს უმაღლესი სასწავლებლის წესდებას და შეაქვს მასში ცვლილებები, ამტკიცებს ბიუჯეტს, პერსონალის სამსახურში მიღების წესებს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ეთიკისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს, ისმენს და ამტკიცებს რექტორისა და კანცლერის ყოველწლიურ ანგარიშებს, კანონითა და წესდებით განსაზღვრულ შემთხვევებში იღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილებების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე.

აკადემიური საბჭო ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრატეგიულ გეგმას, სასწავლო და კვლევით გეგმებსა და პროგრამებს, ფაკულტეტების მიერ მინიჭებულ აკადემიურ წოდებებს.

კანონპროექტის მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი თანამდებობის პირია რექტორი, რომელიც წარმოადგენს ამ დაწესებულებას და არის მისი აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ყოველდღიურ საქმიანობას კი წარმართავს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - კანცლერი.

უმაღლესი სასწავლებლის მართვის მნიშვნელოვანი ელემენტია ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური - სწავლების ხარისხზე პასუხისმგებელი მთავარი ორგანო.

კანონპროექტი მიჯნავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მისი სტრუქტურული ერთეულების - ფაკულტეტების მართვის ორგანოების ფუნქციებს. მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ფაკულტეტის უფლებები და ავტონომიურობა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის შემუშავებისას აკადემიური საბჭო ეყრდნობა ფაკულტეტების წინადადებებს. აკადემიური საბჭო მხოლოდ ამტკიცებს ფაკულტეტების მიერ შემუშავებულ სასაწავლო და კვლევით პროგრამებსა და გეგმებს. პერსონალის დაქირავება ხდება ფაკულტეტების მიერ. გაზრდილია ფაკულტეტების საბიუჯეტო და საფინანსო უფლებამოსილებები. ფაკულტეტები თავად ანიჭებენ აკადემიურ ხარისხებს.

კანონპროექტით გარანტირებულია სტუდენტთა შემდეგი უფლებები: მიიღონ ხარისხიანი განათლება, ისარგებლონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალური და ტექნიკური ბაზით, მონაწილეობა მიიღონ ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის შედგენაში, სასწავლო კვლევაში, დადგენილი წესით გადავიდნენ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და გადაიტანონ იქ მათთვის განკუთვნილი სახელმწიფო დაფინანსება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისგან, სახელმწიფოსგან, იურიდიული თუ კერძო პირებისგან მიიღონ სტიპენდიები, დახმარებები, სხვადასხვა შეღავათები და ა. შ. ამის გარდა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ მართვის ორგანოების არჩევაში და თავადაც იყვნენ არჩეულნი ამ ორგანოებში.

კანონპროექტის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება და ამ მიმართულებით დღეს არსებული მდგომარეობის ფუნდამენტური შეცვლა. კანონპროექტი სწავლების ხარისხის ასამაღლებლად ითვალისწინებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის სისტემის შექმნას.

აკრედიტაცია არის ხარისხის უზრუნველყოფისა და შეფასების პროცესი, რომელიც ადასტურებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისობას უმაღლესი განათლების ხარისხის მინიმალურ მოთხოვნებთან. მხოლოდ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომის გაცემის უფლება. ამავე დროს მხოლოდ აკრედიტებულ უმაღლეს დაწესებულებას შეუძლია სახელმწიფო დაფინანსების მიღება. თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ან მისი საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებული არ არის, ის ვერ განაცხადებს პრეტენზიას სახელმწიფოსგან ფინანსური სახსრების მიღებაზე. სახელმწიფო აკრედიტაციის პროცესის უზრუნველსაყოფად კანონპროექტი ითვალისწინებს სააკრედიტაციო სამსახურის შექმნას განათლების და მეცნიერების სამინისტროში. სამწუხაროდ საქართველოს კონსტიტუცია არ გვაძლევს დამოუკიდებელი სააკრედიტაციო სამსახურის შექმნის საშუალებას. ამისათვის აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის ინიცირებასაც უახლოეს მომავალში აპირებენ კანონპროექტის ავტორები. ჯერ-ჯერობით, ამ სირთულის დასაძლევად, კანონპროექტის მიხედვით, უმაღლესი სასწავლებლები უფლებამოსილნი არიან შექმნან საერთო ხარისხის შემოწმების სამსახური, რომლის დასკვნის განხილვაც აუცილებელია სახელწმიფო აკრედტიაციის მინიჭების პროცესში.

საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ აკრედიტაცია აღარ იქნება მხოლოდ მმართველობის უმაღლესი ორგანოების პრეროგატივა და შესაძლებელი იქნება, მიუკერძოებლობის და პოლიტიზაციის თავიდან აცილების მიზნით, ძირითადად საზოგადოებრივი კონტროლის სფეროში გადავიდეს. საბოლოო ჯამში, სამინისტრო შემოიფარგლება მხოლოდ აკრედიტაციის უფლების გაცემით და აკრედიტაციის შედგების აღიარებით.

აკრედიტაცია აუცილებელია სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლებისათვის, ხოლო კერძო უმაღლესი სასწავლებლებისათვის ნებაყოფლობითი პროცესია. აკრედიტაციას აქვს ორი ფორმა - ინსტიტუციური და პროგრამული. ინსტიტუციური აკრედიტაცია არის უმაღლესი სასწავლებლის საბაზო რესურსების და შესაძლებლობების შემოწმება და არის პროგრამული აკრედიტაციის საფუძველი. თუკი კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას სურს აკრედიტაციის გავლა, იგი განცხადებით მიმართავს სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურს, რომელიც ქმნის ექსპერტთა კომისიას ამ დაწესებულებაში აკრედიტაციის პროცესის ჩასატარებლად. სასწავლო გარემოს და სწავლების სათანადო ხარისხის არსებობის შემთხვევაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ან მის საგანმანათლებლო პროგრამას ენიჭება აკრედიტაცია. აკრედიტაციის სისტემის შემოღება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას. `2004-2005` წლის განმავლობაში აკრედიტაციის პროცესი დაადგენს იმ კერძო და სახელმწიფო სასწავლებლების ნუსხას, რომლებიც მიიღებენ `2005-2006` სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული მისაღები გამოცდების სისტემაში მონაწილეობის უფლებას. აკრედიტაცია ასევე დაადგენს იმ ადგილების ზღვრულ რაოდენობას, რომელთა დაკავებაც შესაძლებელი იქნება ყოველ, აკრედიტაცია გავლილ უმაღლეს სასწავლებელში.

კანონპროექტის ერთ-ერთ მთავარ სიახლეს წარმოადგენს მისაღები გამოცდების ჩატარების დღეს მოქმედი მანკიერი წესის გაუქმება. უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვისათვის აბიტურიენტი აღარ არის ვალდებული, ჩააბაროს მისაღები გამოცდები შესაბამის სასწავლებელში. სუბიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული საგამოცდო სისტემა კორუფციის მნიშვნელოვანი წყაროა და უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული ღირებულებების გაუფასურებას იწვევს. კანონპროექტის შესაბამისად, ყოველიკონკრეტულ სასწავლებელში მისაღები გამოცდების ნაცვლად უნდა ჩატარდეს ერთიანი ეროვნული გამოცდა. 2005 წელს გამოცდა ჩატარდება ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ზოგად უნარებში, უცხო ენასა და მათემატიკაში. აქედან მათემატიკის ჩაბარება ფაკულტეტების არჩევანზე იქნება დამყარებული. გამოცდა წერილობითი იქნება. თითოეული გამოცდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთსა და იმავე დროს ჩატარდება. ერთიანი ეროვნული გამოცდების ორგანიზებას უზრუნველყოფს საქართველოს განათლების სამინისტროსთან არსებული შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. 2006 წლიდან ფაკულტეტების ასარჩევ ნისხას დაემატება საქართველოს ისტორია/ საზოგადოებრივი მეცნიერებები და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. 2005 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების არასრულად ჩატარება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ საქართველოს ისტორია/ საზოგადოებრივი მეცნიერებებში და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში გამოცდის მომზადებას 1,`5-2` წელი მაინც სჭირდება. 2004 წლამდე საქართველოს მთავრობას ამ საგნებში მისაღები გამოცდების ჩატარების არანაირი სურვილი არ გამოუთქვამს.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები განმსაზღვრელია აბიტურიენტებისათვის სახელმწიფოს მიერ სასაწავლო გრანტების მიღებისას. წინასწარ განსაზღვრული სახელმწიფო სასწავლო გრანტები განაწილდება გამოცდების პროცესში საუკეთესო შედეგის მქონე აბიტურიენტებზე. კანონპროექტის მიხედვით, მთელი ეს პროცესი გამჭვირვალეა და ობიექტურ კრიტერიუმებს ეფუძნება. სახელმწიფოს ხარჯზე განათლებას იღებს მხოლოდ ის აბიტურიენტი, რომელმაც უკეთესი შედეგი აჩვენა ერთიანი სახელმწიფო გამოცდების პროცესში. ყველა სხვა აბიტურიენტი, რომელიც წარმატებით გაივლის ტესტირებას და ვერ მოიპოვებს სახელმწიფო სასწავლო გრანტს (რომელთა ოდენობა შეზღუდულია და მხოლოდ უკეთესი შედეგის მქონე აბიტურიენტებზე ნაწილდება), თვითონ დაფარავს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის საფასურს. თუმცა, იარსებებენ სპეციალური პროგრამები, რომლებიც მოემსახურებიან სოციალურად დაუცველ აბიტურიენტებს.

ზემოაღნიშნული დაფინანსების სისტემა მთლიანად ცვლის უმაღლესი განათლების დღეს არსებულ პრაქტიკას. დღეს სახელმწიფო აფინანსებს კონკრეტულ უმაღლეს სასწავლებელს. ახალი კანონის მიღების შემდეგ მხოლოდ მიზნობრივი დაფინანსება იქნება შესაძლებელი - სახელმწიფო დააფინანსებს მხოლოდ კონკრეტული სტუდენტის სწავლას უმაღლეს სასწავლებელში. ამასთან, სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიმდინარე სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას დააფინანსებს მხოლოდ კონკრეტული მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში სპეციალური ფონდის საშუალებით. ასევე, შესაძლებელი იქნება ქვეყნისთვის პრიორიტეტულ, მაგრამ არაპოპულარულ სპეციალობებზე აბიტურიეტების მოზიდვისათვის წამახალისებელი პროგრამების დაფინანსება.

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო

ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის, ლიცენზირების, აგრეთვე აკრედიტაციის წესს.

მუხლი 2. ტერმინების განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

1. აბიტურიენტი - საშუალო სკოლის კურსდამთავრებული, რომელსაც აქვს საქართველოში გაცემული საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და აპირებს სწავლის გაგრძელებას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

2. ავტონომია - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მათი ძირითადი ერთეულების თავისუფლება, დამოუკიდებლად განსაზღვრონ და განახორციელონ აკადემიური, საფინანსო, სამეურნეო და ადმინისტრაციული საქმიანობა;

3. აკადემიური თავისუფლება - პროფესორთა და სტუდენტთა უფლება დამოუკიდებლად განახორციელონ სამეცნიერო კვლევა, სწავლება და სწავლა.

ა) სამეცნიერო კვლევის თავისუფლება ეხება კვლევის საკითხის დაყენების, მეთოდიკის ჩამოყალიბებასა და შედეგების შეფასებასა და გავრცელებას. კვლევის საკითხებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი ორგანოების ჩარევა დასაშვებია მხოლოდ საორგანიზაციო საკითხებში და პრიორიტეტების განსაზღვრაში;

ბ) სწავლების თავისუფლება ეხება ლექციების შინაარსსა და მეთოდიკას, აგრეთვე პროფესორის მიერ მისი აზრის გამოთქმას. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი ორგანოების ჩარევა დასაშვებია მხოლოდ სასწავლო პროცესის ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტაში, ლექციების ცხრილისა და სასწავლო კურსის პროგრამების დამტკიცების საკითხებში;

გ) სწავლის თავისუფლება მოიცავს, მეცადინეობების ცხრილის დაცვის პირობებში, ფაკულტატიური მეცადინეობების თავისუფალ არჩევას, სპეციალობის ფარგლებში საკუთარი აზრის შესაბამისად ძირითადი მიმართულებების შერჩევას. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი ორგანოების ჩარევა დასაშვებია მხოლოდ სასწავლო პროცესის ორგანიზაციაში, მაღალი ხარისხის სწავლების უზრუნველყოფაში;

4. აკადემიური საბჭო - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო;

5. აკადემიური ხარისხი - ხარისხი, რომელიც მიენიჭება პიროვნებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მისი შესაბამისი საფეხურის დამთავრებისას, რომელიც ადასტურებს, რომ მან წარმატებით დაასრულა აღნიშნული საგანმანათლებლო საფეხური;

6. აკადემიური წოდება - წოდება, რომელიც უმაღლესი განათლების მქონე პირებს აკადემიურ მოღვაწეობაში პროფესიული კვალიფიკაციის აღიარების აღსანიშნავად ენიჭება;

7. აკრედიტაცია - ხარისხის უზრუნველყოფისა და შეფასების სისტემის შემადგენელი ელემენტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი სტრუქტურის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (ინსტიტუციური აკრედიტაცია) ან საგანმანათლებლო პროგრამის (პროგრამული აკრედიტაცია) შესაბამისობას;

8. ასისტენტ-პროფესორი - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობა, რომელზეც შეიძლება არჩეული იქნას პირი, რომელიც არის დოქტორანტი მაინც; უძღვება ლაბორატორიულ, სასემინარო ან პრაქტიკულ მეცადინეობებს, ხელმძღვანელობს პრაქტიკას;

9. ასოცირებული პროფესორი - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობა. ამ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას მხოლოდ დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი; ასოცირებული პროფესორი მონაწილეობს ძირითად სასწავლო პროცესში და ხელმძღვანელობს ასისტენტ-პროფესორების და სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით მუშაობას;

10. ბაკალავრი - მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის პირველი საფეხურის - ბაკალავრიატის კურსდამთავრებულს ენიჭება;



[ This Message was edited by: gigola on `2004-11`-15 17:37 ]
Go to the top of the page
 
+Quote Post
gigola
პოსტი 15.11.2004, 18:40
პოსტი #132


Advanced Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 898
რეგისტრ.: 12.05.04
წევრი № 2,143



[ gagrZeleba ]

11. ბაკალავრიატი - უმაღლესი საუნივერსიტეტო განათლების პირველი საფეხური: ისეთი სასწავლო პროგრამების ერთობლიობა, რომელიც შესაბამისი სპეციალობების თეორიული საფუძვლების გაფართოებულ სწავლებას ითვალისწინებს, რაც აუცილებელია კურსდამთავრებულის მაგისტრატურაში შემდგომი სწავლისათვის , ან ისეთი პროფესიების ასათვისებლად, რომლებიც სტუდენტისგან საშუალო განათლებაზე უფრო მაღალ საწყის მომზადებას მოითხოვენ;

12. დიპლომი - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხის ან მიღებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

13. დიპლომირებული სპეციალისტი - აკადემიური ხარისხი, რომელიც მიენიჭება ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს, ან მრავალსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის პირველი საფეხურის იმ კურსდამთავრებულს, რომელიც პრაქტიკული ხასიათის საქმიანობისათვის მომზადდა;

14. დიპლომის დანართი - დოკუმენტი, რომელსაც გასცემს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და რომელშიც მოცემულია მიღებული განათლების საგნის, დონის, კონტექსტისა და შინაარსის აღწერა;

15. დისერტაცია - ნაშრომი, რომელსაც დოქტორანტი იცავს დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად;

16. დოქტორანტი - პირი, რომელიც სწავლობს დოქტორანტურაში და ამზადებს დისერტაციას დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

17. დოქტორანტურა - უმაღლესი განათლების მესამე საფეხური, სასწავლო პროგრამების და სამეცნიერო კვლევების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს მაღალი დონის სამეცნიერო კადრის მომზადებას და მთავრდება დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებით;

18. დოქტორი - უმაღლესი აკადემიური ხარისხი, რომელიც დისერტაციის დაცვის შედეგად დოქტორანტურის კურსდამთავრებულს ენიჭება;

19. ერთიანი ეროვნული გამოცდა - პროცედურა, რომელიც ადგენს აბიტურიენტის მზაობას უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ასათვისებლად;

20. ინდივიდუალური სასწავლო პროგრამა - სტუდენტის ინტერესებისა და აკადემიური მომზადების დონის შესაბამისად შედგენილი სპეციალური სასწავლო გეგმა, შინაარსი, მოცულობა და მისი ათვისების წესი;

21. ინსტიტუტი /უმაღლესი სკოლა - უმაღლესი საგანამანთლებლო დაწესებულება, რომელსაც აქვს ერთ ან რამდენიმე დარგში აკადემიური ხარისხების მინიჭების უფლება და რომლის ერთეულების სასწავლო კურსების 70% მაინც შეიცავს ბაკალავრიატის, სპეციალური უმაღლესი განათლები და / ან მაგისტრატურის საგანამანათლებლო პროგრამებს.

22. კანცლერი - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;

23. კოეფიციენტი/ები - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სასწავლო წლის დასაწყისში განსაზღვრული ერთეული(ები), რომლის შესაბამისად ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების რანჟირება კონკრეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კონკრეტულ ფაკულტეტზე ჩასარიცად;

24. კრედიტი - ერთეული, რომელიც გამოხატავს სტუდენტის მიერ ერთი საგნის ასათვისებლად შესასრულებელი სამუშაოს მოცულობას;

25. კურსდამთავრებული - პირი, რომელმაც დაასრულა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის საფეხურის კურსი, რაც შესაბამისი დიპლომით დასტურდება;

26. ლიცენზია - კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროს მიერ მინიჭებული უფლება განახორციელოს უმაღლესი საგანამანთლებლო საქმიანობა, რომლის მოპოვების საფუძველია შესაბამისი ინსტიტუციური აკრედიტაციით დადგენილ მოთხოვნებთან დაწესებულების შესაბამისობა;

27. მაგისტრი - აკადემიური ხარისხი, რომელიც უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის - მაგისტრატურის კურსდამთავრებულს ენიჭება;

28. მაგისტრატურა - უმაღლესი საუნივერსიტეტო განათლების მეორე საფეხური; ისეთი სასწავლო პროგრამების ერთობლიობა, რომელიც აუცილებლად შეიცავს კვლევის ელემენტებს და მიზნად ისახავს მაღალი დონის სპეციალისტის მომზადებას, ან გადამზადებას მკვლევარის კვალიფიკაციის მინიჭებით;

29. მოდული - სწავლების დამოუკიდებელი თანმიმდევრული ბლოკი, რომელიც აერთიანებს მონათესავე საგნებს. მოდულში განსაზღვრულია საგანთა ურთიერთკავშირები და თანამიმდევრობა. რამდენიმე მოდული შეადგენს სასწავლო გეგმას ;

30. პროფესორი - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობა. პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელსაც არანაკლებ 5 წლით ადრე მიღებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი; პროფესორი უძღვება ძირითად სასწავლო პროცესს და ხელმძღვანელობს ასოცირებული, ასისტენტ-პროფესორების და სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით მუშაობას;

31. რანჟირება აბსოლუტური ჯამური ქულებით - ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ დადგენილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდის შედეგად აბიტურიენტების მიერ მოპოვებული ქულების აბსოლუტური ჯამის მიხედვით დადგენილი ჩამონათვალი, რომლის მიხედვით ირკვევა, თუ რომელმა აბიტურიენტმა მოიპოვა უფლება სწავლა განაგრძოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფო სასწავლო გრანტით;

32. რანჟირება კოეფიციენტებით - ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ დადგენილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული აბიტურიენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდის შედეგად მოპოვებული ქულების აბსოლუტური ჯამის გადათვლა ფაკულტეტების მიერ წინასწარ დადგენილი კოეფიციენტების მიხედვით. ამ გადათვლის შედეგად აბიურიენტები ნაწილდებიან კონკრეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ფაკულტეტებზე და სპეციალობებზე;

33. რეგულირებადი პროფესია - პროფესია, რომლით საქმიანობის წინაპირობა შესაბამისი აკადემიური ხარისხის გარდა სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაა;

34. რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამა - პროგრამა, რომლისთვისაც სახელმწიფო ადგენს სპეციალურ სააკრედიტაციო მოთხოვნებს და/ან რომლით მაგისტრის და დოქტორის მომზადებისთვის განკუთვნილ სახსრებს სახელმწიფო უზრუნველყოფს სპეციალური კვლევითი პროგრამების მეშვეობით;

35. რეზიდენტი - უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირი, რომელიც მედიცინის სპეციალურ სფეროში საგანმანათლებლო პროგრამას გადის და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდისათვის ემზადება;

36. რეზიდენტურა - უმაღლესი სამედიცინო განათლების შემდგომი საფეხური, სასწავლო პროგრამებისა და პრაქტიკული საექიმო საქმიანობის ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიულ მომზადებას ერთ-ერთ საექიმო სპეციალობაში;

37. რექტორი - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე;

38. საგანმანათლებლო პროგრამა - სასწავლო კურსების ერთობლიობა (მათი მიზნები და ამოცანები, შინაარსი და მოცულობა, ცოდნისა და უნარ-ჩვევების ხარისხის შეფასების სისტემა, სასწავლო პროცესის ორგანიზების თავისებურებები და მეთოდური უზრუნველყოფა), რომელიც სათანადო აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად არის გამიზნული;

39. საგანმანათლებლო სერტიფიკატის აღიარება - კომპეტენტური ორგანოს მიერ უცხოეთში მიღებული განათლების ან კვალიფიკაციის ფორმალური აღიარება და საქართველოში მიღებული საგანმანათლებლო დოკუმენტის ავთენტურობის დადგენა;

40. სადისერტაციო საბჭო - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე არსებული ორგანო, რომელიც ანიჭებს დოქტორის აკადემიურ ხარისხს;

41. საუნივერსიტეტო უმაღლესი განათლება - უმაღლესი განათლების კურსი, რომელიც აუცილებლად შეცავს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სასწავლო პროგრამებს;

42. სახელმწიფო სასწავლო გრანტი - სახელმწიფოს მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სტუდენტისთვის გადაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია საქართველოს მიერ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამის პირველი საფეხურის დასაფინანსებლად.

43. სენატი - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი ორგანო;

44. სპეციალური უმაღლესი განათლება - უმაღლესი განათლება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რომელიმე კონკრეტული სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამებს;

45. სტუდენტი - პირი, რომელიც ამ კანონითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დიპლომირებული სპეციალისტის, ასევე დოქტორანტურის ან რეზიდენტურის პროგრამის გასავლელად.

46. უმაღლესი განათლება - საშუალოსშემდგომი განათლება, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიული საქმიანობის სხვადასხვა დარგში კვალიფიცირებული კადრების მომზადებასა და დადასტურდებას შესაბამისი დოკუმენტით;

47. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს, შედგება ძირითადი საგანმანათლებლო და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან და ანიჭებს შესაბამის აკადემიურ ხარისხს/ხარისხებს;

48. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალი - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ნაწილი, რომელსაც აქვს გარკვეული დამოუკიდებლობა, ტერიტორიულად განცალკევებულია ამ დაწესებულების მართვის ორგანოებისაგან და ახორციელებს იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას / პროგრამებს, რასაც შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;

49. უნივერსიტეტი - მრავალდარგოვანი უმაღლესი საგანმანთლებლო და სამეცნიერო დაწესებულება, რომელსაც აქვს სამივე აკადემიური ხარისხის მინიჭების უფლება და რომლის ძირითადი ერთეულების სასწავლო კურსების 70% მაინც შეიცავს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და/ან დიპლომირებული სპეციალისტის სასწავლო პროგრამებს;

50. ფაკულტეტი - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში და მათთვის შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭებას;

51. ფაკულტეტის საბჭო - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო;

52. ხარისხის უზრუნველყოფა - შიდა და გარე შეფასების პროცედურები, რომელთა განხორციელება ხელს უწყობს სასწავლებელში სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას.

მუხლი 3. უმაღლესი განათლების მიზნები

1. საქართველოში უმაღლესი განათლების ძირითადი მიზნებია:

ა) პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილების დაკმაყოფილება, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის აკადემიური თავისუფლების გარანტია;

ბ) პიროვნული პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების / პროფესიონალების მომზადება, შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობის გაზრდა, სტუდენტთა და ფართო საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალ ხარისხიანი უმაღლესი განათლების შეთავაზება;

გ) საზოგადოებრივი ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, რომლებიც

აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების არსებობისა და განვითარებისათვის;

დ) ქვეყნის განვითარებისა და საკუთრივ უმაღლესი განათლების სისტემის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადება და გადამზადება, მეცნიერული კვლევის პირობების შექმნა, უზრუნველყოფა და განვითარება;

ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტთა, პროფესორთა და მეცნიერ-თანამშრომელთა მობილობის სტიმულირება და მათი თავისუფალი გადაადგილების პირობების შექმნა.

2. 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად სახელმწიფო უზრუნველყოფს:

ა) უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასა და ღია ხასიათს;

ბ) უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში;

გ) უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციას;

დ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების ჩამოყალიბებას, რაც გულისხმობს აკრედიტაციის სისტემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხარისხის მართვის/უზრუნველყოფის სამსახურების ამოქმედებას;

ე) სწავლების, სწავლისა და სამეცნიერო კვლევის ევროპულ სისტემასთან ჰარმონიზაციას;

ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომიას;

ზ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორთა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებისა და მათი შესრულების კონტროლის პროცესში;

თ) უმაღლესი განათლების სფეროში ყოველგვარი დისკრიმინაციის აკრძალვას, მათ შორის რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილების და/ან შეხედულების, სქესის, სოციალური წარმოშობისა და სხვა ნიშნით;

ი) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვისა და ამ დაწესებულებებში კონკურსების საჯაროოობასა და გამჭვირვალობას;

კ) სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას.

3. 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულება:

ა) ამზადებს პიროვნებას ისეთი პროფესიული მოღვაწეობისათვის, რომელიც მოითხოვს სამეცნიერო ცოდნის და მეცნიერული მეთოდების გამოყენებას.

ბ) ზრუნავს თავისი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე;

გ) ხელს უწყობს სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას;

დ) ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტთათვის სწავლის პირობების შესაქმნელად;

ე) ხელს უწყობს მის ფარგლებში სპორტის განვითარებას;

ვ) თანამშრომლობს საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან;

ზ) ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სტუდენტთა და პროფესორთა ურთიერთგაცვლას;

თ) ემსახურება მეცნიერების განვითარებას სწავლების, სწავლისა და კვალიფიკაციის ამაღლების მეშვეობით თავისუფალ, დემოკრატიულ და სოციალურ სამართლებრივ გარემოში;

ი) ხელს უწყობს თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების გავრცელებას;

კ) უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას.

4. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება შეიქმნას პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციების სტრუქტურული ერთეულები.

მუხლი 4. უმაღლესი განათლების ენა

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების ენაა ქართული, ხოლო აფხაზეთში - აგრეთვე აფხაზური. სხვა ენაზე სწავლება დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ ეს გათვალისწინებულია საგანმანათლებლო პროგრამით და წინასწარაა ცნობილი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მსურველი პირისათვის.

თავი II

უმაღლესი განათლების

სისტემის მართვა

მუხლი 5. საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება უმაღლესი განათლების სფეროში

საქართველოს პარლამენტი:

ა) განსაზღვრავს უმაღლესი განათლების პოლიტიკის და მართვის ძირითად მიმართულებებს, შეიმუშავებს შესაბამის საკანონმდებლო აქტებს;

ბ) პერიოდულად ისმენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ანგარიშს უმაღლესი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარების, ფინანსური საქმიანობისა და სახელმწიფო პროგრამების შესრულების შესახებ;

გ) კანონით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებას.

მუხლი 6. საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება უმაღლესი განათლების სფეროში

1. საქართველოს მთავრობა:

ა) ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას უმაღლესი განათლების სფეროში;

ბ) განათლებისა და მეცნიერების, ეკონომიკური განვითარებისა და ფინანსთა სამინისტროების წარდგინებით ამტკიცებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის თანხის ოდენობას.

2. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს საჯარო სამართლის იურიდიული პირების - ეროვნული გამოცდების ცენტრისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის დირექტორებს.

მუხლი 7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამოსილება უმაღლესი განათლების სფეროში

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო:

ა) ატარებს ერთიან პოლიტიკას უმაღლესი განათლების სფეროში;

ბ) შეიმუშავებს უმაღლესი განათლების სისტემის ინდიკატორების ამსახველ ძირითად დოკუმენტს;

გ) საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და ფინანსთა სამინისტროებთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტის თანხის ოდენობას;

დ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს ეროვნული გამოცდების ცენტრისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრდიტაციო სამსახურის დირექტორების კანდიდატურებს;

ე) ახორციელებს კერძო სამართლის იურიდიული პირის - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ლიცენზირებას, აკონტროლებს ლიცენზიის პირობების შესრულებას, უფლებამოსილია ლიცენზიის პირობების დარღვევის შემთხვევაში გააუქმოს გაცემული ლიცენზია;

ვ) საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა აკრედიტაციის დებულებებს, რომლებიც უფლებამოსილი არიან რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში განახორციელონ სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის გასავლელად აუცილებელი უმაღლესის შემდგომი პროფესიული დახელოვნების კურსი, ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციას, აკონტროლებს აკრედიტაციის პირობების შესრულებას, უფლებამოსილია აკრედიტაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში გააუქმოს მინიჭებული აკრედიტაცია;

ზ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების - ეროვნული გამოცდების ცენტრისა და საგანმანათლებლო დაწესებულებათა სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის დებულებებს;

თ) "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად სენატის წარდგინებით ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებას;

ი) ეროვნული გამოცდების ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებასა და განრიგს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ჯამური ქულებისა და აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტებს, საზღვარგარეთ მიღებული საშუალო განათლების მქონე პირთათვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების პირობებს, სოციალური პროგრამის ფარგლებში ერთიანი ეროვნული გამოცდის გავლის ხელშეწყობის ღონისძიებებს;

კ) თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სხვა ქვეყნებთან, მათ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან უმაღლესი განათლების ხარისხის შემოწმებისა და უზრუნველყოფის სფეროში;

ლ) ამ კანონის 73-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნიშნავს წარმომადგენელს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემდგომი საქმიანობის შესახებ რეკომენდაციების მომზადების მიზნით;

მ) ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო კონტროლს და პასუხისმგებელია განათლების სფეროშო მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულებაზე;

ნ) ამტკიცებს უმაღლესი განათლების სპეციალობათა ჩამონათვალს, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერთიფიკატისა და მისი დანართის ფორმას;

ო) ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური და პროგრამული აკრედიტაციის საფასურის ზღვრულ ოდენობას;

პ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით და სამინისტროს დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

2. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში ატარებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კანცლერს, რექტორს, სენატის სპიკერს შემდეგი მოთხოვნების დაცვით:

ა) მონაცემის რეგისტრაცია ხორციელდება მონაცემის წარდგენიდან ერთი თვის ვადაში;

ბ) მონაცემი არ გატარდება, თუ დარღვეულია ამ კანონისა და უმაღლესი განათლების სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნები;

გ) თუ ერთი თვის ვადაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არ აცნობებს მონაცემის წარმომდგენს აღმოჩენილი დარღვევის შესახებ, მონაცემი ითვლება რეგისტრირებულად.

თავი III

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების

დანიშნულება,

ორგანიზაციულ-

სამართლებრივი ფორმა;

დაფუძნება, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია; უმაღლესი საგანმანათლებლო

დაწესებულებების ტიპები

მუხლი 8. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფორმები.

1. საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფორმებია:

ა) უნივერსიტეტი;

ბ) ინსტიტუტი/უმაღლესი სკოლა.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება არსებობდეს საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით.

მუხლი 9. უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებაში კომპეტენციათა გამიჯვნა

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ კანონის შესაბამისად:

ა) ამტკიცებს ფაკულტეტების სასწავლო, კვლევით და შემოქმედებით პოლიტიკას;

ბ) იღებს წესდებას, შინაგანაწესს, ეთიკისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებსა და წესს;

გ) ამტკიცებს პერსონალის სამსახურში მიღების წესს;

დ) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს ძირითადი ერთეულების მიერ წარდგენილ კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდის ცალკეული კომპონენტებისთვის;

ე) ირჩევს დაწესებულების მართვის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს თავის ფინანსებსა და ქონებას.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტი ამ კანონის შესაბამისად:

ა) შეიმუშავებს სასწავლო, კვლევით და შემოქმედებით პოლიტიკას, ადგენს შესაბამის პროგრამებსა და გეგმებს;

ბ) შეიმუშავებს პერსონალის სამსახურში მიღების წესს, რომელსაც აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სენატი;

გ) სასწავლო წლის დასაწყისში განსაზღვრავს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდისათვის;

დ) ირჩევს მართვის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს;

ე) ქმნის სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს;

ვ) კანონმდენლობითა და წესდებით დადგენილი წესით წყვეტს ფაკულტეტის მიერ მოზიდული და მის მფლობელობაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებულ საკითხებს.

მუხლი 10. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - საჯარო სამართლის იურიდიული პირი

1. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას აფუძნებს მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიმართ სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონითა და ამ კანონით დადგენილი წესით.


--------------------
user posted image

ერთიანი კავკასიისათვის

user posted image
Go to the top of the page
 
+Quote Post
T A D Z I O
პოსტი 15.11.2004, 19:19
პოსტი #133


Newcomer


ჯგუფი: Newbie
პოსტები: 27
რეგისტრ.: 30.09.04
წევრი № 3,021



QUOTE

On `2004-10`-17 11:53, Laki wrote:
ამ საუბარმა ერთი ცნობილი და ძველთაძველი ქუთაისური ამბავი გამახსენა:
...გაიძრო ბიჭმა და აძვრა ამ ქალზე და დაუწყო "ბღოძინი"...
...ეს ქალი "სემიჩკის" ჭამას აგრძელებს და ელოდება დაბოლოებას გაუნძრევლად...
-დეიდა როზა,რას ნიშნავს ეს,თქვენ ყველას უბიძგებთ ხოლმე ქვემოდან და ჩემთან კი არც ინძრევითო-გაახსენდა ბიჭს მონაყოლი ამბები...

-უი, მომიკვდეს თავი-შეიცხადა როზამ-ჰა,დეიდა,ჰა შვილო ... :cool:

ამის მერე ქუთეისში ეს ფრაზა მოარულია და რა დროს გამოიყენება ვფიქრობ რომ თავადაც  კარგად მიხვდებით...  :lol:


დიიიდუუუუ! laugh.gif
გარავფიჩინდიიიი! laugh.gif
რა კაი იყო!
როგორც ერთი ჩემი მეგობარი,Большой Театрის étoile იტყოდა: "Чуть матку не уронила со смеху!" :cool: :cool: laugh.gif


--------------------
დიდი დიდი სიყვარულით, ტაძიო!
user posted image
Go to the top of the page
 
+Quote Post
T A D Z I O
პოსტი 15.11.2004, 19:25
პოსტი #134


Newcomer


ჯგუფი: Newbie
პოსტები: 27
რეგისტრ.: 30.09.04
წევრი № 3,021



[quote]
On `2004-10`-15 09:43, Fermina wrote:
[quote]
On `2004-10`-13 22:43, Dea wrote:
ანტაგონისტ,რა არის მარაზმი - რომ ბიჭები მამებს მიჰყავთ ქალებთან??? ვისაც კი მე ვიცნობ და ამ საკითხზე მისაუბრია, ძირითადად ჩემი მეგობრები, ყველამ ეს მითხრა და ეს ინფორმაცია ხიდან არ მომიკრიფავს :smile:.
[/quote]
დეა! :smile:
მარაზმია აბა რა ვაჟიშვილების მეძავებთან წაყვანა!
აბა რა კარგი იყო მაშინ..ძველად საბერძნეთში...რომში... :cool:
ააჰ!
БЕЗОБРАЗИЕ!!! :cool:


--------------------
დიდი დიდი სიყვარულით, ტაძიო!
user posted image
Go to the top of the page
 
+Quote Post
Fermina
პოსტი 16.11.2004, 11:10
პოსტი #135


Advanced Member


ჯგუფი: საძაგლები
პოსტები: 9,912
რეგისტრ.: 17.02.04
წევრი № 1,527



მაინტერესებს, მე ვარ არანორმალური თუ სხვა, თუნდაც ერთი ადამიანი მაინც დამეთანხმება - პირველკლასელების დამრიგებელს დაბადების დღეზე მშობლები `5-5` ლარს რომ შეუგროვებენ (150 ლარამდე გროვდება), კონვერტში ჩაუდებენ და მისცემენ, და ის კი აიღებს, არის თუ არა ეს ქრთამის ნაირსახეობა და ამორალური საქციელი, არა მარტო მასწავლებლის, არამედ მშობლების მხრიდან (N.B. სკოლა ფასიანია, თვეში 40 $ გადასახდელი ).
Go to the top of the page
 
+Quote Post
Laki
პოსტი 16.11.2004, 12:26
პოსტი #136


Advanced Member


ჯგუფი: საძაგლები
პოსტები: 32,933
რეგისტრ.: 23.04.03
მდებარ.: Sakartvelo
წევრი № 467



ეგ,ძველი ცხოვრების წესის გადონაშთია! :grin:

მსაწავლებელს რამდენი აქვს ხელფასი და თან რამდენი თავი აბია ნეტავ?>?? :grin:


--------------------
გახსოვდეთ ქართველნო! ამ ქვეყნად ერთადერთი საქართველოა და ისიც ჩვენ გვარგუნა ღმერთმა!!!...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Fermina
პოსტი 16.11.2004, 13:30
პოსტი #137


Advanced Member


ჯგუფი: საძაგლები
პოსტები: 9,912
რეგისტრ.: 17.02.04
წევრი № 1,527



კუზიანს სამარე გაასწორებსო, ნათქვამია. დიდი სიამოვნებით ჩავუშვებდი. მორჩა, ჩამშვები უნდა გავხდე, სხვა საშველი აღარ არის.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ როცა ერთ-ერთმა ტუპოი მშობელმა მითხრა, ფულს რომ შევკრიბავთ, ერთად მოვილაპარაკოთ, რა ვუყიდოთო, მე ვუპასუხე, ძალიან გთხოვთ, მე ნუ ჩამრევთ ასეთ რაღაცეებში, პრინციპულად წინააღმდეგი ვარ, ფულს დავდებ, ისიც იმიტომ, რომ არ იფიქროთ ფულის დადება არ მინდა-თქო. მომიტრიალდა და მეუბნება, არც ჩვენ არ გვიყვარს ესეთი რაღაცეები, მაგრამ ვალდებულები ვართო. აქ კი გადავირიე, ვინ დაგავალდებულათ, გენაცვალე, ამიხსენით-მეთქი. ან საერთოდ საიდან გაიგეთ ნანას დაბადების დღე როდის არის, რათი გაინტერესებდათ-თქო.მოკლედ მერე რომ თქვა, საჩუქარი არ ვიცი რა ვუყიდოთ, და ფული ჩავუდოთ კონვერტში და მივცეთო, უკაცრავად, მაგრამ გულის რევის შემოტევები დამეწყო და წამოვედი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Teata
პოსტი 16.11.2004, 13:30
პოსტი #138


Newcomer


ჯგუფი: Newbie
პოსტები: 4
რეგისტრ.: 27.03.04
წევრი № 1,810



კანონპროექტის თანახმად ჩვენს მთავრობას ეტყობა განათლების სისტემის ამერიკული მოდელი გადმოუთარგმნია ქართულად. პროექტი თავისთავად კარგია ამერიკისთვის მაგრამ როგორ უნდა განხორციელდეს საქარველოში ვერ წარმომიდგენია, მხოლოდ ერთ ფაქტს დავაფიქსირებ, როგორ შეიძლება მომავალი ექიმი სამედიცინო ინსტიტუტში მიიღო ქართული ენის მათემატიკის და ზოგადი უნარ ჩვევების ცოდნის შაესაბამისად და პირველ კურსზევე ასწავლო ბიოარარორგანული ქიმია, ბიოფიზიკა, ანატომია, ჰისტოლოგია... (მეტს აღარ ჩამოვთვლი). იმ ტესტს რომელიც ჩვენს მთავრობას უნდა რომ შემოიღოს აბიტურიენტთათვის ყველამ ვიცით რომ ამერიკაში SAT-ი
ჰქვია და ნამდვილად ყველა აბიტურიენტი აბარებს ნამდვილად ერთსა და იმავე დროს მთელს ამერიკაში, ამაში სიახლე და სასწაული არაფერი არ არის, განსხვავება მხოლოდ ის არის და თანაც რადიკალური რომ ამ ტესტის ჩაბარების შემდეგ ამერიკელ სტუდენტს უფლება აქვს სწავლა გააგრძელოს 4 წლიან university ან college-ში (ქართულად უნივერსიტეტი ან ინსტიტუტი)აიღოს ბაკალავრის წოდება და შემდეგ თუ სწავლის გაგრძელება სურს ჩააბაროს MCAT-ი (8 საათიანი გამოცდა-ერთიანი ტესტი ბიოლოგიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, მათემატიკაში, ინგლისურში) სამედიცინო სკოლაში 4 წელი(რაც ცენზით ჩვენს სამედიცინო ინსტიტუტს უდრის)სწავლის გასაგრძელებლად, ან ჩააბაროს LSAT-ი იურიდიული სკოლისთვის (2,5 წელი),GMAT-ი (2,5 წელი)ბიზნესის სკოლაში და GRE- ჰუმანიტარული დარგის სპეციალობებისთვის.ამ სკოლების დამტავრების შემდეგ გაქვს მაგისტრის ხარისხი და აბარებ ურთულეს სალიცენზიო გამოცდას. დაამთავრო თუნდაც ჰარვარდი, იელი, კოლუმბია და გქონდეს ბაკალავრის წოდება არ ნიშნავს რომ ხარ იურისტი ან ექიმი, თუმცა ეს სულ სხვა თემაა. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში განათლების სფერო უფრო ევროპულს წააგავდა ვიდრე ამერიკულს და ასე "ნათარგმნი კანონპროექტი" სულ დაანგრევს ისედაც ძირგამოთხრილ თითქმის ჩაშლილ სასწავლო პროცესს. ბევრმა ალბათ არ იცის რომ ამერიკაში ყოფილი სსრკ-ს ქვეყნების (მათ შორის საქართველოს) დიპლომების ევალუაციის შემდეგ განიჭებენ ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხს ერთად, არის მხოლოდ მცირე გამონაკლისი ზოგიერთ დარგებში, მაგ. ეკონომიკაში. ანუ თუ თბილისში დამთავრებული გაქვს ვთქვათ უცხო ენები, ამერიკაში დიპლომის ევალუაციის შემდეგ გენიჭება მაგისტრის და ბაკალავრის ხარისხი ერთად. მაგრამ ეს რა თქმა უნდა იმას არ ნიშნავს რომ აქ ან მუშაობის უფლება გაქვს აქაური ლიცენზიის გარეშე. მაინტერესებს თქვენი აზრი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Dea
პოსტი 17.11.2004, 21:15
პოსტი #139


Just keep moving


ჯგუფი: საძაგლები
პოსტები: 6,635
რეგისტრ.: 11.07.03
მდებარ.: Tbilis-qalaqi
წევრი № 635



_________________
As we are prisoners of the words we pick, we had better pick them well.

[ This Message was edited by: Dea on `2004-11`-17 20:15 ]
Go to the top of the page
 
+Quote Post
jouizaza
პოსტი 18.11.2004, 16:41
პოსტი #140


Advanced Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 1,021
რეგისტრ.: 16.10.03
წევრი № 860



და ახლა გამოუშვი მერე რაღაცას დავაჭირე ,ჯერ ვაფშე გამოვარდა ფორუმიდან ძლივს შემოვედი და გამოგზავნილი არ დამხვდა :smile:მაინტერესებდა როგორ შლით ნაწერებს :smile: აგარ ვიზამ :smile:
Go to the top of the page
 
+Quote Post
jouizaza
პოსტი 18.11.2004, 16:49
პოსტი #141


Advanced Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 1,021
რეგისტრ.: 16.10.03
წევრი № 860



თეა მაინც მოგწერ :smile:,სკოლა გაიხსენე,შენი კლასელები ზუბრიაჩკებიც გეყოლებოდა კლასში,პასუხი მანდ უნდა ეძებო,თავისთავად დაზეპირება ცუდი არ არის მარა როგორც წესი დიდი ხანი ვერ ქაჩავს,თან მაგარი გრუზია ,მერე ინსტიტუტი,რამდენი ამთავრებს ტიტუ აუარება ხალხი,ტვინის ნატამალიც არ გააჩნიათ,კაი იქნება თუ ისეთი წნეხი გააკეთონ რომ თითო ოროლა ამთავრებდეს კურსს,ე მაშინ ვნახოთ აიქიუტესტში ვის რამდენი ბალი ექნება,ამდენი სწავლული პრაფესორი არ ჭირდება სამშობლოს,იყვნენ ცოტა და ეფექტურები,ყველამ ვიცით რა ხდება განათლების სისტემაში და ჯავახიშვილის სახელით სპეკულირება უბრალოდ დამამცირებელია(ეხლა ეს შენ ტავზე კი არ მიიღოო უბრალოდ მომაწვა და თავი ვერ შევიკავე :smile:
Go to the top of the page
 
+Quote Post
Alicia
პოსტი 18.12.2004, 2:56
პოსტი #142


Advanced Member


ჯგუფი: საძაგლები
პოსტები: 1,438
რეგისტრ.: 26.09.04
წევრი № 2,978



QUOTE

On `2004-12`-18 00:19, Tariel wrote:
ქალბატონო ალისია.
ალბათ ბავშვობის დროინდელი ფობიებით არ უნდა ვისარგებლო როცა განათლების პრინციპებზე ვლაპარაკობთ, ასე არაა?  
ბიბლიაში სწერია რომ შეგირდი ოსტატზე მაღლა არ უნდა დავაყენოთ. მეთანხმებით?
რაც ხდება დღევანდელ ამერიკის რეალობაში ეს რომ ჰემინგუიეის ამერიკას შევადაროთ, იგივეა რაც ქვის ხანის მაგალითით  გამოვიტანოთ დასკვნა დღეს. მეთანხმებით თუ არა?
დღეს რომ ამერიკაში ბავშვები არა მარტო მასწსვლებლის ავტორიტეტს არ ცნობენ არამედ მშობლებისასაც და ეს მწარე სინამდვილე მათთვის შეგუებულობის გარდა ალტერნატივას რომ არ ტოვებს,ამაში დამეთანხმებით ალბათ თუ კი ამერიკაზე ზერელე წარმოდგენის ტყვეობაში არ ხართ.
ამერიკიული მიდგომისათვის ბავშვი სტატისტიკაა, გინდა ისწავლე, არ გინდა არ ისწავლო. მიდი და ნარკოტიკს გაუსინჯე გემო. ვინ შეწუხდება? მთავარია მხოლოდ ზოგიერთ "დრაგ ფრი" სკოლაში არ დაგიჭირონ თორემ რიგით სკოლებში იარაღით დადიან გადილერებული ბაშვები. კიდევ ერთი თავისებურება. მთავარი მოთხოვნაა რომ მასწავლებელმა არ დაიჭიროს სექსუალური კავშირი დაბალ კლასელთან, თორემ ერთი ქართველი ოჯახი ვიცი პირადათ, ბიჭუნა გაუშვეს სკოლაში იმიტომ რომ,იქ რომ არ იმუშაონ "პურსაც" ვერ ეღირსებიან და რამდენიც ბავშვი წავიდა იმდენი სხვა ბავშვებმა ჩახადეს და სათითაოდ "გაეთამაშნენ". ვის არ მიმართა მშობლებმა მაგრამ პასუხი ერთი იყო:  

[ This Message was edited by: Tariel on `2004-12`-18 01:38 ]


რა გითხრათ ტარიელ, თქვენ ისეთი ისტორია მოყევით ...
(ზუსტად ვერ გავიგე რა ხდებოდა, მაგრამ თავიდან არ მოყვეთ, :smile: მივხვდი რომ სკოლის უპასუხისმგებლობას ეხებოდა....)
მე ამერიკულ სკოლაზე ჩემი მოსაზრება არ გამომითქვია,(ასე რომ ამ თემაზე რაღაცეებში გეთანხმებით),
მე ვლაპარაკობდი როდესაც აქებენ განათლების საბჭოთა სისტემას , ავიწყდებათ თუ რეალურად რას წარმოადგენდა იგი პროპაგანდისტული თვალსაზრისით.
ფობიები არც მქონია... :smile: მუსიკის და ბალეტის მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ მეჩვენებინა დამოკიდებულება ბავშვის მიმართ... ორივე მასწავლებელი "გიმნაზიურ" მეთოდებს მიმართავდა , (ორივე რუსულად ლაპარაკობდაsmile.gif), ბალეტი მაინც მიყვარდა , მაგრამ პიანინოს დასანახად ვერ ვიტანდი. რატომ უნდა შეაძულო ბავშვს ის რასაც ასწავლი...
დასავლურ მიდგომაში ბავშვს ასე ადვილად ვერ დაჩაგრავ - აი, სულ ეს არის, რისი თქმაც მინდოდა.
ვხედავ, რომ საბჭოთა სისტემის ნგრევასთან ერთად, საქართველოშიც იცვლება მასწავლებლების და მოსწავლეების ურთიერთობა, რაც ძალაინ სასიხარულოა...

[ This Message was edited by: Alicia on `2004-12`-18 02:03 ]
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_Anonymous_*
პოსტი 18.12.2004, 4:11
პოსტი #143





Guests






კარგით მე მეტს აღარ აგიხსნით არაფერს თუ კი ამის სურვილი არ გაქვთ,მაგრამ ნება მომეცით ბოლო შეკითხვა მაინც დაგისვათ:
- კი მაგრამ თქვენ დასავლური სისტემა გაქვთ გავლილი და ასე იმიტომ აიდიალებთ?

[ This Message was edited by: Tariel on `2004-12`-18 03:16 ]
Go to the top of the page
 
+Quote Post
Spartan
პოსტი 20.12.2004, 10:11
პოსტი #144


Advanced Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 1,413
რეგისტრ.: 9.03.04
მდებარ.: Laconia
წევრი № 1,657



ეს არის ინფორმაცია ვებ საითიდან "შეშფოთებული ქალები ამერიკისათვის" ( 2 354 521 წევრი ) და ლაპარაკია იმაზე თუ როგორ დაასამარა ვირჯინიის შტატის განათლების საბჭომ ე.წ. "სამოქალაქო უფლებათა პროექტი" მშობლების პროტესტის გამო. კერძოდ საქმე ეხებოდა სახელმძღვანელოს რომლის მიხედვითაც მოწაფეებისათვის უნდა ჩაენერგათ ტოლერანტობა და შეეცვალათ მათი დამოკიდებულება ჰომოსექსუალიზმისადმი. პროგრამით გათვალისწინებული იყო ჰომოსექსუალური სახელმძღვანელო, მოწაფეების მიერ პრო-გეი "ზნაჩოკების" ტარება სადაც ტრადიციული ოჯახური ფასეულობები დახასიათებული იყო როგორც გონებაშეზღუდულობა, სიტყვების ცოლის ან ქმრის ნაცვლად უნდა ეხსენებინათ სიტყვები პარტნიორი ან გელფრენდ ბოიფრენდი და ა.შ. მშობლები აღაშფოთა იმ ფაქტმაც რომ ეს სასწავლო პროგრამა შეპარებული იყო რამდენიმე სკოლაში შტატის განათლების საბჭოზე განხილვის და დამტკიცების გარეშე ...
Concerned Women for America
http://gideon.cwfa.org/articledisplay.asp?...goryid=cfreport


ჯეიმს დობსონი, რომელმაც დააარსა Focus on the Family, მოუწოდებს ამერიკელებს გამოიყვანონ ბავშვები სახელმწიფო სკოლებიდან. ამერიკაში იზრდება მშობლების უკმაყოფილება სახელმწიფო სკოლებით და შესაბამისად იზრდება მთავრობის წინააღმდეგობა ალტერნატიული განათლების მიმართ, რომლის სულ უფრო გავრცელებული ფორმა ხდება სახლში განათლება(Homeschooling). მშობლების ნაწილი ამის მიზეზად ასახელებს რელიგიური და მორალური ფასეულობების არ არსებობას სახელმწიფო სკოლებში, ნაწილი მიუთითებს დაბალ აკადემიურ მოსწრებაზე და ტენდენციურობაზე მამრობითი სქესის მოწაფეების მიმართ, კერძოდ ჰომოსექსუალობის პროპაგანდაზე რაც ასწავლის მოწაფეებს რომ ბისექსუალობა ნორმალურია. 2000 წელს გამოქვეყნდა ქრისტინა ჰოფ სომერსის "ომი ბიჭების წინააღმდეგ" რომლის თანახმადაც სახელწიფო სკოლებში ინერგება აზრი ბიჭების როგორც მეორეხარისხოვანი მოქალაქეების შესახებ...
http://www.liberator.net/articles/McElroyW...AreParents.html


ეს არის "ამერიკული ოჯახის ასოციაცია" ვებ სითი სადაც ლაპარაკია იმაზე თუ როგორ იდევნება სახელმწიფო სკოლებიდან ქრისტიანობა და მორალი ამერიკაში. კერძოდ ჰომოსექსუალი აქტივისტები და ლიბერალები, რომელთაც მიზანში ყავთ ამოღებული ბავშვები, თვლიან რომ მოზრდილები ზოგადად და მშობლები განსაკუთრებით თითქოსდა აფუჭებენ ბავშვებს თავიანთი ცრურწმენებით, ჰომოფობიით და სიძულვილით და რომ მათი აზრით საჭიროა მშობლების ჩამოცილება ბავშვების აღზრდის პროცესიდან. ლაპარაკია სახელმწიფო სკოლებში ე.წ. სექსუალური განათლების დანერგვაზე, იმაზე თუ როგორ ცდილობენ დანერგონ სწავლება ორმამიანი და ორდედიანი ოჯახების შესახებ, მშობელთა პროტესტებზე მათ წინააღმდეგ და ა.შ.

http://www.afa.net/homosexual_agenda/childrenb.asp#



user posted image
Go to the top of the page
 
+Quote Post
Tolia
პოსტი 20.12.2004, 11:02
პოსტი #145


Advanced Member


ჯგუფი: საძაგლები
პოსტები: 1,563
რეგისტრ.: 28.12.03
მდებარ.: US Florida
წევრი № 1,281



სპარტან, მიუხედევად იმისა, რომ შენს მიერ მოყვანილი ინფორმაცია სწორია, თუ ნებას მომცემ, არ დაგეთანხმები, რომ ეს შტატებში არსებული განათლების სისტემის სრული სურათი იყოს.
წელიწადნახევრის წინ გადმოვედით აქეთ, ჩემი გოგო მაშინ ექვსნახევრის იყო. ბუნებრივია როგორც დედისთვის, ჩემთვისაც სულერთი არ იყო, როგორ სკოლაში წავიდოდა ჩემი შვილი და რა ფასეულობებს ჩაუნერგავდნენ მას იქ (და გვინდა თუ არ გვინდა, ნებისმიერი საგანმანათლებლო ინსტიტუტი, ცოდნისა და უნარ-ჩვევების გარდა ფასეულობების გადაცემაზეც მუშაობს). სტერეოტიპებით საკმაოდ დახუნძლული ჩამოვედი ამერიკაში და შეიძლება ითქვას ნეგატიურად წინასწარგანწყობილი (რაც პრინციპში არ მჩვევია). ვთვლიდი, რომ აქაური განათლების სისტემა ბევრად ჩამოუვარდებოდა ჩვენსას და ლამის ტრაურიც კი მქონდა ამის გამო გამოცხადებული.
რადგან აქ ჩამოსვლისას გვანცამ ინგლისური ფაქტიურად არ იცოდა, სკოლაში ვერ მივიყვანდით. ალტერნატივების ძებნისას ჯერ კიდევ ჩამოსვლამდე შევისწავლე "ჰოუმსულინგის" სისტემა და აღფრთოვანებული დავრჩი, რამეთუ შესანიშნავი იდეაა და ძალიან განვითარებული ინფრასტრუქტურაც გააჩნია განათლების ამ ალტერნატიულ სისტემას აქ. ნახევარი წელი გვანცას სახლში ვამეცადინებდით, კვირაში ერთხელ კი ასეთი ბავშვებისათვის შექმნილ სპეციალურ პროგრამაში მონაწილეობდა. როგორც ყველა სისტემას "ჰოუმსქულინგს" თავისი დადებითიცა აქვს და უარყოფითიც. დადებითია ის, რომ ბავშვი სკოლისთვის დამახასიათებელ ზეწოლას არ განიცდის, საკუთარი ინდივიდუალური ტემპიდან გამომდინარე ვითარდება და მეტი საშუალება ეძლევა ოჯახს სწორედ ის ფასეულობები წამოსწიოს წინ, რაც მისთვის არის მნიშვნელოვანი. მაგრამ ნაკლი ამ სისტემას ისა აქვს, რომ ბავშვების უმეტესობა სათბურის პირობებში იზრდება, რეალურ გარემს არის მოწყვეტილი და მომავალში ბევრ მათგანს ინტეგრაცია უჭირს საზოგადოებაში.
მაგრამ მოდი "ჰოუმსქულინგს" თავი გავანებოთ და ამერიკულ სახელმწიფო სკოლებზე გადავიდეთ. ამ საკითხის ექსპერტი არა ვარ, მხოლოდ ის შემიძლია გითხრა, რასაც საკუთარი თვალით ვხედავ - ამ ერთი წლის მანძილზე ორი სკოლა გამოვიცვალეთ; პირველ სკოლაში რამდენიმე თვე დავყავით, რადგან იქ ინგლისურის, როგორც მეორადი ენის სპეცპროგრამა ჰქონდათ და გვანცასთვის ამ ეტაპის გავლა სავალდებულო იყო. რამდენიმე თვეში კი სახლთან უფრო ახლოს გადმოვიყვანეთ ერთ ჩვეულებრივ სახელმწიფო სკოლაში. აბა რა გითხრა - აღფრთოვანებული ვარ, გინდა აკადემიური საგნების სწავლების მეთოდებითა და პროგრამით, გინდა სკოლაში დისციპლინით და საერთო ატმოსფეროთი და გინდაც პედკოლექტივით. ამბობენ კოლორადო საკმაოდ განსხვავდება სხვა შტატებისაგანო, არ ვიცი, ფაქტი ერთია, ვისაც კი გარშემო ვიცნობ, ყველა კმაყოფილია სკოლებით. მით უმეტეს ამ ბოლო სამი წლის მანძილზე დაწყებული რეფორმით "No child left behind"
გარდა სახელმწიფო სკოლებისა, არის ე.წ. Charter schools, სადაც მშობელთა კომიტეტი განაგებს და მართავს სკოლას. აქ პროგრამა და სწავლება გაცილებით დახვეწილია, კერძო სკოლებზე აღარაფერს ვიტყვი. გარდა ამისა უამრავი სკოლისშემდეგი და სკოლის გარეშე ორგანიზაციები და პროგრამები, სადაც ბავშვების აღზრდაში თითქმის მთელი საზოგადოებაა ჩართული (მოხალისეობრიობის პრინციპი ხომ საერთოდ ცალკე სალაპარაკო თემაა)
ისე არ გამიგო, რომ ამერიკული განათლების სისტემას დიფირამბებს ვუმღერი, მაგრამ ცალმხრიობა ასეთი საკითხის დროს მსჯელობისას სწორად არ მიმაჩნია. ნეგატიურთან ერთად პოზიტიურიც უნდა დავინახოთ და ავღნიშნოთ ხოლმე. და ხელაღებით რაღაცის უარყოფას ვგონებ ის აჯობებს, რომ შევისწავლოთ და ჩვენთვის მისაღებ-გამოსადეგი შევისწავლოთ და გადმოვიღოთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post

18 გვერდი V  « < 8 9 10 11 12 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22.09.2014 - 22:37