IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

422 გვერდი V  « < 332 333 334 335 336 > »   ( პირველ წაუკითხავ პოსტზე გადასვლა )
Reply to this topicStart new topic
ტელევიზია და ჟურნალისტები
Spartan
პოსტი 2.12.2009, 7:41
პოსტი #4996


Advanced Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 1,413
რეგისტრ.: 9.03.04
მდებარ.: Laconia
წევრი № 1,657




ციტატა(Kutaiseli @ 1.12.2009, 19:36) *
იტვ.გე

სოლიდარობა ,,ბათუმელებს“

,,შეწყდეს ტერორი მედიაზე" ამ დევიზით საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტებმა არასამტავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარიტების წარმომადგენლებმა გაზეთ ,,ბათუმელების" მხარდასაჭერი აქცია გამართეს. ჟურნალისტები საქართველოს შ.ს.ს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებს მედიის დაშინებაში, შანტაჟსა და სარედაქციო საქმიანობაში ჩარევის მცდელობაში ადანაშაულებენ. გასულ კვირას სოდ-ის თანამშრომლებმა გაზეთ "ბათუმელების" ჟურნალისტს თედო ჯორბენაძეს აჩვენეს ამობეჭდილი, შავ-თეთრი ფოტოები, რომელზეც გამოსახული იყო მამაკაცები საცვლების ამარა. ამის შემდეგ ჯორბენაძეს უთხრეს, რომ ამ კადრებზე თვითონ არის გამოსახული. სპეცსამსახურის თანამშრომელმა აუხსნა თედო ჯორბენაძეს, რომ ის არის გაზეთ „ბათუმელების" რედაქტორის მოადგილე და რადგან ამ რედაქციით დაინტერესებული არიან უცხო ქვეყნების, კონკრეტულად კი რუსეთის და თურქეთის სპეცსამსახურები, მისი დახმარება, თანამშრომლობა სჭირდებათ. უარის მიღების შემდეგ თედო ჯორბენაძე გააფრთხილეს, რომ ამ კადრებს გაუგზავნიან მის ავადმყოფ მამას, თანამშრომლებს და ატვირთავენ ინტერნეტში. გააფრთხილეს, რომ ამ კადრების გავრცელების შემდეგ ის დაკარგავს სამსახურს, ან ინტერვიუს აღარავინ მისცემს.



არავითარი სოლიდარობა. გაზეთი "ბათუმელები" დაარსებულია და კონტროლდება სპეცსამსახურების მიერ და მისი მხარდამჭერი აქცია ასევე სპეცსამსახურების მიერ კონტროლირებადი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ემსახურება მის გაპიარებას. "ბათუმელები" ისევე წარმოადგენს "თავისუფალ მედიას" როგორც რუსთავი2.






Go to the top of the page
 
+Quote Post
AMANDA!
პოსტი 2.12.2009, 21:36
პოსტი #4997


AMANDA!


ჯგუფი: საძაგლები
პოსტები: 46,364
რეგისტრ.: 27.11.03
მდებარ.: Stockholm, Sweden
წევრი № 1,148



ყველაზე ლამაზი და სასიამოვნო ჟურნალისტია სალომე არშბა!
ოდრი ჰებერნს გავს,
ამ გოგონას გზა უნდა მისცენ,
ანახონ აფხაზებს მისი ნიჭი და პოპულარობა.



--------------------
Иванишвили подпутинское ничтожество!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mrs.Qartveli
პოსტი 3.12.2009, 10:12
პოსტი #4998


Advanced Member


ჯგუფი: Literati
პოსტები: 3,767
რეგისტრ.: 26.04.04
მდებარ.: U.K.
წევრი № 2,015



ციტატა(AMANDA! @ 2.12.2009, 18:36) *
ყველაზე ლამაზი და სასიამოვნო ჟურნალისტია სალომე არშბა!
ოდრი ჰებერნს გავს,
ამ გოგონას გზა უნდა მისცენ,
ანახონ აფხაზებს მისი ნიჭი და პოპულარობა.


მეც ძალიან მომწონს...ჩემი ფავორიტია....
ულამაზესია.. საუბარიც არ ეშლება..მოკლედ დღევანდელ ტელევიზიებში ყველაზე ძალიან მომწონს...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Kutaiseli
პოსტი 5.12.2009, 23:34
პოსტი #4999


Advanced Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 14,169
რეგისტრ.: 5.02.03
მდებარ.: 777
წევრი № 245



ცივილ.გე

პრესის მსოფლიო ორგანიზაცია ”ბათუმელების” საქმეს ეხმაურება

სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 დეკ.'09 / 19:20

გაზეთების და ახალი ამბების გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციამ (WAN-IFRA) და რედაქტორთა მსოფლიო ფორუმმა (WEF) მიმართა პრეზიდენტ სააკაშვილს უზრუნველყოს იმ ცნობების დეტალური გამოძიება, რომლის მიხედვითაც, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები გაზეთ ”ბათუმელების” ჟურნალისტს შანტაჟს უწყობდნენ.

”ჩვენ სერიოზულად ვართ შეშფოთებული იმით, რომ ქართული სპეცსამსახურები შეეცადნენ დაეშანტაჟებინათ ჟურნალისტი და ჩარეულიყვნენ სარედაქციო თავისუფლებაში. ასეთი ტაქტიკა მოგვაგონებს საბჭოთა დროის უშიშროების სამსახურს, რომლის ადგილი თანამედროვე დემოკრატიაში არ არის,” - ნათქვამია WAN-IFRA-ის პრეზიდენტის გევინ ო’რეილისა და WEF-ის პრეზიდენტის ჰავიერ ვიდალ-ფოლჩის ერთობლივ წერილში.


--------------------
ვაჟკაცსა ომში სიკვდილი, ხელში ნატეხი ხმლისაო .....

სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Kutaiseli
პოსტი 14.12.2009, 21:51
პოსტი #5000


Advanced Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 14,169
რეგისტრ.: 5.02.03
მდებარ.: 777
წევრი № 245



რა სთხოვა პარიზში კიწმარიშვილმა ოქრუაშვილს
სიახლე — თავფურცელი
14:32 14.12.2009


[”მთელი კვირა”]
- “პარიზში საუბარი მქონდა ქიბარ ხალვაშის მეგობარ ირაკლი ოქრუაშვილთან, რომელთანაც ორი თემა მაკავშირებს, ეს არის “რუსთავი 2”-თან დაკავშირებული დავა, რომელზე მქონდა გარკვეული შეთავაზებები, რომ ერთად გვემუშავა ამ არხის დასაბრუნებლად და მეორე, ქიბარ ხალვაშის ფინანსური რესურსების გამოყენებაზე “მაესტროს” დასახმარებლად”, - აცხადებს “მაესტროს” მთავარი მენეჯერი ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც “მაესტროსგან” სახალხო ტელევიზიის კეთებას იწყებს და ევროპაში ფინანსური დახმარების მოსაძიებლად ჩავიდა.რა პასუხი მიიღო ოქრუაშვილისგან დახმარებაზე კიწმარიშვილმა და შეიძლება ჰქონდეს თუ არა პოლიტიკოსებისგან დაფინანსებულ “მაესტროს” მიუკერძოებლობის პრეტენზია - ამ და სხვა კითხვებს ეროსი კიწმარიშვილი პასუხობს:

- ახლა გადართული ვართ ტექნიკურ საკითხებზე, ასევე ვამზადებთ დაფინანსების რამდენიმე სქემას, რომელიც დაკავშირებულია რამდენიმე საკითხთან - უნდა მოხდეს ინვესტორების მოზიდვა კონკრეტულ პროექტებზე, ასევე ფონდების. ტექნიკური ბაზა “მაესტროს” მწირი აქვს და მიდის გარკვეული სანაცია, რომ ტექნიკა მოვიზიდოთ. გვაქვს მოლაპარაკებები საქართველოში არსებულ მედიაჯგუფებთან, რომ მათი ბაზები იქნას რაღაც ფორმით გამოყენებული. ასევე, გვაქვს ერთი ოფისი, რომელიც არის ნუცუბიძის ქუჩაზე და იწყება მოსამზადებელი სამუშაოები, რომ დიდუბიდან გადავიტანოთ ძირითადი ბაზა.

თქვენი ვიზიტი ლონდონსა და პარიზში “მაესტროს” დაფინანსებას უკავშირდებოდა?
- ლონდონშიც, პარიზშიც და ვენაშიც უკავშირდებოდა იმას, რომ მოვლაპარაკებოდი ისეთ ადამიანებს, რომელთაც აქვთ საშუალება, რომ ამ და შემდგომ ეტაპზე იყვენენ ჩვენი პარტნიორები. მათ შორის საუბარი მქონდა ქიბარ ხალვაშის მეგობარ ირაკლი ოქრუაშვილთან, რომელთანაც ორი თემა მაკავშირებს, ეს არის “რუსთავი 2”-თან დაკავშირებული დავა, რომელზე მქონდა გარკვეული შეთავაზებები, რომ ერთად გვემუშავა ამ არხის დასაბრუნებლად და მეორე, ქიბარ ხალვაშის ფინანსური რესურსების გამოყენებაზე “მაესტროს” დასახმარებლად. ჯერ-ჯერობით მე პასუხი არ მიმიღია, საუბარი შედგა ირაკლისთან და მე ველოდები დადასტურებას, არის თუ არა მზად ხალვაში დასახმარებლად.

ლონდონში ისევე, როგორც პარიზში, საუბარი მქონდა იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც თავისი წარსულით დაკავშირებული არიან საქართველოსთან და ასევე, განხილვა იმის, თუ როგორ შეიძლება დავაკომპლექტოთ საერთაშორისო ბორდი და მე მივიღე რამდენიმე ადამიანისგან თანხმობა ბორდის წევრობაზე.

თქვენ ოპონენტებს ხშირად უჩნდებათ ასეთი კითხვა, რამდენად გამართლებულია, რომ პოლიტიკური პარტიებიდან და პოლიტიკოსებიდან რომ მიიღოთ დაფინანსება?- მე პოლიტიკური ძალებისგან დაფინანსება არ მიმიღია და ასევე ბევრჯერ ვუთხარი, მათ შორის თქვენ გაზეთსაც, რომ თუ ეს დაფინანსება არის გამჭირვალე, ნებისმიერ ძალას აქვს უფლება, დააფინანსოს მისთვის მისაღები აქტიობა. რაც შეეხება ოპონენტებს, ამაზე თუ რამე დისკომფორტი ექმნებათ და მე კანონს ვარღვევ, არსებობს სასამართლო. ასევე, ძალაინ მაინტერესებს ყველა დანარჩენი ტელევიზიის დაფინანსების წყაროები, რომელზეც მედიას არ უჩნდება კითხვები, განსაკუთრებით იმ ტელეარხებს ვგულისხმობ, რომელსაც ლიცენზიაც კი არ ?ქონდა და რამდენიმე წელია, მაუწყებლობს.

რომელ მედიასაშუალებებს გულისხმობთ?
- “ალანია”, რომელიც არავინ იცის, საიდან ფინანსდება, ასევე “საქართველოს” დაფინანსების წყაროები, გაუგებარია, რით ირჩენს თავს “რეალ-ტვ”, ასევე “რუსთავი 2”-ის დაფინანსების ზოგიერთი მექანიზმი, “იმედის” ფინანსური მდგომარეობა და ასეთ თემებზე თუ ყვითელ პრესას აქვს სურვილი, ისპეკულიროს, კი, ბატონო, რაც შეეხება რესპექტაბელურ მედიასაშუალებებს, ამისათვის არსებობს ჟურნალისტური გამოძიებები, მათ აქვთ ინფორმაციის მოპოვების ლეგალური წყაროები და თუ მათთვის მიუღებელია რომელიმე მედიასაშუალების ფინანსური წყაროები, გამოიძიონ. ხოლო ასეთ დაინტერესებას გამოხატავს არხზე, რომელსაც ერთი საკაბელო ლიცენზია აქვს და არ გააჩნია იმ არხების მიმართ, რომლებიც მილიონებს ხარჯავენ, ამას ?ქვია მიკერძოებული დაინტერესება.

მე მესმის, რომ ჩემს სახელთან დავაკშირებით ბევრს დისკომფორტი შეექმნა, რადგან საფრთხე დაემუქრა მათ კეთილდღეობას, განსაკუთრებით საინფორმაციო კეთილდღეობის თვალსაზრისით. ამის მაგალითად გამოდგება ის, რომ ლონდონში, გარდა ამ შეხვედრებისა, მე და ნანა კაკაბაძეს შეხვედრები გვქონდა ქართულ სათვისტომოსთან და ნანა კაკაბაძე, რომელიც მარტო ჩამოფრინდა აეროპორტში, გაჩხრიკეს იმ პრინციპით, რომლითაც ჩხრეკენ სხვადასხვა ქართველ ბიზნესმენებს. გაჩნდა ეჭვი, რომ მის ბარგში იყო რაღაც საეჭვო ნივთები, ამის შემდეგ გაჩხრიკეს და ვერაფერი რომ ვერ აღმოაჩინეს, ხელბარგიც კი გაუჩხრიკეს. მათ ?ქონდათ ეჭვი, რომ მე ნანა კაკაბაძის საშუალებით უკონტროლო ფული შემომაქვს. ამ თემაზე მე დისკუსიის გაგრძელებას არ ვაპირებ და თუ ვინმეს რამეს თქმა უნდა, ღმერთმა ხელი მოუმართოს.

მაგრამ რამდენად შეიძლება ?ქონდეს “მაესტროს” მიუკერძოებლობის პრეტენზია, როდესაც პოლიტიკოსები დააფინანსებენ?
- ჩემი საუბრიდან გამომდინარე კიდევ თუ ეს კითხვა ჩნდება, დატოვეთ უპასუხოდ. რას ნიშნავს მიკერძოებულობის პრეტენზია? არხი, რომელიც ლეგალურად ითხოვს ფინანსურ დახმარებას, რომ გააგრძელოს არსებობა და, მათ შორის, ფონდებისაგან, თქვენ ამბობთ, რომ ის შეიძლება იყოს მიკერძოებული?

თუკი ამ არხში ფულს ჩადებენ პოლიტიკოსები, რომელთაც საკუთარი ინტერესი აქვთ?
- კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ჯერ არავინ დებს და როცა ჩადებენ, თუ ამ ფულს ექნება კონდიცია, მაგაზე მერე ვილაპარაკოთ. მანამდე ჩართეთ ტელევიზორი და რასაც ნახავთ, იმაზე ვილაპარაკოთ.

გასაგებია, მაგრამ ახლა თქვენთან ვსაუბრობთ, არავინ ამბობს, რომ ანალოგიური პრეტენზია და კითხვები არ ისმის სხვა არხების მიმართ...
- მე პრეტენზიად ვერ მივიღებ ამ კითხვას, მე გეუბნებით, რომ ჩართეთ ტელევიზორი და მერე ვისაუბროთ.

ასევე, მინდა, გკითხოთ გია გაჩეჩილაძის (უცნობის) შოუზეც, გავა თუ არა ეთერში რეორგანიზაციის შემდეგ, საუბარია, რომ გარკვეული დაპირისპირება გაქვთ მასთან...
- არავისთან არ მაქვს დაპირისპირება. ძალიან საქმიანი მოლოდინები არსებობს იმ ჯგუფთან, რომელთანაც ვიწყებ მუშაობას, რაც შეეხება გაჩეჩილაძის გადაცემას, მას ვთხოვე, რომ დაეხურა, რადგან მიდიოდა რეორგანიზაცია. შემდგომ პერსპექტივებს რაც შეეხება, ჩართავთ ტელევიზორს და გაგებთ. თუ იქნება ამ გადაცემის მიმართ ინტერსი, მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას და თუ არ იქნება სურვილი, საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას. არ ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით რამე დისკომფორტი შემექმნება ან მე ან გია გაჩეჩილაძეს.

ხოლო “მაესტროს” სარედაქციო დამოუკიდებლობას რაც შეეხება, მთავარი გარანტი არის სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შექმნაზეც საუბარი მქონდა და რომელიც იქნება როგორც უცხოელებისგან დაკომპლექტებული, ასევე, ადგილობრივი საბჭო, რომლის დაკომპლექტებაც სამოქალაქო სექტორს შევთავაზე და ის მოახდენს ფინანსური გამჭირვალობის ზედამხედველობას. ვთავაზობთ იმ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელში კენჭს იყრიან, თუ მათ არ დაამტკიცებენ, იყვნენ “მაესტროს” სამეთვალყურეო საბჭოს წევრები. ეს იქნება სახალხო ტელევიზია, რომელიც ხალხის ფულით გაკეთდება.

რეგიონალურ მაუწყებლებთან მიდის მოლაპარაკება?
- რეგიონალური მაუწყებლების მდგომარეობა მოგეხსენებათ. მათ მიმართ ხელისუფლების ზეწოლა და დაშანტაჟების მცდელობები გახშირებულია. მე მაქვს რამდენიმე მაუწყებლისგან თანხმობა, მაგრამ ეს არ იქნება ცალმხრივი ურთიერთობა, ასევე, გვინდა, ჩამოყალიბდეს კომერციული ქსელი, რომელშიც ერთ-ერთი მონაწილე იქნება “მაესტრო”, მაგრამ, ამ პროდუქციის პარალელურად “რუსთავი 2” იწყებს შექმნას ანალოგიური ქსელი და ჩვენ საქმე გვაქვს უთანასწორო ბრძოლასთან.



--------------------
ვაჟკაცსა ომში სიკვდილი, ხელში ნატეხი ხმლისაო .....

სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Kutaiseli
პოსტი 14.12.2009, 22:07
პოსტი #5001


Advanced Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 14,169
რეგისტრ.: 5.02.03
მდებარ.: 777
წევრი № 245



მთავარი სიახლე ედორის გვერდზე biggrin.gif



სოფელ წეროვანს ქარბორბალამ გადაუარა
14.12.09 16:48
სოფელ წეროვანს ქარბორბალამ გადაუარა. ძლიერმა ქარმა ადგილობრივი სკოლის შენობას სახურავი ახადა. სახურავების გარეშეა დარჩენილი რამდენიმე ათეული ადგილობრივი მცხოვრების სახლიც. ქარმა მოგლიჯა სატელიტური ანტენებიც. ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებისაგან ითხოვს. წეროვანში ამ დრომდე ძლიერი ქარია.


--------------------
ვაჟკაცსა ომში სიკვდილი, ხელში ნატეხი ხმლისაო .....

სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Gorec
პოსტი 17.12.2009, 15:38
პოსტი #5002


Advanced Member


ჯგუფი: საძაგლები
პოსტები: 8,423
რეგისტრ.: 23.01.05
წევრი № 4,189



ციტატა(Spartan @ 2.12.2009, 4:41) *
არავითარი სოლიდარობა. გაზეთი "ბათუმელები" დაარსებულია და კონტროლდება სპეცსამსახურების მიერ და მისი მხარდამჭერი აქცია ასევე სპეცსამსახურების მიერ კონტროლირებადი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ემსახურება მის გაპიარებას. "ბათუმელები" ისევე წარმოადგენს "თავისუფალ მედიას" როგორც რუსთავი2.

ნამდვილად არ ვიცი ვისი დაარსებულია გაზეთი "ბათუმელები",მაგრამ გაზეთის პოლიტიკიდან გამომდინარე,ვერ დაგეთანხმები,რომ სპეცსამსახურების მხრიდან შეიძლება კონტროლდებოდეს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Spartan
პოსტი 17.12.2009, 15:57
პოსტი #5003


Advanced Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 1,413
რეგისტრ.: 9.03.04
მდებარ.: Laconia
წევრი № 1,657




"მედიის კვლევის ცენტრი" წერს რომ კოპენჰაგენის დემონსტრაციების გაშუქება მედიაში ტენდენციურია, კერძოდ მედია ჩქმალავს დემონსტრაციებში კომუნისტების მონაწილეობას მაშინ როცა მოწინააღმდეგე მხარეს ნათლავს კაცთმოძულე ექსტრემისტებად. ქვემოთ სტატიაში შეგიძლიათ ნახოთ კომუნისტური დემონსტრაციები კოპენჰაგენში ნამგალი და უროიანი წითელი დროშებით გლობალური კლიმატური სამართლიანობის მოთხოვნით.

ციტატა:
Network journalists who were quick to see racists, haters and extremists amongst the “tea party” protesters were oblivious on Saturday to communists in the “climate justice” march in Copenhagen whose cause they trumpeted -- even as the video they showed included brief shots of marchers waving red flags displaying the Soviet Union's hammer and sickle.

წყარო:
In Touting 'Climate Justice' Protesters,
Networks Oblivious to Communist Participation

By: Brent Baker December 13, 2009

http://www.mrc.org/biasalert/2009/20091214022617.aspx



Go to the top of the page
 
+Quote Post
Serpico
პოსტი 17.12.2009, 17:16
პოსტი #5004


Advanced Member


ჯგუფი: Moderators
პოსტები: 10,777
რეგისტრ.: 20.11.06
წევრი № 8,879



ციტატა(Kutaiseli @ 14.12.2009, 21:51) *
რა სთხოვა პარიზში კიწმარიშვილმა ოქრუაშვილს
სიახლე — თავფურცელი
14:32 14.12.2009


[”მთელი კვირა”]
- “პარიზში საუბარი მქონდა ქიბარ ხალვაშის მეგობარ ირაკლი ოქრუაშვილთან, რომელთანაც ორი თემა მაკავშირებს, ეს არის “რუსთავი 2”-თან დაკავშირებული დავა, რომელზე მქონდა გარკვეული შეთავაზებები, რომ ერთად გვემუშავა ამ არხის დასაბრუნებლად და მეორე, ქიბარ ხალვაშის ფინანსური რესურსების გამოყენებაზე “მაესტროს” დასახმარებლად”, - აცხადებს “მაესტროს” მთავარი მენეჯერი ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც “მაესტროსგან” სახალხო ტელევიზიის კეთებას იწყებს და ევროპაში ფინანსური დახმარების მოსაძიებლად ჩავიდა.რა პასუხი მიიღო ოქრუაშვილისგან დახმარებაზე კიწმარიშვილმა და შეიძლება ჰქონდეს თუ არა პოლიტიკოსებისგან დაფინანსებულ “მაესტროს” მიუკერძოებლობის პრეტენზია - ამ და სხვა კითხვებს ეროსი კიწმარიშვილი პასუხობს:

- ახლა გადართული ვართ ტექნიკურ საკითხებზე, ასევე ვამზადებთ დაფინანსების რამდენიმე სქემას, რომელიც დაკავშირებულია რამდენიმე საკითხთან - უნდა მოხდეს ინვესტორების მოზიდვა კონკრეტულ პროექტებზე, ასევე ფონდების. ტექნიკური ბაზა “მაესტროს” მწირი აქვს და მიდის გარკვეული სანაცია, რომ ტექნიკა მოვიზიდოთ. გვაქვს მოლაპარაკებები საქართველოში არსებულ მედიაჯგუფებთან, რომ მათი ბაზები იქნას რაღაც ფორმით გამოყენებული. ასევე, გვაქვს ერთი ოფისი, რომელიც არის ნუცუბიძის ქუჩაზე და იწყება მოსამზადებელი სამუშაოები, რომ დიდუბიდან გადავიტანოთ ძირითადი ბაზა.

თქვენი ვიზიტი ლონდონსა და პარიზში “მაესტროს” დაფინანსებას უკავშირდებოდა?
- ლონდონშიც, პარიზშიც და ვენაშიც უკავშირდებოდა იმას, რომ მოვლაპარაკებოდი ისეთ ადამიანებს, რომელთაც აქვთ საშუალება, რომ ამ და შემდგომ ეტაპზე იყვენენ ჩვენი პარტნიორები. მათ შორის საუბარი მქონდა ქიბარ ხალვაშის მეგობარ ირაკლი ოქრუაშვილთან, რომელთანაც ორი თემა მაკავშირებს, ეს არის “რუსთავი 2”-თან დაკავშირებული დავა, რომელზე მქონდა გარკვეული შეთავაზებები, რომ ერთად გვემუშავა ამ არხის დასაბრუნებლად და მეორე, ქიბარ ხალვაშის ფინანსური რესურსების გამოყენებაზე “მაესტროს” დასახმარებლად. ჯერ-ჯერობით მე პასუხი არ მიმიღია, საუბარი შედგა ირაკლისთან და მე ველოდები დადასტურებას, არის თუ არა მზად ხალვაში დასახმარებლად.

ლონდონში ისევე, როგორც პარიზში, საუბარი მქონდა იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც თავისი წარსულით დაკავშირებული არიან საქართველოსთან და ასევე, განხილვა იმის, თუ როგორ შეიძლება დავაკომპლექტოთ საერთაშორისო ბორდი და მე მივიღე რამდენიმე ადამიანისგან თანხმობა ბორდის წევრობაზე.

თქვენ ოპონენტებს ხშირად უჩნდებათ ასეთი კითხვა, რამდენად გამართლებულია, რომ პოლიტიკური პარტიებიდან და პოლიტიკოსებიდან რომ მიიღოთ დაფინანსება?- მე პოლიტიკური ძალებისგან დაფინანსება არ მიმიღია და ასევე ბევრჯერ ვუთხარი, მათ შორის თქვენ გაზეთსაც, რომ თუ ეს დაფინანსება არის გამჭირვალე, ნებისმიერ ძალას აქვს უფლება, დააფინანსოს მისთვის მისაღები აქტიობა. რაც შეეხება ოპონენტებს, ამაზე თუ რამე დისკომფორტი ექმნებათ და მე კანონს ვარღვევ, არსებობს სასამართლო. ასევე, ძალაინ მაინტერესებს ყველა დანარჩენი ტელევიზიის დაფინანსების წყაროები, რომელზეც მედიას არ უჩნდება კითხვები, განსაკუთრებით იმ ტელეარხებს ვგულისხმობ, რომელსაც ლიცენზიაც კი არ ?ქონდა და რამდენიმე წელია, მაუწყებლობს.

რომელ მედიასაშუალებებს გულისხმობთ?
- “ალანია”, რომელიც არავინ იცის, საიდან ფინანსდება, ასევე “საქართველოს” დაფინანსების წყაროები, გაუგებარია, რით ირჩენს თავს “რეალ-ტვ”, ასევე “რუსთავი 2”-ის დაფინანსების ზოგიერთი მექანიზმი, “იმედის” ფინანსური მდგომარეობა და ასეთ თემებზე თუ ყვითელ პრესას აქვს სურვილი, ისპეკულიროს, კი, ბატონო, რაც შეეხება რესპექტაბელურ მედიასაშუალებებს, ამისათვის არსებობს ჟურნალისტური გამოძიებები, მათ აქვთ ინფორმაციის მოპოვების ლეგალური წყაროები და თუ მათთვის მიუღებელია რომელიმე მედიასაშუალების ფინანსური წყაროები, გამოიძიონ. ხოლო ასეთ დაინტერესებას გამოხატავს არხზე, რომელსაც ერთი საკაბელო ლიცენზია აქვს და არ გააჩნია იმ არხების მიმართ, რომლებიც მილიონებს ხარჯავენ, ამას ?ქვია მიკერძოებული დაინტერესება.

მე მესმის, რომ ჩემს სახელთან დავაკშირებით ბევრს დისკომფორტი შეექმნა, რადგან საფრთხე დაემუქრა მათ კეთილდღეობას, განსაკუთრებით საინფორმაციო კეთილდღეობის თვალსაზრისით. ამის მაგალითად გამოდგება ის, რომ ლონდონში, გარდა ამ შეხვედრებისა, მე და ნანა კაკაბაძეს შეხვედრები გვქონდა ქართულ სათვისტომოსთან და ნანა კაკაბაძე, რომელიც მარტო ჩამოფრინდა აეროპორტში, გაჩხრიკეს იმ პრინციპით, რომლითაც ჩხრეკენ სხვადასხვა ქართველ ბიზნესმენებს. გაჩნდა ეჭვი, რომ მის ბარგში იყო რაღაც საეჭვო ნივთები, ამის შემდეგ გაჩხრიკეს და ვერაფერი რომ ვერ აღმოაჩინეს, ხელბარგიც კი გაუჩხრიკეს. მათ ?ქონდათ ეჭვი, რომ მე ნანა კაკაბაძის საშუალებით უკონტროლო ფული შემომაქვს. ამ თემაზე მე დისკუსიის გაგრძელებას არ ვაპირებ და თუ ვინმეს რამეს თქმა უნდა, ღმერთმა ხელი მოუმართოს.

მაგრამ რამდენად შეიძლება ?ქონდეს “მაესტროს” მიუკერძოებლობის პრეტენზია, როდესაც პოლიტიკოსები დააფინანსებენ?
- ჩემი საუბრიდან გამომდინარე კიდევ თუ ეს კითხვა ჩნდება, დატოვეთ უპასუხოდ. რას ნიშნავს მიკერძოებულობის პრეტენზია? არხი, რომელიც ლეგალურად ითხოვს ფინანსურ დახმარებას, რომ გააგრძელოს არსებობა და, მათ შორის, ფონდებისაგან, თქვენ ამბობთ, რომ ის შეიძლება იყოს მიკერძოებული?

თუკი ამ არხში ფულს ჩადებენ პოლიტიკოსები, რომელთაც საკუთარი ინტერესი აქვთ?
- კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ჯერ არავინ დებს და როცა ჩადებენ, თუ ამ ფულს ექნება კონდიცია, მაგაზე მერე ვილაპარაკოთ. მანამდე ჩართეთ ტელევიზორი და რასაც ნახავთ, იმაზე ვილაპარაკოთ.

გასაგებია, მაგრამ ახლა თქვენთან ვსაუბრობთ, არავინ ამბობს, რომ ანალოგიური პრეტენზია და კითხვები არ ისმის სხვა არხების მიმართ...
- მე პრეტენზიად ვერ მივიღებ ამ კითხვას, მე გეუბნებით, რომ ჩართეთ ტელევიზორი და მერე ვისაუბროთ.

ასევე, მინდა, გკითხოთ გია გაჩეჩილაძის (უცნობის) შოუზეც, გავა თუ არა ეთერში რეორგანიზაციის შემდეგ, საუბარია, რომ გარკვეული დაპირისპირება გაქვთ მასთან...
- არავისთან არ მაქვს დაპირისპირება. ძალიან საქმიანი მოლოდინები არსებობს იმ ჯგუფთან, რომელთანაც ვიწყებ მუშაობას, რაც შეეხება გაჩეჩილაძის გადაცემას, მას ვთხოვე, რომ დაეხურა, რადგან მიდიოდა რეორგანიზაცია. შემდგომ პერსპექტივებს რაც შეეხება, ჩართავთ ტელევიზორს და გაგებთ. თუ იქნება ამ გადაცემის მიმართ ინტერსი, მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას და თუ არ იქნება სურვილი, საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას. არ ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით რამე დისკომფორტი შემექმნება ან მე ან გია გაჩეჩილაძეს.

ხოლო “მაესტროს” სარედაქციო დამოუკიდებლობას რაც შეეხება, მთავარი გარანტი არის სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შექმნაზეც საუბარი მქონდა და რომელიც იქნება როგორც უცხოელებისგან დაკომპლექტებული, ასევე, ადგილობრივი საბჭო, რომლის დაკომპლექტებაც სამოქალაქო სექტორს შევთავაზე და ის მოახდენს ფინანსური გამჭირვალობის ზედამხედველობას. ვთავაზობთ იმ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელში კენჭს იყრიან, თუ მათ არ დაამტკიცებენ, იყვნენ “მაესტროს” სამეთვალყურეო საბჭოს წევრები. ეს იქნება სახალხო ტელევიზია, რომელიც ხალხის ფულით გაკეთდება.

რეგიონალურ მაუწყებლებთან მიდის მოლაპარაკება?
- რეგიონალური მაუწყებლების მდგომარეობა მოგეხსენებათ. მათ მიმართ ხელისუფლების ზეწოლა და დაშანტაჟების მცდელობები გახშირებულია. მე მაქვს რამდენიმე მაუწყებლისგან თანხმობა, მაგრამ ეს არ იქნება ცალმხრივი ურთიერთობა, ასევე, გვინდა, ჩამოყალიბდეს კომერციული ქსელი, რომელშიც ერთ-ერთი მონაწილე იქნება “მაესტრო”, მაგრამ, ამ პროდუქციის პარალელურად “რუსთავი 2” იწყებს შექმნას ანალოგიური ქსელი და ჩვენ საქმე გვაქვს უთანასწორო ბრძოლასთან.

კიწმარიშვილიც და ოქრუაშვილიც რაც უფრო შორს იქნებიან პოლიტიკისგან მით უფრო კარგი
Go to the top of the page
 
+Quote Post
Serpico
პოსტი 18.12.2009, 14:41
პოსტი #5005


Advanced Member


ჯგუფი: Moderators
პოსტები: 10,777
რეგისტრ.: 20.11.06
წევრი № 8,879



რუსეთი ვალდებულია 12-ტ აგვისტოს ხელმოწერილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულოს.
12-ტ
ეს რომელი "ტ", უთუოდ ეს - "თორმე"

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Serpico: 18.12.2009, 14:42
Go to the top of the page
 
+Quote Post
ნატა
პოსტი 18.12.2009, 18:48
პოსტი #5006


Advanced Member


ჯგუფი: Judge
პოსტები: 2,702
რეგისტრ.: 21.07.07
წევრი № 10,709



ციტატა(Serpico @ 18.12.2009, 15:41) *
რუსეთი ვალდებულია 12-ტ აგვისტოს ხელმოწერილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულოს.
12-ტ
ეს რომელი "ტ", უთუოდ ეს - "თორმე"



lool.gif

არ არსებობს lool.gif სად წაიკითხე?


--------------------
მინდა ახალი გზები,
მინდა ახალი რამე...
Go to the top of the page
 
+Quote Post
miade
პოსტი 18.12.2009, 19:02
პოსტი #5007


Матильда


ჯგუფი: Member
პოსტები: 19,288
რეგისტრ.: 1.12.06
მდებარ.: სართაჭირღხვი

წევრი № 8,997



ციტატა(AMANDA! @ 2.12.2009, 21:36) *
ყველაზე ლამაზი და სასიამოვნო ჟურნალისტია სალომე არშბა!
ოდრი ჰებერნს გავს,
ამ გოგონას გზა უნდა მისცენ,
ანახონ აფხაზებს მისი ნიჭი და პოპულარობა.

გეთანხმები, აი დიანა ჯოჯიას ასი თავით ნაღდად ჯობია biggrin.gif


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
POLEMIST
პოსტი 18.12.2009, 20:52
პოსტი #5008


Advanced Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 12,958
რეგისტრ.: 7.06.05
მდებარ.: hbhbob
წევრი № 5,109



ციტატა
გეთანხმები, აი დიანა ჯოჯიას ასი თავით ნაღდად ჯობია
ჯოჯუაა ეგ მიადე ჯოჯია კი არა.. ჯოჯუას ტავისი მუღამი აქვს...მე ეხლა ეგ მევაება.. lool.gif


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
ნატა
პოსტი 3.01.2010, 16:30
პოსტი #5009


Advanced Member


ჯგუფი: Judge
პოსტები: 2,702
რეგისტრ.: 21.07.07
წევრი № 10,709



შუა ქალაქ(ში)ს მაინც დაანებონ თავი, რა. არ შეიძლება ყველგან ჭუჭყიანი ფეხსაცმლით შესვლა და დანაგვიანება...


--------------------
მინდა ახალი გზები,
მინდა ახალი რამე...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Laki
პოსტი 9.01.2010, 13:16
პოსტი #5010


Advanced Member


ჯგუფი: საძაგლები
პოსტები: 32,933
რეგისტრ.: 23.04.03
მდებარ.: Sakartvelo
წევრი № 467



“მაესტროს” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი თამარ რუხაძე დაინიშნა

“ტელეკომპანია “მაესტროს” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი თამარ რუხაძე დაინიშნა. მისი თქმით, არხის რეორგანიზაციაზე აქტიური მუშაობა მიმდნარეობს და “მაესტრო” უახლოეს მომავალში ისეთ ახალ ამბობს გააშუქებს, რომელიც მაყურებლის ინტერესებს სრულად დააკმაყოფილებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ტელეკომპანია “მაესტროს” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად თამარ რუხაძე დაინიშნა / თამარ რუხაძე: “მაესტროს” საინფორმაციოში იქნება ის ახალი ამბები, რომელსაც შექმნიან ჟუნალისტები და არა პოლიტიკოსები ან სხვა ვინმე”.
“შეგახსენებთ, რომ თამარ რუხაძე დამოუკიდებელი სტუდია GNS-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლავთ. თამარ რუხაძემ და ნანა ლეჟავამ, ტელეკომპანია “რუსთავი 2”ის კიდევ ერთმა ყოფილმა ჟურნალისტმა, დამოუკიდებელი სტუდია GNშ მას შემდეგ ჩამოაყალიბეს, რაც მათ ოპოზიციაში გადასული თავადცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ჩამოყალიბებული პარტია “მოძაროაბ ერთიანი საქართველოსთვის” დატოვეს. დამოუკიდებელი სტუდია GNS-ისპროდუქტი, ნანა ლეჟავას საავტორო გადაცემა “კვირის რეპორტაჟი” ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში კვირაში ერთხელ გადის. თამარ რუხეძის თქმით, მისი გადასვლა “მაესტროში” ამ გადაცემაზე გავლენას ვერ მოახდენს და გადაცემა “კვირის რეპორტაჟი” კვლავ “კავკასიაზე” გავა. რაც შეეხება ნათია მიქიაშვილს, რომელიც ტელეკომპანიის საინფორმაციო პოლიტიკას მანამდე ხელმძღვანელობდა, იგი არხის საინფორმაციო სამსახურის მთავარ პროდიუსერად გადაიყვანეს. თამარ რუხაძის თქმით, მან შეთავაზება “მაესტროს” მმართველ კროსი კაწმარიშვილისგან მიიღო და დათანხმდა კიდეც”, - აღნიშნავს გამოცემა.
“სერიოზული საინფორმაციო პროგრამის გაკეთებას ნამდვილად არ ჰყოფნის ერთი ხელმძღვანელი. მე და ნათია უკვე ვმუშაობთ ერთად და იმედი მაქვს, მომავალში უფრო პროდუქტიულად ვიმუშავებთ... უშუალო სტრუქტურას და ახალი ამბების კონცეფციას ახლა ნამდვილად ვერ მოგიყვებით. მე შემიძლია გითხრათ, როგორები ვიქნებით, კარგები თუ ცუდები, რა მიმართულება ექნება ახალ ამბებს “მაესტროზე”. ხოლო თუ როგორი საინფორმაციო გვექნება, როგორი სტუდია, წამყვანი ეთერში იჯდება თუ დადგებაპ, ან ვინ იქნება - ამას ჯერ ვერ გეტყვით, რაღაცები ჯერ არ ვიცი, რაღაცები გადაწყვეტილია, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ არ მინდა. არ ვიცი, რა დრო დასჭირდება არხის განახლებას და როდიდან გავალთ განახლებული ფორმატით ეთერში. ამას სჭირდება ტექნიკური რესურსები. ძალიან ბევრი საკითხია მოსაგვარებელი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თამარ რუხაძე.

ვირების დოღი აქაც გრძელდება d.gif


--------------------
გახსოვდეთ ქართველნო! ამ ქვეყნად ერთადერთი საქართველოა და ისიც ჩვენ გვარგუნა ღმერთმა!!!...
Go to the top of the page
 
+Quote Post

422 გვერდი V  « < 332 333 334 335 336 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21.10.2014 - 15:51