IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

6 გვერდი V   1 2 3 > »   ( პირველ წაუკითხავ პოსტზე გადასვლა )
Reply to this topicStart new topic
ნარკომანია საქართველოში
Vitali
პოსტი 24.05.2004, 18:57
პოსტი #1


Advanced Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 594
რეგისტრ.: 5.02.04
მდებარ.: Georgia
წევრი № 1,454



http://www.opentext.org.ge/04/24hours/121/`121-9`.htm


"24 საათი "
# 121
ორშაბათი, 24 მაისი, 2004 წელი

საქართველოში 150 000 ნარკომანია

ოთარ ქირია

გასულ წელს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე კავკასიის ანტინარკოტიკული
პროგრამის ფარგლებში, თბილისის სამ უმაღლეს სასწავლებელში გამოიკვლიეს ახალგაზრდებში ნარკოტიკების მოხმარების სკითხი. გამოიკითხა 800-ზე მეტი სტუდენტი. წლიური ანგარიშის პრეზენტაცია ორიოდ დღის წინათ ჯანდაცვის სამინისტროში მოეწყო. მდგომარეობა კატასტროფულია.

გამოკითხულ ვაჟთა 52.6 პროცენტი მიუთითებს, რომ ცხოვრებაში ოდესმე (თუნდაც ერთი-ორჯერ) გაუსინჯავს ჰაშიში; უკანასკნელი 12 თვის მანძილზე ჰაშიშს რეგულარულად მოიხმარს ვაჟთა 7.8 პროცენტი, ხოლო უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში - ვაჟთა 3.9 პროცენტი. გამოკითხულ გოგონათა 3.4 პროცენტს ჰაშიში გასინჯული აქვს. რეგულარულ მოხმარებას არც ერთი მათგანი არ ადასტურებს.

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ წლებში საქართველოში მარიხუანას მოხმარება საგრძნობლად გაიზარდა. სხვა ფაქტორებთან ერთად ამას ხელს უწყობს ისიც, რომ მცენარე კანაფი საქართველოს ჰავის პირობებში საკმაოდ კარგად იზრდება. ადგილობრივი მარიხუანა შედარებით ადვილი საშოვნელი და იაფია. ამასთან, უკანასკნელ წლებში გაძლიერდა მარიხუანას მოხმარების არაპირდაპირი პროპაგანდა სხვადასხვა ახალგაზრდული ჯგუფის მიერ, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდებში მისადმი ინტერესის გაღვივებასა და სიფრთხილის დაქვეითებას.

გამოკითხულ ვაჟთა 40 პროცენტი მიუთითებს, რომ პირველი ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც მათ გასინჯეს, მარიხუანა იყო; იმ ვაჟთა მონაცემების ანალიზი კი, რომლებიც ნარკოტიკული ნივთიერების რაიმე ტიპის მოხმარებას აღიარებენ, აჩვენებს, რომ მათ 90 პროცენტს პირველად სწორედ მარიხუანა გაუსინჯავს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მარიხუანა ე.წ. ბიძგი და პირველი ნაბიჯია ნარკო-სამყაროსკენ.

სტუდენტ ვაჟებში ექსპერიმენტული მოხმარების მიზნით (ცხოვრების მანძილზე `1-2`-ჯერ მოხმარება), მარიხუანის შემდეგ პირველ ადგილზეა ექსტაზი - 4.5 პროცენტი; მას მოჰყვება ჰეროინი - 3.9 პროცენტი; ტრამალი - 2.6 პროცენტი; ინჰალანტები - 2.6 პროცენტი და ა.შ. მარიხუანას შემდეგ ყველაზე მოხმარებადი ნარკოტიკებია: ოპიუმი - 3.3 პროცენტი; ჰეროინი - 2.6 პროცენტი; კოდეინი - 1.3 პროცენტი; ტრამალი - 0.7 პროცენტი.

პირველად გასინჯულ ნარკოტიკთა შორის 15 წლამდე ასაკში, ძირითადად, მარიხუანა და ინჰალანტები სახელდება. გამოკითხულ ვაჟთა 3.3 პროცენტი მიუთითებს, რომ მათ 11 წლამდე ასაკში ჰქონდათ გასინჯული მარიხუანა. ამავე ასაკში გაუსინჯავს ინჰალანტები გამოკითხულთა 0.7 პროცენტს. დანარჩენი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას, ძირითადად, 15 წლის ასაკში და უფრო გვიან იწყებენ.

რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალებების პირველად მოხმარების სტუდენტ გოგონებში, მათ 0.7 პროცენტს `12-14` წლის ასაკში გასინჯული აქვს მარიხუანა, ხოლო 15 წლის ასაკის შემდეგ - ტრამალი, კოდეინის შემცველი აბები.

აღსანიშნავია, რომ იმ პირთა 95 პროცენტი, რომელსაც რაიმენაირად მოუხმარია ნარკოტიკი, თამბაქოს რეგულარული მომხმარებელია. ამასთან, ამ პირობებში გაცილებით მაღალია ყოველდღიურად მოხმარებული სიგარეტის რაოდენობა: ასეთთა 50 პროცენტი დღეში 20 ცალ სიგარეტზე მეტს ეწევა, ხოლო 33.3 პროცენტი დღეში - `11-20` ღერს. ეს მაშინ, როცა ვაჟთა საერთო პოპულაციაში მხოლოდ 13 პროცენტი მოიხმარს დღეში 20 ღერ სიგარეტს და მეტს, 19 პროცენტი - `11-20` ღერს. მარიხუანის რეგულარულად და ხშირად მომხმარებელი ვაჟების 50 პროცენტი თამბაქოს მოწევას 14 წლის ასაკამდე იწყებს;. 22,2 პროცენტი - 11 წლამდე, 27,8 პროცენტი - `12-14` წლის შუალედში, დანარჩენები სიგარეტს, ძირითადად, 15 წლის ზევით ეწევიან.

ამგვარად, თამბაქო და ნარკოტიკების მოხმარება ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. სპეციალისტებისთვის ეს მნიშვნელოვანი სიგნალი უნდა იყოს. შესაბამისად, თამბაქოს მოხმარების პრევენცია, გარკვეულწილად, ნარკომანიის პროფილაქტიკასაც გულისხმობს.

საინეტერსოა ის მონაცმები, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების გავრცელებაზე მიუთითებს. გამოკითხულ ვაჟთა 41.6 პროცენტი აღნიშნავს, რომ მათი რამდენიმე პირადი ნაცნობი ეწევა მარიხუანას, იგივეს აკეთებს 17.5 პროცენტის პირადი ნაცნობების უმრავლესობა; 24.7 პროცენტი აღნიშნავს, რომ მათი რამდენიმე ნაცნობი მოიხმარს ჰეროინს, 20.7 პროცენტი მიუთითებს ტრამალის მომხმარებაზე, 11 პროცენტი - ექსტაზის, ხოლო 11 პროცენტი - სტიმულატორების მოხმარებაზე. გოგონათა 17,9 პროცენტის თვალთახედვით, მათი ნაცნობებიდან მხოლოდ რამდენიმე ეწევა მარიხუანას, 1,9 პროცენტი თვლის, რომ - ნაცნობთა უმეტესობა.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ ახალგაზრდების დიდი ნაწილს არა აქვს უარყოფითი შეხედულება ნარკოტიკის მოხმარების მიმართ. ვაჟთა - მხოლოდ 50 და გოგონათა 80 პროცენტს მიაჩნია, რომ გაკიცხავდა იმ ხალხს, ვინც მარიხუანას მოიხმარს; ვაჟების 71 პროცენტი და გოგონების 83.5 პროცენტი გაკიცხავდა მხოლოდ ჰეროინისა და სხვა მძიმე ნარკოტიკების მოხმარებას. ეს ყველაფერი ხაზს უსვამს იმას, რომ აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების გააქტიურება.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს დღესაც არ გააჩნია საქართველოში ნარკოტიკების მომხმარებელთა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულთა ზუსტი ციფრი, თუმცა მუშაობა დღესაც გრძელდება. 2003 წლის ბოლოსთვის საინფორმაციო ბანკში დაფიქსირებულია 20259 პირი, მათ შორის - 14152 მომხმარებელი, 6107 - ნარკოტიკებზე დამოკიდებული. მოცემული ციფრი, რა თქმა უნდა, შორს დგას რეალობისგან. საერთოდ, ასეთი სხვაობა მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის არის დამახასიათებელი, მაგრამ საქართველოში სწორედ უწყებათა შორის არაკოორდინირებული მუშაობის შედეგია ის, რომ რეალობა ციფრებს საერთოდ არ მიესადაგება. ექსპერტული მონაცემებით, საქართველოში ნარკოტიკს 150 ათასზე მეტი ადამიანი მოიხმარს, მათ შორის, 50 ათასი ნარკოტიკების - ძირითადად ოპიოიდების, ინექციური გზით მოხმარებელია. `1992-2003` წლებში, ოფიციალური მონაცემებით, ნარკოლოგიის სამეცნიერი კვლევით ინსტიტუტში რეგისტრირებულთა, საშუალოდ, 20 პროცენტი მოიხმარს სხვადსხვა ნარკოტიკულ საშუალებებს, 25 პროცენტი - მარიხუანას და 55 პროცენტი - ოპიოიდებს. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლების რაოდენობა 1992 წლიდან ნელ-ნელა იკლებს და 2003 წლისთვის ეს კატეგორია მხოლოდ 10 პროცენტს შეადგენს. სამაგიეროდ, 20-იდან 30 პროცენტამდე იზრდება მარიხუანას მომხმარებელთა რიცხვი, 50-იდან 60 პროცენტამდე - ოპიოიდების მოხმარებელთა რაოდენობა (2001 წელს 70 პროცენტი დაფიქსირდა).

აღსანიშნავია, რომ `1997-1999` წლებში ნარკოსიტუაციის გარკვეული სტაბილიზება აღინიშნა. მაგრამ, ჯანდაცვისა და ძალოვან უწყებათა ხელთ არსებული საშუალებები არასაკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ წინ აღდგომოდა ქვეყანაში ისეთი მძლავრი ნარკოგენული პოტენციალის მქონე პრეპარატის შემოსავლასა და გავრცელებას, როგორიცაა ჰეროინი. 80-იანი წლებიდან საქართველოში, ძირითადად, მოიხმარებოდა ე.წ. ნედლი ოპიუმისგან (შედარებით ნაკლებად - ყაყაჩოს ნამიჯისგან) დამზადებული ნაყენი. მოხმარების ძირითად გზას წარმოადგნედა ინტრავენური ინექციები. `1997-1998` წლებში ქვეყანაში გაჩნდა ჰეროინი, რომელმაც, მიუხედავად ძალზე მაღალი ღირებულებისა (1 გრ - საშუალოდ, 200 აშშ დოლარი), სწარფი ტემპით იწყო გავრცელება. 2001 წელს ამ ნარკოტიკის მოხმარებამ პიკს მიაღწია. ზოგადი მდგომარეობა ასეთია,: ოპიუმი - 1997 წელს დაფიქსირებულია 88 პროცენტი მომხმარებლი, 1999 წელს - 70 პროცენტი, 2001 წელს - 40 პროცენტი, 2003 წელს - 50 პროცენტი; ჰეროინი - 1997 წელს დაფიქსირებულია 5 პროცენტი მომხმარებელი, 1999 წელი - 20 პროცენტი, 2001 წელი - 60 პროცენტი, 2003 წელი - 30 პროცენტი; პერორალური ოპიოიდები - 1997 წელს დაფიქსირებულია 5 პროცენტი მომხმარებელი, 1999 წელი - 1 პროცენტი, 2001 წელი - 2 პროცენტი, 2003 წელი - 11 პროცენტი; სხვადასხვა ინექციური ოპიოიდები - 1997 წელს დაფიქსირებულია 5 პროცენტი მომხმარებელი, 1999 წელი 2 პროცენტი, 2001 წელი - 2 პროცენტი, 2003 წელი - 5 პროცენტი.

უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა აგონისტ-ანტაგონისტ სუბუტექსის ბოროტად მოხმარება. აღნიშნული პრეპარატი საქართველოს ჯანდაცვის ქსელში რეგისტრირებული არ არის და მისი შემოტანა ქვეყენაში არალეგალურად ხდება. მიუხედავად სუბუტექსის უაღრესად მაღალი ღირებულებისა შავ ბაზარზე (ერთი 8 მგ-იანი აბის ღირებულება `150-200` აშშ დოლარი), ამ პრეპარატს "მომხმარებლები" ჰყავს - ძირითადად, სოციალურად უზრუნველყოფილი ფენის წარმომადგენლები. სუბუტექსს საქართველოში მოიხმარენ როგორც პერორალურად, ისე - ინექციური გზით.

2003 წელს საქართველოში მოხმარებად ნარკოტიკულ საშუალებების სპექტრს დაემატა ე.წ. კულინარული მიზნებისთვის ქვეყანაში უხვად შემოტანილი ყაყაჩოს თესლი, რომელიც, ბუნებრივად თუ ხელოვნურად (საკითხი ბოლომდე დღემდე არ არის გამოკვლეული), იმდენად არის გამდიდრებული ოპიატებით, რომ ქიმიური დამუშავების შედეგად მიიღება ოპიატების საკმაოდ მაღალი შემცველობის ხსნარი, რომელსაც ინტრავენული ინექციების გზით იყენებენ. აღსანიშნავია, რომ ქიმიური დამუშავებისას გამოიყენება მეტად ტოქსიკური ნივთიერებები, რაც, ძლიერი ნარკოგენული ეფექტის გარდა, ხასიათდება ორგანიზმსა და ტვინზე მეტად საზიანო ეფექტებით. ამიტომაც, ექსპერტების დასკვნებით, ყაყაჩოს თესლის დამუშავება და მოხმარება ზრდის შიდსის ინფექციის გავრცელების საშიშროებასაც.

საქართველო არ არის ნარკოტიკების მწარმოებელი ქვეყანა და ნარკოტიკული საშუალებების აბსოლუტური უმრავლესობა აქ კონტრაბანდული გზით შემოდის. შავ ბაზარზე, ძირითადად, ბრუნავს ჰეროინი, ოპიუმი, მარიხუანა, მეტადონი, სუბუტექსი და სხვა.

ექსპერტები საქართველოს განიხილავენ, როგორც ნარკოტიკების სატრანზიტო ქვეყანას, ვინაიდან ბოლო წლებში ნარკოტიკების ტრანზიტის ბალკანეთისა თუ სხვა მარშრუტებთან ერთად კრიმინალური დაჯგუფებები ეძებენ ახალ გზებს, რომელთა შორის ერთ-ერთი პრიორიტეტულია კავკასიის მარშრუტი. ამ მარშრუტის ჩამოყალიბების შემთხვევაში მოსალოდნელია, მან გაიაროს აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს ტერიტორიებზე და არსებობს საშიშროება, აზიიდან ევროპაში ნარკოტიკების გადაზიდვის სტაბილურ მარშრუტად გადაიქცეს.

ქვეყნის შიდა ბაზრისათვის დამახასიათებელია ე.წ. "ბარიგობის" ინსტიტუტი: ნარკოგამსაღებელს შემოაქვს ნარკოტიკების დიდი თუ საშუალო პარტია (ძირითადად, მარიხუანა, ოპიუმი, ჰეროინი. რაც შეეხება მეტადონსა და სუბუტექსს, ისინი მწარმოებელი ქვეყნებიდან წამლის ფორმით, სხვადასხვა ოდენობებით შემოდის), და გასასაღებლად ანაწილებს, როგორც მომხმარებლებში, ისე წვრილ "ბარიგებში". რეალიზაცია ხორციელდება უაღრესად კონსპირაციული ფორმით, ძირითადად, ნაცნობთა ქსელის საშუალებით. საქართველოში არ არსებობს ქუჩაში რეალიზაციის პრაქტიკა. ხშირად შემომტანისა და რეალიზატორის როლში თავად მომხმარებელი გვევლინება.

ნარკოტიკულ საშუალებათა ფასების სურათი ასეთია: შავ ბაზარზე 1 გრ. ჰეროინის ფასი მერყეობს 100- იდან 350 აშშ დოლარამდე, 1 გრ. ოპიუმისა - `20-25` აშშ დოლარამდე, 1 ამპულა მორფინისა - `5-7` აშშ დოლარამდე, ერთი 8 მგ-იანი სუბუტექსისა - `150-200` აშშ დოლარამდე, 5 გრ. მარიხუანასი - `7-9` აშშ დოლარამდე და ა.შ.

არაერთხელ თქმულა და ამას მსოფლიო პრაქტიკაშიც შეხვდებით, რომ ნარკობიზნესში თავად ძალოვანებიც არიან ჩართულნი. ნებისმიერ შემთხვევაში, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში სამართალდამცველები ნამდვილად ვერ დაიკვეხნიან წარმატებული მუშაობით ნარკობიზნესის წინააღდეგ. ნარკოტიკული საშუალებების ამოღებისა და განადგურების კუთხით, მდგომარეობა ასეთია: 1994 წელი - 0 კილოგრამი ჰერონი, 8 გრამი ოპიუმი, 2.64 ტონა მარიხუანა; 1995 წელი - (შესაბამისად - ჰეროინი/კილოგრამი, ოპიუმი/გრამი, მარიხუანა/ტონა) - 0, 10, 2.32; 1996 წელი - 0.31, 7.4, 19.03; 1997 წელი - 1.064, 8.3, 14.29; 1998 წელი - 0.915, 16, 31.33; 1999 წელი - 2.291, 14.7, 32.26; 2000 წელი - 4.99, 6.629, 43.98; 2001 წელი - 5.519, 1.69, 31.56; 2002 წელი - 3.353, 1.206, 112.56; 2003 წელი - 3, 8.4, 42.4.

არანაკლებ შემზარავია ციფრები, რომელიც მეტყველებს ნარკოტიკების მოხმარებასა და ნარკოტიკებით ვაჭრობაზე: 1993 წლიდან 2003 წლამდე, ამ კუთხით, დანაშაულების რიცხვმა 871-იდან 1945-მდე იმატა, მათ შორის, მძიმე დანაშაული 1993 წელს 107-ჯერ მოხდა, 2003 წელს - 870-ჯერ.

პროექტის ფარგლებში, შემუშავდა რეკომენდაციებიც. იმისათვის, რომ საქართველოში ნარკოვითარება შედარებით გამოკეთდეს, ევროკავშირი, გაერ-ო და პროექტში ჩართული ექსპერტები გვირჩევენ:

1. შეიქმნას ქვეყნის პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრს ან უშიშროების საბჭოს დაქვემდებარებული სამთავრობო ერთეული, რომელიც მიზანმიმართულად შეუწყობს ხელს ანტინარკოტიკული პოლიტიკის შემუშავებასა და გატარებას. ამავე დროს შეითავსებს უწყებათშორისი კოორდინაციისა და კონტროლის ფუნქციას.

2. შემუშავდეს დარგში ისეთი დაბალანსებული, მულტიდისციპლინარული, თანამედროვე სტრატეგიული მიდგომა, რომელიც ახალ კანონმდებლობას დაეფუძნება და გასულ წლებში შექმნილი ეროვნული პროგრამების გამოცდილებას გაითვალისწინებს.

3. ახალ მიდგომაზე დაფუძნებული ისეთი ეროვნული სტრატეგიული გეგმის შემუშავება, რომელიც თავის თავში მოიცავს, როგორც საჭიროებათა შეფასებისა და საკვანძო სუბიექტების გათვალისწინების საფუძველზე გაკეთებულ პროგრამას, ასევე, მისი რეალისტურად განხორციელების პოტენციალსა და მონიტორინგის შეფასებით რეალურ სიტუაციაზე ზეგავლენის გაზომვის შესაძლებლობას.

4. უმოკლეს ვადაში აღსრულდეს საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება სააქციო საზოგადოება ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სუბიექტად რეორგანიზების თაობაზე, რათა შესაძლებელი გახდეს ნარკოლოგიის დარგში მომუშავე სამედიცინო დაწესებულებებისათვის შესაბამისი მეთოდური დახმარების გაწევა, მათი ფუნქციონირების ეფექტურობის მონიტორინგი და ქვეყნის ნარკოვითარების შესაფება.

5. უმოკლეს ვადაში მოხდეს ნარკოტიკებზე ინფორმაციის საკოორდინაციო სამსახურის ინსტიტუციონალიზაცია; ამავდროულად, ყველა სამინისტრომ, უწყებამ და კერძო სტრუქტურამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, მათი კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში, ნარკოვითარების შესახებ ინფორმაციის მოპოვებაზე ევროპული სტანდარტების შესაბამისი ფორმით, რათა მოპოვებული ინფორმაცია ვარგისი იყოს შემდგომი დამუშავებისა და შედარებითი ანალიზისათვის.

6. შეძლებისდაგვარად, მოხდეს ნარკომანიის პრობლემებზე მომუშავე ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის კოორდინაცია, რათა მიზნობრივად დაიგეგმოს ქვეყანაში პრობლემის დაძლევაზე მიმართული სტრატეგია და მოხდეს მისი აღსრულების ხელშეწყობა.

7. ყველა სამინისტრო მონაწილეობდეს ნარკომანიასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაში; საჭიროა, თითოეულ სამინისტროში ჩამოყალიბდეს ნარკომანიის პრევენციაზე პასუხისმგებელი სპეციალური სტრუქტურა; საჭიროა ყველა ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურა ითვალისწინებდეს ნარკომანიასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამას საკუთარი მართვის სტრატეგიისა და ტაქტიკის განსაზღვრისას.



ყველაფერს მოევლება, რუსეთსაც და სხვა მტრებსაც !
ნარკომანია არის ერის ყველაზე დიდი მტერი !
წარმოიდგინეთ, 3 მილიონია და აქედან 150 000 ნარკომანი ???? 5% მოსახლეობის ?!
ერის საუკეთესო ნაწილის, ახალგაზრდებზე მოდის ?!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_Anonymous_*
პოსტი 24.05.2004, 19:32
პოსტი #2





Guests






ერთხელ ვჭამე ჰაშიში. ვაღიარებ.
მეორედ არ მქონია სურვილი ახლოს გაკარებისიც კი
მაგრამ მაშინ ჰაშიში რომ ვჭამე, მეგონა ჰალვა.
ასეტი უცნაური რამ დამემართა.
მარეჰუანა არ მომიწევია არასოდეს იმიტომრომ სიგარეტს ვერ ვიტან თვალის დასანახად.
Go to the top of the page
 
+Quote Post
kikila
პოსტი 24.05.2004, 19:54
პოსტი #3


Advanced Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 750
რეგისტრ.: 15.04.04
მდებარ.: thebe
წევრი № 1,958



გზა ნარკოტიკების მოხმარების შემცირების არის მისი ნაწილობრივი ლეგალიზაცია.
"ევროპული" სტანდარტების ათვისების რეკომენდაციას რო გვაძლევენ, პირველი ევროპული პრინციპი ნარკომანიის პრევენციის არის მისი ლეგალურ და კონტოლირებად ჩარჩოებში მოქცევა და არა "ძაღლების" ფულის საკეთებელ ცეხად ქცევა. სუბუტექსი და მეტადონი ევროპაში სამკურნალო საშუალებებია "ლომკის"მოსახსნელად და უფასოდ უკეთებენ ნარკომანებს თუ ისინი სურვილს გამოთქვამენ და ხდებიან სპეციალური პროექტების მონაწილენი, რომელიც მოიცავს "ნეედლე ექსჩეინჯს", კონსულტაციებს, ფსიქოლოგიურ დახმარებას და ასე შემდეგ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
AMANDA!
პოსტი 24.05.2004, 20:37
პოსტი #4


AMANDA!


ჯგუფი: საძაგლები
პოსტები: 46,364
რეგისტრ.: 27.11.03
მდებარ.: Stockholm, Sweden
წევრი № 1,148



თუ დაღუპავს საქართველოს ეგ დაღუპავს!
იმ რუსს რა უთხარი.
რუსიკიკაცია რომ არ გამოუვიდა,
ნარკომანიზაცია კი გამოსდის ახვარს.


--------------------
Иванишвили подпутинское ничтожество!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Drug_Dependence
პოსტი 2.06.2006, 20:52
პოსტი #5


Newcomer


ჯგუფი: Newbie
პოსტები: 17
რეგისტრ.: 2.06.06
წევრი № 7,323



ძალიან მინდა გავესაუბრო ყოფილ ან ახლანდელ ნარკომანს, რაღაც ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ თუ იცნობთ ასეთ პიროვნებას დამიკავშირდით პმ-ში, ანონიმურობა გარანტირებულია, გთხოვთ რაღაც ღონისძიება ეწყობა ნარკომანიის წინააღმდეგ და იქნებ დამეხმაროთ? წინასწარ დიდი მადლობა ყველას!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Le-1
პოსტი 2.06.2006, 21:01
პოსტი #6


R U still down?


ჯგუფი: Member
პოსტები: 1,696
რეგისტრ.: 6.12.05
მდებარ.: Georgia, Tbilisi
წევრი № 6,273



QUOTE(Drug_Dependence @ 2.06.2006, 20:52)
ძალიან მინდა გავესაუბრო ყოფილ ან ახლანდელ ნარკომანს, რაღაც ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ თუ იცნობთ ასეთ პიროვნებას დამიკავშირდით პმ-ში, ანონიმურობა გარანტირებულია, გთხოვთ რაღაც ღონისძიება ეწყობა ნარკომანიის წინააღმდეგ და იქნებ დამეხმაროთ? წინასწარ დიდი მადლობა ყველას!
[right][snapback]372094[/snapback][/right]

მე ვარ აგერ და მკითხე რაც გინდა lool.gif


--------------------
(ვ)არსებობ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Insane
პოსტი 2.06.2006, 21:03
პოსტი #7


Людина Людини вовк


ჯგუფი: Member
პოსტები: 2,779
რეგისტრ.: 28.02.06
მდებარ.: Україна,Київ, Пр. Повітрофлотський

წევრი № 6,702



QUOTE(Drug_Dependence @ 2.06.2006, 20:52)
ძალიან მინდა გავესაუბრო ყოფილ ან ახლანდელ ნარკომანს, რაღაც ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ თუ იცნობთ ასეთ პიროვნებას დამიკავშირდით პმ-ში, ანონიმურობა გარანტირებულია, გთხოვთ რაღაც ღონისძიება ეწყობა ნარკომანიის წინააღმდეგ და იქნებ დამეხმაროთ? წინასწარ დიდი მადლობა ყველას!
[right][snapback]372094[/snapback][/right]



რა საიზღარი ავატარია
რა დროს ნარკომანიაა კაცო! ბოლო ზარია smile.gif


--------------------
user posted imageuser posted image
Go to the top of the page
 
+Quote Post
Le-1
პოსტი 2.06.2006, 21:04
პოსტი #8


R U still down?


ჯგუფი: Member
პოსტები: 1,696
რეგისტრ.: 6.12.05
მდებარ.: Georgia, Tbilisi
წევრი № 6,273



QUOTE(Insane @ 2.06.2006, 21:03)
რა საიზღარი ავატარია
რა დროს ნარკომანიაა კაცო! ბოლო ზარია smile.gif
[right][snapback]372101[/snapback][/right]

biggrin.gif ხოო ისე ა?


--------------------
(ვ)არსებობ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Drug_Dependence
პოსტი 4.06.2006, 0:06
პოსტი #9


Newcomer


ჯგუფი: Newbie
პოსტები: 17
რეგისტრ.: 2.06.06
წევრი № 7,323



გთხოვთ რა, გამოკვლევას ვაპირებ ნარკოტიკის დამოკიდებულებაზე ადრენალინზე და დამიკავშირდით რა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
lolla
პოსტი 4.06.2006, 15:30
პოსტი #10


Junior Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 291
რეგისტრ.: 7.04.06
წევრი № 6,949



QUOTE(Drug_Dependence @ 2.06.2006, 21:52)
ძალიან მინდა გავესაუბრო ყოფილ ან ახლანდელ ნარკომანს, რაღაც ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ თუ იცნობთ ასეთ პიროვნებას დამიკავშირდით პმ-ში, ანონიმურობა გარანტირებულია, გთხოვთ რაღაც ღონისძიება ეწყობა ნარკომანიის წინააღმდეგ და იქნებ დამეხმაროთ? წინასწარ დიდი მადლობა ყველას!
[right][snapback]372094[/snapback][/right]

sad.gif sad.gif სავსებით სეტიოზულად!

აუცილებლივ უნდა ჩაეწერო, პროგრამაზე.
ამითი გაგიადვილდება შენი თავის დანახვა, სხვის მაგალითზე და სტიმული მოგეცემა, ხელში აიყვანო თავი.
შანსი მოგეცემა, ეცადო მდგომარეობის გაუმჯობესებას და მოაღწევ კიდეც სასურველ შედეგს, თუკი ცდუნებას გაუძლებ!
რისთვისაც აუცილებელია მონდომება, საოცრად დიდი ნებისყოფა, ძლიერი სული, ახლობელთა თანადგომა და გაგება!!! smile.gif

smile.gif smile.gif გისურვებ წარმატებას!!! smile.gif


--------------------
YOU ARE THE BEST!!!
SMILE, AND WALK A WAY!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
noodles
პოსტი 4.06.2006, 15:37
პოსტი #11


Advanced Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 6,080
რეგისტრ.: 24.12.02
წევრი № 88



ლოლლა, მე როგორც გავიგე ეს კაცი კი არ არის ნარკომანი არამედ გამოკვლევას აკეთებს! ჰოდა ნუ გაგზავნი ახლა პროგრამაზე ჩასაწერად

ეეეჰ, რატომ არა ვარ ნარკომანი, მოგწერდი აუცილებლად. ისე კი ადრენალინი სულ აწეული მაქვს. როგორც კი ტკბილს შევჭამ ეგრევე ტვინში რაღაც ეიფორია მეწყება. ვაითუ პოტენციური ნარკომანი ვარ და არ ვიცი, ა? unsure.gif გავაგრძელო ტკბილის ჭამა ჯობია მგონი არა?


QUOTE(lolla @ 4.06.2006, 11:30)
sad.gif  sad.gif  სავსებით სეტიოზულად! 

აუცილებლივ უნდა ჩაეწერო, პროგრამაზე.
ამითი გაგიადვილდება შენი თავის დანახვა, სხვის მაგალითზე და სტიმული მოგეცემა, ხელში აიყვანო თავი.
შანსი მოგეცემა, ეცადო მდგომარეობის გაუმჯობესებას და მოაღწევ კიდეც სასურველ შედეგს, თუკი ცდუნებას გაუძლებ!
რისთვისაც აუცილებელია მონდომება, საოცრად დიდი ნებისყოფა, ძლიერი სული,  ახლობელთა თანადგომა და გაგება!!! smile.gif

smile.gif  smile.gif  გისურვებ წარმატებას!!! smile.gif
[right][snapback]373966[/snapback][/right]

Go to the top of the page
 
+Quote Post
lolla
პოსტი 4.06.2006, 15:51
პოსტი #12


Junior Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 291
რეგისტრ.: 7.04.06
წევრი № 6,949



QUOTE(noodles @ 4.06.2006, 16:37)
როგორც კი ტკბილს შევჭამ ეგრევე ტვინში რაღაც ეიფორია მეწყება. ვაითუ პოტენციური ნარკომანი ვარ და არ ვიცი, ა?  unsure.gif  გავაგრძელო ტკბილის ჭამა ჯობია მგონი არა?
[right][snapback]373970[/snapback][/right]


შაქარზე ჩაგიტარებია ანალიზი? სერიოზულად!

პ.ს. ცნობილია, ნარკომანები ძალიან ძნელად აღიარებენ! თუ აღიარეს, ამ შემთხვევაში შველას ( დახმარებას ), ითხოვენ და გვერდით დგომა ესაჭიროებათ. sad.gif
არც მე ვარ, მაგრამ მქონია შეხება და სასურველი შედეგებით, მართლაც რომ კმაყოფილი ვარ! smile.gif
ღმერთო, ყველას მიეცი ძალა!!! smile.gif


--------------------
YOU ARE THE BEST!!!
SMILE, AND WALK A WAY!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
noodles
პოსტი 4.06.2006, 16:11
პოსტი #13


Advanced Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 6,080
რეგისტრ.: 24.12.02
წევრი № 88



ეეეეჰ ლოლლა ლოლლა, გმადლობთ ზრუნვისთვის ძვირფასო. დიაბეტიანი არ ვარ არრრააააა. ისე, ხანდახან ვიგემრიელებ ხოლმე პირს შოკოლადითადა თაფლით tongue.gif


QUOTE(lolla @ 4.06.2006, 11:51)
შაქარზე ჩაგიტარებია ანალიზი? სერიოზულად!

პ.ს. ცნობილია, ნარკომანები ძალიან ძნელად აღიარებენ!  თუ აღიარეს, ამ შემთხვევაში შველას ( დახმარებას ), ითხოვენ და გვერდით დგომა ესაჭიროებათ. sad.gif
არც მე ვარ, მაგრამ მქონია შეხება და სასურველი შედეგებით, მართლაც რომ კმაყოფილი ვარ! smile.gif
ღმერთო, ყველას მიეცი ძალა!!! smile.gif
[right][snapback]373976[/snapback][/right]

Go to the top of the page
 
+Quote Post
Drug_Dependence
პოსტი 5.06.2006, 17:07
პოსტი #14


Newcomer


ჯგუფი: Newbie
პოსტები: 17
რეგისტრ.: 2.06.06
წევრი № 7,323



ხალხნო ნარკომანი ნამდვილად არ ვარ უბრალოდ მინდა მათ დავეხმარო!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Marfa
პოსტი 5.06.2006, 17:10
პოსტი #15


I'll follow the sun


ჯგუფი: საძაგლები
პოსტები: 12,579
რეგისტრ.: 19.05.05
მდებარ.: love house
წევრი № 5,006



QUOTE(Drug_Dependence @ 5.06.2006, 17:07)
ხალხნო ნარკომანი ნამდვილად არ ვარ უბრალოდ მინდა მათ დავეხმარო!
[right][snapback]374638[/snapback][/right]

ტი ნე აძინ rolleyes.gif


ისე, რა გაინტერესებს?


--------------------
მიეცით ხალხს შესაძლებლობა, იცოდეს ფაქტები და ქვეყანა უსაფრთხო იქნება..
ა. ლინკოლნი


გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მიადგნენ, ხმა არ ამომიღია, რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ. ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ. პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ, კათოლიკეებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ.
შემდეგ მე მომადგნენ... და აღარავინ იყო დარჩენილი რომ ხმა ამოეღო..
Go to the top of the page
 
+Quote Post

6 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24.10.2014 - 20:18