IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

9 გვერდი V  < 1 2 3 4 5 > »   ( პირველ წაუკითხავ პოსტზე გადასვლა )
Reply to this topicStart new topic
კორუფცია საქართველოში
gigola
პოსტი 7.06.2005, 12:42
პოსტი #31


Advanced Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 898
რეგისტრ.: 12.05.04
წევრი № 2,143



დიდი პრივატიზაცია დაწყებულია – საქართველოს ხელისუფლებას მალე ყველა სახელმწიფო ობიექტი "შემოეყიდება"

user posted image

საქართველოში დღეები უკვე ემსგავსება ერთმანეთს. ეს, ცივილზებულ ქვეყანაში, შესაძლოა, მისასალმებელიც იყოს და იმაზე მოწმობდეს, რომ ქვეყანა ნორმალურ რელსებზე გადადის, თუმცა საქართველოს შემთხვევა განსხვავებული გახლავთ – აქ ყოველი დღე ერთმანეთს “პატარ-პატარა სიგიჟეებით” ემსგავსება – ხან პრეზიდენტია ამ მხრივ ყურადღების ცენტრში, როცა 16 წლის ბავშვებს ბუჩქებისკენ მიუთითებს, ხან პრემიერი ნოღაიდელი, რომელსაც სახე მხოლოდ პოსტაბაშიძეულ აჭარაში შესვლისას, ან ტიმოშენკოს გვერდით ყოფნის დროს უნათდება ხოლმე, ხან მერი ჭიაბერაშვილი, რომელმაც, როგორც ჩანს, თავსხმა წვიმაში კედლების ღებვის ახალი ტექნოლოგიები დაამუშავა, ხან – პარლამენტი, რომელიც სასაზღვრო ზოლის გაყიდვა- არგაყიდვის ბედს პირადი ურთიერთობების საფუძველზე წყვეტს, ხან “დემოკრატიის ჯიხურად” ქცეული პატარა ტელევიზია, რომელიც ჟვანიას მკვლელობის საკითხის ირგვლივ ჯერ ჟურნალისტურ სითამამეს სჩადის, შემდეგ კი – შოუს შოუზე აწყობს და ამ ჟურნალისტურ სიმამაცეს ცხვირში ამოადენს საზოგადოებას...

მოკლედ საქართველოში დღეს ყოველი დღე ერთნაირად “მხიარულია” და ამ “ერთგვაროვნების” გამო, უკვე უინტერესოც.

ამასობაში კი ქვეყანაში დიდი პრივატიზაცია იწყება და უფრო დიდი – სამომავლოდ იგეგმება.

ამ ეტაპზე გასაყიდად ცნობილი გიგანტები (ქართული მასშტაბებით, რა თქმა უნდა) –”მადნეული”, “რუსთავის მეტალურგიული კომბინატი”, ვაგონშემკეთებელი ქარხანა” და “ეროვნული ზარაფხანა” გამოვიდა. მათთან ერთად სავარაუდო ინვესტორებს უკვე შესთავაზეს ბათუმის "ნავთობბაზა" და რუსთავის "აზოტი". უკვე დასრულდა მათ უმეტესობაზე ინტერესთა გამოხატულებების დაფიქსირებაც (საერთოდ, კონკრეტულად რა ფორმით იყიდება ხოლმე საქართველოში ბოლო დროს ამ ტიპის საწარმოები, ისევ და ისევ უცნობი რჩება – მიუხედავად ათასგვარი წინასწარი პროცედურებისა, საბოლოოდ ყველაფერი ობიექტის “პირდაპირი მიყიდვის წესით” – გაყიდვით სრულდება ხოლმე. თუმცა, ამაზე სხვა დროს...) რაც შეეხება თავად ობიექტებს და მათ სავარაუდო მყიდველებს:

სს "მადნეული

სს “მადნეულით“ დაინტერესებულთა რაოდენობა და მსურველთა გეოგრაფიული არეალი მართლაც შთამბეჭდავია. ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, კანადა, შვეიცარია, ვირჯინიის კუნძულები, ავსტრია, რუსეთი, დუბაი – ეს მხოლოდ ნაწილია იმ ქვეყნებისა, საიდანაც ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში, “მადნეულით“ დაინტერესებული კომპანიებისგან წერილები მიიღო. 21 მსურველ კომპანიას შორის ვინ გახდება რჩეული, როგორც სამინისტროში აცხადებენ, ეს მაქსიმუმ ორ თვეში გახდება ცნობილი. სავარაუდოდ, შემოდგომაზე სს “მადნეულს“ უკვე ახალი მესაკუთრე ეყოლება.

სს “მადნეულზე“ ინტერესის გმომხატველი განაცხადების მიღების ვადა 31 მაისს, გვიან საღამოს ამოიწურა. მეორე დღესვე ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ კახა დამენიამ წარმოდგენილი წინადადებები საჯაროდ გახსნა და მსურველი კომპანიების ვინაობაც დაასახელა. თუმცა, თუ რას და რამდენს სთავაზობს თითოეული მათგანი სახელმწიფოს “მადნეულის“ სანაცვლოდ, ეს ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება. კახა დამენიას თქმით, წარმოდგენილი წინადადების დეტალური შინაარსი ჟურნალისტებისთვის, ისევე როგორც საზოგადოების თითოეული წევრისთვის, ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება. ერთი რამ ამ ეტაპზე უკვე ცნობილია – სს “მადნეული“ აუცილებლად კონკურსის ფორმით გაიყიდება.

კახა დამენიას განმარტებით, მყიდველის შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება მის მიერ შეთავაზებულ ფასს, გარემოსდაცვითი ღონისძიებების ჩამონათვალს და საწარმოს განვითარებისათვის ინვესტიციების მოცულობას მიექცევა.

“მადნეულის” ყიდვით დაინტერესებული კომპანიებისა თუ ფიზიკური პირების გრძელი ნუსხა კი ასე გამოიყურება: “რისორსის ქეფითალ ფანდს” (ავსტრალია), “ლიუინ ჰოლდინგს” (ბაჰამა), “ევრაზიან მაინინგ კორპორეიშენ” (ბრიტანეთი- კოლუმბია), “ჰორსტ ვიზინგერ კონსალტინგ” (ავსტრია), “არმენიან კოპერ პროგრამ” (სომხეთი), “ორეზონ რისორსის ინკორფორეიტედი” (კანადა), “ბოლნისი გოლდ ენ ელ” (საქართველო), “დევიდ ჯეო სიმენი” (ბაჰამა), “ჩენგიზ გრუპ ეტი ბაკარ ა.ს” (თურქეთი), “ლონდონ ინტერნეიშენალ ბანკ” (დიდი ბრიტანეთი), “კაზრეთი მაინინგ” (საქართველო), “სტენტონ ექუითიზ კორპორეიშენ” (ვირჯინიის კუნძულები), “დენო” (შვეიცარია), “რუსინკორი” (რუსეთი), “სტენფორდ ინტერნეიშენალ” (აშშ), “რომთრეიდ ლიმითედ” (რუსეთი- შვეიცარია), “ფრანც გროუპ” (დუბაი), “კინგს უეი” (ყირგიზეთი), “ა-ტექ ინდასტრის” (ავსტრია), “იუჟურალზოლოტო” (რუსეთი) და “ჯიენ მენეჯმენტი” (გაერთიანებული სამეფო).

მართალია, გუშინ კახა დამენიამ დაინტერესებული კომპანიების მიერ შემოთავაზებული თანხის დასახელებისგან თავი შეიკავა, მაგრამ როგორც თავად მინისტრმა ლექსო ალექსიშვილმა ამ ორიდე კვირის წინ “მადნეულის” დათვალიერების დროს განაცხადა, საწარმოს გაყიდვიდან ბიუჯეტი, მინიმუმ, `40-50` აშშ დოლარს მიიღებს. მისივე თქმით, დაახლოებით ამ მოცულობის ინვესტიცია სჭირდება “მადნეულს” სრულფასოვანი და გამართული მუშაობისთვის.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სს “მადნეული“ მის ბალანსზე არსებულ 7 აქტივთან ერთად გასაყიდად მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს გამოიტანა. ჯერჯერობით, არც ის არის საბოლოოდ გადაწყვეტილი, საწარმო 7 აქტივთან ერთად გაიყიდება თუ ცალ-ცალკე. როგორც კახა დამენია ამბობს, “ეს დამოკიდებულია შემოთავაზებულ წინადადებებსა და ფასზე. თუკი საწარმოს მთლიანობაში უფრო ძვირად გავყიდით, ვიდრე მისი დაშლით, მაშინ “მადნეულს“ ყველა თავის აქტივთან ერთად გავყიდით.“

ერთიან საპრივატიზაციო პაკეტში შედის: სს “მადნეულის” აქციათა 97,25 პროცენტი (აქციის ნომინალური ღირებულება 1 აშშ დოლარი); შპს “საქართველოს სამთამადნო კომპანია”, შპს “ბელაზკავკაზტრანსსერვისისა” და შპს “ტრანსფეთქმზიდის” `100-100` პროცენტი, შპს “ეკოლოგის” 51 პროცენტი, შპს “კვარციტის”, შპს “ტრანს ჯორჯიან რესორსისა” და შპს “საფეხბურთო კლუბ დინამოს” აქციათა `50-50` პროცენტი. ამ უკანასკნელის გარდა, “მადნეულისთვის” ყველა პროფილური საწარმოა.

რუსთავის მეტალურგიული კომბინატი

“რუსთავის მეტალურგიული კომბინატი” გასაყიდად გამოტანილ ობიექტებს შორის ჯერჯერობით ის ერთადერთი სახელმწიფო საწარმოა, რომელსაც ყველაზე მძიმე ვალდებულები გააჩნია, თუმცა, როგორც გაირკვა, კომბინატის ახალ მესაკუთრეს ამ ვალდებულებების გასტუმრება აღარ მოუწევს. უკვე გადაწყვეტილია, რომ საბიუჯეტო, საგადასახადო, კრედიტორული თუ სხვა სახის დავალიანებების დაფარვა, კომბინატის პრივატიზაციიდან შემოსული თანხებით მოხდება.

თავის დროზე, როცა ქვეყანაში დიდი პრივატიზაციის დაწყების შესახებ ყოფილმა ეკონომიკური განვითარების მინისტრმა კახა ბენდუქიძემ საზოგადოებას საჯაროდ აუწყა და ამაზე გრანდიოზული პრესკონფერენციაც მოაწყო, განაცხადა, რომ ყველა სახელმწიფო საწარმო იმ ვალდებულებებთან ერთად იყიდებოდა, რაც მისი გაყიდვის დროს დაფიქსირდება. ბუნებრივია, ამ სახელმწიფო საწარმოებში მეტალურგიული კომბინატიც იგულისხმებოდა და ის, ერთი შეხედვით, გამონაკლისი ვერ იქნებოდა.

ამ განცხადებებიდან რამდენიმე თვის თავზე ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მეტალურგიული კომბინატის ახალი მესაკუთრე ბოლო თეთრამდე თავისუფალი იქნება ამ საწარმოს მიერ დაგროვილი ყველა დავალიანებისგან. ამ გადაწყვეტილების საფუძვლად ეკონომიკური განვითარების სამინისტროში კომბინატში შექმნილ მძიმე ვითარებას ასახელებენ.

საწარმოში არსებული სურათი მართლაც ძალიან მძიმეა:

სახელმწიფო საწარმოებს შორის სს “რუსთავის მეტალურგიული კომბინატს” დღეისთვის ყველაზე მეტი საბიუჯეტო დავალიანება დაუგროვდა. უკანასკნელი მონაცემებით, ეს ციფრი 117 მილიონ ლარამდე აღწევს. კომბინატს რამდენიმე მხვილი კრედიტორი ჰყავს. მათ შორის არიან “იტერა” და “გაზპრომი”. ამ უკანასკნელის მიმართ მეტალურგიული კომბინატის დავალიანება 10 მილიონ აშშ დოლარს აღემატება. კრედიტორებს შორის არიან ყაზახური კომპანიებიც. სხვადასხვა სოციალური ვალდებულებების სახით, მათ შორის პენსიების და ხელფასების, კომბინატს რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაუგროვდა. სულ ამ საწარმოს კრედიტორული დავალიანება დღევანდელი მდგომარეობით 130 მილიონ აშშ დოლარს აღწევს. სხვათაშორის – კომბინატს 10 მილიონ ლარზე ოდნავ ნაკლები დებიტორული დავალიანებაც გააჩნია, რომლის ამოღების პერსპექტივა ჯერჯერობით გაურკვეველია.

დღეს მეტალურგიულ კომბინატს 700-მდე მუშა-პერსონალი ჰყავს, რომელთა საშუალო თვიური ანაზღაურება `200-300` ლარამდე მერყეობს. ისევე როგორც წინა წლები, გასული წელიც კომბინატმა ზარალით დაასრულა, რომლის მოცულობამ 13 მილიონ ლარს გადააჭარბა. იმ მიზეზით, რომ კომბინატი უკანასკნელი წლების განმავლობაში ზარალიანია, ის ბიუჯეტში სახელმწიფოს კუთვნილ დივიდენდებს არ რიცხავდა.

მეტალურგიული ქარხანა 5 მილიონი კვადრატული მეტრის ფართობზეა განლაგებული და მისი საწესდებო კაპიტალი 125 მილიონ აშშ დოლარს აღწევს.

“აზიის გლობალური შესაძლებლობის ფონდი” - ჰონკონგი, შპს “გლობალ “ტელჰოლდინგი” - დუბაი, კორპორაცია “ინდუსტრიალნი სოიუზ დონბასა” - უკრაინა, “მეტალჯეო” - იტალია, “ესარ გრუპი” - ინდოეთი - თუ ვინ შეიძლება გახდეს ამ ხუთი წარმოდგენილი კომპანიიდან სს. “რუსთავის მეტალურგიული კომბინატის” ახალი მესაკუთრე, ეს დღეს რთული სათქმელია. მითუმეტეს, როცა ეკონომიკური განვითარების სამინისტროში თითოეული კომპანიის მიერ შემოთავაზებული წინადადებების შინაარსს მკაცრად ასაიდუმლოებენ. განაცხადების კონფიდენციალურობას სამინისტროში თავად კომპანიების მოთხოვნით ასაბუთებენ. ვინ რამდენს იხდის კომბინატში და რა მოცულობის ინვესტიციების დაბანდებას აპირებს თითოეული კომპანია? – ჯერჯერობით ამ კითხვებზე პასუხისგან სამინისტროში თავს იკავებენ, თუმცა, 30 მილიონი აშშ დოლარი ის მინიმუმია, რასაც ამ საწარმოს პრივტიზაციიდან ელიან.

ნებისმიერ შემთხვევაში კომბინატის პრივატიზაციიდან შემოსული თანხით, როგორც ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე კახა დამენია ამბობს, პირველ რიგში კომბინატის მიერ დაგროვილი სოციალური და ბიუჯეტის მიმართ წარმოშობილი ვალდებულებები დაიფარება.

ჰონკონგურ, იტალიურ, ინდურ, დუბაისა და უკრაინულ კომპანიებს შორის საბოლოო არჩევანს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო დაახლოებით მომდევნო ორი თვის განმავლობაში გააკეთებს. ძირითადი კრიტერიუმები, რის საფუძველზეც ამ ხუთ კომპანიას შორის ერთი გამარჯვებულად დასახელდება, კახა დამენიას თქმით, შემოთავაზებული ფასი, პირობები და საინვესტიციო წინადადებები იქნება.

სხვათაშორის – რუსთავის მეტალურგიული კომბინატით ამ ორიოდე თვის წინათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინდური მეტალურგიული კომპანია “ლაკში მიტალი” დაინტერესდა, თუმცა, საბოლოოდ, მან ბოლო დროს შესაბამისი განაცხადის შეტანა, რატომღაც, გადიფიქრა.

ვაგონშემკეთებელი ქარხანა

თბილისის ვაგონშემკეთებელი ქარხნის პრივატიზაციის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში სამი კომპანია მონაწილეობს, რომელთაგან ეკონომიკური განვითარების სამინისტრო გამარჯვებულად ერთს დაასახელებს.

როგორც ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ კახა დამენიამ განაცხადა, “ვაგონშემკეთებელი ქარხნის შესყიდვის მიზნით, ერთმანეთს კონკურენციას ამ ეტაპზე შემდეგი კომპანიები – შპს “თ.ჯ. თრეიდი” (საქართველო), ბოიკო (რუსეთი) და შპს “ტრანსლოგისტივი” (საქართველო) უწევენ.

“ვაგონშემკეთებელ ქარხანაზე, ფაქტობრივად, შენელებული აუქციონი მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტორები ფასებს თანდათან ზრდიან,” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ამ კომპანიებს შორის გამარჯვებულს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო უახლოეს მომავალში გამოავლენს.

დამენიას განცხადებით, იგივე პროცესი მიმდინარეობს კომპანია “აზოტზე” და ბათუმის ნავთობობიექტებზე (ნავთობაზა და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა).

“მიმდინარეობს მოლაპარაკებები დაინტერესებულ ინვესტორებთან, ისინი კონკურენციის ნიადაგზე თანდათან ზრდიან შესასყიდ ფასებს, ანუ აუმჯობესებენ საინვესტიციო წინადადებებს,” – განაცხადა დამენიამ.

“თბილისის საიუველირო ქარხანა”

საპრივატიზაციოდ გამოცხადებული “თბილისის საიუველირო ქარხნის” (ზარაფხანა) შეძენის სურვილი, ჯერჯერობით, არც ერთმა კომპანიამ არ გამოთქვა.

როგორც ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ კახა დამენიამ განაცხადა, ზარაფხანის პრივატიზებაზე ინტერესთა გამოხატვის ვადა 31 მაისს ამოიწურა, თუმცა გამოცხადებიდან (29 აპრილი) ამ დღემდე, სამინისტროში არც ერთი საპრივატიზაციო წინადადება არ შესულა.

სახელმწიფო შპს “თბილისის საიუველირი ქარხნის” 100 %-იან წილს ყიდის.

სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოს საწესდებო კაპიტალი 8,1 მლნ ლარია, შენობა-ნაგებობების საერთო ფართი 15,3 ათასი კვადრატული მეტრია.

“თბილისის საიუველირო ქარხანა” ოქროს საიუველირო ნივთებს აწარმოებს, რომელთა რეალიზება ადგილობრივ და რუსეთის ბაზარზე ხდება.

ეს არის დღეისთვის გასაყიდად გამოტანილი ობიექტების ნუსხა. შემოდგომისთვის კი უკვე ინტერესთა გამოხატულებების შესახებ განაცხადების მიღება უკვე ენერგოობიექტებზე დასრულდება. ასე რომ, ზემოთ მოხსენიებული საერთო-სახალხო "მხიარულობების" ფონზე ჩვენს ხელისუფლებას, სავარაუდოდ, ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩენილი სამწარმოების უმეტესობა "შემოეყიდება".

თამარ ხორბალაძე

http://www.kvali.com/kvali/index.asp?stat=388&col=1
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_Tariel_*
პოსტი 12.06.2005, 6:37
პოსტი #32





Guests






ეჰ, კვალს ერთი წელია ვეჩალიჩები, მაგრამ ვერ კითხულობს ჩემი კომპი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
gigola
პოსტი 12.06.2005, 9:44
პოსტი #33


Advanced Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 898
რეგისტრ.: 12.05.04
წევრი № 2,143



QUOTE

On `2005-06`-12 06:37, Tariel wrote:
ეჰ, კვალს ერთი წელია ვეჩალიჩები, მაგრამ ვერ კითხულობს ჩემი კომპი.  


http://www.kvali.com/dictionary/v1/instr_ge.html

აქ შედი. აქაა მაგათი შრიფტი და ჩამოქაჩე.
Go to the top of the page
 
+Quote Post
gragra
პოსტი 15.06.2005, 0:41
პოსტი #34


Advanced Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 11,093
რეგისტრ.: 17.11.04
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 3,399



ყალბი დიპლომის დამზადების ფაქტი

ყალბი დიპლომის დამზადების ფაქტზე დაკავებულია ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ლექტორი ალექსანდრე გუგუციძე რომელიც ამავდროულად საქართველოს მეწარმეთა კავშირის წევრი და ღირსების ორდენის კავალერია.
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად გუგუციძე თანხის გამოძალვის ფაქტზე დააკავეს. ალექსანდრე გუგუციძემ მოქალაქეს ყალბი დიპლომის დამზადებაში 300 ამერიკული დოლარი გამოსძალა.

2005.06.14
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

მესმის რომ დანაშაული ჩაიდინა ამ კიბოიანმა კაცმა, მაგრამ რატომ მაინც და მაინც ეგ საცოდავი აირჩიეს განტევების ვაცად? რა რამაზ ხუროძემ, სტურუამ და სხვებმა არ შეჭამეს მილიონები გეპეიში თუ გიული ალასანაიასთან (პრეზიდენტის დედასთან) ჩოგბურთობანა უშველის ხუროძეს?! სირცხვილი და ამაზრზენია ეს ორმაგი სტანდარტები და შერჩევითი სამართალი!
Go to the top of the page
 
+Quote Post
aoli
პოსტი 15.06.2005, 2:59
პოსტი #35


Advanced Member


ჯგუფი: საძაგლები
პოსტები: 7,491
რეგისტრ.: 8.03.05
მდებარ.: usa
წევრი № 4,504



იმდენი ფაქტებია კორუფციასთან დაკავშირებით, რომ ჩნდება აზრი- კორუბციას კი არ ებრძვიან არამედ ცალკეულ პერსონებს,აქედან დასკვნა, ჩვენი მთავრობა დემაგოგობს , კორუბცია კი მძვინვარებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Bekarion
პოსტი 15.06.2005, 11:23
პოსტი #36


Advanced Member


ჯგუფი: საძაგლები
პოსტები: 1,463
რეგისტრ.: 2.11.04
მდებარ.: თბილისი
წევრი № 3,306



ჯორუფცია არასოდეს არ აღმოიფხვრება დედამიწაზე და ვისაც ამისი სჯერა და იმედი აქვს რომ საქართველოში კორუფცია არ იქნება ან გიჟია ან დებილი და საკუთარ თავს ატყუებს, ან კი უბრალოდ დამპალია - განსაკუთრებით იმათზე საუბარი ვინც ებრძვის კორუფციას სიტყვებით, ხოლო ხელს კი უპრობლემოდ ითბობს.

განტევების ვაცები კი ყოველთვის იქნება, თუმცა რა კრიტერიუმით ირჩევენ ასეთ ხალხს ძალიან საინტერესოა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Laki
პოსტი 15.06.2005, 11:55
პოსტი #37


Advanced Member


ჯგუფი: საძაგლები
პოსტები: 32,933
რეგისტრ.: 23.04.03
მდებარ.: Sakartvelo
წევრი № 467



QUOTE

On `2005-06`-15 11:23, Bekarion wrote:

განტევების ვაცები კი ყოველთვის იქნება, თუმცა რა კრიტერიუმით ირჩევენ ასეთ ხალხს ძალიან საინტერესოა.  



ვინამაც იღორა (წაიკრისა),ან როცა დიდი ღლავს ეგ საფრთხე ემუქრება იგი ლიფსიტას იჭერს!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_Tariel_*
პოსტი 15.06.2005, 22:14
პოსტი #38





Guests






QUOTE

On `2005-06`-12 09:44, gigola wrote:
QUOTE

On `2005-06`-12 06:37, Tariel wrote:
ეჰ, კვალს ერთი წელია ვეჩალიჩები, მაგრამ ვერ კითხულობს ჩემი კომპი.  


http://www.kvali.com/dictionary/v1/instr_ge.html

აქ შედი. აქაა მაგათი შრიფტი და ჩამოქაჩე.

@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@

მე კი ვექაჩები მარა არ მნებდება ნებით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Bekarion
პოსტი 15.06.2005, 22:37
პოსტი #39


Advanced Member


ჯგუფი: საძაგლები
პოსტები: 1,463
რეგისტრ.: 2.11.04
მდებარ.: თბილისი
წევრი № 3,306



QUOTE
On `2005-06`-15 11:55, Laki wrote:
QUOTE

On `2005-06`-15 11:23, Bekarion wrote:

განტევების ვაცები კი ყოველთვის იქნება, თუმცა რა კრიტერიუმით ირჩევენ ასეთ ხალხს ძალიან საინტერესოა. 



ვინამაც იღორა (წაიკრისა),ან როცა დიდი ღლავს ეგ საფრთხე ემუქრება იგი ლიფსიტას იჭერს!!!


მეც არ მევასება ხუროძე. მაგარი ...... თუმცა რაღა მეთქმის. უნდა ვაღიარო რო სწორედ მისი დამსახურებაა მე რომ ადრე გეპეიში მოვხვდი :sad:

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Mord-sith: 11.08.2005, 17:01


--------------------
ყველაფერი შესაძლებელია
გაუმარჯოს საქართველოს თავისუფლებას
Go to the top of the page
 
+Quote Post
Postalioni Pechk...
პოსტი 16.06.2005, 5:09
პოსტი #40


Junior Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 150
რეგისტრ.: 5.04.05
წევრი № 4,695



თანაც პროვოცირება გაუკეთეს კაცს ქრთამი აეღო - 300$ მისთვის ერთი წლის ხელფასია...

QUOTE

On `2005-06`-15 00:41, gragra wrote:
ყალბი დიპლომის დამზადების ფაქტი

ყალბი დიპლომის დამზადების ფაქტზე დაკავებულია ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ლექტორი ალექსანდრე გუგუციძე რომელიც ამავდროულად საქართველოს მეწარმეთა კავშირის წევრი და ღირსების ორდენის კავალერია.  
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად გუგუციძე თანხის გამოძალვის ფაქტზე დააკავეს. ალექსანდრე გუგუციძემ მოქალაქეს ყალბი დიპლომის დამზადებაში 300 ამერიკული დოლარი გამოსძალა.

2005.06.14  
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

მესმის რომ დანაშაული ჩაიდინა ამ კიბოიანმა კაცმა, მაგრამ რატომ მაინც და მაინც ეგ საცოდავი აირჩიეს განტევების ვაცად? რა რამაზ ხუროძემ, სტურუამ და სხვებმა არ შეჭამეს მილიონები გეპეიში თუ გიული ალასანაიასთან (პრეზიდენტის დედასთან) ჩოგბურთობანა უშველის ხუროძეს?! სირცხვილი და ამაზრზენია ეს ორმაგი სტანდარტები და შერჩევითი სამართალი!
Go to the top of the page
 
+Quote Post
USER!
პოსტი 16.06.2005, 5:55
პოსტი #41


Junior Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 166
რეგისტრ.: 24.02.05
მდებარ.: usa
წევრი № 4,441



ჩემი ინფორმაციით სახელმ.ორგანიზაციებში კორუფცია დღესაც საკმაოდ გავრცელებულია. უბრალოდ ამღები უფრო ფრთხილი გახდა, შეიძლება საქმეს ხელი არ მოკიდოს თუ კანონიერადაც არ გეკუთვნის. არ მისცემ და ისე გაგამწარებს, რომ ჯობია ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინო. ამასთან ერთად "სტავკებიც" გაიზარდა. ეჰჰჰჰ, ან რას უნდა ელოდო ქვეყანაში სადაც უმუშევრობა ძალიან მაღალია და ის ვინც სახელმწიფოზე მუშაობს პრაქტიკულად ქველმოქმედებას ეწევა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
კაცური კა
პოსტი 16.06.2005, 6:27
პოსტი #42


Newcomer


ჯგუფი: Newbie
პოსტები: 45
რეგისტრ.: 8.03.04
წევრი № 1,655



თან ქრთამზე შემთხვევით კი არ დაიჭირეს, წინასწარ დაგეგმეს. "მსხვერპლიც" წინასწარ შეარჩიეს, ერთერთი ყველაზე საშიში მექრთამე. სპეცოპერაცია ჩაატარეს, შეიძლება ითქვას. რა თქმა უნდა არც ტელევიზიის მიყვანა დავიწყნიათ, ხალხმა ხომ უნდა იცოდეს, რომ ვებრძვით კორუფციას. თან ჩვენი პრეზიდენტიც ახალგაზრდა კაცია, ყველაზე ახალგაზრდა ევროპაში.

ხოდა ამის არდანახვაც, ცხადია, არ შეიძლება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Bekarion
პოსტი 16.06.2005, 10:00
პოსტი #43


Advanced Member


ჯგუფი: საძაგლები
პოსტები: 1,463
რეგისტრ.: 2.11.04
მდებარ.: თბილისი
წევრი № 3,306



QUOTE

On `2005-06`-16 06:27, კაცური კაცი wrote:
თან ქრთამზე შემთხვევით კი არ დაიჭირეს, წინასწარ დაგეგმეს. "მსხვერპლიც" წინასწარ შეარჩიეს, ერთერთი ყველაზე საშიში მექრთამე. სპეცოპერაცია ჩაატარეს, შეიძლება ითქვას. რა თქმა უნდა არც ტელევიზიის მიყვანა დავიწყნიათ, ხალხმა ხომ უნდა იცოდეს, რომ ვებრძვით კორუფციას. თან ჩვენი პრეზიდენტიც ახალგაზრდა კაცია, ყველაზე ახალგაზრდა ევროპაში.

ხოდა ამის არდანახვაც, ცხადია, არ შეიძლება.


კორუფციასთან ბრძოლის მეთოდებს რომ ვუყურებ საქართველოში, ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები მახსენდება. იგივე იყო იმ დროს როდესაც ნორად დუმბაზე მოღვაწეობდა და იგივე მეთოდებია დღესაც. რატომ ჰგონია მთავრობას რომ წინ მივდივართ?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Bekarion
პოსტი 29.06.2005, 10:43
პოსტი #44


Advanced Member


ჯგუფი: საძაგლები
პოსტები: 1,463
რეგისტრ.: 2.11.04
მდებარ.: თბილისი
წევრი № 3,306



კორუფცია იმდენად შესამჩნევი გახდა რამდენადაც 105 ათასი ლარის დანახვა შეიძლება საგადასახადო დეპარტამენტის ოვალურ მაგიდაზე.

ისე კი მიკვირდა ამ საგადასადხადოს აქამდე რომ არ უვარდებოდნენ, მეგონა რომ არ აინტერესებდათ ძალიან და თურმე მოზრდილ თევზებს ელოდებლოდნენ ეს ოხრები :smile:
Go to the top of the page
 
+Quote Post
Laki
პოსტი 30.06.2005, 11:31
პოსტი #45


Advanced Member


ჯგუფი: საძაგლები
პოსტები: 32,933
რეგისტრ.: 23.04.03
მდებარ.: Sakartvelo
წევრი № 467



ისე,საინტერესოა: ვისი ვინ იყო წინა საგადასახადო დეპარტამენტის უფროსი,ჩუმად რომ ურჩიეს შენი ნებით წადიო ...??? :wink:
Go to the top of the page
 
+Quote Post

9 გვერდი V  < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 30.08.2014 - 22:36