IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

9 გვერდი V  « < 6 7 8 9 >  ( პირველ წაუკითხავ პოსტზე გადასვლა )
Reply to this topicStart new topic
ქართველი ალპინისტები
Muza
პოსტი 25.08.2005, 0:41
პოსტი #106


Advanced Member


ჯგუფი: საძაგლები
პოსტები: 2,491
რეგისტრ.: 9.11.04
წევრი № 3,356



ახლა ოფტოპიკობანას შევეშვით... თან თხოვნა მექნება იმ ადამიანების არჩევანს ვცეთ პატივი, რომლებსაც ”კეთილგონიერება” არ ჰყოფნით ამინდის პროგნოზი შემოწმონ, თოვლი რამდენი სანტიმეტრით დადნება უალოესი 10 დღის განმავლობაში ( მაპატიეთ, ვერ მოვითმინე tongue.gif)

დღეს ბევრი ვეკამათე ჩემს მეგობარს საერთოდ მთაში სიარულის არსზე... ნარკომანიას შეადარა sad.gif განვრისხდი სასტიკად...რატომ არ შეიძლება ადამიანმა ეს გზა აირჩიოს საკუთარი თავის შესაცნობად და სრულყოფის მისაღწევად?!... კამათი იქამდე მივიდა, რომ დაასკვნეს - უაზრობაა მთაში სიარული იქიდან გამომდინარე რომ საზოგადოებრივი კეთილდღეობისათვის არანაირი პროდუქტი არ იქმნება... კი მაგრამ, ყველაზე შედეგიანი რაც შეიძლება ადამიანმა კაცობრიობისათვის გააკეთოს განა საკუთარი თავის სრულყოფა არაა?!

შეიძლება დაგაბნიეთ ახლა, თან ვერაფრით ვეგუები იმ აზრს, რომ ადამიანებს არ სჯერათ სხვა ადამიანების გულწრფელობის და საღი აზრის, რომლებსაც უბრალოდ მთა უყვართ. თან ისევ დაჯინებით ვცდილობ ახსნას, არადა კაცმა თავად თუ არ შეიგრძნო ის რაზედაც ამდენს ვსაუბრობთ, სხვა ვერაფერს გააგებინებს.

და ბოლოს, იმ ადამიანის სიკვდილმა მეც ძალიან დამწყვიტა გული... მწვერვალებზე ერთად ვიაყვით რამდენიმეჯერ, ეს კი ვერ წარმოიდგენთ რამდენს ნიშნავს.... მაგრამ, მომკალით და მაინც ბედნიერი ადამიანი იყო მიშა... ახლა ჩამქოლავთ, მაგრამ მწვერვალზე რომ დგახარ, რაღაც მომენტში აფიქსირებ რომ მზად ხარ სიკვდილისთვის.... ისე არამარტო მწვერვალზე, წელს ხევსურეთშიც ვიგრძენი მსგავსი რამ... სენტიმენტალურობა კი არაფერ შუაშია, ასეა ეს


--------------------
I am afraid we must make the world honest before we can honestly say to our children that honesty is the best policy
Go to the top of the page
 
+Quote Post
jordano
პოსტი 25.08.2005, 0:43
პოსტი #107


ნურას უკაცრავად!


ჯგუფი: საძაგლები
პოსტები: 6,845
რეგისტრ.: 11.12.02
მდებარ.: თბილისი, საქართველო

წევრი № 13



ძვირფასო, ყოვლისმცოდნეობაში ეჭვის შეტანა მხოლოდ მაშინაა მისაღები, როცა ადამიანს აქვს პრეტენზია ყოვლისმცოდნეობაზე. ხოლო როცა ხელის აწევით საუბრობს, მისი ჩაქოლვა არაა ლამაზი. ეს სამომავლოდ. ამ თემაში მე აღარაფერი დამრჩენია. ძილი ნებისა ყველას.


--------------------
იეღოვა airlines - იფრინეთ ჩვენთან ერთად!

კითხვის ცოდნა გულისხმობს არამარტო დაწერილის გახმოვანებას, არამედ წაკითხულიდან აზრის გამოტანასაც!
Go to the top of the page
 
+Quote Post
elegia
პოსტი 25.08.2005, 7:10
პოსტი #108


Advanced Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 3,382
რეგისტრ.: 29.01.04
მდებარ.: usa
წევრი № 1,420



QUOTE(Muza @ 24.08.2005, 20:41)
მომკალით და მაინც ბედნიერი ადამიანი იყო მიშა... ახლა ჩამქოლავთ, მაგრამ მწვერვალზე რომ დგახარ, რაღაც მომენტში აფიქსირებ რომ მზად ხარ სიკვდილისთვის.... ისე არამარტო მწვერვალზე, წელს ხევსურეთშიც ვიგრძენი მსგავსი რამ... სენტიმენტალურობა კი არაფერ შუაშია, ასეა ეს
[right][snapback]201966[/snapback][/right]


აბა რა... მეც ასე ვფიქრობ მუზა

ლამაზი ცხოვრებაა და ლამაზი სიკვდილი.


Go to the top of the page
 
+Quote Post
ჯორჯინა
პოსტი 25.08.2005, 10:31
პოსტი #109


NG


ჯგუფი: საძაგლები
პოსტები: 7,729
რეგისტრ.: 7.07.05
მდებარ.: Tb
წევრი № 5,272



QUOTE(Muza @ 25.08.2005, 0:41)
დღეს ბევრი ვეკამათე ჩემს მეგობარს საერთოდ მთაში სიარულის არსზე... ნარკომანიას შეადარა sad.gif განვრისხდი სასტიკად...რატომ არ შეიძლება ადამიანმა ეს გზა აირჩიოს საკუთარი თავის შესაცნობად და სრულყოფის მისაღწევად?!...  კამათი იქამდე მივიდა, რომ დაასკვნეს -  უაზრობაა მთაში სიარული იქიდან გამომდინარე რომ საზოგადოებრივი კეთილდღეობისათვის არანაირი პროდუქტი არ იქმნება...  კი მაგრამ, ყველაზე შედეგიანი რაც შეიძლება ადამიანმა კაცობრიობისათვის გააკეთოს განა საკუთარი თავის სრულყოფა არაა?!

შეიძლება დაგაბნიეთ ახლა, თან ვერაფრით ვეგუები იმ აზრს, რომ ადამიანებს არ სჯერათ სხვა ადამიანების გულწრფელობის და საღი აზრის, რომლებსაც უბრალოდ მთა უყვართ. თან ისევ დაჯინებით ვცდილობ ახსნას, არადა კაცმა თავად თუ არ შეიგრძნო ის რაზედაც ამდენს ვსაუბრობთ, სხვა ვერაფერს გააგებინებს.

და ბოლოს, იმ ადამიანის სიკვდილმა მეც ძალიან დამწყვიტა გული... მწვერვალებზე ერთად ვიაყვით რამდენიმეჯერ, ეს კი ვერ წარმოიდგენთ რამდენს ნიშნავს.... მაგრამ, მომკალით და მაინც ბედნიერი ადამიანი იყო მიშა... ახლა ჩამქოლავთ, მაგრამ მწვერვალზე რომ დგახარ, რაღაც მომენტში აფიქსირებ რომ მზად ხარ სიკვდილისთვის.... ისე არამარტო მწვერვალზე, წელს ხევსურეთშიც ვიგრძენი მსგავსი რამ... სენტიმენტალურობა კი არაფერ შუაშია, ასეა ეს
[right][snapback]201966[/snapback][/right]


მუზ, სუუუუუუულ ყველაფერში გეთანხმები! და ვსო!


--------------------
...

When the Nazis came for the communists, I remained silent; I was not a communist.
When they locked up the social democrats, I remained silent; I was not a social democrat.
When they came for the trade unionists, I did not speak out; I was not a trade unionist.
When they came for the Jews, I remained silent; I was not a Jew.
When they came for me, there was no one left to speak out.
Go to the top of the page
 
+Quote Post
masai11
პოსტი 25.08.2005, 11:18
პოსტი #110


Advanced Member


ჯგუფი: საძაგლები
პოსტები: 5,960
რეგისტრ.: 13.02.04
წევრი № 1,514



ხალხებო smile.gif
არ არის ეს თემა ისეთი, რომ შეუერთებელ უფსკრულს აქეთ-იქეთ გაფანტული დატოვოს ხალხი . ხო ყველა აცნობიერებთ რომ ამ საკითხიხადმი დამოკიდებულებაში
ადამიანთა ცხოვრებისადმი დამოკიდებულება, ცხოვრებისეული ფილოსოფია ვლინდება, რაც ძალინ შინაგანიდან (ძალინ გაუცნობიერებელი) იღებს სათავეს...და დამიჯერეთ, რომ არც ერთ აქ "მოღვაწე" ფორუმელს იმის კომპეტენცია არა გვაქვს, რომ ამ უშინაგანესსზე მივიტანოთ "მაკორექტირებელი" იერიში.
smile.gif კიდევ ერთხელ გთხოვთ დამიჯეროთ - დამიჯერეთ რომ ყველაზე კეთილგონიერ ადამიანსაც კი აქვს სფერო და დრო სადაც და როცა ისე ძალინ "არაკეთილგონიერეად" იქცვე...და პირიქით smile.gif იბრალოდ როგორც არაკეთილგონიერება და რისკისმოყვარეობა ისე "მზომელი კეთილგონიერება" ჩვენი ერთ-ერთი საზოგადოებრივი როლი და ნიღაბია...რომელიც ხშირ შემთხვევაში მოვალეობად და ტვირთად გვექცევა.

აბა წარმოიდგინეთ კაცი (მაგალითად ჯორდანო smile.gif ) რომელიც პროგრამისტია , თავის საქმიანობაში ის უნდა მოქმედებდეს გონით, რომელიც ლოგიკურად აკავშირებს უამრავ დიდ და მცირე დეტალს, ამ კავშირების საფუძველზე აწყობს სისტემას. ამავდროულად უნდა უზრუნველყოს ამ ყველაფრის საიმედოობა, უსაფრთხოება, დაცულობა. ... მხოლოდ ასეთ (და კიდევ უარეს smile.gif ) პირობებში იქნება მისი მუშაობის "პროდუქტი" ხარისხიანი და სასარგებლო საზოგადოებისათვის. წარმოიდგინეთ ეხლა რომ ამ კაცს ისეთი ცხოვრებისეული ფილოსოფია ჰქონდეს როგორც "თავზე ხელაღებულ მთამსვლელს" rolleyes.gif
ხო დააქცია ხალხთა დიდი ჯგუფები biggrin2.gif

მთავარია ვაღიაროთ, რომ ჩვენი ცხოვრებისეული კრედო არ არის ერთადერთი სწორი და უნივერსალური. არა, ესეთი კრედო და ღირებულებებიც (შინაგანი) რათქმაუნდა არსებობს მაგრამ ......მაგრამ მაგ "მწვერვალამდე" ჯერ ბევრი გვიკლია....ყველას wink.gif


--------------------

Go to the top of the page
 
+Quote Post
ქარცეცხლი
პოსტი 25.08.2005, 11:46
პოსტი #111


Senior Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 312
რეგისტრ.: 18.08.05
წევრი № 5,528



QUOTE(masai11 @ 25.08.2005, 11:18)
მთავარია ვაღიაროთ, რომ ჩვენი ცხოვრებისეული კრედო არ არის ერთადერთი სწორი და უნივერსალური. არა, ესეთი კრედო და ღირებულებებიც (შინაგანი)  რათქმაუნდა არსებობს  მაგრამ  ......მაგრამ  მაგ "მწვერვალამდე" ჯერ ბევრი გვიკლია....ყველას wink.gif
[right][snapback]202176[/snapback][/right]



ერთი რამ ფაქტია, მწვერვალზე ასვლა სულის თავისუფლებისკენ სწრაფვაა და დიდ პატივისცემას იმსახურებს!


Go to the top of the page
 
+Quote Post
Laki
პოსტი 25.08.2005, 11:47
პოსტი #112


Advanced Member


ჯგუფი: საძაგლები
პოსტები: 32,933
რეგისტრ.: 23.04.03
მდებარ.: Sakartvelo
წევრი № 467



QUOTE(ქარცეცხლი @ 25.08.2005, 11:46)
ერთი რამ ფაქტია, მწვერვალზე ასვლა სულის თავისუფლებისკენ სწრაფვაა და დიდ პატივისცემას იმსახურებს!
[right][snapback]202192[/snapback][/right]



მწვერვალიდან კი არა რიკოთიდან როცა ვიხედები მაშინ მეკვრება სუნთქვა და საოცარ განწყობაზე მაყენებს!
კი წარმომიდგენია მწვერვალი რა ემოციებს აღმიძვრავს!!! rolleyes.gif


--------------------
გახსოვდეთ ქართველნო! ამ ქვეყნად ერთადერთი საქართველოა და ისიც ჩვენ გვარგუნა ღმერთმა!!!...
Go to the top of the page
 
+Quote Post
jordano
პოსტი 31.08.2005, 3:14
პოსტი #113


ნურას უკაცრავად!


ჯგუფი: საძაგლები
პოსტები: 6,845
რეგისტრ.: 11.12.02
მდებარ.: თბილისი, საქართველო

წევრი № 13



დღეს ვნახე გაზეთში და მერე ონლაინ-ვერსიაც მოვიძიე. უკომენტაროდ გთავაზობთ.
http://www.kvirispalitra.ge/palitra/htm/po...zogadoeba-9.htm

QUOTE
“შხელდა განსაკუთრებით საშიშია დღეს”

“ჩვენი ჭკუით, თითქოს ევროპულ სტილზე გადავედით”


სვანეთის მთებში მთამსვლელების, ზაალ ქიქოძისა და მერაბ ხაბაზის ტრაგიკული დაღუპვიდან 40 დღეც არ იყო გასული და კიდევ ერთი ახალგაზრდა მთამსვლელის, მიშიკო ჩაჩანიძის სიცოცხლე შეწყდა შხელდაზე მოულოდნელად დაწყებული ქვათა ცვენის შედეგად.

ამ მოკლე ხანში სვანეთის მთებში იმდენჯერ დაატყდა თავს მწვერვალთა რისხვა ქართველ თუ უცხოელ მთამსვლელებს, რომ საზოგადოებას უამრავი კითხვა დაებადა. 23 აგვისტოს შხელდაზე ჩარჩენილი 12-კაციანი მთამსვლელთა ჯგუფის გამოხსნა ისევ ქართველ მფრინავთა პროფესიონალიზმის წყალობით მოხერხდა. საკომუნიკაციო საშუალებების უქონლობის გამო მთამსვლელთა ჯგუფის ადგილსამყოფლის დადგენას კარგა ხანი დასჭირდა. სამწუხაროდ, ყველაზე ახალგაზრდა მთამსვლელის გადარჩენა შეუძლებელი გახდა. დანარჩენები დაშავდნენ, მაგრამ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ტრაგედია 3800 მეტრის სიმაღლეზე დატრიალდა. ჯგუფი შხელდაზე მე-4 კატეგორიის გზით უკან დაბრუნებისას ქვათა ცვენაში მოყვა. მთამსვლელთა ერთი ნაწილის აზრით, ბოლო დროს დატრიალებული ტრაგედიების მიზეზი არა ტექნიკური სირთულეები და პრობლემებია, არამედ ბუნებრივი პირობები. მეორე ნაწილი, რომელიც საჯარო კომენტარებისგან თავს იკავებს, აღნიშნავს, რომ უბედურების მიზეზების ცალმხრივად ახსნა არ შეიძლება. მათი თქმით, თუ კაცს ყოველდღიურ ყოფაში “ასჯერ გაზომვა და ერთხელ გაჭრა” სჭირდება, მთაში, თანაც მწვერვალზე მიმავალმა 10000-ჯერ უნდა გაიაზროს ყველაფერი და მხოლოდ ამის შემდეგ დაადგეს გზას.

ცნობილი მთამსვლელი გია თორთლაძე საინტერესო მოსაზრებებს გვთავაზობს ქართული ალპინიზმის პრობლემებსა და განვითარებაზე.

- ბატონო გია, ბოლო დროს არაერთი ტრაგედიის მოწმენი შევიქენით. საზოგადოება მწვერვალების “გაუცხოების” მიზეზს ვერ პოულობს და უბედურ შემთხვევებს ფატალურის გარდა სხვა ახსნას ვერ უძებნის.

- ფატალიზმი არაფერ შუაშია. თავიდათავი გლობალური დათბობაა. მთაში თოვლის საფარი უარესდება. დნობა, მყინვარების მოწყვეტა, ზვავები, ქვათა ცვენა უფრო ინტენსიურია. პროცესი კიდევ უფრო გაამძაფრა ინდონეზიაში მოვარდნილმა ცუნამმა. ალბათ, ვიღაც გაიკვირვებს, ყველაფერი ეს ერთმანეთთან რა კავშირშიაო. ბუნებაში ყველაფერი ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული. ამასთან, ეს არ იყო უბრალო ცუნამი, მისმა ძალამ დედამიწა შეარყია და, რაღა თქმა უნდა, ამინდზეც იქონია ზეგავლენა. ალპინისტური სეზონიც კი გადაიწია. აქამდე კავკასიონზე, პამირსა და ტიანშანზე ასასვლელად საუკეთესო სეზონად ზაფხული ითვლებოდა. ახლა კი სექტემბერში სჯობია მთაში ასვლა - სახიფათო სიტუაციების შექმნის უფრო მცირე ალბათობაა.

- ე. ი. მთამსვლელი ბუნებაში მიმდინარე პროცესებს გამუდმებით უნდა ადევნებდეს თვალყურს და მხოლოდ შემდეგ უნდა იწყებდეს მოქმედებას.

- მთაში რომ მიდიხარ, ყველაფერი უნდა გქონდეს გათვალისწინებული, უპირველესად კი რეგიონის თავისებურებები. შხელდაზე, სადაც ტრაგედია დატრიალდა, მეოთხე კატეგორიის ტრასაა. 1983 წელს მწვერვალზე უფრო რთული მარშრუტით ავედით და ამ გზით დავეშვით. ეს მარშრუტი მაშინაც კი სახიფათო იყო ქვათა ცვენის გამო. როცა თბილა, ქვათა ცვენაც უფრო ხშირდება. ამ დროს ქვა ფართოვდება და მოძრაობას იწყებს. კავკასიონზე წელს დიდი დათბობაა და წინასწარვე იყო ცნობილი ქვათა ცვენის გაძლიერების შესახებ. ამიტომაც შხელდა განსაკუთრებით საშიშია წელს.

საზოგადოდ მთებში ძალზე ცუდი სიტუაციაა. ახლახან ვიყავი ჰიმალაიზე და პაკისტანში. ორივეგან გაუარესებულია მარშრუტები. იქაც გაძლიერებულია ქვათა ცვენა, ჩანჩქერები გადმოჩქეფს იქ, სადაც წინათ წყალიც კი არ მოდიოდა.

მე არ ვყოფილვარ არც ერთი ტრაგედიის ადგილზე, ის ხალხი არ მინახავს, ამიტომაც რაიმეს თქმა მიჭირს. მაგრამ ვიცი ერთი უმთავრესი მიზეზი რაც არის - უსახსრობა, სათანადო ბაზის უქონლობა, რის გამოც მთამსვლელები მარშრუტებზე კავშირის გარეშე გადიან. კომუნისტების დროს, როდესაც სამაშველო სამსახური ასე თუ ისე არსებობდა საქართველოში, მარშრუტზე გასვლისას მთის ძირას უსაფრთხოების მიზნით ჯგუფი უნდა მჯდარიყო. თუ ორი ჯგუფი მიდიოდა, ერთმანეთთან უნდა ჰქონოდათ კავშირი, რათა ერთის ხიფათში ჩავარდნის შემთხვევაში მაშველს დროულად მოეძებნა იგი და სამარჩიელო არ გამხდარიყო მისი ადგილსამყოფელი. ახლა კაცმა არ იცის, სად უნდა ეძებონ დაზარალებული. მარშრუტებზე გასვლის სისტემა უთუოდ მოსაწესრიგებელია. ჩვენი ჭკუით, თითქოს ევროპულ სტილზე გადავედით, არავინ არავისგან არ იღებს მარშრუტებზე გასვლის უფლებას.

- რა იგულისხმება ევროპულ წესში?

- მთაში წასვლის წინ სამაშველო სამსახურში აკეთებ განაცხადს. ტოვებ შენს მარშრუტს და მერე მუდმივი კავშირი გაქვს მაშველებთან. საჭიროების შემთხვევაში ერთ წუთში გაჩნდებიან შენთან. მართალია, ამისთვის დიდ თანხას კი იხდი, მაგრამ ღირს. მას შემდეგ, რაც სვანეთში კრიმინოგენული სიტუაცია გამოსწორდა, ხალხმა ისევ დაიწყო სვანეთის მთებში სიარული. თავის ნებაზე დადიან ქართველებიც, უცხოელებიც და პრობლემებიც ამიტომ მომრავლდა. უცხოეთშიც ხდება ასეთი რამ, მაგრამ სამაშველო სამსახური მაშინვე შველის, როგორც კი ხმას მიაწვდენენ. ეს პრობლემა აუცილებლად უნდა მოგვარდეს.

სამაშველო სამსახურის შექმნა არ არის ძნელი. მხოლოდ დაფინანსების საკითხია მოსაგვარებელი. უნდა შეიქმნას სკოლა, სადაც მაშველებს მოამზადებენ. სამაშველო სამსახური ორ ზონად უნდა დაიყოს - აღმოსავლეთ და დასავლეთ ზონებად. პირველი ათკაციანი ჯგუფი ყაზბეგში უნდა იყოს, მეორე - სვანეთში. იქ არის ხალხი, ვინც მშვენივრად გაართმევს თავს სამაშველო საქმეს.

თუ გვინდა ტურისტულ ქვეყნად გადაიქცეს საქართველო, ეს საკითხიც უნდა მოვაგვაროთ. თორემ აქ აღარავინ ჩამოვა.

საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის ხელმძღვანელმა შოთა მირიანაშვილმა შეადგინა მთაში სიარულის წესები, მაგრამ ის არავინ გაიზიარა. არადა, თუ მათ დაიცავ, უბედური შემთხვევები მაქსიმალურად შემცირდება. უნდა არსებობდეს რაღაც წესი ან ნორმატიული აქტი, რომლებიც დაარეგულირებს მთამსვლელთა და საერთოდ, სპორტსმენთა საქმიანობას. წინათ ავად თუ კარგად, ყველაფერი ეს გვქონდა. ახლა ფედერაციები ინტრიგებით, შენობების დასაკუთრებით და ა.შ. არიან გართული. ეს არის სათავე იმ უბედურებისა, რაც დღეს ქართულ ალპინიზმში ტრიალებს.

ზოგიერთ ძველ მთამსვლელს თანამედროვე ალპინისტური ნივთი რომ აჩვენო, ვერ გეტყვით, რისთვის არის საჭირო. ასეთ ხალხს ალპინიზმთან რა აქვს საერთო?! სანამ მთაში დადის, გაიძახის, მე ვარ ყველაფერიო. როცა მიატოვებს, თავი მერეც ღმერთი ჰგონია. მათ ამბიციებს საზღვარი არ აქვს.

- იქნებ კონკრეტული ფაქტები მოიყვანოთ?

- ალპური კლუბი გადაკეთდა შპს-დ. რას ნიშნავს ეს, ჩემთვის გაუგებარია. დირექტორად დაინიშნა ცნობილი მთამსვლელების, ჯაფარიძეების ნათესავი, ვანო ჯაფარიძე, კაცი, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს ალპინიზმთან. მხოლოდ ნათესაური კავშირის გამო როგორ შეიძლება ასეთი სპეციფიკური მნიშვნელობის კლუბის ხელმძღვანელობა ანდო კაცს?

სახელმწიფომ ჯეროვანი ყურადღება უნდა დაუთმოს ალპინიზმის განვითარებას. უახლოეს მომავალში, ალბათ, პრეზიდენტ სააკაშვილს შევხვდები და აუცილებლად ვესაუბრები ამ პრობლემებზე. ვეტყვი, რომ თუ ინფრასტრუქტურა არ შეიქმნა, არაფერი გამოვა.

- მთამსვლელები ისევ ბედის ანაბრად დარჩებიან?

- ბედისა და პროფესიონალი მფრინავების, რომლებიც საბედნიეროდ, გვყავს საქართველოში. დათო აბალოიძე საოცრებებს სჩადის, ისეთ ადგილებში ატარებს სამაშველო სამუშაოებს, რომ ბევრი ქვეყნის სამაშველო სამსახურს შეშურდება. ხომ შეიძლება ამ კაცს სპეციალური სამაშველო ვერტმფრენი ჰყავდეს, რომლითაც კლდიდან ისე მოხსნის კაცს, რომ არც თავის და არც სხვის სიცოცხლეს საფრთხეს არ შეუქმნის.

- ამბობენ, მთებზე რაც უფრო ჭირს ასვლა, მით მეტი ხალხი ეტანებაო.

- უშბაც და შხელდაც რთული მთებია, თუმცა, იმასაც გააჩნია, საიდან ახვალ. რაც უფრო რთული და ექსტრემალურია მარშრუტი, მართლაც მით მეტი ხალხი ცდილობს ასვლას. მაგრამ, ვიმეორებ, ქვეყანას, სადაც მუდმივად არსებობს ასეთი რთული მთები, ზვავსაშიში, მეწყერსაშიში ზონები, აუცილებელია ჰყავდეს პროფესიონალი სამთო სამაშველო სამსახური.

- რამდენადაც ვიცი, ასეთი სამსახური არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

- წინათ არსებობდა ე. წ. “ემ-ჩე-ესის” მსგავსი სამსახური. შეიძლება ახლაც არის, მაგრამ საქმე ის არის, რომ თბილისში დისლოცირებული მაშველები სვანეთში თუ ხევსურეთში გაჭირვებაში ჩავარდნილ ალპინისტს სათანადო დახმარებას ვერ გაუწევენ. შეიძლება ამინდი არ იყოს და ვერ შეფრინდნენ. ამასობაში ხალხი დაიღუპება. ამიტომაც სამაშველო ჯგუფები იქ, ადგილზე, მთაში უნდა იყვნენ. გარდა ამისა, უნდა შეიცვალოს მიდგომები - სპორტის ერთ სახეობაში ცხრა ფედერაცია არ არის საჭირო. ეს კარგია მაშინ, თუ მათი საქმიანობა კოორდინირებულია და საერთო საქმეს ემსახურება. უნდა შეიქმნას მაკოორდინირებელი ორგანო, რომელიც ზოგად მიმართულებებსა და სტრატეგიას დასახავს ქართულ ალპინიზმში.

- დღეს ბევრს ლაპარაკობენ კომერციულ ალპინიზმზე. რას ნიშნავს ეს და რა დონეზეა იგი საქართველოში?

- კომერციულია ალპინიზმი, როცა რომელიმე მთამსვლელი, განსაზღვრული ანაზღაურებით, მწვერვალზე ასვლის მსურველთა ჯგუფს შეკრებს და წაიყვანს მთაში. ოღონდ ამ შემთხვევაშიც უსაფრთხოების ყველა წესი უნდა იქნეს დაცული.

- ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მთაში უბედურ შემთხვევათა მიზეზი, ძირითადად, სამაშველო სამსახურების არარსებობაა. რამხელაა თავად მთამსვლელთა შეცდომების წილი?

- მთაში უბედურ შემთხვევათა 98% მთამსვლელთა ელემენტარული შეცდომების ბრალია. რა თქმა უნდა, სტიქიის ბრალიც არის, მაგრამ თუ წინასწარ განსაზღვრული გაქვს, სად შეიძლება მოტყდეს ყინულს ნატეხი, საიდან დაიწყება ქვათა ცვენა და ა.შ. უბედურებასაც აირიდებ. თუ ასე არ იქცევი, ე. ი. არ ხარ მზად მარშრუტისთვის.

ეკა ლომიძე




--------------------
იეღოვა airlines - იფრინეთ ჩვენთან ერთად!

კითხვის ცოდნა გულისხმობს არამარტო დაწერილის გახმოვანებას, არამედ წაკითხულიდან აზრის გამოტანასაც!
Go to the top of the page
 
+Quote Post
გუთანო
პოსტი 11.04.2010, 21:51
პოსტი #114


Dalí skull


ჯგუფი: Moderators
პოსტები: 15,847
რეგისტრ.: 30.12.05
მდებარ.: პარიზი
წევრი № 6,396



ევერესტზე ღმერთთან ყველაზე ახლოს ვიყავი



1999 წლის გაზაფხულზე "კავკასია-99"-ის ექსპედიციის წევრები დედამიწის უმაღლესი მწვერვალის - ევერესტის (8848 მ) შტურმზე წავიდნენ. შუაღამე გადასულიყო. მწვერვალამდე რამდენიმე ათეული მეტრი რჩებოდა, მაგრამ სწორედ ეს ბოლო მონაკვეთია ყველაზე რთული. ჟანგბადის ბალონებით მძიმედ სუნთქავდნენ.

ყოველი მომდევნო ნაბიჯის გადადგმა უფრო და უფრო ჭირდა. ქედზე ძლიერმა ქარმა დაუბერა, კარგა ხნით შეჩერდნენ. მწვერვალამდე დროულად უნდა მიეღწიათ. იქ ცოტა ხანს გაჩერდებოდნენ და შემდეგ ქვევით დაეშვებოდნენ. დაშვება უფრო სახიფათოა: დაღლილმა მთამსვლელმა შეიძლება, საბედისწერო შეცდომაც დაუშვას. თან მზის ჩასვლამდე ბანაკამდე ჩამოსვლა უნდა მოასწრო.

წინ აფი გიგანი მიდიოდა, შემდეგ - ექსპედიციის უფროსი, ბენო ქაშაკაშვილი და ყველაზე გამოცდილი ლევ სარქისოვი; ბიძინა გუჯაბიძე კი ჩამორჩა, აღარც ეგონა, მეგობრებს თუ დაეწეოდა...
ბიძინა ფილმს იღებდა და გზადაგზა ჩერდებოდა. ვიდეოკამერა უნდა ამოეღო, ხელთათმანები გაეხადა, შემდეგ გულის ჯიბიდან შეფუთულ აკუმულატორს ამოიღებდა და წინ წასულ თანაგუნდელებს უღებდა. ყველაფერ ამას რომ მორჩებოდა, ახლა აპარატურა უკან უნდა ჩაელაგებინა, რასაც ბევრი დრო მიჰქონდა.

"დედამიწის სახურავზე" პირველმა აფი გიგანმა შედგა ფეხი. მერე ბენო ქაშაკაშვილმა და ლევ სარქისოვმაც მიაღწიეს მიზანს. ბოლოს დაღლილ-დაქანცული ბიძინა გუჯაბიძეც შეუერთდა მეგობრებს. ადგილობრივი დროით 10 საათსა და 30 წუთზე ჩვენმა ოთხივე ალპინისტმა უსაფრთხოდ დალაშქრა ევერესტი.
იმ დღეს ექსპედიციის უხუცეს წევრს - ლევ სარქისოვს 60 წელი და 161 დღე შეუსრულდა. ამ ასაკში მანამდე ევერესტზე არავინ ასულა და თბილისელი მთამსვლელიც გინესის რეკორდსმენი გახდა. ბატონი ლოვა ახლა უკვე 71 წლისაა, მაგრამ კვლავაც მთაში დადის და ალბათ ჩვენი მკითხველისთვისაც საინტერესო იქნება მისი ნაუბარი.


- თქვენი ხნის კაცი, წესით, სახლში უნდა იჯდეს ბუხართან და შვილიშვილებთან ერთობოდეს, თქვენ კი ისევ მწვერვალებისკენ გაგირბით თვალი. რა არის იქ, მთაში ისეთი, რის გამოც გამუდმებით იქით მიგიწევთ გული?

- წარმოიდგინეთ დათოვლილი ფერდობები, სადაც გარშემო მხოლოდ ორი ფერია - ქათქათა სითეთრე და ლურჯი ცა. სუნიც არაფერს არა აქვს. მერე, ცოტა ხანში ჩადიხარ ალპურ ზონაში და ფეხს ადგამ მწვანე ბალახს, გრძნობ მის სურნელებას და ამ სილამაზისგან თავბრუ გეხვევა. კავკასიონის, ტიან-შანისა თუ პამირის მთების შემყურეს, უნებლიეთ რერიხის პეიზაჟები გახსენდება, ასე შთამბეჭდავად რომ გადმოსცემს ბუნების მთელ მშვენიერებას. ჩემი აზრით, მთებზე ლამაზი არაფერია.
რაც შეეხება ასაკს, გინესის რეკორდების წიგნზე არც ვფიქრობდი. საერთოდ, მთაში რეკორდომანია მიუღებლად მიმაჩნია. იქ თავისი მკაცრი კანონებია და ისინი უნდა დაიცვა. უბრალოდ, ისე დაემთხვა, რომ წინა რეკორდსმენს, ვენესუელელ რამონ ბლანკოს ერთი დღით ვაჯობე.
ახლა უკვე მერვე ათეულ წელში გადავდექი, თუმცა თავს კვლავაც ჩინებულად ვგრძნობ. ჩემს ასაკში ბევრ ადამიანს სხვადასხვა ავადმყოფობა აწუხებს, ერთთავად პოლიკლინიკებსა და ექიმებთან დადის, მე კი აბსოლუტურად ჯანმრთელი ვარ. ახლახან ძველ მეგობარ ბიძინა გუჯაბიძესთან ერთად, კავკასიონზეც ვიყავი და ორი მწვერვალიც დავლაშქრეთ.
ერთიც მინდა გითხრათ: არავინ იცის, სად გადის ადამიანის შესაძლებლობების ზღვარი, იგი ყველასთვის ინდივიდუალურია. ამიტომაც, ჩემთვის გაუგებარია, როდესაც 45-50 წლის ასაკში განურჩევლად ყველას ათავისუფლებენ სამსახურიდან. უფროს თაობას დიდი გამოცდილება აქვს. მაგალითად, ალპინიზმში, ახალგაზრდებს ჩვენ ვასწავლით მთაში სიარულის ტექნიკას. ეს მემკვიდრეობითობა თუ დაირღვა, დიდი ნაპრალი გაჩნდება, რომელშიც მთელი ქვეყანა გადაიჩეხება.

- მთამსვლელობა მართლაც, სპორტის რთული და სახიფათო სახეობაა, ბევრი რამ მთამსვლელის გამოცდილებასა და ოსტატობაზეა დამოკიდებული. ალბათ თქვენც გქონიათ ისეთი კრიტიკული მომენტი, როდესაც ჯგუფის რომელიმე წევრის სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. საინტერესოა, რას გრძნობდით მაშინ და როგორ მოქმედებდით?

- როდესაც უკვე პროფესიონალი ალპინისტი გავხდი და სიკვდილ-სიცოცხლეს ზღვარზე, ურთულესი მარშრუტებიც გავიარე, მივხვდი - მთა მხოლოდ სილამაზით არ არის გამორჩეული, იქ ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობა ძალზე დიდია. რა თქმა უნდა, არ ვფიქრობ, რომ აუცილებლად სადღაც ქვა მოწყდება და ვინმეს ქვევით ჩაიტანს, მაგრამ მაინც ყოველ წამს მზად ხარ, რომ დროულად მოჭიმო თოკი, დააზღვიო მეწყვილე და ხიფათისგან იხსნა ის თუ სხვა თანაგუნდელი.
იცი, რომ ერთად უნდა იყოთ მწვერვალზე ასვლამდეც და საბაზო ბანაკში დაბრუნებამდეც. ყოფილა შემთხვევა - ღამით კარავში თოვლქვეშ გვძინავს, ხოლო ჩვენ ზემოთ ასეულობით ტონა თოვლის მასაა; არ იცი როდის ჩამოწვება ზვავი და საერთოდ, დილით გაიღვიძებ თუ არა. მიუხედავად ამისა, არავინ გარბის, ყველანი ერთად ვართ...
ერთხელ, პამირში ჩემი მეწყვილე მოწყდა, რამდენიმე მეტრი იფრინა უფსკრულისკენ, მაგრამ მოვასწარი თოკის დროულად დაჭერა და მისი გადარჩენა. ასეთი შემთხვევები სხვა დროსაც ყოფილა, თუმცა ჩემთან ერთად არასდროს არავინ დაშავებულა. ყოველთვის მომზადებული მივდიოდი ექსპედიციაში და პარტნიორებსაც შესაფერისს ვირჩევდი. მეგობარს რომ ენდობი, მის მარჯვენას - ეს ძალზე მნიშვნელოვანია მთაში. ჩემი კერპი მთამსვლელობაში, ცხონებული მიხეილ ხერგიანი-უფროსი იყო, ხოლო ახლანდელი ალპინისტებიდან ერთ-ერთ საუკეთესოდ ბიძინა გუჯაბიძე მიმაჩნია. სწორედ მან ჩამომიყვანა ევერესტიდან, როდესაც თოვლის სიკაშკაშემ დამაბრმავა.
ბიძინაც მხოლოდ ცალი თვალით ხედავდა, მაგრამ 8000 მეტრის სიმაღლიდან საბაზო ბანაკამდე, 5700 მ-მდე ჩამომიყვანა. ასე რომ, თქვენც და საერთოდ, ყველას ვუსურვებ, მთაშიც და ცხოვრებაშიც ისეთი მეგობრები გყავდეთ, რომლებიც თავს არ დაზოგავენ ხიფათიდან ახლობლის დასახსნელად.

- რადგან მთასა და ცხოვრებაზე ჩამოვარდა სიტყვა, ეგებ ისიც გვითხრათ, რით განსხვავდებიან ადამიანები მწვერვალზე ასვლის დროს და აქ, ქალაქში ყოველდღიური საქმიანობისას?

- იცით, ეს საკმაოდ საინტერესო თემაა. ერთი და იგივე ადამიანები მთაში და ბარში სხვადასხვანაირად იქცევიან. ჩემი აზრით, ქალაქში ადამიანთა ურთიერთობა მრავალმხრივია და ამიტომაც, აქ სხვადასხვა ეტიკეტი მოქმედებს: ერთთან სამსახური გაკავშირებს, სხვასთან - უბრალო ნაცნობობა და ა.შ. ბარში თითოეულ ჩვენგანს უამრავი პრობლემა და საკითხი გვაქვს გადასაწყვეტი. აქ ბევრი პირობითობაა და შესაბამისად, ახლობლებს თუ უცხო ადამიანებს განსხვავებული კუთხით უდგები. მთაში კი სულ სხვა კრიტერიუმებია. იქ ჩაკეტილ სივრცეში ხარ, მხოლოდ ვიწრო წრესთან გაქვს კონტაქტი.
რაც მთავარია, ყველას ერთი მიზანი გვაქვს და ერთმანეთზე ვართ დამოკიდებულნი. ზოგჯერ ისეთ ფერდობზე გადიხარ, სასწაულით იკავებ თავს, გეშინია, მაგრამ ერთიმეორეს ვენდობით. ჩემი სიცოცხლე მეწყვილეზეა დამოკიდებული, მისი კი - ჩემზე. რომელიმე რომ მოწყდეს, შეიძლება, ორივე გადავიჩეხოთ. ალბათ ამიტომაცაა, რომ მთაში ადამიანები კრისტალურები ხდებიან. თავად სიტუაცია გვაიძულებს, ერთი მთლიანი ორგანიზმივით ვიყოთ. მახსოვს, ყაზბეგზე ოთხნი მივდიოდით. არც ისე რთული მარშრუტი გვქონდა, მაგრამ წელამდე თოვლი იყო. გზას მონაცვლეობით ვიკვლევდით. ჩვეულებრივ, ამ მარშრუტით მწვერვალზე 4 საათში ავდიოდით, ამჯერად კი 2 დღე მოვუნდით. ერთმანეთს რომ არ დავხმარებოდით, მაშინ ისე გაგვიჭირდა, მწვერვალზე ასვლა კი არა, შეიძლება, ქვემოთაც ვერ ჩავსულიყავით.

- ასეთი ხიფათიანი პროფესია რამ აგარჩევინათ? საერთოდ, როგორ მოხვდით მთაში?

- ესეც საკმაოდ საინტერესო ამბავია, რომელიც სიყვარულთანაა დაკავშირებული, მაგრამ არა ჩემს, არამედ - მეგობრის სიყვარულთან. მაშინ საავიაციო ქარხანაში ვმუშაობდი, სადაც ხშირად ეწყობოდა ალპინიადა. ჩემი მეგობრის სატრფო ზედაზენზე სალაშქროდ მიდიოდა. ლამაზი გოგონა იყო და ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა. საშინლად მეზარებოდა წასვლა, მაგრამ მეგობარს ხათრი ვერ გავუტეხე და ერთგვარ "მცველებად" გავყევით იმ გოგონას. ალპინიზმისა არაფერი ვიცოდი. მახსოვს, ზურგჩანთაში უაზროდ ჩავყარე სურსათ-სანოვაგე და გზაში დავიტანჯე. ვერც კარავი დავდგით ხეირიანად. ერთი სიტყვით, ლამის შევეწირე ამ სიყვარულს, მაგრამ ჩემი დებიუტი მაინც შედგა. შემდეგ იყო უშბა - 4710 მ;
კომუნიზმის პიკი - 7495 მ; გამარჯვების პიკი - 7439 მ... ბოლოს, როგორც იცით, დედამიწის უმაღლეს მწვერვალზე - ევერესტზეც ავედი (8848 მ). სხვათა შორის, ტექნიკური თვალსაზრისით, ევერესტი არ არის ყველაზე რთული მთა. კავკასიონზე ჩვენ გვაქვს მწვერვალი - ჩატინი, რომლის ჩრდილოეთი კედელი იმდენად მიუდგომელია, რომ ბოლო პერიოდამდე ვერ ვბედავდი გუნდის აყვანას. ავიღოთ იგივე უშბა.
შვიდჯერ უფრო ჭირვეულია, ვიდრე ევერესტი. თუმცა, ამ უკანასკნელზე ასვლა მაინც ძალიან ძნელია, პირველ რიგში - უჰაერობის გამო. ჟანგბადის ნაკლებობა თრგუნავს ადამიანს, გონება გებინდება და ფიზიკურად ვეღარ მოძრაობ. ყოფილა შემთხვევები, მწვერვალამდე ალპინისტს რამდენიმე ათეული მეტრიღა რჩებოდა და უკან დაბრუნებულა. მაგალითად, იტალიელმა სერჯიო მარტინიმ ბოლო 70 მ-ის გავლა ვეღარ შეძლო და პრაქტიკულად, მწვერვალამდე მისულს, ძალა გამოელია, მიზანს ვერ მიაღწია. მთამსვლელობა რთული პროფესიაა და არავითარი სურვილი არ მაქვს, ჩემმა ახლობლებმაც იარონ მწვერვალებზე. ერთხელ ძმა წავიყვანე მთაში და სანამ ჩამოვიდა, ჩემი დამემართა.

- თქვენი ოჯახის შესახებაც გვიამბეთ.

- ჩემი წინაპრები ძირძველი თბილისელები არიან. დედის მამა - ვასილ ჯანუკაშვილი რევოლუციამდე საკმაოდ შეძლებული კაცი იყო, თბილისში 5 სახლი ჰქონდა. კომუნისტებმა რომ ჩაიგდეს ხელში ძალაუფლება, "წითლებს" თავად ეახლა და უთხრა: საბჭოთა ხელისუფლების მოსვლა ძალიან გამიხარდა, ჩემს ხუთივე სახლსა და კოჯრის აგარაკს მუშების შვილებს ვჩუქნიო. ჭკვიანი კაცი იყო, იცოდა - მაინც არ შეარჩენდნენ.
იმათაც მეტი რაღა უნდოდათ?! სიხარულით ჩამოართვეს ყველაფერი, თუმცა ბოლოს მაინც ინამუსეს და ერთი ბინა, დიდუბეში დაუტოვეს. რა თქმა უნდა, კომუნისტები გულზე არ ეხატებოდნენ, მაგრამ რა ექნა?! მეორე მსოფლიო ომის დროსაც 3 შვილი და 2 სიძე ჯარში გაიწვიეს. ჩემი მშობლები მაშინ ვორონეჟში ცხოვრობდნენ. მამა ფრონტზე წავიდა. ვორონეჟის ოკუპაციის შემდეგ, დედამ პატარა ბავშვებთან ერთად, ძლივს გამოასწრო. ჩვენი ეშელონი ბოლო იყო, რომელმაც დონი გადმოლახა.
ომის წლებში ძალიან გვიჭირდა. ბაბუა 11 შვილიშვილს არჩენდა. ზოგჯერ ამერიკელების დახმარებას გვაძლევდნენ - კვერცხის ფხვნილს. მაინც გვშიოდა. რომელიმე მეზობელი ლობიოს თუ მოხარშავდა, იმის სუნზე ნერწყვები მოგვდიოდა. ომი საშინელებაა, ყველას უჭირდა - ხალხსაც და ქვეყანასაც. მაინც ერთად ვიყავით:
ქართველები, სომხები, ოსები და რუსები. ჩვენი საავიაციო ქარხანა ტაგანროგიდანაა ევაკუირებული. კედლები ჯერ კიდევ არ იყო აშენებული, დაზგები რომ ჩამოიტანეს. ხალხი ღია ცის ქვეშ მუშაობდა, წვიმაშიც და ყინვაშიც. მახსოვს, თვითმფრინავის ფრთებს დიდუბეში ამზადებდნენ და ტრამვაით მიჰქონდათ ქარხანაში. როგორც მთაში, მაშინაც ერთიანობით გავიმარჯვეთ და 9 მაისსაც ერთად ვზეიმობდით. ხალხი ყოველთვის უბრალოა, მას არაფერი აქვს გასაყოფი, მით უმეტეს - ჩვენ, ალპინისტებს.
ადრე პამირის მთებში სხვადასხვა ეროვნების მთამსვლელები ვიკრიბებოდით და ყველასთან კარგი ურთიერთობა გვქონდა, ყველას უნდოდა ჩვენთან მეგობრობა. ერთხელ ორმა ციმბირელმა ალპინისტმა რამდენიმე უღელტეხილი გადმოიარა, ქართველების ბანაკში რომ მოხვედრილიყო. რა თქმა უნდა, ჩვენებურად ვუმასპინძლეთ, კახური ჭაჭაც დავალევინეთ, მაგრამ მთავარი ეს არ იყო. იცოდნენ, რომ გაჭირვების დროს არ მივატოვებდით, ყოველთვის დავეხმარებოდით და ამიტომაც, პატივს გვცემდნენ.
საერთოდ, ალპინიზმი მარტო მწვერვალების დაპყრობა როდია. ჩვენს პროფესიას სამხედრო-გამოყენებითი და სამეურნეო მნიშვნელობაც აქვს, განსაკუთრებით, ჩვენისთანა მთიანი ქვეყნისთვის. გაიხსენეთ აფხაზეთის ომი, როდესაც ჭუბერის უღელტეხილზე ფეხშიშველა, გათოშილი ლტოლვილები გადადიოდნენ. იმ ადამიანებს მაშინ ჩვენ ვეხმარებოდით. გამოცდილი მთამსვლელი ნებისმიერ ქვეყანას სჭირდება. პირადად მე, მეგობრებთან ერთად, ბევრი სასიმაღლო სამუშაო შემისრულებია. თბილისის სახელმწიფო არქივის შენობაზე 30-ტონიანი სარეკლამო ფარი ჩამოვკიდეთ, მდინარე რაზდანზე 50 მეტრის სიმაღლეზე ხიდი შევღებეთ; ჩვენმა ბიჭებმა შეღებეს აგრეთვე, თბილისის სატელევიზიო ანძა; წმინდა სამების ეკლესიასაც ჩვენ დავადგით გუმბათი.

- თქვენთან საუბარმა ისე გამიტაცა, დამთავრებაზე არც მიფიქრია, მაგრამ დროა, ჩვენი ინტერვიუ დავასრულოთ. ბოლოს კიდევ ერთი კითხვა მაქვს, ევერესტთან დაკავშირებით. საინტერესოა - მწვერვალზე რომ ახვედით, რა უთხარით ერთმანეთს და პირველი რა გაიფიქრეთ?


- იცით, განსაკუთრებული საუბარი არ შემდგარა. ბუნებრივია, ერთმანეთს მივულოცეთ, შემდეგ საქმე ბოლომდე უნდა მიგვეყვანა. თოვლში ჩავარჭეთ დროშები, გადავიღეთ ფოტოები, სპონსორებისთვის ფირზე დავაფიქსირეთ მათი ლოგოები. ჩვენი ექსპედიცია საერთაშორისო იყო, საქართველოს გარდა, აზერბაიჯანსა და სომხეთს წარმოვადგენდით. ჩვენი ლოზუნგი იყო - "მშვიდობა კავკასიონზე". გვინდოდა, მთელი მსოფლიოსთვის გვეჩვენებინა, რომ მშვიდობიანი ცხოვრება გვინდა და შეგვიძლია კიდეც.
მწვერვალზე დიდხანს ვერ გაჩერდები, სულ რამდენიმე ათეული წუთი გვქონდა ყველაფრისათვის. მერე ვიდეოკამერის წინ მოკლე სიტყვა ვთქვი ქართულ და სომხურ ენებზე, ყველას მივულოცე ევერესტის დალაშქვრა და საქართველოს გაერთიანება ვუსურვე, ჩემთვის კი გულში გავიფიქრე, რომ დედამიწის უმაღლეს წერტილზე ვიდექი და რომ ამ დროს ყველაზე ახლოს ვიყავი ღმერთთან. არაჩვეულებრივი გრძნობა იყო...


გოგი ფრანგიშვილი


--------------------
გადი-გამოდი
ბასტილია აღებულია!
Go to the top of the page
 
+Quote Post
ასითასძე
პოსტი 19.05.2010, 2:26
პოსტი #115


Junior Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 72
რეგისტრ.: 19.05.10
წევრი № 23,219



თორთლაძე საპარლამენტო არჩევნების წინ მოარტყავს ერთხელ კიდევ ევერესტის დალაშქვრას ალბათ
Go to the top of the page
 
+Quote Post
shamili
პოსტი 20.05.2010, 0:16
პოსტი #116


Junior Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 241
რეგისტრ.: 19.05.10
წევრი № 23,251



სვანური ენა (სვან. ლუშნუ ნინ) ქართველური ენების ჯგუფს მიეკუთვნება და საქართველოს ჩრდილო-დასავლეთში, ძირითადად სვანეთში მცხოვრები ხალხის მშობლიური ენაა. სვანურად დაახ. 30.000 ადამიანი საუბრობს მესტიისა და ლენტეხის რაიონებში, ენგურის, ცხენისწყლისა და კოდორის ხეობის გასწვრივ მდებარე დასახლებებში. სვანურად მოსაუბრე ადამიანთა ნაწილი აფხაზეთის რეგიონში ცხოვრობს, რაც დაახ. 2500 ადამიანი უნდა იყოს, თუმცა იქ არსებული სოციალურ-პოლიტიკური ვითარება მათი რიცხვის ზუსტად დადგენას თითქმის შეუძლებელს ხდის.

სვანური ენა ოჯახურ და არაოფიციალურ სოციალურ ურთიერთობაში გამოიყენება. მას წერილობითი სტანდარტი ან ოფიციალური სტატუსი არ გააჩნია. სვანურად მოსაუბრეთა უმრავლესობა ასევე ფლობს ქართულსაც, ქვეყნის ოფიციალურ ენას. სვანურის ფორმალური სწავლება არ არსებობს და ამ ენაზე მოსაუბრეთა რაოდენობა დღითიდღე კლებულობს გაუარესებული ეკონომიკური ვითარებით სვანი მოსახლეობის ქვეყნის სხვა რეგიონებში გაფანტვის გამო. სვანური ენა ამჟამად გაქრობის საშიშროების ქვეშ დგას, ვინადან ახალი თაობის უმეტესობა მას თავისუფლად უკვე ვეღარ ფლობს.

ისტორია [რედაქტირება]
სვანური ყველაზე გამორჩეული (განსხვავებული) წევრია ქართველურ ენათა შორის, და დანარჩენი სამი ენის (ქართული, ლაზური და მეგრული) ცოდნით მისი გაგება შეუძლებელია. მიიჩნევენ, რომ სვანური ქართველურ ენებს გაემიჯნა ძვ.წ. II ათასწლეულიდან, დაახ. ათასი წლით ადრე, ვინემ მას დანარჩენი ორი ენაც გამოეყოფოდა. ეს ფაქტი შესაძლოა განპირობებული იყოს სვანი მოსახლეობის შედარებით მიუვალ გეოგრაფიულ პირობებში განსახლებით, რაც სხვა ქართველურ ტომებთან აქტიურ ურთიერთობას გარკვეულწილად ზღუდავდა.

დიალექტები [რედაქტირება]
სვანური ენა შემდეგ დიალექტებად და სუბ-დიალექტებად იყოფა:

ბალსზემოური (დაახ. 15.000 მოსაუბრე): უშგული, კალა, იფარი, მულახი, მესტია, ლენჯერი, ლათა.
ბალსქვემოური (დაახ. 12.000 მოსაუბრე): ბეჩო, ცხუმარი, ეცერი, ფარი, ჭუბერი, ლახამი.
ლაშხური
ლენტეხური: ხელედი, ხოფური, რცხმელური, ჭოლური.

სვანური ენა
ლუშნუ ნინ
მოლაპარაკეთა რაოდენობა დაახ. 30.000
გავრცელებულია საქართველო
ლინგვისტური კლასიფიკაცია კავკასიური ენები
ქართველური ენები
დამწერლობის სისტემა ქართული დამწერლობა
ოფიციალური სტატუსი -
ენის კოდები sva
Go to the top of the page
 
+Quote Post
shamili
პოსტი 20.05.2010, 0:17
პოსტი #117


Junior Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 241
რეგისტრ.: 19.05.10
წევრი № 23,251





სვანეთის ისტორიული წარსულის მოკლე მიმოხილვა

სვანეთი ქართული ეთნიკური სამყაროს, ქართული კულტურისა და სახელ-მწიფოებრიობის განვითარების ერთ-ერთი უძველესი კერაა. ძველი (ანტიკური ხანის) თუ საშუალო საუკუნეების წყაროებში სვანეთი წარმოდგენილია, როგორც საქართველოს ორგანული ნაწილი, აქტიური მონაწილე საერთო სახელმწიფოებრივი ცხოვრებისა.

აკადემიკოს მელიქიშვილის აზრით, ისტორიული კოლხეთის ტერიტორიაზე ოდითგანვე ცხოვრობდნენ სვანები და ზანები.

საყურადღებოა ანტიკური ხანის ისტორიკოსის, სტრაბონის ცნობა, რომ სვანები უძლიერესნი არიან დიოსკურიის მახლობლად მცხოვრებ ტომთა შორის, შეუძლიათ 200 000-იანი ლაშქრის გამოყვანა.

არა ერთი მითითება არსებობს სვანების განსახლების შესახებ ჩრდილოეთ კავკასიაშიც. მდინარეების თერგისა და ყუბანის სათავეში სვანების ცხოვრების ფაქტს იქაური ტოპონიმიკური დასახლებანი ადასტურებენ.

XI-XIII საუკუნეებში სვანეთი ერთ-ერთი ძლიერი საერისთავოა. ამას მოწმობს ჩვენამდე მოღწეული ისტორიული ძეგლები, თქმულებები, ხუროთმოძღვრებისა და საეკლესიო მწერლობის, ოქრომჭედლობის, კედლის მხატვრობის… უნიკალური ნიმუშები.

XVIII საუკუნის მიწურულს სვანეთში მთავრობდა ციოყ დადეშქელიანი. მისმა ვაჟებმა _ თენგიზმა და თათარყანმა მათში ცამოვარდნილი შუღლის გამო ფაქტობრივად ორად გაყვეს სვანეთი, 51 სოფლიდან თენგიზს 21 მორჩილებდა, თათარყანს _ 30.

XIX საუკუნის დამდეგიდან ქვემო სვანეთი მოექცა სამეგრელოს სამთავროს შემადგენლობაში. დადიანებმა ქვემო სვანეთის გლეხთა მნიშვნელოვანი ნაწილი თავის უშუალო ყმებად გადააქციეს.

სვანეთი თავისი სტრატეგიული მნიშვნელობის გამო ადრიდანვე იპყრობდა რუსეთის ხელისუფალთა ყურადღებას.

თავისუფალ სვანეთშიც შევიდა რუსის ჯარი. სვანეთის მთავრებს მიანიჭეს ტიტულები და ყოველმხრივ ცდილობდნენ მათ გადაბირებას.

1853 წელს მეფისნაცვალმა მიიღო სვანთა დელეგაციის თანხმობა რუსეთის ქვეშევრდომობაში ბალსზემო სვანეთის შესვლაზე. ქვემო სვანეთი შედიოდა ცაგერის საბოქაულოში, ზემო სვანეთი _ ლეჩხუმის მაზრის შემადგენლობაში. რუსული მმართველობის სისტემის შემოღებამდე სბანეთში “საზოგადოებრივი” მმართველობის ფორმები ბატონობდა.

ოჯახის უფროსს “მახვში” (უფროსი) ეწოდებოდა

“თემი” სვანეთში ორი ცნების შინაარსით იყო ცნობილი.

თემი ეწოდებოდა სასოფლო საზოგადოებას, ტერიტორიულად ერთმანეთის მახლობელი სოფლების კრებითი სახელწოდებაა, მეორეც, თემი ეწოდებოდა ერთი და იმავე გვარის ერთ ან რამდენიმე შტოს, ანუ “სამხუბს” (საძმოს).

სასოფლო საზოგადოებათა ანუ თემთა გაერთიანებული შეკრება იწოდებოდა ყრილობად (“ლუხორ”), რომელიც საგანგებო შემთხვევაში იკრიბებოდა.

ბ. ნიჟარაძე აღნიშნავს: ,,სასოფლო ყრილობა იყო უზენაესი ინსტანცია იურიდიულს წესთწყობილებაში”. ის წყვეტდა ,,საშინაო” და ,,საგარეო” საკითხებს.

1875 წელს სვანეთში აჯანყდნენ რუსეთის მეფის რეჟიმითა და პოლიტიკით შევიწროებული სვანები.

მათ კვირიკეს ეკლესიაში (2000-მდე კაცი) ფიცი დადეს, თუ მთავრობა ხელს არ აიღებდა გადასახადებისა და სამხედრო ვალდებულებების შემოღებაზე, იარაღით იბრძოლებდნენ. დააპატიმრეს 16 კაცი. ხალდელებს მოსთხოვეს, ჩაებარებინათ აჯანყებული თანასოფლელები. ხალდელემა რუსებს ცეცხლი გაუხსნეს. საგანგაშო ვითარების გამო აჯანყებულების წინააღმდეგ 1200 კაციანი რეგულარული არმია შეიყვანეს. უთანასწორო ბრძოლა 1876 წლის 27 აგვისტოს დამთავრდა აჯანყებულების შეპყრობით, ხალდეს აღებით და განადგურებით (ხალდეში დღეს არცერთი კოშკი არ დგას). ამ აჯანყებას მიეძღვნა ცნობილი სვანური ხალხური სიმღერა ,,გაულგავხე”.

ექვთიმე თაყაიშვილის აზრით, სვანეთში ეჭვგარეშეა ქრისტიანობა შემოსულია ბიზანტიიდან, ალბათ იმ დროს, როდესაც ლაზებმა და აფხაზებმა მიიღეს ქრისტიანობა. ბიზანტიის დიდი გავლენა აღნიშნულია როგორც სვანურ ენაში, ისე წირვის წესში და სვანთა ერისთავთა მიერ ბიზანტიურ საკარისკაცო პატივის ტარებაში.

სვანეთი ჯერ შეადგენდა კოლხეთის ავტონომიურ ნაწილს, შემდეგ ლაზთა სამეფოს ნაწილს და ბოლოს შედიოდა აფხაზთა სახელმწიფოში. როდესაც აფხაზეთი და საქართველო გაერთიანდა ბაგრატ მესამის უფლების ქვეშ 980 წელს, სვანეთიც საქართველოს ნაწილი გახდა. აქედან იწყება მჭიდრო კავშირი სვანეთისა და მთლიან საქართველოსთან. ეტყობა, საქართველოს მეფენი დიდ ყურადღებას აქცევდნენ სვანეთს. იფარის ეკლესია დავით აღმაშენებლის მხატვრის მიერ არის ფრესკებით მოხატული, ალბათ მეფისავე ბრძანებით”.

სვანეთის ზოგადი გეოგრაფიული დახასიათება

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი კუთხე _ სვანეთი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში, კავკასიონის მთავარი ქედის ცენტრალური ნაწილის სამხრეთ კალთებზე და კავკასიონის პარალელური სვანეთის ქედის ორივე კალთაზე.

სვანეთის ერთი ნაწილი _ ზემო სვანეთი _ გაშლილია მდინარე ენგურის ხეობაში, ზღვის დონიდან 700-2000 მეტრის სიმაღლეზე (უკიდურესი პუნქტებია სოფლები უშგული და თოთანი).

სვანეთის მეორე ნაწილი _ ქვემო სვანეთი _ გაშლილია მდინარე ცხენის-წყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 600-1500 მეტრის სიმაღლეზე.

სვანეთს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება რაჭა-ლეჩხუმი, დასავლე-თიდან – აფხაზეთი და სამეგრელო, სამხრეთით _ იმერეთი და სამეგრელოს ტერიტორიის ნაწილი. ჩრდილოეთ სვნაეთის საზღვარი გადის კავკასიონის მთავარ ქედზე, რომლის გაღმა მდებარეობს ყარაჩაი და ყაბარდო.

ზემო და ქვემო სვანეთს ერთმანეთისაგან ყოფს სვანეთის ქედი, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 3000 მეტრს აღემატება.

მდინარე ენგურის ხეობის(იგივე ზემო სვანეთი) აღმოსავლეთ ნაწილში, უშგულიდან ბალის ქედამდე, მდებარეობდა ,,თავისუფალი” ანუ ,,უბატონო” სვანეთი (ბალის ქედი ზემო სვანეთს ყოფს ორ ნაწილად, მის კალთებზე აღმოსავლეთითაა ლატალი, დასავლეთით – ბეჩო), ხოლო ბალის ქედის დასვლეთით ,,საბატონო” ანუ სადადეშქელიანო სვანეთი.

მდინარე ცხენისწყლის ხეობას (ქვემო სვანეთს) ეწოდებოდა სადადიანო სვანეთი.

სვანეთ მიუხედავად მისი მაღალმთიანობისა, მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა მეზობელ მხარეებთან. ეს ხორციელდებოდა მრავალი საუღელტეხილო გზით, რომელთაც მივყავართ ჩრდილოეთ კავკასიაში, ხოლო ენგურისა და ცხენის-წყლის ხეობებზე მიმავალი გზები სვანეთს აკავშირებენ იმერეთთან, სამეგრე-ლოსთან. ამ გზებით ხორციელდებოდა და ხორციელდება სვანეთის სამეურნეო-ეკონომიკური ურთიერთობა საქართველოს სხვა მხარეებთან.

სვანები ჩრდილოეთ კავკასიაში მიმავალ უღელტეხილებზე გადადიოდნენ ფეხით, ან გადაჰქონდათ ტვირთი ცხენების, სახედრების საშუალებით. ასეთი მიმოსვლა დაკავშირებული იყო აღებ-მიცემობასთან.

ზემო სვანეთიდან ჩრდილოეთ კავკასიაში გადადიოდნენ წანერის, ტვიბერის, მესტიის, ბეჩოს, თონღუზ-ორუნის, ბასის, ატკვერის, მუშურის, კიჩხარის... უღელტეხილებით, ღურის, ლასილის, გოლდაშის გადასასვლელებით.

ამჯერად სვანეთი საქართველოს ბართან დაკავშირებულია სამანქანო და საჰაერო გზით.

მესტიაში ყოველწლიურად ფართოვდება ტურიზმი, ვითარდება ალპინიზმი, ტურისტული მარშრუტები გადის უღელტეხილებზე.

ყინულებით დაფარული მწვერვალები, მთის ყვავილებით მოხატული სათიბები, კამკამა ჩანჩქერები, ყოველ ფეხის ნაბიჯზე მჟავე წმთვარები (სგიმი), დაბურული ტყეები... დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. ეთნოგრაფიული თვალსაზრისითაც უნიკალური კუთხე უამრავ მნახველს იზიდავდა და იზიდავს მსოფლიოს ყველა კუთხიდან.

სვანთა მენტალობის ისტორიიდან

თქვენთვის რომ გამეცნო სვანთა მენტალობის უმთავრესი მახასიათებლები, ვისარგებლე წიგნით ,,ქართველ მთიელთა მენტალობის ისტორიიდან”, რომლის ავტორი გახლავთ ისტორიის დოქტორი, ეთნოლოგი როზეტა გუჯეჯიანი. პირადად ვეწვიეთ მას საქართველოს იტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში და კონსულტაციის შემდეგ გთავაზობთ მცირე ინფორმაციას.

სამეცნიერო და ეთნოგრაფიული მასალის საფუძველზე დაყრდნობით, ცნობილია, რომ აღმოსავლეთ საქართველოსაგან განსხვავებული რელიგიური სიტუაცია გვქონდა დასავლეთ საქართველოს მთიანეთში _ სვანეთში. აქ ქრისტიანობა მეტად ღრმად შევიდა და ამას სვანეთში მოფენილი სალოცავების სიმრავლეც ადასტურებს. საისტორიო ძეგლებიდან ჩანს, რომ სვანეთის მოსახ-ლეობაში ღრმად ყოფილა გამჯდარი ქრისტიანული სულისკვეთება და ეკლესია გადამჭრელ როლს ასრულებდა აქაური საზოგადოების ყოველგვარ საქმიანობა-ში.

ღვთის შიში და მოკრძალება სვანთათვის შინაგან მოთხოვნილებად იქცა. სვანეთის ცხოვრების წესს სარწმუნოება ასაზრდოებდა.

რელიგიის უდიდეს გავლენას გვიჩვენებს დღემდე მოქმედი დღეობა-დღესასწა-ულები, რომლებიც ტრადიციული რწმენის, რელიგიური ქცევის ნორმების, ეტიკე-ტის სენახვასა და მომავალი თაობების ასეთივე ღირებულებებით აღჭურვას ემსახურება.

მღვდელ კარბელაშვილის დაკვირვებით, ,,სვანების ძლიერ სარწმუნოებრივს გრძნობას უნდა დავუმადლოთ, რომ ამოდენა მხატვრობით შემკული ჯვარ-ხატებით სავეს საყდრები შეინახეს დღემდე... მთელ საქართველოსთვის კარგი მისაბაძავი საქმეა”.

,,სვანეთმა, ტრადიციისადმი ერთგულებით გამორჩეულმა მხარემ, დღემდე შეინარჩუნა ოდინდელი დიდების, სახელმწიფო ძლიერების, ლაშქრობებისა და სამხედრო ასპარეზობების სიმბოლოდ ქცეული საერისთავო დროშა ,,ლემი”, რომელიც ადგილობრივთათვის რელიგიური სიწმინდის ტოლფასია. იგი, გადმოეციმით, თვით თამარ მეფეს შეუკრავს და სეტის ჯგრაგისთვის შეუწირავს. ცნობილია, რომ თამარ მეფის ნათელ ხატებას, უმნიშვნელოვანესი ადგილი ეჭი-რა სვანეთის ტრადიციულ ყოფაში, იქ დღემდე მოგიყვებიან, რომ თამარ მეფეს განსაკუთრებულად ჰყვარებია სვანეთი, სადაც მრავალი ეკლესია და ციხე-დარ-ბაზი აუგია, ბოლოს კი სამუდამო განსასვნებლადაც ეს კუთხე აურჩევია. ალ. ხახანაშვილის მასალით, სვანებს სწამთ, რომ თამარ მეფე უშგულის ღვთის-მშობლის ეკლესიის საკურთხეველშია დაკრძალული, მაგრამ მალავენ ამ ამბავს, რადგან შიშობენ, რომ მეფის ნეშტს წაასვენებ და ამით სვანეთს ბედნიერებაც დატოვებსო”. (გუჯეჯიანი, ,,ქართველ მთიელთა მენტალობის ისტო-რიიდან”).

ცნობილია, რომ სვანეთში ეკლესია და თემი შუასაუკუნეებიდან განუყოფე-ლია. ,,ერთობილმა ხევმა” თავისი არსებობის შენარჩუნება და მომავალი მთლიანად ეკლესიას მიანდო. ეკლესია თემის მფარველია, მისი სულიერი და სოციალური ცხოვრების მომწესრიგებელი, ხოლო თემი, თავის მხრივ, ამ ეკლესიის ერთგული შვილი და პატრონია.

ცოცხალი ტრადიციაა, რომლის მიხედვითაც ყოველ სადავო საქმეს ეკლე-სიაში ან მის ეზოში განსჯიან დღესაც.

,,ცოდვა” და ,,დანაშაული” გაიგივებულია სვანისთვის. უმძიმესი ცოდვა და დანაშაულია ,,ეკლესიის გატეხვა”, სამშობლოს (თემის) ღალატი...

ენით აუწერელი შიში ახასიათებს სვანს ფიცის გატეხვისადმი. ფიცს ხატის წინაშე დებენ სვანები განსაკუთრებით გართულებულ საქმეთა გადაწყვეტისას.

ექვთიმე თაყაიშვილი წერდა: ,,დამნაშავეებს ხატზე აფიცებდნენ და მაგალითი არ ყოფილა წინა დროში, რომ სვანს ფიცის დროს თავისი დანაშაული არ ეღიარებინოს”.

საზოგადოებრივი წესრიგის, მშვიდობის, ტრადიციული ზნეობრივ-რელიგიური ნორმების დაცვა-შენარჩუნებას მედიატორები ემსახურებოდნენ.

სვანური სუფრაც თავისი სადღეგრძელოებითა და რიტუალებით რელიგიურ საფუძველზეა წარმოშობილი. სუფრა აუცილებლად იწყება მამა ღმერთისადმი აღვლენილი ლოცვით, სადღეგრძელოთი. შემდეგ ადიდებენ მიქაელ მთავარანგე-ლოზს, მესამე სადიდებელი წმინდა გიორგის ეძღვნება. პურობის დასასრულს კი ღვთისმშობელს (,,ლამარიას”) უძღვნიან სამადლობელს.

ათეისტურმა სახელმწიფომ, ცხოვრების ახალმა რიტმმა და შემოსულმა ახალმა წესებმა ვერაფერი დააკლო სვანების რელიგიურობას, მათ მენტალობას. სვანეთის თანამედროვე საზოგადოება ერთგულია მამაპაპეული ფასეულობები-სადმი.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა:

,,მესტია და ზემო სვანეთი არის საოცარი, სასიქადულო და საამაყო კუთხე საქართველოსი. აქ ცხოვრობენ ქართველები, რომელნიც საუკუნეების მანძილზე იცავდნენ და იცავენ სიწმინდეს, იცავენ ჩვენს ხატებს, ჩვენს ჯვრებს. სრულიად საქართველომ სწორედ ამ კუთხეს ანდო თავისი დიდი საუნჯე”.

სვანეთი მოძალადე და მოთარეშე მტერთათვის მიუვალი და მიწვდომელი, საქართველოს განძთსაცავდა იქცა, ხოლო სვანები _ საქვეყნო სიმდიდრის უღალატო მცველებად.

სვანეთის კულტურა

სვანეთში დღემდეა შემორჩენილი მრავალრიცხოვანი ძეგლები, შენობა-ნაგებობანი, ყოფა-ცხოვრების მრავალფეროვანი ადათ-წესები... რაც მიგვითითებს სვანეთის კულტურის საკმაოდ განვითარებულ დონეზე.

ამ ძეგლებს მაღალმეცნიერული, ისტორიული, მხატვრული ღირსება-მნიშვნელობა აქვთ. სვანეთის ეკლესიები, მათ კედლებზე შესრულებული მხატვრობის ნიმუშები, აქ შექმნილი თუ გადანახული ხატები, წიგნები, ჯვრები... მეცნიერების დიდ დაინტერესებას იწვევს.

ლატალის თემში 24 ეკლესიას ითვლიდნენ თურმე, ხოლო ადიშში (რომელ-შიც მხოლოდ 14 ოჯახი ითვლებოდა) 7 ეკლესია იყო.

დეკანოზი ი. მარგიანი წერდა: ,,ვგონებ, მართლაც არსად არ არის იმისთანა ქვეყანა, რომ სვანეთისავით მდიდარი იყოს ძველი ეკლესიებით, ხატებით და საეკლესიო წიგნებით. ვერ წარმომიდგენია, თუ საიდან გაჩნდა ამდენი ოქრო-ვერცხლით მოჭედილი ხატი, ძვირფასი ქვებით შემკობილი აზარფეშები, ტყავზედ დაწერილნი საეკლესიო წიგნები და სხვა ძვირფასი ნივთები!”

დ. ანტონიძე წერდა: ,,ორი წლის განმავლობაში სვანეთში ყოფნამ დამარ-წმუნა, რომ ეს კუთხე ჩვენი ქვეყნისა წარმოადგენს ნამდვილს ეთნოგრაფიულს საუნჯესა”.

სვანეთის სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლები შეიძლება დავყოთ სამ ჯგუფად:

1. ადრინდელი ფეოდალური ხანის, საშუალო და გვიანდელი საუკუნეების ნაგებობანი, არქიტექტურული ძეგლები, (ეკლესიები, კოშკები, საცხოვრე-ბელი სახლები, გალავანი...);

2. კლასიკური ხანის ჭედური ხელოვნებისა და ფერწერის ძეგლები;

3. ხელნაწერები.

საქვეყნოდაა ცნობილი სვანური საგალობლები და ხალხური სიმღერები: ,,ლილე”, ,,ლაგუშედა”, ,,შგარი”, ,,კვირია”, სიმღერბი თამარ მეფეზე, ცეკვები, ფერხულები... სვანური ჩანგი, ჭიანური... სვანური ,,ზარი”.

1936 წელს მესტიაში გაიხსნა მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. ეს მუზეუმი უნიკალური განძთსაცავია. აქ ინახება უძველესი ხელნაწერები (მათ შორის ადი-შის ოთხთავი), ხატები, ჯვრები, ჭედური ხელოვნების, ხელნაწერი წიგნების, ნუმიზმატიკისა და ეთნოგრაფიული ძეგლების მდიდარი ფონდები...

სვანეთის ისტორიაზე მეტყველებს სვანური კოშკები, სათავდაცვო ნაგებო-ბანი.

იგი იყო საცხოვრისიც და სათავდაცვო ნაგებობაც. შუასაუკუნეებში აშენებული კოშკები დღესაც დგანან და უტყვი მოწმეები არიან სვანეთის ისტორიისა.

ლაღამის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესია

ალბათ გახსოვთ ლიტერატურის გაკვეთილი, როცა ვსწავლობდით ანა კალანდაძის ლექსს ,,ლაჰილზე ისევ დიდებული და სავსე მთვარეა”. იმ დღეს მასწავლებელმა ახსენა სოფელი ლაღამი, მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესია და სვიმონ მესვეტის უნიკალური ხატი. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ენციკლოპედიურ ლექსიკონში მოვიძიეთ კიდეც მასალა, რაც გვაინტე-რესებდა, მაგრამ წაკითხულმა და მეტის გაგების სურვილმა მიგვიყვანა პროფე-სორ რუსუდან ყენიასთან, რომელიც სვანეთის კულტურის თავდაუზოგავი შემ-სწავლელია, აგრეთვე დავუკავშირდით მხატვარ-რესტავრატორს რევაზ ხოჯე-ლანს, არქეოლოგ _ დოცენტ შოთა ჩართოლანს. შეგროვდა ძალიან საინტერესო მასალა. ამჯერად მათ ნაწილობრივ გაგაცნობთ.

მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესია სოფლის ცენტრში დგას. იგი ორსარ-თულიანია. თავდაპირველად VIII-IX საუკუნეებში მცირე ზომის სამლოცველო აუგიათ, რომელზეც XIII საუკუნის მეორე ნახევარში მეორე სართული დაუშენებიათ, მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესია, რომლის ქტიტორი ყოფილა შალვა ქირქიშლიანი. მისი სახელი შემოგვინახა ფრესკის ასომთავრულმა წარწერამ. ამავე წარწერაში მოხსენებულია მისი ძმა ნექე, როგორც მოხატულო-ბის ინიციატორი.

ტაძრის კარს ზემოთ ნიშაში ჩახატული ორი ჯიხვი მიგვანიშნებს ქტიტორი ძმების ავტოგრაფზე და მათ სვანურ წარმომავლობაზე.

ცოდვების გამოსასყიდად ძმებს ნებართვა უთხოვიათ ლაღამელებისათვის, რომ ნება მიეცათ, ამ ბაზილიკაზე დაეშენებინათ უფრო მოზრდილი ღვთის სადიდებელი ტაძარი. ამ დროს სოფელში ძირითადად ცხოვრობდა სამი გვარი: ხოჯელანები(უხოჯელიანები), ბარლიანები და გვარლიანები.

მშენებლობისას ძირითადად შეწევნას თავის თავზე იღებს ხოჯელანების გვარი, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ ტაძრის შენებიდან დღემდე ტაძრის მცველები არიან ხოჯელანები. ტაძრის ეზოში დაკრძალვის უფლებავ მხოლოდ ამ გვარს აქვს.

დავინტერესდით ხოჯელანთა გვარის ისტორიით. პალეოგრაფ ვალერი სილოგავას ნაშრომში ,,სვანეთის წერილობითი ძეგლები” აღმოვაჩინეთ ცნობები ხოჯელანების შესახებ.

ტაძრის მაშენებელთა წარმომადგენლები საეკლესიო პირნი ყოფილან, განათლებული და ღირსეული კაცები: დემეტრე უხოჯელიანი, მახარობელი უხოჯელიანი, ქერაბინ უხოჯელიანი... ისინი ჩინებული კალიგრაფებიც ყოფილან და განსწავლული შემდგენელ-დამწერები სვანური საბუთებისა (XI-XIV-XV საუკუნეები).

მათი დღევანდელი შთამომავალნი კი ძირითადად ხელოვნები არიან: მხატვრები, რესტავრატორი, არქიტექტორი, დიზაინერი... ვინ იცის, მაცხოვრის შენება-მოხატვის დროს ხოჯელანები ამ ნიჭითაც გამოირჩეოდნენ სხვათაგან და ამიტომაც ითვლებიან ეკლესიის მშენებელ-მცველებად.

ლაღამის ეკლესიის მთელი განძეულობის (XI_XII სს-ის) მნიშვნელოვანი ძეგლები ინახება მესტიის მუზეუმში ეკლესიის გაძარცვის შემდეგ. წმინდა გიორგის ხატი მძარცველმა მიჰყიდა ანდრეი რუბლევის სახლ-მუზეუმს, ხოლო ღვთისმშობლისა და სვიმონ მესვეტის ხატი სამშობლოში დააბრუნა მაშენებელი და მცველი გვარის წარმომადგენელმა გურამ ხოჯელანმა (დაკრძალულია მაცხოვრის ტაძრის ეზოში). გავეცანით იმდროინდელი ,,ზარია ვოსტოკას” ერთ-ერთ ნომერს, რომელშიც ამ ფაქტის დამადასტურებელი მასალაა მოცემული.

საინტერესოა კედლის მხატვრობა ტაძრისა.

ქვედა ეკლესიის I ფენა თარიღდება X საუკუნით. ავტორად მიჩნეულია სვანი ადგილობრივი უცნობი მხატვარი.

ფრესკებზე იკიტხება ვედრების სცენა, მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელო-ზები, პეტრე და პავლე მოციქულები, წმინდა გიორგი, წმინდა თეოდორე, წმინდა დემეტრე, წმინდა ბარბარე, წმინდა ეკატერინე. მეორე ფენის მხატვრობა დაზია-ნებულია, მაგრამ მაინც იკვეთება ჯვარცმის, მირქმის, განბანვის სცენები.

მაცხოვრის II სართულზე, საკურთხეველში როგორც წესი, გამოსახულია ვედრების, ხარების, მაცხოვრის ფერისცვალების, ღვთისმშობლის მიძინების, მირქმის, ადამისა და ევას ჯოჯოხეთიდან წარმოტყვევნის, ჯვარცმის, ლაზარეს აღდგინების სცენები. გამოსახულია მენელსაცხებლე დედანი, მიქაელ და გაბ-რიელ მთავარანგელოზები, ქტიტორი შალვა ქირქიშლიანი, წმინდა დედები: წმინდა ეკატერინე, წმინდა თეკლე, წმინდა ბარბარე, წმინდა გიორგი, წმინდა დემეტრე, ყრმა იესო (საკურთხეველში), წმინდა ივლიტა წამებულ შვილთან.

საინტერესოა ფასადური მხატვრობაც აღმოსავლეთ ფასადზე ნათლად იკითხება წმინდა ესტატეს ირემზე ნადირობა.

რესტავრატორთა ვარაუდით, ტაძრის გადახატვა უნდა მომხდარიყო XIII საუკუნეში, ქართული რენესანსის ეპოქაში. ფიქორბენ, ეს უნდა მომხდარიყო ეპიგრაფიული და კანონიკური გადახრების გამო.

XII საუკუნის მხატვრობა ეკუთვნის აღმაშენებლის კარის მხატვარს, თევდო-რეს სკოლას, რაზეც მიგვითითებს მხატვრობის სრულყოფილება და მონუმენტუ-რობა (ცნობისათვის: თეოდორე (თევდორე)) დავით აღმაშენებლის კარის მხატვარი ყოფილა (XI_XII) საუკუნეების მიჯნა, უწოდებდნენ მეფის მხატვარს, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ თევდორე მეფის დავალებებს ასრულებდა,. ეს უნდა იყოს დავითის და, შესაძლოა დიმიტრი პირველის მხატვარი (ვკითხულობთ მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიურ ლექსიკონში.

წარმოშობით თევდორე სვანეთთანაა დაკავშირებული. მოხატულობათა მხატვრული თავისებურება, რომელიც ტიპურია სვანური ფრესკებისათვის (იფარის, კვირიკეს, ნაკიფარის, წვირმის ტაძრები).

ამ მცირე მასალამაც კი დაგვარწმუნა, როგორი ძლიერი ყოფილა სვანეთში ქრისტიანული რელიგიის პატივისცემა, რამაც დიდი გავლენა მოახდინა ამ კუთხის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, კულტურაზე.

სვიმეონ მესვეტის ხატი ქართულ კულტურას შემოუნახა ლაღამის ეკლესიამ. ამჟამად დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში.

იგი მიეკუთვნება XI საუკუნის II ათეულს.

ოსტატი – ფილიპე ოქრომჭედელი.

ხე, ვერცხლი მოოქრული.

35,3X23X2სმ.

ხატის დამკვეთია ცაგარელი ეპისკოპოსი ანტონი. მისი ფიგურა გამოსახულია ხატის ქვედა არეზე, მარცხნივ. წარწერა ასე იკითხება: მე, გლახაკმან ანტონი ცაგარელმან ჩემს იშხანს ყოფასა მხატვარეული ადგილი ოხერი ვენახად ავაშენე, ხატი ესე შევქმენ და წმ. სვიმეონს დავუსვენე. ვინ გამოახვას შემცაიშლები ღმრთისაგან.

ხატზე ანტონ ცაგარელი დგას ვედრების პოზაში სვიმეონ მესვეტის (უმცროსის) წინაშე. ანტონი 1023-1032 წლებში ფლობდა იშხნელის ტიტულს და აწარმოებდა ტაძრის აღდგენით სამუშაოებს.

ხატის ქვედა არშიაზე გამოსახულნი არიან წმინდა მოციქულები: მათე, იოანე, ლუკა. გვერდით არშიებზე – წმ. მთავარანგელოზები და წმ. მოციქულები – პეტრე და პავლე.

ხატი იშხნის მონასტრიდან ცაგერის ეპარქიაში (რომელშიც შედიოდა ზემო სვანეთის ბალსზემო ნაწილი) XIII-XIV საუკუნეებში ავბედობის ჟამს უნდა იყოს გადასვენებული.

სვეტი დასაყუდებელი ადგილი იყო განდეგილი მესვეტე ბერებისა. ეს ყოფილა კოშკის მსგავსი ნაგებობა და უფლის წინაშე აღქმადადებული ბერი მთელი სიცოცხლის მანძილზე ცხოვრობდა მასზე.

საქართველოში ასეთი სვეტები არის უბისის ეკლესიასთან, მარტყოფის მონასტერთან, კაცხის სვეტი და სხვა.

რაც შეეხება სვიმეონ მესვეტეს (უმცროსს), იგი 521-569 წლების მოღვაწეა. ანტიოქიის შავი მთის სახელგანთქმული განდეგილი, რომელსაც საკვირველმოქმედს უწოდებდნენ.

ქრისტიანი მშობლების შვილი ექვსი წლის ასაკში წასულა უდაბნოში და განმარტოებით ცხოვრობდაო. ანგელოზი მფარველობდა პატარას, რომელმაც შვიდი წლის ასაკიდან ისურვა დაყუდების ნებართვა. იგი გარდაიცვალა სვეტზე 68 წლის მოღვაწეობის შემდეგ.

საღვთო განგებით სნეულთა განკურნების ნათელხილვისა და წინასწარმეტყველების ნიჭით იყო დაჯილდოებული.

სვიმონ საკვირველმოქმედის დაარსებულ სვიმეონწმინდის მონასტერში მოღვაწეობდნენ ქართველი ბერებიც.

ისტორიული წყაროების ჩვენებით, სვიმეონ მესვეტე მეგობრობდა მზეელ მამებთან, რომლებიც იოანე ზედაზნელის ხელმძღვანელობით ქართლში ჩამოვიდნენ და სამონასტრო ცხოვრებას ჩაუყარეს საფუძველი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tam-a
პოსტი 20.05.2010, 0:19
პოსტი #118


ცქნაფო


ჯგუფი: Moderators
პოსტები: 40,252
რეგისტრ.: 31.07.05
მდებარ.: ლურჯი მწვერვალები:)

წევრი № 5,433



რა შუაშია?


--------------------
ოFF...
Go to the top of the page
 
+Quote Post
shamili
პოსტი 20.05.2010, 0:22
პოსტი #119


Junior Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 241
რეგისტრ.: 19.05.10
წევრი № 23,251



სვანეთის თემაში ვდებდი და ამერია

ბოდიში
Go to the top of the page
 
+Quote Post
shamili
პოსტი 20.05.2010, 0:26
პოსტი #120


Junior Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 241
რეგისტრ.: 19.05.10
წევრი № 23,251



"- ვოი!
რა უფერულია სიკვდილი ლოგინში!
ვოი, რა საშინელია სიკვდილი ლოგინში!
ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ -
ყინულის ლოგინში!..

ვოი, კალა-უშგული შეკრებილა -
ყანას და სათიბს მომცდარა.
მთელი სვანეთი შეკრებილა,
მთლად საქართველო შეკრებილა,
შხარასთან ღრუბელივით მომდგარა...
ვოი, შხარა სისხლით შეღებილა -
კოხტა თიკანაძე მომკვდარა...

ბექნუ ხერგიანს
და ბექნუს ლომებს
გურამის ნეშტი
უპყრიათ ხელში,
ბექნუ ხერგიანს
და ბექნუს ლომებს
მშრალი ბურთები გასჩრიათ ყელში.

გურამ თიკანაძეს შხარა აუღია,
რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა:
საკუთარ ხელით პალო დაუგია,
საკუთარ პალოზე მომწყდარა...

ცოცხლისგან საყვედური აუგია -
თოკი ერთადერთი ჩაუბია -
თავი სიმამაცით წაუგია,
ვოი-ვო, სიმამაცით მომკვდარა!..

ბექნუ ხერგიანს
და ბექნუს ლომებს
გურამის ნეშტი
უპყრიათ ხელში,
ბექნუ ხერგიანს
და ბექნუს ლომებს
მშრალი ბურთები გასჩრიათ ყელში...

"ხოჩა საკაცე გამითალეთ,
დავაწყო ხორცი და ძვალი,
სიკვდილი სიცოცხლედ ჩამითვალეთ,
აღმართში კვნესით ამიტანეთ,
ვაკეზე მითხარით ზარი!.."

უშგულში გამოვარდა ივდითი ნიჟარაძე,
შეჰკივლა, გაიკაწრა ლოყა;
ფოსტლების ფლატუნით უხნესი დიაცი
საკაცეს ფეხდაფეხ მოჰყვა:

"თეთნულდმა რა მოგცა? უშბაზე რა გქონდა?
შხარაზე რა გინდოდა, გმირო?!
ვო, გურამ, რამხელა ბეჭები დაგქონდა -
რამ დაგაპატარავა, შვილო?!"

ასი ცხენოსნით
უშგული გახლავს
და ბეჭზე მიდევს
შენი საკაცე...
შენ დაგეუფლა
ძილი და დაღლა,
შენ დასახარჯი
უკვე დახარჯე...
შენ გაიელვე
ღრუბლებზე მაღლა,
შენ საქართველოს
ღამე გახაზე...
ასი ცხენოსნით
უშგული გახლავს
და მიტივტივებს
შენი საკაცე...

ვოი, რა უფერულია სიკვდილი ლოგინში!
ვოი, რა საშინელია სიკვდილი ლოგინში!
ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ -
ყინულის ლოგინში!..

გურამ თიკანაძეს შხარა აუღია,
რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა:
თავი სიმამაცით წაუგია,
ვოი-ვო, გურამი მომკვდარა...
ცოცხლისგან საყვედური აუგია,
ჩაუქი მკვდარიც ჩაუქია -
ვარსკვლავი
ვარსკვლავებს მომწყდარა."
1964წ.
Go to the top of the page
 
+Quote Post

9 გვერდი V  « < 6 7 8 9 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1.11.2014 - 10:25