IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

8 გვერდი V  < 1 2 3 4 > »   ( პირველ წაუკითხავ პოსტზე გადასვლა )
Reply to this topicStart new topic
პროზა და პოეზია, თარგმანები, ნოველები და სხ
gmg2005
პოსტი 14.08.2005, 18:20
პოსტი #16


გულო, უნდა მიერთგულო...


ჯგუფი: ოქროს კალამი
პოსტები: 8,152
რეგისტრ.: 22.05.05
მდებარ.: usa. miyvars chemi saqartvelo!

წევრი № 5,020



ნოდარ დუმბაძე

ასტვაწ! ინჩუ ჰამარ! (ღმერთო! რისი გულისთვის!)

(ამონარიდი)

...,,თქვენი საქართველო ძალიან ლამაზსა და ჯიშიან ბედაურსა ჰგავს, ოქროს უნაგირით შეკაზმულს, თქვენდა საუბედუროდ, ეგ ბედაური ისეთ ლამაზ მდელოზე და გამოსაჩენ ადგილზეა დაბმული, რომ ყველა გამვლელ-გამომვლელს უნდა შეაჯდეს, ლაგამი ამოსდოს და სარდლის ყიჯინითა და ვაშას ძახილით გააჭენ-გამოაჭენოს. გაჩენის დღიდან ეგრე იყო, მაგრამ მადლობა ღმერთს, თვითონ არის ისეთი ფაქიზი და ფეთიანი, ყველა ნაძირალას არ იჯენს ზურგზე, მხოლოდ ღირსეულებს თუ შეისვამს ხოლმე და იმათაც თუ დაკარგეს ზომიერების გრძნობა, სულ კისრისტეხით გადმოაგდებს და დაანარცხებს დაბლა... ძალიან ბევრი მინახავს ეგეთი... საოცარი ქვეყანაა ეგ თქვენი საქართველო და გაუმარჯოს.''


--------------------
ნუთუ ყველა გზას, ტაძრისკენ მივყავართ?

გაცალეთ ბატონო და გვაფორუმეთ!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
imedy
პოსტი 20.08.2005, 7:07
პოსტი #17


imedy


ჯგუფი: საძაგლები
პოსტები: 4,476
რეგისტრ.: 29.01.04
მდებარ.: FLORIDA
წევრი № 1,418



გთხოვთ დამეხმაროთ და მიპასუხოთ , პირველმა ჩვენმა ქართული დამწერლობამ საიდან აიღო საფუძველი? ohmy.gif huh.gif


--------------------
ქართველი :)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Kutaiseli
პოსტი 21.08.2005, 1:13
პოსტი #18


Advanced Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 14,196
რეგისტრ.: 5.02.03
მდებარ.: 777
წევრი № 245



რავარი დასახმარებელია?!!!!


--------------------
ვაჟკაცსა ომში სიკვდილი, ხელში ნატეხი ხმლისაო .....

სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი...
Go to the top of the page
 
+Quote Post
DROEBA1
პოსტი 21.08.2005, 1:16
პოსტი #19


Junior Member


ჯგუფი: Banned
პოსტები: 97
რეგისტრ.: 23.07.05
წევრი № 5,393



ვაჰმე მიტუასა ეს რა მესმის კაცოოო!



შენ ქართველი უნდა გერქუას და ზოგიერთ სალახანას სომეხი და ოსი?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Kutaiseli
პოსტი 21.08.2005, 1:17
პოსტი #20


Advanced Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 14,196
რეგისტრ.: 5.02.03
მდებარ.: 777
წევრი № 245



ნოდარ დუმბაძე

დიდრო

სხვამ რომ ჩინ-მედლები ჩამოიტანა რუსეთ-იაპონიის ომიდან, ედემიკა ვეშაპიძემ პორტ-არტურიდან მამალი ათაშანგი ჩამოიტანა, მერე თავის და დაფინო აფხაზავას ტვინგაწყალებულ ნაყოფს დიდრო დაარქვა და ვითომ აქ არაფერიაო, ისე დაიკრიფა გულზე ხელი და ისე ათრევია თავი ოთხ მუტრუკს კონცხოულას სასაფლაოზე. ობლად დარჩენილმა დიდრომ, თავის მხრივ დედა უტირა თავისი დიდი სეხნიის, ფრანგი განმანათლებლის დენი დიდროს მოძღვრებას ადამიანის თანდაყოლილი ნიჭის შესახებ და სადღაც ორჯერ ორსა და სამჯერ სამს შორის რომ ღობეა, იმაში გაეკვეხა თავით სამუდამოდ.

- ეუ! დიდროია, პორტ-არტურის შპიონო!

- ეუ! დიდროია, იოამას ნაბიჭვარო! - გაჰკივიან სუფსის ჭალაში გუთურელი ბიჭები და სიცილით ასკდებიან ერთმანეთს.

- დადექით, თუ ბიჭები ხართ, თქვე შობელგაღლეტილებო. და გიტირებთ დედის სულს! - ბღავის დიდრო და მოღერებული ქვით დასდევს ჭალაში გაფანტულ ბიჭებს.

- დიდროია ბურძგალა!

- დიდროია ხაბაკა!

- დიდროია ქაფურა! - მიჰკივიან სუფსის ჭალაში ძუნძულით მიმავალ დიდროს გუთურელი ბიჭები და მერე სამგელიას მორევში იგრილებენ გახურებულ ბეჭებსა და ცხელ ქვიშაზე სირბილით დაფუფქულ ფეხისგულებს.

ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, დიდროიას მოღერებული ქვა ესროლოს ბავშვებისათვის, მოიქნევს ხელს, მერე იმ მოქნეულ ხელს შუაგზაზე მოთოკავს, ისე დახედავს იმ რიყის ქვას, თითქოს ქვა კი არა, მარგალიტი იყოს და სასოებით ჩაიდებს დაკონკილ შარვლის ჯიბეში.

დიდრო და დიდროსნაირი სახელები ვის გაჰკვირვებია გურიაში. მარტო გუთურში სამამულო ომამადე 4 ოტელი, 8 ჰამლეტი, 7 შექსპირი, 5 დეზდემონა და 3 ოფელია ცხოვრობდა, მაგრამ წივილ-კივილითა და ჟივილ-ხივილით არავინ დადევნებია. დიდრო სხვა იყო. დიდრო, გარდა იმისა რომ დიდრო იყო, კიდევ ბურძალა იყო, ხაბაკა იყო და ქაფურა იყო.

ბურძგალა იმიტომ იყო დიდრო, რომ თმა ჰქონდა ზღარბივით აბურძგნული და, გარდა ამისა, ნიძლავზე, ხიდან ჩამოგდბეულ წაბლს ბურძგალას შიშველი ფეხით აცლიდა.

ხაბაკა იმიტომ იყო დიდრო, რომ მაგაზე მეტ სიმძიმეს კაცი ვერ წევდა. რამდენჯერ მინახავს, როგორ მიაცილებდა სამ მანეთად ან მანეთად ორივე მხარზე ხურჯინებგადაკიდებული და გაძეძგილი კალათებით მკლავებდაწყვეტილი დიდრო სოფლიდან რაიონულ ცენტრში ვიღაცას. კაცი ან გამოუცდელი ან ხვადაგი უნდა ყოფილიყო, ასეთ დროს დიდროს რომ მისალმებოდა. მე შენ გეტყვი, არ გაგიჩერდებოდა, ბარგს ჩამოდგამდა, ჩამოჯდებოდა, დაისვენებდა და ისე გამოგელაპარაკებოდა. დადგებოდა ასე აქლემივით დატვირთული, კისერწაგრძელებული, თვალებგადმოკარკლული და გაგიბამდა მუსაიფს.

- ვისი ხარ შენ, კი ვერ გიცანი!

- მე ვარ ნოდარი, ქიშვარდის ბადიში!

- აუ, რა კატლეტს მაჭმევდა უფასოდ ბაბუაშენი გუთურის სასადილოში პოვრად რომ მუშაობდა. საიდან მოდიხარ?

- ქალაქიდან.

- ხომაა მშვიდობა?

- კი.

- რამდენი დღით ჩამოდი?

- ერთი კვირით.

- აუ, რას დამგვანებიხარ, ბიჭო! ერთი კვირა გამოგაკეთებს შენ?

- დიდროია, გამოადგი ფეხი, მაგვიანდება ავტობუსზე! - აჩქარებს ბარგის პატრონი.

- მაცალე, ბიჭო, კაცთან ლაპარაკი. თვარა დაგიყრი ამ ხაბაკს აგერ შარაზე და გადაიხიე ის შენი სამი მანეთი თავზე! - აფრთხიელბს ბარგის პატრონს, - ლადიკოს ბიჭია, კალანდაძის, - მაცნობს შემდეგ მე.

- ვიცნობ, დიდრო!

- აუ, რა გაუხარდება მამიდაშენს ახლა შენი დანახვა! გაიგებდი ალბათ, გველმა რომ უკბინა თამაზის, შენს მამიდაშვილს!

- აქ არ ვიყავი, დიდროია, მაშინ? - გავახსენე დიდროს.

- ისიც გეცოდინება, აბა, ჯარში რომ წაიყვანეს!

- მაგიც ვიცი!

- ყველაფერი თუ იცოდი, რაღას მოდიოდი, ვერ დარჩი ქალაქში? - ეწყინა დიდროს.

- გავბრუნდები, აბა, უკან, რადგან ასეა! - ვეუბნები დიდროს.

- ფეხი არ მოიცვალო აქედან, მივურბენიებ ამ გლახას ამ ხაბაკს ავტობუსამდე და ამ წუთში აქ გავჩნდები! - მეუბნება დიდრო და ძუნძულით გარბის. მერე უცებ ტრიალდება მე მეხვეწება: - არ დამიძახო ბიჭო, ახლა, დიდროია ხაბაკაო, და რომ მოვბრუნდები, უფულოდ წაგიღებ მაგ ჩემოდანს სოფელში. მაინც იქით მაქვს გზაი.

ყელში მობჯენილ ბურთს ძლივს ვაბრუნებ უკან და ღიმილით ვუქნევ თავს დიდროიას. ღიმილს ვამბობ, თორემ ვაი ასეთ ღიმილს, ერთი ტირილი ქვეყანას მირჩევნია. მერე ჩემოდანს ვდგამ გზის პირას, ზედ ვჯდები და ძუნძულით მიმავალ დიდროიას ველოდები.

რაც შეეხება ზედმეტ სახელს „ქაფურას“, იგი ამ სამი წლის წინ შეერქვა დიდროს ჩემი თანდასწრებით.





საზაფხულო არდადეგებზე გახლდით ჩასული სოფელში. კვირა დღე იყო. მთელ გუთურელ ლაზღანდარებს საპარიკმახეროში მოეყარათ თავი და გაფაციცებით ადევნებდნენ თვალყურს დალაქ ექვთიმე ყვაპუტასა და დიდროს პაექრობას. საპარიკმახეროში რომ შევედი, პაექრობა კარგა ხნის დაწყებული იყო და ჩემთვის ყურადღება არავის მოიქცევია.

- დიდრო ბატონო, კიდევ ერთი ამოცანა მკითხე და თუ ვერ ამოვხსენი, მთელი თვე უფასოდ გპარსავ. - ეხვეწებოდა ექვთიმე ყვაპუტა დიდროს (ექვთიმეს - „ყვაპუტას“ მისი მორჩილი ტანისა და სიმსუქნის გამოე ეძახდნენ. მთელ სოფელში ექვთიმე ერთადერთი კაცი იყო, რომელიც დიდროს ბატონობით ელაპარაკებოდა. დიდრო, რა თქმა უნდა, დაცინვას ვერ ხვდებოდა და „ბატონოს“ ღირსეულად იფერებდა).

- კარგი, აბა, თვითონ, ბატონო ექვთიმე, მითხარი მე შენ, ორი ქვეყნის: ამერიკისა და იაპონიის საზღვარზე მამალი ზის ღობეზე, თავი იქით აქვს - იაპონიის საზღვარზე, და კუდი აქეთ - ამერიკისკენ. დადვა უცებ მამალმა კვერცხი ზედ შუა საზღვარზე, რომლისაა კვერცხი - ამერიკისა თუ იაპონიის? - ჰკითხა დიდრომ და პასუხის მოლოდნში თვალები მოწკურა.

- ამერიკის! - დაიძახა ვითომ გახარებულმა ექვთიმემ.

- რატომ? - ჰკითხა ირონიულად დიდრომ.

- იმიტომ, რომ კუდი ამერიკისკენ აქვს, დიდრო ბატონო! - დაასაბუთა ყვაპუტამ.

- მაგი არაფერს არ ნიშნავს. - ჩაუყარა წყალში ნაშრომი დიდრომ.

- იაპონიისაა კვერცხი! - დაიხია უკან ექვთიმემ. (ეს ცნობილი ამოცანა ლაფსუსია, ჯერძოდ ის, რომ მამალი კვერცხს არ დებს, დიდროს არ მოსწონს, რადგან მთელმა მსოფლიომ იცის მისი ამოხსნა. დიდროს სხვა, ახალი, უფრო საინტერესო და მოულოდნელი ფინალი აქვს მომზადებული).

- ვაი, შენ აბდალა, სადა აქვს ამერიკას და იაპონიას საზღვარი? - ჰკითხა დაცინვით დიდრომ ექვთიმე ყვაპუტას.

საპარიკმახერო შეაზანზარა სიცილმა.

- შენი ყოფილა, ბატონო დიდრო, ქვეყანა და ესაა. - გაშალა ხელები წაგებულმა ექვთიმემ. - მაინც სად ისწავლე ეს ამოცანა?..

- სად და, პორტ-არტურში! - ისე თქვა დიდრომ, თითქოს გუშინ დაბრუნებულიყოს იქიდან.

- როდის მოასწარი, დიდრო ბატონო, პორტ-არტურში ყოფნა?

- მე და მამაჩემი სად ვიყავით აბა, ცხრაას ოთხში? - ჰკითხა თავის მხრივ დიდრომ.

- დედაშენი სად იყო მაშინ?

- რა უნდა ველაპარაკო ამ აბდალას, - მოგვიბრუნდა ჩვენ დიდრო. - მამაჩემმა მერე არ შეირთო დედაჩემი, პორტ-არტურიდან რომ დაბრუნდა?

ყველამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

- შენ სად იყავი მაშინ, დიდრო ბატონო? - ჩასდია ქვესკნელში ყვაპუტამ.

- სად ვიყავი და, მამაჩემში!?

- მახსოვრობა მაქვსო, ამან უნდა თქვას! - შეაქო ყვაპუტამ და უცებ უზომოდ შეწუხებული ხმით სთხოვა გახარებულ დიდროს: - დიდრო ბატონო, რაღაც ნასიცხარს გავხარ, აბა, ერთი ენა გამოყავი გარეთ!

შეშინებულმა დიდრომ ჯერ ჩვენ შემოგვხედა, შემდეგ მორცხვად გამოყო ენის წვერი და დაელმებულმა დახედა ზედ.

- მაგაზე რა შეგატყო, დიდრო ბატონო, გამოიმეტე მაგი ენა კიდევ ცოტა, შენ კაცო!.. - უსაყვედურა ექვთიმემ.

დიდრომ თვალები გადმოქაჩა, უზარმაზარი ენა გადმოაგდო ცოფიანი ძაღლივით და სწორედ მაშინ დაუსვა ექვთიმე ყვაპუტამ იმ ერთ მტკაველზე გადმოგდებულ ენაზე გაქაფული ფუნჯი.

- ეუო! - ამოიგმინა დიდრომ, მაგრამ ქაფით გამოტენილი პირი რომ ვერ დახურა, გულზე აფარებული ჭუჭყიანი ზეწარი ჩაიბუშტა პირში და ზმუილით გავარდა გარეთ, გავარდა და... სწორედ იმ დღიდან მიემატა დიდროს კიდევ ერთი ზედმეტი სახელი. სწორედ იმ დღიდან გახდა დიდრო დიდროია ქაფურა.

- ეუ, დიდროია ქაფურა, შე პორტ-არტურის შპიონო!

- ეუ, დიდროია ქაფურა, შე იოამას ნაბიჭვარო!

- ეუ, დიდროია ქაფურა! - მიჰკივიან იმ დღიდან გეთურელი ბიჭები სუფსის ჭალაში ძუნძულით მიმავალ დიდროს და ერთმანეთს ასკდებიან სიცილით.

. . . . . . . . . . . .

ამბავი რომელსაც ქვემოთ მოგითხრობთ, შარშან მოხდა. გაზაფხულზე სოფელში ვიყავი სამი დღით ჩასული, ოდაზე კრამიტის გამოცვლაში უნდა მივხმარებოდი მამიდაჩემს. მაისის თვე იყო. გაგანია მუშაობის დრო.

ჩაის კრეფის გეგმა არ ჩაგვივარდესო და, რაიონის დაზაფრულ ხელმძღვანელობას მასწავლებლიან-მოსწავლეებიან, დირექტორიან-დარაჯიან, დალაქიან, მკერავიან, მრეცხავიან, დახლიდარიან, მწველავიან, მთესველიან, მბარავიან, მთოხნელიანად ყველა ჩაის პლანტაციაში ჰყავდა გამოყრილი. სერგია ბრიგადირის თხოვნით, იმ დილით მეც გავედი სამუშაოზე.

ჩაის დუყი ერთ მტკაველზე ალორთქილიყო და კვალს შესეულ თეთრწინსაფრიან და წითელ-ყვითელ პერანგა გოგო-ბიჭებს ისე აეჭრელებინათ ბარდნალის ფერდობი, გაგიკვირდებოდათ, გუშინ რომ წვიმა არ იყო, ერთ ღამეში ამდენი ყვავილი მთის ამ მწვანე კალთაზე რამ ამოაბიბინაო.

ჩაის ძირითადად, რა თქმა უნდა, ქალები და მოსწავლეები კრეფდნენ. მამაკაცები კი ზოგი მწონავებსა და მზიდავებს ეხმარებოდა, ზოგიც გვერდზე გადგარიყო და თუთუნის კვამლში გახვეული ქვეყნის ამბებს ყვებოდა. ჩემს მოვალეობას მოკრეფილი ჩაის დავთარში აღნუსხვა და მისი დახარისხება შეადგენდა. სწორედ ამ საქმით ვიყავი გართული, რომ ვიღაცამ დაიძახა, - დიდროია ქაფურა მოდისო.

დიდრო ზევიდან ქვევით მოყვებოდა ბარდნალას. ყურებამდე გაღიმებული აქეთ-იქით სალამს არიგებდა, თან ქვამოღერებული აფრთხილებდა ბავშვებს.

- გამარჯობა თქვენი, ბაღნებო, არ დამიძახოთ ახლა ქაფურაო, თვარა ამ თავდაღმართში ვერც ერთი ვერ გამასწრებთ.

- დიდროია ბურძგალას გაუმარჯოს!

- რა გითხარით მე თქვენ?! - ცქვიტა ყური დიდრომ.

- ახლა არ თქვი, დიდროია, ქაფურა არ დამიძახოთო? - შეახსენა ვიღაცამ.

- რამ გაყო ქაფურა და ბურძგალა?! - მკაცრად იკითხა დიდრომ.

- აბა, შენ გაგიმარჯოს დიდროია ხაბაკა!

- ა კიდო?! - შედგა დიდრო და იქითკენ გაიხედა, საიდანაც „ხაბაკა“ დაუძახეს.

- აბა, რა ქნან, დიდრო ბატონო, ამ ბაღნებმა, აღარც ბურძგალა, აღარც ხაბაკა და აღარც ქაფურა თუ რა დაგიძახეს, ყველა ჩემსავით ღვთისნიერი ხომ არ იქნება? - შეაბრალა ბავშვები დიდროს ექვთიმე ყვაპუტამ.

- მაგას კიდევ პორტ-არტურის შპიონი მიძახონ, ის მირჩევნია, მე ხომ ვიცი, რომ არ ვარ და... - აირჩია დიდრომ, მერე ჩემთან მოვიდა, მხარზე ხელი დამკრა და მითხრა: - შემიტანე სიაში, ქიშვარდიეს ბადიშო!

- რომელ სიაში , მკრეფავების, მწონავების, თუ მზიდავების? - ვკითხე დიდროს.

- რომელი ჯობია? - მთხოვა რჩევა დიდრომ.

- მე თუ მკითხავ, ახლა, აგერ, ხის ძირში მხართეძოზე წამოწოლას არაფერი ჯობია, დიდრო!

- მხართეძოზე სახლშიც კი ვიწექი, აბდალა. ჩამწერე მზიდავებში! - გადაწყვიტა დიდრომ.

ჩავწერე.

- როგორ ჩამწერე? - მკითხა დაეჭვებით.

- დიდრო ედემიკას ძე ვეშაპიძე! - წავუკითხე მე.

- შემახედე!

შევახედე. დიდრომ დიდხანს უყურა სიას, მერე ექვთიმე ყვაპუტას მიუბრუნდა და ჰკითხა:

- დასტურ ასე წერია, ექვთიმა?

- დასტურ!

- არც ბურძგალა, არც ხაბაკა, არც ქაფურა?

- არც ბურძგალა, არც ხაბაკა, არც ქაფურა, დიდრო ბატონო!

- აბა, ამიწიეთ მაგი გოდორი! - ეცა გოდორს გახარებული დიდრო. გოდორი ვეებერთელა იყო და მძიმე.

- მაგი გოდორი დიდია და მძიმე, დიდრო ბატონო, თან ჩაი სველია, ჯერ ცვრიანი, გაგიჭირდება, - გააფრთხილა ექვთიმე ყვაპუტამ.

დიდროს გაეღიმა, გვერდით მდგომ ქესკინა მელივას ბიჭს იღლიებზე ხელი შეუცურა, გოდორზე შეაგდო და - დამიბეკნეო, უთხრა, ქესკინას ბიჭმა გოდორი შუაზე ჩაიყვანა.

- დაუმატეთ! - თქვა დიდრომ.

დაუმატეს.

- კიდე!

კიდევ დაუმატეს. პირთამდე გაივსო გოდორი, გაიძეძგა.-

- ეყოფა, შე მამაძაღლო, ხომ ხედავ, წვენი გაუვიდა! - ჩამოაგდო ექვთიმე ყვაპუტამ გოდრიდან ქესკინას ბიჭი. დიდრომ გოდორი მოსინჯა, ემსუბუქა.

- ამას კრეფდით მთელი სოფელი? - გვისაყვედურა, - დაადევით მაგი ტომარა ზევიდან!

დაადვეს.

- მეორეც!

- გადელდა! - თქვა ყვაპუტამ.

- ნიძლავი! - თქვა დიდრომ.

- ასი გაპარსვა! - წამოიძახა ყვაპუტამ.

- ექვთიმა, ერთი წლის გაპარსვა მაქვს შენთვის მოგებული დღეში ორჯერ. ახლა შენ დამენიძლავე, ქიშვარდის ბადიშო, მაგ შარვალზე, - მითხრა დიდრომ და ჩემს ტეხასურ შარვალს ჩააშტერდა.

- არ მინდა ნიძლავი, დიდრო, ისე მოგცემ.

- ისე რა, შენი მათხოვარი კი არ ვარ! - ეწყინა დიდროს.

- ახლა ნუ გამხდი და შინ რომ მივალ, გამოვიცვლი და მოგართმევ.

დიდრომ ისევ მოსინჯა გოდორი, ოდნავ შეყოყმანდა, მაგრამ უკან აღარ დაიხია.

- ამიწიეთ! - თქვა და გოდრის წინ ჩაიმუხლა. ვიღაცამ ბაწარი მოარბენინა, ის ორი გატენილი ტომარა ზევიდან დააკრეს ტყვიასავით გაძეძგილ გოდორს და ოთხმა კაცმა დიდი გაჭირვებით მოჰკიდა ზურგზე დიდროს გოდორი.

- გამაგრდი, დიდროია ხაბაკა! - შეეშველა ვიღაცა.

- არ წახდე, ბურძგალა!

- მიდი, ქაფურა, მიაწექი!

დიდრო დაბარბაცდა, გაუშვი ხელი, თორემ წააგე! - დასჭყივლა ვიღაცამ. დიდრომ დამდუღრულივით წაართვა ხელი ტუნგოს და ისევ დაბარბაცდა.

- შეეშვი, დიდრო, მაგას და ახლავე ვიხდი შარვალს. - ვთხოვე მე, მაგრამ დიდროს გაჩერება აღარ შეიძლებოდა. იგი დაიძრა, ჯერ მთვრალი კაცივით ზიგზაგებით გაჰყვა ბილიკს, მერე ნელ-ნელა გამართა ნაბიჯი, კიდევ, კიდევ და ბოლოს ძალიან მძიმე, ძალიან დინჯი და ძალიან ნელი ნაბიჯით გაუდგა გზას ჩაის პუნქტისაკენ. ღვედები თითის დადებაზე ჩაუჯდა მხრებში. კისრის მყესები იმ ღვედებივით დაეჭიმა, შუბლზე ლურჯი ძარღვი ამოებურცა და თვალები სისხლით აევსო.

- გააჩერე! - ვთხოვე ექვთიმე ყვაპუტას.

- სუფასას გააჩერებ ახლა და მაგას ვერა! - თქვა ექვთიმემ.

- ჩაის პუნქტამდე 250-300 მეტრი იქნებოდა. ხალხი ერთხანს გაშტერებული იდგა, კაცი არ ჩანდა, მათ წინ ფეხადგმული უზარმაზარი, უფორმო, კლდის ნაგლეჯი თუ რაღაც ორფეხზე შემდგარი განათხარი გიგანტური ცხოველი მიაბიჯებდა. მერე ბრბო უცებ დაიძრა და იმ ფეხადგმულ ზღაპრულ მაჯლაჯუნას აედევნა. ბავშვები წინ გავარდნენ.

- მიდი, დიდროია!

- ცოტა და, შენია ნოდარას შარვალი!

- მიდი, მიდი, დიდროია! - ამხნევებდნენ ბავშვები.

- ახლა მაგის საცოდაობა თუ გინდა, უნდა დაუარო თავი და გამარჯობა უნდა უთხრა! - იხუმრა ვიღაცამ. ხალხმა გულიანად გაიცინა.

- მიდი, დიდრო, ათი ფეხის ნაბიჯი დაგრჩა!

- რვა... შვიდი... ექვსი...

- გაუძელი, დიდრო!

- სამი... ორი...

- ერთი... დიდრო, კაცი ხარ, კაცი! - კიოდნენ ბავშვები და გუგუნებდა ხალხი.

დიდრო გოდრიანად დაჯდა მიწაზე სასწორის გვერდით. ერთხანს დამბლადაცემულივით იჯდა, მკლავებ და ფეხებმოწყვეტილი. სილურჯემ რომ გაუარა და კირივით გაფითრებულუ ტუჩებში სისხლი რომ დაუბრუნდა, გაიღიმა და გულაღმა გაგორდა ბალახზე. მერე პირდაღმა ჩაბრუნდა და ოფლიანი სახე გრილ ბალახზე გადააგორ-გადმოაგორა. ოთხმა კაცმა რის ვაი-ვაგლახით შეაგდეს გოდორი სასწორზე. ყველანი სასწორს მივცვივდით. ერთი გირი შემოუგდეს, მეორე, მესამე, მეოთხე, ვერაფერმა რომ ვეღარ გადაწონა, ქვა დაუდეს გვერდით - ათ კილოს უდრისო.

- მოკალით ღვთისშვილი, შობელძაღლებო? - იკითხა გაოცებისაგან თვალებგადმოცვენილმა ბენედიქტე მწონავმა.

- რამდენია? - იკითხა ვიღაცამ.

- 141 კილო! - თქვა ბენედიქტემ.

- აუუუ! - ამოიგმინა ხალხმა. ყველა იქით შებრუნდა, სადაც გაგორებული დიდრო ეგულებოდათ, მაგრამ დიდრო იქ აღარ იყო. იგი თავჩაქინდრული, წელში მოხრილი და მკლავებჩამოყრილი უკანმოუხედავად მიძუნძულებდა ბილიკზე, სუფსის ჭალაში. ეს იყო ერთადერთი დღე მის ცხოვრებაში, როდესაც არავის დადევნებია დიდროია, პორტ-არტურის შპიონოს, დიდროია, ოიამას ნაბიჭვაროს, დიდროია, ბურძგალას, დიდროია, ქაფურას, დიდროია, ხაბაკას ძახილით.

141 კგ ჩაი ჩავწერე დიდრო ედემიკას ძე ვეშაპიძის გასწვრივ წითელი ფანქრით და დავთარი დავხურე.

საღამოს ის ტეხასური შარვალი გავიხადე, დიდროს თვალი რომ ზედ დარჩა, გაზეთში გავახვიე, სხვა შარვალი ჩავიცვი... გაზეთში გახვეული შარვალი იღლიაში ამოვიჩარე და დიდროსთან წავედი.





დიდროს ყავრით გადახურული ორთვალიანი პატარა ოდა ზედ სუფსის პირას დგას. მთელი ჩემი ბავშვობა ამ სახლის გარშემო სირბილში გავატარე და არასდროს აზრად არ მომსვლია შიგ შემეხედა. არ ვიცი შიშის გრძნობა იყო ეს თუ რიდისა, რომელსაც ყველა მარტოხელა კაცის სახლი იწვევს, არც ის ვიცი, მაშინ რომელი გრძნობა მჭარბობდა. ერთი კი ცხადია, დიდროს სახლში არასოდეს შემიხედია. ისე კი ყოველ გაზაფხულს საათობით ვმდგარვარ გადარეული სუფსის პირას და შეშინებული, გულისფანცქალით ველოდი, აი ახლა, აი ახლა დაარტყამს ტალღა, დალეწავს და ნაფოტივით წაიღებს დიდროიას სახლს-მეთქი, მაგრამ სახლი იდგა არხეინად, წარბშეუხრელად და გადელებულ სუფსას არაფრად აგდებდა. რამდენჯერ გამიმხელია ბაბუაჩემისათვის ეს ბავშვობის შიში და იმასაც უთქვამს: - შენ კი არა, ბაბუა, მეც ბავშვობიდან, ყოველ ლანქრობას ველოდები მაგ სახლის წაღებას, მაგრამ არ დაადგა საშველი. კუდიანი იყო დიდროიას მამა ედემიკა, ისეთ კლდეზე უდგას ფეხი იმ ოდას, ერთი კი არა, ორი სუფსა ვერ გამოუთხრის ძირს, ისე სულ ბეწვზე კი ჰკიდია შეჩვენებული.

სუფსა ამ გაზაფხულზეც უსაშველოდ ადიდებული იყო. ჰოდა, ახლა დიდროს ეზოში რომ შევედი, ჯერ იმ ბავშვობის შიში დამეუფლა, მერე სიხარული, რომ სახლი ისევ ისე არხეინად იდგა და ამ ღამეში ერთადერთი ანთებული თვალით გასცქეროდა გადარეულ მდინარეს.

ცა ისე იყო მოწმენდილი და ვარსკვლავებით გაჭედილი, მთვარეს ფეხის მოსაცვლელი ადგილი აღარ დარჩენოდა და შუა ცაში იდგა გაფითრებული და გაშტერებული.

ცნობილია, გიჟებს უზომოდ უყვართ ცხოველები, განსაკუთრებით ძაღლები, ამიტომ როდესაც დიდროს ეზოში ჩავედი და ოთხი თუ ხუთი ძაღლი შემომეგება კუდის ქიცინითა და წკმუტუნით, არ გამკვირვებია. ისიც ვიცი, რომ ძაღლი სხვის ეზოში კაცს არ უყეფს, ამიტომ როდესცა ამ ხუთიდან ერთმა დამიყეფა და შემომიღრინა, მივხვდი, დიდროსი იყო. გავჩერდი, ძაღლის სახელი არ ვიცოდი და ყასიდად, დიდრო, დიდრო-მეთქი დავუძახე, თან თვალით ქვას და ჯოხს დავუწყე ძებნა. ძაღლი უცებ გაჩერდა, მერე კუდის ქიცინით გამეხახუნა - მობრძანდით, ბატონოო და კარგი მასპინძელივით ამიძღვა აივანზე. ოთახის კარი ღია იყო. შუა ოთახში ძველებურ მრგვალ მაგიდაზე ჭრაქი ბოლავდა. აისისა თუ დაისის მაგვარი ბინდი იდგა ოთახში. თვალი რომ შევაჩვიე ბინდს, დავინახე: მარჯვენა კუთხეში პატარა, დაბალ მაგიდაზე ღვთისმშობლის ხატი ესვენა, წინ ბზის გამხმარი ტოტი ედო. მარცხნივ კედელზე ორი გახუნებული სურათი ეკიდა ახალგაზრდა ქალისა და ულვაშებაწკვიტინებული ჩოხოსანი მამაკაცისა. დაფინოა და ედემიკაა ალბათ, გამიელვა ფიქრმა. სურათების ქვეშ ტახტი იდგა. ტახტზე დიდრო იწვა ტანგაუხდელად. თავთან, სამფეხა სკამზე, პატარა სველი დოქი იდგა. ოთახში კიდევ ერთი მრგვალსაზურგიანი სელის სკამი იდგა. ეს ყველაფეირ თვალის ერთი მოვლებით შევამჩნიე, მეტი ვერაფერი. თუმცა, არა, ოთახის ჭერზე ელექტრონათურაც ეკიდა, მაგრამ არ ენთო.

- დიდრო, შეიძლება? - ვკითხე მორიდებით.

თავი დამიქნია ღიმილით, მერე სელის სკამს შეხედა, ალბათ - დაბრძანდითო, უნდოდა ეთქვა;

- ისვენებ, დიდრო? - ვკითხე.

- არაო, - გადაიქნია თავი.

- რამე ხომ არ გტკივა, დიდრო?

- კიო, - თავი დამიქნია. უსიამო ჟრუანტელმა დამიარა ტანში. ახლოს მივედი, დოქი ტუჩთან მივუტანე, თავი წამოვუწიე და წყალი დავალევინე.

- რა გტკივა, დიდრო?

- გაწყდა, - თქვა დიდრომ ჩურჩულით, წყალი რომ მოსვა.

- რა? - ჩურჩულით ვკითხე მეც ძალაუნებურად.

- არ ვიცი!

- სად, დიდრო?

- აქ და აქ... - დიდრომ მარცხენა ხელი გულზე დაიდო, მარჯვენა საფეთქელთან მიიტანა. - აქა და აქ გაწყდა!

ისევ დამიარა ჟრუანტელმა. მხოლოდ ახლა შევამჩნიე, დიდროს სახე ნაცრისფერი ჰქონდა, თვალები კი - შეშინებული.

- წავალ და ექიმს მოვიყვან! - ვთქვი და წასვლა დავაპირე.

- არ დამტოვო!

მტაცა ხელი დიდრომ და ისე მაგრად მომიჭირა, ძალაუნებურად დავჯექი. თვალს არ მაცილებდა, ის ძველებური ელვა აღარ დაურბოდა შიგ.

- რამდენი იყო? - მკითხა.

- რა? - გამიკვირდა და მერე მივხვდი, ჩაიზე მეკითხებოდა.

- 141 კილო, დიდრო!..

- მაგი რამდენია?

- ძალიან ბევრი.

- მაინც?

- რვა ფუთი და ცამეტი კილო.

- ბევრია მაგი?

- 17 ბათმანი და 5 კილოა, დიდრო!

- კი ყოფილა ბევრი!

- წავალ ახლა და ექიმს მოვიყვან, დიდრო! - წამოდგომა დავაპირე.

- არ დამტოვო!

შემევედრა შეშინებული დიდრო და ისე მაგრამ მომიჭირა ხელი მაჯაზე, ძვლებმა გაიტკაცუნეს. ყვირილი მინდოდა, მაგრამ შემრცხვა და გავუძელი.

- შარვალი მოგიტანე, დიდრო!

- რა შარვალი, ბიჭო? - მკითხა და ოდნავ შემიშვა ხელი.

- წაგებული შარვალი.

- ბიჭო, შენ ხუმრობა არ იცი? - მკითხა დიდრომ.

- მე მაინც ორი მაქვს, დიდრო...

დიდრომ მაგიდისკენ გაიხედა, სადაც გახვეული შარვალი იდო, დიდხანს ფიქრობდა, მერე მომიბრუნდა და ისევ ჩურჩულით მითხრა.

- თქვი: დედა მომიკვდეს, მამა მომიკვდეს, ყველა დამეხოცოს თუ მიგატოვო დიდროია-თქვა!

- დედა მომიკვდეს, მამა მომიკვდეს, ყველა დამეხოცოს თუ მიგატოვო დიდროია. - გავიმეორე ხმის კანკალით.

- მიდი ახლა შკაფთან და გამოაღე ქვედა უჯრა. - მითხრა დიდრომ და ძალიან ფრთხილად გამიშვა ხელი.

მე განჯინისაკენ წავედი. თვალი გამომაყოლა. მივედი. დავიხარე და ქვედა უჯრა გამოვაღე.

- არის რამე შიგ? - მკითხა დიდრომ. უჯრა სავსე იყო მანეთიანებითა და სამმანეთიანებით. - რამდენია?

- ბევრი.

- მაინც?

- იქნება ასე. 100-200 მანეთი.

- შენ შარვალს ეყოფა?

- გაგიჟდი, დიდრო?

- მოდი აქ ახლა და დაჯექი!

მივედი. ისევ მტაცა მაჯაში ხელი, ოღონდ ახლა უფრო ფრთხილად.

- შენია მაგი, ნოდარა! მე ახლა მოვკვდები. ამ შარვლით, მე რომ მაცვია, კაცის დამარხვა საცოდაობაა. აგი გამხადე და იგი ჩამაცვი, ოღონდა ახლა არა, მეტკინება, მერე, რომ მოვკვდები... - დიდრომ თვალები დახუჭა. დიდხანს ძალიან დიდხანს დუმდა. მისი მაგრად მოჭერილი და მხურვალე ხელი რომ არა, დაძინებულს ჰგავდა. სუნთქვაც ისეთი ჰქონდა.

- ბიჭო ნოდარა, განათდა! - თქვა დიდრომ უცებ და ლოგინზე წამოჯდა. - განათდა, ბიჭო, ყველაფერი და დაბრუნდა თავის ადგილას, დაბრუნდა და დალაგდა. ყველაფერი თავის ადგილას დადგა - სახლი, ჭალა, სუფსა, ძაღლი, ძროხა, დოქი, ჭრაქი, ხბო, ბუხარი, ხატი, დედაჩემი, მამაჩემი, ადრე რომ ბნელში დაბორიალობდა, ყველაფერი განათდა და დალაგდა. - ფანჯარაში გაიხედა. - ღმერთი გამოჩნდა, ღმერთი, დაილოცოს, ღმერთო, შენი ძალა, ეს რა ჰქენი, რაფერ გაანათე და დაალაგე ყველაფერი ასე. გამოდი, დაენახვე ნოდარას... გამოდი... ორიჯერ ორი ოთხია, ნოდარა, სამჯერ სამი - ცხრა... განათდა და დალაგდა... - დიდრომ მარჯვენა ხელი საფეთქელზე მიიდო, მარცხენათი ისევ ჩემი მაჯა ეჭირა. - აგერ განათდა აქ... ყველაფერს ვხედავ შიგნითად და გარეთაც. ვხედავ, ნოდარა, ვხედავ, შიგნით ვკვდები და გარეთ გამოვდივარ... ვტოვენ შიგნით ყველაფერ ტკივილს, ვტოვებ და გარეთ გამოვდივარ... გამოდი, სულო, გამოდი სინათლეზე, გენაცვალოს დიდრო... რას შვები, ღმერთო, გაგიჟდი? - იკივლა უცებ. - მკლავ, ღმერთო? ახლა, ყველაფერი რომ გაანათე და გამართე, ყველაფერს თავისი ადგილი რომ მიუჩინე, ახლა მართმევ სულს? გაჩერდი, მე შენ გელაპარაკები, დადექი, არ გაუშვა, ნოდარა, თხოვე, ნოდარა, არ მომკლას, ბიჭო, სადა აქვს სამართალი, ახლა მკლავს, ყველაფერი რომ გამინათა და დამილაგა? გამოვიდეს და დაგენახოს, დაგენახოს და დაგელეპარაკოს! ახლა მკლავს, ქაფურა რომ აღარა ვარ. ბურძგალა რომ აღარა ვარ... რას შვები, ღმერთო, არ მომკლა, ე, ბიჭო ნოდარა, თხოვე, ერთი დღე რაა მაგისთვის, ერთი დღე მაცოცხლოს ასე ნათელი, დალაგებული და გამართული... მერე მომკლას, თხოვე, ნოდარა, შენ უღმერთო და უნამუსო, თხოვე!.. - დიდრო ყვირილიდან ჩურჩულზე ჩამოვიდა, მერე სულ წაერთვა ხმა, სულ გაუქრა და გულაღმა გადავარდა. ახლა მხოლოდ ტუჩების მოძრაობაზე ვატყობდი, ისევ იმას მეხვეწებოდა, ღმერთისთვის მეთხოვა კიდევ ერთი, მხოლოდ ერთი დღე ეცოცხლებინა ასე გამართული, დალაგებული და განათებული. წამოხტომა და გაქცევა დავაპირე, მაგრამ დიდროს ისე მაგრად ვეჭირე, ხელს თუ ვინმე მოჭრიდა, თორემ ისე ჩემი გამშვები არ იყო და მაშინ ვიკივლე მეც:

- მიშველეთ, ხალხო! დიდრო კვდება, ეი, ხალხო! ექიმს დაუძახეთ, დიდრო კვდება, დიდროოოო! ეჰე-ჰეეე! გამოდით გარეთ, უშველეთ დიდროიას კვდება დიდრო!!! - გარეთ კი გადარეული სუფსა ბღაოდა, მოანგრევდა ხეს და მიწას და ჩემი კივილი არავის ესმოდა. მაშინ მუხლებზე დავეცი და ოთახის მარჯვენა კუთხეში დასვენებულ ღვთისმშობელს მივაპყარ მზერა.

- ნუ მოკლავ, ღმერთო, დიდროიას, ახლა მაგის სიკვდილი გაგონილა? ახლა, ყველაფერი რომ დაულაგდა, გაუსწორდა და გაუნათდა!.. ღმერთო!.. - მერე ნელ-ნელა ვიგრძენი, როგორ მოდუნდა დიდროს ხელი, როგორ გაშალა თითები და როგორ დაესვენა მისი მტევანი სამფეხა დოქის გვერდით. დიდრო აღარ სუნთქავდა.

- ეს არის, ღმერთო, სამართალი?

უხმოდ ავდექი და გარეთ გამოვედი. ეზო ცარიელი იყო. ძაღლები სადღაც წასულიყვნენ. მხოლოდ დიდროს ძაღლი იწვა ჭიშკართან, თავი წინ გაწვდილ თათებზე დაედო და უზომოდ ჭკვიანი თვალებით მიყურებდა.

ცაში ავიხედე, ნაცრისფერი ღრუბელი მომძლავრებულიყო და ახლა მთვარე დამნაშავესავით ეფარებოდა იმ ღრუბელს, თან ჩუმად მიიპარებოდა ციდან.

სუფსა ღრიალით ასკდებოდა კლდიან ნაპირს, დიდროს ოდა ისევ ბეწვზე ეკიდა და ისევ შემაწუხა ბავშვობის დროინდელმა შიშმა.

- ღმერთო, ახლა მაინც დაარტყი ტალღა, დაანგრიე და გაატანე სუფსას ეს უბედური სახლი! - ასე ვთხოვე ხმამაღლა. სუფსა გაუგონარი სიძლიერით ღრიალებდა. მე ალბათ ვერ გავაგონე ზეციერს ვედრება. სახლი ისევ ისე არხეინად იდგა და არაფრად აგდებდა გადელებულ ლანქერს.

ეზოდან გავედი. ძაღლი ადგა და წალმოწყვეტილივით გამომყვა.

- სად მოდიხარ, ძაღლო? - ვკითხე მე. ძაღლმა, თითქოს შერცხვაო, თვალი ამარიდა, თავი დახარა და კუდი ამოიძუა.

წავედი. ცოტა ხნის შემდეგ მოვიხედე. ძაღლი ისევ მომდევდა, ოღონდ ახლა უფრო მოშორებით.

- სად იყავი, ბიჭო, ამ შუაღამისას? - გამომარკვია ვიღაცის ხმამ. შევკრთი. ავხედე, თეიმურაზი იყო, ჭანაშვილი, ჩვენი სოფლის აფთიაქარი.

- დიდროსთან ვიყავი!

- რაო დიდრომ?

- მოკვდა დიდრო, თეიმურაზ ბატონო, აღარ არის, გარდაიცვალა. - ვუთხარი მე.

- არ გადამრიო - შეიცხადა მას, - ისე კი უქნია ღმერთს მადლი; საცოდაობა იყო მაგის სიცოცხლე. დაილოცოს, ღმერთო, შენი სამართალი. - პირჯვარი გადაისახა, შებრუნდა და დიდროს სახლისკენ ჩქარი ნაბიჯით წავიდა. დიდროს ძაღლი ახლა თეიმურაზ ჭანაშვილს გაჰვა თავჩაღუნული და კუდამოძუებული.

ცას ავხედე. მთვარე საერთოდ წასულიყო ციდან.

1973


--------------------
ვაჟკაცსა ომში სიკვდილი, ხელში ნატეხი ხმლისაო .....

სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Kutaiseli
პოსტი 21.08.2005, 1:19
პოსტი #21


Advanced Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 14,196
რეგისტრ.: 5.02.03
მდებარ.: 777
წევრი № 245



გრიგოლ რობაქიძე

ნატვრა - ანდერძი


... „ჩემმა მკითხველმა იცის, თუ როგორ მესახება მე მცხეთა... შედიხარ ტაძარში და ამჩნევ კუთხეში მარჯვნივ პაწია სალოცავს ძველისძველ აშენებულს. ტაძრის მშენებლებს იგი არ დაუნგრევიათ...

ჩემი ნატვრაა:

როცა მე ამ ქვეყნად აღარ ვიქნები, მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველწელს მცხეთას, მწიფობის, ჩემი დაბადების თვეში. სანთელს ანთებდეს ამ პაწია სალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს. მეტს არას ვთხოვ საქართველოს“.


--------------------
ვაჟკაცსა ომში სიკვდილი, ხელში ნატეხი ხმლისაო .....

სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი...
Go to the top of the page
 
+Quote Post
imedy
პოსტი 21.08.2005, 2:12
პოსტი #22


imedy


ჯგუფი: საძაგლები
პოსტები: 4,476
რეგისტრ.: 29.01.04
მდებარ.: FLORIDA
წევრი № 1,418



QUOTE(imedy @ 20.08.2005, 3:02)
გთხოვთ დამეხმაროთ და მიპასუხოთ , პირველმა ჩვენმა  ქართული დამწერლობამ  საიდან აიღო საფუძველი?  ohmy.gif  huh.gif
[right][snapback]200525[/snapback][/right]



ამის შესახებ თუ იცით ვინმემ რამე გთხოვთ გამცეთ პასუხი, "პლიიზზ" sad.gif huh.gif


--------------------
ქართველი :)
Go to the top of the page
 
+Quote Post
gmg2005
პოსტი 23.08.2005, 16:51
პოსტი #23


გულო, უნდა მიერთგულო...


ჯგუფი: ოქროს კალამი
პოსტები: 8,152
რეგისტრ.: 22.05.05
მდებარ.: usa. miyvars chemi saqartvelo!

წევრი № 5,020



QUOTE(imedy @ 20.08.2005, 22:12)
ამის შესახებ თუ იცით ვინმემ რამე გთხოვთ გამცეთ პასუხი, "პლიიზზ" sad.gif  huh.gif
[right][snapback]200688[/snapback][/right]

საერთოდ, ისტორიულად, მეფე ფარნავაზს მიაწერენ ქართული დამწერლობის გავრცელებას.

ამ დროისთვის, დრო ძალიან შეზღუდული მაქვს. დანარჩენი შემდეგისთვის...


--------------------
ნუთუ ყველა გზას, ტაძრისკენ მივყავართ?

გაცალეთ ბატონო და გვაფორუმეთ!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Tolia
პოსტი 24.08.2005, 5:13
პოსტი #24


Advanced Member


ჯგუფი: საძაგლები
პოსტები: 1,563
რეგისტრ.: 28.12.03
მდებარ.: US Florida
წევრი № 1,281



წუნას თხოვნით მასალა უნდა დავდო ნოდარ დუმბაძის შემოქმედებიდან, თავად აკრიფა, გახარება უნდოდა თქვენი smile.gif
მიმაგრებული ფაილ(ებ)ი
მიმაგრებული ფაილი  Doc1.doc ( 45კილობიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 86
 
Go to the top of the page
 
+Quote Post
masai11
პოსტი 24.08.2005, 16:31
პოსტი #25


Advanced Member


ჯგუფი: საძაგლები
პოსტები: 5,957
რეგისტრ.: 13.02.04
წევრი № 1,514



QUOTE(Tolia @ 24.08.2005, 1:13)
წუნას თხოვნით მასალა უნდა დავდო ნოდარ დუმბაძის შემოქმედებიდან, თავად აკრიფა, გახარება უნდოდა თქვენი  smile.gif
[right][snapback]201567[/snapback][/right]


გამოუვიდა smile.gif
აიტ! მალადეჩჩ! biggrin2.gif (კოხტაიას რეპლიკა მუვ.ფილმიდან "წუნა და წრუწუნა" ) smile.gif


--------------------

Go to the top of the page
 
+Quote Post
Kutaiseli
პოსტი 24.08.2005, 20:15
პოსტი #26


Advanced Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 14,196
რეგისტრ.: 5.02.03
მდებარ.: 777
წევრი № 245



ესეც წუნასგან , ოღონდ ქართულად

ნოდარ დუმბაძე

ხაზარულა


ხეს რომ დაველაპარაკე პირველად 14 წლისა ვიყავი, თვითონ ბებერი იყო, 55-60 წლისა, თითქმის ჩემი ბებიის ხნის. ხე ვაშლისა გახლდათ და სახელად ხაზარულა ერქვა.

მახსოვს, ადრე მისი ნაყოფი ბებიას ზამთრობით თბილისში ჩამოჰქონდა, დილით რკინიგზის სადგურიდან მოსული, სოფლის სურნელად აყვავებული და დაღვრილი, გულში ჩამიკრავდა, მუშტისოდება ცივ, შეუხედავ, შემჭკნარ ვაშლს ლოგინში შემომიგორებდა და მეტყოდა:

- აგი, ნენა, შენი ეზოს ხაზარულაა, კია ალმასხანას დაფინოსავით დაპრანჭული, მაგრამ მაგის უკეთესს ვერაფერს მოიხილავ უზმოზე, ჭამე, შენ შემოგევლოს შენი ბებია...

მართლაც უგემრიელესი იყო ეზოს ხაზარულა.

ომის დროს სოფლის ხიზანი გავხდი და ის ჩემი ხაზარულა პირადად გავიცანი. მარანზე იდგა ალაგ-ალაგ ფუღუროიანი, სიხმელე შეპარული, მაგრამ მაინც ამაყი, მკლავგაშლილი, ლამაზი, ღონიერი და უზარმაზარ ჩრდილიანი. კოპეებით, ორშიმოებით, ორჩხუშებით, პატარ-პატრა დოქებით ჩამოხუნძლული, თუმცა, რად გინდა, თურმე აგერ, მესამე წელია, აღარ ყვავილობდა და ცხადია, აღარც ნაყოფს ისხამდა.

1942 წელს ადრე გაზაფხულზე, სისხამ დილით ბებიამ გამაღვიძა. ხელში სამართებელივით პირალესილი და ალაპლაპებული ნაჯახი ეჭირა.

- მღუპავ, ბებია?! - შევიცხადე განგებ და საბანი თავზე წავიხურე.

- ნუ ლაზღანდარობ, შე მამაძაღლო, ადექი და საქმეს მიხედე, სანამ ყურით ჩამომითრევიხარ მაგ ტახტიდან, - გამიჯავრდა ბებია.

- რა საქმე აგიტყდა, ქალო, ამ ალიონზე? - ვუსაყვედურე მე.

- კაცის ხელი თუ არ მოხვდა, მაგას ჩემი აღარ ეშინია, ქალი რომ ვარ, მთლად აბუჩად ამიგდო, - თქვა კოპებშეკრულმა.

- ჰიტლერზე ამბობ მაგას, ბებია, თუ ჩვენს ბრიგადირზე?

- ა კიდო, რა გითხარი მე შენ?!

- ვდგები, ბატონო, მაგრამ გამაგიბინე, ვიზეა ლაპარაკი? - ვთქვი მე და ჩაცმა დავიწყე.

- ვიზეა დახაზარულაზე, მაგ უგვანოზე, უსინდისოზე და უცხვირპიროზე, ამ შიმშილის დროს შეიძლება ასე ღალატი?! - მკითხა ბებიამ.

- ხეზე ამბობ მაგას? - ვკითხე განცვიფრებულმა.

- ხეზე.

- ვაშლზე? - არ დავუჯერე საკუთარ ყურებს.

- ვაშლი რომ ვაშლს აღარ გამოისხამს, ვაშლია იგი? - კითხვაზე კითხვით მიპასუხა ბებიამ, - შეშაა მაგი დღეის იქით, - თვითონვე გასცა პასუხი თავის კითხვას.

- მერე, მე რა უნდა ვქნა, მოვჭრა?

- ჯერ შეაშინო უნდა, მერე თუ არ შეშინდა, მოვჭრათ, აბა, რა იქნება. - ბებიამ მასწავლა, როგორ უნდა შემეშინებინა ხაზარულა, ნაჯახი სასთუმალთან ამიყუდა და კარისკენ წავიდა.

- შენ გგონია გამიგონებს? - გამეცინა მე.

- თუ ჭკუა აქვს, უნდა გაგიგონოს, - თქვა ბებიამ.

- შენ სადღა მიდიხარ? - ვკითხე.

- მაგ ლაპარაკს თქვენს გარდა არავინ არ უნდა დაესწროს, - თქვა ბებიამ და კარი გაიხურა.

ავდექი, ნაჯახი მხარზე გავიდე, მარანზე ავედი და დასკდომამდე კვირტებდაბერილ ხაზარულას მივადექი.

- ნეტა მართლა თუ ეყურება ხეს კაცის? - გავიფიქრე და გამეღიმა.

ნაჯახი მოვიმარჯვე და რაც ძალი და ღონე მქონდა, მოვიქნიე, მერე ნაჯახი შუა გზაზე გავაჩერე, ხეს ძირზე ფრთხილად შევახე, ვითომ ჩავფიქრდი და „ყოფნა-არყოფნასავით“ დაეჭვებულმა ვთქვი:

- მოვჭრაააა, არ მოვჭრა?! მოვჭრააა, არ მოვჭრა?! მოვჭრააა, არ მოვჭრა?! - და ისევ ჩავფიქრდი, დიდი ფიქრისა და ყოყმანის შემდეგ ხელი ჩავიქნიე და მარტო ხაზარულას კი არა, იქვე ჭურისთავზე დამხობილ ქვასაც რომ გაეგონა, ისე ხმამაღლა წარმოვთქვი.

- ჯანდაბას მაგის თავი, წელსაც ვაცდი და თუ ისევ არ გამოისხა, სად წამივა, გაისად სულ ძირში მოვჭრი! - მოკლედ ზუსტად ისე მოვიქეცი, როგორც ბებიამ მასწავლა და ხაზარულას ავხედე. იგი იდგა უდრტვინველად, ყურსაც არ აპარტყუნებდა და მთელი სხეულით, ახლად ამობრდღვიალებულ მზედ ეფიცხებოდა.

ისევ გამეცინე, ოღონდ ახლა ბებიაზე კი არა, ჩემ თავზე. ნაჯახი იქვე ხაზარულას ძირში გაგორებულ ჯირკზე დავასვე და ოდაში დავბრუნდი.

- რა ქენი? - მკითხა ბებიამ.

- რა ვქენი და შევაშინე, ვერ ხედავ, უბედური როგორ კანკალებს? - ვუპასუხე აგდებულად და ხაზარულასაკენ გავახედე. გავახედე და სიცილი წამსკდა, ხაზარულა მთელი სხეულით თრთოდა...

სოფელში ზენა ქარმა ჩაიქროლა.





გაზაფხულმა ტანი დაისრულა, გუბაზოულის ჭალიდან ჩვენს ეზოშიც ამობრძანდა, კახპა ქალივით ფეხშიშველმა და კაბადაკაპიწებულმა ახლად აბიბინებულ კოინდარზე გაიარ-გამოიარა და საქონლიან-ფრინველიან-მცენარიანად ყველაფერი გადარია. იფეთქა ყველაფერმა:

ნუში აყვავილდა, ტყემალი აყვავილდა, ატამი აყვავილდა, გულაბი აყვავილდა, ალუჩის ბუშიც კი აყვავილდა... ხაზარულა კი იდგა და ძილ-ღვიძილში მყოფი კაცივით მხოლოდ წამწამებს აფახულებდა, მეტი არაფერი, კაციშვილმა არ იცოდა, რას გვიპირებდა.

ერთ სისხამ დილით ისევ გამაღვიძა ბებიამ და ხაზარულასკენ გამახედა.

- გახედე, ნენა!

ღია ვარდისფერ პერანგში გამოწყობილი, ნაჯაფარი და სათნო ბერიკაცივით მკერდგაღეღილი, გაღიმებული ხაზარულა ამაყად იდგა მარანზე და ნიშნისმოგებით გვიქცეროდა.

- რა გითხარი მე შენ? - თქვა ბებიამ.

- ღმერთო, ნუ გადამრევ, - ვთქვი მე.

აყვავილდა ხაზარულა, მაგრამ რა აყვავილდა, დაისია ფუტკარი, მაგრამ რა დაისია, გამოისხა ხაზარულამ, მაგრამ რა გამოისხა, დამწიფდა, მაგრამ რა დამწიფდა, დახვავდა, მაგრამ რა დახვავდა, აგვავსო ჩვენც და მეზობლებიც ჩირით, არყით და მურაბით. ჩვენი კბილმოკვეთილი საქონელი რომ ვეღარ აუთავდა ხაზარულას ღეჭვას, თეოფანე დუგლაძის ძროხისთვის დავიწყე დავუწყე ყოველდღე კალთით ზიდვა.

- მოეშვი, ბიჭო, აწი ამ ძროხას, სანამ ვაშლის კამპოტს არ მეიწველება, არ დაანებებ თავს? - გამიჯავრდა ერთ დღეს თავგაბეზრებული თეოფანე.

- რა ჰქენი ეს, ხაზარულა, რავა გადარიე ქვეყანა? - ვკითხე ზამთრის პირას ხაზარულას, კენწეროში შერჩენილი, შაშვისა და ჩხართვის დაკორტნილი უკანასკნელი ვაშლი რომ ჩამოვაგდე ჭოკით.

- თუ ხე ხარ, ვაშლი გქვია და ისხამ, ასე უნდა გამოისხა, - მიპასუხა ხაზარულამ და ბებერი სახსრები შეაჭრიალა.

ის წელი იყო და ის წელი, ხაზარულას შემდეგ აღარ გამოუსხამს. რა არ ვაშინე, არ არ ვეხვეწე, რა არ ვემუდარე, მაგრამ მორჩა, გათავდა ხაზარულას ხაზარულობა.

ორი წლის თავზე ჭურიდან რომ ღვინოს ვიღებდით, ბაბიამ ცაში აიხედა, მერე ხაზარულას ახედა, თავი უკმაყოფილოდ გაიქნია და ისე თქვა, თითქოს მე კი არა, ვიღაც უცხოს ელაპარაკებოდა:

- ამაღამ მოთოვს, შეშა არ გვაქვს, დავიხოცებით სიცივით, უნდა მოიჭრას ხაზარულა.

- წელსაც ვაცალოთ, ბებია და გაისად მოვჭრათ, ერთს კიდევ შევაშინებ, - ვთხოვე მე.

- გათავდა, ნენა, რავარც მე ვერ შემაშინებ აწი, ვერც მაგას, - სინანულით გაიქნია თავის ბებიამ.

- აბა, მე ვერ მოვჭრი მაგას, - ვიუარე სასტიკად.

- რას ჰქვია ვერ მოჭრი, ბებია ვარ მე შენი რომ გელაპარაკები, თუ ძაღლი?! - ეწყინა ბებიას.

- ბებია ხარ, მაგრამ მაინც ვერ მოვჭრი, - გავჯიუტდი მე.

- რატომ? - გაუკვირდა ბებიას.

- კაცო, შენ თვითონ არ მითხარი, რასაც მე და შენ ვლაპარაკობთ, ეყურება ხესო? - გავახსენე მე.

- არა, ნენა, რაღაცას დედაბერი ჩაიბჟუტურებს, იმას რას უყურებ შენ, ხეს კი არა, ადამიანს არ ეყურება ერთმანეთის. ხომ ხედავ, ფრონტზე ცოცხლად ჭამენ ერთმანეთს, მაშინ გეხუმრე, ბებია და მართალი გეგონა? - სცადა ბებიამ ჩემი გადაბირება.

- მაინც ვერ მოვჭრი, ეყურება კი არა, მე თუ მკითხავ, ხედავს კიდევაც მაგი, შეხედე როგორ აგვარიდა თვალი, - ვუთხარი ბებიას და ხაზარულას ავხედე.

- დიდუ, დიდუ, რა მესმის ეს, - შემიცხადა ბებიამ და ლოყა ჩამოიხოკა, - მაგრამ შენ რას გერჩი, ჩემი გადარეული ხარ და მე უნდა მოგიარო, მეზობლებო, მიშველეთ რამე, ჩამოდით და დამიბით ჯაჭვით იგი ადრე სასიკვდილე!.. - ახლა სოფელს შესტირა ბებიამ.

- რა იყო, კალანდაძის ქალო, რას ერჩი მაგ ბიჭს, ამ დილით ხატზე რომ გადაეცი?! - ჰკითხა ორღობეში შემთხვევით მიმავალმა ანანია სალუქვაძემ ბებიაჩემს და ეზოში შემოვიდა.

- რავა რას ვერჩი, ანანია ბატონო, აგერ ბერწი ხაზარულა შევაშინებინე შარშანწინ, ახლა მოჭერი-მეთქი, ვეხვეწები და არ შვება, გინდა თუ არა, ეყურებაო, - უთხრა ბებიამ და ანკარა ადესით სავსე ჭიქა მიაწოდა.

- დილა მშვიდობისა და ღმერთმა გაგიმარჯოს, ქალბატონო დარეჯან, შენი ნაგრამიანად, - დაილოცა ანანია სალუქვაძე და ისეთი სიამოვნებით დალია ღვინო, ნერწყვი გადავყლაპე, თითქოს თავმოხდილი ჭურის წინ არ ვმდგარიყავი.

- აყურებაო აბა? - იკითხა ანანიამ და წითლად შეფერადებულ ულვაშზე გადაისვა ხელი.

- ეყურება კი არა ჩემო ანანია, ხედავსო, ისიც კი იკადრა, - დამაბეზღა ბებიამ, - მაგრამ მაგას რას ვერჩი მე, გადავრიე და მე უნდა გავუყარო ახლა ბაწარში თავი.

- აგი ღვინო თუ აქვს დალეული ამ დილით? - იკითხა ანანია სალუქვაძემ.

- კი აქვს, ერთი-ორი ჭიქა! - თქვა იმედგაღვიძებულმა ბებიამ.

- მაშინ ერთი ჭიქა კიდევ ამივსე, ქალბატონო დარეჯან და მე გეტყვით, რომლის გადარეულია, შენი თუ ღვინის, - გაუღიმა ანანიამ.

ბებიამ ჭიქა გაუვსო, ანანიამ უსიტყვოდ დალია და ძალიან დიდი პაუზა გააკეთა.

- მე მგონი, ქალბატონო დარეჯან, ორივეს გადარეულია მაგი, შენიც და ღვინოსიც, მაგრამ უფრო დაბეჯითებით რომ გამოვიტანო დასკვნა, ერთი ჭიქა კიდევ დამისხი, - ბებიამ კი დაუსხა ღვინო ანანიას, მაგრამ მე რომ ანანიას ადგილზე მყოფილიყავი, თავს შევიკავებდი, ისეთი თვალით შეხედა. ანანიამ ეს ჭიქაც უხმოდ გამოსცალა, ამჯერად დიდხანს არ უფიქრია, პირდაპირ მოხსენებაზე გადავიდა:

- ნამდვილად ამას გადაურევია, ქალბატონო დარეჯან, მაგრამ მე მოყვან ახლა მაგას ჭკუაზე, შენ ამბობ რომ ხედავსო, აბა?.. - მკითხა ანანიამ.

- კი! - დავუდასტურე მე.

- ქვა?

- ქვაც!

- მდინარე?

- მდინარეც!

- აგაშენა ღმერთმა, ისე კია, ქალბატონო დარეჯან, საინტერესო, დავუშვათ, შენ ხარ ვაშლის ხე - ხაზარულა, ამ ბიჭის წაბჟუტურების მიხედვით, ქეც ხედავ და ქეც გეყურება, უცებ ხედავ, რომ მოდის ვიღაცა კაცი, ჩამნაირი მუტრუკი, მაგალითად, გაუდვია მხარზე ნაჯახი, მოდის და უნდა მოგჭრას, უნდა მოგჭრას, ხედავ ამას შენ და ვარ გარბიხარ ვერსად. არ გადაირევი, ქალბატონო დარეჯან? - ჰკითხა ანანიამ და ისევ გაუწოდა ჭიქა ბებიას, ბებიამ დააყოვნა ჭიქის შევსება, - დამისხი, შე ქალო, მთავარ სათქმელს აწი ვაპირებ მე, - უთხრა ანანიამ ბებიაჩემს. ბებიამ შეუვსო ჭიქა.

- ბიჭო, კი ხარ ქალაქელი, მაგრამ დროა აწი შეეგუო გლეხის ფილოსოფიას, სამ რამეს არ აყენებს გლეხი ოჯახში, ბერწ საქონელს, უნაყოფო ხეს და უშვილო... - ანანია შეყოყმანდა და ბებიას გახედა.

- რას მიყურებ ანანია, თქვი ბოლომდე, მე რას მერიდები, შვილი რომ არ მყოლოდა, აგი შვილიშვილი საიდან მეყოლებოდა, - გაეცინა ბებიას.

- მართალია, ...და უშვილო ქალს, მაგრამ ბებიაშენ დარეჯანს შვიდი შვილი ყავდა. ასეა მაგი.

- რა გინდა, ანანია ბიძია? - ვკითხე მე.

- რატომ არ ჭრი ხეს? - მკითხა ანანიამ თავის მხრიდან.

- მეცოდება.

- რა გეცოდება, ბიჭო, ხეი? შენხელა ბიჭები რუსეთში ტანკებს მიუძვრებიან ქვეშ.

- უბედური ჩვენი სახელმწიფო ამნაირი ღლაპების იმედით თუ აპირებს გერმანიის წაქცევას, - ახლა სახელმწიფო შეიცხადა ბებიამ.

- არ თქვა მაგი, ქალბატონო დარეჯან, - გაუჯავრდა ანანია.

- რავა არ ვთქვა, შე კაცო, ქათამს მაგას ვერ ვაკვლევინებ, თიკანს და ხეს ვერ ვაჭრევინებ, მეცოდებაო, მაგის შარშან საკალანდოდ დაკლული ღორი წელს ძლივს დავიჭირეთ ინტაბუეთში, ისე რომ ის დანა ისევ ყელში ჰქონდა გაკვეხებული... აგია საქმე? - ჰკითხა ბებიამ.

- მართალს ამბობს, ბიჭო? - მკითხა ანანიამ.

- მართალს ამბობს, ანანია ბიძია და ტყუილა ნუ მიკითხავ ნატაციებს, მაინც არ მოვჭრი ხაზარულას! - დავუდასტურე მე.

- ესე იგი, გეცოდება?

- აბა, არ მეცოდება? - ვკითხე ახლა მე.

- გეცოდება და ჯანდაბას შენი თავი, კიდო ერთი ჭიქა დამისხი, ქალბატონო დარეჯან და მაგი ხაზარულა ხვალ უთენია გაგორებული დაგხვდება, ჩემი ხელით მოვასორომგორომებ აქოურობას, ახლა მაგის თავი არ მაქვს.

ბებიამ ისევ გაუვსო ჭიქა. ანანიამ შესვა.

- ქალბატონო დარეჯან, დასაყოლებელი ხომ არ გაქვს რამე? - იკითხა სხვათა შორის ანანიამ.

- სარი მაქვს დასაყოლებელი, ბატონო ანანია, - უთხრა ბებიამ. ანანია უხმოდ გადავიდა ეზოდან და გზას ზევით აუყვა.

- ამ ზევით სად მიდიხარ, ბატონო ანანია, ქვევით არ მიდიოდი? - შეახსენა ბებიამ.

- ქვევით საქმე მქონდა, ქალბატონო დარეჯან, და მე რომ აწი საქმეს გავაკეთებ, ისე გეიხარა ჩვენი თავმჯდომარის ვენახმა! - ხელი ჩაიქნია ანანიამ.

- მაშინ მეცი პატივი, ანანია ბატონო და შაქროიეს ღობეს გაყევი, ჩემსას ისედაც ძლივს უდგას სული, - სთხოვა ბებიამ. ანანიამ სასწრაფოდ გადაინაცვლა ორღობის მეორე მხარეს და შაქროია მიქაბერიძის ღობეს ჩამოეკიდა. ერთი კი მოიხედა უკან.

- ბიჭო! - დამიძახა, - შენ ამბობ, ხედავსო ჩემი ხაზარულა?! ისე რა გითხარი მე შენ, შენი ხაზარულა კი არა, მე ვერ ვხედავ ვერაფერს... - ჩაიხითხითა ანანიამ და გზას გაუდგა ღობე-ღობე ბალცალ-ბანცალით.





მართალი გამოდგა ბიჭი. ყველაფერს ხედავდა და ყველაფერი ესმოდა გაყუჩულ და ფოთოლგაცვენილ ხეს. შუაღამემდე ფიქრობდა ხაზარულა, ნაშუაღამევს გული შეეკუმშა და ფესვები მოთოკა... - ფესვების ბადეში გახვეული ჭური ოდნავ შეტოკდა. იგრძნო ეს ხაზარულამ და ახლა უფრო მოთოკა ფესვები... ჭური რამდენიმე ადგილას აიტკეჩა, მაგრამ ისე, რომ შიგნიდან არ დაზიანებულა, მაშინ კიდევ ერთხელ მოზიდა ფესვების ბადე ხაზარულამ და პირველი ბზარი გაუჩნდა ჭურს, წითელმა სითხემ ზანტად გამოჟონა ქვევრიდან და ხაზარულას ფესვის ფოსოებს დაეღვარა, ფრთხილად მოსინჯა და შეისრუტა ხაზარულამ წითელი სითხე, უცნაურმა ჟრუანტელმა დაუარა ტანში... ერთი შეკრთომა შეკრთა ხაზარულა, მაგრამ თადანთან ის ჟრუანტელი გაურკვეველ სიამოვნებად გადაექცა და ახლა უფრო გამეტებით ჩაიკრა ჭური გულში, ქვევრი რამდენიმე ადგილას გასკდა და წითელი სითხე თქრიალით გამოსკდა ხაზარულას ფესვებზე, როგორც მაცოცხლებელმა წვიმამ იცოდა ხოლმე გვალვიან ზაფხულს. ახლა ხარბად დაეწაფა ხაზარულა წითელ სითხეს, ამ წითელ სასწაულს, რომელიც აგერ სამოცზე მეტი წელიწადია თურმე მისი ფესვების შუაგულშია განძივით დამარხული და მან კი არაფერი არ იცოდა, და ასე სასოებით ქოსვდა მის გარშემო მაცოცხლებელი ფესვების ბადეს... და ასე სასოებით დარაჯობდა. წითელი სითხე გაუთავებლად ჟონავდა გამსკდარი ქვევრიდან... ხაზარულა კი წურავდა, წურავდა ქვევრს, უსაშველოდ მწყურვალივით სვამდა და სვამდა გაუთავებლად ამ უცნაურ წითელ სითხეს, და ივსებოდა თანდათან სითბოთი, სიხარულით, ადრე განუცდელი საამო ჟრუანტელით, თავდავიწყებითა და გატაცებით... დათვრა ხაზარულა და უცებ განათდა მისთვის ქვეყნიერება.

ადრე, ახალგაზრდობაში ძალიან უკვირდა ხაზარულას, როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები, ფესვები რომ არ ჰქონდათ მასავით მიწაში გადგმული, ან როგორ მოძრაობდნენ მის გარშემო და საერთოდ, მაგრამ ბოლოს მიეჩვია ამ აზრს და ფიქრიც კი შეწყვიტა ამ მისთვის გაუგებარ და აუხსნელ საგანზე, რადგან ამაზე პასუხის გამცემი ხაზარულას ქვეყნად არც არაფერი და არც არავინ არ ეგულებოდა. მაგრამ დღეს მოხდა სასწაული. დაიცალა ქვევრი, უკანასკნელი წვეთი შეისრუტა ხაზარულამ და იგი უცებ მიხვდა ადამიანისა და საოცარი სითხის საიდუმლოს... ხაზარულას აღარ უკვირდა, რატომ კოცნიდნენ ადამიანები ერთმანეთს, რატომ ტიროდნენ ჯამებით ხელში, რატომ დასდევდნენ ერთმანეთს, რატომ ჩხუბობდნენ, რატომ იცონოდნენ, რატომ მღერდონენ ხელიხელგადახვეულები, რატომ როკავდნენ მის გარშემო, რატომ რეცხდნენ ასეთი გულმოდგინებით ჭურებს და რატომ ასხამდნენ ასეთი სასოებით შიგ ამ საოცარ სითხეს. მიხვდა ყველაფერ ამას ხაზარულა და თავადაც მოუნდა სიმღერა, სირბილი, ხვევნა, კოცნა, ტირილი და როკვა, მაგრამ რა ექნა ხაზარულას, ხე იყო ხაზარულა და არა ადამიანი, ამიტომ ის გააკეთა, რაც შეეძლო, დილამდე ტორტმანებდა და გუგუნებდა ხაზარულა... დილით კი, დილით გვერდში ყრუ დარტყმა იგრძნო, მაგრამ არ სტკენია და ყურადღება არ მიაქვია ხაზარულამ, შემდეგ მეორე გვერდში იგრძნო ისეთი ყრა დარტყმა ხაზარულამ და არც იმ დარტყმას მიაქცია ყურადღება, ერთ საათს მაინც გრძელდებოდა ეს დარტყმები, ბოლოს, მოწოლა იგრძნო ხაზარულამ მარცხნიდან მარჯვნივ, ძლიერი მოწოლა. მერე ჭრიალი, გაბმული ჭრიალი და ჯერ ზანტად გადაწვა, ხოლო შემდეგ მოსხლეტით დაეშვა დედამიწაზე, ახლა საკუთარი მკვლავებისა, მხრებისა და სახსრების ლაწანი გაიგონა ხაზარულამ, მაგრამ არც მაშინ უგრძვნია რამე ტკივილი, თვალები დახუჭა მხოლოდ და ტკბილად, ძალიან ტკბილად და ღრმად დაიძინა.





- ადექი, ნენა, წაუქვევია ხაზარულა ამ დილით ანანიას! - გამაღვიძა სისხამ დილით ბებიამ, - ა, შენ ნაჯახი და ტოტები მაინც დაასხიპე, - მითხრა და თავად სამზადში გავიდა. ბებიასთვის ალღოს არ უღალატნია, ღამით თოვლი მოსულიყო და სოფელი ისეთი ლამაზი იყო, საქორწილოდ გამზადებულ თეთრ ფატაში გამოწყობილ პატარძალს ჰგავდა. მარტო ჩვენი ეზო გამოიყურებოდა მგლოვიარედ, მარანზე მიცვალებულივით ახალმოჭრილი ტოტებდამსხვრეული და დალეწილი ვეებერთელა ხაზარულა ესვენა. უხალისოდ ავედი მარანზე. და ვიდრე ხის გაჩორკნას შევუდგებოდი, მის გადანაჭერზე ჩამოვჯექი, ჩამოვჯექი და გავშტრედი. ხის დედოძარღვიდან წითელი სისხლისფერი სითხე მოჟონავდა.

- ბებია! - დავუძახე შემცბარმა.

- რა იყო? - გამომხედა ბებიამ.

- ამოდი ერთ წუთას.

- რა მოხდა.

- ამოდი და შენი თვალით ნახე.

ბებია ამოვიდა.

- რა არის ეს? - მკითხა გაკვირვებულმა.

- ალბათ, ხის სისხლი. - ვუპასუხე შემკრთალმა.

- შეუძლებელია, იანვარია ახლა და ძინავს ყველა მცენარეს, წყალი თებერვალში დგება ხეში, - თქვა ბებიამ და ხელი შეახო ხიდან გამოჟონილ წითელ სითხეს, სახესთან მიიტანა, დაყნოსა და მე შემხედა შეშინებულმა, - მოხადე ჭური! - მიბრძანა მან. მე სასწრაფოს მოვხადე ჭური, მე და ბებიამ ერთად ჩავიხედეთ შიგ, ჭური ცარიელი იყო...

- ჭურო ზეშთა აღმადგინებელთაო, დედაო დამბადებელისაო, სარკეო სიმართლისაო, წმინდაო მარიამ, მეოხ გვეყავნ ჩვენ და ნუ გადაგვრევ, - თქვა ბებიამ ხმის კანკალით, ცაში აღაპყრო ორთავე ხელი და ნელ-ნელა დაეშვა მუხლებზე.





ხაზარულას სიცივისგან შეაჟრჟოლა და თვალი გაახილა, მისთვის უჩვეულო მდგომარეობაში მყოფს ქვეყნიერება წაქცეული მოეჩვენა და გაუკვირდა. ჯერ ყველაფერი იმ წითელ სითხეს დააბრალა, მერე მის გადანაჭერზე ჩამომჯდარი, ნაჯახის ტარზე ნიკაპდაყრდნობილი, მობუზული ბიჭი და თავღია ჭურთან სპეტაკ თოვლში მუხლებზე დამხობილი, ცაში ხელაპყრობილი შავოსანი დედაბერი რომ დაინახა, მიხვდა, ცოცხალი აღარ იყო და ისევ დახუჭა თვალები. დახუჭა სამუდამოდ.




--------------------
ვაჟკაცსა ომში სიკვდილი, ხელში ნატეხი ხმლისაო .....

სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი...
Go to the top of the page
 
+Quote Post
gmg2005
პოსტი 26.08.2005, 5:09
პოსტი #27


გულო, უნდა მიერთგულო...


ჯგუფი: ოქროს კალამი
პოსტები: 8,152
რეგისტრ.: 22.05.05
მდებარ.: usa. miyvars chemi saqartvelo!

წევრი № 5,020



ნოდარ დუმბაძე

სისხლი
(გაგრძელება)

თმააბურდული, სახეგარუჯული ბიჭი, მთელი დღის ნაჯაფი კაცივით, თოხის ტარზე დაყრდნობილი იდგა ჭადრის ძირში, სევდიანი თვალებით დასცქეროდა ტალახში ამოსვრილ საკუთარ შიშველ ფეხებს და ფიქრობდა:
,, როგორ დაბერებულა ამ ერთ წელიწადში, როგორ დალეულა და ხმა წასვლია, როგორ მოღუნულა წელში, როგორ სულ მთლად დაფარვია სახე ნაოჭებით და მაინც როგორ ჰგავს დედაჩემს __ ხმითაც, თმითაც, სიარულითაც, იმ ჩემს სულ ახალგაზრდა, ხატივით ლამაზ, აბრეშუმისთმიან, თაფლისფერთვალება, ზარივით ტკბილხმიან და სათნოღიმილიან დედაჩემს... ახლა რომ თვალები დავხუჭო, ალბათ ეს მოხუცი ქალი სულ მთლად დედაჩემივით გახდება...'' გაიფიქრა ბიჭმა, მაგრამ თვალები არ დახუჭა, შეეშინდა ბიჭს.

_ ქიშვარდი ბატონო, არ დამაყენა საცოდავი დედამისის აჩრდილმა აღარც ძილში და აღარც ღვიძილში. ვერც საკუთარ გულსა და სინდისს გავექეცი ვერსად. არ შეიქნა უმაგისოდ ჩემი სიცოცხლე, რომ წამოიყვანეთ, იმ დღიდან გულამოგლეჯილი დავდივარ. დამიბრუნეთ უკან ჩემი ბავშვი, ქიშვარდი ბატონო...
_ ბავშვი მაშინ იყო, ქალბატონო იულია, მაგი, თქვენგან რომ წამოვიყვანე, ახლა კაცია და აგერაა; თუ უნდა წამოსვლა, მე ვერ დავაკავებ მაგას.
_ ნაწყენია მაგი ჩემზე, ქიშვარდი ბატონო, თქვენისთანა ოქროპირი და ბრძენი თუ მოაბრუნებს აწი მაგის გულს ჩემსკენ.

_ თქვენ ორი გყავთ კოლიას ბიჭი სახლში, ქალბატონო იულია, და მე ამ ერთსაც აღარ მიტოვებთ?
_ ანგარიში და თვლა არ სცოდნია შვილიშვილს, ქიშვარდი ბატონო, ასი რომ გყავდეს, მაინც ერთია თურმე.
_ მართალი ბრძანდებით, ქალბატონო იულია, ანგარიში არ იცის შვილიშვილმა, მაგრამ რა ვქნა, ჩემი სიკვდილის შემდეგ ლომჯარიების სათვალავი მაგითი რომ უნდა დაიწყოს?
_ გვარს კი არ ვუცვლი, ქიშვარდი ბატონო, თუ გნებავთ, იმ ორსაც თქვენ გვარს მივცემ, ოღონდ ეს გამატანეთ ახლა.
_ ჩემსას მართმევთ, ქალბატონო იულია, და თქვენის მომცემი ხართ?
_ ნუ წამიყვანთ ცოდვიანს ამ ქვეყნიდან, ქიშვარდი ბატონო, რა პირით შევხვდე დედამისს საიქიოში?!
_ მე და თქვენ გასწრებაზე ვართ, ქალბატონო იულია, კაციშვილმა არ იცის, ვინ უფრო ადრე წავა და, თუ გაგასწარით, მე რაღა პირით შევხვდე დედამისს ან მამამისს?..
_ ღმერთმა თქვენი სიკვდილი ნუ გამაგონოს, ქიშვარდი ბატონო!

_ ჩემი ყანა მაგია, ჩემი დოლაბი და წისქვილიც, ჩემი ვენახი, ჩემი ყავარჯენი. საფლავი და საფლავის ქვაც, ვერ გაგატანტ, ქალბატონო იულია, და მომკალით!
_ აქ, თქვენს თვალწინ მოვიკლავ თავს, ქიშვარდი ბატონო...
_ მაგას როგორ ბრძანებთ, ქალბატონო იულია. წაყვები ბიჭო?
_ თქვენი ერიდება, ქიშვარდი ბატონო, თორემ...
_ მართლა, ბიჭო?
_ დედის ალერსი აკლია ახლა მაგას, დარეცხვა უნდა, დაუთავება უნდა, დაბანა უნდა, ზურგზე ხელის წასმაუნდა, დავარცხნა უნდა... დედის მაგივრობასთქვენ ვერ გაუწევთ მაგას ქიშვარდი ბატონო!
_ არ გამჭირვებია მე, ქალბატონო იულია, მაგის მოვლა, არ გამომიძახებიხართ და შველა არ მითხოვია თქვენთვის!

_ მართალი ბრძანდებით, მაგრამ ფეხის დათბილვა უნდა ძილის წინ, სკოლაში დევნა უნდა...
_ არ ემდურის, ქალბატონო იულია, ჩვენი სკოლა მაგას, თქვენმა სკოლამ კი მისცა ცნობა, ნადირიაო, და კი ბრძანეთ მაშინ მაგის ნამდვილი სახელი მაგიაო, მაგრამ არ გამოდგა მართალი...
_ ღმერთი არაა, ქიშვარდი ბატონო, თორემ კი უნდა გამხმობოდა ენა მაშინ, მაგას რომ ვამბობდი!
_ ხომ არ გგონიათ, ქალბატონო იულია, ანგელოზი გახდა ჩემ ხელში, ან ატმის ქურდობა მოიშალა?!
_ გახმეს ის ხე, რომლის ნაყოფსაც მაგას ვინმე დაამადლის!
_ არც სიმინდის გაცემა მოუშლია ჩემს ხელში...
_ მაგისია, რაც მაბადია, ქიშვარდი ბატონო, და ცეცხლს რომ მისცეს, ვინაა ხმის გამცემი.
_ არც თუთუნის წევა მოუშლია...
_ მართლა, ბიჭო?
_ მაგის კითხვა რად გინდათ, მე მკითხეთ აგერ, არ დამიყენა არც ჯიბეში და არც სათუთუნეში.
_ არ მოუშლია და ნუ მოუშლია, თქვენ თვითონ არ ბრძანეთ __ კაცია უკვე მაგიო?!

_ ერთი თვე მაცალეთ, აბრეშუმზე პრემიას მივიღებ, პატარას მივდგებ- მოვდგები, თორემ ასე კიტრივით ტიტლიკანას ხომ არ გაგატანთ, ქალბატონო იულია?
_ ოღონდ ახლა გამატანეთ, ქიშვარდი ბატონო, და ჩემსას გავიხდი და მაგას ჩავაცმევ.
_ კი მოუხდება თქვენი სამოსი, თქვენ ნუ მომიკვდებით.
_ რა გიჭირთ, რა, კი ხართ ხუმრობის ხასიათზე. მე რა მეშველება უბედურს და გულდადაღულს!

_ გითხარით უკვე, ქალბატონო იულია, აღარაა მაგი ბავშვი და, თუ წამოსვლა უნდა, მე ვერ დავაკავებ.
_ ხატივით შემოგციცინებს თვალებში, ქიშვარდი ბატონო, თქვენი ყოველი სიტყვა სახარებაა მაგისთვის მაცხოვრის პირიდან ამოსული და თქვენ თუ ეტყვით...
_ ღმერთი არ გწამთ, ქალბატონო იულია? როგორ ვუთხრა ჩემი პირით ჩემს ნაგრამს, გადადი ჩემი ეზოდან და სხვას წაყევი-მეთქი!
_ არ ვარ მე სხვა, ქიშვარდი ბატონო, მეც სისხლი და ხირცი ვარ მაგისი, ერთი წლის სიცოცხლე დამრჩა და ნუ მომისწრაფებთ, მაჩუქეთ მაგი ბავშვი, მუხლმოდრეკილი გავადრებით...
_ არ იკადრო, ქალბატონო იულია...
_ თქვენი მუხლების ჭირიმე...
_ ადექით, ქალბატონო იულია, ნუ მიზამთ მაგას...
_ ღმერთო, შენ გაახარე ეს ღვთისნიერი კაცი...
_ თქვენმა მტერმა გაიხაროს ისე, მე რომ აწი გავიხარებ...
_ დედაო ღვთისა...

_ წაყევი, ბაბუა!

ასეთი საუბარი გაიმართა ზემოთ ნაამბობის ზუსტად ერთი წლისთავზე ბიჭის გურულ ბაბუასა და იმერელ ბებიას შორის, მაგრამ ეს აღარ იყო მიღება-ჩაბარების აქტი, ეს იყო ბიჭის გამო ადუღებული ორი სისხლის ჭიდილი და ორი გულის ქვითინი. ბიჭი ამას ხან აჩქარებული გულისცემით, ხან ყელში მობჯენილი ბურთით, ხან ცივი ოფლით, ხან ალმურით, ხან ცახცახით და ხან ტკივილით გრძნობდა, მაგრამ სახელს ვერ არქმევდა. ეს ორი რაღაც მისთვის უჩინარი ძალა, ხან ბებიას მხარეს გადაქაჩავდა, ხან კვლავ ბაბუისკენ გადმოისროდა ისე, თითქოს ხელი ჰკრესო, ხანაც გულ-ღვიძლს დასწვავდა და ორთავი ბეჭში გაივლიდა გავარვარებული შანთივით მარჯვნიდან მარცხნივ. ეს იყო რაღაც შემაძრწუნებელი, ენით აუწერელი, დამამუნჯებელი და დამთრგუნველი გრძნობა.

ბებია ადგა, ბიჭთან მივიდა და გულში ჩაიკრა...

_ შენ შემოგევლოს ჩემი თავი, შენ, ჩემო მზეო და ნათელო, სიცოცხლეო ჩემო და ჩემო ანიკოს ნერგო. წამოდი, ბებია, და მაჩუქე კიდევ ორი დღის სიცოცხლე! _ ბებია ტიროდადა მისი მდუღარე ცრემლი თავზე ეღვრებოდა ბიჭს ღაპაღუპით, ტირილით რომ გული იჯერა ბებიამ, ფრთხილად მიიზიდა შვილიშვილი, მაგრამ იგი იდგა ისე, როგორც როკის სარი, როგორც რკინის პალო, როგორც ხე, მიწაში ღრმად წასული.

_ წაყევი, ბაბუა, წაყევი შვილო, წაყევი მოხუცებულ ბებიას და გულს რომ იჯერებს შენი სიყვარულით, ქე ჩამოდი ისევ, ამასობაში მეც მომენატრები და ასე... აბა, როგორ გინდა? შვილიშვილობა შენ ადვილი საქმე ხომ არ გგონოა? ძნელია, ბაბუ, შვილიშვილობა, ძნელი განსაკუთრებით ჩემი და ბებიაშენისნაირი გამოყრუებული მოხუცების შვილიშვილობა. წაყევი, შვილო, აგი შენი წალდი, საწნახელი, ნაჯახი, თოხი, გიდელი, გოდორი, ძროხა, თხა და ღორი არსად გაგექცევა, შენ გელოდება, იცოდე... ა, შენი ჩანთა, ა, წიგნები: ქართული, ისტორია და კიდევ რა გვაქვს მე და შენ? მეტი არაფერი, წუღა და პერანგი აგერაა, შარვალი ზედ გაცვია. სამტრედიამდე ფეხშისველმა იარე, თორემ წუღას ძირი გაძვრემა, მხარზე გადაიკიდე, მასე... აბა, ჰე...


გაგრძელება იქნება


--------------------
ნუთუ ყველა გზას, ტაძრისკენ მივყავართ?

გაცალეთ ბატონო და გვაფორუმეთ!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Kutaiseli
პოსტი 15.09.2005, 0:40
პოსტი #28


Advanced Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 14,196
რეგისტრ.: 5.02.03
მდებარ.: 777
წევრი № 245



მანუჩაომ თქვა, ბახზე მაჟრიალებსო, მეც დიდი სიამოვნებით ვუსმენ, მაგრამ აი ეს(http://geolit.host.ge/miniatura/index.htm), რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო იმდენჯერ დამაჟრიალებს. ნეტა 21-ე საუკუნის ქართველის სტანდარტებში თუ ჯდება ამ ტიპის დაჟრიალება?


--------------------
ვაჟკაცსა ომში სიკვდილი, ხელში ნატეხი ხმლისაო .....

სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი...
Go to the top of the page
 
+Quote Post
tam-a
პოსტი 15.09.2005, 0:45
პოსტი #29


ცქნაფო


ჯგუფი: Moderators
პოსტები: 40,252
რეგისტრ.: 31.07.05
მდებარ.: ლურჯი მწვერვალები:)

წევრი № 5,433



ვაა, მანუჩაო თუ ბახეზ ჟრიალებდა რატო აქმადე ვერ გავიგე, მეც მაჟრიალებს ბახზე biggrin.gif


--------------------
ოFF...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Манька_Облигация
პოსტი 17.10.2005, 0:09
პოსტი #30


ARS TOTUM REQUIRIT HOMINEM


ჯგუფი: Validating
პოსტები: 1,649
რეგისტრ.: 18.11.04
მდებარ.: მშვიდად
წევრი № 3,420



ნიკო ლორთქიფანიძე

"...და ქრისტე აღსდგა მაშინ ჩემს გულში"

(ამხანაგის ნათქვამიდან)

...იმ ცივ, დაწყევლილ, ნისლიან-ბურუსიან ქვეყანაში დავკარგე სიყმაწვილე, იმედი, სულის სიმშვიდე, თვალების ელვარება, აღტაცება, სიყვარული და სიძულვილი. ლანდივით დავდიოდი მიდამოთა შორის, სადაც ერთხელ ყოველი ბალახი ჩემთვის ამოდიოდა და ყოველი კუკური ნეტარებით მათრობდა. ხეებს ფოთლები უკვე ხუთმეტჯერ გამოეცვალა და ჩემი სურათი სრულიად დავიწყებოდა. წინათ, მათ ჩრდილში რომ შევაფარებდი თავს, ფოთლები საიდუმლოებას მზის სხივებისას ჩამფუჩუნებდა და ჩიტები გულის ნადებს მიჭიკჭიკებდენ. ახლა კი ვეღარ გავიგე მათი საუბარი. შრიალი ღრიალად მეჩვენებოდა და სტვენა ბულბულის - მამლის ყივილად. ერთი მე ვიყავ ყველასათვის უცხო, უსარგებლო. ქრისტე, მართლაც, ჯვარცმული იყო ჩემს გულში.

-----

აღდგომის წინა ღამე დადგა. არავინ მყავდა არც მოსალოცავი, არც სანახავი; არც გასახსენებლად მივეშურებოოდი სადმე. გადავდიოდი ერთი ქუჩიდან მეორე ქუჩაზე; ვშინჯავდი მტვერს; დიდხანს ვაცქერდებოდი ზოგიერთ გამვლელს; შევყურებდი მოწმენდილს ცას და კლაკვნით მიმდინარე რიონს. უმიზნო ხეტიალმა მთაზე ამიყვანა. ძველებურადვე მოღუშული ბარგატის ტაძრის ნანგრევები გადამეღობა წინ. ვარსკვლავებით მოჭედილ ცის ლიტანიას შეუერთდა ლიტანია ქვეყნად და ცეცხლის წერტილები ორკეცად აციმციმდა. საზარი იყო ჯვარცმული ერის მხიარული ღაღადისი ჯვარცმული ქრისტეს აღდგომის გამო. თვალი მოვერიდე.

გავყევი კედელს. მივარდნილს ადგილს ვიღაცა დაყრდნობოდა ნანგრევს და ლოცულობდა. გულმხურვალი და ჩუმი იყო ლოცვა; სახეს ვერ ვხედავდი მლოცველისას, მაგრამ მთელი სხეულის მოდუნება, ღრმად დახრილი თავი, გრძელი ლონდეთ დაშვებული თმა, ხელები, რომელითაც კედელს მიყრდნობოდა, მიმტკიცებდა მლოცველის ტანჯვას, სასოებას და იმედს. ორიოდე მის სიტყვას მოვკარ ყური:

„ღმერთო, აღადგინე... ღმერთო, მკვდრეთით აღადგინე ერი და მიეც ძალა და სიმხნე!“

მეც ნელ-ნელა დავეშვი მუხლებზე. იმედის შუქმა გააპო მკერდი... და ქრისტე აღსდგა მაშინ ჩემს გულში.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Манька_Облигация: 17.10.2005, 0:14


--------------------
Timeless Jazz

A L L I G O T
----------------------------
ალერგია მაქვს გოიმებზე © შვილ

"Душа - не жопа, высратся не может".Фаина
Go to the top of the page
 
+Quote Post

8 გვერდი V  < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25.10.2014 - 19:45