IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

254 გვერდი V  « < 26 27 28 29 30 > »   ( პირველ წაუკითხავ პოსტზე გადასვლა )
Reply to this topicStart new topic
პ ო ჰ ე ზ ი ა, ლექსები ნებისმიერ ენაზე
deda_ena
პოსტი 8.03.2004, 22:59
პოსტი #396


Newcomer


ჯგუფი: Newbie
პოსტები: 13
რეგისტრ.: 25.02.04
წევრი № 1,587



QUOTE
On `2004-03`-05 21:20, ბაჩო wrote:
წუთისოფელი  

უმისამართოდ გატყორცნილო ჩემო ბილიკო,  
ღმერთმა, ნეტავი, ზღვარი მოგცა, რომელ კბოდემდე,  
გაუხედნავი და მშფოთვარე ტალღა დღეების,  
სად დაიმსხვრევა, იბოგინებს, ნეტავ, როდემდე!  

სად ჩაიმუხლებს სულის ზიდვით დაღლილი ხორცი,  
ან რომელ სურვილს გაუწყდება მშვილდზე ბაწარი,  
საით გაწვდილი ჩანავლდება თვალებში სხივი,  
დუღილს სად შეწყვეტს, ნეტავ, ჩემი გიჟი მაჭარი!  

თუ გააჩნიათ ამ ძვლებს წონა, იმდენი, მაინც,  
უკან მავალმა რომ შენიშნოს კაცის ნატარი,  
ღრმა ნატერფალთან გვერდით მინდა ჩემიც გამოჩნდეს,  
მსუბუქ ნაფეხურს მალე ფარავს წლების ნაცარი!  

ამ ბობოქარ სულს, ვიცი, ძალა გამოელევა,  
ნებიერ ულაყს, ვიცი, ჟამი, ლაგამს ამოსდებს  
და სანამ ცეცხლი არ ჩამქრალა ჩემი დღეების,  
მსურს მუდამ ქროლვით შევეჯახო ბედის გამოცდებს!

პ.ს. აი კიდევ ერთი ლექსი, ელეგია... როგორც ჩემს მიერ აქ გამოქვეყნებული ყველა ლექსი, არც ამ ლექსს უნახია ჯერ დღის სინათლე!


საოცარი და ძალზე ღრმა შინაარსის ლექსია :smile:
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mlle Qartveli
პოსტი 8.03.2004, 23:22
პოსტი #397


Advanced Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 1,339
რეგისტრ.: 21.01.03
მდებარ.: U.K.
წევრი № 194



QUOTE

On `2004-03`-08 21:56, deda_ena wrote:
სამწუხაროდ ამ თემაში თქვენი მოქმედება ძალზე არასერიოზული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ისეთი გრძნობა მეუფლება თითქოს ამას მრავალ ფსევდონიმს ამოფარებული რამდენიმე პიროვნება აკეთებს-იმდენად ერთმანეთს გავს ნაწერები.
მერწმუნეთ, ეს ქცევა არაა ლამაზი.  



"ო ენავ ჩვენო, დედაო ენავ..."

ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო.. :smile:

რა არის ულამაზო ძვირფასო დედა ენა?
საბავშვო ლექსების წერა?????
მგონი არაფერია ამაში ულამაზო?

აქ არც არავის ლანძღვა- გინებაა და არც არავის "შავ-ბნელი " წარსულის დეტალები.

ისე კი, თქვენი და მრავალი სხვა ფორუმელის "გრძნობები " ერთმანეთს ემთხვევა...აქ მრავალნი იყენებენ სხვადახვა ნიკებს, მაგრამ მესიის მახვილი მათ ვ ე რ აცდებათ :smile: :smile: :smile:
მაგრამ ის კი ავიწყდებათ, რომ მახვილს ვინც აღმართავს მახვილითვე განიგმირება!!!!!!

ისე კი რა შუაშია ეს მომაბეზრებელი პროზა ამ ლექსებთან????

ბოდიშს ვიხდი საზოგადოებასთან.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mlle Qartveli
პოსტი 8.03.2004, 23:24
პოსტი #398


Advanced Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 1,339
რეგისტრ.: 21.01.03
მდებარ.: U.K.
წევრი № 194



ნოდარ დუმბაძის საბავშვო ლექსები ხომ არ გახსოვთ ვინმეს????

"ნოდარიკო თავბუა , ნუ აბრაზებ ბაბუას..." :smile:
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mlle Qartveli
პოსტი 8.03.2004, 23:34
პოსტი #399


Advanced Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 1,339
რეგისტრ.: 21.01.03
მდებარ.: U.K.
წევრი № 194



ჰო, ზურიკელა ვაშალომიძის ლექსები თუ გქონდათ მხედველობაში, არ ვიცი...
რა უჭირს მერე....მთავარია , როგორც ილიკომ თქვა, უგრძვნია კაცს , უგრძვნია...
რც შეეხება ჩემს არასერიოზულობას, სწორედ გამოიცანით...აბა ,სულ სერიოზულად მტერმა უყურა სამყაროს...
ისე კი ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ,მავნებელია ჯანმრთელობისთვის...
"აშლილი მაქვს ნერვები, აშლილია გიტარაააც,
ასე იცის ყველაფრის გულთან ახლოს მიტანამ!"

უკეთილესი სურვილებით,
MLLE

უსერიოზულესი
პოსტსკრიპტუმი :

" მე იგივე ვარ მარად და მარად ,
არ ვსდევ ჟამთა სვლას,
მე იგივე ვარ მარად და მარად..."
Go to the top of the page
 
+Quote Post
lolski
პოსტი 8.03.2004, 23:53
პოსტი #400


Advanced Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 1,059
რეგისტრ.: 9.05.03
წევრი № 503



თაგვმა თხარა თხარაო,
კატა გამოთხარაო


(იმედია სწორად გაიგებს საზოგადოება :wink: )


--------------------
user posted image lols
IT'S RIGHT TO RIOT !!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
ბაჩო
პოსტი 8.03.2004, 23:53
პოსტი #401


Advanced Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 1,222
რეგისტრ.: 4.02.03
წევრი № 241



ეეეჰ, დედა ენა, შეაყარე კედელს ცერცვი

მორიგი ლექსი...

ლადო ასათიანს!

მშფოთვარე სული ვერ მოთოკა მკერდის ჯებირმა,
ვულკანის ძალით ამოხეთქა მცირე სხეული,
ქართულ მიწას და ზეცას შორის დაჰქრის ეულად,
მთების ქარიშხალს შეჭიდებულ-ლექსადქცეული!

მქუხარე სიტყვად ანთებული შენი სიცოცხლე,
ბრდღვიალებს ქართულ პოეზიის საკურთხეველზე,
დაღლილი ტანი, მიწის ხარკი გასაწირავი,
სულმა ღვთის ნებით დაასვენა სასუფეველზე!

როდესაც გშობდა, ღმერთს ბახუსი თუ მასპინძლობდა,
რომ ვერ მოზომა რა სიმძიმის ტვირთს გაბარებდა,
უფალს გამორჩა მოკვდავთ მცირე შესაძლებლობა,
მაგ ბუმბერაზ სულს ერთი კაცი ვერ ატარებდა!

დაქანცულ სხეულს მიწა ჰკოცნის, სული გაფრინდა,
ასე ინება მბრძანებელმა, მეუფემ, ზეცათ,
რა იქნებოდა, მაგის ნაცვლად, ღმერთო ძლიერო,
რომ სხეულისთვის სულის ზიდვის ძალა მიგეცა!

პ.ს. არც ეს ლექსია ჯერ გამოქვეყნებული
Go to the top of the page
 
+Quote Post
Isito
პოსტი 9.03.2004, 11:44
პოსტი #402


7.7.7


ჯგუფი: Member
პოსტები: 3,066
რეგისტრ.: 2.08.03
მდებარ.: ისიტო ტორონტოდან
წევრი № 675



მე პატარა გოგო ვარ
გამოვდივარ სცენაზე
რა დროს ჩემი ლექსებია
პატარა ვარ ყველაზე
Go to the top of the page
 
+Quote Post
Fermina
პოსტი 9.03.2004, 11:54
პოსტი #403


Advanced Member


ჯგუფი: საძაგლები
პოსტები: 9,912
რეგისტრ.: 17.02.04
წევრი № 1,527



ონკანიდან წყალი მოდის,
ატალახდა მთელი ეზო
სუყველაფერს ხედავს გია,
სუყველაფერს ხედავს რეზო,
ორივენი ღია ონკანს
აუვლიან, ჩაუვლიან
ხომ არაფერს აშავებენ,
მაინც დანაშაულია!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Fermina
პოსტი 9.03.2004, 11:55
პოსტი #404


Advanced Member


ჯგუფი: საძაგლები
პოსტები: 9,912
რეგისტრ.: 17.02.04
წევრი № 1,527



ეს პატარა პიანინო
ჩვენი რუსიკოსია,
რა პატარა გოგოა და
უკვე მუსიკოსია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Isito
პოსტი 9.03.2004, 12:00
პოსტი #405


7.7.7


ჯგუფი: Member
პოსტები: 3,066
რეგისტრ.: 2.08.03
მდებარ.: ისიტო ტორონტოდან
წევრი № 675



QUOTE

On `2004-03`-09 10:55, Fermina wrote:
ეს პატარა პიანინო
ჩვენი რუსიკოსია,
რა პატარა გოგოა და  
უკვე მუსიკოსია.


შენ გაიხარე, ფერმინა. ჩემს პატარა რუსიკოს გაუხარდება :smile:
Go to the top of the page
 
+Quote Post
Fermina
პოსტი 9.03.2004, 12:04
პოსტი #406


Advanced Member


ჯგუფი: საძაგლები
პოსტები: 9,912
რეგისტრ.: 17.02.04
წევრი № 1,527



ვგიჟდები ამ ლექსზე. ვითომ არაფერი, მაგრამ იმწუთასვე თვალწინ დაგიდგება დიიიდი დიდი პიანინო და მასთან მისკუპებული პატარა მუსიკოსი რუსიკო.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Fermina
პოსტი 9.03.2004, 12:05
პოსტი #407


Advanced Member


ჯგუფი: საძაგლები
პოსტები: 9,912
რეგისტრ.: 17.02.04
წევრი № 1,527



უფრო სწორად პატარა პიანინო, შემეშალა.
რამხელაა შენი რუსიკო?
Go to the top of the page
 
+Quote Post
vega
პოსტი 9.03.2004, 12:26
პოსტი #408


Junior Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 189
რეგისტრ.: 5.02.04
წევრი № 1,450



QUOTE

On `2004-03`-09 11:00, Isito wrote:
QUOTE

On `2004-03`-09 10:55, Fermina wrote:
ეს პატარა პიანინო
ჩვენი რუსიკოსია,
რა პატარა გოგოა და  
უკვე მუსიკოსია.





ძალიან მიყვარს საბავშვო ლექსები და რაც მეტი იქნება, მით უკეთესი. მე კი ვთხოვდი საზოგადოებას (ნიკებს არ დავასახელებ - თავის თავს ყველა მოუძებნის თვითონ ადგილს), ნუ ავყვებით პროვოკაციებს. მართალია, ძალიან მომაბეზრებელია და ძნელია პასუხი არ გასცე სიტუტუცეს და ბლოყინსიტყვაობას, მაგრამ ყველაზე კარგი პასუხი არის სრული და საყოველთაო სიჩუმე. ერთ-ერთ ტოპიკში ამ ტაქტიკამ ფანტასტიურად გაამართლა. ძალიან გთხოვთ!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Fermina
პოსტი 9.03.2004, 12:45
პოსტი #409


Advanced Member


ჯგუფი: საძაგლები
პოსტები: 9,912
რეგისტრ.: 17.02.04
წევრი № 1,527



რათქმაუნდა, საუკეთესო ტაქტიკაა სრული იგნორირება. არაფერი ისე არ გამოიყვანს წყობიდან ბილწ ადამიანს, როგორც იმის შეგრძნება, რომ მისმა ნასროლმა შხამიანმა ისარმა მიზანს ვერ მიაღწია. ხოლო საბავშვო ლექსები ვისაც არ უყვარს, იმას ბავშვებიც არ ეყვარება, ხოლო ვისაც ბავშვები არ უყვარს....აღარ გავაგრძელებ

როცა ავად ვიყავი, ვსვი და ვყლაპე წამალი,
და დედიკომ საჩუქრად მომიყვანა მამალი
ერთხელ ძია გვესტუმრა, ბებიამ თქვა, რა ვქნათო,
ბაბუამ თქვა სასწრაფოდ მამლაყინწა დავლკათო,
ჰოდა ეს რომ გავიგე, მამალს ხელი დავავლე,
და ბებიკოს უჩუმრად კარადაში დავმალე
მერე იცით რა მოხდა? ბებომ შიშით იკივლა,
იმ სულელმა მამალმა კარადაში იყივლა!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mlle Qartveli
პოსტი 9.03.2004, 13:58
პოსტი #410


Advanced Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 1,339
რეგისტრ.: 21.01.03
მდებარ.: U.K.
წევრი № 194



:smile: :smile: :smile:

დიდი მადლობა, ფერმინა, დუმბაძის ამ ლექსისთვის.
მე კი ბავშვობიდან ეს მახსოვს :

-ლალი, ლალი, ჩემო ლალი,
-რაო ჩემო მანანა?
-ეგ თოჯინა დედაშენმა
ჩემთან გამოგატანა?
-რასა ბრძანებ ქალბატონო,
არ გათხოვებ არასდროს,
გინდა ისევ გააცივო ,
ისევ სურდო დამართო?!
..................

:smile: :smile: :smile:
Go to the top of the page
 
+Quote Post

254 გვერდი V  « < 26 27 28 29 30 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22.11.2014 - 23:13