IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

24 გვერდი V  « < 21 22 23 24 >  ( პირველ წაუკითხავ პოსტზე გადასვლა )
Reply to this topicStart new topic
საქართველოს ისტორია, დასაბამი-დღევანდელობა
ამირანი
პოსტი 13.08.2011, 4:38
პოსტი #331


Junior Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 86
რეგისტრ.: 12.07.11
წევრი № 62,322



მილოცვა!

Go to the top of the page
 
+Quote Post
ამირანი
პოსტი 14.08.2011, 18:00
პოსტი #332


Junior Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 86
რეგისტრ.: 12.07.11
წევრი № 62,322



აფხაზეთის მხარეში 19 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს, ომი დაიწყო

სახელმწიფო საბჭოს წევრ ჯაბა იოსელიანის, ანუ მოღალატის მოგონებებიდან

საგულისხმოა, რომ ჯაბა იოსელიანი აფხაზეთის ომის დაწყების აღწერისას (მისი მოგონებების ამ თავს პირდაპირ ასე ჰქვია - "აფხაზეთი"), გვერდიგვერდ ახსენებს ზვიად გსახურდიასა და აფხაზეთში სამხედრო ძალების შეყვანის თითქმის საყოველთაო დაჟინებულ მოთხვნას:
"სახელმწიფო საბჭოში სულ უფრო ხშირად გაისმის ბატონი პრეზიდენტის სახელი. აფხაზეთიდან ჩამოსული წარმომადგენელთა ჯგუფები, სახელმწიფო საბჭოს მხარდამჭერნი და საზოგადოებრივად გაუთვითცნობიერებელი მოქალაქენი დაჟინებით მოითხოვენ ლაშქრის შეყვანას აფხაზეთში. ბორის კაკუბავა - ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წევრი აფხაზეთში - მთხოვს იარაღს, სურს, სოხუმში ჩამოაყალიბოს "მხედრიონი". ვაძლევ რამდნიმე ათეულ ავტომატს და ტყვია-წამალს. აფხაზეთის თვითმმართველობის უმაღლესი საბჭოს წევრებიც იმ აზრზე არიან, რომ აფხაზეთში ლაშქარი შევიყვანოთ.
ვლადისლავ არძინბა აფხაზეთის შინაგან საქმეთა ხელმძღვანელად ნიშნავს ალიკ ანქვაბს. გივი ლომინაძე თბილისის საავამყოფოში წევს. ტვირთის გადაზიდვის საქმე მძიმე მდგომარეობაშია - სოჭის მხრიდან საერთოდ არაფერი შემოდის..." (ჯ. იოსელიანი, სამი განზომილება", გვ. 188).
დავაკვირდეთ:
საქართველოს უახლოესი წარსულის უმნიშვნელოვანესი, მე ვიტყოდი, უსაშინელესი მოვლენის - აფხაზეთში ომის დაწყების გახსენებისას ჯაბა იოსელიანი, ნებსით თუ უნებლიეთ, რიგითობით აყალიბებს ომის დაწყების მიზეზებს:
1. თურმე, სახელმწიფო საბჭოში სულ უფრო ხშირად გაისმის ბატონი პრეზიდენტის სახლი, ანუ ზვიად გამსახურდიას სახელმწიფო საბჭოს წევრებიც კი სულ უფრო ხშირად მოიხსენიებენ "ბატონობით"!
2. ვლადისლავ არძიმბას მოწინააღმდეგე აფხაზეთის ქართული წარმომადგენლობა და რიგითი მოქალაქენი დაჟინებით ითხოვენ აფხაზეთში სამხედრო ძალის შეყვანას...
3. და მხოლოდ ბოლო მიზეზად მოიხსენება"რკინიგზის გახსნის" საკითხი!...
ამ დრს კი, რა მდგომარეობაა ოთხკაციან სახელმწიფო საბჭოში?
"შევარდნაძე სახელმწიფო საბჭოს სხდომებს საკითხთა მიხედევით გაფართოებული შემადგენლობით იწვევს. ჩვენ ოთხნი უკვე დავიქსაქსეთ. კიტოვანი და სიგუა ერთად, შევარდნაძე-ცალკე. მე მათ შორის ჯერჯერობით მომრიგებელი ვარ. თუმცა, თვით შევარდნაძე თენგიზებს არ უპირისპირდება.
თუ რაიმე წვეტიანი საკითხია, ჩემი წამოწყების იმედი აქვს და. უნდა ვთქვა, მე ეს ჩემს მოვალეობადაც მიმაჩნია" (იქვე, გვ. 188).
სახელმწიფო საბჭოს განხილვებზე, რა თქმა უნდა, საჩვენებლად წამყვანი თემა"რკინიგზის დაცვაა".
აბა, საჯაროდ იმას ხომ არ განიხილავენ, როგორ გავანადგუროთ ქართული ეროვნული მოძრაობაო?
"ვგეგმავთ რკინიგზის მუდმივი მეთვალყურეობის ღონისძიებას სამტრედიიდან სჭამდე (საკითხავია, სოჭი როგორღა უნდა აეყვანათ "მუდმივ მეთვალყურეობაზე"?! - გ.გ.)
თავდაცვის უწყებასა და შინაგანი ჯარების ხელმძღვანელობას დავალებული აქვთ, აღრიცხვონ ხალხის რაოდენობა, აღჭურვილობა, ხელმძღვანელთა შენაცვლების ადგილები, სადგურებში კავშირგაბმულობის კვანძები. ქაღალდზე ყველაფერი, ასე ვთქვათ აჟურშია. მე კი მეჩვენება, რომ ეს ყველაფერი სინამდვილესთან ნაკლებ კავშირშია. ამ ღონისძიების განხორციელებას 2 ათასი ჯარისკაცი სჭირდება. გვყავს ამის შემსრულებელი ადამიანები?
თენგიზებმა ლამის სასაცილოდ ამიგდეს. "როგორ? გვარდია, შინაგანი ჯარი", - ამბობენ ისინი. ამასვე იმეორებენ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა უწყებათა ხელმძღვანელები. შევარდნაძეც მათკენ იხრება. ასეთი მნიშვნელოვანი სამსახურისთვის არც გვარდიაა მზად, არც შინაგანი ჯარი. საქმე რომ გაკეთდეს, ეს 2 ათასი კაცი ხომ იქ უნდ გადასახლდეს?..." (იქვე 188 გვ.)
ჯაბა იოსელიანის მტკიცებით, ის არ აპირებდა საქმეში "მხედრიონის" ჩართვას, თუმცა დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი მაინც მხედრიონელების გასაკეთებელი გახდებოდა...
"მხედრიონს" შეგნებულად არ ვრთვთ ამ გეგმაში. ჯერ ერთი, მინდა იგი მაშველთა სამსახურში განვალაგო, მეორეც, ვერც მხედრიონელები გასწევენ ამ ყოველდღიურ ჭაპანს.

გიორგი გიგაურის წერილიდან
****

აფხაზეთის ომის მიზეზები

საუბრობს ყოფილი სახელმფო საბჭოს წევრი თენგიზ კიტოვანი:


[/quote]

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია ამირანი: 14.08.2011, 19:20
Go to the top of the page
 
+Quote Post
ამირანი
პოსტი 14.08.2011, 18:02
პოსტი #333


Junior Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 86
რეგისტრ.: 12.07.11
წევრი № 62,322



კატეხიზმო:
რა ძალა აწარმოებდა ომს აფხაზეთში
შავლეგო, 28/09/2010


„კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციიის“ შექმნა, გაძლიერება და საქართველოს წინააღმდეგ გამოყენება საბჭოთა კავშირისა და შემდგომ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ერთ-ერთი პროექტი იყო, რომელსაც საბჭოთა კავშირში არსებითი პოლიტიკური გარდაქმნა-მოდერნიზების პერიოდში უნდა საბჭოთა ინტერესები დაეცვა და სირთულეები შეექმნა იმ საბჭოთა რესპუბლიკებისათვის, რომლებიც საბჭოთა კავშირიდან გასვლას გადაწყვეტდნენ.

1989 წლის 25-26 აგვისტოს, სოხუმში ჩატარებულ „კავკასიის მთიელ ხალხთა I ყრილობაზე“ დაარსდა „კავკასიის მთიელ ხალხთა ასამბლეა“. „კავკასიის მთიელ ხალხთა ასამბლეის“ მიზნებად დასახული იქნა უმთავრესად კულტურული-ავტონომიეური მიზნები.

1991 წლის 1 ნოემბერს, სოხუმში, „კავკასიის მთიელ ხალხთა III ყრილობაზე“ რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ 14 კავკასიური ეთნოსის წარმომადგენლები გადაწყდა „კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის“ – როგორც პოლიტიკური გაერთიანების შექმნა, რომელიც თავს აცხადებდა „სუვერენულ ეროვნულ-სახელმწიფო გაერთიანებად“ – იგი წარმოდგენილი იქნა როგორც კონფედერაციული სახელმწიფო – რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ არა იმ დროს არსებული რაიმე ავონომიები, არამედ – კავკასიის ხალხები, ეთნოსები. კონფედერაციის დედაქალაქად გამოცხადდა სოხუმი, ხოლო მეორე დედაქალაქად კი მახაჩკალა (ეს არსებითი გარემოებაა – რამდენადაც ხშირად კონფედერაციის დედაქალაქად გროზნის მოიხსენიებენ).
„კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის“ სოხუმში შექმნა და მის დედაქალაქად სოხუმის გამოცხადება – ისეთ ვითარებაში, როდესაც მასში შემავალი „ხალხების“ ტერიტორიების აბსოლუტური უმრავლესობა ჩრდილო კავკასიაში, რუსეთში მდებარეობდა – იმთავითვე მუთითებდა კონფედერაციის დანიშნულებაზე და გამიზნულობაზე აფხაზეთში გამოსაყენებლად. კონფედერაცია, იმთავითვე რუსეთის მიერ პროვოცირებულ „ეთნოკონფლიქტში“ გამოსაყენებლად იყო დაარსებული.

„კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის“ პარლამენტად გამოცხადდა „კავკასიის მთიელ ხალხთა ასამბლეა“, რომელმაც პრეზიდენტად აირჩია მ.შანიბოვი, ხოლო – პარლამენტის თავმჯდომარედ იუ.სასლამბეკოვი. კონფედერაციაში თავი მოიყარეს ჩეჩნეთის პრეზიდენტ ჯ.დუდაევის პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა ჩეჩნეთიდან – გავლენიანმა საველე მეთაურმა შ.ბასაევმა (დუდაევის კომკურენტმა საპრეზიდენტო არჩევნებზე) და იუ.სასლამბეკოვმა (ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, გავლენიანმა პრო-რუსულმა პოლიტიკოსმა) – რომელიც ერთ პერიოდში დუდაევზე გაცილებით დიდი გავლენით სარგებლობდა ჩეჩნეთში რუსეთის ძლიერი მხარდაჭერის გამო. კონფედერაციის მთავარი მხარდამჭერი მოსკოვში გახდა რუსეთის პარლამენტის თავმჯდომარე ხასბულატოვი (ჯოჰარ დუდაევის უდიდესი მოწინააღმდეგე).

„კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის“ იდეოლოგიურ ბაზას წარმოადგენდა ა.სახაროვის „საბჭოთა კავშირის ახალი კონსტიტუცია“ – რომლის შესაბამისად საბჭოთა კავშირი უნდა დაშლილიყო ასობით მცირე ეთნიკურ-პოლიტიკურ ერთეულად და ა.სახაროვისავე „საქართველო მცირე იმპერიაა“ იდეა. აფხაზეთში ომის პერიოდში კონფედერაციას საერთაშორისო მას მედიაში განუწყვეტელ იდეოლოგიურ დახმარებას უწევდა ა.სახაროვის ქვრივი ე.ბონნერი.

„მსოფლიო დემოკრატიის“ ისეთი საყოველთაოდ აღიარებული ფლაგმანისა და ავტორიტეტის, როგორც ანდრეი სახაროვი იყო საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში ცალსახა ჩაბმა – საქართველოს მსოფლიო ასპარეზზე იმთავითვე საკმაოდ უსუსურ მდგომარეობაში აგდებდა!

ნიშანდობლივია, რომ „კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის“ შექმნას, რომელიც თითქოს და სსრკ საკანონმდებლო ბაზას ყოველნაირად ეწინააღმდეგებოდა და რუსეთის არსებული ტერიტორიული მოწყობის წინააღმდეგ იბრძოდა – არასოდეს და არაფრით არ შეწინააღმდეგებია არც სსრკ და არც რუსეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება.

კონფედერაცია საქართველოს წინააღმდეგ
1992 წლის 18 აგვისტოს, გოზნიში „კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის“ პარლამენტის საგანგებო სხდომაზე მიღებული იქნა დადგენილება აფხაზი სეპარატისტებისათვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის შესახებ.

1992 წლის 21 აგვისტოს, აფხაზეთში ომის დაწყების შემდეგ, „კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციამ“ ომი გამოუცახადა საქართველოს და აფხაზეთში გადაისროლა თავისი შეიარაღებული ძალები. 1992 წლის 19 აგვისტოს აფხაზეთში მოხალისეების გაგზავნის გადაწყვეტილება კონფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მიიღეს ყუბანის და დონის კაზაკთა ატამანთა საბჭოებმა.

„კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის“ შეიარაღებული ფორმირებები და რუსეთის არმიის მიერ მათთვის გადაცემული დიდძალი საბრძოლო ტექნიკა ღიად და დაუფარავად საავტომობილო გზებითა და რკინისგზით ასობით კილომეტრების სიშორიდან გადაისროლებოდა აფხაზეთში.

საქართველოში, პრო-შევარდნაძისტული მას მედიის მიერ – აფხაზეთში კონფედერაციის მთელი სამხედრო-საბრძოლო აქტივობა პროპაგანდისტული მიზნებით საზოგადოებრიობას მიეწოდებოდა როგორც „ჩეჩნების“ ანტიქართული მისწრაფებების დემონსტრირება, იმის და მიუხედავად, რომ კარგად ცნობილი იყო კონფედერაციის შეიარაღებულ ძალებში ჩეჩნებზე გაცილებით მეტი სომხის, კაზაკის, რუსის, ყაბარდოელის, ადიღეველის მონაწილეობა, რასაც ადასტურებდნენ ობიექტური დასავლური წყაროები და თუნდაც აშშ კონგრესის მასალები.

„კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის“ პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლა ჯ.დუდაევის ხელისუფლებისა და საქართველოს დევნილი ეროვნული ხელისუფლების, პირადად პრეზიდენტ ზ.გამსახურდიას არაერთი მცდელობის მიუხედავად უშედეგოდ დასრულდა – რუსეთის უძლიერესი ზეწოლის გამო.

კონფედერაცია ჩეჩნეთის წინააღმდეგ
დაარსებისთანავე „კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია“ ჩეჩნეთში, რუსეთის ფედერაციის ერთადერთ თვითგამოცხადებულ სახელმწიფოში – რომელიც რუსეთიდან გასვლას და საერთაშორისო ცნობას ითხოვდა – პოლიტიკური გავლენის სფეროში დაუპირისპირდა ჩეჩნეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და პირველ რიგში ჩეჩნეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს, პრეზიდენტს ჯ.დუდაევს.

აფხაზეთში ომის დაწყების დროიდან, სამხედრო თვალსაზრისით გაძლიერებულმა „კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციამ“ გაააქტიურა ბრძოლა ჩეჩნეთში მისი ძალაუფლების დასამყარებლად პრეზიდენტ ჯ.დუდაევის წინააღმდეგ. განსაკუთრებით დაიძაბა პოლიტიკური სიტუაცია ჩეჩნეთში აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ, როდესაც კონფედრაციამ თავისი შეიარაღებული ძალების არსებითი ნაწილი ჩეჩნეთში გადაისროლა და ჯ.დუდაევის დასამხობად დაუფარავ ბრძოლას შეუდგა. გროზნიში რუსეთის პირდაპირი მხარდაჭერით კონფედერაციამ მოაწყო ორი პუტჩი, რომელთაგან 1994 წლის ზაფხულის „თეატრალური მოედნის პუტჩს“ მოჰყვა არსებითი შეიარაღებული შეტაკება ტენკების გამოყენებით, კონფერედაციის მომხრეთა დამარცხება და მისი სრული განდევნა ჩეჩნეთიდან – კონფედერაციის პარლამენტის თავმჯდომარე იუ.სასლანბეკოვი გაიქცა ჩეჩნეთიდან და მოსკოვს შეაფარა თავი.

საგანგებო აღნიშვნის ღირსია, რომ ოთხივე დიდ პუტჩში, რომელიც ჩეჩნეთში 1992-1994 წლებში მოხდა, დუდაევის წინააღმდეგ გამოდიოდნენ მხოლოდ და მხოლოდ „კონფედერაციის“ პოლიტიკური და ბოლოს კი შეიარაღებული ფორმირებები.

კონფედერაციის დასასრული
„კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის“ არსისა და მისი მამოძრავებელი ძალების გასაგებად თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთში ომის დამთავრების შემდეგ და განსაკუთრებით რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომის დაწყების შემდეგ იგი დაიშალა, მისი მეთაურების ძირითადი ნაწილის მიმართ თვით რუსეთში სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა, კონფედერაციის ყოველგვარი აქტიურობა შეწყდა, ხოლო მისი შეიარაღებული ფორმირებები რუსეთის ხელისუფლებამ მოსპო.


ვიდეოსაუბრები „ჩეჩნეთის ახსნა“
Go to the top of the page
 
+Quote Post
ამირანი
პოსტი 14.08.2011, 23:41
პოსტი #334


Junior Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 86
რეგისტრ.: 12.07.11
წევრი № 62,322



აფხაზეთი, საქართველოს ძირძველი მხარე

თეიმურაზ გვანცელაძე - კავკასიოლოგი, ენათმეცნიერი, პროფესორი

საქართველოს აფხაზეთის კუთვნილებაზე აფსუებსა და მათ მხარდამჭერებს ერთხმა პასუხი აქვთ:
არამცთუ ახლანდელი აფხაზეთი, არამედ მთელი დასავლეთ საქართველოც კი თავდაპირველად ამჟამინდელ აფსუათა წინაპრებით ყოფილა დასახლებული, ხოლო ქართველთა წინაპრები აჭარის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელოსა და სვანეთის მხარეში თურმე მოგვიანებით დასახლებულან,
ახლანდელ აფხაზეთში კი მათ თურმე XIX-XX საუკუნეებამდე საერთოდ არ უცხოვრიათ. ვერ დავმალავთ, რომ ამ მოსაზრებას
საფუძვლად უდევს ზოგიერთი გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, კერძოდ, ნიკო მარის, ივანე ჯავახიშვილის, სიმონ ჯანაშიასა და სხვათა დაუსაბუთებელი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით და მათ დღესაც ჰყავთ დამცველები ქართველ მკვლევართა ერთი ნაწილის სახით.
ბოლო ოცწლეულში ქართული მეცნიერება მნიშვნელოვანწილად განთავისუფლდა დამპყრობთა (რუსეთი, თურქეთი და ა.შ.) წნეხისაგან:
გადახედულ იქნა მრავალი უკვე დრომოჭმული შეხედულება; აღდგა, ან შეიქმნა მყარად დასაბუთებული თვალსაზრისები; გამოვლინდა ახალი წყაროები; სწორი ახსნა მიეცა ადრე ცნობილი მრავალი წყაროს მონაცემებს და ა.შ. ამ დიდი და მეტად ფასეული სამუშაოების შედეგად საბოლოოდ დადგინდა, რომ:
თანამედროვე აფხაზეთში ამჟამინდელ აფსუათა წინაპრებს არასოდეს უცხოვრიათ ახ. წ. XVI საუკუნემდე, რასაც ადასტურებს
ის, რომ არცერთ ძველ წერილობით წყაროში არ დასტურდება აფსუათა წინაპრების ბინადრობა არა მარტო აფხაზეთის, არამედ დასავლეთ საქართველოს ზემოთ ჩამოთვლილ მხარეებშიც. ისინი აქ მოსულნი არიან ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთ ნაწილიდან, მდინარე ყუბანის ნაპირებიდან, სადაც ახლაც ცხოვრობენ მათი უახლოესი მონათესავე აბაზები და ჩერქეზები (ეს საკითხები დაწვრილებითაა გაანალიზებული 2007 წელს გამოსულ კრებულში "ნარკვევები საქართველოს "ისტორიიდან" (წარსულიდან). აფხაზეთი", რომლის რუსული თარგმანიც მიმდინარე წელს გამოიცა, ხოლო ინგლისურ თარგმანზე მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს).
ამ თანმიმდევრულ და გამართულ მოსაზრებებს მხარს უჭერს როგორც წერილობითი წყაროები, ისე "კარტოგრაფიული" და "ფოლკლორული" მასალაც, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ თვით აფსუურ ენას შემოუნახავს ისეთი ცნობები, რომლებიც გამორიცხავს აფსუათა წინაპრების ბინადრობას ახლანდელი აფხაზეთის მიწაზე ახ.წ. XVI საუკუნემდე.


წინამდებარე წერილში ჩვენ სწორედ აფხაზური ენობრივი მასალის ერთ ნაწილს მიმოვიხილავთ.

1. თუკი ახლანდელ აფსუათა წინაპრები მუდამ ცხოვრობდნენ ახლანდელი აფხაზეთის მიწაზე და საუკუნეთა მანძილზე ინარჩუნებდნენ ქრისტეს რწმენას, მაშინ აფსუურ ენაში უეჭველად უნდა ჩანდეს, ერთი მხრივ, ბერძნულ ენასთან უშუალო მჭიდრო ურთიერთობის კვალი და, მეორე მხრივ, წარმოდგენილი უნდა იყოს საკუთრივ აფსუური წარმოშობის ქრისტიანული სიტყვები, მესამე მხრივ კი "ბიბლეიზმები" (ბიბლიიდან მომდინარე გამონათქვამები და "ეპითეტ-მეტაფორები"). ჩვენ მიერ საგანგებოდ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ:
- ბერძნულ ენასთან ხანგრძლივი უშუალო ურთიერთობის კვალი საერთოდ არ შეინიშნება აფსუურ ენაში.
მეტიც, თვით ბერძენის აღმნიშვნელი აბერზენ სიტყვა აფსუურს შეუთვისებია მეგრულისაგან (შდრ. მეგრ. ბერზენი);
- არ არსებობს თვითმყოფადი აფსუური, ან ბერძნულიდან აღებული ქრისტიანული სიტყვები.
- საკუთრივ აფსუურ ქრისტიანულ სიტყვათა მცირე ჯგუფს სიძველის კვალი არ ემჩნევა, ისინი აშკარად გვიან შუა საუკუნეებშია შექმნილი;
- აფსუურში არ დასტურდება "ბიბლეიზმები":
- `მამა აბრამის ბატკანი"-ს,
- `ურწმუნო თომა"-ს,
-`სოდომის ცოდვისა" და სხვათა სახისა.
ამ მონაცემთა საფუძველზე უნდა დავასკვნათ, რომ აფსუათა წინაპრებს არ ჰქონიათ უშუალო, ხანგრძლივი და მუდმივი შეხება ძველ ბერძნულ ქრისტიანულ სამყაროსთან. ამ კუთხით ფრიად საყურადღებოა ის, რომ აფუურ ენაში ძირითად ქრისტიანულ ცნებათა გამოსახატად საკმაოდ ხშირად გამოიყენება მაჰმადიანური სიტყვები, რომლებიც ამ ენაში გვიან შუა საუკუნეებამდე ვერ მოხვდებოდნენ (ეს სიტყვები ძირითადად თურქულიდან, ან ამ ენის შუამავლობითაა ნასესხები, თურქებს კი ამჟამინდელი აფხაზეთთან შეხება XVI საუკუნემდე არ ჰქონიათ). ეს სიტყვებია:
- ჯანათ - "სამოთხე",
- ჯაჰანუმ - "ჯოჯოხეთი",
- ამაალიქ - "ანგელოზი",
- აფააიმბარ - "წინასწარმეტყველი",
- აკაამეთ - "მეორედ მოსვლა"; "საშინელება",
- აჯალ - "სიკვდილის ჟამი" და მრავალი. სხვანი.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სხვა გარემოება:
აფსუურ ქრისტიანულ მეტყველებაში გამოიყენება ქართველური წარმოშობის, ან ქართველიზებული სიტყვების ერთი ჯგუფი, რომლებიც საშუალებას იძლევა ამ სიტყვათა აფსუურ ენაში დამკვიდრების დროის მიახლოებით განსაზღვრისა, შესაბამისად, ამ სიტყვათა მეშვეობით შესაძლებელია აფსუათა გაქრისტიანების დროის გარკვევაც. ამ დასკვნებს, გარდა ზემოთ აღნიშნულისა, განამტკიცებს ისიც, რომ აფსუურ ენაში, ორიოდე გამონაკლისის გარდა, სწორედ ქართველური ან ქართველიზებული საკულტო სიტყვებით გადმოიცემა ძირითადი ქრისტიანული ცნებები:
- ჯვარი,
- ქრისტე,
- ქრისტეშობა,
- ქრისტიანი,
- მთავარანგელოზი,
- წყალკურთხევა,
- ეპისკოპოსი,
- ბერი,
- კვირიკობა,
- პეტრეობა,
- ბზობა და მრ. სხვა.
აფსუათა შორის ქრისტიანობის გვიან (XVI-XVIII საუკუნეებში) გავრცელება და რწმენის სისუსტე (რწმენის ზედაპირულობა) ჩანს იქიდანაც, რომ აფხაზეთში არ დასტურდება არცერთი აფსუური "ტოპონიმი", რომელიმე ქრისტიანული ცნების, ან წმინდანის სახელთან რომ იყოს დაკავშირებული (შდრ. ქართული ტოპონიმები: ჯვარი, სამება, შემოქმედი, ამაღლება, ნინოწმინდა, ანდრიაწმინდა, სტეფანწმინდა, მანცხვარკარი...).
2. თუკი აფსუათა წინაპრები იმთავითვე ცხოვრობდნენ თანამედროვე აფხაზეთის მიწაზე და თუნდაც XI საუკუნიდან იყვნენ ერთიანი ქართული სახელმწიფოს მოქალაქეები, ხოლო, როგორც ინგლისელი პროფესორი ჯორჯ ჰიუიტი ფიქრობს, მათმა წინაპრებმა VII-IX საუკუნეთა მიჯნაზე დაიპყრეს დასავლეთ საქართველო, მაშინ დასავლეთ საქართველოს ქართველურ კილოებშიც (მეგრულში, სვანურ კილოებში, იმერულში, გურულში, ლეჩხუმურში, რაჭულში, აჭარულსა და ლაზურში) და ქართულ სამწიგნობრო ენაშიც აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი სახელმწიფოს მართვის, ყოფით ურთიერთობათა და საქმის წარმიების ამსახველი აფსუური სიტყვები, ხოლო თვით აფსუურ ენაში ასევე აუცილებლად უნდა შემორჩენილიყო შესაბამისი ბერძნული სიტყვების ნაწილი მაინც. მაგრამ არც ქართველურ ენა-კილოებში ჩანს ამ სახის აფსუური მეტყველება და არც აფსუურ ენაშია ამავე ჯგუფთა ბერძნული სიტყვების რაიმე კვალი, რაც ფრიად საყურადღებო საბუთია.
3. აფსუურ ენაში დადასტურდებული ძირითადი ყოფითი სიტყვებით ასახულია გვიანი შუა საუკუნეების ყოფითი ურთიერთობანი, ანუ
ბატონყმობის ეპოქის ვითარება. ამ სიტყვებიდან თავადის, უფლისწულის, შინაყმის, გამდელის, ძიძის, ტყვის აღმნიშვნელი სიტყვები ქართული წარმოშობისაა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აფსუურ ენაში არ დასტურდება მეფის, ხელმწიფის აღმნიშვნელი საკუთარი სიტყვა (ა-ჰუნთქარ და ა-კრალ ნასესხებია თურქულიდან), არ არსებობს არც სამეფოსა და სახელმწიფოს აღმნიშვნელი თვითმყოფადი სიტყვები. არანაკლებ საყურადღებოა კიდევ ერთი გარემოება:
სამშობლოს ცნებას აფხაზურში ა-ფსადგილ და აჯინჯტვულა სიტყვები აღნიშნავს, მაგრამ ორივე სახელში მონაწილეობს ქართველური ფუძეები (ადგილი და მეგრ. ჯინჯ-ი - "ძირი"), რაც იმაზე მიუთითებს, რომ აფსუათა წინაპრებს სამშობლოს ცნების აღნიშვნის აუცილებლობა გაუჩნდათ მხოლოდ ქართული სახელმწიფოს (იმერეთის სამეფოს) დაქვემდებარებაში შემოსვლის შემდეგ.
4. ძველად, ადრეფეოდალური და შუა საუკუნეების არცერთი წერილობითი წყარო აფხაზეთის მხარეში არ ასახელებს არცერთ ისეთ
"გეოგრაფიულ" სახელს, რომელთაც აფსუურ ენაზე უპრობლემო ახსნა დაეძებნებოდა, სამაგიეროდ არცთუ იშვიათია ისეთი "ტოპონიმები" და "ჰიდრონიმები", რომლებიც აშკარად ქართველური წარმოშობისაა. ჩამოვთვლით იმ "გეოგრაფიულ" სახელთა მხოლოდ მცირედ ნაწილს, რომლებიც დასტურდება ნარატიულ წერილობით წყაროებში უძველესი დროიდან 1801 წლამდე და რომელთა ქართველური წარმომავლობა არავითარ ეჭვს არ იწვევს:
- ზიგანა||სიგანეი||ზიგანევი _ დასტურდება ახ. წ. I საუკუნიდან. მომდინარეობს ქართული ზეგანი სიტყვისაგან;
- მოხორა||მუხორისი||მუხური _ ახ. წ. V საუკუნიდან. მეგრ. მუხური, სვან. მუხურ "მხარე, კუთხე";
- წიბილი||წიბილიუმი||წიბელი _ 554 წლიდან. მომდინარეობს წაბლის აღმნიშვნელი წინარე ქართველური *წაბალ სიტყვისაგან (საყურადღებოა, რომ აფხაზები წებელდას ახლაც წაბალ სახელით აღნიშნავენ);
- ფუსტა _ იხსენიება 662 წლიდან. უკავშირდება უფლის, ღვთაების აღმნიშვნელ სვანურ ფუსდ სიტყვას;
- ჯიხახორა _ 662 წლიდან. შდრ.: მეგრ. ჯიხა "ციხე" და ძველ წყაროებში ახლანდელი გალის რ-ნის ტერიტორიაზე ხსენებული ტოპონიმი ხოირი;
- ცხუმი||ცხომი _ VIIII საუკუნიდან. შდრ. სვან. ცხუმ//ცხვიმ "რცხილა";
- ნაჟანეო||ნაჟანეული||ნაჟანაური|
|ნაჟანევი _ ისინი პირველად იხსენიება 1525-1550 წლებს შორის. "ტოპონიმს" საფუძვლად უდევს გვარი ჟანავა, რომელიც გაფორმებულია ქართველური ნა- პრეფიქსითა და -ურ//-ულ, -ევ სუფიქსებით;
- ტყაურუ||ტყავრუ _ პირველად დასტურდება 1552-1550 წლებს შორის. მომდინარეობს მეგრული ტყაყურუ "ყრუ ტყე" სახელისაგან;
- მარმარისკარი _ იხსენიება 1525-1550 წლებს შორის;
- ბედია _ დასტურდება "ქართლის ცხოვრებაში" XI საუკუნიდან ისტორიამდელ ამბებთან დაკავშირებით;
- ქ. ეგრისი _ დასტურდება იქვე XI საუკუნიდან ისტორიამდელ ამბებთან დაკავშირებით;
- ეგრისწყალი _ დასტურდება იქვე XI საუკუნიდან ძვ. წ. IV ს. ამბებთან დაკავშირებით;
- მაგულა||მარგულა||მორგულა||მერკ
Go to the top of the page
 
+Quote Post
ამირანი
პოსტი 20.08.2011, 3:58
პოსტი #335


Junior Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 86
რეგისტრ.: 12.07.11
წევრი № 62,322



ჰეიდარ ჯემალი ძირგამაოთხრელ საქმიანობაში ამხელს გიგა ბოკერიასა და ნაცსაძმოელებს

ამერიკის მასონური მმართველობა, ნაც-საძმოს გამოყენებით,
კავკასიასა და შუა აზიაში არეულობას გეგმავენ.


ეს ამერიკის (მსოფლიო მმართველების მერთაურობით) იმ მთავარი გეგმის ნაწილია, რომელსაც თანამედროვე მსოფლიოში “მართვადი არეულობა” ჰქვია. ეს არის მცდელობა, რომ საერთო არეულობის გამოწვევით და იმ გეგმიურ მოვლენებში შექმნან სირთულე, რამაც აშშ-ს ის ხარჯები უნდა აარიდოს თავიდან, რომლებსაც განახორციელებდა, თუ შეეცდებოდა მდგომარეობა პირდაპირ ემართა და ყველაფერი საკუთარი ნების ქვეშ მოექცია. იმ შემთხვევაში, როცა ყოველივე ეს უკვე მათთვის შეუძლებელი ხდება, სხვა გეგმაზე გადადიან. კერძოდ, იწყებენ ომს ყველა-ყველას წინააღმდეგ, ანუ არეულობას იწვევენ და მღვრიე წყალში თევზს იჭერენ (ამით გამოსავალს ეძებენ იმ ჩიხიდან, რომელშიც აღმოჩნდნენ).
რუსეთში მოღვაწე პოლიტოლოგ ჰეიდარ ჯემალი აცხადებს, რომ ნაცსაძმოელი ჯაშუშები სააკაშვილის ხელისუფლებიდან აზერბაიჯანში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებენ.
აღნიშნული ცნობა გაზეთ სალამნიუსში გამოაქვეყნა. საყურადღებოა, რომ ჯემალი რუსეთის მაჰმადიანური გაერთიანების თავმჯდომარეა.
ბოლო დროს სააკაშვილის მაღალჩინოსნები ხშირად სტუმრობენ აზერბაიჯანს. სტუმრობები ბაქოში რატომღაც გასაიდუმლოებულია. ბოლოს ასეთი საიდუმლო მივლინებით აზერბაიჯანში ნაც შს მინისტრი ვანო მერაბიშვილიც იმყოფებოდა.
ნაც- უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერიაც სტუმრობდა.
– არსებობს მონაცემები, რომ საქართველოს ნაცხელისუფლება აზერბაიჯანში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებეს. საქართველოში მიმდინარეობს მომზადება იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს აზერბაიჯანში სახელმწიფო გადატრიალება და ამის ხელმძღვანელი ნაც- უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერიაა.
გიგა ბოკერია ეშმაკის სამსახურშია
სახელმწიფო გადატრიალებას აზერბაიჯანში საქართველოს ნაც-საელჩო მეთვალყურეობს.
– აზერბაიჯანში, კერძოდ კი, საქართველოს ნაც-საელჩოში მოქმედებს მართვის ჯგუფი, რომელიც ამ საქმიანობას მართავს და მის საქმიანობაზე პასუხისმგებელი ბაქოში არსებული საელჩოს თანამშრომელი ამერიკელი ქალია.
ჰეიდარ ჯემალი ამ ქალის ვინაობას არ ასახელებს. ამბობს, რომ იმ ქალმა ძალიან კარგად იცის ქართული ენა. ქართული ენის მცოდნე ამერიკელის მთავარი მისია, აზერბაიჯანულ ოპოზიციასთან ურთიერთობის დამყარება ყოფილა.

თუ ამ საქმეზე არის ეს ქალი მიმაგრებული, არ ჯობდა, ქართულის მაგივრად აზერბაიჯანული ესწავლებინათ?

საქართველოში მოკალათებული მასონური ამერიკის საჯაშუშო ჯგუფი, სააკაშვილის ნაც- ხელისუფლება, ახალგაზრდა აზერბაიჯანელებისაგან "კმარას" მაგვარ გაერთიანებას აყალიბებს.
ასევე დროისათვის საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდა აზერბაიჯანელების რიგებიდან იქმნება საგანგებო დანაყოფი, რომლის სახელწოდებაც თარგმანში "წინააღმდეგობას" ნიშნავს. ისინი ელოდებიან ბრძანებას, დაიწყონ ხისტი და გადამწყვეტი მოქმედებები აზერბაიჯანის ხელისუფლების დასამხობად.
– რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, გადამწყვეტი მოქმედებები ანუ ე.წ. ოპოზიციის გამოსვლა აზერბაიჯანის ხელისუფლების დასამხობად დაგეგმილია 28 მაისს.
ეს დრო საგანგებოდ და ვერაგულად არის შერჩეული, რადგანაც დაგეგმილი არეულობის მეორე დღეს ინგლისში აზერბაიჯანთან დაკავშირებული საერთაშორისო შეკრება უნდა გაიმართოს.
– 29 მაისს კი ლონდონში უნდა გაიმართოს შეკრება, რომელიც აზერბაიჯანს ეძღვნება, სადაც სიტყვით უნდა გამოვიდეს აშშ–ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, რომელიც შეაფასებს აზერბაიჯანის ოპოზიციის მოქმედებას, აზერბაიჯანსა და აზერბაიჯანის მთავრობაში არსებულ მდგომარეობას.
ჰეიდარ ჯემალი აზერბაიჯანში გიგა ბოკერიას ვიზიტზეც საუბრობს, საიდანაც ჩანს, რომ ბოკერიას ილჰამ ალიევისთვის მთელი რიგი მოთხოვნები წაუყენებია. საქართველოსთან კეთილმეზობლობის სურვილის მიუხედავად, ალიევი ბოკერია უარით გამოუსტუმრებია.
– მიმდინარე წლის მარტში გიგა ბოკერია და კიდევ რამდენიმე ადამიანი აზერბაიჯანში იყვნენ ჩასულები. მათ აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოთხოვნა წაუყენეს, საქართველოსთან სამხედრო კავშირზე წასულიყვნენ. ამ კავშირის მიზანი რუსეთისათვის წინააღმდეგობის გაწევა უნდა ყოფილიყო. თუმცა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ამაზე უარი განაცხადა და ასევე უარი თქვა ერთობლივ აზერბაიჯანულ–ამერიკული სამხედრო წვრთნის გამართვაზე სახელწოდებით "რეგიონალური პასუხი–2011".
"სალამნიუსისთვის" გამოქვეყნებულ საუბარში ჰეიდარ ჯემალმა საქართველოსა და არმენიას შორის არსებული ვითარებაც განიხილა. მისი მტკიცებით, სწორედ ალიევის უარის შემდეგ დაიწყო ჯაშუშურმა სააკაშვილის ნაც-საძმომ არმნიასთან გაცხოველებული თანამშრომლობა.
– ამ უარის შემდეგ, საქართველოს ნაც-ხელისუფლება ქმედითად ამყარებს სამხედრო კავშირს არმენიასთან, რომელიც აზერბაიჯანის წინააღმდეგაა მიმართული.
ოგორც ჩანს, მას მხედველობაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბაჩანა ახალაიას სტუმრობა ჰქონდა ერევანში. ნაცსაძმოელი მინისტრი სომხეთს აღდგომის წინა დღეებში ესტუმრა. ამ სტუმრობამ მაშინვე გამოიწვია აზერბაიჯანული მხარის გაღიზიანება.
რაც შეეხება აზერბაიჯანში გადატრიალების მომზადებას, ნაცსაძმოელი გიგა ბოკერიაა. თავი და თავი კი ამ ყველაფრის ამერიკის მასონური ხელისუფლებაა..
- ჯასუშური ნაცსაძმო ამ შემთხვევაში ამ გეგმის შემსრულებელია, რომელშიც ჩართული არიან კერძოდ, გიგა ბოკერია, რომელიც საქართველოს უშიშროების საბჭოს წარმოადგენს. ანუ ნაცსაძმოელები ამ შემთხვევაში სხვისი ნების შემსრულებელნი არიან. ასევე აღვნიშნავ, რომ აზერბაიჯანული ოპოზიციისათვის ეს გეგმა ცნომილია. ყოველივე ამის წარმმართველი აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტია. მოწყობილი, ერთგვარი მართვადი არეულობა მასონ ამერიკულთა ძირითადი ნიშანია. მართვადი არეულობა არის მცდელობა, შეცვალოს არსებული წონასწორობაა, შექმნა სირთულე იმ ხელოვნურ ვითარებაში, რომლებმაც აშშ–ს ის ხარჯები უნდა აარიდოს თავიდან, რომლებსაც იგი განახორციელებდა მაშინ, როდესაც ცდილობდა, პირდაპირ ემართა მდგომარეობა და თავის ნების ქვეშ მოექცია. ხოლო როდესაც ეს ყოველივე მათთვის უკვე შეუძლებელი ხდება, ისინი სხვა მიდგომაზე გადადიან, კერძოდ იწყებენ ომს – ყველა–ყველას წინააღმდეგ ანუ მდგომარეობის არევას ახდენენ" ასეთივე არეულობის გამოწვევას აშშ შუა აზიაშიც აპირებს. ახალახანს აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გააფრთხილა ამერიკის მოქალაქეები და მათ უზბეკეთში გამგზავრებისაგან თავის შეკავება ურჩია, მიზეზად კი ის დაასახელეს, რომ შესაძლოა იქ ძალადობა და მღელვარებები განხორციელდეს. მღელვარებები და არეულობა ჯერ არ დაწყებულა, აშშ–ს დეპარტამენტი კი უკვე აფრთხილებს თავის მოქალაქეებს ამის შესახებ – ეს იმის აღიარებაა, რომ ყოველივეს სახელმწიფო დეპარტამენტი და ამერიკის მთავარი სადაზვერვო სამსახური ("CIA") განაგებს.
– აზერბაიჯანი მათ იმიტომ აირჩიეს, რომ ის კავკასიის საკვანძო ქვეყანაა. იმ შემთხვევაში, თუკი აზერბაიჯანის ახლანდელი ხელისუფლების ნაცვლად მის ადგილზე მოიყვანენ ამერიკელებზე დამოკიდებული ადამიანები, ისინი აზერბაიჯანს იმ წუთშივე აშშ–ს სამხედრო ბანაკად აქცევენ,.
ამერიკას აზერბაიჯანი ირანზე დარტყმისთვის სჭირდება. მოსალოდნელი არეულობების თავიდან ასაცილებლად ჯემალი მკაცრი შემოწმების ჩატარებას ითხოვს.
– მიმაჩნია, რომ მკაცრად უნდა გადამოწმდეს და შემოწმდეს ანტიაზერბაიჯანული საქმიანობა როგორც საქართველოში, ისე თავად აზერბაიჯანში. უნდა გადამოწმდეს ყველა შემთხვევა,
– იმ შემთხვევაში, თუ მოხერხდება სააკაშვილის ნაცსაძმოელი ჯაშუშის მავნებლობაზე დაჭერა, მიმაჩნია, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ შორსმიმავალი დასკვნები უნდა გააკეთოს და გადახედოს ასეთ მოკავშირესთან ურთიერთობებს.
შევარდნაძე და მისი გუნდი მხარს ალიევს უჭერდა. სააკაშვილი და დანარჩენები აზერბაიჯანულ ოპოზიციას. ნაცსაძმოელები ხელისუფლებაში მოყვანის შემდეგ კი, ალიევებს ისე ჩაეხუტნენ, თბილისის გულში ჰეიდარ ალიევის ქანდაკება დაგვიდგეს. მერე ესეც არ იკმარეს და სანაპიროს ნახევარსაც მისი სახელი მიანიჭეს, ჰოდა ახლა დამხობას უპირებენ ჰეიდარის ვაჟს.
მსოფლიო მმართველთა შეკვეთა ასეთია.

ბოლოთქმა: მასონებმა ჯორჯ სოროსის მეშვეობით ჯერ კიდევ 2003 წლის თებერვალში დაიწყო საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების საფუძვლის ჩაყრა. თებერვალში სოროსმა თავისი "ღია საზოგადოების" მეშვეობით 1 000 ახალგაზრდა "კმარელი", გიგა ბოკერიას მეთაურობით, გაგზავნა სერბიაშია ქ. ბელგრადში მსგავს "ოტპორ"- ს (წინააღმდეგობა) ჯგუფთან შესახვედრად და გამოცდილების მისაღებად, სერბიელ "ატპორელ" ეშმაკუნებს 1999 უკვე მოხდენილი ჰქონდათ სახელმწიფო გადატრიალება. მათ სერბიაში ჩაუტარეს წვრთნა, თუ როგორ უნდა მოეწყოთ ქუჩის მსვლელობები, არეულობა და სხვა ძირგამომთხრელი საქმიანობა.
მასონმა სოროსმა ფულით უზრუნველყო მეამბოხეების მაუწყებლობა "რუსთავი 2" და ასევე მსვლელობები, სოროსი ფულით ამარაგებდა სააკაშვილის და მის "ნაციონალურ მოძრაობას" (ქართულად - მოქალაქეთა მოძრაობა).
გიგა ბოკერიას "თავისუფლების ინსტიტუტი" ფულს ღებულობდა, როგორც სოროსის "ღია საზოგადოებიდან" ასევე ამერიკის ხელისუფლების დაქვემდებარებული "ევრაზიის ინსტიტუტიდან".
ძირგამომთხრელი ჯგუფ "კმარამ" 2003 წლის მარტო აპრილში მიიღო საწყის საფეხურზე ფულადი დახმარება (ე.წ. "გრანტი") 500 000 დოლარის ოდენობით, რომმელიც მოხმარდა გადატრიალებას.
სოროსმა მისცა საწყისი ფული 1995 წელს, "რუსთავი 2" (ზურა ჟვანია - ეროსი კიწმარიშვილი), ასევე ფულით უზრუნველყო გაზეთი "24 საათი", რომლებმაც ქმედითი წვლილი შეიტანეს გადატრიალებაში. ასევე შეუკვეთა ნახატი ფილმი შევარდნაძეზე "რუსთავი 2"-ს და მისივე მეშვეობით გადაიცა.
გადატრიალების მომზადებისას მნიშვნელოვანი მუშაობა გასწია ამერიკის საელჩომ საქართველოში, ელჩი რ.მაილსმა
ხაზზარ-მასონური ნაც-საძმო ჩაინერგა საქართველოში, რათა მუდმივი ძირგამომთრელი მუშაობა ჩაატარონ კავკასიაში, შუა აზიასა და აღმოსავლეთთ ევროპაში, კერძოდ ნაც-საძმოელი ეშმაკუნები დღიდან საქართველოში ჩანერგვისა დღემდე, განუწყვეტლივ ცდილობენ სახელმწიფო გადარტრიალებები მოაწყონ:
- უკრაინაში,
- მოლოდოვაში;
- ბელორუსში;
- რუსეთში;
- აზერბაიჯანში;
- არმენიაში;
- ყირგიზეთში;
- ტაჯიკეთში;
- ყაზახეთში და სხვა.
აზერბაიჯანში 2005 წლიდა დღემდე არაერთი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჰქონდაც ნაცსაძმოელებს.




პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია ამირანი: 23.08.2011, 2:38
Go to the top of the page
 
+Quote Post
Fernando
პოსტი 21.08.2011, 12:27
პოსტი #336


Advanced Member


ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,646
რეგისტრ.: 13.06.09
მდებარ.: ucnobia
წევრი № 16,218



ციტატა
საუბრობს ყოფილი სახელმფო საბჭოს წევრი თენგიზ კიტოვანი:

ენას ძვალი არა აქვს, ხომ თენგიზ კიტოვანო?
სინდისი არასდროს გქონია, მაგრამ ისეთი ტყუილი მაინც თქვი, რომ ვინმემ დაიჯეროს. შენ იყავი პირველი მომხრე აფხაზეთში ჯარის შეყვანისა, თუ მაგას ჯარი ერქვა. ქვეყანა გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდეთ.
"არძინბაა, ძალიაან, ურევს" და პირდაპირი მუქარები, დაგავიწყდა შე გარეწარო? როდის გითქვამს იმ პერიოდში, რომ ჯარის შეყვანა საჭირო არ იყო? შემდეგ ახლიდან აპირებდი იქ შევარდნას და ახალი უბედურების წამოწყებას, მაგრამ დაგიჭირეს, მადლობა ღმერთს. არ უნდა გამოეშვით, ახლაც იქ უნდა ეგდო, ჯურღმულში.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ამირანი
პოსტი 24.08.2011, 3:17
პოსტი #337


Junior Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 86
რეგისტრ.: 12.07.11
წევრი № 62,322



სააკაშვილისნაც-დამპყრობთა საპატიმროებში ადამიანებს აწამებენ
4/08/ 2011

მოსაუბრე ციხიდან ორიოდე დღის წინათ განთავისუფლებული ყოფილი პატიმარია. სხვათა შორის, სასჯელს გლდანის მერვე საპყრობილეში ნარკოტიკების შენახვისთვის იხდიდა და იქ იყო მაშინ, როცა "ფოტოგრაფები" დააკავეს. რა ხდება დღეისთვის ციხეში, როგორ მუშაობს ციხის დამსჯელი “მანქანა” და როგორ ტეხავენ პატიმარს, ამის შესახებ სწორედ მისგან მოვისმენთ:
ციხე სხვა სამყაროა. ეს ისაა, რომელსაც ვერ ხედავს ვერც ერთი გარეთ მყოფი ადამიანი, სადაც პატიმრებზე მიდის სულიერი და ხორციელი ზეწოლა.
- წარმოიდგინეთ, რვაკაციან საკანში შემოდის ხალხი, რომელიც, ძირითადად, ამ საქმისთვის ჰყავთ დაქირავებული, უბრძანებენ პატიმრებს, შეძვრნენ საწოლის ქვეშ და მიდის მათი უმოწყალო ცემა. 20 კაცი ურტყამს, სიტყვაზე, 15 პატიმარს. ამის შემდეგ ხდება ამ საკნის ხალხის დაშლა და ისინი მიჰყავთ ე.წ. "კარანტინში". "კარანტინი" რას ჰქვია:
ეს არის, დაახლოებით, 15 კვადრატული მეტრის საკანი, სადაც მარტო მოსასაქმებელი (“პარაშა”) და ერთადერთი პატარა სარკმელია და ეს 30 კაცი ერთი თვის მანძილზე ცხოვრობს ამ ფართობში. მათ არ ეძლევათ არაფრის უფლება, მათ შორის, დაბანის. იქ მიდის კვებაც, მოსაქმებაც და ყველაფერი. რომ ხვდები ციხეში, შეგრძნება გაქვს, რომ მოხვდით ზოოპარკში, იმ სუნისა და გარემოს მიხედვით.
- თქვენ გლდანში იყავით, როცა ფოტოგადამღებები დააპატიმრეს…
- მაგათ ყველა გულშემატკივრობდა. "ჟურნალისტები" რომ მოდიოდნენ ციხეზე და იქ საყვირებს ახმიანებდნენ, ყველა პატიმარს გვშურდა, ასეთი პატრონები რომ ჰყავდათ ამ ბიჭებს. როგორც შეგვეძლო, ვუკავშირდებოდით და ვამხნევებდით. მაგათ საკნებში ცალ-ცალკე ამუშავებდნენ, ჩვენ ისიც ვიცოდით, რომ მაგათ სამხილი, არ ჰქონდათ, მაგრამ ციხე ციხეა. აქ როგორ არის, იცით? რომ ხვდები ამ გარემოში, პირველს, რასაც აკეთებენ, უნდა იგრძნო, რომ მაგათ ხელში ხარ და რასაც უნდა, იმას გიზამენ. იქ პატიმრის დამცველს არაფრის უფლება არ აქვს. იქ შენი სამართლის გატანა არ ხდება. სასჯელები არის გაზრდილი.
- ყველაზე ძალიან რამ შეგზარათ?
- იმ მუქარამ, რასაც იქ ახორციელებენ. ხვდები, რომ შენ რომ ხარ მძევალი და შენი ოჯახიც მძევალია და რასაც უნდათ იმას უზამენ შენიანებს. საქართველოში, დააკვირდით, ოჯახი არ არის, არ შეეხონ. ყველას თითო პატიმარი ჰყავს და ამით უჭირავს ხელისუფლებას ეს ხალხი. ყველას ამით აჩუმებენ.
აწამებენ ხალხს. არაადამიანური წამება მიდის. საკნიდან გამოჰყავთ 10 კაცი და იქ ერთს ტოვებენ. ამ 10-ს გაუერთიანებენ ძვალ-რბილს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, და მერე ეს ხალხი უკან რომ შევა, ისინი იმ ერთს გაუერთიანებენ ძვალ-რბილს. ეჭვს ბადებენ.
- ის ერთი რა ნიშნით არის დატოვებული საკანში?
- იმ ერთისგან აღიარებით ჩვენებას ელიან. ამ ხერხით კლავენ მას. თვითონ ხელს არ ისვრიან.
- რითი სცემენ პატიმრებს?
- ხელკეტებით, წიხლებით, მუშტებით, ქმარით, რა ვიცი, რაც ხელში მოხვდებათ.
- ფოტოგადამღებებს სცემდნენ?
- მაგათ ერიდებოდნენ, რადგანაც ძალიან გახმაურდა მაგათი საქმე და უცხოეთი ჩაერია, თუმცა ვიცოდით, რომ აღიარებით ჩვნებას ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებდნენ. მანდ მარტივად ხდება:
სულიერად ტეხენ ადამიანს. ხათუნა კალმახელიძე სარკეში უფრო მეტს იყურება, ვიდრე ციხეში. ყველაფერზე ეგ ქალი თვალს ხუჭავს.
შეიძლება პატიმარი წესისმორჩილი იყოს, მაგრამ თუ ციხის ხელმძღვანელი გადაწყვეტს, გაუგრძელოს სასჯელი, მოსდებს შარს და დატოვებს კიდევ რამდენიმე წელს. მათ ხელში ხარ მთლიანად. ძალიან მარტივად, მოულოდნელად საკანში ჩატარდება ჩხრეკა და ვითომ გიპოვიან ლეიბში შტირს, სამართებელს, ნებისმიერ საგანს.
შიდა სამსახურის გარკვეულ ჯგუფს ევალება პატიმრის გატეხა. მათთვის არ არსებობს ბრალიანი და უბრალო, ურტყამენ ყველას. ცემის გარდა, გაყურებინებენ სხვა პატიმრების გაუპატიურებას. განსაკუთრებით აღიზიანებთ მოშიმშილე პატიმრები, რადგან ეს ხმაურდება და მათ ამაზე პასუხს სთხოვენ. მინახავს, ამ მოშიმშილეებს როგორ სცემენ სასიკვდილოდ. ცემის შემდეგ უერთებენ გადასხმის აპარატს და ასულიერებენ. "კარანტინში" რა ხდება, ეს სხვა თემაა, თან ადვოკატებსაც არ აძლევენ უფლებას, გარეთ გამოიტანონ ამბავი.
- რა ხდება კარანტინში?
- აქ პატიმარს ტეხენ. პატიმარმა თავი უნდა იგრძნოს, როგორც პირუტყვმა. მიზანი ესაა. ხარ ნახირი და მეტი არაფერი. კაცი არა ხარ. "კარანტინს" რომ შლიან, მაშინ ვნახულობთ პატიმრები ერთმანეთს. არანაირი კავშირი ჩვენს შორის არ არის. 26-ში უნდა ყოფილიყო ვითომ ამნისტია, მაგრამ იმ აქციის შემდეგ იმდენი შემოყარეს, რომ ციხე კიდევ გაიწელა. ხუთ-ხუთი წელი მისცეს ამ ხალხს ნაც-ხელისუფლების საწინააღმდეგო გამოსვლაში მონაწილეობის გამო და შემოყარეს სრულიად უდანაშაულო ხალხი. ეს არის უპატრონო ხალხი და, ძირითადად უფროსი ასაკის.
ცემის დროს იქ საფეთქელს და თავს არავინ უყურებს. ნებისმიერ წუთში ხდება დაუზოგავი გასწორება პატიმართან. წამების ზომა არ ადარდებთ.
- ჰკიდიათ?
- მაგრად!
- სად ცემენ?
- ხშირად – საკანში!
ამას ყველა უყურებს და მისი ხმა ყველას ესმის. ამისთვის ყველა ემზადება სულიერად, მაგრამ ყველაზე ცუდი რამაა, როცა გადაყვანა ხდება ზონაში. იქ ჩასულმა უნდა იცოდეს, სად მოხვდა, მისალმებასავითაა 20 კაცისგან ცემა. უნდა იცოდე, სად მოხვდი და ზედმეტი გამოჩენა არ გჭირდება. მოგკლავენ. თან ისე, პასუხს არ აგებენ არაფერზე. თუ მაინც მოხდა, რომ ვერ მოტეხეს ვნმე, თავისიანს უგზავნიან. ეს არის ჩამშვები, რომელიც "ჩაშვებაზე" მუშაობს. გეგმა აქვთ მოფიქრებული ისეთი, ერთი ჭანჭიკი არ ვარდება აქედან.
- სახეები გახსოვს იმ ხალხის, ვინც გცემდა?
- სხვათა შორის, არავინ მალავს საკუთარ სახეს, მაგრამ გარეთ რომ გამოდიხარ, მომენტალურად შლი ამ სახეებს. ამ დროს საქართველოა და მონახავ, რამე რომ იყოს, მაგრამ წაშლა მომენტალურად ხდება. ეგ რომ პირველად მითხრეს, არ დავიჯერე და ახლა ჩემს თავზე რომ ვნახე, ნამდვილია.
- აზრობრივად იქით მიბრუნება არანაირად არ გინდა?
- არანაირად. თან მინდა, რომ ამ ქვეყნიდან გავიდა. აქაურობა მეზიზღება. ხანდახან რომ დავფიქრდები, ან ის ნარკოტიკი როგორ ჩამიგდეს, რას მერჩოდნენ, არ ვიცი?
ფული ფულად წაიღეს, თან მახეხინეს ამდენი წელი. რომ მახსენდება, გამაჩერეს, ჯიბიდან თვითონ ამომიღეს ჩაგდებული ნარკოტიკი და წიუ-წიუუ…

გაზეთი “ალია” თამარ ოქრუაშვილი წერილიდან

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია ამირანი: 24.08.2011, 3:18
Go to the top of the page
 
+Quote Post
ამირანი
პოსტი 28.08.2011, 18:16
პოსტი #338


Junior Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 86
რეგისტრ.: 12.07.11
წევრი № 62,322



ნაც-დამპყრობლებმა 1/3 ქართველი ლტოლვილად ("ემიგრანტი") აქციეს უცხოეთში და ამდენივე საქართველოში
15.09.2006

საზღვარგარეთ ქართველი ლტოლვილების ('ემიგრანტების") რიცხვი არ მცირდება. ლტოლვილებს ("ემიგრანტებს") უკან დაბრუნების სურვილი აქვთ, თუმცა, ამბობენ, რომ ისინი არავის სჭირდება და გარიყულები არიან.
ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც საკმაოდ ბევრი, დაახლოებით 10 000-მდე ქართველი ცხოვრობს, დიდი ბრიტანეთია (ინგლისის იმპერია). როგორც იქაური ი ამბობენ, საქართველოს საელჩოსთან ვერ უკავშირდებიან.
„საელჩოში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მივედი. პასპორტი არ მქონდა და ამიტომ მისი ასლი წავიღე. ხმა არ მიმაცემინეს. ემიგრანტები საელჩოს ვერ ვუკავშირდებით. ძალიან დიდი სურვილი რომ გვქონდეს, დილის 11 საათის შემდეგ საელჩოში ვერავის იპოვი და ავტომოპასუხის გარდა ვერავის შეეხმიანები. ისინი სიგარეტსა და ღვინოს მეტ დროს უთმობენ, ვიდრე საქართველოს წარმოჩენას“, - ასეთია ლონდონში მცხოვრები ლტოლვილების აზრი.
უცხოეთში მყოფი ქართველი ლტოლვილები გულგატეხილები არიან, რომ წარმატებებს უცხო ქვეყნებში აღწევენ, თავიანთ სამშობლოში კი არავის სჭირდებათ. „სამსახურთან დაკავშირებით არაერთი ანკეტა შევავსე და საქართველოში გავაგზავნე, მაგრამ პასუხი არცერთხელ არ მომსვლია. არადა სულ ახლახან იყო განცხადება, რომ სასტუმროს მმართველები სჭირდებოდათ. ლონდონში 2 000 მდე ქართველი მუშაობს წარმატებულ სასტუმროებში მმართველებად თუ სხვადასხვა თანამდებობებზე. ისე ვგრძნობთ თავს, რომ არავის ვჭირდებით. ძალიან გაულგატეხილები ვართ. საქართველოში ყველაფერი ისევ ჩაწყობითა და მეგობრობით კეთდება“, - გვითხრა ლონდონში ერთ-ერთი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მმართველმა შალვა ალავერდაშვილმა.
ლტოლვილებს, რომელსაც ბრიტანეთში შევხვდი, ამბობს, რომ საქართველოში დაბრუნებას აპირებს, თუმცა შესაბამის დროს ელოდება. 7 წელია პაატა ბელთაძე ლონდონში საქართველოს სათვისტომოს და ქართულ გაზეთს წარმოადგენს. ის დაბრუნებას რამდენიმე თვეში აპირებს და ამბობს, რომ სწორედ ლტოლვილები უნდა იქცნენ საქართველოს გადარჩენის საფუძველი:
„საშუალო ფენა უფრო დაბრუნდება საქართველოში, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც აქ განხრით მუშაობენ. გააჩნია, რამდენად დასჭირდება საქართველოს, უცხოეთში მიღებული გამოცდილება საკუთარ ქვეყანაში დააბანდოს. სამწუხაროა, რომ სათვისტომოებსა და სახელმწიფოს შორის მკაცრად ჩამოყალიბებული ურთიერთობა არ არსებობს.“
უცხოეთში მყოფ ლტოლვილებთან დაკავშირებით სახელმწიფო გეგმის არარსებობაზე საუბრობს ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი ზაზა მესხიც. მისი თქმით, საქართველო ლტოლვილებს სათანადოდ ვერ იყენებს:
„სამწუხაროდ, ჯერჯერობით საქართველოში არ არსებობს გეგმა, რომელიც ლტოლვილების დაბრუნებას მოაწესრიგებს, არადა ლტოლვილების როლი ქვეყნის განვითარებაში უდიდესია. ერთ-ერთი მთავარი ისიცაა, რომ ბევრი ქართული ოჯახი ლტოლვილების გამოგზავნილი თანხით არსებობს. ეს სიმდიდრე სათანადოდ არ არის გამოყენებული.“
ლტოლვილების მოსმენის შემდეგ საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრაც ვცადე, თუმცა უშედეგოდ. ავტომოპასუხის გარდა საელჩოს ტელეფონებზე მართლაც არავინ პასუხობდა. თუმცა, სანამ ლონდონში გავემგზავრებოდი, დიპლომატებთან ურთიერთობის თადარიგი დავიჭირე და საელჩოში შეხვედრის ნებართვისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წერილი მივმართე. ერთკვირიანი ლოდინის შემდეგ სამინისტროში მითხრეს, რომ საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრა არ შეიძლება და ეს მათი დიპლომატიაა და თუ რამე მაინტერესებს საგარეო უწყებას უნდა ვკითხო.
ლონდონში მცხოვრები ქართველი ლტოლვილებიც სწორედ ამაზე სწუხან და ამბობენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში საელჩოს კარები მათთვის დახურულია და მათ ტელეფონის საშუალებითაც კი ვერ უკავშირდებიან.


ეკა გულუას წერილიდან
Go to the top of the page
 
+Quote Post
ამირანი
პოსტი 28.08.2011, 20:52
პოსტი #339


Junior Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 86
რეგისტრ.: 12.07.11
წევრი № 62,322



საქართველოში თურქების ჩამოსახლება ფარულად მიმდინარეობს
01/08/2011

საქართველოს დამპყრობამა ნაც-მთავრობამ, 67 წლის წინ მესეთ-ჯავახეთიდან რუსეთის იმპერიის მერ გასახლებულ 75 დაბრუნებულ თურქს სამართლებრივი ჩამოსახებულის მდგომარეობა მიანიჭა,- ამის შესახებ ცნობას აზერბაიჯანული გამოცემა APA ავრცელებს.
„მესხეთიდან გასახლებული მაჰმადიანების მსოფლიო გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ ბურხან ოზკოშარმა განაცხადა, რომ სამთავრობო ჯგუფი 2011 წლის ბოლოსთვის თურქების დაბრუნების დააჩქარებისთვის ყველა იმ დაბრუნებულ მაჰმადიანს მისცემს სამართლებრივ მდგომარეობას, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით მიმართავს და შეთავაზებულ პირობებს დასთანხმდება.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ შინაური და გარეული მტრები თურქების ჩამოსახლებას ნიღბავენ, თითქოს ისინი თურქები კი არა არამედ, მაჰმადიანი ქართველები იყონ. ქართველების თვალის ახვევის მიზნით, ჩამოსასახლებელ თურქებს, "მაჰმადიანი მესხები" შეარქვეს, რაც სრული სიცრუეა, რადგან ღნიშნული პირებს ქართულ ცნობიერება საერეთოდ არ გააჩნიათ და უფრო მეტიც, ისინი მტრულად არიან ქართველების მიმართ განწყობილი.

სამწუხაროდ, საქართველოში ასიათასობით ქართველი ლტოლვილისათვის საცხოვრისი და თავშესაფარი ვერ მოიძებნა დამპყრობი ნაც-ხელისუფლების გადამკიდე, ხოლო მაჰმადიანი თურქებისათვის, თუ სხვა შემთხვევთ საქართველოში მოხვედრილი უცხოტომელებისათვის დაპყრობილი საქართველოს კარები ღიაა.

ნაც-სამთავრობო ჯგუფმა განიხილა არსებული 5806 საბუთი, რომელთა შორის 2000 რუსულ ენაზეა შედგენილი,“- იუწყება APA ahiskapress.com-ზე დაყრდნობით.
რუსეთის იმპერიის მასონ-ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ მაჰმადიანი თურქები 1944 წელს საქართველოდან შუა აზიაში გადაასახლეს. 1989 წელს, ხელოვნურად მოწყობილი ფერგანის მკვლელობების შემდეგ, თავშესაფარი 13 ქვეყანაში მისცეს, ამით მათ მეორედ მიიღეს ლტოლვილის სამართლებრივი მდგომარეობა.

ბოლოთქმა: ქართველები თუ ფხიზლად არ ვიყავით უსამშობლოდ დავრჩებით.
მიმდინარეობს საქართველოს ქართველებისაგან დაცლა და უცხოტომელების ჩამოსახლება.
თურქების გარდა საქართველოში ჩინელების, ინდუსების, აფრიკელების და სხვა ეროვნების ხალხის შემოსახლება.


პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია ამირანი: 28.08.2011, 20:53
Go to the top of the page
 
+Quote Post
ამირანი
პოსტი 31.08.2011, 1:19
პოსტი #340


Junior Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 86
რეგისტრ.: 12.07.11
წევრი № 62,322



მსხვერპლის დემოკრატიული დამუშავება, ანუ
მსხვერპლის დაპყრობა-შეჭმისათვის მომზადება


უცხოს მოძულეობა ("ქსენოფობია"), "ანტისემიტიზმი", "ფაშიზმი", ძალმომრეობა ("დიქტატურა"), უზნეობის აღორძინება, გარყვნილების დამკვიდრება, უღმერთობა, ხორცის თაყვანისცემა, გათითოკაცება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ამირანი
პოსტი 4.09.2011, 18:29
პოსტი #341


Junior Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 86
რეგისტრ.: 12.07.11
წევრი № 62,322



Wikileaks-ი:
ლევან გაჩეჩილაძის გამყიდველობაზე და ირაკლი ალასანიას ჩანერგვაზე


ინტერპრესნიუსის ცნობით, საქართველოში აშშ-ის ელჩის, ჯონ ბასის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენისადმი გზავნილში საუბარია ლევან გაჩეჩილაძის (გრეჩიხას) შესახებაც. გზავნილი, რომელსაც Wikileaks-ი ავრცელებს, 2010 წლის თებერვლით თარიღდება.

"ლევან გაჩეჩილაძეს არ გადაუწყვეტია, თუ რას იზამს 2010 წლის მაისის სდგილობრივი არჩევნებისთვის. პაატა დავითაიამ, რომელთანაც გაჩეჩილაძეს კარგი ურთიერთობა ჰქონდა, გვითხრა:
გაჩეჩილაძე ფიქრობდა, რომ პრორუსულობა შეიძლება, კარგი აზრი იყოს "ოპოზიციისთვის". დავითაიამ გამოხატა უარყოფითი დამოკიდებულება გაჩეჩილაძის მზაობაზე ნოღაიდელის აზრის მიღებისთვის.
სხვები, რომლებსაც სურთ, შეუერთდნენ ნოღაიდელს ("კონსევატორები", "სახალხო პარტია") აკეთებდნენ მოკრძალებულ თანხას, დაახლოებით, 50 000 დოლარს. დავითაიასა და სხვა წყაროების მიხედვით, გაჩეჩილაძე განიხილებოდა, როგორც გაერთიანებული "ოპოზიციის" თბილისის მერობის კანდიდატი".


ამავე გზავნილის მიხედვით, გაჩეჩილაძის მონაწილეობა არჩევნებში გაართულებდა ამერიკელების მიერ ჩანერგილი ალასანიას შანსებს.

"ალასანიას გუნდმა რამდენჯერმე ჩააბარა ანგარიში პალოფს (Poloff), რომ გაჩეჩილაძემ დაარწმუნა ისინი, რომ მხარს უჭერს ალასანიას, მაგრამ მხარდაჭერის შესახებ გამოაცხადებს მხოლოდ გადამწყვეტ დროს.
თუმცა, ალასანია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებეს გაჩეჩილაძის ერთგულებას და აღნიშნავენ, რომ ის ნებისმიერ დროს შეიძლება "იყიდონ" სხვებმა და "ალიანსს", უბრალოდ, არ აქვს სახსრები და არც სურვილი, რომ გაჩეჩილაძე მოისყიდოს მსხვილი თანხით"
,- ნათქვმია ჯონ ბაისის გზავნილში, რომელიც 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მერის არჩევნებს ეხება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Fernando
პოსტი 4.09.2011, 19:12
პოსტი #342


Advanced Member


ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,646
რეგისტრ.: 13.06.09
მდებარ.: ucnobia
წევრი № 16,218



Wikileaks Cable About Levan Gachechiladze
10:10 04-09-2011
Wikileaks Cable About Levan Gachechiladze Wkileaks publishes material about Georgia. The cable about Georgia was created three months before local elections in 2010-02-22 and released in 2011-08-30. the cable is classified by ambassador John R. Bass. The cable contains information about Levan Gachechiladze.
“Levan Gachechiladze (Protect Georgia Movement) has apparently not made up his mind as to what he intends to do regarding the May 2010 elections. MP Paata Davitaia (We Ourselves), with whom Gachechiladze had a good relationship, told us that Gachechiladze also thought that a pro-Russia policy swing could potentially be a good idea for the non-parliamentary opposition. Davitaia expressed his disgust Qnon-parliamentary opposition. Davitaia expressed his disgust with Gachechiladze's willingness to embrace Noghaideli's position. Davitaia said that others willing to join
Noghaideli (Conservatives - People's Party) were doing so for the modest sum of about USD 50,000. According to Davitaia and other sources, Gachechiladze has been mulling a run for mayor as the candidate of the United Opposition.
Gachechiladze's entry into the race would certainly complicate Alasania's floundering bid. Privately, Alasania's team has repeatedly told Poloff that Gachechiladze has assured them that he supports Alasania, but would only announce his support publicly at a "key moment". Nevertheless, Alasania insiders question Gachechiladze's commitment, noting that he could be "purchased" at any moment, and the Alliance simply does not have the funds nor inclination to meet what could be a substantial asking price”.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ამირანი
პოსტი 4.09.2011, 21:45
პოსტი #343


Junior Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 86
რეგისტრ.: 12.07.11
წევრი № 62,322



საქართველოს ნაც-ხელისუფლებაში მოკალათებული შენიღბული უცხოტომელები
გვარგადაკეთებული არმენები


მიშა სააკაშვილი, სინამდვილეში მიშა სააკოვი
საქართველოს პრეზიდენტად წოდებული


ნიკა გილაური
საქართველოს მთავრობის მეთაური (ე.წ. "პრემიერი")


გელა ბეჟუაშვილი, სინამდვილეში მარტიროსიანი

ლადო ვარძელაშვილი, სინამდვილეში აკოფოვი
მიისტრი


გიორგი ასანიძე, სინამდვილეში სობოლოვი
პარლამენტის წევრი


აკაკი მინაშვილი, სინამდვილეში მინასიანი

ლევან რამიშვილი, სინამდვილეში ლევონ ასრატიანი
მასონური "თავისუფლების ინსტიტუის" მეთაური, იდეოლოგი


კოტე გაბაშვილი

გოკა გაბაშვილი

ლევან ბეჟაშვილი
კონტროლის პალატის თავმჯდომარე


ზურაბ მელიქიშვილი
ნაც-მოძრაობის გენერალური მდივანი


ვახტანგ კიკაბიძე, სინამდვილეში ავეტისიანი
საქართველოს დამპყრობი ნაც-ხელისუფლების მეხოტბე


გამოქვეყნდა გაზეთ "ასავალ -დასვალში" გია ყრუაშვილის მიერ
Go to the top of the page
 
+Quote Post
Fernando
პოსტი 5.09.2011, 7:08
პოსტი #344


Advanced Member


ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,646
რეგისტრ.: 13.06.09
მდებარ.: ucnobia
წევრი № 16,218



მინასიანი, სინამდვილეში მინაშვილი - არ წავიდოდა?
ერთხანს მეგონა, რომ საქართველოში წარსულს ჩაბარდა პრიმიტიული ქსენოფობია. თურმე ყველაფერი წინ ყოფილა. ახლა უფრო მაღალი ტრიბუნებიდან და "ელიტარული" ადამიანებისგან გვესმის ეს.
რამდენიც უნდა ამტკიცონ საწინააღმდეგო, სტურუას გამონათქვამები არის ქსენოფობიური, ისევე როგორც პრეზიდენტის - მონგოლოიდურ რასაზე.
თქვენ ზუსტად ერთმანეთის ღირსი ხართ, მაგრამ მიშას ძალაუფლება აქვს. თქვენნაირი ოპოზიციის პირობებში სულ მიშა იქნება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
anjelika
პოსტი 7.09.2011, 22:09
პოსტი #345


Advanced Member


ჯგუფი: საძაგლები
პოსტები: 11,826
რეგისტრ.: 10.07.07
წევრი № 10,642





amas hqvia ena uZvloao biggrin.gif


--------------------
Богатство – не показатель ума, а ум – не показатель богатства
Go to the top of the page
 
+Quote Post

24 გვერდი V  « < 21 22 23 24 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2.10.2014 - 10:44