IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

3 გვერდი V   1 2 3 >  ( პირველ წაუკითხავ პოსტზე გადასვლა )
Reply to this topicStart new topic
კიბო, დაავადება, რომელიც არ ინკურნება?!
nanuchki
პოსტი 17.10.2003, 12:38
პოსტი #1


Junior Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 269
რეგისტრ.: 26.03.03
მდებარ.: Paris
წევრი № 409



გუშინ შევიტყვე,რომ ჩემს ახლობელს ფილტვის კიბო აქვს.
რას შეიძლება გამოიწვია ეს საშინელი ავადმყოფობა,როცა სიგარეტი ბავშვობის შემდეგ არ მოუწევია???
თუ იცით არის რაიმე შანსი რომ იგი განიკურნოს?!
Go to the top of the page
 
+Quote Post
lolski
პოსტი 17.10.2003, 13:03
პოსტი #2


Advanced Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 1,059
რეგისტრ.: 9.05.03
წევრი № 503



ნანუშკი კიბოს განკურნვის შანსი არ არის, მაგრამ პროცესს ან ყინავენ ან ანელებენ, სხვათაშორის სიგარეტზე არ არის დამოკიდებული, თუ არის კიბოსადმი მიდრეკილება, რათქმაუნდა სიგარეტი თავისას შვრება...
ფილტვს ჭრიან :smile: ცალი ფილტვით ბევრს უცხოვრია, აი ღვიძლი არ იკვეთება :sad:
თუმცა გაგიხეთქე გული ეხლა, სულაც შეუძლება არ აღმოჩნდეს მართალი :smile:ხშირად ცდებიან დიაგნოზში...


--------------------
user posted image lols
IT'S RIGHT TO RIOT !!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mlle Qartveli
პოსტი 17.10.2003, 19:06
პოსტი #3


Advanced Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 1,339
რეგისტრ.: 21.01.03
მდებარ.: U.K.
წევრი № 194



QUOTE

On `2003-10`-17 12:38, nanuchki wrote:
 გუშინ  შევიტყვე,რომ  ჩემს  ახლობელს  ფილტვის  კიბო  აქვს.
რას  შეიძლება  გამოიწვია  ეს  საშინელი  ავადმყოფობა,როცა  სიგარეტი   ბავშვობის  შემდეგ  არ  მოუწევია???
 თუ  იცით  არის    რაიმე  შანსი  რომ  იგი  განიკურნოს?!
 





სამწუხაროა...


ონკოლოგიური დაავადებებისადმი ჩვენი ავადმყოფური შიში მთლად გამართლებული არ არის.
სტატისტიკურად მსოფლიოში (და საქართველოშიც) ბევრად უფრო მეტი ადამიანი იღუპება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, ვიდრე ონკოლოგიურით.მაგრამ ავადმყოფისთვის ბევრად უფრო მძიმეა ე.წ. კიბოს დიაგნოზის მოსმენა , ვიდრე ინფაქტისა.
საზოგადოებამ უნდა იცოდეს , რომ ონკოლოგიური დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა ყველაზე ეფექტური საშუალებაა ამ სენთან საბრძოლველად.
ჩვენთან კი ეს საკმაოდ ძვირი ფუფუნებაა და სანამ ძალიან არ შეაწუხებთ სენი ხალხი ექიმთან არ მიდის და ამ დროს, კი უკვე დაგვიანებულია.
ფილტვის კიბოს წარმოშობაში ნიკოტინის როლის შესახებ საკმაოდ ბევრი დაიწერა, მაგრამ ეს ერთადერთი მიზეზი არ არის...არ დაგვავიწყდეს დღევანდელ საქართველოში (და არამარტო საქართველოში) რამდენნაირი გამონაბოლქვია, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ცეზიუმს და სხვა მრავალ კანცეროგენულ ნივთიერებებს.

ყველა ადამიანს აქვს ონკოგენები, რომლების ჩაკეტილია ე.წ. ჩამკეტი გენებით, სწორედ ამ ე.წ. ჩამკეტ გენებზე მოქმედებს ეს გარემო ფაქტორები და მათი დათრგუნვა იწვევს, სწორედ ამ ონკოგენების გააქტიურებას. თუმცა ზოგად გენეტიკურ განწყობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
ანუ თუ წინაპრებსი ვინმე იყო ამ დაავადებით უფრო მეტი შანსი აქვს ადამიანს , რომ დაავადდეს. ამან კი პანიკაში კი არ უნდა ცაგვავგდოს, არამედ მეტი გულისყურით მოვეკიდოთ საკუთარ ჯანმრთელობას და მინიმუმ წელიწადში 1-ჯერ ჩავიტაროთ პროფილაკტიკური გამოკვლევა.

ეს ასევე ეხება გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებით დაავადებულებსაც!!!!!!!!!!!!!!

რაც შეეხება თქვენს ახლობელს, გააჩნია მას რა სტადიაზე აქვს დააადება, მისი ორგანიზმის საერთო მდგომარეობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ თქვენი, ახლობლების, უპირველესი მოვალეობაა არ ჩავარდეთ პანიკაში და ავადმყოფს არ აგრძნობინოთ მისი მდგომარეობა. რადგან, როდესაც ავადმყოფი ხელს ჩაიქნევს გამოჯანმრთელებაზე, იქ უკვე სასწაულიც კი ვერაფერ შედეგს ვერ მოიტანს!

ბრძოლაა საჭირო ბოლომდე!!!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
nanuchki
პოსტი 18.10.2003, 0:38
პოსტი #4


Junior Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 269
რეგისტრ.: 26.03.03
მდებარ.: Paris
წევრი № 409



მადლობა MLLE-სა და ლოლსკის გულისხმიერებისათვის, დიდი მადლობა ჩემო კარგებო.
იცით გუშინ ეს იყო ჩემთვის შოკი და მთელი საღამო ვტიროდი;მაგრამ დღეს ცოტა რაღაც იმედი ჩამესახა;გადავიკითხე მთელი ლიტერატურა ინტერნეტში რაც კი არსებობდა კიბოს შესახებ_ ამოვიკითხე,რომ შეიძლება ერთი ფილტვის მოკვეთა,რის შემდეგაც ადამიანი ჩვეულებრივ აგრძელებს სიცოცხლეს;თუმცა ეს დამოკიდებულია მის ავ თუ კეთილ თვისებაზე.მაგრამ ჯერ არ ვიცით რა სტადიაშია და რა თვისების მატარებელია.ყველაფერი სამშაბათს გამოკვლევების შემდეგ გვეცოდინება,მაგრამ მანამდე ...
მე დიდ ბოდიშს მოვიხდი თუ ვინმესთვის არასასიამოვნო თემა შემოვიტანე ფორუმში,მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო-ყველგან ვიქექე რომ ყველაფერი გამეგო.
დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გამოხმაურებისთვის.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Al-pachino
პოსტი 18.10.2003, 20:23
პოსტი #5


Advanced Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 1,110
რეგისტრ.: 1.07.03
წევრი № 610



საშინელებაა პირდაპირ.
ისე კი რა ვიცი მოკვეთა დადებით შედეგს იძლევა თუ არაა მეტასტაზები გასული სასიცოცხლო მნიშვნელობის ადგილებში . თუ გასულია
მაშინ შედარებით ცუდადაა საქმე ანუ ამოპკვეთა გამორიცხულია. შენელებით კი პროცესს ანელებენ
სხვადასხვა წამლობით.
რაც შეეხება ინფარქტს ეს რა თქმა უნდა უფრო მძიმე დაავადებაა ვიდრე კიბო შედარებაც არ შეიძლება.
საერთოდ ინფარქტი კვდომას ნიშბნავს ამა თუ იმ ორგანოსი (მარტო გულის კი არაა)
კიბო კი უჯრედს სიკვდილით ემუქრება.
ის უკვე სიკვდილია.კიბო ჯერ არა.
ინფარკტს ლოკალიზება უხერხდება ანუ შეიძლება გვერდით უჯრედზე აღარც გავრცელდეს.კიბო კი გადამდებია
მეზობელ უჯრედებს აზიანებს ბოლოს კი კლავს.
შედარება თქვენთვის მომინდია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_Anonymous_*
პოსტი 19.10.2003, 0:02
პოსტი #6





Guests






QUOTE

On `2003-10`-18 20:23, `Al-pachino` wrote:
საშინელებაა პირდაპირ.
ისე კი რა ვიცი მოკვეთა დადებით შედეგს იძლევა თუ არაა მეტასტაზები გასული სასიცოცხლო მნიშვნელობის ადგილებში . თუ გასულია  
მაშინ შედარებით ცუდადაა საქმე ანუ ამოპკვეთა გამორიცხულია. შენელებით კი პროცესს ანელებენ  
სხვადასხვა წამლობით.
რაც შეეხება ინფარქტს ეს რა თქმა უნდა უფრო მძიმე დაავადებაა ვიდრე კიბო შედარებაც არ შეიძლება.
საერთოდ ინფარქტი კვდომას ნიშბნავს ამა თუ იმ ორგანოსი (მარტო გულის კი არაა)
კიბო კი უჯრედს სიკვდილით ემუქრება.
ის უკვე სიკვდილია.კიბო ჯერ არა.  
ინფარკტს  ლოკალიზება უხერხდება  ანუ შეიძლება გვერდით უჯრედზე აღარც გავრცელდეს.კიბო კი გადამდებია  
მეზობელ უჯრედებს აზიანებს ბოლოს კი კლავს.
შედარება თქვენთვის მომინდია.


შედარება რომ გავაკეთო ასეა ჩემთვის,
კიბოთი სიკვდილს ინფარქტით სიკვდილი მირჩევნია :sad:
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_Anonymous_*
პოსტი 19.10.2003, 18:07
პოსტი #7





Guests






ნანუშკი, ვიზიარებ შენს მწუხარებას :sad:
Go to the top of the page
 
+Quote Post
Pipo
პოსტი 21.10.2003, 19:29
პოსტი #8


Advanced Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 862
რეგისტრ.: 11.09.03
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 760



ნანუშკი, გააჩნია, ავთვისებიანი სიმსივნის რომელი სტადია აქვს. თუ პირველია, შანსი აქვს, წლები და ათწლეულებიც კი იცოცხლოს, ოღონდ სულ უნდა იმკურნალოს და აკონტროლოს დაავადება.
შარშან ჩემს ახლობელს აღმოაჩნდა ყელის კიბო, პირველი სტადიაა და რამდენიმე თვეში ერთხელ რადიოთერაპიას უტარებენ. და ყოჩაღად არის, მუშაობს კიდეც. მაგრამ ესაა, ექიმმა აგვიკრძალა, გვეთქვა, რა სჭირს.
ისე, მე ვარჩევდი, ჩემთვის ეთქვათ. არჩევანს გავაკეთებდი, როგორ გამეტარებინა დარჩენილი ცხოვრება...
Go to the top of the page
 
+Quote Post
lolski
პოსტი 21.10.2003, 19:54
პოსტი #9


Advanced Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 1,059
რეგისტრ.: 9.05.03
წევრი № 503



აჰა, პიპო მეც მირჩევნია ვიცოდე... მაგრამ უცოდინრობა არ მემუქრება რადგან ჩემით დავდივარ ექიმებთან და ისევ მე ვიქნები პირველი გავიგო რამჭირს :smile:
სხვათაშორის საქართველოს გარდა არცერთ ქვეყანაში არ აქვთ უფლება დაუმალონ ასეთი რაღაცა ადამიანს... თუმცა ეხლა ისევ და თავიდან ადამიანის უფლებებზე საუბარს არ დავიწყებ :smile:


--------------------
user posted image lols
IT'S RIGHT TO RIOT !!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mlle Qartveli
პოსტი 21.10.2003, 20:16
პოსტი #10


Advanced Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 1,339
რეგისტრ.: 21.01.03
მდებარ.: U.K.
წევრი № 194



ეს პაციენტს გააჩნია...
ზოგიერთი ისე მტკივნეულად განიცდის ამ დიაგნოზს, რომ უკეთესი იქნება თუ არ ეცოდინება.
ჩემს უახლოეს ადამიანს გავყევი ასეთ გამოკვლევაზე, ოღონდ სანამ მასთან ერთად მივიდოდი , წინასწარ შევუთანხმდი ექიმებს რომ მასთან ნამდვილ დიაგნოზს არ მეტყოდნენ, მით უმეტეს , რომ პაციენტიც ექიმი იყო... საბედნიეროდ არაფერი არ აღმოჩნდა, მაგრამ დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ იმ ადამიანისთვის ბევრად უკეთესი იქნებოდა, თუ არ ეცოდინებოდა.
სხვათაშორის არასდროს არ დამავიწყდება იმ ექიმის ბედნიერი სახე, როდესაც გამოკვლევა დაასრულა, სხვებსაც დაუძახა, რომ შეემოწმებინათ და რაიმე შეცდომა არ გაპარულიყო...
მე მისი ძალზედ მადლობელი ვარ ამისთვის...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_Anonymous_*
პოსტი 21.10.2003, 20:17
პოსტი #11





Guests






ერთ მემს მეგობარ ქალს აღმოაჩდა მკედის კიბო :sad: ამოკვეთეს ქიმიოტერაპია გაიკეთა და დღეს კარგად არის,შვედეთში მომღერალია და უკვე კონცერტებ აწყობს და გასტროლებზეც იყო აშშ ში.
მეორე ჩემს ნაცნობს ქონდა ინფაქტი.
ექიმება უთხრეს 6 თვეში გულის ოპერაცია უნდა გაკეთდესო, 6 თვე დიეტა მიცეს რომ დაეცვა.
იმ კაცმა ისე მკავრად დაიცვა დიეტა რომ 6 თვეში არც ოპერაცია დასწირდა და დღეს გოლფს თამაშობს გამწარებული.
ასე რომ თუ ადრე აღმოაჩინეს დაავადება გადარჩენის შანსი არის.
ნანუშკი იქვებ შენი ახლობელიც გადარჩეს, მთავარია ავადმყოფობას მოერიოს, იმედი არ დაკარგოს და დეპრესია არ მიიკაროს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Universe
პოსტი 7.11.2003, 15:50
პოსტი #12


Newcomer


ჯგუფი: Newbie
პოსტები: 4
რეგისტრ.: 7.11.03
მდებარ.: Tbilisi, Georgia
წევრი № 978



ნანუშკი მართლაც საშინელებაა,
არ ვიცი რითი დაგამშვიდო,
თუმცა
ამას წინათ ერთ წიგნს მივაგენი, ავტორი ლაზარევია და წიგნს კარმის დიაგნოსტიკა ჰქვია, არის საიტიც ლაზარევ.რუ

საინტერესოდ აქვს ახსნილი დაავადებების გამომწვევი მიზეზები და გზა თუ როგორ უნდა განიკურნო. მის კლიენტებს შორის კიბოთი დაავადებულებიც იყვნენ და განიკურნენ. წიგნებში ცოტა განსხვავებული მსოფლმხედველობაა და ცხოვრების ხედვა მოცემული და რომ გაეცნოს შენი ახლობელი ცუდი არ იქნება.

წარმატებებს გისურვებ
Go to the top of the page
 
+Quote Post
jouizaza
პოსტი 28.04.2004, 1:21
პოსტი #13


Advanced Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 1,021
რეგისტრ.: 16.10.03
წევრი № 860



კამელინი კურნავს და მე მინდა რომ დავიჯერო ეს!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Tolia
პოსტი 1.05.2004, 7:08
პოსტი #14


Advanced Member


ჯგუფი: საძაგლები
პოსტები: 1,563
რეგისტრ.: 28.12.03
მდებარ.: US Florida
წევრი № 1,281



ნანუშკი, როგორც უკვე გითხრეს, მთავარია დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ოღონდ მკურნალობაში ყველა სხვადასხვა რამეს ვგულისხმობთ ალბათ - ზოგი ტრადიციულ, კლასიკურ მედიცინას, ზოგი ალტერნატიულს, ზოგი კარმის გაწმენდას, ზოგი დიეტის დაცვას... ძალიან ახლობელია შენი ტკივილი ჩემთვის, რამეთუ თითქმის 7 წლის წინ (რა მალე გარბის დრო) ჩემს საყვარელ დედიკოს აღმოუჩნდა საყლაპავი მილის კიბო. სამწუხაროდ ძალიან, ძალიან გვიანი იყო უკვე. ვიბრძოლეთ, მაგრამ ვეღარ მოვერიეთ.
ბევრჯერ მიფიქრია, მე რომ მქონდეს კიბო, რომელ გზას ავირჩევდი. პირველ რიგში ვისურვებდი დიაგნოზის ზუსტ ცოდნას, პრობლემის გადაჭრა თუ გინდა, თვალებში უნდა შეხედო (თუმცა მისის ქართველსაც ვეთანხმები - ყველა არ არის მზად ასეთი ამბის მისაღებად), მერე ამანდას ამბისა არ იყოს, დიეტას დავიცავდი; აუარებელი ინფორმაცია გადავამუშავე დედიკოს ავადმყოფობის გამო და ვიცი, რომ დიეტა ერთ-ერთი უპირველესია - არავითარი ტკბილეულობა და რძის პროდუქტები. ძალიან კარგია სპეციალური ტიბეტური ვარჯიშები, ცივი წყლის თუ მთლიანი გადავლება ვერა, ფეხებზე გადასხმა მაინც - არ უყვარს კიბოს ცივი წყალი :smile:
ნანუშკი, კიბო სერიოზული დაავადებაა, ამიტომ სრული სერიოზულობით სჭირდება ბრძოლა და ძალების მობილიზაცია. უამრავი შემთხვევაა როდესაც ადამიანი "სასწაულებრივ" განიკურნა, მაგრამ თუ კარგად ჩაეძიები ამ ისტორიებს, ერთ სახასიათოს დაინახავ - ეს ადამიანები ძალიან ძლიერი ნებისყოფისანი არიან და პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ განკურნებაზე.
სამწუხაროდ ადამიანთა უმეტესობა როდესაც ავად ხდება, მთელს პასუხისმგებლობას იხსნის და ექიმებსა და ზოგადად მედიცინას გადააბარებს. გახსოვს ალბათ - გაანძრიე ხელი და გეშველებაო.
მთავარია, რომ დაავადება უკანასკნელ სტადიაში არ იყოს და აუცილებლად ეშველება თუ მოინდომებს.
აბა, გისურვებთ წარმატებებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Meguna
პოსტი 1.05.2004, 17:32
პოსტი #15


Advanced Member


ჯგუფი: საძაგლები
პოსტები: 718
რეგისტრ.: 26.04.04
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,010



კიბო მართლაც უვერაგესი დაავადებაა, ღმერთმა გვაშოროს ყველას! გამიგია, რომ ბევრი რწმენით, ლოცვებით განკურნებულა ამ და სხვა საშინელი სენისგან. არ ვიცი, რამდენად შველის ღვთის რწმენა, მაგრამ თუ ადამიანს იმედი გადაწურული აქვს, ეს ფაქტი ავადმყოფობას აჩქარებს. ასე რომ, ჩემი რჩევა იქნებოდა, არ დაკარგოთ იმედი, გწამდეთ, რომ არსებობს სასწაული და ის თქვენს შემთხვევაშიც მოხდება!!! ეს სიტყვები შეიძლება ზოგს ძალიან გულუბრყვილოდ მოეჩვენოს, მაგრამ ნამეტანი ოპტიმისტი ვარ და სხვებსაც ვამხნევებ ყოველთვის!
Go to the top of the page
 
+Quote Post

3 გვერდი V   1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23.07.2014 - 4:20