IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

3 გვერდი V   1 2 3 >  ( პირველ წაუკითხავ პოსტზე გადასვლა )
Reply to this topicStart new topic
ცისფერყანწელები, პოეზია
ვარე
პოსტი 3.12.2009, 18:38
პოსტი #1


Advanced Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 1,761
რეგისტრ.: 13.03.09
წევრი № 14,459



biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
jete_plie
პოსტი 3.12.2009, 18:39
პოსტი #2


Junior Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 95
რეგისტრ.: 30.11.09
წევრი № 19,082



უღრმესი მადლობა ვარე


--------------------
მე თავს მოვიკლავ, როგორც ვერტერი,
შენი მეუღლის იარაღიდან.
Go to the top of the page
 
+Quote Post
jete_plie
პოსტი 3.12.2009, 18:43
პოსტი #3


Junior Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 95
რეგისტრ.: 30.11.09
წევრი № 19,082



ალექსანდრე არსენიშვილი · შალვა აფხაიძე · ვალერიან გაფრინდაშვილი · შალვა კარმელი (გოგიაშვილი) · პაოლო იაშვილი · სერგო კლდიაშვილი · გიორგი ლეონიძე · ნიკოლო მიწიშვილი · კოლაუ ნადირაძე · გრიგოლ რობაქიძე · ტიციან ტაბიძე · სანდრო ცირეკიძე ·

იცნობდეთ და გიყვარდეთ smile.gif


--------------------
მე თავს მოვიკლავ, როგორც ვერტერი,
შენი მეუღლის იარაღიდან.
Go to the top of the page
 
+Quote Post
jete_plie
პოსტი 3.12.2009, 18:49
პოსტი #4


Junior Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 95
რეგისტრ.: 30.11.09
წევრი № 19,082



ისედაც მშვიდი უფრო დაცხრა ამაღამ მტკვარი,
მხოლოდ მეტეხთან უფრო არი მაინც მშფოთვარე;
ანგელოსებმა მეტივეებს მოპარეს კვარი,
ღრუბლის ტივებზე გაწოლილა ქალივით მთვარე.

სოღანლუღიდან თათრის ბიჭი მოდენის ვირებს
და მემწვანილე ერეკება ცარიელ დროგებს,
რომელი ერთი არ დამძრახავს, ან გაიკვირვებს,
რომ უკან მივსდევ ჩემს დიდებულ თანამედროვეს.

მე რა მაქვს ახლა, რა მექნება, ან რა მებადა,
ვარ უზრუნველი და ტიტველი მთა შავნაბადა,
და თუ მაწუხებს, - მხოლოდ ფიქრი გულის დამწველი,
რომ აქვე არის მარაბდა და კრწანისის ველი.
რომ ყველა ლეკმა და ურჯულომ გული იყარა,
რომ კუბოსავით დაცხრილული დგას ნარიყალა.

ისედაც მშვიდი სულ დამცხრალა ამაღამ მტკვარი,
მხოლოდ მეტეხთან მაინც არი უფრო მშფოთვარე;
ანგელოსებმა მეტივეებს მოპარეს კვარი,
ღრუბლის ტივებზე გაწოლილა ქალივით მთვარე.

ტიციანი


--------------------
მე თავს მოვიკლავ, როგორც ვერტერი,
შენი მეუღლის იარაღიდან.
Go to the top of the page
 
+Quote Post
jete_plie
პოსტი 3.12.2009, 19:15
პოსტი #5


Junior Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 95
რეგისტრ.: 30.11.09
წევრი № 19,082



ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი,
შენ სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა.
ვარ მოწყენილი ვით ზამთარში ნაზი ბეღურა.
მე განშორების ცივი თოვლი დიდხანს მეხურა.
ვტიროდი ხარბათ _ მარტოობით ნაალერსალი.
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომს ღამეებში თეთრი ვერსალი.

ვალერიან გაფრინდაშვილი


--------------------
მე თავს მოვიკლავ, როგორც ვერტერი,
შენი მეუღლის იარაღიდან.
Go to the top of the page
 
+Quote Post
juzi
პოსტი 3.12.2009, 19:18
პოსტი #6


Advanced Member


ჯგუფი: საძაგლები
პოსტები: 10,889
რეგისტრ.: 12.07.07
მდებარ.: ...
წევრი № 10,650




 გალაქტიონ ტაბიძეს
ტიციან ტაბიძე

ფრაგმენტი


ერთი ოცნების, ერთი გვარის ვართ ტყუპის ცალი,

ერთად ლპებიან ჩვენ მამების კუბოს ფიცარი.

ორპირის ფშანის ერთად ვწოვეთ ჩვენ უჟმურები

და ლექსებითაც ერთმანეთს არ დავემდურებით...

გაუყოფელი დაგვრჩა ეზო, სახლი და კარი,

რიონის ტალღად დაგვედევნა სიტყვა ანკარა.

ერთია ჩვენი სამუდამო ხაშმის ემბაზი,

ლექსი ქართული გაიმართა ორპირის ხაზით.


მესმის ყანებში გადაბმული გრძელი ნადური,

მოაქვს დილიჟანსს კრენდილები და „ნაკადული“.

მოიმღერიან შარაგზაზე ჩალანდარები

და შიშველ ფეხებს აქ ეკალიც არ ეკარება.

მე შემიყვარდა სამუდამოდ ჩვენი ორპირი,

შენ გაბრმავებდა ბავშვობიდან მარტო დაფნარი.

მღერის გომბეშო გაუმშრალი და ოქროპირი,

ჩვენი სიმღერაც ამ ორკესტრის ხმაა, დამდნარი.


ეხლაც ზუიან ხვილიფებში მშიერი მგლები

და ამ ტალახში ჩაეფლობა იხტიოზავრი,

დაჟანგებულა იქ თოხები, ჩვენი ნამგლები

და მოხსნეს ალბათ სამრეკლოდან მწივანა ზარი.

და მოღუნული აცხობს საკურთხს აქ ორი დედა,

რომელსაც ცრემლი მარტო ერთი თუ დააკურთხებს,

კიდევ კარგია, თუ მოყვარემ ვინმემ გაბედა,

თუ კიდევ შერჩენ მეზობლები დაწყევლილ კუთხეს...



--------------------
..
ბრმა მუსიკოსი.
გამოშვერილ ძველ თუნუქის ჯამში
აგროვებს ფიფქებს
Go to the top of the page
 
+Quote Post
juzi
პოსტი 3.12.2009, 19:23
პოსტი #7


Advanced Member


ჯგუფი: საძაგლები
პოსტები: 10,889
რეგისტრ.: 12.07.07
მდებარ.: ...
წევრი № 10,650




 ნოემბერი
ტიციან ტაბიძე

გაყვითლებულა, შეხმობია ფოთოლი ჭადარს,

მეღამურები ევლებიან თავზე ძველ საყდარს.

მიმფრინავ წეროთ სევდის მღერა ატირებს მდელოს

და შემოდგომა თეთრ ზამთრისას სვამს სადღეგრძელოს.

გაღმა ქარიშხალს თავისთავი არ ეცოდება,

ველურ სიმღერის ველურ ცეცხლში იწვის, ცოფდება.

მწუხრის ჟამისას შეეპარა სულს კაეშანი,

მწუხრის საღამოს ეფარება ნისლის საბანი.

გამოილოცა უკვე მამამ, - შაბათი არი

და თეთრ წვერებზე თითქო მოჩანს ლოცვა დამდნარი.

დაბნელდა, თვალი გარეშემო ვერაფერს ხედავს,

კუდიანივით ქარიშხალი მიდამოს სწეწავს.

ქარვის ტალახში ეფლობიან მძიმედ ფეხები,

ყვითელ ფოთლებში მე ვიხრჩვები და ვიმარხები.


10 იანვარი,

1916 წ.



--------------------
..
ბრმა მუსიკოსი.
გამოშვერილ ძველ თუნუქის ჯამში
აგროვებს ფიფქებს
Go to the top of the page
 
+Quote Post
juzi
პოსტი 3.12.2009, 19:27
პოსტი #8


Advanced Member


ჯგუფი: საძაგლები
პოსტები: 10,889
რეგისტრ.: 12.07.07
მდებარ.: ...
წევრი № 10,650




 წერილი დედას
პაოლო იაშვილი

დავტოვე სოფელი,
მყუდრო სამყოფელი,
ქვიტკირის მაენები
და კატის კნუტები_სიმინდის ყანა!
ჰა! კინტოს პროფილე,
საეჭვო ტარნები,
და დავიკუნტები
ქალაქის ქუჩებში მე_ სალახანა.

ტირილი, ტირილი, ტირილი ბევრი!
მზის განიავება,კალო და კევრი
და სოფლის სიწმინდე, მართალი ბათმანი,
როცა მე ქალაქში მაწუხებს, მახელებს,
ყველა ყელსახვევი, შავი ხელთათმანი.

იქნებ ჩვენ ტფილისი ხვალ ყველამ დავტოვოთ!
მინდა დღეს მივწერო დედას უსათუოდ,
იმღეროს მამასთან ის ნანა ტკბილი,
როცა გაიხარა, რომ მე მეჭრებოდა პირველი კბილი;

როცა მე ქურდები მეგობრად მრაცხავენ,
სოფელში ვენახი გახდა მოსარწყავი
და ვაზის ფურცლებზე ისე გალურჯდება იქ შაბიამანი,
ვით თვალის უპე _ როცა მე არ მახურავს ღამეში საბანი.

დედა! ინახულე
შენ წმინდა ხახული!
წადი ფეხშიშველი,
ქალაქში დაკარგულ შვილისთვის ღამე გაათია,
ღმერთო! აპატიე_
მე თუ ვერ მიშველი,
დედას, რომ დაგინთოს ჩემ სიგრძე სანთელი,
მისთვის, რომ ჩემს გულში
დაყუჩდეს გრიგალი და კორიანტელი.





--------------------
..
ბრმა მუსიკოსი.
გამოშვერილ ძველ თუნუქის ჯამში
აგროვებს ფიფქებს
Go to the top of the page
 
+Quote Post
mantineli
პოსტი 3.12.2009, 19:40
პოსტი #9


Advanced Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 9,252
რეგისტრ.: 21.06.09
მდებარ.: sadgac :))))))))
წევრი № 16,318



სულ არ ვიცი ვინ არიან sad.gif .....ანოტაცია....ანოტაცია ძალიან გთხოვთ smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
jete_plie
პოსტი 3.12.2009, 19:51
პოსტი #10


Junior Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 95
რეგისტრ.: 30.11.09
წევრი № 19,082



კიდე მეკაიფები? biggrin.gif


--------------------
მე თავს მოვიკლავ, როგორც ვერტერი,
შენი მეუღლის იარაღიდან.
Go to the top of the page
 
+Quote Post
mantineli
პოსტი 3.12.2009, 19:57
პოსტი #11


Advanced Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 9,252
რეგისტრ.: 21.06.09
მდებარ.: sadgac :))))))))
წევრი № 16,318



ციტატა(jete_plie @ 3.12.2009, 20:51) *
კიდე მეკაიფები? biggrin.gif

უიმე როგორ გეკადრებათ? blink.gif და კიდევ რას ქვია? როდის გეკაიფეთ blink.gif რომ კიდევ გამემეორებინა? blink.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
jete_plie
პოსტი 3.12.2009, 20:02
პოსტი #12


Junior Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 95
რეგისტრ.: 30.11.09
წევრი № 19,082



კაი მე მაპატიეთ მოგართმევთ ცნობებს ოღონდ ცოტა მოგვიანებით, ეხლა ცოტა არ იყოს და დაკავებული ვარ.


--------------------
მე თავს მოვიკლავ, როგორც ვერტერი,
შენი მეუღლის იარაღიდან.
Go to the top of the page
 
+Quote Post
mantineli
პოსტი 3.12.2009, 20:07
პოსტი #13


Advanced Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 9,252
რეგისტრ.: 21.06.09
მდებარ.: sadgac :))))))))
წევრი № 16,318



ციტატა(jete_plie @ 3.12.2009, 20:02) *
კაი მე მაპატიეთ მოგართმევთ ცნობებს ოღონდ ცოტა მოგვიანებით, ეხლა ცოტა არ იყოს და დაკავებული ვარ.

უუუღმესი მადლობა smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Kutaiseli
პოსტი 5.12.2009, 0:46
პოსტი #14


Advanced Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 13,895
რეგისტრ.: 5.02.03
მდებარ.: 777
წევრი № 245



რამე ძლიერი დამამშვიდებელი ხომ არ იცით? ჩემთვის მინდა biggrin.gif




ციტატა(mantineli @ 3.12.2009, 15:40) *
სულ არ ვიცი ვინ არიან sad.gif .....ანოტაცია....ანოტაცია ძალიან გთხოვთ smile.gif



--------------------
ვაჟკაცსა ომში სიკვდილი, ხელში ნატეხი ხმლისაო .....

სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი...
Go to the top of the page
 
+Quote Post
mantineli
პოსტი 5.12.2009, 18:47
პოსტი #15


Advanced Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 9,252
რეგისტრ.: 21.06.09
მდებარ.: sadgac :))))))))
წევრი № 16,318



ციტატა(Kutaiseli @ 5.12.2009, 1:46) *
რამე ძლიერი დამამშვიდებელი ხომ არ იცით? ჩემთვის მინდა biggrin.gif

არა ძვირფასო არ ვიცი.....რად გინდა დამამშვიდებელი?? unsure.gif და საერთოდ....მადლობთ lool.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post

3 გვერდი V   1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16.04.2014 - 9:48