IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

3 გვერდი V  < 1 2 3  ( პირველ წაუკითხავ პოსტზე გადასვლა )
Reply to this topicStart new topic
დამნაშავეა თუ არა ზვიად გამსახურდია, ქართველი ერის წინაშე???
bimo
პოსტი 8.01.2010, 11:36
პოსტი #31


Advanced Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 2,136
რეგისტრ.: 26.04.09
წევრი № 15,417



ზვიად გამსახურდია

ქრისტეშობა

ღიმილი და მილოცვები თუმცა ბევრი გავეცით,
ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად, ხოლო ჩვენ კი დავეცით.
ალბათ თვითონ ღმერთი ირჩევს - უცნაური რამეა,
ქრისტეშობა თითქმის მუდამ საოცარი ღამეა;
დეკემბერი დააჭენებს ყინვით ნახატ ეტლებსა,
იმ ღამით ხომ წამებული ქრისტე იშვა ბეთლემსა.
მერე ზეცად აღევლინე, არ გიგუეს მიწაზე,
ნუთუ აღარ დაბრუნდები ცოდვილ დედამიწაზე?!
ზეცად წასულს უკან მოგყვა ლოცვა ცრემლის დამდენი,
ქვეყნად ერთი ქრისტე დარჩა და იუდა - რამდენი.
ალბათ მისთვის გაიაფდა ღალატი და გაცემა,
ფეხზე დგომა არის ძნელი, ადვილია - დაცემა!
მეც დავრწმუნდი, არ გამქრალა ქვეყნად შური და მტრობა
და წარსული სიზმრად მექცა, მომავალი - ოცნებად,
მეგობარი ვეღარ მიცნობს, მნახავს და გაოცდება.
ქრისტეშობას სხვა ჩემს გარდა სევდას ვინ დაიბედებს?
ძველი წელი ხსოვნას მართმევს, ახალი კი - იმედებს.
ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა, ჩემი სული ცას უხმობს,
ჭეშმარიტად! -კვლავ იუდა ნიშნისგებით მპასუხობს:
თუმცა შუბლზე სამარცხვინო მინდა დაღი დავაკრა,
ჯვარს ვერ ვკადრებ, ქრისტეს შემდეგ ზედ იუდა გავაკრა.
შერცხვენილი, წაწყმედილი, ეგდოს ქვეყნად, ეთრიოს,
ხოლო შენზე მრავალ მლოცველს კვლავაც ღამე ეთიოს,
რწმენა ძნელად გადარჩება, ხატი - უფრო ადვილად,
ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად, ქრისტე აღსდგა ნამდვილად!
Go to the top of the page
 
+Quote Post
POLEMIST
პოსტი 1.04.2010, 4:04
პოსტი #32


Advanced Member


ჯგუფი: Member
პოსტები: 12,958
რეგისტრ.: 7.06.05
მდებარ.: hbhbob
წევრი № 5,109



დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა!! მივულოცოთ იმ ზეციურ საქართველოში მამულისთვის თავდადებულ პრეზიდენტს დაბადების დღე და ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული! მიუტევოს უფალმა ყველა ცოდვა მიწიერი !!

ამინ
!


პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია POLEMIST: 1.04.2010, 4:05


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

3 გვერდი V  < 1 2 3
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1.11.2014 - 7:32