დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: სააკაშვილის პოლიტიკა
Rustavi 2 Forums > პოლიტიკა და საზოგადოება > ქართული პოლიტიკა
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 49, 50, 51, 52, 53, 54, 55, 56, 57, 58, 59, 60, 61, 62, 63, 64, 65, 66, 67, 68, 69, 70, 71, 72, 73, 74, 75, 76, 77, 78, 79, 80, 81, 82, 83, 84, 85, 86, 87, 88, 89, 90, 91, 92, 93, 94, 95, 96, 97, 98, 99, 100, 101, 102, 103, 104, 105, 106, 107, 108, 109, 110, 111, 112, 113, 114, 115, 116, 117, 118, 119, 120, 121, 122, 123, 124, 125, 126, 127, 128, 129, 130, 131, 132, 133, 134, 135, 136, 137, 138, 139, 140, 141, 142, 143, 144, 145, 146, 147, 148, 149, 150, 151, 152, 153, 154, 155, 156, 157, 158, 159, 160, 161, 162, 163, 164, 165, 166, 167, 168, 169, 170, 171, 172, 173, 174, 175, 176, 177, 178, 179, 180, 181, 182, 183, 184, 185, 186, 187, 188, 189, 190, 191, 192, 193, 194, 195, 196, 197, 198, 199, 200, 201, 202, 203, 204, 205, 206, 207, 208, 209, 210, 211, 212, 213, 214, 215, 216, 217, 218, 219, 220, 221, 222, 223, 224, 225, 226, 227, 228, 229, 230, 231, 232, 233, 234, 235, 236, 237, 238, 239, 240, 241, 242, 243, 244, 245, 246, 247, 248, 249, 250, 251, 252, 253, 254, 255, 256, 257, 258, 259, 260, 261, 262, 263, 264, 265, 266, 267, 268, 269, 270, 271, 272, 273, 274, 275, 276, 277, 278, 279, 280, 281, 282, 283, 284, 285, 286, 287, 288, 289, 290, 291, 292, 293, 294, 295, 296, 297, 298, 299, 300, 301, 302, 303, 304, 305, 306, 307, 308, 309, 310, 311, 312, 313, 314, 315, 316, 317, 318, 319, 320, 321, 322, 323, 324, 325, 326, 327, 328, 329, 330, 331, 332, 333, 334, 335, 336, 337, 338, 339, 340, 341, 342, 343, 344, 345, 346, 347, 348, 349, 350, 351, 352, 353, 354, 355, 356, 357, 358, 359, 360, 361, 362, 363, 364, 365, 366, 367, 368, 369, 370, 371, 372, 373, 374, 375, 376, 377, 378, 379, 380, 381, 382, 383, 384, 385, 386, 387, 388, 389, 390, 391, 392, 393, 394, 395, 396, 397, 398, 399, 400, 401, 402, 403, 404, 405, 406, 407, 408, 409, 410, 411, 412, 413, 414, 415, 416, 417, 418, 419, 420, 421, 422, 423, 424, 425, 426, 427, 428, 429, 430, 431, 432, 433, 434, 435, 436, 437, 438, 439, 440, 441, 442, 443, 444, 445, 446, 447, 448, 449, 450, 451, 452, 453, 454, 455, 456, 457, 458, 459, 460, 461, 462, 463, 464, 465, 466, 467, 468, 469, 470, 471, 472, 473, 474, 475, 476, 477, 478, 479, 480, 481, 482, 483, 484, 485, 486, 487, 488, 489, 490, 491, 492, 493, 494, 495, 496, 497, 498, 499, 500, 501, 502, 503, 504, 505, 506, 507, 508, 509, 510, 511, 512, 513, 514, 515, 516, 517, 518, 519, 520, 521, 522, 523, 524, 525, 526, 527, 528, 529, 530, 531, 532, 533, 534, 535, 536, 537, 538, 539, 540, 541, 542, 543, 544, 545, 546, 547, 548, 549, 550, 551, 552, 553, 554, 555, 556, 557, 558, 559, 560, 561, 562, 563, 564, 565, 566, 567, 568, 569, 570, 571, 572, 573, 574, 575, 576, 577, 578, 579, 580, 581, 582, 583, 584, 585, 586, 587, 588, 589, 590, 591, 592, 593, 594, 595, 596, 597, 598, 599, 600, 601, 602, 603, 604, 605, 606, 607, 608, 609, 610, 611, 612, 613, 614, 615, 616, 617, 618, 619, 620, 621, 622, 623, 624, 625, 626, 627, 628, 629, 630, 631, 632, 633, 634, 635, 636, 637, 638, 639, 640, 641, 642, 643, 644, 645, 646, 647, 648, 649, 650, 651, 652, 653, 654, 655, 656
Al-pachino
მე საკაიფოდ არ დამიწერია ეს.
მე ვთქვი მან დააფიქსირა საბოლოოდ რაც სურს.
ვის გვერდით სურს დგომა .
მან ხალხი გამოიყენა და გადაგდებას ცდილობს ხალხისას ახლა.
ჯერ კიდევ ადრეა ჯერ აეჩევნებია პარლამენტის თუმცა
პარლამენტი ჩვენ რომ ავირჩევთ პარლამენტი აღარ იქნება
Al-pachino
ვირებმა არ ვიცი ყროყინის მეტი იციან თუ არა დ ეს ნიკია რომლის უკან ადამიანი დგას.
Cusa
QUOTE

On `2004-02`-06 02:10, FALCONE wrote:
კუსა
ასეთი წერილები ხშირ-ხშირად მოგვაწოდე ხოლმე
:smile:)))))))


ყველაზე საინტერესოა და სამწუხარო ისაა, რომ უცხოელი ჟურნალისტები ხშირად უფრო ობიექტურად და რეალურად აფასებენ მოვლენებს, ვიდრე მრავალი ჩვენი თანამემამულე. რამ დააბრმავა ეს ხალხი ნეტა?
KOALA
შენი ამ 4 მოთხოვნიდან მარტო მე-3 მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს.დანარჩენი არარეალურია.გისუვერვებ წარმატებებს.ხო ,მართლა ამ კვირაში ცუდი ამინდია გამოცხადებული მარსზე და თბილად ჩაიცვი :smile: :smile: :smile:
KOALA
ეს ტოპიკი ვირებს ეხება თუ სააკაშვილს? თუ კოალაზე გავაკეთო მიმოხილვა? :smile:)))
Cusa
`Al-pachino`
ნუ აჩქარდები, ისე არ ქუხს როგორც ზოგიერთ ფრენდს ეწვიმება. ნუ გამოიყვანთ მიშას კაციჭამიას, ჟვანიას როლიც ჩემის აზრით ძლიერად გაბერილია.
არ არის გამორიცხული რომ დავითაშვილი, რესპუბლიკელები და არასამთავროები ჩამოაყალიბებენ ძლიერ, ალტერნატიულ, დემოკრატიულ, ოპოზიციურ პარტიას. და ეს მე პირადად ძალიან გამიხარდება. რატომღაც აქამდე ესე იყო, პოზიცია და ოპოზიცია - კეთილი და ბოროტი ძალის ბრძოლა.
უნდა იყოს ორი "კეთილი", კონსტრუქციული ძალა, ოღონდ ერთი იქნება პოზიცია, მეორე კი ოპოზიცია. დანარჩენი ძალები ან საერთოდ გადაშენდებიან, ან მათგან ნორმალური ხალხი აზრზე მოვა და ამ ორ ძალაში გადავა (ვისაც მიიღებენ).
მე პირადად მომხრე ვარ რომ ეს ორი ძალა წარმოადგენდეს უმრავლესობას პარლამენტში და არა ისე რომ ნაციონალებს ქონდეთ იქ `60-70`% და დანარჩენი კი ისეთ ატავიზმებს, როგორიც ახალი გამყრელიძეები, კონსერვატორ-ასათიანები, სოციალ-ქუცნაშვილები, მრეწველ-თოფაძეები, აღორძინება-ბაკურიძეები და სხვა მათგანი ალერგენები იყვნენ. ახალი ძალა (დავითაშვილი-ბერძენიშვილები) ძალა გადაიზიდავს დიდ ოპოზიციურ სპექტრს ამომრჩევლებისა თავისკენ და პარლამენტში გვეყოლება ორი ძლიერი პარტია, დემიკრატების (სააკაშვილი და მისი გუნდი) და რესპუბლიკელების (კობა დავითაშვილი, რესპუბლიკელები, არასამთავროები)
ჩემის აზრით რაც ხდება - ყველაფერი უკეთესობისკენაა.

[ This Message was edited by: Cusa on `2004-02`-06 11:34 ]
Al-pachino
QUOTE

On `2004-02`-06 11:31, Cusa wrote:
`Al-pachino`
ნუ აჩქარდები, ისე არ ქუხს როგორც ზოგიერთ ფრენდს ეწვიმება. ნუ გამოიყვანთ მიშას კაციჭამიას, ჟვანიას როლიც ჩემის აზრით ძლიერად გაბერილია.  
არ არის გამორიცხული რომ დავითაშვილი, რესპუბლიკელები და არასამთავროები ჩამოაყალიბებენ ძლიერ, ალტერნატიულ, დემოკრატიულ, ოპოზიციურ პარტიას. და ეს მე პირადად ძალიან გამიხარდება. რატომღაც აქამდე ესე იყო, პოზიცია და ოპოზიცია - კეთილი და ბოროტი ძალის ბრძოლა.  
უნდა იყოს ორი "კეთილი", კონსტრუქციული ძალა, ოღონდ ერთი იქნება პოზიცია, მეორე კი ოპოზიცია. დანარჩენი ძალები ან საერთოდ გადაშენდებიან, ან მათგან ნორმალური ხალხი აზრზე მოვა და ამ ორ ძალაში გადავა (ვისაც მიიღებენ).  
მე პირადად მომხრე ვარ რომ ეს ორი ძალა წარმოადგენდეს უმრავლესობას პარლამენტში და არა ისე რომ ნაციონალებს ქონდეთ იქ `60-70`% და დანარჩენი კი ისეთ ატავიზმებს, როგორიც ახალი გამყრელიძეები, კონსერვატორ-ასათიანები, სოციალ-ქუცნაშვილები, მრეწველ-თოფაძეები, აღორძინება-ბაკურიძეები და სხვა მათგანი ალერგენები იყვნენ. ახალი ძალა (დავითაშვილი-ბერძენიშვილები) ძალა გადაიზიდავს დიდ ოპოზიციურ სპექტრს ამომრჩევლებისა თავისკენ და პარლამენტში გვეყოლება ორი ძლიერი პარტია, დემიკრატების (სააკაშვილი და მისი გუნდი) და რესპუბლიკელების (კობა დავითაშვილი, რესპუბლიკელები, არასამთავროები)
ჩემის აზრით რაც ხდება - ყველაფერი უკეთესობისკენაა.

[ This Message was edited by: Cusa on `2004-02`-06 11:34 ]

რატოოპოზიციურს კაცო როცა მაგენმა მოიგეს ეს ყველაფერი?
Makvala
კუსა ხომ ხარ კარგად????
შეგვეხმიანე ნუ გვანერვიულებ
Cusa
Makvala
რატო უნდა ვიყო ცუდად მაყვალა? თუ რამე იცი და მიმალავ მითხარი :smile:
Kartu
მიშამ როგორც პრეზიდენტმა დაუშვა პირველი და ძალიან დიდი შეცდომა. ერთიანობას დემოკრატების პარტიასთან შეეწირა ერთიანობა ნაციონალებში და საზოგადოებაში. რათ უნდა ერთიანობა ჟვანიასთან თუ გადაუდგება დავითაშვილი, ბერძენიშვილები და არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი? ის ხალხი ვინც იბრძოდა მიშას გვერდით დღეს უპირისპირდებიან და ყოფილი ედიკას მონები დღეს პარლამენტში სააკაშვილის დასაყრდენი ძალაა. არ უნდა გაეკეთა ეს სააკაშვილს. მაგრამ იმედი ჯერ კიდევ მაინც მაქვს.
Makvala
მაინც მოსკოვში ხარ და იმიტომ მოგიკითხე
QUOTE

On `2004-02`-06 12:15, Cusa wrote:
Makvala
რატო უნდა ვიყო ცუდად მაყვალა? თუ რამე იცი და მიმალავ მითხარი :smile:
Cusa
Kartu
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. რთული პროცესები მიდის და მათი განვითარების მრავალი ვარიანტი არსებობს ჯერ, ყველაზე ოპტიმისტურიდან ყველაზე პესიმისტურამდე. ერთი ვიცი ზუსტად. ძალები, რომლებიც არ დაუშვებენ მიშას და მისი გუნდის გაბაირამებას (თუ ისინი ამას მოინდომებენ) ბევრად არიან და საკმაოდ ძლიერნიც. არც სიტყვის თავისუფლებას ემუქრება რამე. ერთი რამე უნდა იგრძნოს ყველამ. თუ სამოქალაქო საზოგადოება ისეთივე ძლიერი და მომთხოვნი იქნება, როგორიც ვარდების რევოლუციის დღეებში იყო, ვერანაერი მიშა და გრიშა დიქტატორი ვეღარ გახდება. ხოლო თუ მიუშვი, ნებისმიერი ხელისუფლება თავზე დაგაჯდება. ჩვენი უფლებების დაცვას ჩვენთვითონვე უნდა მივეჩვიოთ, უნდა ავტეხოთ განგაში ნებისმიერ დარღვევაზე და უკანონობაზე, ჩინოვნიკებს თავზარი უნდა დავცეთ. ხოლო როდესაც ყველაფერი დარეგულირდება და ყველა მიეჩვევა თავისი საქმის კეთებას ზეწოლის, შიმშილობების და მიტინგების გარეშე, მაშინ შეგვეძლება ვთქვათ, რომ ჩვენ ავაშენეთ სამოქალაქო საზოგადოება. ასე რომ მიშას ნუ მიაწერთ ნურც ყველანაირ გამარჯვებას, ნურც ყველანაირ შეცდომას.
Cusa
Makvala
ნუ ინერვიულებ, რაც მოსკოვში ვარ - მეტროში არ ჩავსულვარ :smile:
Al-pachino
QUOTE

On `2004-02`-06 12:15, Kartu wrote:
მიშამ როგორც პრეზიდენტმა დაუშვა პირველი და ძალიან დიდი შეცდომა. ერთიანობას დემოკრატების პარტიასთან შეეწირა ერთიანობა ნაციონალებში და საზოგადოებაში. რათ უნდა ერთიანობა ჟვანიასთან თუ გადაუდგება დავითაშვილი, ბერძენიშვილები და არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი? ის ხალხი ვინც იბრძოდა მიშას გვერდით დღეს უპირისპირდებიან და ყოფილი ედიკას მონები დღეს პარლამენტში სააკაშვილის დასაყრდენი ძალაა. არ უნდა გაეკეთა ეს სააკაშვილს. მაგრამ იმედი ჯერ კიდევ მაინც მაქვს.

ზუსტატ ასეა.
Makvala
ოოო. დღეს უკვე მითუმეტეს ცუდ ტონად ითვლება ქართველი - მოსკოვის მეტროში.
QUOTE

On `2004-02`-06 12:28, Cusa wrote:
Makvala
ნუ ინერვიულებ, რაც მოსკოვში ვარ - მეტროში არ ჩავსულვარ :smile:
Al-pachino
კუსა მე ერთს ვიტყვი .
ხალხი მაგისთვის არ ჰგამოსულა გარეთ რომ
ისევ ის ხალხი მოსულიყო ხელისუფკლებაში და
ბერძენიშვილები და არასამთავრობო ხალხი ,ვინც შექმნა ამინდი ცვლილებების გარეთ დარცენილიყო.
სააკაშვილ დავითაშვილიც თავისი გუნდით სწორედ ჟვანიას გუნდის გამო გამოვიდნენ მაშინ მოქ კავშირიდან.
ახლა რა ხდება ? ისევ მეორედ არის მოსაგები ომი თურმე .
მე ველოდებოდი რომ აფხაზეთთან დაკავშირებით
რამე გაირკვეოდა.ახლა კი 10 წელი ისევ ლოდინი
თუ ესენიც ისეთ პოზიციაზე დადგებიან როგორზეც
ედოს ხალხი(როგორც ეტყობა ისევ ის ხალხი.(ზოგის გვარ სახელებიც კი ემთხვევა))
კიდე ათი წელი და აფხაზეტი დაკარგულია .
ამიტომ ვამბობ რომ ხალხმაც უნდა გაიგოს რომ
სიტყვა ნაციონაური მოძრაობა სავაჭრო მარკა არაა.
მაგ სახელის უკან ხალხი იდგა ვისაც მხარდაჭერა ქონდა მოსახლეობის.
ასე რომ ... თუ ის ხალხი გარეთ მაშინ ... შენ თვითონმიხვდები რაც მოხდება.

კიდევ ამ პარლამენტს არ შეიძლება რომ ქონდეს უფლებამოსილება შეცვალოს კონსტიტუცია.
და კიდევ.
არასამთავრობოებმა აქცენტი უნდა გააკეთონ მოთხოვნაზე რომ
კონსტიტუციაში ცვლილებახალხმა შეიტანოს ხოლმე და არა პარლამენტმა.
რომელიმე არჩევნებს დაამთხვიონ და მაგ შესწორებასაც
უყარონ ხოლმე კენჭი.

[ This Message was edited by: `Al-pachino` on `2004-02`-06 12:41 ]
Cusa
`Al-pachino`
ნუ გავიწყდება რომ წინ არჩევნებია და პარლამენტში მაქსიმალურად უნდა შევიდეს წესიერი, პატიოსანი ხალხი. თუ ყველა ასეთი ხალხი ნაცმოძრაობაში გაერთიანდა და 85%-ით მოვიდა პარლამენტში, ცალკე უცხოელები გააფრენენ - რუსეთი გახდა საქართვლოო, და ცალკე ჩვენი ფსევდო ოპოზიცია ატეხავს ხმაურს, რომელიც ოპოზიცია კი არა ელემენტარული საბოტაჟნიკები და თავისი ტყავის დამცველები არიან ხშირ შემთხვევაში. ასე კი პარლამენტში მოვა ორი ძლიერი და დემოკრატიული ძალა და მათ ბაზაზე იქნება ჩამოყალიბებული ძლიერი მთავრობა. არჩევნების მერე გაირკვევა ყველაფერი. იმედია ჩემი ხედვა გაამართლებს.
Al-pachino
პარლამენტში უნდა მოვიდეს ხალხის მხარდაჭერილნი.
არა ის ხალხი ვინც ნაც მოძრაობას ამოეფარება უკან.
მე იმის წინააღმდეგი ვარ რომ ჟვანიას ხალხს დაეყრდნოს
პრეზიდენტი.
ახლა სწორედ ის დროა რომ რესპუბლიკელები და კობა დავითაშვილი ერთად შეკრული გამოვიდეს ცალკე და მერე ვნახოთ რაც მოხდება ვინ იწ=ქნება ოპოზიცია და ვინ პოზიცია. ისევ იმ მუხტის შექმნას არასამთავრობო სექტორი კიდევ ერთ სამ წელს მოუნდება.
ახლა ცეცხლი ჩამქრალია.
ჟვანია დიდი პოლიტიკოსია. დიდი. მაგრამ
ხალხმა რომ მას მოუგოს ძალიან დიდი ბრძოლა იქნება საჭირო.


[ This Message was edited by: `Al-pachino` on `2004-02`-06 12:55 ]
Al-pachino
კუსა პრობლემაც მაგაშია რომ შენი და ჩვენი პრეზიდენტს აღარ ესმის.
Cusa
ჟვანიას გუნდი დღითიდღე კარგავს თავის პოზიციებს, გაახილე თვალი. თუ არ გჯერა და დაიცადე ცოტა და დაელოდე მოვლენების განვითარებას. არჩევნებისთვის კიდევ ბევრი სიურპრიზები იქნება :smile:
Al-pachino
სხვა რა გზა გვაქვს კაცი და ორმოსი არ იყოს.
მე და შენ მარტო ვლაპარაკობთ იმათგან არც არავინ გვისმენს.
Kartu
საშინელება ხდება. არ მეგონა რომ სააკაშვილი ასე იყო დამოკიდებული ჟვანიაზე. მე ჟვანიას მიმართ არასოდეს არ მქონდა ნდობა. თუმცა ზოგიერთი დემოკრატი ძალიან მომწონს - ბარამიძე და მაჭავარიანი მაგალითად. არ მინდა მე რომ დავითაშვილი და ბერძენიშვილი იყვნენ ოპოზიციაში იმიტომ რომ ჟვანია პრემიერი გახდა. თუ პატრიოტია ჟვანია და ქვეყანაზე ფიქრობს თითონ უნდა გადადგეს. ჭკვიანია მაგას ვერ წაართმევ მაგრამ ეგ ერთად ერთია ახალ მტავრობაში ვინც ედიკას გვერდით 8 წელი იყო. ეჰ მიშა, მიშა... გადაეცით თუ ვინმე კითხულობს ამას მისი ახლობელი. იქნებ სანდრამ მაინც მოიყვანოს ჭკუაზე. სისულელეა ეს ყველაფერი. ცოდოა საქართველო, მორჩით ექსპერიმენტებს.
Cusa
Kartu
ჟვანიას ამ მთავრობაში ხან გერს და ხან ხელსახოცს უწოდებენ ჟვანიას პირველი მტრებიც. ცოტა ხანი აცალეთ და ნახავთ რა კოხტად მოაცილებს ჟვანიას მიშა. თუ არა და ორივეს მოვაცილებთ იქიდან. ყველაფერში სულსწრაფობა არ არის კარგი.
Al-pachino
ეს ხალხი გადაგრევს პირდაპირ.
ბერძენიშვილებმა ,ხაინდრავამ, უსუფაშვილმა, გოცირიძემ, შალვა რამიშვილმა , თავისუფლების ინსტიტუტის ხალხმა შექმნეს ეს ყველაფერი რაც დაკავშირებულია რევოლუციასთან .
ბურჯანაძემ და ჟვანიამ 8 % მიიღეს(ამბობენ ასე ტორემ შეიძლება ცოტაც 7 %ზე)
რატომ უნდა იყვნენ ჟვანია და ბურჯანაძე პოზიცია და
ვინც მოიგო ოპოზიცია?

ესაა გაუგებარი.


ყველა ნორმალურ ქვეყანაში პირიქითაა და ჩვენთან რატო უნდა იყოოს ასე?


მოკლედ ხალხი ბრბოა.
ta_ta
ანუ ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, შევარდნაძის "ბაირამობა" დამთავრადა საქართველოში. (მ. სააკაშვილი)
..... ახლა სააკაშვილის და ჟვანიას "ბაირამობა " იწყება?!
Kartu
QUOTE

On `2004-02`-06 13:34, Cusa wrote:
Kartu
ჟვანიას ამ მთავრობაში ხან გერს და ხან ხელსახოცს უწოდებენ ჟვანიას პირველი მტრებიც. ცოტა ხანი აცალეთ და ნახავთ რა კოხტად მოაცილებს ჟვანიას მიშა. თუ არა და ორივეს მოვაცილებთ იქიდან. ყველაფერში სულსწრაფობა არ არის კარგი.

სულსწრაფობას მე მგონი ზუსტად მიშა აჩვენებს. მიშამ რომ მოინდომოს ჯვანიას დღესვე მოაცილებს. არავინ არ შეუშლის. მე ძალიან მინდა რომ ვცდებოდე და იმედის დაკარგვა არ მინდა. მგონია რომ სააკაშვილმა და ჯვანიამ უნდა გამოაცხადონ რა ხდება სინამდვილეში. იქნებ არ ვიცით რამე ფაქტი? ამის გარეშე ეს ყველაფერი ძალიან არადემოკრატიულად ჩანს. თუ ამ პრინციპებს უღალატეთ მაშინ არაფერს არა აქვს აზრი. მე ეხლა არა ვარ მზად რომ ისევ ქუჩაში გავიდე მაგრამ თუ ეს შეცდომები(ჯერ ამას ღალატს ვერ დავარქმევ)გაგრძელდება მაშინ სხვა რა გზა გვაქვს, გავალთ ქუჩაში ახალი ლოზუნგით "საქართველო სააკაშვილის გარეშე!!" იმიტომ რომ საქართველო კიდევ ხუთწლიან ექსპერიმენტს ვერ გაუძლებს. ეჰ, მიშა, მიშა, რა იმედი მქონდა...
Cusa
`Al-pachino`
შენ გავიწყდება, რომ საპარლამენტო არჩევნები ჯერ არ შემდგარა. შედგა მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც იმათ, ვინც შენ ჩამოთვალე სააკაშვილი გააპრეზიდენტეს. ახლა წინ არის საპარლამენტო არჩევნები და საჭიროა გარკვეული ტაქტიკა იმისთვის, რომ პარლამენტში მაქსიმალურად მოვიდეს ის ხალხი, ვინც შენ ჩამოთვალე და ვის გარეშეც მე ვერ წარმომიდგენია დღევანდელი საქართველოს პოლიტიკური ელიტა. ჟვანია დროებითი პრემიერია ხოლო მისი გუნდისგან მალე დარჩება მხოლოდ ის, ვისაც ყველა პატივს სცემს, ანუ ბარამიძის მსგავსნი.
Anonymous
waikiTxeT gankarguleba sajaro samsaxuris Sesaxeb sadac tyibulis mTavar arqiteqtors xelfass uniSnaven 47 lars. cnobisaTvis mT.arqiteqtoris xelmoweris gareSe raionSi veraferi ara Tu ver aSendeba aramed SeRebviTac ki ver SeiRebeba. da axla mainteresebs 47 larze samusaod Tamxmdeba is adamiani, romelic aseT gancxadebas dawers? an mTavrobam ar icis rom 47 lariT ver icxovrebs? e.i. ras eubneba - moipare mxolod ar cavardeo, Tu moipare Tu Cemi xaro?
Cusa
Awgust
სად წავიკითხოთ?
გასაგებია, რომ როდესაც ჩინოსანს ასეთი ხელფასი აქვს იმას უბიძგებენ მოიპაროს, მაგრამ ხომ არ შეიძლება ორი კვირის მოსულ პრეზიდენტს მოვთხოვოთ ისეთი რეფორმა, რომლის მიხედვითაც ყველა მაღალჩინოსანი იმ ხელფასს მიიღებს, რასაც წესით იმსახურებს? მე ვფიქრობ გარდამავალ პერიოდში ყველა ჩინოსანმა წელზე ქამარი უნდა შემოიჭიროს და ცვლილებებს დაელოდოს. თუ არა და არავინ არ აძალებს არავის ჩინოსნად მუშაობაზე. დღეს მთეს სახელმწიფო სექტორში ესეთი ხელფასებია და რა დააშავეს მასწავლებლებმა, ექიმებმა? პირველ რიგში ნორმალური ხელფასები უნდა დაენიშნოთ ძალოვან სტრუქტურებს და მაღალჩინოსნებს, რომ წესრიგი დამყარდეს, ხოლო მას მერე რაც ბიუჯეტში თანხების მოზიდვას ისწავლიან და ეკონომიკას აამუშავებენ, გაეზრდება ხელფასი ყველა დანარჩენს და პენსიებიც.
Makvala
კუსა არც ასეა საქმე, როგორც შენ ამბობ. ჟვანიასთან დაკავშირებით მე პირადად უპირველეს პრობლემად კადრები მესახება. არ არის აქ ლაპარაკი მინისტრებზე მხოლოდ. ჟვანიას კადრები ჰყავს ყველა რგოლში და თანაც ძალიან მრავლად. ეს კადრები ზოგი არის ცხადი და საზოგადოებისთვის ცნობილი და უმეტოსობა კი ფარული. ეს არ არის იოლად მოსაგვარებელი საკითხი. აი ამაშია მთავარი პრობლემა და არა იმაში, რომ ვიღაცეებს იჭერენ, აგერ ნახავ ძალიან მალე რა შედეგი მოჰყვება ამ დაჭერებს ენერგეტიკა მაქვს მხედველობაში მხოლოდ. დღეს ენერგო სისტემაში ვინც არის დაჭერილი, რეალურად მხოლოდ ერთი იყო ამათგან დასაჭერი. დანარჩენებს ვერაფერს ვერ უზამენ და ამით დამთავრდება რა თქმა უნდა უახლოეს მომავალში არა, მაგრამ... დღეს, რაც იგივე ამ სფეროში განხორციელებულ დაჭერებს მოჰყვა შედეგად- არის სისტემის კარგა გვარიანად დაკნინება. დღეს საბითუმო ბაზარი ოპერაციებს ვეღარ ახორციელებს (საბითუმო ბაზარი არის საკვანძო ელემენტი სისტემისა) და თბილისს აღარ ჰყავს საუკეთესო დისპეტჩერი. მოკლედ, რომ ვთქვა ვინც დასაჭერია იმათ არ იჭერენ მიუხედავად იმისა, რომ თავად ამ უწყებებმა მშვენივრად იციან ამ ადამიანების ბრალეულობა. ვიმეორებ ეს მხოლოდ ამ სისტემასთან მიმართებაში.

მე იმედი მაქვს, რომ ვინც დასაჭერია მაინც იმათ დაიჭერენ და კიდევ დიდი იმედი მაქვს, რომ პროკურატურა ძალიან მალე დაიწმინდება, იმიტომ, რომ იმ პროკურორს, რომელსაც რკინიგზის საქმე დახურული ჰქონდა მტკიცებულების არ არსებობის გამო სულ რაღაც 8 თვის წინ და შემდეგ 100 000 $ ავტომანქანა შეიძინა არ აქვს უფლება გარეთ ყოფნისა და მითუმეტეს გამოძიების ჩატარებისა.

სულსწრაფობას, რაც შეეხება ნამდვილად არ არის საჭირო და ალბათ დაწყნარება გვმართებს ცოტა. ამაში გეთანხმები

QUOTE

On `2004-02`-06 13:34, Cusa wrote:
Kartu
ჟვანიას ამ მთავრობაში ხან გერს და ხან ხელსახოცს უწოდებენ ჟვანიას პირველი მტრებიც. ცოტა ხანი აცალეთ და ნახავთ რა კოხტად მოაცილებს ჟვანიას მიშა. თუ არა და ორივეს მოვაცილებთ იქიდან. ყველაფერში სულსწრაფობა არ არის კარგი.
Cusa
Makvala
მე გეთანხმები, დაჭერებიც და არა მოარტო დაჭერებიც, არამედ ნებისმიერი ქმედებებიც უნდა შედგეს აწონილად. მეც მესმის, რომ ნებისმიერი სფეროს დანგრევა შეიძლება გამოიწვიო იმით თუ მას ორ სამ ტოპ მენეჯერს მოაცილებ ერთბაშად, ისევე როგორც გარე ვაჭრობის პრბლემის ასე ერთბაშად, ბოლშევიკურად გადაჭრის მომხრე არ ვიყავი და ვწერდი კედეც ამაზე. ჟვანიას მეტასტაზებისაც მჯერა, მაგრამ იმაში ვერ დაგეთანხმები რომ დღეს დროა ჟვანიას მთავრობიდან მოცილების ან მითუმეტეს მისი დაჭერის, ამას მოზადება უნდა და ის რაც დღეს პოლიტიკაში ხდება - სწორედ ამისთვის არის ბრძოლა. უბრალოდ სანამ შევარდნაძის კლანთან ბრძოლა არ დამთავრებულა ეხლა ახალი ფრონტის გახსნა და ჟვანიას კლანზე გალაშქრება მიმაჩნია დამღუპველად. დღეს ჟვანიას კლანს პოლიტიკურად უდგება წყალი. ისევე როგორც თავის დროზე წყალი შეედგა შევარდნაძის კლანს. მე არ მჯერა იმის რომ მიშა ან საერთოდ ვინმე ხელისუფლებიდან ამ ფორუმს კითხულობდეს, მაგრამ ის რაც აქ იწერება იმათმა ჩვენზე უკეთ იციან. უბრალოდ არ შეიძლება ჯადოსნური ჯოხის მოქნევით ყველაფერს ერთბაშად მიეხედოს, თან პოლიტიკა მაინც ბინჭურია და როგორც მიშამ ღიად თქვა ყველა უნდა წავიდეს გარკვეულ დათმობაზე და მსხვერპლზე. ეს მან ფაქტიურად აშკარად თქვა ჟვანიასთან მიმართებაში, ანუ მან აღიარა რომ ჟვანიას ყოფნა პრემიერად - ეს არის მსხვერპლი! აბა ყველაფერს მართლა ღიად ხომ არ იტყვის, ხო ერთი ორი სამი თვე იყოს პრემიერი და მერე დავიჭერო?
ამიტომ ვადროვოთ და დავლოცოთ იმაში რასაც ეგ ბიჭი მოეკიდა, და დავეხმაროთ. ბოლო ბოლო ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ, ხალხი შევუწყობთ ხელს. ასე მესმის მე.
Makvala
კუსა "მეც ვეთანხმები გამყრელიძის დასკვნას"....

მაგრამ არის 1 დეტალი, რასაც ჩვენ სხვადასხვანაირად აღვიქვამთ. შენ თვლი, რომ ჟვანია ჟვანიაა და თავისი კლანი ჰყავს და მე კი ვთვლი, რომ ჟვანია შევარდნაძის კლანის უფროსია და მისივე კადრია. აი ეს გახლავს ის სხვაობა, რასაც ჩვენ ასე განვიცდით....
Cusa
Makvala
მე როგორც ვხედავ მაინც არის განსხვავება მაგ ორ კლანს შორის. ანუ ჟვანია არის შევარდნაძის კლანს მოწყვეტილი ერთ ერთი ფრთა, რომელიც დანარჩენ სხეულს დაუპრირსპირდა. ხომ ასეა? თუ შენ თვლი რომ ჟვანია დღემდე იცავს შევარდნაძის კლანის წევრებს, იმათ ვინც მის ფრთას არ არის ამოფარებული?

[ This Message was edited by: Cusa on `2004-02`-06 17:57 ]
Laki
მოდი ასეც ვიფიქროთ:მიშა ჩააბარებს ჟვანიას მათავრობას.საკეთებელი ბევრი,საშუალებები ცოტა,და ამის მერე ხალხი რომ დაიწყებს უკმაყოფილების გამოხატვას, მისას მოეცემა მიზეზი და შანსიც იმისა,რომ ჟვანია "დაიქნიოს"! :wink:
FALCONE
მაყვალა :smile:))))))))))))))))
"გამყრელიძის დასკვნა" მაგარი იყო
FALCONE
გეთანხმებით რომ ჟვანია არ არის ფრთიანი ანგელოზი,
მაგრამ
ძალიან ასხავთ თავზე ლაფს.
რაღაცეები მან ისეთი გააკეთა რომ, ....ჩემი აზრით ჩაეთვალა რა
Al-pachino
აქ მაინც არის ორი მიმართულება .
ჩრდილოეტით და დასავლეტით.
სააკაშვილის ფრტაზე არიან რესპუბლიკელები
მხოლოდ დასავლური . ყველა დანარჩენი ჩრდილოელების საძმოა.
პრობლემა ისაა რომ რევოლუცია ნებისმიერს რომ კითხო მოსახლეობას დასავლურებმა მოიგეს. (რესპუბლიკელებმა,არასამტავრობოებმა)
შეირგო კი ჩრდილოელებმა. იყო შანსი რომ დასავლურები ცოტანი მაინც შესულიყვნენ და ახლა ეს შანსიც ფაფუ.
Cusa
ჟვანიას ბედი გადაწყვეტილია, ის არის პრემიერი უახლოესი თვეების მანძილზე. მოსწონს ეს ვინმეს თუ არა - ეს ასეა. არც ჟვანიაა იმის ჩიტი იმას ელოდოს როდის მოისვრის მას მიშა ცუდი მუშაობისთვის და არც მიშაა იმის ჩიტი ჟვანიას მოუთმინოს ვიღაცეებზე ხელის დაფარება. ეს არის შიდა კრიზისი ტრიუმვირატის და შიგნითვე გადაწყდება. მე უფრო ის მაღელვებს დავითაშვილის, ბერძენიშვილების და არასამთავროების დაპირისპირება მიშასადმი დაპირისპირებაა ჟვანიას მოსაცილებლად გათამაშებული ან წამოწყებული, თუ ეს მართლა შლის ნაციონალების ერთიან გუნდს. სამწუხაროდ ამ კითხვაზე პასუხს დღეს ვერავინ ვერ გაგვცემს, ამას დრო გვიჩვენებს. დანარჩენი კი რაც არ უნდა ვილაპარაკოთ და ვაანალიზოთ აქ - ჰაერის შერყევაა.
Al-pachino
მე გაგცემ პასუხს. მე ვიყავი საქართველოში აგვისტოში.
მე მყავს ახლობლები ბერძენიშვილებთან . ე წ რუსთაველი ახალგაზრდების სახით,
თვითონ ბერძენიშვილი დათო დიდ ყურადღებას უთმობს ამ ახალგაზრდებს.იმათგან ვიცი რატომ არა ჟვანია. და რა მნიშვნელოვანია ჟვანიას მოსროლა.
ჟვანია არაა მარტო.!!!
ჟვანიას ქვეშ იგულისხმება მთელი ჯგუფი. რომელიც მოსასროლია. არ ვიცი რა გააკეთეს მაგან და მაგისმა ჯგუფმა მაგრამ მე ვიცი რა გააფუჭეს. აქ სხვებსაც
კითხე რა გააფუჭეს და გეტყვიან. არ შეიძლება მომხრე იყო იმისა რომ ჟვანია იყოს პოზიცია და ყავდეს ოპოზიცია შეგნებული.
მე მინდა რომ პირდაპირ შეგნებულებმა მართონ ქვეყანა .
მე წავედი ორშაბათამდე აღარ ვიქნები აქ .
ვერც ვერაფერს გავიგებ ახალს. ინტერნეტი არ მექნება.
jim
კუსა და ლაკი
აბსოლუტურად გეთანხმებით . და კიდევ ერთი გაითვალისწინეთ 22 ნოემბრამდე გაკეთებული მიშას განცხადებები იმ უხსენებელის შესახებ და 23 -ში ღამით და მის მერე , ხელშეუხებლობის შესახებ.
მე მგონი ჩვენ საქმე გვაქვს თანამედროვე ტიპის პოლიტიკური გენიის გაფურჩქვნსთან. ასევე არა მგონია საჭირო იყოს ამ თემაზე ამდენი დისკუსიები. ჩვენც ჭორიკანა ჟურნალისტები ხომ არა ვართ, რომელიც შეუგნებლად ნებისმიერ დროს წყალს უყენებენ ნებისმიერ პოზიციას, სახელმწიფო ინტერესებს. ჯობია გავჩუმდეთ და თვალი ვადევნოთ მოვლენების განვითარებას. მე მგონი პრეზიდენტს ჭირდება მაქსიმუმ ერთი წელი ქვეყნის ჭკუაზე მოსაყვანად. ვინაიდან გადაგვარებულია ქართული აზროვნება, ერთის თქმისა არ იყოს საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი კორუმპირებულია.
ჯერ კიდევ ლონიას დროს თბილისში ტრამვაის ლიანდაგის მწმენდავიც კი კორუმპირებული იყო. საიდან და რატო თავად გაარკვიეთ.
მიშამ ჩვენზე კარგად იცის ვინ არის ჯვანია, ნინო, და დანარჩენი დემოკრატები.
მე მაგალითად მგონია,რომ იმ დემოკრატებში ვინც დღეს ახალი დანიშნულია და მიშას პატივისცემით სარგებლობენ დიდი ხანია მიშას თაყვანისმცემლები არიან და მათი პარტიული ბოსები დიდი ხანია სნაგვეზე ყავთ გამწესებული.
დავიცადოთ.
მე მგონია ყველა კითხულობს ამ ფორუმს ვისაც ჭირდება
მაღლა.
პარლამენტი პარლამენტია მაგრამ ეს ფორუმი 90 % ალალი აზრის გამოხატვის საშუალებაა, და ბევრი სიახლის და ახალი იდეის წყაროა ზოგიერთი ბალვანი პოლიტიკოსისათვის. მე სიჩუმეს ვამჯობინებდი ასეთ ღია დისკუსიებს.
AMANDA!
QUOTE

On `2004-02`-06 17:52, Makvala wrote:
კუსა "მეც ვეთანხმები გამყრელიძის დასკვნას"....

მაგრამ არის 1 დეტალი, რასაც ჩვენ სხვადასხვანაირად აღვიქვამთ. შენ თვლი, რომ ჟვანია ჟვანიაა და თავისი კლანი ჰყავს და მე კი ვთვლი, რომ ჟვანია შევარდნაძის კლანის უფროსია და მისივე კადრია. აი ეს გახლავს ის სხვაობა, რასაც ჩვენ ასე განვიცდით....


გეთანხმები, ტყვილად არ გადაეკიდა ჟვანია შევარდნაძის გამო მიშას, ამ რამდენიმე წლის წინ :smile:
ტყვილად არ უშლიდა მიშას, პალამენტში ვარდით მისულიყო.
Cusa
jim
ყოველთვის გულწრფელად მიხარია ხოლმე თანამოაზრის პოვნა. აბსოლუტურად გეთანხმები! :smile:
jim
შენი არ ვიცი, მაგრამ ამ ბოლო დროს ჩემთვის მართლა ძნელი გახდა თანამოაზრის პოვნა.
ძალიან მიხარია, რომ ამ საკითხში ჩვენ ერთი აზრის ვართ, შეიძლება სხვა საკითხებშიც.
ღმერთმა გაგიმარჯოს კაი საქმეში.
Cusa
jim
ადრეც გვქონია ერთი აზრი სხვა თემებზე და თუ კიდევაც რაღაცაზე განსხვავებული აზრი გვექნება არც ეგ არ არის პრობლემა, მთავარია ერთმანეთის მოსმენა ვიცოდეთ და განსხვვავებული აზრი გვაფიქრებდეს და არა გვაღიზიანებდეს.
მეც გულით გისურვებ სიკეთეს და წარმატებებს!
Ayatolla
უახლოესი მინიმუმ ორი წელი სააკაშვილს დასჭირდება ჟვანია, ჟვანიას დასჭირდება სააკაშვილი, ამ ორივეს ბურჯანაძე, ამ სამივეს ბარამიძე თუ მერაბიშვილი და მოკლედ ყველა ერთად იქნება, იმიტომ რომ საქმეა გასაკეთებელი და სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არის. ეს შევარდნაძის დროინდელი ინტრიგანული აზროვნების გადმონაშთია მკითხაობა იმაზე, თუ ვინ ვის მოიშორებს, ვინ ვის გადააგდებს და ასე შემდეგ. ქვეყანა უფსკრულის პირას დგას, რა დროს ინტრიგები და გარჩევებია, ოეეე!
Laki
QUOTE

On `2004-02`-06 11:12, `Al-pachino` wrote:
ვირებმა არ ვიცი ყროყინის მეტი იციან თუ არა დ  ეს ნიკია რომლის უკან ადამიანი დგას.



დღეს "რუსთავი2"-სე "შრეკს" ვუყურე!
ვირი ყველაზე სიმპატიური პერსონაჟია! :wink:

[ This Message was edited by: Laki on `2004-02`-07 12:25 ]
Cusa
დღეს გავიდა ინფორმაცია რომ თბილისში დაბრუნებული კოკო გამსახურდია აპირებს მჭიდრო თანამშრომლობა დაამყაროს კობა დავითაშვილთან. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ თეორიაზე, რომ არჩევნებისთვის იქმნება ორი ძლიერი დემოკრატიული ბლოკი:
ერთის მხრივ ბერძენიშვილი, დავითაშვილი, გამსახურდია და მისი მომხრეები, არასამთავროები, რომლებიც არჩევნებზე გამოვლენ კონსტრუქციული ოპოზიციის ეგიდით, რითაც ამ "ტიტულს" (და არჩევნებზე ხმებს) ჩამოართმევენ ახლებს, მრეწველებს, კონსერვატორებს, ეროვნულ-დემოკრატებს და სხვათა (რომელიც ჟვანიას მიერ შექმნილ ფსევდო ოპოზიციადაც მოიხსენიებოდა) და მეორეს მხრივ ნაციონალური მოძრაობა და ბურჯანაძე დემოკრატები. მე დარწმუნებული ვარ რომ მოვლენების ასეთი განვითარებით ჟვანიას საბოლოო შანსი მოკვდება, ანუ ის, რომ პარლამენტში გაიყვანოს "თავისი ფსევდო ოპოზიცია" და მისი საშუალებით აწარმოოს ზეწოლა ნაციონალების გუნდზე. მეორეს მხრივ არჩევნების შემდეგ არ არის გამორიცხული რომ ნაციონალებმა თავიანთ რიგებში გამოაცხადონ წმენდა და ამ წმენდაში მოყვება ჟვანია-ბურჯანაძე.
თუ ეს ასეა, მაშინ მართლა შევძლებთ ვთქვათ რომ ზურიკომ მიშა ნედოოცენილ :smile:
მეორე საკითხია რამდენად გამოადგება ქვეყანას მიშას ფაქტიური ოპოზიციის გარეშე დატოვება და რამდენად შესძლებს ახალი ხელისუფლება იყოს პატიოსანი ფაქტიურად უკონკურენტო და უკონტროლო გარემოში.

[ This Message was edited by: Cusa on `2004-02`-07 14:50 ]
Laki
იმედია მასე მოხდება! :wink:
KOALA
ჩვენი პრეზიდენტი მაგ პრობლემას ვერ გადაწყვეტს ესე უცებ.რუსეთის ხელისუფლებაზეა ეგ დამოკიდებული.
dzneladmoazrovne(zanti)
რევოლუციის დროს დამნაშავეებთან ერთAდ ბევრი უდანაშაულოც ისჯება ხოლმე.
მე ვითხოვ პრეზიდენტისაგან:
1.ნუ გაიხდის მიზნად ხალხის დაჭერას არამედ მათგან ფული ამოიღოს.
2.მოსპოს საქართველოში ქურდომანია.
3.სშექმნას კონკურენტუნარიანი სამუშაო გარემო და დაასაქმოს ამდენი უმუშევარი.
4.იმედი არ მოგვიკლას.
5.თავს გაუფრთხილდეს იმიტომ რომ მთელ საქართველოს უყვარს.
6.ასლანა არ გააპარპაშოს(მაგის).
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2014 Invision Power Services, Inc.