ეს კითხვა მუდამ მაინტერესებს.
ხომ არ იცით რატომ არის საქართველო რუსულად ,,გრუზია", ყველა დანარჩენ უცხო ენაზე კი ,,ჯორჯია"? ეს უკანასკნელი ხშირად გაორებას იწვევს. ვერ გარკვეულან, ეს საბჭოთა ჯორჯიაა თუ აშშ ჯორჯია?
ხომ შეიძლება, ყველგან უბრალოდ საქართველოთი მოიხსენიებდნენ?
თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
[ This Message was edited by: mmm... on `2003-01`-25 00:38 ]
[ This Message was edited by: mmm... on `2003-01`-25 00:39 ]
მეც იგივე მაინტერესებს :smile:
ლათინურ ენებზეა საქართველო ჯორჯია. ისე აზერები, თურქები და ა.შ. გურჯისტანს ეზახიან, სომხები ვრასტანს .....რატომ? არ ვიცი.
Anonymous
25.01.2003, 7:20
სიტყვა "გრუზ " დან გამომდინარე ეზახიან რუსები
რადგანაც მათთვის ტვირთს წარმოვადგენდით
Anonymous
25.01.2003, 7:41
ინგლისური სიტყვა GOრGEOUს რაც ლამაზს, შესანიშნავს ნიშნავს. არის ვარაუდი ლინგვისტიკაში რომ ეს სიტყვა ინგლისურში მუსულმანების მიერ ეგრეთ წოდებული გურჯისტანიდან მოდის. დღესაც ეგრე ეძახიან საქართველოს უმეტესობა გარშემო მცხოვრები მუსულმანები.ვინაიდან ლამაზი ხალხი ვიყავით და ვართ მათთვის.
გაგიკვირდებათ, მაგრამ იაპონურადაც საქართველოს გრუზიას ეძახიან.
[ This Message was edited by: Vacho on `2003-01`-25 10:31 ]
QUOTE
On `2003-01`-25 06:20, antagonisti wrote:
სიტყვა "გრუზ " დან გამომდინარე ეზახიან რუსები
რადგანაც მათთვის ტვირთს წარმოვადგენდით

ხუმრობ?
Anonymous
25.01.2003, 21:43
არა :smile:
:smile:
ისე მე როგორც ვიცი GEO-დან გამომდინარე ეძახიან (მიწას ნიშნავს, გეცოდინებათ), რადგან მიწათმოქმედებით ვიყავით ცნობილი.
(უბრალოდ, ვერსია...)
Gergezi
26.01.2003, 14:53
Vacho
LOL... მაგრამ იაპონელები როგორც ვიცი "ლ"-ს ვერ ამობებნ ანუ საქართვე-ლ-ოს ვერ დაგვიძახებდნენ და ამიტომ არჩიეს მარტივი, მათი აზიელი გენის მატარებელი მოძმე რუსებისგან ესესხათ ყოველგვარი "ლ"-იანი სიტყვა გრუზია! ალბათ ამიტომაა
Gergezi
26.01.2003, 14:53
დააა ისე იაპონელებს "ყ" თუ აქვთ?
არის ასეთი ვერსიაც რომ სიტყვა გეორგია წმინდა
გიორგის უკავშირდება,რომელიც ოდითგანვე საქართველოს მფარველად ითვლებოდა
Anonymous
27.01.2003, 1:40
ბექა მეც ეგეთი ინფორმაცია მაქვს მაგრამ არ ვიცი რამდენად სწორია
გერგეზ იაპონელებმა თვითონაც არ იციან რომ გრუზიას რუსები ეძახიან საქართველოს.საიდან მოდის ამდენი ხანი ვერ დავარკვიე. ალბათ მაინც ასე უნდა იყოს, მაგრამ ახლა არავინ იცის რატომ და როდის. საქართველოს შესახებ ამათ აბსოლუტურად არავითარი ინფორმაცია არ მოეპოვებათ და ერთს გაიძახიან მარტო "ჩეჩნია, ჩეჩნია". მიდი და ელაპარაკე ახლა ამათ. შეკითხვას უპასუხებ და გეტყვი,რომ ასო "ყ" არ აქვთ. სამწუხაროა არა?
sasha kutaisseli
29.01.2003, 7:17
ოჰაიო გოზაიმას ვაჩო,
იაპონურ "ლ" და "რ"-ზე გამახსენდა ერთი ანეგდოტი/
ამერიკელი ბიზნესმენი ჩადის იაპონიაში და სტუმრობს მის პარტნიორ ფირმაში; ძალიან გაოცებულია მუშების ქვეშერვრდომული დამოკიდებულებით და ქმერიკული მიამიტობით ეკითხება მის პარტნიორს : "DO YOU HAVE ელექშონს ჰიერ?" იაპონელი საშინლად შერცხვა, გაწითლდა, მიმოიხედა, პირზე ხელი მიიფარა და უპასუხა ამერიკელს : "იეს სირ, ევერი მორნინგ სერ"...
დომო არიგატო გოზაიმას,
კონბანვა, საშა ქუთაისელს. ისე იაპონურს ხომ არ სწავლობდი დრო და დრო? რაღაც ნიშნები შევატყვე იაპონურის ცოდნის. არა და მართლა აქ საქართველოს შესახებ არაფერი არ იციან და ერთი უნდა ნახოთ აქ ჩემს მიერ ჩამოტანილ საქართველოს დროშას და სურათებს როგორ ათვალიერებენ. თან მოსწონთ და თან უკვირთ. ქართული ანბანი რომ დაინახეს ხომ სულ გადაირივნენ. ეს რა კანჯიაო მეკითხებოდნენ. მოკლედ საოცარი ბევრი ვანახე ამ ხნის განმავლობაში.
რამდენიმე იაპონელს მეც შევხვდი საკართველოI. მართლაც საინტერესო ხალხია. ანბანიდან დაწყებული მტელი კულტურით დამათავრებული.
ისე იაპონიაში კოფნისას რა არის კველაზე შესამჩნევი?
გეორგია ბერძნებმა უწოდეს საქართველოს, რადგან ქართველები მიწათმოქმედებას მისდევდა. "გეოს" მიწას ნიშნავს ბერძნულად ალბათ მოგეხსენებათ.
არის მეორე ვერსია რომ წმინდა გიორგის კულტის გამო საქართველოში.
გრუზია "გურჯიდან" მოდის.
ეგ მარტალია ყოჩაღ ნოოდს შენ ერთს გქონია წარმოდგენა.
გურჯი მოდის ურჯულოსაგან- გიაურ- ასე გვეძახდნენ სპარსელები, არაბები თუ თურქები.
გურჯი ამ სიტყვის სახეცვლილებაა.სპარსულიდან რუსებმა ძალით გადმოიღეს და მტკვარსაც კურა უწოდეს.
თბილისს- "ტიფლისს " რასაც სპარსელები და სომხები ეძახიან .
ისე, კიდევ კარგი"გოიმს" აღარ გეძახიან ,რაც იდიშზე არა ებრაელს ანუ " ურჯულოს"ქვია.
ისე ჯერ სიტყვას ამკვიდრებენ. ისე ეგ გამოთქმა აქტიურ ხმარებაშია ქართველებში . პოტენციური ქრისტიანები ერთმანეთს ამ სიტყვით უმასპინძლდებიან."არაფერი იცის გოიმია--ესეიგი არა იუდეველი!" სასაცილოა მაგრამ ფაქტია!!
sasha kutaisseli
30.01.2003, 3:06
გენკიდეს კა ვაჩო
არა იაპონური არასდროს მისწავლია, უბრალოდ რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და რაღაცას ვცოდვილობ. ძალიან ძლლიერი დრო გავატარე. არის ადგილები, ასაკუსაში მაგალითად(შეიძლება არასწორად გამოვთქვამ)სადაც ძალიან დიდი ემოციური და კიდევ სხვანაირი ბიძგი შეიძლება მიიღო. დღესაც მესიზმრება ასაკუსას ქალები და ბებერი ტიპები ცოცხებით. ერთი ორჯერ ვიყავი კიოტოშიც,ძალიან შთამბეჭდავია ჰიგაშიიამას ზენის ტაძრები...მაინცდამაინც არ მომეწონა ოსაკა..
ისე მაქ სწავლობდა ერთი ქუთაისელი გოგონა, ახლობლის და, ორი-სამი წელი იყო, ახლა არ ვიცი თუ არის კიდევ. კეიოს უნივერსიტეტში სწავლობდა, მიტაზე ცხოვრობდა. მანამდე უასედაში იყო თუ არ ვცდები.
შენ როგორ მოხვდი მანდ? არ მიტხრა "ბავშვობიდან აქა ვზივარო"!
საიონარა
sasha kutaisseli
30.01.2003, 8:36
რაც შეეხება საქართველოს სხვადასხვა ენებზე სახელებს, ბევრ რამეში სწორს ამბობენ ნუდლს (საერთოდ ძალიან ჭკვიანი გოგო (შეიძლება ქალი)ჩანს სხვა მესსაჯებით) და ზარა, თუმცა ყველაფერში ვერ დაგეთანხებით. იმედია არ მიწყენთ.
1) ზარა ამბობს რომ ტერმინი "გურჯი" მოდის "გია(ვ)ურ" იდან. ჩემი ცოდნით, რომელიც ამ საკითხში არაა ძალიან დიდი, "გურჯი" არის პროტოსპარსული სიტყვის "გურგ" ან კიდევ "გურგჯან"-იდან ნაწარმოები. ე/ი/ მას არავითარი საერთო არ აქვს რელიგიურ ტერმინთან, მითუმეტეს ისლამთან, რომელიც სპარსეთში ბევრად უფრო მოგვიანებით შემოვიდა. ამ პერიოდშივე საქართველოს და მის მაცხოვრებლებს ძველ არაბულად (სირიაკულ ვარიანტში)ეძახდნენ "ჯურჯ ", მრავლობითში "ჯურჯან". ეს სიტყვა შევიდა რუსულში როგორც "გრუზია".
2) დასავლურ ენებში "ჯორჯია-გეორგიენ-ჟეორჟი-ხეორხია" შევიდა არა იმდენად ბერძული "გეორგიოს" ისგან, არამედ მისი აღმოსავლური ვარიანტიდან. კერძოდ , 13-ე საუკუნეში, ან არაბული "ჯურჯიდან" ან მისი თურქული ნასესხები "გურჯუ"-დან. მართალია ეს ბევრ ქართველს არ სიამოვნებს, და გამალებით იცავენ ჩვენს ოდითგანვე ევროპელობას, მაგრამ ამას წერს ბევრი სპეციალისტი, თვით ბიზანტოლოგებიც, რომელთაც თითქოს უნდა "აწყობდეთ" ბერძნული ვარიანტისთვის უპირატესობის მინიჭება. სამწუხაროდ საქართველოში ისტორიის გაყალბებას ისე მივეჩვიეთ, ეს და კიდევ მრავალი თემა ჩვენი დღევანდელი ინტერესებიდან გამომდინარე შუქდება:
3) ზარა ეხება სიტყვა "გოიმის" ეტიმოლოგიას. თითქმის მართალი ხარ, ოღონდ ეს სიტყვა ნიშნავს არაებრაელს არა იდიშზე, არამედ ებრაულად . თანაც, ჩვენთან რატომღაც მისი მრავლობითი ფორმა დამკვიდრდა (GOYIM ნიშნავს "არაებრაელებს"). მხოლობითში კი იქნება "გოი".
აბა კარგად,
საშა
კონნიტსივა საშა ქუთაისელს. მოკლედ რომ გიპასუხო აქაური მთავრობის სტიპენდია მოვიპოვე და ამიტომაც მოხდა ჩემი აქ "გაჩითვა". ისე კი აქ ქართველები ერთ ორია. ორ ოჯახს ვიცნობ მხოლოდ აქ და ესენიც მარტში ბრუნდებიან თბილისში. ასე რომ კიკოსავით ვრჩები მემგონი. ცუდი პერსპექტივაა.
ჰოი საოცრებავ, ახლა რუსთავი 2-ის საიტზე წავიკითხე რომ შევარდნაძემ ხელი არ მოაწერა რუსების ბაზებისათვის ვადის გაგრძელების დოკუმენტს. როგორ მოხდა რომ კიდევ ერთხელ არ იცეკვა რუსების დაკრულზე მაგ დალოცვილმა მაგანა ჰა?
[ This Message was edited by: Vacho on `2003-01`-30 11:36 ]
:smile:
აცალე, იცეკვებს!
ეგ საკიტხი არ განხილულა, და ძAლიანაც რომ სდომებოდა, ხელს ვერ მოაწერდა. თუმცა 2 კვირის შემდეგ განიხილება. ვნახოთ რას იზამს ამბროსიევიჩი ამჯერად :smile:
dudutava
30.01.2003, 17:30
სწორია კისსის ვერსია. ბერძნულად გეო ნიშნავს მიწას. გარწმუნებთ.
Vacho შენს ადგილზე ეიფორიაში არ ჩავვარდებოდი.ხელი რომ მოეწერა ცოცხალი ვერ ჩამოაღწევდა თბილისში ისეთი სიტუაცია შეიქმნა,ჯერ მარტო რუსთავი2-ს ვერ გადაურჩებოდა :smile: ქისისა არ იყოს აცალე ცოტა ხანს თავის კალაპოტში ჩაჯდება :smile:
dudutava
30.01.2003, 17:31
გეო ნიშნავს მიწას ბერძნულად
dudutava
30.01.2003, 17:35
გეო ბერძნულად ნიშნავს მიწას, ქართველები კი როგორ მიწათ მოქმედი ერი ვართ გეორგიანელები.
dudutava
30.01.2003, 17:35
გეო ბერძნულად ნიშნავს მიწას, ქართველები კი როგორ მიწათ მოქმედი ერი ვართ გეორგიანელები.
dudutava
30.01.2003, 17:36
გეო
sasha kutaisseli-ო შენ მართალი ხარ გამიხარდა რომ ასეთი ღრმა ცოდნა გამოავლინე.სიმართლე გითხრათ შემოვაგდე რომ გამეგო ზოგის უნარი როგორ შეუძლია საკითხს ჩაუღმავრდეს.
ისე დღევანდელ ისლამურ სამყაროში ეგ სახელი გიაურ და გურჯი გაიგივებულია.
ასევე იდიშზე როგორც ივრითზე გოიმი და გოი იგივე მნიშვნელობისაა.
ისე ყველაზე საინტერეოს აღმოჩენა იყო ჩემთვის იდიშურ ენაზე მთელი " ბლატნოი " ჟარგონის აღმოჩენა.
საინტერსოა მისი დამკვიდრება რუსულსში და მერე კი ქართულში გადმოსვლა.
რუსი ანტისემიტები ამ ფაქტს იარაღად იყენებენ, საცოდავნი რას მოედონ არ იციან.
ისე" გრუზინ" ცუდად ჟღერს მათ რომ კეთილი ნდომოდათ ველურების შერქმეულ სახელს არ დაგვიძახებდნენ.
sasha kutaisseli
30.01.2003, 20:37
ზარა,
მე ქუთაისში ისეთ უბანში გავიზარდე, სადაც ებრაული ქართული,ებრაული თუ იდიშური სიტყვებისგან რაღაც თავისებური ჰიბრიდული იდიომი გაისმოდა. ასე, მაგალითად ბაბუაჩემი დილით პურზე რომ მიდიოდა სინაგოგის წინ ჩამომჯდარ ხაიმი ბიძიას გასძხებდა :"შაბათ-შალომ ხაიმ, კაი ინა-ინი და ლეხემი ქონდა სამუელას გუშინ მარა, რაღაცა ეს მისი ქოჩაკი ნამეტანი იეშავს და ვერ გაათხოვებს მაგასო" ე/ი, კარგი პურმარილი იკისრა სამუელამ მარა მისი კალიშვილი ნამეტანი მახინჯია და ვერ გაათხოვებსო. ხანდახან ამ უცნაურ ენაზე გადადიოდნენ როცა უნდოდათ რომ ჩვენ, ბავშვებს არაფერი გაგვეგო. თაობათა მანძილზე ჩამოყალიბდა რაღაც სუბ-კულტურა, მე ვიტყოდი თითქმის რაღაც სუბ-ეთნოსი რომელიც მოიცავდა პატარა პერიმეტრს : საფიჩხიის ნაწილს ცხაკაიას ქუჩამდე, თავისი ცენტრით შაუმიანზე, სინაგოგით მაიაკოვსკის ქუჩაზე, დუქნებით და ბეთ-დინის დამტკიცებული კაშერი საყასბოებით გაპონოვის ქუჩაზე. აქ ქრისტიანი, ებრაელი და საერთოდ ათეისტი ულოცავდა ერთმანეთს შობას, ჰანუკას, ახალ წელს, როშაშანას, აღდგომას, კიპპურს და რავიცი კიდევ რას. როშაშანა მიყვარდა ძალიან, გამოეფინებოდა მთელი ებრაელობა გარეთ, კარგად გამოწყობილი, პატარა სალოცავი წიგნებით შეიარაღებულნი (ყოველ შემთხვევაში ისინი ვინც იცოდა თორის კითხვა) მიდიოდნენ რიონთან და ისროდნენ კენჭებს. სამუელა, რაფიელა ბიძია და კიდევ ერთ-ორი კაცი რაღაცა ყანწების მაგვარ თხის რქებში ბერავდნენ სულს. ძალიან მომწონდა, მაგრამ არ ვოცოდი მნიშვნელობა. ბაბუაჩემმა მითხრა ეს ერიჰონის საყვირების იმიტაციას აკეთებენო. ეს გაგანია კკომუნისტების პერიოდში, როცა ყველაფერი უნდოდათ გაენაცრისფერებინათ, ისეთი შთაბეჭდილება მქონდა თითაოს რომელიღაც ზღაპრის გმირებთან ვიყავი. ბავშვობაში ამ ტრადიციული ებრაელების შემხედვარე, "თიმთიკივით" წვერებით და კიპებით მორთული კაცების გარემოცვაში ჩვენი უბანი მართლა იყო "საზღაპრეთი". იყო ხანდახან პატარა გამოჯავრებები, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ქუთაისური ოინები უფრო იყო. ბაბუაჩემი მაგალითად სამუელას "ფუყე" რაბინს უძახდა, არ იცის მაგან არაფერიო. სინაგოგაში მისულ ბავშვებს სპეციალურად ეუბნებოდა, მოშეს წყალზე არ გაუვლია, დეიხრჩვა საწყალიო. გამოვუარდებოდა სამუელა ბაბუაჩემს და ეუბნებოდა "ბიჯო, ვიცი ღმერთის არ გეშინია, მაგრამ რომ მოკვდები ხალხი ხო უნდა მოვიდეს შენ გასვენებაში, ერთი კოლია ბრადიაგაა შენსავით უღმერთო(სხვათა შორის კოლიამ, პოლონელმა ებრაელმა, რწმენა ოსვენციმში დაკარგა ცოლშვილთან ერთად, მაგრად სვამდა და ბაბუაჩემის პირველი ძმაკაცი იყო)და მაგის მეტი არ მოვა არავინო". დღეს ეს სუბკულტურა თავისი ცეკვებით (სემ-სოროკი), სიმღერეებით (კულაშური კლეცმერი)აღარ არსებობს, ქუთაისელი ებრაელების დიდი ნაწილი ისრაელშია, შაუმიანი ნელ ნელა შეავსეს სხვა უბნებიდან ან რაიონებიდან ჩამოსულმა ხალხმა.
ეეეჰ, ძალიან გამიგრძელდა ლაპარაკი.... ერთ რამეს გთხოვ ჩემო ზარა, მუსულმანებს აწი "ველურებს" ნუ დაუძახებ, ჩვენ ქართველები იმიტომ ვართ, რომ სხვისი დამცირება არ გვჭირდება. მერეც, არაფერი ჭირთ ჩვენი დასაცინი. ძალიან ბევრი რამ ქართულ და მსოფლიო კულტურაში ისლამური კულტურიდან შევიდა, ძალიან, ძალიან ბევრი. მენდე, არ შეცდები....
მართალაც საინტერესო მოგონებებია და საკმაოდ შდამბეჭდავად გამოთქვი, მართლაი სიყვარულის გარეშე ასე ვერ მოიგონებ. მიხარია რომ ასეთი თბილი გრძნობები შემოგრჩა წარსულზე.
სიყვარული ყოველთვის ჯობდა სიძულვილს!
მე ანტიისლამისტი არა ვარ, მე ჩემი აოხრებული ქვეყნის ბედი მალაპარაკებს. სამხრეთი ყოველთვის საფრთხე იყო ჩვენთვის, მერ ზედ ჩრდილოეთიც დაემატა.
ეხლა კი ისევ საფრთხეში ვართ საითაც გაიხედავ ყველგან მტულად ჩასაფრებულან. მაგრამ საქართველო გადარჩება საქართველო, რადგან საქართველო სიყვარულის ქვეყანა იყო და იქნება.
არც ქსენოფობი ვარ, ყველას თავისი კულტურით გაუმარჯოს. ჩვენ ჩვენით უდინებს ზარაოსტრიზმით ან ქურთებს იეზიდობით.
ისე სამართლიანად მეცოდებიან რადიკალი ნაციონალისტები, მაგალითისათვის რუსი ნაცისტები , ისინი ყველას ყველაფერში ადანაშაულებენ საკუთარი თავის გარდა.
ყოველთვის გარეშეა დამნაშავე და ამ უზარმაზარ მასას მხოლოდ სიძულვილი ამოძრავებს.
ამ გვარი ტენდეციები ქართულში არ შეიმჩნევა რისი დიდი იმედი მაქვს.
ჩვენთად აფხაზებიც კი არ ძულთ, მიუხედავად იმისასა რომ საუკუნო სიძულვილი დათესეს.
არაა ლაპარაკი სომხებზე, რომელიც მუდამ გუგულის კვერცხებს გვიმზადებდა ბუდეში,ან კიდევ აზრებაიჯანლებად ან ჩვენთან თათრებად წოდებული ხალხი რომელნიც კურდღლის სისწრაფით მრავლდებიან.
ვაჩო შენ არ მოიწყინო მანდ მარტო, მე ერთი კარგი ამხანაგი მყავს მანდ, გაუხარდება კიდევ ერთი ქართველის გაცნობა. ზალიან ახლოს ვართ ტუმცა ეხლა მაგ იაპონიაშია მე კი აქ ამერიკაში. თუ გინდოდეს დავუწერ და დაგეკონტაქტება. ჯაანე... ისე ერთ დროს მე მასწავლიდა მარიკო იაპონურს, ცოტა სიტყვები ვიცი და წერაც ვისწავლე მაგრამ რთულია, მიტ უმეტეს ახლა სულ არაბულზე გადავერტვე.
sasha kutaisseli
1.02.2003, 6:06
ზარა,
შოვინიზმის; რასიზმის და სხვა სიმახინჯის პრობლემა მართლაც სერიოზული ხდება რუსეთში. ამას წინათ NY თაიმსი წერდა რომ დასავლეთ აფრიკის ერთი სახელმწიფოს ელჩიც კი უცემიათ ქუჩაში. მაგათ ეს დაავადება ჭირთ რომ გონიათ რაც უფრო მეტ ხალხს ცემენ და დაუძახებენ შავებს, ევროპა უფრო დააფასებს და თავის სწორად მიიღებს. ისე ეს პრობლემა სხვა პოსტ-საბწოთა საზოგადოებებსაც ჭირს, "სითეთრის" და "ცივილიზებულობის" კომპლექსი.
ამაზე ერთი პოსტინგი გავაგზავნე "გაუმარჯოს ქართულ პოლიციას" ტოპიკში.
მოკითხვა ჰელსინკის და ჩემ საყვარელ ფინელ ხალხს,
საშა
sasha kutaisseli
1.02.2003, 9:58
ნუდლს,
არც ერთ საიდუმლო სამსახურთან არ მაქვს კავშირი, უბრალოდ ყურადღებით ვკითხულობ ხოლმე და სქესი აქედან დავასკვენი. რაც შეეხება სიჭკვიანეს,ერთი პოსტინგი მომეწონა ამ ფორუმის ერთი ძალიან აქტიური მონაწილის (საქართველოს უახლეს ისტორიის ყველა ეპიზოდში რომ აქვს მონაწილეობა მიღებული) მიმართ ნათქვამი. ზუსტად ამასვე ვფიქრობდი თავიდანვე, თუმცა კარგი ადამიანია მაინც, გულიანი...
საშა
Anonymous
1.02.2003, 10:59
sasha kutaisseli ძალიან მიყვარს ქუთაისი და ქუთაისელები, მოგვიყევი კიდევ შენი ცხოვრებიდან .საინტერესოდ ყვები და სულაც არ გაგიგრძელდა საუბარი რომელიც, საინტერესოა ყოველთვის სასიამოვნოა მოსასმენად.
მადლობთ
Anonymous
1.02.2003, 14:23
http://riw.ru
ერთი ეს წაიკითხეთ ყველა დეგენერატი საქართველოს უნდა გადაეკიდოს.
არ გაგონებთ ზოგიერთ ქართველ პოლიტიკანს, სულ გინებაზე რომ არიან გადასული?
love is...
21.02.2003, 3:30
შენ გაიხარე მაგ კიტხვის დასმისთვის. მაგ კითხვა მკლავს რამდენი ხანია. ეგ კიდევ უPრო ამტკიცებს იმას რო ამერიკელები რამდენად ..... არ ვიტკვი არაპერს.
ამერიკაში ვარ უკვე 6 თვეა. და ჯერ ვერ ვნახე ერტი ადამიანი რომელსაც შეედზლოს საქართველოს ცარმოთქმა. დაჯე ჩემს გვარსაც ვერ იდზახიან.
მარა GEOღGIA საიდან ცამოვიდა მეც მაგრა მაინტერესებს. და ჯერ ვერ დავადგინე . თუ გავიგე შეგატკობინებ. :smile:
...და მაინც, რატომ ეყახიან საკართველოს Gრუზიას რუსები?
Anonymous
24.03.2003, 20:55
საშაია ქუთაისელი როგორაა ნეტავ?
ახლო აღმოსავლეთში წავიდა, ომის პერიოდი იქ უნდა ვიყოო
ნეტავ ჯამრთელი დაგვიბუნდეს
jouizaza_1
22.12.2003, 20:38
QUOTE
On `2003-01`-26 13:53, Gergezi wrote:
დააა ისე იაპონელებს "ყ" თუ აქვთ?
დააა გეზ შენ ვაფშემ ხურავ

))))))))
jouizaza_1
22.12.2003, 20:41
QUOTE
On `2003-01`-27 07:44, Vacho wrote:
გერგეზ იაპონელებმა თვითონაც არ იციან რომ გრუზიას რუსები ეძახიან საქართველოს.საიდან მოდის ამდენი ხანი ვერ დავარკვიე. ალბათ მაინც ასე უნდა იყოს, მაგრამ ახლა არავინ იცის რატომ და როდის. საქართველოს შესახებ ამათ აბსოლუტურად არავითარი ინფორმაცია არ მოეპოვებათ და ერთს გაიძახიან მარტო "ჩეჩნია, ჩეჩნია". მიდი და ელაპარაკე ახლა ამათ. შეკითხვას უპასუხებ და გეტყვი,რომ ასო "ყ" არ აქვთ. სამწუხაროა არა?
ვახო ეხლა ხომ მაინც მოეპოვებათ რაღაც ცნობები იაპონელებს ჩვენს შესახებ?
AMANDA!
25.04.2004, 16:25
სდა დაიკარგა საშა ქუთაისელი?
ამ საინტერესო ტოპიკში პოსტავდა ერთ-ერთი ასევე საინტერესო ფორუმელი საშა ქუთაისელი.
გეორგია - ბერძნულად GEO აგრიკულტურას ნიშნავს. არგონავტები პირველად რომ მოადგნენ კოლხეთს შავი ზღვის აღმოსავლეთით მიწას GEO-ს ეძახდნენ. აქედან წამოვიდა სიტყვა GEORGIA
bernadot
18.07.2008, 15:35
ციტატა(iver @ 16.07.2008, 12:48)

გეორგია - ბერძნულად GEO აგრიკულტურას ნიშნავს. არგონავტები პირველად რომ მოადგნენ კოლხეთს შავი ზღვის აღმოსავლეთით მიწას GEO-ს ეძახდნენ. აქედან წამოვიდა სიტყვა GEORGIA
გორგი გურჯი გრუზინი მგლისგან
გორგისგან ნაწარმოებია
ციტატა(bernadot @ 18.07.2008, 15:35)

გორგი გურჯი გრუზინი მგლისგან
გორგისგან ნაწარმოებია

ეგ რომელი ენიდან?
Dr Evil
18.07.2008, 16:56
ციტატა(Anonymous @ 25.01.2003, 7:41)

ინგლისური სიტყვა GOრGEOUს რაც ლამაზს, შესანიშნავს ნიშნავს. არის ვარაუდი ლინგვისტიკაში რომ ეს სიტყვა ინგლისურში მუსულმანების მიერ ეგრეთ წოდებული გურჯისტანიდან მოდის. დღესაც ეგრე ეძახიან საქართველოს უმეტესობა გარშემო მცხოვრები მუსულმანები.ვინაიდან ლამაზი ხალხი ვიყავით და ვართ მათთვის.
პირველად მესმის ეს ვერსია.. როგორც მახსოვს ოდითგანვე ასე მოგვიხსენიებდნენ ძველი ბერძნები..