დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: კარგი საქეიფო ადგილები საქართველოში
Rustavi 2 Forums > სხვადასახვა > F l a m e
Kutaiseli
მე ბუნებაში ქეიფი ყველაფერს მირჩევნია და კაი ადგილებიც ვიცი
ალაგალაგ. იმერეთში ხანისწყლის ან წაბლარასწყლის ხეობაში ქეიფს არაფერი სჯობს. მთის მდინარე, მთა და ზემოდან დამხობილი წაბლის ასწლოვანი ტყე. მდინარეში კაი ჩარექიანი დოქი შაშვის ცრემლებით (იხ. ცოლიკოური/ციცქა-70:30)ავსილი.
ქართლში მიყვარს რკონის ხეობა, ქართლის გული (სამთავისი, მეტეხი, ერთაწმინდა გამოვლილი გაქვს)კაი ქართული სადღეგრძელო, ჩემო ბატონო ,თავისით მოდის ჩინურის და თავკვერის ფონზე.
თბილისთან მაგარი საქეიფოა მამკოდის ტყეში და დიდგორზე.
კახეთში კიდე ყვარელი, ოღონდ ხაშმის საფერავით თასში, ან კიდე ურწყავის რქაწითელი.
ააა, რავარია.
აბა, თქვენი საქეიფო ადგილები შემიდარეთ ბატონებო....
Laki
ე დალოცვილი საქართველო სააბრაგოდ ("დათა თუთაშხია") და საქეიფოდ ყველგან კარგია ძმაო! :smile: :wink:
Kutaiseli
ლაკი, ეს რა უპურმარილო ხალხია, ქეიფი კი არა ერთი ჭიქის აწევა არ უნდათ ბუნებაში....
Laki
დავიწყოთ მერე ქუთEისლებმა და იმედია გაშლილ სუფრას მაინც შემოუსხდებიან.. :smile:
Dea
ქუთაისელო,
დუშეთში თუ ასულხარ ოდესმე საქეიფოდ? არის ასეთი სოფელი-გრემისხევი- შემოჯარული მთებით. სოფლის პირას ტბაა, სადაც თევზაობის მოყვარული თუ ხარ, ნავით შეგიძლია გახვიდე, ან ბადე ჩააგდო. პირდაპირ, ტბაზე გადებული ხიდიდან სააადღაც შორს, ღვთისმშობლის ეკლესია მოსჩანს, რომელიც ჩემთვის უცნობ მწვერვალზე დგას. მარჯვნივ, მთის კალთებზე, სათიბებია და ამ სათიბების განაპირას ტყე .ტყეში-წყაროა ანკარა, რომელსაც რომანის წყარო ჰქვია. ხო და, ჩემო კარგო, ჩვენისთანა მოქეიფეებს სხვებზეც უფიქრიათ და დაუდგამთ მაგიდა და სკამები ამ სამოთხეში და თუ მაინცადამაინც, სულას მდელოზე გაშალე სუფრა და მოუწექი ღვინით სავსე დოქს ან თაფლის არაყს გვერდში :smile: .


[ This Message was edited by: Dea on `2004-02`-04 17:14 ]
Kutaiseli
ა, შე კაცო, ასე არ ჯობია.
დარწმუნებული ვარ, ეს ფორუმი რომ ერთად შემაკრებინა ზეკარში მაგალითად, საუკუნოვანი ცაცხვის ქვეშ, კაი იმერული ნიგვზიანი ლობიო, ჭყინტი ყველი, ნეშოიანი ჭადები და იქვე წყაროში ჩაციებული კრახუნა, შენ გჯერა, ჩემო ლაკი რომ კიდევ გავიწევთ ერთმანეთზე მერე? გამორიცხულია. წარმოგიდგენია ერთი პატარა სუფრა რამდენ კაცს შეარიგებდა? არაა დალოცვილი ქართული სუფრა?
Laki
პლუს კიდევ ის,რომ ჩვენთან ხომ ყოველი შერიგება სუფრით მთვარდება!!! :smile:

გაიხსენე "ლაზარე": "ჩემო ანანია,შენ რომ არ მყავდე ამ ქვეყანაზე ჩემს მოსვლას აზრი არ ექნებოდა" :smile:არადა ფხიზლები ხომ "ჭამდნენ" ერთმენეთს დიაკვანი და ანარქისტი laugh.gif

[ This Message was edited by: Laki on `2004-02`-04 17:43 ]
Makvala
მე ვარ ნამყოფი, ფანტასტიური ადგილია.... ეჰჰჰჰჰჰ ეხლა იქ დამსვა

QUOTE

On `2004-02`-04 17:06, Dea wrote:
ქუთაისელო, 
დუშეთში თუ ასულხარ ოდესმე საქეიფოდ? არის ასეთი სოფელი-გრემისხევი- შემოჯარული მთებით. სოფლის პირას ტბაა, სადაც თევზაობის მოყვარული თუ ხარ, ნავით შეგიძლია გახვიდე, ან ბადე ჩააგდო. პირდაპირ, ტბაზე გადებული ხიდიდან სააადღაც შორს, ღვთისმშობლის ეკლესია მოსჩანს, რომელიც ჩემთვის უცნობ მწვერვალზე დგას. მარჯვნივ, მთის კალთებზე, სათიბებია და ამ სათიბების განაპირას ტყე .ტყეში-წყაროა ანკარა, რომელსაც რომანის წყარო ჰქვია. ხო და, ჩემო კარგო, ჩვენისთანა მოქეიფეებს სხვებზეც უფიქრიათ და დაუდგამთ მაგიდა და სკამები ამ სამოთხეში და თუ მაინცადამაინც, სულას მდელოზე გაშალე სუფრა და მოუწექი ღვინით სავსე დოქს ან თაფლის არაყს გვერდში :smile: . 


[ This Message was edited by: Dea on `2004-02`-04 17:14 ]
sebastian
ვინმეს თუ უქეიფია დარიალის ხეობაში, ისეთი ადგილებია შეიძლება გაგიჟდეს კაცი, ან გერგეტის სამებაზე საიდანაც ქვემოთ მთელი ყაზბეგი მოჩანს, ზემოთ კი მყინვარწვერი...ეეეეეჰჰჰჰჰჰჰჰჰ, როგორ მენატრება ყაზბეგი, ეეეეეეეეჰჰჰჰჰჰჰჰჰ
Kutaiseli
დუშეთს მართლა კაი ადგილები აქვს, მაგრამ მაგ სოფელში არასდროს ვყოფილვარ, ნადირობით კი იცოცხლე.
გერგეთის გალავანზე ერთი ბოთლი მუკუზანი დაგვილევია სამ კაცს, ზუსტად წინაპრების და სამების სადღეგრძელოს რომ ყოფნის იმდენი. მარა, ყაზბეგი უნდა იყოს მოწმენდილი, მაშინ მართლა სასწაულია.
Pipo
ბირთვისის ციხეში, დევის ნაპრალთან ახლოს ხევში -
ერთი-ორი კარავი, ხმელი ფოთლების ფარდაგი, იქვე წყარო, კოცონი, გიტარა, აქა-იქ ლოდები. თუ შემოდგომაა - ტურების ალყა და მოძახილი. თუ გაზაფხულია, ყვავილების ზვინები ფერდობებზე.
ღვინოს და მენიუს არა აქვს მნიშვნელობა.
წამოსვლა არა და არ გინდა.
chernobil
აი ახლა ხანს გავაცილე სტუმრები სახლიდან. ჩემი აზრით ყველაზე მაგარი საქეიფო ადგილი ჩემი სახლია. კაი კახური ღვინო მაქვს გეპატიჟებით ყველას.
პ.ს. ისე რამდენნი ხართ რო ვიცოდე თადარიგი რო დავიჭირო. :smile: :smile: :smile: :smile:
Kutaiseli
რა თადარიგი გინდა, კახური ხო არის და დანარჩენი
კიდე, ყველი პური და კეთილი გული
Anonymous
ოოო ბირთვისი ძალიან იდუმალი ადგილია, რაღაცნაირად ირეალური! მიხვალ, გაირინდები და აღარ გინდა რეალურ სამყაროში დაბრუნება.
chernobil
ვიქეიფოთ ბიჭებოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო
__________________________________
ჩვენ ერთად ყოფნას გაუმარ ჯ ო ს! გაუმარ ჯ ო ს! გაუმარ ჯ ო ს!!!!!! კარგიააააააააა
keit
როდის ქეიფობთთთთთთთთთთ????????მე არ დამპატიჟეეეეეეეეეეეებთ???????????????????? happy.gif beer.gif
p.m.m.l
სასტავს გააჩნია თორე შეიძლება სახურავზეც კარგად იქეიფოთ.....
komotus
საქარტველო ისეთ რელიეპურ ზონაში მდებარეობს რომ ყველა კუთხეში ფანტასტიურია ქეიფი და დროს ტარება
Mamber
აუ ძაან მაგარია სამაღუბაში იქვე მინდორზე ტყის პირას იიიფ. რაც მემ ანდ მწვადი მაქვს შემწვარი...
ასითასძე
ალგეთის ტბის პირას, ახლოსაც არის და ულამაზესი ადგილია
ასითასძე
ციტატა(Pipo @ 4.02.2004, 23:44) *
ბირთვისის ციხეში, დევის ნაპრალთან ახლოს ხევში -
ერთი-ორი კარავი, ხმელი ფოთლების ფარდაგი, იქვე წყარო, კოცონი, გიტარა, აქა-იქ ლოდები. თუ შემოდგომაა - ტურების ალყა და მოძახილი. თუ გაზაფხულია, ყვავილების ზვინები ფერდობებზე.
ღვინოს და მენიუს არა აქვს მნიშვნელობა.
წამოსვლა არა და არ გინდა.

საერთოდ ეგ ადგილები ულამაზესი ადგილებია, თეთრი წყაროს რაიონი, ალგეთის ხეობა
temuri2012
თბილისთან სად არის ყველაზე კარგი საქეიფო ადგილი?
მწვადისთვის ცეცხლის დანთება კანონით არ იკრძალება?
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2014 Invision Power Services, Inc.