დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: ვინ არის ასლან აბაშიძე
Rustavi 2 Forums > პოლიტიკა და საზოგადოება > ქართული პოლიტიკა > პერსონალური
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6
zara
ძალზე რთული ფენომენია რაც მისი პიროვენების გარშემო ხდება, მე ჩემი აზრი გამაჩნია ,მაგრამ ამაზე უფრო მოგვიანებით. რამდენად რთული პიროვნებაა, იმდენადვე საინტერესოა ჩემთვის თქვენი აზრი. ვინაა ასლანი პატრიოტი თუ მართლაც ვიღაცის კაცი, როგორც მასმედია წარმოაჩენს?
Anonymous
ასლან აბაშიძე- ვაჯკაცია, ერთ ამბავს მოგიყვებით მაგისი ახალგაზრდობიდან.
ასლანმა გოგო კინოში დაპატიჯა, უცებ კინოთეატრში რამკიანი ქურდი ძმაკაცებით შემოვიდა და ხალხი გაყარეს კინოთეატრიდან, მათ შორის ასლანიც და ის გოგო.

კომუნისტების დრო იყო, ასლანმა აიღო იარაღი და კინოთეატრთან დაელოდა, ქურდს გამოსვლისაც უთხრა "წამოდი და იმ გოგოსთან ბოდიში მოიხადეო"
ქურდმა სიცილი დაიწყო ასლანმა კი ის დაჭრა.
ქურდი 3 კვირა სავადმყოფოში იწვა, იქიდან გამოსვლისას ისევ დახვდა ასლანი "წამო იმ გოგოსთან ბოდიში მოიხადეო"
ქურდმა იყვირა -სადაც გინდა იქ მოვიხდი ბოდიშსო ოღონდ მომეშვიო.
ეს კაცი არის სიტყვის პატრონი.
ნამდვილი პატრიოტი, მან მთელი აჭარის ქართველი მუსულმანები სწორ გზაზე დაყენა. მოწმე ვარ რომ, ქობულეთის მუსულმანური ოჯახის წევრები მართმადიდებლყრად ინათლებიან.
კაცი რომელმაც, ყველა რელიგის და ეროვნების ხალხს პატივი სცა, აშენა კათოლიკური ეკლესია და რაც მთავარია არ დაივიწყა აფხაზეთში დაღუპულების ოჯახები და მათ ხსოვნის ობელისკიც აუგო.
არასოდეს არ ყოფილა პარტ მუშაკი. მთელი ცხოვრება ახალგაზრდების განათლებაზე მუშაობდა.
რომ დაცადონ და ხელი არ შეუშალონ, ასლანი აბხაზეთს დაბრუნებს.
მაგრამ დღევანდელ მთავრობას ეს არ აწყობს, ამიტომ დისკრიმინაციას უკეთებენ, ხოლო ხელი რომ მოუწვდებოდეთ ლიკვიდაციასაც გაუკეთებდენ.
იმასაც უგონებენ რომ პრორუსულია.
ასლანი არის ჭეშმარიტი ქრისტიანი ქართველი.
donna
რაღაც მე სხვანაირად მიმაჩნია მთელი აჭარა მაგის გინებაშია ოგონდ იასნი ხმამაღლა ვერავინ ვერაფერს ვერ ამბობს, მისი შვილი ხო საერთოდ მაგაზე რეებსაც ამბობენ ის თუ მართალია მაშინ კარგად ყოფილა მაგათი საქმე, ქობულეთელს რომ უთხრა აჭარელი ხარო არაა გამორიცხული რომ შეიძლება მოგკლას და ბოლო ბოლო რა გააკეტა მაგ ადამიანმა კარგი მე ვერ გავიგე , კი მართალია ბათთუმის ქუჩები სუფთაა მაგრა იმის იქეთ მე ვერაფერს ვერ ვხედავ, ხო კიდე სასახლეები ააშენა თავისთვის ბლომად, რომლის გარშემოც ხმაური არ შეიძლება და საერთოდ მგონი არც უნდა ცხოვრობდეს არავინ, შარშან მქონდა ბედნიერება მის სამეზობლოში ვცხოვრობდი და ყოველ ღამე მილიცია მეჯდა სახლში ნუ ხმაურობთ ბატონ ასლანს ხელს უშლითო, უკაცრავად მაგრამ ეგ უკვე პათოლოგიურად მეჩვენება
ბექა
ამანდამ ისე მიხატ-მოხატა ასლან ბაბუ რომ ძეგლის დადგმაღა აკლია ახლა.კარგით რაააააააა,
კარგით რააააააააააააა!!!!!!!!!!!!!!!!!!
გამომივიდა ეგეც ვახტანგ გორგასალი :smile:
რა ხეირი მერე თუ მაგი ვაჟკაცია არ მესმის!
რამდენადაც მე ვიცი მაგისი შვილი
"ლამბორჯინი დიაბლო"-თი დაგრიალებს ბათუმში.ეგ ერთადერთია საქართველოში,თანაც რა ღირს არც იკითხოთ;მერედა, საიდან???????????????????
თანაც ბათუმის მერია!!!
რომ მახსენდება მაგისი პრესკომფერენციები რუსეთში,მაზიდებს.მესმის,შეიძლება პრეზიდენტი თუ საერთოდ ხელისუფლება არ მოგწონდეს(ან თავს
აჩვენებდე რომ არ მოგწონს),მაგრამ შეურაცხყოფას რატომ აყენებ საკუთარ ქვეყანას და ხალხს?????
წავიდეს ერთი მაგის...ეგ ფაშა!!!
Vacho
არა აბაშიძემ რომ აჭარისათვის ბევრი კარგი გააკეთა ეს ჩემი თვალით მაქვს ნანახი ბათუმში და არა მარტო ბათუმში დასასვენებლად წასულს. თუმცა კი პირადად ჩემთვის ამ პიროვნების შესახებ ბევრი რამე გაუგებარია. უბრალოდ მე პირადად ვერ გავიგე ზუსტად ამ პიროვნების პოლიტიკური ნაბიჯები. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ხანდახან ეს ნაბიჯები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ისე ქალბატონო ამანდა პირადად თქვენს მიმართ, როგორც უცხო ქვეყანაში სათვისტომოს თავჯდომარის მიმართ პატივისცემით ვარ გამსჭვალული, თუმცა კი ერთი რამე ვერ გავიგე. როგორც ვიცი თქვენ მიხეილ სააკაშვილის საკმაოდ აქტიური მომხრე ბრძანდებით და ამავე დროს ასლან აბაშიძის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებთ. ცოტა ჩემთვის ეს გაუგებრად რჩება რადგანაც სააკაშვილი როგორც ვიცი აბაშიძის გინებაშია დღე და ღამე.
zara
ჩემი აზრით ასლან აბაშიძე არავის კაცი არ არის, თავისი თავის გარდა. ჩვენმა ხელისუფლებამ თავის დროზე დასვა აჭარის ლიდერად, ყველაზე მეტად ჩვენი კაცი უნდა ყოფილიყო, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია თქვა ,რომ ჩვენი კაცი არ ყოფილა. რუსეთის მიმართ მისი რევერანსები რეალური გამორჩენის მანევრებია.ამგავრ რევერანსებს ის დასავლეთის მიმართ არ დაიშურებს, თუ იქ რეალურ გამორჩენას და პრაქტიკულ სარგებელს დაინახავს.
მაგრამ მას აქვს ერთი უდიდესი პოლიტიკური პლიუსი, მე ბოლოს ვიტყვი, მინდა გავიგო სხვა როგორ დაინახავს, თუ არსებობს საქართველოში ან მის გარეთ მისი ამ მხრივ შეფასების ასპექტი. მე მინდა თქვენ თვითონ მიხვიდეთ იმ აზრამდის ,ან კიდევ დაინახოთ ის რომ რა ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს ასლანი იმ ადგილზე რომელზედაცაა ყველას დაჭირდება, ამ მისიას იმ რეგიონში სხვა ვერ შეასრულებს. ამიტომაც იძულებულნი ვართ სხვა რამეებზე თვალი დავხუჭოთ და ასლანს პატივი ვცეთ. კიდევ ერთი, ერთერთი ლეგიტიმიური მმართველი იურიდიულ ასპექტში მხოლოდ ასლანია. ის არც სისხლით მოსულა, არც ც მოქალაქეთა კავშირის რიგებიდან საქართველო დაუქცევია და მერე არ "გადისინტებულა".
მოდით ობიექტიურად შეფასება ვცადოთ, მე ნაღდად არა ვარ ასლანისტი , პირიქით ალბათ ბევრი პრეტენზია გამაჩნია მის მიმართაც, მაგრამ ერთ რამეს ობიექტურად ვხედავ და ერთად დავინახოთ მისი პლიუსიც და მინუსებიც.
Anonymous
Vacho
კარგი შეკითხვა დამისვი, ბრავო!
რატომღაც ამ 10 წელმა ხალხი მაქსიმალისტები გახადა ,არ აძლევენ თავს უფლებას იმსჯელონ და სიმპატიები ან ანტიპატიები გამოხატონ სხვადასხვა პოლიტიკოსზე .
მე ჯერ ჯერობით არცერთი პოლიტიკოსი არ მიმაშნია საქმით, იმ დონეზე რომ არჩევნებში ხმა მივცე. პოლიტიკოს ვაფასებ არა დებატებით, არამედ საქმით.
ამიტომ გამოვხატე ჩემი სიმპატია ასლანის მიმართ. საერთოდ მიმაჩნია რომ ,ყველა პოლიტიკოსზე რომელიც მომქმედია რუსთავი2 მა უნდა შექმნას დოკყმენტური ფილმი: რეალური ფაქტებით მისი საქმების აღწერით, განათლების და ოჯახისშვილობის ინფორმაციით.
მაშინ ხალხს უფრო მეტი ეცოდინება ვინ? რატო? და სად არიჩიოს?
ისე ევროპაში არაა მიღებული, ადამიანს კითხო რომელ კანდიდატს აძლევს ხმას? მაგრამ მე საიდუმლოს გაგანდობ, დღეს- დღეობით ასლანს მიბცემდი ხმას. იმიტომ რომ ომი ააცდინა აჭარას, პენსიებს აძლევს ხალხს და აშენებს არ ანგრევს.
დანარჩენის აშენებული მე ჯერ არაფერი მინახავს.
რაც შეხება გიორგის მანქანას, რატომ ხართ შურიანები? ზუსტად ეგრე არ შეარჩინეს ზვიადს მერსედესი და იმდენი ილაპარაკეს რომ, კანონიერი პრეზიდენტი გაგდეთ.ხანდახან ვფიქრობ, საქართველო იმისთვის ხომ არ დაიწყვევლა იმ პრეზიდენტს თავი რომ მოაკლევინეს.
რა იცის კაცმა რა ხდება და ღმერთი როგორ უყურებს ამდენ უბედურებას?
რომ დაუთვალო სხვას სახლი, მანქანა, ჯერ თვითონ უნდა შექმნა ან დანამდვილებით უნდა ქონდეს ნანახი მანქანის ყიდვის საბუთები. ის მანქანა კი იტალიელმა სიძემ აჩუქა, არ მგონია საჩუქარს კბილი უნდა გაესინჯოს.
მეც მაჩუქეს 2 ჯერ მანქანა ცხოვრებაჩი მაგრამ არც სხვისი უბედურებით იყო ის მანქანა ნაშოვნი და არც მოპარული დამსახურებული იყო, ერთი ქმრისგან მეორე შვილისგან.
ასე რომ ვეცადოთ ვიყოთ რეალისტები, ეს მე ყოველთვის ვიყავი და თქვენც თუ იქნებით ბევრს მოიგებთ ცხოვრებაში.
ეს საქართველოში ნიშნავს მანქანა რაღაცას, თორე დასავლეთში გადაადგილების ერთ -ერთი საშუალებაა მეტი არაფერი.
არა მე, მაინც მომწონს ასლან აბაშიძე.
ადრე არ მქონდა აჭარის ტელევიზია. ეს კაცი არის რეალისტი, ძალიან კარგად აზროვნებს თუ დაკვირდებით ანალიზს უკეთებს ყველაფერს. რაც იმას ნიშნავს რომ საკითხი აწუხებს და არა სიტუაციდან გამომდინარე საუბრობს.
ეს მარტო ჩემი აზრია,
თავზე არ გახვევთ და ძალიან გთხოვთ გინებას ნუ დაიწყებთ. არგუმენტებით და ფაქტებით დამისაბუთეთ თუ სწორი არ ვარ.
Gergezi
ასლანის პიროვნების ანალიზს მე არ დავიწყებ, იმიტომ რომ მართალი გითხრათ არ მაქვს ბევრი ინფორმაცია, მე ვიტყვი რა არ მომწონს:
1. რუსებს რომ ძალიან ეფერება;
2. შვილი რომ დანიშნა მერად;
3. 25 არხი დამოუკიდებელი ტელევიზია ერთ ღამეში გააყიდინა მეპატრონეებს და თავის კაცზე გადააფორმა მის მიმართ ერთად ერთი ოდნავ კრიტიკული სიუჟეტის გამო,
ბექა
ჯერ ერთი, ძალიან მაინტერესებს ეს ზოგზოგიერთები ხმის მიცემას რომ აპირებენ,არიან კი საერთოდ საქართველოს მიქალაქენი???ხომ არ ეშლებათ რაღაც,რავიცი,ხალხნი ვართ,მართალია მაქსიმალისტები,მაგრამ მაინც?!.???

რაც შეეხება ტოპიკის თემას,ის ფაქტები,რაც გერგეზიმ ჩამოთვალა,სავსებით საკმარისია იმისთვის რომ
ნორმალურად მოაზროვნე ქართველი,რომელიც ახლა საქართველოში ცხოვრობს და საკუთარი ზურგზე გადააქვს ყველა სიძნელე და აქედან გამომდინარე არც არანაირი სურვილი არა აქვს რუსეთ-ბელორუსიის კავშირს შეუერთდეს,კარგად დაფიქრდეს ვიდრე
ასლან ბაბუს შპს-ს დაუჭერდეს მხარს არჩევნებში.

აი რას გეტყვით,ასლანამ აფხაზეთიც რომ დააბრუნოს და სულ ძელზე რომ გასვას კოკოითი;მინიმალური ხელფასი რომ 10000 ლარი გახადოს და ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაც დაგვიბრუნოს,მაინც,მააააააააააააააააინც,მააააააააააააააააააააააააააააააააააინც არ მივცემ ხმას.იმიტომ რომ მეორე დღეს დახურავენ რუსთავი2-ს,მესამე დღეს კი კარებზე მომიკაკუნებს ვიღაც უცნაურმოსასხამიანი
ტიპი და თბილად მეტყვის:"მოქალაქე,ბექა,თქვენ დაპატიმრებული ხართ!!!"მეოთხე-მეხუთე დღეს რა მოხდება,თავად განსაჯეთ!ოჰ,ოჰ,ოჰ რა საქმეები დატრიალდებაააა!ოჰ,ოჰ,აშენდება ქვეყანა,აშენდება!!!!!!!!.........
თუმცა ეხლა რას ვბოდავ,მერე რა რომ ასე წავა საქმე???მართლაცდა,მერე რა,სამაგიეროდ ასლანა
კარგი ოჯახიშვილი ყოფილა თურმე და უნდა მოვითმინოთ.ახლა,განათლებულ კაცს ხომ ვერ ვაწყენინებთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!

სხვათა შორის,ბინ ლადენიც მაგარი განათლებული კაცი ყოფილა და რას ერჩის ნეტა მსოფლიოოო???უცნაურია პირდაპირ,უცნაური!!!!!!!!!!!!

რაც შეეხება ასლანას ვაჭს(უი,გიორგუნა რქმევია თურმე,აბა ახლა გიორგი ბრწყინვალისა და წმინდა გიორგის სეხნია ცუდი ბიწი ხომ არ იქნება!..აღუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ ბიწსა)
ზოგზოგიერთმა ალბათ არც იცის რომ "ლამბორჯინი დიაბლო" 200 000 $-მდე ღირს სადღაც;და ეს
მანქანა ისევე აჩუქა გიორგის სიძემ,როგორც
ვანო ზოდელავას აუშენა სამსართულიანი,თუ
ოთხსართულიანი სახლი სიდედრმა.დედა,რაფერ მშურს ახლა მე ვანოსი,რაფერ!!!!!!!!!!!!

უი,კიდევ ერთი აღმოჩენა,მანქანა თურმე
გადაადგილების საშუალება ყოფილა,ვაააააააააააააააააააააააააა!!!

ეჰ,რაც ამ ხალხმა საქართველო დატოვა,საერთოდ მოსწყდა იმ რეალობას რაც აქ სუფევს!რა არაობიექტურები გახდნენ რაააააააააააა,უფ!!!

ერთი რჩევაც გულუბრყვილოთათვის:თუ მთლად ვერ ელევით,რაც შეიძლება ცოტა უყურეთ აჭარის არხს.

ისე შევარდნაძე მარტო პირველ არხს უყურებს მე ასე მგონია.თუმცა რა შუაში იყო ახლა ეს!დაივიწყეთ!!!

და ბოლოს,დაუბრუნდეთ ისევ ასლანას,ვიმ სად ნახა მაგის დალაგებული მსჯელობა მე არ ვიცი.
პირში ენას ვერ ატრიალებს ქართულად!!!

ხო,მომიევეთ ყველამ თუ აქ რაიმე შევიგინე,ძალიან გთხოვთ!!!!!!!!
kissie
ასლან აბაშიძე - აი ვინ არის ნამდვილი დიქტატორი თავის პატარა სამფლობელოში. ტყუილად გგონიათ თუ გგონიათ რომ საქართველოსთვის იკლავს თავს, მაგის ნება რომ იყოს, დღესვე გამოაცხადებდა აჭარას ავტონომიურ რესპუბლიკად, ან თუნდაც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. თუმცა ისედაც მასე არაა?? ისედაც დამოუკიდებელი არაა ასლანი? ჩვენი (საქართველოს) კანონმდებლობა მის ტერიტორიაზე არ ვრცელდება და თავის ჭკუაზე აქვს ყველაფერი გაკეთებული, ვერც შევარდნაზე და ვერც სხვა ვინმე ვერ აიძულებს გააკეთოს ის, რაც არ სურს! ბათუმში მართლა მასზე ცუდს ვერავინ იტყვის, რაღაცას ვლაპარაკობდით მე, დედა და დედის აჭარელი მეგობარი ოთახში და გაჩუმება დაგვიწყო და თან ირგვლივ მიმოიხედა შიშით. გამეცინა, სუფთა რეპრესიების დროს მეგონა თავი, რა.
ბათუმის გალამაზებას რაც შეეხება, ქუჩები კია სუფთა, ოღონდ მხოლოდ ბათუმის ცენტრალურ ნაწილში. ლამაზად შეთეთრებული სახლები, გარედან რომ თვალს გჭრიან ადამიანს, შიგნით საშინელ მდგომარეობაშია უმეტესობა. ერთადერთი, რისგანაც მართლა აღფრთოვანებული ვარ, ეს ბათუმის ახალი უნივერსიტეტის შენობაა.
kissie
ხო, აჭარის ტელევიზიაზე დამავიწყდა მეთქვა - აი სუფთა ასლანის მეხოტბეები :smile:
ქებაჲ და დიდებაჲ ფაშა ასლანისაჲ
Anonymous
რა კარგია როცა ადამიანი თავის მეხედყლებას არგუმენტებით გიზიარებს
მადლობთ ინფორმაცისთვის
ბექა
არაფრის გეთაყვა
ბექა
QUOTE

On `2003-02`-07 16:18, kissie wrote:
ხო, აჭარის ტელევიზიაზე დამავიწყდა მეთქვა - აი სუფთა ასლანის მეხოტბეები :smile:
ქებაჲ და დიდებაჲ ფაშა ასლანისაჲ


laugh.gif
ზუსტად!!!!!!!! :smile:
Vacho
ისე ერთი რაღაც ვერ გავიგე. გასაგებია რომ აბაშიძის შვილი დიდი პოლიტიკოსი კაცი არ არის და არც ტვინი უჩქებს დიდად, თუმცა კი მერად დანიშვნას ასე რომ უსმევთ ხაზს ერთი ეს გამაგებინეთ ამერიკის ახლანდელი პრეზიდენტი ვისი პოლიტიკური ურთიერთობების გავლენით გამოჩნდა ასპარეზზე და ასეთ თანამდებობას მიაღწია? ახლა არ მითხრათ თავისითო. ისე ტემის გარეთ და ქალბატონო ამანდა შეიძლება თქვენ მართალიც კი ბრძანდებით როდესაც ბრძანებთ, რომ პირველ პრეზიდენტს ასე რომ მოექცა ქართველი ხალხი ამიტომაც დაისაჯა ასე მწარეთ. ისე ამაზე მეც მიფიქრია. რაც შეეხება აბაშიძეს აშკარად ჭკვიანი და ეშმაკი კაცია და პოლიტიკაში ნამდვილად კარგად ერკვევა. რომ იტყვიან არც შამფურს წვავს და არც მწავდს. ისე არ მესმის, ქვეყნის პრეზიდენთი აქეთ-იქით დახტუნაობს, ხან ერთ მხარეს ელაქუცება და ხან მეორეს და ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურისგან რა საგმირო საქმეების ჩადენას ითხოვთ?

[ This Message was edited by: Vacho on `2003-02`-07 17:04 ]
ბექა
Vacho ვინ ითხოვს მერე ან ერთისგან და ან მეორისგან რაიმეს????????????მე-არა!
მეორეც,არასწორი ხარ როცა ბუშს ადარებ
გიორგუნას და იცი რატომ?ბუში-აირჩიეს;ეგ კი-დანიშნეს.ბუში მამამისს არ აურჩევია-ხალხმა აირჩია,გიორგუნა კი-მამიკომ.ხედავ განსხვავებას???...ბუშთან სწორი ტერმინი
ახსენე "მიაღწიაო",მართალია,მან მართლაც მიაღწია იმას რასაც წარმოადგენს,აი, გიორგუნაზე
კი ლა ვთქვა???...
donna
ეგ ყველაფერი და დამატებული ის რასაც ეგ გოგოებს უშვება, მერედა ასლანას ანალიზი ან მისი აზროვნება მაინც სად გაიგეთ???? ენას პირში ვერ აბრუნებს, ხოდა მარტო იმიტო არ მივცემ მაგას ხმას (სხვა დანარჩენ რაღაცეებთან) რომ მეორე დღესვე მგონი დიდი ფიქრი არ ჭირდება რა გახდება საქართველოს დედაქალაქი. და ბოლობოლო მაგდენი ფიული რაც მაგას აქვს მეც რომ მომცე და ნებისმიერ ტქვენგანს უკეთეს გავაკეთებდი ბათუმის 3 მთავარ ქუჩაზე , იმიტომ რომ როგორც კისიმ აღნიშნა ცენტრალური ქუჩებიც გარდა იქეთ ისეთივე საშინელება ხდება როგორც სხვა საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში
Anonymous
ოკ, ჯორჯ ბუში ალკოგოლიკი რომ იყო, ეტყობა თქვენ არ იცით. ისიც არ გცოდნიათ რომ არჩევნები გაყალბებული იყო ტეხასის შტატში, წაიკითხეთ ალ გორის- მისი კონკურენტის შეხედულებები ბოლო აშშ არჩევნებზე.
ისე არ გეწყონოთ მარა ამ ბუშს ნაღდი მირჩევნია აბაშიძე, ჯერ მარტო იმიტომ რომ აჭარის მუსულმანეს კი არ დაერია, შესაძლებლობა მისცა თვითონ გაეკეთებინათ არჩევანი.
aleks
ქალბატონო ამანდა. ასეთი დაკავებული პიროვნება ბრდზანდებით და როგორ მოსტარით თქვენი თვალიტ გენახატ ეს ზგაპრული ამბავი რომ ასლანი მუსულმანებს აქრისტიანებდა. ალბათ სიზმარში. Iსე ტქვენ რომ ასლანი მოგტსონთ სულ არ მიკვირს. Pირიქით, თქვენგან მეტი არც კი იკო მოსალოდნელი. ალბათ მასაც ვაჯკათსურად ეუბნებით ხოლმე პირში სიმართლეს, როგორც ნანულის და ის კი გიცინიტ და გასაცუქრებთ. საწყალი საქართველო თქვენისთანა სათვისტომოს თავმჯდომარეები რომ ჰკავს, თუ მართლა თავჯდომარე ხართ და ისევ არ ბაკიბუქობტ როგორც კოველთვის. ისე ნეტავ თბილიში ვინც გიცნობტ, ისენი რას ფიქრობენ თქვენს ტყვილებსა და იგავ-არაკებზე.

მანქანების ამბავიც მომეტსონა. როგორ გცუქნიან თურმე, აი აი. მაგოტომ ხომ არ უნდოდათ ნეტავ წელს თქვენთვის მანქანის წართმევა რომ გაგლახეს კიდეც თბილისი, როგორც მე ტელევიზორიდან შევიტკვე. დაესერტტ
dato
ამანდა, კარგით რა, მართლა რა ზღაპრებს გვიყვებით. ბევრმა ბათუმელმა იცის, რომ ასლანა თვითონ იყო "სტრელოკი" (არაერთს უთქვამს ჩემთვის). ისე ვინც ქართულ კრიმინალურ ყოფაში ცოტათი მაინც გარკვეულია, მიხვდებოდა, რომ ამანდას მონაყოლში რამდენიმე უზუსტობაა. რომელი ქურდი შეარქენდა ერთი თავის დაჭრას? ქურდის ძმაკაცები (თუ გინდა "6"-ები) ამ დროს რას შვებოდნენ? იმ დროს კგბ-ც მაგრა იდგა და ძაღლობაც, კაცი დაჭრეს შუა ქალაქში, ისინი კი...დასკვნები თქვენთვის მომინდვია.

ახლა რამდენიმე კითხვა ამანდას.

1. რატომ არის ბათუმში მხოლოდ 1 ბუნგალო?
2. როგორ ხდება, რომ არჩევნებში მონაჭილეობას მოსახლეობი 99% იღებს, და იქიდან 99% ხმას გიორგის (თუ ასლან) აბაშიძეს აძლევს.
3. რატომ არის აჭარაში აკრძალული რამდენიმე გაზეთი?
4. რატომ არის სკოლის პროგრამაში მემედ აბაშიძის ბიოგრაფია, როგორც საგანი?

კეთილი, აღარ გავაგრძელებ. მგონი საკმარისია. როგორ ვერ ვიტან ედიკას, მაგრამ ასლანას ფონზე აშკარად მომგებიანად გამოირჩევა.
Anonymous
aleks
გალახვით ნამდვილად არ გაულახივარ, ეგეთი კულტურული კრიმინალები მაირტო საქართველოში არიან. თუ მნახეთ ტელევიზორში, ნახავდით რომ მკლავები მქონდა დალურჯებული,
იმიტომ რომ მექაჩებოდნენ.
ეხლა ვინაა შენსა და ჩემს შორის უფრო პატრიოტი? შენ რომელიც მანდ ხარ, ოცნებობ რომ გაიქცე და ვერ გარბიხარ, თუ მე რომელიც კარგად ვცხოვრობ დასავლეთში და მაინც ვიზიარებ იმას რაც საქართველოში ხდება?
წელს ვაკეში დააყაჩაღეს 500 მანქანა ჩემზე მაგარ ბიჭებს და კაცებს წართვეს, ისინი დედას აგინებენ თბილის, მე მაინც მიყვარს თბილისი.
საგინებელი ის ბავშვები კი არ არიან, რომლებმაც მე დამაყაჩაღეს არამედ ისინი ვინც ეს ბავშვები ამ დონემდე მიიყვანა.
შენ ოგონდ ნუ გასკდები შურით.
მე გითხარი რომ ყველას ვეუბნევი თავის მინუს და პლუს.
შენც გეტყვი- იყავი უფრო კეთილი რომ ღმერთმა გადმოგხედოს და შენც დაიმსახურო საჩუქრად არა მარტო მანქანა არამედ კარგი ცხოვრებაც.
კეთილი სურვილებით ამანდა
Anonymous
1. რატომ არის ბათუმში მხოლოდ 1 ბუნგალო?
2. როგორ ხდება, რომ არჩევნებში მონაჭილეობას მოსახლეობი 99% იღებს, და იქიდან 99% ხმას გიორგის (თუ ასლან) აბაშიძეს აძლევს.
3. რატომ არის აჭარაში აკრძალული რამდენიმე გაზეთი?
4. რატომ არის სკოლის პროგრამაში მემედ აბაშიძის ბიოგრაფია, როგორც საგანი

1.მე მგონი ბუნგალოები აჭარის ტერიტორიაზე უფრო მეტია ვიდრე პალმა დე მაიორკაში.

2.99% რა გაგიკვირდა ასე არიჩიეს ზვიადიც და ედოც.

3.გაზეთი ნამდვილად არ ვიცი, თბილისის გაზეთებს ვკითხულობდი აჭარაში.

მამედ აბაშიძეს კი დამსახურება აქვს საქარტველოს წინაშე. წაიკითხეთ საქართველოს ისტორია, მამედი რომ არ ყოფილიყო თურქეთი დღეს ჩოლოხიდან დაიწყებოდა და არა სარფიდან.

აქ არ მოდის ვინმეს ქება აქ მხოლოდ ფაქტებზეა საუბარი.
dato
ჰე-ჰე
1. მხოლოდ ერთი ბუნგალო ბათუმში იმიტომაა, რომ იგი გიორგი აბაშიძეს ეკუთვნის. თუ გინდა იმასაც მოვყვები, რა გარემოებაში ჩაიგდო მან ეს. მე ბათუმი ვთქვი და არა აჭარა.
2. გამსახურდიას ხმების რაოდენობაში მე ეჭვი არ მეპარება. აი დარჩენილ 2-ს რაც შეეხება კი მომიტევეთ და სასაცილოა
3. იმიტომ, რომ ასლანას იმ გაზეთების პოზიცია არ მოწონს. ეტყობა არასაკმარისად ღრმად უძვრებიან სწორ ნაწლავში.
4. მემედის გარდა საქართველოს წინაშე ძალიან ბევრ კაცს აქვს დამსახურება. მე მის წინააღმდეგ არ მაქვს არაფერი. უბრალოდ რეგიონის მეთაურის ბაბუის ბიოგრაფია სკოლებში ცალკე საგნად რომ ისწავლება ეს არის მარაზმი და საკუთარი ხალხის დაცინვა.

და კიდევ. ძალიან დიდი განსხვავებაა სუბიექტურ აღქმასა და ობიექტურ რეალობას შორის. ძალიან გთხოვთ, ნუ ასაღებთ პირველს მეორედ.
Anonymous
dato
ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ერთ ქურდს ვიცნობდი.
დიმა ლორთქიფანიძე- ესეთი ერუდირებული და კულტურული ადამიანი იშვიათი იყო თბილისში.
დიმა პარისში იყო დაბადებული, როდესაც მშობლებმა საქართველოში დააპირეს დაბრუნება, ბებიამისმა ისინი დაწყევლა და სახლის კარებზე ჩამოიხჩო თავი.
ოჯახი დაბრუნდა საქართველოში გემით მარსელიდან,
როგორც კი დადგეს ფეხი საქართველოში დედ მამა დაპატიმრეს. დიმა და ნოდარი უპატრონო ბავშვთა სახლში ჩაბარეს.
ელენე ლორთქიფანიდზე იყო ულამაზესი უნაზესი პიროვნება დიმას დედა.
კგბ ში დაკითხვაზე იმდენად ჭეშმარიტი ქართველი იყო რომ კგბ პოლკოვნიკმა დაკითხვის მერე ხელზე აკოცა.
დიმა გახდა ქურდი იყო ვაჯკაცი ულამაზესი კაცი.
ორივე ძმამ თავი მოიკლა ნოდარიმაც და დიმამაც.
დიმასგან ვიცი რომ ნამდვილი ქურდი იმ გაგებით რაც ქურდი იყო:
1 არასოდეს ბიჭს გოგოს ჭინაშე შეურაცხოფას არ მიაყენებს.
2 ქურდი არჩევს საქმებს და თვითონ არ ქურდობს
3 თუ ქურდი უბანში ცხოვრობდა იმ უბნის გოგოს ხმას ვერავინ ვერ გასცემდა აბუჩად და იმ უბანს ვერავინ ვერ გაქურდავდა
ის ამბავი რაც მოგიყევით მართალია და იმ ქურდის შვილი ჩემთან ერთად სწავლობდა უნივერსიტეტში.
მისი გვარი იყო მამალაძზე და ყველაზე გულსატკენი ის არის რომ ჩემი თანაკურსელი, აბხაზეთის ომში დაიღუპა.
ბექა
ზვიადი რომ 99%-ით აირჩიეს,ეს მართლაც ასე იყო
და გასაკვირი ამაში არაფერია.მას მართლაც უჭერდა ხალხი მხარს,იმიტომ რომ უყვარდათ.
აი შევარდნაძე ნამდვილად არ უყვარდა ხალხს,უბრალოდ იძულებული გახდა მხარი დაეჭირა მისთვის,ალტერნატივის არარსებობის გამო,და მართლაც დიდი პროცენტით გაიმარჯვა პირველად,
შეიძლება 99%-ით არა,მაგრამ მაინც!აქ მთავარი როლი მაინც მისმა საერთაშორისო ავტორიტეტმა ითამაშა.ახლა,მათ გვერდზე გიორგუნას ამოყენება
მგონი ზედმეტია,არა?

ასლანამ რომ გაზეთები დახურა და რამოდენიმე დამოუკიდებელი ტელეარხიც მოაშთო,ამაში განსაცვიფრებელი და ვაი ეს რა უქნია
ვერ დავიჯერებო,არაფერია!..

მემედ აბაშიძე რომ ისტორიული ფიგურა იყო
ამაზე არავინ დაობს.მაგრამ რამდენი ასეთი ისტორიული ფიგურა ახსოვს ისტორიას?უამრავი!
ახლა დავდგეთ და თვითოეული მათგანის ბიოგრაფია ცალცალკე საგნად დავნერგოთ სკოლაში?რა,მემედ აბაშიძე წითელი კოჭია,თუ?!!!!!!!
ამით ასლანი
მისი პიროვნების ხაზგასმაზე უფრო ზრუნავს,ვიდრე
მოსწავლეთა საგანმანათლებლო პროგრამის დახვეწაზე.
სხვათა შორის, ეს კარგად აპრობირებული მეთოდებია და ასლან ბაბუს ეს არ ესწავლება.
aleks
ამანდა, მართლაც რომ ქარტული სახელია. ჯერ ერთი ტქვენსგან განსხვავებიტ არსად გავრბივარ და არც გვარს ვიცსვლი(არაფერს ვამბობ რომ ვმალავ ქართულ გვარს). ნანულისთან ერთად მიგებებზე არ დავდივარ, ასლანი საუკეტესო ქართველად არ მიმაჩნია, პარიზში კლუბები არ მკონია. დაკიდევ ამდენი ტკვილი ერტად არ მითქვამს. ეთი ეს მაინტერესებს ასეთი დაკავებული დამოსიკვარულე მეუგლე ამდენ დროს როგორ პოულობტ რომ ასეთ ჩატებში მიიგოთ მონწილეობა, ტანაც ასე დეტალურადხ იცოდეთ კველაფერი.

ასლანს რომ ადამინაი დაიცავს და მასზე კარგს ითკვის იმასტან კამათტს უკვე აზრი ართს აკვს, აქედანვე ჩანს რა ქართველ პატრიოტთან გვაქვს საქმე. ეგაა ცუდი რომ თქვენისტანები უდგანან სათვისტომოებს სათავსეში, თუმცა თქვენი ამდენი ტყვილების სჰემდეგ რაგაც მაგაშიც მეპარება ეჭვი.
aleks
QUOTE

On `2003-02`-07 20:51, ამანდა wrote:
ოკ, ჯორჯ ბუში ალკოგოლიკი რომ იყო, ეტყობა თქვენ არ იცით. ისიც არ გცოდნიათ რომ არჩევნები გაყალბებული იყო ტეხასის შტატში, წაიკითხეთ ალ გორის- მისი კონკურენტის შეხედულებები ბოლო აშშ არჩევნებზე.


აუუ, ნუთუ ინგლისურადაც კითხულობთ? არცევნებში არ მონაწილეობთ საქართველოში? ასეტი დეპუტატი ხომ საოცნებო იქნებოდა მთელი აჭარისათვის. რავარია ამდენი თყვილი ასლანსაჩ კი გაუკვირდებოდა
Anonymous
ისე ბაუები რომ არ იყვნენ პოლიტიკაში და ახალგაზრდები გამოჩდნენ ბევრად ჯობია
aleks
QUOTE

On `2003-02`-07 22:57, ბექა wrote:
ზვიადი რომ 99%-ით აირჩიეს,ეს მართლაც ასე იყო
და გასაკვირი ამაში არაფერია.მას მართლაც უჭერდა ხალხი მხარს,იმიტომ რომ უყვარდათ.
აი შევარდნაძე ნამდვილად არ უყვარდა ხალხს,უბრალოდ იძულებული გახდა მხარი დაეჭირა მისთვის,ალტერნატივის არარსებობის გამო,და მართლაც დიდი პროცენტით გაიმარჯვა პირველად,
შეიძლება 99%-ით არა,მაგრამ მაინც!აქ მთავარი როლი მაინც მისმა საერთაშორისო ავტორიტეტმა ითამაშა.ახლა,მათ გვერდზე გიორგუნას ამოყენება
მგონი ზედმეტია,არა?

ასლანამ რომ გაზეთები დახურა და რამოდენიმე დამოუკიდებელი ტელეარხიც მოაშთო,ამაში განსაცვიფრებელი და ვაი ეს რა უქნია
ვერ დავიჯერებო,არაფერია!..

მემედ აბაშიძე რომ ისტორიული ფიგურა იყო
ამაზე არავინ დაობს.მაგრამ რამდენი ასეთი ისტორიული ფიგურა ახსოვს ისტორიას?უამრავი!
ახლა დავდგეთ და თვითოეული მათგანის ბიოგრაფია ცალცალკე საგნად დავნერგოთ სკოლაში?რა,მემედ აბაშიძე წითელი კოჭია,თუ?!!!!!!!
ამით ასლანი
მისი პიროვნების ხაზგასმაზე უფრო ზრუნავს,ვიდრე
მოსწავლეთა საგანმანათლებლო პროგრამის დახვეწაზე.
სხვათა შორის, ეს კარგად აპრობირებული მეთოდებია და ასლან ბაბუს ეს არ ესწავლება.


ვაიმე მიშველეთ.  არის რამე ან ვინმე ტქვენ რომ არ იცოდეტ ანარ იჩნობდეთ.  ამას კულტურულად რომ ვტქვატ სტარჩესკი მარაზმი ჰკვია, ამანდა აქსელლ(ქართული გვარის გარეშე)





Anonymous
aleks
შენ გეტყობა ძალიან დიდი მატყუარა ხარ ყველას სიმართლე რომ ტყვილი გონია ჰაჰაჰაჰაჰა
ბექა
საერთოდ დიდებს გონიათ რომ ახალგაზრდებს თურამეა იოლად გააცურებენ მაგრამ მწარედ ცდებიან,მწარედ!..
Anonymous
ალეკს ნუ მაცინებ რა "ამანდა" რომ ნიკია ამდენიხანი ვერ მიხვდი ჰაჰაჰაჰაჰა
Anonymous
ბექა ახალგაზრდები ბევრად ჭკვიანები არიან
ძველებს გონიათ რომ მეტი იციან ეს პრობლემა ყოველთვის იყო თაობებში
ძველებს მხოლოდ უფრო მეტი კარგი და ცუდი აქვთ ნანახი
Anonymous
გადავიდეთ ახლებზე smile.gif
რას ფიქრობთ ლევან გაჩეჩილაძეზე?
aleks
QUOTE

On `2003-02`-07 23:12, ამანდა wrote:
ალეკს ნუ მაცინებ რა "ამანდა" რომ ნიკია ამდენიხანი ვერ მიხვდი ჰაჰაჰაჰაჰა



ნუთუ ტქვენ კველანი თქვენნაირი განვითარების დონეზე გაკინული გგონიათ, რომ ვერ მივმხვდარიკავი ამანდა ნიკია ტუ ჯორჯი.

მართლაც ცხონდია უნდა იყო ასე რომ იფიქრო
aleks
QUOTE

On `2003-02`-07 23:19, ამანდა wrote:
გადავიდეთ ახლებზე :smile:
რას ფიქრობთ ლევან გაჩეჩილაძეზე?



მაგასაც იცნობთ? რა კარგია. არ ტქვათ ახლა ჩემი კლასელიაო, ისე მოგვიკევით რა მაგაზეც რაიმე ზგაპარი, საინტერესო იქნებოდა/
Anonymous
aleks ლევან გაჩეჩილაძეს
ნამდვილად არ ვიცნობ უცნობი კი ძალიან მომწონს
Anonymous
aleks
შვილო წადი წყალი დალიე, რამ გადაგრია ასეთი აგრესია საიდან მოდის?
Anonymous
aleks
შვილო წადი წყალი დალიე, რამ გადაგრია ასეთი აგრესია საიდან მოდის? ღმერთმა დამიფაროს შენი დონე ვიყო რა სულ ჩხუბზე ხარ გადასული.
გაიღიმე და ბედნიერი იყავი
ბექა
QUOTE

On `2003-02`-07 23:16, ამანდა wrote:
ბექა ახალგაზრდები ბევრად ჭკვიანები არიან
ძველებს გონიათ რომ მეტი იციან ეს პრობლემა ყოველთვის იყო თაობებში
ძველებს მხოლოდ უფრო მეტი კარგი და ცუდი აქვთ ნანახი


სავსებით გეთანხმები
ბექა
aleks
მე რაღას მერჩი შე კაი კაცო! :smile:
aleks
QUOTE

On `2003-02`-08 00:11, ბექა wrote:
aleks  
მე რაღას მერჩი შე კაი კაცო! :smile:


არაფერს. რაგაც გაუგებრობა უნდა იკოს
aleks
QUOTE

On `2003-02`-07 23:39, ამანდა wrote:
aleks
შვილო წადი წყალი დალიე, რამ გადაგრია ასეთი აგრესია საიდან მოდის?



რომელი წყალი, რამლოსაა ხომ არა. ცნობისათვის უცებ რომ ვერ მიხვდეთ, რამლოსა ინგლისურადა იწერება, როჩა შვედური წყლის ეტიკეტად არის დარტყმული
Anonymous
laugh.gif მე ონკანიდან ვსვავ გასწავლო როგორ უნდა?
aleks
QUOTE

On `2003-02`-08 00:32, ამანდა wrote:
laugh.gif  მე ონკანიდან ვსვავ გასწავლო როგორ უნდა?



გააჩნია ონკანს რას ედზახით
Anonymous
aleks
დაააააააააააა ეს უკვე რთული შემთხვევაა, სასწრაფოდ გჭირდება ფსიქოლოგთან მისვლა. დაიწყნარე ნერვები
და უთხარი როშახის ტესტი ჩაგიტაროს, თორემ აკვიატებას ცუდი შედეგი მოყვება. რასაც შიზოიდური გადახრები ქვია.aleks ბედნიერებას გისურვებ.
aleks
QUOTE

On `2003-02`-08 00:51, ამანდა wrote:
aleks
დაააააააააააა ეს უკვე რთული შემთხვევაა, სასწრაფოდ გჭირდება ფსიქოლოგთან მისვლა. დაიწყნარე ნერვები
და უთხარი როშახის ტესტი ჩაგიტაროს, თორემ აკვიატებას ცუდი შედეგი მოყვება. რასაც შიზოიდური გადახრები ქვია.aleks ბედნიერებას გისურვებ.

კიდევ კარგი ეს საიტი არსებობს რომ  ცხონდიას შეუდზლია ასეტი დარიგებები მომცეს და უფასო კონსულტაცია გამიწიოს.  მაინც რა კარგია ეს ინტერნეტი და უზომოდ განათლებული ხალხი შვეციაში



Anonymous
aleks
ბრავო კარგად დაგიმახსოვრებია ჩემი გვარი იმედია არ დამივიწყებ ისე შვედეთში
შვეცია ძალიან რუსულია შენ ხომ პრეტენზია გაქვს ქართველობის ამიტომ ქართულად ვისაუბროთ
სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა
Anonymous
ეს ფორუმია თუ ლანძღვა გინების ახალი საშუალება გამონახეთ?!!!!

ბოლოს და ბოლოს რა გახდა და დაესიეთ ამანდას...
მე მას კი არ ვიცავ, არამედ ვკითხულობ და ბრაზი მომდის მისი ოპოზიციის ასეთ გამოხატულებაზე.
ადამიანს შეიძლება რაღაც მიანიშნო, მაგრამ უფრო ლმობიერად და კულტურულად.

როგორც იცით ალბათ ამანდა არ ცხოვრობს საქართველოში კაი ხანია, და ადამიანს თუ კი სურვილი აქვს რამე გააკეთოს რატომ უხშობთ კარს? მიუთითეთ შეცდომებზე და ცოტა ნაზი ფორმა გამოძებნოთ არ შეგიძლიათ? ბოლოს და ბოლოს ქალია .რამდენი ახალი ჩამოსული ვიცი და საქართველოსკენ გახედვაც არ უნდათ, ის კი არა ქართველებს ემალებიან, არავის არაფერს ასწავლიან და თუ კი ადამიანს ეს სურვილი აქვს, პირიქით უნდა დავაფასოთ და პატივი ვცეთ.

ამანდა მადლობის მეტი არაფერი მეთქმის რომ ასე გიყვარს საქართველო და ასე ცდილობ და ზრუნავ ისე როგორც გესმის და შეგიძლია, მაგრამ მე რაც შენს პოსტებს ვკითხულობ ასეთი შთაბეჩდილება მრჩება, რომ შენ დასკვნებს უფრო პირადი ურთიერთობიდან გამომდინარე აკეთებ უმეტეს შემთხვევაში და ცოტა ტრაფარეტულად ჟღერს ხან შენი აზრი.

ასლან აბაშიძე რომ შებერტყილი კაცია 2 აზრი არ არის, მაგრამ რა მოგახსენო მის შვილზე და აჭარის კარგ მდგომარეობაზე, თუმცა თბილისთან შედარებით სიმშვიდე აქვთ შენარჩუნებული,შენ მარტო ბათუმით საზღვრავ და არ იცი აჭარის პერიფერიებში და დაჟე ბათუმის ცენტრის იქით რა ხდება, ასლანმა ქალაქის ცენტრი გაალამაზა მხოლოდ სხვა არაფერი გააკეთა და ხალხი დაჩმორებულია ისევე როგორც თბილიში,დღეს არ ვიცი და მე მგონია როგორც კი მომენტს ნახავს ეცდება საქართველოდან აჭარის გამოყოფას. უთო რომ ჩართო აჭარაში იქაც ასლანი გამოჩნდება.

კაი დედის შვილია ვინმემ ხმა ამოიღოს,ისევე როგორც შევარდნაძის ნათესავები მანდაც აბაშიძეების კლანი ცხოვრობს მხოლოდ კარგად. ფაქტებს მოგიყვანდი ეხლა მაგრამ შეგნებულად ვიკავებ თავს.
Anonymous
რჩევას თუ მიიღებ ჩემგან, გირჩევდი რომ ნაკლები ინფორმაცია გასცე საკუთარ თავზე და ოჯახზე.

ხომ ხედავ რომ ღიზიანდებიან და თავს კონტროლს ვეღარ უწევენ.
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.