დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: ტელევიზია და ჟურნალისტები
Rustavi 2 Forums > სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“ > სატელევიზიო პროექტები, გადაცემები
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 49, 50, 51, 52, 53, 54, 55, 56, 57, 58, 59, 60, 61, 62, 63, 64, 65, 66, 67, 68, 69, 70, 71, 72, 73, 74, 75, 76, 77, 78, 79, 80, 81, 82, 83, 84, 85, 86, 87, 88, 89, 90, 91, 92, 93, 94, 95, 96, 97, 98, 99, 100, 101, 102, 103, 104, 105, 106, 107, 108, 109, 110, 111, 112, 113, 114, 115, 116, 117, 118, 119, 120, 121, 122, 123, 124, 125, 126, 127
Laki
კი ჟღერს ავლაბრელი სომეხივით,არა?! laugh.gif
jouizaza
:smile: დეკემბერს 21-ში მიშას23-ში კი სანდრას დაბადების დღეა ცოტა მიდექით მოდექით :smile: ისე ის თუ მართალია ,რომ თქვენ სხვა საიტებზე პოსტავთ და აქ არ იხედებით მართლა საწყენია ჩვენ ერთად ძალა ვართ! :smile:
AMANDA!
QUOTE

On `2004-12`-10 16:06, george m. wrote:
ეს "თურქი-მესხები" მაღიზიანებენ ყველაზე ძალიან
თუ თურქია მესხი როგორაა
თუ მესხია რაის თურქია
რამდენი ტერმინია გადასაშთობი დღევანდელ საქართველოში...
რაო რას ამბობენ დავაბრუნოთო?

თურქებს რომლებიც მესხებათ იხსენიება .
აშშ-მ მისცა მუდმივი საცხოვრებელი 500 ოჯახს
არც თურქეთში წავიდნენ და არც საქართველოში. ამერიკელები გახდებიან 5 წელიწადში.
ამის შესახებ დიდი გადაცემა იყო ორტეზე.

ინგა გრიგოლიას გადაცემაში "რეაქცია"
პოზიცია-ოპოზიცია დაკლავს ერთმანეთს :smile:

_________________
"ხომ ლამაზია ეს საქართველო?
მაგრამ მე უფრო ლამაზი მ ი ნ დ ა!!!"

user posted image

[ This Message was edited by: AMANDA! on `2004-12`-10 21:56 ]
Kutaiseli
შარშან ზოდელა აცვენა რუსთავი ორმა გოდერძი ჩოხელს დახმარება რომ მიუტანა(მაგათი დახმარების დედაც...), ერთი ბატალიონი ჯურნალისტი მიიყოლა, კამერის წინ იჯგიმებოდა საქვეყნოდ და გოდერძის ეკითხებოდა: რითი დაგეხმარო მითხარი ახლა არ მოგერიდოს და დაგეხმარები... გოდერზი იყო გაქვავებული, აზრზე არ იყო რა ხდებოდა, ეს უაზრო კონვერტი ხელში ეჭირა და სად წაერო არ იცოდა, ეს ახვარი ოპერატორი მიადგა და რამოდენიმე წუთი მისი ხელებისგან ამ იმ ბინძური კონვერტიდან არ მოუშორებია კამერა. რა დიდი სიამოვნებით დავადებდი ტვალებსშუა იქ რომ ვყოფილიყავი.
რუსთავი 2 გია თორთლაძესთანაც ჩაიჭრა, გენო ქაშაკაშვილს მაგარი ანტირეკლამა გაუკეთა ეროსამ.
ზატო ვაღიარებ რომ ედუარდის რეჟიმის დამხობაში ლომის წილი მიუძღვით და თუნდაც მარტო იმ კადრებისთვის დარჩებიან ისტორიაში, ჯვრიდან რომ აბრდღვიალებულ კოლონას აჩვენებდნენ ცოცხალში მთელ საქარტველოს
Piero
QUOTE

On `2004-12`-12 00:50, Kutaiseli wrote:
რუსთავი 2 გია თორთლაძესთანაც ჩაიჭრა, გენო ქაშაკაშვილს მაგარი ანტირეკლამა გაუკეთა ეროსამ.  

რა ანტირეკლამა გაუკეთეს ბენო ქაშაკაშვილს? თორთლაძესთან დაკავშირებული იყო რამე?
Piero
არ შეიძლება ნეტა ჟურნალუისტებს ზრდილობის ამბავში რამე ცენზურისმაგვარი რომ დაუწესდეს? რაღაც ძალიან გამაღიზიანებელია ამდენ აგრესიას რომ აფრქვევენ და ასე განუკითხავად ყველას დასცინიან და ამასხარავებენ. ან ასაკი იცოდნენ, ან ზოგადად ადამიანის პატივისცემა... გაზეთს გადაშლი და გული გაგისკდება, სულ არ ვიცნობ იმ ხალხს, ვიზეც წერენ, მაგრამ ასე ყველა ერთიანად როგორ უნდა გძულდეს ადამიანს და თანაც გაზეთში როგორ უნდა წერდე.
ასე ქვეყანა არ აშენდება და დემოკრატია ყოველთვის ანარქიასთან იქნება გაიგივებული. ევროპაშიც კი წერენ მწარე სტატიებს, მაგრამ ადამიანის დამცირება, რავი... უხერხულია რა, არაკორექტულობაზე რომ აღარაფერი ვთქვა...

[ This Message was edited by: Piero on `2004-12`-12 16:13 ]
`Rustavi2-is` zhurnalisti
აბა რა, მეც ასე ვფიქრობ, ვინმემ რომ დააწეოს ცენზურა. ისე დავცინით ამ ადამიანებს მაგალითად როგორ გავამასხარავეთ ამასწინათ ჩვენ უნივერსიტეტელი სტუდენტი გოგო ქართული ენისა და ლიტერატურის მომავალი სპეციალისტი რომელმაც საბოლაოა თქვა და კითხვა უჭირდა ქართულად.
ნამდვილი არამზადები ვართ განსაკუთრებით კურიერის ჟურნალისტები სამ საათიანი კურიერის
რა დონეა რა...
Fermina
სასვენი ნიშნები არსებობს, იცით, ქართულ ენაში... მძიმე და ამდაგვარი რაღაცეები, თუ გაგიგონიათ...

[ This Message was edited by: Fermina on `2004-12`-16 15:17 ]
Laki
QUOTE

On `2004-12`-16 15:16, Fermina wrote:
სასვენი ნიშნები არსებობს, იცით, ქართულ ენაში... მძიმე და ამდაგვარი რაღაცეები, თუ გაგიგონიათ...

[ This Message was edited by: Fermina on `2004-12`-16 15:17 ]

ჯურნალისტებს,მაგას არ ასწავლიან laugh.gif
`Rustavi2-is` zhurnalisti
მაგრამ ყველაზე სექსუალურია მრავალწერტილი...

QUOTE

On `2004-12`-16 15:16, Fermina wrote:
სასვენი ნიშნები არსებობს, იცით, ქართულ ენაში... მძიმე და ამდაგვარი რაღაცეები, თუ გაგიგონიათ...

[ This Message was edited by: Fermina on `2004-12`-16 15:17 ]
Algeria
მეტ-ნაკლებად კრიტიკა არავის აწყენს და არც საწყენია, მაგრამ როდესაც არსებობს ინგა გრიგოლია, იქ სხვა ყველა ჟურნალისტი მეტრია მასთან შედარებით.
აი ჟურნალისტის უზრდელობისა და უტაქტობის ეტალონი. ყვირილზე რა თქმა უნდა ხმას ა ვიღებ , ეს მისი ყველაზე პატარა ნაკლია. "პირველებს" ვუყურე ამ ბოლო დროს ჭიაბერაშვილთან და გუშინ კიდევ ნადირაძესთან შეხვედრას და ჩემს აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა.
ჯერ რა ფორმაშია , იმხელა საყურე უკეთია , რომ "ვარდისფერი ბულვარის ქრონიკა " უნდა მიყავდეს . რესპოდენტებთან მიმართვა და კითხვები აქვს არ თქვათ.
meluka
ალგერია გეთანხმები. მეც გუშინ პირველად ვუყურე "პირველებს" და ჩემს აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა, ბოლომდეც ვერ გავძელი და გადავრთე./ მართალი ხარ, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ საყურისა არ იყოს, ისე უშნმოდ უსვია თვალებზე ე.წ. "ტენი", რომ არანაირად არ უხდება. + ძალიან უხეშად და თვალშისაცემად ჩანს, როცა ადამიანს აწყვეტინებს, ბოლომდე არცერთი წინადადება არ დაამთავრებინა.
სამწუხაროდ ასეა, ისე მაია ნადირაძე ძალიან მიყვარს და ამიტომ გადავწყვიტე მეყურებინა, მაგრამ......

[ This Message was edited by: meluka on `2004-12`-22 15:18 ]
Otar
QUOTE

On `2004-12`-22 15:14, meluka wrote:

ნადირაზე რა პიროვნული თვისებების გამო გიყვარს ვერ გაგვიმხელთ?
meluka
მე არავის თავზე არ ვახვევ ჩემს შეხედულებას, უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი. რაც შეეხება მაიას, ძალიან სასიამოვნო ქალია ჩემს თვალში და მოდი რა, ნუ ვიკამათებთ ამაზე.
KORA
სადღაც უკვე ვთქვი, რომ საქართველოში არ ვცხოვრობ და ტელევიზია ჩემთვის სასიცოცხლო აუცილებლობაა, მაგრამ ამ "განახლებული" I არხის შემყურეს ერთი რამ მინდა გკითხოთ - ეს ხალხი თქვენ, ვინც საქართველოში ხართ, უნდა არჩინოთ ( საშემოსავლოდან 1,5% მაგათზე წავაო)?
იმ რუსთავს, იმედს, მზეს და იტდ თავისი პატრონი ყავს და იმან მოუაროს და ამას, უკაცრავად გამოთქმისთვის და თქვენ, ხალხს, "გტენიან" .
გეცოდინებათ და ნუ დამიმალავთ : ეს თეა გვასალია ვინმეს საყვარელია, ცოლია ან იქნებ შვილია ისეთის, რომ დაიბრალა ჟურნალისტობა და ჩვენც უნდა დავიჯეროთ, იმიტომ რომ ...
"ამბობენ", რომ მიყავდა, კი მჭრიდა ყურს მისი მეტყველება, მაგრამ მეგონა ასეთი იმიჯი, ჭორიკანას ვარიანტში, უჭირავს მეთქი.
ახლა ეს "სარჩევი" დაიწყტო და ხალხო, საკუთარი ყურები არ გეცოდებათ კარგი, მაგრამ ჯიბე მაინც სეიცოდეთ რა!
"მოამბეს" რითი სჯობია "მთავარი"?
ან ეს "სარჩევი" რაღა ჯანდაბაა? ყველა ქვეყანაშია ამ სტილის გადაცემები მაგრამ მისი პრეზენტერი განსაკუთრებით მაღალი დონის პროფესიონალი უნდა იყოს.
ერთი სიტყვით მაინტერესებს ვინაა ეს თეა გვასალია და რა გზით გაძვრა I რიგებში?
Fermina
თეა გვასალია, როგორც "ამბობენ" არის მარკესის, და საერთოდ ესპანურენოვანი ლიტერატურის ერთ-ერთი საუკეთესო მთარგმნელი. დედამისი იყო ნარგიზა მგელაძე, ჟურნალ "საქართველოს ქალის" მთავარი რედაქტორი.
Otar
ქ-ნ თეას მამა ლერი გპი-ში ბიტოვოი პლასტმასების კათედრის გამგეა, დედა -ნარგიზი მგელაძეა, პოეტია თუ ესეისტი....საყვარლები არ ვიცი თორე სეკრეტნად გეტყოდი. იცის ესპანური, იტალიური ,რუმუნული და მოლდავური ენები. ბოროტი ხმები ამბობენ , ფრანგულს დაეჭიდაო.
Fermina
პირველი ქმარი იყო მაესტროს პროდიუსერი თუ ვიღაც, ლევან რაღაცგვარი, არ მახსოვს. მეორედ გათხოვდა და მგონი ვიღაც აჭარელ ბიზნესმენს გაყვა.
KORA
სხვა ენების ცოდნას ვერ სევაფასებ და ქართული ნამდვილად უჭირს.
შეიძლება კარგი მთარგმნელი იყოს მაგრამ როგორც გადაცემის წამყვანი ნოლია.
რაც "ჩართვები" გააკეთა სულ ხაიები და მიმო ცელი იყო.
რა ვიცი იქნებ ვცდები და მე მეჩვენება.
ნარგიზას და ლერის შვილობისთვის არა მგონია ამისთანამ კონკურენციას გაუძლოს. ე.ი. ვნე კონკურსა გადის. ნეტავ რატომ? რაშია საქმე?
Otar
QUOTE

On `2004-12`-23 16:12, KORA wrote:

ჩვენც სულ მაგაზე ვფიქრობთ დღე და ღამე, უძილობა დამჩემდა . კორა -მაგაზე მეტი სადარდებელი ნუ მოგცა ღმერთმა.
Laki
QUOTE

On `2004-12`-23 16:15, Otar wrote:

laugh.gif
KORA
თბილისში ხარ, ოთარ?
მე კი არა და ჩართავ რომელიმე არხს, გინდა მშობლიური სიტყვა გაიგონო და ან გიყვირიან, ან თვალებს გიბრიალებენ, ან უაზროდ იგრიხებიან და რავიცი კიდევ რა და რა.
მთარგმნელიაო და ე.ი. სიტყვა კი უნდა უჭრიდეს არა (შეიძლება სიუჟეტი ვერ ჩახლართოს და ამიტომ მჭერლობა ვერ შესძლოს)?
"სარჩევი" ეს წიგნის სარჩევი არ გეგონოთ აქ რჩევებს მოგცემთო.
თავიდანვე ვთქვი ჩემთვის ჩემს ქვეყანასთან კონტაქტი ქართული ტელე-რადიოს საშუალებითაა მხოლოდ შესაძლებელი და ასეთი ქართულის მერე ძალიან აგრესიული ვხდები.
უკაცრავად.
Otar
QUOTE

On `2004-12`-23 16:26, KORA wrote:

კორა მეც ზუსტად შენს დღეში ვარ(ბოლო აბზაცი მაქვს მხედველობაში). ეტყობა მეტი არავინ ყავთ თორე, გვასალიების ნათარგმნი არ გაიშვა!
Laki
საქართველოში ეს ბოლო წლებია კარუსელი ტრიალებს (პოლიტიკა,პრესა-ტელევიზია,ხელისუფლება).ამ კარუსელზე ადგილები ვაკანტურია და უკვე ყველა (მგონი თითქმის) დაკავებული!!!
აქედან გამომდინარე ამ კარუსელის ("ბრზიალას" შეგგნებულად არ ვარქმევ,ბავშვებს ვუფრთხილდები რომ სათამაშო რეალურში არ აერიოთ :grin: )ბედნიერი ადგილების მფლობელები ცოცხალი თავით არ დათმობენ ადგილს და მიდისსს...ტრიალ-ბრზიალ ყირაზე დგომა!!!
მოგვბეზრდა უკვე სულ ერთიდაიგივე სახეების ყურება მაგრამ...
ასე რომ,როგორც ცხონებულმა ა.ბაქრაძემ ბრძანა(ღმერთმა გაანათლოს მისი სული!!! )ასე 40 წელი მოგვიწევს ლოდინი (15 უკვე გასულია :grin: )და დარჩა "სულ რაღაც 25 წელი და...ეშველება იმედია ამ ქვეყანას,ჩვენს სამშობლოს საქართველოს!!!
Laki
QUOTE

On `2004-12`-23 16:30, Otar wrote:

რატომ კაცო,ესპანური ისე შეიყვარა რომ ქართულს ურჩევნია!!! :cool:
Otar
QUOTE

On `2004-12`-23 16:33, Laki wrote:
საქართველოში ეს ბოლო წლებია კარუსელი ტრიალებს (პოლიტიკა,პრესა-ტელევიზია,ხელისუფლება).ამ კარუსელზე ადგილები ვაკანტურია და უკვე ყველა (მგონი თითქმის) დაკავებული!!!
აქედან გამომდინარე   ამ კარუსელის ("ბრზიალას" შეგგნებულად არ ვარქმევ,ბავშვებს ვუფრთხილდები რომ სათამაშო რეალურში არ აერიოთ :grin: )ბედნიერი ადგილების მფლობელები ცოცხალი თავით არ დათმობენ ადგილს და მიდისსს...ტრიალ-ბრზიალ ყირაზე დგომა!!!
მოგვბეზრდა უკვე სულ ერთიდაიგივე სახეების ყურება მაგრამ...
ასე რომ,როგორც ცხონებულმა ა.ბაქრაძემ ბრძანა(ღმერთმა გაანათლოს მისი სული!!! )ასე 40 წელი მოგვიწევს ლოდინი (15 უკვე გასულია :grin: )და დარჩა "სულ რაღაც 25 წელი და...ეშველება იმედია ამ ქვეყანას,ჩვენს სამშობლოს საქართველოს!!!

ლაკი ,რა ოპტიმისტი ხარ?!(მოსეს როლში ვინაა?)

[ This Message was edited by: Otar on `2004-12`-23 16:38 ]
Laki
დრო!
რომელსაც მოყავს ახალი თაობა!!!
და,რომელსაც წინ ვერცერთი ხენწიფე :grin: ვერ დაუდგა თუ დაუდგება!!!
AMANDA!
დღეს უყურე პუტინის პრესკონფერევციას,რუსთავი2 მა კითხვა დაუსვა.
მაინტერესებს თვითონ რუსთავი2 თუ მოეწონა თავისი ჯურნალისტის კითხვა.
ნუთუ უფრო კარგი რუსულის მცოდნე არ მოიძებნებოდა მოსკოვში რომ უფრო პროფესიონალუად დაესვა კითხვა?
პუტინი კატა თაგვობანას გვეთამაშება ასეთი შტაბეჭდილება დამრჩა მისი პასუხებიდან რაც საქარველოს და აფხაზეთს შეხებოდა.
რუსთავი2 ურჩევდი უფრო ძლიერი ჟურნალისტები გაუშვან ასეთ საპასუსისმგებლო პრეს კონფერენციებზე,თორემ ზუსტად ისეთივე სიტუაცია იყო:
შევარდნაძე რომ პირველად ვაშინგტონში წავიდა და არაკ ომპეტენტური ჟურნალიასტების გამო ამერიკის პრეზიდენტის ირონია დაიმსახურა.
Otar
QUOTE

On `2004-12`-23 17:04, AMANDA! wrote:

ისეთი პრეამბულა გააკეთე, შენ კანდიდატურაც გეყოლება!
Laki
პუტინს და საერთოდ პრეზიდენტს ჟურნალისტი ვერ დაუწყებს ჭიდილს!!!
AMANDA!
ოთარ ნამდვილად არ მყავს, ახალგაზრდა ჟურნალისტებს საერთოდ არ ვიცნობ.ისე ეჭვი არ მეპარება რომ ქართველებში მოიძებნება ასეთი ჟურნალისტები,
თუ არა და ცუდად არის ჩვენი საქმე :sad:
ძლიერი ჟურნალისტები, ერთ- ერთი მთავარია ქვეყნის მომავალში.
Papillon
მე ჟურნალსტები დღევანდელობის ანარეკლი მგონია, მართალი რომ გითხრათ. გამართულად ვერ ლაპარაკობს მოსახლეობის ალბათ ასე 70%, ლ რბილად ამბობს ასევე 80%, ლოგიკური ჯაჭვის გადაბმა რამდენ პროცენტს უჭირს არ დავწვრილმანდები :smile:

რუსულს და უცხოე ენებს რაც შეეხება, სამწუხაროდ ვისაც ოჯახში არ ასწავლეს რუსული ან წიგნების მოტრფიალე არ იყო ის ენას ვერ ფლობს გამართულად. ინგლისური კი სამწუხაროდ ერთი ორჯერ თარგამნი რომ მოვისმინე იგივე რუსთავზე უცხოელის ტექსტის გაკვირვებული დავრჩი :smile:ენების ცოდნას კარგი სწავლა და კარგი პრაქტიკა ჭირდება რაც რეალობაში გამონაკლის შემთხვევაში გვაქ. ამიტომ არი რომ ჩვენი ჟურნალისტები ვერ მეტყველებენ ისე როგორც საჭიროა :smile:

რა უნდა გაკეთდეს და ამაზე პასუხი არი ელემენტარული, უყურეთ იმ არხს, იმ ჯურნალისტს მოუსმინეთ და იმისი სტატია წაიკითხეთ ვინც იცით რომ თქვენს კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

მაგალითად მე არასდროს უყურებდი პირველ არხს და აჭარის ტელევიზიას, ახლაც არ შეცვლილა ამ ორი არხის მიმართ ვითარება. არა მგონია რომ შენგელიამ რაიმე შეცვალოს :smile: რადგან ის არი ყვარყვარე პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით, და დარწმუნებული ვარ რომ არც მოქალაქეთა კავშირის ბილეთი არც ყოფილი პრეზიდენტის სურათი არ გადაუგდია, შენახული აქვს რა იცი რა ხდება :smile: აჭარის ტელევიზია არც ვიცი რა გითხრათ მარა მემგონი ეხლა აბაშიძეს მაგივრად რეკორდებს ქებაში ხსნის ვარშალომიძე :smile: ოღონ ენები შეამცირეს მემგონი, მშობლიური ქართული ძირითადში :smile:

რუსთავი 2, მომწონდა მაგრამ ამ ბოლო დროს სამწუხაროდ, ვერ ვხედავ იმ მიდგომას საქმისადმი რაც ადრე ახასიათებდათ. ეხლა ქვეყანა დაყოფილია რუსთავი 2 ის მიერ, იმ ხალხათ ვისაც ყველაფერი ეპატიება და ვისაც ყველაფრის უფლება აქვს და ვისი ქონება, ქმედება და ასე შემდეგ არ იწვევს არანაირ კითხვას და ინტერეს :smile:, და მეორე ნაწილად ვისაც ადამიანის ელემენტარულ უფლებებზე პრეტენზია არც უნდა გააჩნდეთ :smile: და ისენი აპრიორი ერის მოღალატეები არიან :smile: ეს ჩემი აზრია... ნამეტანი 1 არხის სტილში გადავარდა ეს ტელევიზია და ქებაი და დიდებაის დამიჯერეთ არ დააკლებს შენგელია და მიხედეთ საქმეს რაც იცით! არაა კარგი ძაგება მხოლოდ იმათი ვინც იმ მომენტში გამსაფხიზლებელია ხელისუფლების მხრიდან :smile: ანუ ტელევიზია ასრულებს ამ ბოლო დროს შემდეგ ფუნქციას - გაულაწუნე მამაო... და ვის გაულაწუნონ ნამდვილად სულ სხვა კაბინეტში წყდება, ამბობენ ეხლა თავდაცვის სამინისტროს მიდამოებშიო :smile:

მზე წარმოდგენა არ მაქვს თუმცა ვისიც იყო და ეხლა ვისიც არი ისეც რუსთავის ორბიტაზე თუ არა იგივე ფუნქციებით არი დატვირთული. ოღონ აქ გადაწყვეტილებას კანცელარიაში ან დაგაზული ბიჭი, საცემენტოში იღებს :smile: როგორც ბოროტი ხმები ამბობენ :smile:

იმედი... იმედით ცოცხლობს ადამიანი მინდოდა მეთქვა მარა, ტელევიზია რომელიც არც შამფურს წვავს, არც მწვადს და მეტიც, ხშირ შემთხვევაში ცეცხლს არ ანთებს რაც გამორიცხავს ზემოთ მოყვანილ ორივე ვარიანტს საინფორმაციო მხრივ ნოლიაsmile.gif

ტელევიზიაში მოღვაწე ხალხი კი... რა დონეც ვართ ის დონე გვაქ... არ მოგწონს გადართე და დამთავრდა!!!
KORA
თუ ტელევიზის პრობლემა მხოლოდ არ მოგწონს - გადართეს დონეზეა დაყვანილი, მაშინ კიდე ერთხელ: უკაცრავად!
ლაკი, იმ 25 წლის მერე მოსულ ხალხს ვინ და რა სეცვლის?
Tolia
QUOTE

On `2004-12`-23 20:57, KORA wrote:
ლაკი, იმ 25 წლის მერე მოსულ ხალხს ვინ და რა სეცვლის?

განათლება, კორა, განათლება შეცვლის მხოლოდ. ვისაც თავად სურს ზრდა-განვითარება, ხელი უნდა შევუწყოთ, ვისაც ნებაყოფლობით არ სურს - უნდა ვაიძულოთ! არ დამიწყოთ ეხლა ადამიანის უფლებებს არღვევო; როცა ადამიანი, უკაცრავად გამოთქმაზე, საჭმლის მიმღებ-მომნელებელ მანქანად არის მხოლოდ გადაქცეული და ნებაყოფლობით ამბობს უარს საკუთარ ადამიანურ ბუნებაზე, ესე იგი ვიღაცამ უნდა იკისროს მასზე პასუხიმგებლობა.
მოკლედ იმის თქმა მინდოდა, რომ ამას მხოლოდ მთლიანად საზოგადოების განათლებით (დაილოცოს, რა ლამაზი სიტყვაა!)მივაღწევთ. ეს კი, ჰოიიიიიიი, რა გრძელი პროცესია!
KORA
მეც მანდა ვარ, თოლიავ ძვირფასო.
მე არ მეგულება მასებზე ზემოქმედების უფრო ქმედითი საშუალება ვიდრე ტელევიზიაა.
სერიალებს ყველანი ვაძაგებთ, მაგრამ ისინი მაინც სულ უფრო მეტი და მეტია რადგან უმთავრესად იმათი ფულით იქმნებიან ვისი საქონლის წარმოუდგენლად ქმედით რეკლამას აკეთებენ.
მოგვწონს თუ არა, ამ სერიალების ინტერიერების, ჩაცმულობის, მეტყველების, ზოგადად მოდის და გემოვნების კოპირება ხდება მაყურებელი საზოგადოების უდიდეს უმრავლესობაში.
რაღაც კარგიც შემოაქვს თავის უაზრო სიუჟეტებთან ერთად, მაგალითად, რომ ქალი სახლში დილიდან საღამომდე პირდაუბანელი არ უნდა დაფრიალებდეს ხალათსა და "ფლოსტებში".
ეეჰ, მეც მანდა ვარმეთქი, თოლიავ საყვარელო, ასეთი ქართულით მოსაუბრე ტელევიზია სწორედ, რომ "გადართე-გადმორთე" არაა მხოლოდ.
gubaz
სამას ევროს გადავიხდი ვინც სამსაათიან მასალას მომაწოდებს სადაც აღბეჭდილი იქნება ძლიერი წვიმა და წყალდიდობები.
Laki
QUOTE

On `2004-12`-28 14:33, gubaz wrote:
  სამას  ევროს  გადავიხდი  ვინც სამსაათიან  მასალას  მომაწოდებს სადაც  აღბეჭდილი  იქნება  ძლიერი  წვიმა  და  წყალდიდობები.

Bიბისის (დისკოვერის) ვიდეო მასალები არ წავა? :grin:
Fermina
QUOTE

On `2004-12`-28 14:33, gubaz wrote:
  სამას  ევროს  გადავიხდი  ვინც სამსაათიან  მასალას  მომაწოდებს სადაც  აღბეჭდილი  იქნება  ძლიერი  წვიმა  და  წყალდიდობები.

გუბაზ, პრივატი ნახე, უსასყიდლოდ ვცდილობ დაგეხმარო და 300 ევროს ეკონომიას გააკეთებ :smile:
AMANDA!
გუბაზ !!!!
tony blair
გამარჯობა პაპილონ.გეტანხმები.რა საზოგადოებაც არის,ის მედია გვKავს.არავის არ უნდა დაწKდეს გული.რაც მოსახლეობას უნდოდა ის მისცა რუსტავი2 მა.ადრე სიტკვის ტავისუპლება უნდოდატ?---რუსტავი2 დაეხმარა.შევარდნაძის გადაგდება უნდოდატ? რუსტავი 2 დაეხმარატ.ეხლა არ მოცონტ.იცი რატომ? კველაპერი მზამზარეულად არ მოვა.ტლევიზიებს ნუ შევაშერდებით.საკარტველო ყველასია და მარტო ერტი პატარა რუსტავი 2 ვერ გააკეტებს სასწაულებს.კველა ერტად უნდა აშენებდეს ქვეყანას.
gubaz
არა , ნუთუ ასე ძნელია აფხაზურ ენაზე მოსაუბრე ჟურნალისტის პოვნა,რატომ ესაუბრებით აფხაზებს რუსულად,მიდექ მოდექით ეს ცხოვრება ომია ომი!
gubaz
ერთი კარგი კლიპმეიკერი მჭირდება, :smile: ფულს ვიხდი ხალხნო დამეკონტაქტეთ
gij maji2
QUOTE

On `2005-07`-04 21:05, gubaz wrote:
 ერთი  კარგი  კლიპმეიკერი  მჭირდება,  :smile: ფულს  ვიხდი  ხალხნო  დამეკონტაქტეთ
კი ბატონო, მაგრამ მე მხოლოდ პატრიოტულ თემებზე ვაკეთებ კლიპებსა და....
AMANDA!
QUOTE

On `2005-07`-04 21:05, gubaz wrote:
 ერთი  კარგი  კლიპმეიკერი  მჭირდება,  :smile: ფულს  ვიხდი  ხალხნო  დამეკონტაქტეთ

ბასა!
ყველაზე კარგია იმას მიაკითხე.
senior
QUOTE

On `2005-07`-04 21:44, AMANDA! wrote:
QUOTE

On `2005-07`-04 21:05, gubaz wrote:
 ერთი  კარგი  კლიპმეიკერი  მჭირდება,  :smile: ფულს  ვიხდი  ხალხნო  დამეკონტაქტეთ

ბასა!
ყველაზე კარგია იმას მიაკითხე.

აქედანაც სჩანს გოიმი მეგრელი რომ ხარ ცხონდია.
AMANDA!
ცანცარ :smile:
გოიმი შენ ხარ !
ბასა ფოცხიშვილის კლიპები,
ყველაზე კარგია საქართველოში.
CARRIE
QUOTE(AMANDA! @ 4.07.2005, 20:38)
ცანცარ :smile:
გოიმი შენ ხარ !
ბასა ფოცხიშვილის კლიპები,
ყველაზე კარგია საქართველოში.
[right][snapback]183628[/snapback][/right]

JURNALISTEBI KI ARA,
rolleyes.gif SUPER MODELEBI GVKAVS!!!
gubaz
QUOTE(gij maji2 @ 4.07.2005, 17:32)
კი ბატონო, მაგრამ მე მხოლოდ პატრიოტულ თემებზე ვაკეთებ კლიპებსა და....
[right][snapback]183583[/snapback][/right]

ბატონო გიჟმაჟ smile.gif სახელს აღარ ვიტყვი დისკომფორტი რომ არ შეგიქმნათ,თანამედროვე არმაგედონის დამონტაჟებას თუ შეძლებთ?
xvicha_turtless
ვააააააააააააააააააააააააააააააააააააახ რა ითქვა ტოოო;
ბასა არის ყველაზე ბანძი და შტამპიან კლიპებს იღებს.
gubaz
აი ეხლა კი ეკა შენ იცი smile.gif
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2014 Invision Power Services, Inc.