დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: Georgian Hari Krishna followers
Rustavi 2 Forums > მეცნიერება და კულტურა > მეცნიერება > რელიგია
nanachka
ორი კვირის წინ წავედით ჰინდუ ტაძრის დასათვალიერებლად, რომელიც ჯორჯ ჰარისონმა აჩუქა ბრიტანელ ჰინდუებს. ჩემდა გასაოცრად, ქართული ლაპარაკი მომესმა, მაგრამ არ დავიჯერე, რადგანაც ის ბიჭი იყო სრულ კრიშნაიდულ ყაიდაზე: თმა გადაპარსული, მხოლოდ რამდენიმე ღერი თმით თავის შუაში. ტაძრიდან მათ მაღაზიაში შევედით. იქ იყო ერთი კაცი, გაოცებული მოგვვარდა, ქართველები ხართო, ქართულად გვკითხა. აღმოჩნდა, რომ ის ახალგაზრდა ბიჭი და ეს კაცი არიან მამა-შვილი თბილისიდან, ჰინდუიზმის მიმდევრები. ბიჭს უკვე რაღაც ჰინდუ სახელი დაარქვეს, მამა კი, ჯერ ისევ ნოდარია. ნოდარამ წაგვიყვანა და გვაჩვენა ძროხები, რომლებსაც უვლის (წმინდა ცხოველი ჰინდუიზმში), ყველას სახელი ერქვა. მერე გამომიტანა ქილით მაწონი, რომელიც თვითონ დაამზადა საქართველოდან ჩამოტანილი მაწვნის დედით. საოცრად საინტერესო დღე იყო ჩემთვის. მანამდე, იმავე დღეს რუს მოცეკვავეებს წავაწყდი ოქსფორდში, ქუჩაში ჰქონდათ კონცერტი, საღამოს კი ქართველ კრიშნაიდებს გადავეყარე. ნოდარმა და მისმა შვილმა მითხრეს, ეს რელიგია საქართველოში ერთმა სოხუმელმა ბიჭმა შემიტანაო, რომელიც გარდაიცვალა ამ რამდენიმე ხნის წინ.
საქართველოში მცხოვრებო ფორუმელებო, არიან ჩვენთან ჰინდუიზმის მიდევრები? იეღოვას მოწმეებს ხშირად შევხვედრივარ აქ: ყველაზე პოპულარული მიზეზია თავშესაფრის მოთხოვნის დროს. ისე მანამდე აქ ჩამოსული ლტოლვილების დიდი რაოდენობა იძახდა, ზვიადისტი ვარო და ახლა დაიწყეს, შევარდნაძის მომხრეები ვართო და იმიტომ ვითხოვთ აქ თავშესაფარსო.
ბოდიში, ცოტა თემას გადავუხვიე. ველოდები გამოხმაურებას.
TUGIA
ნანაჩკა,ქრისტიანად დაბადებული, ქრისტიანად უნდა მოკვდეს. ღმერთმა შეუნდოს ყველას ვინც თავის რწმენას უღალატებს,მე არ მწამს იმ ხალხის ვინც ვინმეს "ისტობას"იბრალებს თავისი მიზნის მისაღწევად,
მაგრამ ვერც გაუმტყუნებ,თავისი საქმე თვითონ იციან,
მე კი როგორც იტყვიან ასეთებს ომში გვერდით არ დავიყენებდი.
Laki
QUOTE

On `2004-05`-03 07:35, TUGIA wrote:
ნანაჩკა,ქრისტიანად დაბადებული, ქრისტიანად უნდა მოკვდეს. ღმერთმა შეუნდოს ყველას ვინც თავის რწმენას უღალატებს,მე არ მწამს იმ ხალხის ვინც ვინმეს "ისტობას"იბრალებს თავისი მიზნის მისაღწევად,
მაგრამ ვერც გაუმტყუნებ,თავისი საქმე თვითონ იციან,
მე კი როგორც იტყვიან ასეთებს ომში გვერდით არ დავიყენებდი.


აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით ბატონო ტუღია!!! :smile:
Anonymous
რატომ ?
აი მე მაგალითად ,პარიზში რომ დოსკოტეკა მქონდა და მერე არაბ შეიხს მივყიდე, და მერე იმ არაბმა შეიხმა დამიხია კონტრაქტი და ისევ მე მომყიდა და მე ისევ გავყიდე და მერე დისკოტეკა სტანცია მალადიოჟნაიაზე გავხსენი,იქ მაიკლ ჯექსონმა მომიყვანა მთავარი ჰინდუ-კრიშნაიდი თავისი ამალით! :grin:
მერე რამდენჯერმა შვედეთის საგიჟეშიც მომაკითხეს, მაგრამ მე არ მეცალა-ფორუმებს ვყარაულობდი. :grin:
ამიტომ ვეღარ ვნახე. :grin:
ძალიანნსასიამოვნო რელიგიაა და შიზოიდი რომ არ ვიყო,ნამდვილად კრიშნოიდი ვიქნებოდი! :grin:
nanachka
ის მამა-შვილი ჰინდუიზმის მიმდევრები იმიტომ გახდნენ, რომ არ იყვნენ გათვითცნობიერებული ქრისტიანები. კარგი იქნება, რელიგიური სწავლება სკოლაში შემოიღონ საგნად (იქნებ არის კიდევაც, არ ვიცი), ოღონდ დოგმატური მიდგომით კი არა, არამედ
რეალური. ინგლისში ვინც ეკლესიაში დადის, ყველა საოცრად მორწმუნეა.
იმისათვის, რომ ქართველებმა სხვა რელიგიისაკენ არ გაიხედონ, საჭიროა, მათ თავიანთი ქვეყნის ძირძველი სარწმუნოება გაითავისონ. ისე, მე პირადად, არა მაქვს არანაირი პრობლემა იმისა, რომ კაცმა ირჩიოს ის, რაც უნდა და რისიც სწამს (კეთილის). ჰინდუიზმი ძალიან მშვიდობიანი რელიგიაა. ყველა რელიგია სიყვარულსა და მშვიდობას ქადაგებს. ზოგირთი ბოღმიანი გავლენიანი ტიპი თავის ინტერპრეტაციას უკეთებს და გაუნათლებელ ხალხს თავს ახვევს. დანა კაცმა შეიძლება, საჭმლის გასაკეთებლად გამოიყენოს, ან ვინმეს მოსაკლავად. ასე, რომ ყველაფერს აქვს ორი მხარე, მთავარია, ადამიანი იყოს შეგნებული და ანალიზის უნარი ჰქონდეს.
Anonymous
კი ნანაჩკა,მეც მაგას ვუჩუჩინებ ჩელმს შვილს რომ მთავარია კაცი იყო და ვისთან იღლაბუცებ რა მნიშველობაა აქს? :grin: :grin: :grin:
და კიდევ გეტყცვი ეთხელ:
ძალიანნსასიამოვნო რელიგიაა და შიზოიდი რომ არ ვიყო,ნამდვილად კრიშნოიდი ვიქნებოდი! :grin:
P.ს.ორთოგრაპიულ შეცდომებზე ბოდიში,ხელები მიკანკალებს,დილას არ გადამიყლურწავს, ფერშლებმა დამიმალეს და .. :grin: :grin:
Anonymous
მდააა შიზოიდი ვარო კაცი რომ იტყვის ის ვერ იქნება კრიშნაიდი.
Anonymous
QUOTE

On `2004-05`-03 16:14, Mesephi wrote:
მდააა შიზოიდი ვარო კაცი რომ იტყვის ის ვერ იქნება კრიშნაიდი.  

რატო რატო?მე თვითკრიტიკული ბებრუცუნა გოგუნა ვარ! :grin:
კისსები შენ ყველგან და ყველაფერში! :grin:
___________________________________
ტუჩებით გადავარჩენ კაცებრიობას! :grin:
AMANDA!
ლოცვა ბოროტისაგან დასახსნელად
----------------------------
უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმერთისაო,
გვიხსენ ჩვენ მოახლოებულისა ღმრთივშერისხულისა
და ბოროტისა ეშმაკისა ანტიქრისტეს ხიბლისაგან
და ყოველთა მისთა მაცდურებისგან.
დაიფარე ჩვენი ფორუმი და ჩვენი ყოველნი
სულიერნი შვილნი, მისნი და ყოველნი მახლობელნი ქრისტიანენი ყოვლისაგან ვერაგისა ანტიქრისტეს და ყოველთა მისთა მაცთურთაგან და ნუ მოგვცემ ჩვენ, უფალო, რათა გვეშინოდეს ეშმაკის ჩვენზედა მოწევნებულისა ,ამაოისა შიშისაგან უმეტეს შიშისა ღმერთისა, რათა არა განგიდგეთ შენ და წმინდასა
შენსა მართმადიდებელსა ეკლესიისა.
მოგვეც ჩვენ, უფალო !
ძალა წამებად და სიკვდილად სახელისათვის შენისა და წმიდისა შენისა და წმიდისა შენისა მართმადიდებელისა ეკლესიისათვის და არა მივიღოთ ბეჭედი იგი ანტიქრისტესი და არა თაყვანი ვცეთ
მას.
არამედ მოგვეც ჩვენ, უფალო დღე და ღამე ცრემლნი ცოდვილთა ჩვენთათვის და შეგვიწყალნენ ჩვენ დღესა
მას საშინელისა სამჯავროსა შენისასა.
ამინ!!!
Anonymous
ლოცვა ხორციელი სულიერი ავადმყოფობის ჟამს.
------------------------------
ნუ შეეხარბები ბოროტმოქმედებს,ნუ გშურთ მათი ვინც უკანონობას ჩადის
რადგან ბალახივით მალე გახმებიან
და მწვანილივით დაჭკნებიან
მიენდე უფალს და ჰქმენ კეთილი;
დაემკვიდრე ქვეყანაზე და მწყემსე სიმართლე. ისიამოვნე უფლის მიერ
და ის აგისრულებს გულის წადილს.
მიაქციე ძმერთზე შენი გზასავალი,
მიენდე მას და ის აღასრულებს.
და გამოიტანს ნათელივით სიომართლეს შენსას
დაემორჩილე უფალს და დაელოდე მას.
ნუ შეგშურდება თავის გზაზე წარმატებულის
კაცი რომელიც ბოროტს იზრახავს.
მოეშვი მრისხანებას და მიატოვე გულისწყრომა;
ნუ გამძვინვარდები,
ვინძლო არ გაბოროტდე.
რადგან ბოროტმოქმედნი ამოწყდებიან
და უFალზე მინდობილნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას.
კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი,
დაუკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი.
ხოლ თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას
და დაამდებიან დიდი მშვიდობთ.
ცუდი განზრახვა აქვს ბოროტს მართლის მიმართ
და კბილებს აღრჭენს მის წინააღმდეგ.
უფალი დასცინებს მას,
ვინაიდან ხედავს რომ მოდის მისი დღე!
მახვილი იშიშვლეს ბოროტებმა დამოზიდეს თავიანთი მშვილდი,
რათა ძირს დასცენ ღარიბი და ღატაკი
მოსპონ გზიანები.
მათი მახვილი მათსავე გულს განეწონება
და მათი მშვილდი შეიმუსრება.
მართლის მცირედი სჯობია
ცოდვილთა დიდ სიმდიდრეს.
რათა მკლავები ცოდვილთა დაიმსხვრევიან,
ხოლო მართალთა დასაყრდენი უფალია.
იცის უფალმა დღენი უცოდველთა,
მათი მემკიდრეობა უკუნისამდე იქნება,
არ შერცხვებიან სიავის ჟამს
და შიმსილის დღეებში დაპურდებიან
და ბოროტნი დაიღუპებიან
და მტვრნი უფლისა,ვით ნასუქნი ცხვარნი
გაქრებიან,კვამლში გაქრებიან,
ბოროტი ისესხებს და არ გადაიხდის,
მართალი კი შეიბრალებს და მისცემს.
რადგან მის მიერ ნაკურთხნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას,
მის მიერ დაწყევლილნი კი ამოწყდებიან,
უფლის მიერ წარიმართება ნაბიჯნი კაცისა,
და მის გზას შეიყვარებს.
კიდეც რომ წაბორძიკდეს არ დაეცემა,
რადგან ღმერთია დასაყრდენი მისიხელისა.
ყმაწვილი ვიყავ,კიდეც მოვხუცდი
და არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული
და მისი მოდგმა პურზე ხელგაწვდილი.
ყოველდღე მოწყალებასგაიღებს
და გაასესხებს და მისი შთამომავალი კურთხეულია.
ერიდე ბოროტსა და ჰქმენი სიკეთე
და იარსებებ სამაადჯამოდ.
რადგან უფალი სიმართლის მოყვარულია
და არ მიატოვებს თავის წმიდანებს,
სამარადისოდ დაცულნი იქნებია;
ბოროტთა ნაშიერნი კი ამოწყდება.
მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას
და იარსებებენ მასზე უკუნისამდე.
წმიდანის ბაგენი სიბრძნეს წამოთქვამენ
და მისი ენა სიმართლეს იკლაპარაკებს.
რჯული მისი ღმერთისა მის გულშია,
არ დაუსხლტება ნაბიჟები
ბოროტი უთვალთვალებს წმიდას და მის მოკვლას აპირებს.
Fალი არ მიატოვებს მის ხელში
და არ გაამტყუნებს მისი განკითხვის ჟამს.
მიენდე უფალს და დაიცავი მისი გზა,
და ის აგამაღლებს რომ დაიმკვიდრო ქვეყანა,
და დაინახავ უკეთურთა განადგურებას.
მინახავს ბოროტი მძვინვარე -ხესავით ფესვებგაგმული.
მაგრამ გადაიარა და აჰა,აღარ არის,
დავეძებ მას-და ვეღარ ვპოულობ.
დაიცავი უმანკოება და ნახე სისწორე,
რადგან მომავალი ეკუთვნის მშვიდბიან კაცს.
ხოლო ბრალეულნი ერთიანად მოისპობიან,ბოროტთა მომავალი გადაშენდება.
ხოლო წმიდათა შველა უფლისაგან არის,
ის არის მათი მფარველი გაჭირვების ჟამს.
და დაეხმარა მათ უფალი და დაიხსნის;
დაიხსნის ბოროტთაგან და უშველის,
რადგან მასზე არიან მინდობილნი.
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.