დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: მონატრება
Rustavi 2 Forums > ზოგადი > მოგზაურთა კლუბი > ქართველები საზღვარგარეთ
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15
love is...
6 თვეა საქართველოში არ ვკოპილვარ და თქვენ ვერ ცარმოიდგენთ რა დგეში ვარ. არ ვიცი ეს ხალხი როგორ ცხოვრობს საზგვარგარეთ.
რაც არ უნდა კაი ცხოვრება იკოს აქ. ჩემს სამშობლოს არაპერი არ მირჩევნია.
მე ახლა ამერიკაში ვიმკოპები და მადლობა გმერთს რო მაიში ჩამოვდივარ. :smile:
ზოგჯერ მგონია რო ამ ხალხს რაგაც უჯრედი აკლია თავში, თუ რა არის ვერ გავიგე და ალბათ ვერასდროს ვერ მივხვდები.
კაროჩე რა საქართველოს გაუმარჯოს. და არავინ არაპერი ცუდი არ ტქვას დზალიან გთხოვტ. ბედნიერები ვარტ ხალხნო კველანაირად. მარა ჩჰვენ ვერ ვიშნობთ მაგას და სხვისი რა ბრალია. :sad:
zaza_za37
კი მაგრამ რას საკმიანობტ ამერიკასი ასე ტსოტა ხნიტ რომ სამობრზანებულხაარტ,
noodles
sad.gif
Gergezi
ლოვ იზ! უჯრედის ნაკლებობა ტვინში რა მოსატანია? ან რა კატეგორია ხალხი იგულისხმე? მაინტერესებს.
მე საქართველოში ვცხოვრობ მაგრამ სიამოვნებით ვიცხოვრებდი შვეიცარიაში ან ამერიკაში, იმ ხალხის საწინააღდემგო არაფერი მაქვს ვინც მანდ ახლა ცხოვრობს. არის გარემოებები ორივე შემთხვევაში.
სამშობლოს სიყვარული იქაც შეიძლება და აქაც, იქაც შეიძლება ასახელო სამშობლო და აქაც. იქაც შეიძლება მოუტანო სიკეთე შენს ხალხს და აქაც.. რა შუაშია გაძლება.. სიამოვნებით ვიცხოვრები და ვიმოგზაურებდი რომ შემეძლოს საზღვარგარეთ.. ეს მე არ შემიშლიდა სამშობლოს სიყვრულში ხელს არანაირად. გაუგებრია შენი ტოპიკი..
KOSTA
ჩემო კარგო, შენ თუ ამ ექვსი თვის განმავლობაში ვერ გაიგე რა გვაჩერებს "ამ ხალხს" აქ, ვერც ვერასდროს ვერ გაიგებ, ამიტომ ვიზამ კეთილ საქმეს და აგიხსნი: იმას, რაც ჩვენ აქ გვაჩერებს ჰქვია მოვალეობის გრძნობა საკუთარი ოჯახებისა და ახლობლების წინაშე.და თუ შენ ეს მოვალეობა არ გაგაჩნია (რაც შენი მესიჯიდან კარგად ჩანს)ან ამ ექვს თვეს როგორ გაჩერდი აქ.
donna
ლოვ იზ! ყოველთვის რატო იქმნება ხოლმე ისეთი იმიჯი თითქოს საქართველოში თუ არ ხარ ნაკლებად გიყვარს ან საერთოდ არ გიყვარს, მე რაც წამოვედი საქართველოდან უფრო მეტად შემიყვარდა და უფრო ვიწყებ ნელ-ნელა დაფასებას, ყოველვის არ გამოდის ხოლმე ისე როგორც გინდა , მეც ისე მიჭირს საქართველოს გარეშე ვერ ავღწერმაგრამ რა ვქნა, მირჩევნია აქ ვიყო, და იქეთ დავეხმარო ახლობლებს ვიდრე თბილიში ვიჯდე და იქეთ ვიყო დასახმარებელი. მოკლედ მინდა ვთქვა რომ არ არის ცუდი სადმე წასვლა და რაღაც ახალი გამოცდილების მიღება და მერე ამ ყველაფრით თუ უკან დაბრუნდები ხო საერთოდ ძაან მაგარი იქნება თუ არა და ღმერთი იყოს შენკენ 3 ოჯახს მაინც თუ დაეხმარები ყოველ თვე ეს უკვე დიდი საქმეა
ღმერთი იყოს თქვენი მფარველი
Mlle Qartveli
Dონა თქვენ ჩემი სათქმელი თქვით....
ninuca
ვისაც რა უნდა ის ტქვას და მარტლაც რომ კარგია ცჰვენი სამსჰობლო,მოდიტ ხალხნო დავდგეტ ერტად და გავაერტიანოდ ისევ ეს საქარტველო ნიკოპსიიდან დარუბანდამდის
Anonymous
შენ პირს შაქარი ნინუს!!!
love is...
[სამშობლო რო მიკვარს და მის გარეშე ცხოვრება არ შემიდზლია იმიტომაც არის რო ეს ცერილი დავცერე და ჩემი გულის ტკივილი გაგიზიარეტ და თქვენ კიდევ სხვანაირად აგიკვავთ ჩემს სიტკვებს.
მე რო აქ შემომთავაზონ მილიონები მაინც არ დავრჩები. რადგან მე გმერთმა სადაც მომიჩინა ადგილი იქ უნდა ვიცხოვრო და არანაირი სურვილი არ მაქვს "გაამერიკელების" რაც დზალიან ბევრმა ქართველმა გააკეთა. ისინი აგარც ქართველები არიან ეხლა და ამერიკელები ხო ვერასოდეს ვერ იქნებიან. აი რას ვგულისხმობ და სცორედ გამიგეთ გტხოვთ.
ჩემი ნინუცია კი გამიგებს არა ნინუც? :smile:
quote]
On `2003-02`-19 14:31, Gergezi wrote:
ლოვ იზ! უჯრედის ნაკლებობა ტვინში რა მოსატანია? ან რა კატეგორია ხალხი იგულისხმე? მაინტერესებს.
მე საქართველოში ვცხოვრობ მაგრამ სიამოვნებით ვიცხოვრებდი შვეიცარიაში ან ამერიკაში, იმ ხალხის საწინააღდემგო არაფერი მაქვს ვინც მანდ ახლა ცხოვრობს. არის გარემოებები ორივე შემთხვევაში.
სამშობლოს სიყვარული იქაც შეიძლება და აქაც, იქაც შეიძლება ასახელო სამშობლო და აქაც. იქაც შეიძლება მოუტანო სიკეთე შენს ხალხს და აქაც.. რა შუაშია გაძლება.. სიამოვნებით ვიცხოვრები და ვიმოგზაურებდი რომ შემეძლოს საზღვარგარეთ.. ეს მე არ შემიშლიდა სამშობლოს სიყვრულში ხელს არანაირად. გაუგებრია შენი ტოპიკი..

[/quote]
love is...
და მე რაც შემეხება. მე თვითონ სასცავლებლად ვარ ჩამოსული ერთი ცლიტ. დედაჩემი კი მეხვეცება დარჩიო მარა......... ვერაპრით ვერ გავაკეთებ მაგას.
მე რო აქ დავრჩე იგივე ნაირად მეკვარება საქართველო როგორც ეხლა მიკვარს. მე ლაპარაკი მაქვს იმ უზარმაზარ ნოსტალგიაზე რომელიც ცხოვრების ბოლომდე არ მომასვენებს. საქართველოში მინდააააააააააააა......:sad:
Vacho
აბსოლუტურად ვეთანხმები დონას და ამასთან ძალიან კარგად მესმის ლავ იზ-ისი. მე პირადად არც ოჯახის და არც არავის წინაშე მოვალეობა არ გამოჩნდა, სახლშიც ღვთის წყალობით საჭმელი და სასმელი არ მაკლდა, მაგრამ უბრალოდ აქ წამოვედი სასწავლებლად და განათლების მისაღებად. მანდ ჯერჯერობით იმ დონეზე ნამდვილად არ ისწავლება მეცნიერება როგორც აქ იაპონიში მაგალითად. ისე კი ქვეყნის ნოსტალგია რომ სასტიკად მაქვს ამას ჩემს ანგარიშზე ყოველ თვე სოლიდური თანხის საერთაშორისო საუბრების ქვითრები მოწმობს. რა ვქნა ყოველდღიურად თუ არ ველაპარაკო მშობლებს და მეგობრებს გარეშე არ შემიძლია. პრაქტიკულად გაორებული ცხოვრება მაქვს თუმცა კი მაინც გარკვეული პერიოდით რომ წამოვედი კმაკოფილი ვარ.
noodles
biggrin.gif
sasha kutaisseli
ნუდლს,

რაღაც გატყობ შენც კი ნელ-ნელა ოპტიმიზმი გეუფლება. ფუი ეშმაკს!!! მე მგონი გადამდებია... ამდენ ქართველთან ურთიერთობამ ასე იცის. თუ არის ერთი რამ რითაც მართლა გამოვირჩევით (არასერიოზულობის, და ტრაბახის გარდა), ეს არის ის რომ ვართ გამოუსწორებელი ოპტიმიტსტები, რაღაც სკანდალურად ოპტიმისტები. საყვარელი ხალხი ვართ ამიტომ...
Anonymous
ოპტიმიზმი გადარჩენს საქართველოს!
kissie
ხო, და კიდო სხვა რაღაც-რაღაცეებიც :razz:
Anonymous
QUOTE

On `2003-02`-20 07:38, love is... wrote:
და მე რაც შემეხება. მე თვითონ სასცავლებლად ვარ ჩამოსული ერთი ცლიტ. დედაჩემი კი მეხვეცება დარჩიო მარა......... ვერაპრით ვერ გავაკეთებ მაგას.
მე რო აქ დავრჩე იგივე ნაირად მეკვარება საქართველო როგორც ეხლა მიკვარს. მე ლაპარაკი მაქვს იმ უზარმაზარ ნოსტალგიაზე რომელიც ცხოვრების ბოლომდე არ მომასვენებს. საქართველოში მინდააააააააააააა......:sad:


დაუჯერე დედიკოს!
NINI
ნოსტალგია, სამშობლოს სიყვარული.ეჰჰჰჰჰჰ ,მართლაც ,რომ ძალზედ საყვარელია შენი სამშობლო.მე სრულებით ვეთანხმები ლოვ იზ ნათკვამს,ძალიან ძნელია სხვა ქვეყანაში შეგუება.მითუმეტეს მარტო არც მეგობრები არც ოჯახი,ხარ მარტო,თქვენ როგორ ფიქრობთ ფორუმში წერილების წერა რას ნიშნავს? "ნოსტალგიას" ჩემის აზრით სხვამ შეიძლება დროის მოსაკლავად ჩათვალოს,მე ძალიან მიხარია ჩემ საყვარელ ხალხს რომ ვეკონტაქტები,თქვენ შემოგევლეთ.
მეც მაგრად მიჭირს აქ ყოფნა მაგრამ ჩემს მომავალს ასე სჭირდება,მე მინდა,რომ კარგი ექიმი დავდგე და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის,რომ ეს ჩემი სურვილი ავისრულო ხოლო როგორც კი მოვრჩები სწავლა განათლებას დავებრუნდები ჩემს საყვარელ სამშობლოს და უთბილეს ხალხს.
noodles
:sad:
NINI
უკან სად გერმანიაში?????
noodles

[/quote]
NINI
ჯერ არ ვიცი ყველაფერს მომავალი მიცვენებს, მაგრამ შანსი არ არის მე აკ დამრჩენი ნამდვილად არა ვარ,ისე შეიძლება შვებულებაში ჩამოვიდე,გასართობად.შენ რა აზრის ხარ ამაზე?
zara
ნინი იქ რა გინდა? იქ რა გართობაა... კომპლექსების დემონსტრირების პარადია!
"პირ ვოვრემია ჩუმი".. რუსები რომ იტყვიან!
მე მაგალითად იქ შემრცხვებოდა, თავიც რომ კარგად ვიგრძნო. ამდენ გაჭირვებულში მარტო ბედნიერს რა გაგხდის?
ყველას ხომ ვერ მიეხმარები? ერთი ჯგუფი, მეტი ხომ არა ..არ ვიცი მე ასე ვფიქრობ იქ კომპლექსიანი იგრძნობს თავს ბედნიერად..ისიც წამირად!
Zaza
როდესაც ამერიკაში წამოვედი ბავშვები დავტოვე საქართველოში მაგრამ საბუთები რომ წესრიგში ჰქონოდათ აუცილებელი იყო `2-3` თვეში ჩამომეყვანა. იმასაც ვფიქრობდი აქ შემეყვანა სკოლაში ცოტა ხნით მაგრამ როდესაც შევხედე ჩემი ნაცნობების შვილებს, ქართული რომ აღარ ეხერხებათ, მივხვდი რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. ამიტომ ზამთარში ჩამოგვყავს ხოლმე, "გამოვაზამთრებთ" და მერე უკან ვუშვებთ. ძალიან ძნელია მაგრამ ასე ჯობს, როგორც არ უნდა ეცადო ბავშვი უცბად გადადის იმ ენაზე რომლითაც თავის ტოლებს ელაპარაკება და რომელ ენაზეც თამაშობს. ეს ერთადერთი მიზეზია რისთვისაც უკან ვუშვებთ ხოლმე. არ მინდა არაქართველები გახდნენ.
KOSTA
ზაზა, გეთანხმები ყველაფერში. მე ოთხი წლის უკან წამოვედი საქართველოდან. პირველ ხანებში მეც ვფიქრობდი საბუთების გაკეთებაზე, შვილების ჩამოყვანაზე განათლების აქ მისაღებად, თანაც იქნებ მანამ სიტუაციაც გამოსწორდეს, საარსებო პირობები გაუმჯობესდეს მეთქი, მაგრამ ძალიან მალე დავრწმუნდი, ეს რომ გამეკეთებინა საქართველო კიდევ ორ შვილს დაკარგავდა, რამეთუ ბავშვებს, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, ადაპტაციის შესანიშნავი უნარი გააჩნიათ, ძალიან მალე ითვისებენ მათთვის უცხო გარემო პირობებს ადათ-წესებს, კულტურას და საკუთარი მათთვის უცხო ხდება ძალიან მოკლე ხანში. როგორც არ უნდა ეცადო ვერაფერს გააწყობ, სხვა ქვეყანაში ვერაფრით ვერ გაზრდი სრულფასოვან ქართველს(რათქმაუნდა თუ ამის სურვილი გაქვს ).
love is...
ხალხო ტქვენ ვერ ცარმოიდგენთ როგორ გამიხარდა თქვენი სიტკვები კველასი. დზალიან მიხარია რო ქართველებს კვლავ გვიკვარს ერთმანეთი და სამშობლო გვენატრება.
გაიხარეთ თქვენ. გმერთი იკოს თქვენი მPარველი.
noodles
[/quote]
NINI
ძალიან კარგი ნუდლს,მაგრად გამეხარდა.
Anonymous
ზაზა, კოსტა,ყველაფერი შედარებითია მგონი!!!

კარგია რომ ახერხებთ, აქეთ იქით წასვლა წამოსვლას....მაგრამ,ეს ხომ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული?!!!

გარდა ამისა....ჩემთვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი...რაღაც ვერ წარმომიდგენია ჩემი შვილების გარეშე ყოფნა და მთელი ყურადღების გადატანა ფულის შოვნაზე!(რომელიც დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება)
მიუხედავად მრავალრიცხოვანი მეგობრებ მეზობლებ ნათესავების არმიის ყოლისა, ვერ ვენდობი ვერავის!!!!ვერც ძმას და ბიძაშვილს, ვერც საკუთარ დედას და მამას.
უნდობლობას მათ კი არ უცხადებ, არამედ პოლიტიკას (თუ არაპოლიტიკას)რომელიც დღეს საქრთველოშია, ადამიანის დაუცველობას, უკონტროლობას, პირველ რიგში ჯამრთელობის სფეროში.

მერე რომ სანანებელი არ მქონდეს რამე....თუ რატომ არ ვიყავი ჩემი შვილების გვერდით?!
ისიც მეყოფა რომ საკუთარ ქვეყანაში ვერ ვცხოვრობ და ისიც უშვილებოდ?!!!

ასევე, აქ ცხოვრების ჩემი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ჩემი შვილების განათლებაა, თუ არა ეს,მე პირადად იქ როგორღაც გავიტანდი თავს, შეიძლება არც თუ ცუდად მეცხოვრა....ზოგი დანატოვარის, ზოგიც საკუთარის ქონების წყალობით...მეყოფოდა ნამდვილად.თანაც ისე არ ვიგრძნობდი თავს, "ვინ ვარ აქ და რას წარმოვადგენ"...სადაა ხალხი, სადაა საზოგადოება...

ჯერ მარტო ჩემი ლოჯიის ფანჯრიდან რად ღირდა ხოლმე გადახედვა ეზოში, "გაზაფხულის პირველ დღეს"...ვის არ დაინახავდი...ავალიშვილს, ქუთათელაძეს, არჩვაძეს,გულისაშვილს, გაბაშვილს,რამაზ ჩხიკვაზეს...რომელი ერთი ჩამოვთვალო.

ქუჩაში რომ გაივლიდი და ქალად რომ იგრძნობდი თავს....


სამწუხაროდ იცვლებიან ჩემი შვილები...არ ამერიკელდებიან მაგრამ აშკარად იცვლებიან...მენტალიტეტი სხვანაირი აქვთ,
ქართული მენტალიტეტი არ მოგვწონს...არც ამერიკული მომწონს....სადღაც შუაში, შეიძლება არც თუ ცუდია ეს , მაგრამ ის მაინც არ არის რაც მინდა რომ ქონდეთ და მთავარი..ვინ იქნებიან ჩემი შვილიშვილები?!!!

ალბათ ასაკსაც გააჩნია შვილების, როცა მათ დატოვებაზე ან გაშვებაზეა საუბარი, 12 წლის ბიჭს ვერ დავტოვებდი ვერავისთან და ვერსად. წელს 20 ხდება, სულ ერთხელ იყო თბილიში ამ ხნის მანძილზე, ჩამოსვლიდან 1 წლის მერე, ასეთი შემართებით ვიყავი, რომ ყოველ წელს ვივლიდი თბილიში, 3 წავედით პირველ წელს...3 ბილეთი, სახარჯო თანხა....
რაც დრო გადის სულ უფრო და უფრო მცირდება ხშირად სიარულის შესაძლებლობა სამწუხაროდ.
Vacho
ძალიან მტკივნეული თემაა რა თქმა უნდა ჩემთვისაც. აქ სწავლის დროს ძალიან ბევრ ახლაგაზრდა სტუდენთან მაქვს შეხება და უბრალოდ გაოცებული ვარ. აბსოლუტურ უმრავლესობას საერთოდ არ აინტერესებს როგორ არიან თავისიანები, მშობლები და ისიც ვალის მოხდის მიზნით თვეში ორჯერ თუ ურეკავენ. ჩემთვის პირადად ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელია. ჩემს შემთხვევაში აბსოლუტურად სხვა სიტუაციაა. ელექტრო ფოსტებით ურთიერთობას გარდა, ყოველდღიური სატელეფონო ზარები. კი შეიძლება ესეც გადამეტებულია, მაგრამ ეს ჩემთვის უფრო ახლოა და საყვარელი.
shio
გეთანხმები love is...
Anonymous
საქართველოში იბადებოდნენ
და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე,
ეჰ წუთით მაიც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილანაზე.
noodles
tongue.gif
Anonymous
QUOTE

On `2003-03`-02 01:09, noodles wrote:
საქართველოში იბადებოდნენ  
და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე,  
ეჰ წუთით მაიც დაბრუნდებოდეს  
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე.  

ლექსს მელოდიურობას მართლაც ვერ დავუწუნებთ, მაგრამ შინაარსზე არ დაფიქრებულხართ? ვერაფერი გავიგე. :sad: რაღაცა რე-ინკარნაციის შთაბეჭდილებას ტოვებს



რატომ ეგრე? მე ვწუხვარ რომ საქრთველოში დაიბადნენ ჩემი შვილები და ვაკეში აგარ იზრდებიან....
zara
ზღვას ადგა ნისლის მსუბუქი ბოლი..
ზღვა ირწეოდა ,ვარსკვლავებით ფეხმძიმე ღამე..მე მოველ შენთან შენთან და ზღვასთან მე სივრცეებით სნეული კაცი...!
ასწორებს..მომენტ!! ( ო, მომნტო მორო!) :smile:
GRM
noodles, ბრავო!
noodles
tongue.gif
Anonymous
QUOTE

On `2003-03`-02 11:17, noodles wrote:
ეეეჰ ანტაგონისტო, შენი წუხილი გასაგებია მაგრამ წაიკითხე მეთქი ლექსი!




ნუუდლს ნუუდლს :smile: მე კი წავიკითხე და მივხვდი კიდეც რაც იგულისხმე :smile:
შენ კი ვერ მიმიხვდი მე რა ვიგულისხმე :smile:
its ok, not big deal :smile:
Anonymous
QUOTE

On `2003-02`-19 07:34, zaza_za37 wrote:
 კი  მაგრამ რას საკმიანობტ  ამერიკასი  ასე  ტსოტა  ხნიტ რომ სამობრზანებულხაარტ,


?????

უი!!!! ერთხელ 1 კვირით ვიყავი ამერიკაში :smile:
Anonymous
noodles

შინარსი ძალიან ადვილი გასაგებია,
კარგად დაუკვირდით.
რატომღაც სომხეთში რომ იბადებიან ლოს აჯელეში ამას არ დარდობენ სომხები.
აქ ვინც კი დატოვა ქართველმა პოსტინგი უცხოეთიდან, ნახე რა გულის ტკივილია.
ეხლა შედი სომხების ფორუმზე და იქ ნახე.
მერე აგეხილებათ თვალები ბაიებო
noodles

QUOTE
On `2003-03`-02 14:29, ამანდა wrote:
noodles

შინარსი ძალიან ადვილი გასაგებია,
კარგად დაუკვირდით.
რატომღაც სომხეთში რომ იბადებიან ლოს აჯელეში ამას არ დარდობენ სომხები.
აქ ვინც კი დატოვა ქართველმა პოსტინგი უცხოეთიდან, ნახე რა გულის ტკივილია.
ეხლა შედი სომხების ფორუმზე და იქ ნახე.
მერე აგეხილებათ თვალები ბაიებო

Malkho
ლოვ იზ, გეთნხმები თითქმის ყველაფერში.
რაც შეეხება უჯრედის ნაკლებობას, ამერიკელების ნამდვილად არაფერი ვიცი მაგრამ გერგეზზს რომ უნდა იმ ქვეყანაში, შვეიცარიაში, ნამდვილად აკლიათ უჯრედები, რათქმაუნდა საერთოდ თუ გააჩნიათ. რასაც სხვა ევროპელებზე ვერ ვიტყვი.
Mlle Qartveli
HI მალხო
კარგი ბატონო, თუ ასე აკლიათ ეს უჯრედები ამ საწყალ ევროპელებს (ამერიკელებზე არ ვსაუბრობ), და მით უმეტეს შვეიცარიელებს, მაშინ რატომ არიან ისინი ასე აყვავებული და დალხინებულნი, ჩვენ კი.... :sad: :sad: :sad:
Malkho
ევროპელებისთვის მე არაფერი მიკადრებია, უბრალოდ შვეიცარიელები გამოვყავი.
დალხინებული ცხოვრება უჯრედების რაოდენობაზე არ არის დამოკიდებული. ვოტ:-)
dada
მე მაგალითად,კარგა ხანია დავანებე ისეთ სუფთა ქართულ ხელობას თავი,რასაც იარლიყების მიტყეპება ჰქვია.და კიდევ უაზრო ნოსტალგიას დავანებე თავი.ისე "მუჩენიჩესკი"ნოსტალგია იმათ აქვთ, ვინც უცხოეთში ვერაფერ შესაშურს ვერ აღწევენ ან იქაურ საზოგადოებაში ინტეგრაციაზე უარს ამბობენ.სასწაული ხალხი ხართ, ებრაელი ტიროდეს ნიუ-იორკში, თელავივში მინდაო გაგიგია კაცო? "სადაც წახვალ იქაური ქუდი დაიხურე" და პიროვნულადაც და მორალურადაც ნაკლებად გაგიჭირდება და საქართველოსაც მეტად გამოადგებიsmile.gif
Anonymous
შვეიცარია პირველად რომ ვნახე ვიფიქრე "აი საქარტველო 21 საუკუნეში"
მაშინ 1983 წელი იყო.
21 საუკუნეც მოვიდა, მაგრამ ალბათ 50 წელია კიდე გასავლელი რომ შვეიცარის დონეზე მივიდეთ.
dada
და საერთოდ, თუ საქართველოში გინდა წადი ბატონო, დაბმულები ხომ არა ვართ.ამისაგან ტრაგედიას რატომ ვქმნით? იქნება უფრო გულახდილები ვიყოთ და ისა ვთქვათ,რომ უზრუნველი ცხოვრება გვენატრება,დედიკოსა და მამიკოს მორთმეული გვენატრება და როგორც ირკვევა თურმე უნდა გაიზარდო და პასუხისმგებლობის გრძნობა აიმაღლო? თორე ბავშვობის ხანა მეც მენატრება!
Anonymous
კიდევ ერთი მკვლელობა თბილისში :sad:
Hardthof
ნამდვილად საშინელებაა ყოველ მეორე დღეს მკვლელობები და ყაჩაღობები. ამას ხალხის უკიდურესი გაჭირვებით ხსნიან მაგრამ არც მასეა საქმე. ამა წინათ იყო რუსთავი2-ზე ზესტაფონის რომელიღაც სოფელში ვიღაც საცოდავ გლეხს ძროხა გაუყიდია და იმის 400 ლარის გულისთვის შეუცვივდნენ სახლშიო. ის ფულიც წაურთმევიათ და გამოსვლისას "ლიმონკა" შეუგდეს ოთახშიო. დაიღუპა 13 წლის ბავშვი და მეორე ბავშვი კი სამუდამოდ დაინვალიდდა. არა მგონია იმ გლეხს თავისი შვილის სიცოცხლის ფასად დაემალა და არ მიეცა ის 400 ლარი. ფულს ართმევენ (400 ლარს) და კიდე უნდა ამოხოცონ მთელი ოჯახი. რომ შემეძლოს ჩემი ხელით წავახრჩობდი ყველა მასეთ ნაბიჭვარს
dada
კურიერის ამ გადაცემას მეც ვუყურე და 400 ლარის გულისათვის ჩადენილმა უზნეობამ მეც გული ჩამწვა!
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.