დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: ხელოვნება
Rustavi 2 Forums > სხვადასახვა > კულტურა
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22
nina77h
აღმოსავლურ კულტურას რომ გავეცანი, სახვითი ხელოვნება, მუსიკა, ფილოსოფია.. ვიფიქრე ჩადრიან ქალს ჰგავსმეთქი.. მხოლოდ დიდრონი თვალები რომ უჩანს...იმ ჩადრს მიღმა კი თითქოს მონოტონური, მაგრამ მომაკვდინებელი ვნებაა მიმალული.. თუ მიგვიღო - კეთილი, თუ არა და, ალბათ, უნდა ჩავთვალოთ, რომ თავად უარვჰყავით.. (ჩემი სუბიექტური აზრია, უპრეტენზიო, თუმცა, დიდად მოკრძალებულს ვერ ვუწოდებ!)
რამხელა შესავალი გამომივიდა, მომიტევეთ ძვირფასებო. მოკლედ, გადავწყვიტე ცოტა მოზრდილი სივრცე ოსმლეთის პერიოდის ხელოვნებას დავუთმო..მინიატურები, ხვადასხვა სტილი და ასე შემდეგ...ეს ნამდვილად არ არის "მომაკვდინებელი", იმდენად რამდენადაც შესაბამისი მუსიკალობა და რიტუალი არ ახლავს თან.
აბა რას იტყვით? შესაძლოა ყველას არ მოეწონოს, მაგრამ მუზეუმი აბა რის მუზეუმია, თუ მრავალფეროვნება არ სუფევს..
მაშ ასე...
ოსმალური მინიატურის ხელოვნება... წარმოიშვა მე9 ს-ში თურქისტანსა და შუა აზიაში..
ეს მინიატურები `16-17` სს განეკუთვნება, და, ძირითადად, ყოველდღიური ყოფის ამსახველია.

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

[ This Message was edited by: nina77h on `2004-06`-04 11:24 ]
nina77h
ასე გამოიყურებოდა, ოტომანთა მიერ შედგენილი მსოფლიოს რუკა რამდენიმე საუკუნის წინ.
user posted image

სწავლულები და მათი მოწაფეები
user posted image

სულეიმან სულთან კანუნის მიერ ირანის ელჩის მიღების ცერემონია
user posted image

16 ს. ოსმალეთ-უნგრეთის ომის ამსახველი მინიატურა . ბრძოლა ოსმალების გამარჯვებით დასრულდა, რის შედეგადაც ოსმალეთის იმპერიამ უნგრეთის ერთი ნაწილი საკუთარ ტერიტორიებს შეჰმატა
user posted image

[ This Message was edited by: nina77h on `2004-06`-04 11:28 ]
tadzio
შ.გ.ქიქოძე

"გურული ქალი"
user posted image
tadzio
ვალენტინ სეროვი

"გოგონა ატმებით"
user posted image

"ისააკ ლევიტანის პორტრეტი"
user posted image

"ევროპის მოტაცება"
user posted image

_________________
დიდი დიდი სიყვარულით ტაძიო
user posted image

[ This Message was edited by: tadzio on `2004-06`-05 04:56 ]
tadzio
უმორჩილესად გთხოვთ!!!
თუ შესაძლებლობა გაქვთ დადოთ ინფორმაცია გურანდა ქლიბაძის შესახებ და ასევე გთხოვთ დადოთ მისი სხვა ნამუშევრები!
ჩემი მეგობრები გადარეულები არიან მისი ხელწერით!
ვებ გვერდის შექმნაზე ალბომის გამოცემაზე წავიდა ბაზარი! :eek:

_________________
დიდი დიდი სიყვარულით ტაძიო
user posted image

[ This Message was edited by: tadzio on `2004-06`-05 06:34 ]
Piero
[ This Message was edited by: Piero on `2004-06`-09 14:59 ]
Piero
[ This Message was edited by: Piero on `2004-06`-09 15:02 ]
diogene
ტაძიო,
თუ გურანდა ქლიბაძე დაახლ. 25 წლისაა და გრაფიკაში მუშაობს, ტელეფონის ნომერი შემიძლია მოგწერო.
ნამუშევრები სად ნახე ?
Piero
[ This Message was edited by: Piero on `2004-06`-09 15:05 ]
diogene
არა მარტო გურამ ქლიბაძის, დალი ლებანიძის შვილიცაა :smile:
ეა ნამუშევრები კი ვნახე და მოვიწონე, მაგრამ არ ვიცი, მისია თუ არა...
მე რომ ტელეფონის ნომერი ვიცი, ნამდვილად მისია...

კაი დეტექტივივით ჩაიხლართა :wink:

ისე, რამდენი კარგი რამ ყოფილა ამ ტოპიკში !
აიღე შვებულება, შეძვერი კომპში და უცქირე...

(გამახსენდა, როგორ მიყვებოდა ჩემი ეპიზოდური ნაცნობი ტოკიოს ერთ-ერთი უახლესი სასტუმროს შესახებ - ისეთი ტუალეტი იყო, ისეთი, შიგ შვებულების გატარება შეიძლებოდაო :smile:)
Piero
[ This Message was edited by: Piero on `2004-06`-09 15:07 ]
diogene
მეც მასე დამემართა ამასწინათ, როცა ერთ-ერთ ტოპიკში ჩემი უსაყვარლესი ადამიანის სახელს წავაწყდი !

ანტი, ბოდიში მცირე და წინასწარგანუზრახველი არაადეკვატურობიზა :smile:

ნინა,
მადლობა,
შე ოსმალეთის აპოლოგეტო !
:smile:
tadzio
QUOTE

On `2004-06`-06 00:33, diogene wrote:
ტაძიო,
თუ გურანდა ქლიბაძე დაახლ. 25 წლისაა და გრაფიკაში მუშაობს, ტელეფონის ნომერი შემიძლია მოგწერო.
ნამუშევრები სად ნახე ?

გურანდას ნამუშევრები ამ ტოპიკში ვნახე!
შემდეგ,მოხიბლულმა სასწრაფოდ ჩემს მეგობრებს გადავუგზავნე და ამიფეთქეს იმეილი!
-"ვინ არის?"
-"აქვს თუ არა ვებ გვერდი?"
-"არსებობს თუ არა კატალოგი?"

შემდეგ (გურანდა ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს):"თუ აღარ არის იქნებ ჩვენ გამოგვეცა?" ..." ვებ-გვერდი შეგვექმნა!"
( ფარჯიანის ბედით შეძრწუნებულნი!)
-მადლობელი ვიქნები თუ ტელეფონის ნომერს მომწერ! :smile:
diogene
ინტერნეტთან დიდად არ მეგობრობს.
მაგრამ დამეგობრდება, იმედია ! :smile:
ველაპარაკე და ნებართვა ავიღე, რომ ტელეფონის ნომერი შენთვის მომეცა.
პრივატში მოგწერ.
tadzio
ირაკლი სუთიძე

"წითელი რაინდი"
user posted image

"ცხენი"
user posted image

"ფლორა"
user posted image

"ტყის დედოფალი"
user posted image

"კენტავრი"
user posted image

"ზებრა"
user posted image

"`Still-life`"
user posted image

________________
დიდი დიდი სიყვარულით ტაძიო
user posted image

[ This Message was edited by: tadzio on `2004-06`-06 06:06 ]
diogene
აი, სუთიძე ხომ ეფექტურია ცალკე, არა ?
მაგრამ ჯგუფურ გამოფენაზე რომ ვნახე, სხვების გვერდით იჩრდილებოდა.
მეორედაც ვნახე - იგივე განმეორდა.
ვერაფრით ამიხსნია.
tadzio
მე და ჩემი მეგობრები კახეთში ვიყავით და იქ იყო ერთი ტიპი...ლამაზი ცისფერი თვალებით და ხორბლისფერი კანით...მსუბუქი კახური კილოთი... :smile:
შესანიშნავი გარეგნობის,საკმაოდ ლაღი!
ჰოდა თბილისში რომ დავბრუნდით,ოთხივემ ერთხმად ვაღიარეთ,რომ იგივე ტიპი თბილისში ვერ იქნებოდა ისეთი,როგორც კახეთის პატარა,ლამაზ სოფელში,საკუთარ მიკროკლიმატში... :smile:
diogene
ისე ფარაჯანოვის კენტავრთან სუთიძის კენტავრი ვერ მოვა ათასი წელი !
აი, სად დაერღვა მიკროკლიმატი !
tadzio
გეთანხმები! :wink:

[ This Message was edited by: tadzio on `2004-06`-06 06:07 ]
tadzio
გუგა კოტეტიშვილი

ორი სკამი
user posted image

CABINET
user posted image

სავარძელი
user posted image

სათათბირო მაგიდა და სკამები
user posted image

სავარძელი
user posted image

მარმარილოს მაგიდა
user posted image

ეჰ,გუგა,გუგა... :smile:
tadzio
გია გუგუშვილი

"პორტრეტი"
user posted image
tadzio
მიშა შენგელია

"Lighthouse"
user posted image
tadzio
გია ჩუფჩიკოვიჩ მირზაშვილი
Landscape
user posted image

გიას ნამუშევრების გამოფენა იან-ენერგეტიკით ასხივებს და თანაც ათბობს! :smile:
nina77h
ჩემი მოკრძალებული აზრი მინდა გაგიზიაროთ. დიოგენემ ახსენა, რომ ზოგიერთი ნამუშევარი თავისთავად მშვენიერია და ამათუ იმ სიტუაციაში შეიძლება დაიჩრდილოს. მეც მიფიქრია ამაზე. გარდა იმისა, რომ ვფიქრობ, ფერსა და სტილს ადექვატური გარემო ესაჭიროება, კიდევ ერთი აზრი დამებადა: ქართულ ხელწერას ყველა სცნობს და ქართველი ავტორის ამოცნობა არც თუ ისე ძნელია. ვიფიქრე, რატომ ხდებამეთქი ასე.. სკოლა უდავოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს მხოლოდ გარკვეული პერიოდის მანძილზე... აი, მერე რა ხდება? ნუთუ ყველა ერთნაირი ემოციური მუხტითაა დამუხტული???? ალბათ შეუძლებელია. ისევე, როგორც არსებობს მიმდინარეობები კუბიზმი, სიურეალიზმი, ეგზისტენციალიზმი და სხვა, მე ჩვენი ქართველი მხატვრების გარკვეული ჯგუფის ნამუშევრებს ინტელექტუალური ვუწოდე. ბევრი ტილოა ისეთი, საიდანაც ავტორის დახვეწილი გემოვნება და ინტელექტი გამოსჭვივის..ემოცია კი უკანა პლანზე იწევს. ჩემთვის ნაღდი ის არის, რაც გულს და სულს ამიდუღებს... და ამისთვის სულაც არ არის სავალდებულო გაწაფული ხელი. დახვეწილი ხაზი და მაზოკი (ქართულად ვერ ვიგონებ)ხელის გაწაფვით მოდის და იმ შემოქმედთა ნამუშევრები, რომელთაც კარგი ხელი აქვთ, აღფრთოვანებას იწვევენ და მეტაფორებითაც ვამკობთ,(დამსახურებულად, რა თქმა უნდა) მაგრამ, სადაა სულის გამოძახილი???? ამიტომაც ვამბობთ, რომ ესა თუ ის ნახატი მშვენიერია. მე კი არა მარტო მშვენიერი და საამო, არამედ მძაფრი განცდაც მინდა..ის, რაც გამაგიჟებს - აღმაფრთოვანებს ან პირიქით... და გულს აუუუეეეააა-თი ააბღავლებს.. როგორც გურამ დოჩანაშვილი ამბობს: ნაღდ გრძნობას თანხმოვანი არ სჭირდება.
ვატყობ, უნდა დავამატო: ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია და არა კრიტიკა, რის უფლებასაც თავს ვერ ვაძლევ.
კიდევ ერთი მომენტი მინდა აღვნიშნო - "შირპოტრები".. . ხომ სამწუხაროა, რომ ჰაერით არ ვიკვებებით, ამიტომ გვიწევს გრამაფონიანი ნატურმორტებისა და ა.შ. "ცხობა".
მხატვრობა დიდი ფუფუნება ყოფილა.. ეს სულიერი მდგომარეობაა და არა მხოლოდ კარგად გაწაფული ხელი, რასაც ძალიან ბევრი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, გენიალურ მხატვრობას უწოდებს.

თუ ნებას მომცემთ, ჩემს მოსაზრებას ნიკალათი გავამყარებ.
და, აი კიდევ ერთი, გულის ძალიან ღრმა კუნჭულიდან ამოხეთქილი:

user posted image

[ This Message was edited by: nina77h on `2004-06`-07 08:01 ]
nina77h
ეს ჩემი კანადელი მეგობრის ნამუშევარია.. არ ვიცი კომპიუტერის მონიტორიდან როგორ აღიქმება,სინამდვილეში იგი საოცარ განწყობას ქმნის. ეს ერთ-ერთი იმ მხატვართაგანია, რომელიც "შირპოტრებზე" მუშაობს, მაგრამ ეს ბრმა კატა მისი საკუთრებაა :wink:

user posted image

[ This Message was edited by: nina77h on `2004-06`-08 00:22 ]
diogene
QUOTE

On `2004-06`-07 06:51, nina77h wrote:
ჩემი მოკრძალებული აზრი მინდა გაგიზიაროთ. დიოგენემ ახსენა, რომ ზოგიერთი ნამუშევარი თავისთავად მშვენიერია და ამათუ იმ სიტუაციაში შეიძლება დაიჩრდილოს. მეც მიფიქრია ამაზე. გარდა იმისა, რომ  ვფიქრობ, ფერსა და  სტილს ადექვატური გარემო ესაჭიროება, კიდევ ერთი აზრი დამებადა: ქართულ ხელწერას ყველა სცნობს და ქართველი ავტორის ამოცნობა  არც თუ ისე ძნელია. ვიფიქრე, რატომ ხდებამეთქი ასე.. სკოლა უდავოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს მხოლოდ გარკვეული პერიოდის მანძილზე... აი, მერე რა ხდება? ნუთუ ყველა ერთნაირი ემოციური მუხტითაა დამუხტული???? ალბათ შეუძლებელია. ისევე, როგორც არსებობს მიმდინარეობები კუბიზმი, სიურეალიზმი, ეგზისტენციალიზმი და სხვა, მე ჩვენი ქართველი მხატვრების  გარკვეული ჯგუფის ნამუშევრებს ინტელექტუალური ვუწოდე. ბევრი ტილოა ისეთი, საიდანაც ავტორის დახვეწილი გემოვნება და ინტელექტი გამოსჭვივის..ემოცია კი უკანა პლანზე იწევს. ჩემთვის ნაღდი ის არის, რაც  გულს და სულს  ამიდუღებს... და ამისთვის სულაც არ არის სავალდებულო გაწაფული ხელი. დახვეწილი ხაზი და მაზოკი (ქართულად ვერ ვიგონებ)ხელის გაწაფვით მოდის და იმ შემოქმედთა ნამუშევრები, რომელთაც კარგი ხელი აქვთ, აღფრთოვანებას იწვევენ და მეტაფორებითაც ვამკობთ,(დამსახურებულად, რა თქმა უნდა) მაგრამ, სადაა სულის გამოძახილი???? ამიტომაც ვამბობთ, რომ ესა თუ ის ნახატი მშვენიერია. მე კი არა მარტო მშვენიერი და საამო, არამედ მძაფრი განცდაც მინდა..ის, რაც  გამაგიჟებს - აღმაფრთოვანებს ან პირიქით... და გულს აუუუეეეააა-თი ააბღავლებს.. როგორც გურამ დოჩანაშვილი ამბობს: ნაღდ გრძნობას თანხმოვანი არ სჭირდება.
ვატყობ, უნდა დავამატო: ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია და არა კრიტიკა, რის უფლებასაც თავს ვერ ვაძლევ.
კიდევ ერთი  მომენტი მინდა აღვნიშნო - "შირპოტრები".. . ხომ სამწუხაროა, რომ  ჰაერით არ ვიკვებებით, ამიტომ გვიწევს გრამაფონიანი ნატურმორტებისა და ა.შ. "ცხობა".
მხატვრობა დიდი ფუფუნება  ყოფილა.. ეს სულიერი მდგომარეობაა და არა მხოლოდ კარგად გაწაფული ხელი, რასაც ძალიან ბევრი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, გენიალურ მხატვრობას უწოდებს.

თუ ნებას მომცემთ, ჩემს მოსაზრებას ნიკალათი გავამყარებ.
და, აი კიდევ ერთი, გულის ძალიან ღრმა კუნჭულიდან ამოხეთქილი:

user posted image

[ This Message was edited by: nina77h  on `2004-06`-07 08:01 ]

მე, მაგალითად, ვერაფრით დავამუღამე რუსიკო ფეტვიაშვილი (თუმცა "რამაიანას" ფანტასტიური ილუსტრაციები აქვს გაკეთებული !)
ვუყურებ-ვუყურებ-ვუყურებ...
უზადო ტექნიკაა...
სიმბოლოებიც,არქეტიპებიც შიგადაშიგ...
გულთან კი არა და არ მოდის.
პირველი გამოფენა რომ ვნახე ბავშვობაში, მაშინვე დავიტანჯე. დანაშაულის მცირედი განცდაც კი გამიჩნდა, რომ საყოველთაო აღფრთოვანებას არ ვიზიარებდი.

ჰო მართლა, მაზოკი მონასმი უნდა იყოს ქართულად...
nina77h
დიოგენე, ძვირფასო, გმადლობთ "მონასმისთვის", ტვინი გავიჭყლიტე სანამ არ გავიხსენე :smile: ეხლა კი კონფირმაცია მივიღე :wink:... გამოდის, რომ ნაწილობრივ მაინც გამიცია პასუხი შენი პოსტისთვის???
ფეტვიაშვილს რაც შეეხება, ანალოგიური სინდისის ქენჯნა მქონდა... ყველა აღფრთოვანებული იყო და მე კი მრცხვენოდა იმის თქმისა, რომ ვერ აღვიქვამდი. რაც თავად თქვი, საოცარი ტექნიკა და დახვეწილი ხელი უდაოდ კარგია, და უგრო მეტიც.... ფეტვიაშვილის ნახატების მიმართ ჩემი ასოციაციები კი ასეთი იყო: სულ მეგონა, რომ მისი ხატვის პროცესი ძალიან მონოტონური და თანმიმდევრული უნდა ყოფილიყო... აი, დაახლოებით ასეთი სცენა: გრილი, ინდეფერენტული გარემო და გულის მიმაწვრილებელი , ერთი და იგივე ტაქტი...ბავშვი მონოტონური ტაატით აკეთებს რაღაცას და აუცილებლად იცის რა გამოვა საბოლოოდ.
ძალიან მუქ ფერებში დავხატე, მგონი...

_________________
user posted image

[ This Message was edited by: nina77h on `2004-06`-09 21:35 ]
Tolia
გოგოებო და ბიჭებო, ჩემს ეკრანზე ბოლო გვერდზე განთავსებული ნამუშევრები არ ჩანს და მიზეზს ხომ ვერ მეტყოდით?
nina77h
ჩეთან კარგად ჩანს, იქნებ შენს კომპს გადატვირთვა უნდა...
Tolia
გადავტვირთე, მაგრამ უშედეგოდ
tadzio
"ბრმა კატა"
user posted image

არ მინდა რაიმე ვთქვა და სიტყვებით გავაუფასურო მისი ეგზისტობა!!!!!!!!!!!!!
ჩუმად შევყურებ და ვიძირები აზრში...
Anonymous
გოგოებო და ბიჭებო, რომ იცოდეთ როგორ ვწვალობ ამ დანჯგრეული კომპით არ გამამტყუნებდით რომ ეს თემა მივატოვე, იმისთვის რომ გადმოვიტანო ნამუშევრები, უნდა გავხსნა ცალკე საიტი, და არ მიშვებს ეს ოხერი, მხოლოდ ერთ საიტს მიხსნის,

თქვენი იმედი მაქვს რომ იაქტიურებთ სანამ დავქოქავ ამ ჯაბახანას .........

თუ ვინმემ იცით ტკაჩენტო და ჩინკვეჩენტოს პერიოდზე რამე გთხოვთ არ დაიზაროთ...
elegia
იორ ვორკ იზ სინსიარლი ეფრიშიეტიდ.
Anonymous
ვიჩ 1? :smile:
elegia
ტოპიკ რილეიტიდ გრეიტ ეფორტს.
diogene
შეუძლებელია, ეს აქ არ იყოს !
EDVARD MUNCH
SKRIK, 1893
83.5 x 66

user posted image

ორიოდე სხვაც ...

user posted image

user posted image
tadzio
ჰჰჰმმმმმმმმმ!!!!!
lilu
[img]http://us.f2.yahoofs.com/users/40c98462_4682/bc/Mail+Attachments/__sr_/7e76.jpg?phyYR0ABrs8NVi7A[/img]

mkhatvaria Zaira Bechvaia...
ეს არის პორტრეტი ნანაჩკასგან და მისივე დავალებით არ ვამხელ ვინ არის დახატული, რადგან ფორუმელებს ევალებათ ამის გამოცნობა! :grin:

იმედია ჩანს... :sad:

[ This Message was edited by: lilu on `2004-06`-17 09:06 ]
nanachka
QUOTE

On `2004-06`-17 08:55, lilu wrote:

ლილუ, ძვირფასო, დიდი მადლობა. ჩემთან არ ჩანს, მაგრამ მე კი ვიცი, როგორიცაა. :smile:
lilu
QUOTE

On `2004-06`-17 13:38, nanachka wrote:

არაფრის, my pleasure! იმედია ვინმე მაინც ხედავს ჩემს გარდა!
tadzio
ისევ ქართული ფერწერა

....
user posted image

....
user posted image

....
user posted image

....
user posted image

....
user posted image

....
user posted image
nina77h
ტაძი, აკვარელზე გავგიჟდი..საღოლ!!!

-----------------------------------------------

ჩემო საყვარელო ფორუმელებო, ვაგრძელებ ოსმალური კულტურის ნიმუშების ექსპოზირებას.. ყველა გენიალური და ყველასთვის მოსაწონი, რა თქმა უნდა, ვერ იქნება. მრავალფეროვნებისთვის კი არაა ცუდი, თან მრავალ საუკუნეს ითვლის და ამდენად საინტერესოა, ისევე, როგორც ნებისმიერი უძველესი კულტურა. თან პაწაწუნა კომენტარსაც გავუკეთებ თქვენის ნებართვით..
დღეს ებრუს ხელოვნების ნიმუშებს წარმოგიდგენთ. მე15 ს-ის შუა აზიის თურქთა ხელოვნებაა, დაახლოებით აკვარელს ჰგავს. "ებრ" სპარსულად "მოლივლივე", "ტალღოვან"ს ნიშნავს, რაც სავსებით შეესაბამება მის სტილს, იაპონელებს იმდენად მოსწონდათ, რომ, თუ არ ვცდები, კედლის დეკორატიულ ქაღალდებად იყენებდნენ (შპალერი ქართულად როგორ არის?)ინგლისელები "მარბლ"-ს უწოდებენ. მარმარილოს ფაქტურას ჰგავს..

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

[ This Message was edited by: nina77h on `2004-06`-17 20:17 ]
nina77h
user posted image

user posted image

user posted image

ეს ნახატები ყოველთვის მაშინებდა...ყველგან მიჩქმალულ სიგიჟეს ვხედავ... თაყვანისმცემლებმა დიდსულოვნად მომიტევეთ...

[ This Message was edited by: nina77h on `2004-06`-17 20:14 ]
Zaza70
ტაძიო და ნინი ...........................

ალბათ მიმიხვდით :smile:
ნინი ბოლო ძალიან მომეწონა
tadzio
მიგიხვდი,აბა არ მიგიხვდი? :smile:
უუუუფ!
ებრუ რა ნათელი და ლაღია!!!!!
tadzio
Pina Bausch
პარიზი.Théâtre de la Ville.
22 ივნისამდე!

სპექტაკლის სახელწოდებაა " Nefés"
user posted image

სამი საათის განმავლობაში, სცენიდან მაყურებელს ესხურებოდა ცეკვის ფილოსოფია!
...თუ შეგიძლიათ დაესწროთ, არ დაყოვნდეთ!!!!!!!!

ერთი პატარა მინიშნება :Pina Bauschის
სპექტაკლით იწყება ალმოდოვარის ფილმი "Habla con Ella" ("TALK TO HER".2002წ.)

_________________
დიდი დიდი სიყვარულით ტაძიო
user posted image

[ This Message was edited by: tadzio on `2004-06`-18 13:47 ]
tadzio
ნინას მიერ შემოთავაზებული ებრუს თემის გაგრძელება... :smile:

Salih Elhan
user posted image

Güler Özben
user posted image
nina77h
Lale Devri (ტიტას ხანა)- ქართულ წყაროებში როგორ მოიხსენიება არ ვიცი.
მე18 ს-ის დასაწყისში დაიწყო, ფადიშაჰ სულთან აჰმედ მესამისა და ნევშეჰირელი იბრაჰიმ ფაშას დროს და 30-იან წლებამდე იარსება. იმ დოინდელ ვაჭრებს ევროპიდან ტიტას (თუ ტიტის?) ბოლქვები შემოჰქონდათ, რაც ფუფუნების ერთერთ საგნად ითვლებოდა. შემდეგ ტიტას გამოსახულება ძვირფასი მეჩეთების მოხატულობაში ერთერთ მთავარ დეტალად იქცა. ეს გახლავთ თოფქაფის სასახლე, სტამბოლში , Lale Devri-ს მშვენება და საოცრება

user posted image

ეს კი თავად ნიმუშები

user posted image

user posted image

[ This Message was edited by: nina77h on `2004-06`-18 20:48 ]
khatia
QUOTE

On `2004-05`-12 09:36, Isito wrote:
QUOTE

On `2004-05`-12 02:06, lilu wrote:
user posted image
user posted image
Linda Bester
ძალიან უბრალო, წყლის საღებავებით დახატუილ ნახატებია, მაგრამ საოცარ განწყობას ქმნიან...

არაჩვეულებრივია!!!!!!!!!

მეც ძაან მომეწონა, თან თავად ვსწავლობ აკვარელში ხატვას. მადლობთ
nina77h
ზაზა, რადგან შენც მოგწონს აკვარელი, გადავწყვიტე სანამ ოსმალეთის კულტურის ლაბირინთებში ვოაიაჟს გავაგრძელებდე, აკვარელში შესრულებული რამდენიმე კარგი ნამუშევარი დამედო... სამწუხაროდ ვერაფერი ვნახე, ამ ერთის გარდა და ისიც პაწაწუნაა. ტაძიო, გთხოვ, თუ გაქვს რამე, ნუ დაიზარებ.

იმედია ჩანს

user posted image
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2014 Invision Power Services, Inc.