დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: ქართული პოლიფონიური მუსიკა
Rustavi 2 Forums > მეცნიერება და კულტურა > ხელოვნება > მუსიკა
გვერდი: 1, 2, 3
Zaza70
ეს ტოპიკი ეძღვნება ყველა იმას ვისაც ყელში ბურთი ებჯინება ქართული მუსიკის მოსმენისას, რაღაც აუტანელი სიგიჟით ატყდება თავს და არ იცის საიდან მოდის ან სად მიდის, უნდა რომ უსმინოს უსმინოს დაუსრულებლად..., ქართული პოლიფონიური მუსიკა ყველაზე ფანტასტიურია მსოფლიოში ხალხო, ახლა ვუსმენ ამ წუთებში ქართულ მრავალხმიან საგალობლებს და ფოლკლორს, შენ ხარ ვენახის დამწერის სამშობლო ჩვენი სამშობლოცაა ხალხო და ყველას გაგიმარჯოთ

სენტიმენტალობისთვის ბოდიში, მარა მაგარია მაგარი და რა ვთქვა
სხვა
Anonymous
შენ გაიხარე აი მაგ ყელში მოწოლილი ბურთისთვის! :smile:
Zaza70
QUOTE

On `2004-05`-26 00:09, Awgust wrote:
შენ გაიხარე აი მაგ ყელში მოწოლილი ბურთისთვის!  :smile:



თვალზე ცრემლისთვისაც გენა, მე იმ კაცის დედა ვატირე ვისაც ასეთი ცრემლის შერცხვება :smile:
nina77h
ზაზა, ზუსტად იგივეს ვფიქრობდი და იმიტომ დავპოსტე ფლეიმში ქართული სიმღერები...დღეს დილიდან ხალხურებს ვუსმენ და ემოციები ძლივს დავიოკე! იმდენად ანალოგიური იქნებოდა ჩემი პოსტი, რომ აღარაფერს ვწერ! გაიხარე, ძალიან გულიანი და ჯიგრიანი ადამიანი ხარ.
პატივისცემით..
Effi@
მაგ დღეში ვიყავი ორი კვირის წინ, ჯერ ინგოლშტატში ანსამბლი "რუსთავის" კონცერტზე ვიყავი,შემდეგ კი ანჩისხატის მგალობელთა გუნდი ჩამოვიდა მიუნხენში.ანჩისხატელების კონცერტის შემდეგ ტრაპეზი გაიმართა, სიმღერა ხომ იციან და იციან, ქეიფიც რა ლამაზი ცოდნიათ მაგ დალოცვილებს!შუა ქეიფში ეს ბიჭები სადღაც გაქრნენ ,ყველა კითხულობდა(განსაკუთრებით თამადა)სად წავიდა ასე ყველა ერთადო და უცებ კარებში გამოჩნდნენ ხელიხელგადახვეულები და ხორუმის ცეკვით შემოვიდნენ.ისეთი სიამოვნება განვიცადე ერთი-ორი თვე მეყოფა(ანუ საქართველოში ჩასვლამდე)!
zara
აქ კი ამასწინათ "მზეთამზე" იყო ჩამოსული, მაგრადაც ვიტირეთ და მოვილხინეთ !
nina77h
აი ეს ლამაზი სიმღერა და, იმედია მერე სხვა მრავალი, დაამშვენებს ამ მშვიდობისმოყვარე ტოპიკს...

http://ramaz.swmed.edu/Music/Georgian/Sebi...20Menatrebi.ram

_________________
user posted image

[ This Message was edited by: nina77h on `2004-05`-26 01:07 ]
nina77h
ესეც კახური მრავალჟამიერი,რა ვქნა.. სისხლმა მიყივილა.. და წავედი...

http://ramaz.swmed.edu/Music/Georgian/Rust...20(Kakhuri).mp3
tadzio
ვაჰ!
თქვენ გაიხარეთ ხალხო!
მე გონაშვილის კასეტა დავითრიე და ....
უუჰ !
- რა კორსული პოლიფონია!მიუხედავად იმისა რომ არ არიან სუსტები ეს ვენდეტას მპრაქტიკებელი ხალხი!
-ჩვენსას ვინ შეედრება?
ვინც არ უნდა მოისმინოს(კულტურულ ხალხზე ვამბობ) ყველა მათგანი გაყუჩდება ხოლმე და ცდილობს ხმებში გაერკვიოს,პარტიებს მიაყურადოს,მელოდია დააიდენთიფიციროს !
ბაჩო
ვააა, ეს რა კარგი თემა გაუხსნიათ :smile:
რამე ახალი ჩემზეც იყოს :smile:
nina77h
ცისფერი ტრიო "გადამრიე"


http://ramaz.swmed.edu/Music/Georgian/Tsis...%20gadamrie.wma
ბაჩო
თქვენც ისიამოვნეთ-მიაჭირეთ აქ
:smile:
ისიტო, ამ სიმღერას შენ გიძღვნი :smile:
Makvala
თქვენ გაიხარეთ კეთილო ხალხო. უღრმესი მადლობა ყველას. :smile:
Zaza70
ვაა ეს რამდენი ყოფილხართ ვისაც ყელში გებჯინებათ, ხომ იცით წიგნთა წიგში წერია: თუ ერთი მაინც ვიპოვე არ დავღუპავო..., ხალხო გილოცავთ დღევანდელ დღეს და იმ ცრემლს გისურვებთ, რომელიც ლოცვაა ყველა ლოცვაზე დიდი.

ამას ვწერ ნინის მოწვდილი ქართული სიმღერის ფონზე და ცოტა ემოციურია შეიძლება, მარა სულმთლად უემოციო და ძალიან "ნორმალური" ადამიანი ხომ ყველაზე არანორმალურია...

ქართულ სიმღერას რაც შეეხება, აქ ვიღაცამ ახსენა უცხოელების რეაქცია..., მეც მახსოვს ერთი შემთხევვა, ეკლესიაში სადაც რუმინული საგალობლები იყო უცბად აჟღერდა ქართული წმინდაო ღმერთო, უნდა გენახათ ხალხის რეაქცია, მოდიოდნენ და მეკითხებოდნენ ვინ ხართო, ეს რა არისო, ხოლო ერთმა დიაკვანმა ასე აღმიწერა თავისი განცდა: საკურთხეველში ვიყავი და რაღაცას ვფუსფუსებდიო, უცებ რაღაც მომესმაო და არ ვიცი როგორ თითქოს სასუფეველში აღმოვჩნდიო... და უნდა გენახათ მისი თვალები ამ დროს

ყველას დიდი მადლობა ამ გამოხმაურებისთვის და კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ნუ შეგვაშრება იმ სიყვარულის ცრემლი ნურასოდეს თვალებზე.
ბაჩო მადლობა ამ სიმღერისთვის...
ზაზა

[ This Message was edited by: Zaza70 on `2004-05`-26 13:55 ]
mayaoo
ქართული მუსიკა,ისეთ ემოციებს იწვევს,სიტყვებით ვერც აღწერ...
ერთად-ერთი რაც შემიძლია დავამატო,გიერთდებით ბოლომდე-განცდითაც,მონატრებითაც და ყელში მოღალატურად გაჩრილი ბურთითაც...
Zaza70
ჰო კიდე ერთი რამ ხალხო, კიდევ ერთი რამ მინდა გაგიზიაროთ, როგორ უყვართ ჩვენთან ქალი..., თუ უყვართ კიდევ სადმე ასე, მე არ ვიცი, როგორ უყვარს გერმანელს ან ფრანგს, მაგრამ ვიცი, როგორ მიყვარს მე, როგორ უყვართ ჩემს ყველაზე ულამაზეს და უმშვენიერეს მიწაზე, რა ვიცი, გაგაგებინეთ თუ არა რისი თქმაც მინდა, მგონი მიმიხვდით, მოკლედ ეს ეძღვნება ყველა ქართველ მანდილოსანს ყველა ქართველ ქალს, ყველაზე ლამაზ და უმშვენიერეს ნაწილს ჩვენი ცხოვრებისა

ზაზა
ბაჩო
მოდით მაშ ყველამ დავახასიათოთ და დავწეროთ როგორი გვინდოდა ყოფილიყო ქართველი მანდილოსანი?
შენი აზრით დავიწყოთ, ზაზა... შენი იდეაა :smile:
Zaza70
QUOTE

On `2004-05`-26 20:01, ბაჩო wrote:
მოდით მაშ ყველამ დავახასიათოთ და დავწეროთ როგორი გვინდოდა ყოფილიყო ქართველი მანდილოსანი?
შენი აზრით დავიწყოთ, ზაზა... შენი იდეაა :smile:


თუ დააკონკრეტებ დაიკარგება ის რაც განასხვავებს ქართველ ქალს სხვისგან, გესმის რაშია საქმე, ზოგადად ყველა თვისება სხვაშიც არის, მარა არის რაღაც რაც არ გადმოიცემა სიტყვით და ვერ გაეცემა ჩემი აზრით პასუხი კითხვას როგორი, პასუხი არის, ოღონდ არა სიტყვიერი

ია ტაკ დუმაიუ :smile:
vili
ქართველი ქალი , ქართველი ქალია და ბადალი არა ყავს საქალეთში.
ქრთველი ქალის სურნელება სულ სხვაა.
მიმიქარავს ნებისმიერი ქალი . ამის გაგებას ცოდნა უნდა , ცოდნას კი გამოცდილება, გამოცდილებას კი ...
მაგრამ მე ისევ იქა ვარ რითაც დაიწყო ეს ტოპიკი.
რაც მე ახლა ცრემლი ვღვარე .......
უუჰ შენ რა გითხარი ზაზაია ბიძია.
ასე არა ჯობს ხანდახან ცრემლი ვღვაროთ, ერთმანეთის ჯიჯგნას და გინებას?
ცრემლის ღვრას მერე სიხარული და სიყვარული მოაქვს.
მოვეფეროთ ერთმანეთს თქვე დალოცვილებო ასე არ ჯობს.
არ გავახაროთ აშბები და კუტუ კუკუითები.
რაღა ერთმანეთი დავხანჯლოთ, მტერი გამოვშიგნოთ, ტვინინად და ტურებს გადავუყაროთ საჯიჯგნად.
nanachka
ყელშიც მებჯინება, თავზეც და ტანზეც თმები ყალყზე მიდგება და თვალები ცრემლებით მევსება. 'მართვე'-ს ვუსმენდი დიდ ხანი ნინას გამოგზავილ ვებგვერდზე.
ქართულ სიმღერას რა ჯობია? არც არაფერი!!!!!!!!!

აბა, მუჭო!
Anonymous
ზუსტად ერთი წლის წინ, შარშან მაისში, პოლონეთში იყო ჩამოსული (უფრო სწორად გზად გამოიარეს) "რუსთავი". ერთი კონცერტი ჰქონდათ და ისიც პოზნანში. უფრო სწორად ერთი ჰქონდათ დილით მუსიკალუტი ინსტრუმენტების მუზეუმში და მეორე საღამოს პოზნანის საკათედრო ტაძარში.
ვარშავაში რომ დავებით მაინც ავიწყვიტავდი. ორი სიტყვით ასე ვიტყვი
ჩავედი ვიტირე და წამოვედი.
მაგრამ რაც ჯერ იმ მუზეუმში ხდებოდა იმის გადმოცემაც მიჭირს, მაგრამ ტაძარი იცთ რა დღეში იყო ცოტა დააკლდა და პოზნანი მთავარი ტაძრის გარეშე შეიძლება დარცენილიყო.
კონცერტის მერე სამადლობელო სიტყვით გამოვიდა მუსიკალური აკადემიის (ამათი კონსერვატორია) პროფესორი და აკანკალებული ხმით "გამოუტყდა" პუბლიკას, რომ ასეთი რამის მოსმენა ამ 1000 წლოვან ( ეს პოლონური წელთაღრიცხვით ძალიან შორია, თითქმის უხსოვსრი დროა) კედლებს არ ღირსებიათო. ვარშავაში რომ ვბრუნდებოდით სადგურამდე მიმავალ ტრამვაიში ერთი პოლონელი საჯკმაოდ მოხუცებული კაცი ესაუბრება გვერდით მჯდომს . უყვება , რომ რაღაც სასწაულის მომსწრე იყო და რომ ალბათ მხოლოდ ესღა ჰქონდა დარჩენილი ამქვეყნად, რომ ეს საოცრება მოესმინა.
ასე მგონია პოზნანში კი მატარებლით წავედით მაგრამ უკან ვარშავაში მე პირადად ქართული საგალობლების ფრთებით "ჩამოვფრინდი".
თან ჩD-ებიც ვიყიდე.
სულ 50 ცალი ჰქონდათ (გვეგონა მეტი არ დაგვჭირდებოდაო) და აი ვისაც `92-93` პურის რიგების ზედახორა გინახავთ ისეთი რამე ხდებოდა. მე ვიდექი და "ბოროტად" ვხითხითებდი გულში: აი, ამ 10 (ყველანი არც კი იყვნენ) კაცმა ხომ დაგავიწყათ თქვენი "ინტელიგენტურ ევროპული პეწი" მეთქი.
Zaza70
QUOTE

On `2004-05`-26 20:49, Awgust wrote:
ჩავედი ვიტირე და წამოვედი.


:smile:
ვოტ!
Zaza70
ამას წინათ ერთ ფრანგს ვეკითხები, მეთქი საფრანგეთი თუ გიყვარს, პასუხი ასეთი იყო: "საფრანგეთის დედაც", ახლა მე მაინტერესებს ყველაზე ნაძირალა ქართველი იტყვის საქართველოზე იგივე სიტყვებს, თუ მას ვინმე შეეკითხება? მგონი პასუხი ნათელია, ეს კი მაძლევს იმედს რომ ბოლომდე არ გადავგვარებულვართ და არც გადავგვარდებით

ყველას გაგიმარჯოთ ვისაც გული გიცემთ, შორეულ ქვეყანაში გადაკარგულები ხანდახან იმ მხარეს რომ მიაპყრობთ მზერას, სადაც თქვენი და ყველა ჩვენთაგანის სამშობლოა, ვაზს რომ შენიშნავთ და რაღაც აუტანელი ძალა გეღვრებათ შიგნეულობაში, შორეულ მიწაზე მზეც კი რაღაცნაირად ქართულად, ჩვენებურად ამოსული რომ გეჩვენებათ და მუდამ რომ დაატარებთ დიდ ტკივილს, რასაც ამ მიწის შვილობა ქვია

ავგუსტისა არ იყოს მარტო მე ხომ არ უნდა ვიტირო, აი თქვენც იტირეთ ჩემთან ერთად :smile:

კიდევ ერთხელ ამ დღეს გილოცავთ
nina77h
:cry: :cry:

ოქროს გული გაქვს, გენა..
mayaoo
"თუ დააკონკრეტებ,დაიკარგება ის რაც ქართველ ქალს განასხვავებს სხვისგან..." -წერს ზაზა.თქვენ პოეტიც ყოფილხართ,სერ,გარდა იმისა რომ ჯიგარი გულის პატრონი ბრძანდებით.
გეთანხმები სრულიად.
ბაჩო
რაც არის დაკარგული ქართველ ქალში გვერდით თემაში იხილავთ "ქალიშვილობის ინსტიტუტის შესახებ"
KT1998
მადლობა ღმერთს ამ ბურთისათვის .ზაზა მადლობა რომ გასაქანი მიეცი ამ სიყვარულის ცრემლებს. ბაჩო , ნინა , გაიხარეთ ამ სიმღერების მოწოდებისათვის.
გილოცავთ ყველას დგევანდელ დგეს.
marikula
[ This Message was edited by: marikula on `2004-05`-27 08:04 ]
Anonymous
შენ გაგიმარჯოს ზაზა!!!
ქართული სიმღერის ფენომენზე არ დავიწყებ ლაპარაკს, ერთს ვიტყვი მხოლოდ:
აბა ის რა ქართველია "გაფრინდი შავო მერცხალოს", რომ მოუსმენს და ჟრუანტელი არ დაუვლის ტანში.

[ This Message was edited by: paatashb on `2004-05`-27 07:18 ]
marikula
QUOTE

On `2004-05`-26 05:30, ბაჩო wrote:
თქვენც ისიამოვნეთ-მიაჭირეთ აქ 
:smile:
ისიტო, ამ სიმღერას შენ გიძღვნი :smile: 


შემშურდა ისიტოსი.
ბაჩო, მადლობა, დიდი მადლობა!

უცებ გული შემიქანდა,ჩემი თავის შემშურდა, რომ ქართველი ვარ!
გილოცავთ დღევანდელ დღეს. მალე ისეთი სიხარულის ბურთი მოგწოლოდეთ ყელში, ყველას ერთად სიხარულით გვემღეროს "მუმლი მუხასა".
ემოციები თავისას შვება, ცოტა აბდაუბდა დავწერე, არა?
:smile:
მასწავლეთ, როგორ შემოვიტანო სიმღერა, ან როგორ დავასეივინგო.

[ This Message was edited by: marikula on `2004-05`-27 07:49 ]
marikula
[ This Message was edited by: marikula on `2004-05`-27 08:03 ]
marikula
QUOTE

On `2004-05`-27 07:59, marikula wrote:
QUOTE

On `2004-05`-27 07:02, marikula wrote:
QUOTE

On `2004-05`-26 01:03, nina77h wrote:
აი ეს ლამაზი სიმღერა და, იმედია მერე სხვა მრავალი, დაამშვენებს ამ მშვიდობისმოყვარე ტოპიკს... 

http://ramaz.swmed.edu/Music/Georgian/Sebi...20Menatrebi.ram



_________________
user posted image

[ This Message was edited by: nina77h on `2004-05`-26 01:07 ]




მენატრები, მენატრები. ჩემო 8 წლის უნახავო გნახავ აგვისტოს 19-ში.
ყელში მოწოლილი ბურთით, აყვირებული გულით, ატირებული თვალით, ისე მონატრებული გრძნობით, როგორც რვა წელიწადმა იცის. იცით ეს რასაც ნიშნავს და ზედმეტი იქნება აღწერა.
:cry:


ჰო კიდე ერთი რამ ხალხო, კიდევ ერთი რამ მინდა გაგიზიაროთ, როგორ უყვართ ჩვენთან ქალი..., თუ უყვართ კიდევ სადმე ასე, მე არ ვიცი, როგორ უყვარს გერმანელს ან ფრანგს, მაგრამ ვიცი, როგორ მიყვარს მე, როგორ უყვართ ჩემს ყველაზე ულამაზეს და უმშვენიერეს მიწაზე, რა ვიცი, გაგაგებინეთ თუ არა რისი თქმაც მინდა, მგონი მიმიხვდით, მოკლედ ეს ეძღვნება ყველა ქართველ მანდილოსანს ყველა ქართველ ქალს, ყველაზე ლამაზ და უმშვენიერეს ნაწილს ჩვენი ცხოვრებისა

ზაზა

ზაზა, შენ შემოგევლე ასეთი სიყვარულისთვის.

Tolia
ზაზა, რამდენჯერაც ამ ტოპიკში შემოვედი, ისეთი ბურთი მომაწვა ყელში, რომ ვერაფერიც ვეღარ დავწერე, ან რაღა უნდა დავუმატო შენი გულიდან ყოველი ჩვენთაგანის სათქმელამოხეთქილს?! გაიხარე კარგო ადამიანო!!!
Al-pachino
ტოლია როგორ ხარ?
როგორ ხართ ხალხო?
სამწუხაროდ ინტერნეტში ჩეთისთვის ვეღარ ვიცლი .
ისე ზერელედ გასავავლებ ხოლმე თვალს აქ რაც წერია.
Zaza70
QUOTE

On `2004-05`-27 02:15, ბაჩო wrote:
რაც არის დაკარგული ქართველ ქალში გვერდით თემაში იხილავთ "ქალიშვილობის ინსტიტუტის შესახებ"


ბაჩო გენა, მე მირჩევნია იმაზე ვიფიქრო რაც არ დაკარგულა, აი ამაზე მაგალითად

აფხაზეთში დაღუპული ჩემი მეგობრის ლექსი ასე მთავრდება:
"...მე არ მოვკვდები, გარდავიცვლები
და თქვენთან მოვალ ყვავილის სახით"

მისი სიკვდილის შემდეგ შეყვარებულს მხოლოდ მისი ნაჩუქარი კაქტუსი დარჩა, კაქტუსმა გაიხარა სწორედ მის დაბადების დღეს.
ის გოგო კი დღეს მონასტერშია.
ასე უყვართ გენა ჩვენთან, მიმიხვდი რას ვამბობ :smile:

ყველას კაი გამარჯობა და მადლობა ჩემი დანახულის ასე გაზიარებისათვის, დაგლოცოთ უფალმა
ზაზა

[ This Message was edited by: Zaza70 on `2004-05`-27 13:39 ]
Pipo
რა ვიცი, რა ვიცი. თქვენი პოსტების(განსაკუთრებით - ავგუსტის) წაკითხვის შემდეგ კი მომადგა კურცხალი თვალზე...
ბაჩო
QUOTE
On `2004-05`-27 07:36, marikula wrote:
QUOTE

On `2004-05`-26 05:30, ბაჩო wrote:
თქვენც ისიამოვნეთ-მიაჭირეთ აქ  
:smile:
ისიტო, ამ სიმღერას შენ გიძღვნი :smile:  


შემშურდა ისიტოსი.
ბაჩო, მადლობა, დიდი მადლობა!

უცებ გული შემიქანდა,ჩემი თავის შემშურდა, რომ ქართველი ვარ!
გილოცავთ დღევანდელ დღეს. მალე ისეთი სიხარულის ბურთი მოგწოლოდეთ ყელში, ყველას ერთად სიხარულით გვემღეროს "მუმლი მუხასა".
ემოციები თავისას შვება, ცოტა აბდაუბდა დავწერე, არა?
:smile:
მასწავლეთ, როგორ შემოვიტანო სიმღერა, ან როგორ დავასეივინგო.

[ This Message was edited by: marikula on `2004-05`-27 07:49 ]

მარიკულა
შენ რომ ისიტოსი არ შეგშურდეს, ამ ლამაზ ლექსს, "წუხელის ბიჭი დაბადებულა", "მრავალჟამიერის" ფონზე, რომელსაც კითხულობს ზურაბ ქაფიანიძე, შენ მოგიძღვნი, "რთველი კახეთში" კი-ზაზას :smile:
მიუწკაპუნეთ აქ და ჩამოტვირთეთ



[ This Message was edited by: ბაჩო on `2004-05`-27 23:03 ]
Zaza70
QUOTE

On `2004-05`-27 22:59, ბაჩო wrote:
QUOTE
On `2004-05`-27 07:36, marikula wrote:
QUOTE

On `2004-05`-26 05:30, ბაჩო wrote:
თქვენც ისიამოვნეთ-მიაჭირეთ აქ  
:smile:
ისიტო, ამ სიმღერას შენ გიძღვნი :smile:  


შემშურდა ისიტოსი.
ბაჩო, მადლობა, დიდი მადლობა!

უცებ გული შემიქანდა,ჩემი თავის შემშურდა, რომ ქართველი ვარ!
გილოცავთ დღევანდელ დღეს. მალე ისეთი სიხარულის ბურთი მოგწოლოდეთ ყელში, ყველას ერთად სიხარულით გვემღეროს "მუმლი მუხასა".
ემოციები თავისას შვება, ცოტა აბდაუბდა დავწერე, არა?
:smile:
მასწავლეთ, როგორ შემოვიტანო სიმღერა, ან როგორ დავასეივინგო.

[ This Message was edited by: marikula on `2004-05`-27 07:49 ]

მარიკულა
შენ რომ ისიტოსი არ შეგშურდეს, ამ ლამაზ ლექსს, "წუხელის ბიჭი დაბადებულა", "მრავალჟამიერის" ფონზე, რომელსაც კითხულობს ზურაბ ქაფიანიძე, შენ მოგიძღვნი, "რთველი კახეთში" კი-ზაზას :smile:
მიუწკაპუნეთ აქ და ჩამოტვირთეთ



[ This Message was edited by: ბაჩო on `2004-05`-27 23:03 ]


ბაჩო! სპასო გენა, ისე კახური ყველაფერი სხვაგვარად მიყვარს, დედით კახელი ვარ და "დაჟე" პირველი ორი კლასი კახეთში ვსწავლობდი. გაასწორე, მადლობა
ზაზა

[ This Message was edited by: Zaza70 on `2004-05`-28 00:04 ]
ბაჩო
QUOTE
On `2004-05`-27 13:33, Zaza70 wrote:

აფხაზეთში დაღუპული ჩემი მეგობრის ლექსი ასე მთავრდება:  
"...მე არ მოვკვდები, გარდავიცვლები
და თქვენთან მოვალ ყვავილის სახით"

:sad:
არ ვიცი როგორ გამომეხატა ის გრძნობა რაც შენი მეგობრის ლექსში ჩანს...

ალბათ ცოტა მსგავსია ეს სტროფიც
...
ჩვენი საფლავში ჩასვლა არ ნიშნავს
თითქოს სიკვდილი ქვეყნად იმეფებს,
მთა არ იშლება ლოდის მოწყვეტით
და იქ არწივი მუდამ იყეფებს!
Spartan
QUOTE

On `2004-05`-28 06:09, ბაჩო wrote:
ჩვენი საფლავში ჩასვლა არ ნიშნავს
თითქოს სიკვდილი ქვეყნად იმეფებს,
მთა არ იშლება ლოდის მოწყვეტით
და იქ არწივი მუდამ იყეფებს!


ბაჩო, ერთხელ მერაბ კოსტავამ თქვა ლექსი მუჯაჰედინზე და ხომ არ იცი?
Zaza70
QUOTE

On `2004-05`-28 06:09, ბაჩო wrote:
QUOTE
On `2004-05`-27 13:33, Zaza70 wrote:

აფხაზეთში დაღუპული ჩემი მეგობრის ლექსი ასე მთავრდება:  
"...მე არ მოვკვდები, გარდავიცვლები
და თქვენთან მოვალ ყვავილის სახით"

:sad:
არ ვიცი როგორ გამომეხატა ის გრძნობა რაც შენი მეგობრის ლექსში ჩანს...

ალბათ ცოტა მსგავსია ეს სტროფიც
...
ჩვენი საფლავში ჩასვლა არ ნიშნავს
თითქოს სიკვდილი ქვეყნად იმეფებს,
მთა არ იშლება ლოდის მოწყვეტით
და იქ არწივი მუდამ იყეფებს!


აქ აი ის შემოძახილი მოუხდება ამ ლექსს, ღვინის ქურდებში როა, ელიბო რომ გაიგონებს სიმღერას მარნიდან, (თუმცა აზზე რო არაა რომ მარანია)... გახსოვს ხო..., აი ეგრე შევძახე მეც მაგ ლექსზე :smile:

[ This Message was edited by: Zaza70 on `2004-05`-28 12:28 ]
Zaza70
QUOTE

On `2004-05`-27 07:17, paatashb wrote:
შენ გაგიმარჯოს ზაზა!!!
ქართული სიმღერის ფენომენზე არ დავიწყებ ლაპარაკს, ერთს ვიტყვი მხოლოდ:
აბა ის რა ქართველია "გაფრინდი შავო მერცხალოს", რომ მოუსმენს და ჟრუანტელი არ დაუვლის ტანში.

[ This Message was edited by: paatashb on `2004-05`-27 07:18 ]


პაატა ეს შენ ჭირიმე, "გაფრინდი შავო მერცხალო" ჰამლეტ გონაშვილის შესრულებით
http://www.irakli.ru/georgian/songs.html
აქ დააკლიკე და იპოვი სიაში მაგ სიმღესას და სხვებსაც, იქვეა ერისიონიც...
ჰოოო მართლა რა ჟრუანტელი იცის ქართულმა მუსიკამ...აბა კეთილი მგზავრობა მაგ სამყაროში


[ This Message was edited by: Zaza70 on `2004-05`-28 13:43 ]
ბაჩო
QUOTE
On `2004-05`-28 07:48, Spartan wrote:
QUOTE

On `2004-05`-28 06:09, ბაჩო wrote:
ჩვენი საფლავში ჩასვლა არ ნიშნავს
თითქოს სიკვდილი ქვეყნად იმეფებს,
მთა არ იშლება ლოდის მოწყვეტით
და იქ არწივი მუდამ იყეფებს!


ბაჩო, ერთხელ მერაბ კოსტავამ თქვა ლექსი მუჯაჰედინზე და ხომ არ იცი?


სპარტან
არა, არა მაქვს ეგ ლექსი. მეგობრებს ვთხოვ რომ გამომიგზავნონ. მანამდე კი ამ ბრწყინვალე ლექსით ისიამოვნეთ:

"ღირსს მამა დავითს"

ანტიოქიის უდაბნოში აღძრული ხმები
ვინ შეუერთა კავკასიის ველურ ექოებს,
ღვარძლგამოცლილი თავთუხები ვინ შეკრა ძნებად
და სამხვერპლოზე აუტანა ზოდიაქოებს.

დემონნი ბილწი ბომონების ვინ ასაპყარა,
მაგიურ სიტყვით ვინ გაძაგრა სიქველის მტერი,
გარეჯის ურწყულ ხრიოკებში ვინ ასაყდარა
უშქარი ლავრა უდაბნოსი და მონასტერი.

ვინ აგალობა საღვთო ჰანგი უცნაურ ხმაზე
უკვდავ ვარკვლავთა ელვარების განუქარვებლად,
მთაწმინდის თეთრი ბილილების ამონაყარზე
ვინ დაიფერფლა და თბილისის იქცა მფარველად.

ჰოი, თბილისო, შენს დიდებად მთაწმინდა კმარა,
იმისი მადლით ხამს, სატანა შენგან გავიდეს,
მთაწმინდის ზეცა თავადაა ლოცვა ანკარა,
ლოცვა წართქმული წმინდა ბაგით მამა-დავითის.

წმინდა ალაგო, შენს კვარცხლბეკზე ამაღლებულმა
თავად ღმერთკაცმა ტანთ აგასხა რწმენის აბჯარი,
დაიგიზგიზა შენში ცეცხლმა მინავლებულმა,
ოდეს ზეგარდმო გადაგასხა მძლეველი ჯვარი.

მთაო პოხილო, იმ ზეკაცურ ნატერფალებით,
ნაოცნებარით თუ ცრემლებით ხარ დაღარული,
მზერაუქცეველ აღმართხედვით ნამწვერვალები
შუმი ფიქრების საკმეველით შემოჯარული.

მთაო მეტყველო, რაკი მისი ფიქრი გაცრიდა,
სწორედ ამადაც, სწორედ ამადაც... გეწოდა წმინდა.

იდუმალია ამ მაგიის საშინელება,
დაბრკოლებათა უტეხელის ნებით მძლეველი,
უმანკოების ღვთაებრივი გამოელვება
და მადლი ცისა, მოუწყვლელი, დაულეველი.
გარდუვალია წამი იგი იდუმალების,
გულდაწრეტილი ოდეს ღმერთთან რჩები ეული,
მხოლოდ ერისთვის გახელილი გრჩება თვალები
და მოგაქვს მსხვერპლი უანგარო, სისხლხორცეული.

ღრუბლების რუხი საბურველი დაადგა თბილისს
და მცდელობანი ტაროსისა გახდა ამაო,
ოდეს თვალებში ცრემლის ნაცვლად ჩადგება თრთვილი,
ისევ და ისევ შენ მოგიხმობ, წმინდა მამაო.

ო, რა ძნელია, რა მძიმეა ჟამი ლოდინის,
მო, მოგეახლე, გვანუგეშე მცირეოდენი,
ფარვანასავით გიტაცებდა არსთა ზეობა,
კაცს ანგელოსურს და ბიბლიურ ღმერთის სახიანს.

ვითა პრომეთემ, გამოსტაცე ზეცას ზნეობა
და ჩვენს მიწაზე გადმონერგე ძლევის მაგიად,
ვნებების რაში რკინის სალტით დაასადავე
და ნებელობა უქცეველი მეაბჯრედ იხმე.
გამჭოლავ მზერას აღაპყრობდი უძრავ ვარსკვლავეთს
და საოცრებას დაეძებდი ვარსკვლავებს მიღმა.

შენ მეფე-მოგვის სათნოება იერად გადევს
და აღთქმის ნიშნად გადმოგნათის თავზე ირისე,
შენივე ხორცი სისხლთან ერთად ბარძიმში ჩასდე
და უზიარე მწყურვალ შვილთა იბერიისა.
მოყვასისათვის განილიე გულგასენილი,
ოდეს სამწყსოსთვის სული დასდე კეთილ მწყემსივით.

რომ სასოება არ გქონოდა ჯვარზე ვნებულის,
ბუბაქარების გოროზობას ვით გაუძლებდი?
შენ მამის წიაღს დაუბრუნე შენანებული,
შვილი ნაკლული, შვილი ურჩი, შვილი უძღები.

ვით ჰიბერნიას კოლუმბაში, უდრეკი ბერი,
შენ იბერიის წმინდა მიწას გამოესარჩლე,
ჰგავხარ შექსპირის "ქარიშხალის" მხცოვან პრისპეროს,
ქარიშხლის პირმშოს და ბუნების ძალთა მესაჭეს.

ასიზელისკენ ძმობის ხიდი ღვთით გაგიდვია
და მთა ულუმპოს ბინადართაც გადაამეტე,
შენ თავად იყავ ფშაველ ვაჟას ბრძენი მინდია,
იდუმალთწვდომით მინდიაზე იყავ უმეტესს.

მამაო გულო ტრედისაო, გრძნობავ მარტივო,
ქვეგამხედვართა და მზაკვართა ფართე მთხრებელო,
ჩვილი ნუკრების ძუძუმტეო, სულო მარტივო,
წიაღთა სიბრძნის აიაზმად მასხურებელო.

გარესჯად იდექ, ღამეების თეთრად მთეველი,
ნათლისა სვეტი, წყვდიადისგან დაუძლეველი,
ანაზდეული ჩამოგესმა რეკვა ციდანა,
იესოს კვალზე როს ედემში ალვად იზარდე,
მხოლოდ წარსულში? მყოფადშიაც გცნობენ წმინდანად,
წმინდათ დაშთები უკუნითი უკუნისამდე!
მოვედ ჩვენს შორის კათაკმეველთ მადლის მყოფელო,
ლავრების თაღქვეშ აღვლენილო საგალობელო.

ღირსო მამაო, თუ წმინდანი არა ხარ მართლაც,
რტო ფებუსისა, პოეზიის ისრით ჭდეული,
რაღად ისწრაფვის მაღალ ნიჭის შენგან განათვლას,
შენს კვალს რად შესტრფის მელექსეთა დასი რჩეული?

და თუ მგოსნების განათვლაში არ ხარ პირველი,
პარნასის თხემზე აზიდული ტინის კედელად,
მაშ, გულზე ნაოჭდაჭდეული მთა საკვირველი
რატომ აქციეს პოეტების საგოდებელად?..
სად მგოსანთაგან ვინ არ იგრძნოს მადლი ციური,
რაღაც ძვირფასი, იდუმალი და მისტიური,
თუ პოეზიის შენ არა ხარ წმინდა ემბაზი,
ლექსის კამარა მადლით თუ არ დააირისე,
ტანში რადა სცრის ყველა ქართველს, ყველა თბილისელს?

მთას შესევია ბილიკები კენტი და ლუწი,
ამ აღმაფრენის სპირალებით ვის არ უვლია,
ამ რძიან გზებით დავაბიჯებთ და არ კი ვუწყით,
რომ ეს ბილიკი შენის ტერფით გაკვალულია.

ფერს შეეპარა ტრედისფერი ცისკრის სინორჩე,
სიბერე დღისა დაისების გაფერმკრთალდება,
მთაწმინდის მკერდზე გაზაფხულის ნედლი სინორჩე
და შემოდგომის პანაშვიდთა ფერიცვალება.

ოდითგან ფუნჯის დიდოსტატთაც მაჯა უკურთხე,
ფერთა ზეობის საფუძველი იცან რომელმან,
ამადაც ფრესკის წვირვალების ხარ სიმსუბუქე,
რათა ექსტაზში ნეტარება ჰპოვოს ყოველმან.

მამაო, გვარქვი, უშენობად ნეტავი ვინ სძლოს,
მამაო, ჩვენდა გადახსენი უცხო სამყარო,
მამაო, წყარო ცხოვრებისა ვისხუროთ ვინძლო,
მამაო, ვინძლო დამჭკნარ კვერთხზე ყლორტი ვახაროთ.

მამაო, ღირსო ქადაგების ცეცხლო და რვალო,
მამაო, მაღალ სასწაულთა ღირსო ქმედებავ,
მამაო, ზეცით მომზირალო უშრეტო თვალო,
მამაო, ქველთა ხელოვანთა შემოქმედებავ.

მამაო, შვილთა უპოვართა შესამოსელო,
ცხოვრების გზაზე შეჭირვებულთ მწეო მართალო,
მამაო, უბრად გამოუთქმელ არსის მმოსავო,
მამაო, სიწრფით ღვთის სასწორო და სამართალო.

ვერ დაგვიხსნიდა ავგაროზი, ვერცა თილისმა,
დუშმანისაგან ვერაფერი დაგვიფარავდა,
თუ გორგასალმა აღაშენა ფუძე თბილისის,
შენის კურთხევით ჰყავ უკვდავი აწ და მარადის!

შენ ამწყალობე მის სანახებს მკაცრი იერი
და ქართულ მიწას ააცილე უსახურობა,
სულის საჭრეთლით ჩვენი ერი ჰყავ სახიერი,
როს საიდუმლო აღასრულე ღმერთმსახურება.

ღირსო მამაო, ხამს აღლესო სიტყვის მახვილი
და ახალ ნერგებს სხვა ახალი მისცე საზრდელი,
საუკუნეთა გოლიათურ გადაძახილში,
ხმას მოგაწვდენენ შენი შიო და ზედაზნელი.

ანტიოქიის უდაბნოში აღძრული ხმები
თქვენ შეუწყვილეთ კავკასიის ველურ ექოებს,
ოქროცურვილი თავთუხები შეჰკონეთ ძნებად
და სამსხვერპლოზე აუტანეთ ზოდიაქოებს.

დამაშვრალები მოადექით თბილისის კარებს,
ქალწულებივით მოგეგებნენ ზვრებში ბწკარები,
ცრემლი სდიოდათ კაბადონის უხილავ ბზარებს
და სამრეკლოთა თავისთავად სჭექდნენ ზარები.

სასულიეროს არ ელტვოდით მაღალ წოდებას,
არ დაეძებდით არც დიდებას, არცა სახელოს,
სხვა მისწრაფება, სხვა მიზანი მოგიწოდებდათ,
დაუსაბამო, უწვდომელი და უსახელო...

სიმდაბლე თავად დიდების გზით მიემართება,
შემწყნარებელი მყის მოიმკის პირუთვნელ მსაჯულს,
თავისმოდრეკით დამდაბლების ეს შემართება
არ იავარჰყოფს, არ დალაშქრავს ან რომელ ქაჯეთს.

როგორც ყინვართა ჯიქანიდან ჩვილი ბინული,
აღძარით ტალღა სინანულის ქართლისა წიაღ,
უშრეტი ცეცხლი მოაზღვავეთ ქერუბიმული,
ცეცხლი, რომლითაც მოაპობდით უსიერ წყვდიადს.

ცეცხლი წვავს მიწის ყველანაირ წარმავალობას,
მაგრამ ვინ ჰპოვოს ქვეყნად ცეცხლი ბიწთან ნაზავი,
იგი წმინდაა და მის წმინდა შეუვალობით
არ დაიდების, არ ეგების ბოროტთან ზავი.

თქვენ მცხუნვარება გვაგრძნობინეთ უდაბნოს ლომის
და ძლევის ცაზე შთაბრიალდით, როგორც არწივი,
დაუცხრომელი სპარაზენნი სულიერ ომის
ჩვენი სინდისის და მეობის აკვანს არწევდით.

არ დაიშრიტოს ცეცხლი თქვენგან ანატაცები,
ცეცხლი მგზნებარე, ჩვენს ძარღვებში სისხლად ნადენი,
რადგან ზნეობის რაინდები და ღმერთკაცები
ჩვენი კაცობის ბასტიონად აღემართებით.

არ იმცრობიან სასწაულნი საარაკონი,
ჟამთა დინებას მხოლოდ ტვირთი სუბუქი მიაქვს,
საქმეთა თქვენთა ასაპყარეს ბილწი დრაკონი
და ბოროტება უმსახურეს სიკეთის წიაღს.

მოხველით დასი ათცამეტთა მწირთა ასურთა,
როს შორეული მყინვარწვერის ელავდა ქიმი,
უკვდავებასთან დადებული აღთქმა აღსრულდა
და თბილისს ცაზე აღებეჭდა ღვთისმშობლის ღიმი.

მერაბ კოსტავა



[ This Message was edited by: ბაჩო on `2004-05`-28 19:50 ]
Zaza70
აუუჰ ამის დამწერი არ იყო ნორმალური მართლა, ამას ნორმალური ვერ დაწერს, ეს ნამდვილი ბუმბერაზი გვყავდა ხალხო დიდი გალა:


უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ....
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!
Zaza70
ერთი უცხოელი ამას წინათ მეკითხება საქართველო რამხელაა და რამდენი ცხოვრობთო სულ, როდესაც ვუთხარი გაოცდა, ასეთი პატარა და ასე ცოტაო...

ამ პატარა ერში ამოზვირთული ბუმბერაზები ყველას გადაწონის, ჯერ მარტო აგერ ზემოთ გალას ლექსი, სულ არაფერი რომ არ დაეტოვებინა და მარტო ეს დაგვრჩენოდა, უკვე ამიტომ იქნებოდა დიდი, ძალიან დიდი, ჩვენ ყველანი მართლა დიდი ერის შვილები ვართ, აგერ რამდენმა დატოვა აქ თავისი ფოსტი და ყველა საუბრობს იმ ცრემლზე, რაც მე სხვა ერში არ შემიმჩნევია, არ გამიგოთ სხვანაირად, ბევრთან მაქვს საქმე, დამერწმუნეთ ასეა, ასე არც ერთი ერი არ განიცდის თავის სამშობლოს, როგორც ჩვენ, ან სად გინახავთ უცხო სამშობლოში ატირებული კაცი ვაზის დანახვისას, მერე რა რომ ეს ფილმია, როდესაც უყურებთ ამ კადრებს, ნუთუ ცრემლები არ გადგებათ თვალებზე, ვიცი, რომ გადგებათ, არ ვიცი რატომ ვწერ ამ ფოსტებს, უბრალოდ ვწერ, ვიცი რომ აქ არის ხალხი, ვინც ასევე ფიქრობს, არა არასწორად ვთქვი, ყველა ასე განიცდის ზუსტად, მერე რა რომ ერთმანეთს ეკინკლავებიან, ხანდახან მიუღებელი ფორმებითაც, აი ამაში რაც აქ ვთქვი ყველა ერთია და ყოველი დილა რომელიც უთენდებათ შორეულ ქვეყანაში გადაკარგულებს მათ გულებს კიდევ ერთ ლოდს მატებს, კიდევ ერთ ტკივილს და ასე ყოველ დღე. ყველა ერს აქვს რაღაც ისეთი რაც მას სხვა ერისგან გამოარჩევს, ჰოდა ჩვენ გვაქვს ეს ცრემლი, აი ის ბურთი რომელიც ყელში გვეჩხირება ხოლმე და კიდევ ის რაღაც დიდი ძალიან დიდი, აი იმ ლაქის მაგვარი დომენიკოს რომ სდევს თან, გახსოვთ ხომ დოჩანაშვილიდან და აი კიდევ ერთი ლეგენდა და ასე დაუსრულებლად, მაშ ვატაროთ ეს ცრემლი და ნურასოდეს ნუ გაქრება ის დომენიკოსეული ლაქა ჩვენს ზეცაზე.
ჰო ვიცი, ისევ აბდაუბდაა ეს ფოსტიც, მარა ეს რომ არ მეთქვა...

ზაზა
Anonymous
ყველას ვისაც სამშობლო გენატრებათ. ვაჟა მართლა გენიოსია.

ფესვები

ნუ გეშინია, არა ვართ გველები. ამ მაღალს მთაზე გველს რა უნდა? ტყუილად შეკრთი, ჩვენ კაცს არაფერს ვავნებთ, არ მოვსწამლავთ. გარედან რომ დაჭმუჭნილი, ხმელი ტყავი გვაკრავს, იმან შეგაშინა? ერთს დროს ჩვენ სხვა ფერი და იერი გვედო. დრომ, ჟამთა-ვითარებამ შეგვიცვალა სახე და ახლა, მწყემსი წამოგვაწყდება ზედ თუ მონადირე, უნდა შეკრთეს, მანამ ახლოს გვნახავს, სანამ შეიგნებს, რომ ჩვენ ერთი მუხის ხმელი ფესვები ვართ და სხვა არა-რა. ერთს დროს ჩვენ უზარმაზარ მუხას ვკვებავდით, საზრდოს ვაწვდიდით, ძუძუს ვაწოვებდით. ჩვენის ოფლით, ჩვენის ღვაწლით მუხა თავმომწონედ ყელყელაობდა. ჩვენც ამით მოგვქონდა თავი, რომ ლამაზი, გულშეუდრეკელი, ამაყი შვილი გავზარდეთ.
- თქვენ და თქვენს მუხას მოგინდათ ჩემი ძალ-ღონე, ჩემი ამაგიო, - ბევრჯერ უთქვამს ჩვენთვის დედამიწას; მაგრამ ჩვენ მაინც ყელის წევით მუხლმოდრეკილნი გამოვსთხოვდით ხოლმე საზრდოს ჩვენის საყვარელის შვილისთვის. მის გულისთვის დღე და ღამე გასწორებული გვქონდა. საზრდო არ დავაკლოთ, ვეცადოთო, - ერთმანეთს ამ სიტყვებით ვამხნევებდით. დაისვენე, დედამიწავ, დაისვენე. ჩვენ ახლა შენ აღარ შეგაწუხებთ. ვისთვისაც გეფერებოდით და გეხვეწებოდით, ის აღარა გვყავს, ჩვენცა ვხმებით, ხმელსა და მკვდარს საზრდო რაღად უნდა? კაცმა, შეუბრალებელმა ადამიანმა, მოგვიკლა გული, მოგვიკლა შვილი და დაგვტოვა თვალცრემლიანი. ადგა, ცულით დაუწყო ჭრა; იმას არ ესმოდა ჩვენი და ჩვენი შვილის კვნესა. ცულს რომ გვცემენ, ჩვენ ვკვნესით და თქვენ კი, კაცნი, ამას "რაკუნს" ეძახით. გადმოგვდის სისხლი და თქვენ ჩვენს სისხლს "ხის წვენს" უწოდებთ ... განა რომ ხელს არ გამოვიღებთ, თავ-პირს არავის ვაკაწრით, არა ვლანძღავთ, წასულს არ მივსდევთ და მოსულს მრისხანე სახით არ ვუხვდებით, იმიტომ არაფერსა ვგრძნობთ?! "მუხას ვჭრიო", - კაცი თავის ამხანაგს ეძახდა, ვითომდა არაფერიო. იგი ვერა ჰხედავდა, რომ ჩვეჰნ მაშინ ჩუმად მიწაში ცრემლსა ვღვრიდით, რომ ჩვენმა ცოდვა-ბრალმა დედამიწაც აატირა: "საწყლებოვო, - ბუზღუნებდა ისიც, - რისთვის, ვისთვის იწვალეთ, ან მე ვისთვის ვწვალობ, ვინ არის მადლობის მთქმელიო!.."
თუმცა დედამიწა ამას ამბობდა, მაგრამ იმავე დროს წინ წამოწვდილს, შორიდან წამოზრდილს წიფლის, არყის და ვერხვის ფესვებს უდებდა საგზალს... უარს ვერავის ეტყვის ეს ღვთისგან კურთხეული, ყველას დედაა, ყველასთვის ის ზრუნავს, ყველა იმის ზურგსა ჰკიდია. იკურთხოს შენი ძუძუ, ჩვენო დედავ, ჩვენო გამზრდელო, ჩვენო ძუძუს მაწოვებელო!
მაგრამ რა ჰქნას საბრალომ? ამასაც ბედმა უმტყუნა. გუშინ და დღეს ჩვენ ბევრი ვიტირეთ, გვენანება იმ ადგილების განშორება, საცა დავიბადენით, აღვიზარდენით, საცა სიცოცხლე ვიგრძენით. ვინ იცის, რა მოგველის?! დღითი-დღე ჩვენი ბინა ინგრევა, იშლება, ფლატე კეთდება და ჩვენ უსახურავონი ვრჩებით, ტიტველნი და მშიერნი. ბოლოს მოვწყდებით და წავალთ თავქვე, ჩავეშვებით უღრანს ხევში. ვინ იცის, იქ რა მოგველის? ვინ იცის, იქ რა ნიადაგი დაგვიხვდება? დავიხოცებით სრულიად, თუ კიდევ მიწა დაგვფარავს და გაგვიჩენს საზრდოს? ვინ იცის, იქნება გიჟმაჟმა მდინარემ გაგვრიყოს სადმე უდაბურს ადგილას და მწვავე მზის სხივებმა დაგვაჭკნოს, გაგვახმოს, გააქროს ჩვენი ხსენება!
ღმერთო, ნუ დაგვკარგავ! ბედო, ნუ გვიმტყუნებ. დედამიწავ, კიდევ გაგვიჩინე ბინა! სიცოცხლე და შრომა გვწყურია, გვინდა კიდევ ვიშრომოთ, ეგები კიდევ გავზარდოთ ჩვენს ფესვებზე შვილი, ეგები კიდევ ვიგრძნოთ სიხარული. ბუნების ძალნო, შეიწყნარეთ საბრალო ფესვების მუდარა.

1893 წ.
ცოტა გულისყურით უნდა წაკითხვა და ...
Berdis
ყველას დიდი მადლობა ამ ტოპიკისთვის! ახლა სიმღერებს რომ მოვუსმინე ისეთი გრძნობა მქონდა ქართველების მიერ საუკუნეების დაღვრილი სისხლმა იფეთქა და ამას ვერავინ და ვერაფერი დაუდგება წინ!
Zaza70
"...სილამაზე ცქერით როდი გაცვდება,
დარდი ნუ გაქვს აუგი არ დამცდება..."

ეძღვნება ჩვენი ფორუმის მანდილოსნებს:

"ნათლია", იპოვით აქ
http://www.irakli.ru/georgian/songs.html
დააკლიკეთ და იქვეა ეგეც

ბედნიერად
ზაზა



[ This Message was edited by: Zaza70 on `2004-05`-29 17:05 ]
Dea
ზაზა, ვერაფრით ვერ მოვუსმინე სიმღერებს ამ საიტიდან :sad:
Zaza70
დეა, აბა ჭირიმე ამიხსენი ერთი რა ხდება

სადა ხარ გოო, ხმა ამაიღე

[ This Message was edited by: Zaza70 on `2004-05`-29 18:03 ]
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.