ესეც ასე, ჩემო ფერმინა. სკაზანო, სდელანო :smile:
ძალიან ბევრი მიმოგზაურია, მაგრამ ძირითადად ბანალურ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. 1994 წელს კი ირანში ვიყავი ტურნირზე და სამუდამოდ დამამახსოვრდა.
როგორც შეიძლება იცოდეთ, ირანში ქალთა ჭადრაკი აკრძალული იყო კარგა ხნის განმავლობაში და სულ ახლახან ნება დართეს. ჰოდა, მეც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში მესამე საერთაშორისო ფესტივალზე ამოვყავი თავრიზში თავი. მოგონებები ბევრი მაქვს, მაგრამ ახლა მხოლოდ ერთი რამეს გავიხსენებ.
მართალია ირანელები ძალიან სუსტად თამაშობენენ, მაგრამ სახელმწიფოს დიდი ხელშეწყობა იყო და ტურნირი გრანდიოზულად იყო მოწყობილი, მოოქროვილი დიპლომები დაგვირიგეს - ტექსტი ოქროთი ეწერა. სპეციალური ავტობუსები გვემსახურებოდა და სასტიკად გვეკრძალებოდა ნებისმიერი კონტაქტი ნებისმიერ ირანელთან. სულ ავტომატიანი და რაციიანი ხალხი დაგვდევდა უკან.
ჰოდა, იქ თურმე ძალიან იყო განვითარებული აგენტურა, 37 წელში არ მიცხოვრია, მაგრამ მონაყოლით ზუსტად ირანის სიტუაციას ვამსგავსებ. შპიონობა, დაბეზღება და ათასი მამაძაღლობა აბსოლუტურად მისაღები იყო. ერთხელაც ვსხედვართ მაგიდასთან და პარტიას ვარჩევთ და ერთმა ტიპშამ დაიწყო ბუშის (მამის) ლანძღვა. მეც არ ვიცი რა ბზიკმა მიკბინა და ირონიულად ვკითხე, ჰამენეი ხომ გყავთ მაგარი მეთქი. ერთი ირანელი მოჭადრაკე იყო იქ და ვითომ მემეგობრებოდა. ჩემს ნათქვამზე სახე დაუგრძელდა და რაღაცის მინიშნებას ცდილობდა. ის ამერიკის მლანძღველი გოგო კი გამოცოცხლდა და ჩამეძია "რა თქვი, რა თქვიო?" მივხვდი რაც ხდებოდა და გამისკდა გული :smile: ჰოდა ჩემი მაშინდელი საცოდავი ინგლისურით და საშინლად შეურაცხყოფილი ტონით ვუთხარი: აბა ყველა პრეზიდენტს რომ აგინებ, მე ჩემი პრეზიდენტი ძალიან მიყვარს და ამით შეურაცხყოფას მაყენებ მეთქი. ეს გოგო მოეშვა, არა კაცოო, რას ამბობ, შენი პრეზიდენტი კარგია, ბუშია ცუდიო. ახლა მეც გავუხსენი წარბი, ჰო, ეგრე შეიძლება, მე ინგლისური კარგად არ ვიცი (მიმინო გახსენდებათ? :smile:) და მე მეგონა შენ ამბობდი ყველა პრეზიდენტი ცუდია მეთქი. ამ ინციდენტის მერე, "ჩემმა მეგობარმა" გვერდზე გამიყვანა და მითხრა, შენ არც იცი, რას გადარჩი, ეს გოგო მაგარი საზიზღარი აგენტიაო.
ესეც ასე, ლენტი გავჭერი. :smile: ფერმინა აბა ახლა შენ იცი :smile:
გმადლობთ, ისიტო...
არა უშავს რა, მეც ბევრი მიმოგზაურია, მაგრამ კენიაში მოგზაურობა ალბათ ყველაზე ეგზოტიკური მოგზაურობად შეიძლება ჩაითვალოს. მართალი გითხრათ, შეიძლება ითქვას, შემთხვევით მოვხვდი იქ, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, ოდესმე კიდევ მოვხვდები, იმიტომ რომ ბევრი რა, რისი ნახვაც მინდოდა, ვერ მოვასწარი.
მოკლე მიმოხილვა: კენიაში 31 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, აქედან უმეტესობა ღატაკია. შიდსი ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა ქვეყანაში. ცხელ სეზონზე დიდ ზიანს აყენებთ გვალვა, ხოლო წვიმიან სეზონზე აუცილებლად ხდება წყალდიდობები. მოკლედ, გადასარევი საცხოვრებელი პირობებით ვერ დაიკვეხნიან, არც კლიმატი უწყობთ ხელს.
საერთოდ უცხოელებისაგან მიჩვეული ვარ შეკითხვას- where is Georgia? და გამზადებული მაქვს პასუხი მოკლე გეოგრაფიული ექსკურსით. მაგრამ კენიელმა მებაჟემ ფრიად გამაოცა, როცა აეროპორტში დამისვა ერთობ ჩამჭრელი შეკითხვა - What is Georgia? :smile:
ნაირობი დიდი ქალაქია, კონტრასტული. კენიელთა ერთი ნაწილი ძალიან მდიდარია, მაგრამ იშვიათად შოულობენ ამ ფულს შრომით ან ჭკუის წყალობით, უფრო მეტად კორუფციის მეშვეობით ან კრიმინალური წყაროებით. საკმაოდ საშიშია ქალაქში მარტო სეირნობა, განსაკუთრებით ღამე. მათთვის ყველა თეთრკანიანი უცხოელი ფულის წყაროა, და ცდილობენ ყველანაირად გამოგძალონ რაიმე. ძალიან მომეწონა იქაური მათხოვარი ბავშვები. ისინი ჯიქურ გიტევენ და მოითხოვენ: Give me my money!
გაგრძელება იქნება...
მე ყველაზე ძალიან მიყვარს მოგზაურობა შვედეთიდან საქართველოში ევროპის გავლით მანქანით.
ამას ყოველ ზაფხულს ვაკეთებ და ძალიან მომწონს, წელს აგვისტოში, გავისეირნებ და გამოვისეირნებ უკან.
აშშ ზე ბევრად სხვანაირი წარმოდგენა მქონდა ვიდრე იქ 4 თვის მოგზაურობის მერე:
ნამყოფი ვარ: ნიუ იორკში, ვაშინგტონში, დალასში, ორლანდოში, მაიამიში, ახალ ორლეანში, სანტა ფეში, სან ფრაცისკოში, ლოს ანჟელესში.
დავრწმუნდი რომ ამერიკას არაჩვეულებრივი ბუნება აქვს მაგრამ ევროპა: ძველი, ლამაზი, არისტოკრატიულ ევროპას, ვერაფერი ვერ შეცვლის.
გემოვნებაზე არ კამათობენ :wink:
[ This Message was edited by: Gudauri on `2004-06`-01 12:36 ]
ჩვენზე უკეთ არის მოწყობილი ქალაქის გზები, მოძრაობა, სავაჭრო ცენტრები, ზოგადად მომხმარებლის სერვისი.
ყოველდღე ვკითხულობდი იქაურ გაზეთს "დეილი ნეიშნ" რომელიც საკმაოდ ნორმალური დონის გამოცემაა. იქ წავიკითხე სტატია კენიელ დედებზე და ბავშვებზე, რომლებიც ნაირობის ქოხმახებში ცხოვრობენ. დედები იძულებული არიან, იმუშაონ, რის გამოც მათი მრავალრიცხოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ არიან მთელი დღე. დედებს გონიათ, რომ ისინი სკოლაში დადიან, ბავშვები კი გარეუბნის ნანგრევებში დაეხეტებიან მთელი დღე, უპატრონოდ, და ათასი ნაძირალას ხელში შეიძლება ჩავარდნენ. ერთი დედა ამბობდა - ჩემი შვილის იდეალია მეზობელი მსუბუქი ყოფაქცევის ქალი მერი, იმიტომ რომ მას კარგად აცვია და არ შია, ჩვენ კი ამდენს ვშრომობთ და მაინც მშივრები ვართო. საერთოდ, ეს ხალხი ძალიან დამშეულია და ამიტომ იძულებული არიან, ფულის გულისთვის ყველაფერზე წავიდნენ. შეიძლება უკეთეს პირობებში მეტად თავშეკავებულები იყვნენ. ერთი დედა სერიოზულად ამბობდა - ისე მაწვალებს ჩემი შვილი, არაფერს არ მიჯერებს, სკოლაში აღარ დადისო, ამიტომ ვფიქრობ, საჭმელში საწამლავს ჩავუყრი, მოკვდება და ერთით ნაკლები პრობლემა მექნებაო!!!
საერთოდ, მემგონი სექსი მთელი რასის მამოძრავებელი ძალაა, რაც დომინირებს მათ აზროვბნებაზე, მათ ქცევაზე და მთელს მათ ცხოვრებაზე. ბარში შეხვალ და ნახავ, როგორ ცეკვავენ - ტანსაცმლიანი აქტი.
კენიის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს ცნობილი მომბასას სანაპირო, თეთრი ქვიშით, საკმაოდ კეთილმოწყობილი. ის სანაპირო ცნობილია ერთი რამით - იქ მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს ჭარბობს ამავე კატეგორიის (თუ შეიძლება ასე ითქვას) კაცები, ანუ იქ ჩადიან შუა ხნის ფულიანი ევროპელი და ამერიკელი ქალები, რომელიც რაღაც გარკვეული თანხის საფასურად ირჩევენ მაღალ, დაკუნთულ, ნაწნავებიან ახალგაზრდა კენიელ ბიჭებს და მათთან ერთად დროს ატარებენ. ძალიან ხშირად დაინახავ ასეთ წყვილებს მომბასას პლაჟზე.
[ This Message was edited by: fermina on `2004-06`-01 16:39 ]
[ This Message was edited by: Fermina on `2004-06`-01 16:40 ]
2000 წელს ავსტრალიაში ვიმყოფებოდით დასასვენებლად. 22 საათიანი ფრენის შემდეგ 1 დღე გვეძინა ყველას, მეორე დღეს კი ცოტა მოვეგეთ გონს. სულ 2 კვირა ვიყავით, რაც არ იყო საკმარისი, მაგრამ მეტი დრო არ გვქონდა იქ დასარჩენად. ვიმყოფებოდით ქალაქ კერნზში, Great Barrier Reef-თან, რომელიც ულამაზესი მარჯნის ზოლისგან შედგება. საერთოდ ტურისტული ქალაქია და გასართობი უამრავია. იქ ყოფნისას ვეწვიეთ აბორიგენელთა სოფელს, რომელიც ოთენტურად იყო მოწყობილი და აბორიგენებიც თიხით დახატულები და პატარა ნაჭერ შემოხვეულები (თითქმის შიშვლები) დარბოდნენ იქით-აქეთ. ამ სოფელში პროგრამა სამ ნაწილად იყო დაყოფილი. პირველი იყო წარმოდგენა, რომელშიც ცეკვებითა და სიმღერებით 'გვიყვებოდნენ' სამყაროს შექმნის შესახებ. მეორე ნაწილში გაგვაცნეს თავიანთი მხატვრობა და 'სამედიცინო' მცენარეები, დაუკრეს დიჯირიდუ და მსურველებსაც დააკვრევინეს; შემდეგ გვასწავლეს ბუმერანგისა და წაწვეტებული ჯოხების სროლა ცხოველების მოკვლის მიზნით (რა თქმა უნდა, ჩვენ არაფერს ვკლავდით). შემდეგ გვქონდა სადილი და 1 საათიანი შესვენება, ჩვენს გემოზე სუვენირების ასარჩევად. იმ დღეს ჩემი ბიჭის დაბადების დღე იყო და როცა მსახიობმა აბორიგენელებმა გაიგეს, მოკიდეს ხელი, ჩვენ გაგვიღიმეს და ბავშვი სადღაც გაიყვანეს, თან გვეუბნებოდნენ, 'დონთ ვორი'. მოგვიყვანეს 10 წუთში აბორიგენელივით დახატული სახეზე, საჩუქრად ბუმერანგი მისცეს და სახელიც შეარქვეს: 'ბაჯიგალ', რაც მტკნარი წყლის კუს ნიშნავს, თურმე. ბავშვი გახარებული იყო. მესამე ნაწილი იყო საბაგირო ტაქსით მთებში გასვლა და იქაურ მაღალმთიან სოფელში 'ბოდიალი'. საბაგირო გზა უმეტასად მდინარის ზემოთ იყო, რამაც მე ძალიან ამანერვიულა, მაგრამ არ ვიმჩნევდი. ბავშვებს არაფერი ადარდებდათ. ბუნება ულამაზესი იყო. მთები და ოკეანე ირვლივ. ის სოფელიც ძალიან საინტერესო გამოდგა. ტყეში(rainforest) გიდმა წაგვიყვანა და ყოველ ხესა, თუ ფრინველზე რაღაცას გვიყვებოდა. უკან მატარებლით დავბრუნდით ტყის გავლით. აქაც ულამაზესი ხედები გადაგვეშალა რამდენიმე ჩანჩქერით.
იქ ყოფნისას ასევე ვესტუმრეთ ზოოპარკს, რომელიც ნახევრად საFარი იყო. კენგურუებთან შეიძლებოდა შესვლა, ასევე კოალებთან სურათის გადაღებაც. კოალები საშინლად მყრალი ცხოველები არიან, საკუთარ თავზე გამოვცადე კოალასთან ჩახუტებულმა. თურმე დაბადებისას, ჩვილი დედის უკანალს ეკრობა და რამდენიმე ხანი იკვებება დედამისის, უკაცრავად, განავლით. ამავე ზოოპარკში ერთმა უზარმაზარმა თუთიყუშმა კინაღამ თვალი ამომთხარა, დროზე გავასწარი. ბევრი ხელს უსვამდა და მეც დავაპირე, მაგრამ რატომღაც, არ დავევასე მას. :sad:
დაუვიწყარი იყო შუშის ძირიანი გემით გასეირნება რიფთან და რიფის ირგვლივ მიმოფანტული პაწაწკინტელა კუნძულები. ერთ-ერთზე ჩვენც დავრჩით ნახევარი დღით. თავი იაპონიაში მეგონა, სულ ესენი იყვნენ ყველგან. რა საოცრად ჩუმი ხალხია, მათი ბავშვებიც თამაშობდნენ, მაგრამ ვერც ყვირილს გაიგებდი და ვერც ჭყიპინს. ჩემებმა კი აიკლეს იქაურობა. ცოტა არ იყოს, შემრცხვა, მაგრამ ვერაფრით გავაჩუმე, იმდენად აღტაცებულები იყვნენ ყველაფრით. უმცროსი 2 წლისაც არ იყო და ამიტომ მე უმეტესად ბავშვებთან ვიყავი, პატარას სულ ჩემთან უნდოდა ყოფნა. ჩემმა ქმარმა კი ყვინთვა და ტყეში ცხენით გაჯირითება მოახერხა. მოკლედ, ყოველი დღე ახალი თავგადასავლებით იყო სავსე. კერნზიდან სიდნიში გადავფრინდით, რადგანაც უკან დასაბრუნებელი პირდაპირი ფრენა არ იყო. სიდნიში მხოლოდ 8 საათი გვქონდა, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ სრულებით მოვეხიბლეთ ამ არაჩვეულებრივ ქალაქს. იმ დროს ავსტრალიაში ზამთარი იყო და სამხრეთში ციოდა. ჩვენ მაისურებსა და შორტებში ვიყავით და ადგილობრივები კი პალტოებში დადიოდნენ. ალმაცერად კი გვიყურებდნენ ბევრნი. ალბათ იქნებოდა 17 გრადუსი, ნაკლები არა. პორტი და ოპერა მართლაც ძალიან შთამბეჭდავია. ქალაქის ნაწილი ძველმოდური შენობებითა და ფილაქნის ქუჩებითაა შემკობილი, რამაც თბილისი მომაგონა. ფინანსური ნაწილი, როგორც ყველა დიდ ქალაქში გრანდიოზულია ყველა გაგებით: უზარმაზარი შუშის კედლიანი შენობები, ძვირი და სწრაფი მანქანები, საოცრად ელეგანტურად ჩაცმული ხალხი... თანაც იმ დროს, ოლიმპიადა იწყებოდა `2-3` კვირაში და ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო წარმოჩენილი. ჩემი შვილი დღესაც ამბობს, სიდნიში მინდაო ცხოვრება. რამდენიმე წლით არც მე ვიტყოდი უარს, მაგრამ სამუდამოდ, ნამდვილად ვერა; ძალიან შორსაა ყველა ქვეყნისაგან, თუ მოგზაურობა გინდა, ცხოვრების უმეტეს ნაწილს ფრენაში გაატარებ.
დღეს განვაახლე ივლისში წაშლილი პოსტნგი. :smile:
[ This Message was edited by: nanachka on `2004-11`-01 01:36 ]
[ This Message was edited by: nanachka on `2004-07`-23 11:51 ]
Anonymous
5.06.2004, 22:23
ჰე ჰე ჰე ზღვის გოჭი..
ისე მე მიწის გოჭი მირჩევნია
QUOTE
On `2004-06`-01 12:15, Fermina wrote:
ძალიან მომეწონა იქაური მათხოვარი ბავშვები. ისინი ჯიქურ გიტევენ და მოითხოვენ: Give me my money!
:grin: :grin: :grin:
ჰელოუვინზე მყავდა შვილი და დისშვილი წაყვანილი შარშან. ჩემი დისშვილი კარებზე დააკაკუნებდა ხოლმე და პირდაპირ ეუბნებოდა: You have to give me candy - ო. ვერაფერით ვათქმევინე: Trick or treat :grin:
nanachka
11.07.2004, 3:14
პერუზე ცოტა ხანში გავაგრძელებ, ახლა მინდა, შვეიცარიის ერთ-ერთ ქალაქზე აღვნიშნო. ერთი კვირის წინ ვესტუმრე ლუცერნს. ულამაზესი ქალაქია!
ევროპაში მცხოვრებო ქართველებო, თუ ჯერ არ ყოფილხართ, აუცილებლად ნახეთ, you won't be disappointed!
[img]http://images.snapfish.com/33%3B%3C4%3A2%3B23232%7Ffp63%3Dot%3E2336%3D%3C29%3D3%3B%3C%3DXROQDF%3E232366%3B557875ot1lsi[/img]
[ This Message was edited by: nanachka on `2004-11`-01 04:27 ]
Kutaiseli
11.07.2004, 3:22
ლემანის ტბის გარშემო შემოწკაპული შვეიცარული სოფლებიც ულამაზესია
nanachka
11.07.2004, 3:26
[ This Message was edited by: nanachka on `2004-11`-01 01:42 ]
შარშან ზაფხულში ორ მეგობართან ერთად ვიყავი კანარიის კუნძულებზე, კერძოდ გრან კანარიაზე, არაჩვეულებრივი ორი კვირა გავატარეთ,მთელ გრან კანარიას შემოვუარეთ მანქანით, კუნძული ცნობილია ბუნების მრავალფეროვნებით. კაქტუსებია საოცარი სილამაზის. ერთერთ სოფელში კლდეში გამოკვეთილია ორი ოთახი და იქ უკვე 70 წელია ცხოვრობს მოხუცი ქალბატონი, აქ დაუზრდია შვილებიც, რომლებიც მერე გადასხლებულან.
ძალიან კარგი ღვინო და "ვიჩინა" აქვთ, მოკლედ გერმანიაში დაბრუნება აღარ გვინდოდა. :smile:
QUOTE
On `2004-07`-11 03:14, nanachka wrote:
პერუზე ცოტა ხანში გავაგრძელებ, ახლა მინდა, შვეიცარიის ერთ-ერთ ქალაქზე აღვნიშნო. ერთი კვირის წინ ვესტუმრე ლუცერნს. ულამაზესი ქალაქია!
ევროპაში მცხოვრებო ქართველებო, თუ ჯერ არ ყოფილხართ, აუცილებლად ნახეთ, you won't be disappointed!
ნანაჩკა, მეც მქონდა ლუცერნის ნახვის ბედნიერება. ეს არის ულამაზესი ქალაქი! მართალია, ნახევარი დღით ვიყავი ჩასული, მაგრამ მან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა!
მეც ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და გამორჩევა მიჭირს. ევროპას თავისი სილამაზე აქვს და ყველაზე მეტად მომწონს ბელგია და შვეიცარია. ზამთარში დამისვენია ცერმატში. აზიას თავისი სილამაზე აქვს. დაუვიწყარი მოგზაურობა მქონდა საემიროებში, სადაც საქმიანი ვიზიტი გვქონდა და მართლა ფუფუნება რა იყო იქ ვნახე. იაპონიაში არ ვყოფილვარ და ძალიან მინდა იქ წასვლა, თუმცა ვიყავი ჩინეთში და ეს მართლაც საინტერესო იყო.
რაც შეეხება ყველაზე დაუვიწყარ მოგზაურობას, ეს იყო გვატემალაში, სადაც ვნახე მაიას ტომის კულტურა. ვურჩევ ყველას, ვინც ამერიკაშია წავიდეს და ნახოს ეს საოცრება.
ამერიკაში კი თითქმის ყველგან ვარ ნამყოფი. ზოგს მოწონს აქაურობა, მე ნაკლებად. ყველაზე ნაკლებად კი აღმოსავლეთი შტატები. არც ნიუ-იორკი მხიბლავს და არც ვაშინგტონი. ბევრი ოფიციალურად თუ არაოფიციალურად ჩამოსული უცხოელია და ყველას საერთო თვისება აქვს - უზრდელობამდე მისული ხელმომჭირნეობა. ასევეა ამ ქალაქებში მცხოვრები ამერიკელებიც. თავის თავისთვისაც კი არ ემეტებათ კარგი საჭმელიც კი. ჯანკ-ფუდი ტერმინი საიდან წამოვიდა? - აღმოსავლეთ შტატებიდან.
მე ვიყავი კალიფორნიაში, შედარება არაა. ფლორიდა, ნევადა, ტეხასი, მასაჩუსეტი, ვაშინგტონი (შტატი). აი, სადაა კულტურული საზოგადოება. პრინციპში, ყველაფერს მიზეზი აქვს.
ნეტაი თქვენ,ეგეთები რომ შეგიძლიათ!
კაია.დიდი ყურადღებით გისმენთ :wink:
nanachka
13.07.2004, 1:28
[ This Message was edited by: nanachka on `2004-07`-23 11:52 ]
sebastian
13.07.2004, 1:36
უბრალო ენით რომ აუხსნა ნანაჩკა, ყოველგვარი ზედმეტი ნიუანსებით არ გამოვა?
უთხარი რომ დისკომფორტს გიქმნის, იმიტომ რომ შენი აზრით მათ ექმნება ამის გამო დისკომფორტი. :???:
ან არ ხარ შენ და შენი ოჯახი ასეთ რამეებს მიჩვეული. :???:
თუ არა და, დაანებე თავი, პირიქით შენს შვილს უთხარი რომ მიაწვეს პირველ ჩვენებას! :grin:
სხვა რა შერჩება როო? :smile:
nanachka
13.07.2004, 1:45
[ This Message was edited by: nanachka on `2004-07`-23 11:53 ]
კუმარებს გაუმარჯოს! რამე რომ იყოს, არ მიშვილებენ, ნეტავ? შოკოლადი და ტკბილეულიც ისე მიყვარს...
:roll: ....... :grin:
_________________
[ This Message was edited by: nina77h on `2004-07`-13 01:51 ]
sebastian
13.07.2004, 1:48
QUOTE
On `2004-07`-13 01:46, nina77h wrote:
კუმარებს გაუმარჯოს! რამე რომ იყოს, არ მიშვილებენ ნეტავ? :grin:
:grin:
Mrs.Qartveli
13.07.2004, 14:13
:smile: :smile: :smile: :smile: :smile:
ნანაჩკა ძვირფასო
ძალიან არ გაინგლისელდე...შენ ახლა, ქართველ ქალს სტუმართმოყვარეობა გაგიკვირდა?
წარმოიდგინე, რომ ხარ საქართველოში, ხარ კუმარებივით შეძლებული და და გესტუმრა შვილის მეგობარი... ხომ მოგინდება მისი გახარება?
ისე კი გეთანხმები იმაში, რომ გადაჭარბებული არაფერი არ არის კარგი, თვით ძალიან სასიამოვნოც კი...
ნინასი არ იყოს მეც მინდა სტუმრად კუმარებთან....
და თენგიზ ჩანტლაძის ერთი სკეტჩისა არ იყოს "წავიდეთ სტუმრად დადიანებთა.. პაღდონ...კუმარებთან....
:smile: :smile: :smile:
nanachka
13.07.2004, 17:28
[ This Message was edited by: nanachka on `2004-07`-23 11:54 ]
Mrs.Qartveli
13.07.2004, 17:53
არა ძვირფასო...
შენ რომ უკვე არაქართულად აზროვნებდე, ამ ფორუმს კი არ მონახავდი ...და ჩვენთან კი არ დაიწყებდი საუბარს...
არა მე უბრალოდ წარმმოვიდგინე სიტუაცია და ბევრი ვიმხიარულე... თუმცა დასვლეთ საქართველოში "დაძალების ინსტიტუტი " რა დონეზეა აყვანილი მოგეხსენება... :smile: :smile: :smile: :smile: :smile: :smile: :smile:
დღესაც მსაყვედურობს დედა, სტუმრების მიღებისას, რატომ არ აძალებ სტუმრებს გადაიღონ რაიმეო... არა და არ შემიძლია... "ამ დროს კი ერთი წვეთიც კი არაარის ჩემში " არადასვლური.... :smile:
ისე , კუმარები როგორც ჩანს, ცნობილი გვარია.. რადგან გადაცემაც ხომ არის "სტუმრად კუმარებთან"... კარგი იუმორი აქვთ....
:smile: :smile: :smile:
nanachka
20.07.2004, 19:16
[ This Message was edited by: nanachka on `2004-07`-23 11:55 ]
nanachka
31.10.2004, 0:51
როგორ დაგვავიწყდა ეს ტოპიკი? სოფომ გამოთქვა სურვილი და აი, ეს ტოპიკიც მოვიძიე. ჩემს მიერ წაშლილს მოკლედ აღვადგენ მალე. პასუხების მიხედვით ადვილია, გახსენება.
აბა, ველით საინტერესო ისტორიებს... :smile:
ფერმინა, საინტერესოა....მამაჩემი გვიყვებოდა ხოლმე ის ცურავდა ერთ დროს და ნიგერიაში ნახევარი წელი დააკავეს, პასპორტები ჩამოართვეს ყველას ცოტა შეშფოთებულებიც იყვნენ მახსოვს. ნაირობიზე და მომბასაზეც ბევრი ამბები მომისმენია იმედია მეც ვინახულებ ერთ დროს. რამოდენიმე წლის წინ ამხანაგი მიყვებოდა ნამიბიაში იყო, იქედან სამხრეთ აფრიკაში წასულა. მოკლედ მისდა გასაოცრად ბარში შემთხვევით ქარველი ახალგზდა ბიჭი გაუცვნია. მე მომავალ წელს მინდა წავიდე და მაინტერესებს, არც ვიცი რა სიტუაციას უნდა მოველოდე. ისე მაინტერესებს ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასვა თუა შესაზლებელი, თუ ყოველჯერ ინდივიდუალური ვიზაა საჭირო.
ამერიკა საინტერესო ქვეყანაა. პეიზაჟი სულ სხვადასხვანაირია აღმოსავლეთიდან დასავლეთით და ჩრდილოეთიდან სამხრეთით, უმეტეს თქვენთაგანს კარგად გეცოდნებათ. მე მხოლოდ სულ ის მიკვირდა ზოგიერთი ამათდაგანი ისე დაიბადებიან და დაბერდებიან, ერთ შტატს არ ცილდებიან, არადა არ შეუზლიათ თუ?... უინტერესობას რა ვიყოთ თორემ. მე ახლა ორეგონში ვარ. ეს შტატი არაჩვეულებრივად მწვანეა, მით უმეტეს ოკეანისპირა ნაწილი.
`Tekucha-Goga`&co.
31.10.2004, 11:29
გამარჯობათ! 2003-წლის ივნისში,სამსახურიდან(ბე-
ლგიიდან)გამაგზავნეს სამხრეთ აფრიკაში(იოჰანესბურგ-
ში)ორი კვირით.დაბოღმილი წავედი,რადგან ჩემს მაგივ-
რად ბრაზილიაში სხვა გაუშვეს(ჩემი ოცნება იყო რიოში
წასვლა და გული დამწყდა.არადა ფაქტიურად გადაწყვე-
ტილი იყო უკვე)სამი-ოთხი თვის მოსული.ჩემი ბოღმა ჩა
სვლისთანავე გაქრა,რადგან აფრიკის გაუბედურებული
ქვეყნის(როგორც წარმომედგინა)ნაცვლად,ულამაზესი
და თანამედროვე ქვეყანა დამხვდა.პირველი ორი დღე არ
აფრისტვის მეცალა.მესამე დღეს კი კაფეში შევედი ლანჩ-
ზე.იცით ვინ ვნახე? ვერ გამოიცნობთ...თბილისელი ბი
ჭი ზ.გოგოძე,რომელიც `1992-93` წლიდან იქ ცხოვრობს.
კაფეში ტელევიზიით წინა დღის მატჩის ფრაგმენტებს აჩ-
ვენებდნენ.ტოტალიზატორის მოყვარულები შედეგებს იწ
ერდნენ.ერთ-ერთი შედეგის გამოცხადების შემდეგ გავი
გე ბარაქიანი ქართული გინება.ლამის გავშტერდი.სად-
-სად და აფრიკის სამხრეთსი ქართველის ნახვას ნამდვი-
ლად ვერ ვიფიქრებდი.გამოველაპარაკე.ჩემი ხმის გაგო-
ნება და მისი აბღავლება ერთი იყო,ძლივს დავაწყნარეთ
მე და მისმა გერმანელმა გელფრენდმა.რა თქმა უნდა ამის
მერე ჩემი იქ ყოფნის მანძილზე არ მომშორებია.მისი ნება
რთვის გარეშე უფლება არ მაქვს მისი ტკივილით და ტანჯ
ვით აღსავსე ისტორია მოვყვე.მისი მადლობელი უნდა ვი
ყო იმისათვის,რომ თითქმის ყველა საინტერესო ადგილას
წამიყვანა.თუმცა ჩემთან ჯდომას და საქართველოზე ლა
პარაკს არაფერი ერჩია.დღე და ღამ სახლში დაბრუნებაზე
ოცნებობს,მაგრამ სამშობლოში ისეთი ტკივილი დატოვა
(დღესაც იგივე სიტუაცია აქვს),რომ ვერ ბრუნდება.ამ
ტკივილის დავიწყებას კი თაობები სჭირდება.
აბა... თუ ვინმე იქით აპირებს წასვლას,ამ კაცური-კა-
ცის მისამართს და ტელეფონის ნომერს მოგცემთ.მასაც გა
ახარებთ და თქვენც კაი დროს გაატარებთ მის საზოგადო-
ებაში.
88888888888888888888888888888888888888888888
საქართველო შენ სადა გყავს შვილი დასაკარგავი
nonoko67
31.10.2004, 13:15
QUOTE
On `2004-10`-31 10:29, `Tekucha-Goga`&co. wrote:

თეკუჩა ალბათ, უფრო, ძაან ადრე მომიწია აქ შემოსვლა.
სერიოზულად მეტკინა და ხასიათი გამიფუჭდა.არ ვიცი რატომ ასე.სხვათაშორის არ მქონია ასეთი განცდა არასდროს, როცა მიმობნეულ ქართველებზე რამეს ვიგებდი, და რატომ მაინდამაინც ახლა? ალბათ უბრალოდ ასეთ მძიმე ხასიათზე ვარ...ძალიან შემეცოდა ის ქართველი და გავიცდიდი ძალიან როცა ვკითხულობდი...ღმერთმა ხელი მოუმართოს...
`Tekucha-Goga`&co.
31.10.2004, 14:06

OOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOO
ნონოკო ძვირფასო! დიდი მადლობა იმისათვის ასეთი
კეთილი და მგრძნობიარე,რომ ხარ.ღმერთმა ბედნიერად
გამყოფოს,ფაქიზ გრძნობებთან ერთად.ის ბიჭი(33წლის)
არათუ საქართველოში,ევროპაში და რუსეთშიც ვერ ჩად-
ის.არადა ცამდე მართალია.მოუშუშებელი ტკივილებით
ცხოვრობს.
პატივისცემით:გოგა-თეკუჩა&კო
nonoko67
31.10.2004, 19:12
QUOTE
On `2004-10`-31 13:06, `Tekucha-Goga`&co. wrote:

დიდი მადლობა ერთგვარი დალოცვისათვის, მეც ასევე,გისურვებ ყოველივე კარგს...
Kutaiseli
31.10.2004, 20:41
თეკუჩ, სამხრეთ აფრიკაში რატომ ელოდი გაუბედურებული ქვეყნის ნახვას?
Anonymous
1.11.2004, 1:12
მეც მინდა ერთი ამბავი გავიხსენო.
მოკლედ ამ ბოლო შვებულებისას მოხდა, მაისის ბოლო იყო და პარიზში გავფრინდით ოღონდ ჟენევაში გვქონდა ჯერ კონნექშენი. (ბოდიში, ქართულად ვერ ვიხსენებ ამ სიტყვას). მოკლედ ჩავფრინდით დილით შენ ხარ ჩემი ბატონი ჟენევაში, გადავედით ფრანს სექციაში, დღის 12 საათზე უნდა გავფრენილიყავით. გახდა ასე 11:30 და დაგვსვეს ავტობუსზე და მიგვიყვანეს თვითმფრინავთან. თვითმფრინავს რომ შევხედე, კი არ მომეწონა რაღაც, პატარა, როგორც `AN-10` ები იყო, ისეთი. მოკლედ ვდგევართ ეს ხალხი, ასე `50-60` ადამიანი ცხვრებივით და ველოდებით როდის ავალთ. არა და არ გვიშვებენ. ამასობაში მოვიდნენ ვიღაც სპეც ფორმიანები, ავიდნენ კაბინაში, რაღაცას გადასცემენ რაციით. მოკლედ გამოგვიცხადეს რომ ბოდიში, ტექნიკური მიზეზების გამო, უკან უნდა დაბრუნდეთო.
ჩაგვსხეს ისევ ავტობუსში და დაგვაბრუნეს ისევ შენობაში. ვზივართ ასე და ველოდებით, ერთი საათის შემდეგ გვიცხადებენ: აბა ხალხო და ჯამაათო, არ ინერვიულოთო (როგორია ა?????????) მარა შეგვატყობინეს რომ თქვენს თვითმფრინავში ბომბი არისო და ვიძიებთო. ან შემდეგი რეისით გაგიშვებთ ანდა ამ რეისითო. ორი თუ სამი საათის შემდეგ დაგვსხეს ისევ ავტობუსზე და გაგვაქანეს ისევ. გვეგონა რომ არიქა მივდივართო, მარა მიგვიყვანეს იქ სადაც ადრე თვითმფრინავი იყო, ირგვლივ "აცეპლენიე" სასწაული, პოლიციის მანქანები სირენებით, ძაღლებით პოლიცია და კორიდორი გაკეთებული, როგორც კარგ ამერიკულ კინოებში გინახიათ აი ისე. ჩვენი ბარგი გადმოყრილი, და გრზელი დახლები პოლიციელებით, გვითხრეს რომ გვეპოვა ჩვენი ბარგი და მიგვეტანა დახლზე რომ შემოწმება გაევლო. მოკლედ ჩითვა წავიდა ისეთი რომ ჩვენ ტამოჟნიკებსაც კი შეშურდებოდათ, სულ სათითაოდ ამოყარეს ყველაფერი. ჩემოდანში მედო "ბატტერი ჩარჯერი". მოკლედ 5 წუთი ატრიალა ხელში, მერე მეორეს დაუძახა ნახე ეს რა არისო, ვუხსნი ბატონო ეს არის ჩარჯერი მეთქი, თან მინდა ვაჩვენო რომ შიგნით ელემენტებია, მარა ვინ გაძლევს ხელში რამეს, ბოლოს როგორც იქნა დავამთავრეთ. დაგვაბრუნეს ისევ უკან და გვითხრეს რომ დაიცადეთო, (თითქოს სადმე შეგვეძლო წასვლა). ბოლოს საჭმელი და ჯუსები მოგვიტანეს, რომ რამე გვეჭამა, მერე კი აგერ მაცივარში რაც არის აიღეთ და მიირთვითო, ხო და მაცივარი კი იყო გამოჭედილი კარგი შვეიცარული შოკოლადებით და დავესიეთ ეს დაღლილი და გაბრაზებული ხალხი და კი ვაჩვენეთ კომუნისტური საზოგადოების დადებითი მხარეები, 5 წუთში აღარაფერი დარჩა.
მიკლედ საღამოს 7 საათზე დაგვსხეს ისევ იმ ჩვენ თვითმფრინავზე და გაგვაფრინეს პარიზში. რაც ცხოვრებაში არ მილოცია და არ მიხვეწნია ღმერთისთვის, იმ 45 წუთში შევასრულე ის გეგმა.
გვიან ღამით კი ჩავფრინდით, მარა ვიღას ქონდა დასვენების თავი...
ეეეჰ, კარგია ასეთი კარგი მოგონებები !!!!
P.შ. თუ ვინმეს ეჭვი გეპარებათ რომ მოვიგონე რამე, შეგიძლიათ გადაამოწმოთ 30 მაისი, ჟენევის აეროპორტი, ჟენევა-პარიზი, რეისის ნომერი აღარ მახსოვს.
:smile: :smile:
[ This Message was edited by: Ancheli on `2004-11`-01 00:17 ]
`Tekucha-Goga`&co.
1.11.2004, 4:10
თეკუჩ, სამხრეთ აფრიკაში რატომ ელოდი გაუბედურებული ქვეყნის ნახვას?
****************************************
რა გითხრა ჩემო ძვირფასო.ჩემმა ცხოვრებამ ისეთ ტემპ-
ში და ისეთნაირად გაიქროლა ბევრი რამ გვერდზე დარჩა
და მის შესახებ ინფო ვერ მივიღე.ეს არ ნიშნავს,რომ ქვე-
ვრში ვიჯექი.პირიქით,სავსე იყო მრავალფეროვნებით.
უბრალოდ ისეთნაირად მოხდა,რომ სამხრეთ აფრიკასთან
შეხება არასოდეს მქონია.ეხლა ძალიან მრცხვენია,ასეთი
ცუდი შეხედულება,რომ მქონდა.ამ ყველაფრის სათავე
კი ალბათ 1999 წელი იყო.ამ წელს მომიხდა ორი დღით
(ტრანზიტით)კამერუნში ყოფნა.ზუსტად კამერუნიდან
იღებს სათავეს ჩემი შეხედულება აფრიკაზე.რაღაც საში-
ნელ ქალაქში ვიყავით(წარმოიდგინეთ,უზარმაზარი ვარ
კეთილის ან ვაძისუბნის ნაირი ქალაქი.ოღონდ უფრო დან
გრეული და მომსპარი.სასწაული სიღარიბე).რაც შეეხება
იოჰანესბურგს,ნეტა საქართველო მაჩვენა მასეთი აყვავე
ბული.მოსახლეობის უმეტესობა დიდ დასახლებულ პუნ-
ქტებში თეთრები არიან.რაღაცით ინგლისი გამახსენდა,
ოღონდ ბევრად ლამაზი ბუნებით.
იმედია დავაკმაყოფილე თქვენი ყურადღება.
OOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOOO
საქართველო შენ სადა გყავს შვილი დასაკარგავი
აი რას ნიშნავს დაახლოებით ეს სიტყვები
კენია _ ჩვენი
მომბასა _ ადგილი სადაც ცხოველები მიყავთ წყლის დასალევად
ნაირობი _ იწვიმე
შესაძლოა ზუსტი ზუსტი თარგმანი არ იყოს, საახლოებითია.
რამოდენიე წლის წინ კოლეჯში ანტოპოლოგიის კურსი მქონდა და !Kუნგი - ის (ენის ტკაცუნით)ბოცვანაში ტომების კულტურას გვასწავლიდნენ საინეტესოა აფრიკელების აზროვნება.
`Tekucha-Goga`&co.
1.11.2004, 17:51
სოფო,როდესაც საფრანგეთში ვსწავლობდი,ჩვენც დაგვ
იმატეს რაღაც მაგდაგვარი საგანი.პროფესიასთან არაფე-
რი ჰქონდა საერთო,მაგრამ აფრიკის განვითარებისა და და
ხმარების მოძრაობას დაემთხვა და ერთი ბეხლეწი ზანგი
დაგვინიშნეს ლექტორად.ენის ტკლაცა-ტკლუცი შენ იქ უნდა გენახა.ჩემდა სამწუხაროდ მთლიანად სპეციალობა
ზე ვიყავი გადართული და აფრიკულმა საათებმა გვერდზე
ჩამიარა.თან არც მსიამოვნებდა იქ ყოფნა,რადგან მაგრად
დასცინოდნენ ლექტორს(ისე აფრიკის მეტი არაფერი ესმო
და და იმიტომ).თან მეცოდებოდა,თან ვერაფერს ვუშვე-
ლიდი,რადგან აზრზე ვერ მოდიოდა თუ დაცინოდნენ.ასე
რომ აფრიკულ ამბებში(სათავგადასავლო წიგნებს,თუ არ
ჩავთვლით)მაგარი გაუნათლებელი დავრჩი.ისე იოჰანეს
ბურგს არც აფრიკულ კულტურასთან და არც ტრადიციებ-
თან არანაირი კავშირი არ აქვს.ეს არის ტიპიური მაღალგ-
ანვითარებული ქვეყანა ევროპული მენტალიტეტით.
UUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUU
საქართველო შენ სადა გყავს შვილი დასაკარგავი
QUOTE
On `2004-11`-01 16:51, `Tekucha-Goga`&co. wrote:

გეთანხმები თეკუჩა, უმეტეს შემთხვევაში აფრიკის მეტი მაინცადამაინც არ იციან, თუმცა შევხვერდილვარ რომ გამიკვირდა ისეთ ჭკვიანებსაც. განათლებაზე რა გითხრა არის შემთხვევები რომ აუშენებებ პატარა დაბის მაგვარს დავუშვათ ესენი კი უფრო შორს მიდიან მაქედან. რატომ? არ ვიცი. ერთი ანეგდოტის მაგვარი გითხრა ტუმცა ნამდვილი ამბავია და ცოტა სევდიანიც. ეთიოპოელების ტრადიციული (კერზოდ ეთიოპიელების "ამჰარას", ვინაიდან ეთიოპიაში მრავალი ტომებია) პური ინჯარა, არის დიდი ბლინის მაგვარი პური რომელზეც სოუსის მაგვარი ისხმება და შემდეგ კველა ერთად ჭამს ხელით (შენ იცი კიდეც ალბათ). მოკლედ ეთიოპიელს ეკიხტებიან რა არის ცხოვრების არსიო; მანაც უპასუხა: ინჯარა.
შენი ლექტორის არ იყოს ზოგიერთ შემტხევაში იმდენად გულუბრყვილოები არიან რომ ბოროტს ვერ მიხვდეს (ჩემი დაკვირვებით).
QUOTE
On `2004-10`-31 10:29, `Tekucha-Goga`&co. wrote:
გამარჯობათ! 2003-წლის ივნისში,სამსახურიდან(ბე-
ლგიიდან)გამაგზავნეს სამხრეთ აფრიკაში(იოჰანესბურგ-
ში)ორი კვირით.დაბოღმილი წავედი,რადგან ჩემს მაგივ-
რად ბრაზილიაში სხვა გაუშვეს(ჩემი ოცნება იყო რიოში
წასვლა და გული დამწყდა.არადა ფაქტიურად გადაწყვე-
ტილი იყო უკვე)სამი-ოთხი თვის მოსული.ჩემი ბოღმა ჩა
სვლისთანავე გაქრა,რადგან აფრიკის გაუბედურებული
ქვეყნის(როგორც წარმომედგინა)ნაცვლად,ულამაზესი
და თანამედროვე ქვეყანა დამხვდა.პირველი ორი დღე არ
აფრისტვის მეცალა.მესამე დღეს კი კაფეში შევედი ლანჩ-
ზე.იცით ვინ ვნახე? ვერ გამოიცნობთ...თბილისელი ბი
ჭი ზ.გოგოძე,რომელიც `1992-93` წლიდან იქ ცხოვრობს.
კაფეში ტელევიზიით წინა დღის მატჩის ფრაგმენტებს აჩ-
ვენებდნენ.ტოტალიზატორის მოყვარულები შედეგებს იწ
ერდნენ.ერთ-ერთი შედეგის გამოცხადების შემდეგ გავი
გე ბარაქიანი ქართული გინება.ლამის გავშტერდი.სად-
-სად და აფრიკის სამხრეთსი ქართველის ნახვას ნამდვი-
ლად ვერ ვიფიქრებდი.გამოველაპარაკე.ჩემი ხმის გაგო-
ნება და მისი აბღავლება ერთი იყო,ძლივს დავაწყნარეთ
მე და მისმა გერმანელმა გელფრენდმა.რა თქმა უნდა ამის
მერე ჩემი იქ ყოფნის მანძილზე არ მომშორებია.მისი ნება
რთვის გარეშე უფლება არ მაქვს მისი ტკივილით და ტანჯ
ვით აღსავსე ისტორია მოვყვე.მისი მადლობელი უნდა ვი
ყო იმისათვის,რომ თითქმის ყველა საინტერესო ადგილას
წამიყვანა.თუმცა ჩემთან ჯდომას და საქართველოზე ლა
პარაკს არაფერი ერჩია.დღე და ღამ სახლში დაბრუნებაზე
ოცნებობს,მაგრამ სამშობლოში ისეთი ტკივილი დატოვა
(დღესაც იგივე სიტუაცია აქვს),რომ ვერ ბრუნდება.ამ
ტკივილის დავიწყებას კი თაობები სჭირდება.
აბა... თუ ვინმე იქით აპირებს წასვლას,ამ კაცური-კა-
ცის მისამართს და ტელეფონის ნომერს მოგცემთ.მასაც გა
ახარებთ და თქვენც კაი დროს გაატარებთ მის საზოგადო-
ებაში.
88888888888888888888888888888888888888888888
საქართველო შენ სადა გყავს შვილი დასაკარგავი
მაგ ამბავზე ეს სცენა გამახსენდა... ნახეთ ნაწყვეტი კინოფილმიდან "ფესვები" (ჯანდიერთან შეხვედრის სცენა)
ninikela
29.06.2009, 22:00
როგორ მიყვარს ეს თემა
ვგიჟდები მოგზაურობაზე,თუმცა არც თუ ისე ბევრგან ვყოფილვარ

ვიყავი მოსკოვში, .ორჯერ ბაქოში, ერთხელ კიევში,თურქეთში და პოლონეთში ძალიან მაგარი იყო მინდა გითხრათ... პირველად რომ ვიყავი პოლონეთში, მაშინ 6 წლის ვიყავი. მერე ვარშავაში ჩავედით, უზარმაზარი ნაყინის მაღაზია იყო იქ

.აქ კომუნისტების დრო იყო და სად ნახავდით ეგეთ მაღაზიას. .გადავირიე ბავშვი ამდენი ნაყინი რომ დავინახე . იქ ხომ გადავჭამე ყველაფერი ,მერე არ მეყო ვითომ მე ღორმუცელას და დიდი უზარმაზარი ვაფლის ჭიქით ვაყიდინე დედაჩემს.მოვდიოდი ქუჩაში ამაყად ,გაშლილი ხელით

ულამაზესი ნაყინი იყო, მთელი ქუჩის ბავშვები მე მიყურებდნენ .ვიღაცა კაცს ენაგადმოგდებული ძაღლი მოყავდა.მომაშტერდა იმ ქუჩის ბავშვებივით ისიც და ისეთი დაიყეფა(მას შემდეგ არ მივარს ძაღლები

),რომ ნაყინი გადმოაგდო ვაფლის ჭიქიდან

იქ მე ამბავი ავტეხე

მიწაზე გავწექი, ფეხებს ვაბაკუნებდი.ვტიროდი, ვკიოდი.ძაღლის პატრონი მეხვეწებოდა ორ ცალს გიყიდი ეგეტსო, მაგრამ მე ის მინდოდა

..
წარმოიდგინეთ დიდ ვაფლის ჭიქაში შოკოლადის, ვანილის, მარწყვის, ნაღების, პიტნის, ბანანის და კივის ნაზავი .ზედ გლაზურით და თხილებით

ამაზე ეხლაც ვგიჯდები და მაშინ არ ვიტირებდი?! მომცა ახლა ის ნაყინი
ციტატა(oxalis @ 14.08.2009, 22:19)

ვგიჟდები მოგზაურობაზე,თუმცა არც თუ ისე ბევრგან ვყოფილვარ

ვიყავი მოსკოვში, .ორჯერ ბაქოში, ერთხელ კიევში,თურქეთში და პოლონეთში ძალიან მაგარი იყო მინდა გითხრათ... პირველად რომ ვიყავი პოლონეთში, მაშინ 6 წლის ვიყავი. მერე ვარშავაში ჩავედით, უზარმაზარი ნაყინის მაღაზია იყო იქ .აქ კომუნისტების დრო იყო და სად ნახავდით ეგეთ მაღაზიას. .გადავირიე ბავშვი ამდენი ნაყინი რომ დავინახე . იქ ხომ გადავჭამე ყველაფერი ,მერე არ მეყო ვითომ მე ღორმუცელას და დიდი უზარმაზარი ვაფლის ჭიქით ვაყიდინე დედაჩემს.მოვდიოდი ქუჩაში ამაყად ,გაშლილი ხელით

ულამაზესი ნაყინი იყო, მთელი ქუჩის ბავშვები მე მიყურებდნენ .ვიღაცა კაცს ენაგადმოგდებული ძაღლი მოყავდა.მომაშტერდა იმ ქუჩის ბავშვებივით ისიც და ისეთი დაიყეფა(მას შემდეგ არ მივარს ძაღლები

),რომ ნაყინი გადმოაგდო ვაფლის ჭიქიდან იქ მე ამბავი ავტეხე მიწაზე გავწექი, ფეხებს ვაბაკუნებდი.ვტიროდი, ვკიოდი.ძაღლის პატრონი მეხვეწებოდა ორ ცალს გიყიდი ეგეტსო, მაგრამ მე ის მინდოდა ..
წარმოიდგინეთ დიდ ვაფლის ჭიქაში შოკოლადის, ვანილის, მარწყვის, ნაღების, პიტნის, ბანანის და კივის ნაზავი .ზედ გლაზურით და თხილებით

ამაზე ეხლაც ვგიჯდები და მაშინ არ ვიტირებდი?! მომცა ახლა ის ნაყინი
მოსკოვი რა ეკზოტიკურია მერე

მეც ქე ვარ ნამყოფი
ყველაზე უფრო მახსოვს რომ ჩავედით ბინა გვათხოვა მამაჩემის რუსმა თანამშრომელმა
თითონ დაჩაზე იყვნენ სამი თვით
ერთ დღეს მოვიდა მათი ქალიშვილიი, მაპატიეთო ორი ღამე დავიძინებო, ძალიან კარგი ხასიათების გოგო, ღამემდე მოვხაზეთ ყველაზე მნიშვნელოვანი თემები
შემდეგ სპოკი ნოჩითქო და წავედი მამაჩემის და Dედაჩემის ოთახში დავწვებითქო
დარჩიო ორივე დავეტევით, იქ ვიწროდ იქნებიო. არ დავწექი (თბილისში შეყვარებული მყავდა)
მეორე დღეს ჩამოფრინდა ჩემი ძმა თბილისიდან, საღამოს მოვიდა ინა, დასხდნენ გაიცნეს ერთმანეთი, ჩემ ძმისთვის არ უთქვამს დარჩიო. უნამუსოა რათ უნდოდა კითხვა.
მეორე დღეს ინა მიცინის არ გინდოდა ჩემთან დარჩენაო?
ყოველ ღამე ძილის წინ ვნანობ ამ ამბაFს
ციტატა(W A @ 15.08.2009, 9:59)

ატრაკებ
mantineli
15.08.2009, 11:12
[quote name='miade' date='15.08.2009, 11:47' post='952840']
ატრაკებ

[/qu
ეს ჩემი კომპი არაა, სახლში რომ ვიქნები მერე დავდებ სურათებს, ჰოდააააა მპუები ყველას
ციტატა(W A @ 15.08.2009, 9:59)

მოსკოვი რა ეკზოტიკურია მერე 
მეც ქე ვარ ნამყოფი
ყველაზე უფრო მახსოვს რომ ჩავედით ბინა გვათხოვა მამაჩემის რუსმა თანამშრომელმა
თითონ დაჩაზე იყვნენ სამი თვით
ერთ დღეს მოვიდა მათი ქალიშვილიი, მაპატიეთო ორი ღამე დავიძინებო, ძალიან კარგი ხასიათების გოგო, ღამემდე მოვხაზეთ ყველაზე მნიშვნელოვანი თემები
შემდეგ სპოკი ნოჩითქო და წავედი მამაჩემის და Dედაჩემის ოთახში დავწვებითქო
დარჩიო ორივე დავეტევით, იქ ვიწროდ იქნებიო.
არ დავწექი (თბილისში შეყვარებული მყავდა)მეორე დღეს ჩამოფრინდა ჩემი ძმა თბილისიდან, საღამოს მოვიდა ინა, დასხდნენ გაიცნეს ერთმანეთი, ჩემ ძმისთვის არ უთქვამს დარჩიო. უნამუსოა რათ უნდოდა კითხვა.
მეორე დღეს ინა მიცინის არ გინდოდა ჩემთან დარჩენაო?
ყოველ ღამე ძილის წინ ვნანობ ამ ამბაFს
asasini
13.07.2010, 11:00
ყველაზე კარგად ეგვიპტე მახსენდება, ექვსჯერვარ ნამყოფი, ხო ეგზოტიკური ქვეყანაა, მაგრამ ყველაზე უფრო ეგზოტიკური ეგვიპტეში ეგვიპტელები არიან
კაირო უმაგრესი ქალაქია!
katerina_kk
6.03.2011, 23:49
ინდოეთი - დელი, ჯაიპური, აგრა, რამბაპური, ჰაიდარაბადი.
ჯერ შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. პირველი კვირა ცოტა გამიჭირდა - ბევრი რაღაცა შოკის მომგვრელი იყო. მაგრამ ახლა უკვე ვიცი, რომ აუცილებლად ჩავალ კიდევ ერთხელ.