დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: დამოუკიდებელი ჩეჩენი
Rustavi 2 Forums > პოლიტიკა და საზოგადოება > უცხოეთი
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13
sasha kutaisseli
აბა თქვენი იმედი მაქვს, ჩხუბის გარეშე მიპასუხებთ. არ მევიჭრათ თავი ინტერნეტში....
noodles
მიმაჩნია.
Vacho
სანამ მზაფრი ბატალიები დაიწყება, მოკლედ ვიტყვი - მიმაჩნია.
KOSTA
საშა, მათი ბრძოლა თავისუფლებისათვის იმდენად სამართლიანია, რომ არც კი მგონია ვინმეს განსხვავებული აზრი ჰქონდეს
sasha kutaisseli
ასეა ნამდვილად, მაგრამ მოველოდი უფრო არგუმენტირებულ ლაპარაკს.
Vacho
ნებისმიერი დაპყრობილი ერის ბრძოლა თავისუფლებისათვის სამართლიანდად მიმაჩნია. და ასევე მინდა დავამატო, რომ რაოდენ სასირცხვილო არ უნდა იყოს პირადად ჩემთვის, ჩეჩნების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი ქართველი ხალხის რამოდენიმე გამორჩეულმა პიროვნებამ ითამაშა დიდი და შეიძლება ითქვას გადამწყვეტი როლი.
Anonymous
პრინციპში ჩეჩენი თავის მიწას იცავს, მაგრამ ეს მიწა დღეს რუსეთია. თუ ჩვენ ვამართლებთ ამ ბრძოლას, რას ვერჩით აბხაზს იმისაც უნდა დამოუკიდებლობა საქართველოდან?
ერთი კი ფაკტია ჩეჩენმა ხალხმა აჩვენა მსოფლიოს რომ ის მამაცი ხალხია, ჩვენ კი რომ რა არის მამაცობა ისტორიას ჩავაბარეთ.
KOSTA
ამანდა, ამის თქმა შენ ნამდვილად არ გეკადრება, როგორ ჩეჩენსა და აბხაზს შორის განსხვავებას ვერ ხედავ? ჩეჩენი ერია და და მათ ყველანაირი უფლება აქვთ იბრძოლონ ეროვნული დამოუკიდებლობისათვის თავიანთ მიწაწყალზე.ისინი არშეჭრილან რუსეთის ტერიტორიაზე და და სხვისას არაფერს ითხოვენ. აბხაზი კი ეთნიკური ჯგუფია,საქართველოს ერთ-ერთი რეგიონი. შენი პრინციპით თუ ვიხელმძღვანელებთ მაშინ მეგრელებს,აჭარლებსა და სვანებსაც შეძლებიათ გამოყოფა საქართველოდან
Anonymous
QUOTE

On `2003-02`-23 13:56, ამანდა wrote:
პრინციპში ჩეჩენი თავის მიწას იცავს, მაგრამ ეს მიწა დღეს რუსეთია. თუ ჩვენ ვამართლებთ ამ ბრძოლას, რას ვერჩით აბხაზს იმისაც უნდა დამოუკიდებლობა საქართველოდან?
ერთი კი ფაკტია ჩეჩენმა ხალხმა აჩვენა მსოფლიოს რომ ის მამაცი ხალხია, ჩვენ კი რომ რა არის მამაცობა ისტორიას ჩავაბარეთ.


აფხაზეთი საქარტველოს მიწაა ამანდა და თუ აფხაზებს არ უნდათ ქართველებთან, როგორც (კოსტამ აღნიშნა )ქართველების ეთნიკურ ჯგუფს, ნება მათია.მაგას ვერ დაუშლით ვერავის.ისე ბერიამ კარგი რამე გაუკეთა აფხაზებს და ღირსნი ყოფილან თურმე.
ბევრის უფლება რომ მივეცით იმიტომ აუვარდათ თავში.
Anonymous
ჩეჩნები კი პატივისცემას იმსახურებენ აშკარად და სამაგალითოა მათი ბრძოლა.
Anonymous
ბევრს მისცა ქართველმა ერმა ბევრის უფლება, ზუსტად მაგან დაღუპა საქართველო.
azazelo
QUOTE

On `2003-02`-23 13:56, ამანდა wrote:
პრინციპში ჩეჩენი თავის მიწას იცავს, მაგრამ ეს მიწა დღეს რუსეთია. თუ ჩვენ ვამართლებთ ამ ბრძოლას, რას ვერჩით აბხაზს იმისაც უნდა დამოუკიდებლობა საქართველოდან?
ერთი კი ფაკტია ჩეჩენმა ხალხმა აჩვენა მსოფლიოს რომ ის მამაცი ხალხია, ჩვენ კი რომ რა არის მამაცობა ისტორიას ჩავაბარეთ.


ცჰურცჰუტა ამანდა ადნამა სანამდე სანამდე უსმინო ამ ტუპიაცჰკას აზრებს? ამოიგეტ ხალხო ხმა, ხმა უდაბნოსა სჰინა
azazelo
არ დამიცკოტ ეხლა ლოალობაზე ბაზარი, სადაც სჰევედო კველგან ამ ცჰურცჰუტას ნაცერი და სულელური მონაცჰმახი ტვალსჰი მეცჰხირება, სურვილს მიკარგავს რომ აზრო გამოვტქვა და რას უსმენტ ტვე კაი ხალხო?
ისეტი ცამალი არ ისჰოვნება რომ ფორუმი სჰეჯავროს?
Kutaiseli
ანტაგონისტი, ბერია და კაი საკმე გინაკჰავს ერტად? მეგრელიბ ცჰასაკჰლებას ტუ გულისკჰმობ და აპჰკჰაზების გასაკჰლებას, არაა მაგ კაი
საკმე და ნაზილობრივ ვიმკიტ ნაკოპს.
სამარტლიანობამ არ უნდა გვიგალატოს.
ცჰეცჰნები ვაჯკაზურად იბრზვიან და ვაჯკაზურადვე ამოზკდებიან ტუ ასე გაგრზელდა
Anonymous
ჩეჩენ ვეჩენ
რატომ დარქვეს რუსებმა იჩკერის დედაქალაქს გროზი
გროზნიე ტაკ ლეგკო ნე უმირაიუტ
ბოდიში რუსულად რომ ვწერ ქართული ანბანით
sasha kutaisseli
ქუთაისელს ჩემი კაი გამარჯობა. რასაც ამბობ ამ ტოპიკში ნაღდია. ისე თუ იცი ახალ ხიდს რო აშენებდნენ თუ დაამთავრეს ბოლოსდა ბოლოს?
Kutaiseli
ეჰ, სჰენ კაი კჰანია ეტკობა არ გაგივლია
იმ კჰიდზე, კე დამტავრდა მარა, უკვე ინგრევა
ზატო ტეტრი, ზიტელი და ჯაცჰვის კჰიდები უკეტეს დგესჰია, ჰო რუსტაველის კჰიდიზ
ნიცჰეგო
Kutaiseli
რამდენი კჰანი რაზ Kუტაისსჰი არ კოპილკჰარ?
zara
ჩეჩნების ბრძოლას ქართველები არ უნდა არჩევდეს.
ვაჟკაცური ერის ფსიქოლოგიას რომ მიხვდე ,თვით უნდა გესმოდეს ,ან რაღაცა მაინც უნდა გეცხოს.
იქ ერთი წელი მიცხოვრია და ყველაგან ღია იყო ჩემთვის კარი. თვით ოპოზიციის პატრულსაც გადავეყარე და ყველაფერი კაცურ დონეზე გადაწყდა.

პირველი ომიის დროს ირაღის ნაკლებობა ქონდათ ჩეჩენ მოსახლეობას.
ჯოხარს თან დაქონდა მანქანების ქარავანით და არ არიგებდა. სულ მიკვირდა რას შვება ეს კაცი მეთქი.
მოსახლეობის თხოვნას რა ვქნათ სად ვიშოვოთ იარაღიო, "მიდით რუსებს წაართვითო, მაგათ 70 წელი სხვა არაფერი უკეთებიათ ირაღსა ჭედავდნენო."
მერე ცალკე ვკითხე ეგ რაა მუსაევიჩ ,რატომ ასე ფილთა თოფის ანაბარა მეთქი??
იცი რაო?? ამათ ირაღი რომ დავურიგო ან გაყიდიან ან სასთუმალის ქვეშ დაიდებენო.მაშინ ვინ იომებსო??
შენ არ იცი ჩეჩნებიო, ამაზე აბეზარი და ზარმაცი ხალხი დედამიწაზე არააო.. მაგრამ მე მაგათ ვაიდძულებ ცარიელი ხელით წაართვან რუსებს მერე კი ნაღდად არ გაყიდიანო.
ხალხი ელოდებოდა,- რას იტყვის ჯოხარიო

-"იცით რა მიდით და იომეთო. თუ არ გინდათ მაინც გაიძულებთ ერი გახდეთო. რუსებს ჭკუა რომ ქონდეთ თქვენ ბომბებს კი არა ფულს დაგაყრიდათო.. მაშინ კი ნაღდად წავაგებდი ომსო."

ეხლა ასე მიდი და ქართველებს ელაპარაკე.. ყველა გენერალი ,ყველა პრეზიდენტობის კანდიდატი, ყველას ქალბატონობა უნდა.. ტვინი აქვს არა აქვს.. ყველა ნაგავი ხელისუფლებისაკენ მიიწევს, რატომ??
იქ ფულია!ან რაღაცას გამორჩებიან!
ომი წაგებულია..."მერსედესით "ომში ვინც მიდის ის ომზე არ ფიქრობს "მერსედესი "არ დაკარგოს...
ჩეჩენი კი მერსედსისც უყვარს მაგრამ ტარანზეეც წავა თავმოყვარეობის გამო ,არ იამრიჟებს ისე.
იქ კოლექტივია.. ტაიპი. ჯილაგი..
მელხები თავს კოლხების შთამომავლებს უწოდებენ ისინი ყველაზე მეომარნი არაიან მათში.
ჩვენთან რაა? მარიაჟი გინდ მხერიონი რეიბანებით და წამლის ხარშვისაგან გაშავებული კასკებით, გინდ ლოთის ჯარი.. გინდა გვარდია..
ყველა გენერალია ,ჯარისკაცი არაა.. გენერლებს ომის მოგება არ შეუძლით, ომს ხალხი ,ჯარისკაცი იგებს..გენერლები ფულს იყოფენ ან ანაწილებენ მხოლოდ! ასე რომ მოდით ნუ გავირჯებით ტყუილად!
¨ენას ნუ დაისველებთ, არაა ჩეჩენი თქვენი გასარჩევი!







[ This Message was edited by: zara on `2003-02`-23 20:22 ]
Kutaiseli
ცჰეცჰენს აკჰლა მტლად ვერ გავაპჰეტისჰებ,
რაზ იაკჰვრეს აპჰკჰაზეტსჰი იმის პასუკჰი
ჯერ კიდე არ გაგვიზია. მაგატ ბროლას პატივს
ვზემ მარა, რასჰიზ ცჰაიცჰრნენ ის უნდა
აკჰსოვდეტ.
Anonymous
მაგას ჩაჭრა არ ჰქვია. აფხაზეთში მათი მოქმედება შეგნებული ქმედება იყო! თავს ნუ იკატუნებენ-შევცდითო. თუ არიან, იყვნენ მამაცი და მებრძოლი ხალხი, ებრძოლონ რუსეთს (ამას მაინც ნუ გვამადლით ზოგზოგები). მაგათ, გენაცვალე, მატერიალური მხარდაჭერა აქვთ არაბული სამყაროდან და იმიტომ აქვთ დიდი გული. მაგ კაციჭამიების ფონზე, რომლებიც 21-ე საუკუნეშიც კი თავს აჭრიან ადამიანებს, ქართველების გინება ძააალიან არასასიამოვნოა!!!
ქართველებს ბრძოლა არასდროს (!) არავისგან (!) არ გვესწავლებოდა!
Anonymous
[quote]
On `2003-02`-23 20:18, zara wrote:
ჩეჩნების ბრძოლას ქართველები არ უნდა არჩევდეს.
ვაჟკაცური ერის ფსიქოლოგიას რომ მიხვდე ,თვით უნდა გესმოდეს ,ან რაღაცა მაინც უნდა გეცხოს.
იქ ერთი წელი მიცხოვრია და ყველაგან ღია იყო ჩემთვის კარი. თვით ოპოზიციის პატრულსაც გადავეყარე და ყველაფერი კაცურ დონეზე გადაწყდა.

პირველი ომიის დროს ირაღის ნაკლებობა ქონდათ ჩეჩენ მოსახლეობას.
ჯოხარს თან დაქონდა მანქანების ქარავანით და არ არიგებდა. სულ მიკვირდა რას შვება ეს კაცი მეთქი.
მოსახლეობის თხოვნას რა ვქნათ სად ვიშოვოთ იარაღიო, "მიდით რუსებს წაართვითო, მაგათ 70 წელი სხვა არაფერი უკეთებიათ ირაღსა ჭედავდნენო."
მერე ცალკე ვკითხე ეგ რაა მუსაევიჩ ,რატომ ასე ფილთა თოფის ანაბარა მეთქი??
იცი რაო?? ამათ ირაღი რომ დავურიგო ან გაყიდიან ან სასთუმალის ქვეშ დაიდებენო.მაშინ ვინ იომებსო??
შენ არ იცი ჩეჩნებიო, ამაზე აბეზარი და ზარმაცი ხალხი დედამიწაზე არააო.. მაგრამ მე მაგათ ვაიდძულებ ცარიელი ხელით წაართვან რუსებს მერე კი ნაღდად არ გაყიდიანო.
ხალხი ელოდებოდა,- რას იტყვის ჯოხარიო

-"იცით რა მიდით და იომეთო. თუ არ გინდათ მაინც გაიძულებთ ერი გახდეთო. რუსებს ჭკუა რომ ქონდეთ თქვენ ბომბებს კი არა ფულს დაგაყრიდათო.. მაშინ კი ნაღდად წავაგებდი ომსო."

ეხლა ასე მიდი და ქართველებს ელაპარაკე.. ყველა გენერალი ,ყველა პრეზიდენტობის კანდიდატი, ყველას ქალბატონობა უნდა.. ტვინი აქვს არა აქვს.. ყველა ნაგავი ხელისუფლებისაკენ მიიწევს, რატომ??
იქ ფულია!ან რაღაცას გამორჩებიან!
ომი წაგებულია..."მერსედესით "ომში ვინც მიდის ის ომზე არ ფიქრობს "მერსედესი "არ დაკარგოს...
ჩეჩენი კი მერსედსისც უყვარს მაგრამ ტარანზეეც წავა თავმოყვარეობის გამო ,არ იამრიჟებს ისე.
იქ კოლექტივია.. ტაიპი. ჯილაგი..
მელხები თავს კოლხების შთამომავლებს უწოდებენ ისინი ყველაზე მეომარნი არაიან მათში.
ჩვენთან რაა? მარიაჟი გინდ მხერიონი რეიბანებით და წამლის ხარშვისაგან გაშავებული კასკებით, გინდ ლოთის ჯარი.. გინდა გვარდია..
ყველა გენერალია ,ჯარისკაცი არაა.. გენერლებს ომის მოგება არ შეუძლით, ომს ხალხი ,ჯარისკაცი იგებს..გენერლები ფულს იყოფენ ან ანაწილებენ მხოლოდ! ასე რომ მოდით ნუ გავირჯებით ტყუილად!
¨ენას ნუ დაისველებთ, არაა ჩეჩენი თქვენი გასარჩევი!







[ This Message was edited by: zara on `2003-02`-23 20:22 ]
[/quote
სამწუხარო მაგრამ ფაქტია ,რომ ყოველ პოსტში უფრო მეტად იგრძნობა შენი სიძულვილი ქართველების მიმართ და არა სიყვარული ზარა.
რამ გაგაბოროტა ასე?!
zara
ნაღდად არ ვაპირებ ანტაგონისტს ისეთ ხალხთ საუბარს ვისაც სიუვარული გრძნობა საერთოდ არ გააჩნია. ამას თვითონ აღიარებ წინა ტოპიკებში და ეხლა მაგათი ძებნით არ დავიღლები.
ლაჩარი არ მიყვარს..არც ქართველი არც ჩეჩენი..
კიდევ თვით კმაყოფილი საზოგადოება..
იქნებ შენი ქმარი შეგეყვარებია ჯობდ...ჰაა, ა მერე იქნებ მამულის სიყვარული გაგჩენოდა...
მთლად ჭამას კი არ უნდა გადაყვეთ მოდით ფორმაშიsmile.gif)
ცოტა წიგნების კითხვაც არ გაწყენდათ...
zara
კრიტიკა მტრობაა!! ნახეთ რა დონეა?smile.gif) პიპინიასავით ცხენს ვინ ასწრებდა??
ან ვის ეომებოდით? სამი დღის შემდეგ ქუთაისთან რუსეთის ჯარს რომ ტაშს უკრავდით? ედიკა რომ იხსნა?
აი,ასეთი მეომრებით სავსე მყავდა სამეგრელოს ტყებში დატყვევებული მინისტრები თუ გენერლები..ერთი კინაღამ ფედმარშალი გახადეს :smile:))..კაცს სოფელი არ აუღია თავის ცხოვრებაში.. ვაჭმევდი ღომს და სულუგუნს სანამ არ მობეზრდებოდათ და პაღურსა ვკრავდით.
იქნებ გონზე მოვიდნენ მეთქი ..გაგიგია?
ტვინი ბრონირებული აქვთ...არაფერი იღებს...მგონი კამეჩის შუბლი ქვია ასეთს არა??
საზოგადოებაა ტვინ გარეცხილი ..ყველაფერი სხვის ხელიტთ უნდათ მზამზარეული ..
ეხლა ამერიკა მოუტანს გონიათ, გუშინ რუსი მოუტანდა ეგონათ..:smile:)მაგათ ვისთვის რა სიკეთე მოუტანიათ უბედურების მეტი?
თუ თქვენ კარგად მოეფერებით და დაგინდობენ არა?
ამ ჭკუზეა უმეტესი..არც ომი უნდა, შოშიასავით უყურებს..პირში რომ ჩაუდონ..ერთხელ ჩაუდეს ამოარწყიეს..ეხლა ისევ ელოდებინ...ჩაგიდებენ ჰაა? მაგრამ რას??



[ This Message was edited by: zara on `2003-02`-24 03:29 ]
Anonymous
QUOTE

On `2003-02`-24 02:44, zara wrote:
ნაღდად არ ვაპირებ ანტაგონისტს ისეთ ხალხთ საუბარს ვისაც სიუვარული გრძნობა საერთოდ არ გააჩნია. ამას თვითონ აღიარებ წინა ტოპიკებში და ეხლა მაგათი ძებნით არ დავიღლები.
ლაჩარი არ მიყვარს..არც ქართველი არც ჩეჩენი..
კიდევ თვით კმაყოფილი საზოგადოება..
 იქნებ შენი ქმარი შეგეყვარებია ჯობდ...ჰაა, ა მერე იქნებ მამულის  სიყვარული გაგჩენოდა...
მთლად ჭამას კი არ უნდა გადაყვეთ მოდით ფორმაშიsmile.gif)
ცოტა  წიგნების კითხვაც არ გაწყენდათ...


ვირისგან წიხლი არ მწყინს.

გრძნობებს რაც შეეხება, ვინ მოგცა უფლება ჩემს გრძნობებეს შეეხო, სარკეში ჩაიხედე და თავს კარგად დააკვირდი.სისხლი არ გაგითეთრდეს ფრთხილად იყავი ამდენი ბოღმისგან და ჩემი რჩევაა თავს კონტროლი გაუწიო.
წიგნების კითხვას ბევრი შენთვის რომ ვერ მოუცია ეგეც ნათელია.
noodles
მდააააა.....

:evil: :mad: laugh.gif
Vacho
ხალხნო რა დაგემართათ მართლა. ერთმა თემამ მაინც შეიძლება მშვიდობიანად ჩაიაროს? თემა იმისათვის არის რომ ყველამ ჩვენი აზრი გამოვთქვათ და საერთოდ თავისუფალ დროს რომ შემოვდივართ აქ გვინდა ნორმალური აზრების გაცვლა და ურთიერთობა და არა შეურაწყოფების წაკითხვა. მადლობთ.
Anonymous
რაიყო ეხლას ჩეჩნების გულისთვის გადაეკიდეთ ერთმანეთს sad.gif
ერთი რამ მაინტერესებს მე არ ვიყავი საქართველოში აბხაზეთის ომის დროს ჩეჩენი ვის მხარეს იბრძოდა?
ბექა
QUOTE

On `2003-02`-23 13:56, ამანდა wrote:
პრინციპში ჩეჩენი თავის მიწას იცავს, მაგრამ ეს მიწა დღეს რუსეთია. თუ ჩვენ ვამართლებთ ამ ბრძოლას, რას ვერჩით აბხაზს იმისაც უნდა დამოუკიდებლობა საქართველოდან?

აფხაზეთი ჩვენ არ დაგვიპყრია ასე რომ სისულელეა მაგი რასაც ამბობთ და ტყილად ადრი აფხაზეთს ჩეჩნეთს
Anonymous
ბექა ვერ გაიგე რა დავწერე გიხსნი ჩეჩენის პრობლემა ჩვენი პრობლემა არაა.
მე მითხრეს რომ ისინი აფხაზეთში ქართველების წინაშმდეგ იბრძოდნენ. თუ ასეა რატომ ეხმარება დღეს საქართველო იმ ხალხს? ვისაც ქართველის სისხლი აქვს ხელებზე დემოკრატია იტყვი მე åუ შვილი მომიკალი რათ მინდა ეგეთი დემოკრატია?
noodles

<font size=-1>[ This Message was edited by: noodles on `2003-02`-25 00:29 ]</font>
Vacho
ქალბატონო ამანდა, იცით ერთი რამე არ მესმის. გარკვეული დაჯგუფებების ბრძოლოს ქართველების წინააღმდეგ, რატომ აიგივებთ მთელი ერის დამოკიდებულებასთან ქართველების მიმართ? თუ ასე ვიმსჯელებთ, მაშინ ჩეჩნების და არა მარტო მათი, მთელი ჩრდილო კავკასიის ლიდერის - შამილის დაჭერაში და რუსებისათვის გადაცემაში ქართველებმა ლომის წილი დაიდეს და მაშინ იმათ რაღა უნდა იფიქრონ ჩვენზე? ასეთი მსჯელობა არ მიმაჩნია სწორად.
ბექა
ამანდა
უფრო კონკრეტულად რომ გეთქვა რას გულისხმობ
ჩეჩნების დახმარებაში კარგი იქნებოდა.თუ ტოლვილებს გულისხმობ არამგონია სხვა გამოსავალი გვქონოდა გარდა იმისა რომ მიგვეღო.
ახლა კიდევ ჩეჩნების გადაკიდება და გადამტერებაღა გვაკლია.
ბექა
QUOTE

On `2003-02`-25 00:27, noodles wrote:
ძალიან საინტერესო სცენარი დაიწერებოდა და მერე ფელინი გადაიღებდა ფილმს ან მე :smile: ძალიან კარგი ფილმი გამოვიდოდა. კანის ფესტივალის მთავარი პრიზი ჩემი იქნებოდა! :smile:

არა, არასწორად გამიგეთ, არა აფხაზეთზე, არა ჩეჩნებზე, არამედ ამ კამათზე. ტრიბუნა! ცხოვრება! ყველა გამოდის. კონტექსტიდან ამოვარდნილად, ნებისმიერ თემაზე. და ამ კამათიდან იგებ ვინ არის, რა უნდა, როგორი იყო ბავშვობაში, რა კომპლექსი დაუტოვა ახლა ამან და ასე შემდეგ. ეს არის მინი სამყარო! არა საქართველო არამედ ცხოვრება.

კადრები ძალიან სწრაფად იცვლება, ასევე მუსიკა კადრებს მიღმა, ასევე სხვადასხვა ფილტრი აქვს დადებული ყველა კადრს, რატომღაც ჭარბობს წითელი ფერი და ბეთხოვენის მუსიკა! მეცხრე! იშვიათად ენაცვლება შოპენი და ცისფერი ფერი, კადრები თავბრუდამხვევი სისწრაფით იცვლება! საოცარია, ამას ვხედავ და ძალიან მომწონს!

noodles
ჩვენ საექსპერიმენტო კურდღლები გგონივართ როგორც სჩანს :smile:
მიდი,მიდი გააგრძელე დაკვირვება და ბოლოს
დასკვნების გაცნობაც არ დაგავიწყდეს.
Anonymous
ბექა თუ ის მართალია რომ ჩეჩნები ქართველებს ხოცავდნენ აფხაზეთში მაშინ, საქართველოს მთავრობა არ უნდა ჩარეულიყო და ლტოლვილები ევროპის ქვეყნებში უნდა გაეშვათ. მითუმეტეს რომ ამან გამოიწვია რუსეთან დამოკიდებულების გართულება და საქართველოს ტერიტორის დაბომბვა.
საქართველოს თავისი ლტოლვილებისთვის ვერ მოუვლია და რას ერევა?
ეხლა კი ჩეჩენ ლტოლვილებთან იყო ევროსაბჭოს კომისია და წასვლა უნდათ საქართველოდან. იმიტომ რომ არ მოსწონთ.
საქართველოს კი რუსეთი ყველაფერში უშლის ხელს. ნეიტრალიტეტი ყოველთვის კარგია, როცა ძლიერი სახელწიფო არ ხარ.
ეს ჩემი აზრია და თავზე არ გახვევთ.
ბექა
მაგათ კი უნდათ წასვლა მარა დავინახავთ სადაც წავლენ.რომელი ქვეყანა ოცნებობს მათ მიღებაზე მითხარით!
მეორეს მხრივ როცა ათასობით მშიერ-მწყურვალი,გაუბედურებული ქალი და ბავშვი მოგადგება დახმარების სათხოვნელად,ძნელია უთხრა,თქვენი ქმრები და მამები აფხაზეთში
ქართველებს ხოცავდნენ და ახლა აუდეთ აქედან-თქო.
ამავე დროს ჩეჩნები კი არა,ვინღა არ იყვნენ აფხაზეთში,ათასი რჯულის დაქირავებული მკვლელები!..მაგი კი არა,ისიც გამიგია რომ თავად ქართველები ხოცავდნენ ერთმანეთს იარაღის გულიზა,და ამის მერე რაღა უნდა თქვა ჩეჩნებზე!
ყოველშემთხვევაში რაც იყო იყო,მათთან საერთო ენის გამონახვას კი დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
ჯერ მარტო იმიტომ რომ,არა მგონია მათ ჩვენ წინააღმდედ აიღონ აწი ხელი და ასე თუ ისე კეთილად განწყობილი მეზობელი ხალხი რომ გყავს,რა ჯობია მაგას.

ახლა გამახსენდა,აფხაზეთში ჩეჩნების ომობანაზე-მომისმენია,რუსები საქართველოში სეპარატიზმის მხარდაჭერისას,ითვალისწინებდნენ რა ჩეჩნეთის პრობლემას,ყველა ჩრდილოკავკასიელს,რომელსაც აფხაზეთში მოერეკებოდნენ, არქმევდნენ "ჩეჩენს",რომ მათთან შესაძლო ომის შემთხვევაში,ჩეჩნებს ქართველებთან მისასვლელი პირი არ ჰქონოდათ.თორემ ჩეჩნები ღმერთმა უწყის სინამდვილეში რამდენნი იყვნენ.არ გამოუვიდათ ეს გეგმა რუსებს,არა!!!
noodles
huh.gif
ბექა
:smile:
ჭკუა ვისწავლე მე ამ ფორუმში(ზოგი ჭირი მარგებელია).ვინ რაც არ უნდა გითხრას,ნერვების აშლას არანაირი აზრი არ აქვს.მარტივი ნპინციპია:დეიკიდე-მოგეშვება! :smile:

მოკლედ,გეიხარე!..
Vacho
სჯობს გვიან ვიდრე არასოდეს ჩემო ბექა. ისე მინდა გითხრა რომ საკმაოდ გვიან გაგიგია ეს ჭეშმარიტება და ამისათვის ფორუმი მემგონი არ იყო საჭირო.
ბექა
კარგა ხანია ვიცოდი მარა აქ განსაკუთრებით შევიგრძენი მისი მადლი :smile:
007
[ This Message was edited by: 007 on `2003-04`-11 20:27 ]
Arzu
user posted image

ფილმი:
http://www.interkavkaz.com/nizam/video/Con...ontationRus.mpg

წინააღმდეგობა

ჩეჩენი ერის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლა თავისუფლებისათვის


უკვე 9 წელია რაც რუსეთი აწარმოებს ომს პატარა ჩეჩნეთის წინააღმდეგ, ანადგურებს ქალაქებს, სოფლებს, ბავშვების, ქალების და მოხუცების დაუნდობლად. ომი არ წყდება არც ერთი დღით, ყოველდღე იღვრება სისხლი და ცრემლი. ჩვენ მივმართავთ ყველა ჯანმრთელად მოაზროვნე ადამიანს ამ პლანეტაზე მოუწოდოს რუსეთის მთავრობას ჩეჩენი ერის მიმართ გენოციდის დაუყოვნებელი შეწყვეტისათვის, მოლაპარაკებების დაწყებისათვის და სამხედრო კრიმინალების გასამართლებისათვის.

http://www.ichkeria.250x.com/film.htm

[ This Message was edited by: Arzu on `2004-09`-08 21:31 ]

[ This Message was edited by: Arzu on `2004-09`-08 21:33 ]

[ This Message was edited by: Arzu on `2004-09`-08 21:34 ]

[ This Message was edited by: Arzu on `2004-09`-08 21:36 ]

[ This Message was edited by: Arzu on `2004-09`-08 21:36 ]
Laki
ვერ გადმოვწერე (მხოლოდ ერთწუთიანი ფაილი გადმოწერა) და რა ვქნა,იქნებ დამეხმაროთ!!! :sad:
Kutaiseli
მე თუ კი ვინმე უცხოელს ვიცნობდი ყველას დავუგზავნე ეს ფილმი
Sopho
ლაკი, პირველ ბმულს დააწკაპუნე, მხოლოდ ის პირდაპირ გახსნის ბმულს...მე ასე ვუყურე და გადმოვიწერე რუსული ვერსია .


ქუთაისელო შენი არ იყოს რუსული ვერსია რუსულად მოსაუბრე ამხანაგებს გავუგზავნე , ინგლისურს კი ვერ ვიწერ სამწუხაროდ... არადა ინგლისურად მოსაუბრე ამხანაგები და მასწავლებლები და ა.შ. ბევრია და მათი ყურადღებაც მინდა მივაპყრო ამ ფილმს.
jim
Arzu- სულით და გულით ვიზიარებ ჩეჩენი ხალხის მწუხარებას და ვუთანაგრძნობ.
მე მოხიბლული ვარ მათი ასეთი ვაჟკაცური სულით და შეუვალობით.
ყველა ჩეჩენი ვინც იბრძვის ამ რუსი ბარბაროსების წინააღმდეგ ეროვნული გმირია და მათ შთამომავლობა ა დაივიწყებს. მათი სახელები სისხლისფერ ოქროს ასოებით არის ჩაწერილი ჩეჩენი ხალხის ისტორიაში და საერთოდ კაცობრიობის ისტორიაში როგორც ეროვნული გმირები.
Tolia
დიდი მადლობა არზუ საინტერესო მასალისათვის. ჩემდა სამარცხვინოდ უნდა გამოვტყდე, რომ ბევრი რამ არ ვიცოდი ჩეჩნეთის პრობლემის შესახებ. ქუთაისელისა არ იყოს, მე და ჩემი ქმარიც ვუგზავნით ამ მასალას ჩვენს მეგობრებს, რომელთა უმეტესობაც აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში მსახურობს ან ვეტერანია.
jim
მე ახლა ჩამოვტვირთე და ვნახე ეს ფილმი .
შემაზრწუნებელია ეს ყველაფერი. ნუთუ ამის მერე კიდევ შეიძლება რუსმა სიტყვა დაასველოს რაიმე ტერორიზმზე?
პირველი ტერორისტები და ფაშისტები რუსეთის ხელისუფლება და მათი შეიარაღებული ძალები არიან და საეთოდ მე არ მესმის რუსმა ამის შემდეგ როგორ უნდა ითხოვოს მსოფლიოსგან რაიმე შებრალება მათ მიმართ?
აქამდე ხომ მეზიზღებოდა ეს დიდი საბოზეთი და ახლა გულის მირევს უბრალოდ სიტყვა რუსი და რუსეთი.
თუ არსებობს ამ დედამიწაზე სამართლის რაიმე ნატამალი , აუცილებლად მოჰკითხავს მათ ჩადენილი დანაშაულისათვის არა მარტო ჩეჩნების მიმართ არამედ მსოფლიოს ყველა ხალხთა მიმართ.
მე ერთი წინადადება შემომაქვს არზუსთან თუ შეიძლება დააპატარავეთ ეს ფაილი ან ნაწილებად დაყავით რომ შეიძლებოდეს მსოფლიოს სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე მისი დადება ან მითითება.
ფაილი ძალიან დიდია და მისი ჩამოტვირთვა კი დიდ დროს მოითხოვს.
ევროპაში ხალხი განებივრებულია და ზარმაცი. ყველას ეზარება ამხელა ფაილების ჩამოტვირთვა და მერე მისი ნახვა.
ისე რომ გაკეთდეს რომ პატარა იყოს და ადვილად სანახავი. ეს უფრო ეფექტური იქნება.
Tolia
გაიხარე ჯიმ, კარგი წინადადებაა!
Laki
QUOTE

On `2004-09`-10 03:23, Sopho wrote:
ლაკი, პირველ ბმულს დააწკაპუნე, მხოლოდ ის პირდაპირ გახსნის ბმულს...მე ასე ვუყურე და გადმოვიწერე რუსული ვერსია .



მასე მოვიქეცი,დაახლოებით წუთნახევარის მოცულობის ფაილი გადმოწერა და მერე შეწყვიტა! :sad:
ახლა ისევ ვცდი!!
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.