პატივცემულო ადმინ!
ტერმინი "ზვიადიზმი" ზვიად გამსახურდიას არ შეუქმნია. არც "ზვიადისტი" დაურქმევია თანამებრძოლთათვის.
ორივე ტერმინი რუსეთის ჯარით, იარაღით, ფულით, ხელისუფლებაში მოსვლის საფასურად საქართველოს ტერიტორიების გამსხვისებელთა და დამოუკიდებლობის გამომცხადებელი ხელისუფლების დამამხობელთა და მათ მიმდევართა გამოგონებაა. ორივე ტერმინი შეიქმნდა ზვიადის, როგორც იდეოლოგის და მის თანამგრძნობთა გასაბიაბურებლად.
რაკი ზვიადი იდეოლოგიურად მარქსიზმ-ლენინიზმს უპირისპირდებოდა, ეროვნული მოძრაობის კარიკატურიზაციის მიზნით საქართველოს დამოუკიდებლობის იდეოლოგიას ეწოდა „ზვიადიზმი“, ამ იდეოლოგიის მატარებელთა გამზიარებლებს - „ზვიადისტები“.
ორივე ტერმინი წარმოადგენს სახელგადარქმეული მოვლენის იდეოლოგემებს. ორივე ტერმინი ჯდება იდეოლოგემათა იმ პერიოდულ სისტემაში, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების შედეგად დაამკვიდრეს ახალმოსულებმა (პუტჩისტებმა და მათმა მიმდევრებმა).
სამშობლოს სიყვარულს მათ უწოდეს „პროვინციული ფაშიზმი“. ეს იყო იდეოლოგემა, რომელიც ისახავდა მათი „პროვინციული ბოლშევიზმის“ შენიღბვას. დამოუკიდებლობაზე წინ მათ დააყენეს დემოკრატია, მერე - თავისუფლება, თითქოს თავისუფლების ალტერნატივა იყოს დემოკრატია და არა მონობა (კრემლის ფილოსოფოს მამარდაშვილის თეზა)!
ჭეშმარიტება უფრო მაღლა დგას, ვიდრე სამშობლო“, - თითქოს ვინმეს სცოდნოდა, რომელია ის ჭეშმარიტება, რომლის სამსხვერპლოზეც ქართველ კაცს ზვარაკად უნდა მიეტანა სამშობლო (ბატონ ზვიად გამსახურდიასთვის მიძღვნილ თემაში ვწერდით პუტჩისტთა მთავარ იდეოლოგ მამარდაშვილისა და მერაბ კოსტავას „პოლემიკის“ შესახებ, თუ როგორი მწირი და უსუსური გამოჩნდა კოსტავას გვერდით ეს პუტჩისტი ნაძირალა)!
„თუ გამსახურდიას აირჩევს ქართველი ხალხი, ვიბრძოლებ ჩემი ხალხის წინააღმდეგ“ (გარეწარი მერაბ მამარდაშვილის სიტყვები), - თითქოს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლა შესაძლებელი იყოს ამ ხალხის მტრების ბანაკში გადასვლის გარეშე!
დამპყრობი ქვეყნის ჯარით ქვეყნის შიდა ცხოვრების მოწესრიგების უტოპიაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია!
დღეისათვის ქართველმა ხალხმა ისტორიის სანაგვეზე გადაყარა მარიონეტები და მათი პროპაგანდისტ-იდეოლოგები! დღეს ტერმინი „ზვიადისტი“ აღარ ფიგურირებს ცოცხალ სამეტყველო ენაში; აღარც პუტჩისტთა მიერ გამოგონილი „პროვინციული ფაშიზმი“ ანდა „ჩაუშესკუ“ ახსოვს ვისმეს. სამაგიეროდ ნელა-ნელა თავის დაკარგულ უფლებებს იღდგენს სიტყვა „პატრიოტი“ და „ზვიადისტის“ ნაცვლად ეროვნული და კანონიერი ხელისუფლების მომხრე; დღეს სწორედ პატრიოტიზმმა და კანონის ერთგულებამ, დამნაშავეობასთან შეურიგებლობასთან და სიმართლის გვერდით დგომამ უნდა გაგვაერთიანოს!
ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინები, ძვირფასო ადმინ, მოგიწოდებ და გთხოვ, გაითვალისწინო ჩემი და ჩემი მეგობრების, ყველა წესიერი ადამიანის სურვილი, ადმინის ფუნქიებში შეცვალო სიტყვები: „ზვიადისტი“ - ეროვნული ხელისუფლების მომხრედ, „პროვინციული პაშიზმი“ - ქართველ პატრიოტად, „ზვიადიზმი“ - ეროვნული იდეოლოგიად და ასე შემდეგ!
ანალოგიური თხოვნით, კარგა ხნის წინ, მივმართე სხვადასხვა ქართულ ფორუმების მეპატრონეთ - „ქართულმა საფიხვნომ“ გაითვალისწინა თხოვნა და მან უკვე შეცვალა ეს ტერმინები. იმედი მაქვს თქვენც გაქვთ ანალოგიური სურვილი ჩვენი ქვეყნის მტრების მიერ დანერგილი ტერმინების ამოძირკვისა და ამით თქვენც თქვენს წვლილს შეიტანთ და ბოლოს მოუღებთ თქვენს საიტზე ზოგიერთი წევრის მიერ შეგნებულ მცდელობას კვლავ და კვლავ იხმაროს ეს ამაზრზენი ტერმინები!
იმედი მაქვს თვენი გულისხმიერების!
პატივისცემით
ბაჩო
[ This Message was edited by: ბაჩო on `2004-08`-12 20:27 ]
[ This Message was edited by: ბაჩო on `2004-08`-12 20:35 ]