დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: გაუმარჯოს მომავალ მეფეს!
Rustavi 2 Forums > პოლიტიკა და საზოგადოება > ქართული პოლიტიკა
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36
zara
გაუმარჯოს მომავალ მეფეს" - ამ ლოზუნგის თანხლებით ამცნო შეკრებილ საზოგადოებას ქართულმა თავად-აზნაურობამ პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბება. დღეიდან საქართველოში მცხოვრები ბაგრატიონები, ანდრონიკაშვილები, შერვაშიძეები, ჩოლოყაშვილები და სხვა თავადური გვარის წარმომადგენლები ერთი მიზნისთვის ერთიანდებიან - აღდგეს მონარქია და ამ გზით მაინც გადარჩეს საქართველო.

პოლიტიკურ მოძრაობას "სამეფო გვირგვინი" ერქმევა, მათ უკვე შემუშავებული აქვთ საკუთარი წესდება და ის პრიორიტეტები, რომელთა განხორციელებაც მონარქიის აღდგენის შემთხვევაში უნდა მოხდეს.

თავად-აზნაურთა საკრებულოს წინამძღვარმა და "სავიზიტო ბარათმა" კოტე ჩოლოყაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას მიმართა, იქნებ, ჩვენ მიერ არჩეულმა გზამ მაინც გვიხსნას, წინ, მონარქიისაკენ, გაუმარჯოს მომავალ მეფესო.

მამა ალექსანდრემ შეკრება აკურთხა და აღნიშნა, რომ გზა მონარქიისაკენ სწორედ ამ შეკრებიდან დაიწყება, გზა, რომელსაც მხოლოდ ღმერთი და ეკლესია უნდა უძღოდეს წინ.

1990 წელს დაარსებული საკრებულოს თავმჯდომარე ია ბაგრატიონ-მუხრანსკი თავადაზნაურთა საზოგადოებას ახასიათებს, როგორც ერთადერთ საზოგადოებას საქართველოში, რომელიც არ არის გახლეჩილი ორ და მეტ დაპირისპირებულ ნაწილად და რომ მათ ერთი, გამაერთიანებელი იდეა ამოძრავებთ მიზნისაკენ - ბაგრატიონების აღზევების იდეა.

"უნდა შეიცვალოს ის დესპოტიზმი, რაც საქართველოში "ახალი გიორგის", შევარდნაძის მოსვლის შემდეგ დამყარდა. მანამდეც და შემდგომაც ქართველი თავად-აზნაურობა მუდმივი ზეწოლის ქვეშ იმყოფება. მთელი ორასი წლის მანძილზე ასეა, ყველა აჯანყების დროს საგანგებოდ ანადგურებდნენ ქართველ თავად-აზნაურობას, ქართულ ჯიშსა და გენს. დადგა დრო, რომ ჩვენც ავიმაღლოთ ხმა", - ეს განწყობა შეინიშნებოდა ახალი პოლიტიკური ორგანიზაციის "სამეფო გვირგვინის" პრეზენტაციაზე მიწვეულ დანარჩენ სტუმრებს შორისაც.

მოძრაობის მესვერები იმასაც აცხადებენ, რომ ისინი არ აპირებენ პოლიტიკურ პარტიად ქცევას იმ მიზეზით, რომ არ სურთ საკუთარი იდეის ასე დავიწროება, მათთან მისვლა და გაერთიანება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

"სამეფო გვირგვინის" მოძრაობის წესდებაში მათ მიზნებს შორის მონარქისტული იდეოლოგიის დამკვიდრების გარდა, შედის რეფერენდუმის გზით ბაგრატიონთა დინასტიის აღდგენა კონსტიტუციური მონარქიის სახით, ხოლო შემდეგ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეროვნული რეკვიზიტების აღდგენა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში, უმუშევრობის თანდათანობით შემცირება და საბოლოო ლიკვიდაცია, ისტორული ძეგლების, თავად აზნაურთა საგვარეულოების, ეკლესია-მონასტრების, მუზეუმების დაცვა-აღორძინება, უნიკალური ბუნების, წიაღისეულის, მთისა და ბარის მოვლა-პატრონობა და ა.შ.

ქვეყნის მმართველობაში ხელახლა მოსვლის მოსურნე თავად-აზნაურობა თვლის, რომ საქართველოს მხოლოდ მათ მიერ შემოთავაზებული და წლების მანძილზე გამოცდილი წყობა თუ გადაარჩენს, მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, "ძველ საქართველოში გლეხი მეფეს შენობით იმიტომ მიმართავდა, რომ ის მას იცავდა და მფარველობდა", რისი აღდგენაც "სამეფო გვირგვინს" საკუთარ მიზნად გაუხდია.

ეკა ქევანიშვილი
noodles
rolleyes.gif
noodles
huh.gif
Anonymous
ქევანიშვილს თავადობა თუ არა,აზნაურობა განაღდებული აქვს laugh.gif
Vacho
უი ეს რა კარგი აზრიაsmile.gif მაგრად მომეწონა. როგორც თავადს იქნებ მეც მიღირსოს ერთი ჩემს მამულში თავადურად ცხოვრება? :smile: კარგი კამეჩის მაწონი ყოველ დილით და სულგუნი, უფ რას გაასწორებდა. მერე რომ ჩაუვლი შენს მამულებს, ვაშლის და მსხლის ხეებს რა ჯობია მაგას ჰა. ორივე ხელით მხარს ვუჭერ მაგ იდეას. გთხოვთ ფორუმში პოლიტიკური დაპირისპირებიდან ფეოდალურ დაპირისპირებაზე ნუ გადავალთ.:smile:laugh.gif

[ This Message was edited by: Vacho on `2003-03`-10 08:15 ]

[ This Message was edited by: Vacho on `2003-03`-10 09:31 ]
GRM
დროა, დროა კლასობრივი ბრძოლა გაჩაღდეს ჩვენს ქვეყანაში. ისე კულაკებზე რა ისმის, ეგენი არაფერს არ აპირებენ?
zara
ქართული გენეალოგია და ჰერალდიკა

http://www.geocities.com/tfboettger/georgi...an/georgian.htm
ROYAL DYNASTY
იხილეთ ,დატკბით, იფიქრეთ!
არჩევანი:
თავდადებულთა სისხლსა თუ ჰარვარდის კურსდამთავრებულის "სოფლური დონე" (საოცარი ფრაზები თქვენივე "მარგალიტებიდანა "ამოკრეფილი)smile.gif
და მამათელი ფერშალის გენიოსური პოლიტიკოსობა (ეს უკვე ჩემია)..თუ კიდევ რა პერსპექტივას ხედავთ?
მოიმარჯვეთ ცინიკოსის ახალი სკინები.. ეხლა მოდაშია
ვაიმე, რა მაგარი სნობები ვართ ..ჩვენ ვიცით რომ არაფერი არ ვიცით..ჩვენ არაფრის არა გვჯერა საკუთარი გასაკუთრებულობის გარდა. :smile:
ჰო, კიდევ რა ცუდები ვართ..იანკები რა კარგები . რა ბარაქიანი დემოკრატია აქვთ...და შუქი არ უქრებათ...ლამპიონები ანათებენ..:smile:

მეფე და წესრიგი..უშველის ტვინარეულ საქართველოს!

_________________
[img]http://www.qseli.net/echo/photos/`get-photo`.asp?photoid=92[/img]

[ This Message was edited by: zara on `2003-03`-10 14:54 ]
noodles

lool.gif

_________________
noodles

<font size=-1>[ This Message was edited by: noodles on `2003-03`-11 00:06 ]</font>
noodles
tongue.gif
noodles
wink.gif
Anonymous
მეფე არა ტოროლა!
სულ გაგიჟდა ეს ხალხი. რომელი მეფე? ესპანელი ბაგრატიონი თუ "გენიოსა"? როდის იყო თავადაზნაურობა მეფეს მიჰყვებოდა? ეხლა მოუნდათ მეფე?
გააქტიურდა თავადაზნაურობა, გამოიჩინეს საქმე :smile:
ხო, ჯერ მონარქია აღვადგინოთ და მერე დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები. კიიი, როგორ არა.

[ This Message was edited by: Aurelia on `2003-03`-11 00:49 ]

[ This Message was edited by: Aurelia on `2003-03`-11 00:50 ]
Anonymous
გავიქეცი ეხლა თბილიში სანამ გაბანძებულა თავადის სტატუსი ვიშოვნო ეგებ laugh.gif რა ვიცით რა ხდება !!!!
Anonymous
კომენტარი ზედმეტია, ანტაგონისტ რიგია გოგო, რიგი ღამის გათევითsmile.gif
Vacho
წარმოუდგენელი და დღემდე გამოუცნობი ერი ვართ ეს ქართველები დედას გეფიცებით რა. მშივრები და მწყურვალები ღობე-ყურეს ვედებით. მშივრები ვართ ფეხებზე გვკიდია, გვბომბავენ ესეც გვკიდია, უშუქობა ხომ უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა და ახლა მეფე მოვინდომეთ :smile: ტიტუ რა სირცხვილია.
zara
რა ვქნა, ჩემს ნაწერს ყურანივით ზედ სურები ხომ არ მოვაყოლო რომ გასაგები იყოს! smile.gif
ა)ნუდლლს არსად არ მითქვია" ჰარვარდელის სოფლელობაზე" შენ თქვი ეს ფრაზა მეთქი. არადა ვინცაა მისი პიროვნებით დაკომპლექსებული მაგან იკითხოს და გასაგებია მგონი ყველასათვის ის პიროვნება რა აზრებსაც ავითარებს.
ბ)ფრაზა "მე ვიცი ის რომ არაფერი არ ვიცი" ეკუთვნის ბრძენ ფილოსოფოსს და ამით ველოსიპედის გამოგონებაზე ლიცენზია მასვე დავუმტკიცე და ვთქვი რომ ,თქვენი სიბრძნე არ აჯობებს საუკუნებით გამოცდილ ტრადიციას, მარტო რად ღირს ესპანეთის მაგალითი ,სადაც ქაოსიის მიმართ ტემპერამენტი და ყველაფრის მიმართ რევოლუციური მიდგომა, მხოლოდ სამეფო ტახტმა დააცხრო.
საკუთარი განსაკუთრებულობის შეგრძნება არის ის ძალა ,რომელიც ქმნის დღევანდელ ქაოსს და ყველა თავისი მხრიდან ექაჩება სამართლის საბანს.
სამშობლოს მიმართ თავდადება იყო ქართულლ სინამდვილეში კაცობის ქვეყნის და სიყვარულის საზომი და ასე ცალმხრივად უარყოფა დამანგრეველ სინდრომად მიმაჩნია.
თუ თავად-აზნაურობას გენეტიკაში აქვს დაგროვილი სამშობლოს სიყვარული, მივცეთ მათაც უფლება გამოხატონ თავიანთი აზრი, ცინიზმი და ბოლშევიკური უარყოფა არ მიმაჩნია სწორად. მომკალით და ასეთ ჭკუაზე ვარ..თუ გინდათ დამესხით, მე ყოველთვის მყოფნის ძალა და არგუმენტი თავი დავიცვა ,რიგ შემთხვევაში იქით შევუტიო smile.gif
საქართველოში უნდა მოისპოს პოლიტიკის გაუბრალოება.
მისი გათახსირება მეჩაიეებითაა და მწველავებით, ქურდებითა და ბანდიტებით. ჭ- კლასის პოეტებითა და ხელმოცარული რეჟისორებით.
რაც შეეხება ფილოსოფიურ პერსპექტივას ისიც გამოჩნდება და თავისთავად შველაც.
მამა ბუასილის საქციელს მე რეკლამად მივიჩნევ და მიზადასახულ მოქმედებად ,რაც ქართველი ხალხის სულიერ მონაპოვარს -ზერელიგიურ კავკასიურ ცნობიერებას ანგრევს და ანადგურებს.
ასევე ბევრ რამეს..
მათ შორის ტრაფარეტულ ეროვნებათა შორის ჰარმონიული ცხოვრების განცხადებებს ვერ აღვიქვამ და მომკალით.

სხვა რომ გიყვარდეს ჯერ შენი უნდა შეიყვარო გაიგო და გაიცნობიერო..მხოლოდ მერე შეძლება ჩაუღრმავდე სხვის სამყაროს.
არაფერი არააა ახალი ამ ქვეყნად, მათ შორის არც ნიუტონის კანონები..
ქრისტეს დაბადებიდან ასე იყო ..იყო მართალის და ტყუილის გარჩევის მცდელობა..რომელიც ჯერ საკუთარი თავიდან იწყება...
გაუმარჯოს ახალ მეფეს!
ვისაც უნდა გლეხობა იყოს smile.gif
ქართველები ომში და თავდადებაში იმსახურებდნენ ამ ჯილდოს..თავდაზნაურობას! ვისაც გსურთ მამული გიყვარდეთ ასპარეზი ღია გექნებათ.

_________________
[img]http://www.qseli.net/echo/photos/`get-photo`.asp?photoid=92[/img]

[ This Message was edited by: zara on `2003-03`-11 14:22 ]
Vacho
ზარა ნამდვილად არ ვაპირებ თავზე დასხმას. უბრალოდ გაუგებარია ჩემთვის იძახით თავად-აზნაურებსაც მივცეთ აზრის გამოხატვის უფლებაო. რამდენი ხანია გაუქმნდა ეს თავად-აზნაურობა? თითქმის საუკუნე ნახევარია ხომ და ამის შემდეგ მოხდა დიდი ცვლილებები დროის და მიხედვით. არ მესმის როგორ ხდება ახლა თავად-აზნაურებათ დაყოფა. მარტო გვარის მიხედვით? მაშინ ეს მამა ბასილის საქციელზე უარესია თქვენ ასე რომ აკრიტიკებთ. ახლა თავადიც და ყმაც ერთი ქართველია და მემგონი უნდა გვეყოს ხალხის ასე დაყოფა. დავყავით ზვიადისტებად და შევარდნაძისტებად და ახლა კიდევ თავადებად და გლეხებად დავყოთ? ახლა ყოფილი თავადი და გლეხი იგივენაირად აზროვნებს, რადგანაც მოხდა ასე, დრომ მოიტანა და არაფრით არ ჯობია ახლა მისი აზროვნება მეორისას იმიტომ რომ მას მხოლოდ გვარი აქვს თავადური. ყველანი ვართ ქართველები. მე პირადად ყოველთვის მეამაყება რომ გვარი მაქვს თავადური, მაგრამ მხოლოდ გვარი. და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი თავი საკმაოდ ჭკვიან პიროვნებად მიმაჩნია, აზროვნებით ნამდვილად არ ვდგავარ ბევრ ყოფილ გლეხზე მაღლა.

[ This Message was edited by: Vacho on `2003-03`-11 14:28 ]
zara
მე არ მითქვამს გლეხობა ან ბატონყმობა დავაწესოთ მეთქი :smile:
ევროპის 12 სახელმწიფო მონარქიულია და საკმაოდ სტაბილურობით ხასიათდებიან.იქ გლეხობას არავის აიძულებენ.პირიქით ფულს უხდიან 60% დოტაციას რომ არ აწარმოოს.საზოგადოება არაა დაყოფილი და ანტაგონისტურად დაპირისპირებული.
მონარქია თუნდაც სიმბოლური ქვეყნის ტრადიციების სიმბოლოა.
ბოლო-ბოლო მისი აღდგენა იქნება რუსეთის მიერ წართმეული ისტორიული სამართლიანობის აღდგენა.
ტრადიციების გამომუშავება თუ ხასიათისა და კულტურის დახვეწა.
მით უმეტეს საქართველოში სადაც სამი თაობის იქით ყოველთვის წყვდიადითაა მოცული ამას მნიშვნელობა ექნება. სტაბილურობა -რომ ის სახლი რომელიც ბაბუაშენმა ააშენა შენს მეშვიდე თაობას გადაეცემა და არავინ ხელყოფს ნაციონალიზაციის მოტივით.
ევროპაში ბევრია ნაგებობა რომელიც ერთ გვარს საუკუნეები ეკუთვნოდა და სხვა რამეებიც..შთამომავლობაც ასე გაღლეტილი არ გვეყოლება. დაფიქრდით და დააკვირდით ბევრ რამეს ნახავთ კარგს ამ იდეაში.
და რაც მთავარი ყველა უვიცი და ხეპრე არ მოინდომებს მეფობას ან დედოფლობას :smile:
Anonymous
ზარა, ხუმრობთ? თუ მართლა გჯერათ იმისა, რასაც ამბობთ?
ადრეც ითქვა აქ, რომ საქართველოს შედარება ესპანეთთან და სხვა მონარქიულ ქვეყნებთან არასწორია. ჩვენ განსაკუთრებული ერი ვართ ჩვენი კარგი თუ ცუდი თვისებებით.
რაც შეეხება იმას, რომ დავიბრუნოთ ის, რაც რუსეთმა წაგვართვაო... არ დაგვეჭამა ერთმანეთი და არავინ წაგვართმევდა. რად უნდა იმას ბევრი ლაპარაკი, რომ რაც გვჭირს უპირველესად ჩვენივე თავით გვჭირს.
200 წლის პაუზის მერე აბსოლუტურად მიუღებლად მიმაჩნია მონარქიის რესტავრაცია.მითუმეტეს, რომ "მემკვიდრეებმა" ქართული არ იციან.
ამ თემის განვითარებას სწორედაც რომ მოყვება საზოგადოების "თავადებად" და "გლეხებად" დაყოფა.
ჩვენი მხრიდან სისულელეც კია ამ თემის განხილვა.
Vacho
სულ ამ სიმართლით გევლოს აურელია.
zara
როდესაც ვამბობდით საქართველოს დამოუკიდებლობაზე ხალხი მართლა პირს აღებდა. 99% გიჟებს გვეძახდა.მერე ყველას მოუნდა..მერე კი მთლად გაიგიჟა თავი და თურმე ყველა კომუნისტი ამაზე შედიოდა პარტიაში. ოკკ..მაგ გაზაფხულსაც მოვიყვანთ არა შორი :smile:
ბატონ ყმობის რა მოგახსენოთ, მაგრამ კაცობა და ვაჟკაცობა აღსდგება წესი და რიგი უფროსი და უმცროსი.
თავდადებული და დიდებული. მეფე და წესრიგი..ქაოსი ყველას მოსწყინდება ,მალე სულ მალე...

....
Anonymous
ჰმ,თქვენს მსჯელობაში ლოგიკას ვერ ვხედავ
Vacho
ბატონო ზარა, დამოუკიდებლობის მოთხოვნასა და თავადაზნაურობის დაბრუნების მოთხოვნას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. გეთანხმებით, რომ ბევრს მართლაც `60-70` წლებში წარმოუდგენლად მიაჩნდა საქართველოს დამოუკიდებლობა. თუმცა ის იყო მთელი საქართველოს გამარჯვება და მთელი ქართველი ერი განურჩევლად თავადობისა იდგა ერთად და 31 მარტს ერთხმად დაუჭირა მხარი ამ იდეას. ის იყო იდეის გამარჯვება და რასაც თქვენ ახლა ლაპარაკობთ ის არის კლასიფიკაცია ერის. ანდა რა კრიტერიუმით საზღვრავთ თავადებს? მარტო გვარით? თუ შეიძლება მიპასუხეთ ამაზე. განა მარტო გვარები მიანიშნებს ადამიანის ბუნებაზე, განათლებაზე და სამშობლოს სიყვარულზე? მემგონი კოსტავა არ მიეკუთნება დიდ თავადურ გვარებს და მე პირადად ნაკლებად მეგულება მისნაირი ადამიანი დღეს საქართველოში. და მე პირადად იტალიში და ესპანეთში გაზრდილ თავადებს, საქართველოში გაზრდილი გლეხი მირჩევნია თავისი გაგებით და აზროვნებით.
Anonymous
მე ის თამრო აღარა ვარ არა!!!!

შაყირი იქით იყოს....

იცი როგორ გამოგდის ზარა?
წყალწაღებული კაცი ხავსს ეჭიდებოდაო....

თუ კარგად იცნობ ქართველის ბუნებას, როგორ მიგაჩნია დასაშვებად მეფე და მისი ამალა დღეს?!
ეს ამიხსენი ერთი შენებურად OK?
noodles
huh.gif
noodles
huh.gif
noodles
"საქართველოში უნდა მოისპოს პოლიტიკის გაუბრალოება."

:???:
noodles
გახსნილი ტეგების რაოდენობა
Vacho
QUOTE

On `2003-03`-12 00:31, zara wrote:
ევროპის 12 სახელმწიფო მონარქიულია და საკმაოდ სტაბილურობით ხასიათდებიან.

თქვენ გგონიათ, რომ ეს მეფის დამსახურებაა ქვეყანა სტაბილურობით რომ გამოირჩევა? ახლა არ მითხრათ, რომ ინგლისის დედოფალია ქვეყნის სტაბილურობის გარანტი, ანდა კიდევ ის "ბაბნიკი" ჩარლზი :smile: ხალხის მენტალიტეტი და აზროვნება უნდა იყოს იმ დონეზე, რომ ქვეყანას სტაბილურობა მოაპოვებინონ. ჯობია ის მეფის შესანახი ფული ბავშვებს სკოლაში მოვახმაროთ, გაუნათლებელი და უსწავლელი თაობა რომ არ მოვიდეს. თორემ მერე მეფე კი არა იმპერატორი რომ დასვა ის ვეღარ გვიშველის.

[ This Message was edited by: Vacho on `2003-03`-12 09:17 ]
zara
ცხოვრება ლოზუნგი არაა და არც რეკლამა , რომ მხოლოდ ზედაპირული სიბრტყიდან აღიქვა, მას როგორც მხატვრულ ნაწარმოებს უნდა შეხედო და სხვადასხვა ღირებულებებით შეაფასო.
ამ იდეას ქართულ მონარქიას აქვს მომავალი და რატომ ეხლა აგიხსნით.
1) ესპანეთი ქაოსის, რევოლუციების და დიქტატორების შემდეგ მხოლოდ ამ სისიტემამ იხსნა.ესპანური ტემპერამენტის გამო დღესაც ვერაა სხვა ევროპული სახელმწიფოს დონეზე ,მაგრამ პროგრესული ნიშანი მაინ აქვს.იგივე ხდება ყველა სამხრეთულ ქვეყნებში აზიური მენტალიტეტის გავლენით, სადაც მონარქია არ არსებობს,საბერძნეთი ,იტალია.იგივეა აღმოსავლეთ გერმანიაში ,რომელლიც დღეს ყველაზე დაბალი ტემპებით ვითარდება მსოფლიოში.არადა ორივე მხარეს გერმანელი ცხოვრობს ,ერთი ერი ,მაგრამ სისტემამ ისე მოშალა, რომ სანამ თაობები არ გადავა ანალიტიკოსების აზრით არაფერი ეშველება , არც ფული აკლიათ, არც სისტემა, არც ტექნოლოგიები, არც მხარდაჭერა, მაგრამ არაა მთავარი- სახელმწიფო კულტურა.
ქართველებში რომ ამის დეფიციტია ალბათ ყველა დამეთანხმებით. არც არსოდეს ყოფილა თითქოს
და რატომ?
ქართველები ვართ ამბიციურნი ,თვით დაჯერებულნი ყველას თავისი თავი ჰგონია პირველობის ღირსი. ეგ უშლიდა საქართველოს ძველ დროს ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. ამანაც გადაგვარჩინა, ამაზე ცოტა მოგვიანებით.
ტოტალური რეჟიმები სპობენ და ანადგურებენ ინიციატივას და მოწინააღმდეგეებს. მომავალში ტოტალიტარიზმი გამორიცხულია. ამიტომ უნდა ვეძებოთ ოპტიმალური ფორმები,რომ ხასიათიც გავითვალისწინოთ და კულტურულ მემკვიდრეობითი სინთეზი მოხდეს.
სულ ახლახანს საბჭოთა კავშირის დროს ჩამოყალიბდა ინტელიგენციიი სახით ფენა, ´ფაქტიურად და სოციალური კლასი და ეს მხოლოდ ქართული ფენომენი იყო ალბათ დამეთანხმებით.
სხვაგან სადმე გინახავთ ამგვარი სახელწოდებით საზოგადოება?
მათი გამოკვეთილი ნიშანი იყო ელიტარული, ერის მმართველი სოციალური ფენის ამბიცია , სნობური პრეტენზიით ქვეყნის მართვაზე.
და ეს იყო საბჭოთა საზოგადოების სინამდვილეში, სადაც მუშათა და გლეხთა თანასწორუფლებიანობაზე ქადაგებდნენ იგივე ხალხი.
რადგან არსებობს ტენდცია ელიტალური სწრაფვისაკენ მას ფორმა უნდა შევურჩიოთ,რომ ისევ სოციალურ და კრიმინალურ საზოგადოებად არ იქცეს. ჯაბა და მისთანები ამ საზოგადოებამ წარმოქმნა .ერთმანეთში იყო ათქვეფილი პოლიტიკა, ხელოვნება, ძალაუფლება და კორუფცია. რეზო ჩხეიძე თავადურმა გვარმა კი არ გახადა ასეთი, ის სისტემამ , კინო მაფიამ შობა და არც ზურა წერეთელი , გვარის წყალობით არ გამხდარა- ის ხელოვანთა მაფიას წარმოდგენს.
დავინახეთ რომ საშიში ფენომენია არა? ამ ტენდეციას მხოლოდ სწორი ფორმის მიცემა უნდა და რომ კონსტიტუციური მონარქიის დროს დადებულ ზღვარს ვერ გადადიოდეს. ვერავინ ვერავის ვერ ეტყვის გახდი მეფე და ცოლად გამოგყვებიო :smile: ვერავინ ვერ დაიკვეხნის :smile:

რა ფორმით უნდა შეირჩეს და არიან თუ არა ისინი ნამდვილი თავადები ეს უკვე მსჯელობის საგანია. მთავარია არისტოკრატია სამართლის ფორმებში მოექცეს.
არ ეცოდინება მეფის ერთ თაობას ქართული თუ ორს ,ამასაც ცოტა მნიშვნელი აქვს.
მთავარია სისტემა რომელიც ზღვარს დაადებს.განსაზღვრავს ცხოვრების წესს ,ნორმებს.
ქართული ფენომენი რომ ვიცი ყველა თავადობას მიასკდება."სვეტსკი პონტ"ს .
კი ბატონო იყავი დიდებული ოღონდ მამულის სასიკეთოდ ჩაიდინე კარგი.
აბა, ერთ დროს ყველა თავადი გლეხი იყო საქართველოში, ისე ბევრის ყოფა არ განსხვავდებოდა გლეხის ყოფისაგან.
ლაპარაკია ინსტიტუტზე და არა იმაზე რომ ხვალ ბაგრატოვანთა დინასტი აღვადგინოთ.დღეს რომ იმ ხალხმა ვინც მონარქიასთან ურთიერთობას იბრალებს, რომ მართლაც აღადგინონ ,იმდენად უზნეონი არიან პირველი ომს მე გამოვუცხადებ. ტრატიციონალისტებს თუ მისგვარ მოღალატეებს.
ლაპარაკი განვითარების პერსპექტივაზე.ევროპულ კულტურასთან ინტეგრირების პროცესზე, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მექანიზმზე და არა ყმათა ინსტიტუტის დამტკიცებაზე.
ფაქტიურად ეს მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს ატარებს დღევანდელი გაგებით-დღესასწაულების , დაჯილდოვებისა და გამოჩენის ცერემონიალის პროცესიიის.
საერაშორისო პროტოკოლისა და შიანური ტრადიციების მატარებლის.
მერე ნახე ქართველთა რიგები..ანტაგონისტი რიგში უკვე ჩაეწერა :smile:
კი , პირველი ხარ რიგში ანტაგონისტ ხმამაღლა ვაღიარებ!

[ This Message was edited by: zara on `2003-03`-12 12:36 ]

[ This Message was edited by: zara on `2003-03`-12 12:59 ]
noodles
მგონი კომენტარი ზედმეტია. მეტად დამაჯერებელი არგუმენტაციაა. მე უკვე მხარს ვუჭერ ამ აზრს ბატონებო
:grin:
ბექა
კამათობთ რაღაც უაზრობაზე.არაფრისმომცემია ეგ ყველაფერი.
Anonymous
კონსტიტუციური მონარქიაა იმ ქვეყანაში სადაც მე 20 წელია ვცხოვრობ. სამეფო ოჯახი არ ერევა პოლიტიკაში
მეფე არავის ხელს არ უშლის, არის არისტოკრატთა კლუბები, ნობელის პრემიას გადასცემს ლაურიატებს, პარლამენტს გახცნის შემოდგომაზე, დახურავს ზაფხულში.

საქართველოში ცოტა ძნელი იქნება, იქ ხომ ყველაგერი იყიდება. წარმოიდგინეთ რამდენი გოიმი იყიდის თავადის ტიტულსsmile.gif ისეთები რომლებმაც დანა ჩანგლის ხმარება არ იციან.
ისე რა გინდათ შევარდნაძე აზნაურის შთამომავალია აბაშიძე კი თავადიაsmile.gif))))))))))
zara
ოპტიმალური ბალანსი გვინდა წარსულსა და აწმყოს შორის. მართლა კარგი იდეაა, თუ რა თქმა უნდა არ გააუფასურეს. მაგრამ არა მგონია, რადგან ევროპული ოჯახები ერთ სამეფო ოჯახივით ცხოვრობენ.
მიყვარს ყურება ახალ წელს სამეფო რიტუალების, კოსტუმების, საზოგადოების, ცისფერი ეკრანიდან ,მაგრამ მაინც მომწონს თავდაჭერილობა თუ მანერები.
ჩემს ბედკრულ მამულს წარმოვიდგენ და გული მიკვდება
მეორე ბრეჟნევი რომ თავზე დაგვეხრწნა.
ისე ვინ რას იკამათებს მისივე საქმეა.
უკვე ორი მომხრე შეიძინა იდეამ ,
ესეც საქმეა! smile.gif

[ This Message was edited by: zara on `2003-03`-13 02:40 ]
noodles
biggrin.gif
zara
ყველაფრის უარყოფა ეგ ასაკობრივი მოვლენაა..გაილის საყმაწვილო სენივით.ყველას გაუვლია და ამ ხიდზე.მეფე იქნება თქვენ გინდათ თუ არ გინდათ. მუშა გლეხური რომ მიიღო ხალხმა არ უშავს მეფესაც შეურიგდება.
Vacho
QUOTE

On `2003-03`-13 09:59, zara wrote:
ყველას გაუვლია და ამ ხიდზე.მეფე იქნება თქვენ გინდათ თუ არ გინდათ. მუშა გლეხური რომ მიიღო ხალხმა არ უშავს მეფესაც შეურიგდება.

იცით ზარა, ამდენი ხანი მგონია რომ, თუ ჟარგონს ვიხმარებთ, ყველას "გვრუზავ". წარმოუდგენლად მიმაჩნია ამ თემაზე ამდენი ლაპარაკი. იმიტომ კი არა რომ ცუდი თემაა ან ვინმეს მიმართ ანტაგონისტურად ვარ განწყობილი, უბრალოდ არაფრის მომცემი თემაა. დარწმუნებული ვარ, თუ არ ხუმრობთ, გულის სიღრმეში მაინც იცით რომ ეს არ მოხდება საქართველოში.
Anonymous
აღიარებისთვის Thank you but no laugh.gif
zara
ვისაც არ უნდა მეფე და იყოს დიდებული..მე არა ვარ დავალებული ძალით შევთავაზო.
ისე დღეს თავადობის მაგივრად "ახალი გურულებია "მოდაში ,მაგრამ ეგ დროებითი მოვლენაა და ისე ქარივით გაქრებიან..ახლები არ ვიცი მაგრამ ეგ ყველაფერი უკვე ძველია.:smile:
jordano
აბსურდს, დიქტატურის შესაძლებლობებს და სხვა "კაი-კაი რამეებს" რომ თავი დავანებოთ, დღევანდელ საქართველოში მონარქია იქნება ყველაზე დიდი კარიკატურა იმათგან, რაც კი შეიძლება ადამიანს მოუვიდეს თავში.

მაზეგინდელ საქართველოს გეგმებს სანამ დახატავენ ზოგიერთები, იმაზედაც თუ დაფიქრდებიან, იქამდე როგორ უნდა მიიტანოს ამ საწყალმა საქართველომ თავი, კარგი იქნება.

ერთს დავამატებდი მხოლოდ: პატრიოტიზმი, პატივცემულებო, პაპის-პაპის-პაპის პაპისაგან მემკვიდრეობით არ გადაეცემა. ეს ისე, სიტყვის მასალად... და კიდევ: ერთი ვიცი, ჭავჭავაძეა. ერთი ისაა ქართველი თავადი და მეორე მე - იაპონიის ტახტის მემკვიდრე.
Anonymous
ოჰ გაიმარჯოს ჯორდანოს!! :smile:
Anonymous
laugh.gif
jouizaza_1
რას გავს ეს რატომ უყურებთ ასე აგდებულად ამ იდეას!
kissie
ძაან ძველი თემაა და იმიტომ :razz:

უი, გუშინ მაგარი სიზმარი მესიზმრა, ვითომ პრინცესა ვიყავი და მალე მთელი სამეფო უნდა გადმომცემოდა.. და პრინციც გაიჩითა. ცოტა გრძელი ცხვირი ჰქონდა, მაგრამ ლამაზი თვალები :razz: უჰ, მაგარია პრინცესად თავის შეგრძნება.
Al-pachino
არა არც მასეა საქმე .
ზოგ განუვიტარებელ ქვეყანაშიც მუშაობს ეს მოდელი .

კერძოდ კი ...
ერთგან წავიკითხე...

ალიევი მოკვდა . დღეგრძელი იყოს ალიევი.

[ This Message was edited by: `Al-pachino` on `2003-12`-27 02:16 ]
jouizaza_1
საინტერესოა სხვა юზერები?
KUMEO
ალიევი კი მოკვდა მაგრამ 9 საატია და აზერბაიჯანში ყველაფერი გენიალურადაა.
jouizaza_1
KUMSIK BROTHER,
I DON’T KNOW WHAT YOU WRIGHT HERE, BECOUSE I CAN’T READ IT.
BUT I HOPE THE MATTERS ARE CLOSED TO EACH OTHER.
I THINK THE MONARCHY ISN’T BED FOR GEORGIA.
HEREAFTER SAID SECOND NAMES ARE (LORDS) POSSIBLE TO GET BACK TO THEIR HOMELAND AND BUILD THE CULTURAL AND HISTORICAL CASTELS.
AND THEY WILL BE VERY IMPORTANT PERSONS FOR CULTURAL AND HISTORICAL DEVELOPMENT OF GEORGIA.

Friend
QUOTE

On `2003-03`-10 04:00, zara wrote:
გაუმარჯოს მომავალ მეფეს" - ამ ლოზუნგის თანხლებით ამცნო შეკრებილ საზოგადოებას ქართულმა თავად-აზნაურობამ პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბება. დღეიდან საქართველოში მცხოვრები ბაგრატიონები, ანდრონიკაშვილები, შერვაშიძეები, ჩოლოყაშვილები და სხვა თავადური გვარის წარმომადგენლები ერთი მიზნისთვის ერთიანდებიან - აღდგეს მონარქია და ამ გზით მაინც გადარჩეს საქართველო.  

პოლიტიკურ მოძრაობას "სამეფო გვირგვინი" ერქმევა, მათ უკვე შემუშავებული აქვთ საკუთარი წესდება და ის პრიორიტეტები, რომელთა განხორციელებაც მონარქიის აღდგენის შემთხვევაში უნდა მოხდეს.  

თავად-აზნაურთა საკრებულოს წინამძღვარმა და "სავიზიტო ბარათმა" კოტე ჩოლოყაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას მიმართა, იქნებ, ჩვენ მიერ არჩეულმა გზამ მაინც გვიხსნას, წინ, მონარქიისაკენ, გაუმარჯოს მომავალ მეფესო.  

მამა ალექსანდრემ შეკრება აკურთხა და აღნიშნა, რომ გზა მონარქიისაკენ სწორედ ამ შეკრებიდან დაიწყება, გზა, რომელსაც მხოლოდ ღმერთი და ეკლესია უნდა უძღოდეს წინ.  

1990 წელს დაარსებული საკრებულოს თავმჯდომარე ია ბაგრატიონ-მუხრანსკი თავადაზნაურთა საზოგადოებას ახასიათებს, როგორც ერთადერთ საზოგადოებას საქართველოში, რომელიც არ არის გახლეჩილი ორ და მეტ დაპირისპირებულ ნაწილად და რომ მათ ერთი, გამაერთიანებელი იდეა ამოძრავებთ მიზნისაკენ - ბაგრატიონების აღზევების იდეა.  

"უნდა შეიცვალოს ის დესპოტიზმი, რაც საქართველოში "ახალი გიორგის", შევარდნაძის მოსვლის შემდეგ დამყარდა. მანამდეც და შემდგომაც ქართველი თავად-აზნაურობა მუდმივი ზეწოლის ქვეშ იმყოფება. მთელი ორასი წლის მანძილზე ასეა, ყველა აჯანყების დროს საგანგებოდ ანადგურებდნენ ქართველ თავად-აზნაურობას, ქართულ ჯიშსა და გენს. დადგა დრო, რომ ჩვენც ავიმაღლოთ ხმა", - ეს განწყობა შეინიშნებოდა ახალი პოლიტიკური ორგანიზაციის "სამეფო გვირგვინის" პრეზენტაციაზე მიწვეულ დანარჩენ სტუმრებს შორისაც.  

მოძრაობის მესვერები იმასაც აცხადებენ, რომ ისინი არ აპირებენ პოლიტიკურ პარტიად ქცევას იმ მიზეზით, რომ არ სურთ საკუთარი იდეის ასე დავიწროება, მათთან მისვლა და გაერთიანება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.  

"სამეფო გვირგვინის" მოძრაობის წესდებაში მათ მიზნებს შორის მონარქისტული იდეოლოგიის დამკვიდრების გარდა, შედის რეფერენდუმის გზით ბაგრატიონთა დინასტიის აღდგენა კონსტიტუციური მონარქიის სახით, ხოლო შემდეგ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეროვნული რეკვიზიტების აღდგენა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში, უმუშევრობის თანდათანობით შემცირება და საბოლოო ლიკვიდაცია, ისტორული ძეგლების, თავად აზნაურთა საგვარეულოების, ეკლესია-მონასტრების, მუზეუმების დაცვა-აღორძინება, უნიკალური ბუნების, წიაღისეულის, მთისა და ბარის მოვლა-პატრონობა და ა.შ.  

ქვეყნის მმართველობაში ხელახლა მოსვლის მოსურნე თავად-აზნაურობა თვლის, რომ საქართველოს მხოლოდ მათ მიერ შემოთავაზებული და წლების მანძილზე გამოცდილი წყობა თუ გადაარჩენს, მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, "ძველ საქართველოში გლეხი მეფეს შენობით იმიტომ მიმართავდა, რომ ის მას იცავდა და მფარველობდა", რისი აღდგენაც "სამეფო გვირგვინს" საკუთარ მიზნად გაუხდია.  

ეკა ქევანიშვილი  

Friend
თუ კაი საქმეზე მიდიხართ იქნება მეც წამიყვანოთ :smile:

ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.