დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: საყვარელი კერძი
Rustavi 2 Forums > სხვადასახვა > კულტურა > კულინარია
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48
Al-pachino
ესეიგი მთელი ახალი წლის ბაზარი შევძარი და ქინძი ვერ ვნახე.
ძაან უგემოვნო ხალხია ბერძნები.
ადრე კალითეაში (უბანია ათენში)ვცხოვრობდი და იქ შემოქონდათ ხოლმე ბაზრობა იმართენბოდა ყოველ 2შაბათს.
ტიპი ყიდდა ზანგი რო დავინახე ვეცი ეგრევე მეთქი საიდან მეთქი? მითხრა ან პაკისტანელი ხარ ან ინდოელი ან ქარტველიო.
თვითონ პაკისტანიდან იყო .
ჩვენს მეტი ამას არავინ ჭამს და უგემოვნო ხალხია ყველაო.
ხო ჩინეთში თუ უყვარდათ კიდევ არ ვიცოდი სახელიც კი მაგენის ქონია.

ერტი სიტყვით მწვანილები დეფიციტია.
ომბალოზე და სხვა უფრო საქარტველოსთვის სპეციფიურ ბალახებზე არაფერს ვამბობ.
patsatsu
QUOTE

On `2004-01`-06 08:03, kassa wrote:
QUOTE

On `2004-01`-05 08:15, Aurelia wrote:
ვსიო, ხვალ ლობიოს ვხარშავ და ლორით შევკაზმავ :smile: კაი მწარე მწვანე წიწაკის მწნილიც მაქვს :smile:


:smile:smile.gifsmile.gif

ინგლისური თარგმანი ხომ არ იცით მწვანილების:
ქონდარი
ომბალო
ოხრახუში

ან ქართულად როგორ არის
Sage
Thyme
Rosemary
Oregano
Ginger





კასსა, ქონდარი არის Thyme, ოხრახუში არის Parsely, Rosemary-როზმარინი, Oregano-ორეგანოა, რომელიც ძალიან გავს რეჰანს (გემოთი), Ginger არის რუსულად ილ', ხშირად ხმარობენ ხოლმე დარიჩინთან და მიხაკთან ერთად. დანარჩენი არც მე ვიცი, სადღაც მიწერია და თუ ვიპოვნე მოგწერ :smile:
Al-pachino
ორეგანო არის რეჰანი.
აქ ესენი რიგანს უძახიან
მე აზიიდან მგონია ეს ბალახი შემოსული და გვრცელებული ყველგან,სადაც იყო პირველწყარო კიდევ ორეჰანი ერქვა .
მერე საქარტველოში არცერტი სიტყვა არ იწყება "ო" თი და წაიკვეცა "ო" ხოლო ევროპულ ენებში კი არ წაიკვეცა .
სამაგიეროდ ჰ შეიცვალა გ დ.

ასე მგონია .
lolski
ეჰ...
რეჰანის ევროპული ვარიანტი -basilic-ია მწვანეა და არა შინდისფერი... რეჰანს გარეულ ბასილიკს ეძახიან, სხვათაშორის ტაილანდური რეჰანიც შინდისფერია...
ორეგანოს- ხმარობენ პიცაზე
ქინძი ფრანგულად-coriandre არის

ვინმემ იცის შინდი თუ შვინდი... როგორ არის რომელიმე ენაზე?!
Mlle Qartveli
QUOTE

On `2004-01`-06 20:03, lolski wrote:
ეჰ...
რეჰანის ევროპული ვარიანტი -basilic-ია მწვანეა და არა შინდისფერი... რეჰანს გარეულ ბასილიკს ეძახიან, სხვათაშორის ტაილანდური რეჰანიც შინდისფერია...
ორეგანოს- ხმარობენ პიცაზე
ქინძი ფრანგულად-coriandre არის

ვინმემ იცის შინდი თუ შვინდი... როგორ არის რომელიმე ენაზე?!  





:smile: :smile: :smile:
შინდი არის Cranbarry :smile:
ქინძი კი ინგლისურადაა - coriander

რეჰანის და ორეგანოს ფონეტიკურმა კავშირმა ფრიად დამაინტერესა, თუმცა ერთმანეთთან საერთო მარტო ის აქვთ , რომ ორივე მწვანილეულობაა. :smile:
AMANDA!
Mlle Qartveli


ასი ათასი პაჩებიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
Al-pachino
აუუუუ ვიცოდი რო დამცინებდით მაგათ კი მაგის გარდა რო ორივე მწვანილია ალბათ უფრო ახლო ნათესავებიც იქნებიან.
რიგანის 20ამდე სახეობას აქ ყიდიან ეს მე რაც ვიცი ერტ ერტი კი შესაძლოა საქარტველოში რო გვაქვს ისიცაა.
ერტი დსოიტყვიტ დარვინი არ ვარ მაგრამ .. გემოთიც
გავს ცოტა.
Mlle Qartveli
QUOTE

On `2004-01`-05 08:15, Aurelia wrote:
ხალხო, ნუ გახადეთ პრობლემა :smile:  
ეგ სალათი მოიგონა კაცმა, სახელად თუ გვარად ოლივემ (ჟერარ ფილიპის და ფილიპ ჟერარის პონტში :smile: )
ისე, მაგრად მომბეზრდა ეგ სალათა ამ ახალი წლის დღეებში. ვსიო, ხვალ ლობიოს ვხარშავ და ლორით შევკაზმავ :smile: კაი მწარე მწვანე წიწაკის მწნილიც მაქვს :smile:


სალათი "ოლივიე" მოიგონა ფრანგმა მზარეულმა გვარად ოლივიემ (შეიძლება სახელიც იყო), რომელსაც მოსკოვში ჰქონდა ფრანგული რესტორანი.ამ სალათის თავდაპირველ ვარიანტში ქათმის ხორცის ნაცვლად იყო ზუთხის ფილე + ხიზილალა.მაგრამ შემდგომ, როგორც ჩანს ეს სალათი გამარტივდა. ისე ქათმის ხორცითაც ძალიან გემრიელია.
Vasco
[quote]
On `2004-01`-06 20:15, Mlle Qartveli wrote:

შინდი არის Cranbarry :smile:
ქინძი კი ინგლისურადაა - coriander

Cranberry არის ქართულად შტოშტი, რუსულად კლიუკვა
Anonymous
QUOTE

On `2004-01`-06 20:03, lolski wrote:
ეჰ...
რეჰანის ევროპული ვარიანტი -basilic-ია მწვანეა და არა შინდისფერი... რეჰანს გარეულ ბასილიკს ეძახიან, სხვათაშორის ტაილანდური რეჰანიც შინდისფერია...
ორეგანოს- ხმარობენ პიცაზე
ქინძი ფრანგულად-coriandre არის

ვინმემ იცის შინდი თუ შვინდი... როგორ არის რომელიმე ენაზე?!  




ლოლა, მწვანე რეჰანს გურიაში ბებიაჩემი შაშტრამს ეძახოდა :wink:

კორიანდერს აქ ხმელ ქინძს ეძახიან, ცოცხალს სილანტროს
De
[quote]
On `2004-01`-28 05:08, Vasco wrote:
[quote]
On `2004-01`-06 20:15, Mlle Qartveli wrote:

შინდი არის Cranbarry :smile:
ქინძი კი ინგლისურადაა - coriander

Cranberry არის ქართულად შტოშტი, რუსულად კლიუკვა



შინდი кизил cornel
შტოშტი клюква Cranberry - არაფრით არ გავს ტყემალს, გარდა იმისა რომ წითელია.
თუმცა ისეთი ტყემალი გამოდის რომ ქართულს არ ჩამოუვარდება. მოხარშეთ, საცერში გაატარეთ და შეკმაზეთ მარილით ნიორით და ქინძით.ცოტა შაქარიც დაამატეთ რადგან ცოტა სიმწარე აქვს თავისებური.ახალწელს პირველად ვცადე და სულ დელეგატესი ეძახეს. ამერიკელები ტკბილ საწებელს აკეთებენ და ხორცთან ერთად მიირტმევენ, რაც მაინდამაინც არ მხიბლავს. მოკლეთ ჩემი შეთავაზება ახალი აღმოჩენა იყო და მოწონებაც დაიმსახურა.
ასე რომ ცადეთ და ისიამოვნეთ.
Mlle Qartveli
[quote]
On `2004-01`-28 05:08, Vasco wrote:
[quote]
On `2004-01`-06 20:15, Mlle Qartveli wrote:

შინდი არის Cranberry :smile:
ქინძი კი ინგლისურადაა - coriander

Cranberry არის ქართულად შტოშტი, რუსულად კლიუკვა


[/quote]

დიდი მადლობა ვასკო

:smile: :smile: :smile:

არა და, დარწმუნებული ვიყავი, რომ შინდი იყო :smile:
imedy
ერთი ჩვენებური ნამცხვრების რეცეპტებს თუ შემოიტანთ კარგს იზამთ.
მაგ: შუ , იდიალი, ნაპოლიონი,ჟოზეფინა,ტორტები და სხვა...ვისაც რა შეგიძლიათ ის ჩაწერეთ,აბა გელოდებით!!!!!!!! :

[ This Message was edited by: imedy on `2004-01`-29 09:35 ]
AMANDA!
მეც მაინტერესებს, ნამცხვრების რეცეპტები :smile:
Anonymous
[img]file:///C:/WINDOWS/Desktop/sigareti.jpg[/img]
[img]file:///C:/My%20Documents/My%20Received%20Files/sigareti.jpg[/img]

[ This Message was edited by: ანტაგონისტი on `2004-02`-26 05:09 ]

არ დაიბნეთ ნახაზზე, შაბათ კვირას დავაკონკრეტებ :smile:

ისიტო მადლობა დახმარებისთვის :smile:

[ This Message was edited by: ანტაგონისტი on `2004-02`-26 05:13 ]
Tolia
ხვალ დაგიბეჭდავთ ნამცხვრების რეცეპტებს, ეხლა კი, თუ ღმერთი გწამთ, გამარკვიეთ როგორი ფქვილი უნდა ვიყიდო აქ, ცოტა მაინც ჩვენებურს რომ ჰგავდეს ისეთი ჭადი რომ გავაკეთო?
Isito
ძვირფასო ანტაგონისტო, ისევ არ ჩანს ნახაზები :sad:

არა უშავს, ხვალ გავასწოროთ :smile:

ჩემო თოლია, ჩემს შვილს სიგიჟემდე უყვარდა ჭადი და ყველი. შარშანწინ ძალიან ბევრი ვეძებე წესიერი სიმინდის ფქვილი. ათნაირი მაინც ვიყიდე, (რუსული მაღაზიების დიდი იმედი მქონდა), მაგრამ საბოლოოდ ხელი ჩავიქნიე. :sad:
Tolia
ეჰ, ჩავიქნიო ესე იგი ხელი? არადა როგორ მენატრება!!!!

ნამცხვრის დაპირებული რეცეპტი (დრო მაქვს და დღესვე მოვასწრებ)
შუ და ეკლერი
აიღეთ 1 ჭიქა წყალი და აადუღეთ,ერთი წკიპა მარილი, ჩააგდეთ შიგ 100 გრ კარაქი, როდესაც დადნება, დაუწიეთ ცეცხლს, დაამატეთ 1 ჭიქა ფქვილი და ხის კოვზით სწრაფად ურიეთ - მზად არის, როდესაც მასა თავისუფლად მოშორდება ქვაბის კედლებს. გადმოდგით და ოდნავ გააციეთ, შემდეგ 4 ან 5 კვერცხი (კვერცხის ზომას გააჩნია) ჩაახალეთ რიგ-რიგობით და ხელით კარგად აჭყლიტეთ.
კოვზით აიღეთ და დაალაგეთ ცხელ სინზე (თუ შუ გინდათ მრგვალი ფორმის, თუ ეკლერი - მაშინ ცოტა წააგრძელეთ. იდეალური ფორმა არ ექნება რომ დაალაგებთ, მაგრამ არ შეგეშინდეთ) შედგით ცხელ ღუმელში (დაახლოებით 200გრადუსი ცელსიუსით - არ შეგეშალოთ, თორემ მე აგერ ფარინგეიტით მქონია აირღუმელი და არ ვიცოდი, ჰოდა დავაყენე 200ზე და მერე მიკვირდა, რა სჭირს ამ ცემს ნამცხვარს, ცოცხალი თავით რომ არ უნდა ამოსვლა და გამოცხობა მეთქი?!) თქვენი არ ვიცი, და მე დავაკვირდი, რომ ცომის მომზადების მერე თუ ცოტა ხნით - ასე 30 წუთით გავაცერებ და მერე დავიწყებ გამოცხობას, უფრო კარგად ამოდის.
კრემი: 1 ჭიქა შაქარი და 1 ჭიქა ფქვილი ავურიოთ ერთმანეთში, დავამატოთ 1/2 თბილი რძე, კარგად ავურიოთ და დავდგათ დაბალ ცეცხლზე, მუდმივი მორევით მივიყვანოთ ადუღებამდე (უნდა გასქელდეს) და გადმოვდგათ, გავაციოთ. თუ უკვე ადუღებამდე მიიყვანეთ და ისეთი სქელი არ არის, როგორიც გინდათ, ცალკე ჭიქაში ოდნავ რძე ჩაასხით, დაამატეთ ერთი-ორი სუფრის კოვზი ფქვილი, აგლისეთ და სწრაფი მორევით დაამატეთ კრემის მასას.
გაციებულ კრემს შეათქვიფეთ 100 გრამი კარაქი და ვანილი.
შუ ან ეკლერი ჩაჭერით გვერდზე, ჩადეთ კრემი. შუს ზემოდან შაქრის პუდრი მოაყარეთ, ეკლერს კი შოკოლადის მინანქარი მოასხით.
აუჰ, ისე შევიჭერი როლებში, რომ თავად მომინდა ეხლა ეკლერი. ხვალვე გავაკეთებ. სამწუხაროა, რომ რეალში არ შემიძლია შემოგთავაზოთ - დავსხდებოდით აგერ ბუხრის წინ, დავლევდით ჩაის, შევატანდით ჩვენი ბავშვობისდროინდელ ნამცხვრებს და ვისაუბრებდით...ფორუმზე და ფორუმელებზე.
:smile:
Fermina
ჩინურ სამზარეულოში მიყვარს კუნგ-პაო (საქარტველოში რატომღაც გუმბაოდ წოდებული)ქათამი არახისებით. ნიუ-იორში ჩაინა-თაუნში აკეთებენ მაგრათ, თუმცა თბილისის ჩინურ რესტორან "პიკასოშიც" არა უშავს.
Fermina
ეს რა გავიხსენე, წავალ ლანჩზე პიკასოში, თორემ ნერწყვი მომადგა.
Effi@
QUOTE

On `2004-02`-26 06:43, Tolia wrote:
ხვალ დაგიბეჭდავთ ნამცხვრების რეცეპტებს, ეხლა კი, თუ ღმერთი გწამთ, გამარკვიეთ როგორი ფქვილი უნდა ვიყიდო აქ, ცოტა მაინც ჩვენებურს რომ ჰგავდეს ისეთი ჭადი რომ გავაკეთო?


გამარჯობა Tolia!
ჩვენთან, გერმანიაში, თურქების მაღაზიაში იყიდება სიმინდის ფქვილი,ოღონდ ყვითელი.წყლის წისქვილზე ახლად დაფქულ სიმინდის ფქვილს ვერ შეედრება,მაგრამ ნორმალურია .თქვენთანაც იქნება არ არსებობს.
Anonymous
თოლია,
ჭადის ფქვილი ბევრნაირია, მე რომელიც მომწონს ქვია Maseca, ძალიან წმინდად გაცრილია, იმდენად, რომ მოზელვის დროს სულ აგეკრობა ხელზე,(ბებიაჩემი ჩურჩხელას რომ აკეთებდა ძალიან წმინდად ცრიდა ჭადის ფქვილს და მენდირს ეძახდნენ და მაგას მაგონებს, ასე, რომ ფელამუშისთვისაც გადასარევია) მაგრამ რაც ვცადე ყველაზე გემრიელი ეგაა, ერთი ის რომ ცხელ ცხელია გემრიელი,ეცადე რომ საშუალოზე უფრო თხელი მოზილო, თუ კი იყიდება მანდ.აგრეთვე შეგიძლია შეაზილო უფრო სქლად დაფქვილი ფქვილი რომელიმე. მინდა გაგაფრთხილო, რომ ბევრი არ მოზილო, რადგანაც თვალით რომ ჩაყრი ჯამში ცოტა მოგეჩვენება მაგრამ წყალი ძალიან აბევრებს.
აგრეთვე დააკვირდი თარიღს, ხან მოძველებული იყიდება და იმდენად გემრიელი არაა როგორც fresh.

bone appetite :smile:
Anonymous
QUOTE

On `2004-02`-26 04:55, ანტაგონისტი wrote:
[img]file:///C:/WINDOWS/Desktop/sigareti.jpg[/img]  
[img]file:///C:/My%20Documents/My%20Received%20Files/sigareti.jpg[/img]

[ This Message was edited by: ანტაგონისტი on `2004-02`-26 05:09 ]

არ დაიბნეთ ნახაზზე, შაბათ კვირას დავაკონკრეტებ :smile:

ისიტო მადლობა დახმარებისთვის :smile:

[ This Message was edited by: ანტაგონისტი on `2004-02`-26 05:13 ]


არ ვიცი ჩანს თუ არა ნახაზი, მაგრამ სანამ ისიტო მოვა და შეასწორებს შემოგთავაზებთ ნამცხვარ "სიგარეტების" რეცეპტს.

200 გრ კარაქი(შეიძლება მარგარინიც, ან ნახევარ ნახევარი)
1 ქილა არაჟანი
ნახ/ჩ/კ სოდა
3 ჭ ფქვილი (დაახლოებით)
მოზილეთ ცომი ამ მასალით და მიეცით აგურის ფორმა, შემდეგ გაყავით 5 თანასწორ ნაწილად, თითოეული ნაწილს მიეცით ფორმა რომელიც აქაა მოცემულია (თუ ვერ ხედავთ ჩავასწორებ ახლო მომავალში,მაგიდაზე ან დაფაზე სადაც გააბრტყელებთ უნდა იხმაროთ ბევრი ფქვილი, რომ არ მიეკრას ცომი.)

წინასწარ შეგიძლიათ(სასურველია) მოამზადოთ გულის შემადგენლობა:
250,300 გრ გატარებული ნიგოზი, არეული 1 ჭ შაქართან და 3 კვერცხის ცილასთან შეათქვიფეთ.
მე პირადად ნიგოზს ვატრიალებ Fუდპროცესორში, იქვე ვამატებ შაქარსაც და ცილასაც. ვრებულობ მასას, რომელიც საკმაოდ წებოვანია და გადმოტანა ჭირს.ამიტომ დაფაზე ან მაგიდაზე დაყრილ ფქვილში მოაგუნდავეთ, და მასაც მიეცით აგურის ფორმა და იგივენაირად გაყავით 5 თანაბარ ნაწილად, ხოლო თითოეული ნაწილი გაყავით 8 თანაბარ კუბიკებად.ასე წინასწარ მომზადებული და განაწილებული შიგთავსი აადვილებს შემდგომ პროცესს. :smile:

შემდეგ უკვე გაბრტყელებულ ცომზე, რომელსაც წრის ფორმა აქვს და დაჭრილია 8 პირამიდისმსგავს ნაწილებად, დაადეთ შიგთავსი, რომელსაც მისცემთ ჭიაყელას :smile:ფორმას და გადაახვიეთ ფართო მხრიდან წვერისაკენ.
სულ გამოდის 40 სიგარეტი, ცხვება საშუალო ცეცხლზე, და ვინაიდან ფერს მაინდამაინც არ იცვლის ცხობის დროს არ გამოაშროთ ზედმეტად.
ცხელცხელს რომ გამოიღებთ მოაყარეთ შაქრის პუდრა.

(ჟაროვნას ცხიმი არ სჭირდება)

იმედია გასაგებად გადმოგეცით. :smile:
Anonymous
სპუტნიკი

მე როცა სიგარეტებს ვაცხობ, იმავე დღეს ვაცხობ ამ ნამცხვარსაც, რადგანაც სიგარეტებს კვერცხის გული არ ჭირდება, როგორც ნახეთ და ვიყენებ ამ ნამცხვარში.
ასე, რომ:
3/კ გული+1/ჭ/შაქარი +150გრ კარაქი(გამდნარი ან დარბილებული)+1 ქილა არაჟანი+ნახევარი/ჩ/კ სოდა+ვანილი + 2 ჭ ფქვილი.

შიგთავსი:
1/ჭ ან მეტი :smile:გატარებული ნიგოზი არეული ნახევარ /ჭ/შაქართან.

ფორმას რომელშიც აცხობთ, წაუსვით ცხიმი ან მოასხით ცხიმის აეროზოლი, გაყავით 2 ნაწილად ცომი და იმავე ფორმაში გაიყვანეთ რომელშიც უნდა გამოაცხოთ და არა მაგიდაზე ან რაიმე ფორმაზე, ვინაიდან ძალიან წებოვანი ცომია და გადატანა ჭირს,იხმარეთ ფქვილი.
შემდეგ დააყარეთ გამზადებული შიგთავსი და იგივე მეთოდით დაადეთ მეორე ცომის ნაწილი, როგორც პირველი.

თუ ისე არ გადაეფარა როგორც სურვილი გაქვთ არა უშავს, ცხობის პერიოდში თავისთავად სწორდება, რა თქმა უნდა ეცადეთ, რომ გათანაბრებულად დაეფაროს თავზე შიგთავს.

გამოაცხვეთ ჩვეულებრივად საშუალო ცეცხლზე
როცა გამოიღებთ მოასხით გლაზური, რომელსაც ვამზადებ შემდეგნაირად:
1/ჭ შაქარი+3/სუფრის/კ კაკაო+4 სუფრის კოვზი რძე+100 გრ კარაქი.
ეს ყველაფერი აურიეთ და დაადგით დაბალ ცეცხლზე, ურიეთ განუწყვეტლივ სანამ კარაქი არ ჩადნება და სანამ არ მიიღებთ ერთ მთლიან მასას, დუღილიდან ცოტა ხანში გადმოდგით და ცოტა ხანი გააჩერეთ, რომ შესქელდეს და მოასხით უკვე შეგრილებულ ნამცხვარს.

რაც შეეხება ფორმას, ძალიან კარგად გამოდის გაჭვირვალე შუშის მართკუთხედ ფორმაში, რომელიც ყველგან იყიდება და ღუმელიდან გამოღების შემდგომ არ საჭიროებს გადმოტანას, რაც ჭირს ხოლმე.

მართალია დიდი ზომის ნამცხვარი არ არის მაგრამ უგემრიელესია. :smile:
Anonymous
ფენოვანი ცომის კარგი რეცეპტი თუ გაქვთ ვისურვებდი რომ დაწეროთ, თუმცა იყიდება გამზადებული, მაგრამ მაინც ისეთი არ არის როგორსაც ვისურვებდი.
Anonymous
QUOTE
ანტაგონისტი
On `2004-02`-26 15:48, ანტაგონისტი wrote:
QUOTE

On `2004-02`-26 04:55, ანტაგონისტი wrote:
[img]file:///C:/WINDOWS/Desktop/sigareti.jpg[/img]  
[img]file:///C:/My%20Documents/My%20Received%20Files/sigareti.jpg[/img]

[ This Message was edited by: ანტაგონისტი on `2004-02`-26 05:09 ]

არ დაიბნეთ ნახაზზე, შაბათ კვირას დავაკონკრეტებ :smile:

ისიტო მადლობა დახმარებისთვის :smile:

[ This Message was edited by: ანტაგონისტი on `2004-02`-26 05:13 ]


არ ვიცი ჩანს თუ არა ნახაზი, მაგრამ სანამ ისიტო მოვა და შეასწორებს შემოგთავაზებთ ნამცხვარ "სიგარეტების" რეცეპტს.

200 გრ კარაქი(შეიძლება მარგარინიც, ან ნახევარ ნახევარი)
1 ქილა არაჟანი
ნახ/ჩ/კ სოდა
3 ჭ ფქვილი (დაახლოებით)
მოზილეთ ცომი ამ მასალით და მიეცით აგურის ფორმა, შემდეგ გაყავით 5 თანასწორ ნაწილად, თითოეული ნაწილს მიეცით ფორმა რომელიც აქაა მოცემულია (თუ ვერ ხედავთ ჩავასწორებ ახლო მომავალში,მაგიდაზე ან დაფაზე სადაც გააბრტყელებთ უნდა იხმაროთ ბევრი ფქვილი, რომ არ მიეკრას ცომი.)

წინასწარ შეგიძლიათ(სასურველია) მოამზადოთ გულის შემადგენლობა:
250,300 გრ გატარებული ნიგოზი, არეული 1 ჭ შაქართან და 3 კვერცხის ცილასთან შეათქვიფეთ.
მე პირადად ნიგოზს ვატრიალებ Fუდპროცესორში, იქვე ვამატებ შაქარსაც და ცილასაც. ვრებულობ მასას, რომელიც საკმაოდ წებოვანია და გადმოტანა ჭირს.ამიტომ დაფაზე ან მაგიდაზე დაყრილ ფქვილში მოაგუნდავეთ, და მასაც მიეცით აგურის ფორმა და იგივენაირად გაყავით 5 თანაბარ ნაწილად, ხოლო თითოეული ნაწილი გაყავით 8 თანაბარ კუბიკებად.ასე წინასწარ მომზადებული და განაწილებული შიგთავსი აადვილებს შემდგომ პროცესს. :smile:

შემდეგ უკვე გაბრტყელებულ ცომზე, რომელსაც წრის ფორმა აქვს და დაჭრილია 8 პირამიდისმსგავს ნაწილებად, დაადეთ შიგთავსი, რომელსაც მისცემთ ჭიაყელას :smile:ფორმას და გადაახვიეთ ფართო მხრიდან წვერისაკენ.
სულ გამოდის 40 სიგარეტი, ცხვება საშუალო ცეცხლზე, და ვინაიდან ფერს მაინდამაინც არ იცვლის ცხობის დროს არ გამოაშროთ ზედმეტად.
ცხელცხელს რომ გამოიღებთ მოაყარეთ შაქრის პუდრა.

(ჟაროვნას ცხიმი არ სჭირდება)

იმედია გასაგებად გადმოგეცით. :smile:



ესეც ასე.....
AMANDA!
ანტაგონისტ დაიჭირე
ფენოვანი ცომი ხაჭაპურის:
1 კვერცხი
1ჩაის ჭიქა წყალი
3 სადილის კოვზი ძმარი
3 სადილის კოვზი ზეთი
ფქვილი 3 ჩაის ჭიქა
400 გრ მარგარინი
ყველი 1 კილო
კცერცხი `2-3` ცალი


კვერცხი გათქვიფე დაასხი თბილი წყალი, დაამატე ძმარი,ზეთი, მოზილე მაგარი ცომი.
400 გრ მარგარინი გაყავი 3 ნაწილად.
ცომი კარგად გააპრტყელე და ხელით წაუსვი მარგარინი ერთი ნაწილი.
დაკეცე როგორც კონვერტი, შედგი მაცივარში `30-40` წუთი.
მერე გამიღე კარგად გააპრტყელე და წაუსვი მარგარინის მეორე ნაწილი გადაკეცე და ისევ შედგი 30 ჭუთით მაცივარში.
ეს იგივე გაიმეორე მესამედ.
ეს ცომი შეგიძლია შეინახო მაცივარში და 2- 3 დღე გამოიყენო როცა გინდა.
ცომი გაპრტყელე თუნUქზე დადე ყველი კვრცხში არეულöი ზემოდან დადე მეორე გაპრტყელებული ცომი ბოლოები შეაერთე ზემოდან წაუსვი რძე ან ათქვეფილი კვერცხი და გამოაცხვი.
ჩაისთან მიირთვი
ბონ აპეტიტ!!!
Anonymous
გმადლობ ამანდა,

შენ კორკოტის გაკეთებაც გეცოდინება!

ან კაკლუჭების რეცეპტი ხომ არ იცის ვინმემ?
AMANDA!
კორკოტი რა არის? არ ვიცი :sad:
Anonymous
კორკოტი არ გიჭამია? მიცვალებულების სახელზე აკეთებენ ხოლმე, ხორბლისგან. აღდგომასაც აკეთებენ.
AMANDA!
არ მიყვარს, ქელეხზე სიარული :sad:
Anonymous
QUOTE

On `2004-04`-03 22:17, AMANDA! wrote:
არ მიყვარს, ქელეხზე სიარული :sad:


ვინმე გინახია რომ უყვარდეს ქელეხში სიარული?
ან რა შუაშია ქელეხი კორკოტთან, მე ვთქვი რომ მიცვალებულების სახსენებლად აკეთებენ, არა მარტო ქელეხში, არამედ ორმოცზე, წლისთავზე და აღდგომაზეც. ძალიან გემრიელი რამეა, ხორბალი, თაფლი და ქიშმიში უნდა მაგრამ არასოდეს გამიკეთებია.
Natashka
ამანდა ან ანტაგონისო იკნებ ჩიისკაიკის რეცეპტი იცოდეტ ვინმემ? ძალიან მჭირდება
Algeria
nina77h
ძლივს მოვაგენი ამ ტოპიკს.. News-ში ჩემს გახსნილ სამზარეულოს ეს ვარჩიე, თან სოლიდურია, გაბარიტებით, თან კიდევ პოლიტიკური სიახლეები ჯერ არ ჩამცხრალა და ამას რა კომბოსტოს მწნილი აუტყდაო, იფიქრებენ :grin: :grin: :grin:
მოკლედ, ჩემო კარგებო, თუ ვინმემ იცით თეთრი, დაჭრილი კომბოსტოს მწნილის გაკეთება, გთხოვთ მითხრათ... თითქოს ყველაფერს სწორად ვაკეთებ, მაგრამ მაინც ლპება.


_________________
user posted image

[ This Message was edited by: nina77h on `2004-05`-08 14:12 ]
waw
nina77h მოკლედ დედაჩემი ასე აკეთებს და მშვენივრად გამოსდის.
კომბოსტო უნდა დაჭრა უმად (არანაირი ცხელ წყალში გაჩერება), მწვანილებით და წიწაკით შეაზავო და დაასხა მარილწყალი და ცოტა ძმარი (ზუსტად ეს ძმარი უწყობს ხელს დამჟავებაში) რამოდენიმე დღის შემდეგ ნახავ რა გემრიელი კომბოსტოს მწნილი გქონია სამზარეულოშიsmile.gif)
თუ გამოგივა გამასინჯე OK?smile.gif
Anonymous
ნინა, მე ჩემს რეცეპტს გეტყვი კომბოსტოს მწნილის :smile:
დაჭრი კომბოსტოს, მოათავსებ დიდ თასში, დაახეხავ სტაფილოს, სქლად, რგოლებად დააჭრი ხახვს, დააყრი მარილს, ცოოტა შავ პილპილს და ხელით ჩასრისავ ამ ყველაფერს. მარილი წყალს გამოადენს კომბოსტოს და ცოტას მოარბილებს.
მერე: აიღებ ჭურჭელს (თიხის ან მინის) და ძალიან მჭიდროდ (!) ჩატენი ამ კომბოსტოს. შიგადაშიგ ჩააყოლებ დაფნის ფოთოლს და დაჭრილ ვაშლს (ეს ვაშლი მაინცდამაინც აუცილებელი არ არის, ჩემი კაპრიზია :smile: კარგ არომატს აძლევს მერე). წყლის დასხმა არ უნდა!!!
შენ თვითონ ნახავ, დუღილს რომ დაიწყებს, შეიძლება წყალი ქილიდან გადმოვიდეს :smile:
დადგამ სითბოში დაახლოებით `3-4` დღე. ამის მერე სითბოში გაჩერება აღარ შეიძლება და მოათავსე სიგრილეში (ან მაცივარში).
ჰო, კომბოსტოსთან ერთად დამწნილებული ხახვი აღარ ვარგა, თავისი მისია შესრულებული ექნება უკვე და შეგიძლია ამოიღო და გადააგდო :smile:
შავ პილპილს რაც შეეხება, ზოგი დაუფქველ შავ პილპილს ურევს დამწნილების წინ, მე პირდაპირ დაფქვილს ვაყრი . ვარიაციები თემაზე შესაძლებელია კულინარიაში :smile:
მოკლედ ასეეე.
აბა შენ იცი !
Pipo
ნინა, გენაცვა, ამ შუა მაიისში თუ გადაწყვეტ კომბოსტოს დამწნილებას, დაგილპება, აბა რა მოუვა, მაგას სიგრილე უნდა.
ოჯახში (ანუ არაკომერვიული მიზნით) კომბოსტოს მხოლოდ დეკემბერში (ჰა-ჰა ნოემბრის ბოლოს) ამწნილებენ .
თუ არა- მაცივარში უნდა გამოათავისუფლო მწნილისთვის ადგილი, ანდა ზამთრამდე მოითმინო.
Pipo
გოგოებო (და იქნებ ბიჭებოც - მე კაცების კულინარიული უნარ-ჩვევების დიდი თაყვანისმცემელი ვარ),
ვინ იცის, ტირამისუ როგორ მოვამზადო?
nanachka
Sophia Loren's Tiramisu

--------------------------------------------------------------------------------


To Buy Book: Click on Cover

Sophia Loren was Bill Bogg's guest on the April 20 "Bill Bogg's Corner Table" show on the Food TV Network. A few minutes were spent talking about her new book, Sophia Loren's Recipes (Memories GT Publishing) and how the dessert was a "date food" of the '80s. Her recipe serves 8.

Ingredients

EGGS, 3 separated
SUGAR, 5 tablespoons
MASCARPONE CHEESE, 6 ounces
LADYFINGERS, 1 large package (approximately 36)
ORANGE LIQUEUR, 1 cup
ESPRESSO COFFEE, 1 cup
BITTER CHOCOLATE, 2 ounces, grated
UNSWEETENED COCOA POWDER, 1/2 cup, or 2 ounces grated bittersweet chocolate
Directions

Combine egg yolks and sugar in a `medium-sized` bowl and beat well.
In a separate bowl, beat the egg whites to stiff peaks.
In a third, larger bowl, combine the egg yolk mixture with the mascarpone, then fold in the egg whites to produce a creamy mixture.
Arrange a tight layer of ladyfingers in a `9-by`-`12-inch` serving dish.
Using a spoon, drizzle about half the liqueur and half the espresso over the ladyfingers.
Cover the ladyfingers with the mascarpone mixture and the grated chocolate, and dust it with a little more than half the cocoa.
Cover the filling with a second layer of ladyfingers and drizzle with the remaining liqueur and espresso.
Place the dish in the refrigerator for at least 12 hours (the Tiramisu can be made 24 hours in advance).
Top with the remaining cocoa before serving.
პიპო, უნციაში 27 გრამია და ინჩში 2,5 სმ. 'ლეიდი
ფინგერს' არის პატარ-პატარა გრძელი ფორმის დაჭრილი ნამცხვარი, რომელიც ბისკვიტის ნაცვლად გამოიყენება. ისე ბეისიკ ბისკვიტის გამოცხობა თუ იცი, ესეც გამოდგება. შენ თვითონ დაჭრი ამ ფორმებად.
კუშაიტე ნა ზდაროვია!
nanachka
მარსკაპონე ყველი არის სქელი კრემივით და ტკბილია. ალბათ, შეიძლება, დატკბილებული ხაჭო გამოიყენო ამის ნაცვლად, თუ თბილისში მარსკაპონე არ არის.
ისე ნებისმიერი ევროპის ქვეყანაში შეიძლება მისი ყიდვა და იქნებ ვინმემ ჩამოგიტანოს, იტალიური ყველია.
nanachka
პიპო. აი ვიპოვე 'ლეიდი ფინგერს'-ის რეცეპტიც:
Ladyfingers are made from a sponge cake batter where the egg yolks and sugar are beaten together until thick, to which vanilla extract, sifted flour and beaten egg whites are folded in. The batter is then piped into long `finger-shaped` cookies which are dusted with sugar before baking to give them a crisp sweet crust. The batter contains more flour than most sponge recipes to make it thick enough to pipe.
Ladyfingers are very similar to Cat's Tongue Cookies (`Langues-de`-chat).

Preheat oven to 350 degrees F (177 degrees C) and line two baking sheets with parchment paper. To make the piping of the cookies easier, use a pencil and ruler to divide the parchment paper into three - 3 inch (7.5 cm) rows, with about 1 inch (2.54 cm) between rows. Have ready a large pastry bag fitted with a 1/2 inch (1.25 cm) round tip.
In your electric mixer, fitted with the paddle attachment, beat the egg yolks and 2 tablespoons (25 grams) white sugar on high speed for about 5 minutes or until the mixture becomes thick and pale yellow. (When you raise the beaters the batter should fall back into the bowl in a slow ribbon.) Beat in the vanilla extract. Sift the cake flour over the batter but do not fold in.
In a clean bowl, with the whisk attachment, whip the egg whites until foamy. Add the cream of tartar and continue to beat until soft peaks form. Gradually add the 3 tablespoons (36 grams) white sugar and whip until stiff peaks form and the whites are glossy. Fold the whites into the egg yolk and flour mixture in three additions, mixing only until incorporated.
Transfer the batter to the pastry bag and, holding the bag at about a 45 degree angle to the baking sheet, pipe the batter into 3 inch (7.5 cm) long ladyfingers, using the lines drawn on the parchment paper as your guide. Pipe the batter leaving about a 1 inch (2.54 cm) space between the cookies.
When you have piped all the cookies, place the powdered sugar in a wire strainer, and lightly sift the sugar over the tops of the cookies. Bake for 8 to 10 minutes or until the ladyfingers are firm but barely browned and are still spongy when pressed with a finger.
Remove the baking sheets from the oven and slide the parchment paper from the baking sheets onto a wire rack. Let the ladyfingers cool for a few minutes and release them from the parchment paper, with a flat spatula, while they are still warm. If you left them completely cool before removing them from the parchment they stick and hard to remove without breaking. Finish cooling the ladyfingers on the wire rack before using or storing. If you are not using the ladyfingers right away, freeze them. Ladyfingers stale very quickly unless they are soaked in a liquid. To store, place in a plastic bag between layers of wax or parchment paper and freeze up to 2 weeks.
Makes about 4 1/2 dozen 3 inch (7.5 cm) Ladyfingers.

1/2 cup (65 grams) cake flour, sifted
3 large egg yolks, room temperature
2 tablespoons (25 grams) granulated white sugar, divided
1/2 teaspoon vanilla
3 large egg whites, room temperature
1/8 teaspoon cream of tartar
3 tablespoons (36 grams) granulated white sugar
Powdered (icing or confectioners) sugar for dusting the tops of the cookies
Pipo
ნანა, გმადლობ, გენაცვა.
ჯერ სოფი ლორენისას ვცდი.
დიდ პატივს ვცემ მაგ ქალის გასტონომიულ მიდრეკილებებს...
nanachka
პიპო, მეორე რეცეპტი არის ტირამისუში ჩასადები ბისკვიტი.
nina77h
waw, Aurelia, დიდი მადლობა.. Pipo, რჩევისთვის მადლობთ, მარა წელიწადის ყველა დროს გავაკეთე და არც ერთხელ არ გამოვიდა.. დატენვა რომ უნდოდა ეგ აღარ ვიცოდი..
nina77h
ნაზუქუნა

მასალა: 2 კგ ფქვილი, 300 გრ ერბო, 2 ლიტრი რძე, 10 ცალი კვერცხი, 1 ჩაის კოვზი მარილი.

ფქვილი დავყაროთ რამეზე (ძალიან ძველი წიგნიდანაა და გობს ან ვარცლს და გახურებულ თონეს გვთავაზობენ :smile: ) შუა ადგილი ჩავაღრმავოთ და ჩავასხათ თბილი რძე, ათქვეფილი კვერცხი, ერბო, მარილი და მოვზილოთ არც ძალიან თხელი და არც ძალიან მაგარი ცომი. დავაფაროთ რამე და ასაფუებლად დავდგათ თბილ ადგილას. კარგად რომ აფუვდება კიდევ შევზილოთ, დავაგუნდავოთ საშუალო ზომის გუნდებად, გავაბრტყელოთ და შევაწყოთ გახურებულ ღუმელში. ზემოდან გადავუსვათ ერბოშერეული გათქვეფილი კვერცხის გული.
ასევე მზადდება თაფლიანი ნაზუქები, იმ განსხვავებით, რომ ცომში აზელენ თაფლს ან შაქარს. ეს ამძიმებს ცომს, ამიტომ საჭიროა ცომის
საფუარით აფუება-ო.

სულ ეს არის.
აბა ჰე, გუდ ლაკ.

_________________
user posted image

[ This Message was edited by: nina77h on `2004-05`-11 06:26 ]
Anonymous
გმადლობ ნინა.


სოკოს რაიმე რეცეპტი თუ იცით მომაცოდეთ

ასევე, ძირა ინგლისურად როგორაა ხომ არ იცით?
Rogorc_Tambaqo
ძირას გერმანულად kümel ქვია. ქონდარს - bohnenkraut. ნიახური Sellerie-ა. ინგლისურად არ მახსოვს. ლექსიკონში ნახეთ.
nina77h
სოკოს მე ვაკეთებ ძალიან მარტივად, ვწვავ ხახვს და სოკოს ზეთში + მარილი, შავი პილპილი და ბორჯომის კეცის სოკოს ეშხით ნიორს ვამატებ. ოღონდ, გამზადებული ნივრის ფხვნილი არა, ნამდვილი, დაჩეჩქვილი თუ დანაყული (თუ როგორიც არის) ნიორი. ეს სამარხულო დღეებში ანუ 4შაბათს და პარასკევს.
ჩვეულებრივ დღეებში კი ვწვავ კარაქში (უფრო გემრიელია) და ვამატებ ბლომად გახეხილ ყველს.

_________________
user posted image

[ This Message was edited by: nina77h on `2004-05`-13 04:47 ]
Anonymous
პოლისჯოხის ჩაქაფული
უნდა აიღოთ სამი კბილი, ნამდვილი კბილი ოღონდ მგლის, ჩააგდოთ ბენზინიან წყალში მერე დაუმატოთ უნდა წვრილად დაკეპილი ბეჰემოთი, მთლიანად, მოურიეთ მაგრად ხის კოვზით, დაამატეთ ცოტა გვრაჯილა, ცოტა აკუმულატორის ფირფიტები, მოურიეთ ისევ, წამოადუღეთ, თუ გადარჩით აფეთქებას მერე მიაყარეთ მაღალი ხარისხის გოგირდი, თეთრი ღვინო სამი უნცია, ჩატეხეთ ნიანგის კვერცხი, დაუცეთ თავი და გააცივეთ 0 გრადუსამდე.
ჩემმა მტერმა ჭამა მერე მაგი.

[ This Message was edited by: Mesephi on `2004-05`-13 13:20 ]
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2014 Invision Power Services, Inc.