დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: ენერგიის ალტერნატიული წყაროები
Rustavi 2 Forums > პოლიტიკა და საზოგადოება > ქართული პოლიტიკა
ironstone
დღესდღეობით ყველაზე ცნობილი ალტერნატიული ენერგიის წყროებია მზის ენერგია და ქარის ენერგია
-----------
რუსეთს რო ვემათხოვრებით ხან ელექტროენერგიას ხან გაზს რატო არ შეიძლება რო ჩვენმა არჩეულმა ჰმმმ...პროგრესულმა მთავრობამ, სოროსის და ამერიკისგან მიღებული დონაციებით შეისყიდონ მზის და ქარის ენერგიის გადამამუშავებელი დანადგარების წარმოების პატენტი? და დაიწყონ წარმოება?

საქართველოში მზეც ბლომადაა და ქარიც ..
აი როგორ იყენებენ მსოფლიოში ეკოლოგიურად სუფთა,უფასო(მუქთა ,რასაც ქვია)მზის ენერგიას
http://www.solarenergy.org/
http://www.ases.org/
http://www.ises.org/ises.nsf!Open
http://www.solartoday.org/current_issue.htm
http://www.eere.energy.gov/RE/solar.html

უამრავი მასალაა ინტერნეტში და ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია და ისეთი რეალური მეტი რო არ შეიძლება.
------------------

აი როგორ იყენებენ მსოფლიოში ეკოლოგიურად სუფთა,უფასო(მუქთა ,რასაც ქვია)ქარის ენერგიას

http://www.awea.org/
http://www.bwea.com/
http://www.ewea.org/
http://www.canwea.ca/

და კიდე უამრავი ...და ეს ყველაფერი სახელმწიფო დონეზე კეთდება...იმაზე აღარ ვამბობ რო ინდივიდუალურად შეიძლება ყველაფერი ამის წამოწყება და განხორციელება.

------------

შეკითხვა ეგეთია...რატო არ შეიძლება ცოტათი ტვინი გაანძრიონ იმათმა ვისზეც დამოკიდებულია ჩვენი ეკონომიური კეთილდღეობა?
რატო არ შეიძლება რო მარტო კი არ ილაპარაკონ რამე გააკეთონ რეალურად? რატო არ შეიძლება ერთხელაც გამოვიღვიძოთ?

[ This Message was edited by: ironstone on `2004-09`-30 01:34 ]
Kutaiseli
კანადაში მინახავს ქარის გენერატორები, განსაკუთრებით ოკეანის სანაპიროზე, ამ სფეროდან შორს ვდგავარ მაგრამ ეკოლოგიურად სუფთაა და გარკვეულ რაიონებში (ქუთასში მაგალითად) ალბათ გაამართლებდა
ironstone
QUOTE

On `2004-09`-29 20:27, Kutaiseli wrote:
კანადაში მინახავს ქარის გენერატორები,  განსაკუთრებით ოკეანის სანაპიროზე, ამ სფეროდან შორს ვდგავარ მაგრამ ეკოლოგიურად სუფთაა და გარკვეულ რაიონებში (ქუთასში მაგალითად) ალბათ გაამართლებდა

კანადას ენერგეტიკაში არ უჭირს,როგრც სხვა დანარჩენ განვითარებულ ქვეყნებს ჩვენგან განსხვავებით
მარა ძალიან სერიოზულად უდგებიან ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროების გამოყენებას .

http://www.ecobusinesslinks.com/wind_energ...association.htm

ჩვენ ენერგეტიკაში ძალიან გვიჭირს,და ეკოლოგია თუ ბოდიშიდა,ფეხებზე კიდია(ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია)მარტო მაგ მიზეზით მაინც უნდა ეძებდეს ჩვენი "ხალხზე მზრუნველი" მთავრობა სხვა ალტერნატიულ გზებს ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევათ არა?

------------
ფაქტი:
რუსეთის საელჩოს წინ კუკუ-მატარებლის ზურგით თრევა და საელჩოს დასხივება "რევოლუციური" იდეებით ადვილია. ტვინის განძრევა და შრომა ძნელი.
nanachka
[ This Message was edited by: nanachka on `2004-09`-30 22:46 ]
Isito
აირონსთოუნ, სასწრაფოდ გადააკეთე სათაური "ენერგიის ალტერნატიულ წყაროებად", თორემ მოვა უნიტაზა და ჯერ შენ დაგაყრის შავ დღეს და მერე ყველა იმას, ვინც მას არ უყვარს და შენ ამ შეცდომაზე არ მიგითითა.
ironstone
QUOTE

On `2004-09`-30 01:08, Isito wrote:
აირონსთოუნ, სასწრაფოდ გადააკეთე სათაური "ენერგიის ალტერნატიულ წყაროებად", თორემ მოვა უნიტაზა და ჯერ შენ დაგაყრის შავ დღეს და მერე ყველა იმას, ვინც მას არ უყვარს და შენ ამ შეცდომაზე არ მიგითითა.  

უიმე...არ ვიცი ეგ უნიტაზა ვინ არი მარა მეთვითონ შემრცხვა :wink:
AMANDA!
მთელი ჰოლანდია სავსეა ქარის გენერატორებით.
ისიტო მაგარი ტიპი ხარ,
მაზალო გადაგეკიდება :smile:
.Tbileli.
[ This Message was edited by: .Tbileli. on `2004-09`-30 11:17 ]
Anonymous
მე კიდევ ერთი ინგლისელის საიტი ვნახე (ვერ ვპოულობ სამწუხაროდ) რომელიც აფრიკის მათხოვარ (ჩვენნაირ) ქვეყნებში დადიოდა და საოჯახო პირობებში ასწავლიდა ქარის გენერატორი როგორ გაეკეთებინათ 24 ვოლტიანი.

ეგ თემა მე ძალიან მაინტერსებს, და ვაკვირდებოდი ჩვენთან რა ხდება იცით რომ უკვე აღმოვაჩინე 2 ქარის ელექტროსადგური სამეგრელოში, კხეთში (ლაგოდეხი) წყლის პატრა ელექტროსადგურები ერთ ქუჩაზე ასე 30-მდე იყო ჩადგმული ნაკადული მოდიოდადა იმაში
რიკოთზე ერთი მეგრული რესტორანია მანდ აქვთ გაკეთებული 6 კილოვატიანი წყლის ელექტროსადგური .
ზუგდიდში ერთი ეფემ რადიო მზის ელემენტებზე მუშაობს.
თბილისში რამდენიმე ოჯახს ცხელი წყალი მზის ელემენტებიტ აქვს.
ეს არის გამოსავალი მაგრამ რად გინდა ენერგეტიკის მინისტრს ძინავს ღრმა დ ტკბილი ძილით.
_________________
user posted image

[ This Message was edited by: Serafino on `2004-09`-30 10:46 ]
AMANDA!
სერაფინო !
საფანტი არ გაქვს მარილიანი?
ესროლე ტაკოში და გამოაღვიძე, უხ რას ირბენს
Anonymous
:smile: არა, მარილი კი მაქ მაგრამ საფანტი არ მაქვს.

QUOTE

On `2004-09`-30 11:29, AMANDA! wrote:
სერაფინო !
საფანტი არ გაქვს მარილიანი?
ესროლე ტაკოში და გამოაღვიძე, უხ რას ირბენს

jouizaza
ქარის გენერატორი მეც მინახია,ამბობენ ერთი ბრუნი პატრონს დოლარის მოგებას უტოვებს,აი მზის ენერგიის გამოყენებაც კაია,ადრე ვნახე ევროპის ერთერთ ქვეყანაშია სახლი,4სართულიანი მიკრო კლიმატური პირობებია სულ გადახურულია გათბობა სულ დენზეა ამ სახლს კედლები და სახურავი მზის ბატარეებისაგან ააქვს,კაი იქნებოდა ასეთი სახლები ჩვენთანაც აშენებულიყო,დარწმუნებული ვარ გეპეისთან არსებულ კვლევით ცენტრს ამ პრობლემის გადაწყვეტა შეუძლია , :smile: მარა ვინაა პატრონი,ჯერ ამისთვის არ ცხელათ!
ადრე დავით აღმაშენებელი თავის სარდლებს ჰოროსკოპის მიხედვით ნიშნავდა მეტწილად მორიელებს,მიტო რო შემტევები იყვნენ ბუნებით,მაგრამ მათაც ბევრი შეცდომა სდევდათ თან მარა ომში ბევრი ფიქრის თავი ვის ექნებოდა,ახლა ქვეყნის მნიშვნელოვან დარგს რო ფილატელისტებს ჩააბარებ(ფილატელისტი ისე რა სიტყვის მასალაა ,ჰაერის ნიშნის ქვეშ დაბადებულები მყავს მხედველობაში)საქმე წინ ვერ წავა
Algeria
კანაფზე რას იტყვით არ გამოდგება ენერგიის წყაროდ?
Anonymous
ჰოოო მე კდიევ ნანახი მაქვს ხრვრინვის ენერგიაზე მომუშავე ხვრინვერატორები... ერთ ოჯახს ვიცნობდი უცებ გამდიდრდნენ ამ ენერგო კრიზისში.
ორივე ხვრინავდა თურმე თან მონოტონურად, ერთი რომ ამოიოხვრინავდა მეორე ჩაიხვრინავდა და მოკლედ როტორი გაშმაგებული ბრუნავდა და მაღალი ხარისხის ელექტროენერგიას ყიდიდნენ მეზობლებში თურმე.
jouizaza
დავაი ეხლა კუნძულზე მინამ ლამაზები და სექსუალურები ხართ თან კუნძულზე მემგონი მარტო თქვენ უნდა იყოთ ნამეტანი არ იხვრინოთ მეზობელი ტომებიდან მთხოვნელი არ გაგეჩითოს სერაფიონ თუ არა მოგიწევს უშუს ტექნიკის გამომჟღავნება და მერე რამდენმა არ იცის შენ რომ სერიოზულად ვარჯიშობ დახმარების იმედი ნუ გექნება გემი მომავალ კვირამდე მეტეოპირობების გამო არ ჩამოვა მაშველები კი ისეთი დაბოლილები არიან ტანკში ზიან და კასკა ახურავთ ვინძლო ომი არ დაიწყოსო :smile:
Anonymous
:smile:
QUOTE

On `2004-10`-12 09:36, jouizaza wrote:

On `2004-10`-11 20:16, Serafino wrote:
ჰოოო მე კდიევ ნანახი მაქვს ხრვრინვის ენერგიაზე მომუშავე ხვრინვერატორები... ერთ ოჯახს ვიცნობდი უცებ გამდიდრდნენ ამ ენერგო კრიზისში.
ორივე ხვრინავდა თურმე თან მონოტონურად, ერთი რომ ამოიოხვრინავდა მეორე ჩაიხვრინავდა და მოკლედ როტორი გაშმაგებული ბრუნავდა და მაღალი ხარისხის ელექტროენერგიას ყიდიდნენ მეზობლებში თურმე.

laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif
David M
ბიომასაზე მომუშავე ენერგეტიკულ აგრეგატებს აქვთ პერსპექტივა საქართველოში. საშუალო და დიდი ზომის ფერმა საკმარის ნაკელს გამოიმუშავებს, რომ თავი გაითბოს და გაინათოს. საწვავი მუქთია და მოწყობილობის დაყენებაც არ დაუჯდება ძვირი მარჯვე კაცს. რაც მთავარია, ენერგიის მოწოდება ამინდის ჭირვეულობაზე არ იქნება დამოკიდებული.

ქარის ენერგია დენისთვის ცოტა ჭირვეულია, მაგრამ წყლის გადასაქაჩად გამოდგება. ჰოლანდიაშიც ხომ სწორედ ამ მიზნით იყენებენ ქარზე მომუშავე ენერგეტიკულ აგრეგატებს.
Anonymous
კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ქარის ტურბინების გამოყენების და ვინც ამას ჩაიდენს ის საქართველოს მტრად იქნება შერაცხული...
jouizaza
QUOTE

On `2004-09`-29 20:21, ironstone wrote:
დღესდღეობით ყველაზე ცნობილი  ალტერნატიული ენერგიის წყროებია მზის ენერგია და ქარის ენერგია
-----------
რუსეთს რო ვემათხოვრებით ხან ელექტროენერგიას ხან გაზს რატო არ შეიძლება რო ჩვენმა არჩეულმა ჰმმმ...პროგრესულმა მთავრობამ, სოროსის და ამერიკისგან მიღებული დონაციებით შეისყიდონ მზის და ქარის ენერგიის გადამამუშავებელი დანადგარების  წარმოების პატენტი? და დაიწყონ წარმოება?

საქართველოში მზეც ბლომადაა და ქარიც ..
აი როგორ იყენებენ მსოფლიოში ეკოლოგიურად სუფთა,უფასო(მუქთა ,რასაც ქვია)მზის ენერგიას
http://www.solarenergy.org/
http://www.ases.org/
http://www.ises.org/ises.nsf!Open
http://www.solartoday.org/current_issue.htm
http://www.eere.energy.gov/RE/solar.html

უამრავი მასალაა ინტერნეტში და ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია და ისეთი რეალური მეტი რო არ შეიძლება.
------------------

აი როგორ იყენებენ მსოფლიოში ეკოლოგიურად სუფთა,უფასო(მუქთა ,რასაც ქვია)ქარის ენერგიას

http://www.awea.org/
http://www.bwea.com/
http://www.ewea.org/
http://www.canwea.ca/

და კიდე უამრავი ...და ეს ყველაფერი სახელმწიფო დონეზე კეთდება...იმაზე აღარ ვამბობ რო ინდივიდუალურად შეიძლება ყველაფერი ამის წამოწყება და განხორციელება.

------------

შეკითხვა ეგეთია...რატო არ შეიძლება ცოტათი ტვინი გაანძრიონ იმათმა ვისზეც დამოკიდებულია ჩვენი ეკონომიური კეთილდღეობა?
რატო არ შეიძლება რო მარტო კი არ ილაპარაკონ რამე გააკეთონ რეალურად? რატო არ შეიძლება ერთხელაც გამოვიღვიძოთ?

[ This Message was edited by: ironstone on `2004-09`-30 01:34 ]

ისე შენ საინტერესოდ ლაპარაკობ,შენი ორიენტაცია სულ არ გიშლის რომ იყო საინტერესო მოსაუბრე :smile:
JB
ალტერნატიული ენერგიების გავრცელებისთვის საქართველოში ძალიან ბევრია გასაკეთებელი, რასაც თუ საერთოდ ბევრი დრო დაჭირდება.
საერთოდ ალტერნატიული ენერგიები უფულო ხალხისთვის მიუწვდომელია და უმეტესათ მდიდარ რეგიონებშია გავრცელებული, და ისიც უმეტესათ იმიტომ რომ დენი კი არ უჭირთ არამედ
1.გარემოს უფრთხილდებიან,
2.ბევრიც ფულს გაკეთების მიზნით.
მაგალითად გერმანიაში, რაც მწვანეები მოვიდნენ (5 წლის წინ.)მთავრობაში, დაიწყო აყვავება მაგ სფერომ.
ატომური სადგურების დახურვასთან პარალერურათ მიიღეს ახალი კანონები რომ ვინც თავის სახლში ალტერნატიულ ენერგიების გამოყენებას დააპირებს მას სახელმწიფო აძლევს უპროცენტო ვალს, რომლის დაახლოებით ოც პროცენტს ჩუქნის და დანარჩენის დაბრუნება გრძელი ვადის განმავლობაში შეუძლია.
მეორე პლიუსი არის რომ ამ მზის ენერგიას პირდაპირ კია იყენეფ არამედ უშვებ საერთო ქსელში , და ამავე დროს საერთო ქსელიდან იღებ ისევ ენერგიას, მაგრამ მიღებულ ენერგიაში იხდი სიტყვაზე 2 ევროს კილოვატზე და გაშვებულში კი სახელმწიფო გიხდის 2,50 ევროს, იმიტომ რომ შენ სუფთა ენერგიას აძლევ.
ეს ერთი მაგალითი რატომ ფუნქციონირებს გერმანიაში ესე კარგათ.
ეგ დანადგარები ძალიან ძვირებია გინდა სოლარული ,ქარის თუ ბიომასის. რაიონში გლეხმა რომ ეგ იყიდოს რამდენიმე გამონაკლისის გარდა, სახელმწიფოს დახმარების გარეშე , ძალიან ძნელია. თბილისში კიდე როცა მზეა და ზაფხული, არის დენი და ზამთარში მზე რომ არ არის სოლარიც ვერ მოგცემს დენს.
ქარის გენერატორები პირველი რომ ძვირი ღირს , კიდე ძალინ ხშირათ ფუჭდებიან და ხშირი გაკეთება ჭირდება.
და ხშირათ არა რენტაბელურები არიან.

ასე რომ ამ ყველაფერს ტექნიკური და მატერიალური უზრუნველყოფის გარდა, რაც მთავარია, უნდა შეიცვალოს საზოგადოების დამოკიდებულება გარემოს მიმართ.
David M
QUOTE

On `2004-12`-04 21:31, JB wrote:
მზის,ქარის თუ ბიომასის დანადგარები ძალიან ძვირია. რაიონში გლეხმა რომ ეგ იყიდოს რამდენიმე გამონაკლისის გარდა, სახელმწიფოს დახმარების გარეშე , ძალიან ძნელია. თბილისში კიდე როცა მზეა და ზაფხული,  არის დენი და ზამთარში მზე რომ არ არის სოლარიც ვერ მოგცემს დენს.  
ქარის გენერატორები  ძალიან ხშირად ფუჭდებიან და ხშირათ არა რენტაბელურები არიან.

კონტრარგუმენტად იმის მოყვანა შემიძლია, რომ მცირესიმძლავრიანი გენერატორი ("დვიჟოკს" რომ ეძახიან ჩვენში) ასევე ძალიან ძვირი ღირს, ხშირად ფუჭდება და ჰაერზე ან ფუნაზე კი არა, აქციზით დაბეგრილ საწვავზე მუშაობს.

დიდ ელექტროსადგურში გამომუშავებულ დენს ალტერნატიული წყაროები სიიაფით კონკურენციას ვერ გაუწევენ. სამაგიეროდ, ქარის გენერატორის დენი შეიძლება უფრო იაფი გამოდგეს, ვიდრე "დვიჟოკის".
gorila
2001 წლის შედეგების მიხედვით, საქართველოს ენერგოწყაროები იმუშავებს საკმარის ენერგიას მოსახლეობის დასაკმაყოფელებლად, მაგრამ სად როკის გვირაბში მიდის???
http://www.cia.gov/cia/publications/factbo...ok/geos/gg.html
Anonymous
დავიდ მ
ქარის ტურბინა გაანადგურებს ისედაც შეთხელებულ ფაუნას. ამიტომ ღალატის ტოლფასია მისი საქართველოს პირობებში ამუშავება.
ალტერნატივაში მზის და გეიზერული თბილი წყლის გამოყენება უკეთესია.

[ This Message was edited by: Tariel on `2004-12`-12 22:40 ]
David M
ქარი იმითია კარგი, რომ ზამთარშიც ისევე უბერავს, როგორც ზაფხულში.
გეოთერმული ენერგია კი ყველგან არაა.

ზამთარში ღამურებს ძინავთ, ჩიტები კი ჩემსავით "თბილ ქვეყნებში" არიან :smile:. ზაფხულში იქნება პრობლემა, მაგრამ არა მგონია, ფაუნას ძალიან დააზარალოს. ტურბინას გვერდს რომ ვერ აუქცევს, იმ ფრინველების დიდი ნაწილი მაინც ვერ გაუძლებს გადაფრენას.

თანაც, როგორც ადრე ვთქვი, ქარის ტურბინები დენის საიმედო წყარო არაა, მაგრამ წყლის გადასაქაჩად საკმაოდ კარგი და ეკონომიურია. კოლხეთის დაბლობზე სადრენაჟო არხები და სამუშაოები ვერაა სათანადო დონეზე, და დაჭაობების თავიდან აცილების ერთი-ერთი გზა შეიძლება "ჰოლანდიური ქარის წისქვილები" იყოს.

[ This Message was edited by: David M on `2004-12`-12 22:59 ]
JB
-----------კონტრარგუმენტად იმის მოყვანა შემიძლია, რომ მცირესიმძლავრიანი გენერატორი ("დვიჟოკს" რომ ეძახიან ჩვენში) ასევე ძალიან ძვირი ღირს, ხშირად ფუჭდება და ჰაერზე ან ფუნაზე კი არა, აქციზით დაბეგრილ საწვავზე მუშაობს. -------

ასე ძვირი ნამდვილათ არ ღირს დიზელაგრეგატი 4 კვ/ს ღირს 300 $.
ფუნაზე ან ხის ნაფოტზე ან პელეტზე დენის გამომუშავე აგრეგატი ძალიან იშვიათია, ახალია ამიტომ ძალიან ძვირი ხირს 10 000 $ დან იწყება 5 კვატიანი, გავრცელებულია უფრო გასათბობი აგრეგატები მაგაზე მომუშავე რომელებიც 4 000$ ღირს და რომელიც ერთ ოჯახს გაათბობს.
მაგიც საკმაოტ რთული სისტემაა.ბევრი მოწყობილებობით.

-----დიდ ელექტროსადგურში გამომუშავებულ დენს ალტერნატიული წყაროები სიიაფით კონკურენციას ვერ გაუწევენ. სამაგიეროდ, ქარის გენერატორის დენი შეიძლება უფრო იაფი გამოდგეს, ვიდრე "დვიჟოკის".
--------
ქარის დიდი აგრეგატები სიტყვაზე 1 კვ/ს ჯდება 1000 $
პატარები კიდეუ ფრო მეტი. 500 ვატიანი უკვე თითქმის 500 000 ათასი ჯდება. თან ძალიან ხშირათ ფუჭდებიან და ხშირი გაკეთება ჭირდება.
ქარის გენერატორს პირველ რიგში ჭირდება სპეციალური სწორი ადგილი მთები არ უნდა იყოს. თბილისში კიდე ვერანაირათ ვერ იმუშავებს ვერც პატარა და ვერც დიდი.
სოლარულზე ხო ვთქვი უკვე ცალიან ძვირია და ხალხს რო გონია მაგით უცხოეთში დენს პირდაპირ კი არ იყენებენ არამედ საერთო ქსელში უშვებენ და ამით თავისი წვლილი შეაქვთ გარემოს დაცვაში. ერთი ოჯახის ელეკტრომომარაგება რომ უზრუნველყოს გჭირდება დაახლოებით 8 კვ/ს, ასე რომ 1 კვ/მ მაგარ მზეში გამომიმუშავებს დაახლოებით 100 ვატს.
20 კვადრატული რომ დააყენო 2 კვ/ს გექნება მაგარ მზეში
დაგიჯდება 500$ 1 კვ/მ, სულ 10 000, $ აკუც ხომ გინდა 2000$
მაგი ხირს, და ეგ ძლებს 20 წელი მერე ეფექტუროს კარგავს.
ძვირიანი სიამოვნებაა.

[ This Message was edited by: JB on `2004-12`-13 00:49 ]

[ This Message was edited by: JB on `2004-12`-13 01:00 ]
David M
QUOTE

On `2004-12`-13 00:47, JB wrote:
ქარის დიდი აგრეგატები სიტყვაზე 1 კვ/ს ჯდება 1000 $
პატარები კიდეუ ფრო მეტი. 500 ვატიანი უკვე თითქმის 500 000 ათასი ჯდება. თან ძალიან ხშირათ ფუჭდებიან და ხშირი გაკეთება ჭირდება.
ქარის გენერატორს პირველ რიგში ჭირდება სპეციალური სწორი ადგილი მთები არ უნდა იყოს. თბილისში კიდე ვერანაირათ ვერ იმუშავებს ვერც პატარა და ვერც დიდი.

ლამისაა ვენები გადავიჭრა, ისე გადამიწურე წყალი. :smile:
ადრე ვთქვი, რომ ქარი დენის გენერაციისთვის არ ვარგა. წყლის საქაჩად თუ გამოდგება მხოლოდ. კოლხეთის დაბლობი სწორი ადგილია, ქარიც იცის ხშირად და წყალიც ბევრია ჭაობებიდან ამოსაქაჩი.
Anonymous
კი ბატონი ბრძანდები, მარა იყოს ის წყალი და ეგებ ბრინჯის კულტურა გავაშენოთ. დავასახლოთ პატიმრები და ერთი შრომადღე ორად ჩავუთვალოდ. ბრინჯს მთელი ევროპა გადარჩენილი ყავს შიმშილობისგან შუა საუკუნეებში.განსაკუთრებით შავი ჭირის შემდეგ დაზარალებული იტალია. გამოიყვანეს ევროპული ჯიშები რომელიც აზიურისგან იმით განსხვავდება რომ სხვადასხვა კერძში არევისას კარგად ითვისებს გემოს. რაც აზიელისთვის დედეი გინებაზე უარესია. იქ ბრინჯის შეთავაზება ნიშნავს მხილოდ ამ პროდუქტის მირთმევას აი მაგალითად მეგრელისათვის ,რაც რომ ღომია. ხომ ვერ გაურევ მურაბაში, ეჰ ღომი,ღომი...
Anonymous
[ This Message was edited by: Tariel on `2004-12`-17 05:34 ]
Anonymous
[ This Message was edited by: Tariel on `2004-12`-17 05:33 ]
Anonymous
[ This Message was edited by: Tariel on `2004-12`-17 05:32 ]
Anonymous
[ This Message was edited by: Tariel on `2004-12`-17 05:30 ]
JB
--------ლამისაა ვენები გადავიჭრა, ისე გადამიწურე წყალი. :smile:
ადრე ვთქვი, რომ ქარი დენის გენერაციისთვის არ ვარგა. წყლის საქაჩად თუ გამოდგება მხოლოდ. კოლხეთის დაბლობი სწორი ადგილია, ქარიც იცის ხშირად და წყალიც ბევრია ჭაობებიდან ამოსაქაჩი. -------

:smile:გულთან ახლოს ნუ მიიტან, იმედია მომავალში ცოტა განავითარებენ და გააიაფებენ მაგ ყველაფერს. ჩვენც იქნებ რამე გვეშველოს მანამდე :smile:

[ This Message was edited by: JB on `2004-12`-18 19:45 ]
David M
QUOTE

On `2004-12`-17 03:54, Tariel wrote:
კი ბატონი ბრძანდები, მარა იყოს ის წყალი და ეგებ ბრინჯის კულტურა გავაშენოთ.  

წყალში კოღო მომრავლდება, ხალხს დაკბენს და მალარიას გაავრცელებს. თანაც, მუდმივად დაჭაობებული მიწები ბრინჯისთვის ნაკლებად გამოსადეგია. ბრინჯი დატბორილ (და არა დაჭაობებულ)ფართობებზე მოყავთ.

გარდა მაგისა, თუ მართლა დაიწყო გლობალური დათბობა და ზღვის დონის აწევა, ხობის რაიონის ნაწილი და ფოთი შეიძლება დიოსკურიის გზას გაუდგეს. ტერიტორიების გადასარჩენად მდინარეების აქაჩვა იქნება საჭირო. აი, მაშინ დაგვჭირდება ქარი.
gubaz
რა მოხდებოდა პრემიერმინისტრსაც თქვენსავით რომ ემსჯელა?ევროპაში ეხლა ავტობუსის გაჩერებებზე ამონტაჟებენ მზის ბატარიებს,პეტერე წახალისება უნდა გეპეის მეცნიერებს და ხელშეწყობა!
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2014 Invision Power Services, Inc.