love is...
20.03.2003, 23:10
ციტატა(Orchidea @ 16.07.2007, 3:47)

არის მომენტი როცა დარწმუნებული ხარ, რომ შინ დაბრუნება გინდა და რომ ამ გადაწყვეტილებას ვერაფერი შეგაცვლევინებს.
მერე, შედიხარ travelocity.com-ზე, expedia, british airways, თუ სადაც აგიღიათ და იღებთ ბილეთს, ან იღებთ ყურმილს და რეკავთ სააგენტოში თვითმფრინავის ბილეთის დასაჯავშნად და... და.. უცბად რა ხდება?
ის არის უნდა დაუწკაპუნო enter-ს საიტზე, და უნდა მისცე კრედიტ კარტის ნომერი აგენტს, რომ ერთ მხარზე შემომჯდარი არსება გაგიჟებული იწყებს ყვირილს: გაგიჟდი? სად მიდიხარ? ჭკუა გაქვს ახლა შენ? კარგად მოიფიქრე
მეორე მხარზე შემომჯდარი არსება გიკიჟინებს: ხო, მიდი მიდი, შენ აქ გამჩერებელი მაინც არა ხარ. რა გინდა აქ, რა დაგრჩენია. შენი ადგილი იქ არის
ყოფილხართ მსგავს სიტუაციაში? ანუ, კი, ყველა იტყვით რომ მე 100%-იანი ვბრუნდები საქართველოში, მაგრამ
მაგრამ...
...მაგრამ
კონკრეტულად?
როდის?????
ახლობლების გარდა არავინ არ მეუბნება რომ საქართველოში ღირს წასვლა :biggrin:
დრო კი მირბის, მიქრის, მიფრინავს, და უკან არ ბრუნდება
ა? როდის?
ციტატა(Cusa @ 26.11.2003, 20:53)

მინდა ვკითხო უცხოეთში მცხოვრებ ყველა ქართველს - ბოლო მოვლენებმა გაფიქრებინათ ვინმეს დაბრუნება საქართველოში? თუ ბრუნდებით და როდის?
ეხლა მჩირდება თქვენი დახმარება დზალიან. მე ვიმკოPები ამერიკასჰი ამჯამად. და ორ თვეში მიცევს ჩამოსვლა. მაგრამ როგორც ხედავთ ჩამოსვლა და მგზვრობა ხდება დზალიან საშიში, ახლანდელი მდგომარეობის გამო. კაცმა არ იცის რა მოხდება, რა შედეგი ექნება ომს. ან სადამდე გაგრდზელდება. მე კიდე ვგელავ დზალიან ამ კველაპერზე. რა ვქნა ხო არ ჯობია რო გადავცვალო ბილეთები და ეხლა ჩამოვიდე , სანამ გამდზაპრდა სიტუაცია. თუ მოვიცადო კიდევ 2 თვე. მაგრამ ვაი თუ უარესი სიტუაცია იქნეს ორ ტვეში?! მერე რა უნდა ვქნა?! დზალიან გტხოვტ გამოხატეთ თკვენი აზრი. და დამეხმარეთ რო გადავცკვიტო სცორად. მადლობთ ცინასცარ
love is...
21.03.2003, 0:16
მადლობტ ამხელა დახმარებისთვის! დზალიან დამეხმარა შენი ცერილი. სიკვდილს შენ თუ აპირებ აბა ს ბოგამ დზმაო! მე ჯერ არ მინდა, ადრეა!
ასეთი უაზრო რაგააცეებისთვის არ მიკითხავს მე ის შეკითხვა რაც დავსვი. და მართლა რო მინდა დამეხმაროთ. ნოოდლეს რაც შეეხება. ჯობია აგარ დაცერო არაპერია.
love is...
21.03.2003, 0:57
love is...
21.03.2003, 1:00
მადლობთ, გაივიარებ! ასე არ ჯობია ადამიანო. კბენის და იაზვობის გაერეშე, დავეხმაროთ ერმანეთს და გვიკვარდეს ერთმანეთი. საინტერესოა ქალბატონი ამანდა რას Pიქრობს ჩემს მდომარეობაზე.
Anonymous
21.03.2003, 2:49
არა მგონია რამე მნიშვნელობა ქონდეს როდის წახვალ, ეხლა თუ 2 თვეში
ადამიანს რაც უწერია იმას ვერ აცდება :smile:
აბა ბედნიერად
love is...
21.03.2003, 4:04
ეგეც მართალია :sad:
მე გირჩევ რომ დარჩე მანდ ის ორი თვე რაც დაგრჩა და მერე დაბრუნდე. დარწმუნებული ვარ საშიში არაფერია. ასე რომ დატკბი მანდაური ცხოვრებით და მიიღე დიდი დიდი სიამოვნება. თორემ დაბრუნებას არაფერი არ დაუდგება წინ. ბედნიერად :smile:
ანტ–ის პა
21.03.2003, 6:10
QUOTE
On `2003-03`-21 01:49, antagonisti wrote:
არა მგონია რამე მნიშვნელობა ქონდეს როდის წახვალ, ეხლა თუ 2 თვეში
ადამიანს რაც უწერია იმას ვერ აცდება :smile:
აბა ბედნიერად
რა გონივრულად, ძარღვიანად არის დაწერილი. თან ფილოსოფიური სარჩულიც გახსნილია.
როგორ აცდები? ვერანაირად ვერ აცდები. საერთოდ გზააცდენილები ჩვენ არ გვინდა. გზააცდენილები აგვაცდინოს გზამ.
მეც ეს უნდა მეთქვა რომ 2 თვეს მნიშვნელობა არა აქვს. საერთოდ როგორც მეხუთე ელემენტი გვასწავლის „დროს არა აქვს მნიშვნელობა, მხოლოდ სიცოცხლეს აქვს მნიშვნელობა“ (იხ. ლილუ დალასი, იქვე – მონდოშავანების ანდერძი).
მე მგონი საზოგადოების საერთო აზრის გამოხატვა იქნება ჩემი მადლიერება ამ საამო თანაგრძნობის (ქალბატონის წერილის) გამო.
Jimmy T
21.03.2003, 19:45
Love is
ნუ გეშინია, ეგ ორი თვეც დარჩი მანდ. არაფერი გამწვავება არ იქნება და მაინცდამაინც ტერორისტების თუ გეშინია, მე მგონი გინდა ეხლა გიფრენია და გინდა ორი თვის შემდეგ. გიჟები ეხლაც ბევრია.
ისე რომ მშვიდად იყავი და შენ საქმეებს მიხედე. ისე ჩემი მეგობრები ვინც ამერიკაში არიან 11სექტემბრის შემდეგაც კი მეუბნებოდნენ -რა ვიცი მე სადაც ვიყავი დიდი პანიკა და შეშინება არ მიგვრძნიაო. შენ რამ შეგაშინა, ზედმეტად ინფორმირებული ხომ არ ხარ ტერორისტების შესახებ? მასმედია ბევრ რამეს ხშირად აჭარბებს კიდეც ხო იცი.
love is...
21.03.2003, 23:03
კველას დიდ მადლობას გიხდიტ რო ასე გულთან მიგაქვთ ჩემი ცუხილი და ცდილობტ რო დამეხმაროთ. მაგრამ მე კიდევ გაურკვევლად ვარ და დზალიან ვნერვიულოგ. ვაი თუ 2 თვეში საერთოდ აკრძალოთ თვითPრინავიტ მგზავრობა. მერე რა ვქნა? მე უკანა ბილეთი მაქვს მაისის 27 -ში. ხო არ ჯობია ახლავე გადავცვალო და მოუსვა აქედან?! :smile:
Anonymous
22.03.2003, 0:12
Love is,
იქნებ გეთქვა, რამდენი წლის ხარ? გაგვიადვილდებოდა რჩევის მოცემა. მაგრამ როგორც ვატყობ, რაც არ უნდა გირჩიონ, შენ მაინც გეშინია და ღელავ.
ამიტომ მე გირჩევდი, გადაცვალო ბილეთი და წახვიდე სახლში.
კიდევ გირჩევ, რომ უფრო მსუბუქად შეხედო ყველაფერს :smile: Noodles-მა მიგანიშნა,მაგრამ შენ გეწყინა :smile:
აბა შენ იცი
გისურვებ წარმატებებს :smile:
noodles
<font size=-1>[ This Message was edited by: noodles on `2003-03`-22 02:09 ]</font>
აი ეხლა მართლა მიშველეთ....
დავეცი.
Love is
ჩემი მეგობრული რჩევა იქნება არ ჩაიდინო სისულელე და არ გადაცვალო ბილეთი მართლა. თორემ მერე რომ ნახავ არაფერი არ მოხდა გული დაგწყდება. თბილისში ყოველთვის ჩახვალ და ამერიკაში შეიძლება კაი ხანი ვერ დაბრუნდე.
Jimmy T
24.03.2003, 20:19
Love is
დაუჯერე ჭკვიან ხალხს და არ წახვიდე სახლში, სადაც ხარ იყავი ეგ ორი თვეც. ფრენას ნამდვილად არ აკძალავენ და ახლა ამ გაქანებული ბათქაბუთქის დროს უარესი არაა შავი ზღვის თავზე ფრენა?
ისე მე აპრილში სახლში ვბრუნდები ერთი თვით და სულ არ ვფიქრობ ტერორზე, უფრო იმაზე ვფიქრობ როგორ ავცდე აირზენას კოშმარულ თვითმფრინავში ჯაყჯაყს.
sophoshka
24.03.2003, 22:39
რა სისულელეა საქართველოში ორი თვით ადრე გამოქცევა???? პირიქით, თუ საშუალება გაკქვს, გირჩევ კიდევ უფრო გადაავადო შენი აქ ჩამოსვლა და ბილეთი ორი თვით ადრე კი არა, გვიან თარიღზე გადაცვალო...ნუ გეშინია, მოესწრები საყვარელ სამშობლოში ჩამოსვლას...არა მგონია სადამ ჰუსეინმა მაინცადამაინც ტრანსატლანტიკური რეისი აფეთქება მოინდომოს... ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს, ამერიკელებს შეიდზლება აერიოთ საკუთარი თვითმფრინავი და მტრის ეგონოთ... :smile:(ასეთებიც ხდება ხოლმე თურმე...)
ბედნიერ მგზავრობას გისურვებ და გირჩევ ასეთ რამეებზე არ ინერვიულო...
Love is
თხოვნა მაქვს ხუმრობის გარეშე. შენი საბოლოო გადაწყვეტილება შეგვატყობინე კარგი? უბრალოდ ძალიან მაინტერესებს მართლა რა გადაწყვეტილებას მიიღებ. ბედნიერად.
love is...
26.03.2003, 5:10
ხალხო ვრჩები და არ მივიდივარ. თქვენი რაჩევებიც დზალიან დამეხმარა. მადლობთ კველაპრისთვის. უბრალოდ სისულელედ ჩავლთვალე ეხლა კველაპრის დატოვება და ცასვლა. ბარემ მოვიცდი კიდევ 2 თვე და მერე ცავალ.
Jimmy T
26.03.2003, 15:21
ყოჩაღ
სწორი გადაწყვეტილებაა, კარგია რომ პანიკას არ აყევი.
სუპერ ამა
27.11.2003, 3:17
მე კი!!!
როგორც კი ძველი კორუპირებული თაობა წავა, მართველი სისტებიდან და კანონის უზენაისობა აღსდგება ქვეყანაში.
მითუმეტეს რომ საქართველო დავტოვე 1982 წელს.
საქართველო ევროსტანდარტებით არის ჩემი ოცნება,
ვიცი რომ ეს ოცნებაც მალე ამისრულდება :wink:
სუპერ ამანდა, თქვენი პროგნოზით რამდენი ხანი დასჭირდება იმას, რაც თქვენ ჩამოთვალეთ? :smile:
ალბათ ერთეულები ტუარ მოისურვებენ საქართველოსი დაბრუნებას, თორე ჩემის აზრიტ ყველას უნდა დაბრუნება უბრალოტ არ შეუძლიათ,ეშინიათ ისევ ის გაჭირვება არ შეხვდეტ რაც გამოიარეს. ყველაფერი თუ გამოსწორდა ყველანი თავიანთ სამშობლოს დაუბრუნდებიან.
სუპერ ამა
27.11.2003, 3:37
თუ ყველაფერი მიშას გეგმით წავიდა და ხელი არ შეუშალეს 5 წელიწადში ნატოში, ევროკავშირში და ევროსტანდარტებით, თავისუფალი ეკონომიური ზონით აყვავებული ქვეყანა იქნება.
საქართველო პატარა ქვეყანაა და მისი ფეხზე დაყენება არაა ძნელი მთავარია მონდომება და კანონის უზენაისობა.
ღმერთმა გადმოგხედოს საქართველო!!!
ვარდები არ დაილიოს, შენი მშენებლობის და აღდგენის გზაზე :smile:
Anonymous
27.11.2003, 4:39
დღესვე მზად ვარ დაბრუნებისთვის , მაგრამ შვილებს რა უყო? :sad:
რამდენიმე წელში აუცილებლად დავბრუნდები, შვილები ვიცი არ დაბრუნდებიან..ვერ დაბრუნდებიან :sad: მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩემი დაბრუნებით მაინც გავაკეთებ იმას, რომ სამუდამოდ არ გადაიკარგონ და დაიკარგონ თავიანთი ქვეყნისთვის.
ისე მინდა მოვთხოვო დღევანდელ მთავრობას,დღევანდელი სიტუაციაში მყოფი, უცხოეთში მცხოვრები ქართველების მდგომარეობიდან გამომდინარე, დაუშვან ორმაგი მოქალაქეობა.
masxara08
27.11.2003, 7:18
იმან ვინტს ემიგრატსია გაიარა, საკარტველოსჰი არ დაბრუნდება...რატომ? იმიტომ რომ მეორე ემიგრატსიის გადატანა სჰეუზლებელია...
დაე ისე აეტსკოს საკარტველოს ტსხოვრება, რომ კველამ ვინტს დატოვა სამსჰობლო, დაბრუნდეს...ამისტვის კი დიდი სჰრომა, ჯაპა და რატს მტავარია მენტალიტეტის სჰეტსვლაა საცჰირო...
Al-pachino
27.11.2003, 8:54
"სუპერ ამანდა, თქვენი პროგნოზით რამდენი ხანი დასჭირდება იმას, რაც თქვენ ჩამოთვალეთ?"
მე გეტყვი რამდენი წელი .
მანამდე ამანდას ყველაზე უმცროსი შვილიშვილიც კი მოკვდება ღრმად მოხუცი.ასე 100 წელს გადაცილებული.
რამდენი წლის არის ამანდა შენი უმცროსი შვილიშვილი რო მივუმატო 100 ?
Al-pachino
27.11.2003, 10:02
აქ საბერძნეთში 97 იდან ძალიან ბევრი პოლონელი იყო.
დღეს თითზე ვერ ჩამოითვლი. დაბრუნდნენ.
ეგეც არაა პრობლემა დაბრუნდება თუ არა ხალხი.
საქართველო იყოს კარგად . და ერთი და ორი კაცი რას მიქვია.
დ ა ბ რ უ ნ დ ი თ მ ე გ ო ბ რ ე ბ ო !!!
დაუბრუნდით თქვენს სამშობლოს,თქვენს მიწა-წყალს,თქვენს ფესვებს!!!აბა გაიხსენეთ და წარმოიდგინეთ აქაური ბუნება,მთები წყაროები,ხალხი,სითბო და სიყვარული (ხომ გამოჩნდა ის,თუ რა ძლიერი და კეთილია ქართველი კაცის ბუნება,ზოგი რომ თავლაფს ასხამ(და)ს!!! :wink: )ნუ დაუკარგავთ თქვენს შთამომავლობას ქართულ ჯიშსა და გენს და ნუ გადააჯიშებთ მათ მომავალს!!!ქართველი კაცის ნოსტალგიაურობა ხომ ყველაზე ძლიერი ყოფილა თურმე, რაც მეცნიერულადაა კიდეც დასაბუთებული!!!დაბრუნდით თქვენი ცოდნით,ინეტელექტით,ევროპულ-ამერიკული დემოკრატიულობის გამოვლენით და თქვენი ფინასებით (რათა აქ გახსნათ წარმოება -დაწესებულება და არა უცხოეთში),აქ დაასაქმოთ ხალხი და თქვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე გაიხარჯოთ საქართველოს (სამშობლოს) სიყვარულში !!!
თქვენ გელოდებათ ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო!!! :smile: :smile: :smile:
პათოსში ნუ ჩამომართმევთ,გთხოვთ!!!
მე უკვე ერთი წელია რაც დავბრუნდი და არ ვნანობ. მჯეროდა რომ მალე მორჩება შევარდნაძის ხანა და ესეც მოხდა. მეც მივიღე ამაში მონაწილეობა და ამითი ვამაყოფ. ეხლა მთავარია უკან არ დავიხიოთ. მთავარი ბრძძოლა წინ არის. ხომ ხედავთ რომ ის ხროვა ისევ ტავს წევს. დაუკვირდით რა ხდება თუნდაც ამ ფორუმზე.
გაუმარჯოს ქართუს!!
მეც მიხარია და ვამაყობ რომ გაძუნძულდა შერცხვენილი ედუარდი, ამკინოებში მივეჩვიე და ღამე წამოვარდნები მაქვს ისევ არ გაპრეზიდენტდეს კინოებში რომაა მკვდარი რომგგონია და რაომ აიღებს და ისვრის მაინც ისე არ იყოს.. რა ვქნა?
AMANDA!
27.11.2003, 17:58
[quote]
On `2003-11`-27 07:54, `Al-pachino` wrote:
"სუპერ ამანდა, თქვენი პროგნოზით რამდენი ხანი დასჭირდება იმას, რაც თქვენ ჩამოთვალეთ?"
მე გეტყვი რამდენი წელი .
მანამდე ამანდას ყველაზე უმცროსი შვილიშვილიც კი მოკვდება ღრმად მოხუცი.ასე 100 წელს გადაცილებული.
რამდენი წლის არის ამანდა შენი უმცროსი შვილიშვილი რო მივუმატო 100 ?
[/quot
ალპაჩინო ღმერთმა დაიფაროს საქართველო შენისთანა პოლიტიკური პროგნოზისტებისგან :smile:
AMANDA!
27.11.2003, 18:00
ალპაჩინო რამდენი წლის ხარ :smile:?
[ This Message was edited by: AMANDA! on `2003-11`-27 17:09 ]
AMANDA!
27.11.2003, 18:00
საქართველო ორიგინალური და ნიჭირე ხალხის ქვეყანაა და ყველაფერი ოკ იქნება.
ალპაჩინო რამდენი წელია საბერძნეთში ცხოვრობ?
რა არის დემოკრატია, ჩამოყალიბდი და აგვიხსენი შენი გაგებით :smile:
[ This Message was edited by: AMANDA! on `2003-11`-27 17:14 ]
ემიგრანტი ქართველებიც საჭიროა. როცა საქმე საქმეზე მივა მოიკითხავენ ქართველ ემიგრანტებს და აღმოჩნდება არცერთ ქვეყანაში შერიოზული დასაყრდენი ამ მხრივ არ გვაქვს, როგორც ვთქვათ სომხებს.
ამიტომ, მხარს უჭერ ორმაგი მოქალაქეობის შემორებას ეს დიდად შეუწყობს ხელს სახელმწიფოთაშორის ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ურთიერთობათა განვითარებას. ჩვენ გვჭირდება არა ჩაკეტვა არამედ მტკიცე ბიზნეს ხაზების გაბმა ევროპასა თუ ამერიკასთან რაც შემდგომში საფუძველი იქნება ქვეყნის სტაბილურობისა და ეკონომიკური აყვავებისა. მე ვფიქრობ ამას ყველაფერს ხელს შეუწყობს ორმაგი მოქალაქეობის მიღება, ჩვენი ემიგრანტებისთვის უფრო ახალი პერსპექტივები გადაიშლება.
პ.ს. დიდი სიამოვნებით მოვისმენდი იმ მინუსებს რაც ორმაგ მოქალაქეობას შეიძლება ახდეს.
Mlle Qartveli
27.11.2003, 22:28
აუცილებლად დავბრუნდები......როდისმე....და რაც მალე იქნება ეს როდისმე, მით უკეთესი...
მგონი არ არის საკამათო , რომ ნებისმიერი ადამიანი მშობლიურ ქვეყანაში ბევრად უფრო ბედნიერად გრძნობს თავს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. რაც არ უნდა კომფორტულად და მყუდროდ გრძნობდეს თავს, იმ სხვა ქვეყანაში.
მე საქართველოში ვერ ჩამოვალ, ამისთვის უნდა წავიდე სადმე, არადა აქა ვარ ჯერ :razz:
ამ კითხვის დასმა შეიძლება ცოტა ნაადრევადაც მომივიდა. მიზეზი კი ალბათ ის იყო, რომ ნებისმიერს, ვინც ამ ისტორიულ მოვლენებს ჩემსავით უცხოეთში ტელევიზიით ადევნებდა თვალს ეჭვიც არ მეპარება რომ გულით უნდოდა ყოფილიყო თავისი ხალხის გვერდით, მასთან ერთად ებრძოლა და მასთან ერთად ეზეიმა გამარჯვება. ეს ყველაფერი ემოციური გამოვლინებაა, თუ დავფიქრდებით, მიუხედავად მომხდარი ცვლილებების მთელი რადიკალურობისა, ცვლილებები მხოლოდ ახლა იწყება. მხოლოდ თანამდებობებზე პიროვნებების შეცვლით ჯერ ხომ ფაქტიურად არაფერი არ შეცვლილა. პირიქით, ეხლა იწყება მეტად მძიმე გარდამავალი პერიოდი, როდესაც დაიწყება ადგილობრივი მმართველობის შეცვლა, რაც ასევე ბრძოლის გარეშე არ მოხდება ბევრგან, მაფიოზურ კლანებშიც დაიწყება გადანაწილება, ძალოვან სტრუქტურებში, ერთი სიტყვით უნდა მოხდეს ძველის სრული ნგრევა და ახლის შენება. ამ ტოპიკში დასახელდა თუ რა ვადები ექნება ამ გარდაქმნებს, და ფორუმელების აზრით ეს იქნება ერთიდან ას წლამდე ვადებში. მე ვიტყოდი, რომ ცჩმის აზრით თუ ყველაფერი უშეცდომოთ და ფორს მაჟორების გარეშე წარიმართა ქვეყანაში, რეალურია ალბათ 5 წელი იმისთვის, რომ ქვეყანა პასუხობდეს გარკვეულ პირობებს, რომლის შემდეგაც მას შეიძლება ეწოდოს დემოკრატიული. რომელშიც იქნება ჭეშმარიტად საბაზრო ეკონომიკა და დაცული იქნება საზოგადოების ყველა წევრის სოციალური უზრუნველყოფის პირობები.
ეხლა მინდა რომ ყველამ გამოვთქვათ ჩვენი აზრი, რა უმთავრესი პირობები უნდა იყოს დაცული ქვეყანაში, რომ ჩვენ ყოყმანის გარეშე ავიკრიფოთ გუდანაბადი და დავბრუნდეთ საქართველოში.
ჩამოთვლას მე დავიწყებ და შევეცდები სია პრიორიტეტების მიხედვით დავალაგო:
1. ნორმალური საკანონმდებლო ბაზა (ამის გარეშე სხვა პუნქტები ვერ შესრულდება).
2. კანონის რიდი, პატივისცემა, დაცვა ყველას მიერ
3. დემოკრატიული პრინციპების დაცვა (პრესის თავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცვა).
4. კრიმინალური სიტუაციის რადიკალური გაუმჯობესება.
5. კორუფციის დაყვანა ევროპულ დონემდე, ან თუნდაც მიახლოვება ამ დონესთან :smile:.
6. შრომის და ბიზნესის წარმოების კულტურის დამკვიდრება. (აიკრძალოს სიმღერა "სოფლის შენებას რა უნდა, ერთი სიმღერის თქმა უნდა!") :smile:
7. სოციალური პირობების უზრუნველყოფა - ხელფასი მინიმუმ $300, პენსია მინიმუმ $150 (მე რომ კიდევაც კარგად ვიცხოვრო, თუ ჩემს მეზობელს, მეგობარს, ნათესავს უჭირს, იმ ქვეყანაში ვერ ვიცხოვრებ)
8. მიწისძვრების გაუქმება (шутка) :smile:
თუ რამე გამომრჩა, იმედია დაამატებთ, და იმასაც იტყვით ალბათ თუ როდის გახდება ესეთი საქართველო, ანგახდება როდესმე კია? მე იმედი მაქვს ამის იმიტომ რომ ძალიან მინდა დავბრუნდე ესეთ საქართველოში.
[ This Message was edited by: Cusa on `2003-11`-28 00:31 ]
[ This Message was edited by: Cusa on `2003-11`-28 00:44 ]
კუსა გეთანხმები ძველი უნდა შეიცვალოს.
მემგონი დასამატებელი ევროპული დონის განათლების მიღების საშუალება.
პატივცემულო ფორუმელებო,
ჩემის ღრმა რწმენით, გარკვეული პოზიტიური ძვრები მოსალოდნელია ქვეყნის ცხოვრებაში უკვე სულ მალე. მაგრამ ამავე დროს ვთვლი რომ შესაძლებელია თავი წამოჰყოს ერთ-ერთმა უდიდესმა პრობლემამ, რომელსაც კარგი კადრების არარსებობა ქვია.
როგორც ჩემთვის დღეს გახდა ცნობილი, ბატონმა სააკაშვილმა უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს მოუწოდა დაბრუნებულიყვნენ სახლში და აქ განეგრძონ ცხოვრება. მე რა თქმა უნდა მის სიტყვების ინტერპრეტაციას ვერ მოვახდენ, მაგრამ ვფიქრობ რომ ამ მიმართვაში ჩვეულებრივ მოქალაქეებთან ერთად იმ ახალგაზრდებზეც იყო საუბარი, რომლებიც უხროეთში განათლების მისაღებად არიან წასულები. მინდა დავეთანხმო ბატონ სააკაშვილს და უდიდესი მოწიწებით მივმართო საზღვარგარეთ მყოფ ახალგაზრდებს დაბრუნდნენ და აქ განაგრძონ კარიერა. მე კი გპირდებით რომ ვეცდები ლობირება გავუწიო დასავლური განათლებისა და აზროვნების ახალგაზრდების დაწინაურებას ჩვენი ქვეყნის მმართველობაში.
ასევე ადმინისტრატორს ვთხოვ რომ გამოაქვეყნოს ბატონი სააკაშვილის მიმართვის სრული ტექსტი ფორუმში.
დიდი მადლობა ყურადღებისათვის. ეს ქვეყანა ჩვენია !!!
აგა
Al-pachino
2.12.2003, 6:23
QUOTE
On `2003-12`-02 00:28, agatree wrote:
პატივცემულო ფორუმელებო,
ჩემის ღრმა რწმენით, გარკვეული პოზიტიური ძვრები მოსალოდნელია ქვეყნის ცხოვრებაში უკვე სულ მალე. მაგრამ ამავე დროს ვთვლი რომ შესაძლებელია თავი წამოჰყოს ერთ-ერთმა უდიდესმა პრობლემამ, რომელსაც კარგი კადრების არარსებობა ქვია.
როგორც ჩემთვის დღეს გახდა ცნობილი, ბატონმა სააკაშვილმა უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს მოუწოდა დაბრუნებულიყვნენ სახლში და აქ განეგრძონ ცხოვრება. მე რა თქმა უნდა მის სიტყვების ინტერპრეტაციას ვერ მოვახდენ, მაგრამ ვფიქრობ რომ ამ მიმართვაში ჩვეულებრივ მოქალაქეებთან ერთად იმ ახალგაზრდებზეც იყო საუბარი, რომლებიც უხროეთში განათლების მისაღებად არიან წასულები. მინდა დავეთანხმო ბატონ სააკაშვილს და უდიდესი მოწიწებით მივმართო საზღვარგარეთ მყოფ ახალგაზრდებს დაბრუნდნენ და აქ განაგრძონ კარიერა. მე კი გპირდებით რომ ვეცდები ლობირება გავუწიო დასავლური განათლებისა და აზროვნების ახალგაზრდების დაწინაურებას ჩვენი ქვეყნის მმართველობაში.
ასევე ადმინისტრატორს ვთხოვ რომ გამოაქვეყნოს ბატონი სააკაშვილის მიმართვის სრული ტექსტი ფორუმში.
დიდი მადლობა ყურადღებისათვის. ეს ქვეყანა ჩვენია !!!
აგა
არ არის ადვილი გადასაწყვეტი ეს .
ძნელია მიატოვო აქაურობა და ასე ხელაღებით წამოხვიდე,
ისე კი წამოვა ხალხი მალე.
მაგალითები ბევრია მაგრამ ერთს მოვიყვან
ადრეც მქონდა ნათქვამი.
აქ საბერძნეთში სადაც ახლა ვარ ალბათ რუსეთის და თურქრეთის მერე ყველაზე მეტი ქართველია.
აქ სხვა ქვეყნიდანაც ბევრია მიგრირებული ხალხი.
იყვნენ პოლონელები,ბალტიისპირელები,ჩეხები
და ბალკანელებიც .
მაგრამ გაიკრიფა ნელ ნელა ეგ ხალხი.
ეს ევროპასაც ხელს უშლის რომ ამდენი გადმოხვეწილია აქ. მაგრამ ევროპამ ერთი უნდა გაიგოს.
არ დაეხმარებიან მესამე ქვეყნებს გადააგდონ
დესპოტი მმართველები და მათი ეს პრობლემა არ გადაწყდება.ის რაც მად მოხდა ამის გამო სიხარული ძნელია დაფარო.
Anonymous
2.12.2003, 16:40
მე გუშინ უყურებდი კურიერს როდესაც ეს მიშას ეს თხოვნა გამოაქვეყნეს, მეც უერთდები ჩემს ცნამორბედს და ვაცხადებ რომ ვბრუნდები საქართველოში სექტემბერში.
შემოგვიერთდით
მიშა
კემბრიჯი
კუსა გეთანხმები,დაუმატებ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება.
პატივისცემით ტუღია.
Al-pachino
2.12.2003, 18:52
QUOTE
On `2003-12`-02 17:38, TUGIA wrote:
კუსა გეთანხმები,დაუმატებ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება.
პატივისცემით ტუღია.
მგონი ყინული დაიძრას კოლინა ჩვენი ძმა გამოდგა .
იტალიელი მსაჯი არა აი პაუელი.
რუსეთის ჯარს თუ არ დააძალე ისე არ წავლენ
რო წავლენ და ვინც რუსია და სისხლიანი ხელები აქვს აფხაზეთში , ურჩევნიათ თან გაყვენ.
ჩემი მტერი აფხაზი არაა მაგრამ რო დაერხევათ ზოგ მათგანს ცხადია.
ისე რუსებსაც დაერხევათ მალე ვნახავ მაგ ქვეყანას დანაკუწებულს .
იმწამსვე დავბრუნდები,როგორც კი დაბრუნდება აფხაზეთი ან საჭირო გახდება აფხაზეთის იარაღით დაბრუნება.წინააღმდეგ შემთხვევაში დამბრუნებელი არა ვარ,მხოლოდ სტუმრად ჩამოვალ.ოპრმაგ მოქალაქეობას დიდი სიამოვნებით მივიღებდი.
ერთს კი დანამდვილებით გეტყვით შვილიშვილს გავზრდი ნამდვილ ქართველად,ეხლა ჩემი ნიკუშა 1,5-ისაა,აუცილეწბლად თბილისში 53-ტე სკოლაში უნდა ისწავლოს `2-3`წელი მაინც,აუცილებლად მინდა ყავდეს თბილისში კლასელები და მეგობრები,წინააღმდეგ შემთხვევაში გადაგვარდება,ისწავლოს ქართული კაცური გაგება და გამოადგეს თავის სამშობლოს.(ისე დღეს მე არა და ნიკუშა ამერიკელია).
პატივისცემით ტუღია.
[ This Message was edited by: TUGIA on `2003-12`-02 18:09 ]
1 კანონის უზენაისობა
2 დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება
დანარჩენში ყველაფერში გეთანხმები :smile:
1. ნორმალური საკანონმდებლო ბაზა (ამის გარეშე სხვა პუნქტები ვერ შესრულდება).
2. კანონის რიდი, პატივისცემა, დაცვა ყველას მიერ
3. დემოკრატიული პრინციპების დაცვა (პრესის თავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცვა).
4. კრიმინალური სიტუაციის რადიკალური გაუმჯობესება.
5. კორუფციის დაყვანა ევროპულ დონემდე, ან თუნდაც მიახლოვება ამ დონესთან .
6. შრომის და ბიზნესის წარმოების კულტურის დამკვიდრება. (აიკრძალოს სიმღერა "სოფლის შენებას რა უნდა, ერთი სიმღერის თქმა უნდა!")
7. სოციალური პირობების უზრუნველყოფა - ხელფასი მინიმუმ $300, პენსია მინიმუმ $150 (მე რომ კიდევაც კარგად ვიცხოვრო, თუ ჩემს მეზობელს, მეგობარს, ნათესავს უჭირს, იმ ქვეყანაში ვერ ვიცხოვრებ)
8. მიწისძვრების გაუქმება (шутка)
QUOTE
On `2003-11`-26 20:53, Cusa wrote:
მე მინდა დაუსვა კითხვა უცხოეთში მცხოვრებ ყველა ქართველს, ბოლო მოვლენებმა გაფიქრებინათ ვინმეს დაბრუნება საქართველოში?
დაბრუნებაზე ჯერ ნაადრევია მემგონი ფიქრი...აქ კარგი სამუშაო და სტაბილური პატიოსანი ცხოვრებით ვცხოვრობ. რომ დავბრუნდე იმაში უნდა ვიყო დარწმუნებული რომ ჩემს ცხოვრებისეულ წეს-ჩვეულებებს: პატიოსანი შრომით ხელფასზე ცხოვრებას შევუდგები და ეს შესაძლებელი იქნება.
მანამდე რითიჩ შეუძლიათ უცხოეთში მყოფ ქართველებს ეს არის ის რომ ჩამოვიდნენ `1-2` თვის საქართველოში ყოველ წელს და დახარჯონ აქ ნაშოვნი ფული. ქვეყანას და ეკონომიკას კარგად გამოადგება ეს.
ვნახოთ მომავალში რა იქნება...
ევროპული განათლების მიღების შესაძლებლობასაც და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებასაც რა თქმა უნდა ვეთანხმები.
მიშამ მოგვიწოდა უცხოეთში მცხოვრებლებს დავბრუნდეთ, ეტყობა წაიკითხა ჩვენი პოსტინგი :smile: ისე ეს ფორუმი ზოგჯერ რომ წაიკითხონ ხოლმე, არ აწყენთ.