[quote]
On `2004-11`-07 19:06, Tolia wrote:
ხოოო! ნინოს შემოვევლე 717-ჯერ :smile:
(არ მიწყინო კარ გუნებაზე ვარ :wink:)
"სად დაიკარგა?"_ პასუხით დავიწყებ!
ისეთი ა რ ს ე ბ ი (ღირებულებები სპეციალურად არ დავწერე, ისევ ფულთან ასოციაციის გამო...არ გაიყიდოს! :wink: ) რასაც ჰქვია ადამიანობა,მეგობრობა, სიყვარული, პატიოსნება და ა.შ. თუ კი მართლა არის სადმე ან ვინმეში მერე არსადაც არ იკარგება....უბრალოდ დრო და პირობები სჭირდება იმის აღმოჩენას რომ ეს არ არის...ან არის.
და რო ფულიი ეხლა ბევრ რამეს წყვეტს...ეს ძალიან დიდი ხნით ადრე წინასწარ იყო ცნობილი....ეხლა ყველაზე ბნელი ხანაა კაცობრიობის ხანაში _ რკინის (ერთ დროს ოქროსი იყო ხანა, მაგრამ უკვე_ ხანა! :smile: )
როცა აღარც სიბრძნე, აღარც სიყვარული, აღარც ღირსებები...არაფერი ირაციონალური აღარ განსაზღვრავ საზოგადოების მორალს, მხოლოდ უტილიტარიზმამდე მისული პრაგმა , რომლის ინსტრუმენტი, როგორც ღირებულების საზომი არის სწორედ _ფ უ ლ ი!
[/quote]
მე კი მასაის შემოვევლე თავის ა რ ს ე ბ ე ბ ი ა ნ ა დ! :smile:
თუ ნებას მომცემ შენს ბოლო სიტყვასთან - ფ უ ლ თ ა ნ გამიჩნდა ასოციაცია და მოკრძალებულად მოგახსენებ. როგორც ყველაფერი დანარჩენი ამ ქვეყნად, ფულიც უბრალოდ ფულია, არც კარგია და არც ცუდი, მნიშვნელობას ჩვენ ვაძლევთ თავად. აი რაც არ მომწონს, ის არის, რომ უმეტესობისათვის ფული ხელის ჭუჭყი და ნეგატიური დატვირთვის მქონე მცნებაა. არადა ფული უბრალოდ ენერგიაა, რომელსაც ან აღმშენებლობისაკენ მიმართავ ან პირიქით. ბევრი თვლის, რომ თუ ადამიანი ან უკვე მდიდარია ფინანსურად ან ეს მიზნად დაუსახავს, აუცილებლად ანგარება ამოძრავებს მხოლოდ და არავითარი სულიერი სამყარო არ გააჩნია.
იცი შენ, რომ ამერიკა, სადაც ეხლა ვცხოვრობ, ყველას თვალში სწორედ ის ქვეყანაა სადაც პრაგმატიზმს მიყავს პარადი. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვითაა; თუ მოინდომებ და ჩაეძიები, აღმოაჩენ, რომ უამრავი ადამიანია აქ ვინც მოახერხა და ჰარმონიულად შეაჯერა თავისი მაღალი სულიერება და ფინანსური კეთილდღეობა ერთმანეთს. (ეხლა გავიღვიძე და მგონი ძალიან ბუნდოვნად მივედ-მოვედები რაღაცეებს :razz:) მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ მდიდარი (ფულით მდიდარი) ადამიანების მიმართ არასწორი სტერეოტიპები გვაქვს შექმნილი და ეს ბევრ რამეში ეს უკან გვხევს თავად ჩვენ.
და საერთოდ, მიჩნდება რიტორიკული კითხვა, რა სჯობია, იყო ღარიბი და კეთილი თუ იყო მდიდარი და კეთილი. სად უფრო მეტ სარგებლობას მოუტან სამყაროს? და სიმდიდრე მხოლოდ ფული არაა, ფული ერთი მხარეა სიმდიდრის მხოლოდ.
ჩემის აზრით, ადამიანმა უნდა აირჩიოს ის გზა სადაც გამდიდრდება, გაიზრდება და მეტ სარგებლობას მოუტანს სამყაროს. :smile:
[/quote]
თოლიკო ვენაცვალე! :smile:
გეთანხმები რომ ფული უკვე ენრგიაა, ის ენერგია რომელსაც ...იმაში,...... რა ქვია მაგას...ხო!ნუ რამ მნიშვნელობა აქვს სადაც..... მოკლედ "რეალიზაციის ენერგია" ჰქვცია. თითქმის ეგაა.
არადა მაშინ, როცა ფულის ფუნქციას ძვირფასი ლითონები ასრულებდნენ (სულ რაღაც 5 ათეული წლის წინ თუნდაც)ფულს მართალა ჰქონდა ის იდეური დატვირთვა, რაც მატერილაურ დოვლათს სხვა სახის სიმდიდრესთან აკავშირებდა.
"ბრეტონ-ვუდსის" შემდეგ ქაღალდის ფულადი ნიშნების უკან აღარ დგას არც ოქრო და არც ვერცხლი (ეს კეთილშობილი ლითონები მოგეხსენებათ რისი სიმბოლოებიც არიან),მის ღირებულებას გნსაზღვრავენ არა ეს უკანასკნელნი არამედ_რაღაც , სახელმწიფოს დირექტივა,შეიძლება ითქვას მირაჟი.
მოკლედ დღეს ის კავშირები ბევრწილად დაკარგულია როცა მატერიალური დოვლათი სულიერი სამყაროს სიმდიდრის მადლიანი გამოხატულება იყო, თუმცა იმედია არა ყველგან და არა ყოველთვის.
არა სიმდიდრისა და მდიდრების საწინააღმდეგო არა მაქვს რამე, არც კარგი ხელფასის

.
მე უბრალოდ აღვნიშნე, რომ დღეს ფული უფრო მეტ რამეს წყვეტს ვინემ ღირსება, სიბრძნე, სიყვარული და სხვა ა რ ს ე ბ ი ერთად აღებული წყეტდა ერთ დროს! და ასე არ არის როო? :wink:
ამსთან თითოეულ ჩვენთაგაზეა დამოკიდებული სად დაუდებთ ამ ტენდენციას ზღვარს პირადი ცხოვრების მაშტაბაბში, სადამდე შემოუშვებთ ფულს, როგორც ღირებულების საზომს (ფუსლ კიდევ სხვა სხვა ფუნქციებიც აქვს .....აქ იუზერები ძირითადად ფულიზე, როგორც გადახდის საშუალებაზე აპელირებენ :grin:
ისე ღმერთმა ყველას მოგცეთ ფულები იმდენი რამდენიც არ დაგაზიანებთ :smile:
და ისა კიდე_ ხალხი რომელსაც შენ იხსენბდი როგორც მდიდარი და იმავდროულად მაღალი სულიერების.
გეთანხმები, რომ უდაოდ არსებობენ ადამიანები რომელთაც აქვთ მატერიალური დოვლათიც და ზნეობრივი სიმაღლეც (და მადლობა ღმერთს)...მაგრამ, სიტყვაში _მაღალი სულიერება
მე გაცილებით მეტ რამეს ვგულისხმობ! შენ? :smile:
აი მაგალიტად სერაფიმე საროველი, ან დავით გარეჯელი _
"ჰუმანიტარული დახმარების პროგრამებს" არ ამუშვავებდდნენ, მაგრამ ვერც ერთი მდიდარი ადამიანი ვერ გააკეთებდა იმდენს ადამიანებისათვის რაც მათ.