დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: ქართველები საფრანგეთში
Rustavi 2 Forums > პოლიტიკა და საზოგადოება > უცხოეთი > ქართველები საზღვარგარეთ
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25
გუთანო
მე მესმის წერილის ავტორის.
ფსიქანალიზი ბევრ რამეს შეიძლება გაუკეთდეს, მაგრამ აქ არ არის მთავარი ავტორის პირადი მოტივაცია. მთავარია თავად მომენტი, რომელსაც აღწერს იგი.
დიახ, არსებობს მსგავსი ფენომენი და ამაზე უნდა დაიწეროს, უნდა ითქვას, უნდა გაანალიზდეს.
ერთადერთი, რაც ამ წერილს არ უხდება, განზოგადებაა.
anjelika

თუ ფულს "აკეთებ", მორალზე არ უნდა ილაპარაკო dry.gif ან პირიქით
GV@NTS@
ციტატა(Kutaiseli @ 2.12.2010, 13:05) *
და ეს ჩაშვება რა წესია, რა უფლებით ლაპარაკობ სხვის პირად მონაცემებზე?

სტატიას რაც შეეხება, მე რომ ვყოფიულიყავი, იმ ახვარს, ვინც ოსობას იბრალებდა და ქართველების მხრიდან შევიწროებაზე იგონებდა ისტორიებს, პირდაპირ ვეტყოდი რომ გარეწარი იყო და ტყუილს არ გადავუთარგმნიდი.
ვიცი ასეთი ისტორიები ათასობით ხდება, მაგრამ რამე ფასეული აღარ უნდა შევირჩინოთ?

რა თქმა უნდა კარგიც უამრავი ხდება საფრანგეთის ქართველობაში და შეიძლება მომავალი სტატიაც მათზე დაწეროს

არ მონია რომ ავტორის კონფიდენციალობა იქნა დარღვეული, რამე თუ მან თავად მიუთითა თავისი პირად მონაცემები სოციალურ ნეთვორქზე.
Kutaiseli
აქაური ნიკიც მიუთითა?

ციტატა(GV@NTS@ @ 3.12.2010, 17:26) *
არ მონია რომ ავტორის კონფიდენციალობა იქნა დარღვეული, რამე თუ მან თავად მიუთითა თავისი პირად მონაცემები სოციალურ ნეთვორქზე.

aanuka
ციტატა(Kutaiseli @ 4.12.2010, 2:18) *
რატომ მიედებ-მოედები ხოლმე. რა ღვინო, რის პროფესიონალი, ვინ თქვა მანახე ერთი.

ამ საკითხთან რა კავშირშია ჩემი ღვინისადმი სიყვარული.

თარჯიმანი და მისი უფლება-მოვალეობანი იმ საკითხთან დაკავშირებით რაც მე ავწიე, სულ ფეხზე მკიდია.

კაცი რომელიც სოცდახმარების გულისთვის მის სამშობლოზე ასეთ არაკაცობებს იგონებს, არის პიდარასტ-ი. თუ ვინმეს იცნობ მასეთს და ეს იარლიყი ეუხერხულება, შეუძლია პმ-ში მომმართოს და პირადად ვეტყვი.

საქართველოსკენ გამოხედვა უნდა აუკრალო მასეთებს.

სხვა მიზეზი რომ ეთქვა, ხმის გამღები არ ვიყავი....ყველას გაუმარჯოს მის გზაზე, მაგრამ არა საკუთარი ქვეყნის დაწიხლვის ხარჯზე.

რა სოც დახმარება რის ცოს დახმარება ქუთაიელო საერთოდ აზე ხარ რეებს ლაპარაკობ ?

როგორც ჩანს აზე არ ხარ ხოდა გააგრზელე ღვინისადმი სიყვარული...

მე მიუთითე ნიკი და კიდე მიუთითებ თუ საჭირო იქნება ( ესეთი ხალხი გამხელილნი უნდა იყვნენ )
Kutaiseli
ახლა მართლა აზე არ ვარ უკვე lool.gif

სწორია ის ტიპი საქართველოს სიყალბეებს რომ აბრალებს?

ციტატა(aanuka @ 3.12.2010, 22:24) *
რა სოც დახმარება რის ცოს დახმარება ქუთაიელო საერთოდ აზე ხარ რეებს ლაპარაკობ ?

როგორც ჩანს აზე არ ხარ ხოდა გააგრზელე ღვინისადმი სიყვარული...

მე მიუთითე ნიკი და კიდე მიუთითებ თუ საჭირო იქნება ( ესეთი ხალხი გამხელილნი უნდა იყვნენ )

კონსტანცა
ციტატა(Kutaiseli @ 3.12.2010, 16:18) *
კაცი რომელიც სოცდახმარების გულისთვის მის სამშობლოზე ასეთ არაკაცობებს იგონებს, არის პიდარასტ-ი. თუ ვინმეს იცნობ მასეთს და ეს იარლიყი ეუხერხულება, შეუძლია პმ-ში მომმართოს და პირადად ვეტყვი.

საქართველოსკენ გამოხედვა უნდა აუკრალო მასეთებს.

სხვა მიზეზი რომ ეთქვა, ხმის გამღები არ ვიყავი....ყველას გაუმარჯოს მის გზაზე, მაგრამ არა საკუთარი ქვეყნის დაწიხლვის ხარჯზე.

მეც მაგ აზრზე ვარ და დიდი კამათიც მქონდა ამასწინათ ამ ამბავთან დაკავშირებით, ყველა ყურით მოთრეული მიზეზი შემიძლია გავიგო ევროპის ქვეყნების თუ ამერიკის მოქალაქეობის მისაღებად ამ ერთის გარდა.
MISS-UNIVERSE
ციტატა(გუთანო @ 6.11.2010, 18:28) *
ქართველები საფრანგეთში

ერთი ამოჩემებული საპარიკმახერო აქვს ჩემს მეუღლეს. მიდის ერთ დღესაც გასაკრეჭად და დალაქი ჟილბერტი ეკითხება, შენი ცოლი ქართველია, არა? დაუდასტურა ჩემმა ქმარმა. დაიმორცხვა ჟილბერტმა, რაღაც უნდა მომეყოლა და მერიდებაო. ნუ გერიდება, აბა, რა ამბავიაო, შეაგულიანა ჩემმა ქმარმა.
ჟილბერტის ისტორია: საქს-გამბეტაზე (ლიონში საკმაოდ კომერციული უბანია, მაღაზიებით, სილამაზის სალონებითა და რესტორნებით) ჩამოიარეს ქართველმა ბიჭებმა, თუ გინდათ, არავინ შეგეხოთ და შეგაწუხოთ, მოგებიდან წილი გადაგვიხადეთ და ჩვენ დაგიცავთ, თითსაც ვერავინ დაგაკარებთო. ერთ კომერსანტს მოერიდა და არაფერი არ უთხრა, მეორემაც უარეაქციოდ დატოვა. მესამემ პოლიციაში დაასმინა და ახლა გავიგე, უკვე აუყვანიათ სათითაოდ.

დღეს პირველად წავედი საზაფხულო სამუშაოზე. ლტოლვილების ფორუმზე ქართველ ლტოლვილებსა და ფრანგ იურისტებს შორის თარჯიმნის ფუნქცია უნდა შევასრულო. ეს იურისტები ერთ ასოციაციას წარმოადგენენ, რომელიც ნებისმიერი წარმომავლობის ლტოლვილს, ლეგალური სტატუსის ძიებისას, საბუთების შედგენასა და თარგმნაში ეხმარება და იურიდიულ კონსულტაციას უწევს.
კარგად ჩაცმული, სიმპატიური ბიჭი გველოდება.

- დავიწყოთ. მე იურისტი ვარ. თქვენ პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი მიიღეთ. წაიკითხეთ მოტივი?

ვუთარგმნი. არაო, არ წამიკითხავსო, - ამბობს ბიჭი.

- გადაგითარგმნო ? - ვეკითხები.

- თუ გინდა, - ინდეფერენტულად იჩეჩავს მხრებს.

თავპატიჟი გამოვიდე და გადავუთარგმნე. წერილში ნათქვამი იყო, რომ შესაბამისი უწყების წარმომადგენლებს ეეჭვებოდათ, რომ ეს ბიჭი მართლა ოსური წარმომავლობის იყო და ამ მიზეზით პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარს ეუბნებოდნენ.

რა ტიპები არიანო, - დაიწუწუნა ბიჭმა.

იურისტმა ხელახალი საჩივრის შეტანა შესთავაზა. მაგრამ ბიჭს ამისთვის წვალება არ მოუწევს. არ იცის ფრანგული? ეგ არაფერი. აგერ, მოუყვანეს თარჯიმანი. თავზე დააყენეს იურისტი. ის გაუმზადებს წერილს და თვითონ მხოლოდ ის ექნება გასაკეთებელი, რომ საფოსტო ყუთში ჩააგდოს და დაელოდოს მორიგ პასუხს.

- პრობლემა ისაა, რომ თქვენ არ გაქვთ ოსური წარმომავლობის დამადასტურებელი საბუთები. ამიტომ თქვენი საჩივარი უფრო სანდოდ რომ გამოიყურებოდეს, თქვენი ისტორია უნდა მიამბოთ, მშობლებზე, თქვენს ოსურ ტრადიციებზე. თუკი განცხადებას მსგავსი დეტალებით შევავსებთ, ის უფრო დამაჯერებელი გახდება.

შევატყვე, ეს ამბავი არ ესიამოვნა. გვერდზე გაიხედა და მითხრა:

- უთხარი, რომ ყველაფერი დამეწვა, რა მოვყვე აბა, ახლა. უთხარი, შოკში იყო და არაფერი ახსოვსო, ასე უთხარი.

გავოცდი. იურისტი შეიშმუშნა :

- მესმის, რომ ძნელი გასახსენებელია შენთვის, მაგრამ დრო არ გაქვს, ვადა სამშაბათს იწურება, დღეს ხუთშაბათია, მანამდე ვეღარ შეგხვდები, თავს ძალა დაატანეთ და გაიხსენეთ თქვენი ისტორია.

ბიჭი ისევ უარზე იდგა. შოკში ვარ, არ მახსოვს. წავალ და სახლიდან მოვიტან ჩემს განცხადებას... - დიდხანს უწევდა წინააღმდეგობას იურისტს. მივხვდი, რომ ეს ერთი საცოდავი ტიპი კი არაა, ჯანღონით სავსე ახალგაზრდა ბიჭია, რომელიც ერთი წელია, საფრაგეთშია და ერთი ღერი ფრანგული ვერ ისწავლა, ტყუილებით გადის ფონს, რაღაც ისტორიას იგონებს, ისიც დაავიწყდა, საბუთები უნდა მოეტანა და ისიც სახლში დარჩა.
ბოლოს მიხვდა, რომ ასე ისევ თავის საქმეს იფუჭებდა და ჰა, ჯანდაბას, გადაუთარგმნეო, მითხრა.

ისტორია:

თბილისში. მშობლები ოსეთის რაიონის სოფელ ო...დან იყვნენ, მეც სოფელ ო...ში გავიზარდე და სკოლაც იქვე დავამთავრე, მაგრამ თბილისში, ბიძასთან ვიყავი ჩაწერილი. 7 აგვისტოს, ღამით სოფელში შემოვარდა ქართული ჯარი. მერე შემოვიდნენ რუსები ჩვენს დასაცავად. მე გამოვიქეცი სახლიდან. ტყეში. მერე ვნახე, რომ სახლი დაბომბილი იყო, მითხრეს, დედაშენი და მამაშენი დაიღუპნენო. იმ ღამითვე წამოვედი თბილისში, ბიძასთან. თბილისელი ბიძის სახლში გაჩერება შეუძლებელი იყო, მიძახდნენ, გაეთრიე შენს ოსეთშიო, მემუქრებოდნენ. გავიქეცი დუშეთში, მეორე ბიძასთან. იქედან კი გამოვიპარე საფრანგეთში ტრაილერით. უკან არ მიმსვლება, მე იქ აღარ მეცხოვრება.

- საიდან იცი, რომ ღამით ქართული ჯარი შემოვიდა? - დაინტერესდა იურისტი.

- რა ვიცი, უთხარი, ლაპარაკი მოესმაო. რამე უთხარი რა, - მთხოვა ბიჭმა.

- ტყე შორსაა სახლიდან?

- დაახლოებით ერთ კილომეტრში.

- უკან დილით დაბრუნდი?

- ხო, დილით.

- და დედ-მამა ნახე დახოცილი შენ თვითონ?

- არა, ასე მითხრეს. მე არ მინახავს.

- თბილისში რით ჩახვედი?

- ბილიკ-ბილიკ.

- აბა, ინტერვიუში რომ გიწერია ავტოსტოპითო?

- რა ვიცი, შოკში იყოო და ეგეთი არაფერი უთქვამსო, უთარგმნე - მომმართე მე.

- თბილისში რა ხდება ამ დროს?

- პანიკაა, დაეძებენ ოსებს, ერთი ამბავია.

- ვინ გემუქრება კონკრეტულად?

- ყველა, მეგობრები, სამხედროები, მეზობლები. გაეთრიე აქედანო, შენ ოსის აგენტოო, აქ იმიტომ ხარო, რო იქ ოსეთში ამბები ჩაიტანოო, - მეუბნებოდნენ.

- მაშინ ოსეთში რატომ აღარ დაბრუნდები?

- არა, იქ საქართველოს აგენტობაში გვადანაშაულბდნენ ყველას, - თქვა და გამომხედა ალმაცერად და თვალიც ჩამიკრა, - არადა, მაგ იურისტმა რომ იცოდეს, არცერთ ამ სოფელში ფეხი რომ არასდროს არ ჩამიდგამსო.

დიალოგი კიდევ ნახევარ საათს გაგრძელდა, მაგრამ იურისტი მაინც უკმაყოფილო იყო. განცხადების შედგენაში კი დაეხმარა, მაგრამ თან გააფრთხილა, იცოდე, შენი ისტორია იმდენად მშრალი იყო, სავარაუდოდ, პოლიტიკურ თავშესაფარზე ისევ უარს მიიღებო.

-ეგ არაფერი, - ჩაიცინა ბიჭმა, - ერთი ის კითხე, ფულს როდის დამირიცხავენო.

მალე. მალედაურიცხავენ. თავშესაფარიც აქვს. 100 პროცენტით უფასო ჯანმრთელობის დაზღვევითაც სარგებლობს. ალბათ ფრანგულ მაღაზიებსაც «სწყალობს», გზად შემოხვდება ვინმე ქართველი, გალანძღავენ ფრანგებს. არაფერი მაგათმა არ იციან, ყველი რა იციან მაგათმა, ან ღვინო ან გართობაო, მეგობარი მაგათ არ იციანო. ერთი პროფესია აქვთო და იმის იქეთ არაფერი არ იციანო, გაავსეს ქვეყანა ზანგებით და არაბებითო, ჩვენ რომ ვიცით ჩახუტება და გაგება, ამათ ასე იციანო? ამ ჭიქითო საქართველოს გაუმარჯოსო, ასე შორს რომაა და მარგალიტივით რომ ანათებსო. გადაკრავენ ფრანგულ ღვინოს, დააყოლებენ ბაგეტს და კამამბერს, უფასოდ იმგზავრებენ, ფრანგებს დედას შეაგინებენ და გულიანად იცინებენ, ამათ ჰგონიათ, კარგ რამეს ვეუბნებითო.

გავიფიქრე, რომ დღეს ამ თარგმანში ოცი ევრო გამოვიმუშავე, წავალ და გადასახადებსაც გადავიხდი, ამ ადამიანთა ცხოვრებაში - ჯანდაცვაში, ტრანსპორტში, სულ პატარა პროცენტს მეც შევიტან. ისევე, როგორც ყველა დასაქმებულ ფრანგს შეაქვს თავისი წილი ქვეყნის ბიუჯეტში და საკუთარი შრომით აცხოვრებს ქვეყანაში თავშესაფრის თხოვნით შემოსულ ლტოლვილებს - მათ, ვისაც ძალიან უჭირს. არადა, უჭირს ახლა ამ დამრტყმელ, პურისმჭამელ ქართველ ლევანს ?

აგვისტოში კიდევ 5-ჯერ მომიწევს თარჯიმნის ფუნქციის შესრულება. მგონი, არანაკლები ტყუილების მოსასმენად უნდა მოვემზადო.

თინი ნოღაიდელი-მიშელი

"გავიფიქრე, რომ დღეს ამ თარგმანში ოცი ევრო გამოვიმუშავე, წავალ და გადასახადებსაც გადავიხდი, ამ ადამიანთა ცხოვრებაში - ჯანდაცვაში, ტრანსპორტში, სულ პატარა პროცენტს მეც შევიტან. ისევე, როგორც ყველა დასაქმებულ ფრანგს შეაქვს თავისი წილი ქვეყნის ბიუჯეტში და საკუთარი შრომით აცხოვრებს ქვეყანაში თავშესაფრის თხოვნით შემოსულ ლტოლვილებს - მათ, ვისაც ძალიან უჭირს. არადა, უჭირს ახლა ამ დამრტყმელ, პურისმჭამელ ქართველ ლევანს ? "

-ეჰ, ნოღაიდელი მიშელი............
რა დრო დადგა არა?
wink.gif
Tusia26
ციტატა(MISS-UNIVERSE @ 6.12.2010, 10:37) *
"გავიფიქრე, რომ დღეს ამ თარგმანში ოცი ევრო გამოვიმუშავე, წავალ და გადასახადებსაც გადავიხდი, ამ ადამიანთა ცხოვრებაში - ჯანდაცვაში, ტრანსპორტში, სულ პატარა პროცენტს მეც შევიტან. ისევე, როგორც ყველა დასაქმებულ ფრანგს შეაქვს თავისი წილი ქვეყნის ბიუჯეტში და საკუთარი შრომით აცხოვრებს ქვეყანაში თავშესაფრის თხოვნით შემოსულ ლტოლვილებს - მათ, ვისაც ძალიან უჭირს. არადა, უჭირს ახლა ამ დამრტყმელ, პურისმჭამელ ქართველ ლევანს ? "

-ეჰ, ნოღაიდელი მიშელი............
რა დრო დადგა არა?
wink.gif

სულ პატარა პროცენტი შეიტანა, რა გჭირს შენ! ცრუპენტელა ბიჭს უთარგმნა რაცხა...
აბა ბლოგი რისთვინ აქვს? რაცხა ხო უნდა დაწერილიყო...
" ნუ... ეს რათქმაუნდა ყვავყორანთა თვალს არ გამოპარვია" სვავებმა ჩაიტკბარუნეს პირი...- მეორემხრივ, მან გაგვანდო არც თუ ისე ახალი ამბავი. ისტორია მართლა საზარელია
ავტორი, ემოციური "ბლოგერია" (რავა ყველა გაბლოგერდა) არ ფიქრობდა რას წერდა ან როგორ შეიძლებოდა გამოეყენებინა ხალხს ეს მის წინააღმდეგ.
ქართველების მიერ მუქარები თუ განხორციელდა, მართლა სამარცხვინო ფაქტია და არანაირად ჩამოუვარდება იმ ბიჭის საქციელს...
MISS-UNIVERSE
ციტატა(Tusia26 @ 6.12.2010, 20:35) *

რებეკა ემოციური ბლოგერია, არ ფიქრობდა რას წერდა ან როგორ შეიძლებოდა გამოეყენებინა ხალხს ეს მის წინააღმდეგ.
ქართველების მიერ მუქარები თუ განხორციელდა, მართლა სამარცხვინო ფაქტია და არანაირად ჩამოუვარდება იმ ბიჭის საქციელს...

- გული დამწყდა მე რომ არ შემაქვს ის პატარა % არც აქ, არც იქ " ქვეყანაში თავშესაფრის თხოვნით შემოსულ ლტოლვილებისთვის" biggrin.gif

მეზარება წერა...

... რაცხას* დაწერას არ დაწერა ჯობს, -ასე არ ტკვა რუსტაველმა? wink.gif
გუთანო
პარიზის "თეატრი13" მასპინძლობს კავკასიურ ფესტივალს 8-დან 20 დეკემბრამდე

103 A boulevard Auguste Blanqui
75013 Paris

ოფ საიტი: Festival Caucase

გაიმართება კონცერტები, ფილმების ჩვენება, მხატვრული კითხვა, საუბრები არტისტებთან, გამოფენები...
წარმოდგენილია საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ინგუშეთი, ჩეჩნეთი...
ქართული რეპერტუარიდან პროგრამაშია:

კონცერტები -

14 დეკემბერი 20სთ30 - ჯგუფი "პანკისი" (საქართველო/ჩეჩნეთი)
16 დეკემბერი 19სთ30 - გაგიკ მამუკიანი & ლელა თათარაიძე (სომხეთი/საქართველო)
18 დეკემბერი 19სთ30 - ნიაზ დიასამიძე & Lo’Jo Trio (საფრანგეთი/საქართველო)
19 დეკემბერი 15სთ30 - ვერვერი & ბასიანი (სომხეთი/საქართველო)
19 დეკემბერი 20სთ30 - "The შინ" (საქართველო)

ფილმები -

"ქოლგა" - კობახიძე
"პასტორალი" - იოსელიანი
"უჩინარი" - ლიანა ჯაყელი
"აფხაზეთი - დამოუკიდებლობა ნებისმიერ ფასად" - ბარბარა ლჰორ
"ოცნებების სასაფლაო" - გოგა ხაინდრავა
"Street days" - ლევან კოღუაშვილი
"საქართველო თავგანწირვით ელის ევროპას" - ნინო კირთაძე
"სოხუმი, შავი სანაპირო" - მატილდ დამუაზელ
"ქართველად ყოფნის სირთულის შესახებ" - არმან გატი
"რაც ოთარი წავიდა" - ჯული ბერტუჩელი
"ნიკო ფიროსმანი, მხატვარი" - პატრიკ კაზალს
"ფიროსმანი" - გიორგი შენგელაია
"სურამის ციხის ლეგენდა" - ფარაჯანოვი

ასევე გაიმართება მასტერ კლასი რზეო გაბრიაძესთან.
remedios_rebeka
ციტატა(გუთანო @ 3.12.2010, 4:02) *
მე მესმის წერილის ავტორის.
ფსიქანალიზი ბევრ რამეს შეიძლება გაუკეთდეს, მაგრამ აქ არ არის მთავარი ავტორის პირადი მოტივაცია. მთავარია თავად მომენტი, რომელსაც აღწერს იგი.
დიახ, არსებობს მსგავსი ფენომენი და ამაზე უნდა დაიწეროს, უნდა ითქვას, უნდა გაანალიზდეს.
ერთადერთი, რაც ამ წერილს არ უხდება, განზოგადებაა.

მადლობატ გუტანო.
აბსოლიტურად გეთანხმები, თუ ამ წერილში განზოგადება ჩანს, ეს არის შეცდომა. წერილში მინდოდა კონკრეტულ ტემაზე და პრობლემაზე საუბარი. არც კი ვიცოდი რომ ეს ფორუმში გადმოგიტანია. რისთვისაც დიდ მადლობას გიხდი.
remedios_rebeka
ციტატა(Kutaiseli @ 4.12.2010, 2:09) *
აქაური ნიკიც მიუთითა?

ქუთაისელო, არავითარი ნიკი მე არ მიმითითებია.
კარგი იდეაა, რომ თუნდაც იმის დასამტკიცებლად, რომ ქართველების წინააღმდეგ არ ვარ, მომავალი წერილი (სტატია ეს ნამდვილად არაა) იქნება ვინმე საამაყოზე smile.gif ვცდილობ იაშვილს დავუკავშირდე კარგა ხანია და რახან ასეთი აზრი გამოითქვა, შეიძლება ამ ყველაფერს მიებას.
ჩაშვებას რაც შეეხება, მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს ამ სიტყვასთან. აბსოლიტურად არა ქურდული.
remedios_rebeka
ციტატა(aanuka @ 4.12.2010, 2:24) *
რა სოც დახმარება რის ცოს დახმარება ქუთაიელო საერთოდ აზე ხარ რეებს ლაპარაკობ ?

როგორც ჩანს აზე არ ხარ ხოდა გააგრზელე ღვინისადმი სიყვარული...

მე მიუთითე ნიკი და კიდე მიუთითებ თუ საჭირო იქნება ( ესეთი ხალხი გამხელილნი უნდა იყვნენ )

smile.gif გენაცვალე, ჩემი ნიკი ყველაù ზეპირად იცის smile.gif გამხელილიო რომ ამბობ, ნეტა დამალულად ხომ არაფერი დამიწერია? შავით თეთრზე არ წერია ჩემი სახელი? აი საოცრებაც smile.gif თვით ჩემი ავატარიც ჩემი ფოტოა და ამაზე მეტი რა ვქნა.
remedios_rebeka
ციტატა(aanuka @ 1.12.2010, 11:00) *
მნიშვნელობა აქვს იმიტომ რომდიდი ამბები მოხვდა თქო ... გითხარი თან ლიონში

არ მსურს ამ სტატიაზე საუბარი მარაზმია და გულის ამრევი ......

რა ვთქვა sad.gif მართლა არ ვიცი რა ვთქვა. ნეტა მართლა ასეთი სისულელე დავწერე? ნეტა ერთი ბეწო სიმართლე და სატკივარი არ იდო ჩემს წერილში? არუქა, მეტაკე ანუკა, მიდი, არ დამინდო. აბა ჰე, გიცდი. ტეეფონის ნომერს და ჩემს მისამართსაც მოგაწოდებ თუ გინდა, ნიკებზე კი არ ვარ ამოფარებული.
remedios_rebeka
ციტატა(GV@NTS@ @ 2.12.2010, 20:45) *
ძალიან ბანალური სტატიაა უფრო მეტად ბანალურ თემაზე!

ძალიან მანტერესებს წარმატებული ქართველი არ არსებობს საფრანგეთში? რატომ არ წერ მასზე?
უფრო საინტერესო იქნება, ჩემთვია შენთვის და სხვისთვის.
ასეთი სიტუაცია ყველა ქვეყანაში ხდება და ყველა ეთნოსის წარმომადგენლებში.
არაფერი ახალი არ არის.
მაგრამ შენ არასოდეს არ დაწერ წარმატებულ ქართველზე.
იცი რატომ?
საკუთარი თავის კომპლექსი გავს. რასაც ეს მთლიანი სტატია ეხება. აქ მხოლოდ საკუთარი თავის წარმოჩენას ცდილობ და იმის თქმა გინდა რომ შენ იმ დაბალსაფეხურზე მდგარ ქართველზე ცოტა მაღლა დგახარ, წარმატებულ ქართველზე არ დაწერ, იმიტომ რომ შენ მასზე დაბალ საფეხურზე გამოჩნდები.

აუცილებლად დავწერ წარმატებულ ქართველზე. ისე შენგან კი გამიკვირდა გვანცა. შეიძლბა კარგად ვერ დავწერე, ჰა, კარგი, ან სათაური ბანძობაა, ჰა კარგი, ან რაღაც ვერაა, მესმის. მაგრამ არაფერი სიმართლე არ წერია ამ სტატიაში? დავწერ წარმატებულ ქართველზე. დანაშაულის გრძნობით კი არა, ისედაც უნდა დამეწერა და როცა მოვიპოვებ დროს, კავშირებს და თანხმობას, ესეც იქნება. მაგრამ საიდან მოგაქვს ეს იდეები ჩემზე, რომ მე თავი ვიიღაცაზე მაღლა მგონია, ან რომ არაფრით არ დავწერ წარმატებულ ქართველზე "იმიტომ რომ შენ მასზე დაბალ საფეხურზე გამოჩნდები". კი დავწერ, მორალი თუ მეყო ამ ყველაფრსი შემდეგ რაც ბლოგს მოყვა. მართლა ძალიან იმედგაცრუებული ვარ. აბა, დამცხეთ, არ დამინდოთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. აბა ჰე, ვისაც არ ეზარება.
რა ვინმზე მაღლა მგონია თავი. თავის ქმარსო, იმიტომ გაყვაო რომ კარიერაში წინსვლა უნდოდაო ბლოგზე დაწერეს. კარგით რა, მაღლა ვარ სხვებზე და წინ ვარ კარიერაში, მაღაზიაში ვმუშაობ 6 დღე კვირაში ღამის 8 საათამდე. აბა, სუ წინა ვარ და ვინ შემედრება. ფუ, რა სისულელეა sad.gif
remedios_rebeka
ციტატა(Tusia26 @ 6.12.2010, 20:35) *
სულ პატარა პროცენტი შეიტანა, რა გჭირს შენ! ცრუპენტელა ბიჭს უთარგმნა რაცხა...
აბა ბლოგი რისთვინ აქვს? რაცხა ხო უნდა დაწერილიყო...
" ნუ... ეს რათქმაუნდა ყვავყორანთა თვალს არ გამოპარვია" სვავებმა ჩაიტკბარუნეს პირი...- მეორემხრივ, მან გაგვანდო არც თუ ისე ახალი ამბავი. ისტორია მართლა საზარელია
ავტორი, ემოციური "ბლოგერია" (რავა ყველა გაბლოგერდა) არ ფიქრობდა რას წერდა ან როგორ შეიძლებოდა გამოეყენებინა ხალხს ეს მის წინააღმდეგ.
ქართველების მიერ მუქარები თუ განხორციელდა, მართლა სამარცხვინო ფაქტია და არანაირად ჩამოუვარდება იმ ბიჭის საქციელს...

ტუსია smile.gif არც შენგან ველოდი ამ ჭკვიანურ პოსტს. ა, სწორი პასუხი smile.gif
aanuka
ციტატა(remedios_rebeka @ 14.12.2010, 12:45) *
რა ვთქვა sad.gif მართლა არ ვიცი რა ვთქვა. ნეტა მართლა ასეთი სისულელე დავწერე? ნეტა ერთი ბეწო სიმართლე და სატკივარი არ იდო ჩემს წერილში? არუქა, მეტაკე ანუკა, მიდი, არ დამინდო. აბა ჰე, გიცდი. ტეეფონის ნომერს და ჩემს მისამართსაც მოგაწოდებ თუ გინდა, ნიკებზე კი არ ვარ ამოფარებული.

ნიკებზე ამოფარება რად გინდა ან ვის რად უნდა შენ გონია მე ვარ ამოფარებული ? ძალიან ცდები იმას ვამბობ რაც მინდა და ვიცი მისამართითაც მინდა ამას ამდენი ხანი თუ ვერ მიხვდი - შენი პრობლემა.....

შენი ტელეპონის ნომერი და მისამართი რად მინდა ? რო გეტაკო ? ხალხნო სულ ნუ მაგიჟებთ სადმე შენ გსმენია მსგავსი რამ ანუკაზე ? მე აქ გაგეცი პასუხი ... და თუ როდისმე სადმე შემხვდი იაქაც იგივეს გეტყვი რაც აქ გითხარი დამიჯერე არ მომერიდება ...

მაგრამ ტაკება , როგორც შენ ამბობ ეგ მე არ მჩვევია ან ვერც წარმომიდგენია რატო უნდა დაგირეკო ან რა უნდა გითხრა საქმეები გირჩიო ? ოი საოცრებავ რას აღარ გაიგებ .....

დაწყნარდი რებეკა და ნუ ხარ აღელვებული შენი პასუხებიდან ჩანს რო მიხვდი რაც დაწერე და იმედია ესეთ სისულელეს ააღარ გაიმეორებ ქართველების გმობა დამიჯერე კარგს არაფერ მოგიტანს თუნდაც ფრანგებში შენზე კარგად ამათ მე ვიცნობ შენ თუ 3 წელია ცხოვრობ მე 16 წელია ამათ უკურებ ...

შენ შენსას თ პატივს არ სცემ ესენი ათასი წელი შენ პატივს არ გცემენ
თორე ის რაც ხდება ლიონში და საერთოთ საზღვარგარეთ დამიჯერე ყველამ კაგად ვიცით , ვხედავთ და გვტკივა მაგრამ არის სხვა გამოხატვის ფორმები ... და არა ის რაც შენ გააკეთე

სულ ეგ არის რისი თქმაც მინდოდა ( მე აწ გადავხედე ჩემ პოსტებს და რამოდენიმე წაუშლიათ რუსთავ ორს ბრავო ამისატვის მერამდენედ ვამბობ რო ჩემი ბოლო პოსტია ამ ფორუმზე )

tam-a
ციტატა(გუთანო @ 8.12.2010, 1:52) *
პარიზის "თეატრი13" მასპინძლობს კავკასიურ ფესტივალს 8-დან 20 დეკემბრამდე

103 A boulevard Auguste Blanqui
75013 Paris

ოფ საიტი: Festival Caucase

გაიმართება კონცერტები, ფილმების ჩვენება, მხატვრული კითხვა, საუბრები არტისტებთან, გამოფენები...
წარმოდგენილია საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ინგუშეთი, ჩეჩნეთი...
ქართული რეპერტუარიდან პროგრამაშია:

კონცერტები -

14 დეკემბერი 20სთ30 - ჯგუფი "პანკისი" (საქართველო/ჩეჩნეთი)
16 დეკემბერი 19სთ30 - გაგიკ მამუკიანი & ლელა თათარაიძე (სომხეთი/საქართველო)
18 დეკემბერი 19სთ30 - ნიაზ დიასამიძე & Lo’Jo Trio (საფრანგეთი/საქართველო)
19 დეკემბერი 15სთ30 - ვერვერი & ბასიანი (სომხეთი/საქართველო)
19 დეკემბერი 20სთ30 - "The შინ" (საქართველო)

ფილმები -

"ქოლგა" - კობახიძე
"პასტორალი" - იოსელიანი
"უჩინარი" - ლიანა ჯაყელი
"აფხაზეთი - დამოუკიდებლობა ნებისმიერ ფასად" - ბარბარა ლჰორ
"ოცნებების სასაფლაო" - გოგა ხაინდრავა
"Street days" - ლევან კოღუაშვილი
"საქართველო თავგანწირვით ელის ევროპას" - ნინო კირთაძე
"სოხუმი, შავი სანაპირო" - მატილდ დამუაზელ
"ქართველად ყოფნის სირთულის შესახებ" - არმან გატი
"რაც ოთარი წავიდა" - ჯული ბერტუჩელი
"ნიკო ფიროსმანი, მხატვარი" - პატრიკ კაზალს
"ფიროსმანი" - გიორგი შენგელაია
"სურამის ციხის ლეგენდა" - ფარაჯანოვი

ასევე გაიმართება მასტერ კლასი რზეო გაბრიაძესთან.

როგორ ვინატრო ახლა მანდ ყოფნა... smile.gif
გუთანო
ციტატა(remedios_rebeka @ 14.12.2010, 10:36) *
მადლობატ გუტანო.
აბსოლიტურად გეთანხმები, თუ ამ წერილში განზოგადება ჩანს, ეს არის შეცდომა. წერილში მინდოდა კონკრეტულ ტემაზე და პრობლემაზე საუბარი. არც კი ვიცოდი რომ ეს ფორუმში გადმოგიტანია. რისთვისაც დიდ მადლობას გიხდი.

არაფრის biggrin.gif
არ ვიცოდი, რომ შენი იყო.
გუთანო
ციტატა(remedios_rebeka @ 14.12.2010, 10:40) *
ქუთაისელო, არავითარი ნიკი მე არ მიმითითებია.
კარგი იდეაა, რომ თუნდაც იმის დასამტკიცებლად, რომ ქართველების წინააღმდეგ არ ვარ, მომავალი წერილი (სტატია ეს ნამდვილად არაა) იქნება ვინმე საამაყოზე smile.gif ვცდილობ იაშვილს დავუკავშირდე კარგა ხანია და რახან ასეთი აზრი გამოითქვა, შეიძლება ამ ყველაფერს მიებას.
ჩაშვებას რაც შეეხება, მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს ამ სიტყვასთან. აბსოლიტურად არა ქურდული.

კაი იდეაა იაშვილთან გასაუბრება.

გუთანო
ციტატა(tam-a @ 14.12.2010, 14:19) *
როგორ ვინატრო ახლა მანდ ყოფნა... smile.gif

smile.gif მე რომ ვარ, ერთბაშად, ყველგან არ წავიდე biggrin.gif დრო არაა. ერთ-ორზე თუ წავალ.
"ზე შინ" კაი რამე ჩანს. ჯაზის და ფოლკლორის და კიდევ რაღაცეების ნარევიო, უცნაურ ინსტრუმენტებზეო.
კონსტანცა
ციტატა(გუთანო @ 14.12.2010, 15:20) *
smile.gif მე რომ ვარ, ერთბაშად, ყველგან არ წავიდე biggrin.gif დრო არაა. ერთ-ორზე თუ წავალ.
"ზე შინ" კაი რამე ჩანს. ჯაზის და ფოლკლორის და კიდევ რაღაცეების ნარევიო, უცნაურ ინსტრუმენტებზეო.

შინი არ გამოტოვო, აუცილებლად წადი, ისიამოვნებ.

http://www.youtube.com/watch?v=iDacE1Jx4lo...feature=related
გუთანო
ციტატა(კონსტანცა @ 15.12.2010, 3:35) *
შინი არ გამოტოვო, აუცილებლად წადი, ისიამოვნებ.

http://www.youtube.com/watch?v=iDacE1Jx4lo...feature=related

მადლობა smile.gif
გუთანო
კარგი იყო ნიაზ დიასამიძე & Lo’Jo Trio smile.gif
მეტნაკლებად იმპროვიზირებული, სხვადასხვა ჟანრის მელოდიების და ინსტრუმენტების სასიამოვნი კოქტეილი შემოგვთავაზა ქართულ-ფრანგულმა ჯგუფმა.
ორიგინალური და მრავალფეროვანი იყო, ბევრი ტექსტით და პოეზიით.
მით უმეტეს, რომ რეპეტიციაც ნორმალურად არ გაუვლიათ, როგორც ნიაზმა გვითხრა.

ტაძიო
გამარჯობათ ხალხნო !
ახალ წელს გილოცავთ!

აი ეს არასასიამოვნო, მაგრამ საკმაოდ აქტუალური სტატია მინდა დავდო აქ, რომელიც "კვირის პალიტრას" დავესესხე და ჩავასესხებ მალევე smile.gif

"არმიანსკოე ჩუდო"

ამბავი საფრანგეთში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულემ შემატყობინა. ქართველ ემიგრანტს საახალწლოდ ქართული სუფრის გაშლა მოუწადინებია, მაგრამ მარცხი უწვნევია! წარმოიდგინეთ, როგორ გაოცდებოდა, როცა ქართულ ხაჭაპურს დანატრებულს მის ნაცვლად ხელში "ხაჩატურიანი", ჩურჩხელის ნაცვლად - "არმიანსკოე ჩუდო" და ქართული ღვინის ნაცვლად კი სომხური "საფერავი" შერჩა!

მას შემდეგ, რაც "ჩაკრულო" ჩვენმა მოძმე სომხებმა სომხურ ხალხურ სიმღერად და ანსამბლი "რუსთავი" სომხურ ხალხურ ანსამბლად მონათლეს, მეგონა, აღარაფერი გამიკვირდებოდა, მაგრამ საკვირველი და საგანგაშო უფრო სხვა რამ არის და სულ ტყუილად ვბრაზობთ მეზობლებზე, როცა ყველაფრის მიზეზი ჩვენსავე უნიათობაშია საძიებელი.

ნუგზარ სულაშვილი: - ცოტა ხნის წინ საფრანგეთის ქალაქ მონტობანში რუსულ სუპერმარკეტში შევედი. ემიგრანტი ქართველებისაგან გაგებული მქონდა, ქართული პროდუქცია რუსულ სუპერმარკეტებში იყიდებაო. "საფერავს" რომ მოვკარი თვალი, ფრთაშესხმულმა რამდენიმე ბოთლს დავავლე ხელი, ვიფიქრე, სამშობლოდან შორს საახალწლო სუფრას ქართული ღვინით დავამშვენებ-მეთქი. სანამ სალარომდე მივიდოდი, იმდენი ვეფერე ბოთლებს, იმდენი ცრემლი ვაპკურე...
- ჰაეს? - გამეკრიჭა გრძელცხვირა მოლარე.

- ნოო, ჯეორჯიან, - გავიკრიჭე მეც და "საფერავის" ბოთლები გამომწვევად ჩამოვულაგე დახლზე.
- ეს სომხური ძვირფასი ღვინოების კოლექციიდან არის, - მითხრა თავდაჯერებულად გამყიდველმა და კიდევ ერთხელ გამიღიმა.
გავშტერდი! რას ამბობთ, არ არსებობს სომხური "საფერავი"-მეთქი. როგორ გეკადრებათო, შეიცხადა მოლარემ და ეტიკეტზე მიმითითა, აგერ წაიკითხეთო. მერეღა დავაკვირდი. ეტიკეტზე გერმანულად კარგა მსხვილი ასოებით ეწერა: სომხური ღვინო "საფერავი" და მივხვდი, რომ ვარსკვლავთმრიცხველების ნაწინასწარმეტყველები მზის დაბნელება ჩემთვის 4 იანვარს კი არა, 26 დეკემბერს დაიწყო!

გულმოკლული და ნირწამხდარი მაღაზიის ადმინისტრაციას ვეცი, რას ჰქვია "საფერავს" სომხური ღვინო აწერია-მეთქი. მიპასუხეს, ჩვენ არაფერი ვიცით, ეს ღვინო საფრანგეთში გერმანიიდან შემოაქვთო. მწარმოებელი აღმოჩნდა ფირმა "არამე", რომელიც "საფერავს" აწარმოებს წარწერით "ძვირფასი სომხური ღვინოების კოლექციიდან". როგორ დავიჯერო, რომ სომხებს "საფერავის" წარმოების ექსკლუზივი მიჰყიდა საქართველომ?!

არ ვიცი, ამ ფაქტზე რა რეაქცია ექნება საქართველოს ხელისუფლებას, მაგრამ მე კი დავრჩი საახალწლოდ ნირწამხდარი და სომხური "საფერავის" ამარა!
ხომ არ შეიძლება, ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორიც "ხვანჭკარა", "საფერავი" და "ქინძმარაულია", ევროპელები საუკეთესო სომხურ ღვინოებად იცნობდნენ?
"ბედნიერება" თურმე წინ მელოდა: როცა "საუკეთესო სომხური ღვინოების კოლექციის" "საფერავი" გავსინჯე, კიდევ უფრო წამიხდა ხასიათი. საკმარისია, ერთხელ გასინჯოთ და არათუ "საფერავს", მგონი, ღვინოსაც აღარასოდეს გაეკარებით!

მოკლედ, ამ საახალწლო სიურპრიზის შემდეგ დავინტერესდი და აღმოვაჩინე, რომ ასეთივე "ქართული" პროდუქტები იყიდება ყველა იმ ქალაქში, სადაც რუსული სუპერმარკეტებია, მათ შორის - პარიზში, ლიონში, ბორდოში, სტრასბურგში, მარსელში. საფრანგეთში მასობრივად იყიდება სომხურ ანსამბლ "სუხიშვილების" კონცერტების კომპაქტდისკები, ხოლო ხაჭაპურს - "ხაჩატურიანი", აჩმას - "აჩმეიადინი", ჩურჩხელას - "არმიანსკოე ჩუდო", შოთის პურს - "აშოტას პური", გოზინაყს კი - "აინუში" ჰქვია!
ყველაზე გულსატკენი კი ის არის, რომ ყველა ამ პროდუქტის მომხმარებლები არიან ქართველი ემიგრანტები, რომელთაც პროტესტის გრძნობა არც კი უჩნდებათ(!).
სხვას რა უნდა მოვთხოვოთ, როცა არც ის აღარ ვიცით, რა არის სამშობლო ან მისი სიყვარული. რამდენიმე წლის წინ ამერიკაში ვიყავი. კალიფორნიაშიც აღმოვაჩინე სომხური "ხვანჭკარა", "ქინძმარაული" და "ბორჯომი", რომელიც მაღაზიასა და აფთიაქებში იყიდებოდა, როგორც საუკეთესო თვისებების მქონე სომხური სამკურნალო მინერალური წყალი. "ბორჯომს" ყველა წარწერა სომხურ ენაზე ჰქონდა, მხოლოდ მსხვილად წაწერილი "ბორჯომი" იყო ინგლისურად.

დავინტერესდი "ხვანჭკარისა" და "ქინძმარაულის" წარმომავლობით და რამდენიმე დღეში კალიფორნიაში სომხების ფირმას მივაგენი. ეს ამბავი სასწრაფოდ შევატყობინე საქართველოს საელჩოს, რამდენიმე დღეში კი ქართველი "ავტორიტეტები " დამადგნენ თავზე სომეხ ძმებთან ერთად და საქმე გამირჩიეს, არ გაბედო რაიმეს თქმა და ამ ამბავმა პრესამდე არ მიაღწიოს, თორემ ჩვენ ვიცით და ჩვენმა ბიჭობამო. მივხვდი, რომ მწარმოებლებმა ჩამიშვეს, წყლის ნაყვა იყო ყველაფერი - ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა და წილშიც იჯდნენ!

საახალწლო არდადეგების შემდეგ საფრანგეთშიც ვაპირებ ამ ამბის გაპროტესტებას, მაგრამ, მგონი, აქაც ქართველების ხელი ურევია და რითი დამთავრდება ეს ამბავი, ღმერთმა იცის.

მე თუ მკითხავთ, ეს სომხების ბრალი სულაც არ არის. გასდით და რატომაც არა! იმისათვის, რომ უცხოეთის ბაზრებზე ქართული დასახელებები და სავაჭრო ნიშნები დავიცვათ, ამ ქვეყნების კანონების ცოდნა და სულ ცოტა პატრიოტიზმის გრძნობაა საჭირო (მართალია, ახლა დროებას ჩამორჩენილი პატრიოტები აღარ არიან მოდაში, მაგრამ მაინც).

ეს ერთადერთი იარაღია, რაც საქართველოს სჭირდება ცივილიზებულ სამყაროში ამგვარ სიურპრიზებთან საბრძოლველად. ბრძოლის არენა კი, ცხადია, სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოა და ამ არენაზე გამარჯვებასაც ცოდნა და სახელმწიფოს (სწორედ მას ევალება ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვა) მხარდაჭერა ესაჭიროება. სამწუხაროდ, ქართულ კომპანიებს არ შეუძლიათ უცხოეთის სამართალდამცველ სტრუქტურებში საქმის აღძვრა, ძვირად ღირებული იურისტების დაქირავება სასამართლო პროცესისთვის, რომელიც ზოგჯერ თვეების განმავლობაში ჭიანურდება.

საქართველოს კანონმდებლობით, 18 ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოა დაცული, მათ შორის "საფერავიც". ამ დასახელებების დაცვა ევროკავშირის ქვეყნებში გარანტირებულია ლისაბონის ხელშეკრულებით, რომელსაც საქართველოც არის მიერთებული.

სტატიის ავტორი ხათუნა პაიჭაძე გახლავთ
გუთანო
nonoko67
ციტატა(გუთანო @ 24.06.2012, 17:48) *

მწერალი რომ პოლიტიკაზე ლაქ-ლაქით გასკ-ტ-ება დამთავრებულია "იქინე" საქმე. აგი სიუჟეტი მაცინებს. როგორც ყოველთვის აჭრილ-დაჭრილ,მოქმანებულ-მიქმანებულია. იმათთვის კი კარგი იყო დღე და ღამ რომ პოლიტიკაზე ფიქრით ვერ სძინავთ. შემზიზღდა სახელი მიშა და დაემატა ახლა ბიძინა. ერთი დღე, ერთი საათი ნუთუ შეუძლებელია ამ ყოველივეს გარეშე?.

დიდი სიხარულით მივედი. მეთქი ორი მწერალი (მიუხედავად იმისა რომ ჯაბა სანიკაშვილის აზრზე არ ვარ) წიგნი თან არ ჰქონდათ, მათ შემოქმედებაზე მაგათ არ ისაუბრეს და ჩემს მიერ დასმულ შეკითხვას რომელიც დავსვი სასაცილო პასუხი გასცეს (ჩემთვის) მერე სინქრონულადვე გადაუხვიეს და გააგრძელეს ისევ პოლიტიკა.

ჩემთვის აშაკარად "მიფინანსებული" (გემრიელად) ჩამოსვლა იყო. დაგეგმილად პოლიტიზირებული. ვოტ

ამ სიუჟეტს ვეძებდი გუთანო (მადლობა) :D
გუთანო
ციტატა(nonoko67 @ 25.06.2012, 9:00) *

არ ვიცოდი, თორემ წავიდოდი (თუ სამსახურის განრიგს არ ემთხვეოდა).
შენ, ეტყობა, საიდუმლო ინფოს იღებ biggrin.gif
კადრში რომ ვერ გხედავ?
ტაძიო
რას იზამ ნონოკო, ეგრე დიდი კონსტანტინეც კვერს უკრავდა მაშინდელ მთავრობას (თუმცა არ მახსოვს ვის, rolleyes.gif კონსტანტინე კი მახსოვს).
ისიც კი აგიტირებდა ან პროპაგანდირებდა !

ბიძინას ფენომენი გარდა უამრავი კარგის მკეთებლობისა, ის არის, რომ თავისი ბიძინობით ძალიან ახლოს დგას უბრალო ხალხთან. ისევე როგორც სულით-ხორცამდე პროვინციელი The ვანო , ან მაია პროფილიანი, ან კიდევ ნანუკა ტრაწიანი ... rolleyes.gif
- მიშამაც თავისი ტრაწიანი ტემპერამენტით, ასე თუ ისე მართებულად მენეჯირებული პოპულისტობით და აბსოლუტურად არაპროვინციული ჰაბიტუსით, უკვე 9 წლის გატანა მოახერხა.
ორი საპრეზიდენტო ვადა სრულიად საკმარისია იმისთვის , რომ არაფერი აკეთო და თავი მოაბეზრო, მაგრამ თუ რამეს გააკეთებ, მაშინ ერთი საპრეზიდენტო ვადაც ყელში ამოსასვლელია ხალხისთვის. რას იზამ ასეთია ამომრჩევლის პარადოქსული გუნება.

ერთი შეკითხვა მაქვს შენთან: რა შეკითხვა დაუსვი და დაახლოებით რა გიპასუხეს?
მეორე შეკითხვა: რა გინდოდა რო წაშრიალდი, რა გეგონა , რატი ამაღლობელი მართლა მწერალი იყო და არა დამწერელი? rolleyes.gif
მესამე შეკითხვა: თუ პარიზში იყავი , მოგეწერა და დაგპატიჟებდი პლაცებოს დახურულ კონცერტზე... rolleyes.gif
ისე თანამედროვე ქართული მწერლობა თუ მოგწყურდა, ეს წაიკითხე, არ აქვს ამ კაცს პრეტენზიები მწერლობაზე, მაგრამ აქვს რაღაც ინტელექტუალურად ხულიგნური. wink.gif

P.S. გადი, ვისკონტის ქუჩაზე, (Saint-Germain-des-Prés) იქ, 4 ნომერში თამარ კვესიტაძის გამოფენაა და ამ თვის ბოლომდე გასტანს.
nonoko67
ციტატა(გუთანო @ 25.06.2012, 15:26) *
არ ვიცოდი, თორემ წავიდოდი (თუ სამსახურის განრიგს არ ემთხვეოდა).
შენ, ეტყობა, საიდუმლო ინფოს იღებ biggrin.gif
კადრში რომ ვერ გხედავ?

კადრში აშკარად ვარ წამიერად . :D "თავჩაქინდრული" :D
nonoko67
ციტატა(ტაძიო @ 25.06.2012, 15:36) *

ტრაწიანებზე და პროფილიანებზე გეთანხმები.
მიშა და ბიძინა უკვე სახელიც კი მძულს და აღარაფერს დავამატებ.
კონსტანტინე იაფფასიანად არ იმოქმედება (ვიცით ეგ ჩვენ)
რაც შეეხება ჩემს შეკითხვას : ავიღე მიკრო :D და გაბრაზებულმა ავღნიშნე რომ მსურდა წიგნს დავბრუნებოდი. მერე ავღნიშნე რომ FრანკFურტის ბაზრობაზე ბევრი მსმენია ელექტრონული წიგნის შესახებ და მისი დადებითი-უარყოფითის აზრზე ვარ.
უბრალოდ ერთი მაინტერესებდა "მწერლებისგან" (თუნდაც არ იყო მწერალი)
ვთქვი: ჩვენი მთავარი პრობლემა მყიდველი კი არ არის არამედ მკითხველი მეთქი. არა მგონია საქართველოში ელექტრონული წიგნის გამო მკითხველი გაიზარდოს, რადგან ფასი ნაკლები იქნებათქო. ყველამ იცის მკითხველის პრობლემაა და რიგით მერამდენე "ჭ" ადგილას ვართ არ ვიცითქო.
წიგნის სიყვარულია პრობლემა და არა სხვა რამეთქო. რადგან წიგნის მოყვარული მოახერხებს წაკითხვას...ასე შემდეგ და ასე შემდეგთქო.
პასუხი: რასაც აკეთებს მშობელი იმას იმეორებს შვილიცო.
გამეცინა
ავდექი და წამოვედი
ჩემთვის პასუხი (თუმცა კითხვა მოიწონეს როგორც მივხვდი :D ყოველს შემთხვევაში წიგნთან დაკავშირებით ერთი კითხვა დაისვა, სხვა დანაღცენი იყო ბიძინა და მიშა) რატომღაც ამაღლობელის რჩევები აი. მოკლედ ჩემი პასუხის შემდეგ სინქრონულად გაგრძელდა საუბარი პოლიტიკაზე.

საქმე მქონდა მაღეზე და შევშრიალდი მეგობრებთან ერთად. ისე "რაძი ინ-ტ-ერე-სსო" თან მეგონა ლექსს იტყოდნენ და ასე შემდეგ.

ეჭვი მაქვს რომ დამპატიჟებდი
ან როგორ დაგგკავშირებოდი? ან საიდან მეცოდინებოდა შენი პარიზში ყოფნა? და ასე შემდეგ
ყოველს შემთხვევაში დაპატიჟებებს ვღებულო-ფ :D (ეს უკვე ხუმრობა იყო)

კვესიტაძის გამოფენა მომწერა შენმა მეგობარმა მეც (სამჯერ ზედიზედ) დღეს გავედი "გოროდში" იმდენი ვიარე რომ ძლივს დავბრუნდი უკან. (საქმისა გამო ვარ აქ, გადმობარგებას ვცდილობ და მოკლედ) აქ სასაუბრო არ არის ახალ ეს
თუ მოვახერხე წავალ. თუ არა და 28-ში დადა ჩამოდის და იქნებ ერთად წავიდეთ.
nonoko67
ციტატა(გუთანო @ 25.06.2012, 15:26) *
არ ვიცოდი, თორემ წავიდოდი (თუ სამსახურის განრიგს არ ემთხვეოდა).
შენ, ეტყობა, საიდუმლო ინფოს იღებ biggrin.gif
კადრში რომ ვერ გხედავ?

შანსი გქონია რომ არ წადი. ისე ვის ფულებს ხარჯა-მ-ენ როგორ მაინტერესებს რომ დაბორიალობენ ას-თ-ე? პარიზის მერე გერმანიის 8 ქალაქი. (ძვირიანი ქალაქები) სასტუმრო და ასე შემდეგ ხომ უნდა ავღნიშნოთ?
კაი იარე (განა წინააღმდეგი ვარ) "მარა" რისთვის?????????????????????????????????????????????????
ტაძიო
ციტატა(nonoko67 @ 25.06.2012, 22:35) *
რაც შეეხება ჩემს შეკითხვას : ავიღე მიკრო და გაბრაზებულმა ავღნიშნე რომ მსურდა წიგნს დავბრუნებოდი.
მერე ავღნიშნე რომ FრანკFურტის ბაზრობაზე ბევრი მსმენია ელექტრონული წიგნის შესახებ და მისი დადებითი-უარყოფითის აზრზე ვარ.
ვთქვი: ჩვენი მთავარი პრობლემა მყიდველი კი არ არის არამედ მკითხველი მეთქი. არა მგონია საქართველოში ელექტრონული წიგნის გამო მკითხველი გაიზარდოს, რადგან ფასი ნაკლები იქნებათქო. ყველამ იცის მკითხველის პრობლემაა და რიგით მერამდენე "ჭ" ადგილას ვართ არ ვიცითქო.
წიგნის სიყვარულია პრობლემა და არა სხვა რამეთქო. რადგან წიგნის მოყვარული მოახერხებს წაკითხვას...
პასუხი: რასაც აკეთებს მშობელი იმას იმეორებს შვილიცო.
გამეცინა
ავდექი და წამოვედი
მოკლედ ჩემი პასუხის შემდეგ სინქრონულად გაგრძელდა საუბარი პოლიტიკაზე.

საქმე მქონდა მაღეზე და შევშრიალდი მეგობრებთან ერთად. ისე "რაძი ინ-ტ-ერე-სსო" თან მეგონა ლექსს იტყოდნენ და ასე შემდეგ.

ეჭვი მაქვს რომ დამპატიჟებდი
ან როგორ დაგგკავშირებოდი? ან საიდან მეცოდინებოდა შენი პარიზში ყოფნა? და ასე შემდეგ
ყოველს შემთხვევაში დაპატიჟებებს ვღებულო-ფ (ეს უკვე ხუმრობა იყო)

კვესიტაძის გამოფენა მომწერა შენმა მეგობარმა მეც (სამჯერ ზედიზედ) დღეს გავედი "გოროდში" იმდენი ვიარე რომ ძლივს დავბრუნდი უკან. (საქმისა გამო ვარ აქ, გადმობარგებას ვცდილობ და მოკლედ)

გავკადნიერდები და გიპასუხე
1. მიკრო რომ აიღე, იმედია სწორად გეჭირა პირთან rolleyes.gif და მათ შენი შეკითხვა გაიგეს rolleyes.gif
2. დასავლური მკითხველი და მყიდველი ერთი რამ არის, როდესაც შეხვედრა წიგნების ირგვლივ ხდება.
(მყავდა ქართულის მასწავლებელი სკოლაში , თან ქვეყნის ყველაზე პრესტიჟულ სკოლაში, რომელიც წიგნს და წიგნებს ამბობდა ... ეს მისი ერთგვარი ნევროზული ტიკი იყო - მინდა მჯეროდეს!)
- თუმცა ასორმოცდაათი პროცენტით გეთანხმები იმაში, რომ დღევანდელ საქართველოში მკითხველი მყიდველს არ ნიშნავს. “წიგნ-დამოკიდებულთა“ ვინაობა იგივე დარჩა, რაც საბჭოთა პერიოდში იყო, პლუს მათი შვილების 30-50%.
3. ფრანკფურტის ბაზარი წმინდა პროფესიონალური გარემოა და ის ობიექტურად არ ასახავს მკითხველის(მყიდველის) ანუ საბოლოო ადრესატის მოთხოვნილებას. აქ მხოლოდ მიწოდებულ პროდუქტზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ.
4. მეც პირადად წიგნის სიყვარული ჩემი მშობლებისგან გადამედო - პატარა მაგალითი, რომ ვხედავდი სულ წიგნი რომ ჰქონდათ გადაშლილი , დავინტრიგებულვარ და 3 წლის ასაკიდან მიკითხავს ეს “ნიშანი“ რას ნიშნავს და ეს რას ნიშნავსო. იტოგში ქართული და რუსული კითხვა 4 წლისას დამიწყია (ეხლა დოსტოევსკის და რობაქიძეს არ ვააბულბულებდი, მაგრამ დუმბაძის და პუშკინის პატარა ლექსუკებს თურმე ვახუჭუჭებდი) - ანუ მიმეტიზმი მშობლებთან დაკავშირებით საკრალური რამ არის ბავშვებისთვის.
5.მარეზე რა საქმემ წაგაშრიალა , Overdose არ მიიღე ამდენი გადათხლაშული პიდა...ტების შემხედვარემ, მენჯებს რომ მიარხ-მოარხევენ და თვალებს რომ აკვესებენ. rolleyes.gif
ხანდახან გავლა თუ მომიხდა ვამბობ, კიდევ კარგი კალაშნიკოვი რომ არ მაქვს, თორემ რიგს მივუშვებდი -თქო. rolleyes.gif
როგორ მესმის ამ შემთხვევაში ჰომოფობების rolleyes.gif
6. ის "ჩემი მეგობარი" შენი მეგობარიც არის (უპირველეს ყოვლისა) wink.gif
7. “გღან პალეში“ ნიუტონის (ისააკის არა, ჰელმუტისა) გამოფენაა და არ გამაზო !
8. წიგნის მოყვარულო! შემოგევლე, ფრანგულსაც მიაქციე ცოტა ყურადღება ! შეეშვი fლისიდან "ლიტერატურულად უმიზნოდ" მოვლინებულ ფსევდო მწერლებს და CNL -ში შედი wink.gif
nonoko67
ციტატა(ტაძიო @ 26.06.2012, 16:40) *

გაკადნიერებულ პასუხებშ-ჩ-ი ბადალი არ გყავს.

1.მიკროს პირთან მიტანა მართებულად აღარ მახსოვდა, მაგრამ სხვებს გადავხედე და მივბაძე მათ.

2.არც დასავლური და არც არა დასავლუ ჩემთვის: მკითხველი-მყიდველი ერთი არ არის.

3. არ ასახავს, თუმცა მსჯელობენ კიდეც იქ და განიხილავენ ათას რამე-რუმეებს.

4. ეგ მჯერა. ფაქტებს ვერ გავექცევით. მოკლედ კოჭებში გეტყობოდა ასე რომ ვთქვათ.

5. მარეზე წამაშრიალა შეკრების მიზეზმა. ხვალაც უნდა გავშრიალდე საქმისა გამო. რა იცი რა ხ-თ-ება. აღარ მადარდებს არავის მიხვრა-მოხვრა. მოკლედ რომ "გავაიასნოდ" მკიდია.

6.ჩემი მეგობარი რომ არის შეუხსენებლადაც ვიცი. (ხაზგასასმელი დატვირთვა არ მიმიცია)

7.ვნახოთ. (პერიოდი მაქვს დედაჩემი მოდიოდეს რეაქცია ვერ მექნება საღი) მნიშვნელობებს ვეღარ ვანიჭებ რაღაც-რუღაცეებს.

8. ვაქცევთ. გუნება-განწყობის მიხედვით (შემოგევლე)

ტაძიო
აი მესმის კონსტრუქციული დიალოგი !
აბა ზოგ-ზოგიერთების აზრს მოკლებული "კომმენტები" სასოწარმკვეთი და განმიმედებელია biggrin.gif
აბა შენ იცი, მხოლოდ შეეშვი მარეებში შრიალს , ემანდ ვინმე Bearს არ "შემეეხარჯო" , ან ჩემგვარი ჰომოფობის მიერ ნასროლ ბრმა ტყვიას არ შეეწირო biggrin.gif
nonoko67
ციტატა(ტაძიო @ 26.06.2012, 17:27) *
აი მესმის კონსტრუქციული დიალოგი !
აბა ზოგ-ზოგიერთების აზრს მოკლებული "კომმენტები" სასოწარმკვეთი და განმიმედებელია biggrin.gif
აბა შენ იცი, მხოლოდ შეეშვი მარეებში შრიალს , ემანდ ვინმე Bearს არ "შემეეხარჯო" , ან ჩემგვარი ჰომოფობის მიერ ნასროლ ბრმა ტყვიას არ შეეწირო biggrin.gif

მოკლედ არჩევანი მქონია, თან არც რამე ურიგო. Bearს თუ ჰომოფობი ტაძიოს ტყვია.

მომეხმარები არჩევაში? rolleyes.gif
ტაძიო
რად გინდა ჩემი მოხმარება, რატი ამაღლობელთან რომ მიცუხცუხდი, რა, ჩემთან კონსულტაციები დაგჭირდა ? biggrin.gif

ადექი და ბეარებიც შენ თვითონ გამოიწერე, აი ადრე, საბჭოთა ქალები "ბურდა მოდებს" რომ იწერდნენ ისე biggrin.gif
nonoko67
ციტატა(ტაძიო @ 26.06.2012, 18:50) *
რად გინდა ჩემი მოხმარება, რატი ამაღლობელთან რომ მიცუხცუხდი, რა, ჩემთან კონსულტაციები დაგჭირდა ? biggrin.gif

ადექი და ბეარებიც შენ თვითონ გამოიწერე, აი ადრე, საბჭოთა ქალები "ბურდა მოდებს" რომ იწერდნენ ისე biggrin.gif

ამ პასუხს ამოვბეჭდავდი და შევინახავდი biggrin.gif

რადგან "ბურდა" მაზოლზე ფეხის დადგმა იყო თუ დამთხვევა ვერ მივხვ-თ-ი :D

თუ ვერ მიხვდი, მაშინ დამთხვევა ...და თუ დამთხვევა კიდევ უფრო სასაცილო გამოდგა (ჩემთვის)

რომ მცოდნოდა კიდევ არსებობდი ამაღლობელზე შენ მოგაკითხვადი საკონსულტაციოდ. biggrin.gif
გუთანო
ციტატა(nonoko67 @ 25.06.2012, 23:20) *
კადრში აშკარად ვარ წამიერად . :D "თავჩაქინდრული" :D

თან ვიღაც გეფარება biggrin.gif
გუთანო
ციტატა(ტაძიო @ 25.06.2012, 13:36) *
რას იზამ ნონოკო, ეგრე დიდი კონსტანტინეც კვერს უკრავდა მაშინდელ მთავრობას (თუმცა არ მახსოვს ვის, rolleyes.gif კონსტანტინე კი მახსოვს).
ისიც კი აგიტირებდა ან პროპაგანდირებდა !

ბიძინას ფენომენი გარდა უამრავი კარგის მკეთებლობისა, ის არის, რომ თავისი ბიძინობით ძალიან ახლოს დგას უბრალო ხალხთან. ისევე როგორც სულით-ხორცამდე პროვინციელი The ვანო , ან მაია პროფილიანი, ან კიდევ ნანუკა ტრაწიანი ... rolleyes.gif
- მიშამაც თავისი ტრაწიანი ტემპერამენტით, ასე თუ ისე მართებულად მენეჯირებული პოპულისტობით და აბსოლუტურად არაპროვინციული ჰაბიტუსით, უკვე 9 წლის გატანა მოახერხა.
ორი საპრეზიდენტო ვადა სრულიად საკმარისია იმისთვის , რომ არაფერი აკეთო და თავი მოაბეზრო, მაგრამ თუ რამეს გააკეთებ, მაშინ ერთი საპრეზიდენტო ვადაც ყელში ამოსასვლელია ხალხისთვის. რას იზამ ასეთია ამომრჩევლის პარადოქსული გუნება.

ერთი შეკითხვა მაქვს შენთან: რა შეკითხვა დაუსვი და დაახლოებით რა გიპასუხეს?
მეორე შეკითხვა: რა გინდოდა რო წაშრიალდი, რა გეგონა , რატი ამაღლობელი მართლა მწერალი იყო და არა დამწერელი? rolleyes.gif
მესამე შეკითხვა: თუ პარიზში იყავი , მოგეწერა და დაგპატიჟებდი პლაცებოს დახურულ კონცერტზე... rolleyes.gif
ისე თანამედროვე ქართული მწერლობა თუ მოგწყურდა, ეს წაიკითხე, არ აქვს ამ კაცს პრეტენზიები მწერლობაზე, მაგრამ აქვს რაღაც ინტელექტუალურად ხულიგნური. wink.gif

P.S. გადი, ვისკონტის ქუჩაზე, (Saint-Germain-des-Prés) იქ, 4 ნომერში თამარ კვესიტაძის გამოფენაა და ამ თვის ბოლომდე გასტანს.

ვა, ვისკონტის მეზობელ ქუჩაზე ვმუშაობ, იქნებ მოვახერხო, შევიარო smile.gif

გუთანო
მე სენ ჟერმენის უბანში ვცხოვრობ და ყოველ დილით ვხვდები ლაგერფელდს biggrin.gif
შიგადაშიგ ბეგბედერსაც.
გუთანო
სენ-ჟერმენ-დე-პრე (ლეო ფერე)

სენ-ჟერმენ-დე-პრეზე ვცხოვრობ
და ყოველ საღამოს ვსტუმრობ
ბებერ ვერლენს.
არ იშლის ჩვენი პიერო,
სენის ნაპირზე სიარულს,
სხვაგან ვერ ძლებს.

არ ვავიწყდებით, ძმები,
აპოლინერს,
მოდის, რომ ლამაზები
გვაპოვნინოს,
გვინდა, ერთმანეთს გული
გავუხაროთ,
მაგრამ არა გვაქვს ფული,
სამწუხაროდ.

დახეთ ამ მიეთ-მოეთებს,
ამ ორგროშიან პოეტებს,
უფერულებს,
დახეთ ამ ვითომ-ღატაკებს,
თითოეული ქადაგებს
უფულობას.

ლექსებს რომ გახედნიან,
რითმით მდიდარს,
კვდებიან და ხედავენ
ფერად სიზმარს.
ლათინურფრაზებიან
შეკრებებზე,
შიმშილით არ კვდებიან
სენ-ჟერმენზე.

სენასთან ახლოს, იცოდეთ,
თუ ჩაიარეთ ვისკონტი
ან აბეი,
გადაგეყრებათ, მაშინვე,
პოლ ვერლენი ან რასინი
ან ვალერი.

და თქვენთვისაც გახდება
გასაგები,
თუ რატომ ხარხარებენ
ღატაკები.
ეს მეც აქ დავისწავლე,
ალალბედზე...
მოდით, მათ მივესალმოთ
სენ-ჟერმენზე!

nonoko67
ციტატა(გუთანო @ 26.06.2012, 19:20) *
თან ვიღაც გეფარება biggrin.gif

რა თვალი გაქვს რა თვალი biggrin.gif გვერდით ამ ტოპის ავტორი ზის (სხვათაშორის ან არც სხვათაშორის) biggrin.gif
nonoko67
ციტატა(გუთანო @ 26.06.2012, 19:21) *
ვა, ვისკონტის მეზობელ ქუჩაზე ვმუშაობ, იქნებ მოვახერხო, შევიარო smile.gif

ვაი თუ გადაგეჩეხე biggrin.gif
nonoko67
ციტატა(გუთანო @ 26.06.2012, 19:23) *
მე სენ ჟერმენის უბანში ვცხოვრობ და ყოველ დილით ვხვდები ლაგერფელდს biggrin.gif
შიგადაშიგ ბეგბედერსაც.

მომიკითხე.
nonoko67
ციტატა(გუთანო @ 26.06.2012, 19:25) *
სენ-ჟერმენ-დე-პრე (ლეო ფერე)

სენ-ჟერმენ-დე-პრეზე ვცხოვრობ
და ყოველ საღამოს ვსტუმრობ
ბებერ ვერლენს.
არ იშლის ჩვენი პიერო,
სენის ნაპირზე სიარულს,
სხვაგან ვერ ძლებს.

არ ვავიწყდებით, ძმები,
აპოლინერს,
მოდის, რომ ლამაზები
გვაპოვნინოს,
გვინდა, ერთმანეთს გული
გავუხაროთ,
მაგრამ არა გვაქვს ფული,
სამწუხაროდ.

დახეთ ამ მიეთ-მოეთებს,
ამ ორგროშიან პოეტებს,
უფერულებს,
დახეთ ამ ვითომ-ღატაკებს,
თითოეული ქადაგებს
უფულობას.

ლექსებს რომ გახედნიან,
რითმით მდიდარს,
კვდებიან და ხედავენ
ფერად სიზმარს.
ლათინურფრაზებიან
შეკრებებზე,
შიმშილით არ კვდებიან
სენ-ჟერმენზე.

სენასთან ახლოს, იცოდეთ,
თუ ჩაიარეთ ვისკონტი
ან აბეი,
გადაგეყრებათ, მაშინვე,
პოლ ვერლენი ან რასინი
ან ვალერი.

და თქვენთვისაც გახდება
გასაგები,
თუ რატომ ხარხარებენ
ღატაკები.
ეს მეც აქ დავისწავლე,
ალალბედზე...
მოდით, მათ მივესალმოთ
სენ-ჟერმენზე!

smile.gif

და თქვენთვისაც გახდება
გასაგები,
თუ რატომ ხარხარებენ
ღატაკები.
ეს მეც აქ დავისწავლე,
ალალბედზე...
nonoko67
Le Dolma d.gif მიხვდით ალბათ რასთან გვაქვს საქმე-ი

ახლა აღმოვაჩინე GEO-ში.

ცოტა ამოვკრიფე თათებით და დავდებ აგერ ა.
საქართველო რომ არ მომხვდა თვალში მაგიტომ ავკრიფე :D თუ არა ისე დიდი არაფერი, არც საინტერესო.

C'est le plat préféré de quasiment toute la famille. Grand-mère de quatre petits-enfants, Jenya Shalikashvili,58 ans, n'a jamais quitte l'armenie. elle avait 15 ans quand elle a appris a préparer les feuilles de vignes farcies. Depuis, elle en cuisine au moins quatre fois par semaine.Le dolma est un plat emblématique de l'armenie, mais aussi de toute l'aire géographique autrefois couvert par l'empire ottoman.Avec quelques variantes dans la préparation et le gout, on en trouve en Grèce,Syrie,Egypte,Bulgarie, Algérie. Et bien sur en Turquie, d'ou il tire son nom.
გუთანო
ციტატა(nonoko67 @ 26.06.2012, 17:48) *
რა თვალი გაქვს რა თვალი biggrin.gif გვერდით ამ ტოპის ავტორი ზის (სხვათაშორის ან არც სხვათაშორის) biggrin.gif

enchanté, captivé, charmé, ébloui, ravi smile.gif
გუთანო
Galerie Atelier Visconti -ის ოფ საიტს ვერ ვპოულობ.

აქ ეს წერია:
Du 24/05/2012 au 16/06/2012
Vernissage le 31 mai 2012
TAMARA KVESITADZE

ანუ მორჩა უკვე?

http://www.artsaintgermaindespres.com/fich...p?idgalerie=227
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2014 Invision Power Services, Inc.