დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: ქართველები საფრანგეთში
Rustavi 2 Forums > ზოგადი > მოგზაურთა კლუბი > ქართველები საზღვარგარეთ
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23
nanuchki
აი ასეთი თემა მინდა შემოგთავაზოთ და არ დაიზაროთ და მიჩხაპნეთ რამე.....
Jimmy T
ქართველები გერმანიიდან რომ შიგადაშიგ გესტუმროთ ხოლმე ამ ტოპიკში შეიძლება?
donna
ჯიმმი
რაღაცა მინდა გკითხო და თუ როგორმე შეძლებ და მიპასუხებ ძაან გამახარებ, მოკლედ რაშია საკმე , საფხულში მინდა გერმანიში სამუშაოდ ჩამოსვლა, და როგორ ფიქრობ ღირს?? აქ როგორც გავიგე არის სამუშაო ადგილები ( სასტუმროებში, ბავშვების მომვლელად და რაღაც ამდაგვარ რაღაცეებზე) და იხდიანო დაახლოებით 1000 ევროს თვეში, შენ თუ გაქვს რაიმე ინფორმაცია ამაზე?? და საერთოდ რა მდგომარეობაა სამსახურის პოვნის თვალსაზრისით???? წინასწარ მადლობა
იმედია ნანუშკი არ გვიწყენსsmile.gif
Anonymous
მე როგორც ვიცი ძალიან ძნელია სამსახურების პოვნა გერმანიაში
და თუ კანადაში ხარ ამერიკაში უფრო ადვილია ეგ საქმე უფრო NY Nჯ სადაც კარგად იხდიან მასეთ მომსახურეობებში
nanuchki
მოხარული ვიქნები თუ გერმანიიდანაც გამომეხმაურებით,თუმცა მეც გერმანიის საზღვართან ვარ.ისე განვიცდი უქართველობას, ეს `2-3` დღეა აღმოვაჩინე ეს ფორუმი და აწი აქ ვარ-თქვენთან და თავი საქართველოში მგონია!აი ასე!დროებით.....
Jimmy T
მოკლედ ჩემო donna,
აქ ასეთი ამბებია:

სამსახურის პოვნა აქ ძალიან გაძნელებულია, ძალიან ბევრი უმუშევარია და ყველა ამას წუწუნებს. მაგრამ თუ სამსახურის შოვნის შანსი გაქვს (რამე ფირმა თუ გთავაზობს, ბავშვის მომვლელები მართლა ყველას ჭირდება ), ცუდი არ უნდა იყოს, ვინც მუშაობს აქ პრინციპში ბედს არ უჩივის.

თუმცა, თუ შენ კანადაში ხარ და დარჩენის შანსი გაქვს, მე შენს ადგილზე დავფიქრდებოდი ღირს თუ არა ევროპაში, მითუმეტეს ეკონომიკურ კრიზისში მყოფ გერმანიაში ჩამოსვლა. რამდენადაც ვიცი კანადაში ცხოვრების დონე მაღალია ევროპის ქვეყნებთან შედარებით ( შეიძლლება სკანდინავიის გარდა) და შესაბამისად უკეთესი სამსახური მანდ უფრო უნდა იშოვებოდეს. თან გერმანული თუ არ იცი ძალიან გაგიჭირდება(მაგრამ რადგან აქ ჩამოსვლაზე ფიქრობ, ალბათ იცი).

მოკლედ, თუ მაქედან წამოსვლა აუცილებელი არაა და რამე განსაკუთრებული მიზეზი არ გაქვს (მაგ. საქართვლოსთან ახლოს გინდა ყოფნა რომ ხშირად ჩახვიდე), გირჩევ არ აჩქარდე.
Jimmy T
nanuchki

მე ერთ პატარა გერმანულ ქალაქში ვარ რომელიც სტრასბურგიდან 100კმ.შია . აქაური გერმანელები ყოველ უიკენდს მანდ ატარებენ. აქ საერთოდ ყველა შეყვარებულია საფრანგეთზე (რასაც გერმანიის სხვა კუთხეებზე ვერ ვიტყვი) და ბევრი რანგულსაც ამტვრევს.

ასე რომ გამოდის მეზობლები ვართ.
nanuchki
ასე გამოდის ჩემო კარგო და იმედია არ მომაწყენ შენი წერილებით,
რას აკეთებ გერმანიის პატარა ქალაქში თუ საიდუმლო არ არის?!
Jimmy T
ამ პატარა ქალაქში არის ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი და იქ გავდივარ ე.წ. მასტერის კურსს.

წარმოიდგინე გერმანული ქალაქი სადაც მე ერთადერთი ქართველი ვარ. აქ ასეთი თუ იყო არც მეგონა. იმედია ამასაც მალე იპოვიან ჩვენი თანამემამულეები.

ახლა გავრბივარ და აწი ხშირად შემოგეხმაურები ამ ტოპიკში.
Vacho
მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში არ ვიმყოფები და ეს იაპონია არც ერთ ქართველს ჩემს გარდა საერთოდ არაფერში არ აინტერესებს :sad: მაინც შემოგეხმიანებით ხოლმე ამ ფრანგულ-გერმანულ ტოპიკში, OK?
nanuchki
კაი მასე იყოს!
ისე ძალიან მიხარია,იცით ამას წინ რა დამემართა?დაახლოებით 2 თვის წინ ქუჩაში მივდიოდი ფეხით და ქართული ლაპარაკი შემომესმა,სიხარულისგან შევკივლე და "ჯარისკაცის მამის "არ იყოს ქართველები ხართ-მეთქი,გაუკვირდათ და კი-ო;მერე მითხრეს ასეთი გახარებული ქართველი ქართველის ნახვით დიდი ხანია არ გვინახავსო,სხვათა შორის არაჩვეულებრივი ხალხი და ერთადერთი ქართველები,ვისთანაც ვურთიერთობ,არაჩვეულებრივი ოჯახია,
აი ასეთი ამბავი გადამხდა,იმედია თავი არ მოგაბეზრეთ და არ დაგღალეთ,აბა დროებით:
სხვათა შორის 1 აპრილს ქართული ეროვნული კონცერტია სტრასბურგის კონგრესის სასახლეში,მხოლოდ არ ვიცი რომელი ანსამბლი ჩამოდის.თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია გაქვთ იკნებ მომაწოდოთ?!
ახლა კი ნამდვილად წავედი;დროებით
Gergezi
გერმანიაში ჯარში ვიყავი... ჯერ დრეზდენში საიდანაც ერთი უმცროსი ლეიტენანტის ჩვეული დედისგინებიანი მომართვის შემდეგ მადიანად გავლახე გამამწესეს კარაკაუში, ტყეში სადაც 6 თვე ხეზე ვცხოვრობდი შეიძლება ითქვას.. დანარჩენი წელიწად ნახევარი გავატარე ცეიტჰაინის სპეცდანიშნულების ნაწილში.. გერმანიას გისოსებიდან კი ვუყურებდი მაგრამ გერმანუილ ლაპარაკი რომ მესმის, ის წლები მახსენდება.. გუშინ ინტერნეტში წავაწყდი ცეიტჰაინის ისტორიას.. სადაც ჩვენ ვცხოვრობდით მანდ ადრე საკონცენტრაციო ბანაკი ყოფილა.. სურათები ვნახე იმ ადგილების ტყვეების გვამების გროვა და ა.შ.
არასოდეს დამავიწყდება იქაურობა. მინდა როდისმე ჩავიდე და შემოვიარო ის ადგილები სადაც მე ვიყავი.
ამას აქ რატომ ვწერ ვერ გამიგია ოღონდ?
ალბათ იმიტომ რომ გერმანიაზე ჩამვარდა ლაპარაკი
კარგად მახსოვს ის წლები , შობა არის ლამაზი როცა ფანჯრებში სანთლებს გამოფენენ. განსაკუთრებით ხშირად მესმოდა და კარგად დამამახსოვრდა სიტყვა შვაინ! რაღაც კარგი იქნება ალბათ... ჩვენ გვიკრძალავდნენ გერმანელებთან ურთიერთობას (ჩუმად კი ვახერხებდით მაინც) მერე კიდევ გოგოები რომ გავუღიმებდით ღიმილით "აფე"-ს გვეძახდნენ "რუსიშენ აფე!!" ალბათ ესეც რაღაც კარგი იქნება....
ჯარი მანდ ჯოჯოხეთი იყო მარამ გარეთა სამყარო სამოთხედ გვეჩვენებოდა... სიამოვნებით ვიცხოვრებდი მანდ.
მახსოვს ერთი მიყრუებული ბაქანი იყო "იამლეცი" ერქვა ეტყობა პატარა სოფელი იყი იქვე მიკარგული , ძაღლის არ ყმუოდა. პოლიგონიდან სამგზავრო მატარებლით დავბრუნდით ცეიტჰაინში.. ამ ბაქანზე კედელზე გაკრული იყო გაყვითლებუილ განრიგი და ეწერა ჩვენი მატარებლის მოსვლა 3:14 გასვლა 3:17
დავინიშნე საათი
ზუსტად!!! მოვიდა 3:14
გახდა 3:15 და დავიძარენით
საოცარია
არა გასახსნელია ცალკე ტოპიკი გერმანია თორემ შეგვჭამენ ფროგები.. უუუფ ბოდიში ფრანგები

_________________
>>>>> I AM NOT AFRAID <<<<<

[ This Message was edited by: Gergezi on `2003-03`-29 08:47 ]
Anonymous
გერგეზ ეხლა ისეთ ცუდ ხასიათზე ვიყავი და შენმა პოსტმა ისე გამამხიარულა და იმდენი ვიცინე, სახლში ყველა გავაღვიძე ლამის...


ძაან კარგად მოქმედებ ჩემზე
ლამის არის პროზაკი გადავაგდო, მაგრამ ხან დაიკარგები ხოლმე და ამიტომ ვერ ვაგდებ :smile:

ისე რა მაგის პასუხია და ამანდასი ხომ არ იცი რამე?!

ვიმედოვნებ მხოლოდ კომპი გაუფუჭდა, აქაურობამ ეშხი დაკარგა უიმისოდ :smile:
Gergezi
ამანდა არ ვიცი სადაა, მართლა არ გამოჩენილა კაი ხანია..
მე ჯერ იყო და ამ არანორმალურმა ამინდებმა გამიფუჭა ხასიათი, მაგრამ როგორც იწინასწარმეტყველეს ახლა ჩემი ფანჯრიდან ლურჯი ცაა მზე ანათებს და მგონი გეშველა საბოლოოდ. მარგამ ეს სიცივეები!!! ფუუჰ!
და თან საქმეები უამრავი, და პრობლემების მოგერიება.
nanuchki
რა არის ხალხო,თემას გადავუხვიეთ და არ მომწონს;
Vacho
QUOTE

On `2003-03`-29 04:01, nanuchki wrote:
 სხვათა  შორის  1  აპრილს   ქართული  ეროვნული  კონცერტია  სტრასბურგის  კონგრესის  სასახლეში,მხოლოდ  არ  ვიცი  რომელი  ანსამბლი  ჩამოდის.თუ  ვინმეს  რაიმე   ინფორმაცია  გაქვთ  იკნებ  მომაწოდოთ?!
 ახლა  კი  ნამდვილად  წავედი;დროებით


"ერისიონი" იწყებს ახლა გასტროლებს ევროპაში საფრანგეთიდან და შეიძლება მათი კონცერტია.
nanuchki
დიდი მადლობა ინფორმაციისთვის ვახო,კარგი იქნება ხანდახან თუ შემომეხმაურებით.....
donna
ჯიმმი
აქ დარცენის არანაერი პრობლემა არ მაქ, უბრალოდ საკმაოდ დიდი ხანია გერმანულს ვსწავლობ და ვიფიქრე იქნებ წავიდე ცოტა ხნითთქო, დახლოებით 2 თვით მეტით ვერა, გერმანული ისეთ დონეზე ვიცი რომ არ გამიჭირდება არსად მუშაობა, მოკლედ ვნახოტ მაინც ძაან მინდა ჩამოსვლა, ტან მაქედან ადვილის მერე საქართველოში გადსვლა, მოკლედ ვნახოტ
მადლობთ პასუხისთვის
Hardthof
ნანუჩკი მეც ახლოს ვარ სტრასბურგთან, ასე სამასიოდე კილომეტრში. ისე ერთხელ ვიყავი დასათვალიერებლად ამ სამიოდე წლის წინ და მეორედ წასვლის სურვილი ნამდვილად არ მაქვს, ვერ დატოვა კაი შთაბეჭდილება ვერც ქალაქმა და ვერც ხალხმა მაინცდამაინც (სხვათა შორის ვისაც გამოველაპარაკეთ ყველამ იცოდა გერმანული რაც ძალიან გამიკვირდა). უქართველობას განვიცდიო ამბობ? მე ერთი დღე ვიყავი მანდ და ერთი ხუთჯერ შემხვდნენ ქართველები, როგორც ჩანს ბევრი უნდა იყონ მანდ. საფრანგეთი საერთოდ, როგორც იტყვიან არ "მევასება" მაგრამ ვაღიარებ რომ პარიზი არის ულამაზესი ქალაქი მსოფლიოში და სიამოვნებით ვიცხოვრებდი იქ.
ხო, სტრასბურგში დიდი ტაძარი რომ არის ზალიან მომეწონა რაც მართალია, მართალია.
Jimmy T
donna

თუ ეგრეა საქმე და მხოლოდ ორი თვით გინდა ჩამოსვლა, მაშინ აუცილებლად ჩამოდი, ენას უკეთესად ისწავლი, კაი დროს გაატარებ და საქართველოც აქვეა. მოკლედ, თუ საკითხი ასე არ დგას: ან კანადა ან გერმანია, მაშინ WILLKOMMEN.
Jimmy T
Vachoს
სალამი. რა ამბებია ამომავალი მზის ქვეყანაში?

ახალი ანეკდოტები წაიკითხე?
Jimmy T
Nanuchkiს დიდი მოკითხვა
:smile:

კარგს შვები რომ თემიდან გადახვევის საშუალებას არ აძლევ ხალხს, თორემ როგორც სხვა ტოპიკებში რაც მოხდა, აქაც იგივე იქნება: ტოპიკი საფრანგეთის შესახებ გადაიზრდება დისკუსიაში ვინ არის და რას ემსახურება ბუში ან ასლან აბაშიძე ან კიდევ ვიღაც. სულ მიკვირს, ვისაც რაზე უნდა იმაზე წეროს, მაგრამ სხვის ტოპიკებს თავი დაანებონ კაცო, გაიხსნან თავისი ტოპიკი და იკამათონ.

ახლა რამე სასიამოვნოზე: როგორი ამინდებია მანდ? აქ მზე ხეთქავს ყველაფერს. არ მეგონა გერმანიაში საქართველოზე თბილი ამინდები თუ იქნებოდა. ადრე ჩრდილოეთ გერმანიაში ვიყავი და იქ ასე არ იყო.

სტრასბურგს რაც შეეხება ამ ზაფხულში აუცილებლად მოვინახულებ და ჩემს აზრს გაგიზიარებთ. მე რაც აქ მესმის ხალხისგან ძალიან ლამაზი ქალაქი უნდა იყოს.

ისე ფრანგულის სწავლა ძალიან მინდა. უფრო სწორად სწავლის გაგრძელება, თბილისში ორი წელი დავდიოდი და დიდი წარმატებები მქონდა. იმ ცოდნიდან მხოლოდ ისღა დარჩა რომ გაქცეულ ფრანგს მოვაბრუნებ.

ჰო, ფრანგულთან დაკავშირებით: რა თქმა უნდა აქ გვაქვს ფრანგული ტელეარხები და ძალიან ხშირად ვუყურებთ. ბევრს ვერ ვიგებთ მაგრამ ენა ისე კარგად ჟღერს და ფრანგები ისეთი ლამაზები არიან (განსაკუთრებით გერმანელების ფონზე), რომ დიდი სიამოვნებაა. ჰოდა ასეთი რამე შევამჩნიე: რამდენადაც ლამაზია ფრანგული, როდესაც ფრანგი ლაპარაკობს, იმდენად უხეში და ულამაზოა როდესაც ლაპარაკობენ არაბები ფრანგულად (ვგულისხმობ იმ არაბებს ვისთვისაც ფრანგული მეორე მშობლიური ენაა). აქ კოლეგები მყავს მაროკო-ალჟირიდან და ამათი ფრანგული ყაყანი რომ მოვისმინე შოკში ვიყავი. ყველა არაბი ასე ამახინჯებს ამ არაჩვეულებრივ ენას თუ მე შემხვდა ასეთი ხალხი? ისე ერთხელ ინტერვიუ მოვისმინე ვიღაც ალჟირელებთან და ისინიც რაღაც უსნო ფრნგულით მეტყველებდნენ. ისე არაბები არ მიყვარს და იქნებ რამე მეჩვენება?
nanuchki
დიდი მოკითხვა ჩემგან ჯიმის,და დიდი მადლობა!იცი სტრასბურგი მართლაც ლამაზი ქალაქია,მისი კათედრალით ,(რომელიც სტრასბურგელებს სასტიკად არ უყვართ) და მისი "პატარა საფრანგეთით"(პეტი ფრანს_ასე ჰქვია სტრასბურგის ერთ-ერთ კარტიეს)!
მისი დახურული ხიდებით და ევროპის პარლამენტის ულამაზესი შენობით!!!მე რეკლამას არ ვაკეთებ,მაგრამ ზოგიერთების საყურადღებოდ ვამბობ ამ ყოველივეს!!!!
რაც შეეხება ჩემს სახელს ნანუშკი და არა ნანუჩკი,რაც ფრანგულის უცოდინარობაზე მეტყველებს!
ჯიმი ჩემო კარგო დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მხარდაჭერისთვის,ამინდები ჩვენთანაც გადასარევია,დღეს რაღაც ქარია თორემ ისე თბილა!
სხვათა შორის ხუთშაბათს მივემგზავრები მაროკოში __კასაბლანკაში და ჩემს აზრს არაბების ფრანგულის შესახებ მერე გაგიზიარებ.
ისე სტრასბურგის გარდა უამრავი ლამაზი ქალაქია საფრანგეთში რომ არაფერი ვთქვათ პარიზზე!ეს მართლაც ქალაქი-ლეგენდაა,ეიფელიდან ულამაზესია იცი ჩემო ჯიმი...ლიონზე და ნიცასა და კანზე აღარ მაქვს ლაპარაკი....
წავედი ახლა და ველი თქვენს აზრებსაც ჩემო მეგობრებო.....
დროებით
Mlle Qartveli
გამარჯობა ნანუშკი
ძალიან მიხარია, რომ შენც ფრანკოფილი ხარ....
საფრანგეთი მართლაც ულამაზესია, განსაკუთრებით პარიზი.... როდესაც დროს გამონახავ აუცილებლად მოინახულე სატოები ლუარაზე.. შენონსო, შამბორ, ამბუაზ, სამონ, პუატიე... ულამაზესია.. ასე Pარიზის ჩრდილოეთით შანტილი (პრინც კონდეს სასხლე ულამაზესი ბაღებით)... სამხრეთში კარკასონი ზალიან შთამბეჭდავია... ხოლო სამხრეთ-დასავლეთი უმშვენიერესი...
დიდი ხანია რაც მანდ ხარ?
Jimmy T
ხუთშაბათს მივემგზავრები მშობლიურ საქართველოში, რომ დავბრუნდები მეც გაგიზიარებთ ჩემს შთაბეჭდილებებს ქართველები გამოსწორდნენ ცოტა თუ უფრო გაველურდნენ.

Mlle Qartvelს
საღამო მშვიდობისა
Mlle Qartveli
საღამო მშვიდობისა ჯიმი ჯ
რა ბედნიერი ხააააარ!!!!!!!!!
ცემგან მოკითხვა გადაეცი თბილისს...მენატრებაააა......
:smile:
Jimmy T
Mlle Qartveli

აუცილებლად მოვიკითხავ შენგან.

საფრანგეთი ეტყობა შენც გიყვარს.
ჰო Mlle ც იმიტომ აირჩიე არა? თორე დიდ ბრიტანეთში მყოფისთვის მისს ან მისის უფრო შესაფერისია.
Mlle Qartveli
ჩემო კარგო მეგობარო..
მე სანამ აქ ჩამოვიდოდი პარიზში ვმუშაობდი... და დღევანდლამდე გარკვეულწილად ვნანობ რომ დავტოვე იქაურობა და მენატრება პარიზი!
Jimmy T
ერთი სული მაქვს ზაფხული როდის მოვა და არდადეგები მექნება, აუცილებლად წავალ პარიზშიც, სტრასბურგშიც და ა.შ. საერთოდ გერმანიაში სწავლის დამთავრების შემდეგ დიდი სიამოვნებით წავიდოდი საფრანგეთში ერთი-ორი წლით. მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი გეგმები და ოცნებებია.
Mlle Qartveli
აუცილებლად წადი...
ჩემთვის ყველაზე საყვარელი ქვეყანაა საქართველოს შემდეგ..
Jimmy T
ისე რომ გამოგიტყდე მე სკანდინავიის მოყვარული ვარ და იქითაც მინდა გასეირნება, მაგრამ ეს მხოლოდ საფრანგეთის მონახულების შემდეგ. თან ისე ახლოა აქედან საზვღარი (საფრანგეთის) რომ ყოველ დღე შეიძლება პრინციპში სიარული. აქამდეც წავიდოდი, მაგრამ ასეთი ზარმაცი და უინტერესო უცხოელი სტუდენტები რაც აქაა არ მინახავს. ვინ იცის კიდევ როდის მოხვდებიან ევროპაში, მაგრამ მაინც ეზარებათ ფეხის გადადგმა. რას იზამ,თუ რავინ გამოჩნდა მარტო გავუდგები გზას.
Mlle Qartveli
:smile:
აუცილებლად იმოგზაურე....
დრო არ დაკარგო.. თორემ დამიჯერე ინანებ, ყოველ უქმად გატარებულ შაბათ -კვირას...
Jimmy T
ჩანთა მაინც ჩალაგებული მაქვს უკვე და ასეთი რჩევების შემდეგ საქართველოს მაგივრად შეიძლება საფრანგეთში წავიდე (ეს ხუმრობით).
Mlle Qartveli
:smile: :smile: :smile:
ისე სჯობია უკან დაბრუნებისას პარიზ-ით ჩამოხვიდე , რამდენიმე დღე გაჩერდე Pარიზ-ში და მერე მატარებლით გერმანიაში...
საამურია ცხოვრება... ეჰ ნეტა დრო მქონდეს.....
Jimmy T
ეჰ ეგრე რომ იყოს საქმე რა მიჭირს. უკან ისე ვბრუნდები რომ ახალი სემესტრი ორ დღეში მეწყება, აქ კიდევ პირველ დღეებს თუ გააცდენ საინტერესო სემინარებზე ადგილს ვეღარ მიიღებ და უნდა იარო იურისტების აბდაუბდის მოსასმენად.
Mlle Qartveli
:sad: :sad: :sad:
Jimmy T
laugh.gif

არც ეგრე ცუდადაა საქმე.
Hardthof
ნანუშკი, დიდი ბოდიში! შენს საწყენად არაფერი მითქვამს. უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი სტრასბურგთან დაკავშირებით. ხომ შეიძლება კაცს რამე მოეწონოს ან არ მოეწონოს? ასე რომ, გთხოვ ნუ დამიბღვერ :smile:
nanuchki
ძალიან მიხარია რომ ორი ფრანკოფილი აღმოვაჩინე,მადლობა საფრანგეთის სიყვარულისთვის MLLE ქართველო და ჯიმმი ჯ;ისე მომწონს აქაურობა და თან საფრანგეთი ჩემი ბავშვობის ოცნების ქვეყანაა,
ჯიმმი ჯ რა ბედნიერი ხარ,საქართველოში რომ მიდიხარ, ისე MLLE ქართველმა მშვენიერი იდეა მოგაწოდა და შეგიძლია განახორციელო (,როდის ბრუნდები საქართველოდან?)თანაც იოლია პარიზი-ვენის მატარებლით შეგიძლია დაბრუნდე გერმანიაში,ალბათ შტუტგარდთან ახლოს იქნები;
MLLE ქართველს ჩემი დიდი სიმპატიები,


სტრასბურგში 8 თვეა რაც ვარ...
დროებით " ევროპის გზაჯვარედინზე "ასე ეძახიან სტრასბურგს,აქ მე გაგიწევთ გიდობას,მთელი სტრასბურგი ფეხით მაქვს შემოვლილი ?თანაც ისეთი პაწაწუნაა................
nanuchki
კაი არ ვიბღვირები,მხოლოდ შენს სახელს ვერ ვკითხულობ,
მთავარია იყავი აქ და რაღაცა შთაბეჭდილება დატოვა კარგი თუ ცუდი ახლა ამას არ აქვს მნიშვნელობა,ისე ალბათ ზამთარში იყავი......
Anonymous
ქართველები საფრანგეთში!
მე,იმ ქართველების ოჯახს ვეკუთნი ვინც საფრანგეთში 1921 წელს მოხვდნენ.მათი შვილიშვილი ვარ.
წითლების შემოსევის შემდეგ,საქართველოს მთავრომა ემიგრაციაში წავიდა.წაიღეს საქართველოს განძი და თანხა,რომელიც ამ მთავრობის კუთვნილება იყო.
თანხით შეისყიდეს პარიზიდან 27 კმ სოფელ "ლევილლში"სასახლე და კარმიდამო.
საგანძური კი ჩაბარეს ექვთიმე თაყაიშვილს.
არც საგანთური დაკარგულა და არც ლევილლი,რადგან ქართველებს სამშობლოს სიყვარული თავიანთ კეთილგღეობაზე წინ ქონდათ დაყენებული.
დღეს 3 ქართული გაერთიანებაა საფრანგეთში:
ძველი ემიგრანტები,
ზვიადისტები,
საქართველოს საელჩო.

გული მომიკვდა 1976 წელს 26 მაის სამივე ორგანიზაციდან რომ მივიღე მოპატიჯება 26 მაისის აღსანიშნავადsad.gif
ყველაზე გონივრები ძველი ემოგრანტები აღმოჩდნენ,
მათ დამატიჯეს ზვიადისტებიც და საქართველოს საელძოს წარმომადგენლებიც,მაგრამ აუტანელი იყო როდესაც საქართველოს ელჩმა
ედუარდ შევარდნაძის სადღეგრძელო 8 ჯერ ასწია
უკვე ფრანგებისთვისაც და ქართველებისთვისათ ანეგდოტის თემა გახდა.
თუ ქართველები გინდათ ნახოთ საფრანგეთში?
სელჩო რის ავენიუ პუან კარეზე,
ძველ ემოგრანტებს უმეტესობას ნახავტ 15 აღონდისმანტში ქართულ ეკლესიაში
ან ლევილლის შატოში
ასევე ლევილლის სასაფაოზე სადაც 5 000 ქართველია დასაფავებული საეკლესიო დღესასწაულზე ბევ ქართველს იკრიბება.

დანარჩნს მერე მოგიყვებით ეხლა მეჩარება
Hardthof
QUOTE

On `2003-04`-01 01:11, nanuchki wrote:
კაი  არ  ვიბღვირები,მხოლოდ  შენს  სახელს  ვერ  ვკითხულობ,
 მთავარია  იყავი  აქ  და   რაღაცა  შთაბეჭდილება  დატოვა  კარგი  თუ  ცუდი  ახლა  ამას  არ  აქვს  მნიშვნელობა,ისე  ალბათ  ზამთარში  იყავი......


ადრიანი გაზაფხული იყო, მშვენიერი მზე იყო დილით და მაინცდამაინც იმ დღეს დასცხო წვიმა და აღარ გადაუღია საღამომდე, სურათებიც კი ვერ გადავიღეთ ნორმალურად. ძალიან მაინტერესებს რატომ ვერ იტანენ მადაურები სტრასბურგის კათედრალს?
Vacho
მოგესალმებით ყველას. ჩემო Jimmy T მოკლედ კეთილ მგზავრობას გისურვებ აბა საქართველოსაკენ. მართლა მშურს შენი, მეც მინდა თბილისში :smile: ამ ტოპიკს კი ჰქვია "ქართველები საფრანგეთში" მაგრამ მე პირადად იტალიაში ცხოვრების პერიოდი დღესაც ულამაზეს და დაუვიწყარ მოგონებად მაქვს. პირველი დღეეები პირდაღებული დავდიოდი. მართალია საფრანგეთი ულამაზესია, მაგრამ იტალია უბრალოდ ფანტასტიური. დღესაც დიდი სიამოვნებით ვიხსენებ იმ პერიოდს. თუ გექნებათ შანსი აუცილებლად ესტუმრეთ იტალიას, მოიხიბლებით. ისე მეც ახლა რამე ახალი ვთქვი რა :smile: აბა დროებით ტკბილო ხალხო.

[ This Message was edited by: Vacho on `2003-04`-01 09:01 ]
Anonymous
Jimmy T
რა მოგწონს სკანდინავიაში?
მითხარი ერთი 20 წელია აქ ვცხოვრობ დავიღალე ამათი სათივით აწყოპბილი ცხოვრებისგან
Jimmy T
ჯიმმი ჯ აღარ დამიძახოთ თორემ გავგიჟდები!
laugh.gif

ამანდა
სკანდინავიაში ბევრი რამე მომწონს(მაგ საათივით აწყობილი ცხოვრებასთან ერთად). მაგ. შვედური ენა ძალიან ლამაზი და მუსიკალურია. მე რაც შვედები შემხვედრია ყველა სასიამოვნო ხალხი იყო; ლამაზი ბუნებაა. თან ბავშვობიდან რატომღაც ჩრდილოელი ხალხები უფრო მომწონდა.
Jimmy T
Vachoს მადლობა
კეთილი სურვილებისთვის.
ისე თბილისში ცოტა ხნით მივდივარ, 29 აპრილს უკვე ისევ ფრიცებთან გამოვცხადდები. ასეთია აქ

დ ი ს ც ი პ ლ ი ნ ა .
Anonymous
ეგრე მეგონა მეცsmile.gif შვედები შვედეთის გარეთ სულ სხვანაირები არიან: მხიარულები,
აქ ეტყობა კლიმატი მოქმედებს.
გაღიმებულს კაცს ვერ ნახავ, თუ ასე გინდა სკანდინავის ნახვა აგერ ამ თვის ბოლოს მოვითავებ ყველა პრობლემას და ჩამოდი.
სტოკგოლმს განახებ,გაგაცნობ ქართველ სტუდენტებს ზღვა თუ გიყვარს სახლიდან 100 მეტრშიაშ ტყე თუ გიყვარს სახლის უკან 50 მეტრშიაღ ჰაერი ბახმაროსი.
ისე ძალიან ლამაზი და აწყობილი ქვეყანა შვედეთი მოგეწონება, მაგრამ ასე უპრობლემოც არ შეიძლება კაცო ცხოვრება.
აქ ქართულ ტელევიზიას რომ უყურებ სისხლი მიდუღს, სულ რაღაც ხდება საქართველოში.
შვედეთი კი ულოფ პალმეს თავდასხმის მერე არაფერი არ ხდება.
სათივით აიწყეს ცხოვრება და ამ საქართველოში გაზრდილს ისე მენატრება ხოლმე გიჟობები რომ გავრბივარ თბილისში.
Jimmy T
ამანდა

დიდი მადლობა მიპატიჟებისთვის.

ისე აწყობილი ცხოვრებაც მომაბეზრებელია ალბათ დიდი ხნის შემდეგ მაგრამ მე პირადად ერთი წელიც არაა რაც საქართველოდან ვარ წამოსული და აქაური სიმყუდროვე ძალიან მსიამოვნებს. მანდ რამდენადაც ვიცი კიდევ უფრო სიმშვიდეა. გადაცემა ვნახე ერთხელ, რითია დაკავებული შვეციაში ერთ-ერთი პატარა ქალაქის პოლიცია: მოკლედ რომ ვთქვათ არაფრით. კაცი ბოლოს ათი წლის წინ მოკლეს და ქურდობა საერთოდ არ არისო.

აქ ერთი ხანში შესული გერმანელი მიყვებოდა რომელიც 50იან წლებში შვეციაში ცხოვრობდა, რომ მაშინ კიდევ უფრო წყნარი იყო ცხოვრება, მე ერთადერთი ვიყავი ქალაქში ვისაც ღამე ველოსიპედი სარდაფში შემყავდაო და შვედები დამცინოდნენო.

ისე ბევრი ქაერთველია მანდ უკვე?
მე ერთი-ორი ვიცი მაქეთ წამოსული, იმისთანები რომ იმედია სიცოხლეში აღარ გადავეყრები.
Anonymous
მთელ შვედეთში იქნება ერთი 100 კაცი ქართველი.
მე, უმეტესობა სტუდენტებთან და ძველ ემიგრანტებთან მაქვს კავშირი.
ბევრი ცდილობს დარჩენას, მაგრამ არ ტოვებენ ბევრია დეპორტზე.
ხო მართალი ხარ 5 წელი მეც მომწონდა ეს სიმშვიდე, ეხლა 6 თვეში მბეზრდება და გავრბივარ საქართველოში. იქ ყელში ამოვა პრობლემები და გამოვრბივარ აქეთ,
ჩამოდი გულით გეპატიჯები.
ცალკე ოთახს მოგცემ, სადაც საქართველოს 3 არხს უყურებ უპრობლემოდ. გარეთ თუ არ გავიხედე ვაკეში მგონია თავი.
ასე რომ შენი ოცნების სკანდინავის ნახვა რეალცშია შესაძლებელი smile.gif))))))))))
Jimmy T
მოკლედ რა გითხრა არ ვიცი ჩემო ამანდა

ვეცდები ზაფხულში არდადეგების დროს გეტუმრო, დიდი მადლობა ასეთი გულთბილი მიპატიჟებისთვის.

შვეციაში შარშან მინდოდა ისე ჩამოსვლა შვედური ენის კურსები რომ არის Uppsala-ში მაგრამ მერე გერმანიაში წამოვედი და გეგმები ჩაიფუშა.

თბილისშიც ვიცნობ ხალხს ვინც ძალიან აქტიურად სწავლობს შვედურს და მთარგმნელობით საქმიანობას უნდათ მოკიდონ მომავალში ხელი(შვედურიდან ქართულზე), მოკლედ ბაკურ სულაკაურის კვალში მდგომნი.

საინტერესოა რაღა ქართველებს და შვედებს შორის გაჩნდა ეს კონტაქტები, რამდენადაც ვიცი ფინეთთან და ნორვეგიასთან ვთქვათ დიდი მისვლამოსვლა არ გვაქ.
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.