თემიდან გადახვევა და რაღაცეები რომ არ დამბრალდეს

გთავაზობთ "მენს ფიტნესში" გამოქვეყნებულ 20 ყველაზე სასარგებლო საჭმელს და ძირითად მიზეზს თუ რატომაა ეს საკვები სასარგებლო;
20) ინდაურის თეთრი ხორცი. (შეიცავს ბევრ ცილას და ნაკლებ ცხიმს. ასევე ცინკს-ეს კაცებისთვისაა უფრო საჭირო)
19) ზეთისხილის ზეთი. (შეიცავს "კარგ" ცხიმებს და კარგი ალტერნატივაა კარაქის და მარგარინის)
18) Quinoa- ეს ეგზოტიკური და ნაკლებადცნობილი "პურეულია"
17) ლობიო- შეიცავს ცილებს და ფაიბერს (განსაკუთრებით მუქი ფერის მარცვლები)
16) მწვანე ჩაი- ძლიერი ანტიოქსიდენტი (განსაკუთრებით მწეველთათვის)
15) კვერცხები- შეიცავს ცილებს და "ჩოლაინს". ჩოლაინი მეხსიერებისთვისაა საუკეთესო.

14) რძე- ბუნებრივი კალციუმი ძვლებისთვის, კუნთებისთვის და წონის დაკარგვისთვის
13) წყალი- სხვა ბენეფიტებთან ერთად წონის დაკარგვას უწყობს ხელს. დალიეთ ჭიქა წყალი ჭამის წინ და ნაკლებს შეჭამთ. ნუ მალე გაძღებით.
12) ტკბილი კარტოფილი- ეს აქაური შედევრია და სავსეა მინერალებით და ვიტამინებით. (ჩვეულებრივი კარტოფილისგან განსხვავდება)
11) სოიო- დიდი რაოდენობით მცენარეული ცილები და ფაიბერი. თან ბევრნაირი საჭმლის კეთება შეიძლება სოიოთი.
10) ძროხის ხორცი- ჩემის აზრით ყველაზე "კარგი" ცილები ძროხის ხორცშია. ძროხის ხორცში ბევრი "ცუდი ცხიმია" ასე რომ შეარჩიეთ მჭლე ნაჭრები.
9) შავი პურეულობა და ბურღულეულობა. თეთრი ფქვილეულობისგან განსხვავებით შავი პური ნელ-ნელა იხსნება ორგანიზმში და უფრო ენერგიად გამოიყენება ვიდრე ცხიმად.
8) ნუში- სხვა თხილეულ/კაკლეულებიც მაგრამ ნუში უფრო მეტ ცილებს და "კარგ" ცხიმებს შეიცავს. კაკლეულობა მაღალკალორიურია მაგრამ გავრცელებული აზრია რომ რადგან მაგარი/მდგრადია ყველა კალორია არ იხსნება ორგანიზმში.

7) იოგურტი/მაწონი- ყველა რძის ბენეფიტები პლიუს ბაქტერია რომელიც იმუნიტეტს ეხმარება. მაწონი ასევე წონის დაკარგვას უწყობს ხელს.
6) სპინიჩი (ისპანახი)- ეს მწვანეულობა დიდი რაოდენობით ფაიბერს შეიცავს.
5) ბრაკოლი- ყველაზე სასარგებლო და ვიტამინებით გატენილი მწვანეულობა.

4) პომიდორი- ის რაც წითელ ფერს აძლევს პომიდორს (ლიკოპენი) სასარგებლო რამეა.
3) ოუტმიალ/შავი ბურღულის მსგავსი პურეული- ქოლესტეროლს ამცირებს ორგანიზმში რაც გულისთვის და არტერიებისთვისაა კარგი პლიუს მრავალი ვიტამინი და მინერალი.
2) "ბლუბერი" ეს კენკროვანი მცენარეა მაყვლის/მარწყვის/მალინის ოჯახიდან მაგრამ ქართულად ვერ ვიხსენებ თუ რა ქვია. ყველაზე სასარგებლო ხილია.

პირველ ადგილზე კი თევზი "სალმონი"
1) Salmon- (ზუთხი მგონი) მოკლედ სასარგებლო ცხიმს (ომეგა-3) ს შეიცავს ცილებთან ერთად.
[right][snapback]296804[/snapback][/right]
მე Fლექსიდ ოილს ვამატებ და თვითონ Fლექ(სიიდ) ს , ოილს თუ შეიძენთ ორგანიკ მაღაზიაში, 2-3 სუფრის კოვზი დღეში, სალათს შეგიძლიათ მოასხათ ან პირდაპირ შეგიძლიათ მიიღოთ(თვალები უნდა დახუჭოთ ამ დროს), და მარცვლებს თუ შეიძენთ, იუ ჰევ თუ გრაუნდ ით
და ნებისმიერ კერძს მოაყაროთ(1ჩ/კ).
განსაკუთრებით სასარგებლოა ქალებისათვის .