გაგიმარჯოთ ხალხნო (ისევ დავითვერი) მოდით ამ ჭიქით იმ პატარა (ისე ბედნიერები უნდა ვიყოთ ყველაზე პატარა რომ არ არის) მაგრამ ყველაზე ლამაზ საქართველოს გაუმარჯოს!!!
იმის მთებს და მდელოებს, იმის შავთვალა-შავთვალა გოგოებს (რომ უყურებ ტანში მზარავს) და ღმერთმა ქნას რაც შეიძლება მალე გვენახოს ეს ღმერთისგან დალოცვილი მხარე აყვავებული და თავისუალი.
(ეხლა ვმღერიოვარ)
საქაართველოოოოო ლამაზოოოო
სხვა საქაართველო საად არიიის
(ეხლა ვტირივარ)
ქარიიიი გიმღერის ნანააასა
(აღარ მახსოვს მეტი)
გინდ მეძინოს მაინც სუუუულში მიიიზიხარ,
თვალს გავახეეეკ ზედ წამწამზე მიზიიხარრრ.
ასი გზა მაქვს ასივე შენსკენ მოდიიის, ფიქრები მაქვს
წინ შენი სახე მოდიიის
საქართველოს გაუმარ ...
(ეხლა თქვენც ამოიღეთ ხმა )
P.შ. ცოტა კორექტირება შევიტანე, თორე მე თვითონ
არ მომწონს, ნასვამს ცოტა ცუდი ენა მაქვს.
[ This Message was edited by: Mixo on `2003-04`-07 01:07 ]
[ This Message was edited by: Mixo on `2003-04`-08 19:57 ]
Anonymous
7.04.2003, 4:22
გაუმარჯოს Mixo
ვა, ჩემო მიხო, მე და შენ უნდა შევუბეროთ ერთხელ ჩვენებურად. ძველი შარაფისტი ვარ, არ მეშლება ეგ საკითხი.
ისე დროა ფორუმელებმა ერთი სუფრა ვიკისროთ. სამი დღეა ფხიზელი ვარ, ვერავინ ვერ დავიჭირე კაცო, ყველა ფხიზლობს. გადაგვარდა ხალხი.
ბოლოს რაღაც ფართიზე ვიყავი კონეკტიკუტში, ჰოდა სასმელი ბლომად იყო. ვხედავ, ვიღაც ადგილობრივი ლამაზმანი აქტიურად მეკეკლუცება. ასე მითხრა, "ჯორჯიან ჰენდსომ ხარო". რამ გადარია ეს ქალი ვიფიქრე, სარკეში ვიყურები თან. ბოლოს დავასკვენი, რომ მაგრა უსტვენდა. შევყევით საუბარს და ჰოი საოცრებავ, აღმოჩნდა რომ იქ დაბადებული რუსი ემიგრანტების ქალიშვილი ყოფილა. რუსულადაც ალაპარაკდა, აქცენტით, მაგრამ საკმაოდ გამართულად.
მეც ამასობაში ბახუსმა მომცხო, ჰოდა არც ვაციე არც ვაცხელე, "ბორშჩის სუნი აგდის მეთქი" მივახალე.
უნდა გენახათ როგორ გამებუტა...
ისე მეორე დილას ცოტა ვინანე, ალბათ არ უნდა მეუხეშა ასე. მაგრამ ტვინი კი წამიღო თავისი სულელური სნობური ლაპარაკით და რა მექნა. იმას, რომ ჩემ ლამაზ ცოლ-შვილს არასოდეს არავის ვანაცვალებ მაინც ვერ მიხვდებოდა.
ასე რომ უნდა წავიგუგუნოთ ერთი.
Anonymous
8.04.2003, 1:10
ყველა კაცი რომ ეგრე ფიქრობდეს და იქცეოდეს ცოლქმრულ ღალატს აღარ ექნებოდა ადგილი :smile:
პატივს ვცემ თქვენაირ კაცებს GრM :smile: და ნუ ინანებ,ძალიან კარგადაც მოქცეულხარ :smile:
აბა ბორშის სუნს ხაჭაპურის სუნი არ ჯობია?!
Mlle Qartveli
8.04.2003, 1:15
ისეცემი აზრით, მგონი შანელი ან დიორი უნდა სჯობდეს...
:smile: :smile: :smile:
Anonymous
8.04.2003, 1:23
აბა აბა OFF ტოპიკს არ ქონდეს ადგილი ხათუ :smile:
(ვხუმრობ)
მეც ამასობაში ბახუსმა მომცხო, ჰოდა არც ვაციე არც ვაცხელე, "ბორშჩის სუნი აგდის მეთქი" მივახალე.
უნდა გენახათ როგორ გამებუტა
-------------------------------------
ბოზბაში მაინც გეთქვა, არ ეცოდინებოდა შეიძლება რამე ახალი სუნამოზეც ეფიქრა.
Mlle Qartveli
8.04.2003, 2:23
:sad:
ისე არ მიყვარს ბორში...
ისე ამხელა "სასტავში" მარტო მე ვთვრები? წასულია ჩვენი საქმე.
ლოთოვიჩ! ჩვენც ვთვრებით მაგრამ მერე ვერ ვიხსენებთ და დასაწერი არაფერი გვქვს... :smile:
ე ბიჭო მაშინ უნდა დაწერო (იმღერო) სანამ მთვრალი ხარ, თორე მეორე მსამე დღეს თუ გაიხსენე გუშინწინ დავთვერი და უნდა ვიმღეროო არაა ეგ საქმე.
[ This Message was edited by: mixo on `2003-04`-12 01:42 ]
მაშინ კნოპკებს ვერ ვაგნებთ :smile:
Hardthof
12.04.2003, 5:31
მართალია გიორგი, მე რომ დავთვრები პნოპკებს ვაგნებ კი არა სად ვარ ის აღარ ვიცი. თან აქ ღვინოა ისეთი მგონი ყურძენი საერთოდ არ არის ნახმარი მის გაკეთებაში. არ ვიცი, რაღაცნაირი სიმთვრალე იცის, გამოგალენჩებს და ხარ გაშტერებული რა სიმღერა რის ცეკვა და მერე თუ აღარ დალიე ნახევარ საათში ფხიზელი ხარ ისევ, მაგას ჯობია ისევ პივით გაიჭყიპო. რუსული მაღაზია არის აქ ერთი და ქართული ღვინოებიც აქვთ ნაირ-ნაირი. პირველად რომ ვნახე გამიხარდა მარა რად გინდა? ქართულად კი აწერია ზედ მარა სად არის ნაწკუმპალავები მიდი და გაიგე. ქართული ტყემალი აწერია ბოთლზე და ქვეშ უწერია გამოშვებულია სანკტ-პეტერბურგშიო. ისე ცოტა დალეული მაკვს ახლა მარა იმდენი არა რო მ ვიმღერო. თან რაღა დაგიმალოთ და სმენაც არ მიწყობს ხელს მაინცდამაინც
ერთხელ, მე მგონი 89-ის ახალ წელს ისე მივთვერი, ღამე მეუღლეს ვაღვიძებდი, აქ რა გვინდა, სახლში წავიდეთ მეთქი. საწყალი მეზობლებთან გაიქცა, ხალხო რამე მიშველეთ, ქმარი გამიგიჟდაო.
არა და ჩვენი სახლის კარები სულ ღია იყო, ვინღა აღარ მოდიოდა. ერთხელ ბატონი მურმან ლებანიძე დავიჭირე ჩვენ სადარბაზოში (ღმერთო, გაანათლე მისი სული), მერე სხვებიც შემოგვიერთდნენ. ოჰო-ჰო-ჰო, რა დავცხეთ...
ეჰ, რა თამადა ვიყავი!
რატომ იყავი GRM ახლა აღარ ხარ? :smile: :smile: :smile: ეჰ, კაი კომპანიაში სმას რა ჯობია.აქ ამ მხრივ არ გამიმართლა :sad:
10 მოცუცქნულ ჭიქა საკეზე იატაკზე ყრიან და ვეღარ აზროვნებენ. ერთხელ ჩვენებური თბილისიდან წამოღებული ღანწით დავლიე წითელი ღვინო და სულ გადაირივნენ. მემგონი ახლაც თითით საჩვენებელი ვარ უნივერსიტეტში ამის გამო :smile: :smile:
მალადეც შენ. მოხიბლე ხომ ეგენი. მაგათ თვალში ეხლა ადამიანი-ლეგენდა ხარ.
მაღლა ქართული სუფრის ალამი!!!
Mlle Qartveli
14.04.2003, 19:50
ახლა დავფიქრდი..... რამდენი სიმღერა გვაქვს ქართველებს , რომელიც ღვინოს ეძღვნება...
1. ღვინო კახუროო,
ვარ შენი მსმელი,
გინდ თეთრი იყო,
გინდა წითელი...
(ქართული კლასიკიდან ცანგალას არია) :smile:
2.ღვინო არის ნეტარება ...
3.ღვინო , ღვინო,
ეს ბახუსის სითხე ,
სამკურნალოა-ო ,
ექიმებმა მითხრეს...
4. ღვინოსავით მათრობელა ,
ჩემდა ჭირად დაიბააადეე...
5.ღვინოს დავლევ,
წყალს არა...
6.დოქის ტუჩი მირჩევნია ქალისას...
ეს ცხოვრება ღვინომ გაახალისაა...
(ქართული მენტალიტეტი) :smile:
...........
და უამრავი სხვა...
ამ ტოპიკიში ყველაზე კარგად ჩანს ქართველი კაცების ხასიათი...... :smile: :smile: :smile:
Hardthof
15.04.2003, 1:50
თუკი სუფრას გამიშლი,
ღვინის სამას ნუ დამიშლი,
ცარიელი ყანწი რად მინდაააააა
დამისხი დამალევინე,
ეგ ღვინო ოხერ-ტიალი :smile:
Mlle Qartveli
15.04.2003, 14:41
თბილისური საღამოა,
თბილი როგორც მაისის,
გზად ქუჩაში გავივილი და
ჭიქა ღვინო დამისხით...
NANIKUNA
15.04.2003, 15:47
კიდევ ერთი ქართული ხასიათის შტრიხი თემურ თათარაშვილის რეპერტუარიდან :
დავლეეეეეეეეევ, დავლევ აბა რას ვიზამ
მტრის ჯინაზე ვილოთავებ დღე და ღამეეეეე!!!
ა, კიდო "ივერია"
ქეიფს ვიწყებ დილიდან,
ვიქირავებ დილიჟანს,
შიგ ჩავისვამ ლომებს ფაფარაშლილს
თავს მოვაჭრი რუმბივით
გასიებულ მიკიტანს
ჩემს საკადრის სუფრას თუ არ გაშლიიიის!!!
Mlle Qartveli
15.04.2003, 16:06
ჰო კიდევ კვალიაშვილი რომ მღერის....
"დაასხით...."(სიტყვები არ მაგონდება ...)
Anonymous
15.04.2003, 16:39
დედა ქეიფი მომინდა
ქართული ქეიფი
Mlle Qartveli
18.04.2003, 2:07
აი კიდევ ერთი მაგალითი.... :smile:
ამ ქვეყანას მხოლოდ ერთხელ მოვდივარ,
არ მშორდება ნაღველი და დარდი,
ცხოვრებისგან გადაღლილი შფოთი ვარ ,
ამ ჭიქასაც დავისხამ და დავცლი..
...............
ღვინო დამისხით შენი ჭირიმე....
:smile:
Mlle Qartvel-ო,
შენ უკვე აღარ ხუმრობ ხომ იცი შენ :smile: მაგარი მოქეიფე ჩანხარ შენ, ია ტაკ დუმაიუ. შენი წინაპარი ყარაჩოღელი ხომ არ იყო, ჰა? :smile: :smile:
Mlle Qartveli
18.04.2003, 12:57
:smile: :smile: :smile: :smile: :smile:
წუხელ სახლში, რომ ვბრუნდებოდი გზაში გამახსენდა კიდევ ერთი:
"მე რომ ვლოთობ, შენ რას გიშლი ძმობილო,
ლოთ კაცშიაც აბა, რა ნახე ცუდი,
მეც კაცი ვარ, ეგრე რატომ მიყურებ,
მეც მახურავს თავზე ნამუსის ქუდი . "
ჩემო ვაჩო, ამ გაუცინარი ხალხის ქვეყანაში ყველაფერი მენატრება ქართული... :sad: :sad: :sad:
განსაკუთრებით კი მეგობრებთან ერთად მხიარულება. :sad: :sad: :sad:
ეჰ ჩემო Mlle Qartvel-ო,
მანდ თუ გაუცინარია აბა აქ რაღა ვთქვა :smile: ბედნიერად.
Mlle Qartveli
22.04.2003, 21:38
HI ვახო
როგორ მიდის გამოცდების საქმე?
აბა შენ იცი , გადარიე პროფესორები...
:smile: :smile: :smile:
დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ჩემი ტოპიკის ასე "ატაცებისათვის". დიდად ვიმხიარულე.
ჩამოასხით რამე, გაშრა ყელი...
Mlle Qartveli
5.05.2003, 20:31
ჩამოასხით ერთიც უნდა დაავლიო,
აი ბალამ ბალამ, დავლიოოო..
ეს ცხოვრება ლხინში უნდა გავლიო,
აი, ბალამ ბალამ გავლიიიოოოო..
ჩამოასხით სანამ ღვინო მწყურია ,
ეს ცხოვრება მართლაც საამურიაააააა...
:smile: :smile: :smile: :smile: :smile: :smile: :smile:
Mlle Qartveli
5.05.2003, 20:47
:smile: :smile: :smile: :smile: :smile:
თამადაო ჩანჩალაო,
ღვინო გვასვი ჩქარ-ჩქარაოო...
თამადაა საჭირო მგონი ...
ლონდონის ქართული რესტორნები:
http://www.`london-eating`.co.uk/2943.htm
http://www.`london-eating`.co.uk/2944.htm
[ This Message was edited by: Mixo on `2003-05`-06 02:12 ]
alexandra
6.05.2003, 11:36
QUOTE
On `2003-05`-06 02:11, Mixo wrote:
ლონდონის ქართული რესტორნები:
http://www.`london-eating`.co.uk/2943.htm
http://www.`london-eating`.co.uk/2944.htm
[ This Message was edited by: Mixo on `2003-05`-06 02:12 ]
მიხო,ვინ გახსნა ეგ ქართული რესტორნები ქართველმა თუ ინგლისელმა.კარგ კერზებს ამზადებენ? მზარეული ქარტველია? მაისის ბოლოს მივდივარ ლონდონში ნორვეგიელ მეგობრებთან ერთად და თუ კარგი კერძებია დავპატიჯებდი.
NANIKUNA
6.05.2003, 12:19
მიხო, მორიგი სადღეგრძელო შემოგვთავაზე თორემ შემოგვეფანტა ხალხი სუფრაზე ან გვიმღერე რამე
მე ვარ თამადააააა ამ სუფრაზე თქვენგან რჩეული...
(სამწუხაროდ მეტი არ მახსოვს)
აპაპააპ მოვედი მოვედიი! MLLE, ჩაიწიე ცოტა რა, ჩავეტევი მეც მანდ! უფუფფ რა სუფრა რა სუფრაა! ის მწვადები გადმომაწოდეთ ერთი თქვენს გახარებას. ღვინო შავი თუ გაქვთ ის დამისხით, სხვას არ გეახლებით. მნიამ მნიამ
QUOTE
On `2003-05`-06 11:36, alexandra wrote:
QUOTE
On `2003-05`-06 02:11, Mixo wrote:
ლონდონის ქართული რესტორნები:
http://www.`london-eating`.co.uk/2943.htm
http://www.`london-eating`.co.uk/2944.htm
[ This Message was edited by: Mixo on `2003-05`-06 02:12 ]
მიხო,ვინ გახსნა ეგ ქართული რესტორნები ქართველმა თუ ინგლისელმა.კარგ კერზებს ამზადებენ? მზარეული ქარტველია? მაისის ბოლოს მივდივარ ლონდონში ნორვეგიელ მეგობრებთან ერთად და თუ კარგი კერძებია დავპატიჯებდი.
თბილისი ცოტა ევროპული სტილისაა. ქართველების გახსნილია და ქართველები გემსახურებიან. მაგნიტოფონზე ქართული სიმღერებია. ძალიან კარგი სიტუაციაა. "პატარა საქართველო" უფრო ეროვნულ სტილშია, ჩუქურთმებით, იქ მე რომ ვიყავი ინგლისელები გვემსახურებოდნენ, მაგრამ მითხრეს ეხლა იქაც ქართველები მუშაობენო, ისე საჭმელს ქართველი მანდილოსანი ამზადებს. ორივე კარგია, მაგრამ მე "თბილისში" დავდივარ სისტემატურად რადგან მისადგომად უფრო ადვილია ჩემთვის. "პატარა საქართველოში" მხოლოდ ერთხელ ვარ ნამყოფი.
[ This Message was edited by: Mixo on `2003-05`-06 13:42 ]
alexandra
6.05.2003, 15:48
გმადლობთ.
გაგიმარჯოთ ხალხო!!! ყველა ქართველს გაუმარჯოს ამ Fორუმიöს (სუფრის] ცევრების ტამადობით!!! გენაცვალეტ ყველას! საქარტველოს და ქართველებს გაუმაააააააააარ....
გაუმარჯოს!!!!!, ოღონდ ბოლომდე დალიე.
ბოლომდე რასაკვირველია, ასე მტერი დაგეცალოტ ტკვენც და მეც
მიხო რა მიყვარ ქარტულ სუფრაზე იცი? ცოტა ხნიერი ხალხი ტავის ახალგაზრდობის ამბებს რო იხსენებენ და ყვებიან ტავგადასავლებს ზოგს მარტალს, ზოგს ტყუილს, ზოგს ცოტას შეალამაზებენ და ისე
მოდი ტკბილ მოგონებებს გაუმარჯოს!
გაუმარჯოს, მოვა დრო და ეს ფორუმიც ტკბილი მოსაგონარი იქნება. მე კი იცი რომელი სადღეგრძელო მიყვარს? დედების. მოდი ყველა ქართველ დედას გაუმარჯოს.
Anonymous
7.05.2003, 0:45
ვირტუალური ქეიფია? :smile:
დალევით ვერ დავლევ (დაძალება არ იყოს), მაგრამ თქვენს გვერდით მიგულეთ :smile:
მგონი ყველა ფორუმელი ზაფხულში თბილისში აპირებს ჩასვლას და ერთი კარგად ვიქეიფოთ. რას იტყვით?
გაუმარჯოს!!! ჩემი საყვარელი სადღეგრძელოც არის ეგ. საერთოდ ყველა ქართული სადღეგრზელო კარგია. მაგრამ არ მიყვარს გაზეპირებული სადღეგრძელოები და ყველა სუფრაზე ერთიდა იგივე ტექსტი. სადღეგრძელოს თუ ამბობ გულიდან უნდა მოდიოდეს, იმისტვის კი არ უნდა ტკვა რომ ტრადიციაა და მაინცდამაინც ბევრი უნდა ილაპარაკო. ასე არის ჩემო მიხო? ზოგი რო დაიწყებს ხოლმე მიზნები შეგესრულებიოს 100%ით და 200 წელი იცოცხლე და ა.შ. მაგას ჯობია უბრალოდ თქვა გაგიმარჯოს და დალიო. თამადობას კი დიდი ნიჭი უნდა, კარგ თამადობას თორემ ისე ყველას შეუძლია
აუუუურელია! აბა მიხო შემოსწრებულებს გაუმარჯოს და ერთი ყანწი დააჯახე მაგას. არ დამაძალოთ და რაღაცეები არ გავიგონო! აბა კოკა-კოლა უნდა წრუპო?
QUOTE
On `2003-05`-07 00:45, Aurelia wrote:
ვირტუალური ქეიფია? :smile:
დალევით ვერ დავლევ (დაძალება არ იყოს), მაგრამ თქვენს გვერდით მიგულეთ :smile:
მგონი ყველა ფორუმელი ზაფხულში თბილისში აპირებს ჩასვლას და ერთი კარგად ვიქეიფოთ. რას იტყვით?
მე თანახმა ვარ.
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.