Anonymous
7.04.2003, 12:23
9 აპრილს
რუსეთის დუმა იხილავს საკითხს აფხაზეთის და მანაჩაბლოს რუსეთან გაერთიანების შეცახებ
მ ო ბ რ ძ ა ნ დ ი თ!!!
ქართული სათვისტომო, აწყობს საპროტესტო აქციას რუსეთის საელჩოს ტერიტორიაზე სტოგოლმში.
ყველა ქართველის მოვალეობაა დაიცვას საქართველოს ტერიტორიები.
26 მაის სტოგოლმში ეწყობა ქართველთა შეხვედრა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად.
დღის წესრიგი>
1 საქართველოს გიმნი
2 შვედეთის საგარეო საქმეთა წარმომადგენის სიტყვა
3 აფხაზეთის ომის მონაწილის გამოსვლა
4 რეზო თაბუკკაშვილის ფილმები
5 ალაფურშეტი
ქართული სათვისტომო თავჯდომარე შვედეთში
სტოგოლმი
შვედეთი
კალბატონო ამანდა რომელ საათზე იკრიბებით რუსეთის საელჩოს წინ 9-ში?
Anonymous
7.04.2003, 22:53
როგორც ყოველთვის 12:00
Anonymous
7.04.2003, 23:07
katino რომელი ხარ?
პოლიციიდან აკცის უფლებას ველოდებით, ამიტომ გადმომირეკე რომ გითხრა რომელ ადგილზე ვხვდებით :smile:
07 08 580 540
ამანდა გენიალურია,
გვიგულე შენს რიგებში...
ველით დაწვრილებით ინფორმაციას
Anonymous
7.04.2003, 23:33
ჩემო კარგო ეს იდეა შენგან მოდის ტუ ის ხარ ვინც მგონიხარ :smile:
უი ძლივს არ გიპოვნეთ! რა ბედნიერებაა. ესე იგი 12 საათზე!
დაგირეკვთ ქალბათონო ამანდა :smile:

Anonymous
8.04.2003, 19:31
დამირეკე პოლიცის ნებართვა არ მოსულა, ამიტომ ხვალ გვეცოდინება დილით ყველაფერი.
კანონს ვერ დავარღვევთ
კატინო,
შეგიდძლიატ არ დარეკოთ, ნებართვა არ იკნება. ეს უბრალოდ ამანდას მორიგი სარკლამო ბლოკია. ხომ უნდა რომ კველას აჩვენოს რომ ედვარდის მერე მეორე ადამიანია საქართველოსათვის თავისი მნიშვნელობით
Anonymous
9.04.2003, 4:16
ალექს ალექს რა გეშველება
კატინო,
შეგიდძლიატ არ დარეკოთ, ნებართვა არ იკნება. ეს უბრალოდ ამანდას მორიგი სარკლამო ბლოკია. ხომ უნდა რომ კველას აჩვენოს რომ ედვარდის მერე მეორე ადამიანია საქართველოსათვის თავისი მნიშვნელობით
ალექს, ისე შენ თუ ჭეშმარიტ ინფორმაციას ეძებ, გეტყვი რომ ეს აქცია ისევე შედგება, როგორც იანვრის.
ამანდა, ზუსტად ის ვარ ვინც შენ გგონია
NANIKUNA
10.04.2003, 11:00
ქალბატონო ამანდა,
როგორ ჩატარდა საპროტესტო აქცია რუსეთის საელჩოს წინ?
გმადლობთ
Anonymous
10.04.2003, 13:19
რუსეთის საელჩოს გადავეცი პეტიცია და წერილი რუსეთის დუმისთვის ლოზუნგით
"დუმა-რუკი პროჩ ოტ გრუზიი"
ვაი თქვენს პატრონს! გირჩევნიათ საქართველოს საელჩოების წინ მოაწყოთ აქციები!
Anonymous
7.05.2003, 13:52
ჵატრონი კარგი მყავს ასე რომ ახლა საქართველოს პატრონზე ვჩალიჩობთ იქნებ უპოვნოთ :smile:
salosalomea
19.06.2003, 12:36
[ This Message was edited by: salosalomea on `2003-10`-03 18:37 ]
Anonymous
19.06.2003, 12:48
საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჩემი მტერსაც არ უსურვებ იქ ჩასვლას, ისეთი ბარდაგია ძაღლი პატრონს ვერ ცნობს.
QUOTE
On `2003-06`-19 12:48, ამანდა wrote:
საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჩემი მტერსაც არ უსურვებ იქ ჩასვლას, ისეთი ბარდაგია ძაღლი პატრონს ვერ ცნობს.
კი მაგრამ სად არის თქვენი სანაქებო პატრიოტიზმი. მაქედან რომ აგულინებთ ყველას და სულ იმას გაიძახით საქართველოზე ფიქრში არ მძინავსო. ამიტომაც ყოველთვის ვამტკიცებ რომ სულაც არ გიყვარტ საქრთველო და მისი პატრიოტი არ ბრძანდებით. ერთერთი მიზანი თბილში ცასვილსა ის არის, სადმე თვაი გამოაცინოთ და იქნებ ვინმემ თქვენს დეკოლტეს დაადგას თვალი.
Anonymous
19.06.2003, 17:21
ალექს საქართველო მარტო თბილისი არაა.
არავითარი სურვილი არ მაქვს მივიღო მონაწილეობა იმ ბინძურ გარიგებებში რაც მომავალ 2 წელიწადში მოხდება.
salosalomea
19.06.2003, 22:52
[ This Message was edited by: salosalomea on `2003-10`-03 18:38 ]
ამა წლის 6 სექტემბერს, ქალაქ გეტებორგის ცენტრში (შვედეთი), ქართველმა ახალგაზრდა კაცმა ბენზინი გადაისხა და თვითმკვლელობა სცადა, საბედნიეროდ, ახლო-მახლო მყოფმა ხალხმა შეძლო ცეცხლის ჩაქრობა... ქართველმა კაცმა კი მიიღო სხეულის 20% დამწვრობა, ქირურქიული ოპერაციის შემდეგ, კომიდან გამოსულმა, გამოაცხადა მშრალი შიმშილობა რომელიც გაგრძელდა 5 დღე, ის გადაიყვანეს ხელოვნურ კვებაზე! ეს ამბავი გააშუქა გეტებორგის ყველაზე მსხვილმა გაზეთებმა და დაუჯერებელია შვედეთში არსებულ "ქართულ სათვისტომოს" არ სცოდნოდა (თუკი შვედეთს გარეთ მყოფმა ქართველებმა გავიგეთ ეს ამბავი)... მე ვესაუბრე მას- ის ახლა იმყოფება გეტებორგის მართლმადიდებლურ ეკლესიაში და მფარველობს სერბი მოძღვარი! მე ვესაუბრე მის ადვოკატსაც მან განაცხადა, რომ მას სურდა თავისი ქმედებით ყურადღება მიექცია საზოგადოებრიობას თუ რა ხდება რეალურად ჩვენს ქვეყანაში და რა უსულგულობას ახორციელებენ შვედეთის საემიგრაციო სამსახურები, მრავალათასიან ქართველ ემიგრანტთა წინააღმდეგ, რომელიც ამ ქვეყნის ხელისუფლების პოზიციაც უნდა იყოს!
ვინ იცის როგორი ვარდისფერებით დახატა ქართველი ერის ყოფა-ცხოვრება იქ ვიზიტით მყოფმა ნინო ბურჯანაძემ!
პ.ს. დაზარალებულის ნახვა შეგიძლიათ გეტებორგის მართლმადიდებლურ ეკლესიაში!
Anonymous
5.10.2003, 16:50
ბაჩო წელი ხომ არ შეგეშალა?
ეს მოხდა 6 წლის წინ, თავის დაწვა ვერ მოასწრო და არც აპირებდა. ემიგრირებული იყო მოსკოვიდან არა საქართველოდან, ისე სოხუმელი აფხაზი იყო რუსი ცოლით.
ინციდენტი მოხდა რეიხსტაგის წინ ის პიროვნება მაინც გააძევეს, რადგან ბევრჯერ იყო დაკავებული ქურდობაზე ,რამაც მისი დეპორტი გამოიწვია.
ისე სად ამოიკითხე? მოგვეცი მისამართი.
ემიგრაციონ ვერკეთში ეგ ინფორმაცია არ არის რაც შენ დაწერე, ხოლო ინციდენტი რომელიც მე დაგიწერე ყველა გაზეთში იყო 6 წლის წინ.
6 ქართველი მუშაობს ემიგრაციონ ვერკეთში და ყოველთვის ვიცით სად? რა ხდება? თუ ქართველს ეხება.
ისე ინფორმაცისთვის გოტებორგი არის ვოლვოს ქალაქი და სტოკგოლმიდან 700კმ დაცილებული :smile:
პ.ს. ბაჩო ყველაზე საწყენი ამ ისტორიაში ის იყო, რომ ის ადამიანი ქართულად არ ლაპარაკობდა, როდესაც მას მიუყვანეს ქართველი თარჯიმანი. არადა ქართველად ასაღებდა თავს.
___________
ხომ ლამაზია ეს საქართველო? მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდააააა
[ This Message was edited by: ამანდა on `2003-10`-05 21:16 ]
[ This Message was edited by: ამანდა on `2003-10`-05 23:03 ]
Al-pachino
5.10.2003, 23:34
რას აკეთებენ ასეთს საემიგრაციო სამსახურები?
ცხადია მათ არ უნდათ სოვიეტიკი ხალხი ჩავიდეს მათთან საცხოვრებლად მხოლოდ იმიტომ რომ იქ უფრო "თბილა"
ვიდრე ჩვენთან.
მაშინ მთელი ჩინეთი წავიდოდა ევროპაში.
მაგრამ ევროპაც და ამერიკაც მაძღარი ღორები არიან.
ესაა სიმართლე.
მე ათენში ვარ და ერაყში ომი რომ დაიწყო აქ ანტი ამერიკულმა განწყობამ პიკს მიაღწია.
ხალხი ლამის კბილებით იცავდა იმ აზრს რომ არ შეიძლება ომი განთავისუპლების მოტივით. მეც ამ აზრძე ვარ ისევ.
მაგრამ ერთი ნიშანდობლივი ფაქტი მინდა აღვნიშნო.
აგვისტოში საქართველოში ვიყავი.
იქ ერთი მეგობარი მყავს რესპუბლიკურ პარტიაშია ბერძენიშვილთან და ხაინდრავასთან. (ნაც ოძრაობა)
ჰოდა იცი რა მითხრა იმან ?
მთელს ევროპაში აზრი გაიყო შუაზე . აღმოსავლეთ ევროპა მიემხრო ძალის გამოყენებას (ბალტიკები ჩეხეთი პოლონეთი უნგრეთი რუმინეთი და ასე შემდეგ )
რატო იციო მითხრა იმიტომ რომ გერმანელებს და ფრანგებს არ გამოუცდიათ ეგ რაც ერაყში ხდება ახლაო და ძალის გარეშე ასი წელი არაფერი შეიცვლებოდაო.
ევროპაში ფეხებზე კიდიათ აღმოსავლეთ ნაწილში რაც ხდება . მთავარია თვითონ იყონ კარგად.
საზღვრებს გაამაგრებენ , რომ არ შემოუშვან აქ ხალხი
ღAრიბი ქვეყნიდან.
მარგრამ მერე უკვირთ რომ გადმოდიან მაინც აქ ეგ ხალხი.
პრობლემას ისიც ამწვავებს რომ საქართველოს ხელისუფლებაც კვერს უკრავს მათ.
პოლიცია აქ დადევს უცხოელებს (ილეგალ ხალხს)
დაიჭერენ და დეპორტი.2 კვირიან ვიზასთან ერთად.
600 ევრო ჯდება სულ გამოსვლა.300 საპროტესტო გადასახადი 300 ადვოკატის ფული.
ხალხი მაინც არ ტოვებს საბერძნეთს იმედი აქვთ რომ ისევ მოხდება ის რაც აქ 2001 წლის ივნის-ივლისში მოხდა.(ყველას ლეგალიზაცია)
ხო კიდევ .
ქართველები , ოხ რა ერი ვართ.
აქ ქართველები ერთმანეთის მტრები არიან.
სახლის ქირაობა 1 ოთახი `200-220` ევრო ჯდება თვეში
+ შუქი გათბობა წყალი .
2 ოთახი `250-270` ხოლო 3 ოთახი `320-350` დაახლოებით.
კაცი რომ ჩამოდიხარ ბინას ეგრევე ვერ ქირაობ.
თან მარტომ რომ იქირაო ძვირია. ხელფასი უცხოელებზე `500-700` ევროა დაახლოებით.
ამიტომ კარგია თუ ერთად `2-3` იქირავებს
მაგრამ ამას ლეგალური ყოფნის უფლება ჭირდება .
ეს კი ზოგს აქვს ქართველებიდან ზოგს არა.
ვისაც აქვს ეს იყენებს ამ შანსს და ქირაობს სამ ოთახიან ბინას ხსნის ე.წ სასტუმროს.
ლოგინები,ლეჟანკები ისეა დაწყობილი გვერდის ავლა ჭირს.თითოს 90 ევროს ახდევიებს თვეში.
აგროვებს ასე `12-14` კაცს მუდმივად.
არის ერთი ალიაქოთი სმა , კაი ბიჭობაზე თავის დება,
ცემა ტყეპა ერთმანეთის და რა ვიცი ათასი სისაძაგლე.
პატრონი სასტუმროსი კიდევ კეთდება ამ დროს.
ამის გარდა ეს ქართველები აფერისტობითაც შოულობენ ფულს. არის გაკითხვა გამოკითხვა
ვინ აკეთებს საბუთებს ,ზოგს 600 ევრო უჯდება ზოგს 800, ერთმა 1200 გადავიხადეო თქვა.
არა და ყველა ყალბი. არ არსებობს ვარიანტი მაგის
რომ არალეგალი გალეგალდეს .თუ არა ამინისტია ისეთი როგორიც 2001 ში ზაფხულში იყო.
მაგრამ არ ესმის ეს არავის. იქ რომ ვუთხარი შეიძლება ყალბიათქო? კინაღამ მცემეს რას ამბობ ამხელა ფული აბა რაში მივეციო? თუ ვინც გადაიხადა თუ ვისაც გადაუხადეს ორივემ შემიღრინა.
ერთხელ კიდევ ომონიაზე ვიყავი დარეკვა მინდოდა,
და ერთი ქალი ტელეფონზე ილანძღებოდა და აშინებდა ვიღაცას .
კი იაფად გასესხებიე ფულიო მაგრამ დროზე დამიბრუნე თავის სარგებლიანაო.თორემ ხო იცი შენ არ გაქვს საბუთები და მე კი მაქვსო ხოდა 2 კვირას გაცლიო და მერე საქართველოში რომ მიგაბრძანონ პოლიციამ შენ თავს დააბრალეო.
გარანტიის ჩადება კი აღარ ჭირდება ფული რომ ისესხო, ვერ გაისტუმრებ და აგერ დააჭერიებს შენ თავს პოლიციას.
ხალხს ნასესხები აქვს ფული , რომ ჩამოდის.
2.5 ათასი ევრო ჯდება დაახლოებით.
ან ვიზას გიკეთებენ ან საბარგულით გადმოყავხარ შოფერს.
მე რო მოვდიოდი 5 ქუთაისელი გადმოაპარეს. თითქმის ყველა რეისზე ხდება ეს.ასე 2.3 ათასი ჯდება.
მერე 8 თვე თუ გეყო ამ ფულის ამოსაღებად კარგია.
ისიც გამართლებაა საჭირო თორე თუ დაგიჭირეს 600
ემატება მეორედ კი გიშვებენ აუცილებლად საქართველოში. ზოგი ვერც ასწრებს იმ ფულის მოგროვებას რაც დახარჯა.
+ ამას უკან რომ გაივლი პასპორტს გიფუჭებენ თუ დაჭერილი ხარ როდისმე , არა და 1200 ევროა ჯარიმა
ისე ლეგალურად ვეღარ შემოხვალ.
მკაცრები არიან ძალიან.
ჰო კიდევ დამავიწყდა კინაღამ ამის თქმა
მწვანე ბარათზე ახლა შევიტანე განცხადება პირველად.
ხო და მამის სახელი პასპორტში რომ ვერ ნახეს
დიდი პრობლემა შემექმნა ხან საელჩოში უნდოდათ ჩემი გაგზავნა ხან საქართველოდან საბერძნეთის საელჩოში დამტკიცებული დოკუმენტი რომ Mამაჩემს ნამდვილად ის ერქვა რაც იქ დავწერე. ერთი სიტყვით გავბრაზდი რომ ჩვენთან ამოიღეს და აქ ისევ აქვთ.
ჰო და აქეთ ვისაც გინდათ წამოსვლა ათენში , მაინც და მაინც კარგი ნუ გეგონებათ.5 წელი მაინცაა საჭირო რომ რამე წაიღო საქართველოში, ისე კი თუ წამოსვლაა 20 წლისა წამოდით. რომ 25 ისა უკან წახვიდეთ.
გთხოვ თუ გაქვს საშუალება და დრო თქვა ცოტათი ათენზე
ჩემი ოცნებაა ჩავიდე და მივუახლოვდე იმ ადგილებს რასაც ჩვენი მაცხოვრის იესი ქრისტეს წმინდა ადგილები ჰქვია
წინასწარ გიხდი მადლობას
Al-pachino
6.10.2003, 11:38
6კაცი მუშაობს საემიგრაციო სამსახურში და ყველაფერი იცით არა?
ამანდა ყველა ნაბოზარს რავა იცნობ?
ისევ იმას აგრძელებ? არა რომ ვამბობ სსრკ არ დაშლილათქო ამ ხალხს არ ჯერა.
Al-pachino
6.10.2003, 11:41
betlemi
მე ეკლესაიაში დავდივარ ხოლმე მაგრამ ისე რომ
რაც ამათ ცნობილი ადგილები აქვთ მეც ტელევიზორში მაქვს ნანახი.
ისე კი აქამდე თუ ჩამოხვალ მერე დაგეხმარები და დაგათვალიერებიებ შაბათ კვირას ათენის ღირსშესანიშნაობებს. მეტი რა გითხრა.
ხო ათონის მთა შორია ათენიდან სალონიკთან უფრო ახლოა
dr_Zuzumbo
6.10.2003, 12:09
ამანდა,
ბაჩო ამბობს ამა წლის 6 სექტემბერსო. კიდევ იმასაც დასძენს, რომ თურმე ტელეფონით უსაუბრია იმ საცოდავის ადვოკათთან. როგორ უნდა გავიგოთ: ექვსი წლის წინ გაძევებულ ადამიანს ადვოკატი ემსახურება?
გეტებორგში ვოლვოზე უფრო ღირსშესანიშნავი არფერია?
რა კავშირი აქვს ვოლვოს ამ უბედურის ბედთან?
Anonymous
6.10.2003, 14:08
ზუზუმბო ბაჩო თუ ისეთ ინფორმაციას ფლობს რომელიც არ იცის საემიგრაციო ორგანიზაციამ, ესეიგი პროვოკაციაა. აბა გვანახოს საიტი სადაც ეს ინფორმაციაა.
ალპაჩინო საემიგრაციო ორგანიზაციაში მუშაობს 6 ქართველი, რომელიც თარგმნის ინტერვიუს ქართველი ლტოლვილებისგან.
არც ერთი ქართველი ინტერვიუს რუსულად არ აბარებს, რადგან რუსები ყველაფერს აკეთებენ რომ ინტერვიუ ჩაშალონ და ქართველები გაძევონ.
ამიტომ პროტესტის ნიშნად ქართველები ამბობენ, რომ რუსული არ იციან.
რამდენიმე ოჯახმა მიღო დარჩენის უფლება.
როდესაც პიროვნება მოითხოვს დარჩენას მას ინტერვიუს უტარებენ.
კითხვები საიდან და როგორ ჩამოხვედი?
2 ინტერვიუზე ურო ვრცლად გამოკითხავენ თუ ინტევიუმ დაიგვიანა 4 თვე ადამიანს ეძლევა მუშაობის უფლება.
სანამ გადაწყვეტილებას მიღებს, ლტოლვილი იღებს ფულად დახმარებას და საცხოვრებელს, ასევე უფასო შვედური ენის შესწავლის კურს.
ყველა ლტოლვილი ვინც ეწევა ქურდობას და არ უნდა მუშაობა, დეპორტით იგზავნება საქართველოში.
აქ კანონი კანონონს და ყველას ეძლევა ბროშურა თუ რისი უფლებები აქვს და რა კრიტერიუმებით ეძლევათ დარჩენის უფლება.
ალპაჩინო მოგვიყევი რა კანონებია საბერძნეთში ემიგრანტების სასარგებლოთ.აქ ბევრი ემიგრანტია საბერძნეთიდან ბერძნები.
_________________
ხომ ლამაზია ეს საქართველო? მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდააააააა
[ This Message was edited by: ამანდა on `2003-10`-06 14:32 ]
nostalgia
6.10.2003, 15:01
მოგესალმებათ ,,ნოსტალგია"
ნოსტალგია არის პირველი და ერთადერთი გაზეთი საბერძნეთში. ალ, კარგი წერა გცოდნია , თუ არ ხარ დაკავებული ძალიან შეიძლება სამსახური იშოვო ჩვენთან.
რა თქმა უნდა თუ სურვილი გექნება.
არ გეგონოს გამდიდრდე რადგან ჩვენ ყველანი უანგარად ვმუშაობთ ჯერჯერობით. კარგად მოგეხსენება აქაური ამბები. რამდენი ხანია რაც საბერძნეთში ხარ. შეიძლება გიცნობ, არაა გამორიცხული.
პატივისცემით ,,ნოსტალგია"
შვედეთში რომ თავი დაიწვა ეგ არაა 6 წლის ამბავი .ეხლახანს გამოწერეს უბედური სავადმყოფოდან,
გერმანიში ორი კვირის წინ მ.კაპანაძემ დაიწვა თავი და გარდაიცვალა.
რატომღაც ყველა სათვისტომო ჩვენ მოგვმართავს ასეთი ფაქტი რომ ხდება,ალბათ იციან რომ გულთან მარტო ჩვენ მივიტანთ.
ბაჩოს გუშინ მამა გარდაეცვალა . მხურვალე მამულიშვილს მამა დაეღუპა სრულიად მოულოდნელად, თითქოს კარგად იყოო და უცებ გული გაუსკდა.
გული არ გაგისკდებაა ისეთ ქვეყანაში რომ ცხოვრობ ,სადაც დაბრუნებზე თავს იწვავენ?
ნათელი დადგომოდეს ბაჩოს მამის სულს და ყველა ქართველს ვისაც კარგი შვილი და კარგი ვაჟკაცი გაუზრდია.
ჩვენც ბაჩოსთან ერთად ვიზიარებთ მშობლისა ყველა ქართველის ტრაგედიას.
Al-pachino
6.10.2003, 20:42
Al-pachino
6.10.2003, 20:58
სამძიმარი ბაჩოს.
ხო
ამანდა . აქ საემიგრაციო სამსახურს ისეთი პირობები აქვს, უარესი არ იქნება .
ლტოლვილად რომ ჩაბარდეს ვინმე ე.წ აზული
ამათ არ აქვთ. ვიზა შეიძლება გააგრძელო 6 თვემდე.
ადგილზე.ოღონდ ვიზა არ უნდა იყოს დამთავრებული, მანამდე უნდა მიხვიდე.
კიდევ 500 ევროს ანგარიშს ითხოვენ ყოველ გასაგრძელებელ თვეზე თან გაყინვას ბანკში.
მაგ თუ სამი თვით გინდა 1500 ევრო უნდა გაყინო
პირველ 500 ს ნმაშინვე ხსნი მეორე 500 ს 1 თვის მერე და ასე შემდეგ.6 თვით 3000 და იგივე პირობით.
გაგრძელებული მეტად აღარ გრძელდება.ერთი დღეც რომ გადააცილო უკვე 570 ევროს იხდი გასვლისას საზღვარზე 2 თვემდე დარღვევისთვის .მეტი დრო
თუ გაქვს გადაცილებული 1173 ევროს.
ისიც დაჭერილი თუ არასოდეს ყოფილხარ.
ქვეყანა ღარიბია ლტოლვილთა ბანაკი რომ გააკეთონ
ტვირთად დააწვება ქვეყანას. არა და დემოკრატიული ქვეყანაა და 5 წელს არალეგალად ვერ აჩერებენ ხალხს.
კანონში აქვთ რომ 5 წლის მერე მცხოვრები ავტომატურად იღებს ყველა უფლებას გარდა არჩევნებში მონაწილეობისა. კომპრომისი აქ მარტო ერთი აქვთ.
ყოველ 4 წელიწად ნახევარში გამოუშვან ამნესტია არალეგალებზე. ასეთი იყო 1997 და 2001 წელს.
ტყე ღრე გადმოპარულ ხალხს გაუკეთეს საბუთები.
Anonymous
6.10.2003, 21:07
ბაჩოს უზიარებ მწუხარებას
ზარა ნუ მკლავ სიცილით შენი პოსტინგებით, შენ მოგმართეს არა

დასახელე გვარი და ქალაქი თუ ტყვილი არ არის.
დღეს 3 ქართველის ინტერვიუზე ვიყავი ემიგრაციონ ვერკეთში და ეგეთი ინფორმაცია არ არის, ან შენი პროტეჟე ჩეჩენათ არის ჩაბარებული.
როდისიყო უსტატუსო ემიგრანტს ,ვინმე მიმართავდა?
დეზინფორმაციას მოეშვით, ნუ იქცევით 10 წლის ბავშვებივით.
ალ პაჩინო მადლობთ ინფორმაციისთვის, აქ ბევრად ჰუმანური კანონებია აზულიანებისთვის.
მაგრამ თუ კრიმინალი ჩაიდინა ეგრევე დეპორტზე უშვებენ.
ბაჩო მოგიყვება ყველაფერს ტელეფონის ნომერსაც მოგცემს.ქალაქი გეტებორგი ეწერა ზევით.
ისე ამერიაკაში გაიგო კაცმა და შენ როგორ ვეღარ გაიგე?
დანარჩენზე კომენტარს არ ვაკეთებ ხალხმა გააკეთოს და ვნახავ ერთი რა გულისხმიერებას გამოიჩენ იმ საცოდავის მიმართ. ჰა, ბურთი და მოედანი!
დარეკე გეტებორგში მარმადიდებლურ ეკლესიაში, კითხე სერბ მღვდელს და გეტყვიან სად ინახულო!
როგორც ვიცი ,აწი მეორეჯერ თავის დაწვას არ აპირებს საემიგრაციო სამსახურს ნაღდად დაწვავს!
თანაც ის საწყალი ბიჭი საქართველოს ორგზის ჩემპიონი ყოფილა ათჭიდში.კაცმა ქურდობა ვერ იკადრა და მამაძაღლობა.
მალე სურათებს გამოგზავნიან და მერე ჩემს გვერდზე გამოვაქვეყნებთ!
ნომერსაც დავდებთ აქ რომ ყველამ შეძლოს დარეკვა.
[ This Message was edited by: zara on `2003-10`-07 03:18 ]
Al-pachino
8.10.2003, 3:16
ზარა რატომ იწვავდა თავს?
არ ტოვებდნენ თუ პროტესტის გამოსახატად? რაც საქართველოში ხდება?
ისე ხომ გეუბნები მენანება საქართველო ამისთვის
თორემ რაც ერაყის ხელისუფლებას გაუკეთეს ამათზეც თუ ალალი არ იყოს.
შეიძლება მართლა არ გადავარდება ეს წყობა საქართველოში კიდევ 100 წელი.
რაც შეიძლება მეტი ხალხი უინდა წავიდეს ქვეყნიდან,
ბოლოს მარტო რომ დარჩება ვისი პრეზიდენტი იქნება ნახოს მაგან.ამასთან ეს ხალხი შეაწუხებს ევროპას
და იფიქრებს მერე რომელი ჯობია საძღვრის გამაგრებაზე რომ დახარჯოს ფული და ასე არ შემოუშვას ეს ხალხი თუ რეალურად დაეხმაროს მე 3-ე ქვეყნებს ჩამოყალიბდენ ნორმალურ სახელმწიფოებად. თან კაპიტალი დაგვიგროვდება და სად წავიღებ აბა თუ არა საქართველოში.
dr_Zuzumbo
8.10.2003, 11:46
QUOTE
On `2003-10`-08 03:16, `Al-pachino` wrote:
ზარა რატომ იწვავდა თავს?
არ ტოვებდნენ თუ პროტესტის გამოსახატად? რაც საქართველოში ხდება?
ისე ხომ გეუბნები მენანება საქართველო ამისთვის
თორემ რაც ერაყის ხელისუფლებას გაუკეთეს ამათზეც თუ ალალი არ იყოს.
შეიძლება მართლა არ გადავარდება ეს წყობა საქართველოში კიდევ 100 წელი.
რაც შეიძლება მეტი ხალხი უინდა წავიდეს ქვეყნიდან,
ბოლოს მარტო რომ დარჩება ვისი პრეზიდენტი იქნება ნახოს მაგან.ამასთან ეს ხალხი შეაწუხებს ევროპას
და იფიქრებს მერე რომელი ჯობია საძღვრის გამაგრებაზე რომ დახარჯოს ფული და ასე არ შემოუშვას ეს ხალხი თუ რეალურად დაეხმაროს მე 3-ე ქვეყნებს ჩამოყალიბდენ ნორმალურ სახელმწიფოებად. თან კაპიტალი დაგვიგროვდება და სად წავიღებ აბა თუ არა საქართველოში.
ეეეე, ალპაჩინო,
ლოლსკებისა და უზრდელებისნაირ მაწაკებს საქართველოში რა დალავეს. ჰოდა, მაგ ოღრაშების "პრეზიდენტი" იქნება.
აი, უკრაინელი ადვოკატის ტელეფონის ნომერი რომელმაც ამ ქართველს საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში მზრუნველი ხელი არ მოაკლო:
031 243967 (გეტებორგი)
ამჟამად ჩვენი თანამემამულე გეტებორგის მართლმადიდებლურ ეკლესიაშია და მას სერბი მოძღვარი მფარველობს (მის ტელეფონს ხვალ მოგაწვდით)
იქნებ შვედეთში მცხოვრებ რომელიმე ქართველს გაუჩნდეს მისთვის დახმარების სურვილი? იქნებ ვინმე ცოტა შეძლებული კითხულობს ამ წერილს? შვედეთში ქართველი სტუდენტებიც ბევრნი ყოფილან, ამ ფორუმზეც შვედეთში მოსწავლე ბევრი სტუდენტი წერს წერილებს-იქნებ დაერეკათ და გაემხნევებინათ.
QUOTE
On `2003-10`-13 08:14, ბაჩო wrote:
აი, უკრაინელი ადვოკატის ტელეფონის ნომერი რომელმაც ამ ქართველს საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში მზრუნველი ხელი არ მოაკლო:
031 243967 (გეტებორგი)
ამჟამად ჩვენი თანამემამულე გეტებორგის მართლმადიდებლურ ეკლესიაშია და მას სერბი მოძღვარი მფარველობს (მის ტელეფონს ხვალ მოგაწვდით)
იქნებ შვედეთში მცხოვრებ რომელიმე ქართველს გაუჩნდეს მისთვის დახმარების სურვილი? იქნებ ვინმე ცოტა შეძლებული კითხულობს ამ წერილს? შვედეთში ქართველი სტუდენტებიც ბევრნი ყოფილან, ამ ფორუმზეც შვედეთში მოსწავლე ბევრი სტუდენტი წერს წერილებს-იქნებ დაერეკათ და გაემხნევებინათ.
ეგ ტელეფონი ისეთივე მართალი იქნება როგორიც "ეკასი სადღაც საფრანგეთში" :wink:
ედიტი:
ისე დაიწვა დაიწვა, ვერ ვხვდები რაშუაშია ამანდა ? :???:
იმედია სრულწლოვანი იყო ის "კაცი" და გადაწყვიტა თავი დაეწვა... ამ საქციელზე მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი... განა ზუზუმბო რომ უზრდელია შენ გთხოვს ვინმე ამაზე პასუხს?
ბენლა!
_________________

lols
IT'S RIGHT TO RIOT !!!
[ This Message was edited by: lolski on `2003-10`-13 14:45 ]
Anonymous
13.10.2003, 14:59
ბაჩო
ველაპარაკე იმ ქალბატონს არავითარი ადვოკატი არა ვარო, თვითონ ამ ქართველზე ინფორმაციას არ იძლევა ემიგრაციონ ვერკეტმა არაფერი არ იცის.
შეკითხვაზე
ვი ოფიციალნოე ლიცო?
ნეტ ია პადრუგა
იზვინიტე მარა პადრუგებს მე არ ვესაუბრები :smile:
მე უთხარი თუ იმალება და არავის არ უნდა გაგებინოს მისი მდგომარეობა, ეს მისი პირადი საქმეა, რადგან შვედეთში რეაგირების გარეშე, არცერთი ინციდენტი არ რჩება.
ქალი ძალიან შეშფოთებული და დაბნეული იყო.
:smile: პროფესიონალები ასე არ ლაპარაკობენ, მითუმეთეს თურმე ჩემი კოლეგა ყოფილა ფსიქოლოგი ვნახოთ თუ გადმორეკა.
_________________
ხომ ლამაზია ეს საქართველო? მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდააააააა
[ This Message was edited by: ამანდა on `2003-10`-13 15:40 ]
Anonymous
22.10.2003, 17:18
ბაჩო
გუშინ დამირეკა ასე ვთქვათ "ვალერიმ"
შენზე მითხრა არ ვიცი ვინ არისო.
რადგან მე აუხსენ,ი რომ მისი ამბავი გავიგე
ნიკი ბაჩოს მტარებლისგან ფორუმში.
მინდა მოგცე ინფორმაცია:
თქვენი პროტეჟე არალეგალურად იმყოფება შვედეთში, 2 დეპორტის მერე მაინც იმალება.
დაიწვა სხეული 20% რითიც უნდოდა რეაგირება მოეხდინა შვედურ კანონზე.
შვედები კანონებს არ ცვლიან, ადრე რომ დაერეკა ჩემთვის ვასწავლიდით კანონებს და კარ ადვოკატსაც მივცემდით.
ეღეს დღეობით ის კანონის დამრღვევია და არც საემიგრაციო და არც ადვოკატი მის საქმეს არ აიღებს.
ყველა ინდივიდი, ლტოლვილი ვინც შვედეთის კანონმდებლობას, საემიგრაციო ორგანიზაცის კანონებს არ იზიარებს, დეპორტით იგზავნება საქართველოში.
გუშინ ერთი ბათუმელი დეპორტიტ გაუშვეს ,რადგან მხილებული იყო ქურდობაში.
_________________
ხომ ლამაზია ეს საქართველო? მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდააააააა
[ This Message was edited by: ამანდა on `2003-10`-22 17:21 ]
ნუ ტყუიხარ!
და კიდევ, რომელ კანონების გამოყენებით დაეხმარებოდი? ის ამაყია და შენგან შეთავაზებულ მამათმავლობის ან და რჯულისუარმყოფელის მოტივით შვედეთში დარჩენაზე ნაღდად არ დაგთანხმდებოდა!
მიაკითხეთ გეტებორგის მართლმადიდებლურ ეკლესიას.
დიახ, ეგ ნაღდია რომ ბათუმელი ორი კვირის წინ გაუშვეს დეპორტით-მაგაში მართალი ხარ! შენ იცი რომ მარტო ერთი სოფლიდან 30-ზე მეტი კაცი ითხოვს თავშესაფარს.
ისიც ვიცი რომ ორ ოჯახს შვილიც შეეძინა მანდ, მაგრამ მიუხედავად მაგისა დეპორტი მაინც ემუქრებათ, რადგან ბურჯანაძის მიცემული ინფორმაციით თურმე საქართველოში არსებობის კარგი პირობები ყოფილა და ეს ემიგრანტები კი სახელს უტეხენ მის ხელისუფლებას!
აი, ბურჯანაძის ვიზიტის შედეგი, რომელმაც ყველა მანდ მყოფ ქართველს ყოველგვარი იმედი გადაუწურა და მაგ ბიჭის და მისი ოჯახის ცოდვაც მთლიანად "სპიკერის" კისერზეა
საბოლოოდ ხომ გამოდგა მართალი რომ შვედეთში კაცმა თავი დაიწვა?
არადა შენ ვიღაც ამანდა რომ ხარ , ხომ ამტკიცებდი ტყუილიაო?
მახსოსვ აქ თემა იყო სექსზე და რომ ჯიუტად ამტკიცებდი რომ შვედეთში სექსის თავისუფლება არისო. :grin:
აბა ,ძველო ფორუმელებო!
არადა სექსის გაყიდვა კი არა ყიდვაც ისჯება შვედეთის სამეფოში.
ეხლა როგორ უნდა იყო მოწყვეტილი სამყაროს და ცივილიზაციას , რომ იცხოვრცო ქვეყანაში და ეს არ იცოდე!
კომენტარები ზედმეტია:
ტყუილი ყველგან ტყუილი...სოლომონ მორბელაძის არ იყოს..მომკლა ამდენმა ტყუილმა!
ეხლაც ამასაც გადათქვამს!
Al-pachino
22.10.2003, 20:48
ზარა შეუძლებელია სადმე პიდარასტობა მოწონდეთ . ყველგან გარყვნილები არიან და იქნებიან.
მაგ არც პოლიტიკური წყობის პრეროგატივაა და არც რაიმე ეროვნულობის ყველგან და ყოველთვის მასე იყო და იქნება .
ყველა იმ ხალხის დედას შევ**ი ვინც მაგას მოუგონებს თავს მარტო იმიტომ რომ საზღვარგარეთ დარჩეს.
იმათი ჩათვლით ვინც მართლა არის .
შენ კი ამანდა თუ ეხმარები ვინმეს მართლა დაეხმარე უწმინდურობას ვინც უგონებს სხვებს (თუ ეს სიმართლეა ცხადია) უფრო დიდ გარყვნილად მიმაჩნია.
ვინც აზრს შეიცვლის ზნეობრივი მოსაზრებების საფუძველზე მისასალმებელია
ხოლო თუ ანგარებით იცვლის აზრს, მიუხედავად იმისა რომ ეს შეიძლება უფრო ზნეობრივისკენ იყოს ცვლა მაინც ეს გარყვნილებაა უდუდესი,აი თუ ზნეობრივიდან უზნეობისკენ იცვლი აზრს თუ მსოფმხედველობას, მაშინ უზნეოა ადამიანი კვადრატში აყვანილი. ვინც ამისკენ უბიძგებს სხვას ის არანაკლები მასზე, ვის თავსაც ეს ხდება.
თან თუ ფულს შოულობს ამით .
მე არ ვიცი ეს რამდენად მართალია ,თუ ეს ასეა მაშინ ჩათვალე რომ შენზეა ეს ყველაფერი დაწერილი.
ჩემო ალ-პაჩინო, აგერ უკვე რამოდენიმე წელია აქ, აშშ-ში ვარ და საკმაოდ კარგად ვარ გათვითცნობიერებული საემიგრაციო კანონებში თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდე თავშესაფრის მოსაპოვებლად!
პირადად მე თავის დროზე ეს პროცედურა გავიარე, რომელიც თავიდან ბოლომდე ეწინააღმდეგებოდა საქართველოს დღევანდელი "ხელისუფლების" მიმართ აშშ-ს საემიგრაციო სამსახურებში გაბატონებულ კეთილგანწყობილ აზრს. ამასთან მყავდა ერთ-ერთი საუკეთესო ადვოკატი, რომელსაც ჯერ თავის საადვოკატო პრაქტიკაში ანალოგიური საქმე, რომელიც მთლიანად ყირაზე აყენებდა ყველაფერს არ ჰქონდა ჯერ. ის მირჩევდა, რომ რასაც მე ვამბობდი ძალზე ძნელი იქნებოდა სახელმწიფო დეპარტამენტის ჩინოვნიკთა დარწმუნება, მაგრამ მე ეს შევძელი და გავაკეთე ეს საქმე ისე და ისეთი ფორმით როგორიც თქვენს წინაშე ვარ. ადვოკატმა კი ნიშნად პატივისცემისა თავისი წიგნის ერთ-ერთი პირველი ეგზემპლარი ავტოგრაფით მე მაჩუქა (ის იმ ემიგრანტთა შორის რომლებიც სოც. ქვეყნებიდან არიან ძალზე ცნობილი პიროვნებაა). სულ ცოტა ხანში, მან მთხოვა დავხმარებოდი ერთი ქართველის საქმეში (ის ძალზე ცნობილი გვარისაა და მისი ერთ-ერთი ოჯახის წევრიც ძალზე ცნობილი პიროვნებაა-ისინი არ ყოფილან ჩვენი თანამოაზრეენი, პირიქით იყვნენ ჩვენი მოწინააღმდეგები) რომ წავიკითხე მისი პირველი ჩვენება ძლივს შევიკავე თავი სიმწრისაგან, მაგრამ იმის გამო, რომ თავის დროზე მისი ძმის გავლენაც იყო ჩემი მსოფლმხვედელობის ჩამოყალიბებაში უარი არ მითქვია. მე ვუთხარი ადვოკატსაც და თვით იმ პიროვნებასაც, რომ მოვკიდებდი ამ საქმეს ხელს თუ ძირფესვიანად შევცვლიდი საქმეს და ამოსავალი წერტილი მისი თავშესაფრის მოთხოვნისა იქნებოდა საქართველოს დღევანდელი ბანდიტური "ხელისუფლების" მიზეზი! რადგანაც ვთვლი რომ შხამიანი ძირი ყოველთვის შხამიან ნაყოფს ისხავს და რაც საქართველოში დატრიალდა `1991-92` წლებში და ამ გზით მოსული "ხელისუფლების" მემკვიდრეც არის დღევანდელი "ხელისუფლება"-ეს უბედურება და ყოფაც რაც დღეს ვლინდება საქართველოში არის შედეგი იმ ბოროტებისა რომელიც მათ დაატრიალეს! აი ეს უნდა იყოს ამოსავალი წერტილი! ეს საქმეც წარმატებით დაგვირგვინდა (დრ_ზუზუმბო პირადად იცნობს იმ პიროვნებას)-ამ საქმით მე ძალზე ვამაყობ, რადგან საქმის დამთავრების შემდეგ რამოდენიმე დღის შემდეგ ეს პიროვნება, რომელიც ტირილით მირეკავს და მამცნობს, რომ ის ახლაღა გამოვიდა ეკლესიიდან სადაც ბატონი ზვიადის და ბატონი მერაბის სულის უკვდავსაყოფად სანთლები დაანთო-ჩემზე უბედნიერესი ადამიანი იმ დღეს კაცი არ მეგულებოდა!
ამის შემდეგ კი ხშირად მიწევს ემიგრაციული საქმეების გადახედვა არა მარტო აქ, არამედ სხვა ქვეყნებშიც-მათ შორის შვედეთშიც! ასე ვიცი თამთა კოსტავას უღირსი გზით მოპოვებული "თავშესაფრის" შესახებ, რომლის მთლიანი სტენოგრამაც ჩემს ხელშია (სირცხვილი ასეთ ქართველებს, რომლებიც რამე მიზნის მისაღწევად ასეთ უღირს გზას აირჩევენ)
პატივისცემით
ბაჩო
[ This Message was edited by: ბაჩო on `2003-10`-22 22:42 ]
Anonymous
22.10.2003, 22:54
ბაჩო რა გაყვირებს ვერ გავიგე?
ეს რომ დამიწერე
და კიდევ, რომელ კანონების გამოყენებით დაეხმარებოდი? ის ამაყია და შენგან შეთავაზებულ მამათმავლობის ან და რჯულისუარმყოფელის მოტივით შვედეთში დარჩენაზე ნაღდად არ დაგთანხმდებოდა!
მხოლოდ არანორმალურს შეიძლება ესეთი აზრი მოუვიდეს თავში, შენ გეტყობა არ ხარ ნორმალური ადამიანი და გადახრები გაქვს მაგარი.
კაცმა მოითხოვა ,არ დატოვეს უარი უთხრე.
რა მიზეზით? თვითონ კარგად იცის ეს მისი პირადულია და არავის აქვს უფლება ამაში ჩაერიოს.
რატომღაც 2 ჯერ უარი მიღო დარჩენაზე,
პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა, ესენი ეუბნევიან ჩვენ არ გვეკუთნი და წადიო.
ის რომ საქართველოს მთავრობამ წერილი მისწერა ბევრ მთავრობებს ,რომ დემოკრატია აქვთ და ხალხს ნუ დატოვებთო ეს მოხდა 1996 წელს, მაგრამ ბევრი ემიგრანტი დარჩა ,რომელთაც კანონი არ ქონდათ დარღვეული.
ვალერიმ კი მითხრა რომ ბაჩოს არ იცნობს.
ეს იყო ყველაფერი.
რადგან ატკაზი აქვს, ამიტომაც ადვოკატს არ აძლევენ.
ალ პაჩინო აქ თუ დარღვევა აქვს ლტოლვილს, ძალიან მკავრად ექცევიან.
მე ვალერის 30 წუთი ვესაუბრე და შევთანხმდით რომ ერთმანეთს დაუკავშირდებით.
იმ მიზეზით რომელსაც ალ პაჩინო ამბობს შვედეთში არავინ არასოდეს დარჩენილა, ამბობენ ეგეთი პრობლემებით რჩებიან ჰოლანდიაში.
ისე მატყუარები, აფერისტები, უზრდელები და პრიმიტივები თქვენსკენ მოიკითხეთ.
მე იმ კაცმა მადლობა მითხრა რომ ვესაუბრე და მის მდომარეობაში შევედი.
მეტი ამ თემაზე თქვენთან საუბარს არ ვაპირებ ,რადგან ვხედავ რომ არაკომპეტენტურ პრიმიტივებთან მაქვს საუბარი.
[ This Message was edited by: ამანდა on `2003-10`-22 23:34 ]
patsatsu
23.10.2003, 15:10
ამანდა,
მე მყავს ერთი ნაცნობი, რომელიც შვედთში სწავლობდა 1 ელით თუ არ ვცდები, და ესეთი რაღაც თქვა, რომ როცა გაიგებდნენ რომ საქართველოდან ვიყავი, ამრეზით მიყურებდნენ იმიტომ რომ ემიგრანტი ვეგონეო, და როცა ვეტყოდი რომ სასწავლებლად ვარ ჩამოსული და 1 წელში უკან ვბრუნდებიო, ეგრევე ეცვლებოდატ განწყობა და ძალიან "კეთილები" ხდებოდნენო. ეტყობა იმდენ სისაძაგლეს აკეთებენ ემიგრანტები რომ აღარც უყვართ არა?
ისე ერთი პერიოდი ვსწავლობდი შვედურს, ძალიან ადვილია და ძალიან მომწონს. სამწუხაროდ ვეღარ ვახერხებ... შესაძლებელია შვედეთში ჩამოვიდე ზაფხულში და რამე ენის კურსები გავიარო? არის ამგვარი რამე თუ იცი? წინასწარ გიხდი მადლობას
პ.ს. რამდენი ხანია შვედეთში ცხოვრობ? რას ფიქრობ შვედებზე? როგორი ხალხია? რა მსგავსებაა ჩვენს შორის?
Anonymous
23.10.2003, 15:17
შვედები არიან წყვარი კანონის მიყვარული ხალხი.
არის ბევრი კურსები სადაც შეგიძლია შეისწალო ენა,არის ასეთი ინსტიტუტი
შვედური ინსტიტუტი რომელიც აფინანსებს უცხოელ სტუდენტებს და ამ პროგრამით ბევრი სტუდენტია ჩამოსული.
ის რომ ქართველებს ცუდად იღებენ გამოწვეულია რუსული მედის და იმ ქართველების ქცევებით რომლების აქ როგორც გერმანიაში დაკავებული არიან კრიმინალური ქმედებებით.
გამიხარდება თუ ჩამოხვალ
ამ ფორუმის 2 წევრი უკვე ჩამოვიდა და სწავლობენ აქ ტეხნიკურ უნივერსიტეტში.
შედი ამ საიტზე და მთლიან ინფორმაციას მიღებ
http://www.sweden.ru/rus/index.htm
patsatsu
23.10.2003, 15:59
მადლობ ამანდა