ავტომოყვარულებო!
დღეს 2004 ნისან მაქსიმა დავათვალიერე და გადავირიე.
პაწა ეს თემაც განვიხილოთ. საქართველოში რა ხდება არ ვიცი, რა არის პოპოლარული, ავტოპარკი რამეს თუ დაემსგავსა ცოტათი მაინც?
ან ევროპაში მყოფები რას იტყვიან ახალს.
საქართველოს ავტოპარკის რა მოგახსენო, მარა გერმანიაში ორ მანქანას ყიდულობენ თურმე, მერე ერთს მეორეში დებენ და ისე მიყავთ საქართველოში. :smile:
ამას ჩვენს მეტი ვინმე მოიფიქრებდა? :smile:
რა ბრძანეთ, პატივცემულო???
ეგ როგორ კაცო, რანაირად, ამიხსენი ერთი, ნუ გადამრიე!
მაგას ისევ ფრიცუნიკები თუ მოიგონებდნენ. ეგენი ნამეტნავად ჭკვიანი ხალხია, ვიცნობ მე მეგათ, თვითონ მითხრეს, ჩვენთვის ტექნიკური პრობლემა არ არსებობსო.
თანაც ლუდს გეახლებოდით. ისე ტყვილად კი არ ვსაუბრობდით.
[ This Message was edited by: GRM on `2003-04`-13 11:49 ]
ლოლ. ეგრეა ხო.
მირკოავტობუსიდან სავარძლებს იღებენ და მეორე პატარა მსუბუქ მანქანას შით შეაცურებენ. მერე იმ პატარა მანქანის სალონსაც ავეჯით და ტექნიკით გაძეძგავენ და ჰერი. მაშ! :smile:
Hardthof
13.04.2003, 12:45
მარ'თალია. ერთი ვიცი გრძელი მიკროავტობუსი იყიდა და შიგ სამი ცალი პატარა მანქანა შეაწყო სულ ნაწილ-ნაწილ დაშალა და ისე :grin:
გაუმარჯოს ტკბილ ხალხს,
ისე თუ აზიაში მყოფსაც მაქვს უფლება ვთქვა, ვიტყვი რომ აქ ყველაზე მეტად ტოიოტა და ალფა-რომეო ფასობს. და ამასთან ტოიოტას ფასი არ არის მაინცდამაინც კატასტროფული. მაგალითად ახალთ-ახალი ტოიოტა 12000$ ათასი ღირს :smile:

მხოლოდ :smile:
Anonymous
13.04.2003, 15:35
ყველაზე იაფი ბაზარი ავტომანქანების არის საქართველოში.
ვოლვოს წარმომადგენელი ვიყავი საქართველოში ბაზრის და ბიზნეს გეგმის შემუშავების პერიოდში გამოირკვა, რომ კავკასის ქვეყნებში ფასები ძველ ავტომობილებზე ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ახალი მოდელების.
ყველაზე პრესტიჟულად თვლიან: მერსედეს, ბმვ ,აუდის, ვოლვოს.
მაგრამ წარმომადგენლობებში ავტომობილები ნაკლებად იყიდება, ვიდრე შავ ბაზარზე.
ხელოსნები ყიდულობენ დამტვრეულ ავტომობილებს გერმანის მანქანის სასაფლაოებზე, დამტვრეულ მანქანებს ამუშავებებ და ყიდიან დიღმის სავტომობილო ბაზარზე როგორც ახალ მანქანებს.
საქართველოს გზებისთვის ყველაზე მიზანშეწონილია მერსედესი და ვოლვო, ხოლო სერვიზის თვალსაზრისით მერსედესი და ბმვ.
რადგან აუდის ნაწილების ყიდვა დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული.
QUOTE
On `2003-04`-13 15:09, Vacho wrote:
გაუმარჯოს ტკბილ ხალხს,
ისე თუ აზიაში მყოფსაც მაქვს უფლება ვთქვა, ვიტყვი რომ აქ ყველაზე მეტად ტოიოტა და ალფა-რომეო ფასობს. და ამასთან ტოიოტას ფასი არ არის მაინცდამაინც კატასტროფული. მაგალითად ახალთ-ახალი ტოიოტა 12000$ ათასი ღირს :smile:

მხოლოდ :smile:
12000 $, გააჩნია რა მოდელზე. ამერიკაში ყველაზე პატარა Toyota-ს მოდელი არის Corolla(1.8 ლ, 130 ცძ) და მისი ფასი 15100-დან იწყება. მართლაც რომ დიდებული კომპანიაა, ძალიან საიმედო მანქანები აქვთ.
ეხლა კიდევ მათი Lexus!
თუმცა ჩემი ფავორიტად იაპონურებიდან მაინც Nissan რჩება. განსაკუთრებით ახალი Altima (Primera ევროპაში) 6 ცილინდრიან ვარიანტში(3.5 ლ, 255 ცძ). 2002-ის საუკეთესო მანქანადაც აღიარეს ჩრდილოეთ ამერიკაში და ინგლისში(Primera სწორედ მანჩესტერში კეთდება ევროპის ბაზრისთვის, ერთი ბაზა აქვთ, მაგრამ დიზაინი განსხვავდება).
ვაჩო,
იაპონიაში ამერიკული მანქანებია პრესტიჟულიო. მე მგონი ევროპაშიც ეგრე უნდა იყოს. აქ კი პირიქით, ევროპული და იაპონურია. ყველას უცხოური მანქანა უნდა-მარტო საქართველოში კი არ არის ეგრე. :smile:
NANIKUNA
14.04.2003, 12:09
საქართველოში სუსტი სქესი უმეტესად გოლფ 3-ით და ნივით დაიარება. პეჟოს მარკის მანქანებზეც მომრავლდნენ - როგორც გავიგე თბილისში პეჟოს კარგი სერვის ცენტრი ჰქონია.
ფრანგებმა საერთოდ მაგრად აწიეს დონე, განსაკუთრებით გარე დიზაინის თვალსაზრისით.
ძალიან მომწონს `Pegout-607`. ბრწყინვალე ავტოა.
axal Jeep `cherokee-ze` ras ityviT?
Anonymous
14.04.2003, 21:24
დღეს სტოკჰოლმში ავტო გამოფენაა ,ისეთი ავტომობილები ვნახე გამოვშტერდი.
რომლებიც სერიული გახდებიან 2005
Hardthof
15.04.2003, 2:14
ეჰ, როდის ექნებათ ქართველებს იმდენი ფული რომ გერმანიიდან ჩატანილ ჯართში ნაყიდ მანქანებზე აღარ იყოს ბდღვნა. იმ ავტომოვაჭრეებს, ანუ როგორც თვითონ საკუთარ თავს უწოდებენ - "პერეგონჩიკებს", ხომ საერთოდ არ უნდა ენდოს კაცი. იმ მანქანების 99% არის დამტვრეულ-დალეწილ-ნაავარიებ-გადაკეთებულ-გადმოკეთებულ-გადეღებილ-გადმოღებილი, გაახალგაზრდავებული (თბილისში ყოფილან სპეციალისტები, რომლებიც ისე გადააკეთებენ მანქანის საბუთებში გამოშვების წელს, რომ კაციშვილი ვერ მიხვდება რომ ყალბია) და ყიდიან მერე კარგი მანქანის ფასად სუფთა ჯართს. შედარებით ახალ მანქანებს კი (`5-6` წლამდე ასაკის) რას უკეთებენ: იყიდიან იგივე მოდელის ძველისძველ მანქანას კაპიკებში. მერე ამ ახალ მანქანას ამოცლიან ნაწილებს და ნახევარ მოტორს და ჩაუსვავენ იმ ძველი მანქანის ჯართ ნაწილებს, წაიღებენ საქართველოში და იმ ვითომ ახალ მანქანას ყიდიან ახალი მანქანის ფასად და იმისგან ამოცლილ ნაწილებსä კიდევ ცალკე ყიდიან ახალი ნაწილების ფასად :smile: მოფიქრება არ უნდა ამას?
Anonymous
15.04.2003, 3:29
თბილისში ავტომანქანის ხელოსნები პროფესიონალები არიან.
რადგან ამ ბიზნესით ვუყავი დაკავებული ,რამდენიმე სომეხი ხელოსანი ვოლვოში ჩამოვიყვანე ,სპესიალიზასიაზე აქ შვედეთში. გამოშტერდენ ერთ/ ერთი მათგანი დღეს მერსედესშიმუშაობს გერმანიაში.
საინან არიან ასეთი პროფესიონალები?
იმიტომ რომ დასავლეთში ავარით თუ რაიმე ნაწილი დაუშავდა მანქანას მას ხსნიან და ახალს უყენებენ, ხოლო თბილისში ყველანაირად დამტვრეულს ისე გაგიუთოვებენ რომ ცპეციალისტის მეტი ვერავინ ვერ ხვდება.
ჩემს მეგობარს მერსედესი ე 320 გადაუტრიალდა 4 ჯერ ,მანქანა იყო დაჭმუჭნული .
ხელოსანმა ნიკუშამ, რომელიც ადრე მერსედესში მუშაობდა ეს მანქანა 3 კვირაში როგორც ახალი ჩაბარა რამაც ჩემი აღფრთოვანება გამოიწვია.
QUOTE
On `2003-04`-13 18:24, GRM wrote:
QUOTE
On `2003-04`-13 15:09, Vacho wrote:
გაუმარჯოს ტკბილ ხალხს,
ისე თუ აზიაში მყოფსაც მაქვს უფლება ვთქვა, ვიტყვი რომ აქ ყველაზე მეტად ტოიოტა და ალფა-რომეო ფასობს. და ამასთან ტოიოტას ფასი არ არის მაინცდამაინც კატასტროფული. მაგალითად ახალთ-ახალი ტოიოტა 12000$ ათასი ღირს :smile:

მხოლოდ :smile:
12000 $, გააჩნია რა მოდელზე. ამერიკაში ყველაზე პატარა Toyota-ს მოდელი არის Corolla(1.8 ლ, 130 ცძ) და მისი ფასი 15100-დან იწყება. მართლაც რომ დიდებული კომპანიაა, ძალიან საიმედო მანქანები აქვთ.
ეხლა კიდევ მათი Lexus!
თუმცა ჩემი ფავორიტად იაპონურებიდან მაინც Nissan რჩება. განსაკუთრებით ახალი Altima (Primera ევროპაში) 6 ცილინდრიან ვარიანტში(3.5 ლ, 255 ცძ). 2002-ის საუკეთესო მანქანადაც აღიარეს ჩრდილოეთ ამერიკაში და ინგლისში(Primera სწორედ მანჩესტერში კეთდება ევროპის ბაზრისთვის, ერთი ბაზა აქვთ, მაგრამ დიზაინი განსხვავდება).
ბოდიში, ეს რა სულელური ტყუილი გამომივიდა. ყველაზე პატარა Toyota-ს მოდელი არის Echo (1.5 ლ, 108 ცძ). ფასი კი თითქმის იგივეა.
Hardthof
15.04.2003, 20:50
მოტორ.გე-ში შეგიძლიათ იხილოთ ქართველი ავტოკონსტრუქტორის მიერ გამოგონებული მოდელი, ასევე სიახლეები რუსული მანქანების განვითარებაში.
რუსული მანქანების განვიტარება ვის გაუგია? უბრალოდ კუზაოებს ცვლიან და ეგ არის.
ისე კაი რამ არის, ჩემს დას ყავს და ერხელ რაღაცის გასარემონტებლად გამგზავნა. თავისი ნაწილიანად 7 ლარი დამიჯდა. ასწორებს.
რაც შეეხება ამერიკულ მანქანებს მაგარი სიბანძეა. ვოტ
[ This Message was edited by: Malkho on `2003-04`-21 11:34 ]
დღეს NY-ში ავტო-შოუზე ვიყავი, კარგი რაღაცეები ვნახე. ძალიან აგრესიული სამარკეტინგო პოზიცია უჭირავს Nissan-ს. მაგარი მოდელები დაურტყა.
წინა გამომსვლელს არ ვეთანხმები, ამერიკელებმა საგრძნობლად გააუმჯობესეს ხარისხი, ჩამორჩენა აზიელებთან და ევროპელებთან თითქმის დაძლეულია. განსაკუთრებით კარგი იყო ახალი Pontiac Grand Prix.
ვნახე ახალი პორშეს SUV(ჩვენ რომ ჯიპს ვუძახით). არავითარი შთაბეჭდილება არ დატოვა.
მოკლედ ნახეთ, გირჩევთ, თუ ვინმე მანდ ხართ. 27-ში იკეტება. 34 და 11, ჯეიკობ ჯევისის კომპლექსი.
2004 ნისან მაქსიმა
ნისან 350ზ
ნისან მურანო
პონტიაკ გრან პრი
მიცუბისი მონტერო
რა დასამალია და ეს ავტოები მომეწონა ნამეტნავად.
ეს Porsche Cayenne არის. არავითარი შთაბეჭდილება არ დატოვა, თუმცა ქვეყნის ხალხი ეხვია გარშემო.
აი ეს კიდევ სწორედ ის პეჟო 607-ია ზემოთ რომ ვწერდი. ძალიან მომწონს დიზაინი და ტექმონაცემები. სამწუხაროდ ფრანგული მანქანები აქ არ იყიდება.
dudutava
24.04.2003, 11:25
მე ცოტა სხვა კუთხით შევუერთდები თქვენს თემას. კერძოდ, ჩემი მეუღლე მაქნანების დიდი ფანია, შემიძლია ვთქვა, რომ ხშირად მქონია მანქანაზე ეჭვიანობის საბაბი, იგი თავისი შემოსავლის 70%-ს მანქანას ახარჯავს. ამას ისიც ემატება რომ რალით არის გატაცებული, და ყოველ შაბათს, ალბათ იცით რუსთავში იმართება მოყვარულთა შეჯიბრიები და სულ იქ მონაწილეობს. ის და მისი მეგორბები სულ მანქანებზე ლაპარაკობენ, სხვა თითქმის არაფერი აინტერესებს. შესაბამისად მეც სულ ამ თემის ირგვლივ მიწევს ტრიალი,ჰოდა ეს ტოპიკი რომ დავინახე რამის გავგიჟი.
Anonymous
24.04.2003, 19:55
მე მაგალითად, არასოდეს არ მქონია თოჯინები .სულ მანქანებს ვაგროვებდი სათამაშოს.
18 წლიდან რულს უზივარ. მანქანით ვმოგზაურობ ყოველთვის.
30 წლის განმავლობაში ბევრი მანქანა გამოვიცვალე,
ყველაზე კმაყოფილი მაინც მერსედესებისგან ვარ.
არადა პირველი მანქანა მყავდა: ჯიგული 06, ძრავა 06, წითელი- ნომერიც მახსოვს `14-15` გა :smile:
პირველი მანქანა, პირველი სიყვარულივითაა.
არასოდეს გავიწყდება.
დღეს 2 მანქანა მყავს, ორივე კარგია, ორივე გერმანულია.
მე მიმაჩნია რომ მსოფლიო ავტო ბაზარზე გერმანულ მანქანებს წამყვანი ადგილი უჭირავს.
ისე რალი თუ გიყვართ ?ყოველ წელს მონტე- კარლოში 15 მაის არის ავტო- რალი სადავ ნახავთ მსოფლიოში ყველაზე უნიკალურ ავტომობილებს.
dudutava
25.04.2003, 10:45
შემიძლია ვტქვა, რომ ჩემი ქმარი ისე არ ოცნებობს ტავის ოჯახზე ან დიდ ფულზა ან ნებისმიერ სხვა რამეზე, როგორც რალში მონაწილეობაზე, თანაც საკმაოდ ძლიერი და ნიჭიერი მძღოლია. იგი იმაზეც კი თანახმაა, რომ იქ სადაც ეს შეჯიბრებები ტარდება, საზღვარგარეთ, თუნდაც საბურავების გამპრიალებლად იმუშაოს.ამის შემდეგ კი იმედი აქვს, რომ რაღაცას მიაღწევს, მაგრამ რადგან იცის, რომ ეს შეუძლებელია, არარეალურია, ამიტომ ისევ ტავის საწყალი ბეემვეს იმეტებს. ისე ძალიან მებრალება მაგ საკიტხში, რომ შემეძლოს ნამდვილად დავეხმარებოდი, ტანაც საქარტველოდან ამ სპორტში ახალი სპორტსმენები გაჩნდებოდნენ.
Anonymous
25.04.2003, 12:11
მერე რა უშლის ხელს? მიღოს მონწილეობა საქართველოს ჩემპიონატში, მერე ევროპის და ასე ნელა- ნელა მაღლა წავა.
მე, ყოველთვის დავდივარ რალიზე და დიდ სიამოვნებას ვღებულობ.
ისე კარგი მძღოლი ითველება: ის ვინც ავარიებს არ აკეთებს და მგზავრი ვერ გრდზნობს, თუ რა მანიპულაციებს აკეთებს მძღოლი.
რაც ვერ ვიტყვი თბილისელ მძღოლებზე, იქ რომ გამოცდები თავიდან ევრო სტანდარტით ჩაბარებინო 30% შეიძლება გავიდეს.
ქართველებივით მანქანა დაყავთ ფრანგებს და არაბებს.
არ იცავენ წესებს და ნასვამი ჯდებიან რულთან.რატომღაც არავინ რთავს შუქებს, თუ საით მიდის.
მოკლედ გიჯებივით დაყავთ :smile:
dudutava
25.04.2003, 13:55
საქმე ისაა, რომ რალში მონაწილეობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მას რომ მანქანა არ ჰყავდეს, თავისი სამსახურიც არ ექნებოდა, ფაქტიურად ის და მანქანა ერთად მუშაობენ.რალში ერთხელ მონაწილეობის შემდეგ კი მანქანას ყველაფერი შესაცვლელი და შესაკეტებელი აქვს, არადა ჩემი და მისი შემოსავალი სულ 500 ლარს შეადგენს.წარმოიდგინეთ,ორი მოარდილი ადამიანი, 3 წლის ბავშვი, ოჯახური გადასახადები და სხვ. ამის შემდეგ როგორ უნდა მისცეს ახალგარდა ადამიანმა ტავოს თავს უფლება რომ თავისი ოცნება ყველაფერი ამის ხარჯზე აისრულოს. სპონსორობა კი მოდაში რომ არ არის საქარტველოში, ამის მტკიცებას არ დავიწყებ.
ამიტომ, ისევ მოყვარყულთა რალში იღებს მონაწილეობს და საკმაოდ წარმატებულადაც.
ასეა, საქარტველოში ნიჭს გაქანება მხოლოდ იმ შემთცვევაში მიეცემა, თუ გყავს ფულიანი მამა ან გარეული ხარ დიდ დიდ კორუფციულ საქმიანობაში.
Anonymous
25.04.2003, 22:42
მიკვირს რატო არ ასპონსერებენ უცხო ავტომობილის კომპანიები?
მითუმეტეს თუ ბმვ თი გამოდის.
საერთიდ უცხო ავტომანქანების წარმომადგენლობებს საქართველოში დახლოებით `30-50` 000 დოლარი ყოველთვის აქვთ რეკლამისთვის.
Mlle Qartveli
26.04.2003, 2:40
:smile: :smile: :smile:
სხვისი არ ვიცი, მაგრამ ჩემი ოცნების მანქანა წითელი ფერარი-ა... :smile: :smile: :smile:
Anonymous
26.04.2003, 3:07
ლამაზია :smile:
მაგრამ სპორტულში არაკომფორტულია გეგონება წევხარ და ისე მიგყავს მანქანა
ფერარი არა და ლოტუსი და ლამბორჯინი კი მიტარებია. მართლაც უსიამო გრძნობაა, ძალიან ვიწროდ ხარ სალონში, ძრავს არასასიამოვნო გუგუნი გააქვს, საჭეს ჰიდრავლიკა არა აქვს ლადასავით. ის კი არა და ისეთი სახელმოხვეჭილი ავტო როგორიც SAAB არის, მაინცდამაინც არ მაძლევს აღფრთოვანების საბაბს. იგივეს ვიტყვი BMW-ს მესამე და მეხუთე სერიაზეც.
ეს რა თქმა უნდა ჩემი პირადი აზრია.
ისე ყველას ვუსურვებ ის მანქანა ეტარებინოს, რომელზეც ოცნებობს.
პირადად ჩვენ კარგ მამზელს კი ეს:
Anonymous
26.04.2003, 5:29
სააბს და ვოლვოს ვერ ვიტან, აუდი ტტ მყავს და უხეშია.
მომწონს მერსედესი მიყვარს კი არ მომწონს
Audi TT ისე ორიგინალურია. მაინც თავისი ხელწერა აქვს. ეს არც თუ ისე ცუდია, ისევე როგორც ყველაფერში.
[ This Message was edited by: GRM on `2003-04`-26 05:55 ][ This Message was edited by: GRM on `2004-05`-30 00:32 ]
აუდებიდან კი შოუზე ეს ავტო მომეწონა, ახალი ა6 ქვია, სადღაც ივნისში გამოვა ბაზარზე. დახვეწილი მანქანაა, დავარცხნილი, არაფერი ზედმეტი არა აქვს, ზედმიწევნით კლასიკური ფორმები, მძღოლის ადგილი ერგონომიკულად უზადოდ არის შესრულებული.
ეს კიდევ ქალბატონ dudutava-ს მეუღლეს. ახალი BMW სირიუს, რომელსაც 3.5 ლ ტურბოძრავა აქვს, ანვითარებს 334 ცხენის ძალას და 100 კმ სიჩქარეს აღწევს 5.6 წამში.
აგრეთვე მინდა მას წარმატებები ვუსურვო რბოლებში. ისეთ ტემპერამენტულ და ნიჭიერ ხალხს, როგორიც ჩვენ ვართ, კი უნდა გვყავდეს კარგი ავტომრბოლელები.
Mlle Qartveli
26.04.2003, 7:24
მეღსი პოღტუ გრმ :smile: :smile: :smile:
რადგან საჭის ჰიდრავლიკა არ ყოფილა სახარბიელო, მაშინ წითელი ფერარით გატარონ მგონი უფრო უკეთესია.... :smile: :smile: :smile:
ვინმეს თუ შეუძლია ჩამოთვლა, რა კომპანიების მანქანები იყიდება თბილისში ოფიციალურად, მაინტერესებს ძალიან.
Anonymous
29.04.2003, 22:52
მერსედესი კახი ასათიანის იყო მოკლეს.
ბმვ თამაზ შამათავასი იყო უმიზეზოთ 1 წელი ციხეში აყურყუტეს უდანაშაულო კაცი.
ვოლვო ჩემი იყო დამჭრეს.
ასე რომ ოფიციალური დილერობა უკანონო სახელმწიფოში დიდი რისკია :smile:)))))))))
ეხლა რა ხდება მაგ ბიზნესში არ ვიცი.
ისე მე განვადებით ვყიდიდი 20% წინასწარი გადახდა და მერე ბანკის ხელშეკრულება.ყველა მანქანა ქარხნის ფარად იყიდებოდა ამიტომ საქართველოში მომუშავე უცხოელებისთვის იაფი იყო.
Anonymous
30.04.2003, 0:34
ზუსტად ეგეთი ტტ მყავს
dudutava
1.05.2003, 15:16
QUOTE
On `2003-04`-26 06:20, GRM wrote:
ეს კიდევ ქალბატონ dudutava-ს მეუღლეს. ახალი BMW სირიუს, რომელსაც 3.5 ლ ტურბოძრავა აქვს, ანვითარებს 334 ცხენის ძალას და 100 კმ სიჩქარეს აღწევს 5.6 წამში.
აგრეთვე მინდა მას წარმატებები ვუსურვო რბოლებში. ისეთ ტემპერამენტულ და ნიჭიერ ხალხს, როგორიც ჩვენ ვართ, კი უნდა გვყავდეს კარგი ავტომრბოლელები.
დიდი მადლობა, ეს რომ ჩემს მეუღლეს მისცე, მემგონი საერთოდ გამშორდება, შეიძლება ვერც გადაიტანოს. აბა?!
Anonymous
1.05.2003, 16:55
იმ პირობით აჩუქე რომ მაგაზე კარგად მოგიაროს :smile:
ისე ხშირად კაცებს მანქანა ყველაფერს ურჩევნიათ, მე მესმის მათი .
მეც კარგი მანქანა ყველაფერს მირჩევნია, მანქანა არის როგორც შვილი, უნდა მოუარო, არაფერი მოაკლო.
ვერ ვიტან მძღოლებს მანქანა გაურეცხავი და ჭუჭყით სავსე რომ აქვთ.
იმ წუთში მიხვდები მანქანით რა პატრონი ყავს.
ეს ამერიკაში ამჟამად გაყიდვაში არსებული ავტოებიდან ყველაზე ძვირია - ერთ ადგილიანი Mclaren, ქასთომ მეიდ, ზუსტად 1 მილიონი ღირს.
აი ეს ავტო მეცნობა ძალიან, მაგრამ ვერ ვიხსენებ რა არის. ერთი შემახსენეთ ხალხნო, შემიმსუბუქეთ ცხოვრება.
Anonymous
8.05.2003, 15:55
ტოლიატის ქარტხნის გამიშვებული ლადა 07
Mlle Qartveli
8.05.2003, 16:33
არა, ჩემო კარგო ამანდა მგონი ცდებიიი... :smile:
07 კი არა მამა-პაპური და ძალიან ნაცნობი 06-ია!
ისე "ჯრმ" სად მონახე? თან ასეთი ფერის?
:smile: :smile: :smile: :smile: :smile:
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.