დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: გილოცავთ ქართული ენის დღეს - 14 აპრილს!
Rustavi 2 Forums > მეცნიერება და კულტურა > ხელოვნება > ლიტერატურა
გვერდი: 1, 2
Anonymous
ყველას გილოცავთ ქართული ენის დღეს 14 აპრილს.

1978 წლის 14 აპრილს ხმა გავარდა უნივერსიტეტში: სწავლა რუსულ ენაზე გადადის.
აღმოსავლე ევროპის ენების ფაკულტეტის ერთ- ერთმა ლექტორმა რუსულად დაიჭყო ლექცია.
სტუდენტებმა პროტესტი გამოაცხადეს და ყველამ დატოვა აუდიტორია, ეს ამბავი მთელ უნივერსიტეტს მოედო.

უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუერთდა, პოლიტეხნიკური და სამედიცინო ინსტიტუტი.
რუსთაველის პროსპეკტი გაივსო სტუდენტებით,
მაშინდელმა სტუდენტობამ მიაღწია იმას, რომ საქართველოს კომ პარტიამ და მისმა ცეკას მდივანმა ე. შევარდნაეძემ დაიკავა სტუდენტების მხარე.
სსსრ მარტო საქართველო იყო, რომელსაც სახელმჭიფო ენა ქართული დარჩა და არა რუსული რომელიც დანარჩენ 14 რესპუბლიკაში მოქმედებდა.
ყველას ვინც სამოცდათიან წლებშიოსტუდენტები იყავით მადლობას გიხდით, იმ ერდგულებისთვის რაც თქვენ აჩუქეთ თბილის და ქართულ ენას იმ დღებში.
ბაჩო
აქ ითქვა, რომ ე. შევარდნაძემ სტუდენტების პოზიცია დაიკავაო... კი არ დაიკავა, არამედ აიძულეს სტუდენტებმა ასე მოქცეულიყო!

ამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო თამარ ჩხეიძეც... როცა შევარდნაძე შეხვდა აქციის ორგანიზატორებს, მან მიმართა თამარ ჩხეიძეს: "არ გრცხვენია, თამრიკო? შენისთანა მამის შვილს ასეთი რამე არ ეკადრებაო"-თამარ ჩხეიძემ მიუგო: "სწორედ მამაჩემისნაირი გათახსირებული ადამიანები რომ გყავთ ცეკაში ამიტომ არის საქართველოს საქმეები ასე სავალალოდო".... ჩემს ამ ნათქვამს თვით ნებისმიერი პუტჩისტიც კი დაამოწმებს!
Anonymous
არ დაიკავებდა და კაი ჩიტს დაიჭერდა
Anonymous
დღს სტუდენტებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს სახელმჭიფო კანცელარიასთან თბილიში.
მართველი პარტია ამ აქციას აბრალებს ოპოზიციას,
ოპოზიციამ კი არაფერი არ იცოდა.
უნდა ყველა მიხვდეს, რომ სუდენტობა ქვეყნის ავანგარდია და მას სიტყვის თავისუფლების უფლება უნდა ქონდეს!
PIPINIA
[quote]
On `2003-04`-14 21:16, ამანდა wrote:
ყველას გილოცავთ ქართული ენის დღეს 14 აპრილს.

----------------------------------------
ჯიგარო,თქვენმა კულტურის მინისტრმა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ზეიმზე (ქვემო ქართლში) ბოლნისის ორ ბიბლიოთეკას 50 ლარი გადასცა?...ალბათ ამაზე ლამაზი გინდა იყოს საქართველო არა?
Mlle Qartveli
დილა მშვიდობისა

ეს 50 ლარი ერთად გადასცა, თუ 5 თვის მანძილზე მისცემენ ნელ-ნელა ნაწილ-ნაწილ...?
ალბათ თანდათან მისცემენ, თორემ ამხელა თანხაა, ბოლოს და ბოლოს...!
:sad: :sad: :sad:
სულ დაკარგეს სირცხვილიც და თავმოყვარეობაც!
Anonymous
ეგ რომელმა კოპილი რაიკომის მდივანი რომ იკო სესილი
noodles
" tongue.gif
nanuchki
გილოცავთ ამაღლებას და გიორგობას.
ღმერთი იყოს მთელი საქართველოს მფარველი!!!
Laki
2 წლის შემდეგ! :smile:
გილოცავთ ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს!!!

ღმერთმა აამაღლოს სრულიად საქართველო და საქართველოს კეთილმოსურნე ყველა ადამიანი!!!
:smile:
gragra
ამაღლების დღესასწაულს გილოცავთ! ამ დღესასწაულის მადლი არ მოკლებოდეს ყველა მართლმადიდებელს!
პიტერ პენ
გილოცავ გრაგრა და ყველა ფორუმელს ვულოცავ
Georgina
მეც გილოცავთ ყველას :smile:))
nanachka
მე ფორუმით თუ ვგებულობ რელიგიურ დღესასწაულებს, თორემ ისე ჭურში ვზივარ :grin:

გილოცავთ ყველას!!! :smile: :smile: :smile:
gragra
აშშ-ში მცხოვრებნო, გილოცავთ ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს. ღმერთმა ინებოს, რომ მალე დაბრუნებულიყავით ერთიან და ძლიერ სამშობლოში!!!
aoli
დიდი მადლობა გრაგრა, ღმერთმა გისმინოს.
kissie
გუშინ იყო კოცნის საერთაშორისო დღე smile.gif მოგვიანებით, მაგრამ გილოცავთ, მითუმეტეს კოცნა პირდაპირ კავშირშია ჩემს ნიკთან smile.gif კისსები ყველას!
ლაკი_laki
QUOTE(kissie @ 7.07.2005, 13:10)
გუშინ იყო კოცნის საერთაშორისო დღე smile.gif მოგვიანებით, მაგრამ გილოცავთ, მითუმეტეს კოცნა პირდაპირ კავშირშია ჩემს ნიკთან smile.gif კისსები ყველას!
[right][snapback]184130[/snapback][/right]


მე ხომ გაკოცე დღეს dry.gif
აი ხომ ხედავ რა ოპერატიული ვარ cool.gif
kissie
QUOTE(ლაკი_laki @ 7.07.2005, 9:59)
მე ხომ გაკოცე დღეს  dry.gif
აი ხომ ხედავ რა ოპერატიული ვარ  cool.gif
[right][snapback]184164[/snapback][/right]


კიე, ისე არ რეკავ და არ მომიკითხავ ხოლმე, რამემ თუ ძალიან არ შეგაწუხა tongue.gif ნწ ნწ ნწ! dry.gif
Laki
QUOTE(kissie @ 7.07.2005, 10:25)
კიე, ისე არ რეკავ და არ მომიკითხავ ხოლმე, რამემ თუ ძალიან არ შეგაწუხა tongue.gif ნწ ნწ ნწ!  dry.gif
[right][snapback]184190[/snapback][/right]



მონატრებულ კოცნას უფრო ახლავს თან ეშხი და.... wink.gif
mediator
კისიე smile.gif აი მეც შემოვედი biggrin.gif tongue.gif
ჯორჯინა
რადგან მილოცვის ტოპიკია, აქ მოგილოცავთ ყველას პეტრე-პავლობის დღესასწაულს! smile.gif
gigoli
მკურნალი და დიდმოწამე: დღეს, 9 აგვისტოს ქართული სამოციქულო ეკლესიაც იხსენიებს წმიდა დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალს

რომის იმპერიაში, მაქსიმიანეს მეფობის წლებში (305-311), რომელიც სასტიკად დევნიდა
ქრისტიანებს, მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა წმიდა დიდმოწამე პანტელეიმონი (რაც ქართულად ყოვლად მოწყალეს ნიშნავს).

პანტელეონი (ბავშვობისას ასე ეძახდნენ, რაც ქართულად "ყოვლად ლომს" ნიშნავს) დაიბადა ცნობილსა და მდიდარ ოჯახში. დედა ქრისტიანი იყო, მამა კერპთაყვანისმცემელი, გრამატიკული სკოლის დამთავრების შემდეგ, მამამ იგი სამედიცინო სასწავლებელში მიაბარა. ჭაბუკმა საოცარი ნიჭიერება გამოამჟღავნა. ამასთან ერთად გამოირჩეოდა მჭევრმეტყველებით, სილამაზით. ერთი მოხუცი მღვდლის რჩევით, პანტელეიმონმა ირწმუნა, რომ ყოველგვარი სნეულების განკურნვა შეეძლო იესო ქრისტეს, რომ ღმერთი ადამიანებს ბოროტი სულის ტყვეობისგან ათავისუფლებდა.

პანტელეიმონმა მრავალი ავადმყოფი განკურნა. ღმერთმა უბოძა მას ეს ნიჭი. მეფემ ბევრჯერ სცადა მისი მოკვლა, მაგრამ წმინდანს ყოველთვის გამოეცხადებოდა უფალი და უვნებელი რჩებოდა ხოლმე. ერთხელაც განრისხებულმა მეფემ ბრძანა, მისთვის თავი მოეკვეთათ, ხოლო ტანი ზეთისხილის ხეზე მიებათ და ცეცხლი წაეკიდებინათ. მეომრებმა იგი ქალაქგარეთ გაიყვანეს. ჭაბუკი ლოცულობდა, ჯალათმა მას მახვილი დაჰკრა, მაგრამ რკინა ცვილივით გაიღუნა. ლოცვისას მას ზეციდან ხმა მოესმა - პანტელეიმონ!

მეომრებმა კვლავ დაჰკრეს მახვილი, მაგრამ სისხლის ნაცვლად რძე წარმოდინდა, ხოლო ზეთისხილის ხე ძირიდან წვერომდე დაიხუნძლა. მეფემ ბრძანა, ზეთისხილის ხე დაეჩეხათ და ჭაბუკის ტანთან ერთად დაეწვათ.

როცა ცეცხლი ჩაქრა, მორწმუნეებმა ცეცხლიდან წმიდა პანტელეიმონის ცხედარი უვნებლად გამოიტანეს და პატივით დაკრძალეს.
Laki
დიდება შენდა, უფალო იესო ქრისტეო!!!
gragra
ყველა მართლმადიდებელს გილოცავთ! წმინდა პანტელეიმონის ლოცვა გფარავდეთ!
masai11

წმინდ პანტელეიმონის მადლი შეგვეწიოს, ყველა ხორციელი და სულიერი სნებისაგან დაგვიფაროს და დაგვიხსნას მისი მეოხებით უფალმა
tam-a
წმიდა პანტელეიმონის ტროპარი:
ღვაწლით შემოსილო, წმიდაო მკურნალო პანტელეიმონ, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.

კონდაკი:
მიმსგავსებულ იქმენ ყოვლად მოწყალისა, და მოიღე მადლი კურნებათა, ღვაწლით შემოსილო მოწამეო ქრისტეს ღვთისაო, ლოცვითა შენითა სულთა ჩვენთა სენნი განკურნენ და განსდევნენ ეშმაკისა საცდურნი ჩვენგან, რომელნი ვღაღადებთ: გვაცხოვნენ ჩვენ უფალო.

შეგეწიოთ წმიდა პანტელეიმონი!!!!!!!! smile.gif
gigoli
ღირსი გიორგი მაშენებელი - ათონელი (1029 წ.)

10 აგვისტოს ქართული სამოციქულო ეკლესია იხსენიებს ღირს გიორგი მაშენებელს.

ღირსი გიორგი მაშენებელი იყო ათონის ივერთა მონასტრის მესამე იღუმენი, როგორც ათონელ მამათა ცხოვრების აღმწერელი გიორგი მთაწმინდელი მოგვითხრობს, მონასტრის პირველი იღუმენი ღირსი იოანე იყო, მეორე - თავისი შვილი ექვთიმე, ხოლო მესამე - თავისი ძმისწული - გიორგი ათონელი.

გიორგი ათონელმა ააშენა ივერონის მთავარი ტაძარი ყოვლადწმიდა ღვთისმოშობლის მიძინების სახელობისა.

ტაძრის წარწერაში ნათქვამია: "მე დავამტკიცენ სუეტნი მისნი და უკუნისამდე არ შეიძრნენ. გიორგი მონაზონი, ქართველი და მაშენებელი".

ივერონის წინამძღვარს დიდ პატივს სცემდნენ ბიზანტიის იმპერატორის კარზე.

ათონის ივერთა მონასტრის საგანგებოდ გამზადებულ მარმარილოს ლუსკუმაშია ჩასვენებული წმიდა გიორგი მაშენებლის ცხედარი.

ათონის მონასტერში წმინდა გიორგი ათონელის ხსენება იოანესა და ექვთიმესთან ერთად აღესრულება.
tam-a
QUOTE(gigoli @ 10.08.2005, 17:23)
ღირსი გიორგი მაშენებელი - ათონელი (1029 წ.)

10 აგვისტოს ქართული სამოციქულო ეკლესია იხსენიებს ღირს გიორგი მაშენებელს.

ღირსი გიორგი მაშენებელი იყო ათონის ივერთა მონასტრის მესამე იღუმენი, როგორც ათონელ მამათა ცხოვრების აღმწერელი გიორგი მთაწმინდელი მოგვითხრობს, მონასტრის პირველი იღუმენი ღირსი იოანე იყო, მეორე - თავისი შვილი ექვთიმე, ხოლო მესამე - თავისი ძმისწული - გიორგი ათონელი.

გიორგი ათონელმა ააშენა ივერონის მთავარი ტაძარი ყოვლადწმიდა ღვთისმოშობლის მიძინების სახელობისა.

ტაძრის წარწერაში ნათქვამია: "მე დავამტკიცენ სუეტნი მისნი და უკუნისამდე არ შეიძრნენ. გიორგი მონაზონი, ქართველი და მაშენებელი".

ივერონის წინამძღვარს დიდ პატივს სცემდნენ ბიზანტიის იმპერატორის კარზე.

ათონის ივერთა მონასტრის საგანგებოდ გამზადებულ მარმარილოს ლუსკუმაშია ჩასვენებული წმიდა გიორგი მაშენებლის ცხედარი.

ათონის მონასტერში წმინდა გიორგი ათონელის ხსენება იოანესა და ექვთიმესთან ერთად აღესრულება.
[right][snapback]196554[/snapback][/right]

ამ გიორგი მაშენებლის და გიორგი მთაწმიდელის გამო რამხელა აღრევები მოხდა ათონელთა ცხოვრებანის ბერძნულ ტექსტში!!! მართლა უდიდესი პიროვნება იყო, შეგეწიოთ!!!!!
tam-a
გილოცავთ წმიდა ევსტათი მცხეთესლის ხსენების დღეს!!!!


ლოცვა
ჰოჲ, ღვაწლით შემოსილო, ახოვანო და შვენიერო წმიდაო მოწამეო ევსტათი, ნეტარსა მას სამყოფელსა შინა განსვენებულო და ღმრთისა პირისა მხილველო, ლოცვითა შენითა წმიდითა განანათლე ღვთივდაცული ერი ჩვენი და მეუფება მისი. შეიწყალე და აცხოვნე უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, დიდი მეუფე მამაჲ ჩვენი ილია, ყოვლად სამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღვდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზნონი წესნი ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რათა შეგიწყალმეს ჩვენ საშინელსა და შესაძრწუნებელსა სამსჯავროსა მისსა და მიტევებისა და სიყვარულისა მისისა წყაროსა შინა შეწყნარებულნი და მისა მიმართ დაგებულნი დაუდუმებელად ვადიდებდეთ ქრისტესა ღმერთსა, რამეთუ მისა შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანადაუსაბამოჲთ მამით მისით და სახიერით და ცხოველსმყოველით სულით წმიდითურთ ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.




gigoli
11 აგვისტოს ქართული სამოციქულო ეკლესია იხსენიებს წმიდა ევსტათი მცხეთელს

წმიდა ევსტათი წარმოშობით სპარსი იყო, იგი საქართველოში გაქრისტიანდა. მალე
ქართველი ქალი შეირთო და მთლიანად დაუმოყვრდა ქართველ ერს.

მცხეთელმა სპარსელებმა რამდენჯერმე დაასმინეს ევსტათი მცხეთის ციხისთავთან. ერთხელაც, როცა ციხისთავმა დაიბარა თავისთან ევსტათი, ის მიხვდა, რომ ეს მისი უკანასკნელი მგზავრობა იყო თბილისში, სამუდამოდ გამოეთხოვა ოჯახს, ხოლო მცხეთის ჯვრის დანახვისას, წმიდა ევსტათიმ ღმერთს შეჰღაღადა: "უფალო ღმერთო, იესუ ქრისტე, უკუეთუ ღირს მყო მე სიკუდილისა სახელისა შენისათვის ქრისტიანობით, ხორცთა ჩემთაი ნუ ჯერ გიჩნს განგდებაი გარე და შეჭმაი ძაღლთა და ფრინველთა ცისათაი, არამედ ხორცთა ჩემთა ბრძანა აქვე მოქცევაი და დამარხვაი მცხეთას, სადაც ნათელ მიღებიეს".

მსახურებმა საპყრობილისკენ წაიყვანეს წმიდა ევსტათი, ვიდრე საპყრობილეს მიაღწევდნენ, მან ითხოვა, ლოცვისთვის დრო მიეცათ. მუხლი მოიდრიკა, თვალები ზეცად აღაპყრო და უფალს შეევედრა: "უფალო ღმერთო, ყოვლისა მპყრობელო, რომელსა ყოველთა კაცთაი გნებავს ცხოვრებაი, რომელმან ისმინე ლოცვაი პირველთა მათ მოწამეთაი... გევედრები... არ დაეტეოს გვამი ჩემი აქა ტფილისს შინა, არამედ რათა დაემარხოს იგი მცხეთას წმიდასა"...

ქართლის მარზპანმა გასცა ბრძანება, თავი მოეკვეთათ ევსტათისთვის და გვამი ქალაქგარეთ დაეგდოთ (589 წ.).

ქრისტიანებმა მალულად წამოიღეს წმიდა ევსტათის გვამი, მცხეთას წაასვენეს; სამოელ კათალიკოსმა დიდებით დაკრძალა სვეტიცხოველში, წმიდა ტრაპეზის ქვეშ.
gragra
მარიამობა თენდება... smile.gif ყველა მართლმადიდებელს ვულოცავ მარიამობას! მრავალს დაესწარით, ღვთისმშობლის მფარველობა არ მოგაკლდეთ!
imedy
ყველას გილოცავთ ამ უმშვენიერეს დღესასწაულს , მარიამობას ღმერთი იყოს ჩვენი და მთელი საქართველოს შემწევნი, შეგვეწიოს!!! ამინ!!! smile.gif
Laki
დღეს ღვთისმშობლობაა!!!

პირველ რიგში სრულიად საქართველოს მინდა მივულოცო ეს ბრწყინვალე დღესასწაული და ვუსურვო რომ ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის ძალა და მადლი ჰფარავდეს მის წილხვედრ ქვეყანას - ივერიას!!!
მალე გამთლიანებულიყოს და გაძლიერებულიყოს ჩვენი სამშობლო-საქართველო და ღვთისმშობლის (და ყველა წმინდანის!!!) ძალითა და მადლით დაემარცხებინოს შინაური თუ გარეული, ხილული თუ უხილავი მტრები!!!
ამავე დროს თქვენც გილოცავთ ჩემო ნაცნობო თუ უცნობო, ახლობელო თუ შორეულო ფორუმელებო! გწყალობდეთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი თქვენ, ჩვენ და ჩვენს მოყვასს!!! smile.gif

პატივისცემით!

დღეს, ასევე გელათობაა!!! smile.gif

და, დიდი სიწმინდეები გამოეფინება გელათის წმინდა ტაძარში!!! smile.gif
gigoli
smile.gif

შობა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა (დიდუბობა)

21 სექტემბერს მთელი მართლმადიდებელი სამყარო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მარიამის შობას დღესასწაულობს.

ძე ღმრთისამ იმისთვის, რომ ადამის მოდგმა ეხსნა, ადამიანური ბუნების მიღება ინება და დედად ყოვლადწმინდა მარიამი გამოარჩია, რომელიც ერთადერთი იყო ადამიანთაგან, ვისაც ღმრთის დატევნა და სიწმინდის წყაროს განხორციელება შეეძლო.

ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი დაიბადა გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში. მისი მშობლები იყვნენ მართალი იოაკიმე და ანნა. ეს ღმრთის მოშიში მეუღლენი უშვილონი იყვნენ. ასე მიაღწიეს ხანდაზმულ ასაკს, მაგრამ ჰქონდათ ღმერთის იმედი, რომ ის მათ უშვილობის მძიმე ტვირთისგან გაათავისუფლებდა.

ერთხელ მოხუცმა იოაკიმემ იერუსალიმის ტაძარში ღმერთისთვის შესაწირად მსხვერპლი მიიტანა, მაგრამ უშვილობის გამო მას უღირსი უწოდეს. დამწუხრებულმა იოაკიმემ უდაბნოს მიაშურა და მარხვასა და ლოცვაში გაატარა 40 დღე. შინ მარტოდ დარჩენილი მართალი ანა ტიროდა უშვილობის გამო და გლოვობდა დაქვრივებას, მაგრამ სამდურავით კი არ მიმართავდა ღმერთს, არამედ წყალობას ითხოვდა თავისი ოჯახისათვის.

უფალმა შეისმინა ცოლ-ქმრის ვედრება... მთავარანგელოზმა გაბრიელმა ახარა ანას, რომ იგი მალე დედა გახდებოდა, ხოლო მისი ნაშობი ქვეყანასა ზედა განდიდდებოდა. ანგელოზმა უდაბნოში მყოფ იოაკიმესაც აუწყა, რომ ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება და მალე მემკვიდრე შეეძინებოდა... გავიდა ხანი და ღმერთმა უბოძა წმინდა ოჯახს ასული - იესო ქრისტეს მომავალი დედა.

7 7 7

ახლა, ცოტა რამ, დიდუბის ტაძრის შესახებ. თავის დროზე დიდუბის ეკლესია სამეფო ტაძარი ყოფილა. საომრად მოხმობილი ლაშქარი სწორედ ტაძრის მახლობლად იყრიდა თავს და ხელმწიფისგან დალოცვილი და გამხნევებული აქედან მიემართებოდა მტერთან საბრძოლველად.

გადმოცემის თანახმად, ერთ კეთილმორწმუნე მწყემსს, რომელიც დიდუბის მინდორზე ფარას აძოვებდა, ძილში ანგელოზი გამოეცხადა და აჩვენა ის ადგილი, სადაც ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი იყო დასვენებული და უთხრა, - თუ ხატს თაყვანს სცემ, სასწაულს იხილავო. მწყემსმა გამოღვიძებისთანავე მინიშნებულ ადგილას მიიყვანა მეგობრები, რომელთა შორის უსინათლოც ერია. ხატის თაყვანისცემის დროს ბრმას თვალი ახელია; მორწმუნეებს ნიში აუგიათ და ხატი შინ დაუბრძანებიათ...

დიდუბის ტაძრის მშენებლობა კი მეფე თამარის სახელს უკავშირდება... მოგვიანებით აქ ჯვარი დაიწერა დიდმა თამარმა.

აღსანიშნავია, რომ ტაძრის ჩრდილოეთის კედელზე არსებული წმიდა თამარ მეფის ფრესკა თავად უწმინდესისა და უნეტარესის ილია ||-ის მიერაა შესრულებული 1982 წელს.

... სწორედ დღეს, 21 სექტემბერს დღესასწაულობს ღვთისმშობლის შობას დიდუბის ეკლესია.

მოამზადა გიული ლიპარტიამ

Kutaiseli
ღვთისმშობლობას გილოცავთ და მისი მადლი არ მოგვშლოდეს
gragra
ყველა მართლმადიდებელს ვულოცავ ჯვართამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს. შეგეწიოთ ამ დღესასწაულის მადლი!!!
Laki
QUOTE(gragra @ 27.09.2005, 12:01)
ყველა მართლმადიდებელს ვულოცავ ჯვართამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს. შეგეწიოთ ამ დღესასწაულის მადლი!!!
[right][snapback]216180[/snapback][/right]



ამინ!!!
gragra
როშ ჰაშანა! თოდა რაბა! - ყველა იუდეველს ვულოცავ ახალ წელს!
gigoli
user posted image


საუფლო კვართსა და სვეტიცხოველზე
ინტერვიუ დეკანოზ არჩილ მინდიაშვილთან


მამაო არჩილ, გვიამბეთ როგორია წმინდა მამათა სწავლება მაცხოვრის კვართის შესახებ?

განმარტება საუფლო კვართზე აქვს მრავალ წმინდა მამას: კვიპრიანე კართაგენელს, კოზმა მაიუმელს, ისიდორე პელუსიოტს, მაქსიმე აღმსარებელს, აგრეთვე, სწავლულ და ფილოსოფოს ბერს თეოდორე ზიგაბენს.

ჯვარცმის შემდგომ მაცხოვრის კვართისა და სამოსლის შესახებ ოთხივე მახარებელი მოგვითხრობს. მაგრამ იოანე ღვთისმეტყველი, როგორც სჩვევია, სინოპტიკოსი მახარებლების მონათხრობს ავსებს და მხოლოდ იგი გვამცნობს, რომ კვართი არ განხიეს მხედრებმა, სამოსელი მათ ოთხ ნაწილად განიყვეს და ყოველივე ამით აღსრულდა წინასწარმეტყველება, რომელიც დავითის 21-ე ფსალმუნში იყო – „განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი“.

შესაძლოა, იოანე ღვთისმეტყველს, როდესაც უფლის კვართის განუყოფლობაზე გვამცნობდა, ამით ქრისტეს ეკლესიის მთლიანობის (ერთიანობის) აუცილებლობაზე სურდა მითითება (კვიპრიანე კართაგენელი. კათოლიკე ეკლესიის ერთიანობის შესახებ).

თეოდორე ზიგაბენის მიხედვით, ჯვარცმის წინ ქრისტეს ერთი სახელოებიანი პერანგი, ანუ ჯუბა ემოსა, არა შეკერილი, არამედ ზეით გამოქსოვილი (წმიდა გადმოცემით, იგი ღვთისმშობლის მოქსოვილი იყო), – ესაა კვართი უფლისა, ხოლო კვართზე ემოსა ორი ზედა სამოსელი. ოთხმა მხედარმა ეს სამოსელი ოთხად დაანაწილა, არა იმის გამო, რომ ის ძვირფასი იყო და მისგან თითოეულ მათგანს რაიმე შეხვდებოდა (როგორც ისიდორე პელუსიოტიც ამბობს, იესოს ღარიბ გალილეველთა უბრალო სამოსელი ემოსა), მათ ეს უფრო მეტად უფლის შეურაცხყოფის მიზნით მოიმოქმედეს. რაც შეეხება კვართს, ის რომ მხედრებს განეხიათ, როგორც ერთიანად ნაქსოვი, მთლიანად დაიშლებოდა. თუმცა ამ ყველაფერში საღვთო განგებულებაც ერია.

ღვთაებრივი მაქსიმე აღმსარებელი განმარტავს რა გადატანითი მნიშვნელობით უფლის სამოსელს, იტყვის: „ზეით გამოქსოვილი კვართი აღნიშნავს სათნოებათა ერთიან (მთლიან) წნულს და საღვთო მადლით მოქსოვილ კავშირს, რომელიც შიგნით ჩვენს გულისხმიერებას ფარავს, რომელსაც ჩვენი მცონარებისა და სიზარმაცის გამო ხშირად მკვლელი დემონები გვაკარგვინებენ, თუმცაღა ნებადართული არა აქვთ იმდენად დასერონ ჩვენი გულისხმიერება, რომ აღარ გვესმოდეს, რა არის სათნოება. ამგვარად, ჩვენ ყოველთვის ვხვდებით რაა სათნოება, ეს კია, არ ვსარგებლობთ მისი საფარველით. განყოფილი სამოსელი კი გარეგან საფარველს აღნიშნავს, რომელიც გრძნობისმიერი სიმდიდრისაგან შედგება, რაც ოთხ ამქვეყნიურ შედგენილობად განიყოფება, რომელთა მიმართ მიკერძოებასაც ეს კაცისმკვლელი დემონები შეგვაგონებენ. სხვა თვალსაზრისით ზეით გამოქსოვილ კვართში შეიძლება თითოეული ჩვენგანის ზეგარდამო შთაბერილი სული მოვიაზროთ – იგი უკერველია, რამდენადაც უბრალო და არართულია, არ განიყოფება, რამეთუ უკვდავია. სამოსელი კი სხეულს გამოხატავს, რომელიც გახწნის შედეგად ოთხ სტიქიად იყოფა“. სამოსელიც ხომ ოთხ ნაწილად დაყო ოთხმა მხედარმა.

– მამაო, როგორ უნდა გვესმოდეს ის ისტორიული ფაქტი, რომ კვართი უფლისა სწორედ საქართველოში მოხვდა და არა სხვა ქვეყანაში, შემთხვევით ხომ არაფერი ხდება!

ამ კითხვაზე ამომწურავ პასუხს გვაძლევს ნიკოლაოს ქართლის კათალიკოსის თხზულება საკითხავი სუეტისა ცხოველისა, კუართისა საუფლოისა და კათოლიკე ეკლესიისა“, სადაც ვკითხულობთ: კუართსა მას ზედა უფლისა წილ იგდეს უღმრთოთა ურიათა ჯვარცმასა უფლისასა და განგებულებამან მიახვედრა (შეახვედრა – დეკანოზი ა.მ.) მცხეთელთა ურიათა... რამეთუ წინასწარვე განეგო სახიერსა მას (ღმერთსა) ამის სამეფოსა (ქართველთა) ერად საზეპუროდ შემზადებაი და ვინათგან ნაწილიცა იყო ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა, ამისთვის უფროსღა ღირს-იქმნა ამას საშინელსა მადლსა ესე კედარი. ამისთვისცა უკუე წინსაწარვე წარმოავლინა მადლი ღვთაებისა მისისა, რათა პირველადვე დაიწინდოს კუართითა მით და მადლითა ღვთაებისა მისისათა... და რათა დედასა მას ქალაქთასა (მცხეთას – დეკანოზი ა.მ.) საშუალ მდებარეობითა ვითარცა ცეცხლი მუცელსა შინა შთაგდებული მძაფრად უწყალოდ სცვიდეს სამოელსა (ეშმაკს – დეკანოზი ა.მ.)“.

მაშასადამე, კვართი უფლისა ესაა ქართველთა ერის ქრისტეზე დაწინდვის ნიშანი. ბეჭედი წინდობისა და იმავ დროს მისი საფარველი (წმიდა მამათა სწავლებით იგი საფარველია არა მარტო ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიისა, არამედ მთელი სოფლისა და ყოვლისა ერისა) ეშმაკის წინააღმდეგ და ეს წყალობა ჩვენმა ერმა მხოლოდ და მხოლოდ ღვთისმშობლის წილხვდომილობის გამო მიიღო, ერმა, რომელიც გაქრისტიანებამდე „უძვინვარესი და უველურესი იყო“ („საკითხავი სუეტისა ცხოველისა“). როგორც ღვთივდიდებული პავლე ამბობს, ჩვენს სხეულში ყველაზე ნაკლებ კეთილშობილ ორგანოებს ყველაზე მეტი მზრუნველობა სჭირდებათ და ასეთი ბარბაროსი ერიც იმიტომ მოექცა სერაბინ – ქერაბინებზე ზეაღმატებული ღვთის დედის მფარველობის ქვეშ.

რა თქმა უნდა, შემთხვევითი არც ისაა, რომ სვეტიცხოვლობის დღესასწაული ჩვენმა ეკლესიამ სწორედ იმ დღეს დააწესა, როდესაც იდღესასწაულება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის დღესასწაული. ამით ეკლესიამ კიდევ ერთხელ მიგვანიშნა, რომ ღვთისმშობლის წმიდა ხელით ნაქსოვი საუფლო კვართის ივერთა ქვეყანაში წარმოგზავნა მისი მიზეზით მოიმოქმედა საღვთო განგებულებამ და რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელია მაცხოვართან ერთად ჩვენი საფარველი.

– მამა არჩილ, თქვენ აგვიხსენით საუფლო კვართის სულიერი მნიშვნელობა, მაგრამ რას განასახიერებს სვეტი ცხოველი, სვეტი ნათლისა?

იგი განასახიერებს თვით მაცხოვარს, სხვა შემთხვევაში მის დასაჯდომელს, საყდარს, როგორც არაერთხელ უხილავთ ძველ მამებს საღვთო გამოცხადებებში. ამ გამოცხადებებში კი, ძე ღვთისა მათ ეჩვენებოდათ, როგორც „ძველი დღეთაი“ – მოხუცებულის სახით.

ვფიქრობ, ინტერესს მოკლებული არ იქნება მოვიგონოთ, თუ რა შეემთხვა სვეტიცხოველთან დაკავშირებით ჩვენს კეთილმსახურ მეფეს, წმიდა დავით აღმაშენებელს. ბოროტის შთაგონებით, იგი დაბრკოლდა სვეტი ცხოველის მიმართ და როდესაც ამ ტაძარში ლოცულობდა, სვეტსა ცხოველსა გვერდს უქცევდა ხოლმე, ამბობდა რა ხმამაღლა: „რაი უწყი, თუ რა არს კონქსა ამას შინა (სვეტი ცხოველი მირიან და მისი ძის – რევის დროიდან შემოზღუდვილი იყო), ანუ რაისა თაყვანისვსცემო“ და ერთელაც, როცა ასევე მოიქცა, ღამით ძილში ხედავს ასეთ ჩვენებას: იხილა სვეტი ცხოველი და ამას სვეტსა ზედა მდგომარე იყო მოხუცებული ვინმე „სახედ ძველისა დღეთასა“, რომლისაგანაც ისეთი ნათელი გამოკრთებოდა, რომ ადამიანს არ შეეძლო მისთვის შეეხედა. ამ ხილვით შეშინებულ დავით მეფეს ზევიდან ხმა მოესმა: დავით, დავით, არ უწყი, ვინ ვარ მე, აქა მჯდომარე?... ნუ ურწმუნოებ ჩემს მომართ, რამეთუ ვინც ურწმუნოებს, თავისი თავის სასჯელს მიიღებს. დავითმა შეშინებულმა გამოიღვიძა, ქვეშევრდომთა გაფრთხილების გარეშე, იმავ ღამით ცხენს მოახტა და სასწრაფოდ სვეტიცხოვლის ტაძრისაკენ გააგელვა. როდესაც ცისკრის ლოცვის დაწყებისას დავით მეფე მხლებლების გარეშე მიადგა ტაძარს, კათოლიკოსმა და მორწმუნე მრევლმა დიდად გაიოცა. მეფემ ყველას წინაშე მოინანია თავისი დაეჭვება და შემდეგ მუხლმოდრეკით თაყვანისცა სვეტსა ცხოველსა და ნათელსა. ამის გამგონე და მხილველი კათოლიკოსი ერითურთ ადიდებდნენ ღმერთსა და სუეტსა ცხოველსა და კვართსა საუფლოსა.

თქვენ იკითხეთ საუფლო კვართისა და სვეტი ცხოველის შესახებ, მაგრამ არ გიკითხავთ თვით იმ ეკლესიის თაობაზე, სადაც ეს სიწმიდეები ჰგიეს, მათ შორის კი იდუმალი კავშირი არსებობს. „სამნი ესე სამებისა სიწმიდისა მსახვებელნი (გამომსახველნი – დეკანოზი ა.მ.) კათოლიკე (არა კათოლიკური, როგორც ზოგიერთმა შეიძლება იფიქროს უმეცრებით, არამედ კათოლიკე, ანუ საყოველთაო – დეკანოზი ა.მ.) ეკლესია. კუართი უფლისა და სვეტი ცხოველი საუნჯესა უკვდავმყოფელსა გვანაყოფიერებენ, მირონსა, ვითარცა ღვთივმყოფელსა და ნათელმყოფელსა გვიწყაროებენ“ („საკითავი სვეტისა ცხოველისა“). მაშასადამე, უფლის კვართი, სვეტი ცხოველი და ეკლესია ესე ყოვლადწმიდა სამებას გამოსახავენ და უკვდავებას გვაზიარებენ.

დასაბამიდან ასეთი წესი და ჩვეულება ყოფილა ჩვენს ეკლესიაში: საკურთხეველად გამზადებული ეპისკოპოსები, უპირველეს ყოვლისა, მოვიდოდნენ ხოლმე სვეტი ცხოველის წინაშე და აღთქმას დებდნენ „მრავლისა სარწმუნოებისათვის და ერთგულებისათვის კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიის და თავისა და სულისა დადებისათვის, ვიდრე სისხლთა დათხევადმდე, პატრიარქისათვის და საღმრთოთა წესთა დაცვისათვის“ და მხოლოდ ამის შემდეგღა დაასხამდნენ ხოლმე ხელს გამორჩეულ პირს ეპისკოპოსად.

ნიკოლოზ გულაბერისძე ასეთ შემთხვევას ჰყვება: ერთხელ ბურდუხან დედოფალმა იგი აიძულა აჩქარებით დაესხა ხელი ერთ-ერთი სასულიერო პირისათვის ეპისკოპოსად და ტრადიციისაგან განსხვავებით, ეს მოიმოქმედა არა სვეტიცხოველში. იმავე საღამოს ნიკოლოზს უფალი გამოეცხადა და უთხრა: „მე ვიცი, რომ შენ ეს დედოფლის იძულებით გააკეთე, მორჩილება ჰყავ და ამჯერად მიპატიებია, მაგრამ შემდგომში თუ ეს განმეორდა, სასჯელს ვერ გადაურჩები“. ამრიგად, სვეტიცხოველი უპირველესი და უმნიშვნელოვანესი დედა-ეკლესიაა საქართველოში.

იყო დრო, როცა მწვალებლობა ზეიმობდა რა მრავალ ქვეყანაში, ეპისკოპოსები ივერიაში ჩამოდიოდნენ და ჩვენს დედა-ეკლესიაში – სვეტიცხოველში იღებდნენ სამღვდელმთავრო ხელდასხმას, რამეთუ ჩვენთან მართლმადიდებლობა უბიწოდ და შეუგინებლად იყო დაცული. ასე, მაგალითად, ბიზანტიაში ხატმებრძოლობის მწვალებლობის მძვინვარების ჟამს, სვეტიცხოველში ეპიკოპოსად იკურთხა წმიდა მამა იოანე გუთელი.

– მამა არჩილ, როგორც ეკლესიის ისტორიიდან და არაერთი საისტორიო წყაროდან ჩანს, სვეტიცხოვლიდან საუკუნეების განმავლობაში მოედინებოდა სურნელოვანი მირონი, დღეს კი ეს სასწაული აღარ ხდება, რატომ?

საეკლესიო აზროვნებაში ორი განსხვავებული შეხედულება და ახსნა არსებობს. ერთნი ფიქრობენ, რომ ეს ნიშ-სასწაული ღმერთმა შეწყვიტა ჩვენში ურწმუნოებისა და უსჯულოების გამრავლების გამო. ამჟამინდელი ათეისტები ახმაურდებიან და იტყვიან, რომ ასეთი რამ საერთოდ არ ხდებოდა და ეს ყველაფერი ეკლესიამ შეთხზაო. მაგრამ, ჩემო კეთილო, აკი, დღესაც სდით წმიდა ხატებს სურნელოვანი მირონი, ცრემლი, სისხლი, რაც მეცნიერებისათვის აუხსნელია და რა არის იმაში საკვირველი, რომ ესოდენი სიწმიდე მირონმდინარე ყოფილიყო? გეტყვით, როგორც ერთ დროს თომას უთხრა უფალმა: „ნუ იქნებინ ურწმუნო, არამედ გრწმენინ“.

სხვა შეხედულებით კი, როგორც ქართველი ისტორიკოსი – პლატონ იოსელიანი გადმოგვცემს, ისეთმა უსჯულო ადამიანმა შეახო ხელი წმიდა კვართს, რომ მირონდენა შეწყდაო.

– ვის გულისხმობენ უსჯულო ადამიანში?

ქრისტიანთა და, განსაკუთრებით ქართველთა დაუძინებელ მტერს, შაჰ-აბას პირველს, რომელმაც თითქოს სვეტიცხოველი გადაათხრევინა, კვართი მოიძია და იგი რუსეთის მეფეს – მიხეილ თეოდორეს ძეს გაუგზავნა. რუსეთის ეკლესიაში დღემდე არსებობს დღესასწაული საუფლო კვართის დადებისა. სინამდვილეში კი შაჰ-აბასმა დიპლომატიური მოსაზრებით რუსთა მეფეს გაუგზავნა სამსჭვალი, ანუ ლურსმანი მაცხოვრის ჯვრისა და მისი ერთ-ერთი სამოსელი (მოსასხამი), რომელიც სხვადასახვა სიწმინდეებთან ერთად, სვეტიცხოვლის ტაძრის სადიაკვნედან წაიღო, ხოლო უფლის კვართი მანაც ვერ მოიძია, როგორც მასზე ბევრად ადრე სხვა უსჯულო მეფემ – არმაზელმა (+103) ურიებთან ერთად, „რამეთუ დაუბრმეს თვალნი მათნი, რათა ვერ ხედვიდენ სიტყვისაებრ წინასწარმეტყველისა“.

ჩვენი საინფორმაციო საშუალებებით ძალზე ხშირად ისმის ფრაზა: „საქართველო გაბრწყინდება“. ის იხმარება სრულიად უადგილოდ, მისი შინაარსის სათანადო გააზრების გარეშე, ზოგჯერ ირონიული ინტონაციითაც კი. მამაო, განგვიმარტეთ ამ სიტყვების ჭეშმარიტი არსი.

ივერიის გაბრწყინება სახარებისეული ნათლით მის გაცინკროვნებას ნიშნავს. ეს გულისხმობს ერის სულიერ აღორძინებას, ჩვენს ცხოვრებაში ეკლესიის ადგილისა და მნიშვნელობის ამაღლებას, როდესაც დღევანდელისაგან განსხვავებით, ჩვენი ერის შვილები იფიქრებენ არა იმაზე, თუ რამდენი შეჭამეს, არამედ იმაზე, თუ რამდენი ილოცეს თავიანთი შემოქმედი ღმერთის მიმართ. ყოველ ერს ხელისუფლებაც ისეთი ჰყავს, როგორსაც იმსახურებს და ის გაჭირვება – განსაცდელიც, რაც თავს დაატყდება ყოველთვის არის სავსებით კანონზომიერი რამ – რამდენად ჩაფლულია ცოდვებში სწორედ ამით იმსჯელებს ერი. როგორც წმიდა მამები ამბობენ, ეშმაკი ღვთის მაიმუნია და უნდა, თუ არა, მაინც მის ნებას ასრულებს. ჩვენს ქვეყანაზე თავს დატეხილი უბედურებანი თავისდაუნებურად ერის გამოფხიზლებას ემსახურებიან და ამ ტკივილებში ერი თავის მამა-პაპათა ღმერთს მოიძიებს.

საქართველოს გაბრწყინება უკვე დაიწყო, რამეთუ ჩვენმა შვილებმა მართლმადიდებელი ეკლესიისაკენ იქციეს პირი. ჩვენმა ეკლესიამ ე.წ. ეკლესიათა მსოფლიო საბჭო პირველმა დატოვა. რომის პაპი, როგორც ჭეშმარიტებისაგან განდგომილი, საქართველოში ვიზიტისას სვეტიცხოვლის წმიდა ტაძრის საკურთხეველში არ იქნა შეშვებული – გაცხადდა, რომ საქართველო 20-ე საუკუნის დამლევს კვლავაც ერთგულია ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიისა და მართლმადიდებლობისა, იმ რწმენისა, რომელსაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის განსაკუთრებული მეოხებით 2000 წლის წინ ეზიარა და შეუბღალავად მოიტანა დღემდე.

არსებობს წინასწარმეტყველება, რომლის მიხედვითაც საქართველოს გაბრწყინების ჟამს კავკასიაში და კერძოდ, საქართველოში იქადაგებს უფლისაგან ღვთისმშობლის შვილობილად კურთხეული, სიყვარულის მოციქული – იოანე ღვთისმეტყველი. ეს წინასწარმეტყველება თავად იოანე მახარებელმა გაუმჟღავნა საკუთარი მიცვალების დღესასწაულზე ღირს ლავრენტი ჩერნიგოველს.

საქართველოს სულიერი გაბრწყინების დამაგვირგვინებელი იქნება ივერიისად წოდებული ღვთისმშობლის ხატის ათონის მთიდან ივერიაში წამობრძანება, ვის სახელსაც ეს წმიდა ხატი საუკუნეებია, რაც ატარებს.

– ცნობილია, რომ თითოეულ ერს თავისი ჯვარი მიაქვს, თავისი მისია აქვს ღვთის წინაშე. თქვენი აზრით, როგორია ჩვენი ერის მისია?

უწინ ქართველებს უცხოელები მანდილის ქრისტიანებს უწოდებდნენ. იგულისხმება წმიდა დიდმოწამე გიორგის ცნობილი სასწაული, ბეირუთის მახლობლად ურჩხული რომ დაამარცხა და შესაჭმელად განწირული მეფის ასულის მანდილით შეკრული ამავე ქალწულის ხელით ქალაქში მოთვინიერებული რომ შეიყვანა. ესაა ღვთისა და წინაპართაგან ნაანდერძევი ჯვარი და მისია ქართველი ერისა, ესაა წმიდა გიორგის განსაკუთრებულად შემყვარებელი ერის დაუხსნელი აღთქმა: მარად ებრძოდეს და ღვთის ნიშით ამარცხებდეს ბოროტებას! დე, საუფლო კვართსა და სვეტიცხოველში ნააზრევი სიმბოლური მნიშვნელობანი გაესიგრძეგანებინოს ჩვენს ერს, შეეცნოს ჭეშმარიტება, რაც უფლის სიტყვისაებრ გაათავისუფლებს მას მონობისაგან. ჩვენმა ერმა უნდა დაიცვას ეკლესიის მთლიანობა (დღეს აგრერიგად გამრავლებულ სექტათა და სქიზმათა ოკეანეში) და მაცხოვრის ერთგული და მორწმუნე იყოს მარად.

იყავნ, იყავნ!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, სვეტიცხოვლობა. 2000 წ.
მანუჩაო
რაღაც უცნაური აზრია, რბილად რომ ითქვას...

"მაშასადამე, კვართი უფლისა ესაა ქართველთა ერის ქრისტეზე დაწინდვის ნიშანი. ბეჭედი წინდობისა და იმავ დროს მისი საფარველი (წმიდა მამათა სწავლებით იგი საფარველია არა მარტო ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიისა, არამედ მთელი სოფლისა და ყოვლისა ერისა) ეშმაკის წინააღმდეგ და ეს წყალობა ჩვენმა ერმა მხოლოდ და მხოლოდ ღვთისმშობლის წილხვდომილობის გამო მიიღო, ერმა, რომელიც გაქრისტიანებამდე „უძვინვარესი და უველურესი იყო“ („საკითხავი სუეტისა ცხოველისა“). როგორც ღვთივდიდებული პავლე ამბობს, ჩვენს სხეულში ყველაზე ნაკლებ კეთილშობილ ორგანოებს ყველაზე მეტი მზრუნველობა სჭირდებათ და ასეთი ბარბაროსი ერიც იმიტომ მოექცა სერაბინ – ქერაბინებზე ზეაღმატებული ღვთის დედის მფარველობის ქვეშ."

ესე იგი, ჩვენ გაქრისტიანებამდე "უძვინვარესი და უველურესი" ვიყავით ანუ "სხეულში ყველაზე ნაკლებ კეთილშობილ ორგანო", რომელსაც "ყველაზე მეტი მზრუნველობა სჭირდება"?
ეს ან მკრეხელობა და სისულელეა, ან მე რაღაც არ მესმის...
gigoli
QUOTE(მანუჩაო @ 14.10.2005, 17:27)
რაღაც უცნაური აზრია, რბილად რომ ითქვას...

"მაშასადამე, კვართი უფლისა ესაა ქართველთა ერის ქრისტეზე დაწინდვის ნიშანი. ბეჭედი წინდობისა და იმავ დროს მისი საფარველი (წმიდა მამათა სწავლებით იგი საფარველია არა მარტო ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიისა, არამედ მთელი სოფლისა და ყოვლისა ერისა) ეშმაკის წინააღმდეგ და ეს წყალობა ჩვენმა ერმა მხოლოდ და მხოლოდ ღვთისმშობლის წილხვდომილობის გამო მიიღო, ერმა, რომელიც გაქრისტიანებამდე „უძვინვარესი და უველურესი იყო“ („საკითხავი სუეტისა ცხოველისა“). როგორც ღვთივდიდებული პავლე ამბობს, ჩვენს სხეულში ყველაზე ნაკლებ კეთილშობილ ორგანოებს ყველაზე მეტი მზრუნველობა სჭირდებათ და ასეთი ბარბაროსი ერიც იმიტომ მოექცა სერაბინ – ქერაბინებზე ზეაღმატებული ღვთის დედის მფარველობის ქვეშ."

ესე იგი, ჩვენ გაქრისტიანებამდე "უძვინვარესი და უველურესი" ვიყავით ანუ "სხეულში ყველაზე ნაკლებ კეთილშობილ ორგანო", რომელსაც "ყველაზე მეტი მზრუნველობა სჭირდება"?
ეს ან მკრეხელობა და სისულელეა, ან მე რაღაც არ მესმის...
[right][snapback]227236[/snapback][/right]



ნაღდად პირველი იქნება lool.gif თორემ შენ და რამე არ გესმოდეს? ! lool.gif
კაცს კომპი და ვებ საიტები გისწავლია clever.gif
ნი ტო ჩტო ქართველი აკადემიკოსები. wink.gif
lool.gif lool.gif lool.gif
tam-a
QUOTE(მანუჩაო @ 14.10.2005, 20:27)
რაღაც უცნაური აზრია, რბილად რომ ითქვას...

"მაშასადამე, კვართი უფლისა ესაა ქართველთა ერის ქრისტეზე დაწინდვის ნიშანი. ბეჭედი წინდობისა და იმავ დროს მისი საფარველი (წმიდა მამათა სწავლებით იგი საფარველია არა მარტო ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიისა, არამედ მთელი სოფლისა და ყოვლისა ერისა) ეშმაკის წინააღმდეგ და ეს წყალობა ჩვენმა ერმა მხოლოდ და მხოლოდ ღვთისმშობლის წილხვდომილობის გამო მიიღო, ერმა, რომელიც გაქრისტიანებამდე „უძვინვარესი და უველურესი იყო“ („საკითხავი სუეტისა ცხოველისა“). როგორც ღვთივდიდებული პავლე ამბობს, ჩვენს სხეულში ყველაზე ნაკლებ კეთილშობილ ორგანოებს ყველაზე მეტი მზრუნველობა სჭირდებათ და ასეთი ბარბაროსი ერიც იმიტომ მოექცა სერაბინ – ქერაბინებზე ზეაღმატებული ღვთის დედის მფარველობის ქვეშ."

ესე იგი, ჩვენ გაქრისტიანებამდე "უძვინვარესი და უველურესი" ვიყავით ანუ "სხეულში ყველაზე ნაკლებ კეთილშობილ ორგანო", რომელსაც "ყველაზე მეტი მზრუნველობა სჭირდება"?
ეს ან მკრეხელობა და სისულელეა, ან მე რაღაც არ მესმის...
[right][snapback]227236[/snapback][/right]

შენ ეგ არ თქვა ხმამაღლა, თორე ჩაგქოლავენ. მინდიაშვილის სკაზალ, ბოგ სკაზალ! აბა! dry.gif მე ვაღიარებ, რომ მაგარი მქადაგებელია ეს კაცი, მაგრამ რაღაც ეტაპზე, მერე კი უკვე დემაგოგიაში გადადის. ხალხს კი ჰგონია, რომ რაც მეტ ბრტყელ ფრაზებს იტყვიან ,ით უფრო მხურვალენი არიან.... რატომ განვიკითხავ ისე ახლა მე ამ ადამიანს, მაგას რომ ხალხი ჰყავს ეკლესიაში მოყვანილი... მაგრამ ბევრიც გაექცა, ფაქტია... ისე კი, მართლა ჭკვნი და განათლებული ადამიანია, რა ქნას, ცოტა ხმამაღლა უყვარს ჭკუის სწავლება smile.gif
Leliko
გილოცავთ თბილისობას ყველასსსსსსსსსსსსსსსს wink.gif
gragra
ლაკი, მრავალ დაბდღეს დაესწარი ჯანმრთელად, ბედნიერად! გისურვებ წარმატებებს და, რაც მთავარია, ღვთის წყალობა არ მოგაკლდეს!!!

user posted image
Laki
QUOTE(gragra @ 4.11.2005, 12:34)
ლაკი, მრავალ დაბდღეს დაესწარი ჯანმრთელად, ბედნიერად! გისურვებ წარმატებებს და, რაც მთავარია, ღვთის წყალობა არ მოგაკლდეს!!!

user posted image
[right][snapback]236905[/snapback][/right]



დიდი მადლობა! smile.gif
ზაზა
QUOTE(tam-a @ 14.10.2005, 17:36)
შენ ეგ არ თქვა ხმამაღლა, თორე ჩაგქოლავენ. მინდიაშვილის სკაზალ, ბოგ სკაზალ! აბა! dry.gif მე ვაღიარებ, რომ მაგარი მქადაგებელია ეს კაცი, მაგრამ რაღაც ეტაპზე, მერე კი უკვე დემაგოგიაში გადადის. ხალხს კი ჰგონია, რომ რაც მეტ ბრტყელ ფრაზებს იტყვიან ,ით უფრო მხურვალენი არიან.... რატომ განვიკითხავ ისე ახლა მე ამ ადამიანს, მაგას რომ ხალხი ჰყავს ეკლესიაში მოყვანილი... მაგრამ ბევრიც გაექცა, ფაქტია... ისე კი, მართლა ჭკვნი და განათლებული ადამიანია, რა ქნას, ცოტა ხმამაღლა უყვარს ჭკუის სწავლება smile.gif
[right][snapback]227286[/snapback][/right]



ერთი მნიშვნელოვანი პლიუსი აქვს ამ მოძღვარს, ის მუშაობს ასე, ვთქვათ სექტანტების რეაბილიტაციის საკითხზე, მასთან მრავალი ყოფილი სექტანტია, მარა რაც შეეხება სერიოზულ ღვთისმეტყველების დონეს, აქ ხანდახან ნამეტანში გადადის ხოლმე ჩემი აზრით ანტიეკუმენური ქადაგების თვალსაზრისით...

ჩემს მოქცევაში პირადად მასაც აქვს როლი ნათამაშები, მაგრამ მასთან დარჩენა ჩემთვის ტოლფასი იყო გავცნობოდი მართლმადიდებლობოს ნახევარს (უკეთეს შემთხვევაში), ვინაიდან მეორე ნახევარს იგი წვალებად მიიჩნევს, რაც მე არ მეჩვენება სწორად.
tam-a
QUOTE(ზაზა @ 4.11.2005, 17:30)
ერთი მნიშვნელოვანი პლიუსი აქვს ამ მოძღვარს, ის მუშაობს ასე, ვთქვათ სექტანტების რეაბილიტაციის საკითხზე, მასთან მრავალი ყოფილი სექტანტია, მარა რაც შეეხება სერიოზულ ღვთისმეტყველების დონეს, აქ ხანდახან ნამეტანში გადადის ხოლმე ჩემი აზრით ანტიეკუმენური ქადაგების თვალსაზრისით...

ჩემს მოქცევაში პირადად მასაც აქვს როლი ნათამაშები, მაგრამ მასთან დარჩენა ჩემთვის ტოლფასი იყო გავცნობოდი მართლმადიდებლობოს ნახევარს (უკეთეს შემთხვევაში), ვინაიდან მეორე ნახევარს იგი წვალებად მიიჩნევს, რაც მე არ მეჩვენება სწორად.
[right][snapback]237134[/snapback][/right]

აი, სწორედ მაგას ვგულისხმობდი დემაგოგიაში, მხურვალე მქადაგებელია, თუმცა ცოტა ზედმეტები მოსდის....ნუ ეკუმენიზმე ეგ რას ფიქრობს არ ვიცი, მგონი მე და შენ მაგ საკითხში ვერ დავეთანხმებით ერთმანეთს და ამიტომ არც გეკითხები.... smile.gif
vereli
გიორგობას გილოცავთ ყველას.განსაკუთრებით ყველა გიორგის.
P I N K Y

მადლობელი..


user posted image

ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.