დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: საყვარელი წიგნები
Rustavi 2 Forums > მეცნიერება და კულტურა > ხელოვნება > ლიტერატურა
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29
Anonymous
ჩემი საყვარელია წიგნებია "მარტოობის ასი წელი" და "Мастер и Маргарита". ქართულებიდან მიყვარს ნიკო ლორთქიფანიძე და კონსტანტინე გამსახურდია. რუსებიდან - ჩეხოვი.

ბევრია კარგი...

თქვენ?
GRM
ძალიან მიყვარდა ერთ დროს 20 წლების ამერიკელები ძია ერნესტის მეთაურობით. მერე სამხრეთამერიკელი მწერლები - მარკესი, ბორხესი, ფუენტესი, კარპენტიერი... მაგრამ ჩემ ფავორიტად მაინც განუმეორებელი პერუელი მარიო ვარგას ლიოსა რჩება. "მწვანე სახლი", "Город и псы", "Тетушка Хулио и писака".
რუსულიდან ბუნინი, ფანტასტიკური ისააკ ბაბელი და მისი "Конармия", ბოლო წლებში კი ვარლამ შალამოვის "Колымские рассказы".
ოთარ ჭილაძე, დოჩანაშვილი და ჩემი საყვარელი პოეტი
მურმან ლებანიძე.
მე რომ საშუალება მქონდეს არ ვიმუშაო, ჩავჯდებოდი ჩემ სტუდიოში, დავიმარაგებდი წიგნებს, მუსიკას, ფილმებს, ლუდს და საერთოდ არ გამოვყოფდი გარეთ ცხვირს. და არც რაიმე სხვას.

[ This Message was edited by: GRM on `2003-06`-20 23:27 ]
GRM
ო`ჰენრი, კურტ ვონეგუტი, ფილ დოქტოროუ, სოლ ბელოუ, მოდეტექტივო დეშილ ჰემეტი, ბრონისლავ ნუშიჩი, ბრედბერი, აზიმოვი, კლარკი.
მოკლედ, რა ჩამოთვლის....

[ This Message was edited by: GRM on `2003-06`-20 23:30 ]
Mlle Qartveli
ამ დილით მივიღე ჩემი უსაყვარლესი მწერლის გურამ დოცანაშვილის ახალი წიგნი "ლოდი, ნასაყდრალი" და ჩემზე ბედნიერი არავინაა...
დღეს, ამ წიგნის პირველად წაკითხვის ბედნიერება მელოდება....
:smile: :smile: :smile:
Ravendark
საყვარელი მწერლების ჩამოთვლას არ დავიწყებ, იმიტომ რომ უამრავი მყავს და ვინმე აუცილებლად დამავიწყდება, ისე კი ახლა ვკითხულობ აიზეკ აზიმოვს და ძალიან მომწონს. :smile:

[ This Message was edited by: Ravendark on `2003-04`-28 18:43 ]
aga
მე მაინც მგონია რომ ო გენრის არაფერი ჯობია. განსაკუთრებით "ფოთოლი" თუ გაქვთ წაკითხული.
Anonymous
ოოოოოოოოოოოოო ო გენრი!
მთელი ცხოვრება მიდევს ეს წიგნი ლოგინთან,
ძილის წინ ყოველთვის გადავიკითხავ და კარგ ხასიათზე ვდგები.
ისე ავტობიოგრაფიული წიგნები მაინტერესებს ,
მსოფლიო ლიტერატურა 25 წელის წინ წავიკითხე.
ეხლა უფრო ჟურნალ გაზეთებზე ვარ გადასული ტაიმ და ვოგ გამოწერილი მაქვს.
ქართულ გაზეთებს კი ინტერნეტით ვკითხულობ.
Anonymous
სად დაკარგა დილის გაზეთი ინტერნეტში?
lolski
Sarokin- galuboe salo, pir, `30-aja` ljubov’ marini… that’s so fu**ng great!

_________________
user posted image lols

[ This Message was edited by: gergezi on `2003-06`-17 15:22 ]

[ This Message was edited by: lolski on `2003-06`-17 17:34 ]
algeteli
ყველა ქართველს ეს წიგნი უნდა ქონდეს წაკითხული:

http://www.kvali.com/statimgs/taro/mikha_g..._gegeshidze.doc
Anonymous
QUOTE

On `2003-06`-19 00:44, algeteli wrote:
ყველა ქართველს ეს წიგნი უნდა ქონდეს წაკითხული:

http://www.kvali.com/statimgs/taro/mikha_g..._gegeshidze.doc


რატომ???
გადავხედე და დიდი არაფერია. თანაც მაგ პერიოდის გახსენება არ მინდა.
ბევრი მწერალია, რომელიც ადამიანს წაკითხული უნდა ჰქონდეს (არამარტო ქართველს :smile: ), მისთვისვე იქნება უკეთესი.
salosalomea
დოსტოევსკის ბევრი არაფერი მირჩევნია. ძალიან მიყვარს დოჩანაშვილის "სამოსალი პირველი", მაგრამ ახალმა-"ძმისავ", მაგრად გამიცრუა იმედი. თან როგორ მოუთმენლად ველოდებოდი.
რასაც თაყვანს ვცემ, ესაა "მგზავრის წერილები".
არ მეგონა თუ ფანტასტიკა მომხიბლავდა, მაგრამ როჯერ ზელაზნის "ამბერის ქრონიკები" წავიკითხე, 5 ნოველა და დანარჩენ 4-ს ვეძებ. ბიბლიოთეკებში ვერ მივაგენი. ძალიან გთხოვთ, შედით ჩემს გაჭირვებაში და თუ ვინმეს სადმე გეგულებათ, მიმითითეთ!
Anonymous
მე ჩაციკვლა ვიცი ხოლმე :smile: ეს ბოლო ხანებია, მილორად პავიჩზე ვარ ჩაციკლული, როგორც თავის დროზე Led Zeppelin-ზე მომივიდა.
ფანტასტებიდან რეი ბრედბერი არ მავიწყდება. დანარჩენი რაც წამიკითხავს, არც ავტორი მახსოვს და არც ნაწარმოები :smile:
ეჰ, მართლა რა სჯობია იმას, იყო შენთვის, კითხულობდე, უყურებდე ფილმებს, უსმენდე მუსიკას და არავინ გაწუხებდეს, მარა სადაა მასე? :sad:
Mitua
[quote]On `2003-06`-19 00:44, algeteli wrote:
ყველა ქართველს ეს წიგნი უნდა ქონდეს წაკითხული:

http://www.kvali.com/statimgs/taro/mikha_g...TR>
ალგეთელო, შენც ამ მხეცების ჯიშის ხომ არ ხარ?

აი, კადრები: ვის ხვრეტდნენ მაგ წიგნის გმირები:
http://homepage.mac.com/rsiradze/Evil_in_G...eTheater36.html

აქვეა სხვა კადრებიც... მთელი დგე ამ კადრების შემდეგ ნერვიულობისგან ვკანკალებ და თქვენ ამ ბანდიტების რეკლამას ეწევით, აქ....
მოკლედ, ჯიგარ, მაგ წიგნს კი დაარქვით "დაკარგული ქვეყნის მეომრები", მაგრამ, თქვენ, ყველა "მხედრიონელი", თქვენი ჩაძაღლებული ატამანის თამადობით ხართ
"უნიტაზში ჩაშვებული ნახმარი ტუალეტის ქაღალდები"


[ This Message was edited by: Mitua on `2003-06`-20 21:31 ]

[ This Message was edited by: Mitua on `2003-06`-20 21:33 ]
algeteli
ძვირფასო ორელია, ვიცი “დაკარგული ქვეყნის მეომრები” `catch-22`-სავით სამხიარულო არ არის მაგრამ იდეა ისეთივეა, მხოლოდ უფრო გაშიშვლებული და ”მოკავკასიელებული”. ძნელი წასაკითხია, როგოც დიდი ილიას ”კაცია ადამიანი” მაგრამ სარკეა ქართველისათვის და არ ჩახედვა (”გახსენება არ მინდა”) შეცდომაა. შეიცან თავი შენიო უთქვამთ და სწორედ ამიტომ დავწერე - ყველა ქართველმა უნდა წაკითხოს მეთქი (სიმართლე გითხრა ვგულისხმობდი should ჩანს როგორც must. არა, არა ქართული/ჩემი ენა მოიკოჭლებს). წიგნის ძალა არა მარტო სიტყვაკაზმულობით განისაზღვრება არამედ გრძნობებით რომელებიც მასში ჩადებულია. ეს წიგნი არის გრძნობები ადამიანისა რომლის თვალწინ იდიალები იმსხვრევა, იბრძვის რათა ისინი გადარჩინოს მაგრამ გავეშებული მდინარე ქვესკნელისაკენ მიაქანებს და მისი ფართხალი ამოებაა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ავტორის ანალიზი როგორ მოჩანს ისტორიული მოვლენები მისი სუბიექტური ხედვიდან.

ბატონ მიტუას ვერ დავეთანხმები რომ ეგ წიგნი ”ბანდიტების რეკლამაა” ვურჩევ რომ გულისხმიერად წაიკითხოს. ამ წიგნის გმირები არა მხედრიონელები არამედ ქართველებია. ჩემთვის ქართველია ”თუმანაც”, მონა ”ვასილიჩიც” და ბაბუშკა ვედროთიც. ისე მიტუას მსგავი პიროვნებები მრავლად არი ამ წიგნში, ამ ისედაც დაყოფილ ქვეყანას კაი და ცუდ ბიჭებად რო ყოფენ. ნუ დაგვავიწდება რომ რომელ ჯგუფში აღმოჩნდება კაცი გამყფზეა დამოკიდებული. ასე რომ დაყოფას არავითარი აზრი არა აქვს, ისევე როგორც გარდაცვლილის აუგად მოხსენიებას (და ჩემი ჯიშის კითხვასაც).
Laki
წაიკითხოს ახლანდელმა ახალგაზრდობამ "დათა თუთაშხია". შეეცადონ ოდნავ მაინც მიემსგავსონ მას და "საქართველო გადარჩება"!!!
ჩემთვის ეგ წიგნია "სამაგიდო წიგნად". თუმცა სახლშიც დიდი ბიბლიოთეკა მაქვს და არანაკლებ საყვარელი ავტორებიც შემიძლია ჩამოვთვალო!
'wink.gif
David M
QUOTE

On `2003-07`-02 12:05, Laki wrote:
ჩემთვის ეგ წიგნია "სამაგიდო წიგნად". თუმცა სახლშიც დიდი ბიბლიოთეკა მაქვს და არანაკლებ საყვარელი ავტორებიც შემიძლია ჩამოვთვალო!
'wink.gif

ხანდახან ამანდას მაგონებ.:smile:
ნამდვილად კარგი წიგნია, თუმცა წაკითხული არ მაქვს. "ახალი თაობა" რომ ვიყავი, ნეტავ მაშინ გერჩია!
Laki
არც აწია გვიან დავით!
"სუპერქართველკაცადაა" მანდ დათა (სეხნიებივით ხართwink.gif)) და ახლაც ბევრის სწავლება შიეძლება მაგ წიგნის საშუალებით.ანუ ნებისმიერ ასაკში დაგჭირდეს იქნებ "თუთაშხიობა"!";)))

[ This Message was edited by: Laki on `2003-07`-02 17:51 ]
Uzrdeli
ვერ წაგიკითხია შენ Laki ბატონო მაგი წიგნი კაი რაკურსით :wink:
Mixo
აი მე კი წიგნები მძულს ჭირისავით და ამიტომ ვერც საყვარელ მწერალს და ვერც წიგნს ვერ ჩამოგიწერთ აქ.

ასეთი ვარ და რა ვქნააააა!! :smile:

[ This Message was edited by: Mixo on `2003-07`-03 00:10 ]
Mixo
QUOTE

On `2003-07`-02 12:05, Laki wrote:
წაიკითხოს ახლანდელმა ახალგაზრდობამ  "დათა თუთაშხია". შეეცადონ ოდნავ მაინც მიემსგავსონ მას და "საქართველო გადარჩება"!!!
ჩემთვის ეგ წიგნია "სამაგიდო წიგნად". თუმცა სახლშიც დიდი ბიბლიოთეკა მაქვს და არანაკლებ საყვარელი ავტორებიც შემიძლია ჩამოვთვალო!
'wink.gif


ისე რუსულად ისეთი ნათარგმნი აქვს რუსი ვერ თარგნიდა ნამდვილად.
salosalomea
QUOTE

On `2003-07`-03 00:09, Mixo wrote:
აი მე კი წიგნები მძულს ჭირისავით და ამიტომ ვერც საყვარელ მწერალს და ვერც წიგნს ვერ ჩამოგიწერთ აქ.

ასეთი ვარ და რა ვქნააააა!! :smile:

[ This Message was edited by: Mixo on `2003-07`-03 00:10 ]



ეეეჰ! კარგ წიგნს რა სჯობია?! წარმოიდგინე, დიდ ხანს რომ ეძებ, ძლივს იპოვი სადღაც, ვიღაცის ბიბლიოთეკაში, მიარბენინებ სახლში და... აი, აქ იწყება ნამდვილი კაიფი: იმდენად გინდა წაკითხვა, რომ გეშინია იმედი არ გაგიცრუვდეს და დაწყებას აჯანჯლებ... არა, მართლა მომენატრა ქართული სიტყვის გემო.
David M
QUOTE

On `2003-07`-03 00:49, Uzrdeli wrote:
არ ჯობია მაგ წიგნის მიეხედვით გადაღებულ ფილმს უყურო თუნდაც 2 ჯერ და 4 საათში გააიასნო ყველაფერი  


ფილმი, როგორც მაგ წიგნის წამკითხველებისგან გამიგია, ძალიან შესუსტებული ვერსიაა. თანაც, 7-სერიიანი ფილმი 4 საათში 2-ჯერ როგორ უნდა ნახო. ალბათ, წინ გადახვევის რეჟიმში :smile:
QUOTE

On `2003-07`-03 00:49, Uzrdeli wrote:
პა ხოდუ ტყეს გაუფრთხილდეთ!ამდენი ხეების მოჭრა რომ შენ თაროებზე წიგნებს მტვერი ედებოდეს?"ტყე შეუნახე შვილებსაოოოოო"

მაკულატურა და გადამუშავებული ქაღალდი გაგონილი გექნება. თანაც, უკვე დაბეჭდილი წიგნის წაკითხვაზეა ლაპარაკი, ამიტომ ხეებს საფრთხე არ ემუქრება.
algeteli
თუ იცით რამე მისამერთი ქართული იწიგნების ინტერნეტში?
Hardthof
http://www.geolit.ge
DataK
ჩემი საყვარელი წიგნია არნოლდ შვარცენეგერის "შეყვარებულების თვითმკვლელობა ბოდიბილდინგის დარბაზში გამთენიისას"
Hardthof
მაგარი წიგნია, მეც მაქვს წაკითხული. მაგის კინოვერსია თუ გაქვს ნანახი ბრუსლი და რობიზონ კრუზო რომ თამაშობენ?
Anonymous
მდაა...

რეი ბრედბერი იყო ჩემი პირველი და უკანასკნელი მწერალი ფანტასტიკასთან დაკავშირებით :smile:

ქართველებიდან, მიხეილ ჯავახიშვილი და კონსტანტინე გამსახურდია უსაყვარლესი და უძლიერესი მწერალებია ჩემთვის.
ვაჯა ფშაველა დიდი ფილოსოფოსია ჩემთვის და უკვდავი პოეტი.

ასევე ცვეტაევა მარინა.

ისე ბევრი შემიძლია ჩამოვთვალო
ბევრიც აღარ მახსოვს

რამაც დიდი გავლენა და როლი შეასრულა ჩემს ცხოვრებაში ესაა პროსპერ მერიმეს პატარა ნოველა მატეო ფალკონე

მიყვარს ჯორჯ სანდი, ფოლკნერი, აიტმატოვი, ყველა რუსი დიდი მწერლები და რა ვიცი კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო.
ყველა პერიოდში თვისებური როლი ქონდა რომელიმე ავტორს
მახსოვს 13 წლისა გატაცებით ვკითხულობდი მაინ რიდს და 40 წლისა ასევე გატაცებით ვკითხულობდი აგატა კრისტის :grin:
dearwitch
QUOTE

On `2003-04`-23 03:43, აგასფერი wrote:
ჩემი საყვარელია წიგნებია "მარტოობის ასი წელი" და "Мастер и Маргарита". ქართულებიდან მიყვარს ნიკო ლორთქიფანიძე და კონსტანტინე გამსახურდია. რუსებიდან - ჩეხოვი.

ბევრია კარგი...

თქვენ?
`მარტოობის ასი წელი` სულ ცოტა ასჯერ მექნება წაკითხული, მასტერ ი მარგარიტა-ზე ვგიჯდები, `დიონისოს ღიმილზე` ვაბოდებ.კიდე ოთარ ჭილაძე მიყვარს, შენ?
dearwitch
ხალხო, მე ყოველ ზაფრულს ვკითხულობ ხოლმე ერთ პატარა წიგნს: ჰემინგუეის `ფიესტა`.ზღვაზე მიმაქვს და იქ ვკითხულობ ხოლმე
აქ ვინმეს ჰემინგუეი, მარკესი, გამსახურდია, ჭილაძე, ....აუ, რა ჩამოთვლის?!smile.gifგიყვართ?
lilu
საერთოდ ყველა წიგნი კარგია - გააჩნია რა ხასიათზე ხარ. (ფსიქოლოგიური რომანების გარდა!!!!!) ქართველი მწერლები თითქმის ყოველთვის ძალიან საინტერესო რაღაცეებს წერდნენ, მაგრამ ნოდარ დუმბაძე მაინც ყველა დროის გენიოსი იყო, არის და იქნება.
!და რა თქმა უნდა ჰარი პოტერი! ასეთი მაგარი წიგნი ჯერ არ დაწერილა!!! რა მეშველება შვიდივე წიგნს რომ წავიკითხავ არ ვიცი, მერე რაღა გაალამაზებს ამ წუთისოფელს?? :smile: :smile: თუ ინგლისური კარგად იცით, გირჩევთ ორიგინალი წაიკითხოთ. ასევე ძალიან ბევრი შეგემეტებათ თუ ჰარპერ ლი-ს "ნუ მოკლვთ ჩაფარას" წაიკითხავთ.
lolski
მე ქართველებიდან ლაშა ბუღაძე მიყვარს და აკა მორჩილაძე...
Ravendark
კასტანედა - დონ ხუანის სწავლება. KVLT!
Vera deida
ლილუ,"ყველა წიგნი კარგია" რას ნიშნავს,ოღონდაც ამიხსენი?!
მე მიყვარს კორთასარი,მურაკამი,აკუტაგავა,კაფკა,მილერი.

ქართულ მწერლობას ახლა გაცილებით უკეთ აქვს საქმე,ვიდრე თუნდაც ოცი წლის წინ.
Simon
ვერა დეიდა-სხვა სახელი ვერ მოიფოქრე რომ დაგერქვა?
Simon
1.ვერა დეიდა-სხვა სახელი ვერ მოიფოქრე რომ დაგერქვა?

2.წიგნებს ვინღა კითხულობს? ნუ რა თქმა უნდა დიდი "დეიდების" გარდა...
Vera deida
Vera deida
სიმონიკო,ვერა,დეიდა,სხვა სახელი ვერ მოვიფიქრე.და ეს ხელს გიშლის რამეში?
რაც შეეხება იმას,რომ წიგნებს მარტო დეიდები კითხულობენ-ამაზე ფრიად ვიხალისე.მე მეგონა ზოგიერთი ბიძიაც კითხულობდა.
CharmandGrimloch
უკვე ორი თვეა რაც აქ ვარ დარეგისტრირებული და უსაქმურობაში 2ჯერ შევიცვალე სახელი. პირველად წავაწყდი საინტერესო თემას.

გურამ დოჩანაშვილი
მამორუ ოსიი
ჯეიმს რონალდ რუელ ტოლკიენ

ვისაც მოწონს ზემოთხსენებული პიროვნებები მომწერეთ
inkognito
ლაკის თუ დათასავით აღზრდი შვილებს გადარჩება საქართველო ნამეტანი...
inkognito
მარკესი და დოსტოევსკი, მგზავრის წერილები,,თომას მანი, რემარკი, ბეკეტზე რას იტყვით?ფოლკნერი,და საერთოდ ყველა წიგნი რასაც ვკითხულონ იმ დროს მიყვარს.
lolski
QUOTE

On `2003-09`-05 09:10, Uzrdeli wrote:
კიდევ მოგიწევს ბევრჯერ ნიკების შეცვლა! :wink:
ჩემი საყვარელია "მაგდანას ლურჯა"ავტორი არ მახსოვს(წიგნს პირველი გვერდი მოხეული ქონდა)


ჰაჰაჰაჰაჰა
ჩავბჯირდიი
ეკატერინე გაბაშვილი არა??? LOL
Mlle Qartveli
:smile: :smile: :smile: :smile: :smile:

და სხვათა შორის ამ მოთხრობის პირველი ვარიანტი ზუსტად ისევე მთავრდებოდა, როგორც ფილმი,მაგრამ თურმე საზოგადოებამ და პატარა მკითხველებმა სთხოვეს მწერალს შეეცვალა ფინალი (????????!!!!!!!!!!!)და მანაც გაითვალისწინა რა თხოვნა, სასამართლოს გადაწყვეტილებით "ლურჯა" მაგდანას დაუტოვა!
lolski
გენიალური წიგნია, რამოდენიმე საათში იკითხება, ნებისმიერ ენაზე-თუკი მას სალაპარაკო დონეზე მაინც ფლობ... დიიდიი რამონის მიერის დაწერილი სიკვდილი რამონებს... რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ გამოიცა :sad:
Mlle Qartveli
გუშინ ვკითხულობდი დოჩანაშვილის "ხორუმი ქართული ცეკვაა"...
უკვე მერამდენედ ვიმეორებ და მაინც კიდევ ვიტყვი , რომ გურამ დოჩანაშვილი გენიოსია!
Anonymous
ალი და ნინო ჩამივარდა ხელში და ძალიან მომეწონა
უდავოდ ნიჭიერი ადამიანის დაწერილია


ისე ლურჯას ამერიკაში მაინც პატრონს მიაკუთვნებდნენ, ოღონდ დაავალებდნენ კომპენსაციის გადახდას მაგდანასთვის რაც არც თუ ურიგო თანხა იქნებოდა. რამეთუ შესაძლებელია თუ მაგდანა მაგარ ადვოკატს გაჩითავდა ინდენი ყოფილიყო კომპენსაცია რომ პატრონს აღარც ეჩივლა და ლურჯა დაეთმო :smile:
ასე რომ მაგდანა ყველა ვარიანტში მოგებული დარჩებოდა და მეც ამდენ ცრემლებს აღარ დავღვრიდი..... :smile:

[ This Message was edited by: antagonisti on `2003-09`-10 09:42 ]
inkognito
ალი და ნინო ,მაინც მაჰმადიანური ხედვითაა დანახული, მე ვერ ვიჯერებ რომ ნინ ოს მსგავსად აღზრდილი ქალები ,ასეთ ნაბიჯს დგამდნენ, ბოლო -ბოლო, ტყვედ რომ მიჰყავდათ ქართველი ქალები ტავებს იხოცავდნენ, რაღაც გაუგებარი დარჩა, თუმცა კარგი ბესტსელერია, ადვილად კითხვადი.
rusudani
კარგი ტოპიკია არ ჩავძიროთ რაა?
lolski
QUOTE

On `2003-09`-15 21:20, inkognito wrote:
ალი და ნინო ,მაინც მაჰმადიანური ხედვითაა დანახული, მე ვერ ვიჯერებ რომ ნინ ოს  მსგავსად აღზრდილი ქალები ,ასეთ ნაბიჯს დგამდნენ, ბოლო -ბოლო, ტყვედ რომ მიჰყავდათ ქართველი ქალები ტავებს იხოცავდნენ, რაღაც გაუგებარი დარჩა, თუმცა კარგი ბესტსელერია, ადვილად კითხვადი.

რელაქს დეარ... არ გაგიგია ასეთი რამე : ლოვე რომ ქვია????? LOL
თავებს იკლავენ ასეთი "აღზრდის ქალები", მე თუ მკითხავ თავი მოსაკლავი შენ უფრო გაქვს :wink: 21 საუკუნეში ასეთი იდეები რომ მოგდის თავში :sad:
ლიტერატურაა! საკმაოდ საინტერესო ასპექტით ნაჩვენები...
Mlle Qartveli
QUOTE

On `2003-09`-29 12:57, Uzrdeli wrote:
ძალიან მიხარია ასეთი ერუდირებული და წიგნს შეყვარებული თაობის ცქერა,ყოველი წუთი თქვენზე ყურების 20 წუთს ცხოვრების ხანგრძლიობას მიმატებს  
ძალიან გთხოვთ ჩემო მეგობრებო,,,, მითხარით :"ბურატინო"თუ გაქვთ წაკითხული და იცით მისი მოკლე შინაარსი,ავტორის ბიოგრაფიიდან დაწყებული! :wink:



ბურატინო არის "პინოქიოს" რუსული ვარიანტი!

ისე შენ "ჩიპოლინოც" გეყვარება... ჯანი როდარის გმირია.. :wink: :wink: :wink:
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.