მაინტერესებს რას ფიქრობენ ფორუმელები მათზე ვინც საზგვარგარეთ მიდის სამუშაოდ, არ ვიცი იყო ტუ არა ეს თემა მაგრამ დღევანდელმა ინფორმაციამ ფინეთში დაკავებული ქართველი ქალების შესახებ დიდი რეზონანსი გამოიწვია, რადგან ხალხი ისევ ისეთ გასაჭირშია, რომ იძულებულია მიატოვონ ოჯახები და გაუდგნენ ევროპის თუ ამერიკის გზას.ეს ისევ ისეთ მძიმე მდგომარეობაზე მიუთითებს, ნუთუ არანაირი გამოსავალი არ არსებობს? ნუთუ არ შეიძლება ეკონომიკის ამოქაჩვა? ან ბოლოსდა ბოლოს მისცენ ხალხს უფლება რომ თავისუფლად წავიდნენ საზღვარგარეთ სამუშაოდ და დარწმუნებული ვარ არც ერთი დამრჩენი არ არის და საბოლოოდ ყველა დამბრუნებელია.ზუსტად ეს აკრძალვები და შავი გზები იწვევს ამხელა თანხების ჰაერში ყრას და ხალხის უარეს დღეში ჩავარდნას. არ ვიცი ეს თემა იყო ტუ არა ფორუმზე, მაგრამ დრეს ფინეტის საზღვარზე დაკავებული ორმოცდარვა ქართველი ქალის მდგომარეობა ნამდვილად სავალალოა.ჩემის აზრიტ რაღაც გამოსავალი უნდა მოიძებნოს, არ შეიძლება ხალხის ასე აბუჩად აგდება. რას ფიქრობტ იქნებ ერთად მოგვეძებნა გამოსავალი, ნუტუ ხალხს მართლა არაფერს გვეკითხებიან?
nanachka
20.03.2005, 6:02
Манька_Облигация
20.03.2005, 6:29
ჩემო კარგო, საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა იმას არ ნიშნავს, რასაც ძალინ ბევრი ჩვენი თანამემამულე აკეთებს, ამის თქმის უფლებას თავს იმიტომ ვაძლევ, რომ ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ და, უმეტეს შემთხვევაში, ქართველის საქციელისა გამო გავწითლებულვარ. ქვეყანა რომ ქვეყანას არა ჰგავს და ხალხი რომ ყველას ფეხზე ჰკიდია ეს ფაქტია, მაგრამ ბევრის თავისმომჭრელი საქციელი რომ ლამის ქართველის სავიზიტო ბარათი გახდა ეს კიდევ უარესია. არიქა, დავიქეცით, გეებმა თავები გამოყვესო - ვენებს იხსნიან და ვინ იცის რამდენი ქართველი ფეხმსუბუქად დაფრიალებს, ან ხელმრუდედ დადის უცხო ქვეყანაში ეს გადაგვარება არ არის.. ვითომ?
__________________
[ This Message was edited by: Манька_Облигация on `2005-03`-20 05:33 ]
Nils Eliasson,
head of the Immigration and Security Department at Sweden's Foreign Ministry, has been saying that there is no indication of the detainees being involved in such activities.
იმედის არხზე ეს პიროვნება ინტერვიუს მისცემს და ფინეთის პოლიციას დაყენებს თავის ადგილას.
სასაცილოა !
ამ ქალებს ტრაფიკინგის მსხვერპლის დარქვა, თვითონ ფინეთში პოლიცია მოკვდნენ სიცილით-
ეს რა შეცდომა მოუვიდათ მესაზღვრებსო.
როგორ შეიძლება მცირე საწარმოს პატრონი 4 შვილის დედა და ბებია ზესტაფონელი ქალი, ტრაფიკინგში მონაწილეობდეს? ექიმი ან მასწავლებელი ქუთაისიდან?
მითუმეტეს რომ მკაცრ შემოწმებას გაიდიან როგორც მოსკოვის საემჩოში ,ასევე თბილისის საკონსულოში.
დღეს ფინეთის პოლიცია პანიკაშია,
იმიტომ რომ როგორც ტურისტები, ასევე ქართული ტურისტული ბიურო მათ დიდ შტრაფს დაადებს ,რაშიც თვითონ ადვოკატები არიან 100% დარწმუნებული.
Eliasson has called this allegation into question, saying that most of those women are `middle-aged`, which makes it highly unlikely for them to be seen as a commodity on the sex market.
საემიგრაციომ შეამოწმა და არც ერთ ტურისტს არ მოუთხოვია თავშესაფარი, ეს ქალები არიან დედები და ბებიები რომლების თავიანთ ოჯახებს არჩევენ.
ადამიანმა!
არ უნდა იცოდეს ქართველი, რომ წარმოიდგინოს მისგან- მონის გაკეთება.
ის კი არა ,იმდენად გაბრაზდნენ ტურისტები რომ შიმშილობაც გამოაცხადეს!
ხალხი ნათესავების სანახავად და სავაჭროდ მიდის.
ტური ასეთი იყო.
თბილისი
მოსკოვი
ჰელსინკი
სტოკგოლმი
კოპენჰაგენი
ვენა
ვენეცია
(რიმინის და ანკონის ტანსაცმლის ბაზები)
ატენი
სტამბული
თბილისი
ტურის ღირებულება
780 დოლარი.
რასაც ქართული ტურისტული ბიურო იხდიდა .
2 მაგი კვებით და 3 ვარკვლავიანი სასტუმროებით.
ტურისტები ყოვეთვის კმაყოფულები იყვნენ ისინი ფინეთიდან შვედეთში ამ გემით მგაზრობდნენ
http://www.silja.se/
ვინც საზღვარგერეთ ცხოვრებთ ,მიხვდებით რამხელა შეღავათიან ფასებში ყიდიდა ტურს შვედური მხარე, მხოლოდ იმიტომ რომ საქართველოს უჭირს.
ადამიანი შრომობს, ყიდულობს,ყიდის რომ ოჯახი არჩინოს,მხოლოდ იმიტომ რომ არც ხელფასი და არც პენსია სახელმწიფოსგან არ აქვს.
სწორია ის ფორუმელი რომელიც აღნიშნავს დროა საზრვრები ევროპასთან გაიხსნას და ხალხს მიეცეს ნორმალური არსებობის საშუალება.
ვინც ამ ქართველ დედებს სექს ტრაფიგინს ეძახის ,
თვითონ არის დასაჯენი ციხეში სამუდამოდ ისე,
რომ ამ ხალხის ცოდვა მიეწიოს.
დროს საქართველოს მთავრობამ !
ისწავლოს თავისი მოქალაქეების დაცვა.ხოლო უცხოელებმა ისწავლონ გარჩევა ქართველი დედის, რუსი მსუბუქი ყოფაქცევის და ფინელი ქალის რომელიც საბერძნეთში ან თურქეთში ისვენებს.
ის რასაც ფინელი ქალები აკეთებენ სამხრეთ ქვეყნებში, მთელი საქართველოს ქალებს არ მოუვათ აზრად.
თქვიანთი ქალების შემხედვარე ეტყობა დაეჭვდნენ ფინელი პოლიციელები,
ქართველ დედა-კაცებზე რომელთაც იდეა ფიქსი არის: ოჯახის რჩენა.
The Swedish Ambassador to Russia, Johan Molander, agrees that there was nothing suspicious about the suspects' behavior. They are just shuttle traders, traveling to Europe for merchandise, he says.
ხოლო ყველაზე დიდი ტყვილი კი ის არის, რომ არც ერთი ტურისტი არ დაუჭერიათ,
მხოლოდ ჯგუფის უფროსს, თარჯიმანს და მძღოლებს ამოწმებნენ: ხომ არ იყვნენ ადრე რაიმე კრიმინალში -ესეც რომ ვერ ნახეს სულ გამოშტერდნენ.
მძღოლები და თარჯიმანი, საერთოდ პირველად იყვნენ ევროპაში.
ამ ფორუმის ერთ- ერთი წერია მათი თარჯიმანი ფინეთის მხრიდან, იმედია ის თავის აზრს გამოთქვავს რადგან ის არის ნათელმხილველი ან ინციდენტის.
[ This Message was edited by: AMANDA! on `2005-03`-20 07:27 ]
ჩემო MANKA, გეთანხმები, რომ ბევრი სამარცხვინოტ იქცევა და აქ ორი აზრი არ არსებობს, რა თქმა უნდა ეს გადაგვარებაა და უფრო მეტიც, მაგრამ მე აქცენტი გავაკეთე იმ ხალხზე ვინც გაჭირვების გამო ტოვებს ოჯახს და არა იმათზე ვის გამოც ხშირად ვწითლდებით.მაგრამ, ხომ ფაქტია ცუდი და კარგი ყველა ერშია.არ მეთანხმები?
ამანდა შენ გაიხარე,ცოტა იმედი მომეცა შენი იმფორმაციის მერე,თორემ იმ ქალების ცოვით ვიწვოდი.ის ხალხი რომ გაჭირვებამ და ოჯახზე ზრუნვამ გამიოყვანა საქართველოდან,ამას მარტო ქართველები თუ გაიგებენ,თორემ ამ ასაკის ქალს ფინეთის პირობებში (და არა მარტო)მართლა ტურიზმი და სეირნობა რომ შეეფერებათ,ეს ცხადია.
dr_Zuzumbo
20.03.2005, 18:19
დღეს საღამოს მოგახსენებთ ტელევიზიის მეშვეობით ყველაფერს. წინასწარ კი იმას გეტყოდით, რომ საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთმა მინისტრმა ჯობს ენას კბილი დააჭიროს, ამაზრზენი ინტერვიუების მიცემასა და ევროკავშირში უდანაშაულო თანამემულეების "ჩაშვებებს" თავი ანებოს. პატივაყრილ თავის თანამემამულეებს იმაში მაინ გაუწიოს თანადგომა, რომ ისინი ღირსეულად დაუბრუნდენ თავიანთ ოჯახებს.
QUOTE
On `2005-03`-20 16:16, malalo wrote:
ამანდა შენ გაიხარე,ცოტა იმედი მომეცა შენი იმფორმაციის მერე,თორემ იმ ქალების ცოვით ვიწვოდი.ის ხალხი რომ გაჭირვებამ და ოჯახზე ზრუნვამ გამიოყვანა საქართველოდან,ამას მარტო ქართველები თუ გაიგებენ,თორემ ამ ასაკის ქალს ფინეთის პირობებში (და არა მარტო)მართლა ტურიზმი და სეირნობა რომ შეეფერებათ,ეს ცხადია.
მეც ამოვისუნთქე როდესაც ეს ინფორმაცია წავიკითხე. კიდევ კარგი ტორემ მეცეჭვი მეპარებოდა რომ ამანდას მიერ მოწყობილი ეს ტური რარაცნაირად ტრეფიკიგთან ყოფილიყო დაკავშირებული. ამანდას ტავად უჭირს მამკაცის მოძებნადა ახლა კიდევ კონკურენტებს წამოიყვანდა საქართველოდან/ თუმცა ფულის გამო რას არ იზამს ტასო.
ისე ხელისუფლებას უნადა რცხვენოდეს, რომ მისი მოქალაქები ასე მასიურად გარბიან და ჯიბის ფულიც კი არ ჰქონიათ, როგორც საინფორმაციომ გადმოსცა, აქ რა თქმა უნდა თრეფიკინგი გამორიცხულია და ერთ-ერთის ნათესავმაც კი აღნისშნა რომ თვითონაც აპირებს საქართველოს დატოვებას და საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლას,ასე, რომ ფაქტია ხალხი მძიმე მდგომარეობაშია.ისე მინდა ავღნიშნო, რომ არა უცხოეთში ცასული ქართველობა საქართველო კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში იქნებოდა.მთავრობა კი ან ვერ ხედავს ან არ უნდა რომ დაინახოს ეს ყველაფერი.
იციტ რა მინდა გავიგო? რეალურად მინდა საზრვარგარეტ სამუსაოდ წასვლა - არც ნარკომანი ვარ, არც ქურდი და ამითუმეტეს არც -Censored-, ვიცი ყველაფერი რისი ცოდნაც შესაძლებელია, და იმაზე მეტიც რისი ცოდნაც დასაშვებია..:smile: მაქსვს შანსი საზღვარგარეთ კარგი სამსახურის შემოთავაზებისა და შესაბამიასფ შოვნისა?
FRANCUJENKA
20.03.2005, 22:59
QUOTE
On `2005-03`-20 20:57, data75 wrote:
იციტ რა მინდა გავიგო? რეალურად მინდა საზრვარგარეტ სამუსაოდ წასვლა - არც ნარკომანი ვარ, არც ქურდი და ამითუმეტეს არც -Censored-, ვიცი ყველაფერი რისი ცოდნაც შესაძლებელია, და იმაზე მეტიც რისი ცოდნაც დასაშვებია..:smile: მაქსვს შანსი საზღვარგარეთ კარგი სამსახურის შემოთავაზებისა და შესაბამიასფ შოვნისა?
დათა შენ ?????????? დამიტრივატე ერტი ან მეილი გამოუში ყველაფერს გამცნობებ .
საზღვარგარეთ კარგ სამსახურში რას გულისხმობ დათა?თუ კარგი სპეციალისტი ხარ ,არსებობს ქვეყნები ,რომლესაც გამოქვეყნებული აქვთ დეფიციტური სპეციალობები, მაგალითად ზელანდია, ავსტრალია და კანადა. თუ შესაბამისად მოხვდა ამ სიაში შენი სპეციალობა, მაშინ ეძებ უკვე აგენტს, რომელიც გაკავშირებს საკონსულოსა და პარალელურად შესაბამის ქვეყანაში გიძებნის სამსახურს(ამას გარკვეული დრო სჭიდდება)შემდეგ აგროვებ საბუტებს და აგზავნი ჯერ აგენტთან, შემდეგ ის აგზავნის საკონსულოში. საქმის განხილვის შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას.პრინციპში აგენტი საბუთების გადახედვის შემდეგ წყვეტს გაგზავნოს თუ არა.ისე რომ პატიოსან აგენტზეა დამოკიდებული.არი მეორე ვარიანტიც, უკავშირდები საკონსულოს და შეიძლება თვითონ შემოგტავაზონ სანდო Aგენტი.ეს ყველაფერი ვიცი ნამდვილად, უახლოესი მეგობარია ცასული ამ გზით ახალ ზელანდიაში, თუმც ყველაფერი ისეტი ვარდისფერი არ არის ,როგორც შორიდან ჩანს.
რაც სეეხება არასპეციალობით მუშაობას არსებობს მხოლოდ ერთი გზა მიმართო ქართულ ტურისტულებს და როგორც აკეტებენ ვიზებს ისე წახვიდე იმ ქვეყანაში სადაც გსურს ან სესაძლებლობაა რომ გაკეთდეს.მერე კი ეძებ სამსახურს და თუ ზარმაცი არ ხარ აუცილებლად გაგიმარტლებს
`Goga-Tekucha`&co
21.03.2005, 16:11
[quote]
On `2005-03`-20 22:47, aoli wrote:

********
ამის წაკითხვის შემდეგ, როგორი სურვლი გამიჩნდა იცით, რომ ცალი თვალით მაინც დამანახა თქვენი პერსონა...
თუ უკაცრავად არ ვარ, შეგეკითხებით ამ პოსტს რომელი გეოგრაფიული წერტილიდან აქვექნებთ?
nanachka
21.03.2005, 16:44
QUOTE
On `2005-03`-20 22:47, aoli wrote:
რაც სეეხება არასპეციალობით მუშაობას არსებობს მხოლოდ ერთი გზა მიმართო ქართულ ტურისტულებს და როგორც აკეტებენ ვიზებს ისე წახვიდე იმ ქვეყანაში სადაც გსურს ან სესაძლებლობაა რომ გაკეთდეს.მერე კი ეძებ სამსახურს და თუ ზარმაცი არ ხარ აუცილებლად გაგიმარტლებს
დეზინფორმაციაა: თუ ქვეყანაში ტურისტული ვიზით ხარ, მუშაობის უფლება არა გაქვს. შესაბამისად, არავინ აგიყვანს სამუშაოზე, ან თუ ვინმე მაინც აგიყვანს, ის პიროვნება კანონს არღვევს და მხილების შემთხვევაში ორივეს სერიოზული პრობლემები შეგექმნებათ. ამიტომაც ასეთ რისკზე ნორმალური ადამიანი არ წავა. მითუმეტეს, მას შემდეგ რაც ევროკავშირი გაიზარდა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ურიცხვი იაფფასიანი ლეგალური მუშა-ხელი მოაწყდა დასავლეთ ევროპის ქვეყნებს.
[ This Message was edited by: nanachka on `2005-03`-21 15:51 ]
`Goga-Tekucha`&co
21.03.2005, 17:33
ნანაჩკა, ძვირფასო 100%-ით გათანხმები.ზუსტად მასეა,როგორც შენ წარმოაჩინე.სამუშაო ვიზა სხვაა და ბევრს სამწუხაროდ ეგ ეშლება და ტურისტულ ვიზასთან აიგივებს.სამუშაო ვიზის გარეშე შეუძლებელია ლეგალურად იმუშავო.სამუშაო ვიზას კი თურისტული ვიზით შესულს არავინ მოგცემს. ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში, თუ თქვენ აღმოჩნდებით, რომელიმე დამსაქმებლისათვის შეუცვლელი დროის იმ მონაკვეთში და მიიღეთ კონტრაქტი დამსაქმებლისაგან.თქვენ მაინც მოგიწევთ თქვენს ქვეყანაში დაბრუნება რათა თავიდან უკვე სამუშაო ვიზის მიღების შემდეგ ჩაფრინდეთ, აწ უკვე დამსაქმებლის კონტრაქტის საფუძველზე მიღებული ვიზით, სადაც განსაზღვრული იქნება თქვენი იმ ქვეყანაში ყოფნის ვადა ,კონტრაქტის ვადებიდან გამომდინარე.
სხვა სახის ლეგალური დასაქმება ევროპაში არ არსებობს.არის კიდევ რაღაცა საშუალებები ლეგალურად მუშაობის დაწყებისა, მაგრამ ეს გადის აზულის(თავშესაფრის თხოვნის)გზაზე და ისიც დიდ ალბათობაზეა დამოკიდებული, რადგან ვარდების რევოლუციის შემდეგ პოზიტიური გადაზყვეტილების მიღება ფაქტიურად ნულის ტოლია,თუ საქართველოს მოქალაქე ბრძანდებით.მაგრამ ეს სხვა თემაა და ვფიქრობ აღნიშნულისაგან შორს არის.დანარჩენი ყველა გზა არის არ არსებული.თუ ვინმემ რაიმე გზა იცის ,სქიამოვნებით მოვუსმენ, რადგან ეს ჩემთვის უდიდესი აღმოჩენა იქნება.
ერთგული მეგობარი
პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ სად იმყოფება პიროვნება, მე როგორც გამიგია ევროპაში არალეგალად ყოფნა ძალიან ძნელია ან შეუძლებელი, მაშინ როდესაც აშშ-ში ადვილია და ადამიანი წლობით შეიძლება ცხოვრობდეს აშშ-ში, მუშაობდეს (საშუალო ანაზღაურებაზე, $`10-15` საათში) და არალეგალი იყოს, ალბათ ეს იგულისხმება. ავსტრალიაზე და ახალ ზელანდიაზე არ ვიცი არაფერი, მაგრამ თუ კანადის skilled worker-ის მოთხოვნებს გადახედავთ სახელმწიფო საიტებზე ნახავთ რომ შეუძლებელი არაფერი არაა თუ შესაბამისი კვალიფიკაცია გაქვთ, თუ სათანადო ქულების დაგროვებაც შეგიძლიათ და მაღალი კვალიფიკაციის დამტკიცებაც.
თუ ამას ყველაფერს წარმატებით მოაბავთ თავს მიიღებთ კანადურ "მწვანე ბარათს" და სურვილის შემთხვევაში მოქალაქეობასაც სამ წელიწადში. გასაკეთებლად არა ჩანს ძნელი, მაგრამ მართლა მაღალი კვალიფიკაციაა ამისათვის საჭირო.
ეხლა გამახსენდა რომ ვიცნობდი ერთ პიროვნებას თბილისში, რომელის ზემოთ აღწერილი გზით სამუდამო საცხოვრებლად წავიდა ავსტრალიაში (ოჯახით) სააგენტოს საშუალებით. მისი სიტყვებით ამას დასჭირდა დაახლოებით `2-3` წელი და $`4-5` 000.
დეზინფორმაცია, კი არ არის ნაგულისხმევია, რომ არალეგალი იქნები რათქმა უნდა ტუ ტურისტული ვიზით, დარცჰები ნებისმიერ ქვეყანასი ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მე უბრალოდ არ დავაკონკრეტე რადგან ეს ცხადზე უცხადესია და ამას ახსნა არ სჭირდება.
დეტალური ინფორმაცია მცჰირდება როგორ ცავიდე სამუსჰოად საზვარგარეტ? დეტალური საიტები რუსულ ენაზე თუა მითუმეტეს, არავისთვის არ მინდა, მინდა ჩემთვის და მარტო ჩემთვის, რადგან ვთვლი, რომ ამ ქვეყანაში არ ღირს ძალიას დახარჯვა!!! არაფერზე!!!
მოკლედ დამიპრვატეთ ან ასერთოდ აქ მომწერეთ - სად ჯობია წასვლა! ახლა კაი ხელფასი ამქვს ასაღები და მაგიტომ მაინტერესებს, წავიდე და დავისვენო რა ამ ცა-ფირუზ ხმელეთ ზურმუხტოსგან..:smile:) სამასხური იქნება? მასჰინ იქნება ყველაფერი - არაფერი მე არ მეზარება! ვოტ!!! მომწერეთ რაიმე რუსული ასიტი თუ იცით სამუშაოს მსურველებისათვის
FRANCUJENKA
21.03.2005, 23:39
QUOTE
On `2005-03`-21 22:36, data75 wrote:

პრივატებს კითხულობ დათა ???????????? ხო ნინიკოსგან მოკითხვები
QUOTE
On `2005-03`-21 22:36, data75 wrote:
დეტალური ინფორმაცია მცჰირდება როგორ ცავიდე სამუსჰოად საზვარგარეტ? დეტალური საიტები რუსულ ენაზე თუა მითუმეტეს, არავისთვის არ მინდა, მინდა ჩემთვის და მარტო ჩემთვის, რადგან ვთვლი, რომ ამ ქვეყანაში არ ღირს ძალიას დახარჯვა!!! არაფერზე!!!
მოკლედ დამიპრვატეთ ან ასერთოდ აქ მომწერეთ - სად ჯობია წასვლა! ახლა კაი ხელფასი ამქვს ასაღები და მაგიტომ მაინტერესებს, წავიდე და დავისვენო რა ამ ცა-ფირუზ ხმელეთ ზურმუხტოსგან..:smile:) სამასხური იქნება? მასჰინ იქნება ყველაფერი - არაფერი მე არ მეზარება! ვოტ!!! მომწერეთ რაიმე რუსული ასიტი თუ იცით სამუშაოს მსურველებისათვის
დათა მე ევროპაშიც და ამერიკაშიც ვცხოვრობდი, ამიტომ ორივეგან არსებულ სიტუაციაში მეტ-ნაკლებად ვერკვევი. ჩემი გამოცდილებით, ევროპაში ბოლო დროს ძალიან გართულდა სამუშაოს პოვნა, ლეგალური თუ არალეგალური გზით. თანაც გასათვალისწინებელია. რომ გლობალიზაციის შედეგად კველა ევროპის ქვეყანა გაძვირდა და უსაბუთოდ მომუშავე ხალხზე გაძლიერებული დევნაა გამოცხადებული.
რაც ამერიკას შეეხება, აქ ფეხის მოკიდება და თავის სარჩენად სამუშაოს პოვნა უფრო იოლია და მეტ შემოსავალსაც იძლევა, ვიდრე ევროპაში. პასებიც შედარებით ხელსაყრელია და საბუთების გარეშე სამუშაოს შოვნაც უფრო იოლია. თუ შენ, დათა, კონკრეტულ სამუშაოს ეძებ ლეგალური გზით, მაინც ამერიცას გირჩევ, რადგან როგორც წესი, მეტ ხელფასს თავაზობენ.
იმედია ჩემი ინფორმაცია რაღაცაში მაინც გამოგადგება,

რა არის შენი პროფესია? მაგის ცოდნის გარეშე ვერავინ ვერ დაგეხმარება (ისე არც ცოდნა უშველის საქმეს მაინცადამაინც მაგრამ მაინც ჯობია).
nanachka
22.03.2005, 15:19
QUOTE
On `2005-03`-21 18:52, aoli wrote:
დეზინფორმაცია, კი არ არის ნაგულისხმევია, რომ არალეგალი იქნები რათქმა უნდა ტუ ტურისტული ვიზით, დარცჰები ნებისმიერ ქვეყანასი ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მე უბრალოდ არ დავაკონკრეტე რადგან ეს ცხადზე უცხადესია და ამას ახსნა არ სჭირდება.
და თქვენ თვლით, რომ კარგ რჩევას აძლევთ თანაფორუმელს?
პირადად მინახავს ასე ჩამოსული ხალხი აქ და რა მდგომარეობაშიც არიან; მერწმუნეთ, სახარბიელო არაფერია! სამწუხაროდ ისინი საქართველოში თავიანთ ახლობლებს ატყუებენ, თითქოსდა გადასარევად არიან (ესეც ქართული მატრაკვეცობის ბრალია ალბათ). არ დაუჯეროთ!
[ This Message was edited by: nanachka on `2005-03`-22 21:58 ]
sebastian
22.03.2005, 16:15
QUOTE
On `2005-03`-22 14:19, nanachka wrote:
QUOTE
On `2005-03`-21 18:52, aoli wrote:
დეზინფორმაცია, კი არ არის ნაგულისხმევია, რომ არალეგალი იქნები რათქმა უნდა ტუ ტურისტული ვიზით, დარცჰები ნებისმიერ ქვეყანასი ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მე უბრალოდ არ დავაკონკრეტე რადგან ეს ცხადზე უცხადესია და ამას ახსნა არ სჭირდება.
და თქვენ თვლით, რომ კარგ რჩევას აძლევთ თანაფორუმელს?
პირადად მინახავს ასე ჩამოსული ხალხი აქ და რა მდგომარეობაშიც არიან; მერწმუნეთ, სახარბიელო არაფერია! სამწუხაროდ ისინი საქართველოში თავიანთ ახლობლებს ატყუებენ, თითქოსდა გადასარევად არიან (ესეც ქართული მატრაკვეცებოს ბრალია ალბათ). არ დაუჯეროთ!
მართალი ხარ ნანაჩკა, მეც მინახავს მასეთ მდგომარეობაში მყოფი უამრავი ადამიანი, ოკინგტონის ლტოლვილთა ბანაკში მომიწია მუშაობა თარჯიმნად, ისეთ რამეებს ვხედავდი, რომ ღამე ვერ ვიძინებდი.
მოტყუებული ხალხი (ძირითადად ქალები) ტურისტული ვიზებით, აზრზე არ იყვნენ რა უნდა ეთქვათ ან საემიგრაციო ოფიცრისთვის, ან ადვოკატისთვის. რაღაც ფირმები ჰპირდებიან სამსახურს ევროპის ქვეყნებში და მერე ადგებენ. თან ტურისტული ვიზებით?! საკუთარი თვალით ნანახს ვამბობ!
ლტოლვილთა ბანაკში სიტუაციიაა, "კონცლაგერებზე" ნანახი კინოები გამახსენდა ეგრევე! ორმაგი მავთულხლართი, როტველერებიანი დაცვა --ქალებს ქალები იცავენ, კაცებს კაცები -- როგორც "კონცლაგერებში" იყო! ყოველ ორ საათში არის მწკრივში გადათვლა, აჭმევდნენ რაღაც სალაფავს, ეძინათ იატაკებზე გაშლილ ლეიბებზე!
მოკლედ საშინელებაა!
თან ყველა ქალი პირად საუბარში მეუბნებოდა, სახლში ნათქვამი გვაქვს რომ აქ კაი პონტში ვართო და ახლა რამე რომ იყოს ვერაფერს ვერ ვთხოვთ იქო (ფულს ადვოკატისთვის, საბუთებისთვის და ა.შ.)
ეს მაგარი კრეტინობაა!
ტურისტული ვიზა კი არა ზოგი სასწავლო ვიზა არ იძლევა მუშაობის უფლებას, რომელ ტურისტულ ვიზაზეა საუბარი. თან განსაკუთრებით ახლა, როცა "პრიბალტიკა" და პოლონეთი მიიღეს ევროკავშირში. ევროკავშირის პასპორტის მქონეს ჩვენთან შედარებით აქვს დიდი უპირატესობა, ესაც საკუთარ თავზე გამოვცადე. ჩემთვის სამსახურში მისაღებად საჭირო იყო კონტრაქტის გაფორმება, სადაც სახელფასო ლიმიტია, ვგულისხმობ სასწავლო ვიზას, (მაგ. საათში 4.5 ფუნტზე ნაკლებს ვერ შემომთავაზებენ) თან ათასი საბუთი უნდა მიუტანო, რომ სწავლობ, რომ ბანკში ანგარიში გაქვს, რომ უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში ცხოვრობ და ა.შ. ევროკავშირელებისათვის კი ეს არ არსებობს, "ემპლოიერს" ურჩევნია ის აიყვანოს, იმას თუნდაც 3 ფუნტს შესტავაზებს საათში, დანარჩენს არაფერს თხოვენ, იცის თუ უნდა დათანხმდება ამას, თუ არა და სხვა ვინმეს ნახავენ უეჭველი.
არალეგალი რომ ხარ, ნებისმიერ ქყვეყანაში ადრე თუ გვიან გაიკვანძება ადამიანი და მერე ან იქაურ ციხეში მოხვდება, საუკეთესო ვარიანტში კი დეპორტზეა!
არალეგალი ვერც ბინას იქირავებს, ვერც ანგარიშს გახსნის ბანკში და საერთოდაც თავიდანვე განწირულია!
ეს ყველაფერი მოვყევი ინგლისის მაგალითზე, დარწმუნებული ვარ ევროპის სხვა ქვეყნებშიც იგივე სიტუაციაა!
FRANCUJENKA
22.03.2005, 16:19
QUOTE
On `2005-03`-22 03:48, USER! wrote:
QUOTE
On `2005-03`-21 22:36, data75 wrote:
დეტალური ინფორმაცია მცჰირდება როგორ ცავიდე სამუსჰოად საზვარგარეტ? დეტალური საიტები რუსულ ენაზე თუა მითუმეტეს, არავისთვის არ მინდა, მინდა ჩემთვის და მარტო ჩემთვის, რადგან ვთვლი, რომ ამ ქვეყანაში არ ღირს ძალიას დახარჯვა!!! არაფერზე!!!
მოკლედ დამიპრვატეთ ან ასერთოდ აქ მომწერეთ - სად ჯობია წასვლა! ახლა კაი ხელფასი ამქვს ასაღები და მაგიტომ მაინტერესებს, წავიდე და დავისვენო რა ამ ცა-ფირუზ ხმელეთ ზურმუხტოსგან..:smile:) სამასხური იქნება? მასჰინ იქნება ყველაფერი - არაფერი მე არ მეზარება! ვოტ!!! მომწერეთ რაიმე რუსული ასიტი თუ იცით სამუშაოს მსურველებისათვის
დათა მე ევროპაშიც და ამერიკაშიც ვცხოვრობდი, ამიტომ ორივეგან არსებულ სიტუაციაში მეტ-ნაკლებად ვერკვევი. ჩემი გამოცდილებით, ევროპაში ბოლო დროს ძალიან გართულდა სამუშაოს პოვნა, ლეგალური თუ არალეგალური გზით. თანაც გასათვალისწინებელია. რომ გლობალიზაციის შედეგად კველა ევროპის ქვეყანა გაძვირდა და უსაბუთოდ მომუშავე ხალხზე გაძლიერებული დევნაა გამოცხადებული.
რაც ამერიკას შეეხება, აქ ფეხის მოკიდება და თავის სარჩენად სამუშაოს პოვნა უფრო იოლია და მეტ შემოსავალსაც იძლევა, ვიდრე ევროპაში. პასებიც შედარებით ხელსაყრელია და საბუთების გარეშე სამუშაოს შოვნაც უფრო იოლია. თუ შენ, დათა, კონკრეტულ სამუშაოს ეძებ ლეგალური გზით, მაინც ამერიცას გირჩევ, რადგან როგორც წესი, მეტ ხელფასს თავაზობენ.
იმედია ჩემი ინფორმაცია რაღაცაში მაინც გამოგადგება,
უზერ
სრულიად გეთანხმები რასაც ამბობ , ეს ბოლო 5 წელი ზალიან გართულდა ევროპასში ცხოვრება განსაკუთრებით ახალ ჩამოსულებიშთვის , აქ შეუზლებელია ჩამოხვიდე და სამუშაო დაიწყო რადგან მაასთან სათანადო ჯერ ენა უნდა იცოდე და მერე ექსპერიმენტი გკონდეს . ხოლო ტურუსტულ ვიზას რაც შეეხება დაახლოვებით დარჩები დიდი დიდი 3 თვით ეგეც საელჩოზეა დამოკიდებული .
ხოლო ამერიკაში უფრო ადვილია ჩემო დათა , სამუშაო ( მოკლედ თუ რამე გაინტერესებს აქ ვარ , გუშინ ველაპარაკე ჩვენ მეგობარს და გეტყვის ალბათ )
Xოლო შეუძლება ჩამოხვიდე სასწავლებლად მაგრამ ეგ უკვე ფულთან არის დაკავშირებული თუმცა არც საგანგაშო თანხაა, სადღაც ივლისისკენ ეწერები უნივერსიტეტში აქ (საფრანგეთში ) გადასახადი დაახლოვებით 200 ევროა თუ არ ვცდები ამის შემდეგ გიგზავნიან ტბილიში სავუტს რომ სექტემბერში იწყებ შენ სწავლას რის საფუზველზე საფრანგეთის საელჩო იძულებულია ვიზა ჩაგირტყას , მაგრამმერე აქ რო ჩამოხვალ ბინა უნდა ნახო , და გადაიხადო კიდევ 70 % გადასახადი უნივერსიტეტის გადასახადი .... ცოტა ხნელია მაგრამ არიან ესე ცამოსული კარტველები ( აი უკვე ჩემი დაკალი ესე 6 წელია რაც აკ არის ) ყოველ წელს აგრზელებს ვიზას ...სამსახურიც იშოვა და ერთ წელში მოქალაქეობას მოითხოვს . მემგონი რო ყველაზე მარტვებული გზა ეგ უნდა იყოს ახალგაზრდისთ ვის !!!!!!!!
ისევ სულმოკლეობას ვიჩენ, მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა.
ასეთი ამბავია ატეხილი ფინეთში დაკავებულ ქართველ ქალებთან დაკავშირებით და აქვე ეს თემა ...
მოდით გავერკვეთ რა არის ტრეფიკინგი.
ეს არც მხოლოდ მცირეწლოვანთა სექსუალური ექპლუატაციაა - ასეთს პედოფილია ჰქვია, არც მხოლოდ ქალების და არც მხოლოდ სექსუალური და ა.შ.
ტრეფიკინგი ეს არის ადამიანის (ან ადამიანთა ჯგუფის) მიერ ადამიანის (ან ადამიანთა ჯგუფის) სხვა ქვეყანაში (უკანონო) გადაყვანა ამ უკანასკნელის ნებისმიერი სახით ექსპლოატაციის მიზნით.
ამდენად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ნებისმიერი არალეგალური მიგრანტის გადამყვანი კანონდამცავებისათვის არის ტრეფიკინგის ორგანიზატორი.
http://www.advocacy.ge/magazine/EEpVZAlypF...FChJDiRpA.shtml
ტრეფიკინგის პრობლემა და საქართველო
მიმდინარე წლის 6 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ადამიანთა ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის `2005-2006` წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ. ბრძანებულების თანახმად, ტრეფიკინგთან ბრძოლის დროებითი კომისია შეიქმნება, რომელსაც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გელა ბეჟუაშვილი უხელმძღვანელებს.
საყურადღებოა, რომ `2005-2006` წლებში ტრეფიკინგთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით შემუშავდა...
საინტერესოა, რომ ახალი გეგმის პროექტი ხუთი სამუშაო ჯგუფის მიერ ჩატარებული წინასწარი კვლევის შედეგებს ეყრდნობა. შემუშავებული რეკომენდაციები ტრეფიკინგთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორიცაა მისი პრევენცია, სისხლის სამართლებრივი შედეგები,
არალეგალური მიგრაცია, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვა, რეაბილიტაცია, საერთაშორისო თანამშრომლობა და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი.
ჯგუფების მუშაობა ეუთოს მისიის მიერ ხელშეწყობით ხორციელდებოდა. მათში გაერთიანებული იყვნენ ექსპერტები როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო სექტორიდან...
ტრეფიკინგთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის არსებობა მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ექსპერტების შეფასებით დღეს საქართველოში ტრეფიკინგის პრაქტიკულად ყველა წინაპირობა არსებობს: სიღარიბე, გენდერული უთანასწორობა, სოციალურ-ეკონომიკური ფონი და ა.შ.
________________________________
http://geosons.50webs.com
[ This Message was edited by: August on `2005-03`-22 15:34 ]
FRANCUJENKA
22.03.2005, 16:27
მაგრამ მინდა გითხრათ რომ ევროპაში ცხოვრება არც თუ ადვილია , როგორც ტბილიში ჩააქვთ ინფორმაცია ყველაფერი ბლეფია და მეტი არაფერი .
უბრალოდ არ მინდა ბევრი ვილაპარაკო თუ როგორ ცხოვრობენ კარტველები ევროპაში და რა გზით რას შოულოვენ.
უბრალოდ ტავიდან საშინელებაა , მაგრამ თუ მოეწყვეთ მერე კი მართლა კარგია ( მაგრამ რადიკალურად განსხვავდება ტბილისური და აქაური ცხოვრება )
"რეზონანსი ", # 72, სამშაბათი, 22 მარტი, 2005 წელი
საბერძნეთში 150 ათასამდე ქართველი იმყოფება
(ინტერ-პრესი) უახლოეს მომავალში საბერძნეთის ხელისუფლება საქართველოს 17 მოქალაქის დეპორტაციას განახორციელებს. როგორც ორშაბათს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, საქართველოს 17 მოქალაქე - 13 ქალი და 4 მამაკაცი - საბერძნეთის დედაქალაქ ათენში დააკავეს და, როგორც ირკვევა, ისინი იქ უკანონო ემიგრანტების სტატუსით იმყოფებოდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ამჟამად საბერძნეთში არალეგალურად დაახლოებით 150 ათასი საქართველოს მოქალაქე იმყოფება. ამის გამო განსაკუთრებულ რეჟიმში უწევს მუშაობა იქ არსებულ საქართველოს საკონსულოს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიორგი გომიაშვილის განმარტებით, ყოველდღიურად საქართველოს საკონსულოს საბერძნეთში `80-95` ადამიანის მიღება უწევს.
__________________________________
http://geosons.50webs.com
AMANDA!
22.03.2005, 21:24
ავგუსტ!
გადავიკითხე შენი პოსტინგები.
მაინტერესებს შენი აზრი როგორ უნდა განვითარდეს ტურიზმი საქართველოში და საქართველოდან?
შვედური ფირმა ყველა თავის კლიენტს საელჩოში აგზავნის.
საელჩო ყველა ტურისტს ამოწმებს და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ტურისტს არ აქვს დარღვევა უშვებს შენგენში.
ტურისტი საქართველოში ჩასვლის მერე, გადის თბილისში შვედეთის საკონსულოში შემოწმებას,
რომ მან შენგენის ვიზა დახურა.
იქნებ შენ გაქვს უფრო რაციონალური წინადადება?
სიამოვნებით მოუსმენ და შვედეთის საელჩოს გადაუგზავნი.
გამოდის რომ ის ქალბატონები ფინეთში რომ დააკავეს საბერძნეთში მიდიოდნენ სამუშაოდ? როგორც წავიკითხე ფინელებს სწორედ მაგაზე ჰქონდათ ეჭვი.
AMANDA!
22.03.2005, 21:44
ის ქალბატონები რომ არ შესულიყვნენ თბილისში შვედეთის საკონსულოში ,
ქართული ტურისტული ფირმა- დიდ ფულად შტრაფზე წავიდოდა.
მისი ტურისტული ლეცენზია და აკრედიტაცია მოიხსნებოდა და დიდი პრობლემებიც ექნებოდა.
ზუსტად ამიტომ მოიხადა ფინეთმა ბოდიში რომ გადამოწმა ეს ფირმა და ნახა შვედეთის კონსულის შემოწმების შედეგები.
ხომ არ გონია ეს რომ ასე არ ყოფილიყო,
ფინელები ბოდიშს მოუხდიდნენ ქართველებს?
ან ქართველებისთვის, თვითმფრინავის დაფინანსებას აიღებდნენ თავის თავზე.
ზუზუმბო ყველაფრის მოწმეა .
[ This Message was edited by: AMANDA! on `2005-03`-22 20:47 ]
QUOTE
On `2005-03`-22 20:24, AMANDA! wrote:
ავგუსტ!
გადავიკითხე შენი პოსტინგები.
მაინტერესებს შენი აზრი როგორ უნდა განვითარდეს ტურიზმი საქართველოში და საქართველოდან?
შვედური ფირმა ყველა თავის კლიენტს საელჩოში აგზავნის.
საელჩო ყველა ტურისტს ამოწმებს და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ტურისტს არ აქვს დარღვევა უშვებს შენგენში.
ტურისტი საქართველოში ჩასვლის მერე, გადის თბილისში შვედეთის საკონსულოში შემოწმებას,
რომ მან შენგენის ვიზა დახურა.
იქნებ შენ გაქვს უფრო რაციონალური წინადადება?
სიამოვნებით მოუსმენ და შვედეთის საელჩოს გადაუგზავნი.
არა ერთხელ გითქვამს, რომ ქართულთან პრობლემები გაქვს რადგან მრავალი წელია საზღვარგარეთ ცხოვრობ. ამდენად შეიძლება ვერ გაიგე მე ვის და რა თემას გამოვეხმაურე.
აქ საუბარი იყო ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის არალეგალურად საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლაზე. ზოგიერთი "თანამემამულეს" დახმარებასაც თავაზობდა. აი, ამის გამო შევეცადე "ტრეფიკინგის", როგორც მოვლენის, განმარტება გამეკეთებინა.
შენს ადგილას კი ჩემს მიერ მოყვანილ ამონარიდში თარიღს მივაქცევდი ყურადღებას... ეგ ვითომ ტრეფიკინგი დროში რაღაც ძალიან ემთხვევა, რომ იტყვიან, საჭირო დროს, საჭირო ადგილას, საჭირო ადამიანი (ადამიანების ჯგუფი) ...
ან სულაც, ერთი დარტყმით ორი კურდღლის დაჭერა ხომ არ უნდოდათ... კონკურენტებს ალბათ "ძალიან უყვარხარ", არა?!
პასუხისათვის ნუ შეწუხდები.
_________________________________
http://geosons.50webs.com
AMANDA!
23.03.2005, 11:22
კონკურენცია მთელს მსოფლიოში არსებობს, მთავარია კონკურენტმა იცოდეს მისი წესები.
გაუმჯობესე ტურისტის მომსახურება ფასებით და ხარისხით.
თუ დამტკიცდა რომ კონკურენტის გაკეთებულია ეს ქმედება, მას მოუხდება 250 000 ევროს გადახდა ტურისტებისთვის.
რის შემდეგ მიხვდებიან, რა ძვირი ღირს ქართული მეთოდებით კონკურენცია.
ეს პოსტინგი შენ არ გეხება ავგუსტ.
ეს იმათ ეხება, ვინც ცდილობს საქართველოში ტურიზმის აღმოფრხვრას.
ამ ინციდენტმა ანახა რომ უცხოელ ტურისტებს ყოველგარი ინტერესი დაეკერგებათ საქართველოში ჩასვლის.
საქართველოში ტურისტული ფირმები, იმის მაგივრად მიეჩვიონ პროგრესულ მუშაობის ხარისხს,წარმატებულ ფირმის განადგურებაზე არიან გადასული, რადგან უმეტესობას ტურიზმის ლეცენზიაც კი არ გააჩნიათ.
[ This Message was edited by: AMANDA! on `2005-03`-23 10:26 ]
QUOTE
On `2005-03`-22 23:57, August wrote:
QUOTE
On `2005-03`-22 20:24, AMANDA! wrote:
ავგუსტ!
გადავიკითხე შენი პოსტინგები.
მაინტერესებს შენი აზრი როგორ უნდა განვითარდეს ტურიზმი საქართველოში და საქართველოდან?
შვედური ფირმა ყველა თავის კლიენტს საელჩოში აგზავნის.
საელჩო ყველა ტურისტს ამოწმებს და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ტურისტს არ აქვს დარღვევა უშვებს შენგენში.
ტურისტი საქართველოში ჩასვლის მერე, გადის თბილისში შვედეთის საკონსულოში შემოწმებას,
რომ მან შენგენის ვიზა დახურა.
იქნებ შენ გაქვს უფრო რაციონალური წინადადება?
სიამოვნებით მოუსმენ და შვედეთის საელჩოს გადაუგზავნი.
არა ერთხელ გითქვამს, რომ ქართულთან პრობლემები გაქვს რადგან მრავალი წელია საზღვარგარეთ ცხოვრობ. ამდენად შეიძლება ვერ გაიგე მე ვის და რა თემას გამოვეხმაურე.
აქ საუბარი იყო ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის არალეგალურად საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლაზე. ზოგიერთი "თანამემამულეს" დახმარებასაც თავაზობდა. აი, ამის გამო შევეცადე "ტრეფიკინგის", როგორც მოვლენის, განმარტება გამეკეთებინა.
შენს ადგილას კი ჩემს მიერ მოყვანილ ამონარიდში თარიღს მივაქცევდი ყურადღებას... ეგ ვითომ ტრეფიკინგი დროში რაღაც ძალიან ემთხვევა, რომ იტყვიან, საჭირო დროს, საჭირო ადგილას, საჭირო ადამიანი (ადამიანების ჯგუფი) ...
ან სულაც, ერთი დარტყმით ორი კურდღლის დაჭერა ხომ არ უნდოდათ... კონკურენტებს ალბათ "ძალიან უყვარხარ", არა?!
პასუხისათვის ნუ შეწუხდები.
_________________________________
http://geosons.50webs.com
ავგუსტ, თქვენს დაბრუნებას გაუმარჯოს, ძალიან გამიხარდა...
ზაზა (ზაზა70)
ირაკლი123
30.06.2009, 16:28
გამარჯობათ ქართველებო
ირაკლი123
30.06.2009, 17:09
მეგობრებო თქვენთან ერთი სათხოვარი მაქვს თუ კი ჩათვლით საჭიროდ რომ პასუხი გამცეთ მადლობელი ვიქნები, არ მინდა რომ ჩემი პრობლემები თავს მოგახვიოდ შეიძლება თქვენ ჩემზე მეტი პრობლემები გქონდეთ, ერთი სიტყვით მე ვარ ირაკლი ბაღდავაძე ვცხოვრობ ქუთაისში ვარ 30 წლის მყავს მეუღლე და ერთი 5 წლის ქალიშვილი, ჩემი პრობლემა ის არის რომ ვარ უმუშევარი, შეიძლება იფიქროთ ეგ ბევრის პრობლემააო რა თქმა უნდა ძან ბევრის პრობლემა სწორედ უმუშევრობაა და მარტო მე არა ვარ ასეთ სიტუაციაში, განსაკუთრებით შემი თაობის ადამიანებს აქვთ ეს პრობლემა იმიტომ რომ მე მომიწია ისეთ პირობებში გაზრდა როდესაც იყო 9 აპრილი სამაჩაბლოს და აფხაზეთის ომები და შევარდნაძის და ქურდების ეპოქა, სწავლას მერვე კლასიდან დავანებე თავი იმიტომ რომ აზრი არ ქონდა შესაბამისად ვერც რაიმე უმაგლეს განათლება მივიღე და იმ დროს უმეტესობა სწავლაზე კი არა რა გაეფუჭებინა და რა მოეპარა იმაზე ვფიქრობდით რადგან საჭმელი და ჩასაცმელის დიდი დეფიციტი იყო, ჩემთვის ეს განსაკუთრებით მძიმე იყო რადგან უპატრონოდ ვიზრდებოდი დედა 8 თვის ვყოფილვარ რომ გარდაცვლილა მამა მახსოვს რადგან მამაჩემი 7 წლის ვიყავი რომ გარდაიცვალა ერთი წლის თავზე ჩემი გამზრდელი ბებიაც მოკვდა და დავრჩით მე და ბაბუა მთელი ათი წელი ვცხოვრობდით ერთად ერთმანეთს ვუვლიდით აი ზუსტად იმ დროს იყო ეს გაჭივრება 11 12 წლის ბიჭი ვიყავი ღამის 3 საათზე ვდგებოდი და პურის რიგში ვდგებოდი ბაბუას რომ აღარ შეეძლო, რომ წამოვიზარდე უკვე მოპარვასაც აღარ ვერიდებოდი იმიტომ რომ მშიერები ვიყავით მე მარტო არ ვყოფილვარ ასეთ დღეში ერთი სიტყვით 20 წლის ვიყავი ოჯახის ბოლო წევრი რომ გარდამეცვალა ბაბუაჩემი იმ დროისთვის ჩემი ყველაზე საყვარელი და ახლო ნათესავი, მაპატიეთ თუ სიტყვა გამიგრზელდა ეს იმიტომ მოვყევი რომ მაშინ არავის არ ეგონა უმაღლეს განათლება თუ გახდებოდა საჭირო, ბაბუაჩემის გარდაცვალებიდან ერთი წელი რომ გავიდა სახლი გავყიდე საკუთარი სახლი მქონდა ორ სართულიანი დიდი სახლი საკმაოდ კარგ ადგილზე იმ დროს რეალურ თანხად გავყიდე 3500 დოლარად და ევროპაში მივდიოდი მაგრამ მოხდა ისე რომ ვერ წავედი, ეს ის დროა ამერიკის ტერაქტი რომ მოხდა და თითქმის ერთი წელი გართულებული იყო ევროპაში წასვლა, შემდეგ მოხდა ისე რომ გოგონა გავიცანი ეხლა ჩემი მეუღლეა და უფალმა ერთი ბავშვი გვაჩუქა ეხლა ვცხოვრობ ჩემი მეუღლის სახლში იმედი მაქვს დროებით სიძეთ, სამსახურს ვერ ვპოულობ, ნორმალურ და გრძელვადიან სამსახურს ვგულისხმობ. მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი ის არის რომ უმაღლესგანათლება არა მაქვს ეხლა კი ყველგან უმაღლესგანათლებას ითხოვენ, ამას იმიტომ გეუბნებით რომ იქნებ რამე აზრები გამოთქვათ რა ვქნა როგორ უნდა მოიქცეს ჩემნაირი კაცი? ყველაზე ურთულეს სამუშაოს შევასრულებ ოღონდ ანაზღაურება იქნებოდეს ნორმალური, იქნებ იცით რამე მეგობრებო ან დუბაიში რომ ამბობენ სამშენებლო სამუშაოებია იქ როგორ უნდა მოვხვდე და ვის უნდა მივმართო.
ციტატა(ირაკლი123 @ 30.06.2009, 14:09)

ძალიან ბევრი ქუთაისელია საბერძნეთში და იქ გირჩევ წასვლას. კრიზისის გამო კი გაჭირდა იქაც, მაგრამ თუ მოინდომებ სამუშაოს პოვნაც არ არის ძნელი, შემდეგ კი მეუღლესაც წაიყვან. სხვა ვარიანტები ძალზე არარეალურად მეჩვენება...
macho man
1.07.2009, 21:44
ციტატა(Ice Man @ 1.07.2009, 2:37)

ძალიან ბევრი ქუთაისელია საბერძნეთში და იქ გირჩევ წასვლას. კრიზისის გამო კი გაჭირდა იქაც, მაგრამ თუ მოინდომებ სამუშაოს პოვნაც არ არის ძნელი, შემდეგ კი მეუღლესაც წაიყვან. სხვა ვარიანტები ძალზე არარეალურად მეჩვენება...
და რა პირობებში ცხოვრობენ მერე იქ?
ციტატა(Ice Man @ 30.06.2009, 17:37)

ძალიან ბევრი ქუთაისელია საბერძნეთში და იქ გირჩევ წასვლას. კრიზისის გამო კი გაჭირდა იქაც, მაგრამ თუ მოინდომებ სამუშაოს პოვნაც არ არის ძნელი, შემდეგ კი მეუღლესაც წაიყვან. სხვა ვარიანტები ძალზე არარეალურად მეჩვენება...
ეხლა წავიკითხე ეს პოსტი და საშინლად ვეწინააღმდეგები შენს რჩევას ამ ადამიანის მიმართ
რატო უნდა გადაიკარგოს ეს ადამიანი ? რატო უნდა მოსწყდეს საკუთარ ფესვებს?იცით რომ იქ გადახვეწლთა შვილები სერთოდ ვეღარ მეტყველებენ ქართულად ? მერე ხსნიან აქ თემებს და მოსთქვამენ ვერ მრავლდებითო.
თან სად ურჩევ წასვლას საბერძნეთში? ქუთაისლებთ ყოფილა თურმე სავსე და რამე რუმე

მოვხან მასეთი ცხოვრება მერე!
რა აზრი აქვს მასეთ ყოფას?
ბარსელონაში გაუბედურებული ქართველი კაცები,დგანან დაგეშილები, ვის რა მოპარონ იმაზე ფიქრობენ.
ორი პირადად ჩემს ჩანთას აეკიდა. არც იქაურები აკლებენ მაგრამ,სამარცხვინოა რაც ხდება.
დარჩენილიყო ის ბიჭი საქართველოში სავანეთში, მოეხნა დაეთესა ....რა არის ამაში ცუდი.
mantineli
4.07.2009, 15:02
ციტატა(Tusia26 @ 2.07.2009, 19:52)

ბარსელონაში გაუბედურებული ქართველი კაცები,დგანან დაგეშილები, ვის რა მოპარონ იმაზე ფიქრობენ.
ორი პირადად ჩემს ჩანთას აეკიდა. არც იქაურები აკლებენ მაგრამ,სამარცხვინოა რაც ხდება.
ეგ რომ მარტო ბარსელონაში ხდებოდეს რაღა გვიჭირდა.
ციტატა(Tusia26 @ 2.07.2009, 19:54)

დარჩენილიყო ის ბიჭი საქართველოში სავანეთში, მოეხნა დაეთესა ....რა არის ამაში ცუდი.
ეგრე არ შეიძლება რაა,
რაღაც უსულგულოდ ფიქრობს, დარჩეს სოფელში ეგრე არაა,
უნდა არსებობდეს სახელმწიფო პროგრამა რომ ხალხი დასაქმდეს,
ქართველი კაცი ისეთია რომ და ამაში არაფერი არაა ცუდი, მინიმუმის გულისთვის არ იშრომებს, აი, თუკი ხეირი იქნება, ხელს გაანძრევს,
სოფელში რომ ხეირი იყოს ხალხი ქალაქში არ ჩამოვიდოდა,
თანაც როგორ ხდება ძირითადად, ვისაც სოფელი აქვს, ქალაქში მუშAობენ და მხოლოდ როდესაც ხვნა თესვის და მოსავლის აღების პერიოდია მაშინ მიდიან სოფელში და არა იმიტომ რომ ზარმაცები არიან, პირიქით, ძალიან შრომისმოყვარე ხალხია და იმის ნაცვლად რომ დაისვენონ სამუშაოს ერთ სახეობას მეორე სახეობას უთავსებენ დროებით,
დღეს საქართველოში ადამიანი სოფლის მეურნეობის საშუალებით თავს ვერ ირჩენს,
თუმცე ეხლა, შეიძლება იყოს გამონაკლისი, მაგრამ მთელს მსოფლიოში სოფლის მეურნეობას სახელმწიფოს მხრიდან ხელი ეწყობა,
ჩვენი საცოდავი გლეხი კი ბედის ანაბარაა მიგდებული და კონკურენცია უნდა გაუწიოს სხვადსხვა ქვეყნების მსხვილ კორპირაციებს, თოხითა და ბარით,
საქართველოში ფული მხოლოდ და მხოლოდ თბილისში იშოვება რა, ნუ იქ სეზონზე ბათუმში და ბაკურიანში ერთ ორ კაპიკს მოიგდებს ადამიანი,
საჭიროა პირველ რიგში საქ. პატარა ქალაქების აღორძინება, ქუთაისის, ბატუმის, ჭიათურის, რუსთავის, გორის, ზუგდიდის, ხალხს ნამდვილად უნდა შრომა, შრომა რომ არ უნდოდეს არ წავიდოდა საბერძნეთში და ესპანეთში და ეხლა ყველას ნუ დავაბრალებთ რომ იპარავს, მეტსაც ვიტყვი, ეს მომპარავები რომ აიღო ნახევარზე მეტი იძულებით, გამოუვალი მდგომარეობის გამო ჩადის ასეთ ქმედებას,
ეს ხალხიც გამწარებული და გასაცოდავებულია, არავის არ უნდა, ნუ გამონაკლისის გარდა ასეთი ცხოვრება რა,
გაგიკვირდება და ხალხი ტირის მუშAობა გვინდაო, ყელში ამოუვიდათ უსაქმურობა, ლოთაობა და უპერსპექტივობა, მაგრამ ბენზინგასამართ სადგურზე რომ მოეწყოს ადამანი, მანდაც ნაცნობი სჭირდება, ამტიომაცაა რომ ტაქსისტების რიცხვი დღითი დღე იზრდება, ან რას შოულობს ეს ხალხი, მაგრამ რა ქნან,
ადრე, 3-4 წლის წინ, 50 ლარს შოულობდა ტაქსის მძღოლი-12-14 საათი რომ ემუშავა დღეში,
ეხლა კი, ამდენი რომ ირბინოს 20-30 ლარი რომ იშოვოს უხარია, თანაც ეს ფასების ზრდის ფონზე,
ანუ მაშინდელი 50 ლარით გაცილებით მეტ პროდუქტს შეიძენდი ვიდრე დღეს
ციტატა
ქართველი კაცი ისეთია რომ და ამაში არაფერი არაა ცუდი, მინიმუმის გულისთვის არ იშრომებს, აი, თუკი ხეირი იქნება, ხელს გაანძრევს,
აი აქ არის გასაღები ამდენ წინადადებად ამოფრქვეული ;არაფრის;
მინიმუმით იწყება ყველაფერი
მეასე სარტულზე სანამ ახვალ პირველმეორეზე უნდა შედგე
ნუ ზოგი ლიფტით ადის ზოგი კიბით, ზოგი ლიფტი ზან სწრაფია, ზოგი ჩერდება გზაში. ზოგი ვარდება ... ვინ სად და როდის მოხვდება გააჩნია -
მაგრამ მაინც ადის, თუ -პირველი საფეხური არ იუკადრისა
mantineli
5.07.2009, 0:29
ციტატა(al fine @ 4.07.2009, 23:21)

აი აქ არის გასაღები ამდენ წინადადებად ამოფრქვეული ;არაფრის;
მინიმუმით იწყება ყველაფერი
მეასე სარტულზე სანამ ახვალ პირველმეორეზე უნდა შედგე
ნუ ზოგი ლიფტით ადის ზოგი კიბით, ზოგი ლიფტი ზან სწრაფია, ზოგი ჩერდება გზაში. ზოგი ვარდება ... ვინ სად და როდის მოხვდება გააჩნია -
მაგრამ მაინც ადის, თუ -პირველი საფეხური არ იუკადრისა
დიახ დიახ, ეგრეა. მაგრამ რომ არ უნდათ ეს პირველი საფეხური?
ციტატა(miade @ 4.07.2009, 7:20)

რათქმაუნდა,მამასისხლად მონაპოვარი ჩანთა და 5 ევრო არ ჯობია? ყავის და კროასნის ფული მაინც არის! არა? ხვნა თესვას საკუტარ ქვეყანაში
საზღვარგარეთ შრომით მონაპოვარ ლუკმაზე არ მაქვს საუბარი... - და რაღაც რაღაცეების ერთმანითისგან გარჩევა ისწავლე.
ციტატა(al fine @ 4.07.2009, 18:21)

აი აქ არის გასაღები ამდენ წინადადებად ამოფრქვეული ;არაფრის;
მინიმუმით იწყება ყველაფერი
მეასე სარტულზე სანამ ახვალ პირველმეორეზე უნდა შედგე
ნუ ზოგი ლიფტით ადის ზოგი კიბით, ზოგი ლიფტი ზან სწრაფია, ზოგი ჩერდება გზაში. ზოგი ვარდება ... ვინ სად და როდის მოხვდება გააჩნია -
მაგრამ მაინც ადის, თუ -პირველი საფეხური არ იუკადრისა
რატომ იკითხება ამ უზერის პოსტები ყოველთვის ადვილად
და რატო მტკივდება თავი მიადეს და სხვანის პოსტების ცაკითხვისას
ფაქტი ერთია, ვისაც ინტერესი აქვს და რწმენა იმის რომ თავის თავს რეალიზაციას უკეთესად გაუკეთებს სხვაგან ვიდრე საქართველოში, იმას ვერ გააჩერებს ვერც სახელწიფო პროგრამა და ვერც ჯიშის დაკარგვის შიში.
ვისაც არა აქვს კიდე ინტერესი, აგერ ერთი ზესტაფონელი იყო ორი თვე ძლივს გაჩერდა, წევიდა უკან, იქაური მჭადი და პრასი მირჩევნიაო, იმის მაგივრად ერთი პიისიატ ტიში ეშოვნა წასვლამდე. სულ არ ვამტყუნებ, bottom line-innteresi -zero
ციტატა(W A @ 5.07.2009, 10:12)

სადღეგრზელოს სტილში ლაპარაკობენ და წერენ და რა თქმა უნდა სადღეგრზელოს სტილში ფიქრობენ.
შემთხვევით კიარ ამთავრებენ მიტინგზე ყველა სიტყვას გაუმარჯოთი
ადამიანს უნდა სურდეს თვითრეალიზაცია და იმის გაგება თუ რა უყრია თავში და სად გადის მისი შესაძლებლობების ზღვარი.
ეს საქართველოში ძალიან ცოტას აინტერესებს. უფრო ადვილია მზესუმზირის კვნეტა, საჭირო სახით სიარული და მეზობლის შემოწოდებული ხაჭაპურის ჭამა
მაგალითად, აჭარაში მცხოვრები ბევრი ქალი სამუშაოდ თურქეთში დადის, კერძოდ, საზღვრის მიმდებარე პატარა ქალაქ ქემალ-ფაშას ბაზრობაზე, ყოველდღე გადადიან და გადმოდიან, დღეში 25, ხან 50 ლარსაც გვიხდიანო. სახლსაც არ არიან მოწყვეტილები და ლუკმაპურსაც შოულობდნენ, ამის გარდა ბევრი სავაჭროდ დადიოდა ამ ბაზრობაზე და მერე სოფლებში დაქონდათ, ან თბილისში ჩამოქონდათ და ყიდდნენ და ორიოდ კაპიკს აკეთებდნენ. ასე იყო აქამდე, მანამ სანამ თავისუფალი იყო გადასვლა და საქონლის გადმოტანა, ნუ რაღაც ლიმიტი აქამდეც იყო, მაგრამ ეს სახელმწიფო ხო არავის არ გაახარებს და ეს საარსებო წყაროც მოუსპო ამ საწყალ ქალებს, დაუწესა ყველანაირ საქონელზე უზარმაზარი ბაჟი, ჰოდა ვეღარც სავაჭროდ დადიან თურმე და ბიზნესიც მოეშალათ, და იქ, თურქეთში დასაქმებული ქალებიც სამსახურს კარგავენ, იმიტომ რომ ის მაღაზიები იკეტება - მარტო ქართველები თუ დადიოდნენ იქ სავაჭროდ, მეტი არავინ, ისეთ ადგილას იყო და ახლა თურქ მეპატრონეებს აღარ უღირთ მაღაზიების შენახვა. აი, ასე...
mantineli
27.07.2009, 0:05
ციტატა(W A @ 5.07.2009, 10:12)

რატომ იკითხება ამ უზერის პოსტები ყოველთვის ადვილად
და რატო მტკივდება თავი მიადეს და სხვანის პოსტების ცაკითხვისას
ფაქტი ერთია, ვისაც ინტერესი აქვს და რწმენა იმის რომ თავის თავს რეალიზაციას უკეთესად გაუკეთებს სხვაგან ვიდრე საქართველოში, იმას ვერ გააჩერებს ვერც სახელწიფო პროგრამა და ვერც ჯიშის დაკარგვის შიში.
ვისაც არა აქვს კიდე ინტერესი, აგერ ერთი ზესტაფონელი იყო ორი თვე ძლივს გაჩერდა, წევიდა უკან, იქაური მჭადი და პრასი მირჩევნიაო, იმის მაგივრად ერთი პიისიატ ტიში ეშოვნა წასვლამდე. სულ არ ვამტყუნებ, bottom line-innteresi -zero
მართალი ხარ, გარდა ამისა არც იმის შეგნება უნდათ, რომ იმ უცხო ქვეყანაში სხვა რომ არაფერი ელემენტარულად ქუჩაზე გადასვლის წესი მაინც უნდა დაიცვან.
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.