ქალბატონო ამანდა,ვეცდები არ დავიკარგო

. თქვენ მართალს ბრძანებთ,ძალიან მიჭირს ომზე საუბარი და განსაკუთრებით წერა,მაგრამ რასიზამ,ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია და ამას ვერსად ვერ გავექცევი,ღმერთმა დამიფაროს დამავიწყდეს ჩემი დაღუპული ახლობლები, ნათესავები ,ჯარისკაცები,ჩემი ლამაზი სოხუმი.
რაც შეეხება თქვენს კითხვას: აბხაზეთიდან მოსახლეობა არავის არ გაუყვანია.მას შემდეგ რაც დაეცა გაგრა,რა მხეცობაც ჩაიდინეს აბხაზებმა და მათმა დაქირავებულმა ყაჩაღებმა,რუსებთან ერთად აბხაზეთის მოსახლეობა დაშინდა და თავისი ცოლ-შვილი გადახიზნა,საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში.არა მარტო მოსახლეობა დაშინდა,ვითომ მეომრებიც ,რომლებიც აბხაზეთში ჩამოსული იყვნენ არა საომრად, არამედ რამის საშოვნად, გემებზე ტვირთავდენ ნაძარცვს"ტრაფეის",მანქანებს ერთმანეთზე აწყობდნენ ოღონდ გაეტანათ და გაქცეულიყვნენ.
ერთ ეპიზოდს მოგიყვებით;მიახლოებით ერთი თვის შესული ვიქნებოდით სოხუმში,მოგვივიდა შეტყობინება,ერთერთ აბხაზის სახში ინახება იარაღი, რათქმა უნდა დავეცით ამ სახს,იარაღი ვერ ვიპოპვეთ, ვიპოვეთ რამოდენიმე მაკაროვის ტყვიების ცარიელი ყუთი და რამდენიმე წყვილი სამხედრო ფორმა ,მთავარი ეს არაა;მე გამაოცა ერთერთი ოფიცრის მოქმედებამ(მანამდე მას კარგი თვალით უყურებდი),შევიდა თუ არა სახში ეგრევე დაეტაკა გარდირობს,იპოვა ჩანთა და ტენა და ტენა რაც კი ხელში მოხვდა,ტყავიდან დაქყებული ნახმარი სუნამოებით დამთავრებული,ამას მისგან არ მიოველოდი,ყბადაღებული უყუღებდი შემამჩნია და მეუბნება,ვაჟა აქ თუ არაფერი ვიშოვე რა ჩემი ფეხები მინდა ცოხუმშიო.ასეთებს რა გააჩერებდა აბხაზეთში გაგრის დაცემის შემდეგ?
გაგრის დაცემის შემდეგ გაიფილტრა აბხაზეთის დამცველთა რიგები,მორადიორები გაიქცნენ,დარჩნენპატრუოტები."(გაგრაში დაიღუპა ჩემი ნათესავი კოტიკო ჯანჯღავა,ახალგაზრდა ვაჟკაცი, საქართველოს პატრიოტი)".ამ პერიოდში იმდენად დაუცველი დარჩა სოხუმი თავისუფლად შეეძლოთ გაგრის შემდეგ სოხუმიც აეღოთ.მარადიორებისგან მე ცალკე მინდა გამივყო ის ვაჟკაცი ბიჭები, რომლებიც ტრაფეისაც ხელს კიდებდენ (ალბათძნელია როცა რაიმე კარგი დევს უპატრონოდ ხელი არ მოკიდო, ეს ყველა დროის ომების გარდაუვალი ატრიბუტია),მაგრამ ომობდენ და მზად იყვნენ აბხაზეთისათვის,საქართველოსათვის თავი შეეწირათ.
ზემოთ მოგახსენეთ,გაგრის დაცემის შემდეგ სოხუმი ფაქტიურად დაუცველი დარჩა,ამან განაპირობა მოსახლეობის გასვლა აბხაზეთიდა,უფროსწორად ქალებისა და ბავშვების გახიზვნა,ხოლო 90% (შეიზლება მეტი) მამაკაცებისა დარჩა აბხაზეთში.გაგრის დაცემამდე აბხაზეთის ქართველებს არ აძლევდენ იარაღს(ბევრს არც უნდოდა "ჩემს მეზობელს ხომ ვერ ვესვრიო",მაგრამ გაგრის შემდეგ ეს სიტყვა არავის წამოსცდენია),ყველას უნდოდა იარაღით ხელში დაეცვა თავისი სახლ-კარი,ბევრი იყო ისეთი რომლებიც პირდაპირ ამბობდნენ,რავქნა ომის მეშინიაო,მაგრამ სოხუმი არ დაუტოვებია,ჩვენ გვერდში იდგა,გვამარაგებდა სურსათით,მხარს გვიმაგრებდა,კაცური კაცები იყვნენ,მარტო მეომრები არ არიან ვაჟკაცები.
ახლა ცოტა თემას დაუბრუნდეთ;თქვენ გაინტერესებთ რატომ დააბრუნეს მოსახლეობა აბხაზეთში.მოგეხსენებათ,ჩვენი ეგრეთ წოდებული თეთრი მელა 3-ჯერ რატომღაც მოტყუვდა,მე3-მე ტრაგიკული აღმოჩნდა, ფაქტიურად უ იარაღოთ ავღმოვჩდით აბხაზების, ო არა არ მინდა ამ სიტყვის ხმარება(თორემ ამ იდიოტებს ეგონებათ მართლა თვითონ მოგვიგეს ომი,უყვებიან ალბათ თავის შვილებს თუ როგორ გაიმარჯვეს სამამულო ომში,ეს მაცოფებს)რუსების და დაქირავებული ყაჩაღების წინაშე,სანამ ეს მოხდებოდა შევარდნაძე არწმუნებდა აბხაზეთის მოსახლეობას,სამშვიდობო მოლაპარაკება გვაქვს აბხაზებთან,შეგიძლიათ დაბრუნდეთსახლშიო,აბა მეტი რა უნდოდათ სახლებიდან მოგლეჯილ დიასახლისებს?ბევრი დაუბრუნდა თავის კერას,სკოლებშიც კი დაიწყო სწავლა,მოგეხსენებათ სექტემბერი იყო.
ეპიზოდი:ამ დროს ვიმყოფები თბილისში,მეგობრებთან ერთად ვზივარ სუფრასთან,ტელევიზორში;შევარდნაძის მიმართვა აბხაზეთის მოსახლეობის მიმართ,აბხაზეთში სრუ ლი სიმშვიდეა დიდმა რუსეთმა მოგვცა გარანტია,მიღწეული მშვიდობა არ დაირღვევა,მომვარდა ჩემი გოგონა,ცოლიც კი,მეკითხებიან ხომ წაგვიყვან ცოხუმში?ცოტა შეზარხოშებული ვიყავი"კაკ გოვარიცა,მორე პო კალენამ"კი მეთქი როგორ არა შევპირდი,მეორე დილას პახმელიაზე, ვხედავ ემზადებიან, რო დავიფრინე ორივე მე5-თე კუთხეს ეძებდნენ.მე არ მოვტყუვდი!შევარდნაძე რატო მოტყუვდა,ის ხომ ასეთი ჭკვიანია?დღესაც ვერ გამიცია ამ სიტყვაზე პასუხი.მებადება ეჭვი,ნუთუ ქართველები იმიტომ დააიმედა,რომ დაბრუნებულიყვნენმ,ჩაეხოცათ და ნაკლები ლტოლვილი ყოლოდა? ესიდიოტობაა მაგრამ.....
მე ბოლოს 19 სექტემბერს,ჩავფრინდი სოხუმში,ზღვას უკვე მტერი აკონტროლებდა,ფანჯრიდან ვხედავდი როგორ ესროდნენ ჩვენ თვითმფრინავს გემებიდან,ძლიერი ბიძგი ვიგრძენით,პანიკა არავის აუტეხია,როგორც იქნა დავჯექით, ჩვენ თვითმფრინავს კუდი ქონდა მოგლეჯილი,დაცხრილული იყო და ნავთი გასდიოდა,როგორ არ მოგვეკიდა ცეცხლი აზრზე არა ვარ,წინა დღეს მსგავს მდგომარეობაში დაეშვა თვითმფრინავი სოხუმში და მთლიანად დაიწვა თავის მებრძოლებიანად.ხოლო 21 სექტემბერს მძიმედ დავიჭერი სოხუმში ახალ რაინში პურის ქარხანასთან, დავიჭერით სამნი მე ბიძაჩემი(სოხუმელი არ უომია მაგრამ სულ გვეხმარებოდა),ჩემი მეგობარი შტაბის უფროსი,ტყვია -წამალი უდა შეგვეტანა გუმისტაზე,ისე გამოვიდა რომ გზის ერთ მხარეს მტერი იყო ხოლო მეორე მხარეს ჩვენები,(ლამის სიმღერა დავიწყო

)შვაში კი ჩვენ მანქანით . მე ფაქტიურად მოვკვდი.სისხლიდან დავიცალე,ტუნელშიც კი ვიფრინე,ღმერთმა ინება ჩემი მობრუნება, ეხლა თუ გაქცეული ვარ საქართველოდან, თავს იმით ვიმშვიდებ,რომ ერთხელ უკვე მოვკვდი საქართველოსთვის და ვალი მოხდილი მაქვს,მაგრამ თუ საჭირო გახდება,ისევ მზად ვარ ვემსახურო ჩემს სამშობლოს ,იარაღით დაკარგული აუცილებლად იარაღით უნდა დაბრუნდეს.
მე მგონი ძალიან გამიგრძელდა პასუხის გაცემა, თანაც პირადი ისტორიებიც შეურიე,მაგრამ კიდევ ერთს დავამატებ,ქართველიბი ჩეჩნებზე ნაკლები ვაჟკაცები არ არიან(ჩეჩნებს ვერ ვიტან),აბხაზეთის ომი არ შეხებია მთლიანად საქართველოს და მთელ საქართველოს არ უომია(სამწუხაროდ).ბევრი ქართული ვაჟკაცობის მნახველი ვარ ამ ომში,განსაკუთრებით ბოლო დღეებში,საწყალი განიარაღებული,უპატრონოდ ჩატოვებული მებრძოლები,ბარაქალა მათ ვაჟკაცობას, სირცხვილი ედიკას.
კიდევ დამისვით კითხვები აბხაზეთის ომთან დაკავშირებით,მართალია ძნელია ჩემთვის მოგონებები,მაგრამ ცოტა გულზეც მომეშვა.
პატივისცემით ტუღია.