დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: GEO STAR
Rustavi 2 Forums > სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“ > სატელევიზიო პროექტები, გადაცემები
Dea-Dea
დაკვირვებების და გასული კონკურსების ყურების შემდეგ,შთაბეჭდილება დამრჩა რომ" ჩაწყობები" მოსულა - არა, ნანიკო ძალიან მიყვარს, დუტაც, ეგენი რა შუაში არაინ ,მაგრამ ამორჩეულებზე ერთი-ორად უკეთესი ხმების "პატრონი" ბავშვებიც მონაწილეობდნენ კონკურსში - არ მეთანხმებით?
Georgina
QUOTE

On `2005-03`-24 11:35, `Dea-Dea` wrote:
დაკვირვებების და გასული კონკურსების ყურების შემდეგ,შთაბეჭდილება დამრჩა რომ" ჩაწყობები" მოსულა -  არა, ნანიკო ძალიან მიყვარს, დუტაც, ეგენი რა შუაში არაინ ,მაგრამ ამორჩეულებზე ერთი-ორად უკეთესი ხმების "პატრონი" ბავშვებიც მონაწილეობდნენ კონკურსში - არ მეთანხმებით?

წინა კონკურსისთვის არ მიყურებია, მაგრამ დედაჩემი და ჩემი და აჩიკო ნიჟარაძეს ისე გულშემატკივრობდნენ, რომ მე მგონი მე რომ მიმეღო მონაწილეობა, ჩემზე ასე არ ინერვიულებდნენ :grin: მაგრამ იმ ბიჭს მეც რომ მოვუსმინე ძალიან მომეწონა.
ახალს ვუყურე და მაინც და მაინც არ მომეწონა, ერთმა ბიჭმა იმღერა შედარებით ნორმალურად. (ისე, ჟიურის კომენტარები ძალიან არ მომეწონა, ზოგჯერ მართლა არაობიექტურ შენიშვნებს აძლევდნენ, მაგ. ნინელი ჭანკვეტაძე)
პ.ს. ირინა ონაშვილი მომწონს ძალიან :smile:
Fermina
მე არ მიყურებია და ირინა ონაშვილმა კარგად იმღერა?

ისე მეც მომწონს ძალიან. ცოტა მეტი ინტელექტი რომ ჰქონდეს, არ აწყენდა, მაგრამ...

[ This Message was edited by: Fermina on `2005-03`-24 12:28 ]
Georgina
QUOTE

On `2005-03`-24 12:27, Fermina wrote:
მე არ მიყურებია და ირინა ონაშვილმა კარგად იმღერა?  

ისე მეც მომწონს ძალიან. ცოტა მეტი ინტელექტი რომ ჰქონდეს, არ აწყენდა, მაგრამ...

[ This Message was edited by: Fermina on `2005-03`-24 12:28 ]

იცი რა, ძალიან კეთილშობილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, განსაკუთრებით ჩვენი "პრონწკი" მოდელების ფონზე და სხვათაშორის ნორმალურადაც იმღერა, არც ველოდი
Fermina
არა, პიროვნულად ეტყობა, რომ უშუალო და დადებითი ადამიანია, არ იტყლარჭება და იგრიხება. სანდომიანი ტიპია.
პრინციპში ჩინეთშიც კარგად იმღერა.
gragra
ჩაწყობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ჟიურის მიერ დაწუნებულმა ყვარელელემა გიორგიმ წინა ტურში I აგილი მოიპოვა მაყურებელთა სმს-ებით, რადგან მართლაც კარგად მღეროდა და ნიჭიერი ახალგაზრდაა. ისე, ჟიურის სრული შემადგენლობა არც თუ ისე პროფესიონალურია მუსიკალური თვალსაზრისით. არ შეიძლება ყველგან და ყველაფერში დუტა სხირტლაძე. ნუთუ დაილია სხვა უფრო კომპეტენტური პროფესიონალები?
Georgina
ზუსტად ამ ფაქტმა გამაღიზიანა, რომ მაგ ბიჭმა ძალიან კარგად იმღერა და ფრიად უაზრო შენიშვნები დაურიგა ყველამ.
gragra
QUOTE

On `2005-03`-24 13:22, Georgina wrote:
ზუსტად ამ ფაქტმა გამაღიზიანა, რომ მაგ ბიჭმა ძალიან კარგად იმღერა და ფრიად უაზრო შენიშვნები დაურიგა ყველამ.

სამართალმაც იზეიმა მაყურებელთა არჩევანის შედეგად
Dea-Dea
ამიტომაც ვამბობ, რომ ჩაწყობებს ჰქონდა ადგილი -არა, ჟიურის არ ვაბრალებ- უფრო სპონსორების მხრიდან იქნებოდა ზეწოლა /ია ტაკ დუმაიუsmile.gif/
იმენნო ყურადღებით ვუყურე ერთი-ორჯერ კონკურსს და ამ დაკვირევებების სფუძველზე ვიძახი -- იყო მართლა კარგი ხმებიც და სმენაც.

ონაშვილი მეც მომწონს, მართლა კარგი გოგოა და ჩვენი უმეტესობა მოდელების საერთო სენი/ბოდიში წინასწარ/ გარყვნილობა არ ახასიათებს და სახის გამომეტყელებაზეც ეტყობა/პირადად არ ვიცნობ/, უბრალოდ რატომღაც ძალიან ბავშვური და სევდიანი თვალები აქვს -- ეს უკვე გავცდი თემასsmile.gif.
kissie
ჩემი ძველი კლასელი იღებს მონაწილეობას ჯეოსტარში :smile: ვბალელშიკობ ძალიანი. და ერთი ბიჭის სიმღერა მომეწონა კიდევ.
kissie
ოო დღეს ყვარელელმა ბიჭმა ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სიმღერა იმღერა, მომეწონა მისი სიმღერა. თუმცა ჟიურის აშკარად ათვალისწუნებული ჰყავს, ყველას გაუკეთეს კომენტარი მის გარდა, და დუტამ წაიკბინასპონტში, გამოთქმაზე გაიკაიფა. ისე შემეცოდა რაღაცნაირად. თუმცა პირველ ადგილზე მაინც გავიდა. იფ იფ
Badu
აჰაჰაჰაჰა, გეო-სტარი, ჰაჰაააააააა....

აბა აბა, ფიტომალის მალამო უფასოთ! იმღერეთ, იმღერეთ, გამარჯვებულს დამწვრობისგან დაიცავს ჩვენი სპონსორი ფიტომალი. ჰაჰაა, სასაცილოა და სატირალიც.
Dea-Dea
QUOTE

On `2005-03`-29 02:40, kissie wrote:
ჩემი ძველი კლასელი იღებს მონაწილეობას ჯეოსტარში :smile: ვბალელშიკობ ძალიანი. და ერთი ბიჭის სიმღერა მომეწონა კიდევ.

ქისი, რომელია შენი კლასელი?
gragra
QUOTE

On `2005-03`-29 02:42, kissie wrote:
ოო დღეს  ყვარელელმა ბიჭმა ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სიმღერა იმღერა, მომეწონა მისი სიმღერა. თუმცა ჟიურის აშკარად ათვალისწუნებული ჰყავს, ყველას გაუკეთეს კომენტარი მის გარდა, და დუტამ წაიკბინასპონტში, გამოთქმაზე გაიკაიფა. ისე შემეცოდა რაღაცნაირად. თუმცა პირველ ადგილზე მაინც გავიდა. იფ იფ

საკმაოდ ნიჭიერია ის ყვარელელი ბიჭი, მეც მომეწონა. დუტამ და მისნაირმა ყ***** საკუთარ თავს ეკაიფონ. არ გამიხდნენ აქ ფსევდო-ეტალონები ეგ მართლა გოიმები?! თუმცა, ვისთვის როგორ...

მიეცი ნიჭსა გზა ფართო, თაყვანისცემა ღისებასო :smile:
fiamifero
yvela izaxis `ert-erts`, zuzus, kibo aqvso da marTalia neta? amitom aqebs Jiuri yovel cutaso....
kissie
QUOTE

On `2005-03`-29 16:53, `Dea-Dea` wrote:
ქისი, რომელია შენი კლასელი?

პირველივე, ქეთი ტუღუში. :smile:
Nanuka
კისი, საყვარელო სახლში მივდიოდი და ამ ორშაბათის ჯეოსტარის დასაწყისის მოსმენა ტაქსში ჩართული ფორტუნას საშუალებით მოვახერხე და ქეთისთან რა არ მომეწონა იცი? თბილისის მზეს რომ მღეროდა და ეს თბილისი ბუნებრივია უამრავჯერ ახსენა გამუდმებით ამბობდა ტფილისს და რაღაც უსიამოვნოდ ჟღერდა. ისე მეც გიორგი ბუშელაშვილს და სოფო კუჭავას გულშემატკივარი ვარ, ნანიკუნა

On `2005-03`-30 04:25, kissie wrote:
QUOTE

On `2005-03`-29 16:53, `Dea-Dea` wrote:
ქისი, რომელია შენი კლასელი?

პირველივე, ქეთი ტუღუში. :smile:

OK - დავხედო ერთი კარგადsmile.gif))
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.