დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: ქართველები ინგლისში
Rustavi 2 Forums > ზოგადი > მოგზაურთა კლუბი > ქართველები საზღვარგარეთ
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31
Niniko
ქართველებო, გამომეხმაურეთ ვინც ინგლისში ხართ.
რას საქმიანობთ, როგორ ეგუებით აქაურობას, და.ა.შ.
გ ე ლ ო დ ე ბ ი თ !!!
<font size=-1>[ This Message was edited by: Niniko on `2003-05`-07 00:21 ]</font>

<font size=-1>[ This Message was edited by: Niniko on `2003-05`-07 00:22 ]</font>
Mixo
აქა ვარ უკვე 4 ნახევარი წელია. მივეჩვიე, ყოველ შემთხვევაში იტალიას და რუსეთს ნამდვილად ჯობია.
Mlle Qartveli
დილა მშვიდობისა ნინიკო

მეც U.K.-ში ვარ, რომ გითხრა აღფრთოვანებული ვარ აქაურობით-თქო არ ვიქნები მართალი, მაგრამ არც ისე ცუდია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
ბრიტანელები ძალიან განსხვავდებიან დანარჩენი ევროპელებისგან (არაფერს ვამბობ ქართველებზე) და ამიტომ ადაპტაციის პროცესი უფრო ნელა მიმდინარეობს ჩვენთვის, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანაში მყოფი ქართველისთვის.
საქმეს აქ ბევრად უფრო სერიოზულად უდგებიან, ვიდრე დავუშვათ საფრანგეთში.
ჩემი აზრით აქ იმიტომ მუშაობენ ასე , რომ მოსწონთ თვით მუშაობის პროცესი, ხოლო საფრანგეთში კი იმიტომ , რომ მიიღონ კარგი ანაზღაურება , რათა კარგად გაერთონ!
ისე არ არიან ცუდი ხალხი, უბრალოდ ჩვენგან ძალიან განხვავდებიან თავიანთი კულტურით, ცხოვრების წესით, მენტალიტეტით.
დიდი ხანია რაც აქ ხარ?
David M
აქ ხალხს სხვანაირი მენტალიტეტი აქვს. თავისით დგებიან რიგში. განსაკუთრებით პიკის საათის მეტროში იჩენს ეს თავს. თბილისში რომ ნახევარწრედ მიეყრება ხოლმე ხალხი ესკალატორს, აქ პიონერებივით ორ-ორად არიან ჩამწკრივებული.
სტუდენტებისთვის ძალიან კარგი ქვეყანაა: მუშაობის უფლებას აძლევს. ხელფასები კი აქ ნორმალურია. ცხოვრება ცოტა ძვირი ღირს, განსაკუთრებით ლონდონში, მაგრამ ჯიბეში ფულის გადინება სასიამოვნო პროცესია.
უცხოელების მიმართ აქ გაცილებით უკეთესი დამოკიდებულებაა, ვიდრე მრავალ სხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით საქართველოში.
matasa
მე 1,5 წელია აქ ვარ, სიმარტლე გითხრა გამიჭირდა თავიდან შეგუება, არაფერი არ მომწონდა ამინდიდან დაწყებული საჭმლით დამთავრებული მაგრამ ეხლა აუღე ალღო აქაურ ცხოვრებას.
ჩემზე ალბათ იმანაც იმოქმედა, რომ სადაც მე ვარ იქ ერთი ქართველიც არაა და საშინლად მარტო ვგრძნობდი თავს.
natia
მე აქ ერთი წლით ვარ და ყველაფერი ძალიან მომწონს, ალბათ იმიტომ რომ ვიცი სახლში მალე დავბრუნდებიsmile.gif
უცხოელების მიმართ ძალიან კარგად არიან განწყობილნი, გერმანიაში 'აუსლენდერის' იარლიყი ვერ მოვიშორე, აქ კი არანაირი დისკრიმინაცია არ მაწუხებს. ეს კარგია...
თავიდან ამინდთან შეგუება გამიჭირდა, ერთ დღეს ისეთი ქარბორბალა იყო, რომ ქუჩაში ვერ გავედი... მთელი დღე დეპრესიაში ვიყავი და მეძინა... საღამოს კლასელებმა მომაკითხეს, სადახარ, სკოლა რატომ გააცდინეო. მე ვუთხარი რომ მზიანი ქვეყიდან ვარ და უამინდობას ვერ ვეგუები-მეთქი. ძალიან მაგრა იცინეს და ამიხსნეს რომ UKში არ არსებობს კლიმატი და ამინდი... აქ არის მხოლოდ უამინდობა და ამას უნდა ჩეეგუო... სხვა გზა არ არის.
Anonymous
მე მიყვარს ინგლისი, ირლადიაზე კი საერთოდ ვაფრენ. ბებია მყავდა ირლანდიელი, ბევრი საერთო ვნახე ირლანდიელებსა და ქართველებს შორის რაც ძალიან სასიამოვნოა.
David M
ლონდონში რაიმე ადგილი ხომ არ იცით, სადაც ქართველები იყრიან თავს? ეკლესია, პაბი, ან რაიმე მსგავსი?
Mlle Qartveli
დევიდ

ნამდვილად არ ვიცი, რადგან მე ლონდონ-ქალაქში არ ვარ...
ისე კი მგონი არ იქნება ურიგო, თუ U.K-ში მყოფი ფორუმელები შევიკრიბებით.
დავთქვათ ერთი დღე და შევიკრიბოთ!
:smile: :smile: :smile:
Niniko
მშვენიერი აზრია!!!
კარგი იქნება თუ ფორუმელი ქართველები შევიკრიბებით. მე მხარს გიჭერთ და იცოდეთ თქვენთან ვარ!!!

ისე ლონდონში ქართველბის შეკრების ადგილს რაც შეეხება საუთ ქეკზინკტონში არის ერი რუსული მართლმადიდებლური ეკლესია და შაბათ-კვირას იქ იკრიბებიან ხოლმე. თუ არ ვცდები, ქართულ საკონსულოშიც იმართება ხოლმე შეხვედრები.

[ This Message was edited by: Niniko on `2003-05`-08 19:58 ]
Niniko
ეს-ესაა ერთი სასიამოვნო ინფორმაცია მივიღე:
`29-31` მაისს ლონდონში პირველად ჩამოდის ანჩისხატის ტაძრის მგალობელთა 4 წევრი, რომელებიც კონცერს გამართავენ.

მგონი მშვენიერი შანსია ფორუმელი ქართველების შეკრებისათვის. :smile:

[ This Message was edited by: Niniko on `2003-05`-08 20:03 ]
Mlle Qartveli
რა კარგი იქნებოდაააააა......
:smile: :smile: :smile:
Mlle Qartveli
ან კიდევ 26 მაისს რომელიმე ქარტულ რესტორანში...
??????????????????????????????????
Niniko
ქართულ რესტორანში არ ვყოფილვარ და მართლაც მაგარი იქნებოდა! ქართული კერძები, ოჰ!ოჰ!ოჰ! :smile:
David M
კენსინგტონში ვიცი სადაცაა ეგ ეკლესია. ძლივს მივაგენი თავის დროზე და დაკეტილი დამხვდა. ამ კვირას კიდევ ერთხელ ვნახავ. მეგობარი ჩამოვიდა თბილისიდან და აქაური ქართველებისგან ინფო აინტერესებს, ძირითადად სამუშაოსთან დაკავშირებულ საკითხებზე.
Niniko
სამწუხაროდ მეც დაკეტილი დამხვდა, აღდგომის დღეს ვიყავიsad.gif ისე მთლად არ ვარ დარწმუნებული ისევ არის თუ არა შაბათ-კვირას წირვა.
Mixo
QUOTE

On `2003-05`-08 21:58, David M wrote:
კენსინგტონში ვიცი სადაცაა ეგ ეკლესია. ძლივს მივაგენი თავის დროზე და დაკეტილი დამხვდა. ამ კვირას კიდევ ერთხელ ვნახავ. მეგობარი ჩამოვიდა თბილისიდან და აქაური ქართველებისგან ინფო აინტერესებს, ძირითადად სამუშაოსთან დაკავშირებულ საკითხებზე.  


თუ არ ვცდები მგონი ეს უნდა იყოს:

http://www.findachurch.co.uk/churches/tq/t.../stlukeschurch/

შეგიძლია დარეკო და გაიგო.

[ This Message was edited by: Mixo on `2003-05`-09 02:29 ]
Niniko
დიდი მადლობა. :smile: :smile: :smile:

მათი საიტის მიხედვით კვირაობით წირვაა ხოლმე. ვნახოთ.
Mixo
QUOTE

On `2003-05`-09 14:54, Niniko wrote:
დიდი მადლობა. :smile:   :smile:  :smile:

მათი საიტის მიხედვით კვირაობით წირვაა ხოლმე. ვნახოთ.  


კი მაგრამ რა უნდა ნახოთ, დაურეკეთ ტელეფონზე და გეტყვიან. ტელეფონები ხომ არის საიტზე.
Hardthof
QUOTE

On `2003-05`-07 22:35, natia wrote:
გერმანიაში 'აუსლენდერის' იარლიყი ვერ მოვიშორე



ერთი ეს ამიხსენით, რატომ მიგაჩნიათ "აუსლენდერი" შეურაცხმყოფელ სიტყვად? აუსლენდერი ხარ და აბა რა უნდა გიწოდონ, გერმანელს ხომ არ დაგიძახებდნენ? ჩვენთან ხომ რას ამბობ სულ გულზე ეხატებათ აუსლენდერები ქართველებს და დისკრიმინაციას არ უკეთებენ! სომხები, თათრები, ოსები, ქურთები და ათასი სხვა რჯული ქართველებად მიგაჩნია და რადგან საქართველოში ცხოვრობენ მათ ეროვნებას ყურადღებას არ აქცევ და ქართველებისგან არ გამოარჩევ? კაი რაა
Mixo
მაგაში (საქართველოს ამბავში) გეთანხმები, მაგრამ თუ ეგ აუსრაღაცა იგივეა რაც იტალიაში "ეხსტრაკომმუნიტარი" ანუ არა ევროპული კავშირის ქვეყნის მოქალაქე, მაშინ ძალიან დიდი განსხვავებაა. იტალიაში "ყოველ" დღე ახალ ამბებში იცი რაა ან პროსტიტუტკა ექსტრაკომმუნიტარი ან ბანდიტი ექსტრაკომმუნიტარი, ეგ სუტყვა გაიგივებულია პუტანასა და ბანდიტთან. აქ ინგლისში რატომ არ არსებობს ეგეთი გამოთქმა? აქ დავისვენე. იქ იმ დონეზე ჰყავს ტელევიზიას ხალხი გამოყ....ლი რომ პროტესტი რომ გამოვთქვი , არა შენ არავის არ კლავ და მუშაობ და ექსტრაკომმუნიტარი არა ხარო დამამშვიდეს. დამეთანხმე არ არის სასიამოვნო.
Mixo
ისე აუსლანდერი უცხოელს ნიშნავს ალბათ. აქაც მსმენია პაბებში F...ing Foreigner, მაგრამ ეს სახელმწიფო პოლიტიკა არ არის. დიდი განსხვავებაა.

[ This Message was edited by: Mixo on `2003-05`-09 21:46 ]
Mlle Qartveli
საფრანგეთში ასე მძაფრად არ დგას ეს პრობლემა
ისე, კი გააჩნია რა გარემოში მოხვდებით...
ზოგადად ფრანგები (პარიზელები) ადამიანებს ყოფენ პარიზელებად და არაპარიზელებად.... :smile: :smile: :smile:
თუმცა ეს დაყოფა სულაც არ შეიცავს დისკრიმინაციის ელემენტებს!
პირიქით მათ სულ აინტერესებთ შენი აზრი და დამოკიდებულება საფრანგეთში მიმდინარე ამა თუ იმ მოვლენის შესახებ!
ისინი ბევრად უფრო კომუნიკაბელურები არიან ვიდრე ბრიტანელები, თუმცა ბრიტანელთან მეგობრობა უფრო მყარია და არ არის ზედაპირული.
ფრანგი მუდმივად გიღიმის, ზრდილობისა და თავაზიანობის განსახიერებაა, მაგრამ შეიძლება გადამწყვეტ მომენტში სულაც არ გამოხატოს დახმარების სურვილი.
ბრიტანელი კი ჯერ საერთოდ არ გამოხატავს არანაირ დამოკიდებულებას შენდამი და თუ კი დაგიმეგობრდა, ეს იმას ნიშნავს , რომ ბოლომდე გიერთგულებს. თუმცა ფრანგების დახვეწილობასა და თავზიანობამდე ძალიან ბევრი უკლიათ!
ისე, კი გულწრფელი რომ ვიყო ჩემს დასკვნებში :აქ უფრო მეტად ვგრძნობ , რომ სხვა კულტურის ქვეყანაში ვარ, ვიდრე ამას საფრანგეთში ვგრძნობდი.
Hardthof
ჰო მიხო უცხოელს ნიშნავს. არ აქვს მნიშვნელობა ევროკავშირის ქვეყნიდან ხარ თუ მადაგასკარიდან, უცხოელი უცხოელია და ბევრისგან გამიგონია გერმანელები ეს ფაშისტები რას ქვია აუსლენდერად (უცხოელად) მოგვიხსენიებენო. კაცო უცხოელი ხარ და აბა როგორ გინდა? და რაც შეეხება ამ თამის ავტორის შეკითხვას მადლობასთან დაკავშირებით: მე ვფიქრობ ყველა ემიგრანტია თუ სტუდენტი მადლობელია იმ ქვეყნის სადაც არის. ყოველ შემთხვევაში ასე უნდა იყოს რადგან თუ მადლობელი არ არის მაშინ ნორმალური ადამიანი არ დარჩება იმ ქვეყანაში. მე მაგალითად მართლა მადლობელი ვარ ამ ქვეყნის, რადგან აქ ვაკეთებ იმას რასაც ჩემს ქვეყანაში ვერასდროს გავაკეთებდი, უFრო სწორად არავინ მომცემდა ამის გაკეთების საშუალებას. ბევრი აქ მყოფი უკმაყოფილოა და სულ აქაურობის ლანძღვაშია, აუსლენდერებად გვიხსენიებენ და რა კანონებია და ყველაფერი აკრძალულია და შენს ნებაზე მუსიკასაც ვერ ჩართავ ხმამაღლა ღამე და ძმაკაცობა ამათმა არ იციან და რობოტები არიან სულ მუშაობენ და ქეიფი და გულაობა ამათმა არ იციან და რა ხალხია და რა ქვეყანაა ამათი ასე და ისე... კაცო თუ არ მოგწონს დაბმული ხომ არ ხარ? გაკავებს ვინმე? ადექი და წადი შენს ქვეყანაში სადაც არ იქნები უცხოელი. რადგან აქ ვართ ესე იგი აქ უკეთესია ვიდრე ჩვენს ქვეყანაში და იმიტომ ვართ აქ და მადლობელი უნდა ვიყოთ იმის გამო რომ აქ უკეთესი ცხოვრებისეული პირობები გვაქვს და ჩვენი შესაძლებლობების და ცოდნის გამოყენების უკეთესი საშუალება ვიდრე ჩვენი დეგენერატი მთავრობის ხელში. მადლობა თუნდაც მხოლოდ იმის გამო რომ დენი არ მიქრება ტელევიზორის ყურებისას და წყალი არ მიწყდება შუა ბანაობის დროს.
Hardthof
ბოდიში, ეს რატომღაც ბუბუს ტოპიკი მეგონა :smile:
Anonymous
Hardthof
ისე გერმანელებმა რომ გულავი იციან ეგეთები მგონი მარტო რუსები არიან.
ჩადი პალმა დე მაიორკაში და ნახავთ გერმანელები როგორ კარგად ისვენებენ მთელი პალმა ხელში აქვთ აღებული.
განსხვავება იკ ის არის რომ გერმანელეწბი როდესაც მუშაიბენ მუსაობენ, ხოლო დასვენება და დროს ტარებს არაჩვეულებრივი იციან.
ისე სადაც ცხოვრობ ის ქუდი უნდა დაიხურო.
აქ ხშირად მეუბნევიან შვედები ცივები არიან, შვედები კიდე მეუბნევიან ქართველებმა შრომის ფასი არ იცით.
მიზეზი კი ის არის რომ ადამიანის კულტურა და მოთხოვნილებები საუჯუნების განმავლობაში ყალიბდება.
აბა აქ რომ მეზობელს შაქარზე მიაკიღხო გიჯი ეგონები, ხოლო თბილისში კი ეს ნორმალურია.
მოკლედ კულტურის სხვადასხვაობა იწვევს დისკონფორტს მეტი არაფერია ეგ.
nanuchki
იცით არც მთლად მასეა საქმე საფრანგეთში როგორც მადმაზელ ქართველი ამბობს(თუმცა პარიზის რეგიონის მაცხოვრებლებთან არ მაქვს კონტაქტი)რადგან მას შემდეგ რაც აქ ვარ ვერ მოვიშორე იარლიყი "FIILE DE L'Eსტ" და რატომღაც ჩვენ:ქართველებს,რუსებსა და უკრაინელებს ცოტა ირიბად გვიყურებენ,განსაკუთრებით თავიდან სანამ გაიგებენ რისთვის ხარ და რას აკეთებ საფრანგეთში;უფრო ალზასელები.
Mixo
აბსოლუტურად გეთანხმები nanuchki. ფრანგები გაცილებით უფრო ნაციონალისტები არიან ვიდრე ნებისმიერი სხვა ერი ევროპაში. ბოდიში მადმუაზელთან მაგრამ რასაც ვფიქრობ უნდა ვთქვა. საშინელი იტალიელებზე უფრო სნობიზმი აქვთ ყოფილი საბჭოთა კავშირისა და რასაც ეგენი ეძახიან მესამე მსოფლიოს მიმართ. ისე არ მოგწონთ დაყვეს მსოფლიო პირველი მეორე და მესამე. მაგ მხრივ ინგლისი სამოთხეა, აქ ხარ ვინცა ხარ და რაცა ხარ, თუ არ მოეწონე ინგლისელს არ შერცხვება და ეგრევე გეტყვის F... OFF. თუ გიძმო, ქართველზე არანაკლები მეგობრობა იციან.
Sasha_Baron
თქვენი ჭირიმე,ქარტველებო და ნინიკო მე 15 წელია რაც UK ში ვარ და გეტყვი ასცორებს!!!ვინც გეტყვის აქ ცუდია ალბათ შენი შურს,ყველაზე ადვილი ქვეხანაა უსაქმურებისთვის რისი მიდრეკილება კართველებს მოჭარბებულად გვაკვს,მოკლედ დაიკიდე და გაერთე უარი არაპერზე და არავიზე არ თქვა,მე აქ ახალი ვარ და აღვფრტოვანდი ამანდას აზრებით, საქართველო კიდე უპრო ლამაზი იქნებოდა ამანდასნაერები რომ გვემრავლონ,ყოჩაღ ამანდა მე შენი მეგობარი ვარ !!
Sasha_Baron
ყველას ყველას ყველას ვინც მარტო გრძნობს თავს გამომეხმიანეთ შევეცდები დაგაკვალიანოთ(ძმა ძმისტვისაო შავი დხისთვისაო)
Niniko
ლონდონში იმდენი უცხოელია რომ მგონი ადგილობრივები არიან დისკრიმინირებულნი,ჰი ჰი ჰი ეს ხუმრობით.:smile:

ისე უცხოელობაზე არანაირი პრობლემა აქ არ მქონია. ერთდაერთი რაზეც გული მწყდება ისაა რომ საქართველოზე ბევრს არ სმენია :sad: ერთმა ისიც კი მკითხა აფრიკაშიაო ?!!!

იმედია ნელ-ნელა გაიცნობენ ჩვენს ქვეყანას. იმდღეს ერთ-ერთი ტურისტის ჩანაწერებს ვკითხულობდი საქართველოზე. ისეთი თბილი მოგონებები იყო, რომ გული ამიჩუყდა. :smile: :smile: :smile:

[ This Message was edited by: Niniko on `2003-05`-10 15:19 ]
Anonymous
არ უნდა გეწყონოთ
ყველა სახელმწიფოში არ უკვართ 1 თაობა ემოგრანტების
შევეცდები აგიხსნათ ჩემი ინტერპრეტაცით.
20 წელია ვაკვირდები ამ პრობლებას:
1. დამოკიდებულია რა სტატუსით არის ჩასული ადამიანი:
მეცნიერებს, სტუდენტებს, დაქოეწინებულებებს კარგად ეპყრობიან.
ემიგრანტი ლტოლვილი არსად არ უყვართ, რატომ?
იმიტომ რომ, ლტოლვილი ყველა ქვეყანას ფული უჯდება, მართალია ის ქვეყნები ამ ხალხის მისაღებად დიდ თანხებს იღებენ სხვადასხვა ორგანიზაციებიდან ,მაგრამ ეხლა უბრალო ფრანგმა და შედმა რა იცის? იმას მიაჩნია რომ სხვა ქვეყნიდან ჩამოსული მის გადახდილი ტაქსიდან იღებს დახმარებას სანამ ფეხზე დადგება.
ხოლო შემდეგ ის ლტოლვილი კონკურენტი ხდება მისი სამუშაო ადგილების.
ასე არ ოყო ადრე,
სანამ სსსრ დაიშლებოდა.
მე რომ წამოვედი ევროპაში მაშინ სანთლით საძებნელი იყო ქართველი და ემიგრანტი, ისე მიყურებდენ როგორც სხვა პლანეტიდან ჩამოსულს, ისეთ პრიმიტიულ შეკითხვებს მაძლევდენ მეცინებოდა.
რატომღაც სსსრ ეგონათ დიდი ციხე, ხალხს არც საჭმელი და არც ჩასაცმელი არ ქონდა თითქოს.
ერთ სასაცილო ისტორიას მოგიყვებით:
1983 წელი იყო, ციმბირიდან ჩამოვიდა შვედეთსი ერთერთი დიდი ქარხნის დირექტორი ჩემი ქმირის ქარხანაში.
ამ ციმბირელს ისეთი მძიმე ჩემოდანი ქონდა მძღოლი გაგიჯდა, მთხოვეს კითხე ერთი რა აქვს ამ ჩემოდანში?
იცით რა ქონდა?
კონცერვები :smile:
ამ საცოდავს ეგონა, რომ შვედეთში საჭმელი არ იშოვებოდა და თან ფული არ ეყოფოდა რესტორანში საჭმელად. არადა ერთ- ერთი ყველაზე დიდი ქარხნის დირექტორი იყო რუსეთის.
სსსრ დაშლის მერე ემიგრანტებზე შეხედულება შეიცვალა.
აგარ ღებულობდენ გახსნილი ხელებით.
რატომ?
საზღვრის გახსნამ გამოიწვია კატაკლიზმები ევროპისთვის!
უამრავი კრიმინალი, პროსტიტუტკა და ქურდი შესია ევროპას .
ევროპელები რომლებიც ადრე კიოდნენ "გახსენით სსსრ ის საზღვრები" მიხვდნენ თუ რა პრობლემებში ჩავარდნენ.
ასევე იყო აშშ ში როდესაც დიდი ემოგრაცია დაიწყო ევროპიდან 20 საუკუნის დასაწყისში.
მეორე ამბავს მოგიყვებით:
შვილის ძმაკაცები იყვნებ სახლში სტუმრად მაშინ 14 წლის იყო, მესმის ხმაური შევედი და რას ვხედავ. ტელევიზორცში უყურებენ გადაცემას ემოგრანტებზე და არჩევდენ რომ შვედებმა არ უნდა მიღონ ისინი.
მე ვიკითხე აბა რა გინდათ? მეც ხომ ჩამოსული ვარ საქართველოდან? იცით რა მიპასუხეს- არა შენ გათხოვილი ხარ, ესენი კი ჩამოდიან ცჩვენი ცხოვრების დონის დასაწვევად.
ასე რომ თუ საქმეს აკეთებ ან კარგად სწავლობ ფრანგიც, შვედიც და გერმანელიც ამას აფასებს.
ხოლო უსაქმური, კრიმინალი, ემიგრანტები არსად არ უყვართ.
საერთოდ ჯობია თუ უცხოეთში ხარ გაეცნო იმ ქვეყნის ისტორიას და ადათ წესებს.
ყველა ევროპის ქვეყანაში იყიდება ეკიტა და მოქცევა წიგნი იმ ქვეყნის კულტურიდან გამომდინარე.
ის რაც ზრდილობად ითვლება ინგლისში, შეიძლება უკულტურობად ითვლებოდეს შვედეთში, ან პირიქით. ეცადეთ ეს წიგნი შეიძინოთ და ბევრ რაღაცაზე თვალები აგეხლილებათ და სულ სხვანაირად შეხედავთ ყველაფერს.
Jimmy T
ახლა თბილისში რომ ვიყავი წავიკითხე ორი საინტერესო წიგნი "ლონდონელ ქართველებზე", ორივე აკა მორჩილაძისაა "ძირს სიმინდის რესპუბლიკა" და "შენი თავგადასავალი". ხომ არ ჩაგივარდათ ხელში? მე ძაან ვისიამოვნე, განსაკუთრებით "შენი თავგადასავალი" არის კარგი. თქვენთვის საინტერესო უნდა იყოს ინგლისელო ქართველებო. "საბა " აიღო ხომ წელს აკამ ამ წიგნისთვის. კაი ტიპია, ლონდონში ცხოვრობდა რაღაც პერიოდი და საკუთარ გამოცდილებაზე წერს.
Anonymous
ინტერნეტში არ არის ეს ნაწარმოები?
Jimmy T
სადმე უნდა იყოს, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ვებპეიჯი შენ აუცილებლად გეცოდინება. მაგათი გამოცემულია.
Niniko
ერთი იდეა მომივიდა. არ ვიცი მოიწონებთ თუ არა. ვინც უკვე დიდი ხანია აქ ხართ არ არსებობს რაიმე კურიოზი ან თავგადასავალი არ გადაგხდენოდეთ. და თუ არ დაგვზარდებით და გაგვიზიარებთ, სიამოვნებით მოგისმენთ.
:smile: :smile: :smile:
Mlle Qartveli
სად დაგვეკარგე ნინიკო?
რაღაც დიდი ხანია რაც არ შემოგვხმიანებიხარ...
:smile: :smile: :smile:
Niniko
QUOTE

On `2003-05`-27 18:51, Mlle Qartveli wrote:
სად დაგვეკარგე ნინიკო?
რაღაც დიდი ხანია რაც არ შემოგვხმიანებიხარ...
:smile: :smile: :smile:


ბოდიში ცოტა დაკავებული ვიყავი. თქვენ როგორ ხართ? რა ხდება ახალი?
Niniko
შეიძლება უკვე იცით : ინგლისში ანჩისხატის მგალობელთა გუნდია ჩამოსული !!! უკვე დაიწყეს კონცერტების გამართვა. ამჟამად ლონდონში არიან, მომავალი კვირიდან კი ინგლისის სხვა ქალაქებსაც მოინახულებენ. სრული ინფორმაცია კონცერტების შესახებ შეგიძლიან ნახოთ შემდეგ საიტზე:

http://www.bbc.co.uk/radio3/comingup/world...ldroutesc.shtml

ან შეიგიძლიათ დაუკავშირდეთ ამ ღონისძიებათა ორგანიზატორს, ქეთი კალანდაძეს ტელეფონის შემდეგ ნომერზე : 020 7328 7827

[ This Message was edited by: Niniko on `2003-05`-29 17:46 ]
Niniko
ბი-ბი-სის ინფორმაცია:

Anchiskhati Choir Group visit to UK, MAY 23rd - JUNE 9th 2003

The Anchiskhati Church is the oldest in Tbilisi and the
choir is one of the foremost in Georgia. The choir
recently extended their repertoire from sacred to
secular music, and specialise in preserving old styles
of singing from the various regions of Georgia. Each
member of the group is an ethnomusicologist in his own
right, and several also play traditional Georgian
folk instruments.


Saturday May 24th. 7:30 p.m. CONCERT at DERBY Cathedral.

Sunday May 25th. 10:30 a.m. - 4:30 p.m. Singing WORKSHOP
at The Voice Box, Forman Street, DERBY, DE1 1JQ.

Tuesday May 27th. 1:00 p.m. to 1:50 p.m. Lunchtime CONCERT
at St. Paul's Church, Inigo Place (off Bedford Street),
Covent Garden, LONDON WC2.

Thursday May 29th. 9:00 a.m. - 2:00 p.m. Singing WORKSHOP
in the Brunei Gallery Lecture Theatre, School of Oriental
and African Studies (SOAS), Thornhaugh Street, London University.

Thursday May 29th. 7:00 p.m. CONCERT in the Brunei Gallery
Lecture Theatre, School of Oriental and African Studies
(SOAS) as above.

Saturday May 31st. 12:00 p.m. - 6:00 p.m. Singing WORKSHOP
with Anchiskhati Choir Members at St Paul's Church Centre,
5 Rossmore Road, LONDON NW1

Saturday May 31st. 7:30 p.m. CONCERT at St Paul's Church

Sunday June 1st. 3:00 p.m. CONCERT at Russian Orthodox Church
Hall, Ennismore Gardens, London SW7.

Sunday June 1st. 7:30 p.m. for 8:00 p.m. CONCERT at 9, Clarendon
Cross, LONDON W11

Monday June 2nd. 7:00 p.m. - 10:00 p.m. Evening WORKSHOP
with Dato Zatiashvili, probably at the Space, STROUD,
Gloucestershire.

Tuesday June 3rd. 10:00 a.m. - 1:00 p.m. Singing WORKSHOP
with Malkhaz Erqvanidze, Dato Shugliashvili and Levan
Veshapidze, in Lecture Room A, Alison House (University
of Edinburgh), 12 Nicolson Square, EDINBURGH, EH8 9DF

Wednesday June 4th. 10:00 a.m. - 1:00 p.m. Singing WORKSHOP.
Details as Tuesday 3rd

Thursday June 5th. 8:00 p.m. CONCERT at St. Mary's Church,
Church St, CHARLBURY, Oxfordshire.

Saturday June 7th. 8:00 p.m. CONCERT at Prema Arts Centre,
South Street, ULEY, near STROUD, Gloucestershire.

Sunday June 8th. 10:00 a.m. - 5:00 p.m. Singing
WORKSHOP at Oddfellows Hall, BRISTOL.


Bookings for events and all information about the tour
obtainable from :-

Keti Kalandadze Tel: 020 7328 7827 or
Michael Bloom Tel: 020 8360 9991

სხვათაშორის, წინა კვირას FM CLASSICS, RADIO 3 -ზე ანჩისხატის სიმღერები გადმოსცეს. :smile:
Anonymous
Niniko
მადლობთ ინფორმაცისთვის
აღარ დაგვეკარგო!
Mlle Qartveli
ხვალ, კარდიფში (უელსში), იმართება რაგბის მატჩი, სადაც ქართველი რაგბის გუნდიც იღებს მონაწილეობას...
ასე, რომ ვისაც სურვილი აქვს უგულშემატკივროს ქართველებს, შეუძლიათ დაესწრნონ ამ თამაშს!

:smile: :smile: :smile: :smile: :smile:
Niniko
QUOTE

On `2003-05`-30 16:38, Mlle Qartveli wrote:
ხვალ, კარდიფში (უელსში),  იმართება რაგბის მატჩი, სადაც ქართველი რაგბის გუნდიც იღებს მონაწილეობას...  
ასე, რომ ვისაც სურვილი აქვს უგულშემატკივროს ქართველებს, შეუძლიათ დაესწრნონ ამ თამაშს!

:smile: :smile: :smile: :smile: :smile:



სამწუხაროდ ვერ დავესწრები ამ თამაშს :smile:
Mlle Qartveli
საკართველო- სამოა
12:12

უნდა აღვნიშნოთ, რომ სამოა ტურნირის ერთ-ერთი ძლიერი გუნდია და ჩვენი რაგბისტები მთელი თამაშის განმავლობაში იგებდნენ, მაგრამ თამაშის ბოლო წუთებზე სამოელებმა გაათანაბრეს ანგარიში....

5:00 ზე ეთამაშებიან ფიჯის კუნძულების გუნდს...
ხოლო 7 საათზე კანადას...
Anonymous
რაგბისტები აქაც აპირებენ ჩამოსვლას გუშინ შენატყობინეს, ქართული დროშებით წავალთ თამაშზე smile.gif
Niniko
რა გინდათ ქართვფელებს არც თუ ისე ცუდად უთამაშიათ !!! ფრედ დამთავრება ხუმრობა ხომ არაა :smile:
Niniko
სხვა რა ხდება ხალხო?
როგორ ეგუებით მზიან ინგლისს?! :smile: :smile: :smile:

[ This Message was edited by: Niniko on `2003-06`-02 22:39 ]
Mlle Qartveli
ეეეჰჰჰ...

"მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი,
გაახარებს ვისმეს განა?!"

შესანიშნავად ვეგუებოდით ჩემო ნინიკო...შესანიშნავად...
:sad: :sad: :sad:
Niniko
იმედს ნუ დაკარგავთ.
კვლავ გამოვა მზე ...
ჰი ჰი ჰი
:smile: :smile: :smile:
Mlle Qartveli
ამოდი ამოდი მზეოო ანათეეე,
ლურჯთვალა ყვავილებს მიესანათე,
წახვალ და გული წყდებათ,
მოხვალ და ეღიმებათ,
იებმა ღიმილიიც იციან.....

:smile: :smile: :smile:
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.