დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: დალიეთ ლუდი, არ არის ცუდი
Rustavi 2 Forums > მეცნიერება და კულტურა > კულინარია
გვერდი: 1, 2, 3, 4
GRM
ამ საღამოს "კორონას" და "ჰეინეკენს" გეახლებოდით. ჰოდა სიხარულით ცას ვეწიე.
რა ვქნა, მიყვარს. "ბექ", კანადური "მოლსონ ექსპორთ", ფინური "კარელია", დანიური ღია "ტიუბორგ", პოლონური "ჟივიცე". ამას წინათ გადასარევი ჰორვატული ლუდი მივირთვი ნჯ-ში, მაგრამ სახელი ვერ დავიმახსოვრე.
ვერც ერთ ამერიკულ ბრენდს ვერაფერი ვერ გავუგე, ისევე როგორც გინესს.
მოკლედ კარგია ლუდი. ყოველ შემთხვევაში არ არის ცუდი.
Mixo
ხო მაგრამ მანდაც ზომიერებაა საჭირო ალბათ. გასკდა თავი, ვაი რა ცუდათა ვარ.
lolski
ოოო, ლუდს რაჯობია! საღამოს აპერიტივი თეთრი ლუდით "ბრუგს" მერე შეიძლება ნებისმიერი ლუდით გაგრძელება, მე მიყვარს პორტუგალიური "სუპერ ბოკ", "კაიზერ", "1664", "ლოვენბრაუ", "ურკელ"- მწარეა ჩეხური... საღამოს ბოლოს "კილკენი" "გინესი"... "ევერი"
ამერიკული ლუდი ახალშობილი ბავშვის შარდივითააsad.gif
სადილის დროს, ტევზთან თეთრი ღვინო, ხოლო ხორცთან წითელი, სადილის ბოლოს კომშის არაყის 1 ან 2 "რიუმკა"(მოსანელებლად) და მერე ლუდი უსასრულო რაოდენობით! ისე მე წყალს არ ვსვავ... როცა მწყურია ყოველტვის მაქვს ლუდი მაციმარშიsmile.gif
Pს. ნარკოტიკებს რაც შეეხება ახალ ტოპიკს გახსნით?biggrin.gif
GRM
ისე კათხა მაინც ჯობია...დაცვარული შუშა, ცივი...მნია...თხელი ქაფის ფენა...

user posted image

[ This Message was edited by: GRM on `2005-05`-01 07:33 ]
GRM
user posted image

DREAMS, SWEET DREAMS!

[ This Message was edited by: GRM on `2005-05`-01 07:36 ]
Mixo
ერთი მანდ სურათების ჩასმა მასწსავლეთ და მერე ნახავთ ლუდს. (და კაი ქალებს)
GRM
რა დროს ქალებია, კაცო. ჩამოასხი!
GRM
ა კაცი!

user posted image

[ This Message was edited by: GRM on `2005-05`-01 07:39 ]
Mixo
კაი რა ქალებიც კაია, არა თქვა არაო. დოქის ტუჩი მირჩევნია ქალისასო იმპოტენტი ლოთის ნათქვამია. ლოთობას რომ აბრალებს თავის უსუსურობას.
Mixo
GრM - ეხლა გადავიკითხე შენი პირველი მესსაჯი და გინესსზე ვერ დაგეთანხმები. ირლანდიელები ამბობენ ჩვენი რძეაო. რამდენიც კათხაც (PINტ) მე ეგ დამილევია ამ ბოლო 8 წელს, იმდენი წელი სიცოცხლე მოგვცეს ღმერთმა ყველა ამ ფორუმის ნორმლურ წევრს. დამიჯერე გვეყოფა.
GRM
ჭირიმე, აბა გემოვნებაზე დავა შეიძლება?
მოგწონს? ღმერთმა გაგიმარჯოს!
მე კიდევ არ მიყვარს მუქი ლუდი, მომკალი თუ გინდა.
ეხლა აქ წავალ ირლანდიურ ფაბში, პატარას ყელს ჩავიკოკლოზინებ. აიტ!
Mixo
ისე რატომ დავიბრალე ნორმაურობა???????????
Mixo
არა მგონია ნორმალური ვიყო მე!
ნორმალურ ხალხს სძინავს ეხლა (აქ)

[ This Message was edited by: Mixo on `2003-06`-07 08:35 ]
lolski
user posted image
Lampioni
მე არ მიყვარს ლუდი :sad:
Uzrdeli
ლუდის მოყვარულებს თხოვნით მივმართავ!
კარლცბერგის"ელეფანტი"გასინჯეთ
თუ იშოვით :wink:
და მწეველებმა მიაყოლოთ დანჰილლ"ინტერნეიშნალი"
მერე რჩევისთვის მადლობის მოხდა არ დაგავიწყდეთ :wink:
kissie
აი მე კი საერთოდ არასდროს არ გამისინჯავს ლუდი :smile: ერთი ყლუპიც კი. და არც ვაპირებ, ვგრძნობ, რომ არ მომეწონება. და სუნი აქვს ლუდს ისეთი, ქალს რომ არ უხდება! :roll:
Hypnosis
ვგიჟდები ფოსტერზე :smile:) ფისტაშკებტან ერტად :smile:

აუსტრალიან ფორ ბიარ, ჩიიააარრრსსს მეიტ!smile.gif)))
Anonymous
ლუდი და ვობლა რა გემრიელია,
სტუდენტობია ნოსტალგია.
KUMEO
სანამ დალევედეთ ედუარდი ადღეგრძელეთ მირცხუყლავასთან ერთდ გაუმარჯოსო თქვით
KUMEO
ყაზბეგ აფუჭდა არგო მგაზე უარესი :sad:( ელეფანტი არ იშოვება აქზე
ამსტელი ძვირია
ეეეჰ გადავედი კოკა-კოლაზე.
(ხმები ამბობენ სექტემბრიდან პეპსი იქნებო)
KOALA
ძმებო , ლუდის ფანი ვარ მეც. ყოველ დღე მინიმუმ ერთი ბოთლი ლუდი რომ არ მივირთვა სამსახურის შემდეგ ჩემს საყვარელ კომპიუტერთან ისე ვერ ვიჩეთავებ.ხოლო ზაფხულობით კი მოთხოვნები მეზრდება :smile: და `4-5` ბოთლზე ავდივარ ხოლმე მით უმეტეს თუ ზღვის პირა ქალაქში ვისვენებ.ლუდს არაფერი არ ჯობია რა ჭაჭა შეედრება . ისე ლუდი არც გაცყენს ჭაჭა კი ორგანიზმს ანგრევს.(ერთი უარყოფითი თვისება აქვს ლუდს , ასუქებს.მაგრამ ამხელა სიამოვნების მიღების გამო , გასუქების ფაკტორზე თვალს ვხუჭავ.მიირთვით ლუდი (ქართული)ყველამ არ გაწენთ და საუკეთესო საშუალებაა სამსახურის შემდგომ მცირე განმუხტვისათვის. (კოალა)
nina77h
ვახ, რა კაი რამე ვიპოვნე!
დალიეთ ლუდი არ არის ცუდი :grin:
მუქი ლუდი მიყვარს კარგად გამოყვანილ თევზთან ერთად..იF, იF..
2 საათი დარჩა მარხვის დასრულებამდე :grin: user posted image

_____________
user posted image
GRM
უყურე შენ, ეს რა ტოფიკი ამოლუდდა.

Ниночка, вы наша добрая фея.

აი ფოტო. რამდენადაც მახსოვს, გერმანიაა, სადღაც ალპებში, ავსტრიის საზღვართან.

[img]http://images.snapfish.com/3437%3B48723232%7Ffp58%3Dot%3E2338%3D3%3A7%3D%3C%3B6%3DXROQDF%3E2323786726846ot1lsi[/img]
თათო
QUOTE

On `2003-05`-24 23:55, GRM wrote:
ისე კათხა მაინც ჯობია...დაცვარული შუშა, ცივი...მნია...თხელი ქაფის ფენა...

user posted image

[ This Message was edited by: GRM on `2005-05`-01 07:33 ]

ვაი-ვაი-ვაააი!
სულ ნარწყვები მომადგაააააააა!ჰჰჰსსსსსს!!!
თათო
QUOTE

On `2003-08`-09 21:19, kissie wrote:
აი მე კი საერთოდ არასდროს არ გამისინჯავს ლუდი :smile: ერთი ყლუპიც კი. და არც ვაპირებ, ვგრძნობ, რომ არ მომეწონება. და სუნი აქვს ლუდს ისეთი, ქალს რომ არ უხდება! :roll:

კაი,რა კიისს! ცივ-ცივ ლუდს რომ მივირთმევ სულ ნაკლებად მაინტერესებს ხოლმე მიხდება თუ არა...

მაგრამ... მოდი ფორუმელ მამაკაცებს ვკითხოთ რას ფიქრობენ ქალზე, რომელსაც უყვარს ლუდი და მათთან ერთად ლუდის დალევასა და ფეხბურთის ყურებას საკმაოდ პოზიტიურად უყურებს???
:???:
FUNNY_
ბევრი არ დალიოთ გავიგე მაგრა ასუქებსო
:smile:)))))))))))))
polsky
:smile: ლუდი ერთად ერთი ალკოოლია რომელასაც არ ვეკარები ..
არ ვიცი რატომ მაგრამ საშინლად არ მიყვარს :smile:
არ მიწყინოთ ლუდისტებო!!!! :grin:
მსოფლიოში ყველანაირი საუკეთესო ლუდი მაქ დალეული ,ვცდილობდი დამუღამებას მაგრამ ,ვაი რომ ამის ნიჭი არ აღმომაჩნდა :grin:
არადა კაი ღვინოები,კონიაკი ,ვისკი, და კიდევ ბევრი არაადამიანური ალკოჰოლური ნაზავები ისე მიყვარს!!!!! :grin:
მამაჩემს ყოველ საღამოს ლუდი მოაქვს და ოჯახი სვავს ძილის ცინ :grin: მეც დამიძახებენ ხოლმე :მოდი ლუდი დალიეო :grin: და მე ვპასუხობ: რას მეკაიფებითთქო :grin:
რავიიიი აბაააა :grin:
Kutaiseli
ავსტრია: გიოსერი, პუნტიგამერი
ბავარია: პაულენერი (თეთრი და ოქროსფერი)
ჩეხეთი: სტარო ბრნო, ბუდვაიზერი (ამერიკული ბუდვაიზერი მიქსტურა უფროა ვიდრე ლუდი)
ბელგია:ლეფი, ჰოეგაარდენი, ბრუჟი
ინგლისურ-ირლანდიური არ მიყვარს.
ხანდახან ვსვამ გროლშს და კარლსბერგს.
ისე სასწაული ისაა რომ ლუდის სმა ინსტიტუტის დამტავრების მერე დავიწყე. დავიწყე და შევუბერეეე
ჩვენებიდან ვსვამ ალუდას და მონადირეს.

ჯრმ, კაცია და გუნება მარა კანადურ მოლსონს რა გასმევდა თუ ძმა ხარ
GRM
QUOTE

On `2005-05`-02 00:24, Kutaiseli wrote:

ღრმა ეროვნულ თვითშეგნებას ვამჟღავნებდი...
diogene
რას არ იზამ ადამიანი ეროვნული თვითშეგნებისა გამო :grin:
ისე, იაპონური ლუდი თუ გაგისინჯავთ ? სპეციფიური რამაა :smile:
diogene
ხალხებო,
ისევ ის აპირველია ხაზზე. ხომ არ მელანდება ??? :grin:
რას მივაჭიჭინდი, მაგრამ ვხალისობ :cool:
ეეჰ, წავედი, წავედი, აბეზალოვკა წასაკითხი მაქვს :smile:
kissie
QUOTE

On `2005-05`-01 14:36, თათო wrote:
კაი,რა კიისს! ცივ-ცივ ლუდს რომ მივირთმევ სულ ნაკლებად მაინტერესებს ხოლმე მიხდება თუ არა...

მაგრამ...  მოდი ფორუმელ მამაკაცებს ვკითხოთ რას ფიქრობენ ქალზე, რომელსაც უყვარს ლუდი და მათთან ერთად  ლუდის დალევასა და ფეხბურთის ყურებას საკმაოდ პოზიტიურად უყურებს???  
:???:  

უუჰ თათო, თარიღს შეხედე მაგ ჩემი პოსტისას, შენს გახარებას, 2003-შია დაწერილი :smile: მაშინ კი არ ვსვამდი ზოგადად.
ახლა მაქვს ლუდი გასინჯული. არ მიყვარს, მაგრამ ხანდახან კარგია-როდესაც არაყი ცოტა გვაქვს ხოლმე, სიმთვრალის სურვილი კი-დიდი :razz:
და უკვე ნაკლებად მაღელვებს, ვინ რას უყურებს/აფასებს პოზიტიურად თუ ნეგატიურად :smile: მთავარია როგორ ვუყურებ მე :wink:
user posted image

[ This Message was edited by: kissie on `2005-05`-02 00:45 ]
microtel
ისე ლუდს კი დალევდა კაცი.
user posted image
user posted imageრავარია ჰა..
user posted image
user posted image
user posted image
nina77h
QUOTE

არ მიყვარს, მაგრამ ხანდახან კარგია-როდესაც არაყი ცოტა გვაქვს ხოლმე, სიმთვრალის სურვილი კი-დიდი :razz:

არაყი მხოლოდ ციმბირში თუ ხარ და ყინულის ლოლუები გკიდია.. ისიც მხოლოდ პერცოვკა (სუგუბა სუბიექტური აზრია)
მსურველებს მარტინის რეცეპტი სახლის პირობებში: დარწმუნებული ვარ თბილისში იყიდება მარტინის MIXი . ქილაში ერთად მოათავსეთ მარტინის MIX+ ცოტა ჯინი + ცოტა ლიქიორი ან შნაპსი, დააყარეთ ყინული და ანჯღრიეთ აქაფებამდე. თან გემრიელია, თან კარგად აჟუჟუნებს. ერთზე მეტი არ დალიოთ, чревата последствиями :cool: user posted image

_____________
user posted image

[ This Message was edited by: nina77h on `2005-05`-02 04:12 ]
Anarqia
ერთერთი დავალება გვქონდა გაგვეკეთებინა Web Site ნებისმიერ თემაზე. რა თქმა უნდა საქართველოზე გავაკეთე და ერთერთი page გავაკეთე ქართულ ტრადიციებზე. უამრავიდან ამოვარჩიე ჩემთვის საინტერესო და პუბლიკისთვის საინტერესო ტრადიციები. ჩემი კლასი მაგარი გაკვირვებული, უფრო სწორად შოკირებული დარჩა, ლუდით ქართველი არასოდეს სადღეგრძელოს რომ არ იტყვის (და თუ იტყვიან ნეგატიური მნიშვნელობით).
ერთმა მკითხა კიდევაც რატომო, და მე წარმოდგენა არ მქონდა რატომ.

ვინმემ ხომ არ იცის საიდან მოდის ეს ტრადიცია ლუდით სადღეგრძელო შეურაცხყოფად რომ ითვლება?
Avrelia
ღვინის ქვეყანაში ლუდით რატომ უნდა ეთქვათ სადღეგრძელო? :wink:
GRM
QUOTE

On `2005-05`-02 07:40, Anarqia wrote:
ერთერთი დავალება გვქონდა გაგვეკეთებინა Web Site ნებისმიერ თემაზე. რა თქმა უნდა საქართველოზე გავაკეთე და ერთერთი page გავაკეთე ქართულ ტრადიციებზე. უამრავიდან ამოვარჩიე ჩემთვის საინტერესო და პუბლიკისთვის საინტერესო ტრადიციები. ჩემი კლასი მაგარი გაკვირვებული, უფრო სწორად შოკირებული დარჩა, ლუდით ქართველი არასოდეს სადღეგრძელოს რომ არ იტყვის (და თუ იტყვიან ნეგატიური მნიშვნელობით).  
ერთმა მკითხა კიდევაც რატომო, და მე წარმოდგენა არ მქონდა რატომ.

ვინმემ ხომ არ იცის საიდან მოდის ეს ტრადიცია ლუდით სადღეგრძელო შეურაცხყოფად რომ ითვლება?

იდიოტიზმი, რომელიც უნდა მოვიცილოთ, ისევე როგორც ბევრი სხვა აბსურდული ჩვევა.
Muza
ჰოოოოო, მდააააა :grin:
მეც ეგ მიკვირს, რატომ ითვლება ლუდი უღირს სასმელად სადღერგძელოსათვის.... არადა კაცი რომ დაფიქრდეს, ხევსურეთში ლუდით ადღერგძელებდნენ ერთმანეთს და ვითომ რამეს ცუდს აკეთებდნენ? მგონი ბევრ რამეს ვამახინჯებთ და მერე ასე საკუთარი ხელით შექმნილ რთულ სისტემაში ვცხოვრობთ და ვცდილობთ წესები არ დავარღვიოთ :wink:
თათო
ეს უღირსობის საკითხი მეც ფრიად მაღელვებს. არასდროს დამილევია ლუდით ნეგატიური სადღეგრძელო(არ მაგვდგამს ჯიშით ხევსურთა!)
აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ლუდს ხატობებში ხარშავდნენ და ახლაც ხარშავენ! ლუდით ღთის, წმინდა გივარგის და კაი ყმის სადღეგრძელოს ამბობენ!
ისე, მაინტერესებს და თუ ვინმემ იცით ,იქნებ მითხრათ - სვანეთში თუა მსგავსი ტრადიცია ლუდის მოხარშვის?
მაღალ მთაში ყურძენი არ მოდის, ამიტომ იქ ღვინოსაც ვერ დაწურავდნენ, და არც ორაყი იციან იქ ჭაჭის.
სხვადასხვა ქვეყნის ლუდები ბევრი გაქვთ გასინჯული;
აბა, ნაღდი ქართული, ხევსურული ან ოსური , ოჯახში მოხარშული ლუდი თუ გაგისინჯავთ?
აუუუუF,აი მაგას ჰქვი ლუდი თუ ჰქვია!
guga3
QUOTE

On `2005-05`-02 07:40, Anarqia wrote:
ერთერთი დავალება გვქონდა გაგვეკეთებინა Web Site ნებისმიერ თემაზე. რა თქმა უნდა საქართველოზე გავაკეთე და ერთერთი page გავაკეთე ქართულ ტრადიციებზე. უამრავიდან ამოვარჩიე ჩემთვის საინტერესო და პუბლიკისთვის საინტერესო ტრადიციები. ჩემი კლასი მაგარი გაკვირვებული, უფრო სწორად შოკირებული დარჩა, ლუდით ქართველი არასოდეს სადღეგრძელოს რომ არ იტყვის (და თუ იტყვიან ნეგატიური მნიშვნელობით).  
ერთმა მკითხა კიდევაც რატომო, და მე წარმოდგენა არ მქონდა რატომ.

ვინმემ ხომ არ იცის საიდან მოდის ეს ტრადიცია ლუდით სადღეგრძელო შეურაცხყოფად რომ ითვლება?

საქარტველო ღვინის ქვეყანაა და ლუდს ხალხი სერიოზულად არ უყურებს.აქედან არის ეგ ტრადიცია :smile:
Anarqia
QUOTE

On `2005-05`-02 17:47, guga3 wrote:

ხო, გუგა, ეს კი ვუთხარი, რომ საქართველოში ოდითგანვე ღვინის კულტივირება ხდებოდა და ექსპორტსაც რომ ვაწარმოებთ.

ჩემმა მასწავლებელმა კი ჩაიღიმა, ხო ხედავ რა აინტერესებთ შენს კლასელებს ამდენი საინტერესო ინფორმაციიდან მარტოო.

ისე აქ დალება კულ გონიათ ახალგაზრდებს, თან დამატებული კანონები რომელიც უკრძალავთ დალევას 21 წლამდე (რაც ჩემი აზრით სისულელეა-აკრძალული ხილი უფრო გემრიელი მიაჩნიათ)
Kutaiseli
ლუდი დამილევია თუშეთში, დღესასწაული იყო და მოხარშეს. არ მომეწონა
Gergezi
გინესი და კილკენი! ვითმენ.
Kutaiseli
თათო მაგას რა სჯობს, ეხლა მეექვსე კათხის მერეც ტუ აგრძელებ და სიმთვრალეც არა გაქვს მთლად მაინცადამაინც მშვიდობიანი, სხვა საქმეა, ისე რა პრობლემაა, პირიქით

QUOTE

On `2005-05`-01 14:36, თათო wrote:
QUOTE

On `2003-08`-09 21:19, kissie wrote:
აი მე კი საერთოდ არასდროს არ გამისინჯავს ლუდი :smile: ერთი ყლუპიც კი. და არც ვაპირებ, ვგრძნობ, რომ არ მომეწონება. და სუნი აქვს ლუდს ისეთი, ქალს რომ არ უხდება! :roll:

კაი,რა კიისს! ცივ-ცივ ლუდს რომ მივირთმევ სულ ნაკლებად მაინტერესებს ხოლმე მიხდება თუ არა...

მაგრამ... მოდი ფორუმელ მამაკაცებს ვკითხოთ რას ფიქრობენ ქალზე, რომელსაც უყვარს ლუდი და მათთან ერთად ლუდის დალევასა და ფეხბურთის ყურებას საკმაოდ პოზიტიურად უყურებს???
:???:
Anarqia
ლუდის მოყვარულებო, არ გამიბრაზდეთ, მაგრამ ლუდი არასოდეს მომენატრება. ზოგჯერ დავლევ, ისე სახალისოდ მაგრამ სისხლისფერ ღვინოს არაფერი მირჩევნია. ვამპირი ვარ! გრრ :smile:
eddie
პივააა.
ადრე აქ დაწერა ვიღაცამ, პივის სადღეგრძელოების შესახებ, ეს სადღაც 40 წელია ასე არის.
მგონი ასე მიდის, ძაან ცუდ პივას სვამდნენ და ამით ჩვენების საგღეგრძელო როგორ დავლიოთო და ....დაიწყო მომხარშველიდან და ასე შემდეგ.
ნიუ-ორკში პივის მოყვარულებმა გროსერებში იკითხეთ "ბრუკლინ ბრუვერი" ყველაზე ფრეში პივა მაგათ აქვთ, ვის როგორ არ ვიცი. ისე პივის დისტრიბიუტორებთან მეტი არჩევანია.
კიდევ აქ ვნახე ქართული პივა არაბების მაღაზიაში "არგო" ვეცი არიქა მეთქი :smile:
ექსპორტზე მასეთის გამოშვებაიქნება???? ცოტა უკეთესი და გაიყიდება მშვენივრად

user posted image
eddie
ანარქია რავა ხარ? რას ქვია პივას არ სვამ? ახლავე ჯარიმა მისაღები გაქვს!!!! :grin:

ეხლა კიდო სურათები

user posted image
user posted image
user posted image

[ This Message was edited by: eddie on `2005-05`-13 06:08 ]

[ This Message was edited by: eddie on `2005-05`-13 08:31 ]
tsuna
რამდენიმე დღის წინ ჩინურ რესტორანში გინესი დავლიე (ვიცი, რომ ჩინურ რესტორანში ლუდის დალევის ადგილი არაა :smile: მაგრამ მაინც, ასეთ დაულაგებელი და უაზრო ადამიანი ვარ ზოგჯერ :smile:)
შავი, ჩამოსასხმელი ლუდი, ცივი, აუუუუ, ძალიან გემრიელი იყო, მსგავსი რამ დიდი ხანია არ მიგემია!

ასე რომ გირჩევთ აშკარად, ვისაც ლუდი უყვარს მათ!
KEKE
ხომ არ იცით საიდან მოდის ის აზრი, რომ ლუდით ცუდი ადამიანების სადღეგრძელო უნდა დალიოო ?
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.