დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: ჩვენი პოლიტიკური ფორუმის მომავალზე
Rustavi 2 Forums > ზოგადი > ფორუმი და ფორუმელები > მოსაზრებები
mayaoo
ნახევარი საათია,ვეძებ იმ ტოპიკს,რომელიც გაიხსნა გამოკითხვით- თუ რა აზრის არიან ფორუმელები "რუსთავი"-ის ნიუსების განყოფილების ბედზე.ვერაფრით ვეღარ ვიპოვნე ხელმეორედ,რათა ეს ჩემი პოსტი იქ დამედო.ამიტომ იძულებული ვარ ახალი ტოპიკი გავხსნა.იქნებ მერე დამეხმაროთ გამქრალი პოლის მოძებნაში და სულაც იქ გადაიტანოს მერე ადმინმა ან მოდერმა ეს პოსტიც.

QUOTE(Marfa @ 21.07.2005, 14:15)
ჩემი აზრით, არსებული სახით ფორუმის ამ განყოფილებამ ამოწურა თავისი თავი და მისი არსებობა მიზანშეწონილი აღარ არის. ვფიქრობ, ყველა თემა უნდა წაიშალოს და მის ადგილას დაიწყოს ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური დებატები. ანუ გადავშალოთ ფურცელი..   wink.gif
[right][snapback]189632[/snapback][/right]

რას ჰქვია წაიშალოს?უამრავი პოსტი მაქვს დატოვებული მანდ მე პირადად,რომლის კოპიოც არ გამაჩნია.ჩვენ აღარ გვეკითხებით,მარფა?ერთი წლის ნაფიქრალ-ნაწერია,ბოლოს და ბოლოს.წაშლა-ეს არის ყველაზე იოლი და პრიმიტიული გამოსავალი.ერთადერთი,რაც შეიძლება გაკეთდეს ოპტიმალურად- დაიხუროს შერჩეული ტოპიკები ადმინისტრატორის მიერ,რათა იქ,იმ ძველ ტოპიკებზე ახალი წერილები აღარ იპოსტებოდეს,მაგრამ თავად მონაცემთა ბაზიდან არავითარ შემთხვევაში არ უნდა ამოიშალოს!ამოშლა მხოლოდ შერჩევითად უნდა ხდებოდეს-კონკრეტული,შეურაცხყოფის შემცველი პოსტებისა მხოლოდ და მხოლოდ.ესეც ხომ ჩვენი არქივია,ერთგვარად ფორუმის ისტორიაც.ასე რომ ხელაღებითა და ერთი მოსმით საკითხის ასე გადაწყვეტა ძალზე პრიმიტიულ და რაც მთავარია-არასწორ გამოსავლად მესახება.
და თუ მაინცა და მაინც ჩვენი ახალი ადმინისტრაცია აპირებს წავიდეს უმოკლესი,მაგრამ იმავდროულად ჩემის აზრით-არასწორი გზით და რაიმე მასალის განადგურებას გადაწყვეტს(მაინც იმედი მაქვს რომ ამას არ გეგმავს)მაშინ წინასწარ უნდა შეგვატყობინოს ამის შესახებ და მოგვცეს როგორც მინიმუმ-1 თვის ვადა,რათა იმ ფორუმელებს,რომელთაც არ სურთ თავიანტი პოსტების განადგურება-მოასწრონ დროში სასურველი პოსტების კოპირება თავიანთ არქივში.
პირველი ვარიანტი-ტოპიკის გაყინვა(დახურვა,მაგრამ არა ამოშლა-განადგურება)მე პირადად,ყველაზე უფრო ცივილიზებულ და ოპტიმალურ გამოსავლად მესახება,რომელიც იმავდროულად ადმინისტრაციის მიერ თვითოეული ფორუმელის უფლებებისა და პიროვნების მიმართ პატივისცემის გამოხატულებადაც აღიქმება.
მეორე გამოსავალი კი-ვადის მიცემა პოსტების არქივაციისათვის,შემდგომში მათი მონაცემთა ბაზიდან ამოშლით-ბევრად უფრო პრიმიტიულ და ბევრი ფორუმელის აზრის გაუთვალისწინებელ ნაბიჯად მესახება.და რატომღაც არავის მოსდის ყველაზე მარტივი,მაგრამ იმავდროულად-სწორი და დავიწყებული პრაქტიკა-არ არის საჭირო ველოსიპედის გამოგონება-უბრალოდ ერთი ან ორი რეალური გაფრთხილების შედეგად ამოქმედდეს ადმინისტრაციული სასჯელი და რეალურად დაისაჯონ დამნაშავენი,დაედოთ ბანი იმ პიროვნებებს,რომელნიც არანორმატიული ლექსიკის ურჩი მოტრფიალენი გახლავან.და აღარაფრის ამოშლა-გადაშლა აღარ დაგვჭირდება სამომავლოდ.ძველის კი-მხოლოდ კონსერვაცია და არა ლიკვიდაცია.ბოლოს და ბოლოს რატომ უნდა ისჯებოდეს წესიერი ფორუმელი და ესპობოდეს საშუალება ძველი მაგრამ მისთვის სასურველი ტოპიკის ხელახლა გადათვალიერებისა მარტო იმის გამო რომ ვიღაცა არაკეთილსინდისიერი თავის დროზე არ დაისაჯა ფორუმის წესდების მიხედვით?
რაც შეეხება პოლიტიკურ ფორუმებს-ვფიქრობ,პასუხი ზედაპირზეა-რასაკვირველია აუცილებლად უნდა არსებობდეს ასეთი ფორუმი.უბრალოდ პატრონი უნდა ჰყავდეს და დროულად რეაგირებდეს ყველა ფორუმის წესის დარღვევაზე.
Alexandre
რა თქმა უნდა პოლიტიკური ფორუმი არ წაიშლება და არ დაიხურება.
Marfa
QUOTE(mayaoo @ 21.07.2005, 16:04)
რას ჰქვია წაიშალოს?უამრავი პოსტი მაქვს დატოვებული მანდ მე პირადად,რომლის კოპიოც არ გამაჩნია[/color].ჩვენ აღარ გვეკითხებით,მარფა?


მე მხოლოდ ჩემი მოსაზრება გამოვთქვი, რომელსაც არ იზიარებენ.. თანაც იქვე სხვა კომენტარიც გავაკეთე..

პ.ს. ისე მართლა სად წავიდა ის ტოპიკი?
mayaoo
QUOTE(Alexandre @ 21.07.2005, 17:10)
რა თქმა უნდა პოლიტიკური ფორუმი არ წაიშლება და არ დაიხურება.
[right][snapback]189700[/snapback][/right]

გაიხარე,ალექსანდრე.და იმედია,არა მარტო პოლიტიკური,არამედ ნებისმიერი მასალა არ განადგურდება.გარდა ცხადია,უცენზუროსი.
gragra
წაშლა უადვილესი და პრიმიტიული გამოსავალია. ტოპიკები უნდა გაიფილტროს სიბინძურეებისა და შეურაცხყოფისაგან და ეს მუდმივად უნდა ხდებოდეს.

სრულიად ვეთანხმები mayaoo-ს, რომ :
" პირველი ვარიანტი-ტოპიკის გაყინვა(დახურვა,მაგრამ არა ამოშლა-განადგურება)მე პირადად,ყველაზე უფრო ცივილიზებულ და ოპტიმალურ გამოსავლად მესახება,რომელიც იმავდროულად ადმინისტრაციის მიერ თვითოეული ფორუმელის უფლებებისა და პიროვნების მიმართ პატივისცემის გამოხატულებადაც აღიქმება.
მეორე გამოსავალი კი-ვადის მიცემა პოსტების არქივაციისათვის,შემდგომში მათი მონაცემთა ბაზიდან ამოშლით-ბევრად უფრო პრიმიტიულ და ბევრი ფორუმელის აზრის გაუთვალისწინებელ ნაბიჯად მესახება.და რატომღაც არავის მოსდის ყველაზე მარტივი,მაგრამ იმავდროულად-სწორი და დავიწყებული პრაქტიკა-არ არის საჭირო ველოსიპედის გამოგონება-უბრალოდ ერთი ან ორი რეალური გაფრთხილების შედეგად ამოქმედდეს ადმინისტრაციული სასჯელი და რეალურად დაისაჯონ დამნაშავენი,დაედოთ ბანი იმ პიროვნებებს,რომელნიც არანორმატიული ლექსიკის ურჩი მოტრფიალენი გახლავან.და აღარაფრის ამოშლა-გადაშლა აღარ დაგვჭირდება სამომავლოდ.ძველის კი-მხოლოდ კონსერვაცია და არა ლიკვიდაცია.ბოლოს და ბოლოს რატომ უნდა ისჯებოდეს წესიერი ფორუმელი და ესპობოდეს საშუალება ძველი მაგრამ მისთვის სასურველი ტოპიკის ხელახლა გადათვალიერებისა მარტო იმის გამო რომ ვიღაცა არაკეთილსინდისიერი თავის დროზე არ დაისაჯა ფორუმის წესდების მიხედვით?"..
ჯორჯინა
მე კიდევ დავწერე, რომ დახურვა სისულელეა-მეთქი! (ამაყად)
Alexandre
QUOTE(Marfa @ 21.07.2005, 16:12)
მე მხოლოდ ჩემი მოსაზრება გამოვთქვი, რომელსაც არ იზიარებენ.. თანაც იქვე სხვა კომენტარიც გავაკეთე..

პ.ს. ისე მართლა სად წავიდა ის ტოპიკი?
[right][snapback]189701[/snapback][/right]

სამწუხაროდ, ის თემა ტექნიკური მიზეზების გამო დაიკარგა...
mayaoo
უბრალოდ შეიძლება ადმინის მოსაზრებით დახურული ტოპიკებისათვის გაიხსნას ცალკე განყოფილება,სახელწოდებით ვთქვათ-"არქივი".
ამ განყოფილებაში გადატანილი ტოპიკები ექვემდებარებოდეს წაკითხვასა და კოპირებას,მაგრამ დახურული იყოს დაპოსტვისათვის.
Marfa
QUOTE(mayaoo @ 21.07.2005, 16:19)
უბრალოდ შეიძლება ადმინის მოსაზრებით დახურული ტოპიკებისათვის გაიხსნას ცალკე განყოფილება,სახელწოდებით ვთქვათ-"არქივი".
ამ განყოფილებაში გადატანილი ტოპიკები ექვემდებარებოდეს წაკითხვასა და კოპირებას,მაგრამ დახურული იყოს დაპოსტვისათვის.
[right][snapback]189710[/snapback][/right]

აი ეს კი გენიალური იდეაა rolleyes.gif
mayaoo
QUOTE(Marfa @ 21.07.2005, 17:25)
აი ეს კი გენიალური იდეაა  rolleyes.gif
[right][snapback]189717[/snapback][/right]

მე კიდევ შენს სიგნაჩურში გამოთქმული აზრი მომწონს,მარფა.Похвально... smile.gif


GTS&Co
ახლა მეც ვიტყვი თქვენის ნებართვით:
ნიუსი მართლაც დანაგვიანებულია ოფტოპიკებით და შეურაცხმყოფელი პოსტებით, მაგრამ უამრავი ღირებული თემები და პოსტებია.
მისი მოწესრიგება არაა ადვილი. წაშლა ყველაზე ადვილი გამოსავალია, მაგრამ არაგონივრული.
რაც შეეხება მის გაწმენდას შეუსაბამო ტოპიკების,პოსტების ნაგვისაგან ძნელია . ამას მე პირადად ჩემი გამოცდილებით ვამბობ. თუ გახსოვთ ძველებს(არც ისე ძველებსაც), უკანასკნელად ნიუსის დალაგება ჯოიზაზამ დაიწყო და მერე მე გავაგრძელე. მოკლე ხანში რაც მოვასწარი მოვაშორე შეურაცხმყოფელი პოსტები და შეუსაბამო თემები გადავანაწილე ებაუთში და ფლეიმში. მთელი დღის ნამუშევარი ყცბად იყრებოდა წყალში, რადგან მეორე დღეს ისევ თავიდან იქმნებოდა ანალოგიური სახის თემები და პოსტები. არანაირმა ღონისძიებმა არ გაჭრა არც თხოვნამ , არც მოწოდებამ. ბევრიც ვერ არკვევდა რა სხვაობა იყო ფლეიმსა და ებაუთ ენითინგს შორის. უამრავი ასეთი პრეტენზია მომდიოდა პმ-ით და ისედაც ფორუმით. ებაუთი ენითინგი ნიშნავს ყველაფრის შესახებო და რასაც მინდა დავწერო. მაშინ ვცადე და ავხსენი კიდევაც მრავალჯერ , თუ რა სხვაობაა ამ ორ განყოფილებას შორის.
კარგი იქნება, თუ ადმინისტრაცია ამ თვალსაზრისით გააკეთებს საორიენტაციო ტოპიკს, რომელიც მისცემს ახალშემოსულებს გაერკვნენ, თუ რა სხვაობაა და რის მიხედვით უნდა შექმნან თემები და პოსტები. (შემიძლია მეც გავაკეთო მასეთ ტოპში რამოდენიმე საორიენტაციო პოსტი, რომელიც მარტივად და გასაგებად წარმოაჩენს ორიენტირს).
არის უმთავრესი , რაც ზევითაც აღვნიშნე. ერთი მოდერატორის შრომა, თანაც ანაზღაურების გარეშე ძალიან ცოტაა, რომ ფორუმი გაწმენდილი იყოს ასეთი პრობლემებისაგან. მინიმუმ ყველა განყოფილებას მოდერატორი სჭირდება, რომელიც 24 საათს, თუ არა(რაც შეუძლებელია) დღის მნიშვნელოვან მონაკვეთს ,ფორუმის თვალყურისDევნებაში გაატარებს . მოწესრიგების შემდეგ, პირველივე დამრღვევს პმ-ით მიუთითებს, რათა თავად წაშალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ კვლავაც გააგრძელებს ანალოგიურ ქმედებას დაედოს ბანი . სასურველია IP-ზე, რადგან არ შემოვიდეს სხვა და სხვა სათადარიგო ნიკით.
აგრეთვე სასურველია, რომ ყველა ფორუმელმა დაიცვას წესები, რადგან მათი დაუცველობით ისევ საკუთარ კომფორტულ ყოფას უთხრიან ძირს.
ყოველივე ამის შემდეგ, თუ კვლავაც გააგრძელებს რომელიმე იუზერი შეუსაბამო თემების და პოსტების გამოქვეყნებას,დაედოს ხანგრძლივი ბანი.
არის კიდევ რამოდენიმე აუცილებელი მომენტი, რომელიც ალბათ ადმინისტრაციას თავად აქვს გათვალისწინებული.
Laki
შეიზლება ასევე წაიშალოს ორი-სამ გამოხმაურების მქონე "პოსტინგები".ისედაც გადაჭედილია ფორუმი....
Marfa
QUOTE(mayaoo @ 21.07.2005, 16:34)
მე კიდევ შენს სიგნაჩურში გამოთქმული აზრი მომწონს,მარფა.Похвально... smile.gif
[right][snapback]189724[/snapback][/right]

rolleyes.gif ჩემი არაა.. კიდევ უფრო გენიალური კაცისაა, მამარდაშვილის
GTS&Co
ჰო, კიდევ...
კარგი იქნება,თუ ფლეიმს ქართულად მივაწერთ ჭორნიუსს ან საჭორაოს ან სალაყბოს ...უკეთესი თავად შერჩიეთ rolleyes.gif ... ამით მაინც მარტივად გამოჩნდება სხვაობა ებაუთსა და ფლეიმს შორის.
სხვათაშორის ბევრი ფორუმი სარგებლობს ანალოგიური სახის განმარტებით...
ეს მოხსნის ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას ახალშემოსულებისათვის(ზოგი ძველებისთვისაც).
Alexandre
QUOTE(GTS&Co @ 21.07.2005, 16:41)
ჰო, კიდევ...
კარგი იქნება,თუ ფლეიმს ქართულად მივაწერთ ჭორნიუსს ან საჭორაოს ან სალაყბოს ...უკეთესი თავად შერჩიეთ  rolleyes.gif ... ამით მაინც მარტივად გამოჩნდება სხვაობა ებაუთსა და ფლეიმს შორის.
სხვათაშორის ბევრი ფორუმი სარგებლობს ანალოგიური სახის განმარტებით...
ეს მოხსნის ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას ახალშემოსულებისათვის(ზოგი ძველებისთვისაც).
[right][snapback]189728[/snapback][/right]

ფორუმის რესტრუქტურიზაციაზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა.
AMANDA!
ეს ფორუმი ზუსტად იმიტომ მიყვარს,
რომ პოლიტიკაზეა პოლემიკა.
mayaoo
QUOTE(Marfa @ 21.07.2005, 17:40)
rolleyes.gif  ჩემი არაა.. კიდევ უფრო გენიალური კაცისაა, მამარდაშვილის
[right][snapback]189727[/snapback][/right]

მტყუანის,რომ ეს ახალი სიგნაჩური,რომლითაც შენ ძველი შეცვალე არ ეკუთვნის მერაბ მამარდაშვილს. biggrin2.gif თუმცა თავის ამბავში არც ესაა ურიგო.
ფაქიზი იუმორის განცდა გაქვს,ჩემო მარფა однако. lool.gif
პ.ს.ჰო,მართლა-სულ მინდოდა მეკითხა და მავიწყდებოდა...ეს მშვენიერი მდედრობითი სქესის არსება,ავატარში რომ გყავს თუ იცი ვინაა?20-იანი წლების ფეშენი გლიჯავს...მაინტერესებს,იმიტომ რომ ძალიან მომწონს მისი გარეგნობა.ოღონდ არ მითხრა-მე ვარო.biggrin2.gif

user posted image
spidera
აქ არცერტი პოლიტიკოსი არ არს
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.