დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: ბნელ ძალთა კრება
Rustavi 2 Forums > მეცნიერება და კულტურა > მეცნიერება > რელიგია
გვერდი: 1, 2, 3
svani
ბნელ ძალთა კრება

[img]http://bpg.sytes.net/Echo/photos/`get-photo`.asp?photoid=224[/img]

წმიდა თეოფანე დაყუდებული გვაუწყებს: ღამის პირველი საათი იყო. ჩემს სამუშაო კაბინეტში ვიჯექი. უცებ მომეჩვენა, რომ რაღაც ძალამ თავდაუზოგავად გამაქანა ქვემოთ, მიწის სიღრმისკენ - ეს იყო წყვდიადი, უფრო შავი, ვიდრე უბნელესი ღამე. მხოლოდ მის ფსკერზე მოსჩანდა ცეცხლი.

ყველაფერი ეს ვნახე და განვიცადე 1999 წლის აპრილის თვეში. ჩემდა გასაოცრად მესმოდა ყველაფერი, რასაც ფიქრობდა ამ საშინელი უფრსკულის მეუფე. " - რა ხანია ღირსებაყრილი და დამარცხებული ვარ, - ფიქრობდა იგი, ლუციფერი, - მაგრამ ჩემს ხელშია უდიდესი ძალა - შთაგონება. სწორედ ამ ძალით გადავაბიჯებ სამყაროს ზღრუბლს და ჩემი ლეგიონით აღმოვჩნდები ადამიანებთან, მაშინ შევებრძოლები იმ უმანკო კრავს.

ლუციფერმა თავისთან იხმო წყვდიადის ყველა ბინადარი, რომლებიც თავდახრილნი ისმენდნენ მის ბრძანებას:

- დღეიდან გაძლევთ ახალ ძალაუფლებას. ჯვარმა და რწმენამ ჯვარცმულისადმი დაიპყრო სამყარო, ადამიანები მიუახლოვდნენ ღვთის სასუფეველს, რომ ეზიარონ ნეტარებას. ეს კი ჩვენ გვემუქრება საუკუნო ტანჯვით.

ადამიანებმა უკვე იციან, რაში მდგომარეობს მათი ბედნიერება. ახლა საჭიროა გამოიყენოთ ახალი საშუალებანი, ვიმოქმედოთ მათ ფსიქიკაზე, მათ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. უნდა განვავითაროთ შეტევა მარჯვენა მხრიდან. უნდა გავანადგუროთ მათი რწმენა. ამისათვის აუცილებელია ისე შევაღწიოთ მათ შეგნებაში, რომ ვერ იგრძნონ ჩვენი არსებობა, ადამიანებს ეგონოთ, რომ თვითონვე არიან ამ აზრების ბატონ-პატრონნი. მაშ, იმოქმედეთ! შთააგონეთ! როცა მახეში კაცობრიობის დიდი ნაწილი გაებმება, ვეღარ გაიგებენ რაშია ჭეშმარიტება, ვერც თავის გადარჩენაზე იზრუნებენ, რადგან ნათელი ბნელად მოეჩვენებათ, მონობასა და ტყვეობას ჩათვლიან თავისუფლებად.

უპირველეს ყოვლისა, შთააგონეთ ეკლესიის მსახურებს პატივმოყვარეობა. აცდუნეთ ისინი ამქვეყნიური სიამეებით. თუ ადამიანები დაინახავენ, რომ ეკლესიის მსახურნი უსამართლოდ იქცევიან, ეს ისეთი დიდი ცდუნება იქნება მათთვის, რომ ცოტანი თუ გაუძლებენ ასეთ დარტყმას. ხოლო შენ, ურჩხულის ლეგიონო, წადი და ჩაუსაფრდი ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს, ვინც ცდილობს ჩასწვდეს ბუნების საიდუმლოებებს, რათა არ ამოიცნონ შემოქმედის საქმენი და არ ადიდონ იგი. შთააგონე მათ, რომ ბუნებაში არ არის რა ამოუხსნელი და საიდუმლო. შთააგონეთ სიტყვა ევოლუცია, რომ არსებობს მხოლოდ მატერია და რომ ცხოველისმყოფელი სულები მხოლოდ გამოგონილი და არარსებულია. ამ შთაგონების შედეგად ადამიანები უარყოფენ ღმერთს და გააღმერთებენ საგნებს. ისინი სასაცილოდ აიგდებენ მას, ვინც დაიწყებს მტკიცებას, რომ ჩვენ ვარსებობთ.

[img]http://bpg.sytes.net/Echo/photos/`get-photo`.asp?photoid=236[/img]

ამას რომ მივაღწიოთ, უფრო გაბედულ მოქმედებაზე უნდა გადახვიდეთ. საჭიროა ადამიანები გაათავისუფლოთ სინდისის ხმისაგან, რომელიც მათ მოუწოდებს ზნეობრივი ცხოვრებისაკენ. ამისათვის, რაც შეიძლება მეტი შთაბეჭდილებებით დატვირთეთ ასეთ ადამიანთა გონება, მიაწოდეთ მათ სიახლეები და გამოგონებანი, აღმოჩენები. ამით ისინი დაიჯერებნ, რომ ყოვლისშემძლენი არიან. მერე მიაწოდეთ მათ მექანიზაციის საშუალებანი, ისე, რომ თვითონვე დაჰგმონ ხელით შრომა. აავსეთ ისინი სიამაყით, რომ ყველაფრის ბატონ-პატრონად იგრძნონ თავი და ცხვირაბზეკილებმა იარონ. როცა ისინი ამ შეგნებით განიმსჭვალებიან, თვითონვე უარყოფენ ღმერთს და დასცინებენ ადამიანის მორჩილებას ღვთისადმი, სიკეთეს, უმანკოებას, ჩათვლიან ყოველივე ამას სისუსტედ, სიმხდალედ და მონობად. ისინი დასცინებენ ყველაფერს წმიდას და დაგვემგვანებიან ჩვენ, იხარხარებენ მორწმუნეებზე ისევე, როგორც ახლა ჩვენ ვხარხარებთ მათზე. მაგრამ, განაგრძო ლუციფერმა, - წინ კიდევ უფრო რთული ბრძოლები მოგველის. ეს არის ის წინააღმდეგობა, რომელსაც დედობრივი გრძნობა ჰქვია. ქალი, ქალწული, დედა - აი, კაცობრიობის აღორძინების მიუვალი სიმაგრე. ჩვენ უნდა შევძლოთ ქალის მთლიანად დაპყრობა. შთავაგონოთ მათ ქორწინების უაზრობა, ვაფიქრებინოთ, რომ ეს მასში ჰკლავს პიროვნებას, თავისუფლებას და აბამს მძიმე უღელში. შთააგონეთ მათ, რომ ისედაც შესაძლებელია მამაკაცებთან ურთიერკავშირი, სულაც არ არის შვილების გაჩენა საიჭრო. ამაში ჩვენ მედიცინაც ამოგვიდგება გვერდში თავისი პოპულარული ლიტერატურით მშობიარობის თავიდან აცილების შესახებ.

ქალი, საერთოდ, უფრო შორსმჭვრეტელია, კაცზე ამაღლებული, სუფთა... ლუციფერი უცებ გაჩუმდა. იგი შეშფოთებამ შეიპყრო, ტკივილისაგან დაიმანჭა. შეიძრა მთელი ჯოჯოხეთი. მიუწვდომელი სიმაღლიდან შემოიჭრა ნათელი სხივი და გაანათა წყვდიადი. ამით შეახსენა ლუციფერს, რომ იგი უძლური იყო ნათელის წინაშე და გაიელვა ლუციფერის თვალწინ ღვთისმშობლის ხატებამ. მერე ისევ ჩამოწვა წყვდიადი. აუელვარდა თვალები ლუციფერს და განაგრძო:

...შთააგონეთ გოგონებს, რომ მათი ქალწულებრივი სიმორცხვე, თავშეკავებანი უაზრობაა და ყველაფერს სჯობია სექსის თავისუფლება, მაშინ მოკავშირეებად მოიხმეთ მამაკაცები.

ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი მძლავრი იარაღი ჩვენი მიზნების მისაღწევად. ეს არის ჩვენი ძის დაბადება, რომელსაც კრავის ერთგულნი ანტიქრისტეს ეძახიან. ის გაიგზავნება ქრისტეს ნაცვლად და შთააგონებს ადამიანებს, რომ მთავარია მოიპოვონ ამქვეყნიური სიამენი, სიმდიდრე, ჭამონ და სვან, იყვნენ მაძღარნი და მაშინ ხალხიც მიიღებს ქრიატიანობის ნაცვლად სხვა რელიგიას, ჩვენს რელიგიას და აიგება ახალი სახელმწიფო. ჩვენს მხარეზე იქნებიან რჩეულნი, დარჩება მხოლოდ ვიწრო წრე მორწმუნეთა. მაშინ ჩვენ მოკავშირე ადამიანებთან ერთად შევებმებით უკანასკნელ ბრძოლაში და თუ ეს ბრძოლა არ მოგვიტანს გამარჯვებას, იმას მაინც მივაღწევთ, რომ თან წავიყოლებთ საუკუნო სატანჯველში ადამიანებს...

ზემოთ დაბრუნებისას კი კვლავინდებურად ამოდიოდა მზე, გულმოწყალე ღმერთი კიდევ ერთ ნათელ დღეს გვიგზავნიდა ჩვენ, ცოდვილებს. ყვავილები აღავლენდნენ ლოცვას შემოქმედისადმი, უფლის ტახტთან გალობდნენ ანგელოზები...

თეა ცირეკიძე



[ This Message was edited by: svani on `2003-05`-30 10:56 ]
Laki
სვანი! იქნებ ოდესმე გავიცნოთ კიდეც ერთმანეთი "რეალში" და მომეცეს ბედნიერება იმისა, რომ მოწიწებით გეამბორო !wink.gif
რაც შეეხება, მაგ წერილს, ეგ კარგა ხანია უკვე გაცხადებულია, პირველად არ წამიკითხავს, და ერთს ვიტყვი: დაწყებულია უკვე ,მეორედ მოსვლა, თუკი ჩაუკვირდება კაცი, კარგა ხანია მისი სიმპტომები შეიმჩნევა. იგივე მესამე მსოფლიო ომია დაწყებული, "მშვიდობის" სახელით. იგივე , უმანკოებაზე ზიზღით ზურგშექცევა, იგივე ნარკომანია, იგივე სქესისა და მრწამსის შეცვლა და იგივე ამპარტავნების ზეობა და მრავალი სხვაა...ჯერ კიდევ ბერი ბაბრიელი (საფლავიდან რომ ზეთი სდის, მცხეთის დედეთა მონასტერში) წინასწარმეტყველებდა , ეს თაობა შეესწრება "მეორედ მოსვლასო" და ალბათ ასეც მოხდება...
გადარჩენა ჭეშმარიტ რწმნენაში (მართლმადიდებლობაშია) და იმედია ყველა, ვისაც ეგ ესმის გულით გაიზიარებს და თავსაც გადაირჩენს...სწორედ ამ შემთხვევაში ამბობენ წმინდა მამები "ივერია გაიბრწყინებსო". რამეთუ 9 უფლის ანგელოზი ამორებული ხმლით ხელში ჩაკეტავ საქართველოს სივრცეს და ანტიქრისტე თუმც კი შემოაღწევს მაგრამ ფეხს ვერ მოიკიდებს, და გახდება საქართველო "მიწიერი სამოთხე", და მოუნდებათ მერე ბევრს აქეთ დაბრუნება მაგრამ....ვიმეორებ საქართველო მაგათი სასაფლაო არაა!!!
ნუ დაიწყებენ ახლა, კათოლიკები თუ პროტესტანტები უფრო მაგრები არიანო (აღარაფერს ვამბობ სატანის მოზიარე სექტანტებზე), ვინაიდან დენი და გაზი აქვთო და კუჭიც გამძღარი, მაინც არ დავიჯერებwink.gif)))
jordano
ერთი რამე ძალიან მეხამუშა:

QUOTE
რაც შეიძლება მეტი შთაბეჭდილებებით დატვირთეთ ასეთ ადამიანთა გონება, მიაწოდეთ მათ სიახლეები და გამოგონებანი, აღმოჩენები. ამით ისინი დაიჯერებნ, რომ ყოვლისშემძლენი არიან. მერე მიაწოდეთ მათ მექანიზაციის საშუალებანი, ისე, რომ თვითონვე დაჰგმონ ხელით შრომა


ეს ფრაგმენტი რომ გავშალოთ, თქვენი აზრით რა გამოვა?
Wind
რომ გავშალოთ, სიბნელისა და უმეცრების ქადაგება გამოდის. არ მოგწონს "აღმოჩენები და მექანიზაცია" - კეთილი ინედე, გაიძრე ტანსაცმელი, ძონძები ჩაიცვი და ქოხში გადადი საცხოვრებლად.
ძალიან მხიარული ტოპიკია, საღოლ.
jordano
ე.ი. კომპიუტერი, რომელიც ახლა პურს მაჭმევს პირდაპირი გაგებით (პროგრამისტი ვარ და ამაში მიხდიან ხელფასს) ეშმაკის მოგონილია და მე ჩემი პროფესიის გამო მასთან წილნაყარი ვხდები?

აბა, გისმენთ.
jordano
Wind
ჰო, ეგრეთი შთაბეჭდილება დამრჩა :smile:
Wind
ეგრეა, ეგრე :smile:))))
Laki
არც მაგის გაგება არ შეგიძლით სწორად, (ან არ გსურთ), მანდ საუბარი იმაძეა, რომ ნებისმიერი ტექნიკური თუ სამეცნიერო აღმოჩენები და ე.წ. მიღწევები ადამიანს აშორებს უფლისაგან, მითუმეტეს როცა ამ მიღწევის გამოყენება არასწორად და სულისდასამახინჯებლად ან თუნდაც ხორციელი ვნებების დასაკმაყოფილებლად ხდება, თორემ კომპით და ინტერნეტით სიბინძურე-სიბილწე შეგიძლია ათვალიერო და ანთხიო და ამ დროს საჭირო და სასარგებლო ინფორმაციებიც შეიძლება მოიპოვო და გადაცე, იგივე ვიდეო, ტვ და ა. შ. ანუ ვინც სულმოკლეა ის იქნება ჩათრეული იმ გეგმაში, რომელიც მანდა აქვთ მოყვანილი , ანუ დაღუპონ ადამიანები და ჯოჯოხეთისათვის გაწირონ მათი სულები!!!
jordano
მოიცა
ეგრე სად არის?
ახლა რომ ჩვენ კომპიუტერებს მივსხდომივართ, ფორუმზე ვწერთ, მე თბილისში ვარ, ვიღაც ამერიკაში, ვიღაც ევროპაში.

აბა, დროზე shutdown!

კათოლიკებსა და პროტესტანტებზე კიდევ:

ჩვენ ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვართ
მარტო ჩვენ გვზრდიდნენ დედანი
ჩვენვე ვცხონდებით, ურჯულოთ
კუპრში მოუწევთ ქშენანი
ამის თქმით ვწარამარაობთ
ღვთისშვილთა უკეთ იციან
ყველანი მართალს ამბობენ
განა ვინაცა ჰფიციან?

(თავს ვერ დავდებ, რომ ყველა სიტყვა ზუსტად მახსოვს. მეთერთმეტე კლასის მერე არ წამიკითხავს. 9 წელი გავიდა)
Wind
ლაკი, თუ ე.წ. მიღწევა კომპის სახით "გაშორებს უფლისაგან", გადააგდე ეს ოხერი და ნუ სარგებლობ, რა. რა არის მაგაზე ადვილი?
jordano
Laki
შენივე სიტყვებიდან გამომდინარეობს, რომ ეს მაშინ მოხდება, თუკი კომპიუტერს არასწორი მიზნებით გამოვიყენებთ (პორნოგრაფია და ა.შ.)

ანუ გამოდის, რომ ტექნიკის მიღწევა არაფერ შუაშია. შიშველი ქალების ნახვა იგივე წარმატებით შეეძლოთ ველურებს. ასე რომ დაანებეთ კომპიუტერს თავი :smile:
jordano
ტექნიკის მიღწევაა, ვთქვათ, ტრაქტორი. ახლა გეტყვი მე ერთ მაგალითს.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისელი ვარ, "ასფალტზე გაზრდილიც" მეთქმის ალბათ და პროგრამისტიც, სოფელშიც ვყოფილვარ და ხვნისას ხარების წინაც მივლია.

შენ რომ გენახა, როგორ ხროტინებდა ერთი ხარი, მისი ცოდვით დაიწვებოდი. ნამდვილად არ მეგონა, თუ ცხოველი ასე გულით შემეცოდებოდა.

ასე რომ გამოთქმა "ტექნიკის ნებისმიერი მიღწევა ადამიანს აშორებს უფალთან" არის ცალსახად მცდარი. "ნებისმიერის" ნაცვლად "ზოგიერთი" რომ თქვა, კიდევ შეიძლება ამაზე კამათი.
Laki
ერთმა ბრძენმა თქვა, არ არსებობს იმაზე მეტი უგუნური საქმე, ვიდრე ბრიყვთან კამათის გაბმაო....
Anonymous
.

[ This Message was edited by: ამანდა on `2003-06`-09 22:49 ]
Wind
ლაკი, შენ კიდევ სარგებლობ კომპიუტერით და უფალს შორდები??? სასწრაფოდ დაანებე თავი და ცოდვის მოსანანიებლად გაიქეცი!
ბნელა ხალხო, ბნელა! :sad:
Laki
[ This Message was edited by: Laki on `2003-08`-07 17:18 ]
jordano
Laki
აცხონოს ღმერთმა ის ბრძენი, მართალი უთქვამს.
Anonymous
[ This Message was edited by: ამანდა on `2003-06`-09 22:50 ]
Sikvdila
ისა... მეც კომპიუტერით ვირჩენ თავს - ბენზოგასამართ სადგურზე ვმუშაობ ოპერატორად და ეგეც ცოდვაა ?
Laki
[ This Message was edited by: Laki on `2003-08`-07 17:18 ]
Anonymous
[ This Message was edited by: ამანდა on `2003-06`-09 22:50 ]
Laki
[ This Message was edited by: Laki on `2003-08`-07 17:19 ]
Anonymous
[ This Message was edited by: ამანდა on `2003-06`-09 22:51 ]
Laki
ამანდა. "აისიქიუ" დაბლოკილი გაქვს?
Anonymous
[ This Message was edited by: ამანდა on `2003-06`-10 00:52 ]
Anonymous
[ This Message was edited by: ამანდა on `2003-06`-10 00:50 ]
zaza_za37
ზოგი რა დაიბადება ამ ქვეყანაზე. ლაკი და სვანი წარმომიდგენია როგორც კარგად გაბერილი სარის ბურტი და აი სადაც არის რომ უნდა გასკდეს. საცოდავო სემო ქვეყანავ, მაგისტანები კიდევ რამდენი იკნება არაა?
svani
QUOTE
On `2003-05`-31 02:03, zaza_za37 wrote:
 ზოგი  რა დაიბადება   ამ  ქვეყანაზე.  ლაკი  და სვანი  წარმომიდგენია  როგორც  კარგად  გაბერილი  სარის  ბურტი  და  აი  სადაც  არის   რომ  უნდა  გასკდეს.  საცოდავო  სემო  ქვეყანავ,  მაგისტანები  კიდევ  რამდენი  იკნება  არაა?

ზაზუნა, რაო, რა გიხარია? "საცოდავ ქვეყანას" რო უწოდებ-მაგისნაირი ავხორცების გამოა ცოდვა. ბუზებიც ეტანებიან ცხვრის დუმას და გუდის ყველს, რომ დააბინძურონ და შიგ ჩააჭუპრონ რომ ადამიანს ახლოს მისვლაც კი დაეზაროს. აი, ასეა შენი ქალბატონისა მისი ლეგეონის საქციელი. სადაც ცხვირი ჩაყო, ყველაფერი დააბინძურა- ბოლომდე არც ერთი თემა არ მივიდა!
Anonymous
[ This Message was edited by: ამანდა on `2003-06`-10 00:51 ]
Anonymous
რისი თქმა გინდათ?! კომპუტერი თუ არ არსებობდა და ცივილიზაციის სხვა გამოვლინება არ არსბეობდა ამ ქვეყნად ბოროტება,სიბილწე და გარყვნილება?!


:eek:
:???:
jordano
როგორ არ არსებობდა, უარესებიც ხდებოდა, მაგრამ ლუარსაბ თათქარიძისა არ იყოს, დამალული იყო :smile: :smile:
David M
ღმერთმა ადამი და ევა რომ გამოაგდო ედემიდან, და თქვენით ირჩინეთ თავი აწიო, ადგა ადამი და დაიწყო თავის რჩენა. ეგ კი იოლი საქმე არაა, ბევრი აქ მყოფი დამერწმუნება. ჰოდა, დაიწყო რაღაცეების გამოგონება, რაც ედემის ბაღში არ ჭირდებოდა: მოიშინაურა ცხოველები, გამოიგონა ბორბალი, გუთანი, შეაბა შიგ ხარი...
რაკი ღმერთმა ხელის-ფეხის გარდა თავიც მოგვცა და შიგ ტვინი ჩადო, ამიტომ კიდურებს როგორღაც უნდა დაეხმაროს. ტვინში კუნთები არაა, და მექანიკურ სამუშაოს ვერ შეასრულებს. ჰოდა, ეხმარება ხელ-ფეხს რითიც შეუძლია. მაგალითად, ლეროი ბარელი 100 მეტრს 10 წამში გარბის. მე ვერა. სამაგიეროდ, მანქანა მყავს, რომელიც უფრო ჩქარა მოძრაობს.
ქრისტემ ხეიბარი ააყენა და ამით გვაჩვენა, და ჩაგვინერგა რწმენა, რომ ხეიბარმა შეიძლება გაიაროს. ამ რწმენით ტვინმა მოიგონა მოძრავი სავარძელი, და ინვალიდებს საშუალება აქვთ გადაადგილდნენ, და მონაწილეობა მიიღონ ცხოვრებაში. ცუდია? საიდან ვიცით, რომ ეს მოძრავი სავარძელი ეშმაკის შთაგონებითაა შექმნილი და არა ქრისტეს მიერ ხეიბრის გაჯანსაღებით? ანდა, მედიცინა: თვალის მიკროქირურგია, სახსრის შეცვლა, და ა.შ. იგივეს არ აკეთებს?
მოკლედ მეცნიერება და ტექნოლოგიური პროგრესი არის ტვინის დახმარება ხელ-ფეხისთვის. თავის ტვინი კი ღმერთმა მოგვცა. საჭირო რომ არ ყოფილიყო, მარტო ზურგის ტვინს მოგვცემდა, +ნათხემს და მოგრძო ტვინს. წინა ტვინი კი აზროვნებისთვისაა, ისევე, როგორც ფეხი სიარულისთვის და ხელი მუშაობისთვის. ჰოდა, თუკი კარგად მუშაობს, რატომ არის ეს უღმრთო საქციელი?
ნარკომანია განა ახალი სენია? პორნოგრაფიის ყურება?
უბრალოდ, დღეს ადამიანს უფრო ფართო არჩევანი აქვს, რა გააკეთოს. ამაში ცუდი არაფერია, რადგან სია ზემოთაც გაფართოვდა, და ქვემოთაც, მაგრამ აუცილებელი არაა, რომ სულ ქვედა ნაწილი აირჩიო.

მოკლედ, ვისაც არჩევანის სიუხვე არ მოსწონს, პირადი საქმეა. დიდ არჩევანში მეტი ცდუნებაა, მაგრამ ამით რა? მთავარია გავარჩიოთ, რაა ცდუნება და რაა კარგი ამ ახალ დიდ სიაში, და ამაში ჩვენი ეკლესია უნდა დაგვეხმაროს.

კომპიუტერი ეშმაკის გამოგონილიაო, რომ ვთქვათ, ამით არაფერი გამოვა. პირიქით, პირველი კომპიუტერი მე-2 მსოფლიო ომის დროს ინგლისის სადაზვერვო სამსახურმა გამოიგონა და აამუშავა, რომ ფაშისტების ენიგმა-შიფრები წაეკითხათ. ახლა ვინ უფრო ეშმაკისეული იყო მეორე მსოფლიო ომის დროს: ჰიტლერი თავისი საკონცენტრაციო ბანაკებით, თუ დიდი ბრიტანეთი?

ამ აღდგომაზეც იერუსალიმიდან ცეცხლი თვითმფრინავით ჩამოიტანეს. ხიროსიმასაც ატომური ბობმი თვითმფრინავიდან ჩამოუგდეს.

და ბოლოს, მარჯვენა ხელით პირჯვარის გადაწერაც შეიძლება და კაცის მოკვლაც. აქედან რა დავასკვნათ? რომ:
ა)მარჯვენა ხელი არაა საჭირო, თუ
ბ)მარჯვენა ხელი ღვთის ნაბოძებია და ღვთის სამსახურში უნდა გაისარჯოს?
მე ბ)-ს ვემხრობი, და არა მარტო ხელ-ფეხის, არამედ ნებისმიერი მექანიზმის ან ტექნოლოგიის კონტექსტში.
Anonymous
[ This Message was edited by: ამანდა on `2003-06`-10 00:53 ]
jordano
აი, ამას ქვია მწყობრი მსჯელობის ძალა. მეც მომეწონა :smile:
Laki
საღოლ!
მეც მაგას ვამბობ, ანუ ცივილზაციის წარმატებები კარგია, ოღონდაც გააჩნია რაში და როგორ გამოიყენებ, თორემ ნუ დაგვავიწყდება ატლანტიდა და ისიც, თუ რატომ ჩაიძირა ოკეანეში!!!! არა მგონია მათზე მეტი ჭკვიანი იყოს ახლანდელი კაცობრიობა და ისიც გვახსოვდე მუდამ თუ რატომ "ჩამოვიდა ღმერთი" მიწაზე ისესოს სახით!!! ანუ რაშია გადარჩენა მეორედ მოსვლისას.
ისე ეართს გეტყვით კიდევ, ბერები ამბობენ კანდელში ზეთი უფრო ნაკლები იწვებაო...იმედია მიხვდებით რასაც გულისხმობენ ამით!!!!
Laki
ბოდიში "იესოს" სახით!!!
David M
ატლანტიდის ჩაძირვის ფაქტობრივი დადასტურება არ არსებობს. არსებობს ლეგენდები, რომლებიც პლატონის ორ სხვადასვა ნაწარმოებშია ნახსენები.
თანამედროვე მეცნიერებაში გავრცელებული ვერსიის თანახმად, ლაპარაკია კუნძულ სანტორინზე ვულკანის აფეთქების და ამის შედეგად წარმოქმნილი ცუნამის დამანგრეველ ზემოქმედებაზე. ტალღამ, სავარაუდოდ 40-მდე მეტრი სიმაღლის, კატასტროფა მოუტანა კუნძულ კრეტას, სამხრეთ საბერძნეთს, და მეტ-ნაკლებად, მთელ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთს, რადგან მაშინდელი მოსახლეობა ძირითადად სანაპირო ზოლში ცხოვრობდა. ესაა ფაქტები "ატლანტიდის" დაღუპვის შესახებ. ანუ, სახეზეა გეოტექტონიკური მოქმედების ერთ-ერთი ტრაგიკული შემთხვევა, არც ყველაზე დიდი და არც ყველაზე მსხვერპლიანი.
რამდენად ჭკვიანნი იყვნენ ატლანტიდის მცხოვრებლები, ძნელი სათქმელია. და მთელი ეს ამბავი ბურუსითაა მოცული. ამიტომ მათი დასჯის მიზეზებზე საუბარიც ძნელია. თანაც, ეს ყველაფერი წარმართული ლეგენდებია და ქრისტიანობასთან არავითარი კავშირი არ აქვს. დიდაქტიკური თვალსაზრისით სოდომის და გომორის მოსპობა უფრო დამაჯერებელ და ჭკუისსასწავლებელ მაგალითად მიმაჩნია, ვიდრე ბიჭების მოყვარული პლატონის დიალოგები.
Anonymous
laugh.gif laugh.gif laugh.gif
Laki
ატლანტიდის ოკეანეში ჩაძირული ქალაქების შესახებ რას იტყოდით, ასე რომ პლატონს მიუხედავად მისი სექსუალური ორიენტაციისა(დღეს ვის უკვირს ნეტავ ეგ) მთლად ჰაერიდან არ ექნება მაგ თემაზე ნასაუბრები!!!
ისე კი სოდომ-მორომზე გეთანხმები, ეგეც უნდა გამხსენებოდა. მით უმეტეს რომ პირველი დიდი მაგალითია დასჯისა ეგ წარღვნის შემდეგ პერიოდში!!!
David M
ჩემთვის არაა ცნობილი ატლანტის ოკეანის შუაგულში რაიმე ნამარხი ცივილიზაციის ნაშთების აღმოჩენის ფაქტი. არის სპეკულაციები გეოტექტონიკური ძვრების შედეგად ხმელეთის გარკვეული ნაწილის წყალქვეშ აღმოჩენის შესახებ.
პლატონი ფილოსოფოსი იყო, და არა ისტორიკოსი. ამიტომ მისი ფაქტების უტყუარობაზე თავს ვერ დავდებ. სანტორინის აფეთქებისას ბერძნული ცივილიზაცია საერთოდ არ არსებობდა, ამიტომ ეს ამბავი ლეგენდის სახით მივიდა პლატონამდე, ზუსტი თარიღის და გეოგრაფიული ადგილის გარეშე.
Laki
ბატონო დავიდ! მე დისერტაციის დაცვაზე არა ვარ ამწუთში და არც თქვენს ოპონენტს წარმოვადგენ,სამწუხაროდ არ "კუსტოს" ეკიპაჟის წევრი ვყოფილვარ, მთელი ოკეანეები რომ "მომეარა ფეხით! რაც ვთქვი ატლანტიდასთან დაკავშირებით, გენი წიგნშიც წამიკიტხავს და ტვ-ში მინახავ (ჭყალქვეშა ქალაქები), ხოლო ატლანტიდის ჩაძირვა მიტომ გავიხსენე, რომ იყო "ლეგენდარული ცივილიზაციათქო" რომელიც საკუთარმა ცოდნამ (და ცოდვებმა) დაღუპა, ხოლო მე რას ვგულისხმობდი (ცოდნის გამოყენებაზე, არასწორად) და ცივილიზაციის მოსალოდნელ დაღუპვაზე, აქ ცოტა სხვა კუთხით უნდა მივუდგეთ მსჯელობას მგონი!!!ოზონი მცირდება, მზე რადიაციული გახდა, ატომის საფრთხე,(ტექნიკის საოცრებებით მიღწეული შედეგები"), შიდსი და "ანტიპური ვირუსები" კი ვხედავთ რა "სიკეთესაც" გვაძლევს და თუ როგორ "მივაღწიეთ ამ ბედნიერებას" ეგეც გასაგებია მგონი!!!ამიტომ დასკვნა: იყავი ნაკლებ ცოდვილი, ვიცი ახლა ვიღაც მეტყვის, ატომი თუ აფეთქდა ყველას (ცოდვილსაც და უცოდველსაც) ერთნაირად მოსპობსო , მაგრამ ამ შემთხვევაში ხომ სულს მაინც გადავირჩენთ.../!!! და კიდევ, თუკი ვიცხოვრებთ 10 მცნების დაცვით, იქნებ არავინ დადგეს ატომის სროლის განწყობაზე. დაავადებიდან თავის არიდებაზე აღარაფერს ვამბობ@!@@
lolski
:smile:
Anonymous
[ This Message was edited by: ამანდა on `2003-06`-09 22:52 ]
Laki
ამანდა! დამაინტერესა მაგ ინფორმაციამ!
'wink.gif
David M
QUOTE

On `2003-06`-03 17:15, Laki wrote:
ბატონო დავიდ! მე დისერტაციის დაცვაზე არა ვარ ამწუთში და არც თქვენს ოპონენტს წარმოვადგენ,სამწუხაროდ არ "კუსტოს" ეკიპაჟის წევრი ვყოფილვარ, მთელი ოკეანეები რომ "მომეარა ფეხით! რაც ვთქვი ატლანტიდასთან დაკავშირებით, გენი წიგნშიც წამიკიტხავს და ტვ-ში მინახავ (ჭყალქვეშა ქალაქები), ხოლო ატლანტიდის ჩაძირვა მიტომ გავიხსენე, რომ იყო "ლეგენდარული ცივილიზაციათქო" რომელიც საკუთარმა ცოდნამ (და ცოდვებმა) დაღუპა, ხოლო მე რას ვგულისხმობდი (ცოდნის გამოყენებაზე, არასწორად) და ცივილიზაციის მოსალოდნელ დაღუპვაზე, აქ ცოტა სხვა კუთხით უნდა მივუდგეთ მსჯელობას მგონი!!!

არ მიყვარს ფაქტობრივი უზუსტობები. მერე წავა ვინმე და იტყვის, ატლანტიდა მართლა არსებობდა, ფორუმში წავიკითხეო. კუსტოს რომ ატლანტიდა ეპოვოს, ნამდვილად არ მახსოვს. პლატონი "კრიტიასი"-ში ყვება, როგორ დაამარცხეს ათენელებმა ატლანტიდა. ამ მხრივ, ცოდვებს და საკუთარ ცოდნას კი არა, უვიცობას და სამხედრო სისუსტეს დაუღუპავს ატლანტიდა. აქ დიდაქტიკური მორალი ისაა, რომ კარგად უნდა შეიარაღდე, ატომური იარაღი უნდა დაიგროვო, და სხვა ვერ მოგერევა.
"ტიმეოს"-ში კი, ატლანტიდის ამბავი მოყოლილის მოყოლილის მოყოლილადაა გადმოცემული. ეგვიპტელი ქურუმი ყვება, რომ ზღვაში იყო ძლიერი ცივილიზაცია, რომელიც სტიქიურმა უბედურებამ დაღუპა. ცოდვებზე არც იქაა რაიმე ნათქვამი. ტიმეოსში მოყვანილი აღწერა კარგად ემთხვევა კრეტის ცივილიზაციას და კუნძულ სანტორინზე ქრისტეშობამდე 1470 წლის რაიონში მომხდარ ვულკანის ამოფრქვევას. სხვა დამოუკიდებელი დოკუმენტური ან არქეოლოგიური მასალა ატლანტის ოკეანის შუაგულში არსებული ცივილიზაციის შესახებ ჩემთვის უცნობია, ისევე, როგორც ამ დარგში მომუშავე მეცნიერებისთვის. თვით ატლანტიდის არსებობის ფანატიკოსები გაკრულად აღნიშნავენ ამას. კუსტოს რამე რომ ეპოვა, მაგათ საიტზე 24 ზომა შრიფტით იქნებოდა დაწერილი.
ბოდიში ფორუმის წევრებთან, "ბნელი ძალების" თემას რომ გადავუხვიე.
Anonymous
[ This Message was edited by: ამანდა on `2003-06`-09 22:53 ]
Mitua
QUOTE
On `2003-06`-03 18:51, ამანდა wrote:
ლეგენდებმა გამახსენა არგონავტებზე ხომ არის ლეგენდა  და მოგზაურობაც ჩატარეს 2 წლის წინ.
კიდე არის ლეგენდა როგორ ჩავიდნენ ვიკინგები კავკასიაში, ხო და 2004 წელს ეწყობა მოგზაურობა იმ მარშრუტით.
თუ გინდათ, შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ნავით შვედეთიდან ევროპის გავლით საქართველოში.
ამ დღებში მომივა მთლიანი ინფორმაცია და მოგაწოდებთ.

მარო, ნეტა არ არაკუნებდე შენა.... საქართველოდან შვედეთში ეპატიჟიბი ქართველებს, რომ მერე ნავით ისევ უკან დაბრუნდნენ? :smile: :smile:
ლაკი, შენ მაინც რას აჰყევი ამ ცირკის მასხარას, კაცო... ვერ ხედავ, ხალხი მხოლოდ მასზე საღადაოდ შემოდის. :smile: :smile:
aleks
QUOTE

On `2003-06`-03 22:12, ამანდა wrote:
Mitua
რამდენიმე დღეში გაზეთ 24 სათში წაიკითხე სტატია მაგის შესახებ.
ღადაობს ის ვინც არაფერს არ აკეთებს და არაფრის გამკეთებელია ჩემო მიტუა, ეგ როგორ შეგეშალა კაცო ლოცულობ?
თვითომ შვედები მოდიან ნავით და თვითონ აფინანსებენ მაგ ექპედიციას.


[ This Message was edited by: ამანდა on `2003-06`-03 22:24 ]


არა ვეცნობი ფორუმის მასალებს და ვია საწყალო მარინა, ცოტა ხანში თბილისელ გიჟ მარინას ამოუდგებიტ ალაბათ გვერდით
Anonymous
laugh.gif

[ This Message was edited by: ამანდა on `2003-06`-05 01:42 ]
xevsuri
QUOTE

On `2003-06`-03 22:12, ამანდა wrote:
Mitua
რამდენიმე დღეში გაზეთ 24 სათში წაიკითხე სტატია მაგის შესახებ.
ღადაობს ის ვინც არაფერს არ აკეთებს და არაფრის გამკეთებელია ჩემო მიტუა, ეგ როგორ შეგეშალა კაცო ლოცულობ?
თვითომ შვედები მოდიან ნავით და თვითონ აფინანსებენ მაგ ექპედიციას.


[ This Message was edited by: ამანდა on `2003-06`-03 22:24 ]

მაშ ქართველებს რას ეპატიჟები თუ შვედები მოდიან? ვერ გაიგებს კაცი, ხან ისე უკრავ, ხან-ასე
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.