QUOTE(GRM @ 29.08.2005, 5:01)
აქ თოფიქი იყო სიმპატიურ მამაკაცებზე
ჰოდა, ინგლისურმა ჟურნალმა Company-იმ კი ყველაზე შეუხედავი და არასექსუალური მამაკაცების ათეული გამოაქვეყნა.
მე მგონი ძალიან სასაცილო რამ გამოვიდა. არ ვიცი, მე კი გავერთე ძალიან.
1.პიტერ ანდრე, მომღერალი და თოპ-მოდელ ჯორდანის ბოიფრენდი

3. ქრის ევანსი, მსახიობი

5.თონი ბლერი

6.ჯონათან როსი, ტელეწამყვანი

7.ჯონი ვეგასი, კომიკოსი

9.კრეიგ დევიდი, მომღერალი

10.ფით დოერთი, სუპერმოდელ ქეით მოსის საქმრო

[right][snapback]204017[/snapback][/right]
ის ტიპი, პირველ სურათზე რომ არის, საერთოდ არ გავს პიტერ ანდრეს. პიტერ ჩემი სტილი არ არის, მაგრამ მახინჯიაო, ნამდვილად ვერ იტყვი.
ქრის ევანსი აქ არის ცნობილი ტელეწამყვანი, ძალიან ბუნებრივად წითელთმიანია და კურდღელს გავს

, ბილი ფაიფერის ქმარი იყო. სურათზე ქრის ევანსი არ არის, მე მგონი, ამერიკელი მსახიობია ეს ბიჭი; სახელი არ მახსოვს.
ქრეიგ დეივიდი კი ძალიან მომწონს!!! როგორც მომღერალი და როგორც მამაკაცი! ვინ გაბედა მისი მახინჯად მოხსენიება???
ჯონი ვეგასს არც როდისმე ჰქონია პრეტენზია სიმპატიურობაზე

, ძალიან სასაცილო კი არის! შარშან, მგონი, დაქორწინდა საკმაოდ ლამაზ 'ბეიბზე' და საშაყიროდ საკუთარ ქორწილში სურათების გადაღების უფლება მიყიდა ჟურნალ
OK-ს თუ 'ჰელოუს', აღარ მახსოვს, ერთ გირვანქა სტერლინგად!

საერთოდ, ცნობილი წყვილები მილიონებს ახევენ ამ ჟურნალებს თავიანთი სურათების გამოქვეყნებისთვის. თუ გახსოვთ, ქეთრინ ზიტა-ჯოუნსმა უჩივლა მათ, ისეთი სურათები დაბეჭდესო, რომლებზეც მე უფლება არ მიმიციაო (კადრები იყო, როცა ქეთრინ საქორწილო სადილს მიირთმევდა).
ჯონათან როსი კი, გამიხარდა, რომ ამ სიაში მოხვდა! მაღიზიანებს ეგ ტიპი!
რას ერჩიან თონი ბლეას? კაცი პოლიტიკოსია და სხვებივით სალონებში ხომ ვერ ირბენს? თუმცა, ამას წინათ აქაური მედია გადმოსცემდა, რომ საკმაოდ ბევრ დროს ხარჯავს იმიჯზე, რადგანაც 'ბრითიშ ფაბლიქ'-ს სურს, მათი ლიდერი კარგად გამოიყურებოდეს.
ფით დოჰერთი - ვოთ ე ლუუზა!

მაგას ჯერ გაზრდა არ დაუმთავრებია, ჯერ კიდევ საბავშვო ბაღის ბავშვის ჭკუა აქვს!

ქეით მოს რამ გააგიჟა, მე ეს მიკვირს! ბღარტი ნარკომანი, რამ შეაყვარა?