დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: გილოცავთ ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს!
Rustavi 2 Forums > ზოგადი > ფორუმი და ფორუმელები > სარიტუალო დარბაზი
Laki
ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, განსაკუთრებით კი ქართველ მართლმადიდებლებს, სრულიად საქართველოს ვულოცავ ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს!!! ვუსურვებ მშვიდობას, ქვეყნის შიგნით თუ საკუთარ სულებში,ასევე ამაღლებულიყოს თითოელი საქართველოს მოქალაქის პატრიოტული გრძნობა,ქრისტიანული მორალი და პიროვნული თვისებები. განსაკუთრებით კი ქართველ ემიგრანტებს ვუსურვებ სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნებას და საქართველოს ამაღლებისათვის შრომასა და გამარჯვებაში გახარჯულიყვნენ!!!
პ.ს. არ დაიწყოთ ოღონდ ახლა ვინც არაა მართლმადიდებელი იმათ რაქნანო!!!რაქნან და სამშობლოსათვისაც მოეხედოთ ...:wink:))
Laki
ან მადლობა ეთქვა ვინმეს, ან თავად მიელოცა ქვეყნისთვის თუ ხალხისთვის. აქ მხოლოდ სალანძღავად დადიან მგონი და ერთმანეთისთვის ლაფის სასროლად, იმის მაგივრად, რომ ქვეყნის გასაჭირზე იმსჯელონ და რაღაც რეალური აზრი გამოთქვან ან გეზი დასახონ. ვარდი ყველას მოწონს, და მოწყვეტა არავის უნდა, ემანდ ჩემი სისხლი არ დაიქცესო....ასე ვერაფერს გავხდებით ხალხო!!! მე არ ვამბობ რომ ამ ფორუმის მონაწილეების ხელშიათქო ქვეყნის ბედი, მაგრამ საღი აზრი რომ გამოვთვათ თუ მოვისმინოთ და რაღაც შეგვემატოს ცოდნაში, ეს ხომ შეიძლება მოხდეს?!
ბოდიში რიტორიკისათვის!!!
Anonymous
გილოცავთ, გისურვებთ წარმატებებს ყველას ყველგან!
qristiani
რას ნიშნავს ამაღლების დღესასწაული? ძალიან გთხოვთ ამიხსენით. :smile: დიდი მადლობა.
nanuchki
გილოცავთ ხალხო ამ დიდ დღესასწაულს.ღმერთი იყოს მთელი საქართველოს მფარველი.
Laki
ნანუშკი ამინ!!
"ქრისტიანი" აღდგომიდან მე 40 დღეს უფალმა ჩვენმა დატოვა ეს ცოდვილი მიწა და ამაღლდა მამასთან და დაჯდა მისგან მარჯვნივ!!! ამით კიდევ ერთხელ გაცხადდა წმინდა სამების არსებობა: მამა, ძე და სულიწმინდა!!!

[ This Message was edited by: Laki on `2003-06`-17 17:06 ]
nanuchki
მართალი ხარ ჩემო ლაკი,ისე ქრისტიანის კითხვამ ღიმილი მომგვარა აშკარად გამომწვევად არის დასმული.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ხალხო.
nanuchki
დიდი მადლობა ლაკი,ისე იცი პატარა რომ ვიყავი როდესაც მესმოდა ამაღლების დღესასწაული მეგონა რომ ყველა ადამიანი იზრდებოდა ამ დღეს.
Laki
ნანუსშკი
ნეტავი მარტლა ყოველი ადამიანი იზრდებოდეს ყოველ ამაღლებაზე, ოღონდ არა სიგრძე-სიგანეში, არამედ სულიერად, რწმენაში და პიროვნულად!!!wink.gif))
Mitua
დაგვიანებით, მაგრამ, ვულოცავ ყველა მართლმადიდებელ ქართველს ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს!
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.