დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: ქალიშვილობის ინსტიტუტი
Rustavi 2 Forums > სხვადასახვა > F l a m e > ამური
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17
mdzime_jvari
ქართლის ჭირი



თუ სუსტი ნერვები გაქვს, ძალიან მორცხვი ხარ, ან სულაც “გაუთლელი აზიატი” ხარ შეგიძლია ეს სტატია უბრალოდ არ წაიკითხო.

დღესდღეობით ქართველები ძალიან “გავთანამედროვდით და გავევროპელდით” და მაგრადაც ვამაყობთ ამით, თუმცა როგორ შეიძლება თანამედროვეობაზე პრეტენზია გქონდეს და “პახოდუ” გოგოები შინაბერა ქალიშვილებად “გილპებოდნენ” ქვეყანაში? ეს ყველაფერი ქართული “ზებანძი” მენტალიტეტის შედეგია და კაიფი ისაა, რომ ამას ყველა მოწინააღმდეგე სქესს აბრალებს, თუმცა ამ ყველაფერში მეტ-ნაკლებად ორივე სქესის წარმომადგენლები არიან დამნაშავე. ბიჭების უმრავლესობას რომ ჰკითხო, თავისუფალი სექსი კარგია, მაგრამ მაგისი მომავალი საცოლე მაინც ქალიშვილი უნდა იყოს (კარგია არა?! ისე მაინც რა იდიოტები არიან ევროპელები როცა ქალიშვილობას ყურადღებას არ აქცევენ. ჩვენ კი ისეთი “ჭკვიანები” ვართ, რომ. მეტი არ შეიძლება. ანუ რაც ჭკვიანები ვართ, ქართველები ვართ). ზოგ გოგოს კი პირველი ღამის შიში აქვთ და ამიტომ ანუ ქორწინების პირველ ღამემდე “ინახავენ თავს”, ანუ სანამ მეტი გამოსავალი არ ექნებათ, რაც შეიძლება ზოგიერთს არც ეღირსოს, მწარე რეალობიდან გამომდინარე. ისე გოგოებს რომ ჰკითხო, ყველაფერს ბიჭებს და მათ ჩამორჩენილ აზროვნებას. აბრალებენ და იმის შიში აქვთ რომ ქალიშვილობის დაკარგვის შემთხვევაში კარგ “ტიპს” ვერ იშოვიან და გაუთხოვარი დარჩებიან. ისე ამაში არის სიმართლის მცირეოდენი ნატამალი, მაგრამ მხოლოდ მცირეოდენი, იმიტომ, რომ კაი “ტიპები” საკმაოდ ბევრნი არიან (თუმცა რაოდენობით არც გოიმებიც ჩამორჩებიან), რომ თუ გოგო მართლა ნორმალურია და არა “ზურჭყი”, წესით, საერთოდ არ უნდა გაუჭირდეს ნორმალური ბიჭის პოვნა, მაგრამ აქ კიდევ ერთი საინტერესო რამ უნდა აღინიშნოს: ყველა გოგოს უნდა კარგი და თანამედროვე საქმრო იშოვოს, მაგრამ არც თავიან უბიწოებას ელევიან. არის კატეგორია გოგოების, რომლებსაც უბრალოდ უნდათ და იმიტომ ინახავენ ქალწულობას და არა რაღაც უაზრო ტრადიციის გამო, მაგრამ უმრავლესობა ასეთ კატეგორიას არ განეკუთვნება, მეტიც, ზოგიერთი ისეთი ”აზაბოჩენია” რომ სახეზე აწერია ყველაფერი. და ისიც ხომ ფაქტია, რომ კარგი და თანამედროვედ მოაზროვნე მამაკაცი (მე ნამდვილ თანამედროვე და ნორმალურ მამაკაცებს ვგულისხმობ და არა “ძალით თანამედროვე ქვისთავიან გოიმებს”) სულ არ მიაქცევს ყურადღებას თავისი საცოლის ქალიშვილობას. ანუ მივიღეთ ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო ფაქტორი: გოგოებს თან უნდათ ნორმალური საქმრო, თან გოიმზეც თანახმა არიან ოღონდ გაუთხოვარი არ დარჩნენ. ასე რომ ამ გოგოების აზროვნებას კაციშვილი ვერაფერის გაუგებს. როგორ შეიძლება რაღაც თან გინდოდეს და თან არ გინდოდეს – კრეტინიზმია. არის კიდევ ერთი პრობლემა – ჭორიკანა მეზობლები, რომლებიც ყველაზე ხშირ შემთხვევაში შინაბერა ქალები არიან, რომლებმაც ოღონდ კი მოკრან თვალი რომელიმე მეზობელ გოგოს ბიჭთან ერთად და მერე მთელ უბანს ეცოდინება – “ის ბოზია”. მეორეს მხრივ, თუ შენ თავისუფალი ხარ, რაზეც ყველა თავს დებს, მხოლოდ და მხოლოდ შენი ნებაა, რასაც შენ გააკეთებ და სხვა არავის, მით უმეტეს არ უნდა გაინტერესებდეს შენს ქმედებებზე ვიღაც სხვის აზრი.

მამაკაცები ბევრად უფრო არიან დამნაშავენი ყველაფერ ამაში და საერთოდ, ე.წ. “ქალიშვილობის ინსტიტუტის” არსებობა სწორედ რომ ძლიერი სქესის ბრალია. ბევრი მამაკაცი ქალიშვილობის ინსტიტუტის არსებობისათვის არგუმენტად მოიყვანს ამას: კაცს როცა ქალიშვილი მოჰყავს ცოლად, დარწმუნებულია იმაში, რომ ამ გოგოსთვის პირველი კაცია. ეს ყველაფერი კაი, მაგრამ, რა გარანტიაა, რომ ამ უბიწო გოგოს, როცა “აკრძალულ ხილს” იგემებს, არ გაუტკბება და სხვასთან არ უღალატებს თუნდაც მრავალფეროვნების ან ცნობისმოყვარეობის გამო? ქალწულობის ინსტიტუტის არსებობა კაცის არასრულფასოვნების გამოხატულებაა და მეტი არაფერი, თორემ რაღაც “ზედმეტი 10 გრამი ხორცი” ასეთი მნიშვნელობის არ უნდა იყოს. შეიძლება კაცებს იმისიც ეშინიათ, რომ ცოლს ვერ დააკმაყოფილებენ, ამ მხრივ კი ქალიშვილი იდეალური ვარიანტია: ვერ დააკმაყოფილებს და მიზეზიც მზადაა – “მე შენ ვერ შეგეწყვე, შენი გამოუცდელობის ბრალია”.

აზიატების საყურადღებოდ: ცხენებსაც აქვთ საქალწულე აპკი, მაგრამ ჯერჯერობით არაა შემჩნეული ცხენებში “აზიატი ულაყები”, რომლებიც მდედრს არაქალიშვილობის გამო იწუნებენ (ამ შედარებაზე საერთოდ გაცოფდებიან ჩვენი “რაინდები” – როგორ თუ ისინი ცხენებს შეადარეს, თანაც “გოიმ ცხენებს”).

ბევრი თავისუფალი სექსის იდეას უკუღმართად იგებს. მაგალითად, ბევრი “გოიმის” აზრით, თავისუფალი სექსი ისაა, რომ გოგო ყველასთან “პადრიად” წვება (ზოგი მართლა “ძაან ძაან” კრეტინია და ჩამორჩენილი...). რაც შეეხება თავისუფალი სექსის ნამდვილ იდეას ეს არის ის, რომ ინტიმური ურთიერთობა უნდა გქონდეს იმასთან, ვისთანაც შენ გინდა (თუ იმისი სურვილიცაა, რა თქმა უნდა და თუ საერთოდ რაიმე ორმხრივი გრძნობა არსებობს), საკმაოდ დიდი ნაწილი ამას კარგადაც მიხვდა. თუმცა რაზეა ლაპარაკი, როცა ცნობილია, რომ ბიჭმა შეყვარებული მხოლოდ იმიტომ “გადააგდო” რომ მანამდე სხვას აკოცა (აქ ლოყაზე კოცნა არ იგულისხმება). გამოსავალიც არსებობს: ელემენტარულად, დააყენე კაცი ფაქტის წინაშე, რომ ქალიშვილი არა ხარ და როცა ზოგიერთი “გოიმი” ნახავს, რომ მაგის შეყვარებული არ იქნება ქალიშვილი, მაშინ მოუწევს ბედთან შეგუება, თუ არა და “დალპობა და გადაღრძუება” შეყვარებულის გარეშე, რაც ეგეთებისათვის ნაღდად კარგი “პერსპექტივაა”, მეტის ღირსები არც არიან. ბევრი “ჯენტლმენი” იმასაც კადრულობს, რომ არაქალიშვილ გოგოს ეგრევე “ბოზის” იარლიკს აკერებს. სწორედ ეს “იარლიკის მიკერება” ბევრად უფრო მეტი ბოზობაა. გარდა ამისა არიან გოგოები რომლებიც მართლაც ”პადრიად” ყველასთან წვებიან და ერთი რამე რაც მათ მეძავებისაგან ასხვავებს ისაა რომ პანელზე არ დგანან და ფულს არ იღებენ.

იქნებ ყველას ის სჯობს რომ გოგოები ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების გამო გათხოვდნენ `13-15` წლის ასაკში და შემდეგ მალევე გაეყარონ ქმარს? ასეთი შემთხვევები უკვე ძალიან გახშირდა. ამის შემდეგ ხომ უკვე ხელახლა გათხოვების ძალიან პატარა შანსი აქვთ არაქალიშვილობის გამო, ზოგი კი საერთოდ ბავშვით ხელში რჩება მარტო, რასაც ალბათ კომენტარი არ სჭირდება. რა თქმა უნდა არც ერთი გოიმი არ “აკადრებს თავის თავს და ოჯახს” ასეთი გოგოს სახლში შეყვანას.

შეეხება დიდხანს თავის შეკავებას, ამას გოგოებისთვის საკმაოდ ცუდი შედეგები მოჰყვება ხოლმე. მაგალითისათვის მხოლოდ ორის დასახელებაც საკმარისია: არასრულფასოვნების კომპლექსი, და ჭარბთმიანობა. არასრულფასოვნების კომპლექსი რომ ცუდია ამაზე ორი აზრი არ არსებობს. გამომწვევი მიზეზი საკმაოდ მარტივია: თავის შეკავებას გარკვეული ნერვული მოშლილობები მოსდევს, ანუ როგორ შეიძლება ბუნებრივი, ფიზიოლოგიური მოთხოვნილებისაგან თავი შეიკავო? (ე.ი. შიმშილით კვდებოდე და არ ჭამო... მოკლედ, ნაღდი მაზოხიზმია რა...) სწორედ ამ მოშლილობებს მივყავართ კომპლექსებამდე. ძალიან კარგი გარეგნობის გოგოსაც კი შეიძლება გაუჩნდეს კომპლექსი იმაზე, რომ აქვს გარეგნული დეფექტები, შემდეგ იკეტება თავის თავში და შედეგი: მივიღეთ ნამდვილი “მუდო”, რომელსაც შინაბერობის ყველაზე კარგი შანსი აქვს, თუმცა ერთეულებს ფორტუნა მაინც გაუღიმებს და ახერხებენ ვინმესთვის “შეტენვას” – ეს ერთ-ერთი “ქალური ტრიუკია”, რომელსაც ქართველი “კრახები” წარმატებითაც იყენებენ. ეს კიდევ არაფერია ისეთ ამაზრზენ რაღაცასთან შედარებით, რაც არის ულვაშები და საერთოდ, თმა სხეულზე. ამის გამომწვევი ფაქტორი შემდეგია: დიდხანს თავის შეკავების დროს ქალის ორგანიზმი მამაკაცური ჰორმონების გამომუშავებას იწყებს (ანუ ქალი ნაწილობრივ “გადამამაკაცებას” იწყებს). არ შეიძლება ვინმე არ დამეთანხმოს, რომ ზოგიერთ “ტურფას” ისეთი ულვაშები აქვს, რომ ბევრ ბიჭს შეშურდება. ზოგმა ეს შეიძლება გენებს დააბრალოს, მაგრამ მოიცა რა, როგორ შეიძლება 90%-ს ასეთი “ნაგავი” გენები ჰქონდეს? სხვათა შორის, ზოგი “რაინდი” თანახმაა მისი საცოლე იყოს ულვაშებიანი “კრახი”, ოღონდ აუცილებლად ქალიშვილი. მთავარია გოგოს ამ “რაინდზე” მეტი ულვაში არ ჰქონდეს, თორემ უბრალოდ ნაცნობებთან “ტეხავს რა...”. ალბათ, გამოთქმა “ნამუსის ულვაში” აქედან მოდის (ქალის ულვაში ხომ პირდაპირ კავშირშია ნამუსთან), მაგრამ ასეთი საზიზღრობა ბუნებაში მეორე უბრალოდ არ არსებობს. ღმერთს იდეაში ბლანჟიანი ქალი ნაღდად არ ჰქონია თავის დროზე როცა ევას ქმნიდა.

გარდა ამისა არის ასევე კიდევ ერთი ძალიან დიდი პრობლემა. ცნობილია, რომ ქალის სასქესო ჰორმონები კანცეროგენებს წარმოადგენენ და ამრიგად საშიშნი არიან თვითონ ქალის ორგანიზმისათვის თუ მათი “დაწვა” არ მოხდა წარმოქმნიდან მოკლე დროში. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან დიდი შანსია სიმსივნე განვითარდეს. (“ურწმუნოებს” შეუძლიათ ეს ცნობები გადაამოწმონ ბიოქიმიკოსებთან, და ასევე ისიც ფაქტია, რომ საქართველოში ამ ბოლო ხანებში ქალებში სიმსივნურმა დაავადებებმა იმატა, კერძოდ, მკერდის კიბომ). ასე, რომ აზიატი რაინდების ტრადიცია ქალს ძალიან დიდ ზიანს აყენებს. შეიძლება შემომედავონ, შუა საუკუნეებში რატომ არ იყო სიმსივნე გავრცელებული როცა ქალწულობის ინსტიტუტი მოქმედებდა ისე აქტიურად როგორც არასდროს, მაგრამ მაშინ გოგოები `17-20` წლისანი თხოვდებოდნენ ძირითადად, რაც დაავადების გაჩენის რისკს მნიშვნელოვნად აქვეითებდა.

ისე, ამჟამად მრავალ სამედიცინო დაწესებულებაში გვთავაზობენ ახალ მომსახურეობას – ქალწულობის აღდგენას. ასე, რომ “ღრმად პატივცემულ აზიატ გოიმებს” სიფრთხილეს ვურჩევ, თორემ შეიძლება მათი “ქალიშვილი” შეყვარებული, რაშიც მათ ეჭვი არანაირად არ შეეპარებათ გარკვეული ტექნიკური მიზეზების გამო, სულაც არ აღმოჩნდეს ქალიშვილი და შეიძლება ასევე მთელი თუ არა ნახევარი თბილისის “ძალიან ახლო” ნაცნობიც კი იყოს. სხვათა შორის ასეთ ქალს ზუსტადაც იმსახურებენ ჩვენი “რაინდები”. “ძაან ძაან აზიატებს” კი შეუძლიათ ყოველდღე მიიყვანონ ცოლი ანალოგიურ დაწესებულებაში და მერე ყოველღამე დატკბნენ მისი ქალიშვილობით, “იასნია” თუ ფინანსები შეუწყობენ ხელს.

ვროპა ცუდი არანაირად არაა და არც ქართველები ვართ მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანები და უკეთესები, თუ პირიქით არა, როგორც ეს ბევრს მიაჩნია. მე კი იმედი მაინც მაქვს, რომ ჩემს ნათქვამს ზოგიერთი სწორად გაიგებს. თუ არა და ყველას აქვს უფლება საკუთარი აზრი ჰქონდეს, თუმცა ეს ზოგიერთის ჩამორჩენილ ტვინამდე ვერ მიდის.

სტატია დაიწერა ორივე სქესის წარმომადგენლების თხოვნით.

იქნებ მოგვეხდინა ახალი ტრადიციის - “ვაჟიშვილობის ინსტიტუტის” შემოღება... რა დაერხევათ მაშინ ჩვენ გოიმებს...



Prankster


P.S. ამ სიტუაციამ ერთი ძალიან ძველი ანეკდოტი გამახსენა., რომელიც ზუსტად ქართულ მენტალიტეტზეა (მაინც როგორ ძაან გვიყვარს ქართველებს სიტყვა “მენტალიტეტი”, არადა ამაზე იდიოტური სიტყვა არ არსებობს).

მარო: მიხო, თავისუფალი სექსი რა არის?

მიხო: თავისუფალი სექსი ისაა, რომ მე, მაგალითად, შემიძლია მეზობლის ქალთან გადავიდე და გავატარო ღამე.

მარო: ე.ი. მეც შემიძლია, რომ მეზობლის კაცთან გავატარო ღამე?

მიხო: ეხლა შენ თავისუფალ სექსს ბოზობაში ნუ ურევ!!!

P.P.S. ეს უკვე სასაცილო კი არა სატირელია...
zaza_za37
ტაკ, კრიტიკა გასაგებია, აი შენ რას გვტავაზაბ თუ შეიძლება ჩამოაყალიბო, აი ასე 1.ლი 2.რე 3.მე და ასე შემდეგ.


მე მაგალითად თავისუპალი სექსი მიმაჩნია მაშინ როდესაც ცოლს და ქმარს არ სცხვენიათ ერთმანეთან არაფრის, მე ვგულისხმობ ლოგინში.


რაც შეეხება გათხოვებას უმეტესად მაინც `17-20`ცი წლის ფარგლებში თხოვდებიან და დიდი არაფერი თუკი ამ პერიოდამდის ქალიშვილი იქნება. აუცილებელი ხომ არარის რომ 16წლისას უკვე ათობით კაცი ჰყავდეს ნანახიი?მაგრამ განათხოვარზე მე მაგალითად ცოლი განათხოვარი მყავს და დარწმუნებული ვარ რომ ის იყო და მერე მე მაგრამ მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს მის მიმართ, და გარწმუნებ ჩემნაირი ძალიან ბევრია საქართველიში. მე არასოდეს არ ვლაპარაკობ თუ რანაირი ურტიერთობა გვაქვს ლოგინში, მე მხელველობაში მყავს მეგობრები, ეს არავის საქმე არ არის. როდესაც ბევრისგან გამიგია რომ ორალური სექსი ეს არის რაგაც მეტისმეტი გარყვნილობა, მაგრამ ამ ლაპარაკის შემდეგ ყველა იგებს იმ სიამოვნებას თავისი მეორე ნახევრისგან, უბრალოდ უნდა მივიდეთ იმ დონემდის რომ რაც ბუნებამ დააწესა მას ვერ შევცვლით.
zaza_za37
"მძიმე ჯვარო" რატო წერ ასე გაბრაზებით რაშია საქმე?
Anonymous
[quote]
On `2003-06`-14 00:04, zaza_za37 wrote:
...მე მაგალითად ცოლი განათხოვარი მყავს და დარწმუნებული ვარ რომ ის იყო და მერე მე მაგრამ მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს მის მიმართ...

და კიდე ვინმე რომ ყოფილიყო მაშინ გექნებოდა ხო პრეტენზია ?
laugh.gif
David M
ეს თემა ისე გაცვდა, რომ ნაწილ-ნაწილ იშლება უკვე.
ახალი თემის გახსნა რა საჭირო იყო, სადღაც ფორუმის ფსკერზე უკვე არის ასეთი თემა, და იქ ჩაგეწერა ეგ იერემიადა.
სექსი კი პირადი საკითხია, და ყველამ თავის ქალიშვილობას/ვაჟიშვილობას ან მის არქონას უნდა მიხედოს. პრობლემები სხვაც ბევრია საქართველოში, სექსი კი ევოლუციური პროცესია და თვითონ მიხედავს თავს.
ისე, კაცებმა მეორე დღესვე რომ არ დაიტრაბახონ, როგორ ასიამოვნა ამა და ამ ქალს წინა ღამეს, იქნებ ცოტათი წინ წაიწიოს საქმე?
zaza_za37
კი აურელია პრეტენზია მექნებოდა
Anonymous
კიდევ კაი განათხოვარის სტატუსი ჰქონდა, თორემ ეგ რომ არ ჰქონოდა პრეტენზიები მერე გენახა აურელია laugh.gif




--------------------------------
All RIGHTS RESERVED
Anonymous
QUOTE

On `2003-06`-14 05:19, zaza_za37 wrote:
კი  აურელია  პრეტენზია  მექნებოდა


უიმე, მომიკვდეს თავი, რატოოომ?
Laki
"მძიმე ჯვარი" , ეგ ნიკი რატომ დაირქვი ნეტავ?!
ხომ შეიძლებოდა "სასიამოვნო სტანოკი" ან რაღაც მაგდაგვარი გეწოდებინა შენი თავისათვის და ისე "გამოგვცხადებოდი მოძღვრად"?!
მერე კიდევ, თავად რა სქესის ბრძანდებით ნეტავ და რამდენი პარტნიორი გყავს გამოცვლილი, ან მეუღლე თქვენი გოიმია თუ ნამდვილი "თანამედროვე ევროპელი",თუკი ქალბატონი ბრძანდებით?! და თუ ვაჟბატონი ხართ, მაშინ საინტერესოა თქვენმა მეუღლემ "მერამდენეს" მოგაგნოთ?! თუ არ გყავთ, მაშინ ის მაინც გვითხრა იქნებ,რატომ არ გყავთ მეუღლე?!ისე http://www.liza.ge წერდი რომ ჯანსაღი მამაკაცი ხარ, აქ კი რატომღაც მალავ. ხოლო თუკი სხვის ტექსტს იყენებ, მაშინ უნდა მიგეთითა ავტორი, თორემ ასე რა გამოვიდა, პლაგოიატობაში დაგდებენ ბრალს და მაგარ გოიმადაც ჩაგთვლიან, "საკუთარი აზრი არ გააჩნია და სხვას ჭკუას ასწავლისო"!!!
ახლა უშუალოდ თემის ირგვლივ! ეგ ბატონებო ძალიან პირადულია, ანუ ვისაც როგორ უნდა ისე ექნება სექსი, ქორწინებამდე თუ ქორწინების შემდეგ! აქ კიდევ გადამწყვეტ ფაქტორს ადამიანის რელიგიური აღზრდა წარმოადგენს და არა მარტო ქართველებისათვის!!!!საქმე იმაშია რომ ახლა რომ ასე გაგიჟებით ცდილობენ "გაევროპელეობას" ახლანდელი ახალგაზრდობის ნაწილი და ევროპელობა ის რომ გონიათ, რაც უფრო დიდ პრაქტიკას მიიღებ და ბევრ პარტნიორებს გამოიცვლი, მით უფრო "მაგარი" ხარ, მათ გასაგონად ვამბობ, აბა შეხედეთ როგორ ცხოვრობენ კათოლიკურ ოჯახებში მათი წევრები და რამდენად წმინდა და ხელშეუხებელია მათთვის ოჯახური ერთგულება და სიწმინდე და კიდევ ისიც გავიხსენოთ თუ როგორ ეკრძლებათ კათოლიკებს ჯვრისწერის გარეშე სექსუალური კონტაქტი დაშესაბამისად ერთგულობენ კიდეც ტრადიციებს!!!ასევეა აზიური (ბუდუსტური თუ მუსულმანური)სარწმუნოების მიმდვრებისათვის, აღარაფერს ვამბობ იაპონლების საოცარ უბიწოებაზე (გეიშებს არ ვგულისხმობ)!!!
ახლა კიდევ მეორე კუთხიდან შევხედოთ მაგ საკითხს. დავუშვათ და ქართულმა სინამდვილემ მიიღო ის ფორმა ქალ-ვაჟის ურთიერთობაში, რომ ქორწინებამდე კონტაქტი დასაშვებია და თუკი შემდეგ მოხდება ისე, რომ წყვილებმა როგორც პარტნიორებმა იდეალურად გაუგეს ერთმანეთს, მოხდეს მათი დაქორწინება. და დაიწყეს (სურვილის მიხედვით) ერთმანეთის ალერსი და შემდეგ ვაჟისაგან გამოცხადებები, რომ იცი, შენ კარგი გოგონა ხარ, ძალიან მომეწონე მაგრამ როგორც საქსუალური პარტნიორი არ მომწონხარ (ან არ მეწყობი)უნდა დავშორდეთ ერთმანეთს, რა მოყვება ამას...?!(წარმოდგენა იმედია არ გაგვიჭირდება, მითუმეტეს რომ ქართველები ბიძაშვილ-მამიდაშვილების და სხვა "გულშემატკივრების" ნაკლებობას არ განვიცდით)!!!მერე კიდევ, ვის უნდა ნეტავ მასე გამრავლებული ერი, ანუ "ნაბუშრებით" შევსებული გენოფონდი, რომლებიც იბადებიან როგორ "უსულო" ადამიანებად და ხდებიან "ცხოვრების წურბელები", გადახედეთ თქვენს უბნებს, თუ ვინაა (ძირითად) ნაძირალა და აუტანელი ტიპები!!!გამონაკლისებად კი მხოლოდ ისინი ყალიბდებიან კარგ ადამიანებად, თუკი მათ ნორმალური აღზრდა მიიღეს ?(დავუშვათ იშვილეს)!!!,,,არა ბატონებო, ნუ გგონიათ რომ "სექსუალური თავისუფლება" ერის გადარჩენისა და "გაზრდის" ერთ-ერთი საშუალებაა. მე ის უფრო მეამაყება, ქალმა რომ მისი პატიოსნება (უბიწოება) ბოლომდე შეინახა და ჩააბარა მეუღლეს ანდა დარჩა შინაბერად და ძმისშვილს თუ დისშვილს ახარჯავს დედობრივ სითბოს. ანდა უფრო უკეთესიც, ობოლ ბავშვს იშვილებს და აღზრდის!!!
David M
ლაკი, იაპონელების უბიწოებაზე სად მიიღე ინფორმაცია? საშუალო იაპონელი ქალი 30 წლის მერე თხოვდება, და არ მითხრა, მაგ დრომდე ტყუილად ზისო! ჩემი დაკვირვებით, ეგენი უბიწოებაზე თავს სულაც არ დებენ.
აშშ-ში ქალების 1/2 და კაცების 1/4 18 წლამდე სექსი არ ჰქონიათ. ეგაა სტატისტიკა. შეიზლება ზოგმა იცრუა, მაგრამ ბევრიც არ მოიტყუებოდა. რა უნდა დავასკვნათ ამ სტატისტიკიდან? რომ ამერიკელი `15-18` წლის ქალებიდან ნახევარმა თავისი ნებით გადაწყვიტა სექსი არ ჰქონოდა. ზოგს ვიღაც უყვარდა, და იმას სხვა. ზოგს გული არავისზე მიუვიდა, ზოგი კონსერვატიულ ოჯახში გაიზარდა, და სკოლის დამთავრებამდე მოცდა ამჯობინა. მორალი კი ისაა, რომ ქალიშვილობის შენარჩუნება თვითმიზანი არ უნდა გახდეს, მაგრამ მას ყოველთვის აქვს ფასი საზოგადოებაში.
Anonymous
რატომგაც მძიმე ჯვარის პირველი ცერილი არ იკიტხება ჩემთან :sad:
Anonymous
ახლა კიდევ მეორე კუთხიდან შევხედოთ მაგ საკითხს. დავუშვათ და ქართულმა სინამდვილემ მიიღო ის ფორმა ქალ-ვაჟის ურთიერთობაში, რომ ქორწინებამდე კონტაქტი დასაშვებია და თუკი შემდეგ მოხდება ისე, რომ წყვილებმა როგორც პარტნიორებმა იდეალურად გაუგეს ერთმანეთს, მოხდეს მათი დაქორწინება. და დაიწყეს (სურვილის მიხედვით) ერთმანეთის ალერსი და შემდეგ ვაჟისაგან გამოცხადებები, რომ იცი, შენ კარგი გოგონა ხარ, ძალიან მომეწონე მაგრამ როგორც საქსუალური პარტნიორი არ მომწონხარ (ან არ მეწყობი)უნდა დავშორდეთ ერთმანეთს, რა მოყვება ამას...?!(წარმოდგენა იმედია არ გაგვიჭირდება, მითუმეტეს რომ ქართველები ბიძაშვილ-მამიდაშვილების და სხვა "გულშემატკივრების" ნაკლებობას არ განვიცდით)!!!

აბა ის სჯობია ტუ არ მოეწონება როგორც სექსუალური პარტნიორი და ბიძაშვილ მამიდაშვილების ხათრით მაინც გააგრძელოს ურთიერთობა???

და რა მოყვება ამას? ღალატი!!!
მაგრამ მე რა არა?!! ოგონდ ქმარი ერქვას და მიღალატოს აბა რა!!!
David M
ქორწილის და სექსის კამათი კვერცხის და ქათმის ცნობილ პრობლემას ემსგავსება. ვინ იცის, რომელი უნდა იყოს პირველი? ასეც და ისეც არის კარგი და ცუდი ასპექტები.
ქორწინების მოწმობა არაა ლიცენზია კაცთან დაწოლაზე. თუმცა, საქართველოში ხშირად ხდება ასეთი რამ. მერე კი, ზოგი ოჯახი იშლება, ზოგი ინგრევა, ზოგი კი სიბერემდე ძლებს. ჰოდა, თუ მშობლებს და სანათესაოს ქორწინების მოწმობით დაახუჭინებ თვალს, რითაა ცუდი? იყვნენ ერთად, საზოგადოების გაკილვისგან თავისუფალი. ოღონდ ეგრევე ბავშვის გაჩენაზე ნუ იფიქრებენ. ქორწინებებში, სადაც პარტნიორები კარგად არ იცნობენ ერთმანეთს, ხშირია სიურპრიზები. ან, შეიძლება ორი ადამიანი ხასიათით ვერ ეწყობა ერთმანეთს. მერე რა, ხდება ასეთი რამ. ჰოდა, გადაიხდი 200 ლარს, აიღებ მეორე ქაღალდს, და დაუცდი ახალ ბედს. ესაა ჩემი საქმიანი წინადადება, და გზა შუასაუკუნეობრივი ქორწინებებიდან 21-ე საუკუნის საზოგადოებისკენ. გავა დრო, და ყველა მიხვდება ასეთი ქორწინების მოწმობის უაზრობაში, და ახალგაზრდები ბოიფრენდ-გელფრენდად დაიწყებენ ცხოვრებას. ზოგი დაოჯახდება რამდენიმე წლის შემდეგ, ზოგი ცალ-ცალკე წავა და ახალ წყვილს მოძებნის. ზოგი კი მთელი ცხოვრება დარჩება ხელის მოწერის გარეშე. ხალხი ბევრნაირია. მთავარია, რომ ყველამ საუკეთესო ვარიანტს მიაგნოს.
Laki
მაგ მოტივით (სექსის თავისუფლება)თუ გავაგრძელეთ მსჯელობა, მაშინ მამათმავლობაც და ლესბიანობაც (და მაზოხიზმიც) მისღები ყოფილა ე.წ.21 საუკუნის საზოგადოებისათვის და....ავშენდებით ქართველები....!%) ისე ვინც პირველმა მათ "ცისფერი" უწოდა ის დამანახვა ერთი, ასეთი "ზეციური ფერი" რომ ასეთი სიბინძურის აღმნიშვნელი გახადა...!!!ერთია კიდევ და ამაზე რატომ არავინ დაწერა, რომ ეგ ე.წ."საქალწულე აპკი" საჭირო რომ არ ყოფილიყო , ღმერთი როცა ევას ქმნიდა, არც "დაამონტაჟებდა". და კიდევ , როცა ქალი უმანკოებას კარგავს, არამარტო მისი "ხორციელი" არამედ სულიერი (ზეციური) არსებაც იხსნება და ხდება მისი "კოდირება", რომელიც მას შემდეგ მთელი ცხოვრება გასდევს და ამ დროს როცა ეს "პროცესი" ჯვრისწერის გარეშე, ანუ "ღვთის ჩარევის" გარეშე ხდება,ქალის აურა ბინძურდება და ამას მოყვება შემდეგ შესაბამისი შედეგები,ანუ ზოგიერთი კახპა ხდება, ზოგიც ისეთ შთამომავლობას აჩენს, რომელიც შემდეგ საზოგადოებისათვის საშიში ხდება, ანუ ღვთიური მადლი არაა გადმოსული მათზე...ახლა იკითხავენ, კაცები არ "ბინძურდებიან" მაგ დროსო?! კი ბინძურდება კაცის აურაც (განსაკუთრებით მეძავთან ურთიერთობისას), მაგრამ კაცს უფრო "ადვილად" (სურვილისდამიხედვით) შეუძლია მოძღვართან მივიდეს, ჩააბაროს აღსარება და მოინანიოს ცოდვები, რითაც ხდება მისი "განწმენდა". ქალებს კი არ ყოფნით გამბედაობა აღიარონ თავიანთი ცოდვები და უფრო ადვილი საცთუნებელნი და საბოლოოდ "კერძი" ხდებიან ეშმაკისა!!!ათეისტებსა და ურწმუნოებს ვთხოვ კომენტარისაგან თავი შეიკავონ!!! უბრალოს იმ მიზეზის გამო, რომ თუ რამე არ გჯერავს ადამიანს, ძნელად (თუ სრულიად არა)ღებულობენ რაიმეს ახსნა-გამნარტებას იმ "დაუჯერებელი" თემის მიმართ!!!wink.gif

[ This Message was edited by: Laki on `2003-06`-17 11:10 ]

[ This Message was edited by: Laki on `2003-06`-17 12:23 ]
lolski
მე ერთი რამე ვერ გავიგე... ლესბიანობასთან ფრჩხილებში მაზოხიზმი რატომ გიწერია?! და ჰომოსექსუალიზმში მარაზმს მე ვერ ვხედავ ხოლო ქართულ საზოგადოებაში კი! ბნელა! ათეიზმი? არასდროს დაფიქრებულხარ რომ ატთეიზმი ფანატიზმს და ვიწროდ გაგებულ "მირწმუნეობას" ჯობია?
მე თუ მკითხე ქალი კი არ ბინძურდება ლამაზდება ქალიშვილობის დაკარგვის შემდეგ... უმშვიდდება სახის ნაქვთები, ხასიათი... ისე შენი ნაწერიდან ყველა ქალი ბოზია... გეტყობა დიდი ხანია არ გქონია სექსუალური კავშირი ქალთან(ან კაცთან)... სექსი დადებიტ ფლუიდებს შეიცავს... დაფიქრდი ღმერთმა აბკი შექმნაო... იგივე "ღმერთმა" არ შექმნა სასქესო ორგანოები? ან მათი გამოყენების სურვილები?!
ბნელა! ბნელა! ბნელა! :evil:
`Ana-bana`
QUOTE

On `2003-06`-17 12:17, lolski wrote:
ბნელა! ბნელა! ბნელა! :evil:  



ისე კმარასთან ერთად, აქცია "ბნელაც" ხომ არ წამოვიწყოთ???? განათლების სამინისტროს კედლებზე დავწეროთ ბნელა, და მოვთხოვოთ სკოლაში დაინერგოს საგანი სექსუალური განათლების შესახებ, ააა, რავა იტყვით ხალხნო????

თუმცა ამბობენ, განათლების სამინისტროში მაგ მხრივ კი არ ბნელა, სულ პროჟექტორები ანთიაო laugh.gif
Anonymous
laugh.gif laugh.gif laugh.gif
Laki
ლოლსკი, რა იყო,, სანამ "დაგამშვიდებდნენ" მანამ "რა გჭირდა"?! შენ იმას არ უკვირდები რომ მე ყველა ქალი ბოზი კი არ მგონია, ქალიშვილობას რომ ქალი არაფრად აგდებს იგი უფროა ბოზის ფსიქიკით.(თუნადაც არ ქონდეს ან ვერ მოასწრო ქალწულობის დაკარგვა)!!!შენი აზრით რწმენა სიბნელეა და ათეიზმი და სექსუალური აღვირახსნილობა სინათლე არა...და მაგ "სინათლემ "პანელზე" რომ ბევრი გაუშვა ამაზე არ გიფიქრია?!
და კიდევ, ჩემი აზრით ქალი რომ კდემამოსილია და შინაგანად მორცხვი სექსუალური თვალსაზრისით,ის უფრო ლამაზია შინაგანადაც და გარეგნულადაც, ვიდრე "თველებდაპრაწული თანამედროვე ურცხვი დედაკაცები", კაცი რომ მოეწონებათ და როგორ "იხმარონ" იმაზე ფიქრობენ...!%)

[ This Message was edited by: Laki on `2003-06`-17 15:45 ]
lolski
აბა შენ ბებიაჩემი თუ გამოგყვება თორე 21 საუკუნეში უკოცნელ ქალს ვეღარ იპოვნი!

EDIთ: მე ლაკი არაფერი გამჭირვებია... მაგრამ აი რო ვუყურებ ქალს, 27 წლის ასაკში... სახეზე რომ აწერია რომ ქალიშვილია- მეცოდება
user posted image lols

[ This Message was edited by: lolski on `2003-06`-17 16:33 ]
Laki
მაგას ნუ ინაღვლებ შენ!wink.gif
lolski
ბნელა
aleks
QUOTE

On `2003-06`-17 16:19, lolski wrote:
აბა შენ ბებიაჩემი თუ გამოგყვება თორე 21 საუკუნეში უკოცნელ ქალს ვეღარ იპოვნი!

EDIთ: მე ლაკი არაფერი გამჭირვებია... მაგრამ აი რო ვუყურებ ქალს, 27 წლის ასაკში... სახეზე რომ აწერია რომ ქალიშვილია- მეცოდება
[


ალბათ მაგოტომ იპარსავ პირს ასე გულმოდგინედ რომ არ დაგეტყოს ეგ სახეზე არა. და თუ კი თქვენთან ბნელა აანთე შუქი, რა გიშლის ხელს. ნუთუ ეგეც გკიდია ? უბრალოდ სიბნელეში არ გაიჭრა ეგ სახე
Anonymous
Laki
ერთი ქუთაისელი მეგობარი მყავს 46 წლის ქალიშვილი. აქ მყავდა სტუმრად, ჩემი ქმარი სულ აშაყირებდა თან გათხოვება უნდოდა ძალიან.
ერთხელ, სამზარეულოში თუთიყუში მყავს მოლაპარაკე შედის ჩემი ქმარი და ჩიკო გამწარებული ქანაობს და კივის თამრიკო! თამრიკო! თამრიკო!
ჩემა ქმარმა დაუძახა ამ ჩემს მეგობარს და უთხრა ხომ ხედავ 46 წლის ქალიშვილზე თუთიყუში გაგვიგიჟდაო.
:smile:
Laki
ამანდა! მას გათხოვება სდომებია (ანუ ნორმალური ოჯახი: ქმარი, შვილი)და არა "კაცი", ნუთუ განსხვავებას ვერ ხედავთ ამ ორ "მცნებას" შორის?!

[ This Message was edited by: Laki on `2003-06`-17 22:34 ]
Laki
ქალბატონი ბრძანდებით თქვენ ლოლსკი (ვხვდები)და საინტერესოა, თქვენი გარეგნობაც ისეთივე ვულგარულია, როგორიც აზროვნება გაგაჩნიათ თუ უფრო მომხიბვლელია?! :roll:



[ This Message was edited by: Laki on `2003-06`-17 22:53 ]
Anonymous
ლაკი
გათხოვება 45 წლამდე ვერ მოიფიქრა ახლა არ მითხრა 45 წლის ქალი ბავშვის გამჩენიაო.
არ ჯობდა ბაღანა გაეჩინა იმ ქმრის ძებნას 45 წელი.
:smile: :smile: გადამრევს ეს ხალხი
Laki
წუნია იქნებოდა და მიტომ ვერ მონახა ალბათ ქმარი. ისე ახლანდელი მედიცინა მაგის საშუალებასაც მისცემდა ...laugh.gif
Anonymous
ხო და იყოს ახლა.
ჩვენ ხომ შეგვიკლა თავისი ქალიშვილობით, ახლა აღარავის ჭირდება 45 წლის ქალიშვილი.
რაფერც ჩემი ქმარი იძახის მაგას, ფსიქიატრი უფრო სჭირდება ვიდრე კაცი.:smile:
Anonymous
მაგი რასაც შენ იძახი 100 კრონი ღირს. კი გავატანე გახვეული და უთხარი ქუთაისში გახსენი მაგ საჩუქარი მეთქი.
laugh.gif laugh.gif laugh.gif
Laki
მე ის ვთქვი,მაგ ქალს ქმარი სდომებია და არა კაცითქო, და მანდ თუ "ქმარი" 100 კრონი ღირს, კი ყოფილა მაშინ ნაღდი სოციალიზმი შვედეთში, მით უმეტეს რომ ბოლშევიკები ამბობდნენ თავის დროზე, სოციალიზმის დროს ოჯახებიც საერთო იქნებაო, ანუ მცნება "ცოლი ქმარი" აღარ იქნება აქტუალურიო... :grin:
Anonymous
Laki
მაგას ქვია რასაც შენ იძახი პარტნიორები, ანუ "სამბო "შვედურად,ხოლო მე რაც გავატანე პარტნიორი არაა, სათამაშოა.:smile:
მარა დიდხანს ხმარება "კიბოს" იწვევს.
ასე რომ ყველაფერი ნატურალური ჯობია საერთოდ.
Laki
დენზე თუა დარხევია და დარჩენილა "უთამაშებელი" , ისე ზოგი ჭირიც მარგებელია, კიბოს მაინც გადარჩებოდა ის ქალბატონი!!! laugh.gif

[ This Message was edited by: Laki on `2003-06`-17 23:17 ]
Anonymous
laugh.gif laugh.gif laugh.gif
კლავ?
დენი და გათიშვები ქუთაისში როა ბაღნების გამრავლებას კი უნდა უწყობდეს ხელს laugh.gif

_________________
ხომ ლამაზია ეს საქართველო? მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდააააააა

[ This Message was edited by: ამანდა on `2003-06`-17 23:23 ]
Laki
ეგ ზაფხულში, თორემ ზამთარში და სიცივეში ყველას ეზარება "წამოდგომა" და ...ბუხრის დანთება!! laugh.gif laugh.gif laugh.gif
giok
მე ვფიქრობ რომ თუ ოდესმე საქართველო ნორმალურ ქვეყანას დაემსგავსა და ეკონომიკა განვითარდა, ქალებს მიეცათ სერიოზული განათლების მიღების, შესაბამისი სამსახურის შოვნის და, საბოლოო ჯამში, ფინანსური დამოუკიდებლობის საშუალება ეს საკითხი დღის წესრიგიდან საერთოდ ჩამოვა. რა თქმა უნდა ეს ერთი ხელის მოსმით არ მოხდება მაგრამ ცვლილება ძალიან ხელშესახები იქნება. ამასთან, ვფიქრობ რომ ამ შემთხვევაში ქალების საზოგადოებრივი აქტიურობა გაიზრდება რადგან ისინი უფრო სრულფასოვნად იგრძნობენ თავს.

Pს. ისე მეც მეცოდება 25 წელს გადაცილებული დატანჯული როგორც ქალიშვილები ისე ამ ნიადაგზე აზაბოჩენი კაცები... პროსტო ქუჩაში გაიარეთ!
Laki
გიოკ
მაინცადამაინც "თავისუფალი სექსის" პროპაგანდააა მაგ პრობლემის დამძლევი?!!
მოდი თუ ნატვრაა, ასე ვინატროთ, მალე დამდგარიყოს საქართველოში ისეთი ცხოვრება,რომ ახალგაზრდობა 25 წლამდე დაოჯახებულიყოს და ეგ პრობლემაც მოხსნილიყოს (ე.წ."გატანჯული სახეები"). და ეს მომხდარიყოს ეკლესიურად და ქართულ-ტრადიციულად!!!

[ This Message was edited by: Laki on `2003-06`-17 23:31 ]
Anonymous
ლაკი შენ პირს შაქარი!
ნეტავი ეგრე იყოს და ყველა ახალ დაქორწილებულებს ახალი ბინა და კარგი ხელფასი. რას გამრავლდება ქართველობა, ხომ იცი შვედეთის მეფემ ეგეთი პოლიტიკით 4 000 000 დან გახადა 8 500 000 შვედები.
Laki
ჩვენმა "მეფემაც" ეგ მოინდომა და გაზარდა ქართველობის პროცენტობა მსოფლიოს ქვეყნებში...!!! :evil:

[ This Message was edited by: Laki on `2003-06`-17 23:36 ]
giok
ლაკი,
შენი აზრი ციდან ჩამოვარდნილი არ არის, ლოგიკურია და მას პატივს ვცემ. უბრალოდ, რომ გადავხედოთ იმ განვითარებადი ქვეყნების (რომლებშიც დიახაც იყო ზოგადად ქალიშვილობის ჩვენსგან არც თუ განსხვავებული პრობლემები) სოციალურ ისტორიას, დავინახავთ რომ როგორც კი ამ ქვეყნებში ჩემს მიერ წინა პოსტში დასახელებული პირობები დაკმაყოფილდა, ქალებმა დაიწყეს სერიოზული განათლების მიღება (რაც ოჯახთან ყოველთვის თავსებადი არაა) უფრო დამოუკიდებლად ცხოვრება და როგორც წესი 30წლისკენ ქორწინდნებოდნენ. მე არ ვამბობ ეს კარგია თუ ცუდი. ეს უბრალოდ აქამდე სულ ასე ხდებოდა, თუმცა შენს პოსულატს შეიძლება დიახაც ბევრი მიმდევარი გაუჩნდეს მაგრამ ძირითადი ტენდენცია მაინც ასეთი იქნება.
Laki
ნუ შევნატრით რა იქნება ამ სხვისი "ნახმარი" ქალების ცოლად მოყვანას (ნუ განმირისხდებიან ,გთხოვთ სწორად გამიგოთ) და ვიყვეთ ჩვენ ჩვენი ძვირფასი მეუღლეებისათვის პირველი და ერთადერთი მამაკაცი!!!
სოდომ-გორომის ცოდვისაკენ ნუ მიუწევთ გული ზოგიერთებს. გვასწავლის ჩვენ ბიბლია, თუ რა მოყვა მაგას...!!!
Anonymous
QUOTE

On `2003-06`-17 23:46, Laki wrote:
ნუ შევნატრით რა იქნება ამ სხვისი "ნახმარი" ქალების ცოლად მოყვანას (ნუ განმირისხდებიან ,გთხოვთ სწორად გამიგოთ) და ვიყვეთ ჩვენ ჩვენი ძვირფასი მეუღლეებისათვის პირველი და ერთადერთი მამაკაცი!!!
სოდომ-გორომის ცოდვისაკენ ნუ მიუწევთ გული  ზოგიერთებს. გვასწავლის ჩვენ ბიბლია, თუ რა მოყვა მაგას...!!!


და თქვენი ძვირფასი მეუღლე იყოს თქვენთვის პირველი ქალი !
ასე?
Anonymous
QUOTE

On `2003-06`-17 23:46, Laki wrote:
ნუ შევნატრით რა იქნება ამ სხვისი "ნახმარი" ქალების ცოლად მოყვანას (ნუ განმირისხდებიან ,გთხოვთ სწორად გამიგოთ) და ვიყვეთ ჩვენ ჩვენი ძვირფასი მეუღლეებისათვის პირველი და ერთადერთი მამაკაცი!!!
სოდომ-გორომის ცოდვისაკენ ნუ მიუწევთ გული  ზოგიერთებს. გვასწავლის ჩვენ ბიბლია, თუ რა მოყვა მაგას...!!!


და თქვენი ძვირფასი მეუღლე იყოს თქვენთვის პირველი და ერთადერთი ქალი !
ასე?
Hardthof
ლაკი რომელი სქესის წარმომადგენელი ხარ თუ საიდუმლო არ არის?
Laki
Hardthof პასუხუ შენს კითხვაზე ჩემი "პოსტინგებიდან" ჩანს!!! :cool:
ქართველი ქალისსათვის მანდილი და ლეჩაქი მისი სიამაყე იყო და ნუ შეეცდებიან დაულაქავონ ან სულაც მოხადონ, ვისაც მაგის სურვილი აქვს ის ისედაც იხდის და არა მარტო თავზე... მე უბრალოდ იმ აზრს ვაფიქსირებ რაც მესმის, როგორც მინდა ხდებოდეს და რაც სწორად მიმაჩნია, თორემ გაკიცხვას არავის ვუპირებ, უბრალოდ ვინც გარყვნილებას ქადაქებს მისი "მტერი" ვიქნები მთელი ცხოვრება და არა მარტო ქალწულობასთან დაკავშირებით!!!
და კიდევ, მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ, დიდი უმრავლესობა ჩვენი ბებიებისა და ზოგიერთებისათვის (აქ შემიმსვლეთაგან) ალბათ დედების, უმეუღლოდ დარჩნენ , ან სულაც გაუთხოვარი ქალბატონები,და არ დაუწყიათ მათ "ბოიფრენდების" ძებნა, უბრალოდ შეეგუენ საკუთარ ბედს და დაიწყეს შვილების გაზრდა უმამოდ და რა თაობაც იყო 60-ელები თუ უფრო ასაკოვანნი კი ვიცით, ვისაც ოდნავ მაინც აინტერესებს კულტურულლი სფერო საქართველოს ცხოვრებისა, პლუს სპორცმენებიც რათქმაუნდა!!!
ადამიანი იმის გამო არ იბადება, რომ რაც შეიძლება დიდი გამოცდილება მიიღოს სექსის, არამედ მას სექსი იმისათვის უნდა ჭირდებოდეს , რათა შთამომავლობა შეეძინოს და მომავალი თაობა გაამრავლოს!!!




[ This Message was edited by: Laki on `2003-06`-18 13:21 ]
lolski
დააორსულე შენი "კდემამოსილი მეუღლე" და მერე ეგრევე მონასტერში გადაბარგდი... აბა შენს 24 საათიან ინტერნეტში ბოდიალს რა მოაქვს...
და ერთიც, ვისაც გვჯერა გაგვატარე LOL
Laki
ლოლსკი, შენ სახის გარდა რას იპარსავ კიდევ?!
lolski
Da ya wanna truth? LOL you might need some photos??
Laki
აწი უკვე აღარ მაინტერსებს სენი პორტრეტი.ასე რომ ნუ შეწუხდები...
lolski
აწი რატომ აღარ გაინტერესებს? სადმე "წააწყდი" ჩემს სურათს თუ...?
Laki
ოკ! თუკი მაჩვენებ შენს პორტრეტს დიდი სიამოვნებით ვნახავდი, ე მაილი პროფილში წერია!!!wink.gif
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2014 Invision Power Services, Inc.