დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: უნდა ისწავლებოდეს თუ არა სკოლებსი "სექსუალური აღზრდა" ?
Rustavi 2 Forums > მეცნიერება და კულტურა > მეცნიერება > განათლება
mdzime_jvari
უნდა ისწავლებოდეს თუ არა საშუალო სკოლებში "სექსუალური აღზრდა" და თუ კი რომელი კლასიდან?
ვეღარ გავიგე მოკლედ ვინ რას გაჰკივის ამ ტელევიზორში
Anonymous
ეტიკა, ესტეტიკა, ჰიგიენა, უნდა ისწავლრბოდეს 12 წლის ასაკიდან.
სექსულალური აღზრდა უხეში სიტყვაა და ბავშვებში კომპლექს გამოიწვევს.

[ This Message was edited by: ამანდა on `2003-06`-15 14:20 ]
aleks
QUOTE

On `2003-06`-15 14:18, ამანდა wrote:
ეტიკა, ესტეტიკა, ჰიგიენა, უნდა ისწავლრბოდეს 12 წლის ასაკიდან.
სექსულალური აღზრდა უხეში სიტყვაა და ბავშვებში კომპლექს გამოიწვევს.

[ This Message was edited by: ამანდა on `2003-06`-15 14:20 ]

თქვენი მრავალმხრივი განათლებულობიდან გამომდინარე, ხომ ვერ მოგვაწოდებთ ინფორმაციას თქვენს სანაქებო შვედეთში რა ჰქვია ამ საგანს და რომელი კლსიდან ასწავლიან?

კერძო სკოლაში საგანს ქვია პირდაპირი თარგმანით როგორ იქნებბა? "უჩენიე ო ჟიზნი" აბა ალექ დამეხმარე და ქართულად თქვი :smile:უბრალო სკოლაში არ ვიცი ვიკითხავ და მოგაწოდებთ ინფორმაციას.
ვინ გითხრა რომ ჩემი სანაქებოა შვედეთი? მაგას მსოფლიო აქებს,
მარა მეზობლობა რომ არ იციან სულ არ მომწონს მე.
ყველა ქვეყანას აქვს თავისი მინუსები.:smile:

_________________
ხომ ლამაზია ეს საქართველო? მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდააააააა

[ This Message was edited by: ამანდა on `2003-06`-15 16:03 ]

[ This Message was edited by: ამანდა on `2003-06`-15 16:12 ]
lolski
შვეიცარიაში "სექსუალური აღზრდა"(საგანს სიტყვა სიტყვით ვთარგმნი) `10-11` წლის ასაკში იწყებენ, (ეს ევროპაში განათლების სისტემის ნორმაა და ყველა ქვეყანაში ასეა) ბავშვები სვავენ კითხვებს და სპეციალისტი სცემს პასუხებს...
ბავშვებს რომელთაც ბევრი შეკითხავა აქვთ "სექსის" ანუ ეროტიზმის გარშემო, პირველი ინფორმაცია "სწორი" უნდა მიიღონ, და 10 წლის ვირებს წეროსი და კომბოსტოსი არ უნდა სჯეროდეთ... ასე რომ ნუ მოგერიდებათ, ესაუბრეთ თქვენს შვილებს სექსზე, ამაში ცუდი-არაესთეტური ანდა მახინჯი არაფერია... მთელი სიმახინჯე კი ისაა რომ ყველამ იცის რაარის მინეტი და მხოლოდ 20%მა იცის რას ნიშნავს ფელაცა... :sad: ბნელა
David M
ზოგი რამე ოჯახმაც უნდა აიღოს თავის თავზე. მამა-შვილურ ან დედა-შვილურ ახსნას სხვა ფასი აქვს. ოჯახში სექსზე საუბარი ბუნებრივი მოვლენაა.
სკოლაში საგნის შემოტანას კი შედეგი მშობლების კოოპერაციის შემთხვევაში ექნება. მეცხრე კლასში მეც მქონდა საგანი "ჰიგიენა", მაგრამ დიდი ვერაფერი შვილი იყო. სახლში უნდა გვესწავლა, და გაკვეთილზე ნასწავლს ვწერდით. სულ ერთი გაკვეთილი გვქონდა ასეთი, და მერე გაუქმდა.
lolski
QUOTE

On `2003-06`-20 22:52, David M wrote:
ზოგი რამე ოჯახმაც უნდა აიღოს თავის თავზე. მამა-შვილურ ან დედა-შვილურ ახსნას სხვა ფასი აქვს. ოჯახში სექსზე საუბარი ბუნებრივი მოვლენაა.  
სკოლაში საგნის შემოტანას კი შედეგი მშობლების კოოპერაციის შემთხვევაში ექნება. მეცხრე კლასში მეც მქონდა საგანი "ჰიგიენა", მაგრამ დიდი ვერაფერი შვილი იყო. სახლში უნდა გვესწავლა, და გაკვეთილზე ნასწავლს ვწერდით. სულ ერთი გაკვეთილი გვქონდა ასეთი, და მერე გაუქმდა.  

აჰა, ეს იმიტომ რომ ბნელა :smile:
ისე შენ 1 გაკვეთილი გქონდა, შენს მშობლებს არცერთი, და შენს შვილს ალბათ საგანი ექნება როგორც სხვა დანარჩენი... მათემატიკა, ბოტანიკა თუ ქიმია...
kissie
ჩემი პირადი და სუბიექტური და ერთობ გენიალური აზრით, დიაღაც უნდა ისწავლებოდეს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ საქართველოში მაგ საგნის სპეციალისტი არის?? ანატომიის გაკვეთილზე "იმ" თავს წიგნში როგორ გიხსნიდნენ მასწავლებლები? :smile:
Mlle Qartveli
საერთოდ კი რისი სწავლაც შეიძლება , ყველაფერი უნდა ისწავლებოდეს, მაგრამ ძალიან მნიშვნელივანია, როდის, ვის მიერ და რა ფორმით!!!!!!!
Spartan
ОАЭ намерены ограничить выдачу виз женщинам из бывшего СССР

Объединенные Арабские Эмираты рассматривают возможность введения ограничений на выдачу туристических виз женщинам, особенно из стран Восточной Европы. Как сообщил на конференции в Абу-Даби представитель министерства внутренних дел страны Саиф Аль-Шаафар, такое решение может принято для борьбы с проституцией, которая запрещена в ОАЭ.
«Эти меры не означают, что явление «туристической проституции» распространена в ОАЭ, - сказал Аль-Шаафар. – Однако некоторые иностранцы приезжают в страну под видом туристов для совершения аморальных действий, которые противоречат нашей культуре».
«Эти новые меры будут сконцентрированы на гражданах стран, являвшихся частью Советского Союза», - добавил он.
//Reuters
http://www.gazeta.ru
nanachka
აუცილებელია, სკოლებში შემიღონ სწორი სექსუალური განათლება და ალბათ, `10-12` წლის ასაკიდან. ჩემს დროს გვასწავლიდნენ 'ჰიგიენას', ძალიან ზედაპირულად და საოცრად 'სწრაფად'. თვითონ მასწავლებელი გრძნობდა თავს უხერხულად და ზოგიერთი ჩემი კლასელი ბიჭიც არ აკლებდა კომენტარებს გაკვეთილების დროს. სწორი ინფორმაცია აუცილებელია ადრეული ასაკიდან. ზოგიერთი მშობელი მორცხვობს და ან თემაზე ვერ საუბრობს შვილებთან, რაც არავის მოუტანს კარგს. ასეთი შვილები მოგვიანებით მშობელს არაფერს გაუზიარებენ და ამით შეიძლება, თავიანთ თავსაც ავნონ.
ქუჩაში ბავშვი გინებას მოუსმენს, სკოლაში ამხანაგი რაღაცას იტყვის ამ თემაზე და მერე მასაც უნდა, იცოდეს რაღაც-რაღაცეები სექსზე.
ახლანდელ დროში ბავშვები უფრო ჩქარა მწიფდებიან და ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ გოგონებმა და ბიჭებმა იცოდნენ ფუნდამენტალური ფაქტები მათი სხეულების შესახებ, ასევე 'უსაფრთხო სექსის' შესახებ. სამწუხაროდ, ბრიტანეთში ორსულობა თინეიჯერებში ყველაზე მაღალია ევროპაში და მსოფლიოშიც ერთ-ერთ მოწინავეთა რიგებშია. კი ბატონი, აქვთ თავისუფალი სექსი, მაგრამ არანაირი განათლება გააჩნიათ ამ თემაზე და ამიტომაცაა, აჩენენ ბავშვებს სახვადასხვა მამაკაცებისაგან და მერე რა უნდა ასწავლონ ასეთებმა თავიანთ შვილებს? ეს ისტორია მეორდება მათთანაც. 2 წლის წინ ერთმა 13 წლის გოგომ გააჩინა ბავშვი 11 წლის ბიჭისაგან ბრიტანეთში. ტრაგედიაა! აბა, ახლა თვითონ გასაზრდელები არიან და მათგან რა უნდა ისწავლოს ბავშვმა? ამ რამდენიმე წლის წინ შემოიღეს პროგრამაში სექსუალური განათლება სკოლებში, მაგრამ ბევრგან ცუდადაა ორგანიზებული და არავითარ გავლენას ახდენს მოსწავლეებზე. საშინლად იზრდება სექსუალურად გადამდები ავადმყოფობების რიცხვი ამის გამო. სექსის თავისუფლების არსებობა არაფრის მაქნისია, თუ სწორი განათლება არა გაქვს ამ საკითხში.

დროა, ვიღაცამ მიხედოს და სწორი და სასარგებლო ინფორმაცია მიაწოდოს ქართველ ბავშვებს, თორემ კარგს არაფერს მოუტანს შეხედულება, რომ - რადგან ევროპასა და საერთოდ, დასავლეთის ქვეყნებში 'ქალიშვილობა' არაა სა ჭირო , ყველა სექსითაა დაკავებული და ყველა ამორალურია.
Fruktik
ამ თემაში დავამატე გამოკითხვა.

კი 1
საჭიროა სკოლებში სექსუალური განათლება მივცეთ ბავშვებს, იმისთვის რომ ჯანსაღი და მშვიდი დამოკიდებულება ქონდეთ მომავალში ამ საკიტხისადმი.
katerina_kk
კი. უნდა ისწავლებოდეს. შეიძლება დისკუსიის საგანი იყოს - თუ რა ასაკიდან.
ძირითადი პრობლემა - სახელმძღვანელო და სათანადოდო მომზადებული პედაგოგები, რომელნიც ბავშვს მისთვის გასაგებ ენაზე აუხსნიან ამ დელიკატურ საკითხს.
Fernando
რათქმაუნდა უნდა ისწავლებოდეს.
Laki
უყურონ ერორზე საღამოს სერიალს (აი ის რვაზე რომ გადის) და მიიღებენ სექსუალურ (ზიზღისმომგვრელ) განათლებას.

რად უნდა მაგას სკოლა, პედაგოგი, ხარჯები და სხვა შარები d.gif mad.gif dry.gif
Fernando
ციტატა(Laki @ 28.12.2009, 18:28) *
უყურონ ერორზე საღამოს სერიალს (აი ის რვაზე რომ გადის) და მიიღებენ სექსუალურ (ზიზღისმომგვრელ) განათლებას.

რად უნდა მაგას სკოლა, პედაგოგი, ხარჯები და სხვა შარები d.gif mad.gif dry.gif

აი სერიალებს კი მოვაშთობდი.
ან გავაკეთებდი რამე ცალკე საკაბელო ძვირიან არხს და იქ უყურონ ვისაც უნდა.
tsnobismokvare
ციტატა(lolski @ 16.06.2003, 18:10) *
შვეიცარიაში "სექსუალური აღზრდა"(საგანს სიტყვა სიტყვით ვთარგმნი) `10-11` წლის ასაკში იწყებენ, (ეს ევროპაში განათლების სისტემის ნორმაა და ყველა ქვეყანაში ასეა) ბავშვები სვავენ კითხვებს და სპეციალისტი სცემს პასუხებს...
ბავშვებს რომელთაც ბევრი შეკითხავა აქვთ "სექსის" ანუ ეროტიზმის გარშემო, პირველი ინფორმაცია "სწორი" უნდა მიიღონ, და 10 წლის ვირებს წეროსი და კომბოსტოსი არ უნდა სჯეროდეთ... ასე რომ ნუ მოგერიდებათ, ესაუბრეთ თქვენს შვილებს სექსზე, ამაში ცუდი-არაესთეტური ანდა მახინჯი არაფერია... მთელი სიმახინჯე კი ისაა რომ ყველამ იცის რაარის მინეტი და მხოლოდ 20%მა იცის რას ნიშნავს ფელაცა... :sad: ბნელა

+1.
gubaz_merve
სკოლებში ახსნა შედეგს ვერ გამოიღებს ,უმჯობესია სერიალებში ტყნაშატყნუშის ჩვენებას ცხოველთა სამყაროში სიცოცხლის გაჩენის კადრები იქნება ასახული მათი პირველი ნაბიჯები ასეთ შემთხვევაში 4წლის ბავშვისთვისაც კი ადვილი აღგსაქმელი იქნება ,თუნდაც ადამიანის დაბადება,მანდამაინც პორნოფილმების მეშვეობით უნდა ავუხსნათ ბავშვებს როგორ ისახება ცხოვრება?ახსნილს ხომ ნანახი ჯობია მაშინ ჩიჩოლინათი დავიწყოთsmile.gif
David M
სექსუალური აღზრდის ძირითადი მიზანი ისაა, რომ მოზარდებმა სრულად გაითვალისწინონ შესაძლო შედეგები და თავი შეიკავონ სექსისგან. სკოლაც და ოჯახიც აქტიურად უნდა იყოს ჩართული.
anjelika
ციტატა(David M @ 15.03.2010, 18:09) *
სექსუალური აღზრდის ძირითადი მიზანი ისაა, რომ მოზარდებმა სრულად გაითვალისწინონ შესაძლო შედეგები და თავი შეიკავონ სექსისგან. სკოლაც და ოჯახიც აქტიურად უნდა იყოს ჩართული.

lool.gif
რეებს იტყვი ხოლმე დავით რაა biggrin.gif
თავი შეიკავონ კი არა შეცდომა რომ არ დაუშვან ( ევროპაში ასეა ყოველშემთხვევაში) mellow.gif ორსულობა, ვენერული დაავადებები და ა.შ.

korsikeli
.............
Fruktik

იკავეთ იკავეთ ვინ გაამრავლებს მოდგმას მაშ?
Goddess
ერთმნიშვნელოვნად, აუცილებელია!
Serpico
მე ვფიქრობ რო არა
Serpico
უფრო კარგი იქნება სწავლება: როგორ ვიშოვოთ პირველი ფული
ასე მე-9 კლასიდან ან მე-10 დან
eddie
ციტატა(Serpico @ 21.03.2010, 14:22) *
უფრო კარგი იქნება სწავლება: როგორ ვიშოვოთ პირველი ფული
ასე მე-9 კლასიდან ან მე-10 დან

nonoko.gif
ესეც და სექს კლასიც. საცხა ხო უნდა ისწავლონ
Goddess
ციტატა(Serpico @ 21.03.2010, 17:20) *
მე ვფიქრობ რო არა

როგორ ფიქრობ, ფსიქოლოგების მიერ შემუშავებული პროგრამით ჯობია მოხდეს თაობის სექსუალური აღზრდა, თუ ისევ ის სჯობს, პორნუშკებიდან და უბნელი 'ვზროსლებისგან' ისწავლოს??
jordano
ციტატა(Goddess @ 23.03.2010, 9:48) *
როგორ ფიქრობ, ფსიქოლოგების მიერ შემუშავებული პროგრამით ჯობია მოხდეს თაობის სექსუალური აღზრდა, თუ ისევ ის სჯობს, პორნუშკებიდან და უბნელი 'ვზროსლებისგან' ისწავლოს??

პორნუხებიდან, იასნია, აბა ფსიქოლოგების ლაპარაკი სულაც არაა საინტერესო biggrin.gif

ჩემი აზრით დიახაც, უნდა ისწავლებოდეს და მხოლოდ ჭეშმარიტად ბნელებს შეიძლება ეგონოთ რომ სექსუალური აღზრდა "შუშანიკის წამების" "კამა სუტრათი" ჩანაცვლებას გულისხმობს, თავისი საზეპიროებით და მთელი ამბებით.

პირველ რიგში საჭიროა რომ ახალგაზრდებმა იცოდნენ ზოგადად მაინც, როგორ მუშაობს ადამიანის რეპროდუქციული სისტემა. დღეს ეს ცოდნა თავისი არსით დიდად არ აღემატება რწმენას რომ ბავშვებს კომბოსტოში პოულობენ. დაახლოებით ყველამ იცის რომ "ის იქ შედის" და ეგაა რა lool.gif ახლა არ მინდა კონკრეტული მაგალითების მოყოლა, რაები უკითხავთ ჩემთვის 20 წელს საკმაოდ გადაცილებულებს. არადა საბჭოთა დროის ბიოლოგიის წიგნშიც რომ ჩაეხედათ, იქაც კი იპოვიდნენ კითხვებზე პასუხებს.

მაგრამ როდესაც ბიოლოგიას 50 წელს გადაცილებული ქალიშვილი გასწავლის - იქ დამთავრებულია საქმე. ხომ დაიწვა სირცხვილით იმაზე საუბრისას, რომ არსებობს ასეთი პროცესი, სახელად ერექცია, იქ სისხლის მიმოქცევა, რამე, ბლა-ბლა-ბლა biggrin.gif თან ბავშვები ისეთი ეშმაკები არიან რომ ეგრევე ატყობენ მასწავლებელს, რაღაც საკითხი რომ არ იცის. რასაკვირველია მაინცდამაინც "სექსი შორენასთან" წამყვანივით გამომწვევად ჩაცმული "ნაშა" არ უნდა ატარებდეს ეგეთ გაკვეთილებს მაგრამ ერთი-ორჯერ გასინჯული რომ უნდა ჰქონდეს ეს ამბავი, მე მგონი დამეთანხმებით.

ოპონენტების არგუმენტი "ურყევია" - მე თუ არ მისწავლია ეგ, იმიტომაც ვერ გავაჩინე 12 შვილი! და 12 შვილის გაჩენა ყველას რომ არ უნდა და აბორტს აბორტზე იკეთებს - მაგ ამბავს რა ვუყოთ? ავკრძალოთ? მერე წავა ეგ აბორტები იატაკქვეშეთში და ბავშვებს ვინღა ჩივის, დედებსაც ზედ მიაყოლებენ. მიუყოლებიათ კიდეც. სანაგვეზე გადაგდებულ ბავშვებზე აღარ ვლაპარაკობ საერთოდ.

არა, რას ამბობ, კონტრაცეფცია ცოდვაა. ცოლს ეგ როგორ უნდა აკადრო? ეგ ბოზებთან უნდა გამოიყენო. ზატო აბორტი შეგიძლია აკადრო, რაზეა ბაზარი? ან არადა ქალი რომ მოგინდება და ბავშვის გაჩენა არა, წახვალ და ბოზებს გადახერხავ. ცოლი იჯდეს და ნასკებს რეცხავდეს. მაგარია, ე. ანდა თუ მაგის ფული არ გაქვს, გააჩენ 20 შვილს, ზოგს მაგიდაზე დააწვენ, ზოგს მაგიდის ქვეშ, ზოგს წიგნის თაროზე ან გაუქმებულ მაცივარში და ზოგს აბაზანაში. რად გვინდა ჩვენ სექსუალური აღზრდა, ისედაც ყველაზე სექსუალური ერი ვართ. მაგრამ ლოგინში ცოლმა ცოტა აქტიურობა თუ თუ გამოავლინა - მეძავია ეგ უეჭველად, ან მისიონერის პოზა, ან სიკვდილი!

საერთოდაც, სულ სააკაშვილის ხრიკებია ეგ.

მაიმუნი მაგი, სექსუალური კაცი მაგი! ჩვენ არ დავუშვებთ საქართველოს სექსუალურ სახელმწიფოდ გადაქცევას! ("მაიმუნი და სექსუალური" ცნობილი ამბავია და "სექსუალური სახელმწიფოს" შესახებ სადღაც მოვისმინე, კინაღამ გავიგუდე სიცილისგან. ხო, კიდევ თბილისის ფორუმზე ამუნათებდა ვიღაცა ოპონენტებს, ჰაი თქვე სექსის შვილებოო smile.gif გეგონება თვითონ კომბოსტოში იპოვეს lool.gif )

ა, ხო, კიდევ მაგარი ლეგენდა გამახსენდა - თურმე ქალი ბავშვს ძუძუს სანამ აწოვებს, არ ფეხმძიმდება lool.gif lool.gif ჰოდა არაა საჭირო განათლება ესე იგი ხომ?
Gvancaa
ციტატა(mdzime_jvari @ 15.06.2003, 10:11) *
უნდა ისწავლებოდეს თუ არა საშუალო სკოლებში "სექსუალური აღზრდა" და თუ კი რომელი კლასიდან?
ვეღარ გავიგე მოკლედ ვინ რას გაჰკივის ამ ტელევიზორში

ყოველივე ამის სწავლება, ისე, როგორც ჩვეულებრივი და აუცილებელი საგანი, ყოვლად საჭიროა, რადგან შემდგომ ახალგაზრდებმა თავიდან აიცილონ არაერთი პრობლემა.. (არასასურველი ორსულოა, სექსუალური გზით გადამდები დაავადებები და ა.შ) მე ნამდვილად ვწუხვარ იმაზე, რომ ჩემ დროს არ ისწავლებოდა..
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2012 Invision Power Services, Inc.