ქალბატონებო და ბატონებო!
მეგობრებო!
მოგმართავთ საერთაშორისო საინიციატივო ჯგუფი "აფხაზეთი"ს სახელით.
ამ ბოლო 13 წლის განმავლობაში ქართულ საზოგადოებაში იმკვიდრა პასიურმა სულსკვეთებამ ჩვენი სამშობლს ბედის მიმართ.
ჩვენს ძირითად ამოცანას წარმოადგენს საზოგადოების ყურადღების გამახვილება ჩვენი ქვეყნის მტკივნეულ პრობლემებზე, ნიჰილისტური განწყობის დაძლევაზე ობიექტური ინფორმაციის მიწოდების გზით და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას უცხოეთის რიგით მოქალაქეებში. ჩვენ ვატარებთ დიდ სანფორმაციო–ანალიტიკურ მუშაობას და გაგვაჩნია საკუთარი წარმომადგენლები მრავალ ქვეყანაში.
ჩვენმა ჯგუფმა ამა წლის 27–29 სექტემბერს ჩაატარა ფოტოგამოფენა «გვახსოვს» გალერეა «კოპალაში», რომელმაც გამოიწვია დიდი რეზონანსი ქართულ საზოგადოებაში, განსაკუთრებით საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებში.
http://www.abkhazeti.ru/pub/testimonies/vstvk/
http://www.abkhazeti.ru/pub/view/30_09_2005/
ეს გამოფენა იყო მთლიანად დაფინანსებული ჩვენი ჯგუფის წევრების მიერ და ორგანიზებული თბილისში მცხოვრები წევრების მიერ. ამჟამად ჩვენი გამოფენა იწყებს საერთაშორისო ტურნეს ჰოლანდიაში, კანადაში, შეერთებულ შტატებში და უკრაინაში.
მაგრამ ამ საქმეს სჭირდება ლოგიკური გაგრძელება საქართველოში.
ამჟამად ჩვენ ვიღებთ ვიდეო–კლიპს «გმირთა ღირსების ჰიმნი», რომელიც გავრცელდება ინტერნეტით, და ვგეგმავთ საქართველოს როკ–მუსიკოსებთან ერთად როკ–მარათონის ჩატარებას თბილისში. ამ იდეას მხარი დაუჭირეს კალიფორნიაში მცხოვრებმა როკ–ვარსკვლავებმა (კელი ოსბორნ, ნილ იანგ, კამილა, დეინა გონზალეს, ლერი ო’ნილ, ჯონი ბრაუნ), რომლემლებიც ელოდებიან ჩვენი როკ–მარათონის ვიდეოჩანაწერს და კლიპს, რომლებსაც გააცნობენ აშშ–ს როკ–საზოგადოებას და უნდათ ჩაატარონ საქართველოს მხარდაჭერის საქველმოქმედო აქცია. იყო საუბარი ტელეხიდზეც. http://www.abkhazeti.ru/pub/view/rock .
ყველა ეს აქცია ატარებს არაკომერციულ ხასიათს.
მიმდინარე ეტაპზე ჩვენ ვეძებთ ამ აქციების მხარდამჭერებს საქართველოში, და მთელი ჩვენი შემადგენლობის დიდი სურვილია, რომ ჩვენი ქვეყნის ფართო საზოგადოებამ, ფირმებმა, ტელევიზიებმა, მიიღოს მონაწილეობა ამ პროექტის განხორცილებაში, რაც მეტად გააუმჯობესებს საქართველოს იმიჯს საერთაშორისო საზოგადოების თვალში.
ჩვენი ჯგუფი, რომელიც წარმოიქმნა რამოდენიმე წლის წინ, აერთიანებს 24 ქვეყნის 2000-ზე მეტ სხვადასხვა ეროვნებისა და მსოფლმხედველობის წარმომადგენელს, გაერთიანებულს ერთი იდეით http://www.abkhazeti.ru/pub/view/inicgroup/.
ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს საზოგადოება გამოიჩენს სურვილს მხარი დაუჭიროს ჩვემს აქციას WE REMEMBER და გაგვიწევს დახმარებას როკ–პროექტის რეალიზებაში.
და ბოლოს, მოგახსენებთ, რომ შემდეგ შაბათს, 5 ნოემბერს, რადიო "მწვანე ტალღის" (FM 107.4) ეთერში, 18 საათზე გადაცემაში "როკი და ფეხბურთი" იქნება "გმირთა ღირსების ჰიმნის" პრეზენტაცია და საუბარი როკ–მარათინის შესახებ ქართული როკ–მუსიკოსების მონაწილეობით.
გთხოვთ მოისმინოთ ეს გადაცემა და შეუერთდეთ ჩვენს როკ–აქციას!
პატივიცემით,
ექიმი დიმიტრი ყიფიანი,
ვახტანგ გორგასალის ორდენის კავალერი,
აფხაზეტის ომის ვეტერანი.